შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების სურნელი #2


27-01-2021, 19:56
ავტორი Hilalli
ნანახია 2 212

ვიფიქრე ტირილში გამოფხიზლდა თქო, მაგრამ აშკარად საოცრად მთვრალი იყო მანქანის წინა სავარძელზე მიგდებული და სულელურად იღიმოდა.
- ჰაა... - ხელი ჰკრა თათამ მეგობარს - რას მიგდებდი ინტრიგას თუ მოყოლას არ აპირებდი.
- ხო საყვარელიაა?
- ნიკას ძმაკაცია.... - დამტუქსავი ხმით უპასუხა თათამ
- ხომ საყვარელია? - უფრო თბილად გაუმერა კითხვა
- კიიი... სიმპატიურია, და ვინარის? რამოხდა?
- აბაშიძე ვეკო... ბიჭი რომელთან სექსიც აუცილებლად უნდა მქონდეს...
- ოჰოო... იმედია ეს მისთვის არ გითქვამს ხო? - გაეცინა თათას
- ჯერ არა...
- და ნიკასთვის?
- არაა... - ღიმილიანი სახე უცბად მოეღუშა
- სისულელეს ნუ იზავ ნანუ. ჯერ გადაწყვიტე ბექოსთან რასაპირებ.
- ბექოსთან აღარაფერს ვაპირებ თათა... და არც დღეს და ხვალ ვაპირებ ვეკოსთან რამეს უბრალოდ ეიფორიაში ვარ და სამომავლო გეგმა გაგიზიარე... შეიძლება რო არ მეჩხუბო?
- კარგი მოყევი აბა როგორ მოახდინა ასთი შთაბეჭდილება....
ნანუ საოცარი აჟიოტაჟით უყვებოდა მეგობარს ვეკოზე... იმდენად აღფრთოვანებული იყო დეტალებში მოუყვა ყოველი შეხება... ნიკასთან დარეკვა სულ გადაავიწყდა და საყვედურით თავად დაურეკა. ძლივს ელაპარაკა ცადა სიმთვრალე არ შეემჩნია და არც ისე კარგად გამოუვიდა. მისი ეიფორია კიდევ უფრო გააღვივა ვეკოს შეტყობინებამ, თათაც უმტკიცებდა, რომ ძალიან აინეტერესებდა თორემ საერთოდ არ მისწერდა და ყურადღებას არ გამოიჩენდა. მაგრამ როდესაც ახალგაზრდა კაცს სისხლი უდუღს ვერ განსაზღვრავ იმას რას რატომ აკეთებს. გოგონები გამთენიამდე ჭორაობდნენ. ნალექიანი ყავა დალიეს და თათას ბებიას შიგ ჩაახედეს. თითქოს ხუმრობდნენ მაგრამ ორივე დაძაბული უსმენდა. შემდეგ გააქილიკეს და დასცინეს საბრალო მოხუცს. ისეთი ღიმილითა და გაბადრული სახით პასუხობდა ნანუ ვეკოს წერილებს გულს მიჩუყებდა.
„ მე ის ვიცი რომ ხვალინდელი დღე შენი ნახვის გარეშე არ ჩაივლის, და მერე მოვიფიქროთ რავუთხრათ ნიკას.“
ამ წერილმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთი მოკლე შეტყობინებით ნანუს გულიც მოიგო და ისიც მიანიშნა სანამ არ მნახავ არ დაელაპარაკო ნიკასო. ნანუ არ იყო სულელი გოგო. საკმაოდ ნაკითხი გონიერი და ჭკვიანი ქალი იყო თუმცა, ვნების სურნელი გამუდმებით ზედმეტად აბრმავებდა. ხვდებოდა რას უსრულებდა ვეკო მაგრამ მაინც თავს ისულელებდა. უბრალოდ პრობლემა მხოლოდ ის რჩებოდ, როგორ აერიდებინა ნიკასთვის თავი მანამ სანამ ვეკოსთან ყველაფერს გაარკვევდა.
- რას აპირებ?
- რაზე? - ოდნავ შეფხიზლდა
- ნიკას უნდა უთხრა... რამდენხანს დამალავ?
- გინდა რაჭაში წავიდეთ? - ფიქრები სწრაფად გაფანტა და მოწყენილმა ჰკითხა მეგობარს
- ნიკას გინდა დაემალო თუ ვეკოს? - თათა დაქალს მოეხვია
- ხოოო... ბექოსაც...
- მაგას რაღა უნდა?
- დღეს უნდა მენახა იცი?
- რატომ? - გაუკვირდა თათას
- აქედან წასვლას ვაპირებდა და მის ნახვას... ამიტომ გითხარი შენთან დავრჩები თქო თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა ალბათ მასთან დავრჩებოდი. თუარადა ამოვიდოდი.
- შერიგებას აპირებდი? - კიდევ უფრო გაუკვირდა
- ჰოო... და იქნებ ვეკოს გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში... არ ვიცი მინიმუმ იმას მაინც ნიშნავს რომ შეცდომას ვუშვებდი.
- ჰოო... შეიძლება... წავიდეთ... თუ ეს დაგამშვიდებს და გიშველის, მაგრამ ხვალ არ აპირებ ვეკოს ნახვას?
- არა... - მოწყენილმა უპასუხა - ჯერ უნდა გავერკვე რა მინდა კარგი? ადრევე წავიდეთ დილით.
- კარგიი...
არც სძინებიათ იმ ღამეს გოგონებს. მეორე დილით ყველა საქმე ფეხებზე დაიკიდეს და მთებში გაიხიზნენ. ალბათ ამაზე კარგი არაფერია როცა ახალგაზრდა ხარ. შეგიძლია ყველაფერი მიატოვო და წამიერი გადაწყვეტილებით სადმე შოორს თუნდაც დროებით მაგრამ მაინც წახვიდე.
რაჭაში საკმაოდ ციოდა, თუმცა იმ ტკბილ ოქტომბერს რატომღაც ყველგან ციოდა. გამთენიისას მივიდა ნანუ სახლში სანამ ნიკა გაიღვიძებდა ნივთები მოაგროვა, მოწესრიგდა და გზას გაუდგნენ რაჭისკენ. საჭესთან რამდენჯერმე შეენაცვლნენ რათა არ ჩასძინებოდათ. ნანუს ბებიას საოცრად გაუხარდა გოგონების ნახვა. შვილიშვილები ძირითადათ ზაფხულობით სტუმრობდნენ და ნამდვილად არელოდებოდა ასეთ სასიამოვნო სიურპრიზს. გოგონები მეორე სართულზე მოთავსდნენ. რომ ღამე ნათევებსა და ნამგზავრებს დაეძინათ მეკი რაჭამდე ჩამომიყვანა მათმა მშვენიერებამ.
- ვეკოც რაჭველია? - ჰკითხა მიძინებულ მეგობარს თათამ
- კი... ბავშობაში მახსოვს ვთამაშობდით ხოლმე ერთად. მერე აღარ ჩამოდიოდა და დავიკარგეთ. წლებია აქ არ ყოფილა.
- რატომ?
- აქ მარტო ბაბუა ჰყავდა ისიც დაიღუპა. და დაკეტილია სახლი. აქ აღარავინ ჰყავს
- ცუდია... აქედან რომ გქონოდათ კონტაქტი იქნებ საქმე სხვანაირად წასულიყო.
- იქნებ... - უპასუხა თვლ ამღვრეულმა გოგონამ და საბანი მჭიდროდ გადაიხურა.
მათი პატარა სოფელი საოცრად ლამაზი იყო. გარშემო სულ მთებით შემოსაზღვრული, იმდენად სუფთა ჰაერით ჩასუნთქვისას ფილტვები აქტკივდებოდა. სანამ გოგონებს ტკბილად ეძინათ მთელი სოფელი შემოვიფრინე. უკან რომ დავბრუნდი უკვე საღამო ხანი იყო. მწვანე ეზოში, პატარა ტაბლაზე სუფრა გაეშალათ და ვახშმობდნენ. მათი საამური კისკისსის ხმა ჭიშკარს იქით სიმფონიასავით ისმოდა. თითქოს დროული ხალხით გაშენებულ სოფელში რაღაც იმედის ნაპერწკალი გაღვივდა. სეზონზე აქაურობა კიდევ ცოცხლობდა, ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ამ მიწის შვილიშვილები და ტურისტები, თუმცა ოტომბირს ბოლოს მხოლოდ ეულად დარჩენილი მოხუცები რჩებოდნენ სოფლად. ეს ნაპერწკალი ჭიშკრის რახუნთან ერთად აალდა, როდესაც, ნიკა ანჯაფარიძემ ეზოს ქვაფენილი ფრთხილად გადმოკვეთა. უკან სამი მოხდენილი ყმაწვილი შემოჰყვა. მათ დანახვაზე ნანუ ერთიანად გაქვავდა. სუნთქვა შეკრული აკვირდებოდა მამაკაცს რომელმაც კარის ზღურბლი ბოლოს გადმოიარა. ეს ვეკო იყო, ამდენიწლის მერე რაჭაში სწორედ იმდღეს ჩამოციდა როდესაც ნანუ. თითქოს გულში ლახვარი ჩაესო. "ნუ თუ მისგამო?!" რათქმაუნდა მისგამო მაგრამ "ვითომ ასე ძლიერ მოსწონდა?" ქალბატონი აგონიას მიეცა. თითქოს და ცეცხლის ალში გაეხვა, შემდეგ კი ცივმა ოფლმა გაჟღინთა რომელიც სახეზე ნაზად მიეყინა. რამდენიმე წამს გაუნძრევლად უყურებდა ძმასა და მის მეგობრებს სანამ კაპასი ბებიის საყვედურმა არ შეაფხიზლა:
- რას დაეყუდე გოგუნავ... კაცებს სუფრა გაუშალე. - თითქოსდა ალერსიანი ტონით მიმართა და სამზარეულოსაკენ წავიდა.
ქალებმა სწრაფად გაშალეს სუფრა, ბებიაც სახლში შევიდა ხელი არ შევუშალოვო, გიორგი და თომაც მალევე წამოჯდნენ, ნიკამ სასმელი ჩამოასხა, ვეკო კი კარგა ხანს გაჰყურებდა რაჭის მთებს. ცხადია მონატრებული იყო ამ სილამაზეს, თუმცა მე ვფიქრობ ნანუს განძრახ არიდებდა მზერას.
- რატომ გამოიპარეთ? - ჰკითხა დას ნიკამ როგორც კი სუფრას მიუსხდნენ.
- რავი... უბრალოდ მომინდა წამოსვლა... და თქვენ რატომ გადაწყვიტეთ ესე უცებ ჩამოსვლა? - ალმაცერად გახედა ვეკოს. აშკარა იყო კითხვა მას ეძღვნებოდა.
- გოგო დილით რო გავიღვიძე მე კიდე თათასთან მეგონე, მერე ბიჭებთან გავედი და დედას ველაპარაკე მეთქი გავუარო თუ მოვიდა თქო, რო მითხრა რაჭაშიაო. ვეკომ აიტეხა რამდენიწელია არ ვყოფილვარ და წამო ჩვენც წავიდეთო. რადგან ამან აქ ჩამოსვლა მოინდომა ძლივს ამდენი წლის მერე უარს ხო არ ვეტყოდით.
- და რატო მოგინდა ესე უეცრად აქ ჩამოსვლა? - კითხვა ვეკოს შეუბრუნა ნანუმ
- აუ... ნანუ წავიდე? მომინდა და ჩამოვედი - თითქოს გაღიზიანებული ტონით უპასუხა - რაღაც რო მომინდება ის უნდა გავაკეთო თორე მერე ცუდად ვხდები და ვეღარ ვისვენებ.
ნეტავ ეს პასუხი მართლა რაჭაში ჩასვლას ეხებოდა?!
- ამას რა ჭირს? რა ხასიათზეა? - კითხა ძმას ნანუმ
- ფხიზელია... არ მიაქციო ყურადღება, გაივლის ცოტახანი მოწევს და დაწყნარდება.
ნიკა და თომა ვერაფერს ხვდებოდნენ, სამაგიეროდ თათა და გიორგი თვალს არ აშორებდათ ვეკოსა და ნანუს. საეჭვოდ წყნარად ისხდნენ. იმღამეს არცერთს წვეთი არ დაულევია. რაც მათ ხასიათს არ ჰგავდა. ვეკომ კიდევ გაიყვანა დრო, რამდენჯერმე მოწია ნანუ კი სრულიად ფხიზელი აკვირდებოდა ამ მოვლენებს. ის საღამო საკმაოდ ნელა გავიდა და თითქოს მხოლოდ მე დავრჩი ბოლომდე კმაყოფილი. ბიჭები სწრაფადვე დაიშალნენ, გიორგიმ შესთავაზა ვეკოს მასთან წასვლა თუმცა ვეკომ იუარა, მინდა სახლში წავიდეო. ბოლოს სუფრასთან ის ნიკა და გოგონები შემორჩნენ. არ ვიცი იქნებ იცოდა კიდეც, რომ ნიკა მარტოს, ცივ, ცარიელ სახლში, რომელიც რამდენიმე წელია არ გახსნილა, დასაძინებლად არ გაუშვებდა ასე გვიან ღამით:
- დღეს მაინც დარჩი და ხვალ მოგეხმარებიან გოგოები დაგალაგებინებენ.
- არა რატო უნდა შეგაწუხოთ... - კარგახანს უარობდა თუმცა მაინც დაითანხმა.
- ნანუ დედას და მამას ოთახში რო დაწვეთ თქვენ? - მორცხვად ჰკითხა დას ნიკამ
- ისედაც მანდ ვიძინებთ
- მაშინ ჩვენ ოთახში საწოლები გამიმზადე რა.
- თეთრეულს გადაგიკრავთ. - თბილად უპასუხა და ფეხზე წამოდგა.
კიბეები სწრაფად აირბინა, თითქოს ძალიან უნდოდა ამ უსიამოვნო საუბრებს გასცლოდა. თათაც გაკვირვებული გაჰყვა. ვერ ხვდებოდა რა მოხდა, ჯერ კიდევ წუხელ ხომ ასეთი ვნებით საუბრობდა ვეკოზე. ახლა კი თითქოს აღიზიანებდა მისი ყოველი ქცევა.
- რაზე გაბრაზდი? - ჰკითხა თათამ
- არგავბრაზებულვარ. უბრალოდ ეს ჩამოსვლა რას ნიშნავდა ვერ მივხვდი. - თითქოსდა თვალები აუწყლიანდა, თათას გაკვირვებული სახე აშკარად მეტყვრლებდა იმაზე, რომ არცისე ხშირი სანახავი იყო ასეთი რმოციური ნანუ. - აქ იმიტომ წამოვედი, რომ ამ ყველაფერს გავქცეოდი, ის კი აქ ჩამოვიდა ნიკასთან და მთელ საძმაკაცოსთან ერთად. ასეთი რა დავაშავე? ამხელა გზა რისთვის გამოვიარე? თბილისში ვეკოს არ ვნახავდი, ნიკას გავექცეოდი. სახლში მაინც არასდროს არაა, როცა იქნებოდა შენთან ან სადმე სხვაგან ვიქნებოდი. აქ კი, რა გავაკეთო სად წავიდე?
- ნიკას აქ ყოფნამ გაგაღიზიანა და არა ვეკოსი...
- ჰოო... კი არ გამაღიზიანა უბრალოდ, მგონია რაღაც წამომცდება, გამომტეხავს ან არ ვიცი... - ზეწრების ძებმა დაიწყო, რომ ყურადღება რამით გადაეტანა - როგორ გგონია რას იზავს ამას თუ გაიგებს?
- რა უნდა ქნას? - მეგობარს თეთრეული გამოართვა - სისულელეს ნუ ამბობ ნიკა ფსიქოპატი ძმების კატეგორიას არ მიეკუთნება, თუ სწორად დაელაპარაკება ვეკო დარწმუნებული ვარ გაიგებს იმას რაც ხდება.
- რას გაიგებს? ან რა უნდა უთხრას? იცი რა შენ დას ტანსაცმელი გავხადე და ხელები ვუფათურე, უი კინაღამ სექსიც მქონდაო?
- ნუ... მაგ დეტალების გამოკლებით.
- დეტალები არაა ესენი თათა... არ მოვიქეცი სწორად. ნიკასთან დამნაშავე ვარ და არა მარტო ნიკასთან. - საწოლის სწორებას შეუდგა
- ის გოგო სად გაქრა, რომ ამბობდა ეს ის ბიჭია სექსი რომ აუცილებლად უნდა მქონდეს მასთანო.
- მთვრალი ვიყავი... რას მისმენ?! - გაეცინა
- ხოო... შენი დალევა ნამდვილად არ შეიძლება. მიხარია რომ შენს აზრებს ნათელი მოეფინა მაგრამ დალაგდი! დამშვიდდი და გაერკვიე რაგინდა! არამგონია შენი და ვეკოს ჯანსაღი ურთიერთობის საწინააღმდეგო ჰქონდეს რამე ნიკას.
- და ჯანსაღი ურთიერთობა უნდა საერთოდ ვეკოს?
- აბა რაუნდა? მარტო სექსი ძმაკაცის დასთან? ცოტა ალოგიკურია იცი?!
- არ ვიცი...
- ჯერ შენ თავში გაერკვიე! - ალბათ ეს კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. კიბეებზე ფეხის ნაბიჯების ხმა რომ არ გაეგოთ.
გოგონები სწრაფად გამოვიდნენ ოთახიდან. და ქვევით სუფრის ასალაგებლად ჩასვლა დააპირეს თუმცა ნიკამ გააჩერა და უთხრა რომ უკვე აალაგეს.
- მადლობა... - მორცხვად წასჩურჩულა ნანუმ...
- რა მადლობა... დაიძინეთ გვიანია. - შუბლზე ნაზად აკოცა დას - ძილინების
საოცრად ლამაზი ჟესტი იყო... მართლაც რომ კარგი დედმამიშვილობა ჰქონდათ. ისეთი როგორსაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვერ შეხვდები. მათ შორის რაღაც ძალიან ძვირფასი იყო. სიყვარული და ნდობა რომელიც ნელნელა იცვითებოდა. ალბათ ვეკოსაც როგორ უნდოდა იმ წამს მოხვეოდა და მასაც ეკოცნა ქალბატონისათვის...
მიუხედავად იმისა რომ არც ისე დიდი ხნის ამდგრები იყვნენ. თათა და ნანუ ძალზე დაღლილები დაწვნენ გვერძე ოთახში. ნანუს იმდენად პანიკური ეიფორია ჰქონდა თითქოს სუნთქვა ესმოდა ვეკოსი. მიუხედავად ასეთი დაღლილობისა დარწმუნებული ვარ მაშინაც ვერ შეძლებდა დაძინებას საერთოდ რომ არც მიეღო ვეკოს შეტყობინება:
"არ დაიძინო"
"გთხოვ"
თავიდან თითქოს და გაიფიქრა რა თავხედიაო თუმცა შემეგ, გაეღიმა კიდეც. პასუხის გაცემას მაინც არ გეგმავდა. დაე ჩაეთვალა, რომ უკვე ეძინა. თუმცა ვეკო ესე მარტივად დანებებას არ აპირებდა.
"გთხოოვ... რო ჩაეძინებათ თათას და ნიკას აივანზე გნახავ."
ნანუ საშინლად დაიბნა. საოცრად უნდოდა ვეკოსთან შეხვედრა, მაგრამ ასეთი რისკი დიდად არ ხიბლავდა.
"მოწევა მაინც არ გინდა?!" ამ შემოთავაზებამ თითქოს მიზეზი გაუჩინა და გადაწყვიტა ენახა.
დილის 5 საათზე საოცრად ფრთხილად გამოიპარნენ ოთახებიდან. იატაკი თითქოს ყოველ მათ ნაბიჯზე კვნესოდა. ერთმანეთის დანახვაზე გული აუჩქარდათ. ვეკომ აივნის კარი ნაზად გამოაღო და მანდილოსანი წინ გაუშვა. როგორც კი კარი მიიხურა მთელი გრძნობით მოეხვია ნანუს. მისი სახე ხელებში მოიქცია და ვნებიანად დაუკოცნა თვალები. ერთი შეხედვით სიყვარულით გაგიჟებულ წყვილს ჰგავდა ეს ორი, თუმცა მე მხოლოდ ვნების სურნელს ვგრძნობდი მათ შორის.
- მომენატრე... - ყურში ნაზად ჩასჩურჩულა ვეკომ შემდეგ კი მგზნებარედ ეამბორა მის ბაგეებს.
პასუხი არ გაუცია, თავდაკარგული გოგონა ნაზად ჩამოჯდა კიბის კუთხეში, თმა ხელით გადაივარცხნა და ვნებიანად გააბოლა თამბაქო. სიცივისაგან ანდაც ვნებისგან მისი მთელი სხეული კანკალმა მოიცვა. ვაჟმა უსიტყვოდ გაიხადა მოსაცმელი და გოგონას ვიწრო მკლავებს მოახურა, შემდეგ კი ამაყად დაუმშვენა გვერდი.
- იცი?! ამ სისულელეს ნიკას არ უნდა უმალავდე... - ჩუმად წარმოთქვა - არამგონია პრობლემა ჰქონდეს.
- სიგარეტზე თუ ამბობ, იმიტომ არ ვუმალავ რომ პრობლემა ექნება. უბრალოდ როცა მან დაიწყო მოწევა გამუდმებით ვსაყვედურობდი. რამდენჯერმე მშობლებთანაც ჩავუშვი როდესაც პატარები ვიყავით. ახლა ჩემგან ეს საქციელი უბრალოდ ცუდად ჩანს.
- ის უფრო ცუდად ჩანს მე და გიორგიმ რო ვიცით და ნიკამ არა. დარწმუნებული ვარ თომასაც ეცოდი...
- შენ ისიც იცი რაზომა მკერდი მაქვს რაც ასევე ცუდად ჩანს. - წინადადება გააწყვეტინა ნანუმ
- ეგ იმფორმაცია არც ისე ძნელად მოსაპოვებელია. გარედანაც გეტყობა რომ არ გაქვს - ცინიკურად გაუღიმა
- აჰ... კარგად იყავი. - ნაწყენმა უპასუხა
- არა... - ვაჟმა ტონი შეცვალა და თბილად მიუგო - ცუდად არ გამიგო, მე ძალიან მომწონს ის რაც გაქვს... ყველაფერი...
- რა გინდა ვეკო? - გამომწვევად ჰკითხა
- ხომ იცი რაც მინდა?
- კი... და დროს ტყუილად კარგავ... ამას ვერ შემისრულებ!
- ჰმ... - ირონიულად ჩაიცინა - მაგას განახებ!
- ასე მარტივად არ ხდება გესმის?
- შენც ხომ გინდა?
- ნიკა ის...
- ნიკა? თუ ამიტომ ხარ ასე მოწყრნილი და დასტრესილი, ახლავე გავაღვიძებ და ყვეაფერს ავუხსნი.
- რას აუხსნი? - ჩაეცინა
- ეგ მე ვიცი...
- არა... ნიკას არ გააღვიძებ!
ნეტავ რას იზამდა იმ ღამეს ვეკო აბაშიძე ნანუს, რომ ეთქვა მიდი გააღვიძეო. თუმცა დაზუსტებით იცოდა ამის გაკეთებას არ აიძულებდა. ნუ თუ ასეთი მარტივები არიან ქალები?! არადა ერთი შეხედვით ძლიერი ქალის იმიჯს ტოვებდა ნანუ ანჯაფარიძე, მაგრამ მე მჯერა, რომ ვნება მეტად აბრმავებს ადამიანს ვიდრე სიყვარული. როდესაც გიყვარს მის გრძნბებსა და ემოციებზე ფიქრობ, გინდა, რომ კარგად იყოს, მაგრამ ვნება ის ხორციელ ფასეულობებს გიღვივებს. გსურს, რომ ყველაფრის ფასად საკუთარი თავი დაიკმაყოფილო და არცერთი ადამიანური განცდა საკუთარი თავის დაკმაყოფილების ჟინზე ძლიერი არაა... სწორედ ეს აბრმავებს ადამიანებს, ცხოველურ ინსტიქტებს აღვივებს და უარს ამბობთ ადამიანურ ფასეულობებზე, რადგან საკუთარი სიამოვნებისათვის მეტის გამრისკავი ხარ ვიდრე სხვის გამო. თუნდაც ეს სხვა საყვარელი ადამიანი იყოს, რომლის გამოც ვითომ ყველაფერს დათმობთ. ეს ორი რამდენათ ახლოსაც არ უნდა გეგონოთ ერთმანეთთან, იმდენად შორსაა და ცდებით თუ ფიქრობთ იმას, რომ არარსებობს სიყვარული ვნების გარეშე მაგრამ ასეთი სიყვარული არასოდეს ძლებს დიდხანს. ბედნიერია ის ვინ ორივე ერთად იპოვა ერთ ადამიანში.
- მაშინ მაკოცე და მოეშვი სისულელეებზე ნერვიულობას...
ისე მგზნებარედ დაეწაფა ვეკო მის ბაგეებს, როგორც მხოლოდ მას შეეძლო. ქალმა თითქოს იუარა შემდეგ კი ვაჟის მკლავებში მიინაბა. რამოდენიმე მეტრის დაშორებით კოცნიდნენ ერთმანეთს ნიკას საძინებლიდან. თითქოს არც არაფერი ჰქონდათ სადარდებელი. ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ვინმე გამოსულიყო რასაც ხელი არ შეუშლია ვეკოსათვის ქალის საცვლებში, რომ არ ჩამძვრალიყო.
- გაჩერდი... - უსაყვედურა ნანუმ და ხელი სწრაფად ამოაყოფინა
- შენ გაჩერდი! - აქეთ დაადო ვალი ვეკომ და მეტად უხეშად დაუწყო ფათური...
ხან მკ*რდზე აასრიალებდა ხელებს ხანაც საჯდ*მზე. ყველაფერს შეეხო და შეიგრძნო. გოგონაც მალევე დაიღალა წინააღმდეგობის გაწევით. იმდენად მომხიბლავი იყო ვეკოს ყოველი შეხება რამდენადაც უტაქტო და უხამსი. ალბათ მისადგილას ნებისმიერი სხვა, რომ ჰყოფილიყო გულიც აერეოდა ზიზღისგან მაგრამ ამ ყმაწვილთან ისეთი ძლიერი ლტოლვა აკავშირებდა ყველა გამოხედვაზე მკლავებში უვარდებოდა. ყოველ მასზე გაფიქრებისას თითქოს გული ეკუმშებოდა. ყველა მის საქციელში სილამაზეს ხედავდა. აი ასეთი იყო ვნებით გაშმაგება ვეკო აბაშიძეზე. მზის პირველ სხივმადე ეალერსებოდნენ ერთმანეთს სახლის აივანზე. რიჟრაჟმა კი საშინლად დააფრთხოთ. უკვე საშიშროება იყო ხალხის გამოჩენის და გულნატკენნი, ძლივს გაშორდნენ ერთურთს, თუმცა არცერთი ამჟღავნებდა რეალურ ემოციებს...



№1 სტუმარი სიუ

შენ ისტორიებში სექსისა და კოცნის სცენები ყოველთვის ამაღელვებელია ❤️ მე ძაან მომწონს

 


№2  offline წევრი Hilalli

სიუ
შენ ისტორიებში სექსისა და კოცნის სცენები ყოველთვის ამაღელვებელია ❤️ მე ძაან მომწონს

მადლობა ????❤️

 


№3  offline წევრი A.N.A

ვნახე შენი პასუხი წინა ისტორიაზე და იმედი მაქვს მალე გააგრძელებ.
ამას რაც შეეხება მართლაც კარგად გაქვს შერჩეული სახელი.
არ დავიწყებ პერსონაჟების განხილვას. ამას ბოლოსთვის მოვიტოვებ.
წარმატებები შენ. ❣️

 


№4  offline წევრი Hilalli

A.N.A
ვნახე შენი პასუხი წინა ისტორიაზე და იმედი მაქვს მალე გააგრძელებ.
ამას რაც შეეხება მართლაც კარგად გაქვს შერჩეული სახელი.
არ დავიწყებ პერსონაჟების განხილვას. ამას ბოლოსთვის მოვიტოვებ.
წარმატებები შენ. ❣️
მადლობა მალე დავდებ ახალ თავს გამოცდების პერიოდია და ბოდიშ გიხდით რო გაწელვა მიწევს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent