იძულებითი ქორწინება 16 თავი
სანდრო ნიკას წამოადგა თავზე და ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა სასმლისგან სახე წაშლილ ძმას, დიდხანს უყურებდა არეული თვალებით უმცროს ძმას და გაეღიმა -კარგია რომ მყავხარ-თქვა ჩურჩულით და თავზე აკოცა ძმას, ნიკა გაოცებული მიაჩერდა სანდროს -აი მეც მოვედი-ღია კარში შევიდა ლაშა პარკებით ხელში და მაშინვე უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -მოიტანე?-სანდრო მოუახლოვდა და პარკიდან ამოაცალა არყის ბოთლი -აუ მაგრად ხართ ორივე-გაეცინა ლაშას და პარკები მაგიდაზე დააწყო -ეს ვაბშე გასულია-ნიკას შეხედა მომღიმარი სახით -გეგონოს-გაბრაზდა ნიკა სავარძლიდან ადგა წვალებით, მაგიდას მიუახლოვდა და არყის ბოთლი ამოიღო გახსნა და მაშინვე მოიყუდა -ამას რა ჭირს?-დაინტერესდა ნიკას დეპრესიული განწყობის შემხედვარე ლაშა -ანის დაურეკა და...-გაეცინა სანდროს და არაყი ჭიქებში დაასხა -დალევ ლაშ?-ჭიქა გაუწოდა და პირამდე გაუვსო-ვეუბნები კიდევ დიდხანს თუ გაწვალებს ხელს წავავლებ და სახლში მოგიყვან-მეთქი და არ უნდა -გიჟივით იცინოდა სანდრო -შენგან არც ეგაა გასაკვირი-ძლივს იბრუნებდა ენას ნიკა -ეგრე ვქნათ-დაეთანხმა ლაშა სანდროს -როდემდე უნდა აწვალოს ეს საწყალი ბიჭი? -გაუღიმა ნიკას და ჭიქა დაცალა, სანდრომ კი ბოთლი მოიყუდა -ნუ ბოდავთ-გაბრაზდა ნიკა -ცოტა ხანს დაგაცდი და თუ ვერ დაითანხმე მერე მე მივხედავ ამ საქმეს -უთხრა სერიოზული ტონით სანდრომ და ნიკამ მკვლელი მზერით რომ შეხედა გიჟივით გაეცინა -შენ ჯობია შენ საქმეს მიხედო-დაუღრინა ნიკამ ძმას და დივანზე დაწვა რადგან ლაპარაკის და ფეხზე დგომის თავი აღარ ჰქონდა. -ხან მართლა მინდა რომ ანის ხელი წავავლო მანქანაში ჩავტენო... ნიკას მივუყვანო და სადმე გამოვკეტო ეს ორი სულელი ბავშვი-უთხრა მომღიმარ ლაშას სანდრომ -მოუწევთ-დაეთანხმა ლაშა სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა-შენ როგორ ხარ? -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა სანდრომ და ისევ მოიყუდა ბოთლი -სანდრო ცხელ გულზე არაფერი გააკეთო, აზრზე მოდი, კარგად დაფიქრდი და ისე იმოქმედე, შეიძლება ბრაზს და ტკივილს აყოლილმა ისეთი რამ ჩაიდინო რომ მერე სამუდამოდ ინანო... ხვდები რას გეუბნები? ნათიას არაფერი დაუშავო... იცოდე ინანებ-სანდროს და ლაშას არეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს ჩამქრალი და ცივი მზერით -ნათიას ამას არასოდეს ვაპატიებ აუცილებლად დავსჯი იმის გამო რაც გააკეთა...მკიდ.ა მერე ვინანებ თუ არა-თქვა გაღიზიანებული ტონით სანდერომ და მაგიდაზე ხმაურით დადო ბოთლი -სანდრო ჯერ არაფერი გააკეთო, საერთოდ არაფერი... დრო რომ გავა გადაგივლის და მერე ცივი გონებით იმოქმედე, იციდე რომ წინააღმდეგ შემთხვებაში გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებ ასე რაღარ შანსი მაინც გაქვს რომ დაიბრუნო -დავიბრუნო?-მწარედ გაეცინა სანდროს -მე მას ვეღარასოდეს დავიბრუნებ... მორჩა ყველაფერი დამთავრდა გესმის? ნათიამ სამუდამოდ მიმატოვა -თქვა გაღიზაინებული ტონით სკამზე დაჯდა სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და აკანკალებული თითებით მოუკიდა -მაგრამ ამის გამო პასუხს ვაგებინებ... მშვიდი ცხოვრების უფლებას არ მივცემ, ყოველ დღეს ჯოჯოხეთად ვუქცევ -სანდრო -გაბრაზდა ლაშა -აზრზე მოდი, იცოდე ოდესმე მაინც ინანებ იმას რომ ბრაზ და მრისხანებას აᲰყევი ახლა და სანამ გვიანი არაა დაშოშმინდი, აზრზე მოდი... შენ ის გიყვარს და თუ ატკენ შენ ასსმაგათ გეტკინება ვერ ხვდები ამდენს? -მინდა მასაც ეტკინოს, ძალიან ეტკინოს... მინდა მანაც შეიგრძნოს ის ტკივილი რისი გადატანასაც მე მიწევს ახლა-შეხედა ამღვრეული თვᲚებით ლაშას და ისევ ბოთლს წაეტანა -სანდრო დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება რომ ეს გამოგივა, მაგრამ მერე შენ როგორ იქნები? გგონია ეს ბედნიერებას მოგანიჭებს? ძალინ ცდები თუ ასე ფიქრობ... ნათიას თუ გაანადგურებ შენ უარესი დაგემართება, მისი ტანჯვის ყურება შენ ვერ გაგაბედნიერებს, გთხოვ ეს გააცნობიერი... -ნათიამ მატკინა, ძალიან მატკინა და მინდა მასაც ეტკინოს ეს სამართლიანი შურისძიებაა -ისევ შენსას აწვები-ლაშამ მერე ღერს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა -რატო არ შეგიძლია სხვისი აზრის მოსმენა და ფიქრი? რატომ მოქმედებ გრძნობებით და არა გონებით? -ლაშ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდა, რაც არ უნდა მითხრა ვერ დამარწმუნებ, ნათიას სამაგიეროს მაინც გადავუხდი-სანდრომ ცოტა მოსვა კიდევ მჟავე სითხე და ბოთლი დადო მაგიდაზე, მეორე ღერს მოუკიდა გაირინდა -მია როგორაა? -ჰკითხა სანდროს კარგახნის სიჩუმის მერე -ისევ ისე-მხრები აიჩეჩა სანდრომ -სულ უხასათოდაა, გაღიზიანებულია, აგრესიულია, მოღუშულია, დეპრესიული, რაც დრო გადის უფრო მეტად უფუჭდება ხასიათი -ვიცი რომ ცუდადაა მაგრამ...ძაალიან მინდა მისი ნახვა, გთხოვ უფლება მომეცი ვნახო-ლაშა სანდროს მიაჩერდა ამღვრეული თვალებით -თავად არ სურს-ისევ მხრები აეჩეჩა სანდრომ -შენი სახელის გაგონებაც ჰყოფნის რომ გაგიჟდეს და ისტერიკა დაიმართოს... მაგ პონტში არ მინდა რომ ნახო... -მესმის მაგრამ...-ლაშას უჭირდა ლაპარაკის დაწყება -მაინც მინდა ვნახო, სულ რომ გაგიჟდეს, სულ ერთი წამით მაინც მინდა დავინახო -წამო-სანდრო ფეხზე წამოდგა და ლაშას მიაჩერდა რომელიც დაბნეული აჰყურებდა მეგობარს ჩაწითლებულ თვალებში -საად? -მიას სანახავად -ასე არ შეიძლება-დაიბნა ლაშა -შენ არეული ხარ, მეც დავლიე -წამო წამო, იცოდე გადავიფიქრებ-უთხრა სანდრომ და მანქანის გასაღები შეაჩეჩა ხელში. ლალიმ დაფეთებულმა გააღო სახლის კარი და გაბრაზებული მიაჩერდა სანდროს და მის უკან მდგომ დაბნეულ ლაშას -რა ხდება?-შეეშინდა ლალის-სად იყავი? კარგად ხარ? ნიკა სადაა? რამე მოხდა?-მიაყარა კითხვები -მცხეთაშია შენი საყვარელი შვილი კარგადაა-უთხრა სანდრომ, კარი ფართოდ გააღო ლალის გვერდი აუქცია და სახლში შევიდა, ლაშაც მოკრძალებით შეჰყვა -მიას ძინავს?-მიაჩერდა დაბნეულ ქალს -შენ რა გჭირს? ასე რატომ გამოიყურები?-ლალი მიხვდა რომ სანდრო არეული იყო, თვალებზე შეატყო -არაფერი რა-გაღიზიანდა სანდრო -სასმლის გარდა რამე მიიღე?-გაცეცხლდა ლალი -მიდი დაიძინე-სანდრომ დედა მიატრიალა და საძინებლის კარი გაუღო -სადრო რამე გაქ მიღებული?-არ ეშვებოდა ლალი -ნუ შენე.ი რა-დაუღრინა სანდრომ და თვალები დაუბრიალა.ლალი ოთახში შევიდა რადგან მასთან ჩხუბი არ უნდოდა და მის ნებას დაჰყვა. -წამო-მიას ოთახის კარი გააღო სანდრომ და ლაშას მიაჩერდა -ნუ სულელობ-ლაშამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ გაბედა წინ -უბრალოდ დახედე და გამოვიდეთ-წარბი აწკიპა სანდრომ და ლაშას მიაჩერდა-მიდი-შეეხმიანა ფიქრებში წასულ ლაშას რომელმაც ბევრი ფიქრის მერე გაბედა და მიას ოთახის კარს მიუახლოვდა, გარე განათების სუსტი სინათლის ფონზე რომელიც ფარდებიდან მაინც ჯიუტად იჭრებოდა და ათებდა ოთახს იმდენად რომ შეიძლებოდა ყველაფერი კარგად დაენახა ადამინს, ლაშას თვალში პირველი რაც მოხვდა იყო მიას საწოლთან მდგარი ინვალიდის ავარძელი და იმ წამსვე სისხლი გაეყინა ძარღვებში, ადგილზე გაქვავადა და ვეღარ გაბედა ნაბიჯის წინ წადგმა, გაიყინა, გაქვავდა, დამუნჯდა, სული ეტკინა საშინლად ეტკინა, გული შეეკუმშა და სუნთქვა შეუწყდა ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითᲥოს ნაწილებად დაიშალა, საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი, ისეთი შეგრძნება დაეუფლა რომ შორიდან უყურებდა საკუთარ თავს -ლაშა-შეეხმიანა სანდრო, რადგან მიხვდა რომ ნანახმა იმაზე საშინლად იმოქმედანლაშაზე ვიდრე ეგონა, ლაშამ მზერა ინვალიდის სავარძლიდან სანდროზე გადაიტანა და არაფერის მთქმელი თვალებით მიაჩერდა მეგობარს...აზრზე მოვიდა ნელ-ნელა და იგრძნო რაღაც საშინელი სულის ტკივილი...ხელები აუკანკალდა ბრაზისა და მრისხანებისგან საკუთარ მძიმე ემოციებთან გამკლავება ვერ შეძლო და ხელები მომუშტა, იმაზე ფიქრმა თუ რას განიცდიდა მია საერთოდ შეშალა -გავიდეთ-სანდრომ მხარზე დაადო ხელი მეგობარს და ისევ თვალებში ჩააცქერდა რადგან მიხვდა რომ ლაშა ძალინ ცუდად გახდა -ვნახავ გთხოვ-აღმოხდა ლაშას და ხმაჩაუწყდა, სანდრომ არაფერი უპასუხა და ოთახიდან გავიდა, ლაშამ ძალა მოიკრიბა და წინ წადგა რამდენიმე ნაბიჯი და მიას საწოლს ფრთხილად მიუახლოვდა და მის სახეს დააცქერდა, ვერ შეძლო თვალსი მოწყვეტა მისი სახისთვის და იქვე Ვაიმუხლა, უნებურად ხელი გაექცა მისკენ მაგრამ შეხება ვერ გაბედა და აკანკალებული ხელი ჩამოსწია, დიდხანს ძალიან დიდხანს უყურებდა მიას ნატანჯ სახეს და გრძნიბდა როგორ შლიდა იმაზე ფიქრი რომ მიას ამდენი ტკივილის გადატანა უწევდა მის გამო, ბოლოს მაინც ვერ მოთოკა თავი ოდნავ სულ ოდნავ შეახო აკანკალებული თითები მის ფერმკრთალ ტუჩებს და მია რომ შეიშმუშნა მაშინვე მოაშორა ხელი და დაიძაბა იმდენად რომ სუნთქვაც კი შეუწყდა, შეეშინდა პირველად შეეშინდა რადგან არ იცოდა როგორ გაუმკლავდებოდა მიას თვალებს, ახლა ხვდებოდა რატომ არ უნდოდა მიას მისი მახვა, მასაც ეშინოდა ლაშას თვალების ისევე, როგორც ახლა მას მიას თვალების , რადგან არ იცოდა ამ თვალებში რას დაინახავდა სიყვარულს, ზიზღს სიძულვილს თუ სინანულს. მიამ Მშვიდად განაგრძო ძილი და ლაშამაც ამოისუნთქა, არ ეგონა ასე რთული თუ იქნებოდა მასთან შეხვედრა, არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა ამ ყველაფრის გადატანა, უნებურად მზერა ისევ სავარძლისაკენ გაექცა და ისევ იგივე დაემართა ისევ ისე ძლიერად ეტკინა სული, ისევ ისე აუტანლად შეეკუმშა გული და როცა მია ისევ შეიშმუშნა და მისი გრძელი თმა საწოლის კიდეზე ჩამოცურდა მზერა ისევ მიასკენ გაექცა, თვალი მის თმაზე მიეყინა და აკანკალებული ხელით ოდნავ სულ ოდნავ შეეხო, მაგრამ ვერ მოერია თავს და მაიც მუჭში მოიქცია მისი ოქროსფერი თმა და ცხვირთან მიიტანა, ღრმად შეისუნთქა მისი გამაბრუებელი სურნელი და გიჟივით წამოვარდა ფეხზე როცა მია ისევ შეიშმუშნა, მაშინვე კარისკენ გაქანდა -ნიკა-მოესმა მიას ხმა კართან მისულს და ადგილზე გაიყინა და ვეღარ გაუძლო ამ სიგიჟეს თავს მოერია და მისკენ მიტრიალდა ლაშა, მათი დაძაბული მზერა ერთმანეთს შეეფეთა და ორივეს სუნთქვა შეუწყდა, ორივეს გულმა წამის მეასედში შეწყვიტა ცემა და ორივეს სისხლი გაეყინა ძარღვებში, ღია კარში სანდრომ შეიხედა და დაიძაბა -გადით-ამოიტირა მიამ და მაშინვე ცრემლები გადმოსცვივდა -მია გთხოვ-აღმოხდა ლაშას, მაგრამ სანდრომ ოთახიდან გაიყვანა და მიასთანნ დაბრუნდა -არ გაგიჟდე გთხოვ, უბრალოდ შენი ნახვა უნდოდა -კარგი-თავი დაუქნია მიამ და მშვიდად უთხრა -ახლა გადი -ცრემლები მაჯებით მოიწმინდა და სანდროს მიაჩერდა, სანდრო მისმა სიმშვიდემ დააეჭვა და მია სახე ხელებში მოიქცია -გავალ მაგრამ კარი არ დაკეტო, გპირდები ლაშა აღარ შემოვა -კარგი-უთხრა უემოციოთ მიამ და მოწოლილ ცრემლებს მთი ძალით შეეწინააღმდეგა -თუ დაკეტავ ხო იცი შემოვამტვრევ, მაშინდელივით რამე სისულელე არ გააკეთო -კარგი-უთხრა უემოციო სახით მიამ-ახლა გადი მარტო დამტოვე გთხოვ-უთხრა ხმა აკანკალებულმა და ცრემლები გადმოსცვივდა უმალ -არ გვინდოდა გული გვეტკინა შენთვის უბრალოდ... -სანდრო გთხოვ-მიას აღარ შეეძლო მოწოლილ ემოციეთან გამკლავება და სანდრომაც გაუგო, როგორც კი გავიდა ოთახიდან მია მაშინვე მოთქმით ატირდა, ეტკინა ძალიან ეტკინა გული, იქამდე ტიროდა სანამ ამ მძიმე ემოციებისგან არ დაიცალა და ცრემლები არ გაუშრა -არ უნდა მენახა-ინანა ლაშამ და აივანზე გავარდა -დამშვიდდი ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა და მაინც იგივე რეაქცია ექნებოდა-დაამშვიდა სანდრომ და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან -ამაღამ აქ დარჩი და დილით დაელაპარაკე -სანდრო -დაბნეული მიაჩერდა ლაშა -ასე ჯობია-მხარზე ხელი დაარტყა მეგობარს და გაუღიმა -დროა აზრზე მოვიდეს და თვალი გაუსწოროს რეალობას -ჰო მაგრამ ამით ტკივილს მივაყენებთ -რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მიას მაინც ეტკინება... მაინც ვერ შეეგუება ამას და მაინც დაიტანჯება, ამიტომ ჯობია რეალობა თვალი გაუსწოროს. სახლში რომ შევიდნენ და ლალი მიას ოთახის კართან დაინახა სანდრომ გაბრაზდა და მის ოთახში შესვლის უფლება არ მისცა სანდრომ -მგონი ტირის-გაბრაზდა ლალი და სანდეოს ახედა -შეეშვი -სანდრო -შეეშვი ნუ გეშინია არაფერს არ იზამს -გუშინდელივით ისევ რომ დალიოს წამლები? -არ დალევს-გაბრაზდა სანდრო-შეეშვი-ლალი დაარწმუნა და ოთახში გაუშვა. მთელი ღამე თეთრად გაათენეს მან და ლაშამ დივანზე მსხდომებმა, გამთენიისას ჩაეძინათ და ლალის ხმამ გააღვიძათ -ყავას დალევთ? -აუ კიი, ოღონ შენებურად საშინელება არ გააკეთო-უთხრა ნახევრად მძინარე სანდრომ ლალის და ცალინთვალი გაახილა და გაცეცხლებულ დედას მიაჩერდა -კარგი ყავის მომდუღებელი დეპრესიაშია და რა გიყო?-უთხრა უკმაყოფილო ტონით ლალიმ და სამზარეულოში გავიდა და მალევე დაბრუნდა ყავის ჭიქებით ხელში, რომელბიც მაგიდაზე ხმაურით დადო -დიძინა ?-ახედა თავზე წამომდგარ ქალს სანდრომ -ჰო დილით ჩაეძინა -უთხრა ლალიმ სანდროს და ისევ თავის ოთახში შეიკეტა -გავალ მოვწევ-ლაშა ფეხზე წამოდგა და ყავის ჭიქით ხელში აივანზე გავიდა, სანდროც გავიდა და მეგობარს მიაჩერდა ამღვერული თვალებით -დღეს დაელაპარაკე -დარწმუნები ხარ?-ჰკითხა ლაშამ -მგონია რომ ამით მხოლოდ ტკივილს მივაყენებ -ტკივილს მიეჩვია-დანანებით უთხრა სანდრომ მეგობარს და ყავა მოსვა -მგონია რომ ასე უფრო სწორია, ისე ერთმანეთას ტანჯავთ-უთხრა სანდრომ და სახლში შევიდა, ვერ მოითმინა და მიას ოთახში შევიდა და ადგილზე გაშეშდა ნანახმა გული საშინლად ატკინა და ხმის ამოღება კარგა ხანს ვერ შეძლო -მიᲐ-აღმოხდა სანდროს და ხმა ჩაუწყდა -შენ რა გაგიჟდი?-მივარდა და მაკრატელი წაართავა მაშინვე დაიხარა და მიას ძირს დაყრილი ოქროსფერი თმები მუჭში მოიქცია -საბოლოოდ გაგიჟდი? ეს რატომ გააკეთᲔ? -აყვირდა წყობრიდან გამოსული, მია მაშინვე თავისკენ მიატრიალა და თვალებში ჩააცქერდა დას -მინდა რომ ძველი მიასგან აღარფერი დარჩეს-უთხრა მშვიდი ტონით და თავის თმას მიაჩერდა -მია ვეღარ გცნობ-უთხრა ბრაზ ნარევი ტონით სანდრომ -ასე რატომ ექცევი საკუთარ თავს? Მოგწონს თავის წამება? მოგწონს რომ იტანჯები? ამ თმას რამდენი წელი იზრდიდი? რამდენი წელი ელოდი მის გაზრდას? -სანდრო თავი დამანებე -უთხრა მიამ უემოციო სახით და ზურგი აქცია -მია გინდა რომ გვეცოდებოდე? გინდა რომ ჩვენში მხოლოდ სიბრალურს იწვევდე? -ეგ ყველაზე ნაკლებად მინდა -გაღიზიანდა მია და ძმისკენ მიტრიალდა -მაშინ ისე ნუ იქცევი რომ ჩვენში მხოლოდ ეს გრძნობები გამოიწვიო... ვიცი რომ რთულია, ვიცი რომ ძალინ გიჭირს... ვიცი რომ სამყარო გძულს... ვიცი რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა შენთვის, ისიც ვიცი რომ ყველაზე და ყველაფერზე გულ ნატკენი ხარ რადგან ასე გაგიმეტა ცხოვრებამ... მაგრამ გთხოვ თავს მოერიე, ძალა იპოვე საკუთარ თავში და ცხოვრება რამე ნაირად განაგრძე, ოღონდ ღირსეულად განაგრძე... ასე არა!... ასე ნუ იქცევი და ნუ გვაიძულებ შეგვეცოდო, ძალა მოიკრიბე და რეალობას თვალი გაუსწორე და ცხოვრება გააგრძელე ჩვენი დახმარებით-სანდრომ მისი ხელებინსახეში მოიქცია და აწყლიანებულ თვალებში დას ჩააცქერდა-ასეთი ქცევით საკუთარ თავსაც ანადგურებ და ჩვენც! ამის გამო იმსახურებ სიბრალურს! ამიტომ თავს მოერიე რეალობას თვალი გაუსწორე და უფლება მოგვეცი ჩვენ და განსაკუთრებით ლაშას რომ ცხოვრება გაგიადვილოთ! სანდრო აივანზე გავიდა და ლაშას მიაჩერდა რომელიც ახლა ხან მოსულ ნიკას ელაპარაკებოდა -რა მოხდა?-ნიკა გაოცებული მიაჩერდა სანდროს ხელში მოქცეულ თმას -მიას თმაა არა?-სუნთქვა შეეკრა მღელვარებისგან ლაშას -გუშინ იგრძნო რომ თმაზე შევეხე და ასე ამიტომ გააკეთა არა?-თქვა გაღიზიანებული ტონით სანდროს ხელიდან წაართვა მისი თმა და მიას ოთახში შევარდა კარი შიგნიდან დაკეტა და მიას მიაჩერდა ამღვრეული თვალებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.