შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან (თავი 10)


2-02-2021, 20:20
ავტორი naattii
ნანახია 2 860

-ბატონო გაბრიელ_ჩურჩულით ჩასძახა ნინიმ მობილურს, თან წინ მიმავალ ფიგურას თვალს არ აცილებდა.
-ვის ვესაუბრები?
-ნინი კაშია ვარ, თქვენი მოწმე.
-დიახ ქალბატონო ნინი, გისმენთ, რამე მოხდა?
-სინამდვილეში ახლა ხდება, იცით, იმ ჩემი მკვდარი ნაძირალას სახლში ერთ-ერთი მათგანი გამოჩნდა, ვიცანი, რადგან კაფეში მყავს ნანახი.
-მაგრამ ის ადგილი გასუფთავდა.
- -ფაქტია ბოლომდე არა, რადგან ერთ-ერთ მათგანს უკან მივყვები.
-გაგიჟდით? ეს პოლიციის საქმეა, თავს საფრთხეში იგდებთ_კარების გაჯახუნების ხმა მოხვდა ნინის ყურს.
-არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ქუჩაში მივსეირნობ_უდარდელას ხმა მიიღო გოგომ.
-თქვენ მასწავლებელი ხართ და არა გამომძიებელი_ხმა გაუმკაცრდა გაბრიელს -მითხარით სად ხართ, რომელ მხარეს მიდიხართ და რომელიმე თანამშრომელს გამოვაგზავნი.
-თქვენ არ გესმით, ავადმყოფივით ფრთხილია, სამჯერ გადაუხვია ჩიხებში, ჩემგან კი აშკარაა არ ელის და არც მერიდება.
-იქნებ სადმე უნდა თქვენი მიტყუება?
-როგორც კი სადმე მივა დაგირეკავთ, ვეღარ გელაპარაკებით_გაუთიშა გამომძიებელს და ვითომ არაფერიო ისე აიხედა ზემოთ მოთვალთვალეს ობიექტი კი გამქრლიყო.
წამებში მოათვალიერა მიდამო ნინიმ და ძლივს მოასწრო ეზოში შემავალი კაცისთვის თვალის შევლება. მაშინვე ჩაინიშნა მისამართი და გულდამშვიდებული გამობრუნდა უკან. რა იცოდა თუ უკვე კარგა ხნის შემჩნეული იყო.

ჩაფიქრებული მიდიოდა ვაჩე გზაზე, ათასი აზრი მოდიოდა გონებაში და ვერცერთის არჩევას ახერხებდა. სახლში მისულიყო და მშვიდად წამოწოლილიყო დივანზე? დედას რომ დაინახავდა რაღა დაამშვიდებდა, იქნებ წასულიყო და პირდაპირ ნინის დალაპარაკებოდა, რა მოხდა ასეთი განა შეყვარებულები არიან ან რამე სერიოზული ხდება? შეიძლება არც არაფერი მომხდარიყო, მაგრამ როცა საქმე ასე კარგად მიდიოდა, ერთმანეთთან ყოფნა ასე მოწონდათ, არაფრის გამო გამარჯობაც აღარ უთხრან ერთმანეთს? რა სისულელეა_ხელი ჩამოისვა ბიჭმა სახეზე და მოსიარულე ხალხს გახედა. მორიგი სულელური ფიქრის განხილვას ტელეფონის ზარმა გადაარჩინა. გაკვირვებულმა დახედა უცხო ნომერს და მალევე უპასუხა ბოხი ხმით:
-გისმენთ.
-ვაჩე, გამარჯობა, ნათია ვარ ნინის მეგობარი.
-ნათია? ა კი მახსოვხარ როგორ არა, ხომ მშვიდობაა?_გაკვირვებამ გაიჟღერა ბიჭის ხმაში.
-კი კი, მშვიდობაა, შეიძლება სადმე შევხვდეთ?
-კი, რა თქმა უნდა, სად შეგიძლია?
-მიო?
-ეგ სანაყინე რომ არ არსებობდეს რა გეშველებოდათ_სიცილი აუტყდა ვაჩეს და დასახელებული ადგილისკენ გაემართა.


-კიდევ ერთხელ გამარჯობა_თავზე წამოადგა გოგო ჩაფიქრებულ ბიჭს.
-გამარჯობა_მაშინვე წამოდგა ვაჩე და ხელი გაუწვდინა ჩამოსართმევად. გოგოს აშკარად დატყობოდა უკვე ორსულობა, მუცელზეც და ლოყებზეც, ავტომატურად გაეღიმა ბიჭს მის დანახვაზე და მის წინა სკამზე მიუთითა. -იმედია ეჭვიანი ქმარი არ გყავს?_გაეცინა ვაჩეს
-მემგონი თქვენ ორს შორის იარაღი შენ გაქვს_არც ნათია ჩამორჩა
-ნინის მეგობარი სხვანაირი ვერც წარმომედგინა_აშკარად გამხიარულდა ვაჩე.-აბა, რით შემიძლია დაგეხმარო?
-სინამდვილეში ვაჩე, ეს მე მინდა დაგეხმარო. თქვენი შორიდან ტრფობა ჭკუიდან მჭრის _მელოდიურად გაეცინა გოგოს.
-ჩვენი და თან ტრფობა?_გვერდულად ჩაეღიმა ბიჭს
-რამე მეშლება?_არც ნათია დანებდა
-შეიძლება კი, შეიძლება არა, ეგ რომ ვიცოდე რაღა მიჭირს_ხელები სად წაეღო აღარ იცოდა ვაჩემ
-მასზე რას ფიქრობ?
-გულახდილად?_დაეჭვებულმა ახედა გოგოს, რატომღაც საოცრად მოუნდა რამდენიმე წამით ყველაფერი ეღიარებინა
არც კი იცის აქ რომ ვარ, ჩათვალე სიტყვასაც ვერ გაიგებს_სანდომიანი სახით დაუკრა ნათიამ თავი და ბიჭს მიაჩერდა.
-წარმოდგენა არ მაქვს რას ვფიქრობ, თუ რამე სერიოზული საქმე არ მაქვს სულ ჩემს ფიქრებშია, ბუხაიძეზე ლამის გდავიტანე სადგომი პუნკტი, ასე მგონია სადაცაა გამოჩნდებათქო, ლამის შემომავალ შემთხვევებსაც ავარიდო თავი, რომ მისი გამოჩენა არ გამოვტოვო, ერთი კვირაა არ მინახავს და ვხვდები ნელნელა როგორ უფრო მაკლდება._თითქოს მთელი გულის ნადები გადმოშალა და მიხვდა როგორაც დამშვიდდა, ფაქტი იყო საუბარი აშკარად ჭირდებოდა. ძლივს გაბედა ახედვა და ბედნიერად მომღიმარი ნათია შერჩა.
-ხომ ხვდები, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება შენზეა დამოკიდებული?
-მაგრამ, მე აღარ ვიცი რა ვქნა, თითქმის ყველაფერი ვცადე, ყვავილებიდან დაწყებული შოკოლადებით დამთავრებული, ბოლოს ბინასთან რომ ვიდექი წყლის გადმოსხმა უნდოდა რომ არ წამოვსულიყავი.
-არც მიკვირს შენი ნათქვამის შემდეგ, მისი ჭკუით ასე გიცავს.
-მიცავს?ნინი მეე? ვისგან_ამჯერად მართლა გულით გაუკვირდა ბიჭს.
-საკუთარი თავისგან_მხრები აიჩეჩა ნათიამ.
-ვერ ვხვდები_საცოდავი სახე მიიღო ქავთარაძემ.
-ვაჩე მისმინე, ნინი ჩემი ახლო მეგობარია, თითქმის ერთადერთია რომელიც შემომრჩა და მასთან შემიძლია ისეთი ვიყო როგორიც სინამდვილეში ვარ, ამიტომ არ მივცემ თავს უფლებას ისეთი რამ გავაკეთო რაც ეწყინება, მხოლოდ ერთს გეტყვი, შენ მას გული ატკინე, და ეს ერთ იწინდადებით მოახერხე, უთხარი, რომ მის გერჩია არ შეხვედროდი, საერთოდ არ გენახა და კარიერისთვის მიგეხედა, მისი გაცნობა ინანე გესმის? წამითაც ვერ წარმოიდგენ ეს გოგოსთვის რას ნიშნავს_ნაღვლიანად წამოდგა ნათია და მოღუშულ ბიჭს დახედა -სხვათაშორის ამათი ბელგიური ვაფლები ძალიან უყვარს_თვალი ჩაუკრა ამოხედილ ბიჭს და ცენტრალური გზისკენ გაბრუნდა.
-იმედია სწორად ვიქცევი_მოწყენილმა ამოიხვნეშა და ქმრის სამსახურისკენ გადაუხვია.




მეორე დღეს სკოლიდან გამოსულმა ნინიმ ტაქსი გააჩერა და განყოფილებისკენ წავიდა, გაბრიელს ჰყავდა ამოცნობაზე დაბარებული. მისი გადაღებული ფოტოებიც გადაათვალიერა და მარტივად იპოვა გუშინდელი ბიჭი, 35 წლის იქნებოდა და საკმაოდ სიმპატიურიც. ფოტოების გადაღების დღეზე გონებაში არ გაუგრძელებია ფიქრი, ახლა ამის დრო არ იყო. ვინ აცადა, შეღებული არ ქონდა განყოფილების კარები ვაჩეს და გოგას რომ მოკრა თვალი, კომპიუტერთან იყვნენ დახრილები და რაღაცას განიხილავდნენ. ტელეფონიანი ხელი აიფარა მაშინვე ნინიმ და სრაფად უნდოდა გაცლა, ვაჩეს კი დაემალა მაგრამ ეს გართობისა და სცენების მოყვარული რა შანს გამოტოვებდა და ლამის მთელი სამსახურის გასაგონად შეჰყვირა.
-ნინიიი, რძალს სალამი_დაიღრიალა და სახეზევე ეტყობოდა ერთ გადახარხარება ქვეყანას ერჩია.
-ნინი_მაშინვე გაეღიმა ვაჩეს, -აქ საიდან?
-გაბრიელმა დამიბარა, გუშინ ერთ-ერთ მათგანს გავყევი უკან და ახლა ფოტოებით უნდა ამოვიცნო_ბიჭის სახის შემხედვარემ წამში დაფქვა ყველაფერი და კიც ინატრა ბიჭის სახეზე მიწის გასკდომა.
-რა ქენი გუშიინ?_წარბები აწია ბიჭმა და აი აქ კი მიხვდა ნინი, კარგი რომ არაფერი ელოდა.
-----------------------------------------

ვიცი დავაგვიანე, ვიცი პატარაა, უბრალოდ მეტი ვერანაირად ვერ მოვახერხე, დღეს როგორც იქნა გაკეთებული კომპიც მეღირსა და შემდეგი თავით აუცილებლად გამოვასწორებ <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჰაიმეეეე, ბოლოს რა იყო ეს :დ :დ :დ :დ

 


ნინი სერიოზულ შარშია :) იმის გარდა რომ ვაჩეს რისხვა დაიმსახურა, იმათაც შეუმჩნევიათ ქალბატონი და აშკარად ვერაა საქმე კარგად :(
მომეწონა ნათიას საქციელი.
და ქუთაისში რომ მოვხვდები აუცილებლად უნდა ვესტუმრო მიოს სანაყინეს და ნესვის ნაყინიც მივირთვა. მით უმეტეს, რომ ვგიჟდები ნაყინზე ❤
ველოდები შემდეგს❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

ერთი სული მაქვს როდის დადებთ მთლიანად ძალიან კარგია მომწომს წერის სტილი♥️♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე ნინი შენ ადგილზე ყოფნას არ ვინატრებდი : )) დარჩი მიოს ნაყინის და ბელგიური ვაფლის გარეშე,არადა ვიფიქრე მოთაფლა ვაჩემ და ეგაათქო : ))

 


№5 წევრი OKI ME

უჰ, როგორ მიყვარს ეს ორი ❤️❤️ ვაჩე როგორ მეტანჯება :დდ ნათიაა❤️ ნათია და გიორგის გამოჩენა ამ ისტორიაში ყოველთვის მაბედნიერებს ❤️❤️

ჰო რა მაინტერესებდა, ეს მიო ნამდვილად არსებობს? :დდდ არა, თუ არსებობს, ქუთაისში შემდეგი ვიზიტის დროს აუცილებლად უნდა ვეწვიო. :დდ მოკლედ, შენ მიოს ისეთ რეკლამას უკეთებ, უფასოდ უნდა გამარაგებდნენ თავიანთი პროდუქტით :დდდ

ოო, ნინიი, მაგარ შარში ხარ ვატყობ. იმდენს იზავს, მიაკითხავენ ნინის, სახლში ან სადმე :დდ

 


№6  offline მოდერი naattii

ანი ანი
ჰაიმეეეე, ბოლოს რა იყო ეს :დ :დ :დ :დ

:D ვნახოოთ
რუსკიმარუსია
ნინი სერიოზულ შარშია :) იმის გარდა რომ ვაჩეს რისხვა დაიმსახურა, იმათაც შეუმჩნევიათ ქალბატონი და აშკარად ვერაა საქმე კარგად :(
მომეწონა ნათიას საქციელი.
და ქუთაისში რომ მოვხვდები აუცილებლად უნდა ვესტუმრო მიოს სანაყინეს და ნესვის ნაყინიც მივირთვა. მით უმეტეს, რომ ვგიჟდები ნაყინზე ❤
ველოდები შემდეგს❤

ჩასაფრებული ვარ ნესვზე :D

სტუმარი მაკა
ერთი სული მაქვს როდის დადებთ მთლიანად ძალიან კარგია მომწომს წერის სტილი♥️♥️♥️♥️

ხვალ იქნება სავარაუდოდ ❤️
სტუმარი gvantsa
ვაიმე ნინი შენ ადგილზე ყოფნას არ ვინატრებდი : )) დარჩი მიოს ნაყინის და ბელგიური ვაფლის გარეშე,არადა ვიფიქრე მოთაფლა ვაჩემ და ეგაათქო : ))

ვნახოთ ვნახოთ :D
Megioki
უჰ, როგორ მიყვარს ეს ორი ❤️❤️ ვაჩე როგორ მეტანჯება :დდ ნათიაა❤️ ნათია და გიორგის გამოჩენა ამ ისტორიაში ყოველთვის მაბედნიერებს ❤️❤️

ჰო რა მაინტერესებდა, ეს მიო ნამდვილად არსებობს? :დდდ არა, თუ არსებობს, ქუთაისში შემდეგი ვიზიტის დროს აუცილებლად უნდა ვეწვიო. :დდ მოკლედ, შენ მიოს ისეთ რეკლამას უკეთებ, უფასოდ უნდა გამარაგებდნენ თავიანთი პროდუქტით :დდდ

ოო, ნინიი, მაგარ შარში ხარ ვატყობ. იმდენს იზავს, მიაკითხავენ ნინის, სახლში ან სადმე :დდ

ნათიაც ნამდვილად არსებობს, ნინიც და მიოც ❤️ და სასწაულად გვიყვარს მართლა იქ მისვლა ❤️

 


№7 წევრი OKI ME

და ეს ისტორიაც ნამდვილი ხომ არაა შემთხვევით? laughing laughing heart_eyes

 


№8  offline მოდერი naattii

Megioki
და ეს ისტორიაც ნამდვილი ხომ არაა შემთხვევით? laughing laughing heart_eyes

ძალიან კი უნდა ნინის ასეთი სიმპატიჩნი ფორმიანი და ლამის ლოცულობს წინასწარმეტყველება იყოს ნეტავიო :D :D

 


№9 წევრი OKI ME

ჰაჰა laughing laughing laughing laughing იმედი მაქვს, იპოვის თავის, ფორმიან ვაჩეს laughing heart_eyes heart_eyes

 


№10 სტუმარი ატბ

დღეს იქნება ახალი თავი?

 


№11 სტუმარი სტუმარი მარი

დადებ დღეეს?

 


№12  offline წევრი ირო

ნინი სერიოზულ შარშია.გააგიჟებს გამომძიებელს და პატრულის ეგ გოგო.ნუ ვაჩე ისედაც გაგიჟებულია.????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent