შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება 7 თავი


20-01-2021, 08:30
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 795

ნათიამ ზიზღით შეხედა ქმარს, კარგა ხანს უყურებდა ცარიელ, ცივ, უძირო თვალებში, ბოლოს ვეღარ გაუძლო ამ სიცარიელეს და მზერა მისი თვალებიდან მის ხელებზე გადაიტანა
-ნათია მარიანამ გაიღვიძა და ტირის-ნიკა გავიდა აივანზე და დაძაბული მიაჩერდა მათ, ნათია უხმოდ შევიდა სახლში, სანდრომ სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა
-ვეზიზღები-თქვა მოულოდნელად სანდრომ და ძმას მიაჩერდა ამღვრეული თვალებით
-გიკვირს?-დაუღრინა ძმას ნიკამ და თვალებში ჩააცქერდა -შენ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ აქამდე მისულიყავით
-ვაიძულებ რომ მაპატიოს-ისეთი დარწმუნებით თქვა ეს სიტყვები სანდრომ რომ ნიკა გაოცდა
-რას ბოდავ?
-ვაიძულებ რომ დამიბრუნდეს
-სანდრო საბოლოოდ შეიშალე? ვერ ხვდები რომ ყველაფერი დამთავრდა? რაც არ უნდა გააკეთო მას ვეღარ დაიბრუნებ შეიგნე ეს! მითუმეტეს ძალდატანებით მხოლოდ იმას მიღწევ რომ უარესად შეგიზიზღებს
-დავიბრუნებ-Დარწმუნებით თქვა სანდრომ და სახლში შევიდა. ნიკა სანდროს თავხედურმა თავდაჯერებულობამ წყობილებიდან გამოიყვანა, ამიტომ სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა, ეგონა დაამშვიდებდა მოწევა მაგრამ ერთმა ღერმა ვერ შეძლო მისი ემოციების მოთოკვა ამიტომ მეორე ღერიც მოწია და მესამეც მიაყოლა მაგრამ ამაოდ, სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე მოისროლა სანთებელასთან ერთად და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, ბევრი ფიქრის მერე ანის სოც. გვერდზე შევიდა და მისი სურათების დათვალიერებს მოჰყვა, ანაზე ფიქრმა სანდრო დაავიწყა და სხვანაირად გაღიზიანდა, სხვანაირად აღელდა, სხვანაირად მოეძალა ემოციების ზღვა. დიდხანს დაჰყურებდა ანის სურათს და კარგახნის ფიქრის მერე მისი ნომერი აკრიფა, მაგრამ დარეკვა გადაიფიქრა და სახლში შევიდა
-რა სახეები გაქვთ? -გაოცებული მიაჩერდა დას და დედას
-შენი დის ოთახში ქალბატონი რძალი იძინებს და ეს კიდევ აქ-დივანზე მიუთითა ლალიმ შვილს
-მერე რა?-შეიცხადა ნიკამ
-მაგან გამიგიჟა შვილი-დაისისინა ლალიმ
-დედა გეყოფა რა!-გაბრაზდა ნიკა -ვაბშე არ ჩაერიო მათ საქმეში გაიგე? თავად გაარკვევენ ურთიერთობას
-ნიკა მართალია, შეეშვი ისედაც ხომ ხედავ რა მდგომარეობაში არიან-დაეთანხმა ძმას მია
-ნათია ახლა შეშინებული და დაბნეულია, თავი დაანებე და სანდროსაც შეეშვი, ისედაც გიჟია და შენ ნუღარ აგიჟებ უარესად
-ანუ ჩემი ბრალია ყველაფერი?-აფეთქდა ლალი
-აუ ჩემი -უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები ნიკამ და სამზარეულოში შევიდა ლუდის ბოთლი აიღო მაცივროდან და გარეთ გავარდა რომ ლალი არ დალაპარაკებოდა
-დედა მიდი დაწექი, მეც დავწვები მეძინება
ძᲐან-მიამ შუქი ჩააქრო მისაღებში და დივანზე დაწვა
-დავწვე? -გაბრაზდა ლალი-ვერ დაინახე რომ ლუდის ბოთლით გავიდა შენი ძმა გარეთ
-დაწყნარდი ნახევა ლიტრიანი ბოთლით ვერ დათვრება, ცხელა და უსწორდება-მიამ თავზე გადაიფარა პლედი რომ ლალი აღარ დალაპარაკებოდა
-ერთმანეთზე არანორმალურები რატო
ხართ?-ჩაილაპარაკა ლალიმ და თავის ოთახში შევიდა თან კარი ისე მიაჯახუნა Მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა მია.
ნიკა ჰამაკში ჩაჯდა და ნელ-ნელა წრუპავდა ლიდს თან ანის სურათს დაჰყურებდა არეული თვალებით, ბევრი ფიქრის მერე ისევ აკრიფა ანის ნომერი სუნთქვა შეეკრა როცა ანი დაძაბული ხმა მოესმა
-გისმენთ?
-ანი?-აღმოხდა მას და ხმა ჩაუწყდა მეტი ვერაფერი თქვა
-დიახ მე ვარ ვინ ბრძანდებით?-ანიმ ხმაზე ვერ იცნო ნიკა, არც მისი ტელეფონის ნომერი იცოდა და ხმაზე დაეტყო თუ რა შეშინებული და დამთრთხალი იყო უცხო ნიმრიდან განხორციელები ზარის გამო
-ნიკა ვარ-უთხრა კარგა ხნის დუმილის მერე და ანის რეაქციას დაელოდა
-ნიკა?-შეიცხადა ანიმ და პირველი გაოცების ტალღამ რომ გადაურა და აზრზე მოვიდა ჩხუბზე გადავიდა ეგრევე-რატომ მირეკავ? იცი საერთოდ რომელი საათია? აღარ...
-გთხოვ არ გამითიშო-ნიკა მიხვდა რომ ანი ლაპარაკის უფლებას არ მისცემდა და მაშინვე თხოვნაზე გადავიდა მაგრამ ამაოდ
-აღარ დამირეკო-უთხრა ცივად ანიმ და მაშინვე გაუთიშა, ნიკა ჯერ გაბრაზდა, მერე გაეღიმა, ისედაც იცოდა რომ ანის ასეთი რეაქცია ექნებოდა და გაუთიშავდა, ისიც იცოდა რომ სისულელეს აკეთებდა მაგრამ მისი ხმის გაგონებამ მაინც სასიამოვნოდ იმოქმედა მასზე და გულმა გამალებით დაიწყო ცემა, ბევრი იფიქრა კიდევ დაერეკა თუ არა, ბოლოს მაინც სცადა ბედი და ზარი გაუშვა, ანიმ გაუთიშა და მერე საერთოდ გამორთო ტელეფონი, ნიკას ხასიათი გაუᲤუჭდა და სახლში შევიდა, მეორე ბოთლი ლუდი გახსნა და დალია, მერე ისევ გარეთ გავიდა და ჰამაკში გაათენა ღამე, დილით ისეთი ალეწილი სახე ჰქონდა რომ მაშინვე მიხვდა ლალი რომ ნიკა მხოლოდ ერთ ბოთლ ლუდს არ დასჯერდა ღამე
-გუშინ დალიე არა?-დაუწყო ჩხუბი დილა ადრიან
-გამოვიცვლი და სამსახურში წავალ-სიტყვა ბანზე აუგდო დედას და მაღლა ავიდა, მალევე მოწესრიგდა და გიჟივით გავარდა სახლიდან რომ ლალის არ დაენახა, მანქანაც სწრაფად გაიყვანა ეზოდან, იცოდა ამაზეც იჯაჯღანებდა დედამისი, დილით Ქუჩა ცარიელი იყო ამიტომ ნელ-ნელა სიჩქარეს მოუმატა, მოსახვევშიც სწრაფად შევარდა და როცა სრულიად მოულოდნელად გოგონამ გზა გადაუჭრა მაშინვე მუხრუჭს დააჭირა, თუმცა ვერ შესძლო მანქანის სრულად გაჩერება და ინერციით დაეჯახა მას, გოგონამ წიმასწორობა დაკარგა და ძირს დავარდა მოწყვეტით, დაფეთები ნიკა მაშინვე მაქანიდან გადავიდა და გოგონას მივარდა რომელიც ფეხზე წამოდგომას ცდილობდა
-ძალიან ვწუხვარ, კარგად ხართ?-დაიწყო ნიკამ და თან ხელი მიაშველა რომ აეყენებინა, როცა გოგონამ თავი ასწია გაოცებულები მიაჩერდნენ ერთმანეთს ნიკა და ანი, ორივე ადგილზე გაიყინა და კარგა ხანს ვეღარ მოახერხეს აზრზე მოსვლა
-ანი?-აღმოხდა ნიკას და ფეხზე ააყენა -კარგად ხარ?
-მშვენივრად-უთხრა ანიმ ბრაზნარევი ტონით და თვალი აარიდა ნიკას ამღვრეულ თვალებს-უკეთს ვერ ვინატრებდი-თქვა უცნᲣრი ტონით და როგორც კი ფეხს დაეყრდნო მაშინვე ტკივილისგან შეჰყვირა
-საავადმყოფოში წაგიყვან -შესთავაზა ნიკამ
-არ მინდა კარგად ვარ-ისე უთხრა რომ მისკენ არ გაუხედია
-რატომღაც შენი არ მჯერა-უთხრა ნიკამ მომღიმარი სახით
-თავი დამანებე-გაბრაზდა ანი და წასვლა სცადა მაგრამ როგორც კი ფეხს ძალა დაატანა აუტანელმა ტკივილმა გაჩერება აიძულა, ნიკამ მანქანის კარი გააღო და ანის მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა
-დაჯექი წაგიყვან
-არ მინდა
-დაჯექი სხვა გზა მაინც არ გაქვს-გაეცინა ნიკას და საჭეს მიუჯდა, ანი კარგა ხანს ჯიუტად იდგა მანქანაზე დაყრდნობილი და ბოლოს მანქანაში ჩაჯდა
-სად მიდიოდი წაგიყვან-შესთავაზა ნიკამ
-აფთიაქში-უთხრა დაძაბული ტონით ანიმ, ნიკა პირველივე აფთიაქთან გაჩერდა, ანიმ გადასვლა დააპირა
-მე ვიყიდი თუ გინდა-გახედა სახე გაფითრებულ გოგონას, რომელმაც მისი დაჟინებული მზერა მაქსიმალურად დააიგნორა და ფული ამოიღო ჯიბიდან
-თუ ძალიან არ შეწუხდები-ფული გაუწოდა და ბავშვის სპეციალური საჭმელი დააბარა, ნიკა მალევე გამოვიდᲐ, პარკი და ხურდა მიაწოდა ანის და საჭეს მიუჯდა, მანქანა დაქოქა და მოტრიალების მაცვლად პკრდაპირ წაიყვანა
-რას აკეთებ?- დაიბნა ანი
-უნდა ვილაპარაკოთ-გახედა ნიკამ სახე წაშლილ გოგონას
-მე და შენ სალაპარაკო არაფერი არ
გვაქვს -გადაჭრით უთხრა და სულ ერთი წამით გახედა ნიკას, მათი არეული თვალები ერთმანეს მიეყინა
-გვააქვს-მზერა აარიდა ანის თაფლისფერ სფეროებს და გზას გახედა
-ნიკა მანქანა მოატრიალე-დაიძაბა ანი როცა ნიკამ სიჩქარეს მოუმატა
-ნუ გეშინია შენს მოტაცებას არ ვაპირებ-დაუფიქრებლად უთხრა ნიკამ თან ისე რომ ანისკენ არ გაუხედია, გოგონა აშკარად გააღიზიანა მისმა ნათქვამმა და გაბრაზებული ტონით უთხრა
-თავს ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევ
-უბრალოდ ლაპარაკი მინდა სულ ესაა-გახედა ანის და მაშინვე აარიდა მზერა მის პროფილს
-მე არ მინდა, ეს შენთვის არაფერს არ ნიშნავს?
-თუ არ გინდა შეგიძლია არ ილაპარაკო-გაეღიმა ნიკას და ანი კიდევ უფრო მეტად გააბრაზა
-მანქანა გააჩერე-უთხრა მკაცრი ტონით
-გავაჩერებ მაგრამ დღეს ვეღარ გამექცევი-უთხრა ნიშნის მოგებით ნიკამ და მანქანა მთავარი გზიდან გადაიყვანა-დაგელაპარაკები და სახლში წაგიყვან არ ინერვიულო-უთხრა მშვიდი ტონითს, კარგა ხნის სიარულის მერე გააჩერა და ანის
მიაჩერდა -უბრალოდ მომისმინე ასე რთულია შენთვის ეს?-ანიმ ნიკას შეხედა სულ ერთი წამით და მაშინვე მზერა აარიდა მის ალეწილ სახეს
-რთულია, ძალიან რთულია გესმის? შენი მოსმენა არ მინდა, სახლში მინდა -ცრემლები მოეძალა ანის
-იცი პირველად როდის შეგამჩნიე? როცა ამ მანქანით პირველად დაგეჯახე, გახსოვს? მაშინაც ასე გადმომიჭერი გზა
-გთხოვ არ გინდა -ანის ცრემლები გადმოსცვივდა
-იმის მიუხედავად რომ ერთ უბანში გავიზარდეთ შენთვის ყურადღება არასდროს მომიქცევია, ერთი ჩვეულებრივი ბავშვი იყავი ჩემს თვალში...მაშინ პირველად მოვედი შენთან ისე ახლოს რომ თვალებში ჩაგაცქერდი-ანის შეხედა და მაშინვე აარიდა მზერა -იმის მერე შენი თვალები და მომღიმარი სახე ვერ წავშალე გულიდან და გონებიდან
-გეყოფა -აღმოხდა ანის
-მერე მამაჩემი წავიყვანეთ თურქეთში სამკურნალოდ და შენ გათხოვდი
-ნიკა
-ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავზე ჩამომენგრია სამყარო, მეორე დღეს მამა მოკვდა და საერთოდ გავნადგურდი...თქვენ ორმა გამანადგურეთ თქვენ და უნებურად!
-ნიკა გეყოფა -ანიმ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს და მანქანიდან გადავიდა, ნიკაც გადავიდა და ანის მიუახლივდა
-მე მეგონა რომ შენი სურვილით გაჰყევი... გვიან გავიგე სიმართლე მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას შენ უკვე მისი შვილის დედა უნდა გამხდარიყავი...-ანიმ ცრემლები მოიწმინდა მაჯით და ოდნავ გვერდზე მიტრიალდა, ვეღარ უძლებდა ნიკას მზერას -მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას თუ მე რას ვგრძნობდი ან შენ... ანი მე გვერდზე გავდექი გავჩუდი, ჩემში ჩავახშე ყველა გრძნობა და ემოცია... შორიდან გიყურებდი და გაკვირდებოდი, მთელი ეს დრო მე შენზე ფიქრი ერთი წამითაც არ შემიწყვეტია მაგრამ შენ სხვისი ცოლი იყავი და უფლება არ მქონდა რაᲛე გამეკეთებინა
-ნიკა ძალიან გთხოვ შეწყვიტე ჩემი წამება
-არა უნდა მომისმინო-უთხრა არეული ხმით ნიკამ და განაგრძო -შენ რამდენჯერმე გამოიქეცი სახლიდან მაგრამ უკან დაბრუნდი, მე ამ დროსაც ჩუმად ვიყავი რადგან ვიცოდი არასწორი იქნებოდა ამ დროს ჩემი გამოჩენა შენს ცხოვრებაში... მაგრამ ახლა როცა საბოლოოდ მიიღე ქმართან დაშორების გადაწყვეტილება აღარ ვაპირებ რომ შენგან შორს ვიყო და შენზე უარი ვთქვა
-ნიკა მისმინე-ანი მისკენ შეტრიალდ ადა ჩაწითლებულ თვალებში ჩააცქერდა -ასე არ შეიძლება გესმის? მე ჯერ საბოლოოდ არ გამირკვვია ურთიერთობა ყოფილ ქმართან მის ოჯახთან და მᲘტუმეტეს ჩემს მშობლებთან რომლებიც ოჯახში დაბრუნებას მაიძულებენ, ახლა არავისზე და არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს, მითუმეტეს ახალი ურთიერთობები არ მჭირდება, იმედი მაქვს გასაგებად აგიხსენი
-მაშინ ჩვენი პირველი ავარიისას შენც იგრძენი რაღაც ხომ ასეა?-ანის თვალებში
ჩააცქერდა -ისევე იგრძენი რაღაც განსაკუთრებული როგორც მე
-რა მნიშვნობა აქვს წარსულის გრძნობებს?-ვერ უარყო ანიმ ნიკას ნათქვამი და აᲛით საბოლოოდ დაარწმუნა ნიკა
-წარსულის გრძნობები?-გაბრაზდა ნიკა -გგონია რომ ეს მხოლოდ წარსულია?
-იმ ავარიიდან სამ თვეში შენ წახვედი მე კი სამი თვის მერე მე გავთხოვდი
-ჰო მაგრამ ეს სამი თვე საკმარისი იყო იმისთვის რომ საკუთარ თავს გამოვტყდომოდი რომ შენს მიმართ გრძნობები მქონდა და შენთვისაც მეგრძნობინებინა ეს! დარწმუნებული ვარ რომ შენ
Მიხვდი, იგრძენი რომ მე შენ...-ანიმ ტუჩებზე თითი მიადო ნიკას და უფლება არ მისცა რომ ეთქვა ის სიტყვა რომელიც მათ ცხოვრებას უთქმელად ცვლიდა -უარყოფა არ გაბედო-დაიჩურჩულა ნიკამ და ანის თითები ხელში მოიქცია და ცივი ტუჩები მიაწება, ანის სასიმოვნო გიჟურმა გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში-ვიცი რომ მიხვდი რომ მე შენ...
-ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ხვდები?-დაიჩურჩულა ანიმ და მის ხელს დააცქერდა რომელშიც თავისი ცივი ათრთოლებული ხელი ჰქონდა მოქცეული ნიკას
-აქვს იმიტომ რომ შენზე უარის თქმას აღარ ვაპირებ მითუმეტეს მაშინ როცა ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი რომ შენი სირ. ქმარი არ გიყვარს და ჩვენი სამი წლის წინანდელი გრძნობა შენს გულში ისევ ცოცხლობს -ნიკას ხმა ტელეფონის ზარის ხმამ გადაფარა, დაბნეულმა ანიმ ხელი გაითავისუფლა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან
-ჰო დედა, ჰო მოვდივარ არ ინერვიულო მალე მოვალ-მიაყარა ანიმ და გაუთიშა და ნიკას შეხედა სევდიანი თვალებით -პატარამ გაიღვიძა და
ტირის-ნიკამ არაფერი უპასუხა და მანქანისკენ პირველი წავიდა, ანიც ჩაჯდა და ადგილზე მოატრიალა
-არ ინერვიულო სამ წუთში სახლში იქნები-გაუღიმა ნიკამ და მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
ხმაურმა გააღვიძა მია მაგრამ ძალიან ეზარებოდა ადგომა ამიტომ თავი მოიკატუნა თითქოს ეძინა, როცა მისაღების კარი გაიღო და ლაშას ხმა მოესმა დაიძაბა და გულისცემა აუჩქარდა როცა მიხვდა რომ სახლში შევიდნენ ვიღაცეები
-ყავა გაგვიკეთე რა დე-მოესმა სანდროს ხმა ძალიან ახლოდან
-გააღვიძე ეგ ქალბატონი -მიაზე ანიშნა ლალიმ სანდროს
-დაანებე თავი ეძინოს ნახე რა საყვარლად სძინავს
-ძინავს თუ თავს იკატუნებს ეგეც საკითხავია
-აუ დედა შეეშვი რა, მიდი ყავა გაგვიკეთე, აუ სიგარეტი მაღლა დამრჩა ოთახში ავალ და მოვალ, დაჯექი ლაშ-სავარძელზე მიუთითა ლაშას და მაღლა ავიდა, ლაშა დიდხანს უყურებდა მიას ზურგს და თმას რომელიც მის Ოდნავ შერხევაზე დივნიდან ჩამოცურდა იატაკისკენ, ლაშას გაეღიმა და მიას მიუახლოვდა იცოდა რომ მიას თმაზე შეხება არ უყვარდა ამიტომ რბილ თმაზე ხელი მოკიდა და ააყოლა უნებურად ათრთოლებული თითები
-აუ -აბუზღუნდა მია და მოულოდნელად გადაბრუნდა მისკენ, ისე თითქოს არ იცოდა ვინ ეხებოდა თმაზე ლაშას გაეცინა და მის თმას ხელი გაუშვა
-Ესე იგი თავს იკატუნებდი-გამოფარფატდა ლალი სამზარეულოდან ყავის ჭიქებით ხელში
-აუ შემეშვით რა-მიამ თავზე პლედი გადაიფარა და დაიმალა
-ვინ გწერს გოგო ამ დილა ადრიან?-ლალიმ მიას ტელეფონს წამოავლო ხელი როცა შეტყობინებები ერთმანეთის მიყოლებით მიუვიდა, დაფეთებული მია მაშინვე დივანზე წამოჯდა პლედი მოიშორა და დედას ტელეფონი წაგლიჯა ხელიდან
-ვინაა?-დაინტერესდა სანდროც რომელიც იმ წამს ჩამოვიდა კიბიდან
-აუ შემეშვით რა-გაბრაზდა მია და უნებურად მზერა ლაშასკენ გაექცა რომელსაც წამში ალეწა სახე
-დემეტრე ხომ არ გწერ შემთხვევით? ჰა?-ჰკითხა მოულოდნელად სანდრომ დამფრთხალ გოგონას
-ვინ დემეტრე?-თვალები დააჭყიტა ლალიმ
-არავინ არ მწერს რა-ფეხზე წამოვარდა გაწეწილი თმით მია
-და შემთხვევით ლაშამ ხომ არ იჩხუბა მაგ
სირთ.ნ? -მომღიმარი სახით გახედა დაბნეულ ბიჭს სანდრომ
-საიდან გაიგე-ლაშა დაიძაბა მაგრამ სცადა რომ იუმორში გაეტარებინა ეს ამბავი.
ნიკამ მანქანა გააᲕერა თუ არა ეზოში ლალის ყვირილის ხმა მოესმა
-რა დემეტრე გოგო გაგიჟდი?-გაოცებული ნიკა სახლში შევიდა და გაეცინა როცა დინახა გაცეცხლებული ლალი როგორ ედგა თავზე გვერდი გვერდ მსხდომ ლაშას და მიას
-რა ხდება აქ? -გაუკვირდა და ძმას შეხედა
-ლაშა აი პროსტა რა... ეს სულელი ბავშვია და შენ რამ დაგაყ.ევა რომ წახვედი და იჩხუბე-გაეცინა სანდროს და დააიგნორა გაოცებული ნიკა რომელმაც ვერაᲤერი გაიგო.
დილით კარგად რომ დატუქსეს ორივე მხოლოდ ამის მერე გაშალა სუფრა ლალიმ და სასაუზმოდ დასხდნენ, ნათიაც და მარიანაც დასხდნენ მაგრამ ლუკმა არ უჭამია ნათიას, რაღაც უსიამოდ ჰქონდა გული დამძიმებული და როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა რომელიც მაგიდაზე იდო ინსტიქტურად ყველამ მას გახედა, შემდეგ კი ტელეფონს, ნათიას გულისცემა აუჩქარდა, რატომღაც სულ ნერვიულობდა ხოლმე როცა მისი ტელეფონი რეკავდა და სანამ გაარკვევდა თუ ვინ რეკავდა მანამდე შფოთავდა, ტელეფონს ხელი დაავლო და სასწრაფოდ უპასუხა თან ინსტიქტურად მზერა სანდროსკენ გაექცა რომელიც დაძაბული მზერით თვალს ადევნებდა ცოლის თითოეულ მოძრაობას, ნათიამ ეკრანს რომ დახედა დამშვიდდა მაშინვე თუმცა გული რღაც უსიამოდ უცემდა
-გისმენ დედა
-ნათია-აღმოხდა ქალს და ხმა ჩაუწყდა
-მოხდა რემე?-დაიძაბა უმალ
-ნათია საშინელება მოხდა-ამოიტირა ქალმა და გაჩუმდა
-დედა-ნათიას უმალ გულისცემა აიჩქარდა ისე შეეშინდა რომ ვერფრის თქმა ვეღარ გაბედა
-ნათია ნინი ავარიაში მოჰყვა-ამოიტირა ქალმა



№1  offline მოდერი ნეაკო

ამ ისტორიასთან დაკავშირებით საბოლოოდ ვწერ კომენტარს და მინდა აგიხსნათ რომ რადგან ასეთ ისტორიას ვწერ ეს იმას არ ნიშნავს რომ ძალადობა და უხეშობა ქალზე სექსუალური მგონია.
საერთოდ ვერ წარმომიდგენი სანდროსთანა ადამინი რატომ უნდა მოეწონოს ვინმეს.
არც ის მგონია სწორი რომ ქალები ხშირ შემთხვევაში ითმენენ ამგვარ ძალადობას ეკონომიური მდგომარეობის გამო და შვილებს აიძულებენ უყურონ მშობლების გიჟურ თანაცხოვრებას რომელიც აგებულია მხოლოდ აგრესიაზე.
ახსნა -განმარტებებს იმიტომ ვაკეთებ რომ პირადზე გადმოდიხართ ხშირ შემთხვევაში და მინდა გითხრათ რომ რადგან ვინმე რამე თემაზე სიტორიას წერს ეს არ ნიშნავს რომ ის ასე ცხოვრობს, ასე მოწონს და ასე ფიქრობს რომ სწორია...

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა ლიკა

შემდეგ თავს როდის დადებ????????

 


№3 სტუმარი Nia

Rogor velodebi shemdeg tavs .. imedia sandros azrze moiyvan cotati mainc da natias kidev uaresad nu gaaubedureb tavisi eyopa. Warmatebebi da gelodebi

 


№4 სტუმარი სტუმარი ნენე

უკვე 7 თავია და სულ ერთი და იგივე დიალოგებია ისტორიის დასაწყისიდან ადგილიდან არ იძვრის. რეალოგაბაში ბევრია ნათიას და სანდროს ნაირები და არ ფიქრობენ საკუთარ შვილს როგორ უმახინჯებენ ფსიქიკას. ლალისნაირი დედამთილებიც ძალიან ბევრია და სამწუხარო ფაქტია. ეს შენი ნებაა ისტორიას როგორ დაწერ რომელ თემატიკას გაყვები.
მეორე ის არ მომწონს რომ ლაშა და მიას ხაზი გყავს, რადგან ყველა ისტორიაში მომაბეზრებელია იმის წაკითხვა დას როგორ უყვარდება ძმის ძმაკაცი, როგორ ოცნებობს მასზე და ა.შ , ან პირიქით ძმაკას საკუთარი ძმაკაცის და რომ უყვარდება. ახლანდელი შტერი თაობის მაგალითია მია რომელიც საკუთარი ძმის ძმაკაცის ზრუნვას და ღელვას სიყვარულს უკავშირებ, ლაშას და არ ყავს და ცდილობს მიას როგორც პატარა დას ისე მოექცეს, და არ მგონია რომ სიყვარული აქ ქალ-ვაჟური იყოს. მაგრამ ისოტრია შენია და შენ წყვეტ. უბრალოდ საკუთარი აზრი დავაფიქსირე. .

 


№5  offline მოდერი ნეაკო

გასაგებია მადლობა აზრს გაზიარებისთვის

Nia
Rogor velodebi shemdeg tavs .. imedia sandros azrze moiyvan cotati mainc da natias kidev uaresad nu gaaubedureb tavisi eyopa. Warmatebebi da gelodebi

მადლობა აზრის გაზიარებისთვის :)

სტუმარი ლიკა ლიკა
შემდეგ თავს როდის დადებ????????

დავდე უკვე

სტუმარი ნენე
უკვე 7 თავია და სულ ერთი და იგივე დიალოგებია ისტორიის დასაწყისიდან ადგილიდან არ იძვრის. რეალოგაბაში ბევრია ნათიას და სანდროს ნაირები და არ ფიქრობენ საკუთარ შვილს როგორ უმახინჯებენ ფსიქიკას. ლალისნაირი დედამთილებიც ძალიან ბევრია და სამწუხარო ფაქტია. ეს შენი ნებაა ისტორიას როგორ დაწერ რომელ თემატიკას გაყვები.
მეორე ის არ მომწონს რომ ლაშა და მიას ხაზი გყავს, რადგან ყველა ისტორიაში მომაბეზრებელია იმის წაკითხვა დას როგორ უყვარდება ძმის ძმაკაცი, როგორ ოცნებობს მასზე და ა.შ , ან პირიქით ძმაკას საკუთარი ძმაკაცის და რომ უყვარდება. ახლანდელი შტერი თაობის მაგალითია მია რომელიც საკუთარი ძმის ძმაკაცის ზრუნვას და ღელვას სიყვარულს უკავშირებ, ლაშას და არ ყავს და ცდილობს მიას როგორც პატარა დას ისე მოექცეს, და არ მგონია რომ სიყვარული აქ ქალ-ვაჟური იყოს. მაგრამ ისოტრია შენია და შენ წყვეტ. უბრალოდ საკუთარი აზრი დავაფიქსირე. .

ჯერ ისტორიის წერის პროცესში ვარ და არ მაცდით მკითხველი :D ასე რომ ვთქვათ ჩამოვაყალიბო ისტორია და ურთიერთობები, მია და ლაშას ურთიერთობასაც სხვაგვარად წარვმართავ და ვფიქრობ საინტერესო იქნება. მადლობა აზრის გაზიარებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent