შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ხათაბალა" (ნაწილი 4 ) სრულად


15-01-2021, 21:46
ავტორი ტერიკო74
ნანახია 6 725

ბოლო დროს ისეთი გულჩვილი გავხდი,ყველაფერზე მეტირებოდა.განსაკუთრებით ფილმების ყურებისას ვსლუკუნებდი და ვიცრემლებოდი. ხასიათიც საგრძნობლად შემეცვალა. სულ მარტო მინდოდა ყოფნა,ჩემთვის მშვიდად,ზედმეტი ხმაურის გარეშე. გოგლამ სახლში რემონტი წამოიწყო.ზაზას ქორწილამდე ერთი თვე იყო დარჩენილი და უნდა მოვასწროო.მეც ვისარგებლე ამ შემთხვევით და დროებით ჩემს ბინაში გადავედი. ერთ კვირაში დეკრეტული შვებულებაც მიმთავრდებოდა და მეორე დეკრეტულ შვებულებამდე,ხუთი თვით მომიწევდა სამსახურში გასვლა. ჩემი უხასიათობა ექიმსაც გავანდე. შენს მდგომარეობაში სავსებით ლოგიკურიაო,დამამშვიდა. ჯერ ორი თვის ორსული ვიყავი,წინ კი ჩემი კაპრიზებით სავსე თვეები ელოდა გოგლას.
-რას იწვინტლები ,გოგო?-იმ დროს შემასწრო თვალი ლიკუნამ,როდესაც აწითლებული ცხვირი გამეტებით მოვიწმინდე.
-დამანებე თავი,- თვალებიც ჩამოვიწმინდე.
-მოკვდა ვინმე?- ტელევიზორის ეკრანს შეხედა.შავ-თეთრ კადრზე ზოლებად გაწოლილი რუხი ფერის ლაქები თვალში არ მოუვიდა და გამეტებით ჩასცხო მუშტი ყუთს.
-გასწორდა!-თქვა სიცილით.
-იმდენს უბრახუნებ,სანამ მსახიობები არ გადმოცვივდებიან ოთახში,-შევუბღვირე. ვინ იცის,რამდენი წლის იყო ტელევიზორი,ხელებში ჩაგვაბერდა.აღარც გადამრთველი უმუშავებდა, ბრტყელტუჩათი გვიწევდა არხების შეცვლა.
-ახალია საყიდელი,-მითხრა და გვერდით მომიჯდა. მზესუმზირით სავსე ჯამში უხეშად წაყო ხელი და ააკნატუნა მარცვლები.
-ხომ იცი,ამის გარდა ვერაფერს ვჭამ?- ხელზე ვუჩქმიტე.
-ბევრი არ შეიძლება,დორბლიანი გეყოლება,-მოასწრო და მუჭში დაიგროვა მოხალული მარცვლები.
-დორბლიანი შენ გეყოლება,-მეწყინა.
-თან დედასავით ავი იქნება,-უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი.
-დეიდა-ბიცოლა ხომ ეყოლება თაფლი და შაქარი?-არც მე დავაკელი.
-მე ყველაზე ტკბილი ვარ,-ენა გამომიყო.
-ვინ გითხრა,შე საწყალო?-საცოდავი სახე მივიღე.
-ზაზუნამ.
-ზაზუნებმა შეგჭამონ შენ,-გამეცინა.
-აუ,მაც.. იცი,რა ლამაზი კაბა მოვიფიქრე ქორწილისთვის?-თვალები გაუბრწყინდა.
-იმედია,ზოსიმე ტაძრიდან არ გაგაძევებს,-ვიცოდი მისი გემოვნების ამბავი,შეეძლო ისეთი რამ ჩაეცვა,მთელი წელი სამეზობლოს სალაპარაკო გაეხადა თავი.ლამარასთანაც სულ ამ თემაზე ჰქონდა გაუთავებელი დავა.
-ო,მოიცადე გითხრა,-ფეხზე წამოხტა და მანეკენივით დადგა.
-ასე იქნება ტანზე მომდგარი,- წელზე ჩამოისვა ხელი.-აქედან იქნება ჩახსნილი,ფეხი ლამაზად რომ გამომიჩნდეს,-ლამის საზარდულთან მიიდო თითი.
-ამხელაზე?-პირი დავაღე.
-მოიცადე,ჯერ არ დამიმთვრებია..აი ,აქ კი,ღრმა დეკოლტე,-მკერდზე მიიდო ხელი და ამაყად გადმომხედა.
-დეკოლტეში რა უნდა გამოაჩინო?-პირი მაგრად მოვკუმე,რომ არ გამცინებოდა.
-რას ერჩი ჩემს სიმდიდრეს,გოგო?-კოფთის საყელო წინ გასწია და შიგნით ჩაიჭყიტა.
-ეგ,თუ სიმდიდრეა,-ჩავიქირქილე.
-ბამბებს ჩავილაგებ!
ისეთი ხველა ამიტყდა,ლამის დავიხრჩე.სული ძლივს მოვითქვი.ყველაფერში შეეძლო მარტივად ეპოვნა გამოსავალი,არ ადარდებდა ქვეყნად არაფერი,ლიკუნასნაირი არხეინა ადამიანი მეორე არ დაიარებოდა მგონი.
-ცოდვებმა იცის,ცოდვებმა,-ხველების მიზეზი ამიხსნა.
-არ გამოგადგება მასეთი კაბა,-თავი გავიქნიე.
-ჯერ შეკერილი ნახე და მერე დამიწუნე,-გამიბრაზდა.
-ნაჭერი შერჩეული გაქვს?-ცერად ავხედე.
-ჯერ არა,ხომ გამომყვები? თეთრი აბრეშუმი მინდა ვიყიდო,-აცქმუტდა ადგილზე.
-მაგ სტილის კაბას,ეს ფარდაც მოუხდება,-ხელი ფანჯრისკენ გავიშვირე.
-დაცინვას კაცი არ მოუკლავს,-ტუჩების გრეხვით მითხრა და ფანჯარასთან მივიდა,მგონი ჭკუაში დაუჯდა ჩემი ნათქვამი. ფარდაში მთელი ტანით გაეხვია და ცალი ფეხი მოიშიშვლა.
-დაახლოებით ასეთი იქნება,-გადაიკისკისა.
-რა მეშველება შენს გვერდით,-დავიძახე მისი სისულელეებისგან მობეზრებულმა.
-ჯერ სად ხარ?! - დამემუქრა და ნაჭერს ისე დაეჯაჯგურა,ფარდის ბჯენი ხმაურით დაემხო ლიკუნას თავზე.
სიმწრისგან იკივლა. ისეთი სიცილი ამიტყდა ,ადგილიდან ვერ დავიძარი.
-რა გაცინებს,გოგო? კოპი დამაჯდა,-მტკივანი ადგილი მოისრისა.
- ცოდვებმა იცის!-უცებ გადავუხადე სამაგიერო.
-ყინული მაინც დამადე,- ნაწყენმა გამომხედა.
-ჩიხტი-კოპი!-მივაძახე და მაცივრისკენ წავედი.

***
(გოგლა)
დიანასთან საუბრიდან უკვე საკმაო დრო იყო გასული.ყოველ დღე ველოდი ახალ ამბავს მეგისთან დაკავშირებით.მოთმინების ყველა რესურსი ამომეწურა. ათასი საფიქრალი ერთად მქონდა თავმოყრილი.იქით მაცაცოს ახირებული სურვილები,აქეთ რემონტი,ზაზას ქორწილისთვის მზადება,მეგი,ყაჩაღების უშედეგო დევნა.ცალკე თალიკოს და როზას გაუთავებელი წუწუნი,რომ ჩვენთვის ვერ იცლიო.კიდევ კარგი ზოსიმე ჰყავდათ გამოჭერილი და გულს აყოლებდნენ მასთან პრანჭიაობით. არც ზოსიმე იხევდა უკან, კვირაში რამოდენიმეჯერ სტუმრობდა მამიდებს და პოეზიის საღამოებს უწყობდა. ისინიც ,ერთმანეთის ჯიბრზე მქუხარე ტაშით აჯილდოვებდნენ "პოეტს". მათ ქცევაზე სიცილს ვერ ვიკავებდი,რაზეც ისე მიბრაზდებოდნენ,თავის ოჯახში ჩემი ფეხის ამოკვეთით მემუქრებოდნენ.მუქარა მუქარად რჩებოდა,დამინახავდნენ,თუ არა,ავიწყდებოდათ სიბრაზე,მაშინვე მომისხდებოდნენ აქეთ-იქიდან და ძირფესვიანად გამომკითხავდნენ ჩემს და მაცაცოს ამბებს.
ის იყო ფეხი შევდგი მამიდა ჟღენტებთან,როხროხით მომადგა მამა ზოსიმე ყვავილების ორი თაიგულით ხელში. თალიკო და როზა მორცხვად აიწურნენ კართან.
- სხვა ყვავილებს ვერ გაკადრებთ,
დედოფლებო მაისის,
თქვენით მიყვარს ეს სამყარო,
აისი და დაისი,- მთელი გრძნობით თქვა და ვარდები ღიმილით გადასცა ორივეს. სიცილშეგუბებულს ლოყები დამებერა.ისეთი ავი მზერა მესროლეს დებმა,უცებ გავასწორე სახე.
-როგორ ხარ შვილო გოგლა?- მოიცალა ჩემთვისაც ზოსიმე-სერგომ და ხელი გამომიწოდა.
-კარგად მამაო,კარგად...
-უფალს ებარებოდე,-თავზე ხელი დამადო და შინაურულად შევიდა შინ.
სანამ მამიდები სუფრას აწყობდნენ,მე და ზოსიმემ საუბარი გავაბით. ადამიანთა მომაკვდინებელ ცოდვებზე იმდენი მელაპარაკა, ცოტა არ იყოს,ეჭვიც კი გამიჩნდა,ჩემდა უნებლიედ უპატიებელს ხომ არ ჩავდიოდი ყოველდღიურად.
-ამპარტავნება,უქნარობა,მრისხანება,ანგარება,სიძვა,ნაყროვანება და შური, ეს არის იმ ცოდვების ჩამონათვალი,რომლებიც გაკარგვინებს ღვთის მადლს და მოწყალებას და სამუდამო სატანჯველს გიქადის,-ისეთი ხმით მითხრა,ტანში გამცრა. მრისხანებაში ამოვიცანი თავი და არ მესიამოვნა.
- ვატყობ,ერთმანეთს კარგად უგებთ,-თალიკომ ღიმილით ჩადგა მაგიდის თავში ღვინით სავსე დოქი.რამაც ზოსიმეს თვალების გაბრწყინება გამოიწვია.
ჩამეღიმა. მივხვდი შვიდ ცოდვათაგან ერთი გარანტირებული ჰქონდა,არა მარტო ზოსიმეს,არამედ მეც!
იმდენი დავლიეთ,წასვლისას მგონი ზოსიმეს ანაფორა მე მეცვა,იმას კი ჩემი სამსახურის ფორმა.
-ამ ერთხელ გვაპატიებს,-სლოკინით მითხრა და ზეცისკენ თითი აიშვირა. მის თითს თვალი გავაყოლე და ცაზე გაწოლილ ღრუბლებში, თითქოს თეთრწვერა მოხუცი დავლანდე.
-გვიყურებს,- დამაჯერებლად ვთქვი.
- წამოდი,წამოდი,სახლში მიმიყვანე,-გაეცინა და მანქანის კარის სახელურს დაეჯაჯგურა.
-" დოქის ტუჩი მირჩევნია,ქალისას,აი ბალამ-ბალამ ქაალიისაას,-წაიღიღინა და თავი სავარძელზე გადააგდო. ისე ღრმად ჩაეძინა,მის სახლთან მისულები, ვერაფრით გავაღვიძე. მეზობლების ცნობისმოყვარე თვალებს და ზოსიმეს შერცხვენას,მის გამოფხიზლებამდე მაცაცოსთან წაყვანა ვამჯობინე.

(მაცაცო)

-ღმერთო ჩემო!-კარის გაღებისთანავე შევკივლე. ლიკუნამ ისე სწრაფად მოირბინა,შუბლზე დადებული ყინულები გზა და გზა გასძვრა.
-ისევ ქურდები?!-კარს ეცა და გოგლას მხარზე ჩინ-მედალივით ჩამოკიდულ ზოსიმეს დანახვაზე სიცილი აუტყდა.
-რა გული გამიხეთქე ,გოგო, ბახუსის ღმერთები მოსულან.
-პრავილნა,სამ ბოგ პრიშოლ,-დაეთანხმა გოგლაც და დიდი გაჭირვებით მიიყვანა ტახტამდე სერგო,რომელსაც ზოსიმესი აღარაფერი ეცხო.
-სად დალიეთ,რას გავხართ?-ცხვირზე თითები მოვიჭირე,სასმლის სუნი არ მესიამოვნა.
-დიდ ქეთევანის შვილთაშვილთაშვი...- ბოლომდე ვერ დაამთავრა სიტყვა,სერგოს მიუწვა ფეხებში.
-ჩაიხვია,- ლიკუნამ მხარში ჩასცხო.გოგლას გაეცინა.
-აი,გასწორდა,-ჩაიფრუტუნა .
გაოგნებული ვუყურებდი ორივეს.გოგლა ასეთი მთვრალი ცხოვრებაში არ მენახა.
-სულ გაგიჟდი,კაცო?-მსუბუქად შევანჯღრიე.
-გავგიჟდი!-უცებ დამემოწმა.
-ნუ ანჯღრევ გოგო,ახლა მოვწმინდე იატაკი,-გამიბრაზდა ლიკუნა.
-გოგლა,არ გრცხვენია?-ვეცადე მისთვის სინდისი გამეღვიძებინა.
-შენი ბაგენი ალუბლის ფერნი,
როგორ მიმზერენ,ურცხვად,მაცდურად,
ღვინით კი არა,შენით ვარ მთვრალი,
შენს სიყვარულში გრძნობით დავცურავ,-თვალდახუჭულმა თქვა და მშვიდად ამოუშვა ფშვინვა.
-მეორე გიჟპოეტა,-ახვიხვინდა ლიკუნა,სადღა ახსოვდა კოპი,იასამნისფრად რომ უელავდა შუბლზე.
-ხმა ჩაიწყვიტე,გოგო!-შევუტიე და გოგლას ფეხსაცმელი წავაძრე ფეხიდან.სერგოს ვერ გავუბედე.
-მაცაცო!-უცებ გაშეშდა ლიკუნა და ჭერს შეშინებულმა შეხედა.
-მიწისძვრა!-დავიყვირე განწირული ხმით და ელვის სისწრაფით ზურიკოსთან გავჩნდი.
ისე ზანზარებდა მთელი სახლი, შიშისგან ერთმანეთს ისე მივაწყდით,როგორც სამზარეულოში მოულოდნელად ანთებულ შუქზე მორბენალი ტარაკნები.
-გარეთ არა,კიბე საშიშია!-ხელი დამავლო ლიკუნამ და ბავშვთან ერთად მაგიდის ქვეშ ამომაყოფინა თავი.ზურიკომ ჩვენი შეშინებული სახეების დანახვაზე ღრიალი მორთო.
-ამ მაგიდას ფეხი აქვს მორყეული,-ლამის ტირილით ვუთხარი ჩემს გვერდით მოკუნტულ ლიკუნას.
- მთელი დგას ამ სახლში რამე?!-აბუზღუნდა.
-მგონი გაჩერდა,გარეთ გასვლა უნდა მოვასწროთ,სადმე ტრიალ ადგილზე,-დავფაცურდი.
-მართალი ხარ,გამეორება იცის,-მომყვა ლიკუნაც.
-ამათ ხომ ვერ დავტოვებთ?- ზოსიმეს და გოგლას გავხედე.
-მაგათ შენ მიხედე,-სწრაფად გამომართვა ზურიკო.-მანქანის გასაღები! -წამოიძახა და გოგლას შარვლის ჯიბეს ეცა.
-გაიღვიძეთ რა,მიწისძვრაა!-ხან ზოსიმეს ვანჯღრევდი,ხან ჩემს ქმარს. არაფრის მთქმელი თვალებით შემომხედეს.რადგან ცოტა შეღვიძებულები დავიგულე,აღარ მოვეშვი და ორივე, ბორძიკ-ბორძიკით ჩავიყვანე კიბეზე .
კორპუსებიდან ჩოჩქოლით გამორბოდა ხალხი,ყველა ცდილობდა სამშვიდობოს გაეღწიათ თავი.
მანქანაში ლიკუნა საჭესთან მჯდომი დამიხვდა.
-ცოტა ვიცი ტარება,ზაზამ მასწავლა,-ჩემს გაკვირვებულ თვალებს რომ წააწყდა ,სწრაფად მითხრა.
აღარ დავეძებდი არაფერს,ოღონდაც დომინოსავით ჩაწყობილ კორპუსებს მოვშორებოდი.
ყველამ ჩვენი ადგილი დავიკავეთ.ზოსიმე და გოგლა უკან სავარძელზე,ლიკუნა საჭესთან,მე მის გვერდით ზურიკოსთან ერთად.
ისევ შეირხა დედამიწა,როგორც აკვანში ჩვილს არწევს დედა,ისე დაგვარწია და ჩვენი შიშიც გაათმაგდა.
-დროზე!-დავუყვირე ლიკუნას და ზურიკო ძლიერად მივიკარი გულზე.
-დამაცადე გოგო,გავიხსენო,-დაბნეულად აათამაშა ფეხები სამივე სატერფულზე.
-აბა,ვიციო?!-გულს შემომეყარა.მიწისძვრა,თუ ვერა,ლიკუნას წერა კი ნამდვილად გავხდებოდით.გამოსამშვიდობებელი თვალებით გადავხედე ზურგსუკან მჯდომ გოგლას,შემდეგ ზოსიმესაც.რომელსაც სკუფია სახეზე ჩამოფხატვოდა.
როგორც იქნა დავიძარით. პირველად ვნახე ავტომობილის მართვა ასე.რაღა ვაკის პარკის ატრაქციონები და რაღა ლიკუნას მძღოლობა. რომ არა სასტვენის ხმა,უკვე სიკვდილს ვუმზერდი თვალებში.
-თქვენი საბუთები,- ზოლიანი ჯოხი კარის მინაზე მიუკაკუნა ლიკუნას და მანქანაში ეჭვიანად მოატარა თვალი. მძინარე ფორმიანის და ანაფორიანის დანახვაზე შეცბა და გაკვირვებულმა შემოგვხედა.
-თქვენი საბუთები?- ისევ ლიკუნას მიუბრუნდა.
-სად ჯანდაბაშია?- ნერვულად გამოაღო სანივთე უჯრა და ხელი მოაფათურა.
-გადმობრძანდით გოგონა,-ზოლჯოხიანმა მკაცრად მიმართა ლიკუნას და გზის გადაღმა თავის მეწყვილეს თავით ჩვენსკენ გადმოსვლა ანიშნა.
ლიკუნამ გადმომხედა.მის თვალებში ჩასახლებული ჭინკები ცუდად მენიშნა. სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი,ისე სწრაფად მოწყვიტა ადგილს ავტომობილი. სახტად დარჩენილ ფორმიანს ერთი კი შევავლე თვალი და სავარძელს მთელი ძალით ავეკარი.
წამებში აგვედევნა სირენის ხმაც.
(გოგლა)

ხმაური უსიამოვნოდ ჩამესმა ყურში. თვალი ზანტად გავახილე,მხარს დაწოლილმა სიმძიმემ განძრევის საშუალება არ მომცა. ზოსიმე ვიცანი, ზედ ჩემს ცხვირთან ხვრინავდა. გაკვირვებულმა მიმოვიხედე. კარგად მახსოვდა,რომ სახლში მივედი,ისევ მანქანაში საიდან აღმოვჩნდი,თან უკან სავარძელზე,ვერაფრით გავიხსენე. მხედველობა დავძაბე და ნათლად გავარჩიე მაცაცოს და ლიკუნას შეშინებული სახეები,რომლებსაც თავს ფორმიანები დასდგომოდნენ და ხმამაღალი ტონით რაღაცას უხნიდნენ.
-რა ხდება?-დავიძახე და გადასვლისას მივხვდი,რომ ფეხზე არ მეცვა არაფერი.სიმწრით გავიქნიე თავი .
გაკვირვებულებმა ამათვალიერ-ჩამათვალიერეს თანამშრომლებმა და მზერა ჩემს ნასკებზე შეაჩერეს. სირცხვილ-სიბრაზისგან არა ადამიანური ხმები ამოვუშვი.
-მეტყვის ვინმე რა ხდება?! - კბილებში გამოვცერი. ლიკუნამ უკმაყოფილოდ შემომხედა.მაცაცო ადგილზე დაპატარავდა,მის ხელში მყოფმა ზურიკომ კი სიცილით დაიწყო ფართხალი,მარტო მას გაუხარდა ჩემი დანახვა.
-ბატონო გოგლა,არ ვიცოდი თქვენი ოჯახი,თუ იყო,-დამნაშავესავით გამიღიმა ჯოტომ და კეფა მოიქექა.
სიბრაზისგან და გაურკვევლობისგან ისე ვაკრაჭუნები კბილებს,მაცაცომ შიშისგან ტირილი დაიწყო. უცებ გამახსენდა,რომ მის მდგომარეობაში არანაირი ნერვიულობა არ შეიძლებოდა და თავს ძალა დავატანე, რომ რაც შეიძლებოდა მშვიდად მეთქვა.
-დასხედით მანქანაში!
მაშინვე გამოცოცხლდნენ.
თანამშრომლებთან გავარკვიე ჩემი იქ ყოფნის მიზეზიც და ლიკუნას დანაშაულიც.
-ხომ ღირსი ხარ,ხელბორკილებით გავატანო შენი თავი?!- საჭეს მივუჯექი,თუ არა,ლიკუნას დავუღრინე.
-ამის ჩახუტებას ეგ ნამდვილად სჯობია,- ზოსიმეს მოშვებული სხეული წვალებით გადააყუდა სავარძლის მეორე მხარეს.
-კარგი რა გოგლა,შიშისგან რას ვაკეთებდით,არ ვიცოდით,-ამოიტირა მაცაცომ.
-შენ არ ინერვიულო! შენ არ ინერვიულო!- თითის აწევით ვუბრძანე მაცაცოს.-ეს ქალბატონია მოსაკლავი!- მივუბრუნდი ისევ ლიკუნას.
-ხო,აბა ,შენს ცოლს ხომ არ მოჭრი თავს?-ცხვირი ამიბზუა. ისე ვიყავი გაცოფებული,ცოტა დამაკლდა და გავისროდი ფანჯრიდან მატრაკვეცას.
-საცოდავი ზაზა შენს ხელში!
-ბოდიში,-მკვახედ მომახალა და გაბუტული სახით ფანჯრისკენ შეტრიალდა.
აღარაფერი მითქვამს. მაცაცოს გამო გავჩუმდი,რომელიც ფერდაკარგული,საწყალი თვალებით გაჰყურებდა გზას.
-ეს ისევ ჩვენთან მოგყავს?-მკითხა ლიკუნამ სახლს რომ მივუახლოვდით.
ისე ვიყავი აღელვებული,სულ გადამავიწყდა ზოსიმე. იმდენ მოგზაურობაში,ისევ უდარდელად ხვრინავდა.
ხელმეორედ მომიწია მისი სახლში აყვანა. ტახტზე მივაწვინე და დაღლილი ჩამოვჯექი მეც. ნახევრად გამოფხიზლებული ძლივს ვსუნთქავდი ,სასმელი ჯერ კიდევ მოქმედებაში იყო. გამშრალი ყელი მეწვოდა და თავის ტკივილსაც ვგრძნობდი.
სამზარეულოში,ერთმანეთთან მოკამათე მაცაცომ და ლიკუნამ ,რომ დამინახეს,მაშინვე გაჩუმდნენ.
-რა ვერ გაიყავით?-დავუღრინე და მაცივრიდან წყლით სავსე ბოთლი გადმოვიღე.
-შენი ცოლი მე მაბრალებს,- უკმეხად გადახედა მაცაცოს.
-კიდევ დიდგულზე ხარ,გოგო?!- ლიკუნას უპასუხისმგებლო საქციელს ვერ ვინელებდი.
-ნუ დალევდი და არ მომიწევდა თქვენი გადარჩენა მე!- აქეთ ვალი დამადო.
-ლიკუნა!- დაუცახცხანა მაცაცომ.
- შენი თვალების ტყვე ვარ,ეშხიანო,
მიჯრით ჩაწყობილ წამწამთა რკალში.
ასე გამეტებით რატომ მერჩიანო,
იგივე რატომ ვერ ვჰპოვე სხვაში?
დავლევ დავთვრები,გავილეშები,
ავიშლი ვნებებს და გრძნობით სავსე,
შენს მორცხვ ღაწვებზე დავიგეშები,
რიჟრაჟი მოდის,ღამეს დღე ავსებს,- ორკუპლეტიანი ლექსით დაგვაცხრა თავს ზოსიმე. ისეთი მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა,სამივეს ენა ჩაგვივარდა.
ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი თვალები მოგვატარა,შემდეგ უკან მიიხედა.
-სად არიან?-მკითხა დაბნეულმა და გრძელ წვერზე ხელი ჩამოისვა.
-ვინ მამაო?-ცოტა არ იყოს შემეშინდა.
-მამიდები?-გაკვირვებულმა მოგვატარა ისევ თვალი.
მაშინღა მივხვდი,რომ ზოსიმეს თავი ისევ თალიკოსთან და როზასთან ეგონა. კიდევ კარგი თორემ ,რომ გაეგო,რამხელა წრე დაარტყა ქალაქს ლიკუნას წყალობით,ალბათ ანათემას გადაგვცემდა.
თავი ვეღარ შევიკავე, ისეთი ხარხარი ამიტყდა,ვეღარ ვჩერდებოდი.ლიკუნასაც მეტი რა უნდოდა,ყურებამდე გადაეხსნა პირი.მარტო მაცაცო იდგა აწურული და თვალებს გვიბრიალებდა. გაურკვევლობაში მყოფი მამა ზოსიმეს ვერ გაეგო ჩვენი სიცილის მიზეზი და შევატყვე,თავს ძალას ატანდა, რაიმე მაინც გაეხსენებინა.
***
(მაცაცო)
-გოგლა ძალიან განიცდის მეგის ამბავს,-გულდაწვეტით ვუთხარი ზაზას.
-ვიცი..მე ხომ არ ვუთხრა?-საჭმელს თავი ანება და შეფიქრიანებულმა შემომხედა.
-არა,ეგ ისეთი სათუთი თემაა,მხოლოდ მშობლების მხრიდან უნდა გაიგოს,არ ვიცით,რას მოიმოქმედებს,როდესაც შეიტყობს.
-მესმის ,მაგრამ ხომ ხედავ,დედამისმა აქამდე ვერ მოაბა თავი?
-მისთვისაც რთულია..
-თავის ბრალია! ამხელა ტყუილში როგორ აცხოვრა,ან თვითონ როგორ არ გაუჭირდა? -სიბრაზე შევატყვე.
-ვინ იცის,რა ხდებოდა მაშინ,იძულებული გახადეს,-მაინც დავიცავი ჩემი მეტოქე.
-კარგი რა მაცაცო,მასე შეეძლო თამრიკოსაც მოეტყუებინა ჩემთვის,საერთოდ ვერ გავიგებდი დედაჩემის არსებობას.
-ყველას ნუ მოსთხოვ გმირობას,შენი სიტუაცია სხვა იყო,მეგისი სხვაა.
-ტყუილი ტყუილია და მორჩა! არანაირი გამართლება არ აქვს მის საქციელს!
-მეშინია,გოგლას სიფიცხის,ვეღარ ითმენს,ამოუვიდა ყელში ლოდინი,აჩქარებამ სულ არ გააფუჭოს საქმე.
-რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ,-დაფიქრდა ზაზა.-თამრიკოც ძალიან ნერვიულობს,ერთი სული აქვს ,როდის ნახავს,ამხელა შვილიშვილი მყოლია და არ ვიცოდი,დაკარგულ წლებს ვეღარაფერს ვუშველი, ახლა მაინც მოვეფერო და გავუნაწილო სიყვარულიო,-სევდიანად გაიღიმა.
-ჩვენთან,რომ მოიყვანო სტუმრად?
-აქ?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-არ ვეტყვით არაფერს,უბრალოდ გაგვიცნობს,დაგვიახლოვდება,შემდეგ უცხოდ აღარ იგრძნობს თავს,მგონი ასე სჯობს,რას იტყვი?- გულით მინდოდა, რომ გოგლას ტანჯვას დროზე მოღებოდა ბოლო. თორემ როგორც ვატყობდი,ბევრჯერ ვიხილავდი უგონოდ მთვრალს.
-კარგი აზრია,მაცაცო!-აღტაცებით წამოიძახა ზაზამ.
-რა გიხარიათ?-პირსახოცში შეხვეული თავი შემორგო ლიკუნამ.
-ხვალ ვქეიფობთ,-ვახარე.
-ოჰ,დაგიძველდათ პურ-მარილი?- ცხვირაბზუებულმა გადმოგვხედა ორივეს.
-ეს კაპარჩხანა როგორ მოგყავს ცოლად?-მივიბრუნდი ზაზას.
- აქეთ მოვყავარ,- გაიცინა ზაზამ და ლიკუნას მოქნეული პირსახოცი ფეხზე წამოხტომით აიცილა.
-მადლობა თქვი,რომ ყველაზე ლამაზი,ტანადი,ტკბილი ,ჭკვიანი,საუკეთესო დიასახლისი და საუკეთესო ცოლი გეყოლება!
- განძი ხარ,განძი!- წამოიძახა ზაზამ და მისკენ დასარტყმელად წასულ ლიკუნას ხელები დაუჭირა.
-ზურიკო არ გამიღვიძოთ!-შევუტიე ორივეს და სამზარეულოდან გავედი.
(გოგლა)
-ვაი..ვაი..- ყინულით სავსე ბოთლს შუბლზე ვიტარებდი და მოვთქვამდი.ისე მტკიოდა თავი, თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი.
- მეტის ღირსი ხარ,- გივიმ სიცილი დამაყარა.
-ვარ..ვარ..-გავაგრძელე გოდება და უხალისოდ დავწვდი ფურცლებს.
- უჩემოდ, როგორ გადაგივიდა ყელში?-მოჩვენებითი სიბრაზე გაურია ხმაში.
-ნუღარ მახსენებ,-ტანში გამაჟრჟოლა.
-კაცმა,იმდენი უნდა დალიო,რომ შეირგო,-ჩემს კბენას განაგრძნობდა გივი.
-მორჩი ნოტაციების კითხვას,რა ხდება იმ საქმეზე?- უხალისოდ შევხედე.
-ახლა შენ,ისე ჩაწვდები საქმის არსს,როგორც მე ზიბაბვეს საშინაო პოლიტიკას,წადი სახლში,გამოიძინე.
-სანამ ისინი გარეთ დაბოგინობენ ,რა დამაძინებს!
- მეტი დალიე და უფრო მალე იპოვნი,-დამცინა გივიმ.
- არეული ვარ, როგორ მოვიქცე,არ ვიცი.
-მეგი? -უცებ მიმიხვდა.
თავი დავუქნიე.
-ძალიან აჭიანურებს,იქნებ,დიანას დალაპარაკებოდი?
-მაგის დანახვაც არ მინდა! - დიანას გახსენებაზე სიბრაზით ამითამაშდა ყბები.
საუბარი სასწრაფოდ შემოსულმა ინფორმაციამ შეგვაწყვეტინა. უცებ გამოვფხიზლდი,როდესაც შეტყობინებაში ვალერიან ქვლივიძეს გვარი ამოვიკითხე. ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოს ქირურგს თანხის სანაცვლოდ ოპერაცია ჩუმად გაეკეთებინა ვალერისთვის.ჩემგან ნასროლ ტყვიას მძიმედ დაუზიანებია მისთვის ფეხი.
-ესეც ასეე,-კმაყოფილი წამოვდექი.მისამართი ხელში შევათამაშე და გივის ამაყად შევხედე.
-შენ კიდევ მეუბნებოდი,რა ბახა-ბუხი ატეხეო..ა,ბატონო!
-გაგივარდა ,ყარაულის თოფივით,-გაეცინა.
-ზუსტად ეგ გავარდნა იყო,საბედისწერო!- კისერი მოვიღერე.
-აუჰ ,- ხელი ჩაიქნია გივიმ.
-აუჰ,კი არა,იმ მეორესაც გამოვიჭერ,აი,ნახავ!-დავიმუქრე მურმან ცხადაძის მისამართით და მანქანის გასაღებს დავავლე ხელი.
ვალერისთან შეხვედრა მეჩქარებოდა.
***
სამხედრო ჰოსპიტალში ჩქარი ნაბიჯით შევედით. პალატის კართან გივის ვუთხარი, აქ დამელოდე-მეთქი.
-რაღას მოგყავდი?-გაუკვირდა.
-მარტომ უნდა ვნახო,-ვთქვი და კარი შევხსენი.
გულზე ხელდაკრეფილი თვლემდა. ხმაურზე ოდნავ გაახილა თვალი,დამინახა,თუ არა გესლიანი ღიმილი გადაეკრა პირზე.
-ლატარეაში მერგე!-თქვა და თვალები ისევ დახუჭა.
-იღბლიანი ყოფილხარ,- მივუახლოვდი.
-ვითომ?-ცალი თვალით გამომხედა.
თავი დავუქნიე.
-სხვა,რომ ყოფილიყო ჩემს ადგილას,პირდაპირ შუბლში დაგაჭედებდა.
-ა,უნდა გიმადლოდე კიდეც?!- ცინიკურად გაიცინა.
-მადლობები შემდეგ,ახლა ჩვენს საქმეს მივხედოთ,- ხმაურით მივაჩოჩე საწოლთან სკამი და ჩამოვჯექი.
-მე შენთან საერთო საქმე არ მაქვს!- სახე აერია.
სიცილით გავაქნიე თავი.
-დამტოვე!-თქვა და კედლისკენ დააპირა გადაბრუნება.
აქამდე, გივის დაკითხვის მეთოდს,თუ ვუწუნებდი,მაშინ გავამართლე მისი საქციელი,ყელში რომ ვწვდი ვალერის.
-შენი, ქალივით ჭირვეულობისთვის არ მცალია! -მთელი ძალით მოვუჭირე თითები ყელზე.ხელზე ხელი მტაცა და თავის გათავისუფლებას ეცადა.
-დაიმახსოვრე ! ეს სკოლა არ არის! -დავუყვირე და ხელი შევუშვი.
ხმაურზე გივი შემოვარდა და მკლავში ჩამაფრინდა.
-გარეთ დამელოდე!- დამიღრინა და კარისკენ მიბიძგა.
დავემორჩილე,ასე სჯობდა,თორემ დარწმუნებული ვიყავი მშვიდ გარემოში ვერ ჩაივლიდა დაკითხვა.

(მაცაცო)
გვარიანად შებინდებული იყო. გოგლას მოსვლას ველოდი. იგვიანებდა,ცოტა არ იყოს მოუსვენრობამ შემიპყრო. მისი სამსახურის გადამკიდე,სულ დაძაბული ვიყავი. ლიკუნამ პატივი მცა და უთო მომარჯვებული ატკიცინებდა თეთრეულს.
-დავნამე და მაინც არ სწორდება,ამდენი სახამებელი გაგონილა,გოგო?- უკმაყოფილოდ გაუსვა ცხელი უთო ზეწარს.
-ნუ გადამაყოლე!-თვალები დავაკვესე.
-ისეა გაშეშებული, თავისუფლად გამოჭრი ყელს ადამიანს ,- ბალიშის შალითა ყელთან მიიბჯინა და ახრიალდა.
-მორჩი წუწუნს,შენ ის მითხარი,კიდევ რა მივამატო ხვალინდელ სიას?- საწერ კალამზე კბილები ავაწკარუნე.
- სუნელები დაწერე?- გამოცდილ მზარეულივით ჩაიჭყიტა ფურცელში.
-კი.
-ბადრიჯანი, ნიგოზი?
-მიწერია,ბრუციანო.
სია გულდასმით ჩაიკითხა.-მგონი ყველაფერია,-თქვა და ისევ უთოს მიუტრიალდა.
-გოგლა იგვიანებს,-ჩემი წუხილი გავანდე.
- ისევ გადასწორებული მოვა,- წინასწარმეტყველივით თქვა,თუ არა კარზე ფხაჭუნი მოისმა.
-ა,ხომ ვთქვი?-ჩაიფხუკუნა და კარის გასაღებად წასულს უკან ამედევნა.
-ღმერთო ჩემო!-წინა დღის სიტყვები აღმომხდა ისევ.
-ქვევრის ფორმა აქვს უკვე,- დაასკვნა ლიკუნამ და გივის მხარზე გადაკიდებულ გოგლას მუცელზე მიჰკრა თითი. არც გივი ჩანდა უკეთეს დღეში. უხერხულად გვიღიმოდა და ცდილობდა წონასწორობა შეენარჩუნებინა.
-რას ჰგავს შენი საქციელი?- ნაწყენმა ვუთხარი გოგლას,როდესაც გივიმ ტახტზე მიასვენა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
- ლოთი არა ვარ,გაიგეთ ხალხნო,არა ვარ ლოთი,
არც ის კაცი ვარ,ასე უბრად ხელს ,რომ ამიქნევთ,
ცხოვრების გზაზე ყველა ერთნი ვართ,მოკვდავი სულის,
იქნება მინდა, ღვინოში ვნახო,მე აღსასრული!- გოგლას სევდიანად წარმოთქმულმა ლექსმა მარტო მე კი არა, ლიკუნასაც მოჰგვარა ცრემლები.
-სანამ ბატის ბუმბულს მელანში ჩააწობს,შველა უნდა ამ კაცს!- ლიკუნას გულის აჩუყება უცებ გაქრა.
-რაღაც უნდა მოვიფიქროთ,სხვა გზა არ გვაქვს,-ვუჩურჩულე ლიკუნას და გოგლას ფეხსაცმელს დავწვდი.
-ოღონდაც არ გახადო,ცუდად გვაქვს დაცდილი,-ჩაიკისკისა.გამწარებულ გულზე მეც გამეცინა.
-ამათ მკვდრის ხამები ვგონივართ,- გივის და გოგლას "უსიცოცხლო" სახეებს დახედა.
-ჯვარი სწერიათ,-სანამ კიდევ რამეს იტყოდა,ხელის კვრით გავაგდე.
***
-დიანა უნდა ვნახო,-საწოლში დავწექით,თუ არა,ვუთხარი ლიკუნას.
-აბა,შენ იცი,დედამიწიდან გასაქცევად გაიხადე საქმე,-მითხრა და ბალიშის შალითა მთელი ძალით მოსრისა.
-რას აკეთებ,გოგო?- ნაღეჭ დამსგავსებულ ბალიშს დავხედე.
-ვერ ვიტან ამ სახამებელს,ვერ ვიტან!-უფრო გამეტებით დაჩქმიტა შალითა.
-არ ივარგებ შენ ოჯახში!-გოგლაზე გაბრაზებული ლიკუნას მივადექი.
-ახლა მე ნუ მეცი!-თვალები დამიბრიალა და ზურგი მაქცია.
-ეჰ,-ამოვიოხრე და მეც ვაქციე ზურგი.
მთელი ღამე რული არ მომკარებია თვალზე.დაჭყეტილი ვიწექი და ვფიქრობდი,რა გამოსავალი მომეძებნა,რომ ჩემი პირვანდელი გოგლა დამებრუნებინა.

(გოგლა)
-გოგლა,მაცაცო ცუდად გვიყურებს,-მიჩურჩულა გივიმ.თავი წამოვყავი ,მაცაცოს სიბრაზისგან ანთებულ თვალებს რომ წავაწყდი,მაშინვე გავიაზრე ჩემი დანაშაული.
-გაცოცხლდნენ?-ლიკუნას წიკვინა ხმაზე სახე შემეცვალა.
-ცოცხლდებიან,- მენჯებზე შემოიწყო ხელები მაცაცომ. მივხვდი,ჩემთან შესარკინებლად ემზადებოდა.
-სჯობია,თავი მოვიმკვდარუნოთ,-ისევ მიჩურჩულა გივიმ.
იდეა კი მომეწონა,მაგრამ მაცაცოს ყალყზე დამდგარ თმაზე მივხვდი,რომ თავის მომკვდარუნებას ვერ მოვასწრებდით,კატასავით აფხორილი წამოვიდა ჩვენსკენ.
-ჩემი ბრალია,მე მაპატიე,-გივიმ დამასწრო სიტყვა.
-შიში ვერ იხსნის სიკვდილსა..-მუქარასავით გაისმა ლიკუნას ხმა.
-გველი მყავს უბეში,-განწირულმა დავიძახე ლიკუნას გასაგონად და მუთაქაზე გადავაგდე თავი.
-ლამაზი და ტკბილი გველი,-დააკონკრეტა და ცხვირი აბზიკა.
-უხ..-ამოვიგმინე და მუშტები შევკარი.
-როდის უნდა მოეღოს ბოლო შენს თავაშვებულ ღრეობას?!- მაცაცო ჩემს თავთან მოექცა და თვალებში ჩამხედა.
-ოღონდ ახლა აღარაფერი თქვა,ცუდად ვარ,- მავედრებელი მზერა მივაპყარი.
-კარგად როდის ხარ,გოგლა?-უფრო ახლოს მომიტანა სახე მაცაცომ.
-მე დაგტოვებთ,-გივი წამოიწია,რისხვის აცდენას ეცადა.
-გაჭირვებაში არ ტოვებენ მეგობარს!-ლიკუნას გესლი მესიამოვნა.
-მტერი ჩავარდა ქალების ხელში,-გაეცინა გივის და წამოდგა.
-ყოველ დღე რას აღნიშნავ,მეტყვი?-სულთამხუთავივით არ მეშვებოდა მაცაცო.
-ეს ბოლო იყო,გეფიცები!-ჩემს სიტყვებს დამაჯერებლობა აკლდა.
-ვის მეფიცები?!-თვალები მოჭუტა.
-ლიკუნას თავს გეფიცები!-სიცილით ვუპასუხე.
-ხო,აბა,სხვას ვის გაიმეტებდი?- გაიბრუნჩა ლიკუნა.
მაცაცოს ღიმილი შევატყვე და გავთამამდი.
-მართლა აღარ დავლევ,გპირდები.
-დღეს მოგიწევს,- მითხრა და გივის გახედა.-შენც !
-რა ხდება დღეს?-უცებ დამკრა თავში,ვიფიქრე რაიმე ღირშესანიშნავი თარიღი ხომ არ გამომრჩა-მეთქი.
-საღამოს სტუმრები გვეყოლება,ადექი,ბევრი საქმე გაქვს,- ხელით მიბიძგა და ოთხად დაკეცილი ფურცელი მომაწოდა.
-ეს რა არის?-წარბშეკრულმა დავხედე ჩამონათვალს.
-ადექი,ადექი,შენ და გივი ბაზარში მიდიხართ!
-რამე მაინც მაჭამე,- საწყლად შევხედე.
-გოგლა!-თვალები ისე დამიბრიალა,უცებ წამოვხტი.რადგან დანაშაულის გამოსყიდვის საშულება მომეცა,რაღას დავეძებდი.გივის დავავლე ხელი და უკანმოუხედავად გავიძურწე სახლიდან.
***
(მაცაცო)
-ამდენს რა გააკეთებს?- სასოწარკვეთილი მზერა მოვატარე იატაკზე და მაგიდაზე დახვავებულ პროდუქტს.
-ბარემ ბაზარში გაგვეშალა სუფრა,-ლიკუნამ უკმაყოფილოდ წაკრა თითი ჩანთიდან გამოშვერილ ქათმის ფეხს.
-შენი ბრალია,ეს დაწერე,ის დაწერე,-შევუტიე ლიკუნას.
-ნუ მოსთქვამ,მოდი,მომეხმარე,-დამიბღვირა და დანა მოიმარჯვა ხელში.
დანებებულმა ჩამოვყარე მხრები და ის იყო სამზადისს უნდა შევდგომოდი,კართან ხმაური მომესმა. გული სიხარულით შემიხტა, ნაცნობი ხმების გაგონებაზე სწრაფად მივირბინე კართან და მომღიმარ თამრიკოს თავის ესკორტ მულებიანად კისერზე ჩამოვეკიდე.
-ზაზას,რომ არ ეთქვა,ამდენის გამზადებას მარტო აპირებდით?-მსუბუქად დაგვტუქსა თამრიკომ და წინსაფარი მოირგო.
- ყოჩაღი რძლები გვყავს,-შეგვაქო როზამ და თალიკოს მიუბრუნდა.-ტოლმას მე შევახვევ!
-ხომ შემჭამა ამ ქალმა,-გაეცინა თალიკოს და ბადრიჯანს დასწვდა.
ისეთი ხალისი შემოიტანეს,სულ გადამავიწყეს გოგლაზე სიბრაზე. ლიკუნამ დრო იხელთა და სამზარეულოდან გაშპა.მიზეზად ზურიკოს გართობა მოიდო.
-გოგლამ იცის,ვინც გვეყოლება სტუმრად?-სათვალის ზემოდან გამომხედა როზამ.
-არ მითქვამს,-გამეღიმა.
-მოულოდნელობისგან არაფერი დაემართოს,-შეშფოთდა თამრიკო.
- ნუ იცი,შენ მასე,მთასავით კაცს,რა უნდა მოუვიდეს?-შეუტია თალიკომ.
-ძალიან ნერვიულობს, ჩემი შვილი ასეთი არასდროს მახსოვს,- ამოიოხრა თამრიკომ.
-ყოველ დღე სვამს,გალოთდება ცოტა ხანში,-დავუდასტურე მეც.
-ნუ გადაუსვით ახლა ხაზი,ცოტა ზედმეტი მოუვიდა სასმელი,რა მოხდა,ვინ არ დამთვრალა?-თალიკომ დაგვიცაცხანა.
-ცოტაა,ერთმანეთს ვერ ცნობდნენ ზოსიმე და ეგ?-ავპილპილდი.
-ზოსიმე სადღა ნახე?- ერთხმად წამოიძახეს დებმა.
გამეცინა და მოკლედ მოვუყევი წინა დღეებში ჩადენილი გოგლას გმირობები.
-უყვარს გადაკვრა,-მორცხვად ჩაილაპარაკა თალიკომ ზოსიმეს მისამართით.
-დღეს მოვა,მე დავპატიჟე,-როზამ ეშმაკურად ჩაიცინა.
-გითხარი,ტყუილად ნუ დასტრიალებ თავს-მეთქი?- აიფოფრა თალიკო.
-ეჭვიანობით მოკვდება ეს საწყალი,- საცოდავი სახე მიიღო როზამ.
-ორივე უყვარხართ,არჩევანი უჭირს,-სამზარეულოში ბავშვით ხელში გამოჩნდა ლიკუნა და ლასოსავით ენა ისროლა.
ყველამ მისკენ მივაპყარით გაოცებული მზერა.
-ისე გაიკვირვეთ,ვითომ არ იცოდით,-მხრები აიჩეჩა და სკამზე ჩამოჯდა.
-ბებიები თხოვდებიან,მიყვებიან ზოსიმეს,
ძალს როზაა,ძალს თალიკო,არ აცდება ორივეს,- სიმღერ-სიმღერით თქვა ლიკუნამ და მის ათამაშებულ ფეხზე ჩამომჯდარ მოხითხითე ზურიკოს ყელი დაუკოცნა.
-უტაქტო!- დავუყვირე სახეაწითლებულმა.
-რა თქვა?-დებმა ერთმანეთს შეხედეს.
-სიმართლე,-თამრიკო ისე აკისკისდა, ყველა აგვიყოლია.
-ეგ ზოსიმესთან არ წამოგცდეს,გოგო,-როზამ სული მოითქვა და ლიკუნას მიუტრიალდა.
-უცებ არ გაუკვირდეს იმასაც,- თამრიკო ლიკუნას მხარეს მყარად დადგა.
- მოგეცათ სალაპარაკო,-თალიკომ მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა.
-არ წამომცდება,-ჩვეულად ჩაიფრუტუნა ლიკუნამ.
უნდობლად შევხედე.
-შენი არაფერი დაიჯერება,-ვუთხარი წარბაწევით.
-შეგვარცხვენს,-როზაც დამეთანხმა.
-სულ მე ვარ დამნაშავე,-აბუზღუნდა ლიკუნა და გაგვეცალა.
-ეწყინა,-დაასკვნა თალიკომ.
- არ მეწყინა!- გამოგვძახა სიცილით.
-ყურები აქ დაუტოვებია,- გამეცინა.
საღამოსთვის ყველაფერი მზად გვქონდა. ორი მაგიდა მივადგით ერთმანეთს და თუ კი რამ გვებადა,ყველაფერი ზედ შემოვაწყვეთ.
-ესეც ასე!-კმაყოფილმა გადაავლო თვალი სუფრას როზამ.
-აქ ზოსიმე დაჯდება,აქ მე,-თალიკომ ორი სკამი მონიშნა.
-აიწყო საქმე,-გაეცინა როზას და ზოსიმესთვის მონიშნულ სკამის გვერდით ჩამოჯდა.
- ბებიები თხოვდებიან..-ლიკუნას წამოწყებული ღიღინი ჩემმა მუჯლუგუნმა შეაჩერა.
-იცოდე,ზოსიმესთან ვიმღერებ,-დამემუქრა და სანამ ხელმეორედ წავწვდებოდი კარისკენ გაიქცა.
-მოვიდნენ,-ხმადაბლა წამოიძახა თამრიკომ და სტუმრის მოლოდინში გავირინდეთ.
***
(გოგლა)
-რას დამადექი თავზე იასაულივით?- ცალი თვალით ავხედე გივის.
- სკამზე ხომ არ დაეწებე? -მითხრა და ჩემი სავარძელი შეარხია.
-ვერ ისვენებ რა,-სიცილით წამოვდექი ფეხზე. საჭმელებზე ლაპარაკით დილიდან გამომილაყა ტვინი. ყველგან ხაჭაპური ელანდებოდა. ერთი სული ჰქონდა,როდის ჩამთავრდებოდა სამუშაო დღე. ასცხრაჯერ დახედა საათს .რამოდენიმეჯერ წინაც კი გადასწია საათის ისრები და გაბრწყინებული სახით მანიშნებდა,მორჩა-წავედითო.
-რა მომასვენებს,როდესაც მაგიდაზე წამოწოლილი გოჭი მელოდება?-თქვა და ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი.
სიცილით გავაქნიე თავი. გივის გასაბრაზებლად ვითრევდი ფეხს,თორემ მასზე ძალიან მე მეჩქარებოდა სახლში მისვლა. მაცაცოს მიერ მოწადინებული პურ-მარილის მიზეზი, მისი ორსულობით გამოწვეული ახირება მეგონა. ნეტავ,შეუძლებელს არ მომთხოვდეს და ბაზარში სირბილს როგორღაც ავიტან-მეთქი,მთელი გზა ვამშვიდებდი ჩემს თავს.
-იქნებ,ვინმეს იუბილეა და არ გახსოვს?- კიდევ ერთხელ მკითხა გივიმ სახლის კარს რომ მივადექით.
-შევიტყობთ,-თავი დავუკარი და კარს გასაღები მოვარგე.
სახლში,მხიარული განწყობით შევედით. სასტუმრო ოთახიდან ჟრიამული ისმოდა.
- პოეტი მოვიდა,მუზასთან ერთად,-ლიკუნამ ჩვენს დანახვისას მაცაცოს გასძახა.
- აჰა,აპეტიტი დამეკარგა,-ჩავიბურტყუნე და ლიკუნას გვერდი ავუარე.
- ჩემი აპეტიტი ორივეს გვეყოფა,შედი!-დამამშვიდა გივიმ.
გაბადრული სახით შემომეგება მაცაცო.ისე ეშმაკურად უცინოდა პირი, მაშინვე დავასკვენი,მისი მორიგი ახირება კი არა,ნამდვილად საზეიმო მიზეზია-მეთქი.
-გოგო,ახლა მაინც მითხარი,რა ხდება? არ შევრცხვე,-ვუჩურჩულე.
-ცოტა ხანში გაიგებ,-ჩაიკისკისა.
თვალებდაწვრილებულმა შევხედე. კიდევ ერთხელ გადავამოწმე ტვინში,რა შეიძლებოდა გამომრჩენოდა.მნიშვნელოვანი არაფერი გამახსენდა. ასე გაუგებრობაში მყოფი გავემართე სუფრისკენ.უკან მომყვა დამშეული გივი.
- მეგი სახლიდან გაიქცა!- ზურგსუკან ზაზას ხმამ ხანჯალივით გამიარა გულში.
ჩემს შესაგებებლად სუფრიდან წამოშლილმა ოჯახმა,სწრაფად გადაინაცვლა ზაზასკენ.
-სად გაიქცა? რატომ,რა ხდება?-კითხვები დააყარა თამრიკომ.
-რამე ხომ არ უთხარი?- აჰყვა როზაც.
-ამოიღე ხმა,ბიჭო!- თალიკომ ზაზა შეაჯანჯღარა.
გაოგნებული ვუყურებდი ზაზას და ვერ გამეგო,რა ხდებოდა.
- დედამისმა უთხრა ყველაფერი.ის კი გაიქცა,დილიდან ეძებენ,-დამნაშავესავით შემომხედა ზაზამ.
-მერე?!- ჩემი ხმა ვერ ვიცანი.
-აქ უნდა მომეყვანა,სახლში მივაკითხე და ეს ამბავი დამხვდა,-ზაზას ნერვიულობისგან ყბები უთამაშებდა.
მაშინვე მივხვდი,რასაც უკავშირდებოდა მაცაცოს მოწადინებული ზეიმი.
შეკრული თითები,ისე ძლიერად დავაჭირე ხელისგულებს,ტკივილიც კი ვიგრძენი.
მაცაცოს ავად გადავხედე,ხმაჩავარდნილს ნიკაპი უკანკალებდა.
- უხ!-წამოვიძახე სიმწრით და კარში შურდულივით გავვარდი.
მანქანასთან ძლივს დამეწივნენ გივი და ზოსიმე.
-მომინდომეს ქეიფი და დროსტარება!-მთელი ძალით დავცხე ხელები საჭეს.
-დაწყნარდი გოგლა,შვილო,-შეშინებულმა შემომხედა ზოსიმემ.
-ნუ მაწყნარებ,მამაო!- ვუთხარი და ადგილიდან ისე მოვწყვიტე ავტომობილი,გივიც და ზოსიმეც სავარძლებს აეკვრნენ.
***
კიბეზე საფეხურებს ვახტებოდი და ისე მივიწევდი წინ. დიანას კარზე მოურიდებელად ავტეხე ბრახუნი.
-გოგლა,ცოტა მშვიდად,-გივი წინ გადამიდგა.
-გითხარით,ნუ მაწყნარებთ-მეთქი!-შევუღრინე და კარში გამოჩენილ დიანას მხრებში ვეცი.
- რამე,რომ აუტეხოს თავს,ვერ გადამირჩები!
-შვილო გოგლა,არ გარგებს მრისხანება,-ზოსიმე ჩვენს შორის ჩადგომას ეცადა.
-მამაო!- ისეთი თვალებით შევხედე,მაშინვე განზე გადგა ზოსიმე.
დიანა კი გამეტებით შევარხიე.
-შენ ნუღარ მიმატებ!- დამიყვირა დიანამ და ატირდა.
-კიდევ მე გიმატებ?! შენი გაუაზრებელი საქციელის გამო მე და ჩემი შვილი დაგვაზარალე!
-დამანებე თავი,წადი აქედან!-განწირული ხმით დამიკივლა.ამაზე უარესად გავცოფდი.
-შენთვის დიდი ხანია დანებებული მაქვს თავი! სად არის ჩემი შვილი?! რა უთხარი?!
- შენი ბრალია! შენ რომ არა,არაფერი იქნებოდა!-აქეთ მე დამადანაშაულა.
-მე,რომ არა,არც მეგი იქნებოდა! მითხარი,სად შეიძლება წასულიყო?!
-არ ვიცი,ყველგან ვეძებე,მეგობარმა თქვა,ვიღაც გამვლელს ჩაუჯდა მანქანაშიო, -თავი ჩაკიდა დიანამ.
-რატომ არ გამაგებინე მაშინვე,რატომ?!
სიბრაზისგან,მის მხრებს ჩაფრენილი, შეშლილივით ვყვიროდი.
- არ მეგონა აქამდე ,თუ მივიდოდა საქმე,მაპატიე,- მავედრებელი მზერა მომაპყრო.
გივიმ ხელი მომკიდა და კარისკენ მიბიძგა.
-მანქანაში დამელოდე!-მითხრა და დიანას მიუტრიალდა.
ცოცხლა-მკვდარი ჩავუყევი კიბეს. უკან გამომყვა ზოსიმეც.არ ვიცოდი,სად უნდა მომეძებნა.რომც მენახა,რა რეაქცია ექნებოდა,ჩემს დანახვაზე,ესაც მაშინებდა.
- განსაცდელი იმიტომ გვევლინება,რომ მარადიულ ცხოვრებაში სულიერად განწმენდილები გადავიდეთ.მადლობა უთხარი უფალს,რომ შენზე ფიქრობს,ესე იგი ძალიან უყვარხარ.აქაური ყოფა დროებითია შვილო გოგლა,მთავარი "იქ" იწყება,-თავის დაკვრით დაადასტურა მისი სიტყვები და გაჩუმდა.
-რა გამოდის მამაო,ტანჯვა საჩუქარია?-გვერდულად გავხედე ზოსიმეს.დავინახე,როგორ ჩაეღიმა.
-მოთმინება,შვილო,მოთმინება!
***
-ეს არის მისი ყველა მეგობრის მისამართი,-მანქანაში ჩაჯდომისთანავე ფურცელი გამომიწოდა გივიმ.
- თუ ვერ ვიპოვნე, ოფიციალურად გამოვაცხადებ ძებნას,-ვუთხარი გივის და მანქანა დავძარი.
(მაცაცო)
-ჩამშხამდა ყველაფერი,- ამოვისლუკუნე თამრიკოს მხარზე.
-დამშვიდდი მაცაცო,ყველაფერს ეშველება,-თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი.
-მამასავით ფიცხია,როგორც ჩანს,-დაასკვნა როზამ.
- ალბათ,როგორც საჭირო იყო,ისე ვერ უთხრა,გადარია ბავშვი!-თალიკომ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დიანას მისამართით.
-კარგით,ნუ მოსთქვამთ! იპოვნის გოგლა.ხომ იცით,მისი ხასიათი?!-ნოდარის სიტყვებმა ცოტა შეგვაფხიზლა.
- ტყუილად ნერვიულობთ,გადაუვლის და გამოჩნდება,-უდარდელად თქვა სუფრის თავში წამომჯდარმა ლიკუნამ და ნიგვზიანი ბადრიჯანი გაიქანა პირში.
-ცხოვრებაში ერთი წუთით მაინც დასერიოზულდი,გოგო!- წამოვიფოფრე.
- ახლა ხომ ვიცი,ჩემზე გადატეხავენ ჯოხს,-ჩაილაპარაკა ცხვირაბზუებულმა.
-თუ არ გაჩუმდები,მოგიწევს!-თვალები დავაკვესე.
-კარგი,ნუ ჩხუბობთ,-"გაგვაშველა" ზაზამ და ლიკუნას უკმაყოფილოდ შეხედა.
-ხომ შეგიძლია,ხმა არ ამოიღო და ისე ჭამო?!
-კარგი ბატონო,ინერვიულეთ რამდენიც გინდათ,-მხრები აიჩეჩა და ტოლმას კომბოსტო შემოაძარცვა.
-ტყუილად ვახვიე ერთი საათი?- ლიკუნას ქმედებაზე როზამ თვალები გადმოკარკლა.
- ვაიმე,იქნებ რა დევს შიგნით?- ხორცის ფარში გაქექა.
- ტოლმაში რას ელოდება ნეტავ?!- გაკვირვებულმა შეხედა თალიკომ.
-ერთხელ მარიკას დედამ ბეჭედი დაკარგა,თურმე ფარშის არევის დროს გასძვრა თითიდან.მარიკოს მამა ლამის დაიხრჩო,- აკისკისდა ლიკუნა.
-უყურე ამას,ბეჭედს ეძებს თურმე,-დოინჯი შემოირტყა როზამ.
-რა შორიდან მოუარე,გეთქვა პირდაპირ,-გაეცინა თალიკოს.
- მართლა ასე მოხდა..-დაიწყო ისევ ლიკუნამ და ჩემს გააფთრებულ სახეს რომ წააწყდა,მაშინვე გაჩუმდა.
-მგონი მოვიდნენ,-თქვა ზაზამ და კარისკენ სწრაფად წავიდა.
ახალი ამბის მოლოდინში ლიკუნას გარდა ყველა დავიძაბეთ. მხოლოდ ზოსიმე შემოვიდა,დანარჩენები არსად ჩანდნენ.
-რა მოხდა?!-ერთხმად წამოვიძახეთ.
-გოგლა და გივი განყოფილებაში წავიდნენ,ავტომობილის სერია უნდა გაიგონ,-თქვა ზოსიმემ და სკამზე ჩამოჯდა.
-რა ავტომობილი?-ნოდარისთან ერთად ჩვენც შევცბით.
- მეგობართან ყოფილა,დიდხანს არ გაჩერებულა მასთან,მალევე წასულა.დავინახე,გამვლელი მანქანა გააჩერა და იმას გაყვაო,- ზოსიმეც შეფიქრიანებული ჩანდა.
-ვაიმე შვილო,-გულმოსაკლავად დაიძახა თამრიკომ.
-ღმერთმა იცის,ვის ჩაუჯდა,-როზამ ლოყაზე იტკიცა ხელი.
ნერვიულობისგან მთელი სხეული ამტკივდა.უმოქმედობა უარესად მტანჯავდა.
-წინასწარ ნუ იხეთქავთ გულებს,იპოვნიან,- ლიკუნა როგორც ყოველთვის არხეინად გვადევნებდა თვალყურს.
-ამის სათქმელად მოვედი,წავალ მე,-ზოსიმე წამოდგა.
-ცოტა მაინც გეჭამა?-თალიკომ მაშინვე გამოიჩინა მზრუნველობა.
- სხვა დროს იყოს, უფლის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება,-დაგვემშვიდობა.ჩვენზე არანაკლებ განიცადა ზოსიმემ. ზაზამ,სახლში წავიყვან და მალევე მოვბრუნდები,იქნებ მანამდე გოგლაც გამოჩნდეს კარგი ამბითო.
დაზაფრული ვიყავი,ცალკე გოგლა მეფიქრებოდა,ცალკე მეგი.გულისრევაც მახსენებდა თავს. ვგრძნობდი,ძალას ვკარგავდი.
-მე უნდა წამოვწვე,ცუდად ვარ,-ვთქვი და საძინებლისკენ გავეშურე.
(გოგლა)
სანამ პასუხს გავიგებდი,თუ ვის ეკუთვნოდა ავტომობილი,რომლსაც მეგი გაჰყვა,ჩემი დამემართა. ყველაფერ ცუდზე ვფიქრობდი. მეგის კი არა,დიდ ადამიანს გაუჭირდებოდა ასეთი ამბის მშვიდად მიღება. ცხელ გულზე ,რას მოიმოქმედებდა,არავინ ვიცოდით. მხოლოდ ერთზე ვფქირობდი,რაც შეიძლება სწრაფად მომეძებნა. ოღონდ არაფერი დაეშავებინა თავისთვის და აღარ დავეძებდი მიმიღებდა,თუ არა.
-ახალგაზრდა ქალია,ოცდაათი წლის,ნესტან აბესაძე,მისამართიც აქვეა, ავტოინსპექციაც გაფრთხილებულია,წავედით,- აჩქარებულად მითხრა გივიმ და არც დამლოდებია,ისე გავარდა კარში. უკან მივყევი სირბილით.
მთელი გზა კბილს კბილზე ვაჭერდი,თითქოს კრიჭა მქონდა მეკვრებოდა. ერთადერთი იმედი ვინმე ნესტანი იყო.იმას მაინც გავიგებდი,სად სთხოვა წაყვანა მეგიმ.
-ეს სახლია,-გივიმ მანქანა შეაჩერა. ალაყაფის კარს წამიერად შევავლე თვალი და მაშინვე გადავხტი მანქანიდან. ზარი ვერსად ვიპოვნე და სახელურს დავწვდი.ოდნავ შეღებულ კარში ვერ მოვასწარი თავის შეყოფა,დიდი ზომის ძაღლი გამოვარდა ყეფით.გულგახეთქილი გადავხტი უკან და გივის შეშინებულმა გავხედე.
ახლა გივიმ სცადა ბედი და კარზე ძლიერად დააბრახუნა.ძაღლი უარესად გაავდა.
-მირა! მოდი აქ,მირა! -მოგვესმა ქალის ხმა.
რადგან ვიღაც დავიგულე შიგნით,ამოვისუნთქე და იმედის თვალები მივაპყარი კარს.მალევე გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი და გაკვირვებულმა შეგვათვალიერა.
-ვინ გნებავთ?
-ნესტან ფრიდონის ასული აბესაძე,-ვუთხარი და სამსახურეობრივი მოწმობაც წარვუდგინე.-უფროსი გამომძიებელი გოგლა ჟღენტი!
-დიახ,გისმენთ?-დაბნეული მზერა მოგვაპყრო.
-დღეს დილით,დაახლოებით თერთმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე ეს გოგონა დაგემგზავრათ,-ვუთხარი და მეგის სურათი ვაჩვენე.
-დიახ,დამემგზავრა,-ეჭვიანად შემომხედა.
-სად მიიყვანეთ?-გულაჩქარებულმა ვკითხე.
-რამე დააშავა?-შუბლი შეკრა.
-ოჯახი ეძებს..სად მიიყვანეთ?!-მეორედ უფრო მომთხოვნად ვკითხე.
-ვაგზლის მოედანზე მთხოვა წაყვანა,-თქვა და გაჩუმდა.
ისე სიტყვაძუნწობდა,მოთმინების ძაფი გაწყვეტას მქონდა.
-ზუსტად ადგილმდებარეობა,სად დატოვეთ?!
-ვაგზლის მოედანზე,თუმცა მივბრუნდი და წამოვიყვანე..ისე იყო დაბნეული და ანერვიულებული,ვერ მივატოვებდი გზაზე.
-სად წაიყვანეთ?!
-აქ არის,-თავით სახლისკენ გვანიშნა.
-ვინ?-უცებ ვერ მივხვდი.
-ვისაც ეძებთ,-ისე შემომხედა,ნამდვილად შეშლილი ვეგონე.
-თქვენთან არის მეგი?-ენა დამება.
-დიახ,ტიროდა,ძალიან იყო აღელვებული.გზაში ცოტა ვისაუბრეთ.როგორც აღმოჩნდა,წასასვლლი არსად ჰქონდა.ჩემთან წამოსვლა შევთავაზე,დამთანხმდა.
-რა უნდა ვქნა?-დაბნულმა შევხედე გივის.
პირისპირ შეხვედრისთვის მზად არ ვიყავი,როგორ უნდა დამეწყო საუბარი,ამაზე არც მიფიქრია.მხოლოდ,მის დროეულად მოძებნაზე ვიყავი გადართული.
გივი ისე მიშტერებოდა ქალს,ჩემი შეკითხვა არც გაუგია.
-გივი?!-მხარი წავკარი.
-ჰო!-უცებ გამოერკვა.
-როგორ მოვიქცე?-წყალწაღებულივით ჩავეჭიდე გივის.
-არ ვიცი,-მიპასუხა არანაკლებ დაბნეულმა.
ქალს ჩვენი დაბნეულობა გაუკვირდა.
-ვინ ბრძანდებით?-გვკითხა და უკან გადადგა ნაბიჯი.
-როგორ აგიხსნათ? მამა ვარ მისი..გაქცევის მიზეზი არ უთქვამს თქვენთვის?-თავს უსუსურობა შევატყვე.
-არეული საუბრობდა,ბევრი ვერაფერი გავიგე,-ქალიც დაიბნა.
-თქვენი დახმარება დამჭირდება,-ჩემი დაზაფრული ხმა იმდენად მომთხოვნად ჟღერდა,მაშინვე თანხმობით დამიქნია თავი.
მოკლედ ავუხსენი საქმის ვითარება და განწირული მზერით მივაჩერდი.იმედი მქონდა,ასეთ სიტუაციებში ქალებს უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდათ და გამოსავლის მოძებნაში დამეხმარებოდა.მეგისთან პირდაპირ მიჭრა და რაიმეს თქმა,ვხვდებოდი,უარესად დააფრთხობდა.
-საწყალი გოგონა,მთელი გზა იმეორებდა,მიღალატეს! მიღალატეს!-ნესტანიც ჩაფიქრდა.
-რას მირჩევთ?-პირველად ცხოვრებაში,რომ დათრგუნული ვითხოვდი დახმარებას უცხო ადამიანისგან.
-მგონი,დღეს არ ღირს მისი ნახვა,დამშვიდება უნდა ვაცადოთ,-იმდენად გულთან მიიტანა ჩემი გასაჭირი,უცებ გახდა ახლობელი.
-თქვენთან ,რომ არ გაჩერდეს?-ხელმეორედ წამომიარა შიშმა.
-წასვლა,რომ ნდომოდა,სახლში არ გამომყვებოდა.ჩემთან უსაფრთხოდ იქნება,მენდეთ,არ ინერვიულოთ,-გამიღიმა.
მისმა სიტყვებმა ცოტა დამამშვიდეს და მაშინღა დავაკვირდი მის სიკეთით სავსე თვალებს.იმ წუთში თამრიკოს ჰგავდა.ჩემი ნდობა უცებ მოიპოვა.
გივი ისევ ენაგადაყლაპული შესცქეროდა ქალს.მივხვდი,მისგან მოხიბლულს ლაპარაკის უნარი წართმეოდა.
-ჩემს ტელეფონის ნომრებს ჩაგაწერინებთ,სამსახურის და სახლის,მისამართსაც..თუ რამე შეიცვალა ხვალამდე,აუცილებლად შემატყობინეთ,-დავფაცურდი.
-დიახ,დიახ..დამიტოვეთ,-მითხრა და ძეგლად ქცეულ გივის შეხედა.
-დიდი მადლობა,-ძლივს ამოიდგა გივიმ ენა და მანქანისკენ წავიდა.
-მეგის ძმის ნათლიაა,-გავუღიმე ნესტანს.
-ჩემს ნომერსაც ჩაგაწერინებთ,-მითხრა ღაწვებშეფარკლულმა.
-მოგეხსენებათ ჩემი სამსახური,-უხერხულად ჩავილაპარაკე.
-აჰ,თუმცა..-მიხვდა,რომ მის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას ვფლობდი.
-დაგემშვიდობებით,-ხელი გავუწოდე.უცებ შემაგება თავისი მარჯვენაც.
-არ იდარდოთ,სანდო ხელშია,-მითხრა და კარისკენ შებრუნდა.
-თქვენთან ვალში ვარ,მადლობა,-გულდამშვიდებულმა ვთქვი და გივის მიმართულებით წავედი.
***
-რა გჭირს?-საჭეს მივუჯექი,თუ არა,გივის შევხედე.ისე მოუსვენრად ატრიალებდა თვალებს,გამეცინა.
-რა უნდა მჭირდეს?-შეცბა.
-უჰ,მეგონა დამუნჯდი,შეგძლებია ლაპარაკი.
-მიდი,დაქოქე,-მსუბუქად შემიღრინა.მივხვდი,არ მოეწონა მისი ფიქრები რომ ამოვიცანი.
-არ გამტყუნებ,მართლა ლამაზია,-გვერდულად გავხედე.
-მაგისთანა ლამაზებით სავსეა ქალაქი,-არ გატყდა.
-გიივიი..
-აჩმახებ!-დამიბღვირა.
-გიივიი..-არ მოვეშვი.
-კარგი ჰო,ლამაზია,-გამომიტყდა სიცილით.
-მადლობა ღმერთს, ეს გოგო შეხვდა და არა ვინმე სხვა,-შესაძლო უკუღმა წასული საქმის გამო თავი გავიქნიე და მანქანა დავძარი.
(მაცაცო)
მთელი დღის ნაფიქრ-ნატაჯმა გონებამ ძილშიც არ მომცა მოსვენება.იმდენი რამ მესიზმრა,გამოღვიძებულზე აზრი ვერ გამოვიტანე.სამზარეულოდან ბუტბუტი მომესმა.გოგლას ხმა გავარჩიე და უცებ წამოვხვტი.
შეშინებული სახით წამოვადექი თავზე ოჯახს.მათ სახეზე ცუდი ამბის კვალი ვერ დავინახე და ცოტა მომეშვა გულზე.
-ხომ გითხარით,ტყუილად ნერვიულობთ-მეთქი?!-ნიშნისმოგებით გადმოგვხედა ლიკუნამ.
-ის ქალი,რომ არ შეხვედროდა,არავინ იცის,რა მოხდებოდა,-როდესაც სიმართლე შევიტყვე,მადლიერების გრძნობით ავივსე.
-როგორ უნდა ვიმოქმედო,მეც არ ვიცი,-გოგლამ თვალი გადაგვავლო.ჩემი ქმარი ასეთი დაბნეული ჯერ არ მენახა.გული მომეწურა.
-მე და ზაზა მივხედავთ მაგ ამბავს,-თქვა ლიკუნამ და ზაზას შეხედა.
-შენი მიხედილი ვიცი,რაც იქნება,უარესად გადარევ,-წამოვიძახე შეშფოთებით.
-გეგონოს!-ამრეზით გადმომხედა და ზაზას მხარზე მიეყუდა.-მე მომანდეთ ეგ საქმე,-ჯიუტად გაიმეორა.
-არავითარ შემთხვევაში,-ხელები გავასავსავე.
-თანატოლები არიან,ერთმანეთს კარგად გაუგებენ,იქნებ ასე სჯობდეს,-როზა ლიკუნას აზრს მიემხრო.
-მეც მასე ვფიქრობ,-თალიკომაც მხარი აუბა.
-მეც,-თამრიკოც დაეთანხმა.
-გოგლას მისვლა ჯერჯერობით არ გამოვა,შეიძლება უფრო გაღიზიანდეს,სიფრთხილე გვმართებს,-ნოდარიც ქალების მხარეს დადგა.
-გოგლა,მე მივალ,ასე აჯობებს,ჩემი მეგობარია,მომისმენს მაინც,-ზაზამ თვალი გაუსწორა ძმას.
გადაწყვეტილების მოლოდინში გოგლას კითხვისნიშნიანი მზერა მივაპყარით.
-მე თვითონ ვნახავ,-თქვა და ჩვენს უკმაყოფილო მზერასაც წააწყდა.-ხვალვე!-დააყოლა გადაჭრით.
რაღას ვიზამდით?!
(გოგლა)
სამსახურში მისვლისთანავე ,მოუთმენლად შევედი კაბინეტში და ტელეფონს ვეცი.ნესტან აბესაძესთან უნდა დამერეკა,რომ ცოტა მაინც შეემზადებინა ნიადაგი მეგისთან სასაუბროდ.ის იყო ნომრის აკრებას ვაპირებდი,დიანა აღელვებული შემოვარდა და ჩემს წინ,მაგიდაზე ხელებით დაეყრდნო.
-სად არის მეგი?!
-ნუ ყვირი! დაჯექი!- კბილებში გამოვცერი.
-დასაჯდომად არ მცალია,ვისთან არის ჩემი შვილი?!-
-გითხარი,ხმას დაუწიე და დაჯექი!- მეც გადავედი ყვირილზე.
-ვიღაცისგან უნდა ვიგებდე ამბავს?!-ერთიანად აკანკალდა.
-გივი ვიღაც არ არის,ის ჩემი მეგობარი და თანამშრომელია!
-მოსვლაც არ იკადრე!
-ა,ჩემი ნახვა გინდოდა?-ირონიულად შევხედე.
-ასეთ მნიშვნელოვან ამბავს სხვისგან არ უნდა ვიგებდე,- შემცბარი ჩამოჯდა.
-რა უთხარი ამისთანა,სახლიდან რომ გააქციე? წესიერად არ შეგეძლო აგეხსნა?-სიბრაზე მჭამდა.
-ჯერ არც ვაპირებდი თქმას,რომ არა მამამისი,უფრო სწორად ის ვაჟბატონი!
გაკვირვებულმა შევხედე.
-დიახ,ჩამობრძანებულია და როცა გავბრუნდები, მეგი ჩემთან ერთად უნდა წავიყვანოო,რა მექნა,გამაგებინე?!
-და შენც მაშინვე მიახალე სიმართლე ხომ?!
-შენ რომ არა,არაფერს ვეტყოდი,ვიცი,არ მოისვენებდი!- საკუთარ დანაშაულის სხვაზე გადაბრალება,შესანიშნავად გამოსდიოდა.ისე გავმწარდი,ფეხზე წამოვხტი და როგორ წინა დღეს,ისე ჩავაფრინდი მხრებში.
-ასეთი როგორ მიყვარდი?! -მთელი ძალით დავაჯანჯღარე.
-მეტკინა!- წამოიკივლა და ხელი მკრა.
-გოგლა! გოგლა!-გივი როდის შემოვიდა,არ დამინახავს.ჩვენს შუაში ჩადგა და ჩემს დამშვიდებას შეეცადა.
-ასე არ გვარდება პრობლემები,სულ გადარევთ იმ ბავშვს!-ორივეს დაგვიღრინა.
- მისამართი მომეცი!- დიდ გულზე დადგა დიანა.
-წადი სახლში,მე თვითონ მივხედავ!- ვუთხარი და გივის ვანიშნე,ოთახიდან გაეყვანა.
-არსად ვაპირებ წასვლას,სანამ არ გავიგებ,სად არის ჩემი შვილი?!
-გივი,გაიყვანე!- ვეცადე რაც შეიძლება მშვიდად მეთქვა.
გივიმ მორიდებით წაავლო მკლავზე ხელი.ცოტა ხნით გარეთ გავისაუბროთ,აჯობებსო.დიანამ ზიზღნარევი მზერა მესროლა და კარში გავარდა.
სიმწრით გავაქნიე თავი. ტელეფონს მივუბრუნდი და ნომერი ავკრიბე. წყვეტილი ზუმერი გაისმა.დაკავებაა,ალბათ სადმე საუბრობს,გავიფიქრე და ყურმილი დავკიდე,თუ არა,გივიც შემოვიდა.
-წავიდა! -თქვა და თავის მაგიდას მიუჯდა.
-ნესტანთან ვრეკავდი,-ვუთხარი გივის.
-ვინ ნესტანი?-შეპარულმა ღიმილმა გაყიდა.
-გივი,თამაშის ნერვებზე არ ვარ! საღამოს აუცილებლად უნდა მივიდე,ხომ წამოხვალ?
-სხვა გზა მაქვს?-კმაყოფილი გადაწვა სავარძელზე.
-ვითომ ეწყინა,- ჩავილაპარაკე.
-გავგიჟდი სიხარულით,-თვალები აატრიალა.
აწკრიალებულმა ტელეფონმა გივისთვის გამზადებული სიტყვა გვერდზე გადამადებინა და ყურმილს დავწვდი.ნესტანის აღელვებული ხმა რომ მომესმა,თავიდან ფეხამდის გამახურა ტანში.გივიმ სახეზე ცვლილება შემატყო და ხელით მანიშნა,რა ხდებაო?
-ახლავე მოვალ,-ძლივს ამოვღერღე გაფითრებულმა.
***
(მაცაცო)
-ნეტა რას ბუტბუტებენ ამდენს,არ დამაძინეს რა?!- ნერვულად გაიქნია ფეხები ლიკუნამ.
-ჩუმად გოგო!-მუჯლუგუნი წავკარი.შემეშინდა,სამზარეულომდე არ მიეღწია მის ხმას,სადაც თამრიკო და ტყუპები გაცხარებით საუბრობდნენ.
-ვაიმე,აბა,უთენია ტუ-ტუ,ტუ-ტუ?-ახტუნავდა საწოლზე.
-ლიკუნა!-თვალები დავაკვესე.
-დღეს ხომ იცი, ქსოვილის საყიდლად უნდა გამომყვე?!-გაბრაზებულმა გადმომხედა.
-რას იბღვირები,მერე?-მის დაჯღანულ სახეზე,გამეღიმა.
-ცუდ ხასიათზე ვარ,ხომ იცი,არ შემიძლია ძილს,რომ მიფრთხობენ?!
-ოჰ,დაურღვიეს პატარძალს მყუდროება.
- აქედანვე დაიმახსოვრეთ,სანამ არ გავიღვიძებ,ივლით თითის წვერებზე,-მთელი სერიოზულობით თქვა და მეც მთელი სერიოზულობით წამოვიფოფრე.
-ახლა,თუ არ დაკეცავ მაგ ფარგალივით გაშლილ ენას,გეფიცები ზურიკოს, ამოგაძრობ ძირში!-მუქარას გვარიანი ჩქმეტაც მივაყოლე.
-სვავო,ორბო!-გამწარებულმა მომაძახა და ორად მოიკეცა.
-ადექი,გავემზადოთ! -მის "აერობიკას" ყურადღება არ მივაქციე.
სამზარეულოში დამინახეს,თუ არა,დაფაცურდნენ.
-მაცაცო,ჩაი გინდა,თუ ყავა?-ღიმილით მკითხა თამრიკომ.
-ჩაი სჯობია,ყავა ორსულისთვის არ შეიძლება,-დაასკვნა როზამ.
-გამომივიდა ექიმი! რაც ესიამოვნება,იმას მიირთმევს,-გაუბრაზდა თალიკო.
- წვენს დავლევ,-რაღა მათქმევინებდა, ყავა რომ მინდოდა.
-მთლად უკეთესი,-როზამ გამარჯვებულის იერით გადახედა თალიკოს.
-მე ყავა მინდა,ზურიკოს ფაფა,-ლიკუნას ზურიკო აეტატებინა ხელში.
-მე გაგიმზადებ,-წამოხტა როზა. ლიკუნა კმაყოფილი ღიმილით ჩამოჯდა.ისე დავუბრიალე თვალები,აშკარად ცუდად ენიშნა და ისევ ფეხზე ადგა.
-მე თვითონ გავიმზადებ,-ჩაიბურტყნა და ზურიკო ხელში მომაჩეჩა.
- ჩვენ წავიდეთ თალიკო,-როზამ გადაულაპარაკა დას.
-მოიცადეთ,მე და ლიკუნაც წასასვლელები ვართ და ერთად გავიდეთ,-ვუთხარი როზას.
-ამ პრობლემების გადამკიდე,სულ დაგვავიწყდა ქორწილი,-დანანებით ჩაილაპარაკა თამრიკომ.
-იმედია,მშვიდად მოგვარდება,-ვთქვი და წვენი მოვსვი.
-კვირას ლამარა გველოდება,ხომ გახსოვთ?-შეგვახსენა ლიკუნამ.
-გვახსოვს,-ერთხმად ვუთხარით.
დეიდაჩემის იუბილე მოდიოდა. საგანგებოდ ემზადებოდა. მანანამ და ზურამ ბარემ ჩამოვალთ და ლიკუნას ქორწილამდე დავრჩებითო.გამიხარდა. ორშაბათიდან სამსახურში გავდიოდი და თამრიკოს ცოტა შეეშველებოდნენ ზურიკოს მოვლაში.
-რა ნელა წრუპავ,დროზე ცოტა,-ფეხი ფეხზე გადადებულ ლიკუნას შევხედე.
-კი არ დამაცდის ახლა,-ცხვირი აბზიკა.
-პატარძალი ცოცხალი უნდა იყოს,ნაპერწკალი,-როზამ თვალები მოწკურა.
-დედამთილს უნდა ასწრებდეს ადგომას,-თალიკომაც მხარი აუბა.
ორივეს გადავხედე,ეშმაკურად იღიმოდნენ.მივხვდი ლიკუნას გასაბრაზებლად პირი შეეკრათ.
-ჩავიწერ,თორემ დამავიწყდება,-არხეინად თქვა ლიკუნამ და ყავა ხმაურით მოსვა.
-ნუ გამიგიჟებთ ამ ბავშვს,-გამოექომაგა თამრიკო. რა იცოდა,რომ ლიკუნა გულზეც არ იკარებდა მათ სიტყვებს.
- რვეული დაგჭირდება,იმდენი წესია,-თალიკო არ მოეშვა.
-ერთი არ ეყოფა,-დაასკვნა როზამ.
ლიკუნამ მონაცვლეობით შეხედა ორივეს.იერიშისთვის მზადება შევატყვე და გული ამიჩქარდა.
- ბებიები გავათხოვოთ,გავაყოლოთ ზოსიმეს,სანამ ბოლოს მომიღებენ,გავისტუმრებ ორივეს,-სიმღერ-სიმღერით თქვა და სამზარეულოდან გასაქცევად მოემზადა.
ფერდაკარგულმა გადავხედე დებს. პირმოკუმულები უყურებდნენ ლიკუნას.
-წავალ,რვეულებს მოვიტან,- რისხვის ასაცილებლად სწრაფად გავარდა ოთახიდან.
თამრიკომ სიცილი ვერ შეიკავა და გულიანად აკისკისდა.
მე ლიკუნას დავედევნე.კიდევ კარგი აბაზანაში შემასწრო,თორემ წინა დღის კოპი მონაგონი იქნებოდა.
***
(გოგლა)
ისე ვიყავი აფორიაქებული ნესტანის ზარით,მანქანა შუქნიშანზე,წითელზეც არ შემიჩერებია.შეშლილივით მივაქროლებდი.გივი აწურული იჯდა.
ნესტანი ჭიშკართან დაგვხვდა.ფერი არ ედო სახეზე.დამნაშავესავით გამოგვხედა.
- სად არის?-ვკითხე და თან ეზოს სიღრმე დავზვერე.
-სახლშია,არ ვიცოდი,როგორ მოვქცეულიყავი?-უხერხულად მოისრისა თითები.
-მაპატიეთ ნესტან,ძალაუნებურად ჩვენს პრობლემებში აღმოჩნდით,- შევიშმუშნე.ძალიან მრცხვენოდა,ჩემი გასაჭირი უცხო ადამიანს რომ მოვახვიე თავს.
-ხდება ხოლმე,ეგ არაფერი,მთავარია მოგვარდეს,თორემ ძალიან არის გაღიზიანებული,მთელი ღამე მესაუბრებოდა,დედაზეა გაბრაზებული.წასვლა უნდოდა,ძლივს შევაჩერე.
დანანებით გავაქნიე თავი.დიანას დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა კლდის პირზე დაგვაყენა,მეც და მეგიც.
- დაველაპარაკები,-ვთქვი და ნესტანის თანხმობით სახლისკენ დავიძარით.
ეზოს ნახევარიც არ გვქონდა გავლილი,რომ ყეფით გამოვარდა ძაღლი და პირდაპირ გივის შეახტა მკერდზე წინა თათებით. გივიმ შიშისგან დაიზმუვლა და ნესტან აეკრა ზურგზე.
-მირა! მირა!- დატუქსა ძაღლი და გივის მიუბრუნდა. -ნუ გეშინიათ,ტანად კი დიდია,მაგრამ პატარა ბავშვივითაა,სულ თამაში უნდა.
თუ რამე გამაცინებდა,არ მეგონა.გივის,რომ შევხედე ,პერანგის ნახევები საახალწლო მოსართავებივით ეკიდა გულზე.
-ვაიმე!- ნესტანმა მაშინღა შეხედა გივის და სირცხვილისგან გაწითლდა.-მირა,საძაგელო! -ენაგადმოგდებულ ძაღლს მიუბრუნდა,რომელიც მეორე თამაშ-შეტევისთვის ემზადებოდა.
-არ შემჭამოს და რას დავეძებ,-ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა გივიმ და ისე დამიბრიალა თვალები,ადგილზე დამცხრილა.
ხმაურზე სახლის კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩენილ მეგის დანახვაზე ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. წამში დამასხა ოფლმაც.
წარბშეკრულმა მოგვატარა მზერა. მის გამომეტყველებაზე მივხვდი,რომ იცოდა ვინც ვიყავი. პირი მაგრად მოკუმა და თავი გააქნია. ფეხათრევით წავედი მისკენ და პირისპირ გავჩერდი.
თვალები! საყვედურით სავსე თვალები!
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
-გამარჯობა,მეგი,-გაღიმება ვცადე.
-რატომ მოხვედი?- ნიკაპი აუკანკალდა.
-სხვაგვარად არ შემეძლო,-მხრები ავიჩეჩე.
მწყრალად შემომხედა.შევატყვე ტირილის დაწყებას ცოტაღა აკლდა.
-ჩემი თვალები გაქვს,გამოხედვაც..სიბრაზეც..-ხელი მისკენ წავიღე.
უკან გადახტა და დამიბღვირა.
-მე მამა არ მყავს! არც დედა! არავინ!
იმ წუთში სიკვდილი ვინატრე,ოღონდ ეს სიტყვები არ მომესმინა მისგან.
-მე არაფერს გაძალებ,უბრალოდ..სახლში დაბრუნდი,გაქცევა გამოსავალი არ არის.
-რომელ სახლში?!-ცრემლები ვეღარ შეიკავა.-სახლში სადაც სიცრუე და ღალატია?!
-მეგი,გთხოვ დამშვიდდი,-ისევ ვცადე შევხებოდი.
-წადი და არასდროს მოხვიდე! ყველამ დამანებეთ თავი!-ტირილით შევარდა ოთახში.
ღრმად ჩავისუნთქე და საშველად ნესტანს გავხედე. უსიტყვოდ მიმიხვდა.მაშინვე გაეშურა მეგისკენ.
-რა გავაკეთო?-გივის განწირული თვალები მივაპყარი.
-ჯერ ადრეა,დააცადე..უჭირს რეალობასთან შეგუება,-მითხრა და ჩამოძენძილ პერანგზე დაისვა ხელები.-სახლში უნდა მიმიყვანო,რას დამამსგავსა ამ მამაძაღლმა,- საპატიო ყარაულივით ჩამომჯდარ მირას ხელი აუქნია. ძაღლის რეაქციაზე მივხვდი,გივის შარვალიც გამოსაცვლელი გაუხდებოდა.არც შევმცდარვარ.მირა წამოხტა და მთელი ძალით დაეტაკა გივის,შარვლის ტოტში ჩაავლო კბილები და გაითრია.
-მირა! ძაღლო! ლამაზო! პატივცემულო!-ვეცი გაოგნებული და ვცდილობდი მეგობარი დამეხსნა მისი ეშვებიდან.
-შემჭამა ბიჭო,გამომაჭამა ყველაფერი,ფუ,ძაღლო!-ყვიროდა ძირს წაქცეული გივი.
მირა უარესად გახელდა და ახლა შარვლის ქამარში ეცა თამაშ-თამაშით.
-მირა,ადგილზე!-სირბილით გამოქანდა ნესტანი ჩვენსკენ,უკან მოჰყვა შეშინებული მეგიც.ძაღლმა უცებ ამოიძუა კუდი და შორიახლოს ჩამოჯდა.
-რა სირცხვილია,მაპატიეთ,სულ გადამავიწყდა,ამის მარტო დატოვება არ შეიძლება,-გივის დაადგა თავს.
ისეთი უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა,აღარ ვიცოდი,უნდა მეცინა,თუ მეტირა.აქეთ გივი გორავდა შემოფლეთილი ტანსაცმლით,იქით მეგი იდგა ტკივილიანი თვალებით.
-სახლში შემოდით,ვაიმე,როგორ შემარცხვინა,-ვერ წყნარდებოდა ნესტანი.
-იყოს,წავალთ,არა უშავს რა,-ძლივს ამოვთქვი და გივის ხელი მივაშველე. სირცხვილისგან თავს ვერ სწევდა მაღლა.
-აქვე დამმარხე,- დაიღრინა და წამოდგა.
ისე იყო ამოგანგლული მტვერში,პირზე ავიფარე ხელი,სიცილის შეკავება გამიჭირდა. ნესტანსაც შევატყვე,ეცინებოდა.მეგისაც კი გაეღიმა.ისე გამახარა მის სახეზე წამიერად მოფენილმა შუქმა,ლამის ძაღლი მივუქსიე გივის.
-გთხოვთ,შემოდით რა სახლში,მოწესრიგდით,ასე ვერ გაგიშვებთ,-ნესტანმა ხელმეორედ სთხოვა გივის.
-წამოდი,უხერხულია,-ვუჩურჩულე გივის.
-სახლში ალბათ მგელს დამახვედრებს,-თავის ქნევით გაეცინა გივისაც და წელში გასწორდა.
-კი უყვარს თამაში,მაგრამ ასე არასდროს მოქცეულა,-ნესტანმა სახლში შესვლისას გვითხრა.
- ეტყობა მოვეწონე,-გივის მირას დაჯანჯღარებამ არგო.
-ალბათ,-გაეღიმა ნესტანს. აბაზანის კარი მიუთითა და მე და მეგის მოგვიტრიალდა.
-ყავას გავამზადებ,-თქვა და დაგვტოვა.
მეგიმ გვერდულად გამომხედა.
-მალე წავალ,-მივხვდი,ჩემთან მარტო დარჩენამ სახე აურია.
-აზრი? ხვალ ისევ აქ მოხვალ..მე წავალ!-თქვა და კარისკენ დაიძრა.
-მეგი!-მკლავში ვტაცე ხელი.გაავებულმა გააქნია მხარი.
-მომისმინე გთხოვ! რატომ მადანაშაულებ? მეც შენსავით მთელი ცხოვრება ტყუილში ვიცხოვრე..როგორ ფიქრობ,რომ მცოდნოდა შენი არსებოდა,ასე გულხელდაკრეფილი ვიჯდებოდი? დრო მომეცი,დავალაგო ყველაფერი.გაგიცნო-გამიცნო.ახლა ცხელ გულზე,მესმის ვერაფერზე ფიქრობ,მაგრამ გემუდარები,ოდნავ მაინც დაფიქრდი,გაქცევა გამოსავალი არ არის,ისევ ერთად სჯობია გამკლავება,ვიდრე ცალ-ცალკე.ჩემი სისხლი და ხორცი ხარ,ამას ვერსად გაექცევი,შენც ხომ იცი?-იმ წუთში,გაუაზრებლად იყო ,თუ გააზრებულად,ვთქვი და ჩემსკენ მოვიზიდე.
-მიჭირს გესმის?! ძალიან მიჭირს!- ყელს მომჯდარ ცრემლებს გზა მისცა.
-მაპატიე,მე მაპატიე,-მეც არ ვიცოდი,რატომ ვთხოვდი პატიებას,მივიხუტე და თავზე ნიკაპი ჩამოვადე.უხმოდ განაგრძო ტირილი,ისე უცახცახებდა მხრები,მოფრთხიალე ჩიტს ჰგავდა.გული მომეწურა და უფრო ძლიერად მივიკარი.
-ოღონდ არ გამექცე,ოღონდ ნება მომეცი შენზე ვიზრუნო,მეტი არაფერი მინდა,-ვთქვი და ტუჩზე მარილის გემო ვიგრძენი.
მე ვტიროდი!
-მთელი ცხოვრება თავზე დამემხო,ის რაც მჯეროდა,გაქრა,წავიდა..-ცრემლიანი თვალებით ამომხედა.
-მესმის შენი,ყველაფერი მესმის..-მეც არანაკლებ ვკანკალებდი და ძლიერად ვიხუტებდი.
***
(მაცაცო)
ლიკუნას გადამკიდე ძლივს გავაღწიეთ სახლიდან.სანამ მოირთა და მოიკაზმა ცხრა ჭიქა წვენი დავლიე.
-დედა,ამას წესების რვეული კი არა, ამოსაქოქი სახელური უნდა,-მობეზრებულად გადააქნია თავი როზამ.
-დაგვაღამდა ლიკუნა,-ლოდინით დაღლილმა თალიკომაც გასძახა სარკესთან მოტრიალეს.
-დააცადეთ,ახლაგაზრდაა,-ეცინებოდა თამრიკოს.
-მზად ვარ!-დაიძახა ლიკუნამ და ჩანთა მხარზე მოიგდო.
-ძლივს!-ყველამ ერთად წამოვიძახეთ და ლიფტში შევლაგდით.
***
მამიდები მეტრომდე მივაცილეთ და მე და ლიკუნა მაღაზიებს დავუყევით.ყველაფერი მოსწონდა,იმდენი ზიზილ-პიპილო იყიდა,მგონი ზაზას კი არა,ინდოელის ცოლობას აპირებდა.
-ბარემ ხალიც მიიხატე შუბლზე.
-მაგას ზაზა მიმახატავს,-სამსართულიან კორპუსივით საყურე ბიბილოზე მიიდო და თავი გააქანავა.-რა არ მოგწონს?
- შეგიძლია ყელთან გაიბანტო,-დავიჯღანე.
-რა გოიმი ხარ,მაც..-სიცილი აუტყდა.
-შენ ხომ მყავხარ ბურდა-მოდა..
-რა ჯუჯღუნა ხარ..ნახე ეს რა ლამაზია,- ხელი მტაცა და ვიტრინასთან მიმარბენინა.
-ეს სამაჯური ხომ ლამაზია?-მის თითს თვალი გავაყოლე.
-ლიკუნა,ნამეტანია!
-ლამაზია,ამასაც ვიყიდი და აი,იმასაც,-ერთი იარუსით მაღლა თაროზე მანიშნა.
ის იყო,ლიკუნას კიდევ მოწონებული სამაჯური უნდა შემეთვალიერებინა,რომ მაღაზიასთან მდგარ ავტომობილზე შემიჩერდა მზერა და თვალები გადმოვკარკლე.
-რადგან რაღაც მომიწონე,რას დავეძებ,-ჩემი რეაქცია აღტაცებად ჩათვალა.
-ნახე იქ ვინ დგას!- ხმაგაპარულმა ვთქვი.
-სად,გოგო,რა ფერი დაკარგე?-ჩემს მზერას გააყოლა თვალი და ხელზე ხელი მომიჭირა.
-ეს ის არ არის,შენი გამოტირებული სიყვარული?-პირი დააღო მურმანის დანახვაზე.
-დროზე ლიკუნა,მანქანის ნომერი ჩავიწეროთ!-ჩანთას ვეცი.
მურმანთან ერთად კიდევ ორი მამაკაცი იდგა. ყველა გამვლელს საეჭვოდ აკვირდებოდნენ.
-მაცაცო,არ ჩანს აქედან,გარეთ უნდა გავიდეთ,-მიჩურჩულა ლიკუნამ.
-გაგიჟდი გოგო? ორივეს გვიცნობს!
-ზურგით გავიდეთ,-დიადმა აზრმა დაჰკრა თავში.
-რასაც შენ არ მოიგონებ!
-წამოდი!-მკლავში ჩამეჭიდა და გასასვლელისკენ ზურგით დამაყენა,თვითონაც გვერდში ამომიდგა. გამყიდველის გაოცებულ თვალებს ყურადღება არ მივაქციე,როდესაც უკუსვლით დავიწყეთ კარში გასვლა.
გავაღწიეთ,თუ არა შენობის ვიტრინას გარედან მოვექეცით და მის ანარეკლში დავზვერეთ გზის პირას მდგარი ავტომობილი.
-არ შეიმჩნიო,ვითომ ბეჭდებს ვათვალიერებთ,-ვუთხარი და სუნთქვა შეკრულმა განვაგრძე თვალთვალი.
-მგონი მანქანაში სხდებიან,-ლიკუნამ კისერი წაიგრძელა.
-როგორც კი დაიძრებიან,მაშინვე ნომერს შეხედე,- კბილებში ვთქვი.ლიკუნამ თავი დამიქნია.
დავინახეთ როგორ მიუახლოვდათ მეოთხე მამაკაცი,ორი სიტყვის გაცვლის შემდეგ,რაღაც შეფუთული გადასცა მურმანს და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
მაანქანა დაიძრა ,თუ არა,მე და ლიკუნამ შეთქმულებივით გადავხედეთ ერთმანეთს.მოქმედების დრო იყო. გზისკენ გადავიწიეთ და სასწრაფოდ ჩავინიშნეთ ავტომობილის სერია.
-შენ გიჩვენებ სეირს!-დავემუქრე მურმანს და ის იყო გატრიალებას ვაპირებდით, ჩვენსკენ უკუსვლით წამოვიდა მანქანა.
-მგონი დაგვინახა!-სასოწარკვეთილმა წამოვიძახე.
-გავიქცეთ,ჩქარა!-ლიკუნა მხარში ჩამაფრინდა.
შიშისგან სულ დამავიწყდა ჩემი ორსულობა. ისე გავრბოდი,ლიკუნა ძლივს მეწეოდა.
-რაღა რაკეტა და რაღა შენ!-ძლივს ამოისუნთქა,როდესაც ქუჩის ბოლოს ერთ-ერთ ჩიხს შევაფარეთ თავი.
-გაიხედე აბა,ჩუმად,-თვალებდაჭყეტილმა ვუთხარი.
შტირლიცივით დაზვერა ქუჩა.
-არავინ ჩანს!
-კარგად მოათვალიერე!
- არავინ არის,წამოდი!-ფრთხილად გადადგა ნაბიჯი.მეც მივყევი თვალების ცეცებით.
-არ ღირს დღეს მაღაზიები,სასწრაფოდ გოგლასთან უნდა წავიდეთ,-ვუთხარი და ხელმკლავი გამოვდე.
-თუ ასე გაგრძელდა,ქორწილში მართლა იმ ფარდის ჩაცმა მომიწევს,-უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი.
-გამოადგი ფეხი,სახლში იწუწუნე!
ის იყო მთავარ გზაზე ვაპირებდით გასვლას,ჩვენს ფეხებთან მკვეთრად დაამუხრუჭა ავტომობილმა და სანამ გავიაზრებდი რა ხდებოდა, მანქანაში მადურთინეს თავი.ლიკუნას კივილზე მივხვდი,რომ საქმე ძალზედ ცუდად მქონდა. ღია კარს ჩაბღაუჭებულ ლიკუნას ვერაფრით გააშვებინეს ხელი და ისიც ხახვის ტომარასავით ზედ მომაგდეს. სიმძიმის დაცემამ ორად მომკეცა. მანქანა მთელი სისწრაფით გაიჭრა გზაზე.განწირული თვალებით ავხედე ჩვენს გამტაცებლებს.ღვარძლიან ღიმილთან ერთად იარაღის ლულაც დავინახე. შიშისგან მოვიბუზე და ლიკუნას ძლიერად მოვუჭირე ხელი. იმ წუთში დავიჯერე,რომ ჩემი აღასრულის დღე დამდგარიყო.

(გოგლა)

-გაიცინე,თორემ გასკდები!- გვერდულად გამომხედა გივიმ.
-რა გამაცინებს?-პირი მოვკუმე და თავდახრილმა მოვარგე მანქანის კარს გასაღები.
გივის ფეხებზე ვეღარ ვუყურებდი,შლაქსივით დააქანავებდა შარვლის ტოტებს.
-რა მიქნა ეს ბიჭო,როგორ შემარცხვინა ამხელა კაცი?!
- გაჩუმდი,ნუ მახსენებ!- ვეღარ შევიკავე თავი და ავხარხარდი. ამყვა გივიც.
სამსახურში მისვლამდე,მის სახლში შევირბინეთ,სასწრაფოდ გამოიცვალა ტანზე და განყოფილებაში დავბრუნდით. ხალისიანად ვგრძნობდი თავს. ჩემსა და მეგის შორის დაძრული ყინული მახარებდა. არ მეგონა,თუ მომისმენდა.როგორც ნესტანმა მითხრა, ბევრი ვისაუბრეთ,კი მერყეობდა,მაგრამ დაფიქრდაო.იმედიანად წამოვედი მისი სახლიდან.
ის იყო სამუშაო მაგიდებს მივუსხედით მე და გივი, ტელეფონი აწკრიალდა. ისე ვიყავი მეგიზე ფიქრებში გართული,ისევ ნესტანი მეგონა და ყურმილს სასწრაფოდ დავწვდი.
-რომელ საავადმყოფოში?! -ჩავძახე და ფეხზე შეშლილივით წამოვხტი. გივიც დაძაბული წამოდგა ფეხზე.
-რა მოხდა,გოგლა?!
-მაცაცო და ლიკუნა!-ვთქვი და თავში შემოვირტყი ხელები.
-რა დაემართათ?!- შეშინებული მზერა მომაპყრო.
-ავარია! - წამოვიყვირე და მანქანის გასაღებს დავავლე ხელი.

***

(მაცაცო)
დაზაფრული ვიწექი და ლიკუნას ავი მზერით ვუყურებდი. ფანჯარასთან მდგარ საწოლზე იწვა და დრო და დრო ტკივილისგან ოხრავდა.
-ადექი ბარემ და მეცი!- არ გადმოუხედავს,ისე თქვა.ჩემმა მზერამ სახე აუწვა.
-ნეტავ შემეძლოს!- დავაკვესე თვალები და დაჟეჟილი სხეული ძლივს ავამოძრავე.
-რატომ,რას მერჩი,გოგო? -ინება და თავი ჩემსკენ გადმოატრიალა.
- რომ დავხოცილიყავით,რას ფიქრობდი?! -მის უტიფრობაზე უარესად ავენთე.
-მადლობა თქვი,მე ,რომ არა,ღმერთმა უწყის სად გაგვაქანებდნენ,-ტუჩები დაბრიცა.
- და სიკვდილი ამჯობინე ხომ?!
- შეშინებული ვიყავი,მეც არ ვიცი,რამ მომაფიქრა ყურზე კბენა,- გაცინება სცადა,მაგრამ გაბზარულმა ნეკნმა შეახსენა თავი და სახეზე ტკივილი აესახა.
სიმწრით გავიქნიე თავი. დილის ინციდენტის გახსენებაზე,უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ზუსტად,არ მახსოვს რა ხდებოდა ჩვენი გატაცების დროს მანქანაში,ლამის სავარძლის ქვეშ ვიწექი მოკუნტული და ზემოდან ლიკუნა მეწვა.როდის მოახერხა მძღოლს სცემოდა ყურზე ავი ძაღლივით,ეს არ დამინახავს. მამაკაცის განწირული ყვირილი გავიგონე მხოლოდ და შემდეგ შეჯახება ვიგრძენი.
-ესაც შენი ქორწილი,კაბა და ტორტი!-ნიშნისმოგებით ვუთხარი.
- ტყუილად გიხარია, ჟღენტების რძალი მაინც გავხდები!- მსუბუქად ჩაიფრუტუნა.
საბედნიეროდ,მე დაჟეჟილობის მეტი,არაფერი მჭირდა. არც ბავშვს ემუქრებოდა საფრთხე.კიდევ კარგი,თორემ ლიკუნას ყველა ნეკნზე მოუწევდა მკურნალობა.
-მაცაცო!- გაფითრებული შემოვარდა გოგლა და თავით-ფეხამდის ამათვალიერ-ჩამათვალიერა.-კარგად ხართ?!- ხელით დამიწყო სხეულის მოსინჯვა.
-დაწყნარდი,კარგად ვართ,გადავრჩით,-გოგლას დანახვაზე ცრემლებით ამევსო თვალები.
-რანაირად მოხდა,სად იყავით,გამაგებინეთ?!-ახლა ლიკუნასკენ გადაინაცვლა.
-ცოტა ხმადაბლა,თავი მტკივა,-ლიკუნამ მობეზრებულად ახედა.
-რა მოხდა?-ხმას დაუწია გოგლამ და მონაცვლეობით შემოგვხედა.
-მურმანი,-ძლივს ამოვთქვი.
-რა მურმანი,ვინ მურმანი?! -შედგა და იმ წუთში შემოსულ გივის გაკვირვებით შეხედა.
-ის,ცხადაძე,-ვთქვი და სუნთქვა შევკარი.
-ბატონო?! - გაოგნებული დამაკვირდა.
ყველაფერი მოვუყევი, წერტილ-მძიმის თანხლებით,არაფერი გამომრჩენია.საუბრის დასასრულს ისეთი ხმები ამოუშვა გოგლამ,მეგონა ზოოპარკში,მშიერი ლომის გალიასთან ვიდექი.
-თავში ჭკუა გაქვთ,ან ერთს,ან მეორეს?! -დაიღრიალა და ლიკუნასკენ წავიდა.
-ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება,ნეკნის შეხორცებას უშლის ხელს!- ლიკუნამ დაასწრო და თავი დაიზღვია.
- უუხ!- თითები მომუშტა გოგლამ და ღრმად ჩაისუნთქა.
- გოგლა,-გივიმ ძლივს ამოიღო ხმა.-დაწყნარდი..
-შენ მუდმივად ნუ მაწყნარებ?!-ახლა გივის მიუბრუნდა კბილების ჭრიალით.
-აბა,ჩხუბი საქმეს შველის?!
-აი,ამ ქალბატონმა ხომ გამათეთრა,ახლა ეს ქალბატონიც დაემატა,-ლიკუნასკენ გაიშვირა ხელი.-რატომ? რა დავაშავე?!
-რა ჩვენი ბრალია?-აწიკვინდა ლიკუნა.
-რატომ არ დარეკეთ იმ წუთში,სად მისდევდით მანქანას,სად?!-გოგლას შევატყვე ჭკუიდან გადადიოდა.
-უცებ მოხდა,რაც მოვიფიქრეთ,ეს იყო,და საერთოდაც,ჩვენ ,რომ არა,იმ ვაჟბატონს ვერც დაიჭერდით,სიგელი გვეკუთვნის!-ამაყად მოიღერა კისერი ლიკუნამ.
-გივი,დროზე გამიყვანე აქედან,თორემ ამას ვაჩვენებ ყურზე კბენას!- თვალები გადაატრიალა გოგლამ.
-გაიყვანე,სანამ დავამსგავსე ვან გოგს!-გაკაპასდა ლიკუნა.
-ხედავ,ბიჭო?!- უარესად აენთო გოგლა და ის იყო ლიკუნასკენ აპირებდა წასვლას,ოთახში ფორმიანები შემოვიდნენ.
-მერე მოგივლით,-კბილებში გამოსცრა გოგლამ და თანამშრომლებს შეეგება.
***
შვიდი თვის შემდეგ..

მარტს,ლამის მთელი თებერვლის თვე ესესხებინა. წვიმასავით ცრიდა თოვლი. ჩემს მოპირდაპირედ ლიკუნას გავხედე,სავარძელში იჯდა მობუზული და წიგნს კითხულობდა. გამეღიმა.გამახსენდა ჩვენი გატაცება და გადადებული ქორწილი. ზამთარში არ მინდა დედოფლობა,გაზაფხულზე მირჩევნიაო,გამოგვიცხადა და ჩვენც მეტი რა გზა გვქონდა? ნათესავებთან აფრენილი დეპეშები,უკან დავაბრუნეთ და მაისისთვის შევინახეთ.
-რა ბედნიერი სახით მიყურებ?- თვალი შემასწრო და წიგნს სანიშნედ თითი ამოუდო.
- ვფიქრობდი,-ისევ გამეღიმა.
-ფიქრი კარგია,ტვინს ეხმარება მუშაობაში,-თქვა და ისევ გადაშალა წიგნი.
-მკითხე მაინც,იქნებ რა მაწუხებს?-უკმაყოფილოდ ვუთხარი.
- რა გაწუხებს,მაცაცო?- თავი არ აუწევია,ისე თქვა.
- ვალდებულების მოხდის მიზნით არ მჭირდება!- გავუბრაზდი და სახელურებზე დაყრდნობით ვცადე წამოდგომა.არ გამომივიდა.ისე ვიყავი დამრგვალებულ-დამძიმებული,ძლივს ვმოძრაობდი.
-რას წვალობ,მოიცადე,-ინება და ხელი შემაშველა.
-სად მიგორავ?- გამაყოლა თვალი.
უპასუხოდ დავტოვე. სამზარეულოში თამრიკოს ზურიკო დაესვა მაგიდაზე და წვნიანს თამაშ-თამაშით აჭმევდა.
-ძალიან მოუკლო ჭამას,სულ გართობა უნდა,-გაუცინა ბავშვს და ცხვირზე აკოცა. ზურიკოც არ დარჩა ვალში.
-რაღაც ხასიათზე არ მეჩვენები?- შემცბარმა შემომხედა.
- ამინდის ბრალია,უჟმური დღეა..გოგლა მაინც მოვიდეს,გამასეირნებდა,- მოწყენილი ხმით ვთქვი და ის იყო,დაჯდომას ვაპირებდი, ეზოში ხმაური მოისმა.მე და თამრიკომ ერთმანეთს გავხედეთ.
კარზე მოუთმენელი ბრახუნი რომ ატყდა,სულ დამავიწყდა ჩემი დამძიმებული სხეული,სწრაფად წავედი კარისკენ.ლიკუნაც დაფეთებული გამოვარდა ოთახიდან.
- გილოცაავთ!
კარის გაღებისთანავე ერთხმად დაიძახეს როზამ,თალიკომ და სერგო-ზოსიმემ.
ისე შევხტი,მეგონა სადაცაა მშობიარობა დამეწყებოდა. გავიხედ-გამოვიხედე,ვერ მივხვდი ,რას გვილოცავდნენ. გაკვირვებული ღიმილი შემრჩა პირზე.
-რა ხდება?-გაეცინა თამრიკოს და მულები შეათვალიერა. ორივეს ყვავილები ეჭირა ხელში,ზოსიმეს კი ტორტი.
- ჰმ,სირცხვილი თქვენი!- მოჩვენებითი სიბრაზით გაგვწია განზე როზამ.
-ვაიმე!-ლოყაზე იტკიცა ხელი თამრიკომ.-მამიდების იუბილე!
-რომ არ მოვსულიყავით,არც კი გაგახსენდებოდათ!-ახლა თალიკომ გაგვწია და ზოსიმეს დაუთმო გზა.
-მეგონა თხოვდებოდნენ,-მიჩურჩულა ლიკუნამ.
-ჩუმად გოგო,-თვალები დავუბრიალე და სტუმრებს მივყევი უკან.
ატყდა მობოდიშებული მილოცვები. ისე აახმაურეს სახლი,ჩემი მოწყენილობაც გააქრეს.თამრიკომ მარტო ტორტზე ვერ გადავატარებ ამხელა ამბავსო და სასწრაფოდ დაიწყო სუფრის სამზადისი. ყველა ერთად შევესიეთ სამზარეულოს. ზურიკო ზოსიმეს მივაჩეჩეთ.ისე გაერთო სერგოს წვერების თამაშით,სულ არ გვახსენებივართ. ოჯახის მამაკაცების მოსვლამდე ყველაფერი მზად გვქონდა.
გოგლამ თავი შემოყო,თუ არა სახლში,თვალებით მკითხა,რა ხდებაო.
-როგორ არ გრცხვენია?!- ყველას გულმავიწყობა გოგლას ავკიდე.-მამიდების დაბადების დღეა!
-აუჰ,- სახე შეეცვალა.-სულ დამავიწყდა,-დამნაშავედ თქვა.
-ყველას დაგვავიწყდა,ეგ არაფერი,-სიცილი ამიტყდა.
-გივი მოვა,ნესტანთან ერთად,-შუბლზე მაკოცა და იუბილარებისკენ გაემართა. გივის ამბავი გამიხარდა,თვეები უვლიდა გარშემო ნესტანს,როგორც იქნა მოაბა თავი და გამოუტყდა სიყვარულში. ნესტანმაც იგივე გრძნობით უპასუხა.
მაგიდას ჟრიამულით შემოვუსხედით. თალიკო და როზა გაბრწყინებულ თვალებს არ აშორებდნენ ზოსიმეს. ეს უკანასკნელიც ფეხზე წამოდგა და რიხიანად დაიწყო.
- ფიქრში ჩაძირულა თავნება ზღვა,
მზე ეფერება,უკოცნის ნაპირს,
მე,რომ თქვენს გარდა,არ მინდა სხვა,
ალბათ,მიყვარხართ,აბა,სხვა რა მჭირს?!
იუბილეს გილოცავთ ჩემო დედოფლებო!-თქვა და ბოლომდე გამოცალა სასმისი.
ლამის გამეცინა თალიკოს და როზას მიმიკებზე,ისე ინაზებოდნენ,სულ გადაავიწყდათ ერთმანეთის "მეტოქეები" რომ იყვნენ.
გივი ნესტანთან ერთად მალევე შემოგვესწრო. გაშლილ სუფრის დანახვაზე,როგორც დენის მრიცხველი,ისე დაატრიალა თვალები.
- ჩემს ბედზე დაბადებულანო,- ხელების სრესვით მიუჯდა მაგიდას და გვერდით მოისვა ნესტანიც,რომელიც უხერხულად გვიღიმოდა.
ყველამ სათითაოდ ვადღეგრძელეთ იუბილარები.მე რატომღაც მესიამოვნა ღვინო და გავუთამამდი. მოზრდილი ყლუპები გადავუშვი ყელში და შედეგმაც არ დააყოვნა, უცებ ამიჟუჟუნდა თვალები.
-მაცაცო,-გოგლამ წელზე მომხვია ხელი. -აღარ დალიო.
-რატომ?-გამეცინა.
-არ შეიძლება,-მუცელზე დამხედა.
-ორი ჭიქა რას უზამს?-მის მხარს მივეყრდენი.
-მგონი,უკვე მთვრალი ხარ,-გაეცინა გოგლასაც და ხელმეორედ წამომდგარ ზოსიმეს ახედა.
-ტყის ბილიკი,ტევრის გზა,დაუფარავს თოვლს,
მივუყვები სიფრთხილით,ნაბიჯებით,შორს.
შემოძარცვულ მუხის ხეს,ჩამომჯდარა ოლოლი,
მინდა,ნატვრა გავანდო,ან ერთი,ან ორ-ორი.
იქნებ მან მომისმინოს,ამიხდინოს ოცნება,
წლებით დარდებს დავათრევ,ამ სიმძიმემ მომცელა! -საკმაოდ შემთვრალი ჩანდა ზოსიმე.
-ბებიები თხოვდებიან,მიყვებიან ზოსიმეეს..-ლიკუნას ღიღინმაც არ დააყოვნა და არც ჩემმა სახეაწითლებულმა წამოძახილმაც.
-ლიკუნა!
-ძალს როზაა,ძალს თალიკო..- ეშმაკური სიცილით განაგრძო ტექსტი.
-ლიკუნა!- ხელმეორედ ვიყვირე და მუცელში დავლილი ტკივილისგან წელში მოვიხარე.
-მაცაცო!
-მაცაცო!
სუფრა წამოიშალა და ყველა ერთად მომვარდა.
-დამეწყო!-ტირილით ვთქვი და გოგლას მკლავზე ჩამოვეკიდე.
***
ისეთი ტკივილები დამეწყო,სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც არ დავლოდებივართ,გოგლამ ჩამსვა მანქანაში და გამაქანა სამშობიაროში. უკან სავარძელიდან ლიკუნა და ზაზა დაძაბულები მიყურებდნენ. ჩემი ყოველი წამოკივლება,გოგლასთვის დანის ჩაცემას ჰგავდა.
-მოითმინე მაცაცო,გეხვეწები,-მთელი გზა მიმეორებდა.
-ეს არ ითმენს,ეს!-კივილს ვუმატე.
-უიმე,ადამიანს ბავშვის გაჩენას გადააფიქრებინებ,-ლიკუნა აბუზღუნდა.
-შენი ბრალიაა,-უარესად ავკივლდი.
- ვისი ბრალიცაა,გვერდით გიზის!-მომახალა უცებ.
-ლიკუნა,ოღონდაც ნუ ლაპარაკობ,-აქამდე შიშისგან დადუმებულმა ზაზამ ხმა ამოიღო.
-შენი ლექსის ბრალია! -ძალა მოვიკრიბე და შევუტიე.
- მთვრალია ეს!-დაასკვნა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა.
საშინელ მარწუხებს ვგრძნობდი მთელ სხეულში.ასეთი ტკივილები ზურიკოზე არ მახსოვდა.
სამშობიაროს მიმღებთან ეტლში გადამსვეს.
-მაცაცო,მიყვარხარ,-ჩამეხუტა გოგლა და თმა ნაზად მომიჩეჩა.-არ შეგეშინდეს,შენთან ვარ,-თვალები ჩამიპაჭუნა და სწრაფად გატრიალდა,მისი ცრემლები რომ არ დამენახა.
***

სიყვარულით დავცქეროდი პატარა, ვარდისფერ სახეს და დაჯერება მიჭირდა. სულ რაღაც ხუთი წლის წინ,ვერც წარმომედგინა ,თუ უსაზღვრო ბედნიერება მეწვეოდა.ჯერ გოგლას სახით,შემდეგ ზურიკოს და ანნას სახით.
-მაცაცო! -გარედან მომესმა ხმა.
ფრთხილად წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. გოგლა მეგისთან ხელგადახვეული ყურაბამდე გადახსნილი პირით იდგა. მათ უკან მთელ ჟღენტებს მოეყარათ თავი. ზოსიმეც იქ იყო,გაბადრული სახით.ემოციებისგან ცრემლები ვერ შევიკავე,მთელი სხეული ამითრთოლდა.
მეგიმ ხელით რაღაც მანიშნა.ვერ მივხვდი.ოდნავ გამოვხსენი ფანჯარა.

- მაჩვენე ანნა!-დამიძახა სიცილით.


დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

საშინელი დღე მქონდა და ამ ისტორიის დანახვამ მთელი დაღლილობა და სტრესი ამინაზღაურა! ძალიან მიყვარხარ! წავალ ეხლა Განვიტვირთები და გავხალისდები ❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ძალიან გამიხარდა, რომ მეოთხე ნაწილი დადე <33 ჯერ ბოლოში არ ჩავსულვარ, მაგრამ იმდენად დამაინტერესა, რომ ჩამოვქროლდი და კომენტარს გიწერ, სიძვა რას ნიშნავს?

 


№3 სტუმარი სტუმარი lika

აუ ლიკუნა მიყვარს ყველაზე მეტად, ჩემი სეხნია სხვანაირი ვერც იქნება <3 :დ იქნებ მასზეც დაწერო ცალკე ისტორია? ან კიდევ ამათზე გაგრძელება. რავიცი უზომოდ შემიყვარდნენ ეს პერსონაჟები და უსასრულოდ შემიძლია ვიკითხო მათი გიჟური ისტორიები <3

 


№4  offline წევრი მე♥უცნაურე

მომნატრებია ეს გიჟი გოგო, თავისი თავგადასავლებით❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აი ამათ ისტორიებზე ხო ვგიჟდები, ასეთი სახალისო, ბედნიერი და ფერადები როა. რა ამრგია რომ გაგავახარე ❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ლიკა
საშინელი დღე მქონდა და ამ ისტორიის დანახვამ მთელი დაღლილობა და სტრესი ამინაზღაურა! ძალიან მიყვარხარ! წავალ ეხლა Განვიტვირთები და გავხალისდები ❤❤


ლიკა)) <3 მეც ძალიან მიყვარხარ <3

სტუმარი სტუმარი
ძალიან გამიხარდა, რომ მეოთხე ნაწილი დადე <33 ჯერ ბოლოში არ ჩავსულვარ, მაგრამ იმდენად დამაინტერესა, რომ ჩამოვქროლდი და კომენტარს გიწერ, სიძვა რას ნიშნავს?


დიდი მადლობა <3 სად წერია სიძვა? ცენზურა აქვს საიტს და იქნებ რომელიმე სიტყვა მოკბიჩა?))) მიმანიშნე რა))

სტუმარი lika
აუ ლიკუნა მიყვარს ყველაზე მეტად, ჩემი სეხნია სხვანაირი ვერც იქნება <3 :დ იქნებ მასზეც დაწერო ცალკე ისტორია? ან კიდევ ამათზე გაგრძელება. რავიცი უზომოდ შემიყვარდნენ ეს პერსონაჟები და უსასრულოდ შემიძლია ვიკითხო მათი გიჟური ისტორიები <3


ეს ბოლო პერიოდია,ამ პერსონაჟებით ვცხოვრობ და ალბათ მუდმივად გამყვებიან )) <3
დიდი მადლობა ლიკუნა )) <3

გაგრძელება არ ვიცი,თუ მუზა მეწვევა,შეიძლება ერთი ნაწილიც გამოვაცხო)))

მე♥უცნაურე
მომნატრებია ეს გიჟი გოგო, თავისი თავგადასავლებით❤️


მადლობა საყვარელო<3 <3 <3

ablabudaa
აი ამათ ისტორიებზე ხო ვგიჟდები, ასეთი სახალისო, ბედნიერი და ფერადები როა. რა ამრგია რომ გაგავახარე ❤️❤️❤️


აბლაბუდა )) <3 მეც ისე მართობენ)))

დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

 


№7 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ამპარტავნება,უქნარობა,მრისხანება,ანგარება,სიძვა,ნაყროვანება და შური, ეს არის იმ ცოდვების ჩამონათვალი,რომლებიც გაკარგვინებს ღვთის მადლს და მოწყალებას და სამუდამო სატანჯველს გიქადის.
აი აქ რომ წერია სიძვა

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი სტუმარი
ამპარტავნება,უქნარობა,მრისხანება,ანგარება,სიძვა,ნაყროვანება და შური, ეს არის იმ ცოდვების ჩამონათვალი,რომლებიც გაკარგვინებს ღვთის მადლს და მოწყალებას და სამუდამო სატანჯველს გიქადის.
აი აქ რომ წერია სიძვა


ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირი.უცებ ვერ მივხვდი,სად მეწერა.

 


№9 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ტერიკო74
სტუმარი სტუმარი
ამპარტავნება,უქნარობა,მრისხანება,ანგარება,სიძვა,ნაყროვანება და შური, ეს არის იმ ცოდვების ჩამონათვალი,რომლებიც გაკარგვინებს ღვთის მადლს და მოწყალებას და სამუდამო სატანჯველს გიქადის.
აი აქ რომ წერია სიძვა


ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირი.უცებ ვერ მივხვდი,სად მეწერა.

აჰა, მადლობა პასუხისთვის<33

 


№10 სტუმარი მკითხველი

ყოველ აბზაცზე ხო ვიხეოდი სიცილით მარა გივის ძაღლის თრევის ეპიზოდმა დამცა და ისტერიკაში ჩამაგდო სიცილისგან.გავაღვიძე მთელი ოჯახი და მგონი სამეზობლოც.მადლობა შემდგარო მწერალო და იმდენი ბედნიერი და ხალისიანი მომენტები გქონოდეს , რამდენიც შენ მომანიჭე ამ ისტორიით.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მკითხველი
ყოველ აბზაცზე ხო ვიხეოდი სიცილით მარა გივის ძაღლის თრევის ეპიზოდმა დამცა და ისტერიკაში ჩამაგდო სიცილისგან.გავაღვიძე მთელი ოჯახი და მგონი სამეზობლოც.მადლობა შემდგარო მწერალო და იმდენი ბედნიერი და ხალისიანი მომენტები გქონოდეს , რამდენიც შენ მომანიჭე ამ ისტორიით.


ძალიან მიხარია,რომ გაგამხიარულა,ამ ისტორიის დანიშნულებაც ეგ არის.ვეცადე მთლიანად იუმორისტული გამოსულიყო,დაძაბული მომენტების მიუხედავად,არ მინდოდა მძიმე საკითხავი ყოფილიყო.დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 <3 <3
ყოველი შეფასება სტიმულია <3

 


№12 სტუმარი სტუმარი მაია

ტერიკო არც ვიცი როგორ შეგაფასო ან რა გითხრა, იმის გადმოსაცემად თუ რამდენად კარგი ხარ. ლექსიკა მდიდარი, იუმორი სუპერ. პერსონაჟების ხასიათების გამოძერწვის ტექნიკა არაჩვეულებრივი. ვკითხულობ და მიდის რაკრაკით. შესანიშნავი მწერალი ხარ შენ და სულ გელოდები!

 


№13 სტუმარი სტუმარი Nina

ამ ისტორიას მარტო ერთი ნაკლი აქვს: პატარაა და მალე დამთავრდა.მე კი არ მინდოდა რომ დასრულებულიყო იმდენად კარგია.ყველაზე კარგი რომ ხარ იცი და გელოდები ახალი ისტორიით გაგრძელებით ან ახლით, არ აქვს მნიშვნელობა მთავარია ხშირად გვანებივრო შენი პოზიტივით და იუმორით???

 


№14  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მაია
ტერიკო არც ვიცი როგორ შეგაფასო ან რა გითხრა, იმის გადმოსაცემად თუ რამდენად კარგი ხარ. ლექსიკა მდიდარი, იუმორი სუპერ. პერსონაჟების ხასიათების გამოძერწვის ტექნიკა არაჩვეულებრივი. ვკითხულობ და მიდის რაკრაკით. შესანიშნავი მწერალი ხარ შენ და სულ გელოდები!

მაიკო, ამაზე მეტად, როგორღა უნდა შემაფასო <3 უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო. მე მახარებს, რომ ასე ერთგულად მომყვებით <3

სტუმარი Nina
ამ ისტორიას მარტო ერთი ნაკლი აქვს: პატარაა და მალე დამთავრდა.მე კი არ მინდოდა რომ დასრულებულიყო იმდენად კარგია.ყველაზე კარგი რომ ხარ იცი და გელოდები ახალი ისტორიით გაგრძელებით ან ახლით, არ აქვს მნიშვნელობა მთავარია ხშირად გვანებივრო შენი პოზიტივით და იუმორით???

ნინა <3 მიხარიხარ კარგო გოგო, დიდი მადლობა <3 სანამ კარანტინში ვარ, იმედია მოვასწრებ კიდევ)))

 


№15 სტუმარი Qeti qimucadze

შენი ოსტორიების კიტხვა დამებედა ტერიკოო. როგორც მივხვდი. სერია მაცაცო დასრულებულიააა. საოცრად მომცონს შენი სიმარტივით შენიგბული სირთულეები. იუმორი. ლექსები. ყველაფერიი. როგორია იცი. მსუბუქი. მაგრ ძალიან დამაფიქრებწლი. მამა ზოსიმეს სახიტ ტიპიური მღვდელი გყავს ასახული. 7 მომაკვდინებელი ცოდვაა. როგორც ვიცი დაუოჯახებელი ადამიანების სექსულაური ცხოვრება სიძვაა. და დაოჯახებულებია მრუშობა. მამა თეოდორე გაგნიძემ ახსნა ერტერტ გამოსვლაში. ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდესს. საოცარი ვინმე ხარრ

 


№16 სტუმარი mako

პირველი და მეორე თავი კარგი იყო მაგრამ აი ისე ჩანს თითქოს ტიპიური ქართველი ცოლ-ქმარი არიან და არანაირი სიყვარული არ ჩანს მათ შორის, ის მომენტებიც არ მომეწონა როცა ქალი აკეთებდა ყველა სახლის საქმეს, მემგონი გადალახული თემაა უკვე ეგ. იუმორზე ვერაფერს ვიტყვი, საიტზე შენნაირი იუმორის მქონე მეორე არ მეგულება. წაკითხული მაქვს შენი სხვა ისტორიებიც და რაღაცნაირად მეტს მოველოდები. შეიძლება უხეშად გამომივიდა ნათქვამი მაგრამ მძაგს ესეთი ქალები როგორიც მაცაცო გახდა, თუმცა შეიძლება შენთვის პირველი თავიდან ასეთი იყო. წარმატებები ❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Qeti qimucadze
შენი ოსტორიების კიტხვა დამებედა ტერიკოო. როგორც მივხვდი. სერია მაცაცო დასრულებულიააა. საოცრად მომცონს შენი სიმარტივით შენიგბული სირთულეები. იუმორი. ლექსები. ყველაფერიი. როგორია იცი. მსუბუქი. მაგრ ძალიან დამაფიქრებწლი. მამა ზოსიმეს სახიტ ტიპიური მღვდელი გყავს ასახული. 7 მომაკვდინებელი ცოდვაა. როგორც ვიცი დაუოჯახებელი ადამიანების სექსულაური ცხოვრება სიძვაა. და დაოჯახებულებია მრუშობა. მამა თეოდორე გაგნიძემ ახსნა ერტერტ გამოსვლაში. ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდესს. საოცარი ვინმე ხარრ

როგორ მახარებ ქეთი <3
კარგია, რომ დაგებედე))) მადლობა ჩემო თბილო გოგო <3
ისტორიის დასასრულს რაც შეეხება, არ ვიცი, რა მომივლის, არ გამოვრიცხავ, კიდევ გავაგრძელო))

mako
პირველი და მეორე თავი კარგი იყო მაგრამ აი ისე ჩანს თითქოს ტიპიური ქართველი ცოლ-ქმარი არიან და არანაირი სიყვარული არ ჩანს მათ შორის, ის მომენტებიც არ მომეწონა როცა ქალი აკეთებდა ყველა სახლის საქმეს, მემგონი გადალახული თემაა უკვე ეგ. იუმორზე ვერაფერს ვიტყვი, საიტზე შენნაირი იუმორის მქონე მეორე არ მეგულება. წაკითხული მაქვს შენი სხვა ისტორიებიც და რაღაცნაირად მეტს მოველოდები. შეიძლება უხეშად გამომივიდა ნათქვამი მაგრამ მძაგს ესეთი ქალები როგორიც მაცაცო გახდა, თუმცა შეიძლება შენთვის პირველი თავიდან ასეთი იყო. წარმატებები ❤️

მაკო, მადლობა ჩემო კარგო <3
გოგლას ნუ დავუკარგავთ ღამეების თენებას ატირებული ბავშვით ხელში)) მე არ მინდოდა დამეტვირთა სასიყვარულო სცენებით, თავიდანვე ეს ჩანაფიქრი მქონდა. იუმორით ვავსებდი მათ ურთიერთობებს. ვეცადე მთლიანობაში ნორმალური გამოსულიყო.
გაიხარე <3

 


№18  offline წევრი TamoTi

ძალიან მხიარული ისტორიებია და მიყვარს ძალიან ეს ხათაბალა წყვილი❤️❤️გივის და ძაღლის სცენაზე ძალიან ბევრი ვიცინე❤️❤️კიდევ უნდა ველოდოთ გაგრძელებას?
乁[ ◕ ᴥ ◕ ]ㄏ

 


№19 სტუმარი სტუმარი მარი

ვაიმეე ძაღლის სცენაზე მე ჩავბჟირდიი:დდდდდდდ დედაჩემმა სერიოზულად შეიცხადა ხო კარგად ხარო:დდდ

 


№20  offline ახალბედა მწერალი K. I.

ესეც მორიგი სასიამოვნო და ნინას იუმორით გაჯერებული ნაწილი "ხათაბალისა". ამჯერადაც კარგად ვიხალისე შენი გმირების საქციელებით :))
ლიკუნას პერსონაჟი ამ თავში კიდევ უფრო კარგად დავინახე. მოკლედ, არ მოიწყენენ ოჯახში არც ძმები და არც რძლები:)))
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№21  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Tamuna Gogaladze
ძალიან მხიარული ისტორიებია და მიყვარს ძალიან ეს ხათაბალა წყვილი❤️❤️გივის და ძაღლის სცენაზე ძალიან ბევრი ვიცინე❤️❤️კიდევ უნდა ველოდოთ გაგრძელებას?
乁[ ◕ ᴥ ◕ ]ㄏ

თამუნა, მადლობა საყვარელო <3
ჯერ სხვა ისტორია მიტრიალებს თავში)))
თუ მუზა იქნება, შეიძლება გავაგრძელო მოგვიანებით <3

სტუმარი მარი
ვაიმეე ძაღლის სცენაზე მე ჩავბჟირდიი:დდდდდდდ დედაჩემმა სერიოზულად შეიცხადა ხო კარგად ხარო:დდდ

მარი))) გაიხარე ჩემო კარგო, მადლობა <3

ქეთი იმერლიშვილი
ესეც მორიგი სასიამოვნო და ნინას იუმორით გაჯერებული ნაწილი "ხათაბალისა". ამჯერადაც კარგად ვიხალისე შენი გმირების საქციელებით :))
ლიკუნას პერსონაჟი ამ თავში კიდევ უფრო კარგად დავინახე. მოკლედ, არ მოიწყენენ ოჯახში არც ძმები და არც რძლები:)))

ქეთო <3
ისე მივეჩვიე ამათ ოჯახში ტრიალს, კარის გამოხურვა მიჭირს)))
მადლობა ჩემო ტკბილო გოგო <3

 


№22 სტუმარი ლარა

ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება,მსუბუქია და სახალისო.არ არის ბანალური სიუჟეტებზე აგებული და გადატვირთული სასიყვარულო სცენებᲘთ. კარგად იკᲘთხება,მაგრამ მალე მთავრდება სამწუხაროდ))))გაგრძელება თუ ექნება ძალიან გამიხარდება.

 


№23  offline წევრი თ. ა.

ნინა როგორ გამახარე რომ იცოდე. მოკლედ მთელი ოჯახი გოგლას წინააღმდეგია თუ რა უბედურებაა, სანამ გულის შეტევას არ დამართებენ მანამ არ მოეშვებიან. ჯერ მაცაცო ახლა ლიკა ერთი მეორეზე გადარეულები, ამათ დაემატა მამიდები ზოსიმეთი.
ისე კი კარგად ვიხალისე ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს შენი სიახლის გამოჩენა აქ.
ნინა წარმატებები.

 


№24  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ლარა
ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება,მსუბუქია და სახალისო.არ არის ბანალური სიუჟეტებზე აგებული და გადატვირთული სასიყვარულო სცენებᲘთ. კარგად იკᲘთხება,მაგრამ მალე მთავრდება სამწუხაროდ))))გაგრძელება თუ ექნება ძალიან გამიხარდება.


ლარა, დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
გაგრძელება ვნახოთ)) მუზები რას იზამენ))

თ. ა.
ნინა როგორ გამახარე რომ იცოდე. მოკლედ მთელი ოჯახი გოგლას წინააღმდეგია თუ რა უბედურებაა, სანამ გულის შეტევას არ დამართებენ მანამ არ მოეშვებიან. ჯერ მაცაცო ახლა ლიკა ერთი მეორეზე გადარეულები, ამათ დაემატა მამიდები ზოსიმეთი.
ისე კი კარგად ვიხალისე ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს შენი სიახლის გამოჩენა აქ.
ნინა წარმატებები.


თამილა))) მადლობა ჩემო ტკბილო გოგო <3
გოგლამ თავიდანვე იცოდა ვისაც უკავშირებდა ცხოვრებას)) ბოლომდე გადარევენ, ვიცი)))

 


№25 სტუმარი ნანე

ნინა ტერიკო, უბრალოდ გეტყვი, რომ შენი შემოქმედება ბავშვობაში მაბრუნებს, ძალიან თბილი, მონატრებული და სახლურია შენი ნაწერები. ძალიან ახლოს ხარ ჩემთან შენი შემოქმედებით და მეიმედები. ბევრჯერ მითქვამს, მამშვიდებს შენი ნაწერები, მაფიქრებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ,, გიჟის” გარდა, ვინ იქნება ასეთი გაბედული, წრფელი და უბრალო. მეც გიჟი ვარ შენთან ერთად და ცამდე ვმაღლდები, როცა გკითხულობ. როცა გკითხულობ, შენს სულს ვეხები, შენი სიფაქიზით და სიცოცხლით ვივსები და ვნატრობ, არ დამთავრდეს ეს ნეტარება და ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ ჩამოვებერტყო გაღიმებული.

როცა გაიზრდებიან უფრო და შესძლებენ კარგად გაიაზრონ, აუცილებლად წავაკითხებ ჩემს შვილებს შენს ნაწერებს და ჩვენ, მე და ჩემი 5 შვილი აუცილებლად ვისაუბრებთ შენზე ბევრს.❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№26  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნანე
ნინა ტერიკო, უბრალოდ გეტყვი, რომ შენი შემოქმედება ბავშვობაში მაბრუნებს, ძალიან თბილი, მონატრებული და სახლურია შენი ნაწერები. ძალიან ახლოს ხარ ჩემთან შენი შემოქმედებით და მეიმედები. ბევრჯერ მითქვამს, მამშვიდებს შენი ნაწერები, მაფიქრებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ,, გიჟის” გარდა, ვინ იქნება ასეთი გაბედული, წრფელი და უბრალო. მეც გიჟი ვარ შენთან ერთად და ცამდე ვმაღლდები, როცა გკითხულობ. როცა გკითხულობ, შენს სულს ვეხები, შენი სიფაქიზით და სიცოცხლით ვივსები და ვნატრობ, არ დამთავრდეს ეს ნეტარება და ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ ჩამოვებერტყო გაღიმებული.

როცა გაიზრდებიან უფრო და შესძლებენ კარგად გაიაზრონ, აუცილებლად წავაკითხებ ჩემს შვილებს შენს ნაწერებს და ჩვენ, მე და ჩემი 5 შვილი აუცილებლად ვისაუბრებთ შენზე ბევრს.❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


ნანე, არ ვიცი, რა ვთქვა, წავიკითხე და ვიტირე)))
მარტო ამად მიღირს წერა <3
როდესაც მკითხავენ, რა არის ბედნიერება? ვიტყვი, რომ თქვენ, ჩემი მკითხველი <3 მავსებთ სიყვარულით, სიხარულით და არც ვიცი, სიტყვები არ მყოფნის <3
მიყვარხართ ადამიანებო <3

 


№27 სტუმარი სტუმარი ნინო

ამის კითხვაში ლამის დამათენდაა..მაგრამ ნამდვილად ღირდა,ნამდვილად .სასწაული ხარ ტეროო.გოგლას და ლიკუნას კამათზე ვგიჟდები,ისე მიყვარს.მაცაცო კიდე ცალკე თემაა,ჩემი გიჟი გოგია ეგ.ძალიან ვისიამოვნე ტერო,ძალიან :)

 


№28  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნინო
ამის კითხვაში ლამის დამათენდაა..მაგრამ ნამდვილად ღირდა,ნამდვილად .სასწაული ხარ ტეროო.გოგლას და ლიკუნას კამათზე ვგიჟდები,ისე მიყვარს.მაცაცო კიდე ცალკე თემაა,ჩემი გიჟი გოგია ეგ.ძალიან ვისიამოვნე ტერო,ძალიან :)


ნინ <3 მადლობა ჩემო ტკბილო <3 გვარიც რომ არ მიაწერო,უკვე პოჩერკზე გცნობთ))) გაკოცე ბევრი,მიყვარხარ <3

 


№29 სტუმარი ნანე

არ დამთავრდე რაა ნინა, კიდევ ბევრი დაწერე, მამა მენატრება ძალიან, სახლში დამაბრუნე❤️

 


№30 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან მაგარია. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება მათ შვილებზე, აი ძალიან. წარმატებები.❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent