ლანგრით მორთმეული ( თავი 14)
მზის პირველივე სხივზე მეღვიძება და ანდროს მარწუხებიდან ფრთხილად ვეხსნები. შიმშილის შეგრძნება გონებას მიბინდავს. თბილ ხალათს ვპოულობ და სამზარეულოსკენ მიმავალს მომდგარი ნერწყვები მახრჩობს. - შენც შიმშილმა გაგაღვიძა? - ნახევარი ტანით მაცივარში შეყუდებულ ელენეს ვაწყდები. - არა, არ მძინებია... - დაღლილი სახით ტრიალდება. - გათენებას ვერ დაველოდებოდი, რამოდენიმე ასლი უნდა გამეკეთებინა. - მესმის... - წინა დღის პასტას მიკროტალღურ ღუმელში ვდგამ. - განყოფილებაში როდის მივიდეთ? - არ მინდა, რომ ვუჩივლო. - ქვედა ტუჩს ნერვიულად იკვნეტს და თვალს მარიდებს. - გაგიჟდი? - თვალები შუბლზე ამდის. - მისმინე, რას მოვიგებ ჩივილით? - ახლოს მოდის და ჩურჩულებს. - ჩასვამენ რამოდენიმე წლით ციხეში და მორჩა. როგორც კი ციხიდან გამოვა ან ილია მოკლავს, ან ანდრო, ან ორივე ერთად. - ასე ვერ შევარჩენთ! - კბილებს შორის ვცრი. - არც ვაპირებ შევარჩინო. - მხრებს იჩეჩავს და თვალები ეშმაკურად უელავს. - დღეს შევხვდები და ვიდეოს ვანახებ. მხოლოდ ერთ დღეს მივცემ იმისთვის, რომ ქვეყანა დატოვოს. - მეც გამოგყვები. - დაუფიქრებლად ვთავაზობ. - არა, მარტო მინდა ამის გაკეთება... - გამომეტყველება მაშინვე ეცვლება და ისევ უბედურ ბავშვს ჰგავს. - სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები, იმისთვის რაც გააკეთე, მაგრამ ეს მარტომ უნდა შევძლო, საკუთარი თავისთვის. - როგორ ფიქრობ, წავა? - შემთბარ კერძს ღუმელიდან ვიღებ და გემრიელი არომატი გონებას მირევს. - ამ საღამოსვე გაიქცევა. - ნიშნის მოგებით ასკვნის და ჩემს გვერდით სკამზე ეშვება. - როგორც კი მოვიშორებ, ოჯახს ყველაფერს ვეტყვი. - წარმოდგენაც არ მინდა, რა რეაქცია ექნებათ. - გამოტენილი პირით ვვოხრავ. - მამას როგორც იქნა ანდროზე დარდი მოშორდა და ახლა მე დავემატები. - დიდ სამზარეულოს თვალს ავლებს. - რას გულისხმობ? - კიდევ ერთი საიდუმლოს ძალა ნამდვილად აღარ შემრჩა. - რაც ანდრო გერმანიიდან ჩამოვიდა, მას შემდეგ მხოლოდ იმას იძახდა ცოლ-შვილი არ მინდაო. - ფორთოხლის წვენს წრუპავს და კაკაოს მაფინს უხალისოდ კბეჩს. - ანდროსნაირი ბავშვობა რომ მქონოდა, არც მე მენდომებოდა შვილის ყოლა. მერე შენ გამოჩნდი და ეს დარდიც გაქრა ჩვენი ადამსების ოჯახიდან. - ცოლად იმიტომ არ მოვუყვანივარ, რომ გადაიფიქრა... - ლუკმა ყელში მეჩხირება. - სამაგიეროდ, მართლა უყვარხარ. - ელენე მაშინვე ფრთხება. - სიყვარულს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. - წარსულის გარდა. - სხვა ადამიანის ხმით ვპასუხობ და პირი მიმწარდება. სუსტ გულისრევას ვგრძნობ. - მგონი, ეს პასტა გაფუჭებულია... - გამასინჯე! - ელენე ორი თითით იღებს პატარა ნაწილს და ჩაფიქრებული სახით ღეჭავს. - არაფერი სჭირს. - დარწმუნებული ხარ? - უკვე სუნიც მაღიზიანებს და ცხვირზე ხელს ვიფარებ. - ორსულად ხარ? - ელენე ლამის ყვირის, და მის სიტყვებზე სისხლი ძარღვებშივე მეყინება. - რა სისულელეა! - ელენეს გულუბრყვილობაზე მეცინება. - რატომ არის გამორიცხული? - მოჭუტული თვალებით შემომცქერის. - თავს ვიცავთ... - ამ თემაზე საუბარი ნამდვილად მეუხერხულება. - ყოველთვის? - ყოველთვის... - დაზეპირებულივით ვიმეორებ და ქვეცნობიერი ცინიკური ღიმილით მახსენებს ერთადერთ გამონაკლისს. იმ მხურვალე ღამეს, როცა აბაზანაში საკუთარი სახელიც კი დამავიწყდა. - ელენე, დავიღუპე!.. - ქმარი გყავს გოგო, ქმარი! - მაშინვე მხიარულდება. - ანუ, მამიდა გავხდები? - უნდა გადავამოწმო... - მთელი სხეული მიცახცახებს. - იმედი მაქვს, არა. - რას ამბობ? - ჩემს მტევანს სწრაფად სწვდება. - ხომ თქვი, შვილი არ უნდაო. - არსაიდან მოსული ცრემლები წვიმასავით მცვივა. - რასაც წავიტლიკინებ კიარ უნდა დაიჯერო... - საკუთარ თავზე ბრაზი მოსდის. - დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდება. უამრავი ფიქრით დამძიმებული, საძინებელში ვბრუნდები. ანდროს იმავე მდგომარეობაში სძინავს, ფრთხილად ვცურდები მის მკლავებში. - ანდრო... - სახეზე ჩამოყრილ თმას ვუწევ და ოდნავ იშმუშნება. - შვილი გინდა? - მირჩევნია ცოცხალი მყავდე... - მძინარე ხმით მპასუხობს, მაგრამ თვალებს არ ახელს. მისი ცნობიერი მალევე სიზმრებს უბრუნდება, გონებაში ყველაფრის დალაგებას ვცდილობ. ალბათ ფიქრობს, რომ მეც დედამისივით გავგიჟდები... სხვა არანაირი ლოგიკური აზრი არ მებადება. - არაფერზე ინერვიულო. - ანდრო მაღლივის კორპუსთან მანქანას აჩერებს და მზრუნველი თვალებით მაცქერდება. - დარწმუნებული ვარ, იდეალურად დაწერ. - მადლობა. - გაღიმებას ძლივს ვახერხებ. - გამოცდის შემდეგ ბინაში შევივლი. - როდის გამოგიარო? - ცისფერი სფეროები მაშინვე ებნევა. - საღამოს. - მოკლედ ვპასუხობ და კარს ვაღებ, მაგრამ ანდროს ხელი მაჩერებს. - რამე მოხდა? - უნაკლო სახე სულ ახლოს მოაქვს და მისი თბილი სუნთქვა სახეზე მეფინება. - დილიდან გამირბიხარ. - გამოცდების გამო ვნერვიულობ. - უნამუსოდ ვიტყუები. - მაშინ, მაკოცე! - გამოწვევასავით ჟღერს. - სიამოვნებით... - გულის გაგიჟებულ ფეთქვას ვაიგნორებ და მისი ტუჩებით ვთბები. ორსულობის ტესტს აღელვებული დავყურებ, მაგრამ შეფუთვის გახსნას ვერაფრით ვბედავ. კარზე რიტმული კაკუნის ხმა მაფხიზლებს და მაშინვე ჯიბეში ვიტენი. - მომილოცე! - ელენე კარის გაღებისთანავე ყვირის და აღტაცებული მეხუტება. - ოფიციალურად თავისუფალი ვარ! - დაგთანხმდა? - ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებ. - რა თქმა უნდა... - გაოცებულ მზერას მისწორებს და ყურებამდე იღიმება. - დეტალურად მომიყევი! - სანაპიროზე, ზუსტად იმ ადგილას შევხვდით, სადაც ორი წლის წინ ის ვიდეო მაჩვენა. - ჰაერს ღრმად ისუნთქავს და მდუღარე ყავის ერთ ყლუპს რის ვაივაგლახით ყლაპავს. - ასე ვუთხარი, სადაც დაიწყო იქ დამთავრდეს-მეთქი და გუშინდელი ვიდეო ვაჩვენე. - რა რეაქცია ჰქონდა? - მოუთმენლობისგან ერთ ადგილს ვერ ვპოულობ. - საშინლად გაბრაზდა. - კმაყოფილი გამომეტყველება არაფრით შორდება. - მტკვარში მოისროლა ჩემი მობილური, მაგრამ ვუთხარი, იმდენი ასლი მაქვს თბილისის ყველა განყოფილებას რომ ჩამოვუარო, მინიმუმ თითო მაინც შეხვდება ყველას-მეთქი. მერე პირობა წავუყენე, ხვალ საღამოს საზღვარგარეთ გადაღებულ ფოტოს თუ არ გამომიგზავნი, იმ საღამოსვე გიჩივლებ-მეთქი. - რა თქვა? - თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა. - ამაღამვე წავა. - მხრებს იჩეჩავს. - არც კი მჯერა... - თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მომხსნეს. - მგონი, მაინც განყოფილებაში მისვლა აჯობებდა. - არა, ანაბელ! - მზერა სარკმელზე უშეშდება. - ვიცნობ მის მშობლებს, კარგი ადამიანები არიან და ვერ გადაიტანენ ამ ამბავს. არც მისი ახლობლების მტრად მოკიდება მინდა. - რა მტერი? - მაშინვე ფეხზე ვდგები. - მთელი ცხოვრება ბოდიშები უნდა გიხადონ. - ტესტი გაიკეთე? - მოულოდნელად მეკითხება და ეჭვის თვალს მავლებს. - არა. - მომენტალურად ვიბნევი. - უზმოზე უნდა გავაკეთო. - ყურადრება არ მიაქციო, რაც დილით გითხარი... - დამნაშავე ბავშვივით მიყურებს. - ხანდახან მავიწყდება, რომ ანდროს ცოლი ხარ და არა უბრალოდ ჩემი მეგობარი... - უბრალოდ მეგობარი? - ხელებს გულზე ვიკრეფ. - თანამზრახველი და თანამოაზრე? - ყველაფერი ერთად. - თვალები უწყლიანდება. - ადრე, ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, მერე ყველა რიგრიგობით ჩამომშორდა, ან მე ჩამოვიშორე... არ ვიცი. - მხრებს უღონოდ იჩეჩავს. - სალომეც? - იმ მაკლერის გახსენებაზე უნებურად ვღიზიანდები. - სალომე თვითონ ჩამომშორდა, როგორც კი მიხვდა, რომ ანდრო აღარ შეურიგდებოდა. - რატომ დაშორდნენ? - სკამზე მოუთმენლად ვჯდები. - სხვადასხვა ღირებულებები ჰქონდათ. - ფრთხილად მპასუხობს და რატომღაც თვალს მარიდებს. - სალომეს ოჯახი უნდოდა... - მაშინვე ვხვდები. - ეგ არაფერს ნიშნავს! - სასოწარკვეთილ სფეროებს მაპყრობს. - განშორების მერე, სალომეც თანახმა იყო მსგავს ურთიერთობაზე, მაგრამ ანდრო მაინც არ შეურიგდა. წარმოიდგინე, უკვე ერთნაირი ღირებულებები ჰქონდათ, მაგრამ არ უყვარდა... შენ კიდე, უყვარხარ. - შემდეგი გამოცდა როდის გაქვს? - ანდრო ხელს მხვევს და საბანს საგულდაგულოდ მიკეცავს. - ზეგ. - ღიმილით ვპასუხობ და გრილი არომატის შესაგრძნობად ცხვირს მის ყელში ვრგავ. - მომენატრე... - ჩურჩულებს, ხელით თეძოდან მკერდამდე მანძილს ხაზავს და სიამოვნების ჟრუანტელი მაშინვე მაბრუებს. - მიყვარხარ! - მოზრდილ თმაში თითებს ვუცურებ და სურვილისგან ერთიანად მაცახცახებს. - ხშირად უნდა მითხრა... - ზემოდან მოქნილად მექცევა, ყელთან ნაზად მკოცნის და მკერდამდე ტუჩების ცხელ კვალს ტოვებს. სიმხურვალე მთელ სხეულზე ცეცხლივით მედება და უფსკერო ოკეანეში სუნთქვაშეკრული ვიძირები. ისევ ანდროს კოშმარი მაღვიძებს, ისევ ჩემზე ჩახუტებული იბრუნებს ძილს, ისევ ვერაფრით ვიძინებ და ჭიქა წყლისთვის სულსაც გავყიდი. - ვერ იძინებ? - ილია სამზარეულოს მომცრო მაგიდას უზის. - წყლისთვის ჩამოვედი... - სულმოუთქმელად ვსვამ. - მე კიდევ მეგონა, ანდროს კოშმარებს გამოექეცი... - წარბს სწევს და თვალს არ მაშორებს. - რა კოშმარები? - თავს ვისულელებ. - ბავშვობაში აწუხებდა და გოგოსავით შეშინებულს ეღვიძებოდა ხოლმე. - მის მხიარულ განწყობაზე ნერვები მეშლება. - გოგოსავით, ანუ? - ცარიელ ჭიქას წყალს ვავლებ და თავის ადგილს ვუბრუნებ. - ანუ, ძალიან შეშინებულს. - შეუდრეკად იმეორებს. - ამით, გოგონებს სულაც არ ვაკნინებ. - ძალიან კარგად გავიგე, ვისი დაკნინებაც გინდა! - გასვლამდე თვალს ვუსწორებ. - ღამემშვიდობისა. ორსულობის ტესტის გაკეთება უზმოზე გაცილებით ზუსტია, ამიტომ საუზმეზე უარს ვამბობ და ანდროს საძინებელშივე ვემშვიდობები. ფანჯრის რაფას არ ვშორდები და როგორც კი ანდრო მანქანაში ჯდება, სააბაზანოში თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. - ლუკმა არ გადამსვლია! - ელენე საძინებელში შემორბის. - გააკეთე? - ფეხმძიმედ ვარ... - ორ წითელ ხაზს სასოწარკვეთილი დავყურებ და ვერაფერს ვგრძნობ. - მამიდა გავხდები! - ყვირის და მსუბუქად მეხვევა. - არავის უთხრა... - საწოლამდე ძლივს ვაღწევ. - ანაბელ, გაუხარდება... - ჩემს წინ იჩოქებს, როგორც კი საწოლზე ვჯდები. - გუშინ... გვქონდა.... და ისევ კონდ.მი გამოიყენა... - გულამოსკვნილი ვსლუკუნებ. - შვილი რომ უნდოდეს... - მომისმინე! - მხრებში ხელს მავლებს და მსუბუქად მანჯღრევს. - ახლა ჰორმონები გირახუნებს თავში და არასწორად ფიქრობ. - დამპირდი, რომ არავის ეტყვი! - ამღვრეულ თვალებში ჩავყურებ. - არავის ვეტყვი. - მეტი დამაჯერებლობისთვის თავსაც მიქნევს. - ეს მხოლოდ შენ და ანდროს გეხებათ და არასდროს ჩავერევი. კარზე კაკუნის ხმა მაფხიზლებს და თვალებს დანანებით ვახელ. - ელენე ვარ! - შემოდი. - მაშინვე ვდგები და ჩაბნელებულ ოთახს თვალს ვავლებ. საღამომდე გათიშულს მეძინა. - სურათები გამომიგზავნა! - ხმადაბლა ამბობს, მაგრამ აშკარად ყვირილი უნდა. - წავიდა... როგორც იქნა, საბოლოოდ წავიდა! - მანახე... - მაშინვე მაჩვენებს პასპორტის, თბილისის აეროპორტის, თვითმფინავის და რომელიღაც ქვეყნის აეროპორტის ფოტოებს. - ახლა უკვე, დანამდვილებით შემიძლია მოგილოცო! - შენ გარეშე ვერაფერს ვიზამდი. - თბილად მეხუტება. - დღეს ყველას კაბინეტში შევკრებ და სიმართლეს ვიტყვი. - რთული იქნება... - მათი რეაქციის წარმოდგენაც კი გული მიწუხდება. - უბრალოდ ვიდეოს ჩავრთავ. - მხრებს იჩეჩავს. - დარწმუნებული ხარ? - მილიონი პროცენტით! - თვალები ციცინათელებივით ენთება. - რა ხდება? - დაბნეული კითხულობს ანდრო, როგორც კი ვახშმობის შემდეგ ელენე ყველას კაბინეტში გვიბარებს. - გაიგებ! - მოკლედ უჭრის ელენე და დისკს მთელი ძალით ებღაუჭება. - პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე მირიანი არასდროს მყვარებია. - აკანკალებული ხმით აცხადებს, როგორც კი კაბინეტის კარი იხურება. ანდროს მაშინვე ხელს ვკიდებ. - ეს ყველაფერი მისი დადგმული სპექტაკლი იყო... - რას ამბობ? - ილია ფეხზე გველნაკბენივით ხტება. - სიმართლეს... - ელენეს ხმა უფრო მტკიცე ხდება. დისკს ხელში ატრიალებს. - ამ დისკზე არის ვიდეო, სადაც ყველაფერს აღიარებს, მაგრამ სანამ ჩავრთავ, მინდა იცოდეთ, რომ მირიანი უკვე გაიქცა ქვეყნიდან. - ელენე! - მაგდა მკაცრ მზერას უსწორებს. - რა გააკეთე? - ის რაც ორი წლის წინ უნდა გამეკეთებინა! - უხეშად პასუხობს და დისკს ილიას აწვდის. სანამ ილია ვიდეოს ჩართავს, ელენე უკან იხევს და ვამჩნევ, დაძაბულობისგან ორივე ხელი როგორ უკანკალებს. ანდროს გაქვავებულ სახეს თვალს ვავლებ და ელენესთან ვინაცვლებ. - არ ინერვიულო... - მხარზე ხელს მსუბუქად ვხვევ და ისიც შეკავებულ ჰაერს ფილტვებიდან უშვებს. თავიდან კადრში მხოლოდ ელენე ჩანს, რომელიც მობილურს თანდათან შორდება და მირიანიც მაშინვე ოთახში შემორბის. ეკრანს ვარ მიშტერებული და ვერავისზე შეხედვას ვბედავ. რამოდენიმე წუთში კადრში მეც ვჩნდები და ანდროსკენ გამირბის მზერა. ორივე ხელი მუშტებადააქვს შეკრული და გაცეცხლებული თვალებით მბურღავს. - ეს... - თომა ცალი ხელით ხის მაგიდას ეყრდნობა. - ეს სიმართლეა?.. - სიმართლეა... - ელენეს მთელი სხეული უცახცახებს და ცრემლებად იღვრება. - რატომ არ გვითხარი? - ანდრო პირველად იღებს ხმას, მასში ჩაგუბებული სიცივე და მრისხანება საშინლად მზარავს. - მე რატომ არ მითხარი? - თომა ტკივილისგან დამანჭული სახით უახლოვდება ელენეს და გულში იკრავს. - ამდენი ხანი რამ მოგათმენინა... - ნაოჭებისგან დადაღულ ღაწვზე ცრემლი უგორდება. - მეშინოდა, რომ შეგარცხვენდი... - შეუკავებლად ქვითინებს და მათ შემყურეს თვალები მაშინვე მეწვება. - დედაშენისთვის მაინც გაგემხილა... - სველ ლოყებს ხელის კანკალით უმშრალებს. ელენეს მაშინვე ეცვლება სახე და გაყუჩებულ მაგდას ცივ მზერას უცვლის. - იცოდი? - ილია მაშინვე აანალიზებს მომხდარს. - იცოდი და ორი წელი საკუთარი შვილის ტანჯვას უყურებდი? - რა უნდა მექნა? - მაგდა აუტანელი სიმშვიდით დგება. - სახელი გაიტეხა თავისი სულელური საქციელით. მე როგორ უნდა მოვქცეულიყავი? - დედასავით უნდა მოქცეულიყავით! - ამდენი დუმილი აღარ შემიძლია. - საკუთარი შვილი უნდა დაგეცვათ. - შენ რა იცი ჩემს შვილებს როგორ ვიცავ? - გაცეცხლებულ მზერას მისწორებს და ვეღარც ხმას აკონტროლებს. - მაგდა, გაჩუმდი! - თომას ყვირილი პირველად მესმის და ლამის ყბა მივარდება. - ამ თემაზე შენ ცალკე დაგელაპარაკები... - მერე ისევ ელენეზე გადააქვს ყურადღება. - აღარასდროს დამიმალო შენი გასაჭირი. კაბინეტი ნელ-ნელა დაცარიელდა. მხოლოდ მე, ელენე და ანდრო დავრჩით. - ეს როგორ დამიმალეთ? - ანდრო აშკარად მხოლოდ ჩემზე ბრაზობს. - ანაბელს მე ვთხოვე! - ელენე შუაში ხტება. - წამოდი! - ხელს მავლებს. - მოვდივარ! - მკლავს ვინთავისუფლებ და უკან მივყვები. საძინებლის კარს უხმაუროდ ხურავს და ტუმბოზე დადგმულ ერთადერთ ლარნაკს მთელი ძალით ახეთქებს მოპირდაპირე კედელს. - ანდრო... - იატაკზე მობნეულ შუშის ნამსხვრევებს შეშინებული დავყურებ. - რამის თქმა გინდა? - მტაცებელივით მიახლოვდება. - კიდევ რა საიდუმლოებები გაქვს? - ელენემ მთხოვა, როგორ არ გესმის? - უკან ვიხევ და დანახულს ვერაფრით ვიჯერებ. - გთხოვა და შენც იმ მანიაკთან დაუფიქრებლად გაყევი! - ნუ ყვირი! - ორივე საფრთხეში იყავით, ვერ ხვდები? - ხელს მკლავზე მავლებს და ძლიერად მიჭერს. - არაფერი მოგვსვლია... - იმიტომ, რომ გაგიმართლათ! - სახესთან მიყვირის. - აღარასდროს გაბედო ჩემს ზურგს უკან საქმეების მოგვარება!.. - ზედმეტები მოგდის! - გათავისუფლებას ვცდილობ, მაგრამ ხელს უფრო ძლიერად მიჭერს. - გაფრთხილებ. - მისი ცივი მზერა სულში აღწევს. - უფლება არ გაქვს... - ჩემი ცოლი ხარ! - ხელს ისე ძლიერად მიჭერს, ტკივილსგან თვალები მეწვის. - ცოლი ვარ და არა მონა! - ამღვრეულ თვალებში უდრეკად შევყურებ. - თავისუფალი ადამიანი ვარ... - არ ხარ!.. - მაშინვე ხელს მიშვებს და კარისკენ მიმავალი მკვეთრად ტრიალდება. - კონტრაქტი ისევ ძალაშია! - რა? - საკუთარ სხეულს ვეღარ ვგრძნობ. - ყველა შენი ნაბიჯი უნდა ვიცოდე!.. ბნელი ფიქრებისგან გაქცევას საძინებლის დალაგებით ვეცადე. ლარნაკის ნამსხვრევები საგულდაგულოდ შევაგროვე, აბაზანას თითქმის ერთი საათი ვიღებდი, მაგრამ გამოსვლისას, ანდრო მაინც არ დამხვდა. საწოლზე უღონოდ ვეშვები და შეკავებული ფიქრები მაშინვე მითრევენ. რატომ ახსენა კონტრაქტი? ჩვენი ურთიერთობა ისევ კონტრაქტამდე დავიდა? იმის გააზრება, რომ დღემდე ყველა პუნქტს უშეცდომოდ ასრულებდა სხეულს ცოცხლად მიწვავს. ჩემი ოჯახის ყველა ხარჯი საკუთარ თავზე აიღო... ერთხელ არ შევუთანხმე რაღაც და მაშინვე განრისხდა. ნუთუ მისთვის კონტრაქტის მეტი არც არაფერი ყოფილა? ქუთუთოები მიმძიმდება და უსიამოვნო სიზმრებში თავით ვეშვები. სიცივისგან აკანკალებულს მეღვიძება. საწოლში მარტო ვწევარ და სველი თმა საბნის ნაცვლად მაქვს დაფენილი. მაშინვე მობილურს ვამოწმებ, ღამის ორი საათია, არანაირი გამოტოებული ზარი ან გაუხსნელი შეტყობინება... თმის გასაშრობად სააბაზანოსკენ ლამის გავრბივარ და მტკივნეული ჩხვლეტისგან ხმამაღლა ვყვირი. - ჯანდაბა! - ასკინკილით ვბრუნდები საწოლამდე და განათებაზე ვაკვირდები საკუთარ ტერფს. ფეხის გულში მოზრდილი ნამსხვრევია გაჩრილი... სისხლის დანახვისას გული მიჩქარდება და თავს ღრმა ჩასუნთქვებით ვიწყნარებ. ტელეფონს სწრაფად ვწვდები და ანდროს ნომერს ვკრეფ. მესამე ცდაზე მპასუხობს. - ანდრო? - ტირილამდე ცოტა მიკლია. - შეგიძლია მოხვიდე? - ანდროს არ სცალია... - ხმამაღალი მუსიკის ფონზე ქალის ხმა მესმის და ტვინში სისხლი მექცევა. - ვის ვესაუბრები? - დარწმუნებული ვარ ეს ხმა ადრეც გამიგონია. - სალომეს. - თავდაჯერებული მპასუხობს. - გადავცემ, რომ დარეკე. „საერთო ფასეულობები აქვთ“ გამუდმებით ამას ვფიქრობ და ძველი მაისურით ტერფს სრუტუნით ვიხვევ. ხტუნვით ვასუფთავებ სისხლით მოსვრილ იატაკს და ფეხის ტკივილის დაიგნორებას მთელი ძალით ვცდილობ, ბოლოს გამომდის კიდეც. გაუსაძლისი ტკივილი მაღვიძებს და თვალების გახელისთანავე ანდროს დაჟინებულ მზერას ვაწყდები. ორივე ხელს ვეყრდნობი და საწოლზე წამოჯდომას ვცდილობ. - კიდევ რას მიმალავ? - საწოლთან ქანდაკებასავით უძრავად დგას. - არაფერს...- ფეხზე სისველეს ვგრძნობ და საშინლად მცხელა. - საუზმეზე გველოდებიან... - ცივად მიგდებს ორ სიტყვას და კარისკენ მიდის. - არ მშია. - ორ ნაბიჯში ვაწევ. - ახლავე ადექი! - საბანს ერთი ხელის მოსმით მხდის და ერთიანად სისხლიან ზეწარზე მზერა უშეშდება. - ეს.. - შემთხვევით გავიჭერი... - ადგომა მინდა, მაგრამ როგორც კი ძალას ვატან მოულოდნელი ტკივილი მთელს სხეულს ედება და ცრემლებამდე ვყვირი. - ჩაიცვი! - თავისი შავი ქურთუკი მოაქვს და მხრებზე მახვევს. - საავადმყოფოში წავიდეთ. - არ არის საჭირო... - ვბრაზობ, მაგრამ მაინც ვიცვამ. - რატომ არ დამირეკე? - შეშინებულ შუშებს მაპყრობს. - დაგირეკე და არ გეცალა! - წყენის დამალვას არანაირად ვაპირებ. - ძალიან კარგად ერთობოდი... - არ ვერთობოდი... - თითქმის ჩურჩულებს და სისხლისგან გაჟღენთილ მაისურს ფრთხილად მაცლის. - აბა, მაკლერების ღამის შეკრებაზე ბჭობდი? - მრისხანება ყოველგვარ ფიზიკურ ტკივილს მავიწყებს. - შეიძლება ასეც ითქვას. - გაღიმებასაც კი ბედავს, თავხედი... ხელში სწრაფად მიტაცებს და მხოლოდ დერეფანში მახსენდება, რომ ქურთუკი საღამურებზევე მაცვია. - უნდა გამოვიცვალო... - არაა ამის დრო... - ხელებს უფრო მჭიდროდ მხვევს და გრძელ კიბეზე მოქნილად ეშვება. რიტმული რწევა მაბრუებს და თვალები მეხუჭება. - გამატარე! - ანდროს ღრიალი მაფხიზლებს და ჰოლში რამოდენიმე სხეულს ვლანდავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცხელ წყალში ვიხარშები და იანვრის ცივი ჰაერი საშინლად მსიამოვნებს. - მცხელა, არ მინდა ეს ქურთუკი... - ხელებს უმისამართოდ ვიქნევ. - ვიცი, ცოტაც გაუძელი... - ანდროს ცისფერ სფეროებს ვაწყდები და მიდამოს ვათვალიერებ. მანქანაში ვართ, ისევ ბავშვივით ვყავარ აყვანილი. - აღარ მტკივა... - წყურვილისგან ჩახლეჩილი ხმით ვამშვიდებ. - უბრალოდ, მეძინება... შუბლზე ცივ შეხებას ვგრძნობ და თანდათან ვფხიზლდები. წამლების სუნი ნესტოებს მწვავს. გონებაში განგაშის სიგნალი მერთვება და წამოდგომას ვცდილობ. - არ შეიძლება, უნდა იწვეთ. - თეთრხალათიანი, ქერა ქალი ფრთხილად მიბიძგებს საწოლისკენ. - რამდენია ხანია, რაც აქ ვარ? - გული ყელში მებჯინება. - ანაბელ... - ანდრო მაშინვე სავარძლიდან ხტება. - უნდა დაისვენო... - ექიმის ნახვა მინდა! - გადასხმის სისტემას სასოწარკვეთილი შევყურებ. - ახლავე დავუძახებ. - ექთანი სწრაფად გადის. - თავს როგორ გრძნობ? - ანდრო სრულიად წაშლილ მზერას მისწორებს. - მინდა, რომ გახვიდე... - ანაბელ... - გადი! - თვალებში მომდგარი სითხე მის შეშლილ სახეს დღაბნის. ანდროს გასვლიდან რამოდენიმე წუთში ხნიერი მამაკაცი შემოდის და თბილი ღიმილით საწოლს უახლოვდება. - ორსულად ვარ... - პირდაპირ საქმეზე გადავდივარ და შიში მთელ სხეულში დამდის - ხომ ისევ ორსულად ვარ? - თქვენს მიერ მიღებული მედიკამენტები ნაყოფისთვის სრულიად უსაფრთხოა. - მაშინვე მამშვიდებს. - მაგრამ, თავს უნდა გაუფრთხილდეთ. ბევრი სისხლი დაკარგეთ და ორგანიზმმა თავდაცვის რეჟიმი ჩართო, ამან გამოიწვია მაღალი ტემპერატურა... - ჩემს მეუღლეს უთხარით? - ვაწყვეტინებ და მის დაბნეულ სახეზე სასწრაფოდ ვამატებ. - ნაყოფის არსებობაზე... - არა... - მოკლედ მიჭრის და მზერა მოწრიპინე აპარატზე გადააქვს. - არ უთხრათ! - ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში. - არასასურველი ფეხმძიმობაა? - ყველაზე სასურველი ფეხმძიმობაა! - თვალებდახუჭული ვეწინააღმდეგები და სხეულში ჩაღვრილი სითბო ყველა სირთულეს მავიწყებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.