შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან (თავი 11)


4-02-2021, 17:21
ავტორი naattii
ნანახია 2 830

-მოდი ერთი აბა, აქ შევიდეთ_ცივი ხმით სტაცა ვაჩემ გოგოს მკლავში ხელი და დასაკითხ ოთახში შეიყვანა, სეირის საყურებლად მომზადებულ გოგას კი ცხვირწინ მოუხურა კარი.
-მეტკინა იდიოტო_დემონსტრაციულად დაიზილა ნინიმ ვითომ ნატკენი მკლავი.
-ამიხსნი რა გინდა? რის მიღწევას ცდილობ? ნინი, მასწავლებელი ხარ, ცარცით ხელში დაფასთან უნდა იდგე, საქმეს კი ჩვენ უნდა ვიძიებდეთ.
-ბარემ ისიც მიაყოლე ქალი კუხნაში რომ იცი მხოლოდ_გაეცინა ნინის.
-მომისმინე, ცუდი ნუ გამოგყავარ გასაგებია? შენ საკუთარ ცხოვრებაში მოგწყინდა, რამე ახალს ეძებ და ნარკომანებში ერევი ეგ ასე არ ხდება, რა გარანტია გაქვს რომ არ შეგამჩნიეს? რა გარანტია გაქვს რომ არ იციან შენი მოცემული ჩვენების შესახებ? იცი რომ გოგოებს ბორდელებში ყიდიან? რომ მოგკიდონ ხელი და გადაგისროლონ სადმე ვინ გიშველის, მეე? რიგითს რომ მეძახი და დამცინი თან? ეს პოლიცია გასაგებია? ჩვენ აქ არ ვთამაშობთ, დედაშენს რას უშვები? არ გაინტერესებს ხო? საერთოდ გაგიფიქრებია ახლა რამე რომ მომივიდეს ჩემ საყვარელ ადამიანებსაც მოვკლავო? არა, იმიტომ, რომ ეს ახალი შეგრძნებები ისე მოგეწონა სულ ფეხებზე დაი*იდე სხვა ყველა. იცი ახლა რას იზამ, უბრალოდ თითს დაადებ ფოტოს და დაგვანახებ ვინ იყო, რა მისამართზე მივიდა და მორჩა. შემდეგ ერთ ადგილს აწევ სახლში წაბრძანდები და შენი მარშუტი სკოლა-სახლი იქნება, გასაგებია? თუ არადა გეფიცები თავად დავწერ შენი სახელით სკოლაში შვებულების მოთხოვნის განცხადებას და ბორკილით დაგაბამ სახლში, არამგონია დედაშემან წინააღმდეგობა გამიწიოს როცა ამ ამბავს მოვუყვები. იარე_ვერც შეამჩნია ისე აუწია ხმას ვაჩემ და თვალებ გაფართოებულ გოგოს კარი გაუღო.

ასეთი გაბრაზებული ეს ბიჭი არასდროს უნახავს, არც ხმა აუწევია ოდესმე, რატომღაც ხმის ამოუღებლობა არჩია ნინიმ და ჯერჯერობით მორჩილად გაყვა უკან გამომძიებლის კაბინეტამდე.
არეული დადიოდა ნინი საკუთარ ოთახში. ვაჩესთან საუბარი მოსვენებას არაფრით აძლევდა, იქნებ ბიჭი სწორი იყო, იქნებ შეამჩნიეს? რომ მოკიდონ ხელი და სადმე გადაისროლონ დალის რა უყოს? ყველანაირად მართალი თქვა ქავთარაძემ, იმ სიმართლეს ჩაწვდა ნინი ზურგს რომ აქცევდა, მოწყენილ ცხოვრებაში ისეთი თავგადასავალი დაინახა ვერ ანებებდა თავს, მაგრამ ამ ყველაფერს რა შედეგი მოყვებოდა ამას აღარ უკვირდებოდა.
-ჯანდაბააა_გაბრაზებულმა დაიბღავლა და გაისმა კიდევაც კარზე კაკუნის ხმა. დედამისი სამსახურში იყო და არავის ელოდა, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ ტკივაო და ჯერ სათვალთვალოში გაიხედა. გაბერილი მეგობარი როგორც კი დაინახა მაშინვე გამოაღო კარი და ავტომატურად გადაედო ნათიას ღიმილი.
-რატო არ გამოხვედიიი_წაწუწუნებას მაინც ვერ აცდა.
-არაფერი გიჭირს, გაანიავე ღიპი ცოტა_არც თავად დააკლო და მაშინვე გადაკეტა ზურგს უკან კარი.
-როდის მერე იკეტები ცხრაკლიტულში? _არ გამორჩენია მეგობარს მისი ქცევა.
-შენი საყვარელი სასიძოს ბრალია_ცხვირი აიბზუა ნინიმ და დივანზე ფეხმორთხმით დაჯდა.
-ოოჰ, ახალი ამბები მომხდარა. აბა?_მაშინვე მიუცუცქდა ნათიაც
-ერთ დამნაშავეს გავყევი და ისეთები მელაპარაკა ცოტა კი მომიყვანა აზრზე.
-ცოტა?
-ნუ როგორც არის_მაინც თითქოს უდარდელად აიქნია ნინიმ ხელი.
-იმ საქმეს არ ეშვები ხო?
-აწი მორჩა, შიდა პატიმრობა მომისაჯა ბიჭმა, იცოდე გითვალთვალებო_თვალები გადაატრიალა გოგომ.
-რა საყვარელიაააა და მზრუნველიიიი_ტაში შემოკრა ნათიამ და ხმა დაიწვრილა.
-ნათია მაგის დროა?
-მოიცა, მოიცა, ვაჩემ წყნარად იჯექი სახლშიო და შენც უჯერებ და არ ეწინააღმდეგები? თავი მიარტყი რამეს?
-ოხ როდის დაიწყებს ნათლული შიგნიდან შენ დაბეგვას, სიამოვნებით ვუყურებ_თითის ქნევით დაიმუქრა და მეგობრის სიცილს ყურადღება აღარ მიაქცია.


ნათიას წასვლის შემდეგ იმდენად მოიწყინა ნინიმ რა უნდა გაეკეთებინა წარმოდგენაც არ ჰქონდა. ბოლოს გადაწყვიტა ტრადიციას არ დავარღვევ და დედას მაინც დავაპურებო, ტაქსი გამოიძახა, მის მოსვლამდე კი დალის საყვარელი საჭმელი მოუმარაგა, არხეინად ჩაჯდა მანქანაში და საავადმყოფოს მისამართი უკარნახა. უყვარდა გზაზე ტროტუარზე მოსიარულე ხალხის თვალიერება, ეგონა ისიც მათ გვერდით იყო ხოლმე და გონების გაწმენდაში ძალიან ადგებოდა ეს მეთოდი, მაგრამ ახლა გზის სარემონტო სამუშაოების გამო ისე იყო ყველაფერი გადათხრილი გვერდები დაილურჯა.
-მოვედით გოგონა_როგორც იქნა გააჩერა მძღოლმაც.
-ჰმ, გოგონა, აიღეთ მადლობა_გაგულისებული გადმოვიდა მანქანიდან და გამომწვევად გადაიყარა თმები გვერდით, -ამხელა ფილარმონია ქალს გოგონაო_მაინც ჩაიბურდღუნა და საავადმყოფოს უკვე ნაცნობ დაცვას ღიმილით აუწია ხელი.
მოსაცდელში დაელოდა დალის სანამ ქალი ჩამოვიდოდა, კარანტინის გამო მაღლა სართულებზე პერსონალის გარდა არავის უშვებდნენ. დროის გასაყვანად ისევ ხალხის თვალიერებას შეუდგა და რამდენიმე წუთში ნაცნობი სხეული მოხვდა თვალში.ნამდვილად შემეშლებოდაო იფიქრა და გვერდით მიიწია უკეთესი ხედისთვის, თუმცა არა, ნაცნობი სხეული არ ქრებოდა. ბედნიერად ჩაეღიმა და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა წინ.
-რიგითო ქავთარაძე, ვის ხვდა ის ბედნიერება წილად შენ რომ დაადო ბორკილებიი?_ჩაცინებით ჩაილაპარაკა ბიჭის ყურთან ახლოს და მის წამიერ რეაქციაზე სიცილი აუტყდა.
-ნინი_ბედნიერად ჩაეღიმა ბიჭსაც და თვალის დაუხამხამებლად უყურებდა ჩუმად გოგოს.
-ღმერთო ჩემო, ლამის დადორბლილი უყურებთ ერთმანეთს, ქენით რაღაცა_ტირილის ხმის იმიტაცია გააკეთა გოგამ და ხმამაღლა ამოიოხრა. მის სიტყვებზე კი წყვილი თითქოს გამოცოცხლდაო.
-აქ რა გინდა?_მაინც ნინიმ დაასწრო ბიჭს.
-ნაკერი უნდა შემიმოწმონ და თუ კარგადაა ყველაფერი ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდები. შენ საიდან? სახლში არ უნდა იყო?_წარსულის გახსენებაზე მაშინვე შეეკრა ვაჩეს წარბები.
-ნუ ხარ დესპოტი, დედაჩემს ტრადიციულად საჭმელი მოვუტანე _ხელი აუქნია ბიჭს და უკვე მოსული დალისკენ წავიდა, კარგად ჩაკოცნა ფუმფულა ქალი და ისევ უკან მობრუნდა, ხელის დაქნევას აპირებდა და სახლში გაბრუნებას, ბიჭისკენ მიმართული გოგონების მზერა რომ დაიჭირა და ავად ჩაეღიმა. ნელი ნაბიჯებითა და მაცდური ღიმილით მიუახლოვდა ისედაც გაშეშებულ ბიჭს და ყურთან ახლოს მიუწია ტუჩები:
-მეგონა მარტო მე ვამჩნევდი ამ ფორმაში რამდენად სექსუალური ტ*აკიც გაქვს, კარგი იქნებოდა მარტო ჩემთან იცმევდე, ცოდვაა ხალხი, პირდაპირ ქუჩაში სველდებიან_იქვე ყურთან დაუტოვა კოცნა და მანამ გამობრუნდა სანამ ბიჭი აზრზე მოსვლას მოახერხებდა. არ გამოუვიდა, მაშინვე ჩასჭიდა ვაჩემ ხელი და ისევ მისკენ მიაბრუნა თავადაც ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები და სხვას რომ არ გაეგონა ისე ჩასჩურჩულა:
-ნუ ეგოისტობ ძვირფასო, მხოლოდ შენ ხომ არ დასველდები_იგივენაირად დაუტოვა კოცნა ყურთან, არც თვალის ჩაკვრა დავიწყებია და უკვე აზრზე მოსული მოცინარი ნინი იქვე დატოვა გოგასთან, თავად კი ბევრად ამაღლებული განწყობით გაემართა ექიმისკენ.

-არის ახალი რაიმე?_უკვე სამსახურში დაბრუნებული ვაჩე გაბრიელს და იოანეს მისდევდა უკან.
-ჯერჯერობით არა, შენი სატრფოს მისამართი მისი სახლი აღმოჩნდა_მხრები აიჩეჩა იოანემ
-სატრფო_გვერდულად ჩაეცინა ბიჭს და უკან მობრუნებულ ტყუპებს გაკვირვებულმა ახედა.
-შენ აქ რა გინდა?
-სახლში არ უნდა იყო?_ერთმანეთს არ აცლიდნენ ტყუპები
-ექიმთან ვიყავი და თავისუფალი კაცის სახელი დავიბრუნე_თეთრი ქაღალდის ფურცელი აუფრიალა ბიჭებს გამარჯვებულის სახით.
-რატო მაქვს ეჭვი რომ მალე ამ ფურცლის ნაცვლად სხვა ფურცლით დაგედება ბორკილი?_სიცილი აუტყდა იოანეს და ბიჭს ხელით ანიშნა გამოგვყევიო.
-მოწმესთან მივდივართ სახლში.
-რომელთან? კაფედან რომ ავიყვანეთ?_წამით დაიბნა ვაჩე.
-დიახ, ცოტა ცუდი ამბავია, სულ 5 მოწმეა მაგ საქმეში, ერთი მკვდარი იპოვეს, მეორე კი გუშინ საღამოს შემდეგ არავის უნახავს._მძიმე ხმით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-საქმე გასკდა? ეს ხომ დაფარული ინფორმაცია იყო?_თვალები გაუდიდდა ვაჩეს.
-ხო, წესით კი იყო დაფარული_თავი გადააქნია გაბრიელმა.
-ვაიმე ნინი_თითქოს მხოლოდ ახლა მისწვდა გონების ნაწილს მწარე რეალობა, წამებში გათქვა გულისტკივილი ვაჩემ და ადგილზე გაიყინა.
-რაც უფრო სწრაფად ივლი, მით უფრო მალე მივალთ_უკვე გასასვლელ კარებთან მდგომმა გამოსძახა იოანემ და უკანა სავარძლისკენ მიუთთა.




ღამის ათი საათი იქნებოდა ნინი ჯერ კიდევ დივანზე წამოწოლილი მეგობრებს მეასედ რომ უყურებდა. ყველაზე უებარი წამალი განტვირთვისთვის. მორიგი სერია უნდა ჩაერთო კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. გაკვირვებულმა დახედა ლეპტოპის ეკრანზე მოცემულ დროს და შემდეგ კარს გახედა. ამ შუაღამეს ვინ უნდა ყოფილიყო? ფრთხილად გადადო კომპიუტერი და ჩუმი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ. თითქმის მიახლოებული იყო ზარის ხმა მეორედაც რომ გაისმა და თან მუჭის ბრახუნიც მიჰყვა. ვიღაც აშკარად არ დანებდებოდა ისე უნდოდა ბინაში მოხვედრილიყო.



№1  offline წევრი ვიპნი

გიჟქალა რო იყო ეს ნინი კი ვიცოდი :)

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

"-მეგონა მარტო მე ვამჩნევდი ამ ფორმაში რამდენად სექსუალური ტ*აკიც გაქვს, კარგი იქნებოდა მარტო ჩემთან იცმევდე, ცოდვაა ხალხი, პირდაპირ ქუჩაში სველდებიან_იქვე ყურთან დაუტოვა კოცნა და მანამ გამობრუნდა სანამ ბიჭი აზრზე მოსვლას მოახერხებდა. არ გამოუვიდა, მაშინვე ჩასჭიდა ვაჩემ ხელი და ისევ მისკენ მიაბრუნა თავადაც ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები და სხვას რომ არ გაეგონა ისე ჩასჩურჩულა:
-ნუ ეგოისტობ ძვირფასო, მხოლოდ შენ ხომ არ დასველდები_იგივენაირად დაუტოვა კოცნა ყურთან, არც თვალის ჩაკვრა დავიწყებია და უკვე აზრზე მოსული მოცინარი ნინი იქვე დატოვა გოგასთან, თავად კი ბევრად ამაღლებული განწყობით გაემართა ექიმისკენ."

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით- ამოვწყდი-
:დ :დ ღმერთოოო ეს რა იყოოო :დდ

ხელები ამიწევიააა საღოლ ვაჩეეს აი საღოლ..

ამ თავში საოცრად გაოცებული დამტოვა, ყველანაირად.

ყველა თავზე მაგარი თავი იყო...

მოითმენლად ველოდები ახალს ^-^

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაჩეე შე ძაან სიმპატიუროო და სექსუალურო ,ვგიჟდები ამ საყვარელ და გიჟ წყვილზე..იმედია კარზე ვაჩეა და ნინის არ გაიტაცებენ ,ცოტა ბოლოში დავიძაბე, აუფ არ მეყო ეს თავი

 


სად იყო ეს ბიჭი აქამდე? ცოტა ადრე "გაელანძღა" ქალბატონი პედაგოგი იქნებ უფრო ადრე მოსულიყო გონს grinning
საავადმყოფოს სცენა ჩაეთვალათ ორივეს laughing
იმედია კარებზე ვაჩე აბრახუნებს ასე გამწარებული და შეშინებული, თორე დაგვემართა მე და ნინის დაუმართებელი laughing smile
ველი გაგრძელებას kissing_heart

 


№5  offline მოდერი naattii

ხალხოო ვგიჟდები თქვენზეეე ❤️❤️❤️ :D :D

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიი მეტი არ მინდა კარზე ვაჩე არ იყოს და ვერ მიუსწროს ამ ვაი დეტექტივ პედაგოგს ...ისე კია ღირსი მოიტაცონ და ისწავლოს ჭკუა მარა ვაჩიკუნა მეცოდება ინერვიულებს :დ
სად დავკარგე ქალური სოლიდარობა არ ვიცი ალბათ ეს მარტოხელა გოგო დამაბრმავა ვაჩეს სიმშვენიერემ :დ

პ.ს ქუთაისში რომ დავბრუნდები ერთი პოლიციელებს უნდა დავაკვირდე მე ასეთი არავინ შემინიშმავს ჯერ და იქნებ კია ვინმე

 


№7  offline მოდერი naattii

sameone crazy girl
ვაიი მეტი არ მინდა კარზე ვაჩე არ იყოს და ვერ მიუსწროს ამ ვაი დეტექტივ პედაგოგს ...ისე კია ღირსი მოიტაცონ და ისწავლოს ჭკუა მარა ვაჩიკუნა მეცოდება ინერვიულებს :დ
სად დავკარგე ქალური სოლიდარობა არ ვიცი ალბათ ეს მარტოხელა გოგო დამაბრმავა ვაჩეს სიმშვენიერემ :დ

პ.ს ქუთაისში რომ დავბრუნდები ერთი პოლიციელებს უნდა დავაკვირდე მე ასეთი არავინ შემინიშმავს ჯერ და იქნებ კია ვინმე

ნინიც ეგრეა და ერთად ეძებეთ :D

 


№8 სტუმარი ატბ

როდის დადებ შემდეგს?

 


№9  offline წევრი ირო

ვაიმე რას უშვებიან ერთმანეთ,სიტყვებით აგიჟებენ.ნეტა ვინაა კარზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent