შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული ( თავი 10)


20-01-2021, 21:40
ავტორი Melice
ნანახია 3 452

ლოყაზე ფრთხილი შეხება მაღვიძებს და თვალების გახელისთანავე ცისფერ სფეროებს ვაწყდები.
- დილამშვიდობისა, ანაბელ! - ანდრო ცხვირის წვერზე მსუბუქად მკოცნის.
- ისევ სიზმარში ვარ? - ენას ძლივს ვიბრუნებ. ანდროს ჩუმი ჩაცინება მესმის და გუშინდელი დღე მახსენდება. საწოლზე სწრაფად ვჯდები, ოთახს თვალს ვავლებ და ისევ მომღიმარ ქმარს ვუბრუნდები. - უცნაური შეგრძებაა, როცა საკუთარ საძინებელში არ იღვიძებ...
- ეს ჩვენი საძინებელია... - ხელს მხვევს და თითებით თმას მივარცხნის. - შენი ნივთებიც უკვე ამოიტანეს, საუზმის დროს დაალაგებენ.
- ანდრო... - საწოლიდან ნელა ვდგები და მაისურს შეძლებისდაგვარად დაბლა ვქაჩავ. - გუშინ მირიანთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა და...
- და?.. - დაძაბული სახით ფრთხილად მიახლოვდება.
- ის კონტრაქტი აღარ არის საჭირო... - უკან ვიწევ. - ეს ქორწინებაც ნაჩქარევი იყო...
- განქორწინება გინდა? - დაბნეული თვალებით ჩამცქერის. თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ და კედელს ვეკრობი.
- ის ამბავი რომ არა, ნორმალური წყვილი ვიქნებოდით... - მაისურის ბოლოს ხელით ვაწვალებ. - ერთმანეთს უკეთ გავიცნობდით...
- მართალი ხარ - ჩემგან რამოდენიმე სანტიმეტრში ჩერდება, თავს ხრის და ყელზე ნაზად მკოცნის.
- ანდრო, სერიოზულად გელაპარაკები! - ვამბობ, მაგრამ აღელვებისგან გული ყელში მიფეთქავს.
- სრული სერიოზულობით გისმენ... - ცხვირის წვერით ნელა სერავს მთელ კისერს და ლავიწთან ისევ კოცნით მწვავს.
- ანუ... შეგვიძლია ისევ წყვილად... - სანამ დავამთავრებ, კეფაზე ხელს მავლებს და ტუჩებზე ისე მაცხრება, აზროვნების უნარს ვკარგავ. მთელი სხეულით ვეკრობი. ვგრძნობ, როგორ მიცურებს ხელს მაისურის ქვეშ და შიშველ კანზე მისი თითების სრიალისას მთელ სხეულს სასიამოვნო ტალღა აწყდება.
კარზე მსუბუქი კაკუნი ისმის და მოულოდნელობისგან ორივე ვხტებით.
- გვრიტებო! საუზმე მზადაა... - ელენეს ხმას ვცნობ ჩემი კუჭიც მშიერი მგლის ყმუილით ეხმიანება.
- მე აბაზანაში გამოვიცვლი. - ანდრო თვალს მიკრავს.
- ამ თემაზე კიდევ ვისაუბრებთ! - ჩემოდანს ვხსნი და შესაბამის ტანსაცმელს ვეძებ.
- ყოველთვის მზად ვარ სასიამოვნო საუბრებისთვის. - აბაზანის კარში ღიმილით უჩინარდება.



- აი, ისინიც! - ვრცელ ჰოლში ჩასვლისთანავე ელენეს ხმა გვეგებება.სხვა ოჯახის წევრებს ვერსად ვხედავ. მხოლოდ ჩემთვის უცნობი გოგონა დგას და დაჟინებით გვიყურებს.
- ანდრო! - გამორბის და კისერზე ეკიდება. გაოცებისგან ყბა მივარდება.
- ეს სალომეა, ჩემი ძველი მეგობარი. - მიხსნის ელენე.
- და ანდროს ყოფილი შეყვარებული. - როგორც იქნა შორდება მის სხეულს და წარბაწეული თვალს მავლებს.
- ანაბელი, ჩემი მეუღლე. - სადღესასწაულო განწყობით აცხადებს ანდრო და მის გამხიარულებულ ბგერებზე ნერვები მეშლება.
- მეგონა, ქორწილში მაინც დამპატიჟებდი! - სალომე თვალებში შესციცინებს და ჩემს არსებობას არც კი იმჩნევს.
- ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. - გულზე ხელებს ვიკრეფ და ვპასუხობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არ უკითხავს.
- რა ლამაზი ბეჭედია... - ხელს მტევანზე მავლებს. - ძალიან მდიდრულია, თუმცა ფრჩხილებს თუ დაიგრძელებ უფრო მოგიხდება. - ყალბი გულკეთილობით მიღიმის. - ერთ სილამაზის სალონს მიგასწავლი, სასწაულებს აკეთებენ.
- არა, მადლობა. - მეც ღიმილს ვიშველიებ. - სპეციალურად მაქვს მოკლე ფრჩხილი.
- სამსახურის გამო? - ტუჩებს არაბუნებრივად წკურავს. - ისე რა ირონიაა არა? მიმტანად რომ მუშაობ და ლანგრით ანდროს მოგართმევენ.
- არა, ყოფილი სამსახური არაფერ შუაშია. - ჩემი ხმა მაშინებს. - უბრალოდ არ მინდა ანდროს ზურგი უარესად დავუზიანო. ხომ ხვდები? - კეკლუცად ვიცინი და ანდროსკენ ფრთხილად ვიხედები. ამღვრეული თვალებით გადმომყურებს და ნერწყვს ხმაურით ყლაპავს.



სალომე საუზმეზეც დარჩა, სასადილო ოთახში გაწყობილ გრძელ მაგიდასთან მეტი ადგილი ვერ იპოვა და ანდროს პირდაპირ მოკალათდა.
- ანაბელ, ანდრომ გვითხრა რომ სტუდენტი ხარ. - მაგიდის სათავიდან თომა თბილი თვალებით შემომცქერის. - რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?
- ეკონომიკის მეოთხე კურსზე ვარ. - თავაზიან მზერას ვუბრუნებ.
- ძალიან ყოჩაღი ხარ, შვილო. - თავს აქნევს და თითქოს რაღაც აზრი მოუვიდაო, თვალები უფართოვდება. - ანდრო, ჩვენთან გაიაროს სტაჟირება, რას იტყვი?
- ძალიან კარგი იდეაა... - ერთი ტონით უწევს ხმას და ჩემკენ ტრიალდება. - თუ გინდა, ახალი წლის მერე დაიწყე.
- კარგი... - მის ცისფერ ოკეანეებში ვიკარგები.
- რა კარგია, როცა ნაცნობობით გასაქმებენ... - სალომეს ცინიკური ხმა უკვე თავს მატკიებს. - მე ჩემით მივხედე კარიერას. წარმატებული მაკლერი ვარ! - ანდროს თვალს არ აშორებს. - ამ დილითაც ერთ-ერთ კლიენტს სახლი ვაჩვენე, აქვე ახლოს... მაგიტომ შემოგიარეთ.
- ყიდულობს? - ელენე მთელი საუზმის მანძილზე პირველად იღებს ხმას. სალომესთან არც ისე კარგი დამოკიდებულება რომ აქვს, მაშინ შევნიშნე, როცა ჩემს მეორე მხარეს დაიკავა ადგილი.
- ცოტა ეძვირა... - იბნევა სალომე. - დასაფიქრებლად დრო მთხოვა.
- არც ისეთი წარმატებული ყოფილხარ... - მეგობრული ხუმრობასავით აჟღერებს. - თუ საქმე ცუდად წაგივიდა, იცოდე რესტორანში ანაბელის ადგილი გათავისუფლდა. - ყველას ეცინება სალომეს გარდა. ელენე ჩემკენ იხრება და ჩურჩულებს - იქნებ ვინმემ ლანგრით კაციც მიართვას! - ხარხარი მინდა მაგრამ თავს როგორღაც ვიკავებ და მადლიერ მზერას ვავლებ საოცრად კეთილ სახეზე.


საუზმის შემდეგ ყველა საქმიანად დაფაცურდა. ელენეს ფსიქოლოგთან ჰქონდა ვიზიტი, ანდრო ოფისში უნდა წასულიყო, რათქმაუნდა სალომეც მაშინვე აეიკდა. ამ ყველაფრის შემხედვარეს გამახსენდა, რომ მშობლებთან მინდოდა წასვლა.
ახლა კი, სამივე ერთად მივიწევთ ანდროს მანქანისაკენ. წინა კარს თავაზიანად მიღებს, მაგრამ სალომე წინ მისწრებს და მხიარულად იკავებს სავარძელს. ვგრძნობ, თითოეული ნერვის დაბოლოება როგორ ტოკავს. ანდრო კობას ხელით იხმობს და გასაღებს აწვდის.
- თქვენს შემდეგ, ძვირფასო! - უკანა კარს აღებს და თავს მიკრავს.



- ანაბელ, გეყოფა... ისედაც თავს ძლივს ვიკავებ. - ძლივსგასაგონად ჩურჩულებს ანდრო. მანქანის უკანა სავარძელზე, მის სხეულზე ვარ აკრული და ნელი კოცნით კისერს ვუფარავ.
- ეს წარმატებული მაკლერი რომ ჩაბრძანდება, მერე ვიმყოფინებ... - სასიყვარულო სიტყვებივით ჩავჩურჩულებ და ცხვირის წვერს ღაწვზე ფრთხილად ვუსვამ. მის ყოველ შეკავებულ სუნთქვაზე მეღიმება.
- სალომეს გამო მაგდებ ამ დღეში? - წელზე ხელს მიცურებს და სხეული მაშინვე მეძაბება.
- ძალიან კი გაგიხარდა ნახვა! - ოდნავ ხმამაღლა გამომდის და კობას გულში მადლობას ვუხდი, მუსიკის ჩართვისთვის.
- ეგ არ გამხარებია... - ნიკაპზე ხელს მავლებს და თვალებში სერიოზული სახით ჩამყურებს. - პირველად წარგადგინე ისე, როგორც ცოლი... - რამოდენიმე განცდა ერთიანად მიტევს და სრულ აღმაფრენას განვიცდი. ეს საოცრად მიმზიდველი მამაკაცი ჩემი ქმარია... გული სიამაყით და სითბოთი მევსება.



დათო და ლანა არ მელოდნენ. ორივე ისე გადამეხვია, თითქოს ბოლოს გუშინ კი არა ერთი თვის წინ მნახეს.

- იცი, ძალიან მეშინოდა გუშინ... - აღიარებს დათო. უკვე მოსაღამოვდა და ანდროს ზარს ველოდები. - ისეთი დაძაბული იყავი...
- ვნერვიულობდი... - წინა დღის გახსენებაზე ახლაც მზარავს.
- დღეს ძალიან ბედნიერი სახე გაქვს... - თვალებში სითხე უდგება. - ანათებ, ანაბელ!
- ბატონმა თომამ მთხოვა გადმომეცა, ამ დღეებში ვახშამზე გპატიჟებთ. - დილით დაბარებული საღამოს ძლივს მახსენდება. - იქნებ ხვალ მოხვიდეთ?
- ძალიან კარგი კაცია! - ლანა ისეთი სახით ამბობს, თითქოს მე საპირისპიროს ვედავები.
- არც მამაჩემია ნაკლები! - წარბების აწევით ვაჯავრებ და სამივეს გულიანად გვეცინება.


ანდროს ნაცვლად ელენემ მომაკითხა. მანქანა სადარბაზოსთან იმდენად ახლოს მოაყენა, ბოლო საფეხურიდანვე შევხტი.
- როგორ ხარ? - სევდიან სახეზე თვალს ვავლებ და ღვედს ინტუიციით ვიკრავ.
- დალევა მინდა... - წყალივით ითხოვს. - ჩემმა ფსიქოლოგმა კიდე, არაო! ემოციურად გაუწონასწორებელი ხარო... - ქვედა ტუჩს საწყლად აბრუნებს და ახლაღა ვხვდები, რომ დასცინის.
- დავლიოთ?
- აუ, საუკეთესო რძალი ხარ! - ტაშს უკრავს და მანქანას მაშინვე ქოქავს.


მყუდრო, თბილ ბარში შევდივართ. დაბალი მუსიკა იდეალურად ერწყმის ჩამუქებულ ინტერიერს. მაგიდასთან თავჩახრილ, ნაცნობ სილუეტს ვამჩნევ და ჩქარი ნაბიჯით ვუახლოვდები.
- ბაჩო? აქ რა გინდა? - ჩემს ხმაზე თავს სწევს და ჩაწითლებულ თვალებს თითებით ისრესს.
- ნამდვილი ანგელოზი ხარ... ისე მჭირდებოდა დალაპარაკება... - ხმა ებზარება და გონებას განგაშის სიგნალი მიბრუებს .
- მე ვარ შენი ანგელოზი!.. - ელენე თავზე გვადგება და ბაჩოს მედიდურად დაჰყურებს. - მე მოვიყვანე. - წამით თვალს ავლებს და ჩემკენ ჩურჩულით ტრიალდება - საპირფარეშოში გავალ, ისაუბრეთ თქვენ მანამდე...

- ვერ არის? - ბაჩო მიმავალ ელენეს თვალს აყოლებს და მერე გაოცებული მზერა ჩემზე გადმოაქვს.

- წესიერად ილაპარაკე ჩემს მულზე! - მოჩვენებითი სიმკაცრით ვტუქსავ, მაგრამ მისი ტკივილით სავსე თვალების დანახვისას ყველაფერი მავიწყდება. - რა მოხდა?

- ირა დამშორდა... - ემოციების შეკავებას ცდილობს, მაგრამ ნიკაპი მაინც უთრთის. - შესვენება ავიღოთო თუ რაღაც... წესიერად ვერ გავიგე.

- მიზეზი? - პასუხად მხოლოდ მხრებს იჩეჩავს. ასობით განსხვავებული აზრი ერთიანად მიტევს და სკამზე მოწყვეტით ვეშვები.


- აბა, რა ხდება? - ელენე საოცარი ენერგიით ჯდება მაგიდასთან და ისევ ბაჩოს ათვალიერებს. - შეყვარებული დაგშორდა, ქონება წააგე თუ ორივე ერთად?
- მეტი ვარიანტი არ გაქვს? - გულგრილად პასუხობს.
- კაცები მხოლოდ ამ სამი ვარიანტის შემთხვევაში სვამენ არაყს. - დაზუსტებით პასუხობს ელენე. - ბარმენი ხარ, მე უნდა გასწავლო?
- და ქალები როდის სვამთ?
- როცა გვინდა!
- ხალხო, მეც აქ ვარ! - გულზე ხელებს ვიკრეფ და გაბუტული ბავშვივით ხან ერთს ვუყურებ, ხან-მეორეს.
- შენ რა გენაღვლება, აწყობილი გაქვს ცხოვრება... - ოხრავს ელენე და ბაჩოს სახეზე მკრთალ ღიმილს ვამჩნევ. - წავალ, რამეს შევუკვეთავ.
- გიჟია? - ბაჩო სერიოზული სახით მეკითხება, როგორც კი ელენე გვტოვებს.



- ქორწილი თუ მალე უნდა გქონოდათ, ესეიგი დაფრთხა! - ენის ბორძიკით ასკვნის ელენე და ბაჩოს საჩვენებელ თითს უქნევს.
- ეს ჩუმად სხვა რამესაც სვამს? - ფხუკუნებს ბაჩო.
- შენმა გადაშლილმა გულმა დაათრო... - ჩემთვის ვიცინი. მხოლოდ ორი ჭიქა დავლიე, მაგრამ სხეულში სასიამოვნო სიმხურვალეს ვგრძნობ. ანდროს წუთიწუთზე ველოდები და შემოსასვლელისკენ ყოველ წამს გამირბის მზერა.
- არ მომეშვა... - ბაჩო ხელებს ასავსავებს.
- ბაჩო გქვია თუ ბაჩუკი? - მოულოდნელად ეკითხება ელენე. სიცილის შესაკავებლად პირზე ხელს ვიფარებ.
- ბაჩო. - ცალი წარბი ზევით გაურბის.
- ბაჩუკის დაგიძახებ, რა... - საკუთარ ყელს ჩქმეტს.
- ამ ერთხელ, შეიძლება. - თვალებით უცინის, როცა ელენე სიხარულისგან ტაშს უკრავს.
- ჩემო ანაბელ, ამ ჭიქით მინდა ბაჩუკი ვადღეგრძელო... - არყის ჭიქას მაღლა სწევს და მზერა ჩემგან ბაჩოზე გადააქვს. –„ გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი, შენ გეყოლება რვა ჭუკი!“ - ჭიქას ბოლომდე ცლის. სამი მზერა ერთმანეთში მონაცვლეობს. პირველად ბაჩო იწყებს ხარხარს, მერე კი სამივე სიცილისგან ვიკეცებით.



ჩემს საყვარელ საღამურს ვერსად ვპოულობ. სად მიკეცა ამ ქალმა? ბოლოს ისევ ანდროს მაისურს ვიცვამ და თმას ძილის წინ ვივარცხნი. ანდრო ფრთხილად აღებს კარს, თავს ოდნავ ხრის და დაჟინებით მათვალიერებს.
- დაიძინა? - თავით ელენეს ოთახისკენ ვანიშნებ.
- დაიძინა... - მიახლოვდება და მკლავებში მაქცევს. - ძილის წინ მითხრა, რომ საუკეთესო ცოლი მყავს.
- არ იცოდი? - ხელებს კისერზე ვხვევ, ცხვირს მის ყელში ვრგავ და საუკეთესო სურნელს ვყნოსავ.
- ვიცოდი... - თავზე მკოცნის, ჩემს სახეს ორივე ხელით იჭერს და თვალებში მაცქერდება. - ანაბელ, განქორწინება მართლა გინდა?
- არა, მაგრამ კონტრაქტის გაუქმება მინდა. - ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.
- მე მართლა მინდა, რომ შენს მშობლებს დავეხმარო. - თვალები აისივით სუფთა და კრიალა აქვს.
- თუ დაგვჭირდება, მხოლოდ შენ გეტყვი, მაგრამ არ მინდა ვალდებულება იყოს.
- ასე მძაფრად ნუ განიცდი ამას. - მეწინააღმდეგება, პერანგის ღილებს სათითაოდ ვუხსნი და ყელთან სამახსოვრო კოცნას ვუტოვებ.
- ანაბელ, მაბნევ... - ხმა არეული აქვს, მის გახშირებულ სუნთქვას ყურადღებას არ ვაქცევ და პერანგს მხრებიდან ვუწევ. თითის წვერით მკლავიდან კისრამდე მანძილს ვხაზავ.
- იცი, რომ დილიდან ჭკუიდან გადაგყავარ? - არეული მზერას მისწორებს და ჩემს ტუჩებს ჟინით ეწაფება. გულისცემას საფეთქლებში ვგრძნობ, მისი ხელები მთელს სხეულზე დასრიალებენ და ყველა შეხებაზე თითქოს ცეცხლი მეკიდება. ღრმა ტბებში სურვილისგან ერთიანად გაბრუებული ვაცქერდები და სიამოვნების იმ მორევში ვეშვები, რომელსაც ოდნავი ტკივილიც თან ახლავს.




ხმაურზე მეღვიძება და აზრზე ძლივს მოვდივარ. ანდრო თვალებდახუჭული ბორგავს.
- ანდრო! ანდრო... - შიშველ სხეულზე საბანს ვიკრავ და მის გამოფხიზლებას ვცდილობს.
- გამომიშვი! - ხმამაღლა ყვირის და სუნთქვაარეულს ეღვიძება.
- კოშმარი იყო, ანდრო... - ცრემლჩამდგარ თვალებში სასოწარკვეთილი ჩავყურებ. რამოდენიმე წამი შიშით მაშტერდება. - კარგად ხარ?
- ცუდი სიზმარი იყო... - სუნთქვა ნელნელა უწყნარდება. - შეგაშინე? - თავს უარის ნიშნად ვაქნევ.
- ხშირად გესიზმრება? - საბანს უფრო მჭიდროდ ვიხვევ და შეძლებისდაგვარად კომპორტულად ვჯდები.
- არც ისე... - მხრებს იჩეჩავს და შემოხვეულ ქსოვილს ფრთხილად მაცლის. - იდეალური სხეული გაქვს, ანაბელ. ჩემი ნუ გრცხვენია. - წელზე ხელს მხვევს და მის სხეულზე აკრულს საკუთარი ბედნიერება მიკვირს. ყველა მის მოძრაობაზე მსუბუქად მაცახცახებს და აღმაფრენის ბურუსში გახვეულს, მხოლოდ მის მიერ გრძნობით წარმოთქმული ჩემი სახელი მესმის.




- ანაბელ... - თვალის გახელას სიკვდილი მირჩევნია.
- მეძინება... - გვერდზე ვტრიალდები.
- საუზმე ამოგიტანე! - გაგონებისთანავე თვალებს ვახელ და საწოლზე სწრაფად ვჯდები. დასადგამ ლანგარზე დალაგებულ საკვებს ხარბად ვათვალიერებ.
- აღარ გეძინება? - ანდრო საწოლზე მოპირდაპირე მხარეს თავსდება და ორი ვარსკვლავით შემომცქერის. მაისურს ზეწარზე ვპოულობ და მაშინვე ვიცვამ.
- მადლობა. - ვუღიმი და გუშინდელი ღამის გახსენებაზე ჟრუანტელი მივლის.
- გემრიელად მიირთვით... - ჩემს ხმას ბაძავს და გასროლილი ზეთისხილი ტუჩის კუთხეში ხვდება. ორივე გულიანად ვიცინით, უბრალო მომენტია, მაგრამ ჩვენია... ცერა თითით ტუჩს ვუმშრალებ. ხელს მიჭერს და ისე კოცნის, რომ მზერას თვალებიდან არ მაშორებს. - მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ... - გაოგნებული ვიმეორებ. სხვა სიტყვებით იმდენჯერ გაგვიმხელია ჩვენი გრძნობები. წარმოთქმის გარეშეც ვიცოდი ჩემს ცხოვრებაში მისი ადგილი. მაგრამ ითქვა ერთი სიტყვა ორი ადამიანის მიერ და თითქოს დედამიწა ამობრუნდა.
- რაღაც მულტფილმს რომ მაყურებინე და ჩაგეძინა, ეგ მაშინ მითხარი... - ღიმილით აღიარებს და ვგრძნობ, სახეზე სისხლი როგორ მაწვება.
- „კოკო“ რაღაც მულტფილმი კი არა, ძალიან აზრიანია... - დაბნეული ვაპროტესტებ.
- როცა შენ ხარ ახლოს, სხვა ყველაფერი უაზრობა ხდება! - სერიოზული სახით მაწყვეტინებს და პირველად ვიაზრებ, რომ ამ სახეზე უგონოდ ვარ შეყვარებული...




ჭიქა წყლით და თავის ტკივილის გამაყუჩებლით ხელში ელენეს ოთახისკენ მივაბიჯებ. მსუბუქ კაკუნზე კარს აღებს და ისევ საწოლისკენ გარბის,
- რატომ არ მომტყდა ის ხელი, ბოლო ჭიქა რომ დავლიე... - ბალიშში თავჩამხობილი წუწუნებს.
- წამალი დალიე, გაგივლის. - საწოლზე ვჯდები და მწვანეში ჩაფლულ ოთახს თვალს ვავლებ. - მეგონა ბაღი ეზოში გვქონდა... - თითოეულ მცენარეს ყურადრებით ვათვალიერებ.
- მიყვარს ამათზე ზრუნვა. - თავს ბალიშიდან იღებს და გამაყუჩებელს დიდი ოხვრის შემდეგ სვამს. - მადლობა გუშინდელისთვის. - თბილად მიღიმის.
- ძალიან კარგად გავერთე... - ელენეს და ბაჩოს კინკლაობის გახსენება ისევ კარგ ხასიათზე მაენებს.
- იცი, გუშინ მინდოდა დალაპარაკება... - ერთმანეთში გადაჭდობილ თითებს აცქერდება. - რაღაც მინდა გთხოვო...
- მითხარი. - გამალებით ვფიქრობ, მაგრამ აზრად არაფერი მომდის.
- ყველაფერი ვიცი. - თვალს ფრთხილად მისწორებს. - იმ ირაზე, თქვენს დაჩქარებულ ქორწილზე...
- ვერ გავიგე... - ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში და გული ნაწილებად მეგლიჯება.
- ყველაფერს აგიხსნი, სადმე გავიდეთ... - სწაფად დგება და კარადაში იქექება. - არავინ უნდა გაიგოს! ხომ არავის ეტყვი? - თვალები უელავს.
- მე რაში უნდა დაგეხმარო? - ადგილიდან ვერ ვდგები, ვგრძნობ თითოეული ბგერა როგორ მიკანკალებს.
- მირიანის მოშორებაში. - ტანსაცმელს საწოლზე ისვრის და თვითონაც უღონოდ ეშვება. - აღარ შემიძლია ამდენი თამაში...
- მეგონა... - სიტყვები წარმოთქმამდე მეკარგება.
- გეგონა, რომ მიყვარდა! - ჩემს ნაცვლად ამთავრებს და დატანჯულ სახეზე ცრემლები უგორდება.



№1  offline წევრი დარინა

სათაურიდან გამომდინარეე რატომ აქამდე არ წავიკითხეე არ ვიციიი რადგან არ მჩვევია ასეთი რაღაც ახალ ისტორიებს სულ ვკითხულობ, მაგრამ ესგამომრჩენიააა და ძალიანაც ნერვები მომეშალა ჩემს თავზეე აქამდე როგორ ვერ აღმოგაჩინეეე, აი ძალიან მიხარიაა რომ აღმოგაჩინეეე, ისეთი ისტორიაა მე რომ მიყვარს, პერსონაჟებიდან დაწყებულიი ისტორიის სიუჟეტით დამთავრებულიი, ტკბილიი, თბილიი და გემრიელიი, აი ყველა თავიი ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხეეე დამატკბოო, გამათბოო და გამაბედნიერააა, ახალი ავტორების მოსვლა მიყვარს ჩვენს საიტზეე და მიხარია შენც რომ აქ ხარ, წარმატებები და უკვე სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს.

 


№2 წევრი OKI ME

ვააჰ, გაოგნებული, დაშოკილი და გაოცებული დამტოვა ამ თავმა. რა ქენი? ეს რა დაწერე? მე მიკეთებ ამას? anguished smiley

არა, უყურე შენ ელენეს? არ ველოდი ნამდვილად, მოვლენების ასე განვითარებას.ყოჩაღ ელენეს. იმედია მოიშორებენ, ერთხელ და სამუდამოდ მაგ მირიანს. ვაიმე, როგორ მაინტერესებს რას მოუყვება ანაბელს stuck_out_tongue_closed_eyes რაღაცა საეჭვოდ შეახვედრე და შეაჟღურტულე ბაჩუკი და ელენე. laughing არა, მე, კი გამეხარდება, რო რამე. laughing კაი რაა, რა მოიცდის შემდეგ თავამდე? ელენე შემიყვარდა. heart_eyes

ოხ, ეს ნატას გამოჩენა რა იყო ეხლა ვითომ? confused ან წინ დასკუპება? დიდი გაიძვერა ქალია. ან ის, საუზმობისას წამოსროლილი უაზრო რეპლიკები. მომიშალა ნერვები, ამ ქალმა. laughing

ვაიმე, რომ იცოდე როგორ ველოდები შემდეგ თავს heart_eyes ინტერესი მკლავს რა მოხდება. ჩემი თავის ამბავი, რომ ვიცი არაა გამორიცხული დამესიზმროს laughing მქონია მსგავსი შემთხვევები laughing laughing

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეეეეეეეეეე..
ანდრია და ანაბელი ხო "დავაწყნარეთ", მაგრამ ახლა მთლიანად ელენეს და ბაჩოს წყვილზე ვერთვები :დ
როგორ მიხარია ელენე ისეთი სულელი რომ არ აღმოჩნდა როგორიც მეგონა..
ძალიაააან მომწონს აი ძალიაააააან ^-^

 


№4  offline წევრი Melice

დარინა
სათაურიდან გამომდინარეე რატომ აქამდე არ წავიკითხეე არ ვიციიი რადგან არ მჩვევია ასეთი რაღაც ახალ ისტორიებს სულ ვკითხულობ, მაგრამ ესგამომრჩენიააა და ძალიანაც ნერვები მომეშალა ჩემს თავზეე აქამდე როგორ ვერ აღმოგაჩინეეე, აი ძალიან მიხარიაა რომ აღმოგაჩინეეე, ისეთი ისტორიაა მე რომ მიყვარს, პერსონაჟებიდან დაწყებულიი ისტორიის სიუჟეტით დამთავრებულიი, ტკბილიი, თბილიი და გემრიელიი, აი ყველა თავიი ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხეეე დამატკბოო, გამათბოო და გამაბედნიერააა, ახალი ავტორების მოსვლა მიყვარს ჩვენს საიტზეე და მიხარია შენც რომ აქ ხარ, წარმატებები და უკვე სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს.

ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთდით ❤️❤️❤️ მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ????

Megioki
ვააჰ, გაოგნებული, დაშოკილი და გაოცებული დამტოვა ამ თავმა. რა ქენი? ეს რა დაწერე? მე მიკეთებ ამას? anguished smiley

არა, უყურე შენ ელენეს? არ ველოდი ნამდვილად, მოვლენების ასე განვითარებას.ყოჩაღ ელენეს. იმედია მოიშორებენ, ერთხელ და სამუდამოდ მაგ მირიანს. ვაიმე, როგორ მაინტერესებს რას მოუყვება ანაბელს stuck_out_tongue_closed_eyes რაღაცა საეჭვოდ შეახვედრე და შეაჟღურტულე ბაჩუკი და ელენე. laughing არა, მე, კი გამეხარდება, რო რამე. laughing კაი რაა, რა მოიცდის შემდეგ თავამდე? ელენე შემიყვარდა. heart_eyes

ოხ, ეს ნატას გამოჩენა რა იყო ეხლა ვითომ? confused ან წინ დასკუპება? დიდი გაიძვერა ქალია. ან ის, საუზმობისას წამოსროლილი უაზრო რეპლიკები. მომიშალა ნერვები, ამ ქალმა. laughing

ვაიმე, რომ იცოდე როგორ ველოდები შემდეგ თავს heart_eyes ინტერესი მკლავს რა მოხდება. ჩემი თავის ამბავი, რომ ვიცი არაა გამორიცხული დამესიზმროს laughing მქონია მსგავსი შემთხვევები laughing laughing

მეც მესიზმრება ხოლმე ????❤️

სტუმარი ანი
ვაიმეეეეეეეეეეე..
ანდრია და ანაბელი ხო "დავაწყნარეთ", მაგრამ ახლა მთლიანად ელენეს და ბაჩოს წყვილზე ვერთვები :დ
როგორ მიხარია ელენე ისეთი სულელი რომ არ აღმოჩნდა როგორიც მეგონა..
ძალიაააან მომწონს აი ძალიაააააან ^-^

ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს ❤️

 


№5 სტუმარი ტაისა

საშინელი გრაფიკი მაქვს და საერთოდ ძლივს შემოვდივარ ხოლმე საიტზე. დღეს უხალისოდ დავუყევი და სხვა საქმე რომ აღარ მქონდა , წავიკითხე მთლიანად. მერე ახალი თავიც ვნახე.

საინტერესოა და განსხვავებული heart_eyes
წარმატებებს გისურვებ.

 


№6  offline წევრი ვიპნი

რა საინტერესოა ელენეს რითი აშანტაჟებს მირიანი,თურმე სულაც არ ყოფილა უგონოდ შეყვარებული.

 


№7 სტუმარი სტუმარი Tinano

Magariaaaaa.
Gelodebi ❤

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

საუკეთესო ხარ

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომეწონა როდის დადებ ახალ თავს?

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ?

 


№11  offline წევრი Melice

ანი ანი
როდის დადებ?

გუშინ ავტვირთე და ჯერ არ დადასტურებულა ❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

Melice
ანი ანი
როდის დადებ?

გუშინ ავტვირთე და ჯერ არ დადასტურებულა ❤️

როგოოორ მიშლიან ნერვეეეებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent