შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული (თავი 11)


22-01-2021, 01:28
ავტორი Melice
ნანახია 2 582

პატარა კაფის მყუდრო კუთხეში ვზივარ და ჩაის ჭიქას ჩაფრენილ ელენეს დაძაბული შევყურებ.
- ანაბელ, რასაც მოგიყვები არავის უნდა გაიგოს... - ნერწყვს ნერვიულად ყლაპავს.
- არავის ვეტყვი. - დარწმუნებით ვპასუხობ და სმენას მაქსიმალურად ვძაბავ.
- ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო... - ჰაერს ღრმად ისუნთქავს და სივრცეში უაზროდ იყურება. - მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი და მირიანი მართლა მომწონდა. სამაგიეროდ, ის იყო გულგრილი. ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა. ზაფხული იყო და თითქმის ყოველ დღე ვნახულობდი სხვადასხვა წვეულებაზე. ანდრო და სალომე ორი კვირის დაშორებულები იყვნენ, მაგრამ ვმეგობრობდით და გამუდმებით ერთად ვიყავით. იმ დღეს თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მეგობრებმა დაიჩემეს და გასართობად წავედით. ბევრი არაფერი მახსოვს, რაღაც საშინელებას ვსვამდით და ხმამაღალი მუსიკა არ ჩერდებოდა. მირიანიც იქ იყო... - ხმა უწყდება და ჩამოგორებულ ცრემს მწარე ღიმილით იწმენდს.
- რამე დაგიშავა? - აკანკალებულ ხელებს ვწვდები და დასამშვიდებლად მსუბუქად ვუჭერ.
- მაშინ არ ვფიქრობდი, რომ მიშავებდა. - მხრებს უღონოდ იჩეჩავს. - ყურადღება მომაქცია, ისეთი მთვრალი ვიყავი და ისეთი ბედნიერი... კლუბის ბინძური საპირფარეშო მახსოვს და მახსოვს, რომ მთელი სხეული მტკიოდა... მეორე დღეს საკუთარ საწოლში გავიღვიძე. სახლამდე როგორ მივედი არ ვიცი. - ჩაის ერთ ყლუპს დასამშვიდებლად სვამს და ისევ მოგონებებში იძირება. - ერთი კვირა ისე გავიდა ოთახიდან თითქმის არ გამოვსულვარ. მერე მირიანმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. სანაპიროზე შევხვდით... ცხელი დღე იყო, მაგრამ აუტანლად მციოდა. ისეთი ცინიკური და ბოროტი სახე ჰქონდა, საკუთარი თავი შემზიზღდა. დიდი თანხა მომთხოვა და უარი ვუთხარი... თვრამეტი წლიდან ქსელის მეწილე ვარ, მაგრამ ამ საქმის არაფერი გამეგებოდა და ანდროს მივანდე ჩემი აქციები. უარზე საშინლად გაბრაზდა და დამემუქრა, ყველაფერი გადაღებული მაქვს და გავასაჯაროვებო.
- ნაბი.ვარი. - მოუთმენლად ვსისინებ. - იქნებ, უბრალოდ დაგემუქრა?
- ვნახე... - ორივე ხელს სახეზე იფარებს და ჩუმად ქვითინებს. - ისეთი საშინელი კადრებია... ისეთი ამაზრზენი ვარ... მთვრალი, ბინძურ ტუალეტში... ყველაფერი ჩემი სურვილით მოხდა, არ უძალადია.
- შენი ბრალი არ არის! - ხელებს სახიდან ვაშორებ და ამღვრეულ თვალებში ჩავყურებ.
- იმ დღეს, როგორც კი წავიდა, მტკვარს ვუყურებდი და... - თვალს ისევ მარიდებს და ოდნავი ღიმილი უკრთება. - თითქოს ერთადერთი ხსნა ის იყო... მახსოვს, სუნთქვა მინდოდა, მაგრამ ჰაერის ნაცვლად ფილტვები წყლით მევსებოდა და ვიხრჩობოდი... მერე, თითქოს მოვკვდი... - მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს, და მისი თვალების ელვარება მზარავს. - ვიღაცამ დამინახა და ამომათრია. გონს რომ მოვედი, პალატაში ვიწექი. მხოლოდ უახლოესი ადამიანები მეხვივნენ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მარტო ვიყავი... საკუთარი თავიც კი არ მყავდა.
- არავის უთხარი? - მომდგარ ცრემლებს თვალებიდანვე ვიწმენდ.
- დედაჩემს. - მწარედ ეღიმება. - მისგან კი მწარე სილის გაწვნა და ბრალდებების მთელი გროვა მივიღე პასუხად. ფული მომცა, რომ მირიანი გამეჩუმებინა და ეს სირცხვილი არავის გაეგო.
- დაუჯერებელია... - ვგრძნობ ძარღვებში სისხლი როგორ მეყინება. - მერე რა მოხდა?
- თითქმის ერთი წელი ფულს მძალავდა... - მხრებს იჩეჩავს და შეგრილებულ ჩაის ბოლო წვეთამდე ცლის. - მერე, კარიერის აწყობა გადაწყვიტა... მაიძულა ჩემს შეყვარებულად წარმედგინა ოჯახში, ასე გახდა მენეჯერი.
- დედაშენმა იცოდა, რომ ის იყო? - მაგდაზე წარმოდგენის შენარჩუნებას ბოლომდე ვცდილობ.
- იცოდა... - მაშინვე მიქარწ....ბს იმედს. - ყველგან, სადაც იმუშავა ვიღაც გაიჩინა. სიმართლე გითხრა, არ მაინტერესებდა... ხალხი დამცინოდა, ბრმად შეყვარებულს მეძახდნენ. ერთხელ მე და ილია ქუჩაში მივდიოდით და მირიანს გადავაწყდით, ვიღაც გოგოს კოცნიდა. ილია მირიანს მივარდა და ისე სცემა, ცხვირი გაუტეხა... - მხიარულად ეცინება, მაგრამ ღიმილი მალევე ეცლება სახიდან. - მეორე დღეს მირიანმა მაიძულა თვითმკვლელობის მცდელობა გამეთამაშა... საძილე აბები დავლიე და ვცდილობდი ოჯახის წევრებთან ვყოფილიყავი, როცა გონებას დავკარგავდი, რომ ეშველათ. ასეც მოხდა, მაგრამ ბევრის დალევა მომივიდა და ძლივს გადავრჩი. გამოვაცხადე, თუ მირიანს დავშორდები თავს არ ვიცოცხლებ-მეთქი და იმასაც ყველაფერი აპატიეს. - ცოტა ხნით ჩუმდება, რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ვხვდები, რომ ჯერ მთავარი არ უთქვამს და ხმას ვერ ვიღებ. - მერე კარიერამ აღარ დააკმაყოფილა და ჩემი წილი აქციები მოუნდა. ამისთვის...
- შენზე უნდა იქორწინოს. - თითქმის ჩურჩულით ვამთავრებ ელენეს სათქმელს და ცხოვრებაში პირველად სიძულვილის და ზიზღის ისეთ ნაკადს ვგრძნობ, რომ მთელი სხეული მხოლოდ ამ გრძნობით მევსება.
- იმ დღეს, შენი შეტყობინება ვნახე მირიანის მობილურში... მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაცას აწყობდა. - ჩემს შემცბარ მზერას ამჩნევს და თბილად მიღიმის. - არასდროს ტოვებს მობილურს მაგიდაზე, როცა ანდროც იქაა. არ მინდოდა გახსნა, მაგრამ იმდენად პროვოკაციულად დადო, ვერ მოვითმინე. ანდრომაც ნახა... მერე ისევ გათამაშებული თვითმკვლელობა... - ხმამაღლა ოხრავს და საკუთარ ხელებს აკვირდება. - ისე დავიღალე... იანვრის ბოლოს ქორწილი უნდა გვქონოდა, ჩემი აქციების გაყიდვა და თანხის შვეიცარიაში დაბანდება დაგეგმა. ეს მხოლოდ მე რომ მეხებოდეს ხმას არ ამოვიღებდი... მაგრამ, მირიანი თქვენც გადმოგწვდათ, შენ, ანდროს, მთელს ჩემს ოჯახს...
- შენ დილით მითხარი, რომ ჩემი და ანდროს ქორწინებაზე რაღაც იცოდი...
- იმ შეტყობინების ნახვიდან მესამე დღეს იქორწინეთ და დავვეჭვდი... ვიცოდი მირიანი მობილურს უბრალოდ არ დატოვებდა. მაგრამ, ვერ ვიგებდი რატომ მაინცდამაინც შენ. მერე ქორწილში შენ და ანდროს გაკვირდებოდით, თითქოს გაუცხოებულები იყავით, მაგრამ ხანდახან ისეთი სინაზით გადახედავდით ერთმანეთს... - სველ ლოყებს იმშრალებს და დამნაშავის თვალებით მაცქერდება. - თქვენი ქორწილის ღამეს დერეფანში მივდიოდი და ყვირილის ხმა გავიგონე. ჩუმად მოგაყურადეთ და გავიგე, რომ მირიანი შენც გაშანტაჟებდა... ირაზე ქორწილშივე მივხვდი, ერთმანეთს გამუდმებით აშტერდებოდნენ... ვფიქრობ, რომ ის გოგო მართლა მოსწონს, მაგრამ იმდენად არა, რომ ფული დათმოს.
- რას აპირებ? - უამრავი კრიმინალური აზრი მომდის.
- ის დისკები მჭირდება... - ჩემკენ იწევა და საიდუმლოსავით ჩურჩულებს. - ყველა ჩანაწერი უნდა გავანადგურო.
- უკეთესი იდეა მაქვს... - მზაკვრულ ჩანაფიქრს ვუზიარებ.



- როგორ ხარ? - სანამ ელენე მანქანას დააყენებს, ბარის დახლთან ბაჩოს ვესაუბრები.
- ნორმალურად... - მხრებს უხალისოდ იჩეჩავს. - რა კარგი იყო, აქ რომ მუშაობდი.
- ვეღარავის უშლი ნერვებს, ხომ? - ცალი წარბი ზევით გამირბის.
- ვაღიარებ! - ხელებს დანებების ნიშნად სწევს და მის გამხიარებულ თვალებზე ოდნავ შვებას ვგრძნობ.
- როგორახარ, ბაჩუკი? - ელენე ბარის დახლს ცალი ხელით ეყრდნობა და ბაჩოს ღიმილიან მზერას ავლებს.
- ბაჩო. - თითის წვერს მკერდზე დამაგრებულ ბეიჯზე აკაკუნებს.
- გამოსაცვლელ ოთახში შევალ... - ელენეს მრავალმნიშვნელოვნად ჩავყურებ თვალებში. - რაღაც ნივთები დამრჩა.
- შევუკვეთავ მანამდე... - ისე ბუნებრივად ამბობს, მისი ნიჭით აღფრთოვანებული ვარ.
- ბაჩო, ხოიცი რაც მიყვარს. - თვალს ვუკრავ და წასასვლელად ვემზადები.
- აბა, თუ გამოიცნობ მე რა მიყვარს? - ეკითხება ელენე, როგორც კი ბაჩო თავს მიკრავს.
- არაყი და ფრთიანი ფრაზები. - ბაჩოს პასუხი უკვე მიმავალს მესმის და უნებურად მეღიმება.

გამოსაცვლელ ოთახში მირიანის ჩანთას დიდი გულმოდგინებით ვჩხრეკ. გასაღებს მაშინვე ვპოულობ და ათამდე ფოტოს ვუღებ. ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ და კანში ვერ ვეტევი. ჩანთას ძველ მდგომარეობაში ვაბრუნებ და კარის გაღებისთანავე მირიანს ვეჩეხები.
- ეს ოთახი თანამშრომლებისთვისაა. - გულზე ხელები აქვს დაკრეფილი და ცინიკურად მიღიმის.
- ვიცი, რაღაც ნივთი დავკარგე და აქ მეგონა. - მის მოძრაობას ვიმეორებ და თვალებში ვუყურებ.
- როგორ არის შენი ძვირფასი მეუღლე?
- გადასარევად. - ღიმილის ძალას ვპოულობ. - გადავცემ, რომ მოიკითხე.
- სიტყვა არ წამოგცდეს! - მკლავში ხელს მავლებს.
- არ მოგიკითხო? - ხელს ვაშვებინებ და მშვიდ ტონს ვინარჩუნებ.
- იცი, რაზეც გეუბნები! - საჩვენებელ თითს გაფრთხილების ნიშნად მიქნევს.
- ცოტა მოდუნდი. - გვერდს ცინიკური ღიმილით ვუვლი და დარბაზში ელენეს ვეძებ. ტყავის სავარძელში ვპულობ. თვალს ვუსწორებ და თავს ოდნავ ვუკრავ.



ისევ ელენესთან საუბარზე ვფიქრობ და ვახშმისთვის შესაფერის სამოსს ვარჩევ.
- ეს ჩაიცვი. - ანდრო ლურჯ პერანგს მაწვდის. - შენს თვალებს მოუხდება.
უკვე გამოწყობილს თვალს ვავლებ. შავი ჯინსის შარვალი და ამავე შეფერილობის პერანგი იდეალურად ადგას ტანზე. სარკისკენ ვტრიალდები და ჩვენს ანარეკლს უკმაყოფილოდ ვათვალიერებ.
- რა უსამართლობაა... - ვვოხრავ და შეუფერებელ წყვილს თვალს ვარიდებ.
- გამოვიცვალო? - ანდრო თავის ორეულს თვალს ავლებს და დაბნეული თვალებით მაშტერდება.
- ყველაფერი მოგიხდება. - ღვარძლიანად გამომდის. - პრობლემაც ეგაა.
- ანაბელ. - მიახლოვდება ჩემს სახეს ხელებში აქცევს. - რაზე ბრაზობ, ამიხსენი.
- სიმართლე სიმართლის სანაცვლოდ... - არსაიდან მოსული წყენა ყელში მიჭერს. - არ შევეფერებით ერთმანეთს.
- რას ამბობ? - თვალები მაშინვე ემღვრევა.
- შეხედე! - თავს ვინთავისუფლებ და სარკისკენ მივუთითებ. - შენს თავს შეხედე და მერე მე შემომხედე.
- ვუყურებ და მაინც არ მესმის... - ჩვენს ორეულებს დაბნეული ათვალიერებს. - შენ ხომ არ ფიქრობ... - წამით ყოყმანობს და მერე ზურგიდან მეხუტება. - ყველაზე ლამაზი გოგო ხარ, ვინც აქამდე შემხვედრია და ვისაც ამის შემდეგ შევხვდები.
- ვის შეხვდები? - მისკენ წარბშეკრული ვტრიალდები.
- არავის! - თვალებიანად ეცინება. - არავი მჭირდება შენს გარდა.
- მართლა ასე ფიქრობ? - წუთის წინ მოსული აზრი მიფერმკრთალდება.
- ჩემი სიმართლის დროა, - ცისფერ ტბებში მთლიანად მითრევს. - ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ უნდა გავჩენილიყავი. დედაჩემს ჩემზე მშობიარობამ ფსიქიკა შეურყია...
- არ ვიცოდი... - გაქვავებულ სახეზე შეშინებულ მზერას ვავლებ.
- რაც შეგხვდი, თითქოს თავიდან დავიბადე... - სახეზე ღიმილი უკრთება, მაგრამ ტკივილს მაინც ვერ ჯაბნის. - დავიბადე ისე, რომ არავინ გამიგიჟებია.
- თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდე. - კეფაზე ხელს ვავლებ და თავს ჩემკენ ვაწევინებ. - უნდა წუხდე, ეს ბუნებრივია... მაგრამ შენი ბრალი ვერ იქნება ის, რაც შენზე დამოკიდებული არ ყოფილა.
- ვიცი... - ტუჩის კუთხეში ნაზად მკოცნის. - ვახშამზე ვაგვიანებთ.



ყველანი ჰოლში დაგხვდნენ. სანამ დათო და ლანა თომას ესაუბრებიან, ანდროს ვუსხლტები და სამზარეულოში მოფუსფუსე რამოდენიმე ქალს ვერევი.
- მიხვედი? - ელენე შემოსვლისთანავე კუთხისკენ გამყავს.
- ყველგან ვიყავი... - დაღლილი ჩურჩულებს. - ახალი წლის საღამოა ხვალ და არავინ მუშაობს.
- არაუშავს. - მხარზე მსუბუქად ვეხები. - როგორც კი უქმე დღეები დამთავრდება, ერთად მივიდეთ.
- მადლობა... - სუსტ ხელებს მხვევს.
- ძალიან საყვარლები ხართ, მაგრამ ვახშამი მზადაა. - ანდრო შუა სამზარეულოში დგას, ცისფერ თვალებში გაოცება და სიხარული ერთმანეთს ენაცლებიან.




- ხვალ რას აპირებთ? - თომა მე და ანდროს თბილ მზერას გვავლებს.
- ჯერ აქ ვიქნებით, მოგვიანებით ანაბელის მშობლებთან. - თავდაჯერებულად პასუხობს და დათოს თავაზიანად უღიმის.
- ყველა აქ რომ შევიკრიბოთ? - მაგდა ანდროს თვალს უსწორებს.
- უკვე დავგეგმეთ. - მოკლედ უჭრის და თეფშს ისე დაჰყურებს, თითქოს გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს.
- ყველანი მაინც ვერ ვიქნებოდით... - მაგდა ახლა მე მისწორებს მზერას და მხოლოდ რამოდენიმე წამი მჭირდება იმის გასააზრებლად, რომ ილიას გულისხმობს. ილია წავიდა და ეს პირდაპირ თუ ირიბად ჩემი ბრალია.



აბაზანიდან ერთიანად წითელი გამოვდივარ და სველ თმას პირსახოცით ვისრეს.
- ტემპერატურას ცოტა მოუკელი ხოლმე, თორემ მოიხარშები... - ანდრო ქაღალდებიდან თავს სწევს და ღიმილით მათვალიერებს.
- ძალიან სასაცილოა. - ვუბღვერ და წინ ვუდგები. - ილია რატომ წავიდა?
- ვიკამათეთ.
- დეტალები.
- ქორწინების იდეა არ მოეწონა. - სახე დაძაბულობისგან უშეშდება.
- როდის დაბრუნდება? - ვიცოდი, მაგრამ ანდროს ნათქვამმა უფრო დამწყვიტა გული.
- როცა გაბრაზება გადაუვლის. - ისევ საბუთებს უბრუნდება, ესეიგი საუბარი დამთავრებულია.
კარადიდან ძლივს მიგნებულ საღამურებს ვიღებ და აბაზანისკენ ვიღებ გეზს.
- საით? - ანდროს ხმა სახელურზე დადებულ მტევანს მიყინავს.
- უნდა ჩავიცვა... - ორ აბრეშუმის ქსოვილს ვაფრიალებ.
- ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს. - გამოკვეთილად ამბობს თითოეულ სიტყვას.
- არ მრცხვენია... - უნამუსოდ ვიტყუები. - არ მინდა მუშაობის პროცესში ხელი შეგიშალო. - თვალს ვუკრავ.
- არ შემიშლი, მიდი ჩაიცვი. - მზერა ისევ ქაღალდისკენ გადააქვს.
კარის სახელურზე გაქვავებულ მტევანს დავყურებ და საკუთ გრძნობებზე ნერვები მეშლება. ქმარია ბოლოსდაბოლოს... შიშველიც ვუნახივარ...
თვალს ანდროსკენ ვაპარებ და როცა ქაღალდებში თავჩარგულს ვხედავ, თითქოს გულიდან ლოდი მეხსნება. ხალათს გაუბედავად ვიხდი. საღამურის ზედა ნაწილს ვწვდები და წელში გამართვამდე ანდროსკენ ფრთხილად ვიხედები.
- შენს სიმორცხვეს უნდა ვუშველოთ... - ზედმეტად ახლოდან ჩამესმის ჟღერადი ბგერები და ცარიელ სავარძელს სასოწარკვეთილი ვათვალიერებ. ანდრო წელზე ხელს მხვევს და მისკენ ნელა მატრიალებს.
- როგორ უნდა ვუშველოთ? - აჩქარებული გულისცემა ხმის იოგებზეც მოქმედებს.
- სულ წითელი ხარ... - სველ თმას კეფასთან კრავს და მკლავზე ფრთხილად იხვევს.
- ცხელი წყალი იყო... - სუნთქვა აღარ მემორჩილება.
- ამასაც უნდა ვუშველოთ... - ყურში ჩამჩურჩულებს და სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებ, აბაზანისკენ ხელში ატაცებული მივყავარ.
- ანდრო, არც გაბედო! - ვყვირი, როგორც კი მის ჩანაფიქრს ვხვდები. პასუხად მხოლოდ თვალს მიკრავს და წყლის გრილ ნაკადს უხვად უშვებს. წვეთების სიცისგან გასაქცევად წინ გადაღობებულ ანდროს მთელი სხეულით ვეკრობი. ჩემთან ერთად დგება უმოწყალო სიცივეში და წყალი თმას შუბლზე აფენს.
- უსამართლობაა... - თვალებში გრძნობამორელი შევყურებ. - შენ ტანსაცმლით ხარ...
- ახლავე... - მოქნილი სისწრაფით შიშვლდება და არეულ სუნთქვას მიზიარებს.

- არასოდეს მიმატოვო, ანაბელ... - ჩურჩულებს, როგორც კი მწვერვალიდან ვეშვები და ნელი ბიძგებით უფრო მაღალი მწვერვალისკენ მიმაქანებს.





ძილის ბურანში წასულს, ხმაური მაფხიზლებს... ანდრო ისე ბორგავს.
- არა, არა... ბნელა... გამომიშვი!.. - ყვირის და სანამ რამეს მოვიფიქრებ, შეშინებული ხტება.
- ანდრო... - ხელს ვავლებ, ვცდილობ ჩემკენ მოვახედო, მაგრამ ხელს მკრავს და უკან მაგდებს.
- ანაბელ, კარგად ხარ? - ჩემს გაფართოებულ თვალებზე თითქოს აზრზე მოდის.
- რა თქმა უნდა... ისევ კოშმარი გესიზმრა? - საწოლის კიდეს ზურგით ეყრდნობა და თავს ოდნავ მიკრავს. - თუ გინდა, მომიყევი...
- არაფერია მოსაყოლი. - საკუთარ დამუშტულ მტევანს აკვირდება.
- ანდრო...
- გთხოვ! - ბრძანებასავით ჩამესმის და ბალიშზე უღონოდ ვეშვები.
მის სუნთქვას ყურს ვუგდებ და გული უნებურად მიჩუყდება. რაღაც აწუხებს, რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ყოველ ღამით სიზმარში ხედავს... მაგრამ, მე არ მიზიარებს. ბოლომდე მაინც არ მენდობა.
ანდრო ფრთხილად იწევს ჩემკენ, ოდნავ ქვემოთ ჩოჩდება თავს მკერდზე მადებს. ხელებს მაშინვე ვხვევ.
- ჩემი საყვარელი მელოდიაა... - ჩახლეჩილი ხმით ამბობს და ჩემს გულისცემას აყურადებს.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგია, უფრო კარგი ელენეს სიმართლე იყო, იმედია მირიანის გამოაშკარავების დროც დადგება თუმცა იოლი არ იქნება

 


№2 სტუმარი სტუმარი დარინა

ყველაზე მეტად ელენეს სიმართლე გამოხარდააა, აი ისეთი მართლაც და სიყვარულისგან დაბრმავებულიი გოგო რომ არ აღმოჩნდაა, ძალიან შემეცოდააა, ყველა დედა დედა არ არის ასეროგორ უნდა მოექცეე შვილს მხოლოდ სირცხვილისგან თავის ასაროდებლად რომ შვილი ფეხებზე გკიდიააა აი ვერ ვხვდებიი ასეთი ქალები დედობის ღირსები როგორ არიან, ხო იმედია ანაბელი და ელენე შარში არ გაეხვევიან და ანდროს მაინც მოუყვებაა ანაბელი სიმართლეს, მარტო ვერაფერს ვერ გახდებიან, მირიანს კი საკადრის პასუხს გასცემენ იმედიაა და საკუთარ ადგილს მიუჩენენ, ხოო ბაჩო და ელენე ძალიან მესაყვარლენ, აი ანდროს კოშმარებიც მაინტერესებს, მაგრამ ანაბელს რომ საკუთარი თვითშეფასებაა დაბალი აქვს ეს არ მომწონს იმედიაა უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეიმატებს.

 


№3  offline წევრი OKI ME

მირიანი რა გაიძვერაა... ეს, ირაც მაგისნაირი მგონია.

ელენეს სიმართლემ გამახარა. ყველაზე მეტად არ მინდოდა ისეთი სულელი ყოფილიყო როგორიც თავიდან ჩანდა.

მაგდა, არ ვიცი ამ ქალზე რა ვქთვა. თომას არ იმსახურებს ეს ქალი და მიკვირს როგორ უგებენ ერთმანეთს. მაგდასგან განსხვავებით, თომა აშკარად სხვანაირი ადამიანია.

დიდი იმედი მაქვს ანაბელი და ელენე რამე საოცრებას არ ჩაიდენენ და შარში არ გაყოფენ თავს. ალბათ, ჯობს ანდროს მოუყვნენ ან ბაჩუკის, ან ორივეს.

ოო, ანდროს კოშმარების ამბავი ძალზედ საინტერესოაა. ნეტა რა გადაიტანა ამისთანა, რომ ახლა ესიზმრება. ანდროს დედაზე არ მოველოდი, ამ ამბავს.

ჰო, კიდევ ანაბელის ის არ მესმის, შენ მჯობიხარ, არ შევეფერებით, მცხვენია. დაავიწყე რა ამ გოგოს ასეთი სისულელეებზე ფიქრი. დატკბეს ცხოვრებოთ და თავის საყვარელ კაცთან დროის ტარებით, სანამ მაგდა, მირიანი და ის ნატა ( თუ სწორად მახსოვს სახელი, ანდროს ყოფილის) აცდიან. ეგენი ისეთი გაიძვერები არიან რად გაუგებ, როდის რას მოიფიქრებენ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

აი უმაგრესიიიიიი, ელენეს და ბაჩოს წყვილზე მე უბრალოდ ვაბოდებ- ეს ის რაც კაფგი იყო.

აი ამ მირიანის ლანძღვააა და მისი დახრჩობის სცენის წარმოდგენა არ მომბეზრდება სანამ ანდრო ან სხვა არ გაუნგრევს სიფაააათს, როგოოორ მძუულს, დამპალია ადამიანი დეგენერატი. სულით ავადმყოფი....
ერთი სული მაააქ ანდრომ გაიგოოოოს და ცემაში გაუნგრიოს თავ პირი.

ეს ანაბელი კიდე სიმორცხვეს მორჩეს რა, არადა საერთოდ არ ჩანდა მორცხვი.

ველი შემდეგ თავს.

დღეს დადებ? ^-^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent