შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლოდინი (სრულად)


23-01-2021, 03:22
ავტორი tasusuna
ნანახია 7 066

-შვილი რომ გვეყოლება,ნენეს დავარქმევთ! -მუქ,ნუშისებრ თვალებში ვარსკვლავები თვალისმომჭრელად კიაფობდა და მასში მახვევდა..
-წარმოგიდგენია როგორი უნდა იყოს?!-განაბული,ფიქრებში წასული,ღიმილში ფუთავს აღელვებას და მკერდზე ძლიერად მიკრავს..
-შენი თვალის ჭრილით და ჩემი ხასიათით! შენი თლილი თითებით და ჩემი თმის ფერით...-ოცნებებში დახატული ჩვილის სახება წინ დამიდგა და ყველა გრძნობა გადამიფარა...
ცხადება იმდენად რეალურს გავდა,მეგონა,მის გულისცემას ვუსმენდი...
-მინდა მთლიანად ჩვენი იყოს...
ისეთი თავისუფალი და,უკიდეგანო სიყვარულის მატარებელი,როგორიც შენ ხარ..
გულით იმდენ სიკეთეს მინდა ატარებდეს,ვეღარ იტევდეს და,ყველას უნაწილებდეს..
ზუ,ისე მინდა მისი ცხოვრება ღირდეს,ალბათ,ამისთვის ყველფერზე წავალ..-ამღვრეული თვალები ნუშებს გავუსწორე და მათში მოქცეულ საკუთარ გამოსახულებას ჩავაკვირდი..
ირისებში არეკლილი ოცნებებით შემოსილი გოგო სიყვარულით სავსე მზერით შესცქეროდა რკალებს და მასში ყველა დაგროვილ ემოციას ატევდა..
სახეზე იმდენ განცდას გადაევლო,
მივხვდი,
კალმით შემოყვა ყველა ჩემს სიტყვას..
თეთრი კედლისკენ გადაენაცვლებინა მზერა და ალბათ იმ დღეებს ავლებდა თვალს,
დღეის იქით,ოცნების მოლოდინში რომ უნდა გაგვევლო..
მთელი უსასრულობა გავლიე თითქოს,
სანამ მასში იმ მზადყოფნა არ დავინახე,
რასაც გული უთქმელად ელოდა..
ნაკვთებზე თითო გრძნობას ბუდე დაედო და,
დიდ სიყვარულს აჩაღებდა..
-ესეიგი,ნენე არა?!-აღტაცებული მზერა სახეზე მომატარა და ბაგეებისკენ დაიძრა..
ვინ იცის,რა უღმერთოდ მიყვარდა მისი ვნებააშლილი ამბორი.
-ათვლა დაიწყე თი ოცნების ახდენამდე..-გრძნობამორეული გახელებით დამეწაფა და სულში თაბახებად დაგროვილი ყველა განცდა შემომაძარცვა...
იმ წამებში,ალბათ,არცერთი ვფიქრობდით,აუხდენლად თუ გვექცეოდა..
___
****
-ისევ უარყოფითია?!-ნიჟარაზე ჩამომჯდარს მიახლოვდება და ძლიერ ხელებს მკლავებზე მხვევს..
როგორ მინდა,თუნდაც ერთადერთხელ,მოლოდინი გავუჩერო..
უხმო თანხმობას ძლიერ მკერდს უშვერს და წამითაც არ მაჩვენებს,რა ქარცეცხლი ტრიალებს მასში..
-ცრემლი არ დამანახო თი..-აწყლიანებულ თვალებში მტკიცედ მიცქერს და მთლიანი ძალით მიღიმის..
ცდილობს ყველა დარდი შემომაცალოს და სევდა გამიქარწყლოს.
ცდილობს ცეცხლი ჩამიქროს და ძველებური სიმშვიდე დამიბრუნოს,
თუმცა,
იმ დღიდან,50 თვიანი დაუსრულებელი მოლოდინი მთლიანად მანგრევდა და ნამსხვრევებად მაქცევდა..
სუნთქვა მეკროდა ტკივილისგან..
სულს ვერ ვიდგამდი ამომჯდარ გულში...
ნაგროვები სასოწარკვეთა ერთიანად დამესხა თავს და მიწას გამასწორა..
მთლიანად მომწყვიტა და სიცოცხლე გამომაცალა...
-თუ ამაზე ფიქრს შევწყვეტთ,მჯერა,ჩვენთანაც მოვა გაზაფხული...-სულ მცირედაც რომ ვერ ამოვისუნთქე,ნიაღვარად წამოსულ ცრემლებს თითები შეაგება ჯებირებად და ნიჟარიდან მის კალთაში გადმომსვა.
-ჩვენი ცხოვრება ამ დღეზე არ უნდა ავაგოთ თი,მე შვილის გარეშე შემიყვარდი და,ბოლო წამამდე ასე მეყვარები..უკონტროლო დარდი დაგვანგრევს და ამას ვერ შევაჩერებთ..
-სევდა მთლიანად გადმოღვარა თვალებიდან და მასში გამახვია..
გული გამიჩერდა..
ჩემზე კარგად ვინ იცოდა,რად უღირდა თითო ჩემთვის შემოწირული სიტყვა..
-ეს ერთი საფეხურიც უნდა ავიაროთ როგორმე..
ჩემთვის და შენთვის თი..
ეს თავიც უნდა ჩავხუროთ ისე,რომ სულში სიბინძურე არ ჩაგვყვეს..
ნურავის დავაბრალებთ ნურაფერს თინი..
ნურასდროს შევთხოვთ ნურავის ამაზე მეტს..
თუ ღმერთი არსებობს და,გვიყურებს,
თუ სასწაულებს მართლა ახდენს,
ეს დღე ჩვენთვისაც მოვა,
უბრალოდ,აღარ დაველოდოთ..
მხოლოდ თვიდან თვემდე აღარ ვისუნთქოთ და,ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდეთ თი..
მე და შენ,ჩვენი პატარა ოჯახი და,ის პატარა იმედები,კედლებად რომ შემოგვაშენდა..
-ნუშისებრი თვალებიდან გამოპარული ცხელი ცრემლი ღაწვებზე დაეკიდა და მთელი სიცოცხლის ხაზი გაიარა..
მოწურულმა გულმა ძლიერად შემომაჭდო ხელები..
მისი ფარდაახდილი ტკივილი იმაზე მეტი იყო,ვიდრე საკუთარი ეგოისტური სასოწარკვეთა...
-ასე როგორ ჩაგაქვრე ზუ...-მოკაშკაშე ვარსკვლავებიდან მცირე სხივიც კი აღარ დარჩენილიყო..
მისი მთლიანი ენერგია გამომეწოვა და სიძლიერიდან,თითქმის აღარაფერი დარჩენოდა ფარს მიღმა..
გული მომიკვდა..
ისე მომექცია მისი მთლიანი არსება ჩემს უკონტროლო სისუსტეში,სულთქვის საშუალებასაც კი არ ვაძლევდი...
___
***
პატარა,უსუსური სხეული ხელებში ფრთხილად მიმეწვინა და დაბალ გალობაში ფრთხილად ვარწევდი..
თვალმოუცილებლად დავსცქეროდი ვარდისფერ ღაწვებს და მშვიდად მიძინებულს ყველა ამოსუნთქვას ვუთვლიდი..
ნათლობის ცერემონია ჩვენ ირგვლივ ტრიალებდა და ვერავინ ფიქრობდა,კალთაში ჩაწვენილი ნათლული ხელებიდან გამოერთმია..
მის ნაკვთებში იმდენადბბევრი იყო საკუთარი ოცნება,თვალს ვერ ვაცილებდი..
ბუდეში გამომეკრა და ცივ ნიავს არ ვაკარებდი..
-თი,დასრულდა..-მთელ სამყაროში ყველაზე თბილი ხმა საყდრისკენ მაბრუნებს და მიღიმის..
განცდა,აქამდე რომ მთლიანად მავსებდა,საკმეველს შეერია და გაიფანტა..
თვალებბრიალა გოგონას მას ვაწვდი და,იმ ტკივილს ვუტეხ,სხეული რომ დამისერა..
ვცადე ავდევნებოდი,
თუმცა,მისხალი ნაბიჯი ვერ გადავდგი..
გასასვლელისკენ დაძრული საკუთარი მეორე ნახევარი გაშიშვლებული სულით მტოვებდა უფლის სახლში და,ჩემი ყველა ძალაც თან მიჰქონდა..
-ზუ-ყელიდან ძლივს ამოვუშვი ბგერები,ვერც გავაგონე..
-ზუ, ვერ მოვდივარ!-ხრიალში სიტყვის გარჩევაც კი ჭირდა..
შეშინებულმა ცარიელ საყდარს ამღვრეული მზერა მოვავლე და შველა ვითხოვე..
თითქოს ყველას პირი შეეკრა,
იდეალურ სიჩუმეს მხოლოდ საკუთარი ცახცახი და,უგონო ხრიალი არღვევდა..
-ზური!-უღონოდ ამოვიძახე და,იმედებიც მას გავაყოლე..
მარტოობამ და უზომო შიშმა დამაპატარავა და ,ჰაერში გამომკიდა..
თუ ვსუნთქავდი,არ მეგონა..
ყველა დაგროვილი საყვედური ყელიდან ისე ამოვუშვი,
არც მიფიქრია,იმსახურებდა თუარა ზეცაში მყოფი თითოს მაინც..
-არც კი ვიცი რა დავაშავე ასე რომ მსჯი!-ერთადერთი ადრესატისთვის განკუთვნილი სიტყვები მძიმედ დაეკიდა ჰაერს..
გული ამომივარდა..
პურველი იყო,წლების მანძილზე,გულში ნაგროვებს რომ ვფენდი სააშკარაოს..
-ერთადერთი თხოვნა მიტრიალებს მთელ არსებობაში და მას ვერ მისრულებ?! -სხეულში დავლილი ცეცხლი მთლიანად მედება და მასში მხვევს..
ალი უღმერთოდ მწვავს და აუარება ნაიარევს მიტოვებს..
-შენ რომ სამართალი გქონდეს,იმ ქალს მისცემდი დედობის უფლებას,სანაგვეზე რომ ტოვებს ჩვილს?!-საყვედურებმა მთლიანი ჟანგბადი შთანთქა და სუნთქვა ისე გამიჭირდა,სულის მოსათქმელად,ცივ იატაკზე დავიჩოქე..
ვერცერთი წამით ვერ ვიგრძენი შვება..
ვერცერთმა
სიტყვამ ვერ დამიბრუნდა დაკარგული ძალა..
-რა გავაკეთო,მისი ხილვა რომ შევძლო?!
რა გავაკეთო,ხელში რომ დავიჭირო?!
რა გავაკეთო,სიცოცხლე რომ დამიბრუნდეს?!
რა გავაკეთო,შვილმა დედა რომ დამიძახოს?!
რას მოითხოვ მსხვერპლად?!-ხელებგაშლილი,დაჩოქილი,მთლიანად ათრთოლებული, ისე ვავლებდი თითო ხატს თვალს,თითქოს ხმას გამცემდნენ..
თითქოს მიმანიშნებდნენ..
თითქოს გზას დამანახებდნენ..
-განა რას ვითხოვ ასეთს,რომ ვერ მისრულებ?!-ჩურჩულიდან მთელი ხმით ღრიალისკენ ისე გადავსულვარ,ვერც კი გავიაზრე..
რაციონალურად ვერცერთ თქმულს ვერ ვსაზღვრავდი,იმდენად მჭირდებოდა ბოღმისგან დავცლილიყავი ..
-მეც მინდა ჩემიწილი ბედნიერება უფალო...-განადგურებულმა,ხმაჩამწყდარმა,ძლივს გავარჩიე კარებში გახევებული ზურა..
თვალებში იმდენი უთქმელი სიტყვა დაბუდებოდა,სუნთქვა შემეკრა..
ნელი ნაბიჯით დაძრულმა უთქმელად მომიახლოვდა და ჩაიმუხლა..
გაყინული,გაფითრებული მტევანი ხელებში მოიქცია და ფრესკებიან ჭერს მზერა აღაპყრო..
არცერთი..
ერთი მცირე ბგერაც კი არ დასცდენია საყვედურის..
თითქოს,მხოლოდ ჩემი პატიება შეეძლო ღმერთს,მას სხვა სათხოვარი ჰქონდა მასთან..
ამას მაშინ მივხვდი,
ალბათ,საათის შემდეგ,
მთელ სხეულში წარმოუდგენელი ძალა რომ დამებუდა ...
-ზუ,ჩვენ თუ შვილი გვეყოლება,მას ნენეს დავარქმევთ ჰომ?!-ნიაღვარად წამოსული ცრემლები გულის კოვზთან იყრიდნენ თავს და მთელიტკივილი მიჰქონდათ..
მე ვერგეტყვით იმწამს ეს იმედი,მოლოდინის გაღვივება თუ,მისი თხოვნები იყო,მაგრამ,დამსხვრეული სული ისე შემიკოწიწდა,მეგონა ყველა მზის სხივი ჩემში აღმოცენდა..
-კი თი,მას ჩემი თვალები და შენი ხასიათი..
ჩემი თითები და შენი თმის ფერი ექნება..
მთავარია გვჯეროდეს..

___
მხოლოდ იმიტომ,რომ სუნთქვა შევძლო და ,თავად დავიჯერო,რაც მათ დავაჯერე..
ანასტასია..



№1 სტუმარი მთვარო

მეგონა ჩემს ამბავს ვკითხულობდი...სრული სიცხადით დამიდგა მთელი 5წელი თვალწინ ჩემი და ჩემი მეუღლის.ტაძრის სცენაც კი❤️უფლისწყალობით ჩვენ შევძელით და 60თვეზე ტესტი მეჭირა 2ხაზით ხოლო 67 თვეზე ჩვენი ნანატრი მართლაც უფლისსასწაული ბიჭი❤️❤️უშვილო ქალი არ არსებობს!მე ამის მჯერა❤️ყველას გისურვებთ თქვენს პირად ბედნიერებას❤️ სუპერ????????????????❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მთვარო
მეგონა ჩემს ამბავს ვკითხულობდი...სრული სიცხადით დამიდგა მთელი 5წელი თვალწინ ჩემი და ჩემი მეუღლის.ტაძრის სცენაც კი❤️უფლისწყალობით ჩვენ შევძელით და 60თვეზე ტესტი მეჭირა 2ხაზით ხოლო 67 თვეზე ჩვენი ნანატრი მართლაც უფლისსასწაული ბიჭი❤️❤️უშვილო ქალი არ არსებობს!მე ამის მჯერა❤️ყველას გისურვებთ თქვენს პირად ბედნიერებას❤️ სუპერ????????????????❤️

გული გამითბა... მიხარია,რომ თქვენი ნატვრა ახდა ❤️❤️❤️❤️❤️
მადლობა!

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

რია როსი
თის და ზუს შვილი რომ ეყოლებათ ნენეს დაარქმევენ-მამის თვალები და დედის ხასიათი ექნება,მამის თითები და დედის თმის ფერი❤️
მათთან ერთად მეც მჯერა❤️
უფალი მოწყალეა❤️მთავარია რწმენა არ დაკარგო❤️მთავარია ხელი არ ჩაიქნიო..
ტასს თავადაც დაიჯერე❤️ყველაფერი კარგად იქნება,ფერადი დღეები წინ იქნება❤️

❤️❤️❤️❤️
❤️❤️❤️❤️❤️ გავფერადდი ❤️❤️❤️მადლობა! ❤️❤️მჯერა! სხვანაირად ვერ !

 


№4  offline ადმინი ელ პინი

იმსახურებ.
და აუცილებლად იქნება ისე, როგორც შენ-თქვენ ნატრობ(თ).
მე სასწაულების ყოველთვის მჯერა. . .

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ელ პინი
იმსახურებ.
და აუცილებლად იქნება ისე, როგორც შენ-თქვენ ნატრობ(თ).
მე სასწაულების ყოველთვის მჯერა. . .

უკვე ძალიან გამირთულდა რაღაცების დარწმუნება საკუთარი თავისთვის..
თუმცა,მაინც ვცდილობ..
ელ,მიხარია აქ რომ ხარ! ❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

აუცილებლად უწერია შენს ოცნებას ახდენა უბრალოდ გწამდეს და გჯეროდეს რომ ახდება უფლის ნებით.ისე იქნება როგორც შენ გსურს.ამის იმდენი მაგალითი მინახია ჩემ ახლობელს 6 ჯერ მოეშალა მუცელი და სულ თითქმის 2 თვეზე ეგონა რომ საშველი არ იყო.და მერე ისე უცებ ჩვეუკებრივად მივიდა 9 თვემდე ედლა ნანატრი შვილოც ყავს რომელიც წლებია არ უჩნდებოდა.მინდა ძალიან რომ თავისი ნენე ყავდეს თის და შენც.არ დანებდე თავს დააჯერე და ზოგადადაც ასე რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას ის უფრო აგვიანებს ტას.აუცილებლად იქნება უფლით.ამის გჯეროდეს.

 


№7 სტუმარი Qeti qimucadze

არასოდეს დაკარგო იმედი ტასსს. რომ არ ელოდები სწორედ მაშინ მოვაა. ვერ წარმოიდგენ როგორ მეტკინა. ჩემი და 6 წელია ელოდება და ოცნებად მექცა დეიდა გავხდე. შემძრა ამ ჩანახატმა. უფალს ებარებოდეთ და აგსრულებოდწტ ტქვენი სურვილი.

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თამო
აუცილებლად უწერია შენს ოცნებას ახდენა უბრალოდ გწამდეს და გჯეროდეს რომ ახდება უფლის ნებით.ისე იქნება როგორც შენ გსურს.ამის იმდენი მაგალითი მინახია ჩემ ახლობელს 6 ჯერ მოეშალა მუცელი და სულ თითქმის 2 თვეზე ეგონა რომ საშველი არ იყო.და მერე ისე უცებ ჩვეუკებრივად მივიდა 9 თვემდე ედლა ნანატრი შვილოც ყავს რომელიც წლებია არ უჩნდებოდა.მინდა ძალიან რომ თავისი ნენე ყავდეს თის და შენც.არ დანებდე თავს დააჯერე და ზოგადადაც ასე რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას ის უფრო აგვიანებს ტას.აუცილებლად იქნება უფლით.ამის გჯეროდეს.

ვცდილობ..
ნენესთვის და ჩემი "ზუ"სთვის ❤️❤️❤️❤️ მადლობა ამ სიტყვებისთვის, ბევრს ნიშნავს ❤️❤️❤️

Qeti qimucadze
არასოდეს დაკარგო იმედი ტასსს. რომ არ ელოდები სწორედ მაშინ მოვაა. ვერ წარმოიდგენ როგორ მეტკინა. ჩემი და 6 წელია ელოდება და ოცნებად მექცა დეიდა გავხდე. შემძრა ამ ჩანახატმა. უფალს ებარებოდეთ და აგსრულებოდწტ ტქვენი სურვილი.

ქეთი,მადლობა ❤️❤️❤️ვიცი,გულით მისურვე! ❤️❤️ მადლობა!

 


№9  offline მოდერი თამარი აჩბა

ჩემო ტასიკო ♥️შენ ხომ გჯერა, ბედნიერი დასასრულების?
ვიცი, რომ გჯერა !
ვიღაცისთვის ადრე მოდის, ვიღაცისთვის ცოტა გვიან. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს !
ხოდა დაიჯერე !
ხო, ისიც ხომ იცი, კარგი გოგო რომ ხარ?! ♥️

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

თამარი აჩბა
ჩემო ტასიკო ♥️შენ ხომ გჯერა, ბედნიერი დასასრულების?
ვიცი, რომ გჯერა !
ვიღაცისთვის ადრე მოდის, ვიღაცისთვის ცოტა გვიან. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს !
ხოდა დაიჯერე !
ხო, ისიც ხომ იცი, კარგი გოგო რომ ხარ?! ♥️

თამარ ❤️❤️ მადლობა აამ სიტყვებისთვის ❤️❤️❤️ბევრს ნიშნავს! ❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი ტაისა

დედაჩემი ძალიან პატარა იყო რომ უთხრეს, შვილი ვერ გეყოლებაო, მაგრამ ვარსებობ, ამიტომ მთავარია იმედმა იარსებოს ♥️

ყველაფერი ძალიან კარგად იქნება , ტას ♥️

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ტაისა
დედაჩემი ძალიან პატარა იყო რომ უთხრეს, შვილი ვერ გეყოლებაო, მაგრამ ვარსებობ, ამიტომ მთავარია იმედმა იარსებოს ♥️

ყველაფერი ძალიან კარგად იქნება , ტას ♥️

როგორი ძალა მომანიჭა თითოეულმა სიტყვამ ვერ აღვწერ.. ❤️❤️❤️❤️ტაისა,შენი სახელი ძალიან მიყვარს ❤️❤️ მადლობა!

 


№13 სტუმარი Ana-maria

ძალიან ემოციური და სიყვარულით სავსე ისტორიაა და რაც მთავარია, ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება!

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
ძალიან ემოციური და სიყვარულით სავსე ისტორიაა და რაც მთავარია, ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება!

მქდლობა ❤️❤️❤️ უდიდესი,❤️❤️❤️❤️❤️ მიხარია ❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი Kuku

იცი რას ვერ ვხვდები თუ მართლა ასე ძალიან გინდა ბავშვი რა აუცილებელია რომ შენი და შენი მეორე ნახევრის სპერმის შედეგი იყო, ბევრი შესაძლებლობა და შანსი გაქვს რომ თუ მართლაც ყველაზე მეტად ბავშვი გინდა აიყვანო. ან ვერ ვხვდები რატომ უნდა განისაზღვროს და შემოიფარგლოს წყვილი მხოლოდ საკუთარი შვილის არსებობაზე ჩაციკლული.
თუ შენ მართლა გყავს დენი ზუ დაჯერდი მას და იცხოვრე და არ მიტირო არარსებულ ბავშვს და ღმერთსაც ნუ დააბრალებ უშვილობას და ნურც იმას თუ მომავალში გეყოლება

 


№16 სტუმარი სტუმარი სოფო

[quote=სტუმარი Kuku]იცი რას ვერ ვხვდები თუ მართლა ასე ძალიან გინდა ბავშვი რა აუცილებელია რომ შენი და შენი მეორე ნახევრის სპერმის შედეგი იყო, ბევრი შესაძლებლობა და შანსი გაქვს რომ თუ მართლაც ყველაზე მეტად ბავშვი გინდა აიყვანო. ან ვერ ვხვდები რატომ უნდა განისაზღვროს და შემოიფარგლოს წყვილი მხოლოდ საკუთარი შვილის არსებობაზე ჩაციკლული.
თუ შენ მართლა გყავს დენი ზუ დაჯერდი მას და იცხოვრე და არ მიტირო არარსებულ ბავშვს და ღმერთსაც ნუ დააბრალებ უშვილობას და ნურც იმას თუ მომავალში გეყოლება[/quote

ძალიან ცუდი კომენტარია!!! ადამიანურ განცდებს ხართ მოკლებული.დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთ.(სახელი "კუკუც " სუროგაციასთან დაკავშირებული ქალბატონის გვარიდან გამომდინარე მგონია და ეს თუ ამართლებს ამ კომენტარს,სხვა აეაფერი!!!)

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

[quote=სტუმარი სოფო][quote=სტუმარი Kuku]იცი რას ვერ ვხვდები თუ მართლა ასე ძალიან გინდა ბავშვი რა აუცილებელია რომ შენი და შენი მეორე ნახევრის სპერმის შედეგი იყო, ბევრი შესაძლებლობა და შანსი გაქვს რომ თუ მართლაც ყველაზე მეტად ბავშვი გინდა აიყვანო. ან ვერ ვხვდები რატომ უნდა განისაზღვროს და შემოიფარგლოს წყვილი მხოლოდ საკუთარი შვილის არსებობაზე ჩაციკლული.
თუ შენ მართლა გყავს დენი ზუ დაჯერდი მას და იცხოვრე და არ მიტირო არარსებულ ბავშვს და ღმერთსაც ნუ დააბრალებ უშვილობას და ნურც იმას თუ მომავალში გეყოლება[/quote

ძალიან ცუდი კომენტარია!!! ადამიანურ განცდებს ხართ მოკლებული.დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთ.(სახელი "კუკუც " სუროგაციასთან დაკავშირებული ქალბატონის გვარიდან გამომდინარე მგონია და ეს თუ ამართლებს ამ კომენტარს,სხვა აეაფერი!!!)[/quote]
სოფო,მადლობა ქომაგობისთვის ❤️❤️ არ მივაქიე ყურადღება,მიუხედავად იმისა,რომ თავი ცუდად ვიგრძენი ❤️
მადლობა!

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Nuki-rocks
თუ რაღაც გულით გვინდა,მგონია რომ აუცილებლად აგვიხდება. მოულოდნელობებით აღსავსე სამყაროში ვცხოვრობთ,ხოდა... როგორც შეიძლება ქარიშხალი ჩადგეს,გამოიდაროს,ისე შეიძლება სანუკვარი ნატვრა ახდეს. მე ამის მჯერა,ამის მჯერა თქვენთანაც და ყველასთან.
ოცნებების ასრულებას გისურვებთ, პატივისცემით მე❤.

ასეთივე დიდი პატივისცემით გიხდი მადლობას ❤️❤️❤️ ბევრს ნიშნავს ❤️❤️❤️❤️

 


№19  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სოფიო-სოფიო
საოცარი წერის სტილი გაქვთ ???? სადღაც, რომელიღაც განზომილებაში ლივლივებს ყველა თქვენი ნაწერი და კითხვის დროს მეც მათთან ერთად, ისე რომ ვერც გადმოვცემ. თან რეალურია, თან დაუჯერებელი. ❤️ ❤️

ყველაზე დიდი კომპლიმენტია! ❤️❤️❤️ მიხარია,როცა ამას ვისმენ ❤️❤️❤️❤️სოფიო, მადლობა!

 


№20 სტუმარი სტუმარი გვანცა

ტკივილით,სევდით,მოლოდინით, ცრემლით სავსე განვლილი სამი წელი გამახსენეთ...
ყველა შვილის მომლოდინე ოჯახის ნატვრას შესხმოდეს ფრთები :*

 


№21  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი გვანცა
ტკივილით,სევდით,მოლოდინით, ცრემლით სავსე განვლილი სამი წელი გამახსენეთ...
ყველა შვილის მომლოდინე ოჯახის ნატვრას შესხმოდეს ფრთები :*

გვანცა ❤️❤️❤️❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი მარიტა

ძალიან მალე ,სულ,სულ მალე ველოდები ახალ ისტორიას,ზუს და თის ნანატრ ნენეზე ???? სასწაულები ხდება,მთავარია დაიჯერო ????

 


№23  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარიტა
ძალიან მალე ,სულ,სულ მალე ველოდები ახალ ისტორიას,ზუს და თის ნანატრ ნენეზე ???? სასწაულები ხდება,მთავარია დაიჯერო ????

მარიტა! გამახარეთ <3 მადლობა !

 


№24 სტუმარი სტუმარი სოფი

72 თვეა უკვე და მწამს, რომ მოვა და გამათბობს თავის პატარა ხელებით. ველი მთელი სულითა და გულით, მის პატარა ხელებს ჩემს სახეზე...

 


№25  offline წევრი ფარვანა

გაზაფხული აუცილებლად მოვა.
მთავარია ის იმედი, რწმენა არ დაკარგოთ არასოდეს, რომელიც უზომოდ დიდი ძალაა და ასე გასაზრდოვებთ როგორც თქვენ, ისე ჩვენ ყველას... მიუხედავად ხაზებად გაბნეული ტკივილებისა, შემოპარული უიმედობისა, სასოწარკვეთისა ის აქ არის. ჰოდა სანამ ამის რწმენა ცოცხლობს ვფიქრობ იცოცხლებს ის გაზაფხულიც ზღაპრის კეთილ ბოლოდ, რომელიც ამავე რწმენის პასუხად, მისი სიდიდის პასუხად დაგიდგებათ აუცილებლად! მითუმეტეს რომ გაგაჩნიათ ის უმთავრესი, რომელსაც თანაგანცდა, თანადგომა, სიყვარული ჰქვია რადგან მჯერა, რომ მსგავსად როგორ უზომოდ ლამაზადაც აღწერეთ შემოშენებული კედლები, “იმედები, კედლებად რომ შემოგვაშენდა” უკვალოდ არ ქრებიან…
ამის მეც მჯერა თქვენთან ერთად… იმიტომ რომ გამოგიტყდებით, რომ მე თქვითონ ვარ ის, ვისაც თავიანთი მშობლები ცხრა წლის განმავლობაში ელოდნენ და არჩაკლულმა რწმენამაც აჩვენა თუ როგორი მყარია კედლები, რომელსაც რწმენისეული სიღრმით და სიყვარულით აშენებ.
ყველაფერი კარგად იქნება! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent