შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 9


24-01-2021, 01:52
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 464

გავშეშდი. ვიბლიანს აქ მართლა არ ველოდი. რაღაც კუთხით, მაწყობდა ოფისი რომ ღია იყო, მაგრამ რა საჭიროებას წარმოადგენდა მაინცდამაინც კარებში თუ არ შემეჩეხებოდა ? წამიერად შევიდოდი და უკან გამოვბრუნდებოდი, ისე რომ ვერც დამინახავდა და არა მგონია ვიდეოთვალის ჩხრეკა დაეწყო.
- მე.. - დავიბენი, არ ვიცოდი რა მიზეზი უნდა მეთქვა. - ძაღლი მომსდევდა და რომ დავინახე ოფისი ღია იყო შემოვვარდი - უბადრუკად ვიცრუე. ტყუილი ისედაც არ მეხერხებოდა და ისიც ასეთი.სიცილი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა. იმდენად დიდი სისულელე ვთქვი, რომ მეც ავყევი. ამას ბავშვიც კი არ დამიჯერებდა.
- მოიცა, ანუ ძაღლი რომ მისდევთ ხოლმე და სადმე უნდათ თავი შეაფარონ, ასე ქურდივით და ნელ-ნელა იპარებიან შიგნით? - მუხლებს დაეყრნო, სიცილით ისე დაიღალა.
- კარგით, გაგვეცინა და გვეყოს. - ტონი დავასერიოზულე. - მართლა ვერ აგიხსნით რატომ ვარ აქ. უბრალოდ ვერ გაიგებთ. მე წავალ, ხვალამდე. - ვთქვი და კარისკენ წავედი. ხელზე ხელი მომკიდა და შემაჩერა.
- მოიცა, მოიცა. ასე ადვილად ვერ დაიძვრენ თავს. ძალიან მაინტერესებს და უნდა მითხრა.
- სიცილს დაიწყებთ.
- ახლა მე როგორც ვიცინე, ამაზე მეტად თუ რამე გამაცინებს, ტაშს დაგიკრავ, ემილიანე. - თავი რომ აღარ დამანება, კიდევ მსგავსი სისულელის თქმას, მერჩივნა სცოდნოდა სიმართლე. მართლა რომ არ ეფიქრა, ჩემს სანახავად მოვიდაო. ვერ ვიტყვი, რომ მისი ნახვა არ მინდოდა, თუმცა ორშაბათამდეც მოვერეოდი თავს, რამენაირად. მოყოლა დავიწყე, ლუკას და მარის დეტალები არ მომიყოლია ბოლომდე, მაგრამ ბიძგი სჭირდებოდათ-მეთქი, მხოლოდ ეს ვთქვი, მეც კიდევ ქალბატონმა ხანუმმა ეს ბიძგი მივეცი-თქო. თხრობა რომ დავასრულე ჯერ რამდენიმე წამი ურეაქციოდ მიყურა, ლამის ვინანე კიდეც რომ მოვუყევი, შემდეგ კი ხარხარი ატეხა. სიცილი კი არა, ხარხარი.
- მოიცა, ქალურ ეშმაკობებზე ბევრი მსმენია, მაგრამ ეს ყველაფერი მართლა ზედმეტი იყო. ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი. - სულს ძლივს ითქვამდა ვიბლიანი და სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისვრიდა, იმდენად უჭირდა საუბარი.
- ხომ გითხარით, არ დამცინოთთქო. - გავიბუტე.
- ემილიანე, მეორე სამსახური რომ შეითავსო და ჩემი პირადი გამრთობი იყო, არ გინდა? გეფიცები, ორმაგი ხელფასი გექნება - არ წყვეტდა ჩემს დაცინვას ვიბლიანი. - ასე თუ რამე გამამხიარულებდა ვერც კი ვიფიქრებდი. მადლობა ამისთვის - თქვა და თან ცრემლებს იწმენდდა. ვიცი რომ ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ასეთ დაცინვასაც არ ველოდი.
- არ უნდა მომეყოლა, რა. - ვთქვი უკმაყოფილოდ და კარისკენ წავედი.
- მოიცა, მოიცა. შენ ამდენი მაცინე და მე გაბრაზებული გაგიშვა? გამორიცხულია. - ხელი მომკიდა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
- რატომ მიგყავართ მანდ? - - დანაშაულს გამოვისყიდი და ყავაზე დაგპატიჟებ.
- არ იყო საჭირო.
- ყოველ დღე ვერ დალევ ირაკლი ვიბლიანის მომზადებულ ყავას, ამიტომ დააფასე.
- ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით - ჩუმად ჩავილაპარაკე, თუმცა დარწმუნებული ვარ გაიგონა.
- რა თქვიი? - ღიმილით მკითხა.
- არა არაფერი.
- შენ დაჯექი და მე მოვამზადებ. - იცოდა, რომ მე მასსავით მწარე ყავა არ მიყვარდა, ამიტომ ჩემთვის რძიანის გაკეთება დაიწყო და წყალი დაადგა ასადუღებლად. ამასობაში კი, მაცივრიდან შოკოლადები გამოიღო.
- ეს შოკოლადი აქ საიდან გაჩნდა? - გავიკვირვე. მაცივარში სულ ჯანსაღი რაღაცები ეწყო ხოლმე და ნამდვილად გამაკვირვა არაჯანსაღი პროდუქტის დანახვამ.
- მათეს შოკოლადი ხომ შეუჭამე და მივხვდი, რომ გიყვარდა. დღეს იმიტომ მოვედი ოფისში, რონ აქაურობა სრულ წესრიგში მომეყვანა. ხვალიდან მთელი სტაფი ვიწყებთ მუშაობას. - განგებ მიშლიდა ნერვებს.
- მე არ შემიჭამია, თვითონ გამიყო. - ვუთხარი ამრეზით.
- ვიცი, ემილიანე. - ჩაეცინა - ყველაფერზე რომ საპასუხი რეაქცია გაქვს და იერიშზე გადმოდიხარ ძალიან ვხალისობ.
- მე თქვენი გასართობი თოჯინა არ ვარ, ბატონო ირაკლი. - თვალები გადაატრიალა პასუხად. ძალიანაც კარგი, რაღაცაზე თქვენც გაბრაზდით. ორივე ფინჯანი მაგიდასთან მოიტანა და თავადაც ჩამოჯდა.
- ესე იგი, იმ ბიჭს მთელი ცხოვრება ეგონება, რომ შენ დღეს მართლა სამსახურში იყავი წამოსასვლელი და ეშმაკური გეგმა არ ყოფილა?
- დიახ - ჩემი მზაკვრული და იდეალური გეგმის გახსენებაზე, ხასიათზე მოვედი და ეს პასუხი რომ ვთქვი, სიამაყით გავიბღინძე.- ნუ თუ ოდესმე მარი თავისი სურვილით ეტყვის ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ისე როგორ უნდა გაიგოს? მხოლოდ სამმა ვიცით.
- ჯობდა კაცური სოლიდარობა გამეწია, თუმცა გოგოების მხარეს დავიჭერ ამჯერად.
- მონაცემები ძალიანაც არ გაიგოთ რა - ვუპასუხე აგდებულად. სახელიც კი არ მიხსენებია იმ ბიჭის.
- თუ მოვინდომებ, გავიგებ კიდეც. - ეშმაკურად ჩაიცინა.
- გამორიცხულია - არ დავაკელი ირონიულობა არც მე.
- ემილიანე, შენ შეყვარებული გყავს? ანუ, პირად ურთიერთობებს შენითაც აგვარებ თუ ბიძგი შენც გჭირდება?
- არა, ჩემი ინტერესის სფერო ჯერ-ჯერობით არავინ ყოფილა - ვიცრუე. ჩემი ინტერესის სფერო ახლა წინ მიზის. ტყუილი იმდენად არ მეხერხება, ღაწვები ვიგრძენი რომ შემეფაკლა კიდეც.
- როგორ? ანუ ჯერ შეყვარებული არ გყოლია?
- არა, რა არის გასაკვირი ამაში?
- არც მიკვირს, ისეთი ხასიათი გაქვს ვინ მოგეკარებოდა?
- საყვარელ ადამიანებთან სულაც არ ვარ ცივი. და თუ აქამდე არ მყოლია, ესე იგი ვერც ვერავინ დაიმსახურა ჩემი ყურადღება. და საერთოდ, ჩემს პირადზე რატომ ვლაპარაკობთ?
- რატომაც არა? მე და შენ დღეს უფროსი და თანაშემწე არ ვართ, თანაც მეც ხომ გითხარი ჩემს პირადზე. სამართლიანია მეც თუ მეცოდინება შენზე. - ადვოკატია, ამას ვინ აჯობებს კამათში? ამიტომ შევეშვი. ჩემი საყვარელი შოკოლადი გემრიელად მივირთვი და ყავაც დავლიე. წამოვდექი, მე დავრეცხავ-მეთქი ვიფიქრე.
- რას აკეთებ?
- გავრეცხავ ფინჯნებს.
- რას ამბობ? დღეს მე დაგპატიჟე აქ, ამიტომ მილაგებაც ჩემზეა. სკამზე დამაბრუნა და თვითონ საქმეს შეუდგა.
- ბატონო ირაკლი - ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ მე წამოვიწყე ლაპარაკი.
- გისმენ.
- ნაკაშიძეზე რა ისმის?
- არაფერი, მიიღო საკადრისი და გაქრა. - ძალიან მშვიდად მიპასუხა.
- როგორ თუ გაქრა? ანუ მამებს რა რეაქცია ჰქონდათ?
- მამაჩემმა მშვიდად მიიღო, მომიწონა კიდეც საქციელი და მამამისი რას იფიქრებს მეასე ხარისხოვანია ჩემთვის. ერთმანეთში მოგვარდებიან. თომა კი მე რომ ვერსად გადამეყრება წინ, ეგ დანამდვილებით ვიცი. ახალი ადვოკატი მყავს მოსაწვევი. თან, რაც შეიძლება მალე.
- იმედია ასაკიანი იქნება.
- ან ახალგაზრდა, მაგრამ ქალი - ეშმაკურად ჩაიცინა.
- რავიცი, მე კი გამაფრთხილეთ პირადი ურთიერთობები სამსახურში არაო, და? - ზუსტად ამ წამს არარსებულ ქალზე ვიეჭვიანე და თან ეს ყველაფერი გამოვავლინე კიდეც. არ მჯეროდა საკუთარი ქმედების. ვიბლიანს გაეცინა.
-გავშეშდი. ვიბლიანს აქ მართლა არ ველოდი. რაღაც კუთხით, მაწყობდა ოფისი რომ ღია იყო, მაგრამ რა საჭიროებას წარმოადგენდა მაინცდამაინც კარებში თუ არ შემეჩეხებოდა ? წამიერად შევიდოდი და უკან გამოვბრუნდებოდი, ისე რომ ვერც დამინახავდა და არა მგონია ვიდეოთვალის ჩხრეკა დაეწყო.
- მე.. - დავიბენი, არ ვიცოდი რა მიზეზი უნდა მეთქვა. - ძაღლი მომსდევდა და რომ დავინახე ოფისი ღია იყო შემოვვარდი - უბადრუკად ვიცრუე. ტყუილი ისედაც არ მეხერხებოდა და ისიც ასეთი.სიცილი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა. იმდენად დიდი სისულელე ვთქვი, რომ მეც ავყევი. ამას ბავშვიც კი არ დამიჯერებდა.
- მოიცა, ანუ ძაღლი რომ მისდევთ ხოლმე და სადმე უნდათ თავი შეაფარონ, ასე ქურდივით და ნელ-ნელა იპარებიან შიგნით? - მუხლებს დაეყრნო, სიცილით ისე დაიღალა.
- კარგით, გაგვეცინა და გვეყოს. - ტონი დავასერიოზულე. - მართლა ვერ აგიხსნით რატომ ვარ აქ. უბრალოდ ვერ გაიგებთ. მე წავალ, ხვალამდე. - ვთქვი და კარისკენ წავედი. ხელზე ხელი მომკიდა და შემაჩერა.
- მოიცა, მოიცა. ასე ადვილად ვერ დაიძვრენ თავს. ძალიან მაინტერესებს და უნდა მითხრა.
- სიცილს დაიწყებთ.
- ახლა მე როგორც ვიცინე, ამაზე მეტად თუ რამე გამაცინებს, ტაშს დაგიკრავ, ემილიანე. - თავი რომ აღარ დამანება, კიდევ მსგავსი სისულელის თქმას, მერჩივნა სცოდნოდა სიმართლე. მართლა რომ არ ეფიქრა, ჩემს სანახავად მოვიდაო. ვერ ვიტყვი, რომ მისი ნახვა არ მინდოდა, თუმცა ორშაბათამდეც მოვერეოდი თავს, რამენაირად. მოყოლა დავიწყე, ლუკას და მარის დეტალები არ მომიყოლია ბოლომდე, მაგრამ ბიძგი სჭირდებოდათ-მეთქი, მხოლოდ ეს ვთქვი, მეც კიდევ ქალბატონმა ხანუმმა ეს ბიძგი მივეცი-თქო. თხრობა რომ დავასრულე ჯერ რამდენიმე წამი ურეაქციოდ მიყურა, ლამის ვინანე კიდეც რომ მოვუყევი, შემდეგ კი ხარხარი ატეხა. სიცილი კი არა, ხარხარი.
- მოიცა, ქალურ ეშმაკობებზე ბევრი მსმენია, მაგრამ ეს ყველაფერი მართლა ზედმეტი იყო. ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი. - სულს ძლივს ითქვამდა ვიბლიანი და სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისვრიდა, იმდენად უჭირდა საუბარი.
- ხომ გითხარით, არ დამცინოთთქო. - გავიბუტე.
- ემილიანე, მეორე სამსახური რომ შეითავსო და ჩემი პირადი გამრთობი იყო, არ გინდა? გეფიცები, ორმაგი ხელფასი გექნება - არ წყვეტდა ჩემს დაცინვას ვიბლიანი. - ასე თუ რამე გამამხიარულებდა ვერც კი ვიფიქრებდი. მადლობა ამისთვის - თქვა და თან ცრემლებს იწმენდდა. ვიცი რომ ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ასეთ დაცინვასაც არ ველოდი.
- არ უნდა მომეყოლა, რა. - ვთქვი უკმაყოფილოდ და კარისკენ წავედი.
- მოიცა, მოიცა. შენ ამდენი მაცინე და მე გაბრაზებული გაგიშვა? გამორიცხულია. - ხელი მომკიდა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
- რატომ მიგყავართ მანდ? - - დანაშაულს გამოვისყიდი და ყავაზე დაგპატიჟებ.
- არ იყო საჭირო.
- ყოველ დღე ვერ დალევ ირაკლი ვიბლიანის მომზადებულ ყავას, ამიტომ დააფასე.
- ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით - ჩუმად ჩავილაპარაკე, თუმცა დარწმუნებული ვარ გაიგონა.
- რა თქვიი? - ღიმილით მკითხა.
- არა არაფერი.
- შენ დაჯექი და მე მოვამზადებ. - იცოდა, რომ მე მასსავით მწარე ყავა არ მიყვარდა, ამიტომ ჩემთვის რძიანის გაკეთება დაიწყო და წყალი დაადგა ასადუღებლად. ამასობაში კი, მაცივრიდან შოკოლადები გამოიღო.
- ეს შოკოლადი აქ საიდან გაჩნდა? - გავიკვირვე. მაცივარში სულ ჯანსაღი რაღაცები ეწყო ხოლმე და ნამდვილად გამაკვირვა არაჯანსაღი პროდუქტის დანახვამ.
- მათეს შოკოლადი ხომ შეუჭამე და მივხვდი, რომ გიყვარდა. დღეს იმიტომ მოვედი ოფისში, რონ აქაურობა სრულ წესრიგში მომეყვანა. ხვალიდან მთელი სტაფი ვიწყებთ მუშაობას. - განგებ მიშლიდა ნერვებს.
- მე არ შემიჭამია, თვითონ გამიყო. - ვუთხარი ამრეზით.
- ვიცი, ემილიანე. - ჩაეცინა - ყველაფერზე რომ საპასუხი რეაქცია გაქვს და იერიშზე გადმოდიხარ ძალიან ვხალისობ.
- მე თქვენი გასართობი თოჯინა არ ვარ, ბატონო ირაკლი. - თვალები გადაატრიალა პასუხად. ძალიანაც კარგი, რაღაცაზე თქვენც გაბრაზდით. ორივე ფინჯანი მაგიდასთან მოიტანა და თავადაც ჩამოჯდა.
- ესე იგი, იმ ბიჭს მთელი ცხოვრება ეგონება, რომ შენ დღეს მართლა სამსახურში იყავი წამოსასვლელი და ეშმაკური გეგმა არ ყოფილა?
- დიახ - ჩემი მზაკვრული და იდეალური გეგმის გახსენებაზე, ხასიათზე მოვედი და ეს პასუხი რომ ვთქვი, სიამაყით გავიბღინძე.- ნუ თუ ოდესმე მარი თავისი სურვილით ეტყვის ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ისე როგორ უნდა გაიგოს? მხოლოდ სამმა ვიცით.
- ჯობდა კაცური სოლიდარობა გამეწია, თუმცა გოგოების მხარეს დავიჭერ ამჯერად.
- მონაცემები ძალიანაც არ გაიგოთ რა - ვუპასუხე აგდებულად. სახელიც კი არ მიხსენებია იმ ბიჭის.
- თუ მოვინდომებ, გავიგებ კიდეც. - ეშმაკურად ჩაიცინა.
- - არ დავაკელი ირონიულობა არც მე.
- გამორიცხულიაემილიანე, შენ შეყვარებული გყავს? ანუ, პირად ურთიერთობებს შენითაც აგვარებ თუ ბიძგი შენც გჭირდება?
- არა, ჩემი ინტერესის სფერო ჯერ-ჯერობით არავინ ყოფილა - ვიცრუე. ჩემი ინტერესის სფერო ახლა წინ მიზის. ტყუილი იმდენად არ მეხერხება, ღაწვები ვიგრძენი რომ შემეფაკლა კიდეც.
- როგორ? ანუ ჯერ შეყვარებული არ გყოლია?
- არა, რა არის გასაკვირი ამაში?
- არც მიკვირს, ისეთი ხასიათი გაქვს ვინ მოგეკარებოდა?
- საყვარელ ადამიანებთან სულაც არ ვარ ცივი. და თუ აქამდე არ მყოლია, ესე იგი ვერც ვერავინ დაიმსახურა ჩემი ყურადღება. და საერთოდ, ჩემს პირადზე რატომ ვლაპარაკობთ?
- რატომაც არა? მე და შენ დღეს უფროსი და თანაშემწე არ ვართ, თანაც მეც ხომ გითხარი ჩემს პირადზე. სამართლიანია მეც თუ მეცოდინება შენზე. - ადვოკატია, ამას ვინ აჯობებს კამათში? ამიტომ შევეშვი. ჩემი საყვარელი შოკოლადი გემრიელად მივირთვი და ყავაც დავლიე. წამოვდექი, მე დავრეცხავ-მეთქი ვიფიქრე.
- რას აკეთებ?
- გავრეცხავ ფინჯნებს.
- რას ამბობ? დღეს მე დაგპატიჟე აქ, ამიტომ მილაგებაც ჩემზეა. სკამზე დამაბრუნა და თვითონ საქმეს შეუდგა.
- ბატონო ირაკლი - ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ მე წამოვიწყე ლაპარაკი.
- გისმენ.
- ნაკაშიძეზე რა ისმის?
- არაფერი, მიიღო საკადრისი და გაქრა. - ძალიან მშვიდად მიპასუხა.
- როგორ თუ გაქრა? ანუ მამებს რა რეაქცია ჰქონდათ?
- მამაჩემმა მშვიდად მიიღო, მომიწონა კიდეც საქციელი და მამამისი რას იფიქრებს მეასე ხარისხოვანია ჩემთვის. ერთმანეთში მოგვარდებიან. თომა კი მე რომ ვერსად გადამეყრება წინ, ეგ დანამდვილებით ვიცი. ახალი ადვოკატი მყავს მოსაწვევი. თან, რაც შეიძლება მალე.
- იმედია ასაკიანი იქნება.
- ან ახალგაზრდა, მაგრამ ქალი - ეშმაკურად ჩაიცინა.
- რავიცი, მე კი გამაფრთხილეთ პირადი ურთიერთობები სამსახურში არაო, და? - ზუსტად ამ წამს არარსებულ ქალზე ვიეჭვიანე და თან ეს ყველაფერი გამოვავლინე კიდეც. არ მჯეროდა საკუთარი ქმედების. ვიბლიანს გაეცინა.
- თუ ღირსეულ ურთიერთობას დავინახავ არ ვიქნები წინააღმდეგი.
- მე წავალ. ისედაც დიდხანს შევყოვნდი აქ.
- მოიცა, რახან მოხვედი ბარემ იმ საქმის დეტალებს გაგაცნობ, რომელზე მუშაობაც ხვალ მოგვიწევს.
- კარგით, როგორც გნებავთ - რომ ვთქვა დიდად წასვლა მინდოდათქო, მოვიტყუებუ. კაბინეტისკენ გამიძღვა. თავის სავარძელში მოკალათდა და კომპიუტერში რაღაცების აკრეფა დაიწყო. მანიშნა 2 წუთი დამელოდეო. მეც ველოდი და ჩუმი მზერით ვაკვირდებოდი მის უზადო ნაკვთებს, რომელიც ასე მიზიდავდა და გონებას მირევდა. განსაკუთრებით თვალები, მწვანე, უძირო თვალები... უცებ ეკრანი შემომიტრიალა სადაც გარკვევით ეწერა:
“ ლუკა ჯანჯღავა “
გავოცდი. ვერ გავიგე რა ხდებოდა,გაურკვევლობა სახეზეც შემეტყო.
- ხომ მითხარი ვერ გაიგებ ვინ არისო? აი ხედავ, ჩემთვის რა მარტივი ყოფილა? ეს მეგრელი ბიჭი როგორ გააცურეთ ასე?
- გაღიარებთ - დანებების ნიშნად ხელები ავწიე. - როგორ იპოვეთ?
- კამერები ყველგან მაქვს დაყენებული და ნომრებს იდეალურად აფიქსირებს - ჩაიხითხითა - სხვათაშორის, თუ გინდა გაყურებინებ პიტბული რომ მოგსდევს დასაგლეჯად, ეგეც ჩანს. - უკვე გემრიელად იცინოდა.
- ნეტავ როგორ ცხოვრობდით ჩემამდე, ვის დასცინოდით ამდენს? - ვთქვი გაბრაზებულმა და კარისკენ წავედი. დამეწია, ნახევრად გაღებული კარი მიმახურინა და გზა გადამიღობა. იქ “მიმიმწყვდია” და ხელებით კარს მიეყრდნო. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი. ძალიან დავიბენი და ლოყებიც გამიწითლდა.
- შენამდე მე ვარსებობდი, ახლა უკვე ვიცი რა არის სიცოცხლე - მითხრა და კიდევ უფრო ახლოს მოიწია. ლამის სუნთქვა შემეკრა.
- რას გულისხმობთ? - მაქსიმალურად გავიბრძოლე. - ცოტათი უკან დაიხია და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
- ემილიანე, მიჭირს ის ყველაფერი სიტყვებით გადმოვცე, რასაც მე შენ მიმართ ვგრძნობ, თუმცა ვეცდები იმის მეასედი მაინც ვთქვა, რაც რეალურად არის. - უკვე გული ლამის ყელში მომებჯინა. ასეთი სასიამოვნო მღელვარება მანამდე არასდროს გამომიცდია. - გაინტერესებს ვინ ვიყავი შენამდე არა? გეტყვი. ადამიანი, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა დაპროგრამებული რობოტისგან. მთელი დღე გაწერილი მქონდა. არაფერი მადარდებდა, რა ხდებოდა ირგვლივ. მე ჩემი დღის გეგმა მქონდა და აუცილებლად უნდა შემესრულებინა. არანაირი გრძნობები, არანაირი ემოცია. უბრალოდ ვარსებობდი, ეს იყო და ეს. შენი გამოჩენის შემდეგ კი, ვხვდები როგორ მიხარია სიცოცხლე. ყოველი გათენება შენზე ფიქრით იწყება და ვგრძნობ რამდენად მშვენიერია ცხოვრება. ვიცი, რომ ემილიანეს ვნახავ და ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მე ბედნიერი ვიყო. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეძელი ის, რომ ასე მარტივად შემოგეღწია ჩემს გულში. ვინმეს რომ ეთქვა ასე მცირე დროში გულწრფელად შეგიყვარდებაო, საცინად არ მეყოფოდა. ახლა კი ვხვდები, რომ შენ ჩემი ბედისწერა ხარ. არც კი ვიცოდი ადამიანს ამხელა სიყვარული თუ შეეძლო. შენ რომ არ გამოჩენილოყავი, ვერც ვერასდროს გავიგებდი. მარტივი ურთიერთობები მხიბლავდა, პასუხისმგებლობების გარეშე. აქამდე ასე ვცხოვრობდი, ახლა კი მინდა ვიყვირო, რომ მე შენ მიყვარხარ, ემილიანე. - თვალებზე ბედნირების ცრემლი მოადგა, მგონი მეც. - ყველამ მინდა იცოდეს რაოდენ ძვირფასი ხარ ჩემთვის. შენ მე ღიმილი გამახსენე რა იყო,სითბო,ადამიანობა. გრძნობები გამიღვიძე. ჩემში ის ბავშვი გამოაფხიზლ, რომელიც დაობლდა და მარტოსული იყო. მე ახლა ბედნიერი ვარ და ეს შენი დამსახურებაა. ყველანაირი წესი დავარღვიე. ვიცი რომ ლექტორს სტუდენტი არ უნდა უყვარდეს, მაგრამ არ მაინტერესებს. უბრალოდ ცხოვრებას მივყვები, როგორც შენ მითხარი ეს და ზედმეტად არაფერზე ვიდარდებ, მთავარია შენ იყო ჩემ გვერდით. - დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
- ხედავ? რომანტიკოსადაც მაქციე.-გაოგნებული ვუსმენდი. თავი სიზმარში მეგონა. ვერ ვიჯერებდი, რომ ამხელა ბედნიერება მხვდა წილად ცხოვრებაში. ახლა ზუსტად ის მომენტი იყო, რომელზეც ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი. ჩემს თავთან აღიარებაც მიჭირდა, მაგრამ სწორედ ახლა მივხვდი, რომ მე ირაკლი ვიბლიანი სამუდამოდ შემიყვარდა... მე მასსავით გამბედავი ვერ აღმოვჩნდი და იგივე ტექსტი ვერ წარმოვთქვი. ტექსტი კი არა, ერთი სიტყვაც ვერ ვუთხარი. უბრალოდ, გაბადრული სახით ვუყურებდი და როცა ჩამეხუტა, მეც ძლიერად მოვხვიე ხელები... ეს მომენტი არასდროს მინდოდა, რომ დამთავრებულიყო.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოოო ძალიანნ ძალიან კარგი იყო

 


№2  offline წევრი OKI ME

რაიო? მიყვარხარო? :O ყოჩაღ, ირაკლი. მართალია ასე მალე არ ველოდი, რომ გრძნობებში გამოუტყდებოდა მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

 


№3  offline წევრი ემილიანე

Daldoni Daldoni
ოჰოოო ძალიანნ ძალიან კარგი იყო

❤️❤️

Megioki
რაიო? მიყვარხარო? :O ყოჩაღ, ირაკლი. მართალია ასე მალე არ ველოდი, რომ გრძნობებში გამოუტყდებოდა მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

იმის ფონზე, რომ უკვე მე-9 თავია, ჩემი აზრით აუცილებელიც იყო????❤️❤️ მადლობა ????

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

მადლობა რომ დროულად დებთ და არ გვალოდინებთ როგორც სხვები.მკითხველზე ფიქრობთ.დიდი მადლობა.ძქკიან მომწონს ეს ნაწარმოები და თქვენი წერის მანერა. დიდი მადლობა❣️❣️❣️❣️????♥️♥️

ცოტა პატარა თავია((( ერთი და იგივე ეწერა და მეგონ

 


№5  offline წევრი ემილიანე

Marikagogolqdze
მადლობა რომ დროულად დებთ და არ გვალოდინებთ როგორც სხვები.მკითხველზე ფიქრობთ.დიდი მადლობა.ძქკიან მომწონს ეს ნაწარმოები და თქვენი წერის მანერა. დიდი მადლობა❣️❣️❣️❣️????♥️♥️

ცოტა პატარა თავია((( ერთი და იგივე ეწერა და მეგონ

რას გულისხმობთ ერთი და იგივეში?
მადლობა დადებითი შეფასებისთვის ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ბაბი

ძალიან კარგია, მაგრამ პატარა თავია ცოტა მალმალე რომ დადოთ უკეთესია.❤

 


№7  offline წევრი Marikagogolqdze

Erti da mere giveshi vigulisxme is rom tavshi rac ecera igive ecera shuashic. Albat ragac shecdoma gaipara
An atvirtvis dros an gadmoranos dros. Xdebq xolmე
ველოდებით

 


№8  offline წევრი OKI ME

იმედი მაქვს ისტორიას დაუსრულებელს არ დატოვებ. ძალიან მომწონს და გული დამწყდება ასე, დაუმთავრებელი თუ დარჩება. (((

 


№9  offline წევრი Marikagogolqdze

Au rodis dadebt axal tabs????

 


№10  offline წევრი Marikagogolqdze

,??¿????¿???????

 


№11 სტუმარი სტუმარი ლია

გსიამოვნებს რომ გეხვეწებიან ახალი თავის დადებას???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent