შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი {12}


28-01-2021, 21:39
ავტორი painter1
ნანახია 3 890

შუადღე იყო თვალი რომ გაახილა, მთელი ღამე გაათენა ფიქრში და ამის გამო ნახევარი დღეც გადააბა. გაბრიელთან მეტი დროის გასატარებლად საკუთარ თავს დასვენების დღეები აჩუქა და თავისუფლად ნებივრობდა საწოლში. თვალები სტკიოდა, ოთახში შემოსული შუქი გახელის საშუალებას არ აძლევდა და არც თავის აწევა სურდა ბალიშიდან. ბოლოს მაინც წამოდგა, პირდაპირ აბანაზაში გადაინაცვლა და მოწესრიგების შემდეგ სფორტულების ამარა გავიდა სამზარეულოში, საიდანაც ბავშვის წუწუნი ესმოდა. პირველი დღე იყო მისით დაწყებული, წამით ადგილზე გაშეშდა იმის გააზრებისას რომ შვილი ჰყავდა სახლში და დღეს მასთან ერთან გაატარებდა. ღიმილი მოედო სახეზე და თმებ აჩეჩილი სამზარეულოსკენ დაიძრა.
-მამას ვეტყვი. - წარბ შეკრული სკამის საზურგეს მიყრდნობოდა, ხელები მკერდზე დაეკრიფა და წინ დადებულ საჭმელს ისე უყურებდა.
-რას ეტყვი მამას. - შიგნით შესულმა ლოყაზე ოდნავ უჩქმიტა ბავშვს, თან თავზე აკოცა. ყოველ ჯერზე მისი ნათქვამი მამა უცნაურ მუხტს სძენდა და გარშემო ნაცრისფერ ფერს უფერადებდა.
-დედა ამბობს რომ ბაღში უნდა ვიარო, მე კიდე არ მინდა.
-რატომ არ გინდა? - საკუთარ ადგილას მოთავსებულმა ჯერ შვილს შეხედა, მერე კი ყავის მადუღარასთან მდგომ სესილიას ააყოლა თვალი სხეულზე, მის სახეს ვერ ხედავდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოტრიალდებოდა ქალი რომ მისი მწვანე თვალები დაენახა.
-რიცხვები, ასოები, თვლა და კითხვა ვიცი და რა მინდა ბაღში.
-აბა სახლში რა უნდა აკეთო მარტო, იქ ბავშვებს გაიცნობ, გაერთობი, დაუმეგობრდები. დღეს შენს ბიძაშვილს გაგაცნობ, ლუკა ჰქვია, შენზე რამდენიმე თვით დიდია, ერთად ივლით და არ მოიწყენ. სახლში ჯდომას არ ჯობია? - თვალებ მოჭუტულს უყურებდა, მომღიმარ დავითს შეხედა, მან კი თვალი ჩაუკრა შვილს. - ქეთი არ არის?
-დღეს შაბათია. - მისკენ შეტრიალებულმა სესილიამ ისე ჩაილაპარაკა არც შეუხედავს, თან ყავის ფინჯანი დაუდო წინ, მერე კი თავის ადგილზე მოთავსდა.
-მადლობა. - იმდენად ესიამოვნა მისი გაკეთებულო ყავდა, სახეზეც კი შეეტყო, მაგრამ ისე გაატარა ეს ფაქტი ვითომც არაფერი ყოფილიყო. იქვე მჯდომი დავითი კი მომღიმარი უყურებდა სიტუაციას.
-მე პაპასთან უფრო ვერთობი, ბევრ სხვადასხვა ამბავს მიყვება.
-გაბრიელ ტყუილად წუწუნებ, მამაშენიც ვერ გიშველის, ორშაბათიდან დაიწყებ სიარულს ბაღში და ამ თემის განხილვა აღარ მინდა. - მშვიდად ჩაილაპარაკა, საკუთარი ჩაი მოსვა და მასზე მიშტერებულ კონსტანტინეს თვალებით ანიშნა რომ მისი მხარე დაეჭირა. - ჭამე სანამ გაგიცივდება.
-არ მინდა.
-ბაღში მაინც წახვალ, ჯიუტობას აზრი არ აქვს. - წარბ აწეული ჩააშტერდა შვილს თვალებში, შემდეგ წინ დადებულ საჭმელზე ანიშნა და ისიც ბოლოს დანებდა.
-არც მე მიყვარდა ბაღში სიარული, მაგრამ იქ რომ არ მევლო ანდროს ვერ გავიცნობდი.
-იქ გაიცანი? - დაინტერესებულმა ჭამა დაიწყო, თან პირველს უყურებდა.
-ჰო, მერე სკოლაშიც ერთად დავდიოდით, უნივერსიტეტშიც და ახლაც ერთად ვართ.
-მერე ყველა ეგრე ხომ არ იცნობს, თან შეიძლება არც იყვნენ წესიერი ბავშვები.
-გაბრიელ რა ლაპარაკია? რამდენჯერ გითხარი რომ ერთმანეთისგან გამოყოფა არ შეიძლება.
-დედა შენ არ იცი და ნუ მეუბნები ეგრე. - წარბშეკრულმა გადახედა. კონსტანტინემ კი კბილები დააჭირა ტუჩებს რომ არ გასცინებოდა.
-მომხედე. - ნიკაპზე მოკიდა თითები, მისკენ გადაწეულმა თვალებში ჩახედა და ის უთხრა რისი მოსმენაც უნდოდა. - ერთი კვირა იარე, თუ არავინ მოგეწონა, ვერავის გაუგე და წასვლა აღარ მოგინდა, გპირდები აღარ გაგიშვებ, კარგი?
-მართლა? მერე დედა?
-დედასთან მე მოვაგვარებ. - თმები აუჩეჩა შვილს და მისი თანხმობის შემდეგ სკამზე კმაყოფილი გასწორდა, სამაგიეროდ სესილია უყურებდა ორივეს წარბშეკრული.
-ლუკა დაარქვეს?
-მეორეც ეყოლათ უკვე, ეკატერინე. - ყავა მოსვა, თან სესილიას კითხვასაც მშვიდად გასცა პასუხი. ისე მშვიდად და სასიამოვნოდ დაიწყო დღე ამ მდგომარეობის შეცვლა არანაირად არ სურდა.
-ბიძაშვილი? - მაშინვე შეხედა გაბრიელმა და კონსტანტინესაც გაეღიმა.
-ჰო, 2 წლის არის. ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან საყვარელი და მეტიჩარაა.
-როდის ვნახავ?
-დღეს ალბათ. - საათს დახედა, თან გაეღიმა მის გამოხატულ ინტერესზე.
-მადლობა სესილია. - ფეხზე წამომდგარმა დავითმა იქვე მჯდომს ხელზე მოუჭირა თითები, თან თბილად გაუღიმა.
-სამადლობელი არაფერია.
-მე გავდივარ, ალბათ საღამოს დავბრუნდები. - მშვიდად განაცხადა და გასასვლელისკენ დაიძრა იქამდე სანამ კონსტანტინე რამის კითხვას მოასწრებდა.
-დე აღარ მინდა ხო?
-მთლიანად უნდა ჭამო თუ გინდა რომ დიდი გაიზარდო.
-ისედაც ხომ ვიზრდები. - თვალები აატრიალა, კონსტანტინე კი ვერაფრით იკავებდა ღიმილს მის საუბარზე.
-რომ ჭამ მაგიტომ.
-აუ დედაა.
-ხომ იცი რომ წუწუნს აზრი არ აქვს? თუ მამაშენის დასანახად იქცევი ასე თავი რომ შეაცოდო? - წარბ აწეულმა ფინჯანი მაგიდის ზედაპირზე დადო, თან კონსტანტინესკენ გააპარა თვალი.
-აბა შენ არ გეცოდები და… - ისე ჩაილაპარაკა თავი ვეღარ შეიკავა პირველმა და ჩუმი სიცილი წასკდა.
-კარგი თუ არ უნდა… - საუბარი დაიწყო პირველმა, მაგრამ სესილიამ ისეთი თვალებით შეხედა მაშინვე გაჩუმდა. - სხვა რამე ჭამოს.
-ოო მამა კარგი რა. - ბოლო იმედიც რომ გადაეწურა აბუზღუნებულმა ჩაილაპარაკა და ძალით განაგრძო მორჩენილი საჭმლის ჭამა, ბოლოს კი დამთავრების თანავე წამოდგა და წარბ შეკრული დაიძრა საძინებლისკენ. თვალებ გაბრწყინებულ კონსტანტინეს ჯერ კიდევ შვილის დაძახებული მამა ჩაესმოდა ყურში, სესილია კი მის რეაქციაზე იღიმოდა. მისი მზერა რომ იგრძნო ნაკანს გაუსწორა თვალი და მზერით გადაუხადა მადლობა მისი არსებობისთვის.
-დღეს სახლში ხარ? - ყოყმანით წამოიწყო საუბარი, თან ფეხზე წამოდგა მაგიდის ასალაგებლად.
-კი, რა არის?
-მამაჩემის საფლავზე მინდა გასვლა და...
-შეგიძლია წახვიდე. - წინადადება არ დაამთავრებინა სესილიას.
-ეცადე ყველაფერზე არ დასთანხმდე... თავის შეცოდება და ხალხის თავის ჭკუაზე ტარება კარგად გამოსდის.
-ჩემი შვილია. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, სესილია კი წარბშეკრული მისჩერებოდა რამდენიმე წამით, შემდეგ თავი გააქნია სიცილით. ისე მოუნდა იმ დროს მისვლა და ჩახუტებ აჩქარებული გული ლამის საგულედან ამოუხტა, თავი ძლივს შეიკავა ცდუნებისგან, არც პირველი იყო კარგ დღეში. მხოლოდ ორნი იყვნენ შესაშურად მშვიდ გარემოში, ხმას არცერთი იღებდა, ერთმანეთს უყურებდნენ და სულ ცოტა აკლდათ ერთმანეთთან მისვლამდე.
-საღამოს დავბრუნდები. - ჩამწყდარი ხმით ძლივს თქვა ორი სიტყვა, ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა და თავ დახრილმა ზურგი აქცია პირველს.
-ეცადე არ გაცივდე. - ბოლოს რომ ვერ მოითმინა მაინც გააყოლა სიტყვები და მის ხმას შეპარულმა მზრუნველობამ სუნთქვა შეუკრა ნაკანს, თვალები წამსვე გაუბრწყინდა, მაგრამ პირველისთვის აღარ შეუხედავს ისე დაიძრა კიბეებისკენ. რაც შეიძლება მალე უნდა მოშორებოდა იქაურობას, იმ სახლში ყოველი დეტალი, ყველა ადგილი და შექმნილი სიტუაცია კონსტანტინესთან გატარებულ ლამაზ დღეებს ახსენებდა. ყველაფერს მისცემდა იმ დროის დასაბრუნებლად რომ შესძლებოდა.

დიდი დრო გაატარა მამის საფლავთან მჯდომმა, მის ახალგაზრდობის სურათს შეჰყურებდა, არაფერი იცვლებოდა, თვითონ კი წლები ემატებოდა, იზრდებოდა, იცვლებოდა წლებთან ერთად, ქვაზე გამოხატული მამის სახე კი კვლავ ძველებურად გამოიყურებოდა. იგივე ღიმილი, რომელიც სხეულს უთბობდა სესილიას, მისი გამოხედვა სიმშვიდეს ჰგვრიდა და იქ ყოფნისას უფრო მეტად გრძნობა მის სიხალოვეს, ალბათ ამიტომ უფრო უყვარდა სასაფლაოზე ხშირად მისვლა და მის ყურებაში ფიქრებთან ერთად სამყაროს მოწყვეტა. ღრუბლებში ჩამალული მზე ჯერ კიდევ ახერხებდა დღის შენარჩუნებას, სიცივეს ატანილ სესილიას კი წასვლა უწევდა. ბოლოს ფეხზე წამომდგარი რამდენიმე წამით მიაჩერდა მამის სახეს, ოდნავ გაიღიმა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა. გაჩერებული ტაქსით რამდენიმე ქუჩა გაიარა, ბოლოს ძველი კორპუსის პირდაპირ გაჩერდა და მძღოლისთვის მგზავრობის გადახდის შემდეგ კორპუსის წინ დადგა. მამის გარდაცვალების შემდეგ იქ აღარც ყოფილა, არასდროს მისულა, რადგან არ უნდოდა ის სიცარიელე შეეგრძნო რაც შიგნით დახვდებოდა. დარწმუნებული იყო იქაურობა მტვრის ბუდედ იქნებოდა ქცეული და დიდი ალბათობით დიდხანს ვერც გაჩერდებოდა შიგნით. ყველაფრის მიუხედავად მაინც დაიძრა შესასვლელისკენ, კიბეები ნელა აიარა, თითქოს განზრახ აჭიანურებდა ბინის კარამდე მისვლას, ბოლოს კი ერთ-ერთი კარების წინ გაჩერდა და კარებზე ამოკაწრულ წარწერას დააკვირდა. გონებაში ამოუტივტივდა ის დღე დერეფანში ნაპოვნი ლურსმნის წვერით რომ ამოკაწრა “მამა მიყვარხარ” და დაბადების დღეზე უფროს ნაკანს გახარებულმა ანახა. გაუაზრებლად გადაატარა თითები ზედაპირს, შემდეგ ჩანთაში შენახული გასაღბი ამოაღვრინა და დიდი წვალების შემდეგ იმედ გადაწურულმა საბოლოოდ მაინც გააღო კარები. შიგნით შესვლის თანავე იგრძნო სიძველის სუნი, რომელსაც მტვერი შერეოდა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა შესასვლელისკენ, ციოდა, ოთახს მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული შუქი ანათებდა და შემოპარულ შუქზე ჰაერში გავრცელებული მტვერიც გამოკვეთილად ჩანდა. ყველაფერს თეთრი ნაჭერი ფარავდა, რომელსაც თავის სითეთრეც დაეკარგა წლების განმავლობაში. ყველაფერი თავის ადგილზე იყო, ისე როგორც ბოლოს დატოვა. ნელა მიუახლოვდა თაროებზე შემოლაგებულ სურათებს, რომლებიც ნაჭრისგან დაფარულიყო, ფრთხილად მოაშორა მტვრით გატენილი ქსოვილი და მომღიმარი მამის სახესაც მაშინვე წააწყდა. ფერად სურათზე გამოსახული მისი მწვანე თვალები აშკარად ჩანდა, მაშინ კიდევ ერთხელ ამოიცნო მათ შორის მსგავსება და გულში უდიდესი სითბო დაეუფლა, საკუთარი შვილი გაახსენდა, ის წლები რომლებიც მამის გარეშე გაატარებინა და ძალიან ინანა, იმ დროს კონსტანტინეს ადგილასაც წარმოიდგინა თავი და საკუთარ თავზე ძალიან გაბრაზდა. მათ არ ჰქონდათ ისეთი მოგონებები და სურათები როგორიც იმ სახლში, ლამაზ თაროზე იყო განლაგებული. მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა, საკუთარი სისუსტის გაანალიზებისას თავისი თავი შეეცოდა, ოდნავ სიძულვილიც იგრძნო თავისი ორი საყვარელი ადამიანის დაშორების და წლების წართმევის გამო, მერე კი მწარე ტირილით ატირდა. ცრემლები ახრჩობდა საკუთარი სიბრმავის, უსუსურობის და ეგოისტობისგან. დაკარგულ წლებსაც ტიროდა, ყველა იმ წუთს რომელიც კონსტანტინეს გარეშე გაატარა. გულ აჩქარებული იქვე კედელთან ჩაცურებულიყო და უკვე სუნთქვაც უჭირდა. ახლა უფრო მეტად ესმოდა პირველის, მისი სიბრაზის, წყენის და იმედგაცრუების. ყველაზე მეტად იმას განიცდიდა რომ მისი ნდობა და სიყვარული ვერ გაამართლა, არ დააფასა და მის ნაცვლად სხვას დაუჯერა. მაგრამ ამ ყველაფერზე მტკივნეული მაინც იმის გააზრება იყო რომ მამა-შვილს იმ წლებს ვერ დაუბრუნებდა და არ იცოდა კონსტანტინესთვის საერთოდ უნდა ეთხოვა პატიება თუ არა. ან თვითონ შეძლებდა კი მის გვერდზე მშვიდად ყოფნას. თვითგვემა ტელეფონზე მისულმა შეტყობინებამ შეაწყვეტინა და კონსტანტინეს ნომრის დანახვაზე გული შეუთამაშდა.
“ბავშვი ნერვიულობს.” - რამდენჯერმე გადაიკითხა შეტყობინება, გაეღიმა საკუთარი ნერვიულობა ბავშვს რომ დააბრალა პირველმა და მისმა გულმაც უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა.
“უთხარი რომ მალე მოვალ.” - სწრაფად დაუბრუნა პასუხი უფრო რომ არ ენერვიულა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ძველ საძინებელში შევიდა. წითელ შპალერს სიძველის ფერი დასდებოდა, მისი პატარა საწოლი ისევ თავის ადგილას იდგა, გადაფარეული ნაჭრის ქვეშაც კი ჩანდა შიგნით მოქცეული სათამაშო, ფრთხილად აიღო პატარა ყავისფერი დათუნია, რომელიც ისევ ისე გამოიყურებოდა, რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ კი გულზე მიიდო და იქაურობა ისე მოათვალიერა თვალებ ამღვრეულმა. საკუთარ კარადასთან მისულმა თეთრი ქსოვილი მაღლა ასწია და ბოლო უჯრა გაჭირვებით გამოაღო, იქიდან სქელი ალბომი ამოიღო და არც გადაუშლია საკუთარ ჩანთაში ისე მოათავსა. გასვლისას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი სახლს, მერე კარებიც გაიხურა და იქაურობა კიდევ ერთხელ დატოვა, თუმცა არა სამუდამოდ.
სახლში მისულს ორ ბავშვთან მყოფი გაბრიელი და ახალგახრდა წყვილთან მოსაუბრე კონსტანტინე დახვდა. შიგნით შესული მაშინვე მათკენ დაიძრა, ფეხზე წამომდგარ ნანუკას თბილად გადაეხვია, ნიკოლოზი კი უბრალოდ გადაკოცნა. ოდნავ დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა, იცოდა ბავშვის დამალვის გამო ისინიც სხვანაირად უყურებდნენ და ასეც რომც არ ყოფილიყო, იქ დიდხანს გაჩერება მაინც არ უნდოდა.
-აუ ძია შეიძლება დღეს ლუკა აქ დარჩეს?
-ძიაო, გაიგონე რა დამიძახა? თუ მომეჩვენა. - თვლაებ გაფართოვებულმა შეხედა კონსტანტინეს, რომელიც შვილს მომღიმარი შესცქეროდა.
-აუ ხო რა მა. - გაბრიელის გვერდზე ამომდგარმა ქვევიდან ახედა ნიკოლოზს და მათი შემყურე უარს ვეღარ ამბობდა კაცი.
-გაძლებ მერე?
-კი. - ორივემ ერთად დაუქნია თავი და ნიკოლოზსაც ხმით გაეცინა.
-რას იზამ სესი? დაიტოვებ? ეს ჯერ ახალია და შვილს ბოლომდე ვერ ვანდობ. - სიცილით გახედა სესილიას, რომელიც კალთაში მჯდომ ბავშვს ეთამაშებოდა და იმათ საუბარს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. პასუხი რომ არ გასცა ნაკანმა ყველამ მას გახედა, კონსტანტინეს უცნაურად გაჰკრა გულში სასიამოვნო გრძნობა, მაშინვე პატარა ბავშვით ხელში სესილია წარმოუდგა თვალწინ და ხერხემალში დავლილი ჟრუანტელიც კი იგრძნო კიდევ ერთი შვილის წარმოდგენისას. - სესი! - ორივე მოიყვანა გონს ნიკოლოზის დაძახებამ და ნაკანმაც მაშინვე ასწია თავი.
-ბოდიში, ისეთი საყვარელია თავს ვერ ვანებებ… რამე მკითხე?
-ლუკას უნდა დარჩენა და დარჩეს ხო? - გაბრიელი გამოეპასუხა სესილიას.
-თუ თავისი მშობლები ტოვებენ... რა თქმა უნდა.
-მაშინ ჩვენ ჩემს ოთახში ავალთ ხო? - კონსტანტინეს შეხედა, ისიც თავის ქნევით დაეთანხმა.
-არ იგიჟო იცოდე, თორემ მეორედ აღარ დაგტოვებ. - თმები აუჩეჩა შვილს ნიკოლოზმა, მერე თავზე აკოცა და ბავშვიც თანხმობის შემდეგ წავიდა კიბეებისკენ დაძრული გაბრიელისკენ.
-წავალთ ჩვენც.
-ეს პატარაც დამიტოვეთ არ გინდათ? - ბავშვს პატარა თმები ყურს უკან გადაუწია და ტუჩები შუბლზე მიაკრო.
-ეგ პატარა დედას გოგოა, ჯერ ვერ ძლებს დედიკოს გარეშე და ცოტა რომ გაიზრდება მერე სულ შენი იყოს თუ გინდა. - სიცილით წამოდგა ფეხზე ნანუკა და ქმარიც წამოაყენა.
-სანამ კეკე გაიზრდება თავის პატარაც ეყოლება ნანუ. - გაუაზრებლად ჩაილაპარაკა და ნანუკამაც მაშინვე უჩქმიტა ენის გასაჩუმებლად. - მეტკინა. - წარბ აწეულმა დახედა ზევიდან, თვალებში უცნაური სხივი გაუკრთა, მერე უცებ გამოჩნდნენ მოცეკვავე ჭინკები და ნანუკასაც სახე აუხურდა. სესილიას მკლავებში მოქცეულმა ახლოს მისული კონსტანინე რომ დაინახა მაშინვე მისკენ გადაიწია, პირველმაც უცებ აიყვანა ხელში და მთლიანი სახე დაუკოცნა. მერე ლოყაზე ლოყით მიეყრდნო კონსტანტინეს, პატარა ხელები კი კისერზე შემოხვია.
-ამ ბავშვს ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ. - თმებზე ჩამოატარა ხელი, ისიც ჩუმად ათვალიერებდა იქ მყოფებს.
-რაც დაიბადა იმის მერე სულ შენ გიჭირავს ხელში, მგონი მამამისიც შენ გონიხარ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა და პირველიც გააცინა. - წავედით ჩვენ და მიხედე იმათ რა. - ხელი ზურგზე მიარტყა კოსტას, ნანუკამ კი ბავშვი გამოართვა კონსტანტინეს. წლების მიუხედავად თავს მაინც უხერხულად გრძნობდა პირველთან მათი გაცნობის დღის გამო, მიუხედავად იმისა რომ კონსტანტინე ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა, არც იხსენებდა და არც ნანუკას აგრძნობინებდა რამეს, ნანუკა მაინც მორიდებას იჩენდა. მათი გაცილების შემდეგ ორივე კიბეებისკენ დაიძრა. წინ წასულს სესილიას უკან მიჰყვებოდა, მისი სურნელი ცხვირში დაუკითხავად უძვრებოდა და სხეულს უდუნებდა. პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრა ნაკანი, კონსტანტინე კი ბავშვების მოსანახულებლად გაბრიელის ოთახში შევიდა, ხალიჩაზე ისხდნენ გვერდიგვერდ და წინ გაშლილ პაზლს აწყობდნენ.
-ორი საათი გაქვთ დრო, მერე იძინებთ. ამოვალ და შეგამოწმებთ.
-კარგი. - ორივემ თავი დაუქნია, კონსტანტინეც გამოვიდა და კიბეებისკე დაიძრა, მაგრამ ოთახში საწოლზე მჯდომი სესილიას ზერგს მოჰკრა თვალი და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა. ცოტახანს უყურებდა, ბოლოს მაინც წასვლა დააპირა, მაგრამ მისი მთრთოლვარე მხრები რომ შეამჩნია აღარ უფიქრია პირდაპირ მისი საძინებლისკენ დაიძრა. უხმაუროდ გააღო კარები, შეგნით ნელი ნაბიჯებით შევიდა და მისი ჩრდილი რომ დაინახა სესილიამ, დამფრთალმა თავი უკან მიატრიალა, კონსტანტინეს დანახვაზე ცოტა დამშვიდდა, შემდეგ კი ორმაგად აფორიაქდა მისი ახლოს ყოფნისას. სწრაფად აქცია ზურგი, ცრემლები შეიმშრალა და წინ ჩამოჩლილი თმაც უკან გადაიწია.
-რატომ ტირი? - სესილიას ყურთან ახლოს ჩაილაპარაკა, ქალი კი მოულოდნელობისგან შეხტა, მისი ამონასუნთქი რომ იგრძნო ყელზე სუნთქვა შეეკრა და კანზეც ეკალმა დააყარა. ახლა უფრო მკვეთრად გრძნობდა სესილიას სურნელს პირველი, სიგიჟემდე უნდოდა სახე მის ყელში ჩაერგო და მისი სასიამოვნო სურნელით ფილტვები გაეჟღინთა, მერე კი ის ნაზი კანი ნელა დაეკოცნა ყველა ადგილში.
-მაპატიე, კოსტა. - გვერდზე ოდნავ შეატრიალა თავი და საფეთქელი შემთხვევით მიადო მის ლოყას. სუნთქვა შეწყვიტა მისი შეხებისას, მთელი სხეული დაეჭიმა და წამებში ქანდაკებასავით გადაიქცა. თვალები დახუჭა პირველმა, ტუჩები საფეთქელზე მიადო სესილიას, ცხვირი კი მის თმაში ჩარგო და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-პატიებას ნუ მთხოვ სესა. თუ მართლა გიყვარვარ, ჩემთან ყოფნა, ყველაფრის თავიდან დაწყება და შეცდომების გამოსწორება გინდა, დამანახე შენი სიყვარული, მაიძულე რომ გენდო, თავიდან შეგიყვარო და ისევ შევძლო შენთან ყოფნა... და მეორეოდ აღარ იტირო. - საფეთქელზე ხანგრძლივად აკოცა, შემდეგ მთლიანად მოშორდა და საძინებლიდან გავიდა, სესილია კი უკან შებრუნდა თვალებ გაბრწყინებული, მიხვდა კონსტანტინე შანსს აძლევდა, მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მის დასაბრუნებლად. წარსულს ვერ შეცვლიდა, ვერც მომხდარს ამოშლიდა ცხოვრებიდან, მაგრამ ბედი ბედნიერად ცხოვრების კიდევ ერთ შანს აძლევდა, ეს შანსი კი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. არ აპირებდა ერთ ადგილზე გაჩერებას, არც წასრულით ცხოვრებას როდესაც წინ მომავალი ჰქონდა შვილთან და საყვარელ მამაკაცთან.
***
დილით გამოღვიძებულს მაშინვე დამწვრობის სუნი ეცა, უკმაყოფილომ თავი გაჭირვებით წამოყო, წამით გაიფიქრა რომ ბავშვები რამეს წვამდნენ და იმის შიშით რამე არ დამართნოდათ ფეხზე სწრაფად წამოდგა, სხეულზე ხალათი მოიცვა და საძინებლიდან გასული მაშინვე კიბეებისკენ დაიძრა. სამზარეულოში შესულს ფეხზე მდგომი ბავშვები დახვდა, რომელებიც კონსტანტინესთან ერთად მისივე ტელეფონში რაღაცას ინტერესით უყურებდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ, გაზქურაზე შემომდგარი ტაფა და მასში მოთავსებული კვერცხიანი პური კი არცერთს აღარ ახსოვდა. გამწოვი რომ ჩართო მათი ყურადღებაც მიიქცია და კონსტანტინეც მერე მოეგო გონს, დაბნეულმა შეხედა წარბშეკრულ სესილიას და დამწვრობის სუნიც მაშინვე ცხვირში შეუძვრა.
-დეე… - ყურებამდე გაკრეჭილმა ხელები შემოხვია წელზე, ნიკაპი მუცელზე მიადო და ქვევიდან ახედა. - როგორ გეძინა?
-შესანიშნავად, სანამ მზარეულობა არ მოინდომეთ. - წარბ აწეულმა დახედა შვილს, მერე იქვე მორცხვად ატუზულ ლუკას შეხედა, ბოლოს კი კონსტანტინეზე გადაიტანა მზერა, რომელიც დამწვარი პურების გადაყრას ცდილობდა.
-ვიდეოს ვუყურებდით და…
-ჯანდაბა. - ტაფა ხელიდან გაუვარდა როგორც კი გახურებული ზედაპირი მაჯაზე შეეხო. სესილია კი შეშინებული მივარდა.
-კარგად ხარ?
-ჰო.
-მე ბავშვებზე ვინერვიულე და შენ… - სიტყვა აღარ დაამთავრა ისე მოკიდა ხელი და ონკანიდან წამოსული ცივი წყ.ლის ქვეშ შეაშვერინა მაჯა. - რაღაც მალამო ხომ იდო აქ…
-არ მინდა სესილია…
-როგორ არ გინდა, ბუშტი დაგაჯდება. - მაცივარში იყურებოდა და სწრაფად თვალიერებაში ვერაფერს პოულობდა, თან იმაზე ნერვიულობდა რომ წყლის დაკეტვის თანავე აეწვებოდა დამწვარი ადგილი. ბოლოს როგორც იქნა დაინახა მის მოპირდაპირედ დადებული დამწვრობის კრემი, ონკანის დაკეტვის შემდეგ ხელსახოცით შეუმშრალა კანი და ცივი მალამო ფრთხილად წაუსვა, კონსტანტინე კი ყველა მის მოქმედებას ადევნებდა თვალს, ბოლოს ამღვრეულ სფეროებში ჩახედა და ტირილამდე მისულ ქალს საკუთარი მტევანი გამოსტაცა ხელებიდან.
-არ მტკივა სესილია. - ნიკაპზე მოკიდებული თითებით თავი ააწევინა და მის ბრჭყვინავ თვალებს საკუთარი გაუსწორა.
-მატყუებ.
-ვერ ვგრძნობ, თან ცივის დადება მესიამოვნა. - რომ აღარ იცოდა რა ეთქვა ბოლოს ძლივს გადააბა სიტყვები.
-კარგი ჰო. - საკუთარ თვალებს უბერავდა სულს ცრემლების დასაშრობად, მერე მათზე მიშტერებულ შვილს შეხედა, უცნაური მზერით უყურებდა ორივეს, დაიბნა კიდეც სესილია, ვერ მოახერხა მისი არაფრის მთქმელი მზერის ამოცნობა, კონსტანტინეს კი გაეღიმა შვილის სახეზე. - რაზე იღიმი? ხვდები რას ფიქრობს? - დაეჭვებულმა კონსტანტინეს გასაგებად ჩაილაპარაკა, პირველმა კი წარბები ასწია სესილიას კითხვაზე. - რა? როგორ უნდა მიხვდე როცა არაფერი ეტყობა სახეზე.
-ჩემი შვილია, მე მგავს და რათქმაუნდა მივხვდები.
-დამცინი? - წარბები შეკრა, თან კვლავ შვილისკენ გააპარა თვალი რომელიც ოდნავ იღიმოდა და აშკარად სიცილის შეკავება უჭირდა. - ორივე. - წელში გასწორებულმა წელზე მიიბჯინა ხელები, გაბრიელმა კი მაშინვე სიცილი დაიწყო. - მახსოვს ვამბობდი შენნაირ მეორეს ვერ გავუძლებდი და ახლა ჩემს ნათქვამში ვრწმუნდები. - უკმაყოფილოდ მოშორდა კონსტანტინეს, მაგრამ მაინც სიამოვნებდა, აკვირვებდა და უხაროდა ის ფაქტი თუ როგორ მოქმედებდა გაბრიელი პირველზე და ხედავდა ცხოვრებას როგორ უფერადებდა. ალბათ ახლა როგორი ბედნიერი იქნებოდა მისი დაბადების თანავე რომ დაეწყო ბავშვთან ერთად ცხოვრება. წამებში შეეცვალა განწყობა, სახეზე სევდა გადაეკრა და პირველმაც წამსვე შეამჩნია მისი გამომეტყველება, მისი ფიქრების ამოკითხვაც მოახერხა სევდიანი მწვანე თვალებიდან რომ მოჩანდა. თავი ძლივს შეიკავა რომ არ ჩახუტებოდა და ეთქვა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-დე კვერცხიან პურებს გაგვიკეთებ?
-ყიყლიყო ჰქვია. - იდაყვი მიარტყა ლუკამ და გაბრიელმაც სესილიას შეანათა თვალები.
-ჰო გაგიკეთებთ.
-მეც შესანიშნავად გამომდიოდა ამ პატარებს რომ არ ჩავეთრიე ვიდეოს ყურებაში.
-ვიცი, კვერცხი შენ შემაყვარე. - ურეაქციოდ ჩაილაპარაკა, თან საუზმის მომზადებას შეუდგა, პარალელურად ჩაიც გააკეთა ბავშვებისთვის, კონსტანტინეს კი ყავა მოუმზადა. - გამოვიცვლი, მანამდე ყურადღება მიაქციე ზედ არ გადაისხან. - პირველს გადახედა, მან კი სიტყვის უთქმელად დაუქნია თავი, თან ყავა მოსვა და იქამდე ათვალიერა კიბეებისკენ დაძრული ქალი და იმდენჯერ წარმოიდგინა იმ ხალათის გარეშე მყოფი, სანამ თვალს არ მოეფარა მისი მზერისგან ზურგ ამწვარი სესილია.
-შერიგდით?
-არა. - მშვიდად მოსვა ყავა და შვილს თავის მსგავს თვალებში ურეაქციოდ ჩახედა.
-როდის შერიგდებით. - თვალები აატრიალა, პირველს კი არაფერი უთქვამს, უყურებდა და მასში საკუთარ თავს ხედავდა, მაგრამ უფრო გაუმჯობესებულს, ყველაზე მეტად ეს ფაქტი მოსწონდა, რადგან გაბრიელი მის მზერას ყოველთვის ხვდებოდა და ურთიერთობის ასაწყობად საკუთარი თავის შეცვლა არ უწევდა. პირიქით უფრო უახლოვდებოდა მათი მსგავსებით.
-ვნახოთ. - კიდევ ერთხელ მოსვა ყავა, წარბ შკრულმა გაბრიელმა ცოტა ხანს უყურა, მერე ლუკასთან გააბა საუბარი. ეღიმებოდა შვილის რეაქციებზე და წამიერად გული უცნაურად ფეთქვას იწყებდა.
მთელი დღე ერთად გაატარეს ბავშვებთან ერთად, იშვიათად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ გასაქცევად წასასვლელი იმ დროს არცერთს ჰქონდათ, თან არც ბავშვების დატოვება უნდოდათ. მათ გარშემო უცნაური აურით, ოდნავ დაძაბულობით და ვნებით დამუხტული გარემო ტრიალებდა. ზოგჯერ სუნთქვაც კი ეკვრებოდა კონსტანტინეს თვალებს რომ წააწყდებოდა და წამსვე სხვა მხარეს იხედებოდა, პირველს კი ჩუმად ეცინებოდა მის ქცევაზე. საღამოს სესილია ვახშამს ამზადებდა სამზარეულოში, კონსტანტინე კი ბავშებთან ერთად თავის მოწყობილ კინოთეატრში იყო და მათ მიერ არჩეულ მულტფილმს უყურებდა რომელიც აქამდე არ ენახა და ისე შეიყოლა თვითონაც ვეღარ ანებებდა თავს.
-აუ აღარ არის? - ჯამში დარჩენილ გაუხსნელი სიმინდის მარცვლები მოათვალიერა გაბრიელმა, მერე ერთიცალი აიღო და მისი კნატუნი რომ დაიწყო პირველმა მაშინვე ხელიდან ააცალა ცარიელი პოპკორნის ჯამი.
-ამის ჭამა არ შეიძლება, კბილებს დაიმტვრევ. გავაკეთებ ახალს და მალე დავბრუნდები. - როგორც კი სესილიასთან ახლოს ყოფნის საშუალება მიეცა მაშინვე წამოდგა ფეხზე და კიბეები სწრაფად აიარა. სამზარეულოში შესულს მაშინვე მოხვდა სესილიას სხეული თვალში, სპორტული ელასტიკი ლამაზ საჯდომზე ურცხვად ეტმასნებოდა, ისე რომ მისი ხელში მოქცევის გარდა არაფერს გაფიქრებინებდა კაცს. სიცხისგან მკერდამდე აწეული მაისურის წყალობით მის წვრილ წელზეც დააცოცებდა თვალებს და მისი შეხების სურვილი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. მაშინვე იგრძნო კაცის მზერა ზურგით მდგომმა, მაგრამ არ შეტრიალებულა. აინტერესებდა რას მოიმოქმედებდა, ან რამდენ ხანს უყურებდა ასე შორიდან. ისე გააგრძელა საჭმლის კეთება თითქოს არ იწვოდა და მისი მიახლოვების სურვილი არ ჰკლავდა. რკინის კოვზით ამოიღო ცოტაოდენი წვენი და სულის შებერვის შემდეგ დააგემოვნა. საკუთარი ნახელავით კმაყოფილმა კოვზი ნიჟარაში ჩადო, შემდეგ უკან შებრუნდა და მის უკან მდგომი კონსტანტინეს დანახვისას მოულოდნელობისგან შეხტა. ვერ გაიგო როდის მიუახლოვდა, თანაც ისე ახლოს იდგა მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა. გული ისე სწრაფად აუძგერდა ეგონა ცოტაც და თავის ადგილს საერთოდ დატოვებდა. სუნთქვა საგრძნობლად ასჩქარებოდა, ლამაზი მკერდი ზევით-ქვევით უმოძრავებდა და ერთ ადგილს მიყინული სამზარეულოს კარადებს ეკვროდა. ხელებმა რომ ვეღარ მოუთმინეს, დაუკითხავად გაექცნენ ქალის შიშველი წელისკენ, თითის ბალიშებზე მისი ნაზი, მხურვალე კანის შეგრძნებისას სისხლი ისე სწრაფად აუდუღა თვითონაც ვერ გაიაზრა, სესილიას კი მაშინვე თვალები აეწვა მისი შეხებისას და ორივე თვალი დახუჭა. მისი ხელი ზურგზე რომ ასრიალდა სხეულზე ეკალმა დააყარა, ჟრუანტელმა მთლიან სხეულში დაუარა და ფეხებს შორის გაჩერებულმა სუნქვა შეუკრა ნაკანს. არც პირველი იყო კარგ დღეში, სხეული მთლიანად დასჭიმვოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად ეხებოდა. ტუჩები ეწვოდა ისე უნდოდა დაპატრონებოდა მის დაშორებულ ბაგეებს, ალბათ აკოცებდა კიდეც შემოსასვლელი კარის დახურვის ხმა რომ არ გაეგო, რომელიც მთლიან სახლში გავრცელდა. წამით ჩახედა თვალებში არეულ ქალს, მერე კი მთლიანად მოშორდა, ზურგი აქცია და არეული ქალი სამზარეულოში მარტო დატოვა.
-საღამო მშვიდობისა. - სამზარეულოში შესულმა დავითმა ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა კედელს მიშტერებული სესილია და ქალიც გონზე მოიყვანა.
-ბოდიში, ჩავფიქრდი და ვერ შეგამჩნიეთ. - მაისურზე მოიკიდა ხელი რომ ქვემოთ ჩამოეწია, მაგრამ უკვე ყველაფერს უფარავდა გრძელი მაისური. დაბნეულმა ვერაფრით გაიხსენა როდის მოასწრო კონსტანტინემ მაისურის დაბლა დაწევა, მაგრამ მისი ქცევა სასწაულად ესიამოვნა.
-ხომ ყველაფერი რიგზეა?
-კი კი, თქვენ როგორ ხართ?
-სესილია, როდის გადაეჩვევი თქვენობით საუბარს? მამაშენს ასე ესაუბრებოდი?
-უბრალოდ… მიჩვეული ვარ. - მომღიმარს ოდნავ ლოყებიც შეეფარკლა და უკან შებრუნებულმა გაზქურა გამორთო.
-შენთვის რაღაც მაქვს. - გულის ჯიბიდან ამოღებული მყარი ფურცელი ამოიღო, რამენიმე წამი უყურებდა, მერე კი ინტერესით სავსე თვალებით შემყურე სესილიას გაუწოდა. - ეს შაბათ კვირა ჩემს ახალგაზდრობის მეგობრებთან ერთად გავატარე, ბევრი რამ გავიხსენეთ, მათ შორის მამაშენი პირველი იყო. რომ ვუთახი მისი შვილი ჩემი შვილიშვილის დედა იყო სულ გადაირივნენ, არ მიჯერებდნენ. ერთ-ერთი შენი ნათლიაა, რაც შენზე გაიგო იმის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია.
-ნათლია? - რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭის სურათ გაკვირვებული დაჰყურებდა, მაშინვე დაინახა მამის სახე, გვერდზე მდგომისთვის ხელი გადაეხვია და ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდა კამერას.
-ჰო, შენ სამი წლის იქნებოდი რუსეთში რომ წავიდა, არც გემახსოვრება. ერთი რუსი ქალი უყვარდა, კატერინა, მამაშენი დასანახად ვერ იტანდა, ცოტა ხისთავიანი იყო და ვიღაცას რომ ამოიჩემებდა შანსი არ იყო ვინმეს აზრის შეცვლა მოეხერხებინა მისთვის.
-რატომ არ მოსწონდა?
-ნუ… ცოტა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო. ლევანი სიმპატიური, მაშინ მამამისის დახმარებით პატარა ბიზნესიც ჰქონდა, ფული და მამაშენიც სულ იმას ეუბნებოდა რომ მასთან მხოლოდ თავისი სურვილების გამო იყო, რომლის ასრულებაც ლეოს შეეძლო. მერე ცოლად მოიყვანა და რუსეთში წავიდნენ. წამალზე შეჯდა თვისი ცოლის წყალობით, ალემ კიდე საერთოდ შეწყვიტა მასთან კონტაქტი. ვერ იტანდა ნარკომანებს და ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას იშორებდა. ბევრჯერ სცადა მისი ჭაობიდან ამოყვანა მაგრამ როცა ადამიანს არ უნდა, ვერაფერს გააკეთებინებ ძალით, მითუმეტეს ვერ გამოასწორებ. რამდენიმე წელში ვიღაც რუსთან შეუსწრო კატერინას და ის კაცი შემოაკვდა, ამის მერე ციხეში იჯდა და რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. ახლა კი ნანობს, მაგრამ რაღა აზრი აქვს, წლები არაფრის გამაო დაკარგა.
-მძიმე ისტორიაა. - ოდნავ ჩაიცინა, თან ლევანის სახეს კარგად დააკვირდა. ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან.
-ძალიან ბევრი ისტორიებია რომლის მოყოლაც შეიძლება.
-ვფიქრობ ამისთვის დროც გვაქვს. - თბილად გაუღიმა დავითს და პირველსაც გაეღიმა მისი ყურებისას.
-ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, შენი ცხოვრება უფრო ლამაზი და ბედნიერი მომენტებით სავსე იქნებოდა.
-ალბათ ამას რომ ვხვდები ამიტომ ვერ ვინელებ მის გარდაცვალებას.
-კარგი იქნება თუ ნახავ, ვალდებული არ ხარ, მაგრამ მაინც ნათლიაა და ვფიქრობს ეს კავშირი სხვა დანარჩენზე ბევრად სუფთაა.
-რომ არ ვიცნობ?
-ის გიცნობს, ლეო ალექსანდრეს ყველაზე ახლო ადამიანი იყო, შენს მოვლაში ის ეხმარებოდა და ღამეებს მორიგეობით გითევდნენ.
-მართლა? - გაოცებულმა სურათიდან დავითზე გადაიტანა მზერა, ისიც თავის ქნევით დაეთანხმა.
-თუ მოიფიქრებ მითხარი. - ზურგზე ხელი მიადო და თითები ოდნავ მიარტყა.
-მადლობა რომ მასზე მიყვები, ძალიან მსიამოვნებს მოსმენა.
-ლეომ ჩემზე ბევრად მეტი იცის.
-მაგიდას მალე გავშლი და რომ მოწესრიგდებით მაშინვე ჩამოდით.
-კარგი. - თავი დაუქნია კარადიდან თეფშების გადმოლაგებაში ჩართულს, მერე კი კიბეებისკენ დაიძრა. სწრაფად გაშალა სუფრა, რამდენიმე სახეობის კერძი მაგიდაზე მოათავსა და იმ დრო ამოსულ ბავშვებს მაგიდასთან უხმო, კონსტანტინეც მათ გამოჰყვა, სესილიას რამდენიმე წამით გაუსწორა მზერა, შემდეგ თავის ადგილას მოთავსდა. მშვიდად ივახშმეს, ძირითადად ბავშვები საუბრობდნენ და დავითიც მათ საუბარს ჰყვებოდა.
-მა. - მოულოდნელად გახედა ჩუმად მჯდომ კონსტანტინეს და პირვალმაც წამსვე დამრგვალებული თვალები გაუსწორა შვილს. მისი ნათქვამი ეს სიტყვა ყოველ ჯერზე გულს უფრიალებდა. ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე, იქამდე სანამ არ შეეჩვეოდა, ეს კი არ იცოდა როდის მოხდებოდა, რადგან გაბრიელი იშვიათად ანებივრებდა.
-რა იყო?
-მე ხო არსად არ ვყოფილვარ სახლის გარდა და დღეს სადმე წავიდეთ რა…
-მაინც?
-ლუკა ხომ უნდა წავიყვანოთ და მერე მე, შენ და დედა სადმე წავიდეთ. - როგორც კი დაამთავრა წინადადება სესილიას ლუკმა გადასცდა, მაშინვე ხველა აუტყდა და დავითის მიწოდებული წყალი ძლივს დალია. კონსტანტინე კი თვალებ მოჭუტული უყურებდა შვილს, რომელიც ვითომ ვერ ხვდებოდა სიტუაციას და პატარა ბავშვის როლს ირგებდა.
-ბავშვი მხოლოდ შენი კი არ არის. - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა უფროსმა პირველმა, თან გაიცინა კონსტნტინეს გამომეტყველებაზე.
-ნამდვილად, ამდენი ლაპარაკი არადროს მიყვარდა. - უკმაყოფილოდ მოსვა წვენი, მაგრამ მასში არსებული სესილიას ნაწილის დანახვისას გულში სასიამოვნო გრძნობა მოედო. გაბრიელმა მაშინვე წარბები შეკრა მამის პასუხზე და სანამ შეთავაზებულზე თვითონვე განაცხადებდა უარს კონსტანტინემ მისთვის სასურველი პასუხი გასცა. - კარგი, წავიდეთ მე, შენ და დედა.
-დეე. - მომღიმარმა მოჭუტული თვალებით შეხედა ძლივს მოსულიერებულ ქალს და მოუთმენლად დაელოდა მის პასუხს.
-სხვა დროს წავიდეთ.
-რანაირი ქალი ხარ რა. - უკმაყოფილო გამომეტყველება აიკრა და იმ დრო ზუსტად რამდენიმე წუთის წინ მის მსგავსად მყოფ კონსტანტინეს დაემსგავსა. პირველმა წარბები ასწია სესილიას პასუხზე, რამდენიმე წამით უყურა, მერე კი მისი თანხმობაც მოისმინა.
-თუ მორჩით ავალაგებ.
-კი კი, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო… მგონი ქეთისაც გადაუჯოკრე. - სიცილით წამოდგა ფეხზე დავითი.
-ქეთის როგორ შევედრები. - მომღიმარმა აიღო თეფშები და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სათითაოდ მოათავსა.
-კარგ საღამოს გისურვებთ.
-ტკბილი ძილი პაპი. - ხელი დაუქნია კმაყოფილმა გაბრიელმა, პირველმა კი სიცილით გააქნია თავი.
-ღამე მშვიდობისა! - ლუკამაც გაბრიელის მოქმედება გაიმეორა და დავითიც ორივეს დაემშვიდობა.
-მოემზადეთ და გავიდეთ. - ბავშვებს გადახედა სესილიამ, მერე იქვე მდგომ კონსტანტინეს, რომელსაც მაგიდაზე დალაგებული პატარა ოთხკუთხედი დასაფენები აეღო და მაგიდის გადმოწმინდვას ცდილობდა. - მე მივხედავ.
-რამდენ რამეს მიხედავ? - არ შეუხედავს ისე თქვა, სესილიას კი თვალები აუბრჭყვიალდა. მაშინვე მიხვდა როგორი თვალებით უყურებდა სესილია და თავი ძლივს გააკონტროლა რომ არ შეეხედა. დიდი წვალების შემდეგ ყველა ნამცეცი მოაშორა მაგიდას და ნაგვის ურნაში ჩაყარა, თეფში კი მანქანაში ჩადო და მასზე მიშტერებულ ქალს საბოლოოდ მაინც ჩახედა თვალებში. ისე ახლოს იდგა სუნთქვას უკრავდა სესილიას, ზევიდან დაჰყურებდა და მისი ყურებით თავადვე ტკბებოდა.
-ჩავიცვამ. - თვითონ მოშორდა პირველს, საძინებლისკენ დაიძრა და ოთახში შესული კარის დაკეტვის თანავე მის ზედაპირს ზურგით მიეკრო. დიდი რაოდენობით ისუნთქავდა ჰაერს და აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას ცდილობდა. პირველად რომ გაიცნო მაშინაც კი არ იქცეოდა ასე, ახლა კი ვის ან რას გაურბოდა ვერ ხვდებოდა. მთავარი იყო კონსტანტინეს გრძნობებს გრძნობდა, ხედავდა მასაც როგორ სურდა, მაგრამ თავს იკავებდა. სუნთქვა რომ დაიმშვიდა ზევიდან თბილი სვიტერი გადაიცვა, ფეხზეც გამოიცვალა და ქურთუკის მოცმის შემდეგ გაბრიელის საძინებელში შევიდა. ორივე სარკის წინ ჩაფუთნული იდგა, რაღაცაზე საუბრობდნენ და თან იცინოდნენ. პირველი ბავშვი იყო ლუკა რომელთანაც ასეთი ურთიერთობა დაამყარა გაბრიელმა, აქამდე ყველასთან დისტანციას იჭერდა, ლუკასთან კი სრულიად სხვანაირად იქცეოდა და საერთოდ საქართველოში ჩამოსვლის და კონსტანტინესთან სიახლოვის შემდეგ სრულიად სხვანაირი ეჩვენებოდა.
-წავედით?
-ჰო. - ქვემოდან ახედა სესილიას, ცოტა ხანს უყურა, მერე ნელა მიუახლოვდა, ხელები წელზე შემოხვია, სახე მუცელზე მიადო და ხმამაღლა ამოისუნთქა. - მიყვარხარ დედა.
-ჩემო პატარა. - გაბრიელის წინ ჩამუხლულმა მკერდზე მიიკრა შვილი, იმხედა სიყვარულს და სითბოს გრძნობდა იმ დროს ხასიათი მთლიანად ეცვლებოდა. - მეც მიყვარხარ დე. - ლოყაზე აკოცა, მერე საფეთქელზე და ჩუბლზე გადავიდა.
-კაი ხო, რატო იცი სულ ასე… - თავი უკან გასწია და სესილიასაც გაეცინა მისი მოლოდინი რომ გამართლდა. მერე იქვე მდგომ ლუკას შეხედა, ხელი დაუქნია მასთან მისასვლელად, როგორც კი მიუახლოვდა დაბნეულს ხელი ჩაკიდა და ისიც ჩაიხუტა.
-დედაჩემი ძალიან ემოციურია, ჩახუტებები ძალიან უყვარს და არ შეიმჩნიო. - როგორც კი მოშორდა ბავშვებს მაშინვე გაიგო გაბრიელის ჩურჩული და თავისთვის გაიცინა.
-შენ არ გიყვარს?
-ვწუხდები დიდიხანი რომ მეხებიან.
-საერთოდ რომ არ ჩაგეხუტონ მერე რას იზამ. - წარბ აწეულმა გადახედა ბიძაშვილს და გაბრიელიც დააფიქრა.
-ეგ არ მოხდება. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დარწმუნებულმა ჩაილაპრაკა და ლუკას რომ გაეცინა, ხელი მიარტყა.
-წავედით? - გასასვლელთან მდგომმა კონსტანტინემ სესილია შეათვალიერა, მერე ბავშვებს დახედა, თან თავზე ქუდი დაიფარა.
-ჰო.
-სესილია. - მასზე მიშტერებულ ქალს გამოსაფხიზლებლად დაუძახა, ისიც მაშინვე მოეგო გონს და გარეთ გასული ბავშვების დანახვისას მათკენ დაიძრა. - ტუჩებს ნუ იწვალებ, ნერვებზე მოქმედებს. - ჩვეული ტონით ჩაილაპარაკა, ქალმა კი კბილებში მოთავსებული ტუჩი გაუაზრებლად წამსვე გაინთავისუფლა.
-ზედმეტად სექსუალურად გამოიყურები, რა ჩემი ბრალია. - ხმადაბლა ჩაიბურტყუნა, პირველს კი წარბები შუბლზე აუვიდა. მერე გაიცინა მის სიტყვებზე, კიდევ უფრო მიუახლოვდა და მის გასაგონად ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-სიამოვნებით მოგცხებდი უკანალზე სესილია. ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ და ეს ელასტიკი მეორედ აღარ ჩაიცვა, ყველაფერი გეტყობა.
-რა ყველაფერი? - სუნთქვა შეკრულმა ძლივს თქვა ორი სიტყვა, გაუაზრებლად იკბინა ტუჩზე და კონსტანტინეს მოთმინების უნარი თითქმის დააკარგვინა.
-ჯანდაბა… როგორ მინდა… დაჯექი. - მისკენ გაწეული ხელი საკუთარი ქურთუკის ჯიბეში მოითავსა და მანქანის კარი ისე სწრაფად გამოღო ლამის გამოგლიჯა. მისი რეაქციით კმაყოფილი სესილია კი მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და დამცავი ღვედიც გაიკეთა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა იქნებოდა მერე, მაგრამ ის დაზუსტებით იცოდა რომ ამ კაცის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებდა.
**************
დღეს ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო... ასე რომ ესეც ახალი თავი.



№1  offline წევრი ირო

ვაუ,ეს იყო საოცარი გაგრძელება.საყვარელი და საოცარი ბავშვები.რა ფეიერვერკია კოსტას და სესილიას გულში და როგორ ემზადება ამოსაფრქვევად და ცის გასანათებლად.

 


№2  offline მოდერი painter1

ირო
ვაუ,ეს იყო საოცარი გაგრძელება.საყვარელი და საოცარი ბავშვები.რა ფეიერვერკია კოსტას და სესილიას გულში და როგორ ემზადება ამოსაფრქვევად და ცის გასანათებლად.

მთავარი ხომ ის არის მერე რა მოხდება ^_^ მალე აფეთქდება ალბათ :დ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ მომწონს ამათი ამბები.ამათი შერიგება ხომ საერთოდ დაატტიალებს მთელ ამბებს.ძალიან კარგები და საყბარლები არიან

 


№4  offline მოდერი painter1

სტუმარი თამო
როგორ მომწონს ამათი ამბები.ამათი შერიგება ხომ საერთოდ დაატტიალებს მთელ ამბებს.ძალიან კარგები და საყბარლები არიან

მინდა შერიგება სხვანაირად ემოციური იყოს და იმედია ისეთი გამოვა როგორიც მინდა ❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Barbarebibileishvili

სუულ გულისფანცქალით ჩავიკითხე ეს თავი. მგონი საუკეთესო ნაწილია ჯერ-ჯერობით ამ მოთხრობისა. ის ფაქტი რომ არ ავღნიშნო, რომ საუკეთესოდ გააგრძელე და ამაზე უკეთეს გაგრძელებას ვერ წარმოვიდგენ, არ შეიძლება. თითქოს ამ თავში ზუსტად იცოდი რა უნდა მომხდარიყო, ყველაფერი ისე ლამაზად იყო ერთმანეთთან შეწყობილი, რომ გავგიჟდი. და საერთოდ ყველაფერს მოიცავდა ეს თავი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რაღაც ძალიან დიდი სიმშვიდე ვიგრძენი, რატომ თვითონ არ ვიცი, მალამოსავით მომედო გულზე ახლა ამის წაკითხვა.
რაც შეეხება სესას, კოსტას და მათ გაასაოცარ შვილს. ბევრად უკეთესები არიან სესაც და კოსტაც ვიდრე იყვნენ. თითქოს ორივემ გაანალიზა ყველაფერი და ამასთანავე დათმეს ყოველივე მეორე შანსისთვის. რომ ვითარდებიან და იცვლებიან, თითქოს განვლილი დრო მართლაც აისახა მათზე ეს საერთოდ ცალკე თემაა, და ამისთვის ცალკე მადლობა.
კოსტას კოპიო, პატარა გაბრიელი კი, სააერთოდ ყველაზე მაგარი ბავშვია, მგონი ყველაფერი მხოლოდ კარგი დაჰყვა მშობლებისგან :დ
ყველაფერი მომეწონა, ყველაფერმა გამაგიჟა და საოცრება ხარრ
მადლობაა, როგორც ყოველთვის შემდეგ თავსაც ისევ ისე დაველოდები ❤️❤️❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

რა კარგი თავი იყო, სითბოთ სავსე. გაბრიელი აქამდე ცოტას მაშინებდა თავისი სერიოზულობით, მაგრამ ამ თავში ეგეც დატკბა :D.
აი ასე, ეს უკვე მომეწონა. როცა გიყვარს ეგუები და პატიობ ან უშვებ(ამას ეგოისტი ღორები აკეთებენ ჩემი მოკრძალებული აზრით ოღონდ). რა საჭიროა ეს გარჩევები, მომხდარს მაინც არაფერი შეცვლის.
როგორ სწორად, დალაგებულად, აუჩქარებლად გეწერა ყველაფერი.

ოღონდ, 1. გადახედე ამ თავს და ჩაასწორე.
2. ამ დროს ბავშვებს გარეთ რა უნდათ?! გავურიე ჩემებური მაინც :D.

არაუშავს, შენ დაგვიანებაზე არ ინერვიულო. პირიქით, სხვას ფორას აძლევ ამით :D :D :D. (ეს ჩემი დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნაა და განხილვას არ ექვემდებარება, ამიტომ არ შეიმჩნიო).

 


№7  offline მოდერი painter1

სტუმარი Barbarebibileishvili
სუულ გულისფანცქალით ჩავიკითხე ეს თავი. მგონი საუკეთესო ნაწილია ჯერ-ჯერობით ამ მოთხრობისა. ის ფაქტი რომ არ ავღნიშნო, რომ საუკეთესოდ გააგრძელე და ამაზე უკეთეს გაგრძელებას ვერ წარმოვიდგენ, არ შეიძლება. თითქოს ამ თავში ზუსტად იცოდი რა უნდა მომხდარიყო, ყველაფერი ისე ლამაზად იყო ერთმანეთთან შეწყობილი, რომ გავგიჟდი. და საერთოდ ყველაფერს მოიცავდა ეს თავი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რაღაც ძალიან დიდი სიმშვიდე ვიგრძენი, რატომ თვითონ არ ვიცი, მალამოსავით მომედო გულზე ახლა ამის წაკითხვა.
რაც შეეხება სესას, კოსტას და მათ გაასაოცარ შვილს. ბევრად უკეთესები არიან სესაც და კოსტაც ვიდრე იყვნენ. თითქოს ორივემ გაანალიზა ყველაფერი და ამასთანავე დათმეს ყოველივე მეორე შანსისთვის. რომ ვითარდებიან და იცვლებიან, თითქოს განვლილი დრო მართლაც აისახა მათზე ეს საერთოდ ცალკე თემაა, და ამისთვის ცალკე მადლობა.
კოსტას კოპიო, პატარა გაბრიელი კი, სააერთოდ ყველაზე მაგარი ბავშვია, მგონი ყველაფერი მხოლოდ კარგი დაჰყვა მშობლებისგან :დ
ყველაფერი მომეწონა, ყველაფერმა გამაგიჟა და საოცრება ხარრ
მადლობაა, როგორც ყოველთვის შემდეგ თავსაც ისევ ისე დაველოდები ❤️❤️❤️

სიმართლე რომ ვთქვა მართლა არ ვიცოდი ასე თუ წავიდოდა ამ თავის დაწყების შემდეგ განვითარებული ნაწილი, უნდა ვუმადლოდე ჩემს განსაკუთრებულ მკითხველს ფიქრების დალაგებაში დახმარებისთვის ^^
ჰო მგონი ორივეს მოუხდა უერთმანეთოდ ყოფნა, წლებთან ერთად ცოტა შეიცვალნენ.
მადლობა შეფასებისთვის, მიყვარს როცა მკითხველი ხედავს ნაწერს. ❤️❤️

grafo
რა კარგი თავი იყო, სითბოთ სავსე. გაბრიელი აქამდე ცოტას მაშინებდა თავისი სერიოზულობით, მაგრამ ამ თავში ეგეც დატკბა :D.
აი ასე, ეს უკვე მომეწონა. როცა გიყვარს ეგუები და პატიობ ან უშვებ(ამას ეგოისტი ღორები აკეთებენ ჩემი მოკრძალებული აზრით ოღონდ). რა საჭიროა ეს გარჩევები, მომხდარს მაინც არაფერი შეცვლის.
როგორ სწორად, დალაგებულად, აუჩქარებლად გეწერა ყველაფერი.

ოღონდ, 1. გადახედე ამ თავს და ჩაასწორე.
2. ამ დროს ბავშვებს გარეთ რა უნდათ?! გავურიე ჩემებური მაინც :D.

არაუშავს, შენ დაგვიანებაზე არ ინერვიულო. პირიქით, სხვას ფორას აძლევ ამით :D :D :D. (ეს ჩემი დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნაა და განხილვას არ ექვემდებარება, ამიტომ არ შეიმჩნიო).

რადგან შენ მოგეწონა რას დავეძებ. ნუ არ მოგეწონებოდა რომ არა ისევ შენ. :დ ნუ ახლა მართალია მე დავწერე მხატვრულად და ლამაზად, მაგრამ სიმართლეს ვერ გავექცევით :დდ

ძალიან გვიანიც არ იყო ახლა, თან მშობლებთან ერთად გაისეირნებს... იმედია ბავშვი როცა იქნება(როდისმე) სახლში არ გამოკეტავ ექვსის მერე. სხვა შემთვხვევაში ოკეანის გადმოცურვა მომიწევს საშველად :დ

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეე ვაიმეეეეე,, ძალიააან ძალიააააააან მაგარია, აი უმაგრესიი...
ბოლო სცენაც სრული კარამელი იყო..
მოუთმენლააად, სუნთქვაშეკრული ველოდები ახალ თავს ^-^

პ.ს გაბრიელი არის საოცრება :დ პატარა ეშმაკუნაა, ძალიან ტაქტიკურად მოქმედებს :დ

 


№9  offline წევრი OKI ME

ოო, ეს რა თავი იყო? საოცრებაა.

როგორც იქნა გვეშველა და შერიგდნენსავით :დდ უჰ, ძაან კარგი თავი იყო, ემოციური, მხიარული და რაღაცნაირი ❤️❤️ ერთი ორი ცრემლიც ჩამომიგორდა სესილიას გრძნობებზე მამამისის მიმართ. ძირითადში ვიხალისე და ვისიამოვნე ❤️❤️

აბა გადავედი ახალი თავის მოლოდინის რეჟიმში :დდდდდდ

 


№10  offline მოდერი painter1

სტუმარი ანი
ვაიმეეე ვაიმეეეეე,, ძალიააან ძალიააააააან მაგარია, აი უმაგრესიი...
ბოლო სცენაც სრული კარამელი იყო..
მოუთმენლააად, სუნთქვაშეკრული ველოდები ახალ თავს ^-^

პ.ს გაბრიელი არის საოცრება :დ პატარა ეშმაკუნაა, ძალიან ტაქტიკურად მოქმედებს :დ

შემდეგი სცენებიც კარგი გამოვა მგონი ^_^ გაბრიელზე რომ ვწერ მეც ვხალისობ :დ❤️❤️

Megioki
ოო, ეს რა თავი იყო? საოცრებაა.

როგორც იქნა გვეშველა და შერიგდნენსავით :დდ უჰ, ძაან კარგი თავი იყო, ემოციური, მხიარული და რაღაცნაირი ❤️❤️ ერთი ორი ცრემლიც ჩამომიგორდა სესილიას გრძნობებზე მამამისის მიმართ. ძირითადში ვიხალისე და ვისიამოვნე ❤️❤️

აბა გადავედი ახალი თავის მოლოდინის რეჟიმში :დდდდდდ

ჩემი ყველაზე დიდი მიზანი ის არის რომ იხალისო და ისიამოვნო ^_^ მერე მეც დიდი სიამოვნებას ვიღებ ❤️❤️
უხ რა ახლავე უნდა დავიწყო შემდეგის წერა. :დდ❤️

 


№11  offline წევრი ნანა73

საინტერესოა გაბრიელის გარეშე როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება?
ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება თანმიმდევრობით.
ყველა მზერაში, სიტყვაში და ნაბიჯზე ჩანს საბოლოო შერიგების ფეიევერკი რომ გაიშლება ჰაერში...
ველოდები ამ მომენტს heart_eyes
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

შენ ხო იცი ჩემი ამბავი და რა ვქნა, რომ ვუყურებ როგორ როგორ დადებითად მოქმედებს ბავშვებზე ადრე ადგომა და მაქსიმუმ საღამოს 7სთ.ზე უკვე ლოგინში ყოფნა(პარასკევი-შაბათის და არდადეგების გამოკლებით), რომ თავისთავად თითები და ენა გამექცა.
თან, მარტო გვიან გასვლაზე ვთქვი, მობილურით თამაშზე და ფილმის ყურებაზე ხომ ხმა არ ამომიღია :D :D :D.

 


№13  offline მოდერი painter1

ნანა73
საინტერესოა გაბრიელის გარეშე როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება?
ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება თანმიმდევრობით.
ყველა მზერაში, სიტყვაში და ნაბიჯზე ჩანს საბოლოო შერიგების ფეიევერკი რომ გაიშლება ჰაერში...
ველოდები ამ მომენტს heart_eyes
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

გაბრიელის გარეშე რა ეშველებოდათ არ ვიცი, კოსტა სულ სხვანაირია ბავშვთან.
საბოლოო შერიგებაც მალე იქნება. ❤️❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინა

აუ როგორ მსიამოვნებს ამ ისტორიის წაკითხვა, სულ ველოდები ხოლმე ახალ თავს, როდის დადებ შემდეგს, ddd კარგად ნვითარდება მოვლენები, ძალიან საინტერესოა❤️❤️❤️❤️ამ ბოლო თავებს ერთი პლიუსი აქვს, მეგი არ გიხსენებია დდდდდ წარმატებები❤️❤️

 


№15  offline მოდერი abezara98

ჩემი ცეცხლოვანი წყვილი ბრუნდება და ძალიან მომწონს! ჰაერი დაიხუთა და ხომ ვიძახდი, დიდხანს ვეღარ გაძლებენ და როდის დარტაკებიან ერთმანეთს, კაცმა არ იცის. ეს პატარა მაიმუნი გაბრიელიც როგორ უწყობთ ხელს?! ნუ, ვისი შვილიცაა ეტყობა. აი, სესას ნათლიის გამოჩრნამ ცოტა დამაბნია, მაგრამ ახსნას ველი.
მიყვარს შენი გიგანტური თავები და მეტი ხახამშრალად დატოვებული კონსტანტინე ისტორიას! :D იმ ელასტიკებით ხომ აწამა, კიდევ ჩაიცვას! :D ველი მათ ცხელ-ცხელ ამბებს ❤❤❤❤

 


№16  offline მოდერი painter1

grafo
შენ ხო იცი ჩემი ამბავი და რა ვქნა, რომ ვუყურებ როგორ როგორ დადებითად მოქმედებს ბავშვებზე ადრე ადგომა და მაქსიმუმ საღამოს 7სთ.ზე უკვე ლოგინში ყოფნა(პარასკევი-შაბათის და არდადეგების გამოკლებით), რომ თავისთავად თითები და ენა გამექცა.
თან, მარტო გვიან გასვლაზე ვთქვი, მობილურით თამაშზე და ფილმის ყურებაზე ხომ ხმა არ ამომიღია :D :D :D.

შვიდი სააათი ძალიან ადრე არაა?? :((

სტუმარი ნინა
აუ როგორ მსიამოვნებს ამ ისტორიის წაკითხვა, სულ ველოდები ხოლმე ახალ თავს, როდის დადებ შემდეგს, ddd კარგად ნვითარდება მოვლენები, ძალიან საინტერესოა❤️❤️❤️❤️ამ ბოლო თავებს ერთი პლიუსი აქვს, მეგი არ გიხსენებია დდდდდ წარმატებები❤️❤️

არც გამხსენებუა მეგი :დდდ მიხარია ასე რომ მოგწონს❤️❤️❤️

 


№17 სტუმარი ტაისა

როგორ გელოდებოდი , დამღლელი დღის მერე სუპერ მაგარი იყო ეს თავი.
გაბრიელი ძაან კარგი ბიჭია))))

 


№18  offline მოდერი painter1

abezara98
ჩემი ცეცხლოვანი წყვილი ბრუნდება და ძალიან მომწონს! ჰაერი დაიხუთა და ხომ ვიძახდი, დიდხანს ვეღარ გაძლებენ და როდის დარტაკებიან ერთმანეთს, კაცმა არ იცის. ეს პატარა მაიმუნი გაბრიელიც როგორ უწყობთ ხელს?! ნუ, ვისი შვილიცაა ეტყობა. აი, სესას ნათლიის გამოჩრნამ ცოტა დამაბნია, მაგრამ ახსნას ველი.
მიყვარს შენი გიგანტური თავები და მეტი ხახამშრალად დატოვებული კონსტანტინე ისტორიას! :D იმ ელასტიკებით ხომ აწამა, კიდევ ჩაიცვას! :D ველი მათ ცხელ-ცხელ ამბებს ❤❤❤❤

სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი ნათლია რატომ გამოვაჩინე, მაგრამ მოვიფიქრებ რამეს :დ
გაბრიელი თუ შეუწყობს ისევ ხელს ამათ, თორემ ისე არც ერთი აპირებს ნანიჯის გადადგამს და აპირებე გაჭიანურებას. ბავშვმა ხომ უნდა ქნას რამე :დდ❤️
ნუ ახლა მთლად ეგრეც ვერ ვაწამებ კოსტა, არ შემიძლია :დ❤️❤️

ტაისა
როგორ გელოდებოდი , დამღლელი დღის მერე სუპერ მაგარი იყო ეს თავი.
გაბრიელი ძაან კარგი ბიჭია))))


სასიამოვნო სიტყვები სასიამოვნოდ მხვდება და მერე კიდევ უფრო ბევრი იდეების მოწოლას ვგრძნობ ❤️❤️❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი nancho

შენი ისტორიები განსაკუთრებულად მომწონს.წერის სტილი გაქვს შენებური,თხრობა გაქვს ძალიან კარგი.იცი როგორი❓აი ობობის ქსელში მზის სხივს რომ ხედავ.ამ ისტორიას ვხედავდი ,მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას,შენი სახელი რომ ვნახე,მეთქიი ეეე,.მაშინვე დავიწყე წაკითხვა.ძაალიან განსხვავებული ისტორიაა,ემოციებით დატვირთული.მაგრამ სიხარულებიც ბევრია.მომწონს პატარების გამოჩენა..პერსონაჟებს არ განვიხილავ,მე მკითხველი ვარ და გენდობი ბოლომდე.საუკეთესო ხარ.დოზირებულად გაქვს ყველა ემოცია

 


№20  offline მოდერი painter1

სტუმარი nancho
შენი ისტორიები განსაკუთრებულად მომწონს.წერის სტილი გაქვს შენებური,თხრობა გაქვს ძალიან კარგი.იცი როგორი❓აი ობობის ქსელში მზის სხივს რომ ხედავ.ამ ისტორიას ვხედავდი ,მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას,შენი სახელი რომ ვნახე,მეთქიი ეეე,.მაშინვე დავიწყე წაკითხვა.ძაალიან განსხვავებული ისტორიაა,ემოციებით დატვირთული.მაგრამ სიხარულებიც ბევრია.მომწონს პატარების გამოჩენა..პერსონაჟებს არ განვიხილავ,მე მკითხველი ვარ და გენდობი ბოლომდე.საუკეთესო ხარ.დოზირებულად გაქვს ყველა ემოცია

ის უფრო სასიამოვნოდ ჟღერს რომ ჩემი სახელის დანახვის შემდეგ დაიწყე კითხვა, ვიდრე უბრალოდ სათაურის. ^_^ ძალიან მიხარია რომ მოგწონს. ჩემი ისტორიებიდან მგონი მართლაც განსხვავდება. ^_^ დიდი მადლობა სასიამოვნო კომენტარისთვის❤️❤️

 


№21 სტუმარი ank

როგორ გამიხარდი შენი ახალი თავით❤️❤️ როგორ განიცდის სესილი მამაშვილის დაშორრბას.
საუკეთესო წყვილია❤️❤️
გელოდები ახალი თავით მოუთმენლად, ძალიან მაინტერესებს რა მოხდება ❤️❤️❤️

 


№22  offline მოდერი painter1

ank
როგორ გამიხარდი შენი ახალი თავით❤️❤️ როგორ განიცდის სესილი მამაშვილის დაშორრბას.
საუკეთესო წყვილია❤️❤️
გელოდები ახალი თავით მოუთმენლად, ძალიან მაინტერესებს რა მოხდება ❤️❤️❤️

ჰო არც შეიძლებოდა რომ არ განიცდიდეს❤️ მეც გამიხარდი შენი კომენტარით❤️

 


№23  offline წევრი Margo Tokyo

სადღაც ოთხის ნახევარია, მაგარი გათიშული ვარ, ამიტომ არაადეკვატურობები თუ დავწერე, ამას დააბრალე.
ყველაზე მაგარი რელაქსია, მაგარი დაღლილი და სულიერად გათელილი რომ ხარ (მადლობა ლექტორებს) და უცებ ეს რომ გამოანათება და სუულსუულ ცოტახნით დაგავიწყებს ყველაფერს. (არა, პატარა კი არ იყო, უბრალოდ მაინც პატარაა,რა)
ჰოდა, ერთ-ერთი საუკეთესო თავია ეს.
საკმაოდ ემოციური იყო, თანაც მიუხედავად იმისა, რომ გაუცხოებულები არიან, იგრძნობა ქიმია, კავშირები, გრძნობები, ყველაფერი, რაც აკავშირებთ, მიუხედავად ამ სიცივისა.
არის რაღაცები, რასაც ვერ ახსნი და ეს სიტუაციაა ზუსტად, იმდენად კარგად იგრძნობოდა მათი კავშირი.
ბევრს ვერ გავაგრძელებ,
ისედაც ერთი თვალით ვწერ, თან მგონი ქართულ ენას გადავუხვიე საერთოდ და უკან მოვიტოვე გრამატიკაც,
მაგრამ იცოდე, რომ you made my day and night at the same time :D
იდეალურია ყველაფერი!
გოგო რომ ეყოლებათ მარგო დაარქვას კონსტანტინემ, თუ შეიძლება!
ასეთია ჩემი, როგორც კონსტანტინეს სოულმეითის მოთხოვნა!

 


№24  offline მოდერი painter1

Margo Tokyo
სადღაც ოთხის ნახევარია, მაგარი გათიშული ვარ, ამიტომ არაადეკვატურობები თუ დავწერე, ამას დააბრალე.
ყველაზე მაგარი რელაქსია, მაგარი დაღლილი და სულიერად გათელილი რომ ხარ (მადლობა ლექტორებს) და უცებ ეს რომ გამოანათება და სუულსუულ ცოტახნით დაგავიწყებს ყველაფერს. (არა, პატარა კი არ იყო, უბრალოდ მაინც პატარაა,რა)
ჰოდა, ერთ-ერთი საუკეთესო თავია ეს.
საკმაოდ ემოციური იყო, თანაც მიუხედავად იმისა, რომ გაუცხოებულები არიან, იგრძნობა ქიმია, კავშირები, გრძნობები, ყველაფერი, რაც აკავშირებთ, მიუხედავად ამ სიცივისა.
არის რაღაცები, რასაც ვერ ახსნი და ეს სიტუაციაა ზუსტად, იმდენად კარგად იგრძნობოდა მათი კავშირი.
ბევრს ვერ გავაგრძელებ,
ისედაც ერთი თვალით ვწერ, თან მგონი ქართულ ენას გადავუხვიე საერთოდ და უკან მოვიტოვე გრამატიკაც,
მაგრამ იცოდე, რომ you made my day and night at the same time :D
იდეალურია ყველაფერი!
გოგო რომ ეყოლებათ მარგო დაარქვას კონსტანტინემ, თუ შეიძლება!
ასეთია ჩემი, როგორც კონსტანტინეს სოულმეითის მოთხოვნა!

შენს სახელს რომ ვხედავ ხოლმე უკვე ვიცი მხიარული ემოციებით დამუხტული იქნება და წაკითხვამდე კარგ ხასიათზე ვდგები :დ მე კი არ მეძინა მაგ დროს მაგრამ ვმუშაობდი და ვერ მოვახერხე მანამდე პასუხის გაცემა.
რამხელა და რა სასიამოვნო კომპლიმენტია ^_^❤️
მოფიქრებული რომ მაქვს უკვე ჯერ იდეაში არ მყოფი ბავშვი სახელი რა გავაკეთო? ;(❤️❤️

 


№25 სტუმარი ანუ

როდის დადებ? ^-^

 


№26 სტუმარი სტუმარი ekuna

დღეს დადებ? ❤️

 


№27  offline მოდერი painter1

ანუ
როდის დადებ? ^-^

სტუმარი ekuna
დღეს დადებ? ❤️

ხვალ დავდებ❤️❤️

 


№28  offline წევრი Margo Tokyo

painter1
Margo Tokyo
სადღაც ოთხის ნახევარია, მაგარი გათიშული ვარ, ამიტომ არაადეკვატურობები თუ დავწერე, ამას დააბრალე.
ყველაზე მაგარი რელაქსია, მაგარი დაღლილი და სულიერად გათელილი რომ ხარ (მადლობა ლექტორებს) და უცებ ეს რომ გამოანათება და სუულსუულ ცოტახნით დაგავიწყებს ყველაფერს. (არა, პატარა კი არ იყო, უბრალოდ მაინც პატარაა,რა)
ჰოდა, ერთ-ერთი საუკეთესო თავია ეს.
საკმაოდ ემოციური იყო, თანაც მიუხედავად იმისა, რომ გაუცხოებულები არიან, იგრძნობა ქიმია, კავშირები, გრძნობები, ყველაფერი, რაც აკავშირებთ, მიუხედავად ამ სიცივისა.
არის რაღაცები, რასაც ვერ ახსნი და ეს სიტუაციაა ზუსტად, იმდენად კარგად იგრძნობოდა მათი კავშირი.
ბევრს ვერ გავაგრძელებ,
ისედაც ერთი თვალით ვწერ, თან მგონი ქართულ ენას გადავუხვიე საერთოდ და უკან მოვიტოვე გრამატიკაც,
მაგრამ იცოდე, რომ you made my day and night at the same time :D
იდეალურია ყველაფერი!
გოგო რომ ეყოლებათ მარგო დაარქვას კონსტანტინემ, თუ შეიძლება!
ასეთია ჩემი, როგორც კონსტანტინეს სოულმეითის მოთხოვნა!

შენს სახელს რომ ვხედავ ხოლმე უკვე ვიცი მხიარული ემოციებით დამუხტული იქნება და წაკითხვამდე კარგ ხასიათზე ვდგები :დ მე კი არ მეძინა მაგ დროს მაგრამ ვმუშაობდი და ვერ მოვახერხე მანამდე პასუხის გაცემა.
რამხელა და რა სასიამოვნო კომპლიმენტია ^_^❤️
მოფიქრებული რომ მაქვს უკვე ჯერ იდეაში არ მყოფი ბავშვი სახელი რა გავაკეთო? ;(❤️❤️

ჰო, კარგი! მოგიტევებ ამჯერად! expressionless
შენ მალე დადე და მე თანახმა ვარ სხვა სახელზე :დდდ
სოულმეითობა არ იკარგება! relieved

 


№29 სტუმარი სტუმარი ლიკა

დადებ დღეს?

 


№30  offline წევრი sofi_sofiaa13

ცაკეც გამოგლანძღავ აქაც გამოგლანძღავვ :დდდ ...რააა ნამუუუსიიიიითთთთთთთ რა ნამუსით დააასრულე ასეთ მომენტზე და რა ნამუსით შეწყვიტე ისტორია აი უკვე რომ ველოდებოდი რომ რაღაც საოცრებები მოხდებოდა თან უკვე სუნთქვა რომ შემეკრა მართლა და ბოლოს ...დღეს ცოტადამაგვიანდა რომ წავიკითხე მეთქი ეხლა ოღონდ აქ არ ავყირავდე მეტი არაფერი მინდათქო :დდ ასე უნამუსოდ მუღამში შესულ ხალხს ნუ გვიწყვიტავ ისტორიასს :დდდ
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent