შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან. (თავი 7)


27-01-2021, 16:31
ავტორი naattii
ნანახია 2 903

ადგილზე მისულებს სროლა უკვე დასრულებული დახვდათ, მეორე ეკიპაჟი უკვე მოსულიყო და ტერიტორიას ღობავდა, ტროტუართან კი უკვე გაწითლებული ზეწარ გადაფარებული გვამი ჭრიდა თვალს. გაოცებული მიუახლოვდა ვაჩე მეგობრებს და ხელი გაიშვირა.
-რა ჯანდაბაა?
-ალბათ ქუჩური გარჩევა, გამომძიებელს ველოდებით_მხრები აიჩეჩა თანამშრომელმა და რაცია მოიმარჯვა.
ფრთხილად მიუახლოვდა ბიჭი გვამს და ნელა გადაწია თეთრი ზეწარი, გაოცებისგან თვალები ორმაგად გაუდიდდა და გოგას გადმოხედა:
-გაბრიელ ყიფიანი გამოიძახეთ.
-ეს ჩვენი ნაცნობი არაა?
-ნამდვილად ეგაა_სიმწრით დააქნია თავი ბიჭმა და უკან მოიხედა. ამის შემდეგ ყველაფერი წამებში მოხდა, ვაჩეს მეხსიერებას მხოლოდ მომენტები შემორჩა მომხდარიდან. გვამთან დახრილებმა, ორივემ გაიგონეს ხეების ქვეშ ბუჩქებიდან დაცემინების ხმა, წამებში შეტრიალდნენ, მაგრამ ვაჩემ გოგასგან განსხვავებით იარაღის ამოღება ვერ მოასწრო, ორმა იარაღმა თითქმის ერთად გაისროლა, დამალული ადამიანის და გოგას იარაღი თთქოს ერთმანეთს ასწრებდნენ რომელი უფრო პირველი მივიდოდა ადრესატთან.
-ნაბი*ვარი_დაიქადნა გოგა და უკვე მოკლილ მეორე პირს გახედა, თვალის კუთხით უცნაური მოძრაობა რომ შეამჩნია, ვაჩე თითქოს გვერდით იხრებოდა და ყოველგვარი წინააღმდეგობი გარეშე აპირებდა ასვალტს მიწებებოდა.
-ქავთარაძე_გაყინული ხმით დასძახა მეწყვილემ, თუმცა უკვე იცოდა რაც მოხდა. საკმარისად სწრაფი ვერ აღმოჩნდა.
-ვაჩე_გადიდებული თვალებით ეცა მეგობარს და ზურგზე დაწვენას ცდილობდა. -სასწრაფოს დაურეკეთ, ოფიცერია დაჭრილი_ბოლო ხმაზე ბღაოდა ბიჭი და მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა თვალებ დახუჭულ მეგობარს.


ყურსასმენებით შეაბიჯა ნინიმ საავადმყოფოში და დედისთვის გამზადებული სადილი უფრო მჭიდროდ დაიჭირა ხელში, გაღიმებულმა მიაკითხა თავისუფალ ოპერატორს და ლაპარაკი გაუბა, ნახევარს მაინც იცნობდა და წამში დაუკავშირდნენ დედამის რომ გამოსულიყო. დალის ლოდინში იქვე მდგარი ხალხი მოათვალიერა და საეჭვოდ მოხვდა თვალში ფორმიანები. მაშინვე გაახსენდა დილანდელი სროლის ამბავი და მიხვდა, ვიღაცა მშრალად ვერ გამოძვრა.... კიდევ ერთი წამი და უკვე პირდაღებული უყურებდა ლამის აცრემლებულ გოგას, მაშინვე განაგრძო ბიჭების სახეებზე დაკვირვება, მაგრამ საყვარელი სახე ვერ დაინახა და რატომღაც საოცრად დაუმძიმდა გული. ვიღაც ისე უწურავდა მფეთქავ ორგანოს,თითქოს ბოლო წვეთი სისხლიც უნდა გამოეღოთ.
-გოგა_თვითონაც ვერ იცნო უცებ საკუთარი ხმა.
-ნინი_აწყლიანებული თვალებით გამოხედა ბიჭმა, ისეთი სახე ქონდა თითქოს ამხელა კაცი წამებში ცხარე ცრემლით ატირდებოდა.
-ვაჩეა? სროლაში მოყევით? მძიმედაა? როდის მოხდა?_გაოფლილი ხელისგულით გადაიწია სახეზე ჩამოყრილი თმა ნინიმ და გაორებულმა ახედა თვალებ გარიდებულ ბიჭს. ოღონდ ეს გულის ტკივილი შეწყდეს.....
-არ ვიცი ნინი, ორი საათია შეყვანილი ყავთ_თავზე შემოიწყო ხელები ბიჭმა.
-დედაჩემი, დედაჩემი გვინდა_მთვრალი კაცივით მიმოიხედა მასწავლებელმა და იგივე ოპერატორს მიუახლოვდა.
-მარი, დედიკომ გიპასუხა?
-არა ნინი, ოპერაციაზეაო, ხომ მშვიდობაა?_შეეშინდა გოგოს ნინის სახეზე.
-გთხოვ, არ ვიცი საერთოდ ასეთი რამე თუ ხდება, მაგრამ გთხოვ გამიგე ვაჩე ქავთარაძესთან თუა და როგორ მიდის ოპერაცია, მარი გთხოვ_აწყლიანებული თვალებით ახედა გოგოს და მანაც მაშინვე დაუქნია თავი, სკამიც წამში დატოვა და იქვე გამავალ კარში შევარდა.

ათი წუთი საუკუნოდ მოეჩვენა სანამ მარის ისევ დაინახავდა, წამით წარმოიდგინა სამყარო მისი საყვარელი ფორმიანის გარეშე, იმაზე მოსაწყენი და გაყინული ვიდრე ვინმეს ჰქონია, რომ ვეღარ ივლიდა ქუჩაში ნაცნობი მანქანის ძებნაში, ბიჭის ღიმილს რომ ვეღარ დაინახავდა, ვეღარ იგრძნობდა იმ სითბოს რასაც მისი სხეულიდან იღებდა, იმ ვნებას, რომელმაც არაერთხელ მოუკიდა ცეცხლი, ტუჩების უგემრიელეს გემოს.... ღმერთო მის გარეშე როგორღა იქნებოდა? მოუნდა ამ სამყაროში ყველა ადამიანი გამქარლიყო, არცერთს ევლო დედამიწის ზურგზე და მიცემოდა ნინის საშუალება ისე ეტირა და ეყვირა როგორც ამ წუთში სურდა.

-ნინი_მარიამის ხმა გაიგონა ზურგიდან.
-რა გაიგე?
-უკვე კარგადაა, გაუმართლა და ტყვიას მნიშვნელოვანი ორგანო არ დაუზიანებია, 3-4 დღეში ფეხზე დადგება, მალე გამოვა ექიმიც_თანაგრძნობის ნიშნად ბეჭზე მოუთათუნა გოგოს და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.
-კიდევ კარგი_თითქოს ლოდი მოხსნეს გულიდან ისე ამოისუნთქა გოგამ. ნინი კი იმასაც ვერ ხვდებოდა იმ წუთას რას გრძნობდა. სანამ არ ნახავდა, საკუთარი თვალით არ შეხედავდა, არ დაუთვლიდა თითოეულ ამოსუნთქვას, ვერ მოისვენებდა.

ლამის საუკუნე გავიდა სანამ პალატაში შეუშვეს, ისიც დედამისთან ერთ საათიანი ხვეწნის შემდეგ, მოწყენილი სახით გაიყოლა დალიმ ქალიშვილი და მობუზულმა შეშვა ოთახში, ნამდვილად არ უნდოდა მის ქალიშვილსაც იგივე ბედი გაეზიარებინა, რაც თავად გადახდა. ქალიშვილის შემხედვარე კი ყოველ წუთს უფრო რწმუნდებოდა, რომ მისი რეაქცია უკვე გვიანი იყო...
-ნახევარ საათში უნდა გამოფხიზლდეს.
-მადლობა დედა.
-მოგვიანებით ვილაპარაკოთ_ჩაილაპარაკა ქალმა და მძიმე ამოსუნთქვით მიიკეტა კარი.

-როგორ ვერ გეგუები შენი ბინძური, მოტლიკინე ენის გარეშე_ნაღვლიანად ამოილაპარაკა ნინიმ და თითის ბალიშები ჩამოუსვა ნაზად სახეზე, მანამდე ტკბებოდა ამ შეხებისგან გამოწვეული შეგრძნებებით, სანამ ბიჭმა გამოფხიზლება არ დაიწყო.
-ვაჩე, გაახილე თვალები_ბუნდოვნად ჩანდა გოგოს სახე.
-აქაც შენ ხარ კაცო? ახლა სიზმარშიც აღარ მეშვები? _ძლივს ბლუკუნებდა ბიჭ.
-ვაჩე, საავადმყოფოში ხარ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
-ჯანდაბა, ბუხაიძეზე სროლა იყო და დამჭრეს?
-კარგია გახსოვს, უკვე კარგად ხარ, საშიში აღარაფერია_თბილად გაუღიმა ნინიმ
-დაღლილი და ნანერვიულებიც ასეთი ლამაზი როგორ ხარ_ორაზროვნად უყურებდა ქავთარაძე.
-გინდა ექიმს დავუძახო?_გაწითლებული ლოყებით შეიშმუშნა ნინი
-არაა, მაინც ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მტკივა_გაეცინა ბიჭს, თუმცა ნინის დანახვაზე ისევ მოეღუშა სახე. -შენც მინდა ვერ გგრძნობდე.
-რაა?_ლამის ყბა მოექცა გოგოს.
-ახლა შენთან სათამაშოდ არ მცალია_უკვე ნარკოზით გათიშული აგრძელებდა ბიჭი, -აღარ მინდა მთელი დღე ნერვიულობით ვკვდებოდე სად ხარ და როგორ, აღარ მინდა დილა შენს ტუჩებზე ფიქრით იწყებოდეს, აღარ მინდა ყოველი დაძინებისას წარმოგიდგენდე, აღარ მინდა ჩემთან იყო_ნელნელა თვალები ეხუჭებოდა ვაჩეს.
-მემგონი ვერ ხვდები, მაგრამ წესით სიყვარულის ახსნას გავს_ბედნიერების ნაპერწკალმა გაკრა გულში ნინის.
-სულაც არა, პირიქით, შენთან აღარ მინდა, შენით აღარ მინდა, საერთოდ რატომ გაგიცანიიი, მინდა გონება ისევ ისეთი თავისუფალი მქონდეს, მინდა ისევ ავადმყოფ დედაზე ვფიქრობდე მხოლოდ, მინდა ამ გამოძიებით სამსახურში წინ წავიწიო, მინდა კარიერა მქონდეს, მაგრამ არა, ჩემი ტვინი ისე დააბი მხოლოდ შენზე და შენი ტუჩების გემოზე ფიქრობს_ამოიხვნეშა ბიჭმა და არც კი შეუმჩნევია როგორ ჩუმად მოიწმინდა ნინიმ ეულად ჩამოვარდნილი ცრემლი. ამ აღიარებას არ ელოდა, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა რაც ელოდა, მაინც თავით გადაეშვა ამ ცეცხლში.
-მაპატიე საყვარელო, ყველაზე უკანასკნელი რაც მინდოდა შენთვის ხელის შეშლაა, შენ ეს საუბარი ხვალ არ გემახსოვრება, ამიტომ შენგან სახსოვრად ჩემთვისაც წავიღებ საჩუქარს_ჩუმად დაჩურჩულა ბიჭს და ნაზად შეეხო ტუჩებს, მოზღვავებული გრძნობები მთელი ძალით მოაწვა და ისე წალეკა, თავადაც არ იცოდა როგორ ინარჩუნებდა ძალას ისევ ფეხზე მდგარიყო, მორიგი ცრემლი დაუვარდა უკვე ჩაძინებულ ბიჭს ლოყაზე და მალევე დარჩა მარტო. ისე უკვალოდ გაქრა ნინი, თითქოს იქ არც ყოფილა........



№1  offline წევრი ვიპნი

ეს რა იყო,ახლა საერთოდ გადაიკარგება ნინი,თუმცა გოგა მოჰფენს ალბათ სავარაუდოდ ყველაფერს ნათელს .:)

 


ასე არ შეიძლება ახლა სულ გადაიკარგება ნინია და ვაჩემაც მოწყენილმა უნდა იაროს :(
რა მოხდა ბუხაიძეზე როგორ მაინტერესებს.
ველოდები შემდეგს❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

აუუჰ :'( იმედია ვაჩე ამ ლაპარაკს გაიხსენებს რაა :(

Პატარა თავი იყოოო არ მეყოოო

 


№4  offline წევრი OKI ME

ეეე კარგი რაა. რა მალე დამთავრდა :დდდ ვაი, როგორ საინტერესოდ ვითარდებაა მოვლენები.

ჰაჰ, რაო სწორად მივხვდი და თენგიზა გავიდა გაღმა მარილზე? :დდ ბებიაჩემს დავესესხები და მის ფრაზას თუ გამოვიყენებ :დდ ეჰ, თენგო, დაგაჯდა თუ არა სიკვდილის ბუზი? ( ისე, ხო თენგო ქვია? სხვა სახელი არ დავწერო :დდდ)

ოხ ვაჩე, რა ბატი ხარ. არც ისე აკლებ ნინისთან სისულელეების წამოროშვას და ახლა ნარკოზშიც არანაკლებს ბოდიალობ. ნინი ტვინს აცლის აშკარად :დდ

რა იბურტყუნა ეხლა ეს რა იყო? ხოა ღირსი იყოს მარტო და ისევ იოცნებოს ნინიზე :დდ მაგრამ რა ვქნა, რომ მიყვარს და ვერ გავიმეტებ მთლად მასე.

ჰოო, აი დალის ამბავმაც დამაინტერესა ძალიან. საინტერესოა. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. იმედი მაქვს მალე დაბრუნდები ახალი თავით. მანამდე წარმატებები შენ და შენს მუზას ❣️❣️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ანუ

ვფიქრობ ნინი რომ წავიდეს, ამით ორივე კი დაიტანჯება მაგრამ, რაღაც მხრივ ვაჩეც მართალია.. მისი ოჯახისთვის ჭირდება რომ მყარად დადგეს, აშკარად მძიმე ცხოვრება აქვს.

 


№6 სტუმარი სტუმარი gvantsa

ცეცხლი თავი იყო მაგრამ პატარა ძალიან,რა მოითმენს შემდეგ თავამდე ????ბუხაიძეზე მოკლული სავარაუდოდ ნინის მეზობელია არა ?

 


№7 სტუმარი სტ

ნუ, ვფიქრობ, როგორც სიზმარი ისე ემახსოვრება და ცოტა მოგვიანებით გაიგებს, რომ ნინი მართლა იყო მისული (ალბათ).ნუ რათქმაუნდა შენი გადასაწყვეტია ყველაფერი <3 არ მეყო!:დდ
ველი შემდეგს, წარმატებები<333

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ

 


№9  offline წევრი likuu_s

იმედია რაღაცა დაარტყავს თავში ვაჩეს და გაახსენდება. :დდ❤️ ველი შემდეგს მოუთმენლად <33

 


№10  offline მოდერი naattii

ვერ წარმოიდგენთ როგორი გრძნობაა თქვენი კომენტარების კითხვა, მაპატიეთ სათითაოდ ვერ გპასუხობთ, მაგრამ ლამის დაჩოქილ ვაჩეს აუცილებლად ვნახავთ :D

 


№11  offline წევრი ირო

საყვარელიიი,არადა როგორ უყვარს უკვე ნინი.უღიტინებს ტვინის და გულის უჯრედებში.შენ ხარ საოცრება ადამიანი,მიყვარს შენი ყველა ისტორია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent