შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალი (თავი 3) 18+ სრულად!


28-03-2020, 09:33
ავტორი Mary Drey
ნანახია 3 123

თავი 3

- დილამშვიდობისა, კეკე. უნივერსიტეტში შევხვდებით ერთმანეთს.- დაგხვდა დილით, კონსტანტინეს მესიჯი, რომლის წაკითხვის დროს თან სიხარულს და თან ამავდროულად სიძულვილს გრძნობდი.

დღეს განსაკუთრებულად ლამაზი უნდა იყო, რადგან წვეულება გაქვთ კურსელებს.
სააბაზანოში საჩქაროდ შედიხარ და წყალს ივლებ,
გამოსვლისას შენს შიშველ სხეულს სარკეში ათვალიელებ. ისეთი სხეული გაქვს, რომ წუნს ვერ დაუდებ. საშუალო ზომის, მკვრივი მკერდი... სექსუალური საჯდომი და იდიალური სწორი ფეხები. განა სხვარ რამ საჭიროა ბედნიერებისთვის?
როცა საკუთარი ანარეკლის ყურებით გული იჯერე, ტანსაცმლის კარადას მიუახლოვდი და რამდენიმე თვის წინანდელი, წინასწარ ნაყიდი კაბა გამოიღე.
კაბა შავი ფერისა იყო. ლამაზი თვლებით გაწყობილი, რომელიც საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა სიგრძეში. პატარა ზედმეტი გადაკუზვა და....




***
ადგილზე მეგობარმა მიგიყვანა.
შენს კურსელებს ალკოჰოლის მიღება უკვე დაეწყოთ, თუმცა როდესაც სავსე ჭიქებს გთავაზობენ უარს ეუბნები, რადგან გეშინია უწინდელივით თავი გაუგებრობაში არ ამოჰყო.

- მისის სექსუალურობაც მობრძანებულა!- თქვა შენს დანახვაზე, კონსტანტინემ, რომელიც თვალს არ აშორებდა შენს წვრილ ფეხებსა და მკერდს. შემდგომ ახლოს მოგიახლოვდა... ისე, რომ მის გრილ სუნთქვას გრძნობდი, რომელიც ლოყაზე სასიამოვნოდ გიღიტინებდა.- ზოგჯერ ისე მიხარია, რომ შენნაირ გოგოსთან მქონდა გიჟური ღამე! გინდა კვლავ დავკავდეთ ამით?!- შეჭმუხნული წარბებით გკითხა, თუმცა ხვდებოდი ამ უბრალო წარბების შეჭმუხვნაშიც, რამდენი ირონია იგრძნობოდა.

ლოცულობდი, რომ ვინმეს საცეკვაოდ გაეწვიე და დროულად მოშორებოდი მის მკლავებს.
დიდი დრო არც გასულა, როდესაც ერთ-ერთმა კურსელმა საცეკვაოდ გაგიწვია. უარი არც გითქვამს ან რატომ ეტყოდი, როცა ამაზე ოცნებობდი?!
- კეკე, ძალიან კარგად გამოიყურები.- გითხრა, ირაკლიმ, რომელსაც უკვე მეორე წელია თავდავიწყებით მოსწონხარ, თუმცა მას ახლოსაც არ იკარებ.
- შენც არა გიშავს რა.

გრძნობდი, როგორ აუკანკალდა კონსტანტინეს სხეული, როდესაც სხვა მამაკაცის გვერდით დაგინახა. მისი ასეთი მოულოდნელი საქციელი, შენში მეტ ვნებას იწვევდა. ახლა დაზუსტებით იცოდი, რომ მასაც ჰქონდა შენ მიმართ რაღაც გრძნობები.
ადამიანის გამოყენება არასდროს გიყვარდა, თუმცა ზოგჯერ დგება ისეთი მომენტიც, როდესაც საკუთარ პრინციპებზე უარს ამბობ, რადგან უფრო კარგი შედეგი დაიჭირო ხელში.
ირაკლის ხელები, შენს წელზე ესვენა. გრძნობდი, როგორ უნდოდა ამ თავისი თითის ფალანგებით შენი სხეული შეეცნო. იმასაც გრძნობდი, როგორი განრისხებული თვალებით გიყურებდათ კონსტანტინე... თითქოს მზად იყო ხელიდან გამოეტაცებინე, ირაკლის და თავის მკლავებში მოექციე.
კონსტანტინეს მეტად გასამწარებლად, ირაკლის უფრო მიუახლოვდი... ერთმანეთის ცხვირებს შეეხეთ და თან ცეკვას განაგრძობდით. მოულოდნელად ირაკლი, შენს წითელ ბაგეებს დაემონა... ეს კი საბოლოო საბაბი გახდა, კონსტანტინესთვის.
კონსტანტინე გაბრაზებული სახით, მოგიახლოვდათ... ისე უეცრად განვითარდა სიტუაცია, რომ ეს შენ ვერც კი შენიშნე.
როდესაც გონს მოხვედი, უკვე გვიანი იყო.
ირაკლი ძირს სისხლიანი იწვა, ხოლო კონსტანტინე არა და არ ჩერდებოდა... მაინც აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას.
გული საგულეში ვეღარ გიჩერდებოდა...
გინდოდა ყველაფერი დაგელაგებინა... სიტუაცია ჩაგეხჩო, თუმცა არ იცოდი როგორ...
ხალხი გარს გერტყათ. შიგადაშიგ ჩურჩულის ტალღაც გადაგივლიდათ ხოლმე.
- შეწყვიტეთ! შეწყვიტეთ ახლავე! კონსტანტინე გარეთ გამოდი, სასწრაფოდ!- ისე უყვირე მას, რომ შენი ტონი შენთვითონვე გეუცხოვა.


გარეთ საკმაოდ გრილოდა... გციოდა თუმცა იმდენად იყავი გაბრაზებული, რომ ამ შეგრძნებას ყურადღებას არც კი აქცევდი.
- სულ გაგიჟდი, არა? რა უფლებით დაარტყი ხელი, ირაკლის?!
- მან გაკოცა!- გიჟივით დაიყვირა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა.
- მერე რა, რომ მაკოცა?! შენ იმის უფლება არ გქონდა, რომ მას შეხებოდი! შენ ჩემი ოჯახის წევრი ან შეყვარებული ხარ, რომ მიწესებდე ვის უნდა ვაკოცო და ვის არა? თუ ეჭვიანობ, კონსტანტინე... კი, კი... როგორ არა ეჭვიანობ. შენს თვალებში დავინახე საშინელი შურისძიების სურვილი ირაკლის მიმართ! ეჭვიანობ, რადგან ხვდები, რომ დაგივიწყე და ზედაც აღარ გიყურებ! ეს იწვევს შენში აღტაცებას, არა? შენთვის ხომ შეუძლებელია გოგომ ყურადღება არ მოგაქციოს. ნამდვილი ხეპრე ხარ, კონსტანტინე მახარაძევ! ნამდვილი ხეპრე!- და სილა მწარედ გაარტყი. ისე, რომ მის სახეზე მკვეთრად დაეტყო შენი გრძელი ხუთი თითი. კიდევ ასწიე ხელი, თუმცა მან ჰაერში დაიჭირა შენი მაჯა და მწარედ მოგიჭირა.- გამიშვი მტკივა, ცხოველო!
- გტკივა, არა?! კაია, გეტკინოს... ახლა კი მომისმინე, კეკე. იცოდე ადამიანურად გელაპარაკები. შენს გვერდით კაცი არ დავინახო, გასაგებია? თორემ...
- თორემ რა?! დამშორდები?- ახლა შენ მოირგე ირონიული ღიმილი, რომელიც შენთვის ასეთი უცხო იყო.
- თორემ ინანებ... ძალიან ინანებ, კეკე.
- მე უკვე ისედაც ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, კონსტანტინე შენ გამო!
- მაინც რას? იმას, რომ შეგიყვარდი, არა? შეუძლებელი, რომაა ჩემი დავიწყება, არა?! იმის, რომ ახლაც გინდივარ, არა? ხო... ხო თქვი, კეკე... მიდი გელოდები. შენი პასუხი ისედაც ვიცი, უბრალოდ მინდა შენი პირით გავიგო.
- წადი, შენს შეყვარებულს მიხედე. ჩემთან საუბარს ეგ გიჯობს.
- არა... შენთან საუბარს კაცს ურჩევნია, რომ წყალი ნაყოს! მე ვცდილობ, რომ ჩემს გრძნობებში გამოვუტყდე და ეს ყურადღებას არც კი მაქცევს!
- აბა რა გინდა, რომ გაგიკეთო? კისერზე ჩამოგეკონწიალო იმის მერე რაც გააკეთე?!
- ამას არავინ გთხოვს, კეკე!
- აბა რას მთხოვ?
- იმას, რომ ერთი შანსიც მომცე.
- შანსი რისთვის?!
- შანსი ერთად ყოფნისთვის... - და კვლავ ნაცნობი, ღრმა თვალებით ჩაგხედა სულში, თუმცა უწინდელისგან ეს მზერა იმით განსხვავდებოდა, რომ მასში ირონია აღარ იგრძნობოდა.



№1  offline წევრი sofo_sofia13

არრრაარსებობსს ასე მალე გატყდა მონსტანტინეე ოჰოო .. ჩემიაზრით კეკემ ცოტა მაინც უნდა აწვალოსს

 


№2  offline მოდერი Mary Drey

sofo_sofia13
არრრაარსებობსს ასე მალე გატყდა მონსტანტინეე ოჰოო .. ჩემიაზრით კეკემ ცოტა მაინც უნდა აწვალოსს



მოვლენები სხვანაირად ვითარდება შემდგომში????

 


№3 სტუმარი დათა

ოჰ... ჩემი გოგო დაბრუნებულააა!
ქარიშხალი მყავხარ მე შენ!
როგორ მინდა გაგიცნო...
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ, მარიამ და უსაზღვროთ მიყვარს შენი ნაწერები!

 


№4  offline მოდერი Mary Drey

დათა
ოჰ... ჩემი გოგო დაბრუნებულააა!
ქარიშხალი მყავხარ მე შენ!
როგორ მინდა გაგიცნო...
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ, მარიამ და უსაზღვროთ მიყვარს შენი ნაწერები!



დათააააა♡♡♡♡♡♡♡♡

 


№5 სტუმარი შენი მფარველი ანგელოზი...

როგორ მომწონს შენი წერის მანერა, მარიამ! kissing_heart kissing_heart
საოცრად თავისუფალი ხარ და საოცრად მაგრად წერ!!
ვამაყობ, რომ შენნაირი მწერალი გვეყოლება ქართველებს, მომავალში, ძვირფასო!

კონსტანტინე რატომ მიყვარს, როცა ნაძირალაა?! მითხარით ვინმემ grimacing

 


№6  offline მოდერი Mary Drey

შენი მფარველი ანგელოზი...
როგორ მომწონს შენი წერის მანერა, მარიამ! kissing_heart kissing_heart
საოცრად თავისუფალი ხარ და საოცრად მაგრად წერ!!
ვამაყობ, რომ შენნაირი მწერალი გვეყოლება ქართველებს, მომავალში, ძვირფასო!

კონსტანტინე რატომ მიყვარს, როცა ნაძირალაა?! მითხარით ვინმემ grimacing



შენი არ ვიცი და მეც ეს კითხვა მაქვს... joy joy

მადლობა, რომ კითხულობ მათ ისტორიას. smiling_imp

რაა არის ხალხო ეს.... 1000-ზე მეტი ნახვა და 15+ მოწონება ჰკონდა :დ ასე მალე გაკრით, ამ წიგნის ფანებო? :დ

 


მე მსიამოვნებს შენი ნაწერის კითხვა, მე მომწონს შენი სტილი, სრულიად თავისუფალი ხარ თითქოს, მეორე პირიც ძალიან უხდება ამ ისტორიას, მოკლედ რომ ვთქვა, ვრლოდები ახალ თავს

 


№8  offline მოდერი Mary Drey

სიყვარული გულს გვტკენს
მე მსიამოვნებს შენი ნაწერის კითხვა, მე მომწონს შენი სტილი, სრულიად თავისუფალი ხარ თითქოს, მეორე პირიც ძალიან უხდება ამ ისტორიას, მოკლედ რომ ვთქვა, ვრლოდები ახალ თავს



მიხარია... heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent