იძულებითი ქორწინება 17 თავი
მიას და ლაშას დაძაბული მზერა ერთმანეთს შეეფეთა და დიდხანს ძალიან დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს ამღვრეული თვალებით, კარგა ხანს ხმის ამოღება ვერცერთმა ვერ გაბედა და გამაყრუებელი სიჩუმე მიას ხმამ დაარღვია -გეცოდები? -გეზიზღები?-შეუტრიალა კითხვა ლაშამ და მის გაფითრებულ საᲮეს დააკვირდა რომელზეც არავᲘთარი ემოცია არ იკითხებოდა -რატომ მოხვედი? -ისე უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა-მხრები აიჩეჩა ლაშამ და მიას რეაქციას დაელოდა რომელსაც აშკარად გული ატკინა ამ სიტყვებმა -ისე უბრალოდ...-ინსტიქტურად გაიმეორა ლაშას სიტყვები მიამ და ცრემლები მოეძალა, თუმცა თავს მოერია და უკან გააბრუნა მოწოლილი ემოციები ცრემლებთან ერთად სულის სიღრმეში - მე შენი ნახვა არ მინდა -ვიცი-უთხრა ლაშამ და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მიასკენ, უჭირდა ძალინ უჭირდა მისი ყურება ამ მდგომარეობაში, არ ეგონა ასე თუ ეტკინებოდა გული, არ ეგონა ასე საშინლად თუ იმოქმედებდა მიას ამ მდგომარეობაში ნახვა მასზე, არ ეგონა ასე თუ შეიცვლებოდა მია, ასეთი ცივი, უემოციო, უგრძნობი და ცარიელი თუ იქნებოდა -მინდა რომ წახვიდე-უთხრა მიამ ცივად და განზრახ ჯიუტად არ მოაშორა ლაშას არეულ თვალებს, ცისფერ უძირო თვალები -ვიცი-უთხრა დაბნეულმა ლაშამ და კიდევ გადადგა მიასკენ ნაბიჯი და რაც უფრო უახლოვდებოდა და მით მეტად უჭირდა მოწოლილ მძიმე ემოციებთან გამკლავება -ლაშა გთხოვ წადი-მიას არ უნდოდა ლაშა მიკარებოდა რადგან იცოდა ამ შემთხვევაში ვეღარ შეძლებდა საკუთარი გრძნობების დამალვას -მია ამ ყველაფერში მე მადანაშაულებ?-თავზე წამოადგა ლაშა და მზერა მის გაცრეცილ ტუჩებს გაუშტერა -გინდა რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო? ასე უკეთესად იქნები? იმის შეგრძნება რომ მე სინდისის ქენჯნა დამტანჯავს შენ სიმშვიდეს მოგიტანს? გინდა რომ ამ ყველაფრის გამო მეცოდებოდე? გინდა რომ შეგიბრალო? მია ეს მართლა გინდა? -ყველაზე ნაკლებად ეს მინდა ლაშა-გულწრფელად უთხრა მიამ და თვალი მის მაჯას გაუშტერა რომელზეც მის მიერ ნაჩუქარი საათი ეკეთა ლაშას, დამტვრეული მაგრამ მაინც -მაშინ ასე რატომ მექცევი? -მაინც როგორ?-კითხა დაბნეულმა მიამ -ისე თითქოს არაფერი მოხდარა ჩვენს შორის-გაბრაზებული ტონით უთხრა ლაშამ -ის რაც მოხდა შეცდომა იყო-უთხრა ცივად მიამ და თვალი აარიდა Ლაშას არეულ თვალებს -შეცდომა?-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა ლაშამ და მაშინვე ხელები მომუშტა მოწოლილი ბრაზის დასაოკებლად -მია -ლაშა -არ აცადა მიამ ლაპარაკი-მინდა რომ ის ზღვარი რაც მე წავშალე ისევ... -შენ წაშალე ზღვარი? -ლაშა თავს ვეღარ აკონტროლებდა, ისე გააბრაზა მიას სიტყვებმა -ჰო მე წავშალე ჩვენს შორის ზღვარი-დაეთანხმა მია და ხმა ჩაუწყდა მღელვარებისგან -ამას იმიტომ მეუბნები რომ სოფელში გითხარი მე კი არა, შენ მაკოცე-მეთქი? -ჰკითხა დაბნეულ გოგონას ლაშამ და მის რექციას დაელოდა რომელმაც არ დააყოვნა და მაშინვე ცრემლებით აევსო თვალები ათრთოლებულ გოგონას, თუმცა ხმის ამოღება ვერ გაბედა -მია-ლაშას ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში და მაშინვე -ლაშა გთხოვ წადი-მია ვეღარ უმკლავდებოდა საკუთარ გრძნობებს რომელთა დამალვა უკვე ძალიან უჭირდა ლაშას სიახლოვით თავგზა აბნეულს, მაგრამ ლაშამ წასვლის ნაცვლად მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა, მიას თავზე წამოადგა და თვალებში ჩააცქერდა, შემდეგ ინვალისის სავარძელს ხელები დააბჯინა და მიას ისე ახლოს მიუტანა სახე რომ ცხელი სუნთაქვა სახეზე შეაფრᲥვია, დაბნეულ გოგონას მაშინვე სუნთქვა შეუწყდა და გულისცემა გაუჩერდა, იმდენად დაიძაბა რომ ისიც კი ვერ მოახერხა რომ ლაშას ამღვულ თვალებს გაჰქცეოდა -მია მიყვარხარ-უთხრა ლაშამ ისე რომ მისი ცისფერი სფეროებისთვის თვალი არ მოუშორებია, დაძაბული აკვირდებოდა მის აწყლიანებულ თვალებს, რომლებიდანაც ნელ-ნელა მიას წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადმოცურდა ცრემლები, გოგონამ ვეღარ გაუძლო ამდენ ემოციას და თავი დახარა, ლაშამ მაშინვე ნიკაპზე ნაზად მოკიდა ხელი და თავი ააწევინა -თვალებში მიყურე-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და როცა მიამ ინსტიქტურად შეასრულა მისი თხოვნა მაშინვე ხელი თმებში შეუცურა ლაშამ და ოდნავ სულ ოდნავ შეეხო მის გაცრეცილ ტუჩებს, მიამ ვეღარ შეძლო გრძნობებთან გამკლავება და ტირილი დაიწყო, ლაშამ გულზე მიიხუტა და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები, ხელის ზურგით ცრემლები მოაშორა სახიდან და ისევვთვალებში ჩააცქერდა -რაც არ უნდა მითხრა მაინც არ წავალ, თავს არ დაგანებებ, არასოდეს არ მიგატოვებ იმიტომ რომ ვიცი შენც გაგიჟებით გიყვარვარ-უთხრა ლაშამ და გაუღიმა როცა მიამ რაღაცის თქმა დააპირა ტუჩებე თითი დაადო -არაფერი თქვა... ვიცი რა ცუდად ხარ, ისიც ვიცი რომ ახლა ძალიან დაბნეული და შეშინებული ხარ, ისიც ვიცი რომ იმედგაცრუებული და გულმატკენი ხარ ყველასა და ყველაფერზე ისიც ვიცი როგორ Გეშინია ჩემთან ურთიერთობის გაგრძელების... ვიცი ასე იმიტომ მექცევი რომ გგონია ბედნიერებას არ იმსახურებ, რადგან ფიქრობ ამ მდგომარეობაში ადამინებს უფლება არ აქვთ იყვნენ ბედნიერები, თავად შეიყვარონ ვინმე ან უყვარდეთ ისინი -ლაშა გთხოვ შეწყვიტე-მია ვეღარ უძლებდა ამდენ ემოციას -გთხოვ ყველაფერი ისე დარჩეს როგორც აქამდე იყო -შესთავაზა მარტივი გამოსავალი -მეგობრობას მთავაზობ?-გაეცინა ლაშას ფეხზე წამოდგა და მიას მიაჩერდა -კარგი -დაეთანხმა მაშინვე -როგორც ჩანს მომიწევს შენს გაზრდას დაველოდო-უთხრა მომღიმარი სახით, მიუახლივდა და თავზე აკოცა -გაზრდა რა შუააა?-გაბრაზდა მია და უკან წაიყვანა ეტლი რომ ლაშას სახე კარგად დაენახა -შენი მესმის მია...ამიტომ წინააღმდეგობას არ გაგიწევ ...-უთხრა მოღუშული სახით- ვიცი დრო გჭირდება ამ ყველაფერთან შესაგუებლად, საკუთარი თავის საპოვნელად, სირთულეებთან გასამკლავებლად ამიტომ ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ გინდა, მთავარია შენთან ახლოს ყოფნის უფლება მომცე -მე ეს არ მიგულისხმია, არ მინდა ჩემთან ახლოს იყო -უთხრა მიამ მკაცრი ტონით -თუ ჩემი გესმის მაშინ უნდა ხვდებოდე რომ შენი სიახლოვე უფრო დამაკარგვინებს თავს -ანუ აღიარებ რომ გაგიჟებით გიყვარვარ?-ლაშას გაეღიმა მიას აწითლებული სახის შემხედვარეს -მოგწონს არა ჩემი წვალება?-გაბრაზდა მია -პასუხი უკვე იცი-გაეცინა ლაშას -ლაშა მაბრაზებ-გაეღიმა მიას და მაშინვე სახე წაეშალა -გთხოვ აღარ მოხვიდე... ძალიან გთხოვ ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე, არ მინდა რომ გნახო -მია გთხოვ...-უთხრა სევდიანი ხმით ლაშამ -შენი ნახვა უფრო მეტ ტკივილს მამაყენებს ვიდრე უშენობა, ყოველ დღე იმაზე ფიქრით უნდა დავიტანჯო რომ არ გიმასახურებ... რომ შენ აქ ვალდებულების გამო ხარ...გიყვარვარ მაგრამ ეს სიყვარული გაუფერულდება... დაიღლები...მოგწყინდები... მოგბეზრდები ვიცი -ბავშვი ხარ მია რომელსაც არ ესმის სიყვარულის... კარგი ისე იყოს როგორც შენ გინდა -უთხრა სევდიანი ხმით ლაშამ და კართან მივიდა -არაფერს დაგაძალებ არაფერს დაგაჩქარებ დაგელოდები... იმდენ ხანს დაგელოდები რამდენიც საჭირო იქნება მაგრამ იცოდე რომ შენზე უარს არასოდეს ვიტყვი, დაველოდები როდის გაიზრდები -გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. ლაშა როგორც კი გავიდა სახლიდან მაშინვე სანდროს და ნიკას წამოადგა თავზე რომლებიც ნიკას მანქანაა უჩხიკინებდნენ და ძალიან დაიძაბა როცა ძმები მიაჩერდნენ -მია მიყვარს-თქვა დაძაბული ტონით და თავი დახარა -უკაცრავად?-სანდროს სახე წაეშალა მაშინვე და გავრაზებულმა თვალები დახუჭა რომ აზრზე მოსულიყო -ლაშა ანუ?-აღმოხდა აშკარად დაბნეულ ნიკას -შემიყვარდა, არვიცი როგორ და როდის მაგრამ ასე მოხდა -თქვა დამნაშავე ბავშვივით ლაშამ და სანდროს მიაჩერდა -რას ბოდავ-გაცეცხლდა სანდრო, რაღაც ეჭვები კი ჰქონდა რომ ამ ორს შორის რაღარც ისე არ იყო მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ ელოდა და დაიბნა თან ძალიან გაბრაზდა -სანდრო -დაიწყო ლაშამ და ხმა ჩაუწყდა ვერაფერი თქვა -შენ თუ ასე იმიტომ იქცევი რომ ავარიის გამო თავს იდანაშაულებ-ძლივს უყრიდა სათქმელ სიტყვებს თავს გაცეცლებული სანდრო -სანდრო ჩემში ეჭვი გეპარება? გგონია რომ ...-ამის დედაც-გაცეცხლდა ლაშა -გგონია ამის გამო შემიძლია ასე მოვიქცე? გგონია რომ ასე ვეცდები თავი დავიმშვიდო? გგონია რომ მიას ჩემი დანაშაულის გამოსასყიდათ გამოვიყენებ?-ლაშა ისე დაიძაბა და აირია რომ ხელები მომუშტა ბრაზისგან -ლაშა ეს ისე მოულოდნელად გვითხარი რომ-გაბრაზდა ნიკა -დაგვაბნიე, მაგრად ავირიეთ -იმიტომ რომ რაც მეტს ვფიქრობდი მით მეტად მიჭირდა სიმართლის თქმა -ჩემი გაგიჟება გინდათ!-დაასკვნა სანდრომ და შუბლი მოისრისა -ყველამ ერთდროულად რატომ გაჭედეთ? -ლაშა ეს ყველაფერი როდის დაიწყო? -ჰკითხა ნიკამ -შენც გგონია რომ ეს ავარიას უკავშირდება?-გაბრაზდა ლაშა არ ეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდათ ძმებს, ეგონა უფრო სხვა მიზეზის გამო გაჭედავდნენ -ლაშა მიას ახლოს აღარ გაეკარო-დაუღრინა მოულოდნელად სანდრომ და მეგობარს მიუახლოვდა იმდენად რომ ლამის ცხვირით შეეხო მის სახეს -ახლა გასაგებია რა აგიჟებდა მიას, ახლა ყველაფერი გასაგებია... ამიტომ აღარ მინდა რომ ნახო-უთხრა მკაცრი ტონით -ნუ ღელავ -გაეღიმა მტკივნეულად ლაშას -არ ვაპირებ რომ მის ცხოვრებაში შემოვიჭრა და თავგზა ავუბნიო -ძალიან კარგი-უთხრა დამცხრალმა სანდრომ -მაგრამ მასზე უარის თქმას არ ვაპირებ იმის გამო რომ ასეთი რაღარც დაემართა... მასზე უარს არასოდეს ვიტყვი, უბრალოდ დაველოდები როდის გაიზრდება და აზრზე მოვა -ლაშა-დაუღრინა სანდრომ -და ახლა რა იქნება? ...სანამ ის გაიზრდება?-დააკონკრეტა სიცილით რადგან აღარ იცოდა რა რეაქცია ჰქონოდა ამ ამბავზე -არაფერი საერთოდ არაფერი, Ისე იქნება როგორც ადრე თუ რა თქმა უნდა უფლებას მომცემ რომ თქვენს ცხოვრებაში დავრჩე... -ასე მარტივად შეძლებ რომ მიასგან თავი შორს დაიჭირო? ისე თითქოს არაფერი არ ხდება? -ჰკითხა სანდრომ დაძაბული ტონით და უკან დაიხია -შევძლებ -და ის?-ჩაეკითხა სანდრო -ისიც -დარწმუნებული ხარ რომ არ აურევ? -გაეცინა სანდროს -მე ნათიას რომ ვხედავ ეგრევე ვ..ვდები -შენ ავადმყოფი ხარ-უთხრა სიცილით ნიკამ. -დარწმუნებული იყავი რომ ზედმეტი არაფერი იქნება, მითუმეტეს რომ მიას არ სურს ეს-უთხრა ლაშამ. ერთ ადგილას გაიყინა მათი ურთიერთობა, ის ზღვარი რაც აქამდე იყო ისევ გაჩნდა და არც ერთი რა კვეთდა, ლაშას უჭირდა მაგრამ კარგად ესმოდა მიასი და მის ნებას დაჰყვა ბოლომდე, მია კი ასე უფრო კარგად გრძნობდა თავს, უფრო მშვიდად იყო, ეგონა რომ ლაშა გაანთავისუფლა საკუთარი თავისგან, ტანჯვისგან, პასუხოსმგებლობისგან, ტვირთისგან... ასე ერჩივნა იმის შეგრძნება რომ ვიღაც ვალდებულების გამო იყო მასთან ერჩია მარტო ყოფილიყო. სანდროს და მარიანას შეხვედრა იმაზე ემოციური აღმოჩნდა ვიდრე ეს თავად სანდროს წარმოედგინა, შვილი ძლიერად ჩაიკრა გულში და თაᲕი მის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა შვილის ტკბილი და მონატრებული სურნელი -მა როგორ მომენატრე-გაუღიმა გოგონას და ლოყები დაუკოცნა -მეეც მამიკო-გაუღიმა მარიანამ და კისერზე მოხვია ხელები -ჩემო სუნთქვა -სანდრო თმაზე ჩამოუსვა ათრთოლებული თითები და გაუღიმა მომღიმარ მარიანას რომელმაც თითები მის გაფითრებულ წვერიან სახეს ჩამოაყოლა, მარიანას ნახვამ ყველა გაახარა ოჯახში მიამ თავი ვერ შეიკავა და იტირა. -სოფი მითხარი სად არიან? ვიცი რომ იცი-ჰკითხა გაღიზიანებული ტონით აღელვებულმა სანდრომ -არ ვიცი მართლა, ნანამ მომიყვანა ბავშვი და წავიდა -გგონია დაგიჯერებ? -სანდრო ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც გიტან მარიანაა-უთხრა მკაცეი ტონით სოფიმ და სახლში შევიდა. სანდროს ძებნა ძიება ამაო გამოდგა, ვერაფრით მიაგნო მათ კვალს და რაც დრო გადიოდა უფრო მეტად აგიჟებდა ეს ამბავი, ისიც იფიქრა მარიანასთვის ხელი მოეკიდა და სადმე წაეყვანა რომ შეშინებული ნათია დაკავშირებოდა პირადად მას მაგრამ ადვოკატმა ურჩია მსგავსი სისულელისგან თავის შეკავება, რადგან საერთოდ ვეღარ შეძლებდა ამ შემთხვევაში სანდრო ბავშვზე მეურვეობის მოთხოვნას და ნათიასთვის მარიანას წართმევას, ამიტომ დროთა განმავლობაში დაშოშმინდა და გადაწყვიტა მთელი თავისი დრო და ფული იმისთვის დაეხარჯა რომ ბავშვზე მეურვეობა მას მიეღო, ამიტომ ამ საქმეში გამოცდილი ადვოკატები დაიქირავა და საქმე აღძრა, პარალელურად განქორწინების საქმეს მაქსიმალურად აჭიანურებდა და ცდილობდა რომ ნათიაზე ფსოქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა და იმის მიუხედავად რომ ვერ ხედავდა ცოლს, წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო და რას აკეთებდა მაინც გრძნობდა როგორ ეშინოდა ნათიას მისი, როგორც კი ნათიამ სასამართლოდან უწყება მიიღო და წაიკითხა რომ სანრომ საქმე აღძრა ბავშვის მეურვეობის მოთხოვნაზე ძალიან ცუდად გახდა ფურცელი ხელიდან გაუვარდა და უღონოდ დაეშვა იატაკზე ატირებული -ნათია-შეშინებული მივარდა შვილს და ფურცელი აიღო, სწრაფად წაიკითხა და გაოგნებული მიაჩერდა სახე წაშლილ შვილს -ვერაფერს იზამს-უთხრა დარწმუნებით -დედა მარიანას წამართმევს-ამოისლუკუნა ნათიამ -ვერ წაგართმევ -დედა წამართმევს-ამოიტირა და სახეზე ხელები აიფარა -ვარ წაგართმევს, ვერაფერა იზამს-ჯიუტად არ ტყდებოდა ნანა -ხომ იცი რომ ამას გააკეთებს, ხომ იცი რომ ძალაც ეყოფა და ფულიც! -ფეხზე წამოვარდა გაგიჟებული ნათია დედას წაგლიჯა ფურცელი და დახია აკანკალებული თითებით -ნათია ნუ გეშინია გამოსავალს ვიპოვით-ჩაეხუტა ნანა აკანკალებულ შვილს -დედა გთხოვ დამეხმარე, გთხოვ უფლება არ მისცე რომ წამართვას-ძლიერად შემოხვია დედას ხელები ნათიამ და თავი მის ყელში ჩამალა, ახლა ამ ამომენტში თავს ყველაზე უმწეო და უსუსური ადამიანდ გრძნობდა -ნათია მე ყველაფერს გავაკეთებ მან ეს ვერ შეძლოს, აი ნახვა გამოსავალს ვიპოვით, აუვცილებლად ვიპოვით-დაამშვიდა ნანამ და შუბლზე აკოცა. იმის მიუხედავად რომ ძლიერად იდგა ფეხზე და შვილებსაც აიძულებდა რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარსნილიყვნენ, მაინც ჰონოდათ მომავლის იმედი და რწმენა უჭირდა ძალიან უჭირდა თავის ისე წარმოჩენა თითქოს არაფერი არ ხდებოდა... მაშინ როცა თვის ბოლოს ქირის ორასი ლარი გადაიხადა და საჭმლის ფულად მხოლოდ ორასიღა დრჩათ ვეღარ გაუძლო და მოთქმით ატირდა... შეეშინდა ძალიან შეეშინდა რომ ვერ გაუმკლავდებოდა ამ ყველაფერს , მითუმეტეს სანდროს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.