შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება 15 თავი

1-02-2021, 23:28
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 510

გაგიჟებული სანდრო მეათასეჯერ კითხულობდა ნათიას დატოვებულ წერილს და მისი გონება მაინც ვერ აცნობიერებდა იქ დაწერილი სიტყვების მნიშვნელობას რადგან ბრაზმა და მრისხანებამ გონება დაუხშო
-გეყოფა-ნიკა თავზე წამოადგა დივანზე მჯდომ ძმას და სცადა წერილი გამოერთმია, სანდრომ ჩაწითლებული ამღვრეული თვალებით ახედა ძმას, წერილი ნელ-ნელა დაკუნჭა აკანკალებული ხელით და მუჭში მოიქცია
-ყოველ აქ დაწერილ სიტყვას განანებ
ნათია-დაიღრინა სანდრომ და ფეხზე წამოვარდა, ნიკას გვერდი აუარა და მაგიდას მიუახლოვდა, ლალი და მია შიშისგან ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავდნენ, და ორივემ ერთდროულად შეკივლა როცა სანდრომ სკამი აიღო ხელში და კედელს შეახეთქა, მხოლოდ ნიკა იდგა ურეაქციოთ და უყურებდა ძმის მორიგ გაგიჟებას, სანდრო ამან ვერ დაამშვიდა და მეორე სკამს წამოავლო ხელი რომელიც მინის სამზარეულოს მინის კარს გაუქანა, ლეწვა-მტვრევა იქამდე გაგრძელდა სანამ მიას არ მოხვდა საყვავილის კედელზე ასხლეტილი ნატეხი სახეში, მისი Გაკაწრული საფეთქელიდან სისხლმა რომ დაიწყო დენა მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე ყველა, სანდრო წამში ჩაცხრა და მიას მიავარდა დაფეთებული -მანახე-სახეზე აფარებული ხელები ჩამოაღებინა დას
-მომშორდი-დაუღრინა მიამ და ისევ მიიდო ხელი საფეთქელთან
-მია-სანდრომ შეხედა არეული თვალებით
-შენ რა გაგიჟდი?-თავი ვეღარ მოთოკა ნიკამ და ძმას ხელი უხეშად დაარტყა მხარზე
-გეყოფათ-ჩაერია ლალი და ძმებს შორის
ჩადგა -საკმარისია დღეისთვის-თქვა ჩავარდნილი ხმით და ნიკა მიასკენ შეატრიალა-თავის ოთახში შეიყვანე-უთხრა არეული ხმით და როცა სანდროსთან მარტო დარჩა თვალებში ჩააცქერდა შვილს -შენ ხომ იცოდი რომ ეს მოხდებოდა?
-არ უნდა მომხდარიყო-დაუღრინა სანდრომ
-შენ იცოდი, იცოდი რომ ის წავიდოდა...აქამდე უნდა შეგუებოდი ამ აზრს
-დაბრუნდება-Უთხრა ისეთი ხმით რომ ლალი შეკრთა
-რას ბოდავ სანდრო? საბოლოოდ შეიშალე? ნათია წავიდა მორჩა ყველაფერი დამთავრდა, საკმარისია ვერ ხვდები რომ საკუთარი თავის გარდა ყველას გვანადგურებ გარშემო? ვერ ხვდები რომ ცხოვრებას გვინგრევ?
-დაბრუნდება -ისევ გაიმეორა სანდრომ და გიჟივით გავარდა სახლიდან
-სულ გაგიჟდა ეს ბიჭი-აღმოხდა ლალის და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა შვილებს
-ისედაც გიჟი იყო ეგ-დაუღრინა ნიკამ -ბავშვობიდან ასეთი იყო...ეგოისტი ნაბიჭვ.რი-თქვა ბრაზ ნარევი ტონით და იმ წამებში ვერ გააცნობიერა თავისი დაუკვირვებლობით გული როგორ ატკინა ლალის და როცა სახე წაშლილი ქალი ატირებული გავარდა მიას ოთახიდან მხოლოდ მაშინ იგრძნო ზიზღის მწარე გემო პირში
-ნიკა რას ბოდავ საერთოდ ხვდები-გაბრაზდა მია და
-ამის დედასაც შევ.ცი-იყვირა მოულოდნელად ნიკამ და მიას ოთახის კარი ისე გაიჯახუნა რომ ადგილზე შეხტა დაფეთებული გოგონა.
დილით ადრე ადგა ნათია, ვერა და ვერ დაიძინა, ან კი რა დააძინებდა ეს ხომ მხოლოდ დასაწყისი იყო მისი ბრძოლის თავისუფლების... ფანჯრიდან გახედა ქალაქს რომელსაც ჯერ ისევ გარე განათების შუქი ანათებდა და გაეღიმა რადგან საოცრად გიჟურად ბარდნიდა, ქუჩაში გავიდა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ბათუმის ქუჩებს, ნელ-ნელა გული სიხარულით აევსო, იმის გაცნობიერება რომ ახლა თავისუფალი იყო და შეეძლო წასულიყო იქ სადაც სურდა, გაეკეთებინა ის რაც სურდა, ჩაეცვა ის რაც სურდა,ენახა ის ვინც სურდა და რამდენი ხანიც სურდა, სახლში დაბრუნებულიყო მაშინ როცა სურდა ახსნა განმარტებების გარეშე, უბრალოდ გააბედნიერა ამ ყველაფრზე ფიქრმა, ხელები გაშალა, ცაში აიხედა და ადგილზე დატრიალდა გახარებული, გულმა გამალებით დაუწყო ცემა და ღრმად ჩაისუნთქა ცივი და ნესტიანი ბათუმის ზღვის ჰაერი, თვალები დახუჭა, ასე იდგა კარგა ხანს და უსმენდა სიჩუმეს, რომელსაც თოვლი ფანტელების სუსტი და სასიამოვნო ხმა არხევდა. კარგა ხანს დადიოდა ცარიელ ქუჩებში და ტკბებოდა თავისუფლებით, მარტოობით და სიმშვიდით...
სახლში ისეთ დროს დაბრუნდა რომ უკვე კარგად იყო მოდღევებული
-ამ დილა უთენია სად იყავი დედას
სიხარულო?-ნანა კარში შეგება შვილს და თმებიდან თოვლი მოაშორა
-უბრალოდ გასეირნება მომინდა -გაუღიმა ნათიამ დედას და ჩაეხუტა
-ბედნიერი ხარ არა?-უთხრა ნანამ ცრემლიამი თვალებით შვილს
-ჰო დედა ძალიან ბედნიერი ვარ-უთხრა გულწრფელად ნათიამ და დედას ჩაეხუტა
-ნეტავ უფრო ადრე გაგებედა წამოსვლა დედა-ნანამ შუბლზე აკოცა შვილს და მისაღებში შეიყვანა, ნათია გამათბობელს მიუახლოვდა პატარა სკამზე ჩამოჯდა და სიცივისგან გაყინული ხელები გაითბო
-სიმართლე გითხრა მეშინია დედა, არა მგონია სანდრო ასე მარტივად შეეგუოს ამ ყველაფერს
-რას იზამს? რას გააკეთებს? შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს უფლება არ აქვს მოგეკაროს
-ჰო მაგრამ დარწმუნებული იყავი რომ მისთვის ამას მნიშვნელობა არ ექნება
-ექნება-უთხრა ნანამ დარწმუნებით -არ უნდა მაჰრამ ექნება
-გგონია რომ ასე მარტივად შეეგუება ამ ყველაფერს?-ახედა საცოდავად დედას ცრემლიანი თვალებით
-მთავარია რომ შენ მასთან ყოფნა არ გინდა, გესმის ეეს? მთავარია ის თუ რა გინდა შენ... ნათია მისი ნუ გეშინია, შენ მისი საკუთრება არ ხარ შენ, შენ თავისუფალი ადამინი ხარ, რომელსაც უფლება აქვს რომ ისე იცხოვროს როგორც უნდა
-დედა რა კარგია რომ მყავხარ-ნათია დედას ჩაეხუტა -შენ და ნინის რომ არ დაგეჭირათ მხარი და ასე შემართებით არ ყოფილიყავით მე ამას ვერ გავბედავდი
-ნათია ჩვენს გამო დარჩი მასთან, ჩვენს გამო იძულებული გახდი რომ მის გვრდზე ყოფილიყავი
-დედა ასე არაა ხომ აგიხსენით უკვე
-ნათია-ნინი გამოვიდა საძინებლიდან და იქვე სკამზე ჩამოჯდა -სწორედ ჩვენს გამო გახდი იძულებული მის გვერდზე დარჩენილიყავი, ამას დღემდე ვერ ვპატიობ თავს
-ნინი ასე ნუ ამბობ, უბრალოდ მეშინოდა, მეგონა რომ მის გარეშე უბრალოდ ვერაფერს შევძლებდით...სახლი წაგვართვა...Ქუჩაში დავრჩით... შენ მკურნალობა გჭირდება, ბანკის ვალები გვაქ ჯერ კიდევ ჩვენ კი ფული საერთოდ არ გვაქვს... ისიც კი არ ვიცით ამ ბინის ქირას გადავიხდით თუ არა თვის ბოლოს...-ხმა ჩაუწყდა ნათიას და ცრემლები მოეძალა -სამსახური არცერთს არ გვაქვს არც ფული, არც სახლი, საერთოდ არაფერი... და რაც მთავარია სანდრო ამის გამო მარიანას წართმევით დამემქრა და ამიტომ მეშინოდა...რადგან ვიცი რომ ამას გააკეთებს
-ვერაფერს იზამს გესმის ეეს? ნუ გეშინია-გაუღიმა ნინიმ -ყველაფრის მიუხედავად ფეხზე დავდგებით
-შენ და დედა რომ არა ალბათ ვერასოდეს გავბედავდი ამ ნაბიჯის გადადგმას
-ვიცოდით და სწორედ ამიტომ ვიქირავეთ სახლი წინასწარ დე , გვინდოდა დაგვერწმუნებინე და წამოგვეყვანე მაგრამ შენ ისე მოულოდნელად მოხვედი სახლში ატირებული და გვითხარი დამეხმარეთო რომ...-ნანას ხმა ჩაუწყდა და აკანკალებული ხელები თმაზე ჩამოუსვა ნათიას
-ნათია იმ ღამეს რა მოხდა? რატომ გადაწყვიტე ასე მოულოდნელად რომ ბათუმში
წამოვსულიყავით? -ჰკითხა ნინიმ ნათიას რომელსაც ისევ ცრემლები მოეძალა
-გთხოვ ამაზე ლაპარაკი არ მინდა-სუნთქვა შეეკრა ნათიას და ფეხზე წამოვარდა, ატირებული აივანზე გავარდა და მოაჯირს დაეყრდნო აკანკალებული ხელებით, ჯერ კიდევ გრძნობდა სანდროს ცივი თითების და ტუჩების შეხებას კანზე, ჯერ კიდევ გრძნობდა მისი ალკოჰოლოს და სიგარეტის სმძაფრი ნაზავის საშინელ სურნელს ცხვირში, ჯერ კიდევ გრძნობდა მისი სხეულის სიმძიმეს... ჯერ კიდევ მისი ცივი ჩამქრალი უსიცოცხლო თვალები ედგა თვალწინ, ჯერ კიდევ გრძნობდა მისი ცივი ტუჩების საზიზღარ გემოს პირში, უსიამოდ გააჟრჟოლა და თვალები ძლიერად დახუჭა რომ მოეშორებინა სანდროზე ფიქრი თავიდან მაგრამ ვერ შეძლო, მისი გული და გონება უნებურად ისევ იქ...მცხეთის სახლში აბრუნებდა, ისევ ისე მძაფრად განაცდევინებდა იმ სიცარეილის ზიზღის და შიშის განცდას რომელსაც ვერ გაუძლო და სამუდამოდ გამოექცა, მაგრამ დღემდე თავი ვერ დააღწია.
სანდროს ყოველი შეხება ტკივილს აყენებდა მის გულს, ყოველი კოცნა სულს უწამლავდა მაგრამ თავი ვერ დააღწია იქამდე სანამ სანდრომ საბოლოოდ არ მიისაკუთარ მისი სხეული და ამით საბოლოოდ გაანადგურა ნათია, სწორედ ამ შეხებამ, ამ ძალდატანებამ შემატა ძალა ნათიას და მიხვდა რომ ასე ცხოვრება უბრალოდ არ შეეძლო! არ უნდოდა! სწორედ ამ ღამემ და ამღამეს მომხდარმა დაანგრია და გაანადგურა საბოლოოდ ნათია მაგრამ ამავე დროს ძალა შემატა შიში, ზიზღმა დასძლია და გაიქცა დედასთან დახმარების სათხოვნელად, ნანამაც მაშინვე ხმის ამოუღებლად და უკითხავად ნინის და მას ხელი ჩაკიდა და ბათუმში წამოიყვანა. ახლა მხოლოდ ბედის ანაბარა იყვნენ, მაგრამ ისეთი ძლიერი და შეუპოვარი იყო ნანა რომ მასაც აიძულებდა და ნინისაც რომნშემართებით ყოფილიყვნენ
-დედიკო-მოესმა მარიანას ხმა ისე შორიდან თითქოს შვილთან კილომეტრები აშორებდა ფიქრებისგან თავგზა აბნეული მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როცა მარინა მიუახლოვდა
-დეე-გაუღიმა ნათიამ შვილს ხელში აიტაცა და სახლში შეიყვანა
-დედიკონარ იტირო-მარიანამ ცრემლები მოაშორა მის სახეს და ჩაᲔხუტა.
შუა ღამემდე ეᲚოდებოდნენ სანდროს სახლში მაგრამ არა და არ ჩანდა ის, არც ტელეფონს პასუხობდა
-სად ჯანდაბაშია ნეტა-ვეღარ მშვიდდებოდა ლალი
-სად იქნება ნათიას დაეძებს ალბათ-უთხრა ნიკამ და მიას გახედა რომელიც თვალებს ძლივს ახელდა
-ან გეწილი მთვრალია-ამოიოხრა მიამ და თვალები გაახილა
-ნეტა ოდესმე თუ დაშოშმინდება ეს
ბიჭი -დაიჩურჩულა ლალიმ და ნიკას მიაჩერდა
-სანამ სამაგიროს არ გადაუხდის ნათიას რა დააშოშმინებს?-თქვა ბრაზ ნარევი ტონით
ნიკამ -ბავშვობაშიც ასე იყო, ხანდახან მგონია რომ ისევ ის საწყალი ცხოვრებაზე გაბოროტებული ბავშვია
-მის ბავშვობას რატომ ეხები?-ვეღარ მოითმინა ლალიმ და აფეთქდა -რა დაგაკეᲚით? ან მას რა დავაკელი?
-სიყვარული, დრო და ზრუნვა -მიახალა ნიკამ დედას და თვალებში ჩააცქერდა -შენ გეგონა თუ მაგრად გაგვზმანავდი და სათამაშოებს მოგვაყრიდი ბედნიერი ბავშვები ვიქნებოდით, გეგონა Ფულით გვიყიდიდი ღირსებას და ადამინობას, მაგრამ ხომ ხედავ ფულით მხოლოდ მანკიერი თვისებები შეგვძინე ყველას
-ნიკა გთხოვ-შეეხვეწა მია რადგან ლალის სახე წაეშალა
-მუშაობდი, სულ მუშაობდი, ჩვენთვის არასოდეს გეცალა, დრო არასდროს გქონდა ჩვენთვის, ბებია გზრდიდა, ბებია რომელსაც საერთოდ არ უყვარდა სანდრო...
-ნიკა გეყოფა -ლამის ატირდა მია ლალის საცოდაობოთ
-ჩვენ დედა გვჭირდებოდა და არა ფული, ბევრი ფული... -ნიკა გაჩუნდა და გარეთ გავარდა რადგან ვერ გაუძლო ლალის ცრემლებს
-დედა გთხოვ არ იტირო-მია მიუახლოვდა დედას და ხელები წელზე შემოხვია, ლალიმ თავზე აკოცა მიას და დაიხარა
-იმიტომ ვტირი რომ ნიკა სიმართლეს მეუბნება
-ჰო მაგრამ შენ ჩვენი დედა ხარ და მე შენ ძალიან მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ დე-ლალი მიას ჩაეხუტა და ცრემლები შეიშრო.
სანდრო აივანზე იდგა მოაჯირს მიყრდნობილი და სახლის კედლებს უყურებდა ამღვრეული თვალებით, აგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ ნათია ამ სახლიდან გაექცა და დაკარგა სამუდამოდ... იპოვიდა რა თქმა უნდა იპოვიდა, მაგრამ იცოდა რომ ვეღარ დაიბრუნებდა, რადგან მისი ოჯახიც მხარში ამოუდგა ნათიას და ფულის გამო უკან არ დაიხია... ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ნათია ფინანსურად მასზე დამოკიდებული ყოფილიყო, საბოლოოდ ისე გააკეთა რომ მისი ოჯახიც მასზე დამოკიდებული გახდა ფინანსურად მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ შეეშინდათ და წავიდნენ...ბედის ინაბარა გაექცნენ მის სისასტიკეს.
იცოდა თავიდანვე იცოდა რომ ნათია წავიდოდა, მიატოვებდა პირველივე შესაძლებლობისთანავე და სწორედ ამიტომ ცდილობდა მასზე ზეწოლა ფულით მოეხდინა მაგრამ მაინც Ვერ დაშინა და უკან ვერ დაახევინა ნათიას რადგან დედა და მხარში ამოუდგნენ!
სანდრომ აკანკალებული თითებით სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა, ფიქრმა წაიღო ისევ მისი გონება და ისევ იმ ღამეში დააბრუნა... იმ ღამეში როცა ეგონა რომ ცოლი დაიბრუნა სინამდვილეში კი სამუდამოდ დაკარგა...თუმცა არა ნათია დიდი ხნის წინ დაკარგა რეალურად... იმ დღეს დაკარგა როცა ბავშვი დაკარგეს... მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობდა ნათიას დამორჩილებას, მის მოთოკვას, რადგან იცოდა რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე მიატოვებდა... შიშმა აურია გონება, იმის მაგივრად რომ წესიერად მოჰქცეოდა ცდილობდა დაეშინებინა და სწორედ აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა.
ფიქრებისგან თავ ატკიებული სახლში შევიდა და ზიზღით მოათვალიერა ოთახი რომელშიც უაზროდ ეყარა დამჭკნარი ვარდები, დაფუშული ბუშტები და ჩამწვარი სათლების ნარჩენები, სწორედ ეს ოთახი ასახავდა მათ ურთიერთობას ერთი ერთში, თავიდან ყველაფერი ისეთივე ლამაზი იყო მათი ურთიერთობა როგორც ეს ოთახი მის დაბადების დღეზე, მერე თავისი საშინელი ხასიათის გამო ყველაფერი გააფუჭა არია და დაამახინჯა, სწორედ ისე როგორც ახლა ეს ოთახი გამოიყურებოდა... იატაკიდან მზერა დივანზე გადაიტანა და უსიამოდ გააჟრჟოლა, თვალ წინ ნათიას სახე დაუდგა რომელზეც არავითარი ემოციის კვალი არ იყო მაშინ როცა თავად თავდავიწყებაში გადავარდნი ეხებოდა და ისაკუთრებდა მას, დივანზე ჩამოჯდა ღვინის ბოთლით ხელში და იატაკს დააცქერდა, ერთადერთი გრძნობა რაც ახლა მის გულს ფეთქვას აიძულებდა შურისძიება იყო, შურისძიება რომ ასე შეიზიზღა ნათიამ, ასე მარტივად მიატოვა, გულიდან ამოშალა, უარი თქვა მის სიყვარულზე, ნათიას მიერ, მის მიმართ განცდილ ზიზღს სანდროც გრძნობდა ყოველთვის თან ძალინ მზაფრად და სწორედ ეს აგიჟებდა, ეს ზიზღი აკარგვინებდა თავს ... იმის მიუხედავად რომ ამ სᲐშინელებაში ბრალი თავად მიᲣძღვოდა მაინც ნათიას ადანაშაულებდა, რადგან ასე უფრო მარტივად უმკლავდებოდა ტკივილს, ასე ხომ უფრო მარტივია ცხოვრება... სხვას შეაწმინდო ჭუჭყიანი ხელები და მერე შიზიზღო ან შეიძულო ეს ადმიანი, ასე მეტი მიზეზი გაქვს საკუთარ მანკიერ თვისებებს გზა მისცე და შური იძიო დამნაშავეზე დასაჯო და გაექცე საკუთარ ტკივილს ან დანაშაულის შეგრძნებას. სანდრომ ღვინის ბოთლი გახსნა და იქამდე სვამდა სანამ უგონიდ თვრალს დივანზე არ ჩაეძინᲐ.
-სხვაგან სად თუ არა აქ-ჩაესმა ძილში ნიკას ხმა და შეიშმუშნა -გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო უკვე შუადღის ორი საათია
-დაახვიე რᲐ-დაუღრინა სანდრომ ძმას და გვერსი იცვალა
-ნანამ დარეკა -დაიწყო ნიკამ და გიჟივით რომ წამოვარდა სანდრო დივნიდან დაავიწყდა რას ამბობდა
-მერე?-ძმას ჩააცქერდა თვალებში
-მარიანას ნახვა თუ უნდა სოფი მოუყვანსო
-კახპა-აღმოხდა სანდროს ზიზღით -რა ჰგონიათ რომ ვერ ვიპოვი?-დაიღრინა და კარადიდან ღვინის ბოთლი გამოიღო გახსნა და ჭიქებში
დაასხა -დალევ?-ნიკას გაიწოდა რომელმაც გამოართვა და მაშინვე მოიყუდა, სანდრომ კიდევ დაისხა და თავად ბოთლი მოიყუდა -ვისთან დარეკა?-ჰკითხა ძმას ამღვრეული თვალებით
-ჩემთან, ვისთან-უთხრა ნიკამ და ბოთლი ხელიდან წაგლიჯა ძმას და მოიყუდა
-ვიპოვი და ვᲜანებ ამ თᲕხედობას სამივეს
-ნუ ბოდავ-გაბრაზდა ნიკᲐ -შეეშვი, არ უნდა ამ გოგოს შენთან ყოფნა რით ვერ შეიგნე? აქ რომ მოიყვანე და ძალით ჩაიწვინე ხედავ რა მოხდა? საერთოდ გაგექცა -უთხრა ნიკამ და კიდევ მოიყუდა ფაქტიურად ბოლომდე დაცლილი ღვინის ბოთლი
-ამ ყველაფრის გამო სამაგიეროს გადავუხდი-დაიღრინა სანდრომ და დივანზე დაჯდა
-ეჭვიც არ მეპარება-გაეცინა ირონიულად ნიკას და სანდრო მაშინვე აფეთქდა
-ნიკა ნუ მაღიზიანებ
-ისეთი რა გითხარი? დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს გააკეთებ რომ ისევე ატკინო როგორც თავად გატკინეს და ისევ დაამცირო როგორც თავად დაგამცირეს -აუხსნა ნიკამ
-სწორედ ასე იქნება-ახედა ძმას სანდრომ არეული თვალებით
- მგონი მართლა შეიშალე, სანდრო აზრზე მოდი გთხოვ, ნათია შენი შვილის დედაა როგორ შეგიძლია მასზე ასე ფიქრი? ჰო ვიცი მაგრად გაგიტყდა ასე რომ წავიდა...პილიცია დაგაყენა და რამე... მაგრამ შენ აიძულე ასე რომ მოქცეულიყო... სხვა გამოსავალი არ დაუტოვე
-პოლიცია სულ ყ.ეზე , ლიჟბი ვიპოვო
-ისევ შენსას აწვები?
-ამას არ ვაპატიებ
-ყველაფრში შენ ხარ დამნაშავე
-ასე არ უნდა მომქცეოდა
-სხვა გამოსავალი არ დაუტოვე
-არ უნდა წასულიყო ასე ჩუმად და პოლიციის ჩარევით, მაგრამ არა უშავს ვანანებ
-ფსიქიატრი გჭირდება ლალიკო დედიკოს თავს ვფიცავარ-სიცილი აუტყდა ნიკას
-გააქ?-ახედა გიჟივით მოცინარ ნიკას სანდრომ
-ჰოოო-უთხრა ნიკამ ძმას -მაგრამ ეგ არ მჭირდება რომ კარგ ხასიათზე ვიყო
-ჰო მაგრამ მე მჭირდება -სანდრო ადგა და მანქანის გასაღები გამოართვა ძმას.

№1 მოდერი sameone crazy girl

სანდრო მეცოდება ... უცნაურია ალბათ ხო? მაგრამ ასეა . მებრალებიან ასეთი ადამიანები არეულები, არასწორი ცხოვრებით გაბოროტებულები , მუდამ სიბნელეში მყოფები სინათლეს რომ ვერ ხედავენ და არც ჰყავთ ვინმე ისეთი რომ შეძლონ გავლენის მოხდენა და იმის ჩვენება რამდენად არასწორია. უყვართ , მაგრამ არა საკმარისად. უყვარს, მაგრამ ავადმყოფურად. ვერ აკონტროლებს ვერცერთ სურვილს, ქცევას ვერაფერს და ასე გაგიჟებული სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში. ხო მეცოდება სანდრო, იმიტომ რომ არასწორად აღზრდილი ბავშვია ჩემთვის . ხო არ ვიცი შენ რას ფიქრობ , საერთოდ აქვს თუ არა სანდროს რაიმე სხვა სახე ამ მოძალადე ნაბ.ჭვრის გარდა შენთვის ან სხვებისთვის.
ამ ისტორიას რეალურთან ახლოს მდგომი პერსონაჟები ჰყავს _არავინაა იდეალური. არავინაა ბოლომდე მართალი და ყველას აქვს შეცდომები მსხვერპლსაც კი .
საინტერესოა როგორ დაასრულებ და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ^ კითხულობ თუ არა საკუთარ ნაწერს

№2  offline მოდერი ნეაკო

sameone crazy girl

პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ძალიან მიხარია შენი ყურადღება რომ მივიქციე, რადგან ამ საიტზე პირველად შენი ისტორია ,, ყველა გზა შენთან მოდის მარიამ" წავიკითხე მეგობრის რჩევით და უზომოდ შევიყვარე ეს ისტორია, ეს საიტი და ზოგადად შენი ისტორიები... ამ ისტორიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემში, განსაკუთრებულია, რაღაცნაირია, სულს რომ წვდება ისეთია...
რაც შეეხება სანდროს, რა თქმა უნდა პირველი ადამიანი ხარ ვინც შეიცოდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მისი გულშემატკივრებიც არიან და მიკვირს, რადგან უმეტესს სძულს ის, რადგან მასში მხოლოდ მოძალადე კაცს ხედავენ და ეს ასეცაა, სანდრო ასეთია ასე ესმის ცხოვრება რადგან ადამინების სიყვარული და პატივისცემა მისთვის არავის უსწავლებია... ამიტომაც აქვს ასე გამძაფრებული და არეული გრძნობები და ემოციები...
სიმართლე გითხრა ვცდილობ გავლენა არ მოახდინოს მკითხველის აზრმა ჩემს ისტორიებზე მაგრამ ძალიან მიჭირს ამასთან გამკლავება, რადგან პირადზეც კი გადმოდიან და ჩემთან აიგივებენ თითოეული ისტორიის მთᲕარ გმირს და ეს ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად ვიბნევი და ვეღარ ვახერხებ ხოლმე დავწერო ის რაც მსურს, ახლა სანდროს და ნათიას ურთიერთობას წერტილი მინდა დავუსვა სანდროს გაუაზრებელი ქმედებით მაგრამ ცოტა მაშინებს ეს, ვიცი უკვე რაც მოჰყვება ამას და მიჭირს წერა...
მაგრამ ვფიქრობ რომ ასე უკეთ წარმოვაჩენ მის ნამდვილ სახეს და ეს საშინელება წერტილს დაუსვამს ყველა კითხვას რაც მკითხველს ააქვს მის მიმართ.
საკუთარ ნაწერებს ვკითხულობ და დიდად აღფრთოვანებული არ ვრჩები რადგან ბევრი შეცდომ ამაქვს წერისას დაშვებული და გრამატიკულად მითუმეტეს.
მადლობა გამოხმაურებისთვის, ჩემთვის ძაᲚიაᲜ ბევრს ნიშნავს ეს, მითუმეტეს რომ სრულიად სხვა კუთხით დაინახე სანდრო

№3 სტუმარი სტუმარი ანიტა

ამ ისტორიას ყველაზე დიდ ღირებულებას ის შესძენს თუ სანდროს აზრზე მოყვანის და გამოსწორების გზას დაგვანახებ მკითხველს . ნათიას რომ სხვა შეუყვარდეს ძალიან მარტივი და არასაინტერესო გზა იქნება. იყოს რთული - იჯიკაოს სანდრომ მაგრამ ,გთხოვ, ნათიასნაირნა ძლიერნა გოგომ სწორ გზაზე დააყენოს ეს ბიჭი

№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანიტა
ამ ისტორიას ყველაზე დიდ ღირებულებას ის შესძენს თუ სანდროს აზრზე მოყვანის და გამოსწორების გზას დაგვანახებ მკითხველს . ნათიას რომ სხვა შეუყვარდეს ძალიან მარტივი და არასაინტერესო გზა იქნება. იყოს რთული - იჯიკაოს სანდრომ მაგრამ ,გთხოვ, ნათიასნაირნა ძლიერნა გოგომ სწორ გზაზე დააყენოს ეს ბიჭი

რაღაც ამდაგვარი იქნება მაგრამ ასე მარტივად არ მოხდება ყველაფერი :)
ისტორიაც იმაზე მაქვს აყწობილი რომ საბოლოოდ ადამიანების შეცვლა Ხდება რაღაცის ხარჯზე

№5 სტუმარი Შათირი

Საოცარი ისტორიაა. Ძალიან ბევრ ემოციას ტოვებს ჩემში. Მიხარია რომ ნათიამ შეძლო თავის დაღწევა... Რეალობაში უამრავი ქალია მის სიტუაციაში. ????????????

№6 მოდერი sameone crazy girl

ნეაკო
sameone crazy girl
სანდრო მეცოდება ... უცნაურია ალბათ ხო? მაგრამ ასეა . მებრალებიან ასეთი ადამიანები არეულები, არასწორი ცხოვრებით გაბოროტებულები , მუდამ სიბნელეში მყოფები სინათლეს რომ ვერ ხედავენ და არც ჰყავთ ვინმე ისეთი რომ შეძლონ გავლენის მოხდენა და იმის ჩვენება რამდენად არასწორია. უყვართ , მაგრამ არა საკმარისად. უყვარს, მაგრამ ავადმყოფურად. ვერ აკონტროლებს ვერცერთ სურვილს, ქცევას ვერაფერს და ასე გაგიჟებული სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში. ხო მეცოდება სანდრო, იმიტომ რომ არასწორად აღზრდილი ბავშვია ჩემთვის . ხო არ ვიცი შენ რას ფიქრობ , საერთოდ აქვს თუ არა სანდროს რაიმე სხვა სახე ამ მოძალადე ნაბ.ჭვრის გარდა შენთვის ან სხვებისთვის.
ამ ისტორიას რეალურთან ახლოს მდგომი პერსონაჟები ჰყავს _არავინაა იდეალური. არავინაა ბოლომდე მართალი და ყველას აქვს შეცდომები მსხვერპლსაც კი .
საინტერესოა როგორ დაასრულებ და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ^ კითხულობ თუ არა საკუთარ ნაწერს

პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ძალიან მიხარია შენი ყურადღება რომ მივიქციე, რადგან ამ საიტზე პირველად შენი ისტორია ,, ყველა გზა შენთან მოდის მარიამ" წავიკითხე მეგობრის რჩევით და უზომოდ შევიყვარე ეს ისტორია, ეს საიტი და ზოგადად შენი ისტორიები... ამ ისტორიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემში, განსაკუთრებულია, რაღაცნაირია, სულს რომ წვდება ისეთია...
რაც შეეხება სანდროს, რა თქმა უნდა პირველი ადამიანი ხარ ვინც შეიცოდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მისი გულშემატკივრებიც არიან და მიკვირს, რადგან უმეტესს სძულს ის, რადგან მასში მხოლოდ მოძალადე კაცს ხედავენ და ეს ასეცაა, სანდრო ასეთია ასე ესმის ცხოვრება რადგან ადამინების სიყვარული და პატივისცემა მისთვის არავის უსწავლებია... ამიტომაც აქვს ასე გამძაფრებული და არეული გრძნობები და ემოციები...
სიმართლე გითხრა ვცდილობ გავლენა არ მოახდინოს მკითხველის აზრმა ჩემს ისტორიებზე მაგრამ ძალიან მიჭირს ამასთან გამკლავება, რადგან პირადზეც კი გადმოდიან და ჩემთან აიგივებენ თითოეული ისტორიის მთᲕარ გმირს და ეს ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად ვიბნევი და ვეღარ ვახერხებ ხოლმე დავწერო ის რაც მსურს, ახლა სანდროს და ნათიას ურთიერთობას წერტილი მინდა დავუსვა სანდროს გაუაზრებელი ქმედებით მაგრამ ცოტა მაშინებს ეს, ვიცი უკვე რაც მოჰყვება ამას და მიჭირს წერა...
მაგრამ ვფიქრობ რომ ასე უკეთ წარმოვაჩენ მის ნამდვილ სახეს და ეს საშინელება წერტილს დაუსვამს ყველა კითხვას რაც მკითხველს ააქვს მის მიმართ.
საკუთარ ნაწერებს ვკითხულობ და დიდად აღფრთოვანებული არ ვრჩები რადგან ბევრი შეცდომ ამაქვს წერისას დაშვებული და გრამატიკულად მითუმეტეს.
მადლობა გამოხმაურებისთვის, ჩემთვის ძაᲚიაᲜ ბევრს ნიშნავს ეს, მითუმეტეს რომ სრულიად სხვა კუთხით დაინახე სანდრო

როგორ უნდა გააგრძელო და დაასრულო სრულიად შენი გადასაწყვეტია . ავტორი თავისუფალია, დაქირავებული არავინაა აქ და ვალდებულიც არანაირად არ ხარ რაღაც ნაწილის გასახარებლად წერო ის რაც არ გენდომება. მკითხველთან მთავარია ემოციები მიიტანო შენი კონკრეტული დამოკიდებულება არ დაკარგო რომ თავიდან ბოლომდე დაგვანახო შენ რა გინდოდა გადმოგეცა, შენ რა დამოკიდებულება გაქვს და მერე ყველას მოეწონება ნუ უმრავლესობას მაინც. ყველა ურთიერთობა რეალურიც იმდენად განსხვავებულია აქ გამოგონილ პერსონაჟებთან მითუმეტეს ვერ იქნები შეზღუდული ...ნებისმიერი რამე შეგიძლია დაწერო თუ გენდომება . ერთი ახლა რაც ვიცი ისაა რომ ასეთ სანდროსთან ნათია არ უნდა დარჩეს არც სანდროს აძლევს რამე სიკეთეს ნათიასთან ყოფნა და მითუმეტეს ბავშვს ... ერთადერთი რასაც ვისურვებდი ისაა რომ ბოლოს მარიანას ორივე მშობელი ასრულებდეს თავის როლს და სანამ გაიზრდება მანამ მიიყვანოს ეს სანდრო ვინმემ კარგ ფსიქოლოგთან თორე ნათიას ვინც დაეძებს საკუთარ შვილს შესძულდება ასეთი ... ბევრი რამე შემიძლია გითხრა მაგრამ აქ ახლა ცოტა არ იყოს მოუხერხებელია .
წარმატებებს გისურვებ ♥︎♡

№7  offline მოდერი ნეაკო

Შათირი
Საოცარი ისტორიაა. Ძალიან ბევრ ემოციას ტოვებს ჩემში. Მიხარია რომ ნათიამ შეძლო თავის დაღწევა... Რეალობაში უამრავი ქალია მის სიტუაციაში. ????????????

სამწუხაროდ ასეა და ხშირად ოჯახის წევრები აიძულებენ ქალს რომ შეეგუოს ამ უსამართლობას და იცხოვროს მოძალადე ქმართან

ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ, ვეცდები სწორად გადმოვცე ჩემი სათქმელი რის გამოც ამ ისტორიის წერა დავიწყე ზოგადად

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent