შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან. (თავი 8)


29-01-2021, 12:30
ავტორი naattii
ნანახია 2 873

მეორე დღეს ვაჩეს უკვე გააზრებულად შეეძლო საუბარი, გამომძიებელი გაბრიელიც ნახა და ლამის ერთ საათიანი ხვეწნის შემდეგ ძლივს დაითანხმა საქმეში დაეტოვებინა, 2 დღეში კაფეში რეიდი უნდა ჩაეტარებინათ და აქედანვე იმით დაიწყო ფიქრი საავადმყოფოს საწოლიდან როგორ წამომდგარიყო.
-ექიმმა რაო?_შემოსულ გოგას გახედა ბიჭმა
-გამორიცხულია ხვალ გაწერაო, ნაკერები გაეხსნას შეიძლებაო.
-ხოდა თავიდან გაკერავენ, მაგის გამო ამ მოვლენას ვერ გამოვაკლდები_საწოლში შესწორდა ვაჩე.
-შენი ამბავი რომ ვიცი ტყუილა არ შეგეკამათები_მხრები აიჩეჩა მეგობარმა და იქვე ჩამოუჯდა.
-დედაჩემთან ხომ არ ყოფილხარ? ჩემ არ ყოფნას ვერც გაიგებდა, მაგრამ წამლები აქ დასალევი.
-ვიყავი აბა, ექთანს ვთხოვე ღამეც დაურჩითქო.
-მადლობა_გაეღიმა ვაჩეს და მოწყენილმა გახედა კარს, -სანახავად არავინ მოსულა?_მაინც ვერ გაიჩერა ენა ისე წამოცდა.
-პირდაპირ იკითხე ნინი ხომ არ ყოფილაო_თვალები გადაატრიალა ბიჭმა, -იცი, ეგ მეც მიკვირს, იმ დღეს გვერდიდან არ მოგშორებია და მერე რა დაემართა.
-მოიცა, რომელ დღეს? აქ იყო? რატომ არ მითხარი?
-ოჰ, შეხედეთ როგორ გამოცოცხლდა, იყო როგორ არა, რომ მოგიყვანეთ მაშინ, ასე თუ მოწონდი არ მეგონა ძმაო, ლამის მთელი საავადმყოფო ასწია ჰაერში გამაგებიეთ როგორააო, დედამის იმდენი ეხვეწა რეანიმაციიდან გამოსული აქ ელოდა ექიმს შენთან ერთად გონს რომ მოხვედი?
-არ ღადაობ ხოო?_სახე განათებოდა ვაჩეს.
-ამ თემაზე რომ რამე მოგატყუო კი მიმაწვენ საფიჩხიაზე და ეს სხეული ჯერ არ არის მაგისთვის მზად_წარბების თამაშით მიანიშნა ახითხითებულს საკუთარ ტანზე.- კარგი სერიოზულად, აქ იყო გონს რომ მოხვედი, ექიმს დაელოდა შენთან ერთად, შემდეგ კი სხვათაშორის შეცვლილი სახით დატოვა საავადმყოფოში, მის მერე მხოლოდ დედამისი დავინახე ორჯერ შენს ისტორიას რომ კითხულობდა.
-გონს მოვედი? ჯანდაბა, ნინის აქ ყოფნა არ მახსოვს, ერთადერთი ის მახსოვს, რომ სახე ცოტა სველი მქონდა, იმდენად გამიკვირდა კარგად მახსოვს, ხელიც მოვისვი_წარბებშეკრული ცდილობდა ვაჩე გონების დაძაბვას.
-ჰაჰა, დავიჯერო წყალი გადაგასხა რომ გამოფხიზლებულიყავი?
-ნუ სულელობ, ნინია ვინმე მანიაკი კიარა.
-ხო ეგ ორი საოცრად შორსაა ერთმანეთისგან _ხითხითი აუტყდა გოგას.
-ჯანდაბააა, ნუთუ რამე მივქარეე?_სახეზე ხელები ჩამოისვა ბიჭმა.
მსჯელობა ვერ გააგრძელეს, რადგან კარი ექიმმა შემოაღო გასასინჯად.
-აბა ყმაწვილო, თავს როგორ გრძნობ? კარგად კი გამოვერი.
-ხვალ უნდა გავეწერო.
-გამორიცხულია, იდეალური ნაკერები გადევს და შენი ჯიუტობის გამო ამის დარღვევას არ ვაპირებ_თითი დაუქნია ბიჭს.
-ხომ თქვით მარტივად გამოძვერიო? მარტო ნაკერების გამო აქ ვერ ვიწვები.
-უარი რომ გითხრა სავარაუდოდ გაპარულს გნახავ?_ამოიხვნეშა კაცმა.
-ნამდვილად, შემიძლია ნებისმიერ ფურცელს მოვაწერო ხელი.
-კარგი, ექთანს დაველაპარაკები_თავი დაუქნია კაცმა და გასასვლელად შებრუნდა.
-ექიმო, ნარკოზიდან გამოსვლის დროს შეუძლია ადამიანს ილაპარაკოს?_ისე ფრთხილად იკითხა ვაჩემ, სავარაუდოდ დიდად არ უნდოდა პასუხის მოსმენა.
-ოჰ, შეუძლია და თან როგორ, ამ დროს ყველანაირი გრძნობა დათრგუნულია, სირცხვილის, მორიდების, ნებისმიერი მათგანი, შეიძლება ნებისმიერი რამ გეთქვა, ამ დროს ხალხს არ ვუშვებთ ხოლმე, რადგან ადამიანი ისეთ გულის ნადებს იღებს ნათესავებთან შერიგება უჭირს ხოლმე_სიცილი აუტყდა კაცს და ამჯერად ნამდვილად დატოვა ოთახი.
-აუ რა დან*რეული გაააქ_გადაიხარხარა გოგამ.
-თანახმა ვარ საფიჩხიაზე მიმაწვინო_გადასაფარებელი თავზე აიფარა ვაჩემ და არ შეიმჩნია გოგას მომატებული სიცილის ხმა.
-ცალი ფეხი ისედაც იქ გაქ_სულს ვეღარ ითქვამდა გოგა.


სამი დღის მანძილზე ითმინა ნინიმ, წამით არ ასვენებდა გონებას ბიჭზე ფიქრები რომ არ შემოპარვოდა, თუ ეს მოხდებოდა მაშინვე საავადმყოფოს დიალოგს იხსენებდა და ბოლომდე ცდილობდა ცრემლების გარეშე გაეძლო. პირველად მოეწონა ასე ვინმე, პირველად მისცა ვიღაცას უფლება ახლოს მოსულიყო და შედეგი? კატასტროფა....
-დედა, ვაჩე როგორაა?_სურვილს ვეღარ გაუძლო მეოთხე საღამოს და უბრალოდ დანებდა, უბრალოდ მის ამბავს გაიგებდა, ეს ხომ ელემენტარული ზრდილობაა ნაცნობი მოიკითხო.
-არ ვიცი დედა, მეგონა შენ გეცოდინებოდა_ამოიხვნეშა დალიმ.
-არა, მე რატო ან საიდან_მაშინვე დაიბნა გოგო, -შენ რატომ არ იცი?
-გუშინ გაეწერა_მხრები აიჩეჩა ქალმა.
-გაეწერაა? ასეთი ოპერაციის მერე? ნორმალური თუა ახლა ეს_ტონს ვეღარ აკონტროლებდა ნინი.
-შვილო საჭიროა რამე ვიცოდე?_სამზარეულოს დახლს დაეყრდნო დალი და გამომცდელი სახით გადმოხედა ქალიშვილს.
-რა თქმა უნდა არა_სახე აარიდა გოგომ.
-უბრალოდ გთხოვ, შენი მშობლების ბედს ნუ გაიზიარებ, არ მემეტები ამ ტკივილისთვის_საოჯახო ფოტოს გადახედა დალიმ და ისევ საჭმლის კეთებას მიუბრუნდა.

მისმა მშობლებმა ერთმანეთი 30 წლის წინ გაიცვნეს, მამამისი პოლკოვნიკი იყო და ერთმანეთს საავადმყოფში შეხვდნენ, მას შემდეგ არც დაშორებულან, სანამ კაცი შურისმაძიებელმა დამნაშავეებმა არ მოკლეს. მაშინ ნინი მხოლოდ 10 წლის იყო და სულ ცდილობდა მამის სახე და ხმა გონებაში კარგად ჩაებეჭდა, რაც თანდათან უფრო უძნელდებოდა. ხედავდა დედამისის ტანჯვას, ცრემლიან თვალებს, როგორ აშკარად ენატრებოდა კაცი და თვითონ ვერაფერს აკეთებ, ვერაფრით ეხმარებოდა. დღემდე კარგად ახსოვს ეს ცუდი მომენტები ცხოვრებიდან და უცებ, წამიერად დედის ნაცვლად საკუთარი თავი წარმოიდგინა. ლამაზი სახლი წარმოიდგინა პატარა ეზოთი, თვითონ მინდორზე მიწოლილი და ვაჩე კულულებიანი ლამაზი გოგოთი ხელში. როგორ იცინოდა ორივე გახარებული და როგორ ბედნიერად უყურებდა ნინი ორივეს, შემდეგი სცენა იმდენად შემაშფოთებელი იყო, ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა ნინიმ, შავებში იყო ჩაცმული, ლოყები ცრემლებით ჰქონდა დაფარული და მთელი ძალით იკრავდა კულულებიან გოგოს გულში.
შეშინებულმა წამში გაახილა თვალები და ჩამოვარდნილი ცრემლები სწრაფადვე მოიშორა. ამ ისტორიის წარმოდგენას მეორედ ნამდვილად არ აპირებდა. ნელა წამოიმართა ფეხზე და საკუთარი ოთახისკენ წავიდა.

მთელი კვირა ისე გავიდა ვაჩემ ვერაფრის მოფიქრება შეძლო, გაბრიელის ბრძანებით კაფეში ჩხრეკა ჩატარდა და ყველა ფოტოზე ასახული ადამიანი დაკავდა, ისინიც,ვინც ოდნავ მაინც იყვნენ კავშირში ამ ადგილთან. განყოფილებაში სრული ქაოსი იყო, მიდიოდა დაკითხვები, ცდილობდნენ რაც შეეძლოთ მეტი გამოეტეხათ და უფროსის სახელი გაეგოთ, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებას ვერ აღწევდნენ. საქმე იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოიდგენდნენ. ღამე ნათევი ვაჩე ყავით ხელში და საბუთებით გამოვიდა ოთახიდან პირდაპირ მონატრებულ სახეს რომ შეეჩეხა, ნინი ოთახებს ათვალიერებდა და აშკარა იყო ვიღაცას ეძებდა.
-ნინი_ისე უცებ შესძახა გახარებულმა არც დაფიქრებულა რამხელა ტონით, ადგილზე შეხტა და ისე მობრუნდა გოგო.
-ა ვაჩე, გამარჯობა, გამომძიებლის კაბინეტს ხომ ვერ მიმასწავლი?
-გაბრიელთან ხარ? რატომ ხომ მშვიდობაა?
-ამოცნობაზე უნდა მოხვიდეო, მინდა ყველა ის ხალხი ნახე ვინც ავიყვანეთ და მითხრა რომელი ნახე ზუსტადო_მხრები აიჩეჩა ნინიმ.
-იმედია ანონიმურად, იმიტომ, რომ შენ მოწმე გამოდიხარ და ეს დიდად სახარბიელო სახელი ამ საქმეში არაა_წარბები შეკრა ვაჩემ.
-მადლობა, მაგრამ მგონი გამომძიებელმა უკეთ იცის_თავი დაუკრა გოგომ და პასუხის გასაცემად პირდაღებული ბიჭი იქვე დატოვა.

სამასწავლებლოში იჯდა ნინი და ჟურნალს ავსებდა ოვაციები და შეძახილები რომ გაიგონა, გაკვირვებულმა გაიხედა კარისკენ და უზარმაზარი ყვავილების თაიგული დაინახა,კურიერი ვისაც ეს საქმე ეთავა არც კი ჩანდა უკან. წარბები აზიდა გაოცების ნიშნად და უფრო გადმოუცვივდა ბუდეებიდან საკუთარი სახელი და გვარი რომ გაიგონა.
-ნინი კაშია რომელი ბრძანდებით?_მთელი სამასწავლებლოს გასაგონად დასჭექა კურიერმა და ხელ აწეულ ნინის ღიმილით მიუახლოვდა
-ეს თქვენ გამოგიგზავნეს _პირდაპირ წინ დაუდო თაიგული და კიდევ კარგი დაფარა გოგოს სახე, თორემ აშკარად ვერ იცნობდნენ გოგოს იმ სახით რაც იმ წუთს მიიღო.
-ნინიი, ასეთ ოქროს ბიჭს სად მალავდი?_თავზე წამოადგა გოგოს ქართულის მასწავლებელი. როგორ ვერ იტანდა ამ მეტიჩარა ქალს.
-ბალიშის ქვეშ_სიმრის სიცილით წამოდგა ნინი.
-მალადეც ბალიშის ქვეშ და ლოგინში თუ მალავ_თვალი ჩაუკრა ქალმა და გამწარებულ გოგოს მაშინვე ჩამოეცალა.
-ბებერი მათხოვარი_გულში კარგად შეიკურთხა და სულ ბურდღუნით დატოვა სკოლა. იდიოტი ბიჭი, რა ყვავილები აუტყდა. ერთი ამოღმუვლება ყველაფერს ერჩია ახლა, ირგვლივ ამდენი მშობელი და მოსწავლე რომ არ ყოფილიყო.
გამწარებული ჩაჯდა გამოძახებულ ტაქსში და მანამდე უკარნახა განყოფილების მისამართი სანამ დაფიქრდებოდა. ათი წუთიც არ დაჭირვებია მისასვლელად, მძღოლს თანხა მიაწოდა, ძლივს გადაათრია ამხელა თაიგული და ისე შევარდა პირდაპირ დარბაზში მიმღებში მდგომი თანამშრომელი არც შეუმჩნევია. იცოდა ვაჩე არ პატრულირებდა, ჭრილობის მორჩენამდე მხოლოდ განყოფილებაში იჯდა და წამით შედგა ბიჭი რომ ეპოვა. მისდა სამუხაროდ მალევე იპოვა, გოგასთან ერთად იდგა დასაკითხ ოთახთან და ეტყობოდათ რაღაცას განიხილავდნენ. ქშენით გაემართა ბიჭებისკენ და ძლივს მოიქცია თაიგული გვერდით ისე, რომ სახე გამოჩენოდა.
-ვაიმე დედა, რა უბედურებაა_ლამის ფურცლები დაუვარდა გოგას.
-უბედურებაა ხო, უბედურება, იდიოტი ხარ?_კბილებში გამოცრა ნინიმ და აშკარად დაინახა როგორ მიეყინა სახეზე ვაჩეს მისი გამოჩენით გამოწვეული ღიმილი.
-არ მოგეწონა?
-მეღადავები? შენ რა მეღადავებიი?_ყვირილამდე ცოტა აკლდა ნინის, გოგას კი სახე ნელნელა აშკარად უწითლდებოდა.
-არა_სერიოზულად ჟღერდა ვაჩეს ხმა.
-მე იქ ვმუშაობ ვაჩე, ვმუშაოობ, ეს რა ჯანდაბაა, რამ მოგაფიქრა, საიდან მიხვდა შენი პატარა ტვინი, რომ ეს საპანაშვიდე გვირგვინი მომეწონებოდა? ხომ არ ვთამაშობ? მთელი კოლექტივის თვალში როგორი გამომაჩინე არმოგიდგენია?
-არა_ამჯერადაც არ დაკარგვოდა ბიჭის ხმას სერიოზულობა.
-არარი პრობლემა, ახლავე მიგახვედრებ_უფრო გამწარებულმა ნინიმ თავზემოთ მოახერხა ყვავილების დაჭერა, ფეხის წვერებზე შემდგარმა მთელი გაბრაზება გამოიყენა და მაინც მიწვდა ბიჭის თავს, თაიგული ზემოდან დაახურა და ყუთი რაშიც ძირები იყო თავმოგროვილი ქუდივით ჩამოაფხატა.
-იმედია მალე მიხვდები_ღიმილით გადაუწია გოგომ თვალებში ჩამოფარებული ყვავილის ტოტები და ახლა ბიჭი ყვავილებიანი პარიკით იდგა შუა დერეფანში. ვაჩეს გამარებულ სახეზე აშკარა გაბედნიერება დაეტყო ნინის და თვალი ჩაუკრა ბიჭს ისე დატოვა განყოფილება.



№1 სტუმარი ანუ

რააა შეშლილიააააა ღმერთოოო :დ :დ :დ

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

რა ქაჯობაა ასე მოქცევა,ნინისგან არ ველოდი მსგავს საქციელს

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

სტუმარი gvantsa
რა ქაჯობაა ასე მოქცევა,ნინისგან არ ველოდი მსგავს საქციელს

ჰო მეც მეზედმეტასავით :/

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ვნახოთ რას იზავს ვაჩე,.რა ქნას გააბრაზა გიგო და.

 


№5  offline წევრი tamuna.s

რა უბედურებაა, უკანასკნელი ქაჯივით მოიქცა ეს გოგო.

 


№6  offline წევრი OKI ME

ეჰეე, ნინი. რა უწესოდ მოიქეცი ეხლა რა იყო ეს? აუ, ესენი ერთმანეთს მართლა გააგიჟებენ :დდ გოგას რა უჭირს, ზის, უყურებს და ხალისობს :დდ

დავიჯერო, ვაჩე ასე მშვიდათ შეეგუება ამ ყველაფერს? პრინციპში ნინისგან, ასეთი მოქცევა კი დაიმსახურა, მაგრამ მე, მაინც მეცოდება ამ ყველაფრისთვის :დდდ

 


ნინის ასეთი მოქცევა არ ეკადრებოდა, კი იყო ვაჩე ღირსი მაგრამ მაინც :)
ყველაზე კაი პონტში გოგაა, ზის და ხალისობს :)
ორი შერეკილი ან ააშენებენ ერთმანეთს ან გააგიჟებენ ❤
ვაჩეს დედას რა სჭირს?

 


№8 სტუმარი maco maco

ამხელა “პედაგოგმა” ქალმა ეს როგორ იკადრა :):):)

 


№9  offline მოდერი naattii

ანუ
რააა შეშლილიააააა ღმერთოოო :დ :დ :დ

აშკარად :D

სტუმარი gvantsa
რა ქაჯობაა ასე მოქცევა,ნინისგან არ ველოდი მსგავს საქციელს

სტუმარი მარი
სტუმარი gvantsa
რა ქაჯობაა ასე მოქცევა,ნინისგან არ ველოდი მსგავს საქციელს

ჰო მეც მეზედმეტასავით :/

მოთმინება მოთმინებაა :D

სტუმარი nancho
ვნახოთ რას იზავს ვაჩე,.რა ქნას გააბრაზა გიგო და.

ვნახოთ :D

Megioki
ეჰეე, ნინი. რა უწესოდ მოიქეცი ეხლა რა იყო ეს? აუ, ესენი ერთმანეთს მართლა გააგიჟებენ :დდ გოგას რა უჭირს, ზის, უყურებს და ხალისობს :დდ

დავიჯერო, ვაჩე ასე მშვიდათ შეეგუება ამ ყველაფერს? პრინციპში ნინისგან, ასეთი მოქცევა კი დაიმსახურა, მაგრამ მე, მაინც მეცოდება ამ ყველაფრისთვის :დდდ

ნუუუ თლად უწესოს ვერ ვუწოდებთ :D

რუსკიმარუსია
ნინის ასეთი მოქცევა არ ეკადრებოდა, კი იყო ვაჩე ღირსი მაგრამ მაინც :)
ყველაზე კაი პონტში გოგაა, ზის და ხალისობს :)
ორი შერეკილი ან ააშენებენ ერთმანეთს ან გააგიჟებენ ❤
ვაჩეს დედას რა სჭირს?

ყველაფერი გაირკვევა ❤️

maco maco
ამხელა “პედაგოგმა” ქალმა ეს როგორ იკადრა :):):)

ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი :)

 


№10  offline წევრი likuu_s

ვა, მართალია ცოტა ზედმეტი მოუვიდა მაგრამ რაღაც მხრივ იმსახურებდა, მაგრამ აი თან არა. ანუ :დდ ვაჩეს გამართლებაც მინდა ახლა :დდ რაქნას აუბნია გოგომ თავგზა, თან იმაზე მეტი საფიქრალი გაუჩნდა ვიდრე ჰქონდა და ნუ პრობლემებს კიდე ამის სიყვარული დაემატა. ნუ არაა ეს ისეთი რამ მაგრამ ახლა, ისიც ხომ რაღაც მხრივ მართალია. ნუ, ახლა ის არ უნდა ეთქვა ნეტავ არ გამოჩენილიყავიო მაგრამ ბოდიშიი, სიყვარული ჩვენ ნებაზე არ მიდის და არ მოდის. :დდ კარგია! ველი შემდეგს, წარმატებები!❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნათია

ეს წყვილი შემიწირავს მე თავისი გიჟობებით , არა რაა ველოდები ორივე როგორ დაიწვება სიყვარულით და ერთად აუფეთქდებათ გრძნობები : ))

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

ველი ახალ თაააავ, დღეს ხომ იქნება?

 


№13  offline მოდერი naattii

ძალიან დიდი ბოდიშით :( ლეპტოპი გამიფუჭდა და ტელეფონით ვწვალობ დავწერო ცოტა, ვეცდები რაღაც გამოვიდეს :( ყველა ისტორია, ნაწერი მოსწავლეების მასალა ყველაფერი წამეშალა :(((((((

 


№14  offline წევრი EllaTriss

naattii
ძალიან დიდი ბოდიშით :( ლეპტოპი გამიფუჭდა და ტელეფონით ვწვალობ დავწერო ცოტა, ვეცდები რაღაც გამოვიდეს :( ყველა ისტორია, ნაწერი მოსწავლეების მასალა ყველაფერი წამეშალა :(((((((

უი, რა ცუდია.
აღდგენას ვერ შეძლებ?

 


№15  offline მოდერი naattii

უი, რა ცუდია.
აღდგენას ვერ შეძლებ?[/quote]
იმედი კი, თორე გავგიჟდებიიი :(

 


№16  offline წევრი Marriammi

რომ არ ვიცოდე ვისი მოთხრობაა ნინის ქაჯობა არ მომეწონებოდა მაგრამ ახლა ვიციი რაღაც დგას ამის უკან????

 


№17  offline წევრი ირო

აუ ნინიიიი,წარმომიდგენია და იქნება შემდეგ თავში.ვიცი რომ რაღაც საოცრება მელოდება,წავალ ჩავუჯდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent