იძულებითი ქორწინება 12 თავი
მიასთვის სახლში დაბრუნება იმაზე რთული და მძიმე აღმოჩნდა ვუდრე წარმოედგინა, იმის გააზრება რომ ამიერიდან ვეღარაფერს გააკეᲔბდა დამოუკიდებლად რაც სურდა, ვერასდროს წავიდოდა იქ სადაც სურდა და მუდმივად დამოკიდებული იქნებოდა სხვაზე გული საშინლად ატკინა, ცრემლები მოეძალა და იმის მისუხედავად რომ მაქსიმალურად სცადა მოწოლილ ემოციბთან გამკლავება, თავს მაინც ვერ მოერია და ატირდა -მია გთხოვ თავს ნუ იტანჯავ-ნიკამ მის წინ ცალ მუხლზე დაიჩოქა და მისი აკანკალებული ხელები ხელში მოიქცია - გთხოვ ნუ ტირი-სახეზე ჩამოუსვა ათრთოლებული თითები -ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ და არასოდეს მიგატოვებთ, ნუ გეშინია -იცი გული რაზე მწყდება?-შეხედა მიამ ძმას და ცრემლები გადმოსცვივდა ისევ გაფითრებულ ღაწვებზე -დღეიდან ყავის მოდუღებას რომ აღარ დამავალებთ-უთხრა ძმას მომღიმარი სახით და უარესად ეტკინა გული -მია გთხოვ ასე ნუ იქცევი-გაუღიმა ნიკამ სევდიანი სახით და ძლიერად მოუჭირა ხელები თლილ თითებზე -ერთად, გესმის? ჩვენ ყველა ერთად თავიდან ვიწყებთ ცხოვრებას, სირთულეებით და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებას, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა ამ ამბავმა ერთ ოჯახად გვაქცია, გაგვაერთიანა და ყველა Ერთად გავუმკლავდებით ამ საშინელებას -მიყვარხარ-გაუღიმა მიამ ძმას და თმები აუჩეჩა-რა კარგია რომ მყავხართ, რა კარგია რომ არსებობთ-ნიკას ჩაეხუტა და თავზე აკოცა -კარგია ის რომ შენ არსებობ-გაუღიმა ნიკამ და ხელზე აკოცა. იმის მიუხედავად რომ მიას ერთი წამითაც არ ტოვებდნენ მარტოს და უფლებას არ აძლევდნენ რომ საკუთარ თავთან და ტკივილთან მარტო დარჩენილიყო, დროდადრო მაინც შემოაწვებოდა ხოლმე ნაღველი და სევდა მიას გულს, მაინც გაექცეოდა ხოლმე ფიქრი თავისი უძლურებისკენ და ცრემლებიც მაშინვე იკვალავდნენ გზას მის ღაწვებზე -სანდრო გთხოვ დივანზე დამსვი-Უთხრა მოულოდნელად ფიქრებში წასულ ძმას მიამ და სანდროც მაშინვე მივიდა მასთან ხელში აიყვანა და დივამზე დასვა -გთხოვ ეგ წაიღე -მიუთითა სავარძელზე ცრემლიანი თვალებით -მია-დაიწყო ლალიმ თან მის გვერდით დაჯდა დივანზე და მისი ცივი ხელები ხელში მოიქცია -ვერ გეტყვი იმას რომ შენი მესმის, ვერც იმას გეტყვი რომ ვხვდები რასაც განიცდი-მიამ გაოცებული სახით შეხედა დედას- ვერც იმას გეტყვი რომ ზუსტად ვხვდები რასაც ახლა გრძნობ-მეთქი -ლალიმ რომელიც მთელი ეს დრო სანდროს უყურებდა მზერა მიას ჩამქრალ ცისფერ სფეროებზე გადაიტანა -მაგრამ ვხედავ როგორ იტანჯები, როგორ გტკივა, ვხედავ რა სასოწარკვეთილი, შეშინებული, ბნეული და იმედგაცრუებული ხარ... ვხედავ და ვერ წარმოიდგენ გული როგორ მტკივა...ნეტა შემძლებოდა შენთვის ამ ტანჯვის არიდება, ნეტავ მე დამმართნოდა... -ხმა ჩაუწყდა ლალის და რემდენიმე წამის განმავლობაში გაირინდა, მიას უძირო თვალებში ჩაიკარგა -მაგრამ ასე მოხდა... სამწუხაროდ ცხოვრებამ შენ გაგიმეტა... შენთან ერთად კი ჩვენ ყველა გაგვანადგურა... მაგრამ მაინც არ დავნებდებით ცხოვრებას, ჩვენ ვისწავლით შენთან ერთად სირთულეებთან გამკალვებას, ბრძოლას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენ ბედნიერი იყო, ვიცი მეტყვი რომ Ბედნიერი ვეღარასოდეს იქნები... მაგრამ ეს დასასრული არაა მია, ეს გზის დასაწყისია, ვიცი ძნელია, ვიცი რთულია და მტკივნეული მაგრამ ამ გზას ჩვენ ყველა ერთად გავივლით, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ, ნუ შეგეშინდება, ნუ დანებდები, მთავარია უფლება მოგვცე რომ დაგეხმაროთ, გვერდში დაგიდგეთ, ხელს ნუ გვკარვ და ნახავ რომ ჩვენ აუცილებლად შევლებთ შიშის ტკივილის და სევდის დამარცხებას-ლალიმ ხელზე აკოცა მიას და გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა -ჩემი ფერია ვინ ატირა?-სანდრო შევიდა სახლში და მიას გვერდით დაჯდა -დედამ მატირა-უთხრა სიცილ-ტირილით მიამ -დედა ამის გამო დაისჯება და ყავას მოადუღებს -დღეიდან ყავის მოდუღებაც კი აღარ შემიძლია-შეხედა ძმას ცრემლიანი თვალებით-ჩემი ყველაზე საძულველი საქმეც კი მომენატრა უკვე საზლის დალაგება -ნუ ღელავ შენ, გამოსავალს ვიპოვი და დაგალაგებინებ მაგაზე არ იმერვიულო-გაუღიმა სანდრომ -თუ გგონია ასე დიდხანს ინებივრებ ცდები-მიიხუტა მომღიმარი მია სანდრომ -გგონია რომ მე რამის გაკეთებას შევძლებ?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე მიამ ძმას -შენ თუ გინდა შეძლებ თუ არ გინდა ვერ შეძლებ-მხრები აიჩეჩა სანდრომ და ლალის მორთმეული ყავა მოსვა და დაიჯღანა -აი ეს არის საშინელება მიდი შენ მოადუღე-შეხედა მიას მომღიმარი სახით -სანდრო მეკაიᲤები ხო?-მიას თან ეწყინა თან გაეცინა სანდროს ამგვარ ქცევაზე -რაა გოგო ამაში რთული?-სანდრომ ხელში აიტაცა მია და სამზარეულოში შეიყვანა სკამზე დასვა და მაგიდაზე დაუდო ყავის აპარატი, ყავა შაქარი ჭიქები და წყალი -მიდი ჰე მოადუღე გელოდები-უთხრა მომღიმარი სახით და კედელს მიეყრდნო ზურგით -გთხოვ ნუ მაიძულებ ლალიკოს მწარე ყავა დავლიო-შეეხვეწა სანდრო და მიამაც სიხარულით მოამზადა ყავა -ხედავ თურმე რაღაცის გაკეთება შეგიძლია -ცდილობ თავი საჭირო ადამინად მაგრძნობინო? -მიამ მაინც ილოვა გულის ტკენის მიზეზი -ვცდილობ გემრიელი ყავა დავლიო სულელო-გაუღიმა სანდრომ და ყავის ჭიქა აიღო მოსვა და სახე გაებადრა -აი ესაა ნამდვილი ყავა -სანდრო-გაბრაზდა მია -შენ რომ არ გადმოგელაგებინა ეს ყველაფერი მე ამას ვერ შევძლებდი -ტირილის ნოტები შეეპარა მიას ხმაში -მია ჩემო ლამაზო-სანდრომ სკამი მის წინ დადგა და დაჯდა -ასე იმიტომ ვიქცევი რომ მინდა მიგახვედრო ზუსტადაც, რომ შენ ჩვენთვის საჭირო საყვარელი და მნიშვნელოვანი ადამინი ხარ, ის რომ რაღაცაში ჩვენი დახმარება გჭირდება არ ნიშნავს იმას რომ შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, ზედმეტი ხარ და ტვირთად იქეცი ჩვენთვის... ეს უნდა გააცნობიერო გაიაზრო და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო... ვიცი რთულია, ვიცი მტკივნეულია ვიცი საშინელებაა ამ ყველაფრის გააზრება, მერე ამასთან გამკლავება, მერე შეგუება და ასე ცხოვრება მაგრამ სამწუხაროდ არაფერი შეცვლა არ შეგვიძლია და ამიტომ შენ ჩვენთან ერთად უნდა შეძლო და გადალახო ეს სირთულეები... საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტები, ნუ იფიქრებ რომ ცხოვრება დამთავრდა, ნუ იფიქრებ რომ აღარვის სჭირდები, გააცნობიერე რომ შენ შვილი ხარ, და ხარ, მამიდა ხარ და ამ ადამინებს ძალიან უყვარხარ ისეთი როგორც ხარ, უბრალოდ გვიყვარხარ სულ ესაა -ნეტა იცოდე როგორ მიყვარხართ-ცხვირი აეწვა მიას და ცრემლები მოეძალა. ბევრი ხვეწნა მუდარის მერე მიამ სანდრო დაიყოლია და ლაშას სანახავად მაინც წაიყვანა -იმიტომ არ მომყავხარ ხოლმე რომ ლაშას ნახვის მერე ცუდად ხდები- აუხსნა სანდრომ საავადმყოფოში მისვლისას -უკვე გაფითრდი ნახე -სანდრო გთხოვ უფლება მომეცი რომ მასთან დიდხანს დავრჩე -შენ თავად ვერ უძლებ მის ამ მდგომარეობაში ნახვას -გაუბრაზდა სანდრო -როგორ მიხარია თქვენი დანახვა-გაუღიმა ქეთიმ მიას და სანდროს -რამე ახალი ხომ არაა?-ჰკითხა გულდაწყვეტით სანდრომ -არა არაფერი-შეხედა საცოდავად ქეთიმ და მერე მზერა მისიდან მიაზე გადაიტანა -კარგად იქნება-უთხრა დარწმუნებით მიამ და სთხოვა მასთან შეეშვათ, ქეთი მაშინვე დათანხმდა და მია ლაშასთან შეიყვანა, ყოველ ჯერზე როცა მია აქ მოდიოდა ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და არ ეტირა მაგრამ მისი გული ვერ უძლებდა ლაშას ამ მდგომარეობაში ნახვას და ცრემლებად იღვრებოდა, ამ ჯერადაც ვერ გაუძლო მოწოლილ მძიმე ემოციებს და ატირდა, ლაშას ცივი უგრძნობი ხსლი ხელში მოიქცია და ძლიერად მოუჭირა Ათრთოლებული თითები -არ მჯერა რომ ისევ აქ ამ მდგომარეობაში გხედავ ლაშა-აღხმოხდა და ხმა ჩაუწყდა -არ მჯერა რომ მე აქ შენ კი მანდ ასეთ მდგომარეობაში ვართ, ზოგჯერ მგონია რომ ეს საშინელი კოშმარია და მალე გამოვფხზლდები, მალე დასრულდება ჩვენი ტანჯვა და წამება... ზოგჯერ შენი სურნელი მაღვიძებს, ვიცი სისულელეა მაგრამ მართლა ვგრძნობ ხოლმე შენს სურნელს, ზოგჯერ ვგრძნობ შენს შეხებას, შენს სითბოს... ძალიან მენატრები და ძალიან მჭირდები ლაშა... ნეტა ახლა ჩემი თუ გესმის? ნეტა თუ გრძნობ ახლა ჩემს შეხებას?-დაიჩურჩულა მიამ და ცივი გაცრეცილი ტუჩები მიაწება ლაშას Გამხდარ თითებს -ნეტა ახლა რას გრძნობ? ნეტა ახლა საერთოდ რამეს გრძნობ ლაშა? ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ...-სწორედ ამ დროს ლაშამ თითები სულ ოდნავ მოუჭირა მიას ცივ ხელს, ეს იმდენად სუსტი რეაქცია იყო მისი მხრიდან რომ მიამ ვერ დაიჯერა რომ ეს ის იყო რასაც ამდენი ხანი ელოდა -ლაშა ეს შეხება... მეჩვენება თუ მართლა შემეხე?-ატირდა მია და სწორედ ამ დროს ჩაესმა ყურში ლაშას სუსტი ხმა -მია-და ამ დროს მია ცრემლებად დაიღვარა, ლაშას პირიდან გაგებული მისი სახელი ამ წამს ყველაზე და ყველაფერზე ღირებული გახდა, მაგრამ მისი ნახვა აღარ მოისურვა მიამ, სანდრომ არაერთხელ შესთავაზა წაყვანა მაგრამ მია ცივ უარზე დადგა -გონს მოვიდა კარგადაა, შენი ნახვა უნდა -მიხარია რომ კარგადაა-მოუჭრა მიამ -მაგრამ საჭიროს არ ვთვლი წამოვიდე და ვნახო -უგონოდ რომ იყო ლამის ყოველ დღე იქ იყავი და ცრემლებად იღვრებოდი და ასე მარტივად და.კიდე ლაშა და მისი მდგომარეობა? -გაოცებას ვერ მალავდა სანდრო -არ მკ.დია, უბრალოდ მისი ნახვა არ მინდა -მია რა ხდება? -გაღიზიანდა სანდრო -რა უნდა ხდებოდეს?-კითხვა შეუტრიალა მიამ ძმას -აქამდე ცრემლებად იღვრებოდი, ძალიან ღელავდი, ბიჭი აზრზე მოვიდა როგორც იქნა და შენი ნახვა უნდა, შენ კიდევ ჯიუტად არ მომყვები მის სანახავად -რაში სჭირდება ჩემი ნახვა-მხრები აიჩეჩა მიამ -მია რამეში ადანაშაულებ? ფიქრობ რომ მის გამო ხარ ამ მდგომარეობაში?-აღარ იცოდა რა ეფიქრა სანდროს -ხომ გითხარი რომ ასე არაა -ლაშა ასე ფიქრობს რადგან მისი ნახვა არ გინდა -რაც უნდა ის იფიქროს-შეხედა ძმას არაფრის მთქმელი თვალებით მიამ -მე უკვე ვთქვი გასაგებად რომ არავის არაფერში არ ვადანაშაულებ -მაშინ რას მივაწერო შენი ასეთი გულგრილობა? -სანდრო თავი დამანებე-გაბრაზდა მია და საბანი გადაიფარა თავზე - ჯერ ძალიან ადრეა უნდა დავიძინო -მია -სანდრო წადი და მოკითხვა გადაეცი შენს ძმაკაცს და უთხარი რომ მიხარია მისი გამოჯანმრთელება -მია რა გემართებათ ორივეს? რამე ხდება თქვენ ორს შორის და მიმალავთ?-საბანი გადახადა მიას და თვალებში ჩააცქერდა სანდრო -რა სისულელეებს ბოდავ-მიამ სცადა რომ სანდროს ეჭვები გაექარწ....ბინა -შენი ამბავი რომ გაიგო ლამის ჭკუიდან გადავიდა, ძლივს გავაკავეთ რომ დამამშვიდებელი გაეკეთებინათ, ლამის მართლა გაგიჟდა ისეთები დაემართა და შენ ასე მშვიდად მეუბნები რომ მოკითხვა გადავცე -თავს თუ დამნაშავედ გრძნობს Უთხარი რომ მე ამ ამბავში ბრალს არავის არ ვდებ -მია რა ხდება?-სანდროს ეჭვები ღრღნიდა -არაფერი-უთხრა მიამ და საბანი გადაიფარა თავზე, სანდრო გავიდა თუ არა მაშინვე ატირდა მია , იმაზე ფიქრიც კი აგიჟებდა რომ ლაშა გონს იყო მოსული და მისი მახვა უნდოდა მაგრამ არ შეეძლო, ვერ ნახავდა, რადგან ვერ გაუმკლავდებოდა ემოციებს, ვერ მოთოკავდა გრძნობებს და მასაც დაუნგრევდა ცხოვრებას და საკუთარ თავსაც, ასე ერჩია, ასე უფრო მშვიდა იყო, მთავარი ის იყო რომ ლაშა კარგად იყო, სხვა არაფერს მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ამ მდგომარეობაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.