შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება 6 თავი


19-01-2021, 14:02
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 450

სანდრომ სარკიდან გახედა ცოლს და მზერა მის ცრემლიან თვალებზე მიეყინა, ნათიამ იგრძნო მისი დაჟინებული მზერა და განზრახ ჯიუტად დააიგნორა ქმარი
-ნათია-სანდრომ ვერ მოითმინა და ცოლს დაუღრინა, მაგრამ ნათიას რეაქცია არ ჰქონია Მის დაძახებაზე -ნათია კარგად გაიაზრე ის თუ რა მოხდება თუ წინააღმდეგობას გამიწევ და სახლში არ დარჩები
-შეწყვიტე გთხოვ-აღმოხდა ნათიას და ცრემლები მოეძალა
-იცოდე თუ ჩემთან არ დარჩები და მაინც წახვალ ცხოვრებას გაგინადგურებთ-დაუღრინა ისევ სანდრომ
-იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთე...ზუსტად ვიცი უკვე რისი გაკეთება შეგიძლია
-შენს ოჯახს დავაზარალებ პირველ რიგში, საბოლოოდ კი შენ გაგანადგურებ! ხვდები ალბათ რომსაბოლოოდ რომ შვილს დაკარგავ!-სარკიდან გახედა ისევ სანდეომ და უნებურად ნათიასაც მისკენ გაექცა მზერა, მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთა, რამდენიმე წამის განმავლობაში ზიზღით სავსე მზერით შეჰყურებდნენ ერთმანეთს
-დედიკო მეშინია-დაიჩირჩულა მარიანამ და დედას მიეკრო ყელზე
-Ნუ გეშინია ჩემო პატარა-აღმოხდა ნათიას და ხმა ჩაუწყდა,ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, მარიანამ დედას ლურჯი, ზღვის ფერი თვალები შეანათა და დაიჩურჩულა
-დედიკო არ იტირო-Უთხრა დედას არეული ხმით, ნათია, მთილი ძალით შეეწინააღმდეგა მოწოლილ ცრემლებს, მაგრამ მაინც გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე ცრემლები, მარიანამ თავისი პატარა Ხელები დედას დაადო ლოყებზე და მოაშორა ტკივილის ცრემლები, ნათიაზე საშინლად იმოქმედა ამ ყველაფერმა და უარესად აუჩუყდა გული, არ უნდოდა მარიანას მისი ცრემლები ისევ დაენახა ამიტომ გულზე მიიკრო შვილი და თავზე აკოცა -დედიკო მიყვარხარ-უთხრა მარინამ სევდიანი ხმით
-მეც დედიკო მეც ძალინ მიყვარხარ-აღმოხდა ნათიას და ისევ ცრემლებმა ჩაუხშო ხმა.
მთელი ეს დრო სანდრო სარკიდან ადევნებდა თვალს მათ მოქმედებას და წამით არ უგვრძვნია თავი დამნაშავედ, თითქოს ერთ გრძნობაში გაიყინა, თითქოს არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული...ფიქრობდა რომ სწორად იქცეოდა, რადგან სხვაგვარად მოქცევა არ იცოდა. მისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი იყო.
-დედიკო აღარ იტირო კარგი?-მარიანამ ვერ მოითმინა და დედას ახედა
-კარგი-გაეღიმა ნათიას და ცრემლები მოიწმინდა
-არც მე აღარ ვიტირებ-უთხრა დარწმუნებით რომ დედა დაემშვიდებინა. სახლამდე ისე მივიდნენ რომ სანდროს ხმა აღარ ამოუღია, მარიანას გამო გაჩუმდა, სულ ოდნავ იმოქმედა მასზე შვილის ცრემლებმა.
მანქანა ეზოში შეაყენა თუ არა სახლიდან გამოცვივდნენ დაფეთებული ნიკა და მია, სანდრომ გააჩერა თუ არა მანქანა გადავიადა და კარი ისე მიაჯახუნა რომ ნათია და მარიანა ადგილზე შეხტნენ მოულოდნელობისგან, ნიკამ მანქანას მიუახლოვდა და კარი გაუღო ნათიას
-ჩემო პრინცესა-გაუღიმა მარიანას და მისი ხელში აყვანა სცადა მაგრამ მარიანა დედას მიეკრო გულზე
ისე რომ სახე სულ დამალა-ნათია კარგად
ხართ?-ჰკითხა დაძაბული ტონით რძალს
-შენი აზრით?-შეხედა ერეული თვალებით ნიკას და ცრემლები მოეძალა კვლავ, ნიკას გული საშინლად ეტკინა როცა კარგად დააკვირდა მათ და მიხვდა რომ ორივე ფეხშიშველი იყო
-ნათია არც კი ვიცი რა გითხრა-აღმოხდა ნიკას და ხმა ჩაუწყდა, ნათიამ არაფერი არ უპასუხა და მანქანიდან გადავიდა, მია ცრემლიანი თვალებᲘთ მიაჩერდა მათ და ხმის ამოღება ვერ გაბედა. სახლის კარს რომ მიუახლოვდა ნათია ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ჯოჯოხეთის კარს მიადგა, რომლის გაღების შემდეგ საშინელი ტკივილი ელოდა მის სულს, კარგა ხანს იდგა ასე და ვერ ბედავდა კარის გაღებას, ვერ ბედავდა იმ სახლში შესვლას
-შემოდით-ნიკამ კარი გააღო და პირველი შევიდა, ნათია ჯერ მას მიაჩერდა, მერე ღია კარს და ბოლოს იმ სახლის პატარა ფრაგმენტს რომელიც ღია კარიდან ჩანდა, საშინელი სიცარიელის გრძნობა დაეუფლა, პირველად რომ შევიდა ამ კარში ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი აღფრთოვანებული...გული სიყვარულით, ოცნებებით, მოლოდიᲜით ჰქონდა სავსე... პირველივე დღიდან ამ სახლის ნაწილად იქცა, უნდოდა თავისი პატარა ბედნიერი ოჯახი ჰქონოდა, სხვა არაფერზე უოცნებია, არაფერი მოუთხოვია, საერთოდ არაფერი... მაგრამ ახლა ეს სახლი მისთვის უცხო გახდა, სრულიად უცხო, ეს ადამინებიც მისთვის უცხოებად იქცენენ, სიყვარული და იცნებებიც ერთდროულად გაქრა მისი გულიდან და გონებიდან, სრულიად ცარიელი დარჩა ახლა მისი სული... არავითარი ოცნება, არავითარი მიზანი, არავითარი მომავლის იმედი... ცარიელი დარჩა მის გული, სული, გონება, სრულიად ცარიელი...
-ნათია-შეეხმიანა მია ფიქრებში წასულ თავგზააბნეულ რძალს
-რაა?-უმისამართოდ იკითხა ნათიამ და ღია კარზე მიეყინა ისევ მზერა
-შემოდი გაცივდები-დაეხმაურა ნიკაც, ნათიამ ფიქრი შეწყვიტა და სახლში შევიდა, სავარძელზე დაჯდა, მარიანაც გულში ჩაიკრა და გაირინდა, მიას მიტანილი ქოშები ჩაიცვა და სასიმოვნო თბილმა ტალღამ დაურბინა სხეულში, ახლაღა მიხვდა როგორ გაჰყინვია ფეხები.კარგა ხანს ასე ისხდნენ ჩუმად ოთხივე, სათქმელი არცერთს არაფერი ჰქონდა...
-ჩაეძინა-მია წამოადგა თავზე ნათიას -მომეცი დავაწვენ-ნათია ისე იყო ფიქრებში წასული ძლივს მოვიდა აზრზე
-იყოს მე დავაწვენ-უთხრა მოწყენილი ხმით და ფეხზე წამოდგა
-მოდი ჩემს ოთახში დააწვინე დ შენც დაწექი მასთან ერთად დაისვენე -მიამ ოთახის კარი გაუღო,
მარიანა როგორც კი საწოლზე დააწვინა ნათიამ ატირდა
-არ იტირო აქ ვარ დედას სიყვარულო-დაუჩურჩულა მძინარე მარიანას, თან გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა, მარიანაც მაშინვე გაჩუმდა და მშვიდად განაგრძო ძილი. მიამ პლედი დააფარა დედა-შვილს და ოთახიდან გავიდა. ნათია მარიანას სახეს დააცქერდა, იმის მიუხედავად რომ მშვიდად ეძინა პატარას მაინც შიში იყო აღბეჭდილი მის ლამაზ სახეზე, გული ეტკინა, საშინლად ეტკინა ნათიას რომ ვერ ახერხებდა შვილის დაცვას ამ საშინელებისგან, თავისი უსუსურობა და სასოწარკვეთა უფრო მეტად იგრძნო და რამდენიმე წამის განმავლოᲑაში ზიზღის გრძნობა დაეუფლა საკუთარი თავისადმი.მარიანას თმაზე ჩამოუსვა ათრთოლებული ხელი და მაშინვე ინანა რადგან საშინლად შეკრთა შიშისგან მარიანა, ნათიას ისევ ცრემლები მოეძალა, ისევ საშინელმა სიცარიელის გრძნობამ გაუყინა სული.
ნიკა ეზოში გავიდა და სანდროს ძებნა დაიწყო, უნდოდა გაერკვია რატომ მოიქცე ასე, მალევე იპოვა უკანა ეზოში აუზთან მდგომი სანდრო რომელიც მოლივლივე წყალში საკუთარ ანარეკლს დაჰყურებდა
-რა ჯანდაბას აკეთებ?-მიუახლოვდა ძმას და მის გვერდით დადგა, უნებურად მასაც მზერა მოლივლივე წყლისკენ გაექცა
-შენ ნუ ერევი
-როგორ არ ჩავერიო? ვერ ხვდები რომ ასე საბოლოოდ დაკარგავ მას?
-არ დავკარგავ
-სანდრო ხანდახან მგონია რომ საბოლოოდ შეიშალე-დაუღრინა ძმას ნიკამ
-მხოლოდ ხანდახან?-შეიცხადა სანდრომ და ძმას გახედა მომღიმარი სახით
-შენ რა მთვრალი ხარ?-გაოგნდა ნიკა
-მხოლოდ რამდენიმე ჭიქა დავლიე-დაამშვიდა ძმა
-და საჭესთან იჯექი?!-აყვირდა ნიკა-ბავში და ნათია ჩასვი მთვრალმა მანქანაში! თან ძალით და წამოყვანე?!-ვერ მალავდა Აღშფოთებას
ნიკა -შენ რა საბოლოოდ გაგიჟდი? გინდა რომ რამე დაემართოთ მათ?
-ხომ იცი მთვრალიც მშვენივრად ვატარებ-ისე გამᲐღიზიანებლად ელაპარაკებოდა ნიკას რომ მაშინვე საბოლოოდ გამოიყვანა წყობილებიდან
-სამკურნალო ხარ -აღმოხდა ნიკას და სანდროს სიცილზე უარესად გაბრაზდა -მართლა ავადმყოფი ხარ
-ნათია სადაა?-Ჰკითხა ამღვრეული თვალებით და წყალში ისევ საკუთარ ანარეკლს გაუშტერა მზერა
-ბავშვი დააძინა -უთხრა ბრაზ ნარევი ტონით ნიკამ
-უთხარი გამოვიდეს უნდა დაველაპარაკო
-ნათიას თავი დაანებე, მთვრალი ხარ, აზრზე რომ მოხვალ მერე დაელაპარაკე! -უთხრა მკაცრი ტონით
-ჩემს საქმეში ნუ ერევი-გაბრაზდა სანდრო და ძმისკენ შეტრიალდა
-არ ვერევი, არც ჩავრეულვარ არასდროს და არც ჩავერევი ! მაგრამ ახლა ტვინი არეული გაქვს და უფლებას არ მოგცემ რომ ნათიას დაელაპარაკო, უარესად შეაშინო და გააგიჟო
-ნიკა
-სანდრო ნათიას შეეშვი, როცა აზრზე მოხვალ მერე დააპარაკე-უთხრა ძმას და სახლში შევიდა
-სადაა ის არანორმალური?-დაძაბული ტონით ჰკითხა მიამ ნიკას
-აუზთან
-მთვრალია არა?
-ჰო
-იმიტომ გაგიჟდა ეგრე და ძალით წამოიყვანა ნათია, ისედაც ხომ გიჟია და დალევის მერე საერთოდ ჭკუიდან გადადის-გაბრაზებით თქვა მიამ
-რის მიღწევას ცდილობს ვერ ვხვდები -უთხრა დაძაბული ტონით ნიკამ -მართლა ჰგონია რომ ასე ნათიას დაბრუნებას და აქ გაჩერებას შესძლებს? ჭკუიდან ხომ გადავედი შენ რომ ქმარი ეგრე მოგექცეს
-იცის რომ ნანა და ნინი ვერაფერს გახდებიან მასთან და მაგიტომ ექცევა ეგრე ნათიას
-აუ ნანა და ნინი აღარ გამახსენი ათასჯერ დამირეკეს ძლივს დავარწმუნე რომ ყველაფერი რიგზეა, საღამოს მოვლენ
-მიკვირს საღამომდენ იცდიან
-ვუთხარი რომ მთვრალ სანდროსთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და ჯობია აზრზე რომ მოვა მერე დაელაპარაკოთ-მეთქი, ახლა რომ მოვიდნენ უარესი მოხდება... ცალკე ისინი არიან გაგიჟებულები ცალკე სანდრო და ტყუილად უნდა ატყდეს ჩხუბი...
-ჰო ფხიზელს არაფერი ესმის და ახლა რას შეაგნებინებენ?... -დანანებით თქვა მიამ- შენი აზრით ნათია შეძლებს რომ აპატიოს?
-ძალიან ღრმად შეტოპა უკვე სანდრომ არა მგონია ოჯახის გადარჩენა შესძლონ -დანანებით თქვა ნიკამ.
კარგახანა ტიროდა ნათია და საბოლოოდ მარიანასთან ჩახუტებულს ძილმა მაინც წაართვა თავი და დაფეთებულს გამოეღვიძა როცა სახეზე შეხება იგრძნო, თვალები გაახილა თუ არა მისი და სანდროს დაძაბული მზერა ერთმანეთს შეეფეთა,
ნათია დამფრთხალი საწოლზე წამოჯდა და ქმარს მიაჩერდა ამღვრეული თვალებით, სანდრომ ცივი მზერა მარიანაზე გადაიტანა და მის სახეს დააცქერდა, კარგა ხანს დაყურებდა შვილს, ბოლოდ დაიხარა აკოცა შუბლზე და გავიდა, მარიანა შეიშმუშნა და თვალები გაახილა
-დედიკო-მარიანა ფეხზე ადგა და დედას ჩაეხუტა, ნათია ისე იყო ჯერ ისევ შეშინებული მომხდარის გამო რომ ძლივს მოვიდა აზრზე, შვილს გაუღიმა და შუბლზე აკოცა
-ჩემი პრინცესა გოგო-მია შევიდა ოთახში და მარიანა აიტაცა საწოლიდან
-მია შეგიძლია რომ მაღლიდან რამე კაბა ჩამომიტანო? -შეხედა მულს არეული თვალებით
-კი ახლავე-გაუღიმა მიამ და მარინასთან ერთად ავიდა მათ საძინებელში, მალევე აარჩია ნათიასთვის და მარიანასთვის ტანსაცმელი და დაბლა ჩამოვიდა
-დიდი ხანი იყო სანდრო ოთახში?-ჰკითხა როცა მია ოთახში დაბრუნდა
-არა ნუ ღელავ -გაუღიმა მიამ-ახლახანს შემოვიდა სახლში
-გამოფხიზლდა?
-ჰო გარეთ ჰამაკში ეძინა და ცოტა აზრზე მოვიდა
-კარგი-უთხრა ნათიამ დაძაბული ტონით და ტანსაცმელი გამოართვა, ჯერ მარიანას ჩააცვა და როცა მოაწესრიგა და მიამ გაყვანა ოთახიდან, თავის კაბა აიღო ხელში რომ ჩაეცმია, თან ღია კარისკენ წავიდა შიგნიდან რომ ჩაეკეტა და შეკრთა როცა სანდროს შეეფეთა კართან
-ნათია-უცნᲣრი ტონით თქვა მისი სახელი და ოთახში შევიდა თან კარი ისე მიაჯახუნა რომ ნათია შეხტა მოულოდნელობისგან-უნდა ვილაპარაკოთ
-მე და შენ სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს სანდრო
-ახლა დედაშენი და შენი და მოვლენ... მშვიდად დაელაპარაკე, დაარწმუნე რომ აქ შენი სურვილით რჩები-უთხრა აგრესიული ტონით და ნათიასკენ გადადგა ნაბიჯი, დამფრთხალმა ნათიამ კი უკან დაიხია -ნათია-სანდრომ ბრაზისგან თვალები დახუჭა და ხელები მომუშტა, შემდეგ გაახილა და შეშინებულ ცოლს მიაჩერდა -გესმის რას
გეუბნები? -დაუღრინა დაფეთებულ ნათიას თან ისე რომ ნელ-ნელა უახლოვდებოდა ნათია კი ისევ უკან იხევდა თან ისე რომ სანდროს მრისხანე სახეს თვალს არ აშორებდა, როცა კედელს მიეჯახა ზურგით და დაიბნა სანდრომ ისარგებლა ამ მომენტით, წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და ნათიას იმდენად მიაუხლოვდა რომ ცხვირის წვერით მის შუბლს შეეხო, ნათია იმდენად დაიძაბა და შეშინდა რომ სუნთქვა შეეკრა მღელვარებისგან და თავი დახარა რომ მის ამღვრეულ ცივ თვალებს გაჰქცეოდა -ნათია ხომ იცი რომ წასვლის უფლებას მაინც არ მოგცემ?-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან სანდრომ და საბოლოოდ გულისცემაც შეუწყდა ნათიას
-ერათადერთი მიზეზი რატომაც აქ ვარ ის არის რომ იმ მომენტში შენთან ლაპარაკს და მითუმეტეს წინააღმდეგობის გაწევას არანაირი აზრი არ ჰქონდა-დაიჩურჩულა ნათიამ-ახლა მინდა წესიერად დაგელაპარაკო და აგიხსნა რომ ყველაფერი დამთავრდა, სახლის წართმევით რომ მემუქრები ეგ არაფერს ნიშნავს-უთხრა კარგახნის სიჩუმის მერე ნათიამ და სანდროს ახედა ამღვრეული თვალებით
-რას ბოდავ? გგონია გაგიშვებ?-სახე წაეშალა სანდროს მრისხანებისგან
-ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შენი საკუთრება ვიყო-თვალებში ჩააცქერდა ნათია ქმარს თან მღელვარებისგან ხელში შერჩენილ კანას კუᲜჭავდა
-ხაარ-დაუღეინა სანდრომ
-არასოდეს შეიცვლები არა? ისევ იგივეს იმეორებ, ვერ ხვდები რომ ამის გამო გვენგრევა ოჯახი?
-შენ არსად წახვალ-უთხრა დარწმუნებით სანდრომ
-წავალ-დაუყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და გვერდზე წადგა ნაბიჯი რომ სანდროს გასცლოდა, მაგრამ მან მაშინევ კედელს მიაბჯინა ხელები და ხელებშორის მოიმწყვდია ცოლი, ნათია საშინლად დაიძაბა და იგრძნო ნელ-ნელა როგორ ეყინებოდა სისხლი ძარღვებში
-ნუ მაიძულებ რომ... ნათია, ხომ ხვდები რომ შემიძლია ქუჩაში დატოვოთ? -სანდრო გაჩუმდა და ნათიას ჩააცქერდა თვალებში ზუსტად იგრძნო რასაც განიცდიდა ნათია ამ მომენტში და უფრო მეტად სცადა რომ მასზე გავლენა
მოეხდინა -ხომ იცი რომ მიყვარხარ, ხომ იცი რომ უშენობა არ შემიძლია, გთხოვ უბრალოდ... ერთი შანსი კიდევ მომეცი-უთხრა დაბნეულ ცოლს და მის რეაქციას დაელოდა, ნათია აშკარად გააოცა სანდროს ქცევამ და თვალებში ჩააცქერდა ქმარს, მიხვდა რომ ეს მხოლოდ ყალბი სიტყვები იყო რადგან მისი თვალები ისევ ისეთი ცივი და ბნელი იყო როგორც აქამდე
-გეყოფა-ნათია ვეღარ უძლებდა მის სიახლოვეს,უჭირდა ამ ყველაფრის ატანა -გთხოვ გადი
-ნათია იცოდე წასვლაზე ფიქრიც არ გაბედო, არ გაბედო თორემ შენს ოჯახსაც მივწვდები! ხომ იცი რომ შენს გამო ყველაფერზე წავალ! ხომ იცი რომ თუ წახვალ ქუჩაში დაგტოვებთ, მერე კი საბოლოოდ გაგანადგურებთ!- დაუყვირა მოულოდნელად ნათიას
-ჩემს ოჯახს თავი დაანებე!
-ეს შენზეა დამოკიდებული-დაუსისინა ყურში სანდრომ და ცოლს მოშორდა
-რა ამაზრზენი ადამიანი ხარ-უყვირა ნათიამ და ცრემლები მოეძალა, კარზე მიამ დააკაკუნა და შეაღო
-ნათია შენები მოვიდნენ-უთხრა და გავიდა
-იცოდე ჭკვიანად -დაუღრინა სანდრომ და გავიდა, ნათია ბევრს ეცადა მოწოლილი ცრემლები არ გადმოსცვენოდა მაგრამ მაინც ატირდა.
ნანა და ნინი დივანზე დასხდნენ და სანდროს მიაჩერდნენ არეული თვალებით, ყველა დაიძაბა
-მია მიდი მარიანა გაასერინე-უთხრა ნიკამ მიას და ფული მისცა -დაგირეკავ-დაუჩურჩულა და მარიანასთან ერთად გაუშვა სასეირნოდ.უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ყველა ერთნაირად გაღიზიანებული და დაძაბული იყო
-ნანა-გრაციოზულად შეაღო სახლის კარი ლალიმ და სახლში შევიდა -როგორ მომენატრეთ-გაუღიმა დედა-შვილს და გადაკოცნა -დამაგვიანდა, არ მეგონა აქამდე თუ დაგვტოვებდა სკოლაში
კოტე-თქვა მშვიდი ტონით და დივანზე ნანას გვერდით დაჯდა
-ალბათ იცით რაც მოხდა-გაბრაზებული ტონითბთქვა ნანამ და მზერა სანდროდან ლალიზე გადაიტანა
-ისეთი რა მოხდა?-შეიცხადა ლალაიმ -ცოლ-შვილი სახლში მოიყვანა
-იძულებით-დაუღრინა ნანამ ლალის და მკვლელი მზერით მიაჩერდა სანდროს
-ნანა ბავშვების საქმეში ნუ ჩავერევით, თავად გადაწყვიტონ-ისეთი ტონით უთხრა ნანას რომ მაშინვე წყობილებიდან გამოიყვანა
-დედა-ნათია ოთახიდან გამოვიდა და საჩხუბრად გამზადებული ნანა დაშოშმინდა მაᲐინვე
-კარგად ხარ?-ნანა ფეხზე წამოვარდა და შვილს ჩაეხუტა
-კარგად ვარ-გაუღიმა ნათიამ დედას
-ასე რატომ მოიქეცი?-სანდროს მიაჩერდა
ნანა-ერთადერთი მიზეზი რის გამოც პოლიციაში არ დავრეკე იყო ის რომ არ მინდოდა უარესად გამეგიჟებინე მთვრალი...არ მინდოდა რომ რამე დაგმართნოდათ გზაში
-პოლიცია?-აყვირდა მოულოდნელად ლალი-რა პოლიცია რას ლაპარაკობ საერთოდ? კაცმა ცოლ-შვილი რომ სახლში წამოყვანოს უფლება არ აქვს?
-დედა შენ ნუ ერევი-თვალები დაუბრიალა ნიკამ
-სანდრო პასუხს ველოდები-ნანამ დააიგნორა გაკაპასებული ლალა
-ჩემი ცოლი მიყვარს და არ მინდა მასთან დაშორება-დაუღრინა უხეშად სიდედრს
-გიყვარს?-გაოცდა ნანა-საერთოდ იცი რა გრძნობაა სიყვარული?
-ნანა მათ საქმეში ნუ ერევი-გაცეცხლდა ლალი
-ლალი დეიდა ვერ ხვდებით კიდევ რომ ნათია აქ თავის ნების საწინააღმდეგოთ მოიყვანა თქვენმა შვილმა?-გაბრაზდა ნინი
-თავად გაერკვევიან-დაუღრინა ნინის
-უფლება არ ჰქონდ ასე მოჰქცეოდა ჩემს
შვილს-ნანამ ხელი ჩაკიდა ნათიას -უფლება არ ჰქონდა ასე დაემცირებინა, ახლა ჩემს შვილს ხელს მოვკიდებ და სახლში დავბრუნდებით, შენ კი, კიდევ თუ გაბედავ და ჩემს შვილს ძალით შეეხები იცოდე პოლიციაში დავრეკავ მაშინვე
-ნანა სისულელებს ნუ ლაპარაკობ, ვერსადაც ვერ წაიყვან-გაცეცხლდა ლალი -რა უფლებით ერევი?ასე მარტივია ოჯახის დანგრევა?
-ოჯახი? ამას ოჯახს ეძახი შენ?-მიუბრულნდა ლალის ნანა -ჩემს შვილს არაფრის უფლებას არ აძლევᲓით, საერთოდ არაფერის! თქვენი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლის უფლებაც კი არ ჰქონდა და თუ გავიდოდა აუცილებლად ვიღაც დაჰყვებოდით...
-ესაა სულ თქვენი პრობლემა?-გაოცდა
ლალი-ამის გამო უნდა დაანგრიოს ოჯახი?
-ღმერთო ჩემო-გაოგნდა ნინი-ეს ძალიან ცოტაა თქვენთვის? მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებთ! ყველა მის ქმედებას აკონტროლებთ, თავისუფლად სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევთ! მის ჩაცმას და ვარცხნილობასც კი აკონტროლებთ თქვენ და თქვენი შვილი!
-ნათიას ვერსად ვერ წაიყვანთ-თქვა მოულოდნელად სანდრომ, სკამიდან წამოდგა გრაციოზულად და გარეთ გავიდა
-ახლავე მივდივართ-გაცეცხლდა ნანა სანდროს თავხედობაზე
-ნანა დეიდა დამსშვიდდით გთხოვთ-ჩაერია
ნიკა -გთხოვთ დრო მიეცით და თავად გაერკვევიან
-დედა გთხოვ-ხმა ამოიღო ნათიამ
-რას მთხოვ?-გაოცდა ნანა
-დრო მჭირდება
-ნათია რას ბოდავ? გგონია აქ დაგტოვებ იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა?
-ყველაფერს მოვაგვარებ
-ნათია დაგემუქრა?-თვალებში ჩააცქერდა ნანა შვილს
-ღმერთო ჩემო რას ბოდავს ეს ქალი-ფეხზე წამოვარდა ლალი-ჩემი შვილი ფსიქოპათი კი არაა, რა მუქარა, სულ გაგიჟდი?-მიუახლოვდა ნანას რომელმაც ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მრისხანე მზერა ნათიადან ლალიზე გადაიტანა
-ძალიან მაინტერესებს რას გააკეთებდი მია რომ ფეხშიშველი თრევით წაეყვანა თავის ქმარს ამ სახლიდან-კარგახანს უყურებდნენ ლალი და ნანა ერთმანეთს თვალებში
-ჩემი შვილი შენი შვილივით სულელი და ცანცარა არაა!-მიახალა ლალიმ
-ანუ ჩემი შვილი იმსახურებს ასე მოქცევა?-ძალიან მშვიდად კითხა ნანამ
-ეგ არ მიგულისხმია-აიბნა ლალი -უბრალოდ თავისი სისულელეებით გამოწვია ეს ყველაფერი...
-და იმსახურებდა ასე მოქცევას-დაასრულა ლალის გაწყვეტილი წინადადება ნანამ
-ასე შენ ფიქრობ-გაბრაზდა ლალი-მე ის ვთქვი რომ სანდრო ძალით გააგიჟა თავისი სულელური საქციელᲘთ
-ნათია როგორ შეგიძლია აქ დარჩენა?-ნინი ადგა და დას მიუახლოვდა -როგორ შეგიძლია ამ დამაინების გვერდთ ყოფნა ?
-ვიცი დაგემუქრა -დარწმუნებით თქვა
ნანამ- რით დაგაშინა? ბავშვის წართმევით?
-ღმერთო ჩემო-გაეცინა ბოროტულად ლალის
-ხმა ამოიღე-გაბრაზდა ნანა-ნუ გეშინია ვერაფერს დაგიშავებს
-რას ბოდავთ საერთოდ თუ ხვდებით-ეცინებოდა ლალის
-დედა გთხოვ დრო მომეცი
-ნათია ისევ იგივეს იმეორებ? -გაბრაზდა ნანა
-მივდივართ-ნინიმ ხელი ჩაკიდა დას
-არა არა ახლა არა-ნათიამ უკან დაიხია -დრო მჭირდება
-ნუ გეშინია
-დედა
ნათიამ იმდენი გააკეთა რომ დედა და და სახლში გაუშვა დამშვიდებულები რომ ეს მისი არჩევანია და არაფერი არ ხდება განსაკუთრებული, რადგან მხოლოდ მან იცოდა რაზე იყო წამსვლელი გაგიჟებული სანდრო.
საღამოს როცა მარიანა დააძინა ნათიამ აივანზე გავიდა, უკვე აღარ შეეძლო ლალის ჯაჯღანის მოსმენა, არც ივახშმა ისე ადგა მაგიდიდან, სანდროც უკან მიჰყვა ცოლს
-სწორად მოიქეცი-მოესმა ზურგს უკან სანდროს ჩავარდნილი ხმა ფიქრებში წასულ ნათიას
-ასე მათ გამო მოვიქეცი-დაუღრინა ნათიამ და მისკენ მიტრიალდა -მაგრამ არ გეგონოს რომ ყველაფერი ძველებურად იქნება
-ანუ დღეიდან ჩემს ფიქტიურ ცოლობას
აპირებ?-გაეღიმა სანდროს და ნათიას
მიუახლოვდა
-სანდრო ყველაფრის მიუხედავად მე შენ გაგშორდები
-ისევ წასვლაზე ფიქრობ?-სანდრო ძალიან მშვიდად და მოზომილად ელაპარაკებოდა ნათიას
-კი არ ვფიქრობ ასე გადავწყვიტე-შეანათა მწვანე სფეროები სანდროს ჩამქრალ თვალებს
-და სასურველ დროს ელოდები?-ჩაეკითხა სანდრო
-ვერ ხვდები რომ ძველებურად აღარაფერი არ იქნება? ვერ ხვდები რომ ჩვენ ოჯახი აღარ ვართ? ვერ ხვდები რომ ყველაფერი
დამთავრდა?-ნათია ძალიან აღელდა როცა სანდრო ისე მიუახლოვდა რომ ცხელი სუნთქვა სახეზე მიაფრქვია
-ნათია-დაუღრინა სანდრომ და ლოყებზე Ისე ძლიერად მოუჭირა თითები რომ სიმწრისგან ცრემლები მოეძალა ნათიას -ახლა უფლებას მოგცემ რომ დამშვიდდე და აზრზე მოხვიდე , თუ არ მოხვალ და ისევ წასვლაზე დაიწყებ ფიქრს იცოდე რომ გაგანადგურებ! ცხოვრებას დაგინგრევ შენც და შენს ოჯახსაც! -და ხელი გაუშვა
-ნუ მემუქრები, ის რომ მამაჩემმა ჩუმად ჩვენი სახლი მოგყიდა ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის გესმის?-ნათია ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა ემოციების გარეშე
-თუ არ ნიშნავს აქ რატომ ხარ?-დაუსისინა ყურში სანდრომ
-გამოსავალს ვიპოვი-ახედა ქმარს
-უკვე ერთი წელია ჩემს სახლში ცხოვრობს შენი ოჯახი და წარმოდგენაც არ აქვთ ამაზე...აზრზე არაა დედაშენი რომ სიკდილამდე ორი დღით ადრე კაზინოს ვალების გამო მამაშენმა სახლი მე მომყიდა, დედაშენს კი ყალბი ანდერძით დაუტოვა სახლი...იცი რა მოხდება ამას რომ გაიგებს?
-სწორედ ამის გამო ვარ ჩუმად გესმის? მხოლოდ მათგამო, მაგრამ აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს
-ნათია თუ წახვალ იმ სახლიში ვეღარ იცხოვრებთ, უფლებას არ მოგცემთ ხვდები? ქუჩაში დარჩებით, დედაშენი ისედაც ბანკის ვალებს იხდის მამაშენის გამო...ხვდები რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით?
-გეყოფა, შეწყვიტე-ცრემლები მოეძალა ნათიას
-Ქუჩაში დარჩენილი ბავშვს როგორ მიხედავ? ამაზე გიფიქრია? თუმცა გიფიქრია!და სწორედ ამიტომ ხარ აქ ამ სახლში! ჩემს გვერდით, თორემ დედაშენს დღეს პოლიციაში დარეკვას სთხოვდი და სახლში არ გამომყვებოდი ხომ ასეა?-გამარჯვებულის იერით ჩააცქერდა თვალებში სანდრო ცოლს
-როგორ შეგიძლია ასეთი სასტიკი და დაუნდობელი იყო?-ნათია მიტრიალდა და მოაჯირს დაეყდნო
-ესე იგი მიმიხვდი სახლის დაკარგვით რაზე მიგანიშნებდი...-გაეცინა სანდროს-შენი სიმშვიდის და ამ სახლში დარჩენის ერთადერთი მიზეზც სწორედ ისაა რომ იცი საბოლოოდ მარიანას დაკარგავ-უთხრა ცოლს მკაცრი ტონით
-იცი რომ ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ?-ნათია მისკენ შეტრიალდა და ქმრის ცივ უემოციო სახეს დააკვირდა რომელიც მთვარის კაშკაშა სინათლის ფონზე კიდევ უფრო სასტიკი რომ ჩანდა
-ახლა საბოლოოდ გაბარკვიეთ ურთიერთობა ხომ ასე?-ჰკითხა სანდრომ კმაყოფილი იერით



№1 სტუმარი ninio

იმედია ნათია გამოსავალს იპოვის, მეექვსე თავია და იგივე დიალოგებია, არაფერი შეცვლილა, არადა საინტერესოა რა მოხდება უბრალოდ დამღლელია. ეს ლალი გააჩუმონ რა დდდ ყველა შენს ისტორიაშია დედები ასეთი. ველოდეეები შემდეგ თავს, წარმატებები❤️❤️

 


№2 სტუმარი м ....

საინტერესო ისტორიაა, მაგრამ დროა რაიმე გარდამტეხიც მოხდეს, რადგან ისტორია წინ წავიდეს. დიალოგი მეორდება და ყველაფერი საწყისს უბრუნდება...
წარმატებები❤

 


№3 აქტიური მკითხველი ablabudaa

ეს სანდრო რა ცხოველია, ვგიჟდები პირდაპირ, საშინელებაა ასეთი ადამიანები რომ სინამდვილეშიც არსებობენ :( იმედია მალე შეძლებს ნათია მისგან გათავისუფლებას, ძალიან მეცოდება

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა ლიკა

ძან კაი იყო????????
შემდეგ თავს როდის დადებ

 


№5  offline წევრი ქეთათო4

ჩემში ვერანაირ ემოციას ვერ აღძრავს მსგავსი სტილის მოთხრობა მაგრამ ნუ ოქეი. დავიწყოთ. პირველი, სიუჟეტი გაამრავალფეროვნე, სულ ერთი და იმავეს წერა, უაზრობაა. მეორე, ნუ ანახებ ქალების სისუსტეს, პირიქით, წარმოაჩინე მათი სიძლიერე. ძალადობას აპრავებ ასე მგონია. მესამე, ნუუ რა ტიპის ხალხია ვერ ვხვდები.
ერთადერთი დადებითი ალბათ მია და ლაშაა, დანარჩენი აბსოლიტურად ყველა უარყოფითია, მათ შორის, ნიკაც.

წარმატებები!

 


კარგი მაგრამ ცოტა მომაბეზრებელი ხდება ერთი და იგივე ხდება სულ,კარგი იქნება თუ რამე გარდამტეხი მოხდება,რომ ისტორია "ცუდი " საკითხავი არ გახდეს... წარმატებებიიი <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

დაწერე რაღაც კონკრეტული და გადამწყვეტი.,,,ჩემი ხარ არ ვარ შენი,,,
ძალიან მომაბეზრებელია

ერთი და იგივეს ატრიალებ

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს სანდრო როგორ იქცევა ესე თავს შესძლებს ნათიას ,რატომ იქცევა საშინლად არ ჯობია საყვარელ ქალს უფრო თბილად მოექცეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
ეს სანდრო როგორ იქცევა ესე თავს შესძლებს ნათიას ,რატომ იქცევა საშინლად არ ჯობია საყვარელ ქალს უფრო თბილად მოექცეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მადლობა :)

სტუმარი ლია
დაწერე რაღაც კონკრეტული და გადამწყვეტი.,,,ჩემი ხარ არ ვარ შენი,,,
ძალიან მომაბეზრებელია

ერთი და იგივეს ატრიალებ

გასაგებია მადლობა

მარიამ ლურსმანაშვილი
კარგი მაგრამ ცოტა მომაბეზრებელი ხდება ერთი და იგივე ხდება სულ,კარგი იქნება თუ რამე გარდამტეხი მოხდება,რომ ისტორია "ცუდი " საკითხავი არ გახდეს... წარმატებებიიი <3

გასაგებია მადლობა

სტუმარი ლიკა ლიკა
ძან კაი იყო????????
შემდეგ თავს როდის დადებ

სტუმარი ნესტანი
ეს სანდრო როგორ იქცევა ესე თავს შესძლებს ნათიას ,რატომ იქცევა საშინლად არ ჯობია საყვარელ ქალს უფრო თბილად მოექცეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მადლობა :)

ablabudaa
ეს სანდრო რა ცხოველია, ვგიჟდები პირდაპირ, საშინელებაა ასეთი ადამიანები რომ სინამდვილეშიც არსებობენ :( იმედია მალე შეძლებს ნათია მისგან გათავისუფლებას, ძალიან მეცოდება

ჯერ-ჯერობით ვერ შესძლებს

м ....
საინტერესო ისტორიაა, მაგრამ დროა რაიმე გარდამტეხიც მოხდეს, რადგან ისტორია წინ წავიდეს. დიალოგი მეორდება და ყველაფერი საწყისს უბრუნდება...
წარმატებები❤

გასაგებია მადლობა

ninio
იმედია ნათია გამოსავალს იპოვის, მეექვსე თავია და იგივე დიალოგებია, არაფერი შეცვლილა, არადა საინტერესოა რა მოხდება უბრალოდ დამღლელია. ეს ლალი გააჩუმონ რა დდდ ყველა შენს ისტორიაშია დედები ასეთი. ველოდეეები შემდეგ თავს, წარმატებები❤️❤️

გამოსავალს ვერ იპოვის, ბოლოს თავად სანდროს ქცევა განაპირობებს მათი ამბისბგდაწყვეტას

 


№10 სტუმარი teo

momwons..11 tavi ar devs tu me ver vnaxe

 


№11  offline მოდერი ნეაკო

teo
momwons..11 tavi ar devs tu me ver vnaxe

ყველა დევს თანამიმდევრულად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent