შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი {8}


19-01-2021, 20:20
ავტორი painter1
ნანახია 2 691

საღამოს ოთხი საათი იყო სახლში დივანზე მწოლ ქალს თავზე რომ წამოადგა პირველი, ნახევრად მძინარეს ყელში აკოცა, მისი სურნელი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა თვალებ მინაბულმა და სესილიაც გამოაფხიზლა.
-როდის მოხვედი? - ოდნავ გაიღიმა, თითები თმებში შეუცურა კაცს და ტუჩებზე აკოცა.
-ახლა. - იქვე ჩამოჯდა კონსტანტინე, თმები სახიდან გადაუწია ქალს და თმაზე ფერება განაგრძო, თან სახეს უთვალიერებდა. - რა ქნეს საბოლოოდ?
-დამირეკეს და ხვალ მისვლა მთხოვეს.
-ხომ გითხარი. - კმაყოფილმა კიდევ ერთხელ აკოცა.
-დაიღალე?
-ფიქრით უფრო დავიღალე ვიდრე საქმით.
-მოდი ჩემთან. - დივნის საზურგეს მაქსიმალურად მიეყრდნო და კონსტანტინეს დასაწოლი ადგილი გაუნთავისუფლა. პირველმა სწრაფად გაიხადა ფეხსაცმელი, პერანგის რამდენიმე ღილიც შეიხსნა მაჯებზე მოთავსებულ შესაკრავებთან ერთად და ნელა მიუწვა გვერდზე მომლოდინე ქალს. ორივე ხელი მოხვია, სახე კი მისი სახის გასწვრივ დადო. მაშინვე იგრძნი სახეზე წვრილი თითების შეხება და თვალებიც მიენაბა. - როგორ დაემშვიდობე ნინის?
-ვხვდები რომ გრძნობს ჩვეულებრივი გამვლელი არ ვარ რომელმაც გადაარჩინა და ვიცი ამ შეგრძნებას სხვა ფორმაში მიიღებს.
-ჰო ეგ მეც შევამჩნიე.
-მთელი გზა ჩუმად იყო, მაგრამ თვალს სულ ჩემსკენ აპარებდა… ჯანადა, ძალიან არასასიამოვნოა როცა შენი და როგორც ჩვეულებრივ კაცს ისე აღგიქვამს. - სახეზე ჩამოისვა ხელები, შემდეგ ცხვირი სესილიას თმაში მოათავსა და თვალები დახუჭა. - ზედმეტად სწრაფად ნვითარდება ყველაფერი. კიდევ კარგი იმ გამოსირებულს არ უჭირს ქალთან ურთიერთობა და იცის როგორ მოიქცეს იმ ბავშვთან, თორემ მერე მართლა არ ვიცი რას გავაკეთებდი.
-არ წავიდეთ მამაშენთან?
-არ ვიცი.
-წავიდეთ გთხოვ. - ქვევიდან ახედა, თან თითები სახეზე ჩამოატარა.
-ახლა არ გეზარება?
-არა. ადექი. - ფეხზე წამომდგარმა ხელები ჩაკიდა და ფეხზე წამოდგომა აიძულა პირველს. კონსტანტინეც მორჩილად გაჰყვა თავდახრილი კარებისკენ წასულს, ხმის ამოუღებლად, ჩუმად მისდევდა პატარა ბავშვივით, ფიქრობდა რომ ტყუილად მოუწევდა დიდი გზის გავლა და სესილიას ამოკვიატებას როგორ თანხმდებოდა თვითონაც უკვირდა. - მე დავჯდები საჭესთან. - სახლის კარების დაკეტვის შემდეგ მანქანას შემოუარა და მარცხენა კარები გამოაღო. კონსტანტინესაც არაფერი უთქვამს, ჯერ საჭესთან სწრაფად მოთავსებულ სესილიას შეხედა, რომელსაც მანქანა უკვე დაექოქა, შემდეგ იქვე მდგომ ლევანის გახედა, თავი დაუქნია და მანქანაში მოთავსდა.
-რატომ გინდა ასე წასვლა და მისი ნახვა. - ცოტა ხნის შიჩუმის შემდეგ ჰკითხა, თავი სესილიასკენ შეატრიალა საზურგეს მთლიანი სხეულით მიკრულმა და ქალის სახე მთლიანად შეათვალიერა.
-მამაჩემი ცოცხალი აღარ არის, ყველფერს დავთმობდი მისი სიცოცხლის სანაცვლოდ, მაგრამ სამწუხაროდ მათი უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. მცხეთისკენ მივდივართ ხო? - სწრაფად გადახედა გვერდზე მჯდომს, რომელიც მას მიშტერებოდა და მაშინვე გაეღიმა.
-ჰო.
-როდესაც მამაშენზე მომიყევი მისი პიროვნება ჩემს გონებაში წარმოვიდგინე და ძალიან მომინდა მისი გაცნობა. მე და შენ თითქმის ერთ სიტუაციაში ვართ, დედასთან ურთიერთობა არც შენ გაქვს და მინდა მამაშენთან გქონდეს სანამ ცოცხალი და ჯანმრთელია. შენ ყველაზე ახლო ის გყავს, ასე ერთმანეთისგან შორს ყოფნა ორივესთვის ცუდია. მარტო ხარ, გარშემო აღარავინ დაგრჩა და ეს ანაცრისფრებს ყველაფერს შენს გარშემო.
-მე შენ მყავხარ…
-ოჯახის წევრებს სხვა ადგილი უჭირავთ ჩვენს ცხოვრებაში კოსტა.
-არ ვიცი უნდა ვუთხრა თუ არა. - სახეზე ჩამოატარა თითები, ლოყაზე მიეფერა, შემდეგ თმა ყურს უკან გადაუწია.
-გული ეტკინება.
-ტყუილი არასდროს რჩება დამალული, ახლა თუ არა, ღრმა სიბერეში მაინც გაიგებს, შეიძლება სადმე შეხვდეს კიდეც, ან ვინმემ უთხრას. მის მოლოდინში მაინც არ გაატარებს დარჩენილ დროს.
-სამაგიეროდ სიყვარულით იცხოვრებს, ახლა რომ უთხრა ის სიყვარულიც გაქრება და შენსავით ნაცრისფერი გახდება.
-ვერ ვიტან სესილია, წარმოდგენ არ გაქვს რას ვგრძნობ რომ მახსენდება. - ზიზღი და სიძულვილი გაუკრთა ხმაში, ნაკანმაც მაშინვე შეხედა. - კიდევ ვერ ვიჯერებ. - სიმწრით გაიცინა, ხელები სახეზე ჩამოისვა, თან თვალები ერთმანეთს დააჭირა. - მე მიმატოვა და სხვას გაუჩინა შვილები, თანაც სამი. ბოღმა მახრჩობს, საკუთარი და-ძმის მშურს სესილია და ამ ყველფერს რომ ვგრძნობ ჩემი თავი მზიზღდება.
-ნორმალურია ეს გრძნობები…
-არ არის, არაფერი არ არის ნორმალური ჩემს ცხოვრებაში. არაფერია მიტოვების, უსიყვარულობის და ყველა სხვა დამპალი გრძნობის გარდა. ოჯახი არ მყავს, სახლი არ მაქვს სადაც შემეძლება გაქცეულმა თავი შეფარო. ყველას უგულო, ცივი და უგრძნობი ვგონივარ რადგან არასდროს არაფერი მეტყობა და ყველას ჰგონია რომ არავინ მჭირდება. ხშირად ჩემი თავი დაკარგული ბავშვი მგონია, რომელიც უღრან ტყეში სიცივისგან აკანკალებული დადის და დედას ეძახის. ის კი არსად ჩანს, არავინ არის ირგვლივ და მეც ნელ-ნელა მარტოსულობაში ვიძირები, იქ სადაც არაფერია მუქი ნაცრისფერის გარდა. რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, დედას ვერავინ შეცვლის, დედა დედად რჩება როგორიც არ უნდა იყოს და ის გრძნობა რომ ისევ არსებობს ჩემში მისი რაღაც ნაწილი, მაბრაზებს და არასასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს.
-იმაზე ბრაზობ რომ მისი ნახვა გინდა? - სწრაფად შეიმშრალა ცრემლები, რადგან გზას ვეღარ ხედავდა დაბინდული თვალების გამო, თან თვალებ დახუჭულ პირველს შეხედა. ხმას არ იღებდა კონსტანტინე და სესილიამაც უკვე იცოდა პასუხი. ხვდებოდა კაცს ამის აღიარება ხმამაღლა არ უნდოდა, რადგან გონებაშიც საკუთარ თავთან იბრძოდა ამ სურვილის გასაქრობად. - მე შენში იმაზე მეტ ფერს ვხედავ ვიდრე წარმოგიდგენია კოსტა.
-ეგ შენი ფერებია სესილია, შენ თუ გაქრები, ეს ფერებიც გაქრება.
-რატომ ფიქრობ რომ შეიძლება როდისმე დამკარგო? - წამით გახედა მდუმარედ მყოფ კაცს რომელმაც კიდევ ერთი კითხვა დაუტოვა უპასუხოდ და იქამდე არ ამოიღო ხმა სანამ გზის მიმართულების შეცვლა არ გახდა საჭირო. სიმღერის წყნარი ჰანგების თანხლებით მივდინენ მონასტრამდე, სადაც სრული სიმშვიდე გამეფებულიყო. რამდენიმე კაცი ირეოდა ეზოში და ამასაც შორიდან ხედავდა საჭესთან მჯდომი სესილია.
-აქ დამელოდე. - მანქანიდან სწრაფად გადავიდა, ერთ-ერთ ბერთან მივიდა და ზრდილობიანად მიესალმა უკვე რამდენჯერმე ნანახ კაცს. მანქანაში მჯდომი სესილია ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა, იქაურობით მოხიბლული გამწვანებულ გარემოს თვალს ვერ აშორებდა და დიდი სურვილი უჩნდებოდა ყველა ადგილის დათვალიერების. მალევე კვლავ კონსტანტინეს შეხედა, რომელიც მისკენ იყურებოდა ბერის მოლოდინში, ხელები მკერდზე დაეკრიფა და ოდნავ იღიმოდა. წინ გადაწეულმა სესილიამ მკლავები საჭეს შემოხვია, ტუჩები საკუთარ ხელს ჩამოადო და პირველს თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა. მალევე შეტრიალდა პირველი მარჯვნივ და სესილიაც მიხვდა კედლის უკან მდგომი კაცი გაკვირვებულ პირველს სასიხარულო ამბავს ეუბნებოდა. მიხვდა მადლობა გადაუხადა მოფარებულ ადგილას მდგომს და მანქანისკენ დაიძრა. - აქ ქალებს არ უშვებენ, მაგრამ რადგან მამაჩემმა ამდენი ხნის შემდეგ მოინდომა შეხვედრა გამონაკლისი დაუშვეს ჩვენთვის. ხუთ წუთში შევალთ.
-ქალებს რატომ არ უშვებენ?
-დანახვისას რამე რომ არ გაიფიქრონ. - მშვიდად ჩაილაპარაკა თან შესასვლელ კარებს მიაშტერდა. ხმა რომ არ ამოიღო ნაკანმა წამსვე მას გახედა და თვალებ გაფართოვებული მთლიანად შეათვალიერა. - რა? ღრმა რწმენაში არიან, წლების მანძილზე დედის გარდა არავის ნახულობენ და რამე რომ გაიფიქრონ დღეებს ლოცვებში ატარებენ მოსანანიებლად.
-და მამაშენი?
-მამაჩემი ბერი არ არის და არც ჩემს ქალზე იფიქრებს რამეს. - თითქმის კოჭებამდე სიგრძის ატლასის ქვედაბოლოში და ყელიან ზედაში გამოწყობილი სესილია შეათვალიერა და მისი ჩაცმულობაც მერე შეამჩნია.
-რა იყო? მონასტერში შორტებით და ბრეტელებიანი მაისურით ხომ არ წამოვიდოდი. - თვალები აატრიალა კონსტანტინეს მომღიმარ სახეზე, თვითონაც გაეღიმა მტევანზე რომ აკოცა პირველმა, შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა და მასთან ერთად დაიძრა მონასტრის ეზოში შესასვლელი კარებისკენ. რამდენიმე წუთის წინ თითქმის გავსებული ეზო მთლიანად ცარიელი დახვდათ, შენობის ფანჯრებს მუქი ფარდები ფარავდა და გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ მათი ნაბიჯების და მოჭიკჭიკე ჩიტების ხმა არღვევდა. თითები ახლართა სესილიას თითებში ერთ-ერთი კარების წინ მდგომმა, ნაკანს უდნავ გაუღიმა, მერე კი კარებიც გააღო და შიგნით შესული მაშინვე წააწყდა მამის ნაცრისფერ თვალებს, რომელშიც წამსვე სითბო ჩაგუბდა. ფეხზე წამოიმართა და მონატრებულ შვილს დიდი მკლავები განიერ ბეჭებზე შემოხვია. - გაიცანი, სესილია, მამაჩემი დავითი.
-სასიამოვნოა ბატონო დავით. - მომღიმარმა ხელი გაუწოდა გაღიმებულ კაცს.
-ჩემთვისაც, სესილია. - მტევანზე ნაზად ეამბორა, შემდეგ კვლავ შვილს შეხედა, თითები მხარზე მოუჭირა და სკამებისკენ ანიშნა. - დასხედით.
-როგორ ხარ? - მოპიდაპირედ მჯდომი შეცვლილი მამა წამებში შეათვალიერა. უცნაურად იღიმოდა, გვერდზე მჯდომ სესილიას თვალს არ აშორებდა, ხან კონსტანტინეს გამოხედავდა და შემდეგ კვლავ ნაკანს უბრუნდებოდა.
-ახლა უკეთ. აქ როგორ გაჩნდით?
-როდესაც თქვენზე მიამბო კონსტანტინემ, თქვენი გაცნობის სურვილმა მძლია და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მოვახერხე მისი წამოყვანა. ამ ბოლო დროს ზედმეტად მარტოსულად გრძნობს თავს და ახლა ყველაზე მეტად თქვენი ნახვა სჭირდება, მიუხედავად იმისა რომ ამას არასდროს აღიარებდა. - მომღიმარი დავითის სახიდან მზერა კონსტანტინეზე გადაიტანა, რომელიც გაბადრული უყურებდა, თან ყველაფრის მიუხედავად წარბები მაინც შეეკრა.
-მეგონა დიდიხნის მანძილზე აღარ მოვიდოდა.
-არც ვაპირებდი. - წყნარად ჩაილაპარაკა, თვალები კი დავითს გაუსწორა.
-ვოცოდი ადრე თუ გვიან ვიღაც აუცილებლად შეუყვარდებოდა და მეც ამ დღეს ველოდი. - შვილის არაფრის მთქმელ გამომეტყველებაზე ჩაიღიმა, უკვე ზეპირად იცოდა მისი ყველა ფიქრი და ისიც იცოდა ახლა იმ დროს ამ სიტყვების მოსმენისას შინაგანად ბრაზობდა. მასზე მიშტერებულ სესილიას შეხედა, მართლა ლამაზი იყო, თითქოს ეცნობოდა კიდეც მისი სახის მოყვანილობა და ნაკვთების ფორმა.
-უკაცრავად, რომ გიყურებთ ასე მგონია დიდი ხანია გიცნობთ და… რაღაცით მამაჩემსაც კი მახსენებთ…
-შემიძლია იგივე გითხრა, შენი გვარი თუ შეიძლება ქალბატონო?
-ნაკანი. - ოდნავ გაიღიმა თან მის ფეხზე მოთავსებულ კაცის ხელს თითები შემოხვია.
-ალექსანდრეს შვილი ხარ? - სასიამოვნოდ გაკვირვებული ჩანდა უფროსი პირველი, გაფართოვებულ თვალებში უყურებდა ქალს და ახლა ზუსტად ყველა მის ნაკვთს წარმოიდგენდა გონებაში.
-დიახ.
-ძალიან გავხარ, ახლა რომ გხედავდეს სიამაყით აივსებოდა.
-იცნობდით?
-ოთხი წლით დიდი ვიყავი მასზე, სოფელში ერთად ვატარებდით ზაფხულს, მდინარეზე ჩვენ დაგვყვებოდა, ბებიაშენ მარუსას ძლივს ვარწმუნებდით რომ გამოეშვა.
-მარუსა?
-შენ ჯერ დაბადებული არ იყავი ავარიაში
რომ დაიღუპნენ, მარუსა და ბუბა. ბუბა ნაკანი ყველაზე კარგი კაცი იყო ვისაც კი ვიცნობდი და მამაშენიც მას დაემსგავსა. მათი გარდაცვალების შემდეგ მარტოსულად გრძნობდა თავს, გვერდში ვედექით მეც და სხვა დანარჩენებიც. კონსტანტინე ძალიან უყვარდა, იშვიათად მოდიოდა ჩვენთან და იმ დროსაც პატარა კოსტას უთმობდა. - მომღიმარმა შეხედა ჯერ სესილიას, შემდეგ წინ მჯდომ გაოცებულ შვილს.
-მე არაფერი მახსოვს.
-შენ ბევრი რამ არ გახსოვს.
-მერე რა მოხდა? - დაინტერესებულმა მამა-შვილის საუბარში გაჩენილი დაძაბულობა წამებში გაფანტა და კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიაბყრო პირველს.
-მერე შენზე გაიგო, არც უფიქრია ისე მიიღო გადაწყვეტილება და სიცოცხლის უფლება მოგცა. გუშინდელივით მახსოვს შენი დაბადება, მაშინ საქმეზე შევხვდი, ვსაუბრობდით რომ დაურეკეს და ორივე საავადმყოფოში გამოვვარდით. ეკას არც დაუჭერიხარ, დაბადების თანავე ალემ აგიყვანა ხელში, შენც მაშინვე გაჩუმდი. შენ გახდი მისთვის ყველაფერი და ყველაფერს აკეთებდა შენთვის... კონსტანტინე რომ დაიბადა პირველად და უკანასკნელად სწორედ მაშინ იტირა, მას შემდეგ რაც არ უნდა მოსვლოდა არასდროს ტიროდა. ზოგჯერ მეგონა მართლა ვერ გრძნობდა.
-ჩემთვის უმნიშვნელო საკითხებზე რეაქციას ძალით ვერ გამოვხატავ. - ურეაქციოდ ჩაილაპარაკა, თან თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა.
-ბევრი რამ ყოფილა შენთვის უმნიშვნელო.
-რომელ მათგანზე საუბრობ, გააჩნია. - თავისნაირ თვალებში უყურებდა, თითქოს იწვევდა თავისი გამოხედვით და აიძულებდა ეღიარებინა რომ თავის ყოფილ ცოლზე ფიქრობდა.
-დედამისი რომ წავიდა ხმა არ ამოუღია და მას შემდეგ აღარც უხსენებია.
-შენ ახსენებდი სამაგიეროდ მამა, ახლაც ახსენებ და რატომ ვერ ვხვდები. არ შეგიძლია უბრალოდ დაივიწყო? რამდენი წელი გავიდა. უბრალოდ შეწყვიტე იმაზე ფიქრი რომ როდისმე დაბრუნდება. 24 წელი. შენი აზრით ამ წლების მანძილზე მარტო იქნებოდა? ეყოლება ქმარიც, შვილებიც და შეიძლება შვილიშვილებიც. რის, ან ვის გამო გაატარე ცხოვრება მარტომ? ქალის გამო რომელსაც ფეხებზე კი.დიხარ, შენც და შენი შვილიც? თუ ასე ძალინ გიყვარდა ამდგარიყავი და მოგეძებნა. გეყოფა, დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა! მე დედა არ მყავს, დიდი ხნის წინ მოკვდა ჩემთვის. გაიაზრე ის რომ არ უყვარდი, არ უყვარხარ და არც ეყვარები. ჩემთან კი მეორედ აღარ ახსენო ეგ ქალი. - ბრაზ მოწოლილმა ძლივს გააკონტროლა ტონი, მკლავზე მოჭერილ სესილიას თითებს გრძნობდა, მაგრამ მასზე დიდად ვერ მოქმედებდა.
-მეგონა მაშინ მაინც გაიგებდი, როდესაც ვინმე შეგიყვარდებოდა, მაგრამ ახლა უარესად აურიე.
-არავინ იცის რა მოხდება. ჰო, შეიძლება სესილიაც წავიდეს ერთ დღეს, მაგრამ მისი ეს გადაწყვეტილება ჩემი ქცევიდან იქნება გამომდინარე. წავა თუ ვატკენ, იმდენად რომ ჩემგან შორს ყოფნა მოუნდება, და არა მაშინ როცა მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იმ ქალმა კი მაშინ მიგატოვა, როდესაც მის გაბედნიერებას ცდილობდი. ესაა განსხვავება მამა.
-კარგი, აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი.
-დაბრუნდი, დაუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას, გაიცანი ვინმე და გაატარე დარჩენილი ცხოვრება მშვიდად. იფიქრე მაინც ამაზე.
-რაღაც იცი და არ მეუბნები. - კონსტანტინესავით დააწვრილა ნაცრისფერი თვალები, წამით შეამჩნია როგორ გაკრთა ბრაზის სხივი შვილის თვალებში და გულში უცნაური ჩხვლეტა იგრძნო. - იპოვნე არა?
-არა, მე ის არასდროს მომიძებნია, არ მინახავს და იმედი მაქვს არც არასდროს შევხვდები. არც შენ გირჩევ მის მოძებნას და ნახვას.
-მითხარი!
-მამა! სათქმელი არაფერია და უკვე ვთქვი რომ მასზე საუბარი აღარასდროს არ მსურდა!
-რა გაიგე ასეთი?
-არ მინდა გული გეტკინოს, ამიტომ უბრალოდ დაივიწყე, ისე გააგრძელე ცხოვრება თითქოს დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.
-მე მამაშენი ვარ და უნდა მითხრა, გული მეტკინება თუ სხვა რამ, მაგას მე მივხედავ. გელოდები! - წარბშეკრულს თვალებში ჩააშტერდა, ხედავდა შინაგანად როგორი აფორიაქებული იყო, რამხელა ბრაზს და სიძულვილს გრძნობდა. ზიზღიც კი გაკრთა მის ცივ თვალებში. ერთ ადგილას იჯდა და ირგვლივ ყველაფერს ნაცრისფერ ფერში ითრევდა. თითქოს სიცივისგან გააკანკალა კიდეც და კანიც დაეხორკლა. დაძაბულობა ჩამოწვა, ვეღარც სუნთქავდა მის მოლოდინში წინ მჯდომი კაცი, უკვე იცოდა რასაც ეტყოდა, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა.
-ქმარი და სამი შვილი ჰყავს. ორი ბიჭი, ერთი გოგო. ყველაზე დიდი 22 წლის არის. - შვილის პირიდან ამომავალი სიტყვების გაგონებისას გულის არეში უდიდესი ტკივილი იგრძნო, იმდენად დიდი რომ ხელი მთელი ძალით მიიჭირა. - მამა...
-კარგად ვარ. - ხელის აწევით გააჩერა შვილი, ჰაერი გაჭირვებით ჩაისუნთქა და კონსტანტინეს ხელი მხარზე დაარტყა. - წადით.
-დაფიქრდი მამა, კარგად დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ. - მომთხოვნი ტონით ჩაილაპარაკა ბოლო წინანადადება, ფეხზე წამოდგა და არც დამშვიდობებია უკან მოუხედავად დაიძრა გასასვლელისკენ, სახეზე კმაყოფილება ეხატა, რადგან იცოდა მალე შეხვებობა მამამისს, მაგრამ მის სახეს ვერავინ ხედავდა.
-სიმართლეს ამბობს? - იქვე მჯდომ თვალებ ამღვრეულ სესილიას შეხედა, ნაკანმა კი უბრალოდ ხელი ჩაკიდა, მისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-ჩვენ, ქალებს თუ გვიყვარს, საყვარელ მამაკაცს არასდროს მივატოვებთ, მითუმეტეს მისგან არსებულ შვილს. ის ქალი თქვენი სიყვარულის ღირსი არ არის, თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ, ძალიან დიდ სიყვარულს, სითბოს და ბედნიერებას. კონსტანტინემ ყოველთვის იცის რასაც ამბობს, შეიძლება უხეშად გამოუვიდეს, მაგრამ შედეგს მაინც აღწევს. სიმართლე ყოველთვის მწარეა, მას კი სიმართლის ლაპარაკი უყვარს. შეხვედრამდე ბატონო დავით. - თითები ოდნავ მოუჭირა, თბილად გაუღიმა და კონსტანტინეს უკან აედევნა. მანქანასთან იდგა პირველი, ტელეფონზე საუბრობდა, თან იქაურობას ათვალიერებდა.
-კარგი, მადლობა ელენე… დაჯდები? - ტელეფონი როგორც კი გათიშა სესილიას შეხედა.
-სად მივდივართ? - კარები გამოაღო მომღიმარმა, შიგნით ჩაჯდა და წამებში გვერდზე მოთავსებულს გადახედა.
-სასტუმროში, არ მინდა ღამე ვიაროთ, თან რამდენიმე დღე დავრჩებით და ცოტას დავისვენებ. - ხელი სესილიას ფეხზე მოათავსა, თავი საზურგეს მიადო და გზას ისე გახედა. არაფერს ამბობდა პირველი, სესილიასაც არ უნდოდა ფიქრებში წასული კაცის შეწუხება და მუსიკის ჰანგებს საჭეზე მოთავსებულ თითებს აყოლებდა, ხშირად გრძნობდა ფეხზე ოდნავ მოჭერას და ინსტიქტირად ეღიმებოდა.
-ვფიქრობ მამაშენის მსგავსი ხასიათი გაქვს. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ფიქრებიდან გამოიყვანა პირველი, წარბ აწეულმა გადახედა ქალს, მთლიანად შეათვალიერა წამებში, ოდნავ გაიღიმა და კვლავ გზას გახედა.
-ამბობენ რომ ხასიათებით პაპას ვგავარ, მამაჩემის მამას. მე არ მახსოვს, ორო წლის ვიყავი რომ დაიღუპა. სიმსიმნე ჰქონდა ყელში. ხშირად მჯდარა ბებიაჩემი ჩემს წინ, ჩუმად მიყურებდა, მერე თვალებ ამღვრეული თავს გააქნევდა, ხელს ჩაიქნევდა ხოლმე, მომიახლოვდებოდა, მერე კი შემაწუხელბად აგრძელებდა მოფერებას და კოცნას. ვერ ვიტანდი ზედმეტ სიახლოვეს და არც არავის ვიკარებდი, მაგ დროს იცოდა ბაბაჩემმა გახსენება, ამბობდა ზუსტად მისნაირი ცივი, უხასიათო და უჟმური ხარ, უჯიშოო. ვიცოდი ბებო გურიიდან იყო, ვაბრაზებდი უჯიშო მე კი არა შენ ხარ, შემოგვეპარე სვან კაცებსთქო. ცოტა რომ წამოვიზარდე დავცინოდი ასეთი სიმპატიური, მთა კაცი სოფლიდან ჩამუსლმა ქალმა როგორ დაკერეთქო და სულ გიჟდებოდა. ასაკში რომ შევიდა მძიმედ იყო, მეუბნებოდა ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელი შენ ხარ ბებია, შენი სერი ფერებითო. მითხრა პირველები რამდენად ცივებიც ხართ, იმდენად დიდი სიყვარული შეგიძლიათო და მგონი მართალიც იყო. მამაჩემი სხვანაირი კაცია, უფრო ბებოს გავს, პაპაჩემის ხასიათი კი სურათებშიც კარგად ჩანს.
-გენებში გაქვთ ანუ. - სიცილით შეხედა მოსმენილით ნასიამოვნებმა. უნდოდა უფრო მეტი გაეგო კონსტანტინეს ბავშვობაზე, ყველა დეტალი სცოდნოდა, მაგრამ იშვიათად ანებივრებდა პირველი თავისი ისტორიებით.
-შეიძლება, და რა? - წარბები ასწია, სესილიას დაბნეულ სახეზე კი ოდნავ გაიღიმა. - საერთოდ არ ვიქნები წინააღმდეგი ჩემს გოგოს თუ ჩემნაირი ხასიათი ექნება.
-გოგოს? - როგორც კი წარმოიდგინა კონსტანტინეს მსგავსი კიდევ ერთი ადამიანი, გული უცნაურად შეუთამაშდა, იგრძნო თბილმა ტალღამ როგორ დაუარა სხეულში და სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.
-რამე პრობლემაა?
-შენნაირ გოგოს არავინ მოიყვანს ცოლად და შინაბერა დარჩება. ბიჭი კიდევ, უცნაურობით, ამ ცივი გამომეტყველებით და განსხვავებული ქარიზმით მოხიბლავს გოგოებს, თან ქალებს მოგვწონს ასეთი ტიპის კაცები, მაგრამ გოგო… რა? - მომღიმარ კონსტანტინეს გაუსწორა წამით თვალი, თითები საჭეს კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია და ლოყებიც აუხურდა. - შენმა ქცევამ, მანერებმა და უემოციო გამომეტყველებამ მიმიზიდა პირველად… ნუ მიყურებ ეგრე.
-ჩვეულებრივ გიყურებ სესილია.
-მაინც მთლიანი სახე მიხურს. - ფეხებს შორის სიმხურვალე იგრძნო კაცმა თითები მაღლა რომ ააცურა და ოდნავ მოუჭირა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, გონება გაეფანტა და დაბნეულმა დაიწყო თვალების ცეცება გზაზე. - კოსტა, საშიშია, მანქანის ტარებაში დიდად არ გამოვირჩევი და… - წინიდამ მომავალი სინათლე რომ დაინახა უფრო დაიბნა და საჭე საგრძნობლად გადასწია მარჯვენა მხარეს.
-კარგი, კარგი. - მომღიმარმა მოაშორა ხელი, სესიალიაც დამშვიდდა და ჰაერის ჩასასუნთქად ფანჯარას ჩაუწია.
მალე მივიდნენ ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში, პირველის სახელზე დაჯავშნილი ნომრის გასაღებიც აიღეს და ნომრისკენ დაიძრნენ, მანამდე სავახშმოდ რამდენიმე კერძის შეკვეთა მოასწრო კონსტანტინემ და ნომერში ასული პირდაპირ სააბაზანოსკენ დაიძრა. აბაზანაში კედელზე ხელის გულებით მიყრდნობილს თავი ცხელი წყლის ჭავილისთვის შეეშვირა, განვლილ დღეს იხსენებდა თავ ატკიებული და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს. მამა ნახა, რომელიც თვეების მანძილზე არ შეხმიანებია, ისე შეხვდა თითქოს ერთი კვირის უნახავი ჰყავდა, არადა გულში მაინც გრძნობდა მონატრებას, ენატრებოდა ის დრო როცა მარიტა ცოცხალი ჰყავდა და თავისი ლაღი ღიმილით უემოციო ძმას და საყვარელ მამას ყოველ დღეს უფერადებდა. ახლა ყველაფერთან ერთად წლების მანძილზე არსებული სიყვარულიც გაუცამტვერა საკუთარ მამას და მისი ჩამქვრალი თვალები რომ ახსენდებოდა დანაშაულის გრძნობას განიცდიდა. მხარზე თითების შეხება რომ იგრძნო ოდნავ მიატრიალა თავი გვერდზე, არ შეუხედავს ქალისთვის, მაგრამ თვალი მოჰკრა მის შიშველ სხეულს, ორივე ხელი მოაშორა გედელს, სესილიასკენ მთლიანი ტანით შებრუნდა და მწვანე თვალებში ჩააშტერდა.
-თავს ნუ იდანაშაულებ კოსტა, ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა. - მკერდზე ჩამოატარა წვრილი თითები, შემდეგ კვლავ ზევით აუყვა და ბეჭებზე გადავიდა. - რამდენი გადაიტანე შენი ცხოვრების მანძილზე, მაინც ასე როგორ დგახარ. - ჩურჩულით ჩაილაპარაკა, ქვევიდან ახედა კაცს და სველი წამწამების ქვეშ ამღვრეულ თვალებსაც წააწყდა. გული შეეკუმშა, იგრძნო ის რასაც იმ დროს გრძნობდა პირველი და სუნთქვა შეეკრა. ვერ აიტანა, ვერც გაუძლო და მისი თვალის ჯებირებიც დატოვეს ცრემლებმა. არ უნდოდა სტკენოდა, არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო მისი საყვარელი კაცი. იმ დროს ისეთი დაპატარავებული, ისეთი უსუსური ეჩვენებოდა. მთელი ძალით შემოხვია ხელები წელზე, სახე მის ყელში ჩარგო და იქვე ნაზად მიაწება ტუჩები. - აქ ვარ, შენთან ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს და ვეცდები დაგეხმარო როცა ჩემი გვერდში დგომა დაგჭირდება. - ათრთოლებული ტუჩებით ჩუმად საუბრობდა, მისი ნაზი ხმა სასიამოვნოდ ჩაესმოდა კაცს ყურში, გული უჩქარდებოდა და ცხვირშიც მისი გამაბრუებელი სურნელი უძვრებოდა. ნელა წაიღო აკანკალებული ხელი მისი თმისკენ, ნელა გადაუსვა თავზე და საფეთქელზე ფრთხილად აკოცა. - მიყვარხარ კონსტანტინე და ვიცი ყველაფერი კარგად იქნება.
-მადლობა. მადლობა რომ ჩემთან ხარ, ჩემი ხარ, და გიყვარვარ. ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი და თვითონ შენ ჩემთვის სესილია. - კიდევ ერთხელ აკოცა საფეთქელზე, შემდეგ შუბლზე. თავი ააწევინა და ორივე თვალზე ნაზად ეამბორა. ბოლოს ქალის მთრთოლვარე ტუჩებს შეეხო და ტანში დავლილი ჟრუანტელის შეგრძნებისას თვალები ერთმანეს მაგრად დააჭირა, შუბლით შუბლზე დაეყრდნო და ლოყებზე ცერა თითებით მიეფერა.
-გავიდეთ. - თითები შემოხვია კაცის მტევნებს და ორივე ხელის გულზე აკოცა, მწვანე თვალები შეანათა ქვევიდან და აიძულა წყალს მოშორებოდა.
-სესილია.
-მალე საჭმელს მოიტანენ. - თვითონ შეუმშრალა სხეული, შემდეგ იქვე დაკეცილი თეთრი ხალათი გაშალა და ჩაცმაში დაეხმარა. - მიყვარხარ. - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ხალათის მოცმის შემდეგ საძინებელში გავიდა. მალე კარზეც გაისმა ხმა, გასასვლელისკენ დაძრული სესილია კარებში გააჩერა პირველმა, აბაზანაში შესვლა აიძულა, კარი კი თვითონ გააღო. მომსახურე პერსონალის მიერ შიგნით შეტანილი კერძები იქვე მაგიდაზე მოათავსებინა კაცს, თვითონ საკუთარი მოსასხამის ჯიბეში დაიწყო საკუთარი საფულის ძებნა, ნაპოვნი ას ლარიანი გაუწოდა და მადლობებით დაემშვიდობა გახარებულ კაცს. იქვე სავარძელზე მოთავსდა, ნაკანიც მაშინვე გამოვიდა და ხმის ამოუღებლდ მიუჯდა მაგიდას. არაფერი უთქვამთ, თითქოს მადაც არ ჰქონდათ მთელი დღის უჭმელებს, მაგრამ გემრიელი კერძების დაგემოვნებას მაინც შეუდგნენ. ბოლოს ფეხზე წამომდგარი პირველი აივანზე გასასვლელ კარს მიაუახლოვდა, ოდნავ გვერდზე გასწია და სიგარეტის კოლოფიდან ამოღებულ ღერს ცეცხლი მოუკიდა. დიდი ნაფაზი გამოქაჩა ჩაფიქრებულმა, რამდენიმე წამით ფილტვებში გაჩერების შემდეგ კვამლი გარეთ გაუშვა, ბოლოს ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი გარეთ იატაკს დაასრისა და უკვე ჩამქვრალი ნაგვის ურნაში მოათავსა. ხალათის შესაკრავი ნელა შეიხსნა, თან დინჯი ნაბიჯებით დაიძრა საწოლისკენ, საცვლის ამარა შეწვა თხელი საბნის ქვეშ, სესილიასკენ გადაბრუნებულმა წელზე მოხვია ქალს ხელი და ისიც წამსვე მოექცა საყვარელი კაცის მკლავებში. სახე კონსტანტინეს მკერდზე მოათავსა და მის სურნელში ჩაფლულმა პირველის გულის ცემას დაუგდო ყური. მთელი სხეულით გრძნობდა მის ფორიაქს, არაფერი ეტყობოდა მაგრამ გრძნობდა ამ ყველაფერს როგორ განიცდიდა ერთი შეხედვით მშვიდი და უგრძნობი კაცი. გრძნობდა როგორ უყვარდა, ყოველ ჯერზე ამის გააზრებისას კი სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.
***
-გირეკავენ. - აწკრიალებული ტელეფონი მიუტანა ქეთიმ სასადილო ოთახში გაშლილ მაგიდასთან მჯდომ სესილიას და ნაკანმაც უცებ გამოართვა.
-მადლობა… ჰოუ. - ჩვეული ტონით უპასუხა მეგობრის ზარს, მაგრამ კაცის ხმის გაგებისას მაშინვე დაიბნა, რაც მის გვერდზე მჯდომ კონსტანტინეს არ გამოჰპარვია. დანა-ჩანგალი თეფშზე ნელა დაალაგა, თითები ერთმანეთში ახლართა და ზედ ნიკაპით დაყრდნობილი დააკვირდა აღელვებულ სესილიას. - მარტო არ ვარ… - თვალი პირველისკენ გააპარა, წამსვე მიხვდა რომ ყველა ემოცია ზედ ეწერა და მოუწევდა კონსტანტინესთვის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზის ახსნა. - სახლში ხარ?.. კარგი, მოვალ მალე. - როგორც კი თქვა მაშინვე გაწყვიტა ზარი, სასწრაფოდ ფეხზე წამოდგა და იქიდან გასვლა დააპირა, მაგრამ მაჯაში ჩავლებულმა თითებმა შორს არ გაუშვეს.
-სად მიდიხარ?
-ლილიანთან.
-რა მოხდა? - თვალებ მოჭუტული შესცქეროდა დაბნეულს, მთლიანი სხეულით გრძნობდა მის მღელვარებას, რომელსაც წამებში შეებყრო ნაკანი და კონსტანტინეც ხვდებოდა რაღაც კარგად არ მიდიოდა.
-ვჭირდები.
-ჰოო? - წარბ აწეულმა ოდნავ ჩაიღიმა.
-გეკითხები ხოლმე რატომ მიდიხარ ანდროსთან? - იცოდა გააბრაზებდა, ნერვებს მოუშლიდა ისედაც განვლილი დრეების მანძილზე აღელვებულ კაცს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რაც შეიძლება მალე უნდა დაეღწია თავი იქაურობიდან.
-სესილია. - თავი ჩახარა, თან ჩაიცინა მის მცდელობაზე. სწრაფად მიხვდა ნაკანის სიტყვების მიზეზს როგორც კი ამღვრეული თვალები და მისი გამომეტყველება დაინახა, რომლითაც ბოდიშს უხდიდა და სთხოვდა იქიდან გაეშვა. - რომ მოხვალ აუცილებლად ვილაპარაკებთ. - მტევანზე აკოცა, სესილიასაც წამსვე გაუელვა გონებაში ფიქრმა რომ კონსტანტინე ყველაფერს მიუხვდა და დამშვიდებულმა მკლავები ყელზე მოხვია.
-მიყვარხარ. - ლოყაზე აკოცა, რამდენიმე წამით ჩახედა თვალებში, შემდეგ გასწორებული იქვე ჩუმად მჯდომ დავითს დაემშვიდობა, რომელიც წინა დღეს დაბრუნებულიყო თბილისში. საძინებლისკენ დაიძრა და სწრაფად მომზადების შემდეგ სახლიც დატოვა. ტაქსში მჯდომი ნერვიულად აწვალებდა თითებს, თვეების მანძილზე უნახავი ძმის სანახავად ფსიქოლოგიურად ემზადებოდა, თანაც აშკარა იყო კონსტანტინეზე ყველაფერი იცოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა მისთვის. - აქ გამიჩერეთ. - ტაქსის მძღოლს მოულოდნელად უთხრა და დაბნეულმა მძღოლმაც სწრაფად დაამუხრუჭა. ფულის მიცემის თანავე გადავიდა მანქანიდან, ისე რომ ხურდაც არ გამოურთმევია კაცისთვის და კორპუსისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. კიბეები ჩქარა აიარა, ბოლოს კი სახლის კართან გაჩერდა, სწრაფად სუნთქავდა, რკინის ზედაპირს მისჩერებოდა და უკვე აღარ იცოდა შესულიყო თუ არა. ბოლოს ზარიც დარეკა და რამდენიმე წამში ლილიანის სახეც გამოჩნდა. - აქ არის?
-მისაღებშია. - შეცვლილი ხმით უთხრა სხეულზე მიკრულ ნაკანს, მერე კი ნელა მოშორდა და თავით მისაღებისკენ ანიშნა. შიგნით შესული სრულიად შეცვლილ ძმას წააწყდა, არაფერი იყო დარჩენილი ძველი გიორგიგან. მკაცრი გამომეტყველება აჰკვროდა, შავი თვალებით უცნაურად შესცქეროდა და სესილიას სხეულში არასასიამოვნო, შიშის გრძნობას აღძრავდა. - გიო. - თვალებ ამღვრეულმა ჩაილაპარაკა სითბოთი გაჟღენთილი ხმით, კაცსაც უცებ შეეცვალა გამომეტყველება, სახეზე სინათლე გადაეკრა და ფიქრებიდან გამორკვეული ფეხზე წამოდგა ხელებ გაშლილი.
-მოდი პატარა. - ოდნავ გაიღიმა და სესილიაც მაშინვე აეკრა სხეულზე. ცხვირი მის ყელში ჩაერგო და ნაცნობ, განსხვავებულ სურნლეს ხარბად ისუნთქავდა. ბოლოს მაინც მოშორდა, სავარძელში ჩაეშვა და ნაკანსაც ანიშნა იქვე დამჯდარიყო.
-როდის ჩამოხვედი.
-ერთი საათის წინ. ვიფიქრე მოვიდოდი, სურპრიზს გაგიკეთებდი, მაგრამ არ დამხვდი.
-მატყუებ. ისედაც იცოდი სახლში რომ არ ვიყავი. მიდი, გელოდები, მითხარი რაც გინდა. - თვალები აატრიალა ძმის პასუხზე, ფეხი ფეხზე გადაიდო, მკლავები სავარძლის სახელურებზე დაალაგა და საშიშად მოელვარე შავ თვალებში მიაშტერდა ძმას. არ იცოდა საიდან მოსდიოდა ამხელა გამბედაობა ასე რომ ესაუბრა გიორგისთან, მაგრამ რაღაც აღუწერ ძალას გრძნობდა როცა საქმე კონსტანტინეს ეხებოდა.
-არ მეგონა ასე თუ დაიმცირებდა თავს ჩემი და და ვიღაცის საყვარელი გახდებოდა. - შეცვლილი გამომეტყველებით ჩაილაპარაკა, თან სესილია მთლიანად შეათვალიერა. მაშინვე აენთო თვალები ნაკანს, გულში რაღაც მტკივნეულად ჩასწყდა მისგან წამოსული სიტყვების გაგონებისას, წამით სიბრალულიც იგრძნო მის მიმართ, სიძულვილი გარდაქმლი ძმის ყურებისას, წყენაც იგრძნო როდესაც გიორგის თვალებში რამდენიმე წამით გამკრათალი ზიზღის შეგრძნება დაინახა. გაშეშებული სავარძლის სახელურებს ძლიერად უჭერდა თითებს და დაჯერება არ უნდოდა რომ ეს სიტყვები მისგან ესმოდა.
-თუ ამის სათქმელად ჩამოხვედი, შეგიძლია უკანმოუხედავად წახვიდე აქედან და ჩემი ცხოვრებიდან! არავის მივცემ უფლებას ვინმეს საყვარელი დამიძახოს! აღარასდროს გაბედო ჩემთან ასეთი ტონით და სიტყვებით საუბარი! შენ არაფერი იცი ჩემი და ჩემი საყვარელი კაცის გრძნობების, ან ურთიერთობის შესახებ! არ გაქვს უფლება თვეების შემდეგ მოხვიდე ჩემთან და ასეთი ტონით, ასეთი გამომეტყველებით დაჯდე ჩემს წინ!
-შეუცვლიხარ. - ცინიკურად ჩაიცინა დის სიტყვების მოსმენისას, ასეთი სესილია არასდროს ენახა, უფრო ძლიერი ჩანდა იმ გოგოსთან შედარებით რომელიც დატოვა. - გგონია უყვარხარ?
-მე ვიცი რასაც გრძნობს ჩემს მიმართ და სხვა დანარჩენს აზრი არ აქვს. მე მას ყველაზე კარგად ვიცნობ, ყველა მისი ქცევით ვხვდები რას გრძნობს, ან რას განიცდის და საერთოდ არ მჭირდება მისი ნათქვამი მიყვარხარ. შენ არ იცი და ვერც გაიგებ რას ვგრძნობ ახლა, რადგან არ შეგიძლია ადამიანის შეყვარება. მიყვარხარ, მაგრამ არ მოგცემ უფლებას საზღვრები გადაკვეთო და ჩემს ცხოვრებაში ღრმად შემოიჭრა. - უკვე ფეხზე იდგა და ზევიდან დასცქეროდა თვალებ ანთებული მშვიდად მჯდომს და იქაურობიდან გაქცევის სურვილი ჰკლავდა.
-შენ წარმოდგენა არ გაქვს ვინ არის კონსტანტინე პირველი სესილია, თორემ ასე არ ისაუბრებდი. გგონია იცნობ, მაგრამ არაფერი იცი მის შესახებს. ქალები გულუბრყვილო არსებები ხართ, ერთი-ორჯერ გაგიღიმებთ, თბილ სიტყვებს გეტყვით და მაშინვე თავს კარგავთ. ვერ ხვდები რომ გიყენებს, შენი საშუალებით ცდილობს ჩემამდე მოსვლას, შენ კი ფიქრობ რომ შენს მიმართ დიდი გრძნობები ამოძრავებს კაცს რომელსაც გრძნობები საერთოდ არ გააჩნია.
-რას ბოდავ საერთოდ?! - უკვე ყვირილზე გადასულმა ხელები ჰაერში აიქნია, გიორგი კი კმაყოფილი შესცქეროდა წყობიდან გამოსულ ქალს. - რატომ ჩამოხვედი? რა გინდა გიორგი?! არ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყო ბედნიერი?!
-ის შენ გატკენს სესი, თანაც ისე რომ სიცოცხლის სურვილი გაგიქრება. ამიტომ ვარ აქ რომ იქამდე მოგაშორო სანამ ღრმად შეტოპავ.
-არც კი იცი რას ლაპარაკობ. - თვალებ ამღვრეული უკან დგამდა ნაბიჯებს, გიორგი კი მას უახლოვდებოდა.
-კონსტანტინეს მე ვჭირდები და მაგიტომ დაგიახლოვდა სესილია. უნდა შენიდან მოვიდეს ჩემმამდე, დარწმუნებული ვარ ახლაც ვინმე თავისი კაცი გამოგაყოლა.
-შენი არ მჯერა.
-კონსტანტინე მკვლელია, ჩემი ორი მეგობარი ისე მოკლა წარბიც არ შეურხევია. ახლა მე მეძებს და შენ გიყენებს ჩემთან მოსაღწევად.
-შენი არ მჯერა! - ატირებულმა სახეზე აიფარა ხელები, უკვე სუნთქვა უჭირდა, აღარ უნდოდა მისი მოსმენა, გული სწრაფად უცემდა და კონსტანტინეს სიტყვები უტრიალებდა გონებაში, სადაც ეუბნებოდა რომ არავის ნათქვამი არ დაეჯერებინა სანამ მას არ დაელაპარაკებოდა.
-პატარა, დაფიქრდი, რატომ მოგატყუებ და დაგიშლი ბედნიერებას. პირიქით, არ მინდა რომ დაიტანჯო და ამიტომ გეუბნები ამ ყველაფერს. - მისი სახე ხელებში მოიქცია და სველ მწვანე თვალებში ჩახედა.
-სიმართლე რომც იყოს, არ მაინტერესებს! ჩემთვის მთავარი კონსტანტინეს ჩემდამინ არსებული გრძნობებია. შენ არაფერი იცი და ის რასაც მე მის თვალებში ვხედავ, ყალბი ვერ იქნება. მიყვარს და არ ვაპირებ დაშორებას შენი მოყოლილი ზღაპრების გამო. - ხელის ზურგები მაჯებზე აარტყა და მისი თითები მოიშორა, თავი მაღლა ასწია, გამომეტყველება გაუმკაცრდა და საკუთარ თავში დარწმუნებულმა მშვიდად ჩაილაპარაკა.
-სესილია…
-აღარაფერი თქვა, შენი მოსმენა არ მინდა. იმის ნაცვლად რომ უბრალოდ ჩემთან ერთად ყოფნით დამტკბარიყავი და ამდენი ხნის უნახავი მოგესიყვარულებინე, ჯერ ბოზ.ად შემრაცხე, შემდეგ ვიღაც უტვინო ქალად რომესაც იყენებენ. მე იმ ადამიანთან არასდროს ვიქნები ვის თვალებშიც ჩემდამინ არსებულ გრძნობას ვერ დავინახავ. კონსტანტინეს მიტოვებას არ ვაპირებ, მას ჩემს გარდა არავინ ჰყავს და მე მისი მიტოვება არ შემიძლია. მიყვარს თავისი ბნელი მხარით და არ აქვს მნიშვნელობა შენი ნაბი.ჭვარი მეგობრები მოკლა თუ არა. ამის არც მჯერა, და სიმართლე რომ იყოს, არც მაინტერესებს. - კედელზე ზურგით აკრული ანთებული თვალებით შესცქეროდა გაღიზიანებულ ბიჭს რომელსაც ბრაზი უფრო და უფრო ედებოდა.
-მაგის დედს შევ.ცი! ასე ძალიან როგორ შეგაყვარა თავი?! - მუშტი მიარტყა კედელს სესილიას სახის გასწვრივ, მერე კი თავი რომ ვეღარ გააკონტროლა ყბებზე წაავლო თითები ნაკანს. - ფეხებზე მკი.დია გაიგე? შენ მასთან ვერ იქნები და მორჩა! შეიყვარე სხვა, ვისთანაც გინდა იმასთან იყავი, მაგრამ კონსტანტინეს მოშორდი!
-ხელი მომაშორე და ხმას დაუწიე! ვინ ხარ რომ მომადექი აქ და მიწყვიტავ ვისთან ვიყო და ვისთან არა?! რა უფლება გაქვს?
-სესილია!
-აღარაფერი მითხრა, საუბარი დავასრულე, აი ამ შენი გამოხტომის გამო კიდევ დიდიხანი ვეღარ მნახავ! გმადლობთ აზრის გამოხატვისთვის რომლის გაზიარებაც არ მითხოვია, ახლა შეგიძლია და.ახვიო აქედან.
-ძალიან გათამამებულხარ სესი, სიტყვებს დაუკვირდი პატარა და ნუ გამაკეთებინებ ისეთ რამეს რაც ძალიან არ მინდა.
-შენთან საუბარი აღარ მსურს, არც შენი ყურება მინდა… და საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი აქ. - სწრაფად დაავლო საკუთარ ჩანთას ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ახლა თუ მასთან წახვალ, ვეღარასდროს მნახავ სესილია.
-მე მას ვერ მივატოვებ, არჩევნის წინაშე ნუ დამაყენებ.
-კონსტანტინე ჩემი მტერია სესილია, ადრე თუ გვიან სიცოცხლეს გამომასალმებს და გინდა ძმის მკვლელთან იყო?
-გაჩერდი, შეწყვიტე საუბარი, ვერც კი ხვდები როგორ მტკენ ყველა შენი სიტყვით. უბრალოდ წადი, აღარ დაბრუნდე და არც ის გაისვრის ხელებს შენს სისხლში.
-მიზეზიც კი არ გიკითხავს.
-არ მაინტერესებს.
-ასე ძალიან გიყვარს? როგორ? - თავზე მოიკიდა ხელები, თან თვალები დახუჭა, აღარ იცოდა რა მოეხერხებინა სიყვარულით დაბრმავებული დისთვის.
-იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე წარმოგიდგენია. - ოდნავ გაუღიმა, მერე კი სახლი დატოვა. უამრავი ფიქრებით სავსე სიმძიმეს გრძნობდა, სხვადასხვა კითხვები უტრიალებდა გონებაში და უკვე თავის ტკივილიც აწვებოდა. სახლში დაბრუნება არ სურდა, მაგრამ სად წასულიყო ისიც არ იცოდა. დიდხანს დადიოდა ქუჩებში უგზო-უკვლოდ, ბოლოს მაინც იმ ადგილისკენ დაიწყო სვლა სადაც ყოველთვის სიმშვიდეს პოულობდა. უცნაური დღე იყო, ცაც ნაცრიფერი ღრუბლებით გადაჭედილიყო და ნელ-ნელა კიდევ უფრო მუქდებოდა. მალე იწვიმებდა, მაგრამ ნაკანი მაინც მიიწევდა ჩქარი ნაბიჯებით სასაფლაოსკენ. მამის საფლავთან მისული წამით ერთ ადგილზე შესდგა, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, იქვე დალაგებული სანთლებიდან ერთი აანთო და კაცის ნაკვთებს თითები ნელა ჩამოატარა. - ნეტა ცოცხალი იყო მა. - მის მსგავს თვალებს გაუსწორა მზერა, ნაცრისფერი იყო ნახატი, მაგრამ სესილიას წარმოსახვაში მწვანე, ბრწყინავი თვალები ჩანდა. მაშინვე გაიკვალეს გზები ცრემლებმა ლოყებზე, მის შესაჩერებლად არც არაფერი უქნია ქალს, შუბლი ცივ ქვას მიადო და ფიქრებით წარსულში გადაეშვა. - ნეტავ ჩემთან იყო. - ჩუმად ჩაილაპარაკა, ნიავმა მაშინვე დაუბერა და სიცივისგან კანიც დაეხორკლა. ოდნავ გაიღიმა, იქვე ჩამოჯდა და დანთებულ სანთელს მიაჩერდა. მალე ტელეფონის ხმამ შეაწუხა, არც დაუხედავს ისე გაუთიშა ხმა და პატარა ცეცხლის ალის ყურება განაგრძო. გაწვიმდა, წვრილი წვეთებით დაიწყო მიწის დანამვა, ცეცხლი კი მაინც ებრძოდა ბუნების ორ სტიქიას. ბოლოს წვიმამაც იმატა და სანთელიც ჩაქრა. რამდენიმე წამით სუნთქვაც კი შეეკრა სესილიას, ბოლოს გაიღიმა და თავი ჩახარა. თავზე აწვიმდა, მაგრამ სიცივეს ვერ გრძნობდა, სრულიად მოწყვეტილი იყო იქაურობას და შეგრძნებაც დაჰკარგოდა. არ იცოდა უნდა დალაპარაკებოდა კონსტანტინეს თუ არა იმ ყველაფერზე რაც ძმისგან მოისმინა. არ უნდოდა ის ყველაფერი სიმართლე ყოფილიყო. გათიშული მხოლოდ მხრებში ჩავლებულმა ხელებმა მოიყვანა გონს, შემდეგ მისი ხმაც შემოესმა და მალე დედამიწას დაუბრუნდა. თავ აწეულმა საყვარელ ნაცრისფერ თვალებს გაუსწორა თვალი. დაინახა კიდეც შიგნით არსებული ღელვა, შიში და სითბო, რომელიც მისგან იყო გამოწვეული.
-ამის დედაც. აქ რა გინდა ამ დროს სესილია? იცი რამდენი ხანია გეძებ? - ხმაზე ნერვიულობა ეტყობოდა, საკუთარ მოსაცმელს ხვევდა აკანკალებულ მხრებზე, თან სახეზე ეფერებოდა.
-კოსტა…
-ადექი. - წელზე მოხვია ხელი, რომ მიხვდა სიარულს ვერ შეძლებდა სწრაფად ააფრიალა ხელში და ჩქარი ნაბიჯებით მოშორდა იქაურობას. - რამდენჯერ დაგირეკე?! რატომ არ პასუხობდი ტელეფონს, ლამის მთლიანი ქალაქი გადავატრიალე, რა აღარ ვიფიქრე… ჯანდაბა, როდის შეწყვეტ ბავშვივით მოქცევას და ჩემს გაბრაზებას?!
-რატომ მეძებდი? - ჩუმად ჩაიბურტყუნა, კონსტანტინემ კი წარბშეკრულმა ზევიდან დახედა თავდახრილს.
-შენმა დაქალმა მომწერა სამი საათის წინ რომ მისგან წახვედი და ლილიანის ზარებსაც არ პასუხობდი. აინტერესებდა სახლში იყავი თუ არა.
-მარტო ყოფნაც არ შეიძლება?
-შეიძლება, უბრალოდ შეგიძლია მითხრა სად იქნები რომ არ ვინერვიულო. - საფეთქელზე აკოცა, შემდეგ მანქანაში ჩასვა. - სულ კანკალებ სესილია! მითხარი რა გიყო ამ საქციელისთვის. - წარბშეკრულმა შეუკრა ღვედი, შემდეგ თავის აგილას მოთავსდა და მანქანაც დაძრა, თან ტელეფონი მოიმარჯვა, ქეთისთან გადარეკა და ჯაკუზის ცხელი წყლით გავსება დაავალა. სწრაფად კვეთდა ქუჩებს, თან თავისი მხურვალე ხელით სესილიას გაყინულ თითებს უთბობდა. სახლში მისვლისთანავე შეიყვანა აბაზანაში, სველი ტანსაცმელი მოაშორა აკანკალებულს და ცხელ წყალში ჩასვა. - აღარასდროს გააკეთო ასეთი სისულელე, თორემ ძალიან გავბრაზდები, გაბრაზებულზე ძალიან უხეში და საშიში ვარ. შენ მე გყავარ, ამიტომ სანამ რამეს გააკეთებ დაფიქრდი ხოლმე, გამაბრაზებს შენი საქციელი თუ არა.
-გავითიშე უბრალოდ. - დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა, მაგრამ კონსტანტინეზე დიდად არ უმოქმედია მის ტონს.
-მეც ეგ ვიფიქრე რომ სადმე გათიშული ეგდე ძირს… ჯანდაბა ასე არასდროს მინერვიულია და იცოდე მეორედ აღარ გაიმეორო მსგავსი სისულელე. თუ საუბარი არ გინდა მომწერე მაინც რომ ვიცოდე კარგად ხარ. - გაბრაზებული, მკაცრი ტონით საუბრობდა, თან საცვლის ამარა იქვე მდგომი სესილიას სხეულზე თითებს დაატარებდა, გაყინულ თავს თბილი წყლით უთბობდა და ხედავდა ეს ყველაფერი როგორ სიამოვნებდა ნაკანს.
-კარგი ჰო.
-რა მოხდა ისეთი რაზეც ფიქრებმა გაგთიშა, ლილიანსაც ანერვიულებული ხმა ჰქონდა, იჩხუბეთ?
-არა.
-გათბი?
-ვერა.
-მოდი. - ნელა წამოაყენა, პირსახოცი შემოახვია და საძიებელში შესულმა საწოლზე დასვა. თბილი სპორტულები გამოუტანა, შემდეგ თმა გაუშრო, ქუდიც დააფარა, სწრაფად ჩააცვა, სქელი წინდებიც ამოაცვა და საწოლში მწოლს სქელი გადასაფარებელი გადააფარა. - მოვალ ახლავე. - საძინებლიდან გასული მალე დაბრუნდა საჭმლით, ჩაით და სიცხის საზომით. თვითონ მოუთავსა სიცხის საზომი იღლიის ქვეშ, შემდეგ წვნიანი დაუდო მუხლებზე და დაბნეულ სესილიას კოვზი პირთან მიუტანა.
-მოიცადე.
-მალე, დამექცევა. - უცებ აჭამა, მეორე კოვზიც მიაყოლა, შემდეგ მესამეც. ისეთი მზერით შესცქეროდა წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდა სესილია. აწრიპინებული სიცხის საზომით თვითონ ამოიღო და პირველმაც სწრაფად ააცალა ხელებიდან. - კარგად მოგცხებდი ახლა რომ არ იჯდე. - ციფრების ნახვის შემდეგ თქვა და სიცხის საზომი იქვე ტუმბოზე დადო.
-კოსტა…
-ხმა არ ამოიღო. სანამ ამას არ დაამთავრებ, წამალს არ დალევ და სიცხე არ გაგივლის არაფერზე საუბარი არ მინდა.
-არ მინდა…
-გაბრაზებული ვარ და არ მაინტერესებს რა გინდა, გააკეთებ იმას რასაც გეტყვი და დანაშაულს ასე გამოისყიდი ნახევრად… გაჭამო თუ შეჭამ? - არ უყურებდა ისე საუბრობდა, თან სესილიას საჭმლით უკავებდა პირის ღრუს.
-არ შევჭამ… აღარ მინდა… კონსტანტინე გეყოფა! - ბოლოს რომ ვეღარაფერი მოიფიქრა მთლიანი ტანით შებრუნდა გვერდზე. თავბრუს ხვევას გრძნობდა, შინაგანად კანკალებდა და თვალებიც ეწვოდა. - გეყოფა გთხოვ, არ მინდა არაფერი, უბრალოდ ჩამეხუტე და კარგად გავხდები. - ამღვრეული, ჩაწითლებული თვალები შეანათა პირველს და რამდენიმე წამის შემდეგ ისიც დანებდა. წამალი მაინც დაალევინა, რადგან მისი ტემპერატურა ოცდათვრამეტს სცდებოდა. შემდეგ გვერდზე მიუწვა, აკანკალებული ცხელ სხეულზე მიიხუტა და სახე მის თავთან დადო. აღარც ახსოვდა ასე ბოლოს როდის ინერვიულა, ყველა შესაძლო ფაქტი წარმოიდგინა რაც კი შეიძლებოდა შემთხვეოდა. პირველად შეეშინდა ასე ვინმეს დაკარგვის მარიტას შემდეგ, იმაზე ძვირფასი გახდა მისთვის ვიდრე წარმოიდგენდა და მას რომ რამე მოსვლოდა თავსაც დაკარგავდა. - კოსტა…
-არაფერი თქვა.
-მაპატიე… არ მიფიქრია ასე თუ ინერვიულებდი.
-სამი საათი გეძებდი სესილია, შენი აზრით რას ვიფიქრებდი მაშინ როცა არავის ზარებს არ პასუხობდი და არც სადმე ჩანდი.
-რას ვიფიქრებდი ლილიანი თუ დაგირეკავდა…
-დაიძინე.
-არსად წახვიდე რა. - მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია, თავი ასწია და თვალ დახუჭულმა ტუჩებზე აკოცა.
-აქ ვიქნები რომ გაიღვიძებ. - შუბლზე მიაწება ტუჩები, თვითონაც დახუჭა თვალები და მთელი ღამის უძილო რამდენიმე წუთში გაითიშა.
ათი საათი ხდებოდა ტელეფონის ზარმა რომ დაუფრთხო ძილი ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს. პირველი ყველანაირად ეცადა სესილიას გამოფხიზლებამდე ეპასუხა ტელეფონისთვის, მაგრამ ვერ მოასწრო ძილბურანში მყოფმა, ბოლოს ყურზე მიიდო ტელეფონი, ტუჩები კი საფეთქელზე მიაკრო ნაკანს სიცხის შესამოწმებლად.
-სამჯერ დაგირეკე უკვე, ხომ კარგად ხარ?
-მეძინა, რა ხდება?
-მარტო? - ხმადაბლა, მშვიდი ხმით ჰკითხა, მაგრამ პირველი მაშინვე მიხვდა ბავშვობის მეგობრის რეალურ ტონს.
-ბოლოს მარტო როდის მეძინა აღარ მახსოვს. ჩემი ქალი ვიღაცამ გამიბრაზა და რომ ვიპოვნე სულ გაწუწული იყო, ახლა სიცხე აქვს და მარტო ვერ ვტოვებ.
-მომიკითხე და უთხარი ბევრი ჩაი დალიოს.
-რომ გამოფხიზლდება ვეტყვი… დაგირეკავ ცოტახანში. - ტელეფონის გათიშვისთანავე იქვე ტუმბოზე დადო, თითები ქუდის ქვეშ, თმაში შეუცურა სესილიას და შუბლზე ხანგრძლივად მიაწება ტუჩები. - აღარ გაკანკალებს, მაგრამ მაინც ცხელი ხარ.
-შენ მათბობ და მაგიტომ.
-გამიშვი. - რამდენჯერმე აკოცა, მერე საწოლიდან წამომდგარი აბაზანისკენ დაიძრა. უკან დაბრუნებულმა სიცხის საზომით ხელში მწოლ სესილიას შეხედა, რომელსაც ხელი შუბლზე მიედო და თერმომეტრს შესცქეროდა.
-ოცდაჩვიდმეტი და ოთხი. - თავზე წამომდგარს ახედა შეწუხებულმა, ხელებით საწოლზე დაყრდნობილი პირველი მისკენ დაიხარა, შუბლზე ნაზად აკოცა, საფეთქელს ჩამოუყვა, ლოყაზე მიაკრო ტუჩები, ბოლოს მის ბაგეებთან მიღწეულმა გამაბრუებელი კოცნა დაუტოვა და ისევ გასწორდა.
-ჩაის მოგიტან, დალიე, ისევ დაიძინე და რომ გაიღვიძებ სიცხე აღარ გექნება.
-შენ?
-რა მე?
-შენ სად იქნები.
-აქ ვიქნები სესილია, სად წავალ ამ დროს.
-მართლა? - თვალებ ამღვრეული უყურებდა, თავს ვერ იკავებდა კონსტანტინეს ცივ ტონზე. მის ჩახლეჩილ ხმაზე მაშინვე მიხვდა ტირილს აპირებდა ქალი, მაგრამ არ შეტრიალებულა, გასასვლელისკენ დაიძრა ისე რომ პასუხიც არ გაუცია სესილიასთვის. გაბრაზებული იყო, ხვდებოდა რაღაც კარგად ვერ მიდიოდა, სესილია თითქოს ძველებურად იქცეოდა, მაგრამ გრძნობდა როგორ განსხვავებულად უჩქარდებოდა გული მისი სიახლოვისას. უკვე ფიქრობდა რომ დილით ის ადამიანი ნახა ვისაც ამდენ ხანს ეძებდა. იმ დრომდე სჯეროდა რომ სესილიას კონტაქტი არ ჰქონდა თავის ძმასთან რადგან არასდროს შესწრებია რაიმე დასაეჭვებელ შემთხვევას. არც სესილია ახსენებდა ხშირად რადგან თავიდანვე ნათქვამი ჰქონდა ყველაფერი გიორგიზე, მაგრამ ახლა ეჭვები ღრღნიდა, ხასიათიც შესცვლოდა და მისი მდგომარეობაც უარესად ხდიდა. სამზარეულოში შესულმა წყლის მადუღარა ჩართო, ფინჯანში ჩაის პაკეტი მოათავსა და მარმარილოს ზედაპირს ხელის გულებით დაეყრდნო თვალდახუჭული. უფრო და უფრო მეტი პრობლემა ემატებოდა, ეს ყველაფერი მეტ საფიქრალს უჩენდა და თავის ტკივილსაც ვერაფრით იყუჩებდა. წყალი როგორც კი ადუღდა მაშინვე დაასხა ჭიქაში, შაქარიც ჩაყარა და საძინებელში დაბრუნდა.
-ეს დალიე.
-კოსტა… - ჭიქას შემოხვია თითები თავ დახრილმა, ზედმეტად ცხელი შუშის გამო მალევე მოაშორა, მაგრამ სითბო ძალიან სიამოვნებდა.
-რამის თქმა გინდა? - იქვე ჩამოჯდა, თავიდან ქუდი მოაშორა და დახვეული თმები მხრებზე შეუსწორა. - გიხდება. - ყურს უკან გადაუწია თმა, ლოყაზე ცერით მიეფერა და სესილიამაც ჩაწითლებული თვალები შეანათა. თმაში შეუცურა თითები ნაკანმა, პირველს კი მთელ სხეულზე ეკალმა დააყარა, სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში და რამდენიმე წამით გაბრუვდა.
-დღეს ლილიანის ნომრიდან ჩემმა ძმამ დამირეკა და ვნახე. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ჩაილაპარაკა, კონსტანტინეს კი სუნთქვა შეეკრა, გულში უცნაური ჩხვლეტა იგრძნო, შემდეგ ზიზღის შეგრძნება დაეუფლა, სესილიას შეხებაც ვეღარ აიტანა, თავი გვერდზე გასწია, მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილმა სახე ხელებში ჩარგო და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-რატომ არ მითხარი? - ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, არაფერი ეტყობოდა მაგრამ შიგნიდან იწვოდა.
-გიოს გაფრთხილებული ვყავდი არასდროს არავისთვის მეთქვა რომ რაიმე ურთიერთობა მქონდა მასთან. ისედაც არ გამოვირჩეოდით დიდი და-ძმობით, მაგრამ ჩემთან კონტაქტი საერთოდ შეწყვიტა და სახლის ტელეფონზე მირეკავდა თვეში ან ორ თვეში ერთხელ, ერთი წუთით მესაუბრებოდა და თიშავდა.
-ახლა რატომ მეუბნები ამას.
-იმიტომ რომ არ მინდა რამე დაგიმალო, ამას რომ არ გეუბნებოდი ცუდად ვგრძნობდი თავს და…
-რა გითხრა? - საუბარი შეაწყვეტინა სესილას, ოდნავ შეატრიალა თავი მისკენ და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა.
-რომ შენ მისი მტერი ხარ, დიდი ხანია ეძებ და ჩემთან იმის გამო ხარ რომ გიომდე მიაღწიო. მითხრა რომ მისი ორი მეგობარი მოკალი და მის მოკვლასაც აპირებ.
-თუ ეს ყველაფერი იცი, ისევ აქ რატომ ხარ.
-იმიტომ რომ მთხოვე რაც არ უნდა გამეგო შენზე, ჯერ შენთან გამერკვია. გარდა ამისა მე დაგპირდი რომ არ მიგატოვებდი. მიყვარხარ და შენს მარტო დატოვებას არ ვაპირებ იქამდე სანამ არ მაიძულებ წავიდე. მე არ მჯერა რომ ჩემთან რაიმე მიზეზით ხარ. ყოველ დღე გიყურებ და ვხედავ შენში არსებულ გრძნობებს რომლებიც შენთან კიდევ უფრო ახლოს მოსვლას მაიძულებს. მე ვერ დავიჯერებ რომ ჩემთან თამაშობდი, რადგან შეუძლებელია ეს ყველაფერი უბრალო თამაშის ნაწილი იყოს. ახლავე წავალ თუ მეტყვი რომ მხოლოდ გიორგისთან მისაღწევად იყავი ჩემთან, მხოლოდ სურვილებს იკმაყოფილებდი და სხვა არაფერია ჩვენს შორის.
-ჩემთან ყოფნამ ჭკუა მოგმატა. - მოსმენილით ნასიამოვნებმა ნიკაპზე მოკიდა თითები და ტუჩებზე ნაზად ეამბორა. - ჯანდაბა, ვერც გეჩხუბები ისე საუბრობ.
-ჰო, ალბათ თავიდანვე რომ გამეგო უთქმელად მიგატოვებდი. - ჩაიცინა, თან ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია მომღიმარმა.
-როგორც მაშინ გაიქეცი როცა მეგიზე გაიგე.
-ეგ სხვა რამეა. შენ მასთან ურთიერთობა გქონდა ჩემი გაცნობის შემდეგ და საერთოდ ახლა რომ ვიხსენებ გულის რევის შეგრძნებას მიჩენს შენი ქცევა.
-გეყოფა, ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დავამთავრეთ, აღარც მახსოვს და არც ახლა ვაპირებ რამის გახსენებას.
-მე სულ მახსენდება როცა ერთად გიწევთ ყოფნა, მასაც სულ ახსოვს და ყოველთვის ტკივილს განიცდის როცა ჩემთან გხედავს.
-არ მაინტერესებს სესილია.
-რატომ? ის ხომ შენი მეგობარია, რატომ ექცევი როგორც ძველ საყვარელს.
-რა გინდა რომ გითხრა? რატომ იწყებ ამაზე საუბარს ახლა?
-მაშინ, ნინი რომ მოიყვანე შენს ყელზე ქალის ტუჩსაცხი დავინახე. ვიცი მისია, ასე ახლოს შენთან სხვა ვერ მოვიდოდა და არ მსიამოვნებს კოსტა, ვერ ვიტან სხვა რომ გეხება, თუნდაც მეგი, ვიცი სულ სხვა ფიქრები აწუხებს შენთან ახლოს ყოფნისას. რატომ უნდა გაკოცოს ყელზე როცა იცის რომ ყველაფერი დამთავრდა და სახლში მოსვლისას მაგ ტუჩსაცხის კვალს ვნახავ.
-არც შემიმჩნევია. - დაიბნა, მაგრამ როგორც ყოველთვის არც ახლა დასტყობია რამე, სესილია კი მაინც მიუხვდა.
-რა მნიშვნელობა აქვს, ნუ გკოცნის, ნუ გეხება იმ ადგილებში სადაც მხოლოდ მე მაქვს შეხების უფლება. მაგ დროს მზიზღდები შენი ვითომ მეგობრიანად და შენთან ყოფნის სურვილი მეკარგება.
-სესილია. - წარბებ აწეულმა შეხედა ქალს რომელსაც თვალები ამღვრეოდა, მაგრამ მკაცრი გამომეტყველებით შესცქეროდა. სულ სხვა რამეზე საუბრობდნენ, თითქოს ამ დიალოგებით ცდილობდნენ მთავარი თემისთვის გვერდის ავლას. უყურებდა საყვარელ ქალს, მის ეგოისტობაზე და მესაკუთრეობაზე გულში იცინოდა, სიამოვნებდა კიდეც, თან მისი ამ მდგომარეობაში ყურებისას სიცილს ვერ იკავებდა. ბოლოს სერიოზული გამომეტყველება სულ შეეცვალა, ყველა კბილი გამოაჩინა და ხმით გაიცინა, სესილია კი გაოცებული უყურებდა მოხარხარე პირველს, ასეთი არასდროს ენახა, ხშირად უღიმოდა, მისი ჩაცინებაც უნახავს ბევრჯერ, ანდაც რამდენიმე წამიანი გაცინება, მაგრამ ასეთი არასდროს ენახა. მიშტერებული შესცქეროდა და ძალიან მოსწონდა, უფრო მეტ სიყვარულს გრძნობდა ამ კაცის მიმართ, მისი ყურებისას გული უფრიალებდა, მუცელში ათასობით მფრინავი არსება მოძრაობდა და გულიც განსხვავებული სისწრაფით უფეთქავდა. - შენ მე გამაგიჟებ. - ჭიქა ხელიდან ააცალა, სწრაფად ჩაისვა კალთაში და მთლიანი სახე დაუკოცნა.
-რა გაცინებს კონსტანტინე? - წარბ შეკრული უყურებდა, ღიმილის შეკავებას ცდილობდა და გაბრაზებულ გამომეტყველებას ძლივს ინარჩუნებდა. - მე დამცინი ხო?
-რას წარმოვიდგენდი ქალი ასე თუ მიმისაკუთრებდა და მეც არაფერს ვიტყოდი.
-აღიარე რომ გსიამოვნებს.
-ძალიან. - ტუჩზე უკბინა, მერე ვნებიანად აკოცა, თან თბილ თითებს სესილიას ზურგზე დაატარებდა. - შენ იმაზე მეტი ხარ ჩემში ვიდრე წარმოგიდგენია, სესილია. შენ ხარ ერთადერთი სინათლე რომელიც ჩემს ნაცრისფერ ცხოვრებას ანათებს, არასდროს ჩაქრე, თორემ სრულ სიბნელეში აღმოვჩნდები, აი მაშინ კი იმაზე საშიში და ბნელი გავხდები ვიდრე ახლა ვარ. - ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა, მისი სურნელით გაივსო ფილტვები, ტუჩები იქვე მიაწება ხანგრძლივად, შემდეგ კი კვლავ სესილიას ტუჩებს დაეპატრონა.
-მართლა მოკალი ისინი?
-მე არავინ მომიკლავს, მაგრამ შენი დამპალი ძმა სიცოცხლის ღირსი არ არის. მეზიზღება ის ფაქტი რომ შენი ძმაა, მეზიზღება ის რომ მისი სიკვდილი გულს გატკენს. არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო, არ მინდოდა გცოდნოდა ჩემი მისდამინ დამოკიდებულება, რადგან ვიცი დამტოვებ და ყველაზე მეტად ამის მეშინია სესა.
-მე არ…
-ნეტა არ გამოჩენილიყავი, ნეტა უფრო გვიან მეპოვნე. - ცრემლებს უმშრალებდა, სახეს უკოცნიდა და გრძნობდა გული როგორ ეკუმშებოდა მისი ამ მდგომარეობაში ყურებისას.
-არ დაეცე მის დონემდე გთხოვ კოსტა. არ ვიცი რა გაგიკეთა, მაგრამ მას არ დაემსგავსო გთხოვ.
-ამაზე საუბარს შენთან აღარ ვაპირებ და შეწყვიტე ტირილი. - გაციებული ხმით ჩაილაპარაკა, სესილიამ კი სახე მის ყელში ჩარგო, თვალები დახუჭა და მისი სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა ატირებულმა.
-მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ კონსტანტინე. - ხელები მთელი ძალით შემოხვია, პირველს კი მაშინვე გაულღვა გული. - სულ მეყვარები რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს და სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის მეყვარები. - გულიდან წამოსული სიტყვებით გაუთბო სხეული, ფიქრები სულ გაუფანტა და ეიფორიაში მყოფს ნაზად აკოცა ყელზე, იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა კაცს, კანიც დაეხორკლა და თითები დახორკლილ ყელზე ჩამოატარა, შემდეგ მისი სახე მოიქცია ხელებში, ორივე ლოყა დაუკოცნა და ბოლოს ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები მის ბაგეებს. არაფერი უთქვამს პირველს, საწოლზე მასთან ერთად დაწვა და სხეულზე მიკრულს თმებზე იქამდე ეფერა სანამ არ ჩაეძინა. მხოლოდ მასთან ყოფნის დროს გრძნობდა ბედნიერებას, როგორც კი მისგან შორს აღმოჩნდებოდა მაშინვე მუქ ფერებში იძირებოდა.



№1  offline წევრი დარინა

ინტრიგნობას აქვს ადგილიი სულ ვფიქრობ ვფიქრობ რა უნდა მოხდეს რომ ესენი დაშორდნენმეთქი რაღაცა მომაფიქრდება და მერე ახალი თავით ამ ჩემს ნაფიქრალს მიფიშავ :დდდდდ სესილია რომ ძალიან მომწონს გითხარიი ყველაზე განსხვავებულად კარგი ქალი პერსონაჟი გყავს ყველაფრის მიუხედავად ისე უყვარს კოსტა მისი სიტყვების ყველაზე მეტად სჯერა და ეჭვიც კი არ ეპარებააა რომ კოსტა არადოდეს გამოიყენებს მისი ძმის ეინააღმდეგ რადგან იმდენად კარგად გაიცნო ამ თვეების მანძილზეე მისი უსიტყვოდაც ესმის, კოსტა რომ გააფერადაა სესამ თავისი არსებობით ფაქტიააა, მის ირგვლივ იმდენი ფერებია უკვეე თანდათან ხვდება თუ რამდენს ნიშნავს სესაა, ერთი სული მაქვს როდის მივალთ ისტორიის დასაწყისამდეე რადგან სესას გარეშე დარჩენილი კოსტა მაინტერესებს როგორი იქნებაა და სესაც რის გამოო უმალავს შვილს, ყოველი მომდევნო თავი სულ უფრო ტკბილიაა და არ მყოფნის ჩემი ანდროს რომ მიტეხავ მაგ დროს ვიწყენ :დდდდ

 


№2  offline მოდერი painter1

დარინა
ინტრიგნობას აქვს ადგილიი სულ ვფიქრობ ვფიქრობ რა უნდა მოხდეს რომ ესენი დაშორდნენმეთქი რაღაცა მომაფიქრდება და მერე ახალი თავით ამ ჩემს ნაფიქრალს მიფიშავ :დდდდდ სესილია რომ ძალიან მომწონს გითხარიი ყველაზე განსხვავებულად კარგი ქალი პერსონაჟი გყავს ყველაფრის მიუხედავად ისე უყვარს კოსტა მისი სიტყვების ყველაზე მეტად სჯერა და ეჭვიც კი არ ეპარებააა რომ კოსტა არადოდეს გამოიყენებს მისი ძმის ეინააღმდეგ რადგან იმდენად კარგად გაიცნო ამ თვეების მანძილზეე მისი უსიტყვოდაც ესმის, კოსტა რომ გააფერადაა სესამ თავისი არსებობით ფაქტიააა, მის ირგვლივ იმდენი ფერებია უკვეე თანდათან ხვდება თუ რამდენს ნიშნავს სესაა, ერთი სული მაქვს როდის მივალთ ისტორიის დასაწყისამდეე რადგან სესას გარეშე დარჩენილი კოსტა მაინტერესებს როგორი იქნებაა და სესაც რის გამოო უმალავს შვილს, ყოველი მომდევნო თავი სულ უფრო ტკბილიაა და არ მყოფნის ჩემი ანდროს რომ მიტეხავ მაგ დროს ვიწყენ :დდდდ

:დდდდ არადა ინტრიგა არც მიფიქრია უბრალოდ მივყვები ისტორიას :დდ ნუ ურთიერთობებში ნდობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ასე რომ...
მგონი შემდეგ თავში გაიგებ ყველაფერს, გადავხედო ერთი :დ ჰო შემდეგ თავში შემც დაისვენებ და მეც :დ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ank

ვაიმეე ვაიმეე ეს რა თავი იყოო❤️❤️❤️ ვგიჟდები მე ამათზე. კონსტანტინე როგორი ღრმაა რამდენ ტკივილს, სიყვარულს და ეკოციას იტევს მისი უემოცია სახის უკან.
ამ თავის მერე, გზაში კონსტანტინეს საუვრის მერე ისეთი რა უნდა მოხდეს რო სესილი ადგეს სხვა ქვეყანაში გაიქცეს და ბავშვის შესახებაც არაფრრი უთხრას, მართლა გავგიჟდებიიიი.! როგორ მაინტერესებს აი მართლა ვკვდები ინტერრსით.
მომეწონა სესილის საქციელი სცენები როარ დაუდგა კონსტანტინეს მისი ძმის სიტყვების მერე და დარწმუნებული ვარ როცა ნამდვილ მიზეზს გაიგებს მერეც კონსტანტინეს გვერდით იქნება თუ მისი ძმის საქციელის გამო თავის დადანაშაულებას არ დაიწყებს, რავიცი არ ვიცი უკვე არაფერი,
აუუ სასწაული გოგო ხარ და გელოდები ახალი თავით. ❤️❤️

 


№4  offline მოდერი painter1

ank
ვაიმეე ვაიმეე ეს რა თავი იყოო❤️❤️❤️ ვგიჟდები მე ამათზე. კონსტანტინე როგორი ღრმაა რამდენ ტკივილს, სიყვარულს და ეკოციას იტევს მისი უემოცია სახის უკან.
ამ თავის მერე, გზაში კონსტანტინეს საუვრის მერე ისეთი რა უნდა მოხდეს რო სესილი ადგეს სხვა ქვეყანაში გაიქცეს და ბავშვის შესახებაც არაფრრი უთხრას, მართლა გავგიჟდებიიიი.! როგორ მაინტერესებს აი მართლა ვკვდები ინტერრსით.
მომეწონა სესილის საქციელი სცენები როარ დაუდგა კონსტანტინეს მისი ძმის სიტყვების მერე და დარწმუნებული ვარ როცა ნამდვილ მიზეზს გაიგებს მერეც კონსტანტინეს გვერდით იქნება თუ მისი ძმის საქციელის გამო თავის დადანაშაულებას არ დაიწყებს, რავიცი არ ვიცი უკვე არაფერი,
აუუ სასწაული გოგო ხარ და გელოდები ახალი თავით. ❤️❤️

ისტერიკებოს დგმას რა საჭიროა როცა შეგიძლია საუბრით გაარკვიო )) ჰოო ასეთია ჩვენი კოსტა, ბავშვობიდან ასეთი იყო და ყველაფრის მიუხედავას მე მაინც მომწონს ^_^ წასვლის მიზეზს კი შემდეგ თავში გაიგებ❤️❤️❤️

 


№5  offline მოდერი abezara98

ახლა მგონი ის უფრო მაინტერესებს, რამ აიძულა კოსტას დედას ქმარ-შვილის მიტოვება. არ მესმის, შვილი როგორ უნდა გაიმეტო, რაც არ ინდა საძულველი ადამიანისგან გყავდეზ, მიატოვო და მერე სულ ახვა ადამიანისგან გააჩინო სამი ისე, რომ დატოვებულზე გული არ შეგტკიოდეს. მართალიცაა კოსტა, როცა მისი ნახვა არ უნდა. არაა ღირსი არლ კოსტას და მითუმეტეს არც დავითის სიყვარულის! მეცოდება, საწყალი კაცი. ჯერ ცოლმა მიატოვა, მერე მის ქალიშვილს მსგავსი რამ დაემართა. მიკვირს, საერთოდ როგორ არ გადავიდა ჭკუიდან.
რა ვქნა, რომ კოსტას საქციელები არ მომწონს? არ შეიძლება, გაუგოს სესასაც თუ რატომ აკეთებს ასე, მასაც სჭირდება სივრცე და მარტო ყოფნა. თავად რომ აიგნორებდა და არ იმჩნევდა, კარგი იყო? (ამას არასდროს დავუვიწყებ :D ), ახლა თავადაც აიტანოს იგივე. ხმაც არ ამოეღება. სესაც ნერვიულობდა. ახლა ანერვიულდა თურმე ბიჭი. შემომელახება ერთ დღესაც :D
არც გიორგისი მესმის. თუ უყვარს თავისი და, მსგავს სიტყვებს რანაირად ეუბნება? მამამისის ჩამორჩენილი მენტალიტეტი ამასაც გადმოყვა, სადაც ქალი ნივთია და სანამ "პატრონს არ ჩააბარებს" მისი საზრუნავია? (ყურადღებას ნუ მომაქცევ, დღეს ცუდ ხასიათზე ვარ, საყვარელი ჯერ მოღალატე აღმოჩნდა და მერე მოკვდა :D და ვინმეზე ხომ უნდა ვიყარო ჯავრი?). ყველაფერს კოსტას რომ აბრალებს, ძმაკაცები მომიკლაო, თავის დანაშაულს რატომ არ ახსენებს?
ახლა მხოლოდ სესილიას ვგულშემატკივრობ. მიდი, ჩემო გოგოვ, არავის დააჩაგრინო თავი! ვინ არიან ეს კაცები, we rule the world! :D ^_^
მართლა უზარმაზარი თავი იყო და ემოციებით დატვირთული. ახლა დავითისთვის უფრო მინდა ერთი კაი შუახნის ქალი :D შენ კი, საყვარელო, ისევ გელი ❤❤❤❤

 


№6  offline წევრი ნანა73

როგორ მახარებ საღამოს აქ რომ მხვდები შენ შენი სიახლით blush
ვკითხულობ და ველოდები...
ჯერ მეტს ვერ გეტყვი საყვარელო.
ეს ის მომენტია, შენ ყველასახლეზე მეტად რომ მიხარიხარ!!! heart_eyes

❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი tatuli)

ზღვა ემოცია იყო! ვკითხულობდი და ისე ვკანკალებდი რო დავასრულე მერე მივხვდი ყველა კუნთი დაჭიმული მქონდა... საოცრება იყო! ❤️ არ მყოფნის ეს ისტორია და ზუსტად ვიცი სანამ ახალ ისტორიას დადებ ბევრჯერ წავიკითხავ კიდევ მონატრებას რომ ვიგრძნობ შენი ისტორიის!❤️

 


№8  offline მოდერი painter1

abezara98
ახლა მგონი ის უფრო მაინტერესებს, რამ აიძულა კოსტას დედას ქმარ-შვილის მიტოვება. არ მესმის, შვილი როგორ უნდა გაიმეტო, რაც არ ინდა საძულველი ადამიანისგან გყავდეზ, მიატოვო და მერე სულ ახვა ადამიანისგან გააჩინო სამი ისე, რომ დატოვებულზე გული არ შეგტკიოდეს. მართალიცაა კოსტა, როცა მისი ნახვა არ უნდა. არაა ღირსი არლ კოსტას და მითუმეტეს არც დავითის სიყვარულის! მეცოდება, საწყალი კაცი. ჯერ ცოლმა მიატოვა, მერე მის ქალიშვილს მსგავსი რამ დაემართა. მიკვირს, საერთოდ როგორ არ გადავიდა ჭკუიდან.
რა ვქნა, რომ კოსტას საქციელები არ მომწონს? არ შეიძლება, გაუგოს სესასაც თუ რატომ აკეთებს ასე, მასაც სჭირდება სივრცე და მარტო ყოფნა. თავად რომ აიგნორებდა და არ იმჩნევდა, კარგი იყო? (ამას არასდროს დავუვიწყებ :D ), ახლა თავადაც აიტანოს იგივე. ხმაც არ ამოეღება. სესაც ნერვიულობდა. ახლა ანერვიულდა თურმე ბიჭი. შემომელახება ერთ დღესაც :D
არც გიორგისი მესმის. თუ უყვარს თავისი და, მსგავს სიტყვებს რანაირად ეუბნება? მამამისის ჩამორჩენილი მენტალიტეტი ამასაც გადმოყვა, სადაც ქალი ნივთია და სანამ "პატრონს არ ჩააბარებს" მისი საზრუნავია? (ყურადღებას ნუ მომაქცევ, დღეს ცუდ ხასიათზე ვარ, საყვარელი ჯერ მოღალატე აღმოჩნდა და მერე მოკვდა :D და ვინმეზე ხომ უნდა ვიყარო ჯავრი?). ყველაფერს კოსტას რომ აბრალებს, ძმაკაცები მომიკლაო, თავის დანაშაულს რატომ არ ახსენებს?
ახლა მხოლოდ სესილიას ვგულშემატკივრობ. მიდი, ჩემო გოგოვ, არავის დააჩაგრინო თავი! ვინ არიან ეს კაცები, we rule the world! :D ^_^
მართლა უზარმაზარი თავი იყო და ემოციებით დატვირთული. ახლა დავითისთვის უფრო მინდა ერთი კაი შუახნის ქალი :D შენ კი, საყვარელო, ისევ გელი ❤❤❤❤

ისეთ კომენტარს მიწერ მერე ვეღარ ვხვდები რა დაგიწერო იმიტომ რომ შენს კომენტარს თვითონვე პასუხობ :დდ რა გითხრა ვეღარ ვფიქრობ :დ დავითისთვის შეიძლება ვინმე ლამაზი “გოგო” მოვძებნო, მაგრამ რანაირად შეიყვარებს სხვას ამდენი წლის მანძილზე ერთი ქალის სიყვარულში მყოფი. ნუ ახლა რომ დავფიქრდი მოწოდებული იდეა გონებიდან გაქრა :დ ალბათ ერთ დღეს კონსტანტინესაც შევახვედრებ დედამის და მერე მისი წასვლის შესახებაც გავიგებთ :დ ჯერ მეც არ ვიცი❤️❤️❤️❤️

ნანა73
როგორ მახარებ საღამოს აქ რომ მხვდები შენ შენი სიახლით blush
ვკითხულობ და ველოდები...
ჯერ მეტს ვერ გეტყვი საყვარელო.
ეს ის მომენტია, შენ ყველასახლეზე მეტად რომ მიხარიხარ!!! heart_eyes

❤️❤️❤️

მგონი ცოტა ვაგვიანებ ხოლმე ^^ მე შენი სახელის ნახვა მახარებს შენი თბილი კომენტარებით❤️❤️

tatuli)
ზღვა ემოცია იყო! ვკითხულობდი და ისე ვკანკალებდი რო დავასრულე მერე მივხვდი ყველა კუნთი დაჭიმული მქონდა... საოცრება იყო! ❤️ არ მყოფნის ეს ისტორია და ზუსტად ვიცი სანამ ახალ ისტორიას დადებ ბევრჯერ წავიკითხავ კიდევ მონატრებას რომ ვიგრძნობ შენი ისტორიის!❤️

მახარებს შენი სიტყვები ^^ ისიც ასე რომ მოგწონს და იცის რომ ვახერხებ შენს ემოციურ მხარეს შევეხო ^^❤️❤️

 


№9  offline წევრი ირო

თუკი ამ ყველაფერს უძლებს სესილი,ასე მედგრად გადააქვს.რა ჯანდაბა მოხდა რამაც გაქცევა გადააწყვეტინა.რთულია მწერლის ტყავი მოირგო და განსაზღვრო რას დაწერს და რას უზავს მის გმირებს,რა მოხდა წარსულში, მედალს ორი მხარე აქვს და პირველის დედასაც ექნება მისი სიმართლე. იმედია შეხვდება და იტყვის სათქმელს რადგან დაძმის გამოჩენას ტყუილად არ დავუშვებდი.გაკვრით დავწერდი და გზებს არ გადაკვეთდი.ყოველთვის მახარებს არასდროს რომ არ აგვიანებ. ზოგიერთი მწერალივით დასასრული რომ აქვს დარჩენილი ისტორია აღარ გახსოვს და ან დაასრულებენ ან რომ დაგიკიდებენ მკითხველს.

 


№10  offline მოდერი painter1

ირო
თუკი ამ ყველაფერს უძლებს სესილი,ასე მედგრად გადააქვს.რა ჯანდაბა მოხდა რამაც გაქცევა გადააწყვეტინა.რთულია მწერლის ტყავი მოირგო და განსაზღვრო რას დაწერს და რას უზავს მის გმირებს,რა მოხდა წარსულში, მედალს ორი მხარე აქვს და პირველის დედასაც ექნება მისი სიმართლე. იმედია შეხვდება და იტყვის სათქმელს რადგან დაძმის გამოჩენას ტყუილად არ დავუშვებდი.გაკვრით დავწერდი და გზებს არ გადაკვეთდი.ყოველთვის მახარებს არასდროს რომ არ აგვიანებ. ზოგიერთი მწერალივით დასასრული რომ აქვს დარჩენილი ისტორია აღარ გახსოვს და ან დაასრულებენ ან რომ დაგიკიდებენ მკითხველს.

ალბათ მე რომ
წამეკითხა ჩემივე ნაწერი ვერც მე მივხვდებოდი სესილიას წასვლის მიზეზს მაგრამ საღამოს გაიგებთ და ეს კითხვაც აღარ დაისმევა პირველი თავიდან მოყოლებული რომ მოდის :დ
ჰო არა დაგვიანებებს ვერ ვიტან, ვერც ლოდინს, სულიერად ვიღლები და ვიტანჯები მაგ დროს, მკითხველის დაკიდება კიდე ჩემი თავის უპატივცემულობა იქნება რადგან უპასუხოსმგებლო გამოვჩნდები. ❤️❤️

 


№11  offline წევრი ვიპნი

დღის საუკეთესო დასაწყისი ხარ ❣️❣️❣️

 


№12  offline მოდერი painter1

ვიპნი
დღის საუკეთესო დასაწყისი ხარ ❣️❣️❣️

მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვის, ტკბილად დამეძინება^^❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი თამო

იდეალური წყვილი თავისი ფერადი და ნაცრისფერი ფერებით.მიყვარს მე ეს ორი და ისე მაინტერესებს რა უნდა მომხდარიყო ისეთი რომ სესას კოსტა მიეტოვებინა ასე ამდენხანს ასე გაემეტებინა კაცი.ერთი ის აზრი მიტრიალებს თავში რომ ხომ არ აიძულეს სხვა უკვე ვერაფერს ვფიქრობ.შენი ძველი ისტორიები წაკითხული მქონია ძველი ნიკით

 


№14  offline მოდერი painter1

სტუმარი თამო
იდეალური წყვილი თავისი ფერადი და ნაცრისფერი ფერებით.მიყვარს მე ეს ორი და ისე მაინტერესებს რა უნდა მომხდარიყო ისეთი რომ სესას კოსტა მიეტოვებინა ასე ამდენხანს ასე გაემეტებინა კაცი.ერთი ის აზრი მიტრიალებს თავში რომ ხომ არ აიძულეს სხვა უკვე ვერაფერს ვფიქრობ.შენი ძველი ისტორიები წაკითხული მქონია ძველი ნიკით

დღეს აუცილებლად გაიგებ რა მოხდა და იმედია არ მცემთ ამის გამო :დ ❤️❤️

 


№15 სტუმარი ტაისა

მე აღარ ვიკითხავ რატომ მიდის სესილია თუ ამ ყველაფერს იტანს, უბრალოდ დაგელოდები :დ

შენ კარგი გოგო ხარ , როგორც ყოველთვის ❤

 


№16  offline მოდერი painter1

ტაისა
მე აღარ ვიკითხავ რატომ მიდის სესილია თუ ამ ყველაფერს იტანს, უბრალოდ დაგელოდები :დ

შენ კარგი გოგო ხარ , როგორც ყოველთვის ❤

მადლობა :დდდ❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი თამო

painter1
სტუმარი თამო
იდეალური წყვილი თავისი ფერადი და ნაცრისფერი ფერებით.მიყვარს მე ეს ორი და ისე მაინტერესებს რა უნდა მომხდარიყო ისეთი რომ სესას კოსტა მიეტოვებინა ასე ამდენხანს ასე გაემეტებინა კაცი.ერთი ის აზრი მიტრიალებს თავში რომ ხომ არ აიძულეს სხვა უკვე ვერაფერს ვფიქრობ.შენი ძველი ისტორიები წაკითხული მქონია ძველი ნიკით

დღეს აუცილებლად გაიგებ რა მოხდა და იმედია არ მცემთ ამის გამო :დ ❤️❤️

იმედია ღალატს არ აპირებს კოსტა დანარჩენი ეპატიება ასე თუ ისე.გელოდები მოუთმენლად

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კძალუან მაგათი თავი იყო დაძაბული და ემოციებით სავსე,მაგრამ ამთავში კოსტასადმი სიყვარულმა გაიმარჯვა ვერ ვხვდები იმ თავიში ისეთი რა მოხდება რომ დაშორდებიან არ მითხრა მეგისთან უღალატებსო თორემ ცუდად გავხდები

 


№19  offline წევრი Nobodyelse

ასე მგონია პირველად ვკითხულობ იმდენად ემოციურია ყველაფერი :D ვითომ აზრზე არ ვარ რა მოხდება :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent