შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება 13 თავი


31-01-2021, 12:34
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 724

სანდრომ პალატის კარი შეაღო თუ არა ლაშას ცივი მზერა მიეყინა მის არეულ თვალებზე, დიდხანს უყურებდა მეგობარს თვალებში ბოლოს კი მზერა ღია კარზე გადაიტანა
-აქ არაა-უთხრა სანდრომ ლაშას დაძაბული ტონით და მის რეაქციას დაელოდა
-რატომ არ წამოგყვა-დაიღრინა ლაშამ და ინსტიქტურად სანდროსკენ გაექცა ამღვრეული თვალები
-არ ვიცი...-მხრები აიჩეჩა სანდრომ და თბილ გამათბობელს მიეყრდნო რომელიც თავის თავსაც ვერ ათბობდა - მგონი შენ უკეთ იცი მიზეზი
-არ ვიცი-უთხრა დაბნეული ტონით ლაშამ და მზერა მისი სახიდან ფანჯარაზე გადაიტანა
-ლაშა რამე ხდება ისეთი თქვენ ორს შორის რაც უნდა ვიცოდე?-ჰკითხა სანდრომ მშვიდი ტონით და ლაშას რეაქციას დაელოდა, როგორც ვარაუდობდა ლაშა დაიბნდა და საერთოდ აირია
-რა უნდა ხდებოდეს?-დაიჩურჩულა ლაშამ და სანდროს მიაჩერდა
-მე არ ვიცი...ეგ შენ იცი მგონი-სანდროს ეჭვები ღრღნიდა რომ ამ ორს შორის რაღაც ისე ვერ იყო
-დღესვე გავეწერები...-აღმოხდა ლაშას და სანდროს აარიდა ცივი მზერა -თუ ნებას მომცემ მინდა დღესვე დაველაპარაკო
-როდიდან გჭირდება ჩემი ნებართვა ჩვენს სახლში მოსასვლელად და მიას სანახავად?-ეჭვნეულად ჰკითხა სანდრომ და ლაშას გაფითრებულ სახეს დაჟინებით მიაჩერდა ნაცრისფერი ჩამქრალი სფეროებით
-მე... -დაიბნა ლაშა -ანუ მიას მდგომარეობა ვიგულისხმე...-თავი იმართლა
-ჰო ამ შემთხვევაში არ ღირს-უთხრა დაძაბული ტონით სანდრომ -უცნაურად იქცევა, სანამ გონს მოხვიდოდი საათობით შენი ხელი ეჭირა და გელაპარაკებოდა, ყოველ დღე მომყავდა თითქმის საავადმყოფოში შენს გამო და ახლა გონს რომ მოხვედი შენი ნახვა არ უნდა
-ძალიან მინდა მისი ნახვა და მასთან ლაპარაკი, მის გარეშე არ შემიძლია...-აღმოხდა ლაშას და რომ მიხვდა ზედმეტი მოუვიდა სანდროს გახედა მწვანე ჩამუქებული ჩამქრალი თვალებით
-ვფიქრობ რომ არ ღირს, ძალას ნუ დაატან... ისედაც ცუდადაა-გაატარა მისი ნათქვამი სანდრომ
-ვიცი რომ ცუდადაა და სწორედ ამიტომ მინდა მისი ნახვა-თავი იმართლა ლაშამ
-Ლაშ მისმინე, მია მართლა ძალიან ცუდადაა, დღემდე ვერ შეეგუა ამ ახალ რეალობას და მგონია რომ ვერც ვერასოდეს შეეგუება, ახლა ძალიან უჭირს... დრო მიეცი... მაინც არ დაგელაპარაკება...
-ალბათ ვეზიზღები-აღმოხდა ლაშას და ხმა ჩაუწყდა
-არა არც შენ და არც არავის არ ადანაშაულებს ამ ამბავში, ხომ აგიხსენი უკვე... ხომ გითხრᲘ რომ...
-ასე ამბობს მაგრამ ასე არ ფიქრობს-შეხედა საცოდავად ლაშამ
-მია არ იცნობ?-გაეღიმა სანდროს -ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცი მიას ხასიათი ... ძალიანაც რომ უნდოდეს გულიდან ვერ ამოგშლის ხომ იცი-გაეღიმა და ლაშას გაუშტარა თვალი რომელიც აშკარად დაიბნა- უბრალოდ Ახლა რთული პერიოდი აქვს...ძალიან უჭირს ამ ყველაფერთან შეგუება... ჩვენ გვიჭირს მისი ამ მდგომარეობაში დანახვა და წარმოიდინე მისთვის რა რთულია... მარტოს არ ვტოვეთ არც ღამე და არც დღე...რომ ამ რთულ მდგომარეობაზე ფიქრმა არ შეშალოს... თუმცა მაინც ახერხებს იმას რომ ცრემლებად დაიღვაროს... ინერვიულოს და გაგიჟებამდე მივიდეს ხოლმე...
-წარმოდგენაც კი მიჭირს იმის თუ ახლა რა ცუდადაა და რა მდგომარეობაშია
-ჰოდა სწორედ ამიტომ არ უნდა შენი ნახვა, არავის ნახვა არ უნდა ვაბში... არავინ მოსულა მის სანახავად რადგან მიას არ სურს... ეშინიᲐ, არ უნდა რომ ვინმეს ეცოდებოდეს... ყველაზე მეტად ამის ეშინია, ალბათ შენც ამიტომ გაგირბის...ყველაზე ნაკლებად უნდა რომ შენს თვალებში სიბრალური დაინახოს... შენ მისთვის განსაკუთრებული ადამინი ხარ ხომ იცი არა?... ახლა კი როცა ასეთი რამ შეგემთხვათ ზუსტად იცის რომ თავს დაიდანაშაულებ... შეგეცოდება... მას კი სწორედ ამის ეშინია ხვდები?
-ვიცი და სწორედ ამიტომ მინდა მისი ნახვა... მინდა ავუხსნა რომ ასე არაა... მინდა მომისმინოს... გამიგოს
-დრო მიეცი, მოითმინე
-უთხარი რომ სულ მასზე ვფიქრობ-სანდროს და ლაშას თვალები ერთმანეთს შეეფეთა, სანდრო დაიძაბა, ლაშა აირია მაგრამ თავისი სიტყვები უკან არ წაუღია -გთხოვ უთხარი რომ მასზე ფიქრი წამითაც არ შემიწყვეტია და არც
შევწყვეტ... -უხერხული სიჩუმე ჩამოწვა -ეტყვი?-აღმოხდა დაძაბული ტონით ლაშას და განზრახ ჯიუტადვარ არ არიდა მზერა სანდროს ნაცრისფერს სფეროებს
-ვეტყვი-უთხრა სანდრომ ჩავარდნილი ხმით და ნელ-ნელა ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში.
სანდრო სახლში ცოტა გაღიზიანებული და დაბნეული დაბრუნდა მაშინვე მიას ოთახში შევიდა და საწოლს მიუახლოვდა
-სადრო გთხოვ გადი-წიგნის კითხვა შეწყვიტა და ძმას მიაჩერდა მია
-ლაშა გამოეწერა დღეს და შენი ნახვა უნდა-პირდაპირ უთხრა და მის რეაქციას დაელოდა, მია ჯერ აღფრთოვანდა ახალი სასიხარულო ამბით მაგრამ წამში წაეშალა სახე
-უთხარი რომ მე მისი ნახვა არ მინდა
-ვუთხარი მაგრამ მითხრა გადმომეცა რომ შენზე ფიქრი წამითაც არ შეუწყვეტია და რც
შეწყვეტს -სანდრო ხმამაღლა და მკაფოით იმეორებდა ლაშას დანაბარებს და მიას სახეს აკვირდებოდა როლეზეც ერთდროულად უამრავი ემოცია ასახებოდა
-იფიქროს-მხრები აიჩეჩა უემოციოთ, მაგრამ ხმა მაინც გაებზარა
-მია ასე რატომ ექცევი? -ჯიუტად ჩააცქერდა სანდრო თვალებში
-არავის ნახვა არ მინდა ამ დგომარეობაში, ასე რთული ათქვენთვის ამის გაგება?-ცრემლები მოადგა თვალებზე მიას
-მია ...-რაღაც უნდოდა ეკითხა ლაშასთან დაკავშირებით მაგრამ თავი მოთოკა სანდრომ და გაჩუმდა, ისედაც გასაგები იყო მისთვის ამ იროს ქცევა -ლაშას ძალიან უნდა რომ გნახოს და დაგელაპარაკოს... გთხოვ უფლება მიეცი...
-არ მინდა-გაბრაზდა მია
-მე გავაჩერებ არ ინერვიულო-გაუღიმა
სანდრომ -მაგრამ დიდხᲜს ვერ შევძლებ... გთხოვ უფლება მიეცი რომ შენთან ახლოს იყოს... ეს ორივეს გჭირდებათ, რადგან ზუსტად ვიცი რომ ის თავს დამᲜაშავედ გრძნობს, შენ კი იმის გამო იტანჯები, რომ ეს ასეა და არ გინდა ებრალებოდე...
-სანდრო გთხოვ-მიას ძალიან უჭირდა ლაშაზე ლაპარაკი
-მაგრამ... მია ვხვდები რომ თქვენ ორს შორის რაღაც მეტია...-ვეღარ დამალა სანდრომ
სათქმელი -ამიტომ მინდა რომ უფლება მისცე დაგელაპარაკოს მაინც... გთხოვ ამაზე იფიქრე, ასე მარტივად ვერ შეძლებ ამ კავშირის გაწყვეტას
-გადი-უთხრა მიამ გაღიზიანებული ტონით ძმას და როგორც კი სანდრო გავიდა ატირდა.
სანდრო მოღუშული სახით შევიდა სამზარეულოში და ნათიას მიაჩერდა რომელიც კარტოფილს წვავდა და საერთოდ ვერ შეამჩნია ქმრის იქ ყოფნა, სანდრო ნელ-ნელა მიაუახლოვდა ფიქრებში წასულ ცოლს უკნიდან და მოულოდნელად ხელები შემოაჭდო მუცელზე, ეს ისე წრაფად გააკეთა და მოულოდნელად რომ ნათიამ შიშისგან შეკივლა, სანდრომ თავი მის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი თმის სურნელი, ნათია ერთიანად დაიძაბა და ადგილზე გაიყინა
-კარტოფილის სურნელი გაქვს-დაუჩურჩულა სანდრომ ყურში და იმის მიუხედავად რომ ნათია ჯერ კიდევ შეშინებული დაბნეული იყო მაინც გაეცინა მის ნათქვამზე, სანდრომ მოულოდნელად თავისკენ შეატრიალა ნათია და თვალებში ჩააცქერდა, ნათიას მაშინვე გაუქრა ღიმილი სახიდან, სანდროს ეს მზერა, ეს გამოხედვა და თვალები მუდამ აშინებდა -ნათია-ზედ მის ტუჩებთან დაიჩურჩულა სანდრომ და ცივი თითები შეახო მის ფერმკრთალ ტუჩებს, ნათიას სუნთქვა შეუწყდა და სულისცემა გაუჩერდა -ნათია მინდა რომ დამიბრუნდე-დაუჩურჩულა ისევ და თვალებში ჩააცქერდა, ნათიამ უმალ მზერა აარიდა მის ამღვრეულ ნაცრისფერ სფეროებს Და თავი
დახარა -ნათია -სანდრომ ფრთხილად შეახო ნიკაპზე ხელი და თავი ააწევინა -გთხოვ
შემომხედე -ნათიამ ძალა მოიკრიბა და თვალებში ჩააცქერდა ქმარს -ნათია მინდა რომ ისევ ჩემი გახდე-ჩუღჩულებდა სანდრო სუნთქვა არეული
-გთხოვ არ გინდა-ნათიამ ვეღარა გაუძლო მის სიახლოვეს და ნაბიჯი გვერდზე წადგა, მაგრამ სამდრომ მაშინვე წელზე შემოხვია ხელები და სხეულზე მიიკრო
-ასე ნუ მექცევი-უთხრა მაქსიმალურად მშვიდი ტონით და მზერა ნათიას თვალებიდან მის ტუჩებზე გადაიტანა -უშენობა ღარ შემიძლია-უთხრა არეული ხმით და ცხელი ტუჩები მიაწება მის ათრთოლებულ ტუჩებს და უმალ მოშორდა ნათიას როცა მარიანას ხმა შემოსმა
-დედიკო სად ხარ?-სამზარეულოში შექანდა და დედას მიეკრო, ნათია ისე იყო აღელვებული მომხდარით რომ ვეღარ ახერხებდა დამშვიდებას
-მოხვედი დედა? ვერ გავიგე-ლალიც შევიდა სამზარეულოში და დაძაბული მიაჩერდა ცოლ-ქმარს
-ჰო მოვედი-უთხრა სანდრომ არეული ხმით და მისიდან მზერა ისევ ნათიაზე გადაიტანა
-ლაშა კარგადაა ჰო დედა?
-ჰო კარგადაა, სახლში უფრო მალე გᲛოკეთდება
-ძალიᲜ მიხარია რომ გამოწერეს
-მიას ნახვა უნდა... მის გამო გᲛოეწერა-შეხედა დედას უცნაური თვᲚებით სანდრომ, ალბათ აინტერესებდა ის რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე
-მიას გამო-ჩაილაპარაკა ლალიმ და სანდროს თვალებს გაექცა -ჰო ალბათ იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა ლოგიკურია მისი ნახვა ასე ძალიან რომ უნდა-თქვა მშვიდი ტონით და გაზქურას მიუახლოვდა -ნათია შვილო ამას მე მივხედავ მიდი შენ დაისვენე-გაᲣღიმა რძალს და ტაფას ჩააცქერდა რადგან სადროსთან ლაპარაკის გაგრძელება არ სურდა ამ თემაზე
-სანდრო-დაიწყო ნათიამ როგორც კი მისაღებ ოთახში გავიდნენ
-ნათია?-გაოცდა სანდრო რადგან ის მთელი ეს დრო მაქსიმალურად აიგნორებდა ქმარს და სახელით მითუმეტეს არ მიუმართავს
-ხვალ ხომ იცი დედა და ნინი ბრუნდებიან
-მერე?-დაინტერესდა სანდრო და ცოლს მოუახლივდა, ნათიას საუბედუროდ მარიანა მიას ოთაᲮში შევარდა და სანდროც მაშინვე კედელთან მდგომ ცოლს აეკრო
-მინდა რომ...-დაიწყო ნათიამ და მისი სიახლოვით გაბრუებულს აზრები დაეფანტა
-რა გინდა?-გამომწვევად ჰკითხა და თვალებში ჩააცქერდა
-რამდენიმე დღით მათთან დავრჩე-აღმოხდა ნათიას და მზერა აარიდა მის ჩამუქებულ თვალებს
-არა-ისე სწრაფად მიახალა სანდრომ რომ ნათია გაცეცხლდა და ქმარს მაშინვე მზერა გაუსწორა
-ნებართვას არ გთხოვ-დაუღრინა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ-უბრალოდ გეუბნები რომ იქ დარჩენა მინდა
-არა-თქო-წარბი აწკიპა სანდრომ და თავი ისე აზლოს მიუტანა ნათიას რომ ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრქვია
-დავრჩები-უარესად გაღიზიანდა ნათია
-არ დარჩები-ჯიბრით უთხრა სანდრომ და მზერა მისი თვᲚებიდან ათრთოლებულ ტუჩებზე გადაიტანა
-დავრჩები გასაგებია?-არ ნებდებოდა ნათია
-ხომ იცი რომ მე თუ არ მინდა ვერაფერს ვერ გააკეთებ, საერთოდ ვერაფერს-დაუსისინა ყურში სანდრომ
-გავაკეთებ-ნათია ჯიუტად ცდილობდა თავისი სიტყვის გატანას
-ნათია ნუ მიწვევ-გაღიზიანდა სანდრო
-დავბრუნდები-შეანათა მწვანე აცრემლიანებული თვალები ქმარს და ხმა ჩაუწყდა
-როცა გინდა წაგიყვან და დარჩები რამდენი ხანიც გინდა მაგრამ ღამე სახლში წამოგიყვან-უთხრა მკაცრი ტონით და მიტრიალდა
-ბავშვებო გთხოვთ არ იჩხუბოთ-ლალი ტაფით ხელში გამოვიდა მისაღებში
-არ ვჩხუბობთ-გაუღიმა დედას სანდრომ-უკვე გავარკვიეთ ურთიერთობა-ნათიას გახედა და თვალები დაუბრიალა, ნათია მთელი ძალით შეეწინააღმდეგა მოწოლილ ცრემლებს და როცა თავს მოერია მაგიდასთან დაჯდა
-მიას გამოვიყვან-სანდრო მიას ოთახში შევიდა ხელში აიყვანა უარესად დასუსტებული გოგონა და სავარძელში ჩასვა
-სანდრო არ მშია შემეშვი რა-ბუზღუნებდა მია
-მია გთხოვ ჩემი ხათრით რამე შეჭამე-გაუღიმა ლალიმ და მის გვერდზე დაჯდა -მთელი დღეა არაფერი გიჭამია ძალიან დასუსტებული ხარ ისედაც
-დედა რატომ არ შეგიძლიათ რომ უბრალოდ თავი დამანებოთ?-გაღიზიანდა მია
-ვინ გააბრაზა ჩემი ლამაზი გოგო?-სახლში შევიდა ნიკა და თავზე აკოცა მიას -წამო მე შენ და მარიანამ ეს ვჭამოთ -პარკი კაᲚთაში ჩაუდო მიას, დანარჩენებს თვალი ჩაუკრა და მია ოთახში შეიყვანა მარიანასთან ერთად
-რა მოიტანა? -დაინტერესდა სანდრო
-დონატები-გაეღიმა ლალის
-მაგაზე კი უარს ვერ იტყვის-გაეცინა სანდროს
-თქვენ რატომ ხართ ასე? ჩხუბი მოასწარით?-ნათიას არეული სახის გამომეტყველებით მიხვდა ლალი რომ რაღარც როგზე ვერ იყო
-არაფერია შენ ნუ ჩაერევი-გამაფრთხილებლად უთხრა სანდრომ და ნათიას მოაჩერდა ამღვრეული თვალებით, ნათიამ ვეღარ გაუძლო მა ყველაფერს და ოთახში შევარდა, საწოლზე პირქვე დაემხო და ატირდა
-ნათია-მოესმა სანდროს ხმა და დაფეთებული წამოვარდა საწოლიდან, სანდრომ კარი შიგნიდან ჩაკეტა და გასაღები მუჭაში მოიქცია
-რას აკეთებ?-დაიძაბა უმალ დაფეთებული გოგონა
-ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით
არა?-დაუღრინა სანდრომ ნათიას მიაჩერდა მის მთრთილარე ტუჩებს
-გთხოვ გადი, შენთან ლაპარაკი არ მინდა
-ნათია ვცდილობ მშვიდად გავარკვიოთ ურთიერთობა მაგრამ შენ ეს რატომღაც არ
გინდა-გაცეცხლდა სანდრო და ნათიას მიუახლოვდა, ნათიამ ერთი ნაბიჯითაც კი არ დაიხია უკან და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში ქმარს, სანდროს უნებურად გაეღიმა და ცივი თითები მის გაფითრებულ სახეს
ჩამოაყოლა
-ურთიერთობა გავარკვიოთ?-ხმა გაებზარა
ნათიას -მე აქ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ შენ სხვა შანს არ მიტოვებ და არა იმიტომ რომ მე შენთან ყოფნა მინდა-აღმოხდა ნათიას და თვალი აარიდა სანდროს ცარიელ თვალებს
-ერთადერთი მიზეზი რატომაც აქამდე არ შეგეხე ისაა რომ მინდა ამ რეალობას შეეგუო და გააცნობიერო რომ აქ სწორედაც რომ იმიტომ ხარ რომ მე მინდა ეს!
-შენთვის არაფერს ნიშნავს ის თუ მე რას ვგრძნობ და რა მინდა არა?
-არა-უშეშად მიახალა სანდრომ და ნათიას აწყლიანებულ თვალებს მზერა აარიდა
-შენთან ყოფნა არ მინდა გესმის? არ მინდა შენთან დაბრუნება, არ მინდა რომ შემეხო-აღმოხდა ნათიას
-სუუ-სანდრომ ტუჩებზე მიადო თითები და თვალებში ჩააცქერდა ცოლს -გთხოვ არ გინდა, ასე ნუ იქცევი, ნუ მიწვევ ნათია, ნუ მაიძულებ ისევ იქ დავბრუნდეთ საიდანაც დავიწყეთ თორემ ნამდვილად აღარ შევიკავებ თავს და...
-და რა?-გაღიზიანდა ნათია -რას გააკეთებ სანდრო?
-თუ წინააღმდეგობას ისევ გამიწევ იცი პირველ რიგში ვინც დაზარალდება
-ისევ მევაჭრები?-გაცეცხლდა ნათია
-შენ ჩემი ცოლო ხარ გესმის ეეეს?
-იმიტომ რომ შენ არ მაძლევ წასვლის უფლებას
-არც არასოდეს მოგცემ!-დაუღრინა სანდრომ და მაჯებში ხელი უხეშად წაავლო -მინდა რომ დაგიბრუნო და უფლება მომეცი წესიერად მოგექცე... ნუ მაიძულებ რომ ტკივილი
მოგაყენო-ისეთი ტონით უთხრა სანდრომ რომ ხმა ჩაუწყდა ნათიას და ცრემლები გადმოსცვივდა მაშინვე რადგან იცოდა სანდრო ამაზეც
წავიდოდა -თუ უფლებას არ მომცემ რომ ყველაფერი გამოვასწორო იცოდე რომ ჩემზე მეტად შენ გეტკინება-დაუღრინა სანდრომ და ხელები გაუშვა -მინდა ეს თემა აქ ამ ოთახში დავხუროთ სამიდამოდ! თუ კიდევ გახსნი და უკან დამაბრუნებ ჩემზე მეტად შენ დაზარალდები რადგან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ლირველ რიგში მარიანაზე იფიქრე მერე კი ჩემზე-უთხრა აგრესიული ტონით და ოთახიდან გავიდა.
ნათიას ნინის დანახვამ გული საშინლად ატკინა, არ ეგონა ასე სუსტად თუ იქნებოდა, ასე სახე წაშლილი და განადგურებული, ვერ წარმოიდგენდა თუ ასე გაანადგურებდა ეს ამბავი მას... ნინი იმდენად სუსტად იყო რომ აეროპორტიდან სხვების დახმარებით გაიყვანეს, მანქანაში კი სანდრომ ჩასვა... სახლამდე სანამ მივიდნენ ბევრ რამეზე ილაპარაკეს მაგრამ მოწოლილ გრძნობებს და ემოციებს მაინც ვერ გაუკლავდნენ და დები ატირდნენ. მანქანიდან სანდრომ გადმოიყვანა ნინი და ხელში აყვანილმა აიყვანა სახლში, რადგან სიარული ძალიან უჭირდა
-მადლობა-უთხრა ჩამქრალი თვალებით ნინიმ და ნათიას მიაჩერდა ცრემლიანი თვალებით
-ბარგს ამოვიტან და მარტოს დაგტოვებთ-უთხრა სანდრომ ნათიას და გავიდა, ნათია ბევრს ეცადა მაგრამ თავს ვერ მოერია და ცრემლები გადმოსცვივდა
-ნათია გთხოვ-ნანა შვილს ჩაეხუტა
-რა საცოდავად გამოვიყურები არა?-სევდიანად ახედა ნინიმ დას და ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე
-საცოდავი არ ხარ უბრალოდ გული მტკივა რომ ტკივილი ასე გტანჯავს და ასე დაგანგრია ამ ყველაფერმა-ნათია მის წინ ჩაიმუხლა და მუხლებზე დაადო თავი
-არ გეგონა ასეთ მდგომარეობამდე რომ ვიყავი მისული არა?-თმაზე მოეფერა ნინი დას
-მართლა არ მეგონა-ახედა ნათიამ დას -სულ იღიმოდი როცა ვიდეო თვალით გელაპარაკებოდი
სულ კარგ სახიათზე იყავი და მეგონა რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო-გულწრფელად უთხრა და მისი ხელები ხელებში მოიქცია
-ნეტა იცოდე როგორ მძულს საკუთარი თავი-უთხრა ნინიმ ზიზღით და სანდროს გახედა რომელმაც ჩემოდნები შემოიტანა სახლში - ჩემს გამო იძულებული ხარ საკუთარ თავზე უარი თქვა-სანდრო არეული თვალებით მიაჩერდა ნინის და კარგახნის ყურების მერე მისიდან მზერა ნათიაზე გადაიტანა
-შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე-ნათიამ სახეზე შეახო მთრთოლარე თითები დას და თავი თავისკენ შეატრიალებინა, ნინის ისეც ცრემლები გადმოსცვივდა -ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება გესმის? ამ ყველაფერში დამანᲐშავე მხოლოდ მე და ის ვართ
-სანდრო რატომ ექცევი ასე?-ნინიმ მისკენ
გაიხედა
-მიყვარს-უთხრა წაშლილი სახით სანდრომ და გავარდა
-ნინი გთხოვ-ნათიამ ცრემლები შეიშრო და დას მიაჩერდა
-გთხოვ გაშორდი სანამ გვიანი არაა, აქ გადმოდი, ვერაფერს დაგიშავებს განქორწინებული რომ იქნები-შეეხვეწა ნინი-აქამდე არ გეხებიდა მაგრამ რომ შეგეხოს მერე? მერე რას გააკეთებ? მასთან ერთად უნდა იცხოვრო?
-ნინი გთხოვ შენ ნუ ჩაერევი
-ამ ამბებმა მისი ყურადღება გაფანტა მაგრამ ის შენს დაბრუნებას მოინდომებს...
-ნინი გთხოვ-ნათიას სუნთქვა შეეკრა და ფეხზე წამოდგა
-ნათია ჩვენ დავბრუნდით დედა, მიდი გაშორდი ნუ გეშინია ისევ ძალით კი ვეღარ წაგიყვანს...უფლებას არ მივცემთ, სანამ მართლა Ისევ შეგეხება
-დედა გთხოვ არ გინდათ
-ხომ თქვი რაფერი ხდებაო? სანამ ისევ გაიძულებს თავისთან ყოფნას წამოდი
-არ შემიძლია, მარიანას წამართმევს-ამოთქვა ნათიამ და ნინის გვერდზე დაჯდა დივანზე
-ვერ წაგართმევს-ჩაეხუტა ნინი-ასე მარტივი არაა დედას შვილი წაგლიჯო
-წამართმევს-დარწმუნებით უთხრა ნინის და თვალებში ჩააცქერდა დას, ისეთი ფერმრთალი იყო მისი სახე, ისეთი გამხდარი იყო რომ ძველი ნინისგან არაფერი დარჩენილიყო, ისეთი ჩამქრალი და ცივი თვალები ჰქონდა ნათიას გააჟრჟოლა
-ნათია დედა ნინი მართალს გეუბნება ასე მარტივი არაა დედას შვილი წაართვა
-ქუჩაში დარჩენილ ქალს შენი აზრით ბავშვს რომელი მოსამართლე მისცემს? -ჰკითხა დედას
-რა ქუჩა? ეს სახლი შენიცაა-ეწყინა ნანას
-დედა გთხოვ თავი დამანებეთ
-ნათია მასთან დაბრუნება გინდა? მასთან ყოფნა გინდა?-Გაცეცხლდა ნანა
-ხომ იცი რომ მოთმინების ძაფი გაუწყდება და ერთ დღეს შეგეხებᲐ... შეგძლია ამის ატანა? -გაოგნდა ნინი -ნუთუ ამას ჩემს გამო აიტან? გინდა რომ უარესად შემაძულო საკუთარი თავი? მის ვალს გავისტუმრებთ, დედა ამ სახლს ბანკში ჩადებს და სანდროს თავის ფულს მისცემს როცა მე ფეხზე დავდგები... ასე გადავწტვიტეთ, თუნდაც დავკარგოთ ეს სახლი მთავარია რომ მასთან ვალში არ იქნები...
-ჩვენ ასე გადავწყვიტეთ... არ გვინდა მისი მსხვერპლი იყო ჩვენს გამო, ნინიმ დღემდე ვერ გადააიტანა ის რომ მის გამო ქმართან დარჩი
-ნინი შენს გამო არ ხდება ის რაც ხდება, გთხოვ თავს ნუ იდანაშაულებ რამდენჯერ უნდა
აგიხსნათ ეს?-გაღიზიანდა ნათია- რატომ არ გესმით ჩემი? მე მასთან თქვენს გამო არ ვარ... ასე გამოვიდა და მორჩა
-ნათია ამ სისულელის თავად თუ გჯერა?-გაღიზიანდა ნანა -შენ ჩვენს გამო დაბრუნდი მასთან და განქორწინებაზე განცხადებაც უკან გამოიტანე სწორედ ჩვენს გამო
-ასე არაა და თავს ნუ იდანაშაულებთ, ძალიან გთხოვთ დავიღალე ახსნით... თავს ნუ იტანჯავთ ამაზე ფიქრით, ასე ნუ განიცდით
-ნათია მაშინ მიზეზი გვითხარი თუ რატომ არ ეყრები იმ არანორმალურს?-გაბრაზდა ნანა -ახლაც ხომ ვერ აარიდებ თავს ამაზე ლაპარაკს? ახლა უკვე ვეღარ გაგვითიშავ ტელეფონს
-დედა თავი დამანებეთ
-გაშორდი სანამ გვიანი არაა, თუ ისევ შეგეხება მერე საერთოდ აღარ მოგცემს წასვლის უფლებას, აქ მოდით აქ იცხოვრეთ დედა-ნანა ნათიას
ჩაეხუტა -მარიანას ვერავინ წაგართმევს ნუ გეშინია ამას არ დავუშვებ, დედას შვილს ასე მარტივად ვერავინ წაართმევს მითუმეტეს სახლი გვაქვს... როგორმე ამასაც გადავიტანთ
-დედა გეყოფათ აღარ შემიძლია-აღმოხდა ნათიას და ცრემლები მოეძალა
-ნათია ყოველ დღე შენზე ფიქრში ვიტანჯებით, არ ვიცით როგორ ხარ იმ ავადმყოფის ვვერდზე, წამოდი, ჩვენ დაგეხმარებით, როგორღაც შევძლებთ რომ თავი გავიტანოთ დედა... აქ რომ იცხოვრებ და გაეყრები ის ვეღარ დაგიშავებს ვერაფერს
-ეს სახლი ჩვენი აღაარაა- ვეღარ გაუძლო მათ ზეწოლას ნათიამ
-რას ამბობ ნათია?-გაოგნდა ნანა და ფეხზე წამოვარდა -ნათია ვერ გავივე?
-მამამ ჩუმად მიჰყიდა სიკვდილამდე სანდროს... კაზინოს ვალი ჰქონია-ამოოიტირა ნათიამ რადგან ამ საისუმლოს შენახვა აღარ შეეძლო მთელი ეს დრო დედა და სანდროსგან წამოსვლას სთხოვდნენ მათ კი წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ რეალურად
-ნათია რას ბოდავ-ნანას თვალთ დაუბნელდა და სავარძელში დაეშვა უღონოდ
-მაპატიეთ არ მინდოდა მეთქვა მაგრამ აღარ შემიძლია ამ საიდუმლოს ტარება-ატირდა ნათია
-რაა?-ნინისაც ცრემლები მოეძალა
-სანდრომ მითხრა თუ წახვალ ქუჩაᲐი დაგტოვებთო საბუთები მომაყარა სახეში... მერე რას გააკეთებთო? დედაშენის ხელფასი მამაშენის მიკრო საფინანსოების ვალებს არ წვდება არა თუ ქირას და გადასახადებსო... ნინისაც რეანილიტაცია სჭირდება-დას შეხედა ნათიამ -ამის გარეშე უბრალოდ დაიტანჯება დედა-ნანას გახედᲐ-და ყველაზე მთავარი ამ სახლიდან თუ წავალთ და ქუჩაში დავრჩებით მარიანას წამართმევს... შვილს წამართმევს...ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ამას გააკეთებს... ძალაც ეყოფა ამისთვის და არაადამინობაც, მარიანას გარეშე ვერ ვიცოცხლებ გესმით ეეს? ქუჩაში დავრჩებით და შვილს ვეღარ დავიბრუნებ ვერასდროს... ის გახდება მეურვე... ვინ მისცემს იმ ქალს შვილს ვისაც ქირითაც კი არ შეეძლება წესიერად ცხოვრება? არა თუ ბავშვისთვის შესაბამისი პირობების შექმნა? ადვოკატებს აიყვანს და ყ ელაფერს გააკეთებს რომ გამანადგუროს... ქუჩაში დარჩენი უსახლკარო ადამინს ვინ დამეხმარება? ვინ დამიჭერს მხარს? ვინ მომცემს ბავშვს? სანდროსთან დაპირისპირებას ვერ შევძლებ და შვილის გარეშე დავრჩები... ჩვენ სამნი კარგი თავს გავიტანთ როგორღაც ქირა ქირა ვივლით და ლუკმა პურს შევჭამთ მაგრამ ბავშვი? მარიანა? მას რა ვუყო? გგონიათ მას მე დამიტოვებს სანდრო? ყველას დამიპირისპირებს ... გთხოვთ არ გინდათ... თქვენც ცხოვრება დაგენგრევათ და მეც... რაც მთავარია ჩემი გოგონა დაიტანჯება ყველაზე მეტად
-და ასე უნდა იცხოვრო? Იმ არაკაცთან?
-გამოსავალს ვიპოვით მაგრამ ახლა არაფრის გაკეთება არ შემიძლია... გთხოვთ თქვენც დამშვიდდით... როგორღაც გავუმკლავდები ამ სიტუაციას მერე კი გამოსავალს ვიპოვი... მაინც ვიპოვი
-ნაბიჭვ.რი, არაკაცი-აკივლდა მოულოდნელად ნანა და თავის საძინებელში შევარდა სურათები ამოყარა კომოდის უჯრიდან და ძირს დაყარა -როგორ შეეძლო ასე გავემეტებინეთ? როგორ შეეძლო ასე მოგვქცეოდა? არაკაცი, ნაბიჭვ.რი ასე როგორ გაგვიმეტა? ასე როგორ მოიქცა? -ნანა კარადიდან ქმრის ნივთებს იატაკზე ყრიდა -მე კიდევ ყველაფრის მიუხედავად მენანებოდა რომ ასე მოკვდა... ღმერთო ვერ ვინერებ რომ ასეთ კაცს შევწირე ჩემი ცხოვრება, რომელმაც უბრალოდ ჯოჯოხეთისთვის გაგვიმეტა
-დედა ნუ გეშინია-ნათია გაგიჟებულ ქალს
ჩაეხუტა-გამოსავალს ვიპოვით
-გამოსავალს?-გაეცინანა ნანას-შეხედე ნათია რა მდგომარეობაში ვართ! მხოლოდ იმიტომ რომ მამაშენმა კაზინოში გაგვცვალა მთელი ოჯახი! ისე გაგვიმეტა ჯოჯოხეთისთვის რომ წამითაც არ უფიქრია იმაზე თუ რა მოხდებოდა მას მერე რაც სანდროს ჩვენს თავისუფლებას და სულს მიჰყიდიდა
-დედა გთხოვ-ნათიამ უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში დედა
-ნათია შენი ცხოვრება დაანგრია, ყველაფერი გაანადგურა, მეც გამანადგურა, ნინისაც სული დაუმახინჯა
-ერთად ვიპოვით გამოსავალს და ადრე თუ გვიან სანდროს თავს დავაღწევთ
-გამოსავალს? რომელ გამოსავალს ნათია შემოგვხედე სახლში წესიერი ნივთიც აღარ გვაქ... ბანკის ვალების გამო ყველაფერი გავყიდეთ და საბოლოოდ აღმოჩნდა რომ სახლიც აღარ გვაქვს, ფაქტიურად სანდროს მივყიდეთ ჩვენ სული შენ კი სხეული რადგან მის გარეშე უბრალოდ პირსაც ვერ შევჭამდით მე და ნინი
-არაუშავს ამასაც მოვერევით-ატირდა ნათია
საღამოს სანდრომ მიაკითხა ნათიას და დაურეკა
-ჩამოდი მოვედი
-არ ამოხვალ?-ჰკითხა ნათიამ ზიზღით
-არა ჩამოდი-უთხრა ბრაზნარევი ტონით სანდრომ და ნათიაც მაშინვე დაემშვიდობა დედას და ნინის
-გთხოვთ დამშვიდდით, გამოსავალს ვიპოვით, მთავარია გამოკეთდე ნინი და მერე დანარჩენზე ვიფიქროთ, მე არ მეშინია არც თქვენ შეგეშინდეთ, რამე გამოსავალს ვიპოვით
-ნათია -გაუღიმა ნინიმ-ნუ ცდილობ დაგვარწმუნო რომ კარგად ხარ მაშინ როცა ძალინ ცუდად ხარ
-სხვა გზა არ გვაქვს კარგად უნდა ვიყოთ მაშინაც კი როცა ძალინ ცუდად ვართ
-მიყვარხარ
-მეც ჩემო გოგო-ნათიამ ნინის შუბლზე აკოცა დედასაც და კიბეები ჩაირბინა, ქუჩაში გასულს გააჟრჟოლა სიცივისგან და გაღიმებულმა მაღლა აიხედა, თოვლის თეთრი ფანტელები ისე ნაზად და მშვიდად მოფარფატებდნენ რომ ნათიას გული გაათბო და დაამშვიდა, ხელები გაშალა და თვᲚები დახუჭა
-შენი ღიმილის მიზეზი მე ვერასოდეს გავხდები
არა?-მოესმა სანდროს ხმა და მაშინვე გაახილა თვალები -თოვლსაც კი შეუძლია მოგანიჭოს ბედნიერება, ამ პატარა უსუსურმა ფანტელებმა გაგაღიმოს აი მე კი რაც არ უნდა გავაკეთო არ შემიძლია რომ გაგაღიმო-მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა, ნათია გაირინდა არეული თვალებით მიაჩერდა ქმარს
-შენ არასდროს არაფერი გაგიკეთებია იმისთვის რომ გაგებედნიერებინე
-მითხარი მაშინ რა გაგაბედნიერებს და
გავაკეთებ-უთხრა გამომწვევი ტონით და ტუჩებთან მიიტანა თითებშორის მოქცეული სიგარეტის ანთებული ღერი, ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის მწველი კვამლი და ნათია სახისკენ გაუშვა პირიდან გამოშვები ლურჯი კვამლი
-ვერ ვიტან ასე რომ აკეთებ-წარბები შეჰყარა ნათიამ და უკან დაიხია
-იცი რა ლამაზი ხარ?!-უთხრა მოულოდნელად სანდრომ და ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში ცოლს
-ლამაზი-გაეცინა ნათიას მწარედ -შენ ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ, ყველაფერი სხვაგვარად გესმის-უთხრა ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია
-მაინც?-ჩაეკითხა სანდრო და სიგარეტის ლურჯ კვამლს თვალი გააყოლა რომლის ფონზე უცნაურად ფრწყინავდა თეთრი ფანტელები
-უბედური ადამინი არ შეიძლება ლამაზი იყოს-აუხსნა ნათიამ და ცაში აიხედა, შემდეგ ქუჩის განათებას გაᲣშტერა თვალი რომლის ფონზე საოცრად ბრჭყვიალებდნენ თეთრი ფანტელები
-ჰოდა უფლება მომეცი გაგაბედნიერო, ხელს ნუ მკარავ -სანდრო მიუახლოვდა ცოლს და წელზე შემოხვია ხელი -ნუ გამირბიხარ, ნუ მეწინააღმდეგები
-გეყოფა-ნათიას გულისცემა აუჩქარდა
-მინდა რომ დაგიბრუნო და უფლება მომეცი ეს ყველაფერი განსაკუთრებული და მშვენიერი იყოს
-სანდრო-აღმოხდა ნათიას და ქმარს ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში, სანდრომ სიგარეტის ნამწვი მოისროლა და მეორე ხელიც წელზე მოხვია ათრთოლებულ ცოლს
-გეყოფა-დაიბნა ნათია
-მინდა რომ ისევ ჩემი გახდე, მინდა ისევ ვიგრძნო შენი კანის სურნელი... მინდა ისევ შეგეხო... მინდა რომ შეგიგრძნო-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და უმალ მიაწება ვნებიანი ცხელი ტუჩები მის მთრთოლარე ტუჩებს. ნათიამ მის კოცნას კოცნით არ უპასუხა და სანდრო მალევე მოწყდა მის ფერმკრთალ ტუჩებს, ხელი გადახვია და მანქანისკენ წაიყვანა.
-



№1 სტუმარი 123

კარგი იყო❤️❤️

 


№2  offline მოდერი ნეაკო

მიხარია რომ მოგეწონათ

 


№3 სტუმარი სტუმარი ელზა

ადამიანში ყოველთვის ვეძებ რაღაც დადებითს, ამ ისტორიას ვკითხულობ და სულ მაქვს განცდა აი ახლა რაღაც შეიცვლება სანდრო გამოსწორდება მაგრამ კვლავ იმედი მიცრუვდება.

 


№4 სტუმარი Sopo

Ai dzlaian momwons es istoriaa da velodebi sandros sinanuli rodis shemoitebs da rodis gamoasworebs shecdomebs da ai tu ver gamoasworebs mashin vinme gmiri gamochdes vinc natias daixsnis sandrosgan da agaravin aukrdzalavs tavisgemoze suntqvasav ki arasdros mxoblavdnen sandrosnairi personajebi da exlac ragac unda shecvalo ra :))

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელზა
ადამიანში ყოველთვის ვეძებ რაღაც დადებითს, ამ ისტორიას ვკითხულობ და სულ მაქვს განცდა აი ახლა რაღაც შეიცვლება სანდრო გამოსწორდება მაგრამ კვლავ იმედი მიცრუვდება.

სანდრო არ შეიცვლება და სწორედ ეს დაანგრევს მათ ისედაც არ შემდგარ ურთიერთობას, ვეცდები რომ სწორად გადმოვცე ის ემოცია რაც მინდა რომ ამ იტორიით მოვიტანო მკითხველამდე

Sopo
Ai dzlaian momwons es istoriaa da velodebi sandros sinanuli rodis shemoitebs da rodis gamoasworebs shecdomebs da ai tu ver gamoasworebs mashin vinme gmiri gamochdes vinc natias daixsnis sandrosgan da agaravin aukrdzalavs tavisgemoze suntqvasav ki arasdros mxoblavdnen sandrosnairi personajebi da exlac ragac unda shecvalo ra :))

სანდრო ნამდვილად არაა ის პერსონაჟი რომელიც იმსახურებს მკითხველის მოწონებას და არც ვცდილობ მოგაწონოთ დამიჯერეთ.
ზოგადად მისნაირი მესაკუთრე, მოძალადე ეგოისტები ადამინები არა მგონია ვინმეს მოწონდეს.
რაც შეეხება ამ ისტორიას ჯერ კიდევ ყველაფერი გართულდება, ისტორიის დასასრულამდე იქნება ეს გაურკვევლობა და ქაოსი ამ ორის ურთიერთობაში. პრობლემების გადაჭრის გზას კი თავად ნათია იპოვის თუმცა ძალიანნძვირად დაუჯდება ეს

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიკა ლიკა

მომეწონა შემდე თავს როდის დადებ?

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლიკა ლიკა
მომეწონა შემდე თავს როდის დადებ?

ხვალ დავდებ ახალ თავს, მიხარია რომ მოგეწონათ

 


№8 სტუმარი სტუმარი ნან

ვერ ვხვდები რაარის ამ ისტორიის მიზანი, ანუ ნათია თავიდანვე დებილი იყო სანდროს რომ გაყვა ცოლად, იმიტომ რომ სანდრო თავიდანვე ასეთი იყო. ნამდვილად აღარ ვაპირებ დაუსრულებელ სისულეების კითხვას დდდდდ დამიბრუნდდიიიი ნათია დდდ

 


№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნან
ვერ ვხვდები რაარის ამ ისტორიის მიზანი, ანუ ნათია თავიდანვე დებილი იყო სანდროს რომ გაყვა ცოლად, იმიტომ რომ სანდრო თავიდანვე ასეთი იყო. ნამდვილად აღარ ვაპირებ დაუსრულებელ სისულეების კითხვას დდდდდ დამიბრუნდდიიიი ნათია დდდ

თქვენი ნებაა წაიკითხავთ თუ არა ან მოგეწონებათ თუ არა, მე ვწერ აზრებისა და მიზნების გარეშე ისტორიებს... ასე რომ რამე განსაკუთრებულს ნუ მოძებნით ჩემს ისტორიებში

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ იქნებ გამოასწორო სანდროს და ნათიას ურთიერთობა????

 


№11  offline წევრი ქეთათო4

ისტორიას მიზნებისა და აზრების გარეშე როგორ წერ? ნუ რა ვიცი, უბრალოდ შეუძლებელია მსგავსი რამ. სანდროს და ნათიას შეელიე და სხვა პერსონაჟები წამოსწიე. მესმის, მკითხველი გიწერს რომ სანდრო და ნათია წარმოაჩინო, თუმცა არც მათი მესმის და არც შენი. მია წამოსწიე წინ ანდაც ნიკა. ნათია და სანდრო უკვე ანაზრზენები გახდნენ.

 


№12 სტუმარი სტუმარი ნათია

თუ სანდრო არ გამოსწორდა ან ნათია არ მოვიდა გონს და რაღაც შეცვალა მის ცხოვრებაში აბა რა არის მიზანი ამ ისტორიის?დაუსრულებელი უაზრო ურთიერთობის გადმოცემას აპირებ ბოლომდე ? და აქ სიახლე რა იქნება რის თქმას შეეცდები ამით ?

 


№13  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარიამი
აუ იქნებ გამოასწორო სანდროს და ნათიას ურთიერთობა????

ქეთათო4
ისტორიას მიზნებისა და აზრების გარეშე როგორ წერ? ნუ რა ვიცი, უბრალოდ შეუძლებელია მსგავსი რამ. სანდროს და ნათიას შეელიე და სხვა პერსონაჟები წამოსწიე. მესმის, მკითხველი გიწერს რომ სანდრო და ნათია წარმოაჩინო, თუმცა არც მათი მესმის და არც შენი. მია წამოსწიე წინ ანდაც ნიკა. ნათია და სანდრო უკვე ანაზრზენები გახდნენ.

ძალიან ვცდილობ რომ კომენტარებიდან გამომდინარე არ წარვმართო ისტორია მაგრამ არ გამომდის, ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს სხვადასვა შეხედულება ამიტომ დავწერე ასე.
უკვე მართლა ძაან დავიბენი და ავირიე გულწრფელად გეუბნებით.

სტუმარი ნათია
თუ სანდრო არ გამოსწორდა ან ნათია არ მოვიდა გონს და რაღაც შეცვალა მის ცხოვრებაში აბა რა არის მიზანი ამ ისტორიის?დაუსრულებელი უაზრო ურთიერთობის გადმოცემას აპირებ ბოლომდე ? და აქ სიახლე რა იქნება რის თქმას შეეცდები ამით ?

ძაან რთულია ასეთ დროს აზრებს თავი რომ მოუყარო და ისტორია წარმართო, ახლა ვწერდი 14 თავს და შევჩერდი, რადგან უბრალოდ ძაან დავიბენი და დავიღალე ამ ახსნა განმარტებების კეთებით.
ისტორიას ყველა იმიტომ წერს რომ რაღაც აზრი გადმოსცეს რა თქმა უნდა და მეც ამას ვაპირებ მაგრამ იმდენნაირი აზრი და შეხედულებაა რომ ცოტა ავირიე. :(

სტუმარი მარიამი
აუ იქნებ გამოასწორო სანდროს და ნათიას ურთიერთობა????

უკვე ისე დავიბენი და ავირიე რომ არ ვიცი რა უნდა დავწერო :( რადგან ჩემს შეხედულებებს მკითხველი Მწვავედ უპირისპირდება ხოდა მეც ვირევი, იმის მიუხედავად რომ ვაგრძელებ წერას ხან ჩიხში შევდივარ :(

 


№14 სტუმარი Sopo

Yvelaperi sainteresoa roca ese iwyeb istorias magram dzalian gaiwela ukve natias da sandros gautavebeli zizgnarevi urtiertoba amdros ubralod an ragac unda daamtavro an ise unda gaagrdzelo rom es ori personaji mosabezrebeli ar gaxdes mkitxvelistvis chven ubralod amas vitxovt mwerlisgan rom ar gaiwelos imdonemde rom mosawyebi wasakitxi gaxdes.... amitom aris jer mias cxovrebashi amxela ragac moxda magis gagrdzeleba ikneba kargi nikas da anas urtiertobis sxva mxaris warmochena rom ragac danishnulebamde unda mixvide shenc da mkitxvelic <3

 


№15  offline მოდერი ნეაკო

Sopo
Yvelaperi sainteresoa roca ese iwyeb istorias magram dzalian gaiwela ukve natias da sandros gautavebeli zizgnarevi urtiertoba amdros ubralod an ragac unda daamtavro an ise unda gaagrdzelo rom es ori personaji mosabezrebeli ar gaxdes mkitxvelistvis chven ubralod amas vitxovt mwerlisgan rom ar gaiwelos imdonemde rom mosawyebi wasakitxi gaxdes.... amitom aris jer mias cxovrebashi amxela ragac moxda magis gagrdzeleba ikneba kargi nikas da anas urtiertobis sxva mxaris warmochena rom ragac danishnulebamde unda mixvide shenc da mkitxvelic <3

მადლობა გამოხმაურებისთვის გასაგებია თქვენი რჩევა, უბრალოდ ამიტორიამ ძალიან უარყოფითი ემოციები გამოწვია და ცოტა მეც დამაბნია, მალე დავასრულე რადგან ძალიან რთულია ასე წერა

 


№16  offline წევრი likuu_s

ნუ, თუ სანდრო არ შეიცვლება და ისეთი კარგი არაფერი მოხდება, ანუ ამ ისტორიას კარგად დასრულება არ უწერია.:( ანუ, მაინც არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ სანდრო მარტო იმან გააბოროტა, რომ ნათიამ გაშორება გადაწყვიტა. აი, ვერ ვხვდები როგორ უნდა იყო ადამიანი ისეთი რომ ვიღაცის მიმართ ჟინი გამოძრავებდეს და ცხოვრებას უუბედურებდე, აი რამაირად უნდა დაეცე ამ დონემდე ვერ ვხვდები. ამას ჯობდა ნათია ცოტა ხნით მაინც გაეშვა და თავის თავზე ემუშავა და მერე იქნებ რამე გამოსვლოდათ. მაგრამ, გაბოროტებულ ადამიანს ვეღარ მოაბრუნებ, როცა მთელ სამყაროს ერჩის. მიას მდოგამრებამაც ვერ იმოქმედა და სხვამ რამ უნდა იმოქმედოს მასზე ისეთმა ვეღარ ვხვდები. იმედია ბოლოს ნათია მაინც იპოვის ბედნიერებას.:) წამატებები!

 


№17  offline მოდერი ნეაკო

likuu_s
ნუ, თუ სანდრო არ შეიცვლება და ისეთი კარგი არაფერი მოხდება, ანუ ამ ისტორიას კარგად დასრულება არ უწერია.:( ანუ, მაინც არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ სანდრო მარტო იმან გააბოროტა, რომ ნათიამ გაშორება გადაწყვიტა. აი, ვერ ვხვდები როგორ უნდა იყო ადამიანი ისეთი რომ ვიღაცის მიმართ ჟინი გამოძრავებდეს და ცხოვრებას უუბედურებდე, აი რამაირად უნდა დაეცე ამ დონემდე ვერ ვხვდები. ამას ჯობდა ნათია ცოტა ხნით მაინც გაეშვა და თავის თავზე ემუშავა და მერე იქნებ რამე გამოსვლოდათ. მაგრამ, გაბოროტებულ ადამიანს ვეღარ მოაბრუნებ, როცა მთელ სამყაროს ერჩის. მიას მდოგამრებამაც ვერ იმოქმედა და სხვამ რამ უნდა იმოქმედოს მასზე ისეთმა ვეღარ ვხვდები. იმედია ბოლოს ნათია მაინც იპოვის ბედნიერებას.:) წამატებები!

ისტორია ნამდვილად არ დასრულდება ლოგიკური დასასრულით, იმის მიუხედავად რომ ნათია ან სხვას იპივის ან სანდროს დარჩება მოლოდინია...
საერთოდ სხვა რაღაც მოხდება თუმცა ცოტა არ იყოს და ამის დაწერა მიჭირს, მკითხველი არ მინდა ძალიან იმედგაცრუებული დავტოვო...
მაგრამ ეს სიტორია თავიდანვე არეული იყო ემოციებში და ასევე დავასრულებ

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

თქვენ როგორც გინდათ ისე უნდა წეროთ თქვენი აზრია მთავარი არავის არ უსმინეთ მადლობა წარმატებები ????

 


№19  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
თქვენ როგორც გინდათ ისე უნდა წეროთ თქვენი აზრია მთავარი არავის არ უსმინეთ მადლობა წარმატებები ????

მადლობა გამოხმაურებისთვის :)
უბრალოდ მერე აზრები გეფანტება ადამინს როცა რაღაცაზე მიგითოთებენ დაჟინებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent