ნაცრისფერი {4}
ეს მგონი ზედმეტად დიდი თქვი გამოვიდა, მაგრამ შემოკლება არ გამოდიოდა. ************** თვალის გახელისას მაშინვე ქალის სახე დაინახა, ცოტახანს უყურა მშვიდად მფშვინავ ნაკანს, რომელსაც ხელები ბალიშისთვის შემოეხვია და ტკბილად ეძინა მუცელზე მწოლს. გაუაზრებლად წაიღო ხელი მისი სახისკენ, წინ ჩამოყრილი თმის ღერები ნელა გადაუწია უკან, შემდეგ თმაზე მიაფერა, მოულოდნელად წინა ღამე ამოუტივტივდა გონებაში, წამსვე იგრძნო ხერხემალში დავლილი ჟრუანტელი და თვალებიც მიენაბა. მისი კოცნის სურვილმაც შეიპყრო, ბოლოს რომ იგრძნო თავის კონტროლს კარგავდა სხვა მხარეს გაიხედა, მერე კი საერთოდ საწოლზე წამოჯდა, ხელის გულებით რბილ ზედაპირს დაეყრდნო და ფანჯარაში გაიხედა. მოღრუბლული ამინდი იყო, ისეთი სახლში დარჩენის და მთელი დღე საწოლში კოტრიალის სურვილს რომ გაგიჩენდა. ალბათ რამდენიმე საათში გაწვიმდებოდა კიდეც. ნელა წამოდგა ფეხზე, ოთახი გადაკვეთა და ერთ-ერთი კარი გამოაღო, შიგნით შესულმა თბილი სპორტულები სწრაფად მოძებნა, იქვე ჩაიცა, შემდეგ კი აბაზანაში გადაინაცვლა. ნიჟარას ორივე ხელით დაეყრდნო და სარკეში საკუთარ თავს მიაშტერდა. უყურებდა საკუთარ გამოსახულებას, რომელშიც რაღაც შეცვლილიყო, რაღაც რასაც ვერ ხვდებოდა. ცხოვრებაში პირველად არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა მოქცეულიყო ქალთან რომელიც ახლა მის საძინებელში იმყოფებოდა. ერთადერთი რაც დაზუსტებით იცოდე ის იყო რომ სესილიას გვერდზე ყოფნა სურდა და მისი სიახლოვე სჭირდებოდა, წინა ღამის შემდეგ კი ამაში საბოლოოდ დარწმუნდა. ტელეფონზე მისული შეტყობინება გახსნა, სადაც ქეთი წერდა რომ ცოტა დააგვიანდებოდა თავისი შვილის ავადმყოფობის გამო, პირველმაც მოკლე პასუხი დაუბრუნდა და სახლიც დატოვა. გარეთ ცივი ჰაერი ტრიალებდა, ყინავდა. საათი რვის ოცდაჩვიდმეტ წუთს უჩვენებდა. დილით ჰაერიც სულ სხვანაირი ეჩვენებოდა ქუჩებში მორბენალს, რომელსაც ყურსასმენები მოერგო და აუჩქარებლად დაძუნძულებდა. ფიქრებში გართული შესვენებითაც არ ისვენებდა იქამდე სანამ ფილტვებმა ჰაერის უკმარისობა არ იგრძნეს. იქვე, ახლოდ მდებარე მარკეტში შევიდა, მაცივრიდან ერთი ბოთლი წყალი გამოიღო და სალაროსკენ დაიძრა. დაინახა როგორ წუწუნებდა იქვე მდგომი ბავშვი, რომელიც დედას ქურთუკზე ქაჩავდა და თითით შოკოლადებისკენ ანიშნებდა. როგორც კი დედა-შვილმა სალარო დატოვა გამყიდველს ზრდილობიანად მიესალმა პირველი, თან ჯიბეში ნაპოვნი ათ ლარიანი დაუდო წინ. -ამას ავიღებ. - იქვე დალაგებულ ორ M&M-სის კოლოფს და ერთ პატარა ტვიქსს მოკიდა ხელი, შემდეგ კი გასასვლელისკენ დაიძრა ისე რომ ხურდაც არ აუღია. გასვლისთანავე ირგვლივ მიმოიხედა, მალევე მოჰკრა თვალი კორპუსებისკენ მიმავალ ქალს და სწრაფად დაეწია. - უკაცრავად. - წინ გადაეღობა ქალს სუნთქვა აჩქარებული პირველი და ქალის დამფრთხალ სახესაც წააწყდა. - ეს დაგივარდათ. - ერთი კოლოფი ემენდემსი და ტვიქსის შოკოლადი გაუწოდა დაბნეულს, რომელიც ცისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. -მე არ… -დავინახე ჩუმად რომ უყიდეთ და გასვლისას დაგივარდათ. -მართლა დე? - თვალებ აბრჭყვიალებულმა ბავშვმა ქვევიდან ახედა ქალს, რომელმაც აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. -გამომართვი. - ბავშვის წინ ჩაცუცქულმა ხელში დააჭერინა შოკოლადები, თან ხელი გადაუსვა თმაზე და დედის მსგავს ბრჭყვიალა თვალებში ჩახედა. - რა გქვია? -ლუკა. - დამორცხვილმა ჩაილაპარაკა, კოსტანტინე კი ღიმილს ვერ იკავებდა მისი ყურებისას. -ეს მეორე ჩემგან და არავის აჭამო. - მეორე კოლოფი ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო ბავშმა კი აღარ იცოდა სიხარულისგან რა გაეკეთებინა. -საჭირო არ არის… ნუ წუხდებით. -არ ვწუხდები, პირიქით. -გაჭამო? - უკვე გახსნილ M&M-სზე ანიშნა გახარებულმა, კოსტამაც ხელი გაუწოდა, ლუკამ კი თითქმის ნახევარი დაუყარა დიდ ხელის გულზე. -რა უნდა უთხრა დე? -მადლობა. - ლოყებ შეფარკლულმა უკან გასწია ხელი, პირველმა კი თმები აუჩეჩა ბავშვს. -კარგი ბიჭი ხარ. - ყურებამდე გაუღიმა, შემდეგ გასწორდა და დამშვიდობების თანავე თავის გზას დაადგა. ნახევარი ლიტრი ბოთლი მთლიანად ჩაცალა, ცარიელი სანაგვეში ჩააგდო, M&M-სის ჭამით გზას გაუყვა, ბოლოს კი კვლავ სირბილით მივიდა სახლამდე. ცხრა საათი ხდებოდა შიგნით რომ შევიდა, გაყინულ სახეზეც წამსვე მოედო სითბო და ტანზე ეკალმა დააყარა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა საძინებლისკენ, გაღებული კარების ჩარჩოს მხრით მიეყრდნო და საწოლზე მწოლს დააკვირდა. ეგონა ისევ ეძინა, მაგრამ მაშინვე წამოყო თავი ნაკანმა და იქვე მდგომ პირველს თვალი გაუსწორა. კაცის მომღიმარ სახეზე ლოყები შეეფარკლა, თავი კვლავ ბალიშზე დადო და საბანიც თავზე გადაიფარა. ქალის საქციელით გამხიარულებული სწრაფად მიუახლოვდა საწოლს, საბანი გადახადა და გაყინული ტუჩები ლოყაზე მიაწება. - მძინარა ყოფილხარ. -ჯერ ცხრა საათია კოსტა… - სიცივისგან შეწუხებული კიდევ უფრო მოიკუნტა და კაცის ცივი თითების შეხებისას კანიც დაეხორკლა. - ცივი ხარ… სად იყავი? -სარბენად. - ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა მისი ტუჩები თავს ძლივს იკავებდა ჰაერის გამოცლამდე რომ არ დაეკოცნა. ბოლოს მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა კეფაზე შეუცურა ხელი და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. -გემრიელი გემო გაქვს. - ტუჩები გაილოკა როგორც კი მოშორდა პირველი. ქალის ქცევაზე გაეღიმა, მოწყვეტით აკოცა, შემდეგ თვალებში ჩახედა და აწეწილი თმა უკან გადაუწია. -როგორ ხარ? -შესანიშნავად. - წამსვე აუბრჭყვიალდა თვალები, მაჯაზე თითები მოხვია და ხელის გულზე აკოცა. - გაყინული ხარ. -გარეთ ცივა. - კიდე ერთხელ აჩუქა კოცნა, მერე კი ფეხზე წამოდგა. - ჯაკუზს გავავსებ და იმედი მაქვს შემომიერთდები. -აუცილებლად… და შეგიძლია გათბობას აუწიო? - საბანი ისევ გაფაიფარა და ისე შეხედა კარებთან მისულს. -შემიძლია. - ოდნავ გაიღიმა, ჯერ აბაზანაში შევიდა, ცხელი წყალი მოუშვა ონკანიდან და სანამ გაივსებოდა საძინებლიდან გასულმა კედელზე მიმაგრებულ ტემპერატურის მარეგულირებელს გრადუსები მოუმატა, შემდეგ კვლავ საძინებელში შევიდა, საწოლზე მწოლს საბანი მთლიანად მოაშორა, მისი შიშველი სხეული ჰაერში ააფრიალა და აბაზანაში დაბრუნებულმა ნაკანი პირდაპირ ცხელ წყალში ჩასვა. ქალის ყველა უჯრედსაც წამსვე მოედო სითბო, სხეული მოუდუნდა და ტანსაცმლის გახდაში გართულს ახედა. - რა იყო? - წარბ აწეულმა დახედა ზევიდან, თან ეღიმებოდა მის შეფარკლულ ლოყებზე. -ძალიან მიმზიდველი სხეული გაქვს… -ჰოო? არ ვიცოდი… - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, სესილიას მოპირდაპირედ ჩაწვა, კეფა ზედაპირს ჩამოადო, თვალები დახუჭა და წყალს ნება მისცა მისი სხეული გაეთბო. მალევე იგრძნო ზევიდან მოთავსებული ქალის სხეული, შემდეგ თბილი თითების შეხება სახეზე, მერე კი თმაში. -დღეს მიდიხარ სადმე? -ჩემს კომპანიაში, შეხვედრები მაქვს. - მშვიდად ჩაილაპარაკა, თან ხელი აატარა ქალს ზურგზე. - შენ? -სახლში. -სად სახლში? - მაშინვე ჭყიტა თვალები და სესილიას მწვანე სფეროებსაც წააწყდა. -სახლში სადაც ვცხოვრობ კოსტა. - ჩაიცინა, თითი შეკრულ წარბებზე გადაატარა, შემდეგ სწორ ცხვირზე ჩამოაყოლა, ბოლოს ტუჩებთანაც მიაღწია. -არ გინდა აქ გადმოხვიდე? -არა. - ლოყაზე მიადო ხელის გული, ცერით ლოყაზე მიეფერა, თან ტუჩებზე ხანგრძლივად აკოცა. - ღმერთო, ძალიან გემრიელი გემო გაქვს, რაღაც ნაცნობი. -ემენდემსი მაჭამა ბავშვმა. - გაეცინა სესილიას სიტყვებზე, მუხლები მოხარა და თავის სხეულზე მოთავსებული სესილიაც მათ მიეყრდნო ზურგით. - მინდა აქ გადმოხვიდე და სახლში მოსვლისას სიცარიელე აღარ დამხვდეს. - მკერდზე ჩამოატარა ხელები, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მოიქცია მკერდი, მტკივნეულად მოუჭირა თითები, თან ერთმანეთზე მიატყუპა ორივე მკერდის მხარე. შემდეგ თხელ მუცელზე ჩამოატარა ხელები და ბოლოს მის ფეხებზე დაალაგა. -ძალიან ჩქარობ, მე კი არ შემიძლია ერთდროულად ამ ყველაფერთან შეჩვევა ასეთ მცირე დროში. - მშვიდად ჩაილაპარაკა, საკუთარ ფეხებზე დადებულ მტევანს ხელის გული ზემოდან დაადო, შემდეგ თითები შემოხვია. - ამ სახლში თავს უცხოდ ვგრძნობ და ცოტა დრო მომეცი. - სესას მამა მეძახდა. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ჩაილაპარაკა, თან კონსტანტინეს თვალებში ვახედა. - მის გარდა არავის დაუძახებია და გუშინ ეკამ რომ დამიძახა საშინელი გრძნობა დამეუფლა. -რატომ არავის უთხარი? - მტევანზე აკცა თვალებ ამღვრეულს, თან თვალებში ჩახედა. -აღარ მინდა ამაზე საუბარი. არასასიამოვნო წარსულია და გახსენება არ მსურს. -კარგი, უბრალოდ იცოდე რომ ყოველთვის შეგიძლია ითხოვო დახმარება. წარმოიდგინე იგივე რამ რომ გადახდეს შენს შვილს რაც შენ გადაიტანე და არ გითხრას… -ეკას ვუთხარი კოსტა. - ცრემლისგან აეწვა თვალები და მაშინვე ჩაუწითლდა. - მეორედ აღარ გაიმეოროო მითხრა, მამაშენი მოკვდა და რაც არ უნდა მოიფიქრო ჩემთან მოგიწევს ცხოვრებაო. - დასველებულ სახეზე აიფარა ხელები. სესილიას შემხედვარე უდიდეს ბრაზს გრძნობდა პირველი, იმის წარმოდგენისას რომ ვიღაც მისი სურვილის წინააღმდეგ ოდნავ მაინც ეხებოდა სისხლს უდუღებდა, მისი ამ მდგომარეობაში დანახვა და მისთვის არადამახსსიათებლად სტკენდა. წამომჯდარმა მკლავები შემოხვია მის სუსტ სხეულს და მკერდზე მიიხუტა. თმაზე ეფერებოდა, კოცნიდა, უსიტვოდ უზიარებდა თანადგომას და ნელ-ნელა ამშვიდებდა. - მაგის შემდეგ ვეღარ ვიტან ეკას. - შედარებით დამშვიდებულმა ჩაილაპარაკა, სახე პირველის ყელიდან ამოსწია და მუქ ნაცრისფერ თვალებში ჩახედა. უცნაურად დიდი სითბო დაეუფლა, იმის შეგრძნებამ რომ უკვე დიდი ხანი იყო იცნობდა, სხეულში ჟრუანტელი მოჰგვარა, გული უცნაურად შეუთამაშდა და ამ შეგრძნებებისგან თვალები მინაბა. -აღარ იტირო სესილია. - სახეზე მიეფერა, ორივე თვალზე აკოცა, შემდეგ შუბლზე მიაკრო ტუჩები, ბოლოს მის ბაგეებსაც დაეწაფა. -არც კი ვიცი რას ვაკეთებ. შენთან ყოფნისას ვერ ვფიქრობ და მალევე უნდა გაგეცალო. - ოდნავ ჩაიცინა, ტუჩებზე წამიერად შეეხო, შემდეგ ფეხზე წამოდგა, კონსტანტინესგან ზურგშექცევით დადგა და დუშიდან წვრილ ზოლებად წამოსულ წყალს სახე შეუშვირა. ქვევიდან უყურებდა ქალს, მის ტანზე დააცოცებდა თვალებს და ყველა დეტალს გონებაში იმახსოვრებდა. თვითონაც ნელა წამოდგა ფეხზე, უკნიდან მიუდგა ქალს, მკლავი სწორ მუცელზე მოხვია და კისერზე მიაკრო ტუჩები. მაშინვე იგრძნო როგორ დაუარა სხეულში ტალღამ ნაკანს, ქაფიანი ღრუბელი გამოართვა, მერე კი თვითონ შეუდგა მისი სხეულის გაქაფვას. მხრებიდან დაიწყო, შემდეგ ზურგიდან წელზე გადავიდა, თავისკენ შეატრიალა და წინა მხარეც გაუსუფთავა. უფრო მეტი სურდა, ჯერ კიდევ ვერ იკმაყოფილებდა სურვილს რომელიც მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ არც ქალის დაფრთხობა უნდოდა ზედმეტი მოქმედებით. -გრცხვენია? - ნიკაპზე მოკიდებული თითებით თავი ააწვინა, მწვანე ბრჭყვილა თვალებში მხოლოდ რამდენიმე წამით მოასწრო ჩახედვა რადგან ნაკანმა ვერ გაუძლო დიდხანს პირველის სახის ყურებას, რომელზეც არაფერი აღიბეჭდებოდა, მხოლოდ ნაცრისფერ თვალებში შეიძლებოდა რაიმეს ამოკითხვა, ისიც თუ კარგად დააკვირდებოდი, რასაც ჯერჯერობით სესილია ვერ აკეთებდა. -ისედაც ხომ იცი, რატომ მეკითხები? - ქაფიანი თითები მკერდზე ჩამოატარა, შემდეგ წელზე მოხვია და სახე გახურებულ მკერდზე მიადო. -ჯანდაბა… - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, ორივე ლოყაზე ხელები მოკიდა თავის აწევით თანავე და ტუჩებზე დაეწაფა. - ზედმეტად საყვარელი ხარ ახლა, ასე არ შეიძლება… თუ მორჩი გადადი თორემ შენს გამო მეორედ გამოვტოვებ შეხვედრებს, რაც კარგი ნამდვილად არ არის. -კარგი. - ოდნავ გაიღიმა, შემდეგ კი მეთლახზე დაფენილ რბილ ხალიჩაზე დადგა ფეხი, თან კონსტანტინეს ძლიერ მკლავს ეყრდნობოდა თითებით. - შეჭამ საუზმეს თუ გეჩქარება? -არ მეჩქარება. -და რას მიირთმევ? -რასაც მოამზადებ. თუ გეზარება დამელოდე და მე მოვამზადებ. - ისე ჩაილაპარაკა არც შეუხედავს პირსახოცით მდგომი ქალისთვის. -არ მეზარება. - მთლიანად შეათვალიერა კაცის სხეული, მასთან მისვლის და მისი ტანის შეგრძნების სურვილი ძლივს გადაიტანა მეორე პლანზე, საძინებელში გავიდა, იქვე მიგდებული საკუთარი ელასტიკი ამოიცვა, მერე კი საკუთარი სვიტერის მოძებნას შეუდგა, რომ გაახსენდა წინა ღამეს მისაღებში დატოვა, იქვე მდებარე კონსტანტინეს კარადას ესტუმრა. დიდი თეთრი სვიტერი სწრაფად გადაიცვა, შემდეგ თვალი სარკეში არეკლილ საკუთარ სილუეტზე გაუშტერდა. შეცვლილი იყო, სხვანაირად გამოიყურებოდა და თვალებიც ჩვეულებრივთან შედარებით უფრო უბრწყინავდა. სწრაფად აარიდა თვალი საკუთარ სახეს, იქაურობაც დატოვა და საძინებლიდან გასული პირდაპირ სამზარეულოსკენ დაიძრა. მაცივარში მდებარე უჯრაში სალათისთვის საჭირო მასალები მონახა, რამდენიმე კვერცხიც გამოიღო და მალე ყველაფერი მოამზადა. -თმა სველი გაქვს. - თმები მაღლა აუწია, მაჯაზე დამაგრებული სესილიას თმის სამაგრით შეუკრა, მერე კი კისერზე მიაწება ტუჩები და მაგიდასთან მოთავსდა. - რას აპირებ დღეს? -ლექცია მაქვს სამ საათზე, მერე სახლში და საღამოს შეიძლება სადმე წავიდე ლილიანთან ერთად. -სად სადმე? -კაფეში, ან ბარში კოსტა, არ ვიცი. - თვალი აარიდა მის მოჭუტულ სფეროებს, რამდენიმე წამში კარზე ზარის ხმაც გაისმა, სესილია მშვიდად მიირთმევდა საუზმეს, პირველი კი მას მიშტერებოდა. ბოლოს მშვიდად ადგა ფეხზე და გასასვლელისკენ დაიძრა. ნერვები ეშლებოდა, რაზე თვითონაც ვერ ხვდებოდა, გული უცნაურად უცემდა, რაღაც ცუდს უგრძნობდა და იმ დროს ყველაზე მეტად არ სურდა სესილიას ბარში გაშვება, მაგრამ იცოდა ჯერ ვერაფერს აიძულებდა ქალს და უკვე იმზე ფიქრს იწყდება საღამოს რა მოხდებოდა. კარების გაღების თანავე წააწყდა მეგობრის მზერას, ხმის ამოუღებლად გადაკოცნა, მერე კი შიგნით შეატარა. -ელენემ მითხრა რომ დილით თავისუფალი იყავი, ვიფიქრე გამოგივლიდი და ერთად წავიდოდით… - საუბარი შეწყვიტა როცა დივანზე ქალის სვიტერი დაინახა, მაშინვე წინ მიმავლს შეხედა, თან ერთ ადგილზე გაჩერდა. -გუშინ არ ვიცოდი დღევანდელი დილის გეგმები თუ შემეცვლებოდა… აბაზანაში ყოფნა ცოტა გამეწელა და კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი სახლის დატოვებას. - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა, ანდრო კი ვერაფრით მიხვდა მის ტონს. სამზარეულოში შეყვა და იქვე მჯდომი სესილიას დანახვისას გაკვირვებისგან წარბები მაღლა აზიდა. -სესილია, როგორ ხარ? - მომღიმარმა ჰკითხა, შემდეგ ისიც მაგიდას მიუჯდა. -კარგად, შენ? - ფეხზე წამომდგარმა სწრაფად დაუდო წინ თეფში ჩანგალთან ერთად, ამის შემდეგ კი კვლავ თავის ადგილზე მოთავსდა. -შესანიშნავად… მაგრამ ეს რატომ არის უხასიათოდ? - დაეჭვებულმა შეხედა მეგობარს, რომელმაც გამყინავი ნაცრისფერი თვალები შეანათა. -ორი წუთის წინ არ იყო. - ხმრები აიჩეჩა, თან თავისი გაკეთებული სალათი დააგემოვნა. -დავიჯერო ჩემმა მოსვლამ გაუფიჭა ხასიათი? -გეყოფა. - მშვიდად ჩაილაპარაკა პირველმა და ანდროც მიხვდა მისი სიტყვის არსს. -შენ რას შვრები სესილია? სწავლის საქმე როგორ მიდის? -ჩვეულებრივ, არაფერი განსაკუთრებული. ჩვეული ერთფეროვნება… მიხვდები რასაც ვამბობ. -რათქმაუნდა… და რაზე სწავლობ? -არქიტექტურა. - ანდროდან მზერა ჩუმად მყოფ კონსტანტინეზე გადაიტანა, თითები კაცის თითებში ახლართა და პირველმაც წამსვე შეხედა ქალს. - დღეს ლექციის შემდეგ არსად არ მივდივარ. - ოდნავ გაიღიმა, პირველმა კი ხმა ვეღარ ამოიღო იმის გააზრებისას რომ პირველად მოახერხა ქალმა მისი აზრების წაკითხვა და განწყობის შეცვლის მიზეზის გაგება. არც ანდროს გამოჰპარვია მათი მზერა, ატყობდა უკვე გაჩენილიყო რაღაც რაც ამ ორ ადამიანს აკავშირებდა და იმასაც ამჩნევდა რომ სესილია სხვა ქალებისგან ბევრად განსხვავდებოდა. -იმედი მაქვს მეც დამიდგამ ერთ ულამაზეს სახლს. -როცა მოგინდება, გონება სავსე მაქვს იდეებით… - ყურებამდე გაიღიმა, თან ბრჭყვიალა მწვანე თვალები მიაპყრო კაცს. -სანამ შენ ცოლს მოიყვან სესილია უნივერსიტეტსაც დაამთავრებს და საკუთარ კომპანიასაც შექმნის. - თვალები აატრიალა კონსტანტინემ. -გამორიცხული არ არის… - სიცილით დაეთანხმა მეგობარს, მერე კი გაურკვევლობაში მყოფ ქალს შეხედა. - წლების წინ ვთქვი რომ სახლს მაშინ ავიშენებდი როცა ცოლს მოვიყვანდი, მანამდე კი მაღალი კორპუსის ბოლო სართულზე ვიცხოვრებდი. მაშინ 16 წლის ვიყავი, ახლა ოცდარვის ვარ და მაღალი კორპუსის ბოლო სართულზე ვცხოვრობ, ცოლის მოყვანას კი ჯერ არ ვაპირებ. -ვინმე რომ გიყვარდეს ასე არ ისაუბრებდი. -მართალია… 21 წლის ასაკში მიყვარდა გოგო რომლის ცოლად მოყვანას ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა ერთგულმა და საუკეთესო მეგობარმა ამ შეცდომის დაშვებისგან გადამარჩინა… თორემ ახლა მეყოლებოდა მინიმუმ ორი შვილი და ყოფილი ცოლი, რომელიც სხვაზე იქნებოდა დაქორწინებული. -საინტერესო ისტორია ჩანს… -სხვა დროს მოგიყვები. -სიამოვნებით მოგისმენ. -მომწონხარ. - საჩვენებელი თითი დაუქნია მომღიმარმა და სესილიას გაცინებაც მოახერხა, კონსტანტინე კი ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს და იმდენად ირეოდა სესილიასთან ახლოს ყოფნით, ისიც არ იცოდა რა ეფიქრა. -მიხარია შენნაირი მეგობარი რომ ჰყავს კონსტანტინეს, თორემ სხვას ვერ გავუძლებდი მისი ხასიათებით. - როგორც კი თქვა ხმამაღლა გაიცინა ნიკოლაიშვილმა, თან წარბ აწეულ მეგობარს შეხედა. -დიდი ხანია ასე არავის გავუცინებივარ, ვგრძნობ ძალიან მალე კოსტაზე უკეთ გავუგებთ ერთმანეთს. - თვალი ჩაუკრა სესილიას, რომელმაც ჯერ გაუღიმა, მერე კი ურეაქციოდ მჯდომ პირველს შეხედ. მშვიდად მიირთმევდა თეფშზე დალაგებულ საკვებს, თან ამ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. -მე სესილია უნდა გავიყვანო, შენ წადი შენი მანქანით და მეც მოვალ… -მე ტაქსით წავალ. -მე წაგიყვანს. -ტაქსით წავალ კონსტანტინე და გთხოვ არ შემეწინააღმდეგო. -იმედია მიზეზი გაქვს. -სხვა დროს გეტყვი თუ გამახსენდება. თუ მორჩით ავალაგებ. -კი კი, მადლობა. - თეფში წინ გასწია, მერე კი ტელეფონში შემოსულ შეტყობინებას გასცა პასუხი. ამასობაში კონსტანტინემ საძინებლისკენ წასასვლელად თავით ანიშნა სესილიას, თან ალაგებაში მოეხმარა. -იყოს ესენი, ქეთი მოვა და ის მიხედავს. -რა ვქნა? დაგელოდო თუ წავიდე? -მოვალ ხუთ წუთში. - საძინებლისკენ დაიძრა, სესილიაც მალევე გაჰყვა უკან. საძინებელში შესული ფანჯარასთან მდგომი კაცისკენ წავიდა, წინიდან დაუდგა და ქვევიდან მომღიმარმა ახედა. - მართალია, ანდრო მე არ მგავს, უფრო თბილი და კომუნიკაბელურია, ამიტომ მისგან არაფერი გაგიკვირდეს და არც უხერხულად იგრძნო თავი. ანდრო ჩემი ბავშვობის მეგობარია, ყველაზე მეტად ვენდობი და თუ ის ჩათვლის რომ შენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ხარ ისიც შეგიყვარებს და ყველაფერს გააკეთებს შენთვის თუ დახმარება დაგჭირდება ჩემი არ ყოფნის დროს. -შენნაირ მეორეს მართლა ვერ ავიტანდი. -ჩემნაირი მეორე არ არსებობს. შეგიძლია მშვიდად იყო. -დარწმუნებული ვარ ასეა. - თმებში შეუცურა თითები და ტუჩებზე აკოცა. -დღეს სახლში იყავი კარგი? -ამასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვს? იმიტომ რომ თუ გაქვს, ვერანაირად ვერ შევთანხმდებით. -არა, მაგრამ დღეს არა, თუ გინდა ხვალ წადი, ზეგ ან მაზეგ, მაგრამ დღეს არა, კარგი? -ძალიან საყვარელი ხარ როცა ცდილობ ისე ამიხსნა ყველაფერი რომ არ შეგეწინააღმდეგო. -არასდროს არავის უთქვამს ეს სიტყვა ჩემზე, ჩემს დასაც კი, შენ კი აშკარად… -მომწონს ეს ფაქტი, შენ არა? - ქვედა ტუჩზე იკბინა და არეული თვალები გაუსწორა პირველის ანთებულ სფეროებს. საიდან მოდიოდა ამხელა სითამამე ვერ ხვდებოდა, ასე ეგონა წლები იყო იცნობდა და ყოველდღიურად ასეთი საუბრები უწევდა კაცთან რომელიც სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი. -მე შენ მომწონხარ. - უკანალზე მოუჭირა თითები, თავისკენ მისწია და სხეულზე მიკრულს ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. - წადი. - ყელზე მიაწება ტუჩები, შეუმჩნევლად შეისუნთქა ქალის სურნელი და მთლიანად მოშორდა. მალე დატოვა იქაურობა სესილიამ, ქუჩას ფეხით გაუყვა და ბოლოს ძლივს გამოჩენილ ტაქსს ხელი აუქნია. შიგნით ჩამჯდარმა მძღოლს მისამართი უკარნახა, უკანა სავარძელზე მჯდომმა თვალები დახუჭა და განვლილი ღამის გახსენებისას თვალები აემღვრა. მოგონებები ისევ და ისევ ტრიალებდა გონებაში და ამ ყველაფერს ვერაფრით აჩერებდა ქალი. მალე მივიდა კორპუსთან, ფულის გადახდის შემდეგ სწრაფად დაიძრა შენობისკენ, ფეხით აირბინა კიბეები და ბოლოს კარებზე ბრახუნი ატეხა. -გასაღები დაკარგე? - სწრაფად გაუღო კარი გამჭირვალე საცვლების ამარა მდგომმა ლილიანმა, სხეულზე მიკრულს ხელები მოხვია, თან წარბები შეკრა მის ქცევაზე. - კარგად ხარ? -არა… არაფერი მკითხო გთხოვ, უბრალოდ ჩამეხუტე. - ატირებული კიდევ უფრო მეტად ხვევდა ხელებს, გაურკვევლობაში მყოფი ლილიანი კი უბრალოდ თავზე ეფერებოდა. -რამე გააკეთა იმან? მითხარი თუ რამე დაგიშავა და გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ მის… -არა… კონსტანტინე არაფერ შუაშია… ნუ ისიც, მაგრამ მისგამო არ ვტირი… -ისიც? როგორ გავიგო ეგ სესი? -გუშინ კონსტანტინესთან ვიწექი. - მიხვდა რომ არ შეეშვებოდა ლილიანი, ამიტომ სწრაფად მოშორდა და საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა. -რა? -სექსი მქონდა, ძალიან მაგარი სექსი. - ურეაქციოდ ჩაილაპარაკა, მერე კი შაძინებელში შესულმა კარები დახურა. -სესილია! გამიღე კარი. -ლაპარაკი არ მინდა გთხოვ, სხვა დროს მოგიყვები, ახლა მარტო ყოფნა მსურს. -შემომიშვი, ხმას არ ამოვიღებ გპირდები. - დანებებულმა ჩაილაპარაკა და მალე დაინახა კიდეც სესილიას ამღვრეული თვალები. ოთახში შესულმა საძინებლის კარი მიკეტა, შემდეგ საწოლზე მოთავსებულს გვერდზე მიუწვა და ორივე ხელი მჭიდროდ შემოხვია. ხმა აღარ ამოუღიათ, მალევე ჩაეძინა ატირებულს, ლილიანი კი თმაზე ეფერებოდა. აფორიაქებული იყო მისი მდგომარეობით, ვერ იტანდა ასეთ მომენტებს, როცა უყურებდა და დახმარება არ შეეძლო. ყოველთვის ემოციური იყო სესილია, ყველა დეტალს ემოციურად უდგებოდა და ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა. ახლა არ იცოდა მისი ცრემლების ნამდვილი მოზეზი, მაგრამ დარწმუნებული იყო კონსტანტინესკენ გადადგმული ახალი ნაბიჯიც მოქმედებდა მის ემოციურ მხარეზე. მძინარე მალევე დატოვა, არც უნივერსიტეტში წასასვლელად გაუღვიძებია და არც თვითონ გასულა სახლიდან. მთლიანი დღე გადააბა სესილიამ, შვიდი საათი იქნებოდა რომ გაიღვიძა, ტელეფონზე შემოსული უცხო ნომრის ზარები მოხვდა თვალში, მაგრამ დააიგნორა, ტელეფონი იქვე მიაგდო და საძინებლიდან გავიდა. დივანზე იჯდა ფეხებ აკეცილი ლილიანი, პლედე მიეფარებინა, პოპკორნს მიირთმევდა, თან კინოს უყურებდა. - მოდი. - როგორც კი დაინახა სესილია მაშინვე ასწია პლედი და ნაკანიც ნელი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ. გვერდზე მიუჯდა თვალებ ამღვრეული, თავი მხარზე ჩამოადა და თვითონაც ტელევიზორს შეხედა. - უკეთ ხარ? -მცივა. -მაპატიე კონსტანტინესავით ვერ გაგათბობ, მაგრამ პლედს გიყოფ ხომ ხედავ. - შუბლზე აკოცა, სესილიას კი გეღიმა. -კოსტასავით ვერავინ გამათბობს. -თავისი შარმით, საუბრით და სიმპატიურობით მოგაჯადოვა არა? -არ ვიცი რა ქნა, მაგრამ მინდა ახლა ჩემთან იყოს. -ჯანდაბა… - ზევიდან დახედა მეგობარს რომელმაც ხელები წელზე შეუცურა და მაგრად მიეხუტა. -კონსტანტინე მინდა… -რამ გადაგაწყვეტინა იმ კაცთან სექსი, არასდროს არავის იკარებდი, მეგონა მინიმუმ ექვსი თვე მაინც აწვალებდი კაცს. -არ ვიცი, მასთან რომ ვარ და მეხება ფიქრის საშუალება აღარ მაქვს ხოლმე და სურვილებს ვყვები. ღმერთო რა სექსუალურია რომ იცოდე… ჯანდაბა ძალიან მინდა მასთან. - სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, თვალები აეწვა სურვილისგან, ორივე ხელი სახეზე აიფარა და დივანზეც წამოჯდა. -ჯანდაბა რა ქნა ასეთი. - კვლავ ცრემლები რომ გადმოსცვივდა ლილიანსაც უმტყუნა ნერვებმა. -ოთახში ვიქნები. -კარგი. - თვალი გააყოლა წარბშეკრულმა, მერე კვლავ ფილმის ყურება განაგრძო. სუსტად გრძნობდა თავს, ვერც იძინებდა, არც საწოლიდან ადგომა უნდოდა. ძალაც აღარ ჰქონდა რამის. ათი საათი იქნებოდა ნელი ნაბიჯების ხმა რომ გაიგო კარის უკან, შემდეგ კარებიც ნელა გაიღო და რამდენიმე წამში მამაკაცის სასიამოვნო სურნელიც იგრძნო. არ განძრეულა, კვლავ ფანჯარას მიშტერებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის მიუახლოვდებოდა კაცი. -ძალიან ცუდად იქცევი, სესილია. - მის წინ ჩამომჯდარმა ზევიდან დახედა ქალს, კარგად არ გამოიყურებოდა, თვალები დასიებოდა, მწვანე სფეროებში უყურებდა სადაც თეთრი გარსი სრულიად გაწითლებოდა. - შენ… ტირი? რა გატირებს სესა… - ყბებზე მოკიდა ხელი, სახე მის სახესთან ახლოს მისწია და თვალებში ჩააჩერდა. ტუჩები ეწვოდა სურვილისგან ისე უნდოდა შეხებოდა მისაკუთრებულ ბაგეებს, მაგრამ ქალის ასეთი მგომარეობა მასაც აბნევდა. - ჯანდაბა რა გატირებს მითხარი! - მკაცრი, ცივი ტონით თქვა და სესილიასაც კიდევ ერთხელ გადმოსცვივდა ცრემლები. -ნუ მეჩხუბები, ემოციური ადამიანი ვარ შენგან განსხვავებით და ყველაფერს განვიცდი. - ხელი მოაშორებინა, მერე კი ცრემლები შეიმშრალა. -არ გეჩხუბები… უბრალოდ ვერ ვიტან როცა ტირი… საერთოდ ქალის ტირილს ვერ ვიტან. - ბოლოს მიამატა წინადადება რომ მიხვდა თავს ყიდიდა. - მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ, ოღონდ ნუ ტირი კარგი? - ცერა თითებით შეუმშრალ ცრემლები. ისევ ისეთი არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა, ჩვეული ხმის ტონი, ისეთი ქალს აფიქრებინებდა რომ უბრალოდ ვალდებულების მიზნით ამბობდა ყველფერს, მაგრამ სესილია უკვე ეჩვეოდა ასეთს, მთავარი იყო მის შინაგან სამყაროს ნელ-ნელა უგებდა. -ჩემთან დაწექი და ჩამეხუტე. - ლოყებ შეფარკლულმა ჩაილაპარა, კონსტანტინე კი ურეაქციოდ შეჰყურებდა, არადა გაკვირვებული იყო ქალის სიტყვების მოსმენისგან. -რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ? - პალტო იქვე სავარძელზე გადაკიდა, ფეხსაცმელი სწრაფად მოიშორა, საბანი ასწია და რბილ ლოგინზე დაწოლილმა ქალის სხეული მკლავებში მოიქცია. -არ ვიცოდი შენ თუ იყავი, თან მეძინა, მთელი დღეა მძინავს. -არაფერი გიჭამია? მაგიტომ ხარ ასე სუსტად. - წარბშეკრულმა ჩახედა თვალებში. - როგორ შეიძლება ასე მოქცევა სესილია? და რის გამო? რატომ ხარ ასე მითხარი! -რატომ მეჩხუბები? - კვლავ აემღვრა თვალები, კონსტანტინეს მკლვებს მოშორდა და ზურგი აქცია. -ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელი შემდეგ ფეხზე წამოდგა და საძინებლიდან გავიდა. მალევე იპოვნა სამზარეულო, შიგნით შესულს კი ლილიანი დახვდა. - გაქვს რაიმე რითიც შენს დაქალს დავანაყრებთ? -მაცივარში ნახე. - მხრები აიჩეჩა, თან დაკვირვებით შეათვალიერა კაცი. - ჩვეულებრივი ყოფილხარ. -უკაცრავად? - წარბ აწეულმა შეხედა კარადებზე მიყუდებულ ქალს. ეს სიტუაცია უკვე აღიზიანებდა, თავის შეკავებაც უჭირდა და საერთოდ იქ რას აკეთებდა წარმოდგენა არ ჰქონდა. საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ იქცეოდა და ვერც ხვდებოდა ამ მყველაფერს რატო აკეთებდა. -შენზე ყველა ისე საუბრობს თითქოს ზევიდან იყო ჩამოსული. - ჭერისკენ აიშვირა ხელი, მერე კი ჩაი მოსვა. - მაგრამ ჩვეულებრივი ჩანხარ. -ჩვეულებრივი არავინ არის, ყველას გვაქვს რაღაც განსხვავებული. ხელოვანი ქალი ხარ, ამაზე საუბარი შენთან არ უნდა მჭირდებოდეს. - რამდენიმე კვერცხი გამოიღო, იქვე ზეთიც იპოვნა და უკვე გაზქურაზე შემომდგარი ტაფაც დაინახა. - ჯამი და ჩანგალი მჭირდება. -შენთვის იკეთებ? სესილიას კვერცხი არ უყვარს. -უყვარს დამიჯერე, ან შეუყვარდება… როგორ შეიძლება სახლში საჭმელი არ გქონდეთ… -ჩვენთან შეიძლება. სახლში არასდროს ვართ, თან გარეთ ვჭამთ ძირითადად, არადა სესილია სასწაულად ამზადებს, მაგრამ ზედმეტად ზარმაცია. -ან შენთვის გაკეთება ეზარება. - მაცივრიდან გამოღებული ყველი აურია ათქვეფილ კვერცხში, კარადაში ნაპოვნ სუნელს დასუნა, შემდეგ ცოტა დააყარა, მარილიც არ დავიწყებია, კარგად ათქვეფის შემდეგ ტაფაზე დაასხა და მომარჯვებული სქელი პლასტმასის ჩანგლით კვერცხის ტაფაზე გადანაწილებას შეუდგა. -ვფიქრობ შენ შენთვის კვერცხის შესაწვამადაც არ იწუხებ თავს, ახლა კი აქ დგახარ და სხვას უმზადებ ვახშამს. -ბევრს მელაპარაკები, მე კი ბევრი საუბარი არ მიყვარს. - არაფრის მთქმელი ტონით გასცა პასუხი, კვერცხი ტაფის სწრაფი მოძრაობით ამოატრიალა და მეორე მხრის შეწვაც განაგრძო. -რა გაუკეთე ასეთი. -ორ ადამიანს შორის გაჩენილი ვნება და მიზიდულობა იცი რა არის? -და შენ ახლა იმიტომ აკეთებ ამ ყველაფერს რომ უბრალოდ გიზიდავს? -ცნობის მოყვარე ყოფილხარ ლილიან, თანაც ძალიან სულელურ კითხვებს მისვამ. -შენგან რომ მოვიდა ტიროდა, მთელი დღეა ძინავს. ერთი ღამე გაატარა შენთან და უკვე საკუთარ თავს არ ჰგავს, მე კი არ მინდა ასეთს ვხედავდე. - კონსტანტინესთან ახლოს მივიდა და მოჭუტული თვალებით ახედა ქვევიდან. - არ მინდა გული ატკინო და რატომღაც ვგრძნობ რომ ეს აუცილებლად მოხდება. -ლილიან… - უკან გადადგა ნაბიჯი, მისი ასეთი ქცევა არ სიამოვნებდა, ქალზეც ნელ-ნელა გული უცრუვდებოდა, ისედაც დიდად არ იყო დაინტერესებული მისით. ერთი-ორჯერ თუ ჰქონდათ რამდენიმე სიტყვა ნათქვამი, ისიც მხოლოდ გამოფენაზე ნახატის შეფასების დროს. - ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი სანახავია ქალი რომელიც მეჭიმება. ვცდილობ არ გესაუბრო, რადგან ვხედავ სასიამოვნოდ არ ნვითარდება ჩვენი დიალოგი. მომწონხარ და არ მინდა შენზე წარმოდგენა შემეცვალოს, მხოლოდ და მხოლოდ სესილიას გამო. ვცდილობ მოგითმინო ყველა სიტყვა რომელსაც ჩემი მიმართულებით ისვრი. ამას არასდროს ვაკეთებ, მაგრამ ამჯერად მიწევს, ისევ და ისევ სესილიას გამო. გულის ტკენას რაც შეეხება, არავინ იცის რა მოხდება, შეიძლება აქეთ მატკინოს. - მშვიდად, უემოციო გამომეტყველებით ჩაილაპარაკა, თან ლანგარზე თეფშები დაალაგა. -გაქვს გული საერთოდ? -არ ვიცი, მაგას მომავალში გავარკვევთ. ეცადე ზედმეტად არ მომიახლოვდე… ასე ყველა მშვიდად ვიქნებით… და კიდევ, სუნამო გამოცვალე. - ოდნავ გაუღიმა, ლანგარი აიღო და საძინებლისკენ დაიძრა. მაშინვე დაყნოსა საკუთარ მაისურს, მეგობრის სუნამოს ამოცნობისას თვალები აატრიალა და საძინებლისკენ წასულს სიტყვები დააწია. -ჩემი არაა! - ოთახში შემავალს მიაშტერდა ზურგზე, რომელსაც უკან არ მიუხედავს. - ღმერთო რა საშინელი სუნი აქვს. - სწრაფად მოიშორა გრძელმკლავიანი მაისური, თან საკუთარ საძინებელში შეიკეტა. -შენ მომიმზადე? - თვალებ გაბრწყინებულმა დახედა ლანგარზე მოთავსებულ საკვებს, კვერცხის დანახვისას ტუჩები უცნაურად დაბრიცა, მაგრამ იმდენად გაოცებული და გახარებული იყო ისიც სიამოვნებდა. -გავიგე კვერცხი არ გყვარებია, მაგრამ დამიჯერე, ასეთს ხშირად ვერ გასინჯავ. -ერთხელ ვჭამე და ისეთი საშინელება იყო რომ მახსენდება ახლაც ცუდად ვხდები, თან ისეთი სუნი აქვს… -მეორე შანსი აღარ გექნება. - პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა დანით და ჩანგალზე წამოცმული კვერცხი თვითონ შეჭამა. - ჯანდაბა, მართლა რა კარგია. - ჩუმად ჩაილაპარაკა, ოდნავ წარბებ დაახლოვებულმა დახედა საკუთარ ნახელავს, არ ეგონა ასეთი კარგი თუ გამოუვიდოდა. ბოლოს ალბათ წლების წინ მოამზადა თავისთვის ომლეტი, ახლა კი სესილიასთვის განკუთვნილს თვითონ მიირთმევდა. -კარგი ჰო. - თვალები აატრიალა, შიმშილს საერთოდ ვერ გრძნობდა, მაგრამ ისე გემრიელად მიირთმევდა პირველი, თვითონაც უნდებოდა მისთვის საძულველი პროდუქტი. იქვე დადებულ პურს კუთხე მოატეხა, დანით მოჭრილი კვერცხი პურზე მოათავსა და დაძაბულმა მოითავსა პირში. ნელა აგემოვნებდა შეშინებული, მაგრამ გემოების არევა და ერთმანეთში იდეალურად შერწყმა რომ აღმოაჩინა მაშინვე გაოცებულმა ახედა კონსტანტინეს. - გემრიელია, ყველიც უქენი? -კი. -მომწონს. - თვალებ აბრჭყვიალებულმა განაგრძო ჭამა, პირველი კი ხმას აღარ იღებდა. ჩუმად უყურებდა, მის სახის ნაკვთებს, მიმიკებს აკვირდებოდა და წამიერად გული უჩქარდებოდა. იცოდა უფრო მეტი დრო რომ გაეტარებინა მასთან სესილიაზე დამოკიდებული გახდებოდა, გრძნობები გაუღრმავდებოდა და ალბათ მალე სიყვარულით დაბრმავდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა ქალთან რომლის ძმამ თავისი და გააუბედურა, არადა ამდენი წლის შემდეგ ნაპოვნი ქალის გაშვება არ სურდა. მთელი დღის განმავლობაში აკლდა, ზარებს რომ არ პასუხობდა სესილია ნერვებიც ეშლებოდა და მასთან რაიმე ცუდის გასაკეთებლად მისულს ასეთ მდგომარეობაში რომ დახვდა ქალი გონება სულ აერია. ახლა უყურებდა, მის მოპიდაპირედ იჯდა, არ ეხებოდა, არადა სურვილი ჰკლავდა, იმდენად დიდი სურვილი რომ თავის გაკონტროლება უჭირდა. რა აკავებდა ისიც არ იცოდა. -რატომ ტიროდი? - ჭამას რომ მორჩა ლანგარი ტუმბოზე გადადო, მისკენ მიწეულმა თმები ყურს უკან გადაუწია, მისი სახე ხელის გულებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. -გუშინ რაც მოხდა… მამას წლის თავმა, იმის გარდაცვალებამ, დედაჩემის ნახვამ, მერე შენ… ჩვენმა ერთად ყოფნამ… ყველაფერმა ერთად იმოქმედა და ემოციურად ვეღარ გავძელი… უბრალოდ ასეთი ვარ… - ლოყებ შეფარკლულმა თვალები დახარა, მერე კონსტანტინესკენ გადაიწია, სახე მის ყელში ჩარგო და კაცის სასიამოვნო სურნელი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. -მგონი ჩემი ემოციებიც შენ გაქვს სესილია. - თმაზე გადაუსვა ხელი, მერე კი ყელიდან თავი ამოაწევინა და ჩაის დალევა აიძულა, ნაკანიც ვერ ეწინააღმდეგებოდა ისეთი გამომეტყველებით უყურებდა კონსტანტინე. -ზოგჯერ ისე მიყურებ მაშინებ. - ლოყებ შეფარკლულმა ჩაილაპარაკა, პირველს კი შუბლზე აუვიდა წარბები, ბოლოს ჩაიცინა კისერზე შეუცურა ხელი და აღარ დალოდებია მონატრებულ ტუჩებს ისე დაეწაფა. - დარჩები? -არა. - ინსტიქტურად გასცა პასუხი, იმდენად იყო მიჩველი ამ კითხვის მოსმენისას მაშინვე სცემდა ყველას პაუხს, მაგრამ ახლა სესილიასთან იყო, სწრაფი პასუხისგან თვალებ გაფართოვებულს უყურებდა და როგორ შეეცვალა პასუხი ვეღარ ფიქრობდა, ქალი კი მომლოდინედ შესცქეროდა. - არასდროს არავისთან დავრჩენილვარ, არავისთან მძინებია ერთ საწოლში და ინსტიქტურად ვთქვი. - თავზე გადაისვა ხელი, ქვევიდან ახედა სახე გაბრწყინებულ ქალს და ამ ყველაფრის მიზეზი რომ ამოიცნო თავი სიცილით გააქნია. - ეგოისტო… გაგიხარდა არა? - სწრაფად ჩაისვა კალთაში, თეთრი სვიტერის ქვეშ შეუცურა ხელი, ზურგზე აატარა, მერე კი მკერდზე გადასულმა თითები ნაზად მოუჭირა. - ისევ ჩემი სვიტერი გაცვია. -ჩემს გარდა არავისთან გძინებია? - თმებში შეუცურა თითები, თავი უკან გადააწევინა და ტუჩებზე თვითონ დაეწაფა. -მახსოვს გითხარი რომ მომავალში სხვადასხვა რამეში ვიქნებოდით ერთმანეთისთვის პირველები. -ღმერთო, როგორ მსიამოვნებს ამის გააზრება ვერ წარმოიდგენ. - სვიტერი თვითონ მოაშორა კაცს, შარვლის შესაკრავიც შეუხსნა და სახე აწითლებული ტუჩებზე წაეტანა. არაფრის გაკეთება არ დააცადა კონსტანტინემ, სწრაფად მოიქცია ქვემოთ, თითები უკანალზე მოუჭირა, თან ყელში აკოცა და სესილიას კვნესაც წამსვე შემოესმა. გონება არეული შიშველ ქალს ზევიდან მოქცეოდა, სხეულს უკოცნიდა, მისი კანის სურნელით ივსებდა ფილტვებს, რომელსაც თავის სუნიც შერეოდა, ყოველი მოძრაობის დროს თავს სხვანაირად გრძნობდა, მეტ სიამოვნებას იღებდა როცა მასზე მინდობილს ისე ექცეოდა როგორც სურდა. უფრო გათამამებული ნაკანიც არ ჩერდებოდა, კაცის სხეულს ყველა წერტილში ეხებოდა, ყელზე კოცნიდა, კბენდა და ჭკუას აკარგვინებდა ისედაც გაგიჟებულ კაცს. -გაჩერდი თორემ თავს ვეღარ შევიკავებ და გატკენ, მე კიდე შენი დაფრთხობა არ მინდა. - გამაფრთხილებლად, მკაცრი ტონით თქვა, თან თვალებ ანთებული დააჩერდა ზევიდან, ხელები თავს ზემოთ გაუკავა, მის ბაგეებს მოწყურებული დაეტაკა, თითები კი ძუძუსთავებზე მოუჭირა. ნაკანის გახშირებულ სუნთქვაზე მიხვდა რომ უკვე ორგაზმს აღწევდა თვალებ ამღვეული ქალი და მაშინვე პირზე ააფარა ხელი. უცნაურად აუციმციმდა თვალები, იღიმოდა და ნაცრისფერ სფეროებში უყურებდა კაცს, ბოლოს თავი უკან გადასწია, თვალები გაუაზრებლად გადაატრიალა და მაშინ უკვე პირველი იღიმოდა ქალის მდგომარეობაზე. ტანში დავლილმა სიამოვნებამ და ორგაზმს მიღწეული ქალის ყურებამ პირველიც მიიყვანა სიამოვნების მწვერვალამდე. ბოლოს ნელა მოძრაობდა მის სხეულში, ქალის ათრთოლებულ სხეულს ეფერებოდა, ნაკანი კი თითებით აწვებოდა მხარზე და მოშორებას აიძულებდა, მაგრამ სესილიას სუსტი მკლავები ვერაფერს ხდებოდა. -კოსტა… - ძლივს თქვა კაცის სახელი, სხეული უთრთოდა, სიამოვნება არ წყდებოდა და გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა მალე გაუსკდებოდა. მალე განთავისუფლდა კაცის ა.სოსგან, მაგრამ სხეულში დატრიალებულ ცეცხლს ვერაფერს უშვრებოდა. -კარგად რომ შეგიხორცდება აქ, მერე გაჩვენებ რა არის ნამდვილი სიამოვნება, ეს ჯერ არაფერია პატარა… - თითები ფეხებს შორის ჩაუცურა და სველი ადგილები თითებით დალაშქრა. ტუჩებზე აკოცა, შემდეგ ლოყაზე, ბოლოს ყელში მიაკრო ხანგრძლივად ტუჩები და გვერდზე გადაწვა. -კიდევ მინდა. - რამდენიმე წუთის სიჩუმის შემდეგ კაცის ზემოდან მოთავდსა, თითები მკერდზე ჩამოატარა, პრესზეც გადავიდა და მისკენ დახრილმა ენა ძუძუსთავზე აუსვა. მაშინვე დააყარა ეკალმა კანზე კაცს, სიამოვნებისგან გასცრა კოცნით მუცლამდე რომ ჩაუყვა, საზარდულთან მიაკრო ტუჩები და ქვევიდან ჭინკებ ათამაშებული თვალებით ახედა. სუნთქვა შეეკრა პირველს მის მზერაზე, შემდეგ წვრილი თითების მოხვევა იგრძნო საკუთარ ორგანოზე და თვალებიც დაებინდა. -ბოდიშით შეწუხებისთვის, მაგრამ სესილია, სახლის ტელეფონზე გთხოვენ, სასწრაფოა და ახლავე გამოდი. - კარზე მიუკაკუნა ლილიანმა, მერე კი იქაურობას გაეცალა. -ჯანდაბა. - თვალები აატრიალა, რამდენიმე წამით გაუსწორა თვალი კონსტანტინეს, მან კი გაუღიმა როგორც კი ყველაფერი ამოიკითხა მწვანე თვალებში. -მიდი. - თავით კარისკენ ანიშნა, ისიც უცებ წამოდგა, ხალათი შემოიცვა და ოთახიც დატოვა. ისედაც იცოდა ვინ იქნებოდა, სახლის ტელეფონზე მხოლოდ გიორგი ურეკავდა. სწრაფად აიღო ყურმილი და მალე მისი თბილი ხმაც შემოესმა. -როგორ ხარ პატარა? -კარგად შენ? -რამე ხდება? უცნაური ხმა გაქვს. -ის ნაბი.ჭვარი მოკვდა. -ჰო გავიგე. -შენ როგორ ხარ? როდის დაბრუნდები? -თუ გჭირდები ახლავე შენთან გავჩნდები, მაგრამ აშკარად ბედნიერი ხარ და მეც არ გჭირდები. -აუცილებელია რამე მჭირდებოდეს? მგონი მომენატრე. -მეც მომენატრე. -გიოო. - თვალები აემღვრა, მაგრამ თავის შეკავება მაინც მოახერხა. -არ იტირო ჩემს თავს გაფიცებ. -მიყვარხარ გიო. -ოჰო, ეს რა ესმის ჩემს ყურებს? მართლა კარგად ხარ? - პირველად ესმოდა სესილიასგან ეს სიტყვები, ისე ესიამოვნა, ისე მოეშვა ისიც აღარ ადარდებდა თუ მოკვდებოდა. - მეც მიყვარხარ სესილია, დაიმახსოვრე კარგი? რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგო ჩემზე, იცოდე რომ ერთადერთი ადამიანი ხარ რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს, მე კი ნამდვილად არ ვარ შენი სიყვარულის ღირსი პატარა. -რატომ მგონია რომ მემშვიდოდბები. -პირიქით, ალბათ მალე გნახავ. -უკვე თიშავ? მითხარი კარგად ხარ? -ცოდვებში ვარ ჩაფლული, ამოსვლას ვერ ვახერხებ და ნელ-ნელა ვიხრჩობი. -გიო… -მალე კიდევ შეგეხმიანები… ჭკვიანად მოიქეცი. - სწრაფად გაწყვიტა ზარი, სესილიაც კედელს მიეყრდნო და იქვე მდგომ ლილიანს გაუსწორა თვალი. -ოდნავ ხმადაბლა. - მშვიდად ჩაილაპარაკა, თავისი საძინებლის კარი შეაღო და შევიდა. დიდი რაოდენობით ჰაერი ჩაისუნთქა სესილიამ, მერე კი ოთახში შევდია. კონსტანტინეს უკვე ჩაეცვა საცვალი, ფანჯარასთან იდგა, სიგარეტს ეწეოდა და მთვარეს შესქეროდა. ნელა მიუახლოვდა ნაკანი, გვერდზე ამოუდგა და მანაც მთვარეს შეხედა. -მთვარეს გავხარ კოსტა. მისავით ნაცრისფერი, ცივი და თან ნათელი ხარ. -შენ წარმოდგენა არ გაქვს რამდენად ბნელი ვარ სესილია, ჩემი გონება სიბნელეშია. -შენი ფერი ჩემთვის ყველაზე ნათელი და კაშკაშაა, ბნელი მხარე ყველას გვაქვს, მე კი მინდა შენი ყველა მხარე ვნახო. -არ შეგეშინდება? - ზევიდან გადახედა წარბ აწეულმა, სესილია კი კვლავ მთვარეს მისჩერებოდა. -შეიძლება შემეშინდეს კიდეც, მაგრამ შენთან ყოფნის სურვილი უფრო დიდია ვიდრე შიშის გამო შენგან გაქცევის. თუ გაქცევა მომინდება არ გამიშვა. - თვალი გაუსწორა კაცის მთვარესავით თვალებს, ნათელს, მაგრამ ერთი შეხედვით ცივს. - მომწონს შენი თვალები კონსტანტინე და შენც მომწონხარ. -მეც? - ოდნავ გაიცინა, თითები თმაში შეუცურა და ტუჩები დაუკოცნა. - მგონი ის გოგო მიბრუნდება პირველად რომ შევხვდი. - თავისთვის ჩაილაპარაკა, სესილიას კი ეგონა გამოფენის ღამეზე საუბრობდა კაცი. -როგორ გესაუბრებოდი, მცხვენია. -საყვარელი იყავი. - ორივე სხვადასხვა წარსულის მოგონებაზე საუბრობდა. პირველს მწვანე თვალება ბავშვი უტრიალებდა გონებაში და წუხდა თვითონ ქალს რომ არ ახსოვდა. მკლავები მოხვია სესილიას, ლოყაზე აკოცა, შემდეგ შუბლზე და მკერდზე მიკრულს ნიკაპი თავზე ჩამოადო. -მადლობა რომ მოხვედი… რომ არ მოსულიყავი უფრო ცუდად გავხდებოდი. - ქვევიდან ახედა კაცს, კონსტანტინეს არაფერი უთქვამს, ტუჩებზე აკოცა, მერე კი საწოლისკენ დაიძრა. ხვდებოდა რომ სესილიასთან სხვანაირი ხდებოდა, იცვლებოდა, სხვანაირ განწყობაზე დგებოდა, ხასიათიც უკეთდებოდა. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო, მომავალში კი კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. საწოლზე მწოლს ქალის მკლავები მოეხვია, რომელმაც სახე პირველის ყელში ჩარგო. მერე საკუთარ ფეხებში ახლართული გაყინული ტერფებიც იგრძნი და გაეღიმა ნაკანის პოზაზე. ყოველი შესუნთქვისას სესილიას სურნელიც მიჰყვებოდა ჰაერს და სულ ბრუვდებოდა. პირველად იყო ასე ქალთან, პირველად სიამოვნებდა ასე ახლოს ყოფნა ვინმესთან და უკვე ისიც იცოდა მასთან განშორებას ვერ აიტანდა. წარმოდგნე არ ჰქონდა სესილია რას გააკეთებდა ყველაფერი რომ სცოდნოდა, ალბათ მიატოვებდა კიდეც. ამ ყველაფერზე ფიქრი თავს ატკიებდა, სესილია უკვე ღრმად სუნთქავდა, მთელი სხეულით სიმშვიდეს გრძნობდა ქალი, მაგრამ კონსტანტინე თვალს ვერაფრით ხუჭავდა. გვიან ჩაეძინა ნაკანის სურნელში ჩაფლულს, ისე მშვიდად ცხოვრებაში რომ არ სძინებია. დილით კონსტანტინეს ტელეფონის ზარმა ძილი დაუფრთხო ერთმანეთზე მიხუტებულ მძინარე წყვილს. სესილიას ზურგს მიკრული მალევე მოშორდა ქალის თბილ სხეულს ტელეფონის ასაღებად და ქალსაც მაშინვე ეკალმა დააყარა კანზე როგორც კი გახურებულ ზურგზე გრილი ჰაერი მოხვდა. -გისმენ… ჰო მეძინა… არ ვარ სახლში, სესასთან დავრჩი გუშინ… მოკეტე და მითხარი რა გინდა? ამ ბოლო დროს ძალიან მიეჩვია დილით დარეკვას ან სტუმრობას. - ნამძინარევი, დაბოხებული ხმით საუბრობდა, ქალს კი მისი მოსმენაც კი ჟრუანტელს გვრიდა. - რომელი საათია? - ტელეფონი უკან გასწია, საათს შეხედა ცხრის ორმოცდარვა წუთს უჩვენებდა, მერე კი კვლავ ყურზე მიიბჯინა. - ვიცი მახსოვს და მოვდივარ… შენ სად ხარ?.. მეგისთან რა გინდა? ხომ კარგად არის?.. ბოლოს ერთი კვირის წინ ვნახე… არ უთხრა თორემ ეწყინება, ტირილს დაიწყებს და ისევ შენ მოგიწევს დამშვდება. - ოდნავ გაიღიმა, ანდროც მიუხვდა ყველაფერს და მაშინვე დასთანხმდა. - ხვალ გნახავთ. - ტელეფონი გაუთიშა, წამებში მისკენ გადმოტრიალებულ ქალს აბრჭყვიალებულ თვალებში ჩახედა, ტუჩზებზე აკოცა, შემდეგ კი ლოყაზეც მიაკრო ტუჩები. - დილა მშვიდობისა. -ძალიან ცხელი ხარ. - ჯერ გაიზმორა კაცის მკლავებში მომწყვდეული, მერე ზურგზე მოხვია წვრილი მკლავები და სხეულზე უფრო მიეკრა. - ყოველი გაღვიძებისას უფრო და უფრო მომწონხარ. - მომღიმარმა ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე, შემდეგ ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით, თითები შავ თმებში შეუცურა და თვალებში ჩახედა. -დღეს გაქვს ლექცია? -კი ორ საათზე, მერე თავისუფალი ვარ. -მე არ ვიცი როდის მოვრჩები საქმეებს, მაგრამ მინდა დღეს ჩემთან მიხვიდე უნივერსიტეტის შემდეგ. -რატომ? -შეგიძლია? -კი. - დაბნეულმა გასცა პასუხი, პირველს აღარაფერი უთქვამს, ყელზე აკოცა, მერე საწოლზე წამოჯდა და მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილმა თმები აიჩეჩა. - სამ დღეში ახალი წელია. - ბალიშს მოხვია ხელები და კაცს ზურგზე მიაშტერდა. -მერე? რას აპირებ? -არ ვიცი. - კაცის შეცვლილმა ტონმა და საუბარმა დააბნია, თავიდან არ ესიამოვნა, მერე კი მიხვდა რომ უბრალოდ ასეთი ხმის ტემბრი ჰქონდა. - ძირითადად ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ. -ვნახოთ რა იქნება. - ზევიდან დახედა სესილიას, მთლიანად შეათვალიერა, მერე კი მისკენ დაიხარა, ჯერ მხარზე აკოცა, მერე ლოყაზე და საბოლოოდ ფეხზე წამოდგა. -არ ისაუზმებ? -არა, მეჩქარება. საღამოს გნახავ. - სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი, ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში მოათავსა, პალტოც მოიცვა და საწოლზე მწოლს კიდევ ერთხელ დახედა. არ უნდოდა წასვლა, არ უნდოდა იქ ასე ყველაფრის გარეშე დაეტოვებინა ქალი მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ზედმეტად არეული იყო, ფიქრს ვეღარ ახერხებდა და ცოტა ხანს მისგან მოშორებით ყოფნა სჭირდებოდა. -საღამომდე, კოსტა. - მომხიბვლელად გაუღიმა, კაცის ბალიშს მჭიდროდ მოხვია მკლავები და პირველს კიდევ უფრო დაუბინდა გონება. არაფერი უთქვმს ისე დატოვა იქაურობა, სამზარეულოდან გამოსული ხალათში მყოფი ლილიანისთვის არც შეუხედავს ისე გავიდა სახლიდან, კიბეებზე დაეშვა და მანქანაში მოთავსებული იქაურობას საერთოდ მოშორდა. მთელი დღის მანძილზე აფორიაქებული დადიოდა, საქმეს გულს ვერ უდებდა, ფიქრები ეფანტებოდა და უკვე თავიც სტკიოდა ამ ყველაფრისგან. იქვე მჯდომი ელენე თვალს ადევნებდა უფროსს რომელიც ასეთი არასდროს ენახა, საქმეზე მუდამ კონცენტრირებული, უხეში, ცივი კაცი ახლა დაკარგულ ბავშვს ჰგავდა. ყველა ამჩნევდა მის შეცვლილ მდგომარეობას ვინც კი ხშირად ხედავდა. ბოლოს გაუბედავად წამოდგა ელენე თავისი მაგიდიდან, კაბინეტში შესვლამდე დააკაკუნა, მერე კი პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა. მაგიდაზე იდაყვით დაყრნობილმა პირველმა, რომელსაც თითები შუბლზე მიებჯინა, ქვევიდან ახედა წინ მდგომ ქალს, მიხვდა რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ აშკარად გამბედაობა აკლდა. -გისმენ ელენე. - სკამის საზურგზეს მიეყრდნო, თან ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა გადაღლილმა. -ვფიქრობ ჯობია სახლში წახვიდეთ, დაისვენოთ და ისე იფიქროთ თქვენს პრობლემაზე. აქ ვერც საქმეზე ახდენთ კონცენტრაციას, ვერც იმ პრობლემაზე რის გამოც ასე ხართ შეწუხებული. ამას ყველა ამჩნევს, ლაპარაკობენ, მე კიდევ არ მსურს ჩემს ყინულივით ცივ უფროსზე წარმოდგენა შეეცვალოთ, ან ამდენი ისაუბრონ. -ყინულივით ცივ? - წარბები ასწია გაკვირვებისგან, შინაგანად იღიმოდა, მაგრამ სახეზე არაფერი ეტყობოდა. - ფიქრობთ რომ ასეთი ვარ? -დიახ, ხართ. მე ყოველ დღეს თქვენთან ვატარებ და ვიცი როგორიც ხართ. -კარგი ელენე, მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ საჭირო არ არის. თუ დაამთავრე შეგიძლია წახვიდე. - ოდნავ მაინც გაუღიმა გოგოს, ხელში მოთამაშე კალამი მაგიდაზე დააგდო, თვალებ დახუჭულმა ამოიოხრა და ფანჯარაში გაიხედა. მართალი იყო ელენე, ვერც საქმეზე ფიქრიბდა და ვერც სესილიასთან დაკავშირებულ ამბავზე. ბოლოს სწრაფად წამოდგა, ტელეფონი აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა. ლიფტში შესულმა მძღოლის ნომერზე გადარეკა, გარეთ დახვედრა სთხოვდა და დაბლა ჩასული პირდაპირ შემოსასვლელი კარისკენ დაიძრა. კარის გაღებისთანავე ცივმა ჰაერმა დაუარა ყველა წერტილში, სიცივისგან კანი დაეხორკლა და მანქანის დანახვისას მაშინვე იქით დაიძრა. სწრაფად გამოაღო კარი, უკანა სავარძელზე მოთავსდა, შემდეგ კი სახლის გზას დაადგა. თვალები დაეხუჭა სავარძლის საზურგეზე თავ მიდებულს, ტკივილს გრძნობდა თავის ყველა ადგილში და ეგონა ცოტაც და გაუსკდებოდა. მალე მივიდნენ სახლში, მანქანა ეზოში გააჩერა ლევანმა და კონსტანტინეც პირდაპირ სახლისკენ წავიდა. შიგნით შესული მისაღებისკენ დაიძრა, იცოდა იქ სადღაც სესილია იქნებოდა და გულიც წინასწარ იწყებდა გაორმაგებულად ფეთქვას. არც შემცდარა, დივნის საზურგეზე მიედო საფეთქელი, ფეხები მოეხარა და მუხლებზე მიყუდებულ წიგნს წყნარად კითხულობდა. თითქოს იგრძნო ნაკანმა მისი იქ ყოფნა, სწრაფად შეატრიალა თავი გვერდზე, მისკენ მიმავალი პირველის დანახვისას თვალები წამსვე გაუბრწყინდა, უცებ გასწორდა და ფეხზე წამომდგარი მაშინვე მოეხვია მასზე მაღალ კაცს. წამსვე სესილიას ყელში ჩარგო სახე პირველმა, ქალის სასიამოვნო სურნელი შეისუნთქა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში რომ ამის გარეშე ვერ გაძლებდა. -მეგონა გვიან დაბრუნდებოდი. - კიდევ უფრო მეტად მიეკრა სხეულზე კოსტას, ჯერ ყელზე აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე, ლოყაზე და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია. -ვხედავ მოგენატრე. -ცუდად ხარ? -თავი მტკივა. - სწრაფად შეუშვა ხელები ქალს, სავარძელში მოთავსდა და ხელები სახეზე ჩამოისვა. -საღამო მშვიდობისა, რას მიირთმევთ? - ჩვეული მომღიმარი ღიმილით წამოადგა თავზე პირველს, კონსტანტინემ კი ქვევიდან ახედა გადაღლილი სახით. -ტკივილ გამაყუჩებელი, ქეთი, თუ გვაქვს. -ახლავე მოგიტანთ, საჭმელზე რას იტყვით? -არ მშია, გმადლობ. -გინდა ჯაკუზი გავავსო? -მინდა რომ შემოვალ იქ დამხვდე. - სრულიად მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა, თან მტევანზე აკოცა, სესილია კი სულ გადაწითლდა სახეზე, სწრაფად აქცია კაცს ზურგი და სააბაზანოსკენ დაიძრა. ჯერ მხოლოდ ხუთი საათი იყო, მაგრამ უკვე ბნელოდა. ჯაკუზთან მდგომი იცდიდა როდის გაივსებოდა წყლით, იქვე დადებული კონსტანტინეს ტანის გელი ოდნავ ჩაასხა წყალში ასაქაფებლად, შემდეგ კი თმა კოსად დაიმაგრა თავზე, წყალში სრულიად შიშველი ჩაწვა და დაელოდა როდის შევიდოდა კაცი. თავს უცნაურად გრძნობდა, ხვდებოდა დღეს კიდევ რაღაც სიახლეს მიიღებდა, მაგრამ უარის თქმას არაფერზე არ აპირებდა. მალე კარიც გაიღი, საცვლის ამარა მყოფი პირველიც შიგნით შევიდა, წყ.ლის ტემპერატურა თითებით მოსინჯა, ონკანიდან ცხელი წყალი მოუშვა, ბოლოს საცვალიც მოიშორა. - მიიწიე. - მშვიდად ჩაილაპარაკა, მერე კი უკან მიუჯდა ქალს. არც მის ნაცრისფერ თვალებში ჩანდა რაიმე და არც სახეზე ეტყობოდა ემოცია, რაც ცოტა ძაბავდა ქალს. ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტად იგრძნობოდა გარშემო მისი ფერი და სესილიასაც მისდაუნებურად ედებოდა. -კოსტა. - თავი ოდნავ შეატრიალა გვერდზე, მაგრამ კაცს პასუხი არ გაუცია, ყელზე მიაკრო ტუჩები, თითები კი მუცლიდან მკერდზე გადაიტანა. -არის რამდენიმე საკითხი რომლის შენთვის გაზიარება და შენთან გარკვევა მინდა, იმ შემთხვევაში თუ ურთიერთობის ჩამოყალიბებას და გაგრძელებას ვაპირებთ. -გისმენ. -წარმუდგენლად დიდ ფანტაზიას ფლობს ჩემი გონება სესილია, მინდა ვიცოდე გამომყვები თუ არა ბოლომდე. - ხერხემალზე ჩამოატარა თითები, ქალს კი მაშინვე დაეხორკლა კანი. -გამოგყვები იქამდე სანამ შენი ფანტაზიები არ ამოიწურება. -არ მინდა შეგაშინოს ჩემმა მოქმედებებმა რომელიც შენთვის სიახლე იქნება. -ეს ყველაფერიც სიახლეა ჩემთვის კონსტანტინე, მაგრამ ხშირად შენი ხასიათით უფრო მაშინებ, ვიდრე მოქმედებით. -პირველ რიგში, მინდა იცოდე რომ ღალატს ვერ ვიტან, ვერც კაცის, ვერც ქალის. არასდროს დაუჯერო არავის თუ ჩემზე რაიმეს გეტყვის, არასდროს. მენდე მხოლოდ მე, შეგიძლია ანდროსაც. თუ რამეს გაიგებ, პირველ რიგში მე მკითხე და ერთად გავარკვიოთ სიმართლეა თუ არა. დაიმახსოვრე რომ შენთან ყოფნის დროს, სხვასთან არასდროს წავალ. ეს უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი პრინციპია. მეორე, ყოველთვის მითხარი თუ რამე გეწყინება, არ მოგეწონება, ან არ გესიამოვნება. არ მინდა რამის ატანა გიწევდეს შენი სურვილის საწინააღმდეგოდ. არასდროს არაფერი დამიმალო და ყოველთვის პირდაპირ მითხარი ყველაფერი. კარგი? -ჰო. -მინდა აქ გადმოხვიდე საცხოვრებლად. -კოსტა… -უბრალოდ არ მინდა აქეთ-იქით სირბილი სესილია. ერთად ცხოვრების დროს უფრო სწრაფად და კარგად გავიცნობთ ერთმანეთს… -დაგთანხმდები თუ ერთ რამეს შემისრულებ. - საუბარი გააწყვეტინა პირველს, ლოყებ შეფარკლულმა შეატრიალა თავი მისკენ და მოჭუტულ თვალებში ჩააჩერდა. -კარგი, რა გინდა? - ყურის მაღლა გამოწეული პატარა თმები უკან გადაუწია, მერე კი ცერით მიეფერს ლოყაზე. -სამ დღეში ახალი წელია… თუ დღეს ნაძვისხეს ჩემთან ერთად დადგამ და მის მორთვაში ჩაერთვები, მე აქ გადმოვალ და შეგისრულებ ყველა სურვილს და მოთხოვნას რაც გონებაში გიტრიალებს. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, ვერ ხვდებოდა რას ფიქრობდა კაცი, მაგრამ ის დანამდვილებით იცოდა რომ დასთანხმდებოდა. -ნაძვის ხე არ მაქვს. -როგორ… -გადავაგდე. -მაშინ ახალი ვიყიდოთ. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, პირველი კი კვლავ მოჭუტული ნაცრისფერი თვალებით შესცქეროდა. -დაღლილი ვარ. -მეც მეზარება შენთან გადმოსვლა. - კაცის ხელი მოიშორა, წინ მიიწია და მის მოპირდაპირედ დაჯდა. -ჯანდაბას, ვიყიდოთ რაც მოგინდება… ახლა კი მოდი აქ და შეასრულე დაპირება. - კმაყოფილმა აიკრა ღიმილი სახეზე, მაგრამ სესილიას გასაღიმად არ ჰქონდა საქმე. წინ გადაწეულმა ხელი მოხვია წელზე, თავისკენ მისწია და ტუჩებზე დაეტაკა. უკანალიდან ხელები მოაშორებინა სესილიამ, მაჯებზე მოხვია თითები და თავს ზემოთ დაუჭირა. ოდნავ გაეღიმა კონსტანტინეს ქალის ქცევაზე, კბილები ძუძუსთავზე მოუჭირა, ყელში აკოცა, მერე კი მის ტუჩებსაც მისწვდა. -მალე ამოდი წყლიდან, საყიდლებზე უნდა წავიდეთ. - როგორც კი მოშორდა კაცის ტუჩებს ჯაკუზიდან გადავიდა და სიტყვებიც მიაყოლა, პირველი კი გაურკვევლობაში მყოფი მისჩერებოდა ჯერ კიდევ ქაფიანი სხეულით მდგომ ნაკანს, მერე რომ გაიაზრა სესილიას ქმედება თვალებში ბრაზისგან გაჩენილი სხივი გაუკრთა. -დაბრუნდი თორემ მერე უფრო მეტს მოგთხოვ. -როდესაც პირობას შეასრულებ, მერე ვიფიქრებ იმაზე თუ შენ რას მომთხოვ. -ისევ ქაფი გაქვს სესი. -სხვა აბაზანაში გადავივლებ. მალე გამოდი თორემ დაიკეტება მაღაზიები. -დღეს ღამე ვერ გადამირჩები სესილია. - უცნაურად მომღიმარმა თვალი ჩაუკრა ქალს, მაგრამ ნაკანს აღარაფერი უთქვამს ისე გაიხურა კარი. - ამის დედაც… - ფეხზე წამომდგარმა ხელები სახეზე ჩამოისვა, აღარ იცოდა გაბრაზებულიყო თუ გასცინებოდა ქალზე ასეთ მდგომარეობაში რომ დატოვა. როგორც კი დამშვიდდა აბაზანიდან გავიდა წელზე პირსახოც შემოხვეული, იქვე მდგომი მომღიმარი სესილია მთლიანად შეათვალიერა, მის კმაყოფილ სახეზე სურვილი გაუჩნდა მასთან მისვლის და რამის დაშავების. სწრაფად მოწესრიგდა, როგორც ყოველთვის ახლაც გემოვნებიანად გამოეწყო, სარკის წინ მდგომმა პალტო შემოიცვა, შავ სამოსს მუქი ნაცრისფერი კაშნეც შეუფერა, კისერზე მოიხვია და თავზე შავი კეპიც დაიმაგრა. - წავედით? - სავარძელში მჯდომ ქალს ზევიდან დახედა, თან ხელი გაუწოდა. ნაკანმაც სწრაფად ახლართა თითები პირველის გრძელ თითებში და მასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა. - ქეთი ჩვენ გავდივართ, გვიან დავბრუნდებით და შეგიძლია წახვიდე. -კარგ საღამოს გისურვებთ. - მომღიმარმა გააყოლა თვალი წყვილს, შემდეგ თავის საქმეს მიუბრუნდა. -რაღაც არ მგონია კარგი საღამო გამოვიდეს მაღაზიებში შენთან ერთად სიარულით. - ცივი ტონით ჩაილაპარაკა, ხელი გაუშვა სესილიას და მანქანის კარიც გამოაღო. -თუ ასეთი განწყობით აპირებ ყოფნას ჯობია საერთოდ არ წავიდეთ. - კარის გაღებამდე შეხედა პირველს, მაგრამ კონსტანტინეს არაფერი უთქვამს, შიგნით მოთავსდა და საჭის გვერდზე დამაგრებულ ღილაკს თითი მიაჭირა მანქანის დასაქოქად. მალევე მიუჯდა სესილია გვერდზე, უსაფრთხოების ღვედი გაიკეთა და საქარე მინას გაუსწორა თვალი. ბოლოს მაინც გადახედა გვერდზე მჯდომს, თითები ოდნავ წამოზრდილ წვერზე ჩამოატარა და პირველმაც წამსვე გამოხედა, სწრაფად შეათვალიერა, მერე კი კვლავ გზას გახედა. - ვიცი რომ არ გეხალოსება, მაგრამ გაერთობი დამიჯერე. - ხელი ჩაკიდა, თან მტევანზე თვითონ აკოცა. -შენი სიტყვები დამაჯერებლად არ ჟღერს. -კარგი რა კოსტა, მე არ მინდა მთელი დღე სახლში ჯდომა, არ შემიძლია, არ ვარ მიჩვეული. ერთ ადგილზე გაჩერებას ვერ ვიტან. -მე აქეთ-იქით სიარული არ მომწონს, მღლის და მფიტავს. -იმას ხომ გააჩნია ვისთან ერთად დადიხარ? ჩემთან ერთად არ დაიღლები. - მისკენ გადაწეულმა ლოყაზე აკოცა, მერე ტუჩებზე და კონსტანტინეც გააღიმა. -გეყოფა. - მარჯვენა ხელი ბარძაყზე დაადო, სესილიამ კი პირველის მტევანზე მოათავსა ხელისგული. -თუ ჩემთან ყოფნა გინდა შენც მოგიწევს რაღაცების დათმობა. -ჰოო? და მაინც რისი? - წარბებ აწეულმა გადახედა ქალს, თითები ბარძაყზე მოუჭირა და მის შეკრულ სუნთქვაზე ჩაიცინა. -მე სახლში ვერ დაგიჯდები, ვერ დაგელოდები როდის მოხვალ რომ ჩემგან სექსით სიამოვნება მიიღო და დაიძინო. ზოგჯერ მოგიწევს ჩემთან ერთად გასეირნება, კინოს ყურება, კაფეში, ბარში ან კლუბში წასვლა, თუნდაც საყიდლებზე სიარული და ასე შემდეგ. -რადგან საყიდლებზე სიარული მეზარება ფიქრობ რომ შენთან მხოლოდ სექსი და ძილი მინდა? სესილია… - თავი გააქნია აღშფოთებულმა, ვერ ხვდებოდა ასეთი ფიქრები რატომ ჩამოუყალიბდა ქალს, შეიძლება მართლაც ჩქარობდა ნაკანის თავის სახლში გადმოყვანას, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდა რომ მასთან ყოფნა სურდა. შინაგანად გრძნობდა რომ ძალიან დიდი დრო გაატარა მის გარეშე და ყოველი წუთი დაკარგა, ეს შეგრძნება არ შორდებოდა, დარჩენილი დროის დაკარგვაც აღარ უნდოდა და სესილიასთან ერთად კიდევ უფრო მეტი დროის გატარება სურდა. - ასეთი გგონივარ? -არ ვიცი როგორი ხარ კონსტანტინე. -ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი რის გამოც მინდა გადმოხვიდე ჩემთან. მინდა გამიცნო ისეთი როგორიც ვარ. მეც არ ვიცი როგორი ვარ სინამდვილეში, რადგან ძირითადად ყალბი ვარ, იმდენად ხშირად რომ ჩემი რეალური მხარეც არ მახსოვს. მე შენ გიცნობ, შეიძლება ის არ ვიცი კვერცხი გიყვარს თუ არა, მაგრამ შენს ხასიათებს და გრძნობებს ვიცნობ, ნელ-ნელა კი იმასაც გავიგებ რა გიყვარს, რა არ მოგწონს და ასე შემდეგ, ამისთვის კი საჭიროა ჩემთან ახლოს იყო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შენთან ერთად დროს ფილმის ყურებაში გავიყვან, საჭმლის კეთებაში, სექსში თუ სეირნობაში, მთავარია ჩემს გვერდით იყო, რადგან ის დანაკლილისის შეგრძნება რომელსაც წლების მანძილზე ვგრძნობდი, შენმა გამოჩენამ და გვერდზე ყოფნამ შემივსო. მაღაზიებში სიარულს ვერ ვიტან, ვერასდროს ვიტანდი. ჯერ არჩევა, მერე ყიდვა… ეს პროცესი ჩემთვის ტანჯვაა. - რამდენიმე წამით მოაშორა გზას თვალი და სესილიას შეხედა, რომელიც მომღიმარი მიშტერებოდა და ყურადღებით უსმენდა. -უბრალოდ გართობის მოყვარული კაცი არ ჩანხარ. -არ ვარ, მაგრამ ქალთან ურთიერთობით და სექსით კარგად ვერთობი… შენთან სხვა რამეებითაც გავერთობი. - აწითლებულ ლოყაზე უჩქმიტა, თითქოს დაღლილობაც მოეხსნა, სხეულიც შეუმსუბუქდა და საჭის მართვაც გაუადვილდა. -რომ არ ვიცოდე შენი დამოკიდებულება ღალატის მიმართ, ვიეჭვიანებდი, მაგრამ ისეთი უცნაური ხარ ვერც ვეჭვიანობ. -ხვალ ჩემი მეგობრები იკრიბებიან, შენი გაცნობა უნდათ და მთხოვეს რომ წაგიყვანო. -ანდროს და მეგის გარდა კიდევ ბევრი გყავს? -არიან კი, მაგრამ ისეთი მეგობრები არა როგორიც ანდროა. მე და ანდროს გვყავდა რამდენიმე ძმაკაცი სკოლიდან, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად სათითაოდ გვშორდებოდნენ, მეგიც სკოლიდან ჩვენთან ერთად არის… სხვათაშორის გოგო მეგობარს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და საჭირონიც არიან ცხოვრებაში… ყოველ შემთხვევაში მეგიმ ჩემზე მეტი შეძლო და ერთ დროს ჭაობში მყოფი ანდროს გადარჩენაც მოახერხა. ჩემიც. - ბოლოს დაამატა, სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან, სწრაფად მოუკიდა და ფანჯარა ოდნავ ჩამოსწია. -ახლო ურთიერთობა გექნებათ. - ოდნავ გაიღიმა, პირველს კი კვამლი გადასცდა და ხველა აუტყდა. ვერ ფიქრობდა, ვერ ხვდებოდა უნდა ეთქვა მეგიზე თუ არა. არ უნდოდა არაკომფორტულად ეგრძნო თავი მასთან იმის გამო რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ჯერ კიდევ პირველის სექს მეგობრად ითვლებოდა, შეიძლება ვერ გაეგო, წარმოდგენა შესცვლოდა და ისევ გაჩუმება არჩია. -ჩვეულებრივი. - ახალი თავსატკივატი გაუჩნდა პირველს, რამაც გონება სულ გაუფანტა. ჩუმად დაჰყვებოდა სესილიას, უყურებდა როგორ არჩევდა თითოეულ სათამაშოს, რაც კი მოსწონდა ყველაფერს იღებდა, რაიმე ძვირიანს თუ დაინახავდა ჯერ კონსტანტინეს გახედავდა, ისიც თვალების ტრიალით სთანხმდებოდა, ვეღარ ითვლიდა მერამდენედ უმეორებდა ქალს რომ ფასი მნიშვნელოვანი არ იყო და რაც უნდოდა ის აეღო. ლამაზი, საყვარელი სათამაშოების დანახვისას თვალებ გაბრწყინებული ბრუნდებოდა პირველისკენ, კონსტანტინე კი სხვა მხარეს ტრიალდებოდა. მისი ბრჭყვიალა თვალები აგიჟდებდა, აზროვნების უნარს უკარგავდა, გრძნობდა როგორ ჰიპნოზდებოდა და სურვილი უჩნდებოდა ძალიან დიდხანს ეყურებინა მათში. -რა უჟმური ხარ, უემოციო, ცივი და უფერული. როგორ შეიძლება ასეთი სახით უყურო ამ სილამაზეებს. -შენ ხომ ხარ მხიარული, ემოციური, თბილი და ფერადი. - ისე ჩაილაპარაკა არც შეუხედავს გვერდზე მდგომისთვის, მაგრამ მისი მწველი მზერა იგრძნო, მიხვდა ისევ იმ ბრჭყვიალა თვალებით უყურებდა და თავს ძლივს იკავებდა რომ არ შეეხედა, რადგან იცოდა ვეღარ გაუძლებდა და რამეს მოიმოქმედებდა. მაინც ვერ მოითმინა, ზევიდან დახედა მომღიმარს და პირველიც დაუფიქრებლად დაეტაკა მის ბაგეებს. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა მთლიანი კანი დაუხორკლა. ლოყაზე მიაკრო ტუჩები, მერე თვალი ჩაუკრა თვალებ გაბრწყინებულს და სათამაშოების თვალიერება უინტერესოდ განაგრძო. ყველაფრის შეძენის შემდეგ სახლშიც დაბრუნდნენ, მაგრამ ნაკანი აშკარად არ იყო ბოლომდე კმაყოფილი შენაძენით, ჩუმად მყოფი აწყობდა თავისზე ბევრად მაღალ ნაძვის ხეს, კონსტანტინესაც არაფერს ეუბნებოდა და ცოტა უკვირდა კიდეც სავარძელზე სპორტული შარვლის და თეთრი მოკლე მკლავიანი მაისურის ამარა მჯდომ პირველს. ბოლოს ნაძვის ხესთან მდგომს ნელა მიუახლოვდა მუცელზე მოხვია ხელები და კისერზე აკოცა. - ისეთი გახარებული არ ჩანხარ როგორიც ამის ყიდვის დროს იყავი. -არ მეხმარები, ნაძვის ხის მარტო აწყობა რა გასახარებელია. - მოწყენილმა ჩაილაპარაკა, გვერდულად შეხედა მის მხარზე ნიკაპ ჩამოდებულ კაცს, ლოყაზე აკოცა, მერე ტუჩებზე და კონსტანტინეც დანებდა. -კარგი, გეხმარები, მაგრამ ამისთვის აუცილებლად გადამიხდი. - უკანალზე მოჭერილი თითებით თავისკენ მისწია და ტუჩები მომთხოვნად დაუკოცნა. რამდენიმე ტოტის ჩარჭობის შემდეგ კარზე ზარის ხმაც გაისმა, კონსტანტინემ ჯერ სესილიას შეხედა, რომელმაც რამდენიმე წამით გაუსწორა თვალი, მერე კი კვლავ წიწვების გაშლა განაგრძო. არავის თავი არ ჰქონდა იმ დროს პირველს, სესილიასთან ერთად ყოფნის გარდა არაფერი სურდა. უინეტერესოდ გამოაღო სახლის კარი, წამსვე ცივი ჰაერი მოედო ტანზე, კანი დაეხორკლა, მაგრამ მის წინ მეგობრების ხილვამ ყველაფერი გაუფანტა. მეგის დანახვამ დააბნია, მის გვერდზე მდგომ ანდროს ახედა, მერე კვლავ მეგის გაუსწორა თვალი. -ჰა, არ გვიშვებ? - ხელები აუფრიალა კონსტანტინეს გამოფხიზლების ნიშნად, მერე შიგნით უკითხავად შესულმა მკლავები შემოხვია მონატრებულ კაცს, საყვარელი სურნელიც მოპარა ყელიდან, რაც არ გამოჰპარვია კონსტანტინეს და სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა. -აქ საიდან გაჩნდით? -ქალბატონმა მოინდომა წამოსვლა, მირჩევნია პირადად გავიცნო ჩემი საყვარელი კაცის საყვარელი ქალი ვიდრე იმ ხმაურში და არეულობაშიო. - მხრები აიჩეჩა ანდრომ, წამსვე ამოიკითხა მეგობრის თვალებში მისი განწყობა, მიხვდა ნერვები მოეშალა და ალბათ რომ არა სესილია ორივეს გააგდებდა სახლიდან. -ხომ იცი რომ ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს მეგი. - ცივად ჩაილაპარაკა, მისაღებისკენ დაიძრა და ქალის მზერაც თან გაიყოლა. -ტრა.კი. - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა, მაინც დამალა წყენა და პირველს უკან აედევნა. - გამარჯობა. - მისკენ შეტრიალებულ გოგოს ოდნავ გაუღიმა, თან მთლიანად შეათვალიერა. ლამაზი იყო, იმაზე ლამაზი ვიდრე წარმოედგინა. მწვანე თვალები უცნაურად უნათოდა და დაბნეული, თან მომღიმარი მიიწევდა მისკენ. -გამარჯობა, სესილია. -მეგი… სასიამოვნოა შენი გაცნობა. -ჩემთვისაც. -ნაძვისხეს რთავთ? - გაკვირვებულმა, თან სიხარულ შეპარულმა ჰკითხა ქალს. -მე ვრთავ. - სიცილით თქვა, თან იქვე მდგომი ანდრო გადაკოცნა. -როგორ ხარ სესიი? - ლოყაზე უჩქმიტა. უცნაურ აურას ატრიალებდა ეს გოგო გარშემო და ნიკოლაიშვილსაც ეს შეგრძნება ძალიან მოსწონდა. -კარგად, თავად? - ოდნავ გაუღიმა, თან ნაძვის ხისკენ დაიძრა. -უკვე შესანიშნავად. შენ აშკარად რაღაც ძალას ფლობ, რომ მოვდივარ სულ კარგი შეგრძნება მეუფლება, რაღაც განსაკუთრებული. - უკან აედევნა სესილიას და საკუთარი ფიქრებიც დაუმალავად გაუნდო. თავიდან დაიბნა ნაკანი, წამსვე კონსტანტინეს შეხედა, მერე მისი ნათქვამი გაახსენდა და ანდროს საუბარში თვითონაც აჰყვა. -განსაკუთრებული ადამიანი ვარ ალბათ და მაგიტომ. - თმა უკან გადაიყარა წარბებ აწეულმა, ნიკოლაიშვილს კი გაეცინა. -შეიძლება… -ნაძვის ხეს სიმღერის გარეშე რთავ? თუ კოსტა გაშინებს? - სიცილით მოიმარჯვა პულტი ხელში, ტელევიზორი გაანათა, შემდეგ იუთუბი ჩართო და საახალწლო სიმღერის სახელის ჩაწერას შეუდგა. - ამ უჟმურს რომ უყურო მოწყენილობისგან მოკვდები. -არა, უბრალოდ... - მეგიზე მიშტერებულ კონსტანტინეს შეხედა, ხედავდა მის თვალებში ბრაზს, ხედავდა როგორ ითმენდა რომ არაფერი ეთქვა და ვერ ხვდებოდა ქალი ასე რატომ იქცეოდა თუ ყველაფერი იცოდა კონსტანტინეს შესახებ. - რთულია იმ ყველაფრის გაკეთება რასაც ერთ დროს შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან ერთად აკეთებდი, ახლა კი გვერდზე აღარ გყავს და სხვებთან ერთად გიწევს იმის კეთება რაც მოგონებებს გიღვიძებს და განწყობას გიცვლის. მე კიდე არ მინდოდა ცუდ განწყობაზე დამეყენებინა, ისედაც სულ სერიოზული სახით დადის. - ბოლოს გაიცინა სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ ახლა კონსტანტინეს თვალებს პირდაპირ უყურებდა, ამჩნევდა მათში შერეულ სისველეს და უცნაურ სითბოს, რომელიც აქამდე არასდროს შეუმჩნევი. -პრობლემა არ მაქვს. - ბოლოს მაინც ურეაქციოდ თქვა, სესილიასკენ დაიძრა და სხეულზე აკრულს ტუჩები დაუკოცნა. - შენ ასეთ რამეებზეც ფიქრობ პატარა? - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, სესილიას აწეულ წარმბებზე გაიცინა და ტუჩები ლოყაზე ხანგრძლივად მიაწება, მერე მთლიანად მოშორდა და ნაძვის ხის აწყობას შეუდგა. იქვე მდგომი მეგი თვალებ ამღვრეული უყურებდა წყვილს, ასეთი კონსტანტინე არასდროს ენახა და იმ წუთებში ძალიან შურდა ნაკანის, იმდენად შურდა რომ მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მის იქიდან გასაქრობად, მაგრამ ბოლოს მაინც დაიწყნარა ნერვები, სიმღერა ჩართო, იქიდან წასვლის სურვილი სადღაც მოისროლა და ნაძვის ხეს დახვეულ მეგობრებს შეუერთდა. მალე სათამაშოებიც დაკიდეს, მატარებელის ლიანდაგიც დადგეს ხის გარშემო, ზევიდან მატარებელი მოათავსეს და კიდევ რამდენიმე დიდი სათამაშოც დაუდგეს გვერდზე. მოწყენილი სახლი გამოაცოცხლეს, სესილიას ნაყიდ ყველა სათამშოს ადგილი მიუჩინეს ცეკვა-სიმღერით. იქვე მდგომი კონსტანტინე უყურებდა სამ მოცეკვავე წყვილს და გაუაზრებლად იღიმოდა. ბოლოს ასეთი ხმაურიანი როდის იყო სახლი აღარც ახსოვდა. თავის ცისფერთვალება და გაახსენდა, ისიც ყოველთვის ასე იწყებდა ახალი წლის წინა დღეებს. მონატრება შემოაწვა, მოცეკვავე სესილიას ყურებისას ძველი კადრები ამოუტივტივდა გონებაში, ბედნიერი დიდან განადგურებულ დამდე მივიდა, იგრძნო ზიზღმა როგორ აუდუღა სისხლი და ეს ყველაფერი ნაკანზე რომ არ გადაეტანა სამივეს ზურგი აქცია. გარეთ გასასვლელი შუშის კარი გვერდზე გასწია, სიგარეტს მოუკიდა და თვითონაც გარეთ გავიდა. ანდრომ მაშინვე შეამჩნია, მიხვდა იმ დროს რაც აწუხებდა და როგორ ებრძოდა საკუთარ თავს, გასვლა დააპირა, მაგრამ სესილიამ გააჩერა, ოდნავ გაუღიმა და თვითონ გავიდა გარეთ პლედით ხელში. გადახურულ აუზთან მდგომს მხრებზე შემოახვი, მის წინ დადგა ზურგით და კეფა მხარზე მიადო. ცოტა ხანს გაუნძრებლად იდგნენ ასე, მერე კი მკლავები შემოხვია სესილიას, სახე მის ყელში ჩარგო და ნაკანის სურნელი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. -მაპატიე. - სვიტერის ქვეშ იგრძნო გაყინული თითები, სიცივისგან და კაცის შეხებისგან ერთიანად გააჟრჟოლა. -რა გაპატიო. - ისე ჩაილაპარაკა სახე არ ამოუწევია, სესილიას კი გონება ებინდებოდა მისი ასეთი სიახლოვისგან. -არ ვიცი, თავს უცნაურად ვგრძნობ, მინდა ეს სიტყვა ბევრჯერ გაგიმეორე. -მოსაბოდიშებელი არაფერი გაქვს. შენ არა. - იქვე აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე მიაწება ტუჩები, ბოლოს კი კვლავ ლოყაზე გაჩერდა. - კარგი საღამოა, შენნაირი ფერადი. - კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე, მერე თავისკენ შეატრიალა. - შევიდეთ, ცივა. - ტუჩებზე ამბორის შემდეგ მხრებზე მოხვია მკლავი და შიგნით ისე შევიდა. -წავედით ჩვენ, ხვალ შევხვდებით. - მხრებზე მოახვია ქურთუკი მეგის, თვითონაც ჩაიცვა და სრაფად დაიძრა გასასვლელისკენ, ისე რომ ვერავინ მოასწრო გააზრება. -სად გარბიხარ? -გვიანია უკვე, დაღლილი ვარ და მეძინება. დარჩები შენ? -არა სად დავრჩები… ნუ კი მივუწვებოდი კოსტას გვერდზე, მაგრამ ჩემი შემცვლელი ჰყავს უკვე. მე ვის რაში ვჭირდები. - ბოლოს ანდროს გასაგონად ჩაილაპაკა, მაგრამ სესილიამაც მოჰკრა ყური მის სიტყვებს და სხეული ინსტიქტურად დაეჭიმა. უამრავმა აზრმა გაუელვა თავში, მაგრამ ყველა ცუდი აზრი უკუაგდო და მისი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ მიიღო. როგორც კი წავიდნენ იქაურობის მილაგებას შეუდგა სესილია, შემდეგ კი საძინებელში გადაინაცვლა. საწოლზე მჯდომ კაცს შეხედა, რომელსაც თვალი ფანჯარაში გამოჩენილი მთვარისთვის გაეშტერებინა და სიგარეტს ეწეოდა. ნელა მიხურა კარები, სხეულიდან წამებში მოშორებულ სვიტერს შარვალიც მიაყოლა, საცვლის ამარა დაიძრა კაცისკენ. რბილ ხალიჩაზე კონსტანტინეს წინ მუხლებზე დადგა, თმებში შეუცურა თითები და მისკენ დახრილ კაცს ტუჩებში ვნებიანად აკოცა. საფერფლეში ჩაასრის ნამწვი და სესილიას დახმარებით თეთრი მაისური მოიშორა. ნაცრისფერ თვალებში უყურებდა კაცს, თან სპორტულ შარვლათან ერთად საცვალსაც ხდიდა. ქალის წვრილი თითები, რომელიც ჭკუას აკარგვინებდა პირველს, მის ფეხებზე ჩაცურდნენ, ორივე ტერფიდან მოაშორა ნაჭერი, მერე კი კვლავ ზევით აცურდა, ბარძაყზე ოდნავ მოუჭირა თითები, თან მკერდიდან ჯიპამდე კოცნით ჩაუყვა. მომღიმარმა პირველმა ინსტიქტურად შეუცურა თმებში თითები და თვალებიც დაებინდა ქალის ტუჩები საკუთარი სასქესო ორგანოს თავზე რომ იგრძნო. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა დაბლა რომ ჩაუყვა ქალი და პირველმაც თითები გაუაზრებლად მოუჭირა თმაზე. სუნთქვა გახშირებული ზევიდან დაჰყურებდა, ახლა პირისპირ უყურებდა ბრწყინავ, მომღიმარ მწვანე თვალებს და გული რამდენიმე დარტყმას ტოვებდა, შემდეგ კი მოძრაობის სიჩქარე ორმაგდებოდა. არასდროს მიუღია იმხელა სიამოვნება რასაც ამ დროის მანძილზე სესილიასგან იღებდა თავისი მოქმედებებით, გრძნობდა სხეულზე როგორ ეკიდებოდა ცეცხლი, სიამოვნების მწვერვალს უახლოვდებოდა, ქალი კი გაჩერებას არ აპირებდა. -სესილია… - ჩამწყდარი ხმით ძლივს თქვა ქალის სახელი, საწოლზე მარცხენა ხელის გულით დაყრდნობილმა თავი უკან გადასწია, ქალის თმებს ჩაბღაუჭებულმა მოძრაობა ააჩქარებინა და ბოლოს მისი ჩუმი ოხვრაც მისწვდა ქალი სმენას. ზევიდან დახედა ნაკანს, დაჭიმული ხელი მოადუნა და განთავისუფლების საშუალებაც მისცა. სასიამოვნოდ გაოცებული უყურებდა, ვერ იჯერებდა რომ ამ გამოუცდელ ქალს ამდენის გაკეთება შეეძლო და გათიშული სიტყვებისთვის თავის მოყრას ვეღარ ახერხებდა. - იცი მაინც რა გააკეთე სესა? - ყბებზე მოჭერილი თითებით თავი ააწევინა, აბრჭყვიალებულ მწვანე თვალებში ჩახედა, შემდეგ მისი ტუჩებისკენ გაექცა თვალი რომელზეც ენა გადაიტარა ნაკანმა და ჟრუანტელის ახალმა ტალღამ დაუარა ხერხემალში კაცს. - ჯანდაბა… - საკუთარ ორგანიზმს ვეღარ იმორჩილებდა, ქვედა ტუჩს ჩაებღაუჭა, სწრაფად აიტაცა ჰაერში სესილიას სხეული და საწოლზე მიწვენილს ზევიდან მოექცა. - ეს არ უნდა გაგეკეთებინა სესილია, თანაც ასე არა… - ყელში აკოცა, თითები საცვლის ქვეშ ჩაუცურა და კბილები ძუძუსთავზე მოუჭირა. - რადგან ვშიშობ ხშირად მომიწევს შენი ამ პოზაში ხილვა. -მთავარია სამაგიეროდ რას მივიღებ. - მომღიმარმა შეხედა კაცს, მერე კი სიამოვნებისგან კვნესა წასკდა. -ნუ მეთამაშები სესილია. - ერთი ხელის მოძრაობით შემოახია რამდენიმე ზოლისგან შემდგარი საცვალი, ტუჩებზე დაეწაფა და ძლიერი ბიძგით შეუერთდა ქალის სხეულს. უხეში იყო ყველა მისი მოქმედება, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო ქალისთვის. მისი ტუჩები და სხეულზე მოთარეშე თითები გონებას აკარგვინებდა, ითიშებოდა და გრძნობდა ეს ყველაფერი როგორ სიამოვნებდა კაცს. საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებდა, ინსტიქტირად მოძრაობდა და მიღებულ სიამოვნებას გაუაზრებლად გამოხატავდა. მალე კისერზე შემოხვეული თითები იგრძნო, რომელმაც წამოჯდომისკენ უბიძგა, მკლავები შემოხვია კაცს, თმებში შეცურებილი თითები შეკრა, თავი კი უკან გადააგდო და კაცს მოძრაობაში აჰყვა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.