ნაცრისფერი {13}
მშვიდი საღამო იყო, მიუხედავად იმისა რომ მთვარე ღრუბლებში იმალებოდა, მაინც წყნარი ამინდი იდგა. ნიავიც კი აქა-იქ თუ დაუბერავდა. ლუკას თავის მშობლებისთვის ჩაბარების შემდეგ უმისამართოდ დაიწყო მანქანის ტარება პირველმა, ვერ გადაეწყვიტა სად წაეყვანა ბავშვი ამ დროს, ბოლოს კი სესილიას შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდა და მთაწმინდისკენ აიღო გეზი. მანქანის სადგომზე გაჩერების შემდეგ ერთად დაიძრნენ პარკისკენ, ახლო-ახლოს დამაგრებულ განათებებს მიჰყვებოდნენ და გაბრიელის ლაპარაკს უსმენდნენ. სესილიას ხელი ჩაეკიდა ბავშვისთვის, იმ წუთებით ბედნიერი შვილის კითხვებს ამომწურავად სცემდა პასუხებს, თან იღიმოდა, ხანდახან კონსტანტინეს გადახედავდა, რომელიც მომიღიმარი ისმენდა მათ საუბარს. -მამი. - თავ დახრილმა მეორე ხელი ჩაკიდა კონსტანტინეს. მის დაძახებულზე მაშინვე შეაჟრჟოლა პირველს, გული აუჩქარდა და წამსვე სესილიას შეხედა თვალებ გაბრწყინებულმა. -გისმენ… -აუ მინდა რომ შერიგდეთ რა. - ხმადაბლა ჩაიბურტყუნა, სესილიამ კი გაოცებულმა დახედა შვილს. ვეღარ ცნობდა, არასდროს მიმართავდა ბავშვი თავის ბავშვურ ხრიკებს, სულ წყნარი, გაწონასწორებული, დიდი კაცივით იქცეოდა, ახლა კი მართლა პატარა ბავშვის როლს ირგებდა. -როდის დაიწყე აფერისტობები. - წარბები ასწია ნაკანმა, გაბრიელმა კი წამსვე წარბები შეკრა. -აფერისტობა არ არის ის რომ მინდა შერიგდეთ და ჩვეულებრივი მშობლები მყავდეს რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. და მერე პატარა და გამიჩინონ, იმიტო რომ მეც მინდა კეკესნაირი ბავშვი. - ოდნავ ბრაზი შეეტყო ხმაზე და ორივე მიხვდა რომ გაბრიელი სერიოზულად ლაპარაკობდა. სესილიამ ხმა ვერ ამოიღო, ან რა უნდა ეთქვა, მასაც სურდა კონსტანტინესთან დარჩენილი დროის გატარება, მაგრამ ასე უცებ ვერაფერს გააკეთებდა. -მერე ვილაპარაკოთ ამაზე მე და შენ, კარგი? - თავზე გადაუსვა ხელი, გაბრიელმა ქვემოდან ახედა მამას, ცოტა ხანს უყურეს ერთმანეთს, მერე კი თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -თქვენ კატაობდით ხოლმე საქანელებზე? - იქაურობას ათვალიერებდა, თან ორივე მშობელს თითებზე ეჭიდებოდა და ფეხების ქნევით მიაბიჯებდა. -არა. - მშვიდად ჩაილაპარაკა სესილიამ, გაბრიელმა კი მაშინვე შეუბრუნდა პასუხი. -რანაირები ხართ, შეყვარებულები ხომ ერთობიან საქანელებით. -ჩვენ სხვა რამეებით ვერთობოდით. - უცნაურად ჩაილაპარაკა პირველმა, სესილიას გადახედა ანთებული თვალებით და ქალს მაშინვე სუნთქვა შეუკრა. -რითი? - მისმა კითვამ კიდევ ერთხელ გაუფანტა ფიქრებდი მშობლებს, მერე კი ინტერესით სავსე მზერით ახედა ქვევიდან. -შენ რა იცი შეყვარებულები რას აკეთებენ? -მმ… კინოებიდან. - დაბნეულმა ცოტახნის შემდეგ გასცა პასუხი, პირველმა კი წარბები მაღლა ასწია. -გინდა რამეზე დაჯდომა? -არა ცივა… და თან მოსაწყენია. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, კონსტანტინე მაშინვე სესილიას მიაშტერდა, ისიც დაბნეული ჩანდა მისი პასუხით, მერე ორივემ შვილს დახედა. - სურათი გადავიღოთ? -მე გადაგიღებთ. - მაშინვე შეუშვა ხელი შვილს და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო. დაბნეულ კონსტანტინეს ანიშნა ბავშვთან ჩამუხლულიყო, ისიც მაშინვე დაემორჩილა, მუცელზე მოხვია ხელი, მის წინ მდგომმა გაბრიელმა კი ლოყა ლოყაზე მიადო და კამერას სერიოზული სახით შეხედა. ასე ახლოს ერთნაირი სახეების ყურებისას სულ დაიბნა სესილია, თანაც ისე რომ სურათის გადაღებაც ვეღარ მოახერხა სანამ შვილის ატრიალებული თვალები არ დაინახა. რამდენიმე ფოტო გადაუღო, მერე კი ბავშვის თხოვნით მათთან ერთად დადგა და შეტრიალებულ კამერას გაუღიმა. -გაიღიმეთ თორემ არ გადავიღებ. - წარბშეკრულმა კამერიდან გახედა მამა-შვილს, გაბრიელმა კი ორივეს კისერზე მოხვია მკლავები და მისმა აფერისტულმა ღიმილმა კონსტანტინეც გააღიმა. მაშინ გადაიღეს პირველი სურათი ერთად, პირველი ოჯახური ფოტო რომელზეც სამივეს ბედნიერი გამოხედვა ჰქონდა. სესილიას ძველებურად უბრწყინავდა თვალები, კონსტანტინეს კი შვილის გვერდზე ყოფნა და მისი ქცევების ამოცნობა აბედნიერებდა, რასაც შესანიშნავად აღბეჭდავდა კამერით დაფიქსირებული მისი სახე. ბოლოს წასვლა ითხოვა უმცროსმა პირველმა და უკანა სავარძელზე მჯდომს სახლში მისვლამდე ჩაეძინა. -გასართობი პარკები არ უყვარს? -ზრდასთან ერთად გემოვნება ეცვლება. -ხუთი წლისაა… -ვიცი კოსტა, უბრალოდ ზედმეტად დაგემსგავსა. -მე გასართობი ატრაქციონები მიყვარდა. - მაშინვე ჩაილაპარაკა ჩუმად, სესილიამ კი წარბაწეულმა გადახედა. - კარგი ჰო არ მიყვარდა, ერთხელ ჩამოსრიალების ან გაქანავების შემდეგ მბეზრდებოდა, მაგრამ... - რომ მიხვდა საუბარის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა გაჩუმდა, მერე გაეღიმა, ბოლოს კი სიცილით გააქნია თავი. - შვილი მყავს რომელიც ყველაფრით მგავს... ასე როგორ დამემსგავსა... - სახეზე ჩამოისვა ხელი, წამით მომღიმარ სესილიას გადახედა, რომელსაც თავი დაეხარა და მის საუბარს ისე უსმენდა. -მიხარია რომ შენ გგავს. ის დამეხმარა ამ წლების გადატანაში და ზოგჯერ ნერვებიც კი მეშლებოდა ჩემს თავზე რადგან მასში შვილზე მეტად შენ გხედავდი. წარსულის შეცვლა რომ შემეძლოს, ბევრ რამეს შევცვლიდი... მაგრამ არ შემიძლია და ძალიან ვწუხვარ კოსტა. ვწუხვარ ეს წლები მის გარეშე რომ გაგატარებინე... ძალიან ვნანობ, მაგრამ აზრი ამასაც აღარ აქვს, რადგან განვლილ დროს ვერ დავაბრუნებ და ვერც შევცვლი. მე მაშინ ვერ ვაზროვნებდი, მერე კი უბრალოდ არ შემეძლო მოსვლა, იმის თქმა რომ შენგან შვილი მყავდა და ეს წლებიც სასწაულად სწრაფად გავიდა. სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა რომ გვიპოვნიდი და ალბათ ამიტომაც გამეწელა დამალვის დრო. მაპატიე რომ მამობის უფლება მოგპარე, უბრალოდ რთული იყო იმ სიმართლით ცხოვრება რომელიც დამაჯერეს. -მაგაზე მწყდება გული და მაგაზე ვბრაზობ რომ დაიჯერე სესილია, არ მენდე, ჩემს გრძნობებში ეჭვი შეიტანე, ბავშვზე ხომ საუბარიც ზედმეტია. - მანქანა ეზოში შეაყენა, გაჩერების შემდეგ ჩუმად ატირებულს შეხედა და მისი ცრემლების დანახვისას გულში მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო. ნიკაპზე მოკიდებული თითებით თავი მაღლა ააწევინა, სველ ჭაობისფერ თვალებში ჩახედა და ცერებით სისველე მოსწმინდა. - ნუ ტირი... ვერ ვიტან რომ ტირი, რამდენჯერ გაგიმეორო? - ხმა ჩამწყდარმა ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, ისე მოუნდა მთლიანი სახე დაეკოვნა და გულში მაგრად ჩაეკრა, თვალებიც კი აეწვა. ლოყაზე ნაზად მიეფერა, ბოლოს შუბლზე მიაკრო ხანგრძლივად ტუჩები და იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა ქალს მთლიან სხეულში. -თავს ვერ ვაკონტროლებ... -მალე ვეღარც მე გავაკონტროლებ. - სწრაფად მოშორდა და მანქანიდან გადასულმა ქურთუკი გაიხადა, მძინარე შვილს მოახვია და ხელში აყვანილი გაბრიელით სწრაფად დაიძრა სახლისკენ. შიგნით შესული პირდაპირ კიბეებისკენ დაიძრა, შემდეგ საძინებელში საწოლზე დააწვინა ბავშვი და ტანსაცმელიც თვითონ გახადა. მისი ყურებისას ავსებული ბედნიერებით პირველ სართულზე ჩავიდა. მისღებში შესულს სავარძელში მჯდომი სესილია დახვდა, რომელსაც ღვინით ნახევრამდე გავსებული ჭიქა ეჭირა და ჩაფიქრებული ანთებულ ელექტრო ბუხარს მისჩერებოდა. შიგნით შესულმა მაშინვე მიიქცია ქალის ყურადღება, თავისთვისაც დაისხა წითელი სითხე ჭიქაში და მის მოპირდაპირედ მოთავსდა. -დავითმა მითხრა რომ ნათლია მყავს, ლეო, რომელიც თურმე ღამეებს მითენებდა და ჩემი ნახვა უნდა. - დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ჩაილაპარაკა, ვინმესთან საუბარი სჭირდებოდა ამაზე რომ ფიქრები კარგად დაელაგებინა, მაგრამ კონსტანტინესთან საუბარზე ჯერ კიდევ ყოყმანობდა. -იქით შაბათს წვეულებაა, ბევრი ჩემი პარტნიორი, ასევე კონკურენტი იქნება თავისი ცოლშვილით, მინდა შენ და გაბრიელი ჩემს გვერდზე იყოთ... იქ კი ლევანსაც შეხვდები. კარგი ადამიანია, თუ მოინდომებ დაელაპარაკები კიდეც. -ჩემი წამოსვლა საჭიროა? - უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, ღვინო მოსვა და თავი დახარა. -სხვა შემთხვევაში არ გეტყოდი. -ხვალ ბაღში უნდა წავიყვანოთ... -დღეს ყველაფერი მოვაგვარე. -ასეთი არ იყო... არც ამდენს ლაპარაკობდა და ზოგჯერ მეშინოდა კიდე იმის გამო რომ მისი ბავშვობა ბავშვობას არ ჰგავდა... და კიდევ კარგი გოგო არ არის. - ბოლოს ხელის აქნევით ჩაილაპარაკა, კონსტანტინეს კი გაეცინა. -ნამდვილად. -აიშენა ანდრომ სახლი? - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ისევ წამოიწყო საუბარი, რადგან მასთან ერთად ჩუმად ყოფნა სულს უხუთავდა. -არა, მაგრამ ვფიქრობ მალე დაიწყებს შენებას, ოღონდ დამთავრებულს ნახავს თუ არა ეგ ჯერ ვერ გადამიწყვეტია. - საკუთარი ნაფიქრის გახსენებისას ცოტა ბრაზი შემოაწვა, სესილია კი ვერაფრით მიხვდა მისი შეცვლილი ხასიათის მიზეზს. -რატომ... -მალე გაიგებ. - ღვინო მოსვა ჩაფიქრებულმა, ნსკანმა კი ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. -დედაშენი ნახე? -კი, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა. - სულ შეეცვალა განწყობა, ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ ისე დაიძრა აღარაფერი უთქვამს. სესილია კი ისევ სავარძელში იჯდა, ოდნავ იღიმოდა და თალების დახუჭვისას მაშინვე ძველ მოგონებებში ეშვებოდა. შუაღამისას ნაცნობი სურნელით გაევსო ფილტვები, სიმსუბუქე იგრძნო და ოდნავ გამოფხიზლდა. მოძრაობას გრძნობდა, შემდეგ მოხვეული კაცის ხელებიც გაარჩია და კიდევ ერთხელ რომ მიჰყვა ჰაერს მისი ყელიდან წამოსული სასიამოვნო სურნელი სულ გაბრუვდა, მთლიანი სხეული გაუბუჟდა და აზროვნების უნარიც დაკარგა. მალევე იგრძნო რბილი საწოლის ზედაპირი, მისი ხელებიც მოსცილდა და სხეული წამსვე გაეყინა. თვალს არაფრის დიდიებით ახელდა, არც მოძრაობდა, ელოდებოდა რას მოიმოქმედებდა იქვე მდგომი კაცი, მის მოლოდინში კი უფრო და უფრო იყინებოდა. ბოლოს თმებში შეცურებული თითები იგრძნო და კანიც წამსვე დაეხორკლა, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, შემდეგ კი ფილტვები სრულიად დაცალა. დახორკლილ მკლავზე თითების შეხება იგრძნო, რომლებიც ზევით დაიძრნენ, შემდეგ კი მხრიდან ისევ მაჯისკენ განაგრძეს სვლა. გრძნობდა როგორ იღიმოდა კაცი, მთლიანი სხეული უხურდა და კიდევ მეტის მოლოდინში უკვე სუნთქვაც დავიწყებოდა. მერე მოულოდნელად ფეხის ხმა გაისმა, ახლა უკვე კონსტანტინეს მთლიან ხელს გრძნობდა მხარზე და ნაბიჯების ხმაც უახლოვდებოდა. -მა. - მძინარე შვილის ხმა ორივეს სასიამოვნოდ მოხვდა გულზე, პირველისკენ დაიძრა ჩუმი ნაბიჯებით და წამსვე საწოლზე ჩამომჯდარს კალთაში ჩაუჯდა. -რატომ გაიღვიძე. - თმაზე გადაუსვა ბავშვს ხელი, რომელიც გახელილ თვალებს ძლივს ინარჩუნებდა. -გამეღვიძა. - სახის მარცხენა მხარე მხარზე მიადო, თვალები დახუჭა და მის მკერდზე მიკრული კომფორტულად მოკალათდა. სუნთქვა შეკრული კონსტანტინე ხმას ვეღარ იღებდა, ვეღარც დგებოდა და ვერც გადაეწყვიტა რა ექნა. მისი ასე ახლოს ყოფნა იმდენად სიამოვნებდა ოდნავ განძრევაც აღარ უნდოდა. - მოდი, დავწვეთ. - თავზე აკოცა, ფეხზე გაჭირვებით წამომდგარმა საწოლს შემოუარა და ბავშვთან ერთად საწოლზე მოთავსდა. -არ წახვიდე. - მაისურზე ჩაებღაუჭა თითებით, ნახევრად მძინარემ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და მის გვერდზე მოთავსებულმა პირველმაც სხეულზე უფრო მჭიდროდ მიიკრა. -აქ ვარ მა. - შვილის ყურთან ჩუმად ჩაილაპარაკა, ბავშვსაც წამსვე მოუდუნდა სხეული, პირველს კი გული ისე სწრაფად უცემდა არც იცოდა იმ ღამეს დაძინებას საერთოდ თუ შეძლებდა. გაუნძრევლად მწოლ სესილიას გადახედა სახე გაბრწყინებულმა, მისკენ ოდნავ გადაიხარა და წელზე მოხვეული ხელით მათთან ახლოს მისწი, წინ ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია, სახეზე ფრთხილად მიეფერა, მერე კვლავ მის წელზე დააბრუნა ხელი და თალებიც დახუჭა. იმ ღამეს ბედნიერებისგან ისე მშვიდად ეძინა ცხოვრებაში რომ არასდროს სძინებია. ორი საყვარელი ადამიანის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ისუნთქავდა და სიმშვიდეც თავისით მოდიოდა. დილით გამოღვიძებულმა მუცელზე ზურგით მიკრული სხეულიდან წამოსული სითბო მაშინვე იგრძნო, შვილს თხელ სხეულზე ხელი შემოხვია, ცხვირი კი მის თმაში ჩარგო. გაბრიელის თავქვეშ ამოდებული გაშლილი ხელით ინსტიქტურად შეუდგა სესილაის ძებნას, მაგრამ ხელში ვერაფერი მოხვდა და თავიც მაშინვე წამოყო, ოთახი გაჭირვებით მოათვალიერა, მაგრამ ვერავინ დაინახა, შემდეგ ფეხის ნაბიჯების ხმა შემოესმა და თავი ძველ ადგილას გაუაზრებლად დააბრუნა. მალე ახლოდან იგრძნო სესილიას სურნელი, ხვდებოდა ბავშვს ეფერებოდა, თან სახეს უკოცნიდა, შემდეგ მოძრაობა სრულიად შეწყვიტა, ელოდა როდის შეეხებოდა ნაკანი, მის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა, მერე კი სახეზე შეეხნენ თითები და დაჭიმული სხეულიც მაშინვე მოუდუნდა. ნაზად დააცოცებდა თითებს მის სახეზე, თან ყველა დეტალს უთვალიერებდა მზის შუქზე. გაუბედავად გადაატარა საჩვენებელი თითი მის ბაგეებს და მოულოდნელად ნაგრძნობი მზერის გამო მაშინვე პირველის თვალებს შეხედა. წამსვე გაშეშდა ნაცრისფერი, არაფრის მთქმელი თვალები რომ დაინახა, ოდნავ წამოწითლდა გამოჭერისას და ხელის უკან გაწევაც დააპირა, მაგრამ მაჯაში ჩავლებულმა თითებმა მოშორება არ დააცადეს, ხელის გულზე რომ აკოცა კონსტანტინემ, თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა ქალს, ერთმანეთს დაშორებული ტუჩებიდან ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, მერე კი ფილტვებში რამდენიმე წამით გაიჩერა. საკუთარ ლოყაზე მიიდო ქალის ხელი პირველმა, მერე კი მაჯაზე მიაკრო ტუჩები. -შეიძლება ჩაგეხუტოთ? - ჩამწყდარი ხმით ხმადაბლა ჩაილაპარაკა, კონსტანტინემ კი თანხმობის ნიშნად დავისკენ ოდნავ მისწია. საწოლზე მიწოლილმა ქალმა წელზე მოხვია ხელი კონსტანტინეს და როგორც შეეძლო ახლოს მიიწია. პირველის ყელთან მოათავსა სახე, ცხვირის წვერით შეხებაც მოახერხა და მონატრებული სურნელი ხარბად შეისუნთქა. კონსტანტინე კი თმებზე ნაზად ეფერებოდა. -აუ დედა რა… - ჯერ ისევ მძინარემ წუწუნით ამოილაპარაკა, შეეცადა გვერდი ეცვალა მაგრამ ვერაფრით მოახერა. არაკომფორტულობის და უჰაერობის შეგრძნებამ სწრაფად გამოფხიზლება და თავის განთავისუფლება აიძულა, მშობლები კი იძულებული გახადა ერთმანეთით ტკბობა შეეწყვიტათ. -გაიღვიძე ბაღში უნდა წავიდეთ. - მის წუწუნზე გაეღიმა, მან კი ზურგი აქცია, კონსტანტინეს მკერდზე მიადო შუბლი და მუხლებ მოხრილმა უკანალი სესილიასკენ გაიშვირა. -არ მინდა. -უთხარი რამე. - მომღიმარ პირველს წარბშეკრული მიაჩერდა, კონსტანტინე კი თმაზე ეფერებოდა შვილს და მის ქცევაზე ღიმილს ვერაფრით იკავებდა. -ჯერ ადრეა, იყოს კიდე ცოტახანი. - საათის ნახვის შემდეგ წამომჯდარ სესილიას ახედა გამთბარი თვალებით. -შვილს ზედმეტად მითამამებ და ამდენ წლიან შრომას წყალში მიყრი. - მათი ასე ყურებისას ხმადაბლა ამოიოხრა, კონსტანტინეს ღიმილზე კი თვითონაც გაეღიმა. -ნუ ღელავ. - თვალი ჩაუკრა ნაკანს, მიხვდა როგორ დაუარა ჟრუანტელმა ქალს მის მოქმედებაზე და ტუჩის კუთხეები კიდევ უფრო გაწელა. -ჩავალ მე და ააყენე რა, მინდა ჭამა მოასწროს. -კარგი. -აუ არ მინდა წასვლა. - სესილიას წასვლის შემდეგ თავი ასწია გაბრიელმა და პირველს თვალებში ჩახედა. -ხომ შევთანხმდით? ეს ერთი კვირა და თუ არ მოგეწონება აღარ გაგიშებ. -კარგი ჰო… შენ და დედა შერიგდით? -არა. -აბა აქ რატომ გეძინა. -შენ მთხოვე გუშინ. -არ მახსოვს. -გეშინია მარტო ძილის? -არა, უბრალოდ ზოგჯერ მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ, დილით კიდე დედასთან ვიღვიძებ. -რა საყვარელი ხარ. -შენ როგორ იყავი ხოლმე? -მე დედამ მიმატოვა როცა შენი ასაკის ვიყავი და ყოველთვის მარტო მეძინა. ღამე თუ გამეღვიძებოდა საბანს თავზე ვიფარებდი, წარმოვიდგენდი რომ ჩემთან იყო და ისევ მეძინებოდა, ოღონდ ეს არავისთვის მითქვამს და ჩვენს საიდუმლოდ დავტოვოთ. -რატომ მიგატოვა. - ნაცრისფერი თვალები გაუფართოვდა, პირველმა კი აღარ იცოდა შვილისთვის რა ეთქვა. -სხვა კაცი შეუყვარდა, მე ვერ წამიყვანდა და პაპაშენთან დამტოვა, თვითონ სხვა შვილები ჰყავს. ლუკა და კეკე მისი შვილიშვილები არიან. -მე? -რა შენ? -ჩემი ბებოც არის? -შენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ გინდა შეგიძლია ნახო, მაგრამ მე მისი პატიება არ შემიძლია, ჩემთვის არასდროს დაბრუნებულა, მის გარეშ გავიზარდე და დედად არ ვთვლი. დედა დავკარგე როცა ხუთი წლის ვიყავი, იმ ქალს კიდე არ ვიცნობ და არასდროს სცადო ისე მოქცევა როგორც დედაშენის და ჩემს მიმართ იქცევი. -ოო, უბრალოდ მინდა რომ შერიგდეთ, თქვენ არაფერს აკეთებთ და მე ხომ უნდა ვქნა. -ჰოდა მაგას გეუბნები. -დედა ხომ არასდროს მიმატოვებს. -დედაშენს მე ვუყვარვარ და მე თუ არ გავუში ჩემგან ვეღარ წავა, შენ კიდე არასდროს არავისში გაგცვლის. ანუ დედა რჩება ჩვენთან და ამაზე აღარასდროს იფიქრო. -ანუ თუ უყვართ არ ტოვებენ ხო? - ჩაფიქრებულმა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა, თან კონსტანტინეს შეხედა შეკრული წარბებით. - შენ თუ მიგატოვა მე როგორ შემიყვარებს. -რთული საკითხია... შენ მაინც მისი შვილიშვილი ხარ, შეგიძლია გაიცნო, შეხედე და მერე გადაწყვიტე გინდა თუ არა ბებო. -როგორ ვნახო? -ბიძაშენი წაგიყვანს. -შენ? -მე არ ვნახულობ, მერე უფრო ვბრაზდები და ვერ ვიტან. -შენ თუ ვერ იტან მე როგორ უნდა შემიყვარდეს. -შენ შენი საკუთარი გრძნობები და ფიქრები უნდა გქონდეს. მე სხვა ბევრ რამეს ვერ ვიტან, მაგრამ იმას ხომ არ ნიშნავს რომ შენც ვერ უნდა იტანდე? ყველა ადამიანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ყველას საკუთარი აზრები და შეხედულებები გვაქვს. შენ კიდე ყოველთვის ეცადე შენი გონებით იაზროვნო, შენით გადაწყვიტო რა არის სწორი და რა არასწორი. ყოველთვის მოისმინე სხვისი აზრი, სულ რომ უტვინო, ან დებილი იყოს და სისულელეებს გელაპარაკებოდეს. მერე შენთვის მშვიდად იმსჯელე, რაც გამოსადეგარი იქნება მომავლისთვის გაითვალისწინე, რაც არა უბრალოდ დაივიწყე. თუ რჩევა დაგჭირდება მე ყოველთვის მექნება შენთვის თავისუფალი დრო და რაც დაგაინტერესებს შეგიძლია ყოველთვის მკითხო, შენი ფიქრები გამიზიარო, მერე კი ერთად მივიდეთ სწორ დასკვნამდე. -ცუდია დედას გარეშე. - მკლავები კისერზე მოხვია, ცხვირი მის ყელში ჩარგო და თითქოს ამით აგრძნობინა რომ მისი ესმოდა. გაშეშებულ პირველს გული სწრაფად უცემდა, მის სიახლოვეს ახლა უფრო მეტად შეიგრძნობდა და მისი არსებობით იმდენად ბედნიერდებოდა ეგონა ცოტაც და მისი გული მოძრაობას შეწყვეტდა. -ადექი მოვემზადოთ და ჩავიდეთ თორემ დედაშენი ამოვარდება ცოტახანში, ისედაც ვხედავ ეჭვიანობს. -იქით ორშაბათს აღარ წავალ და შენ მოგიწევს დედას დარწმუნება. - სიცილით მოშორდა პირველს, საწოლზე წამომჯდარი მაშინვე გაიზმორა, მერე ფეხზეც წამოდგა და კონსტანტინეც მას გაჰყვა. -მაგაზე არ ინერვიულო, დედაშენის დარწმუნება ძალიან ადვილად გამომდის. - თმები აუჩეჩა და იქვე სტუმრებისთვის განკუთვნილ აბაზანაში შევიდა. ყოველი დღე სხვანაირად იწყებოდა, უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს და გაბრიელის ახლოს ყოფნა ყველაფერს სხვა ფერებით ანახებდა. კიბეებზე შვილთან ერთად დაეშვა, სამზარეულოში მასთან ერთად შევიდა, მისი არსებობით ბედნიერმა დაუფიქრებლად მოხვია სესილიას წელზე ხელი და გულ აჩქარებული ქალისკენ დაიხარა. - მადლობა სესა. - ლოყაზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები, მერე კი საკუთარ ადგილზე მოთავსდა. -დედა. - თვალები აატრიალა მის გაშეშებაზე, ნაკანიც უცებ მოიყვანა გონს, თან ჩუმად გაიცინა დედის შეკრულ წარბებზე. -გაბრიელ, ჩემო პატარა და უჭკვიანესო შვილო, ამ ბოლო დროს ძალიან ბერს საუბრობ, თანაც ჩემს საწინააღმდეგოდ და ეს ფაქტი ცოტა მაბრაზებს. შენ ხომ იცი როგორია გაბრაზებული დედა, ამიტომ ფრთხილად იყავი შენზე არ გაბრაზდეს, თორემ მერე მამიკოც ვეღარ გიშველის. -მამიკო გაბრაზებულ დედიკოს დააწყნარებს. - როგორც სჩვეოდა ისე ჩაყო ჩაიში პეჩენია, უდარდელად მჯომი განაგრძობდა ჭამას, სესილია კი თვალებ ანთებული დასქცეროდა შვილს და აღარ იცოდა მის საუბარზე გაბრაზებულიყო თუ რა გაეკეთებინა. ბოლოს კონსტანტინეს გადახედა, შვილის საუბარით გამხიარულებული ყავას მიირთმევდა და სესილიას ყურადღებას არ აქცევდა. -მამაშენზე ზედმეტად დიდ იმედებს ხომ არ ამყარებ? -რაზე ბრაზდები სესილია. - ისე ურეაქციოდ ჩაილაპარაკა კიდევ უფრო მოუშალა ნაკანს ნერვები. ორივე ერთნაირად მისჩერებოდა ქალს და მის პასუხს ელოდა. -მეც აღარ ვიცი რაზე ვბრაზდები ორივე ერთად ისე მაბნევთ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და სამზარეულოდან საერთოდ გავიდა. -მამა ერთი გოგო გვინდა. - არც შეუხედავს პირველისთვის ისე თქვა, თან ჩაიდან ამოღებული პეჩენია პირში მოითავსა. კონსტანტინეს კი მოულოდნელობისგან ყავა გადასცდა და ხველა აუტყდა. -უი, რა დაგემართა? - უკამ მობრუნებულმა ირონიულად ჩაილაპარა, თან ზურგზე ხელი მიარტყა პირველს. -დღე რა ლამაზად დაიწყო ხო დე? - კმაყოფილმა ბავშვმა ყურებამდე გაუღიმა სესილიას, ნაკანმა კი წარბშეკრულმა გადახედა. -გეყოფა, ადექი ჩავიცვათ და წავიდეთ. -კარგი ჰო. - ჩაი ბოლომდე ჩაცალა, მერე ფეხზე წამოდგა და საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა. -ამდენს არასდროს ლაპარაკობდა, მეგონა შენი გაცნობის შემდეგ უფრო დასერიოზულდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა რატომღაც და შენც თავის ჭკუაზე გადაგიყვანა, თუ პირიქით, ვეღარ გავიგე, მაგრამ უკვე ნერვებზე მოქმედებს. -ახლა ვხვდები რას გულისხმობდი როცა ამბობდი რომ ჩემნაირ მეორეს ვერ გაუძლებდი, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს… რას ვიზამთ. -ზედმეტად ბევრს ფიქრობს… მისი ასაკის ბავშვისთვის ზედმეტია და უკვე მეშინია კოსტა. -რისი გეშინია, ჭკვიანი და გონება გახსნილია. -მინდა ბავშვობა ჰქონდეს და ამ ასაკიდან ზრდასრული ადამიანივით არ მსჯელობდეს. - წარბები შეკრა პირველის პასუხზე, მაგრამ კონსტანტინეს რეაქცია არ ჰქონია. -ამ დროში ბევრი ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვი იბადება სესილია, ის რომ აზროვნება და ფიქრი შეუძლია არ ნიშნავს იმას რომ რამე რიგზე ვერ აქვს, ან მომავალში არ ექნება. შენ თუ ეგოისტურად არ გინდა შვილის გაზრდა, ეგ სხვა საკითხია. მისი ბავშვობის ლამაზ დღეებზე კი პირადად მე ვიზრუნებ, ასე რომ ნუ ნერვიუოლ იმაზე რაც რეალურად სანერვიულო არ არის. - ფეხზე წამომდგარი ნელა მიუახლოვდა, თმაზე გადაუსვა ხელი, შემდეგ შუბლზე აკოცა და ერთ ადგილას მდგომი მარტო დატოვა. გაუგებრობაში ვარდებოდა ყოველი მისი მოქმედებით, აბნევდა, თავისი კოცნებით და შეხებით კი ფიქრის საშუალებას ართმევდა. *** კონსტანტინე სამუშაოს დაუბრუნდა, სესილიამ კი თავისი გამოცდილებით ადვილად დაიწყო ერთ ჩვეულებრივ კომპანიაში მუშაობა, მიუხედავად იმისა რომ კონსტანტინემ თავისთან მუშაობა შესთავაზა, მაინც მისგან შორს ყოფნა გადაწყვიტა. გაბრიელს ბაღი ყოველ დღე უფრო და უფრო მოსწონდა, ზოგჯერ საერთოდ ხმას არ იღებდა სახლში ყოფნისას, მშობლების კითხვებს ორი სიტყვით პასუხობდა, ზოგჯერ კი მთლიან დღეს დაწვრილებით უყვებოდა ორივეს. მთელი კვირის მანძილზე სესილიას აღარც მიახლოვებია პირველი, დილით მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა, ბავშვს თავზე კოცნიდა და სახლს მაშინვე ტოვებდა, საღამოს კი სესილია არიდებდა თავს, ორივე ერთმანეთს გაურბოდა და გაბრიელის შეთავაზებებზე ხან ერთი ამბობდა უარს ხან მეორე. Მიუხედავად იმისა რომ იქ გაზრდილი იყო და მისი ცხოვრების ნახევარზე მეტი იმ ქალაქში ჰქონდა გატარებული, თავს მაინც უცხოდ გრძნობდა ნაკანი, უჭირდა ისევ ძველ ტალღებზე გადასვლა და ამის გამო ხშირად ხასიათიც უფუჭდებოდა. არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა, ყველას ნახვას გაურბოდა, თავს კი ლილიანთან აფარებდა. შაბათს დილით ადრე მოუწია ადგომა ნაკანს, ჯერ კიდევ ყველას ეძინა სახლი რომ დატოვა და კლიენტთან შესახვედრად წავიდა. ციოდა, ისედაც პატარა დღეს ღრუბლებში ჩამალული მზე კიდევ უფრო აბნელებდა. ტაქსით მივიდა დანიშნულების ადგილას, სამ სართულიანი სახლის კარზე დააკაკუნა და გაყინული თითებიც მაშინვე ასტკივდა. გარეთ ელოდებოდა მეპატრონეს, საათს ხშირად ამოწმებდა და უკვე ნერვებიც ეშლებოდა პირველ კლიენტზე. წასვლა რომ დააპირა ზუსტად მაშინ გამოჩნდა შავი მანქანა, ეზოს წინ გააჩერა და გემოვნებიანად ჩაცმული, მაღალი, სიმპატიური კაციც მაშინვე გადმოვიდა ავტომობილიდან, სესილიასკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა, თან ხელიდან ხელთათმანი მოიშორა და გაყინულ ქალს მაშინვე გაუწოდა. -გამარჯობათ, ბოდიშს გიხდით, საერთოდ დაგვიანება არ მჩვევია, მაგრამ ჩემმა ჯიუტმა გოგომ გამოსვლისას პროტესტის ნიშნად რძე გადამასხა და სანამ დავწყნარდი და ისიც დავაწყნარე დრო სწრაფად გავიდა… სულ გაყინულხართ… - სესილიას გაყინული ხელის შეგრძნებისას თავი დამნაშავედაც კი იგრძნო, მის დაბნეულ მწვანე თვალებს გაუსწორა მზერა და თვითონაც დაიბნა. - თორნიკე. - ბოლოს გაიღიმა და ქალის თითებს ჩაჭიდებული ხელი აამოძრავა. -სესილია. - ყურებამდე გაუღიმა ნაკანმა, მერე კი ხელი უკან გასწია. -შევიდეთ… იმედია მომიტევებთ თქვენს გაყინვას. -თუ ნამდვილად გათამამებული პატარა გოგოს ბრალია თქვენი დაგვიანება, მაშინ მიპატიებია. - გაჯიუტებული ბავშვის წარმოდგენისას ღიმილს ვერაფრით იკავებდა, გონებაში კონსტანტინეს წარმოიდგენდა როგორი იქნებოდა ქალიშვილის მიმართ და გული უცნაურად უთამაშდებოდა. -ნამდვილად, ზედმეტად გავათამამე. დედამისმა უარი განაცხადა მასზე, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი დანაკლისი რომ არ ეგრძნო, ახლა ისეთი მეტიჩარა და ტუტუცია ზოგჯერ ჯკუიდან გადავყავარ, მაგრამ მაინც ყველაფერზე მეტად მიყვარს. - სიცილით შეატარა სახლში, შემდეგ მისაღებისკენ გაუძღვა. -რამდენი წლისაა? - იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა და გონებაში უკვე ნახაზებიც გააკეთა. -სამი, რძეს ვერ იტანს, დედსაჩემს ვერ გავაგებინე რომ არ დააძალოს, ამის გამო უკვე მისი ნახვაც აღარ უნდა, დღეს დილით მეუბნებოდა ეს ქალი მომაშორეო… ერთი სიტყვით სერიოზული წნეხის ქვეშ ვარ. -ჰო ბავშვებს ადვილად გამოსდით ჩვენი თავის ჭკუაზე ტარება. ჩემი შვილი ზედმეტად ჭკვიანია თავის ასაკთან შედარებით და ზოგჯერ თავისი გახსნილი გონების საშუალებით ისეთ ნამიოკს მირტამს არ ვიცი რა გავაკეთო. -შვილი გყავთ? - გაოცებულმა შეხედა სესილიას, ნაკანი კი თავის ქნევით დაეთანხმა. -ხუთი წლის. -ვერც წარმოვიდგენდი. - დაუფიქრებლად აატარა თვალი ქალს, საერთოდ არ ეტყობოდა მის მიმზიდველ სხეულს მის ცხოვრებაში ბავშვის არსებობა, უხერხულობა რომ არ შეექმნა სახეზე შეხედა ქალს იქამდე სანამ ნაკანი მის მზერას შეამჩნევდა. -ვერც მე წარმოვიდგენდი ამ ასაკში ამხელა შვილი თუ მეყოლებოდა. - მაშინვე გასცა პასუხი, თან კედლებიდან მზერა მასზე მიშტერებულ კაცზე გადაიტანა. - საქმეს მივხედოთ, მინდა სახლში მალე დავბრუნდე, დღეს ისედაც არ ვაპირებდი მუშაობას. -ვიცი და ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ სხვა დღეებში ვერანაირად ვერ მოვახერხე… ერთი სიტყვით ეს სახლი წლებია არ გარემონტებულა, ყველაფერი პაპაჩემის დროინდელია, მამაჩემი აქ გაიზარდა, მეც ხშირად მოვყავდი ხოლმე ბებო-პაპასთან, ეს სახლი მიყვარს, ბევრი თბილი მოგონებით სავსეა და არ მინდა ასე წლების გასვლასთან ერთად დაინგრეს. მინდა ცოტა ძველებური იერი დაჰკრავდეს, მყუდრო აგარაკი ლამაზი ეზოთი. როგორც გინდა ისე გააკეთე, სრულიად გენდობი. მამაჩემს ექვსი დაძმა ჰყავდა, ამიტომ ზედმეტად ბევრი და პატარა ოთახებია, შეგიძლია გააერთიანო, ერთი სიტყვით კედლები შენია, როგორც გინდა ისე გადაადგილე. -შეგიძლია სახლის ნახაზები გამომიგზავნო? -ჩემს მდივანს გამოვაგზავნინებ დღესვე. -მაშინ შევთანხმდით… ბევრი იდეები მაქვს, კონსტრუქციას გადავხედავ, ახალ აგებულებას შევქმნი და ხარჯებზე მერე დავილაპარაკოთ. -ეგ პრობლემა არ არის, მთავარია ლამაზი და მყუდრო გამოვიდეს. -ძალიან კარგი. -მაშინ ეს სახლი თქვენს ხელშია. - სახლის გასაღები ხელის გულზე დაუდო და ყურებამდე გაუღიმა. -ორშაბათიდან დავიწყებთ მუშაობას, თუ შეხვედრას ვერ მოახერხებთ, იმეილზე გამოგიგზავნით ყველაფერს… -ყველანაირად ვეცდები შეგხვდეთ. -მაშინ წავიდეთ, ძალიან ცივა აქ. -თუ ნებას დამრთავთ სახლამდე მიგიყვანთ. - გარეთ გასვლისთანავე შესთავაზა ნაკანს, მაგრამ ქალმა მაშინვე იუარა. - როგორც აღნიშნეთ ცივა, აქ ტაქსი ხშირად არ დადის, გამოძახების შემთხვევაში დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და აქ გასაყინად ვერ დაგტოვებთ. -არ მინდა შეგაწუხოთ. -სესილია, არანაირი სეწუხება, პირიქით, გამიხარდება სახლში წყნარად თუ დაგაბრუნებთ და ჩემს გამო გრიპს არ აიკიდებთ. - მანქანის კარი გამოუღო და სესილიას დასაჯდომად ანიშნა. ნაკანსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ უნდოდა უცხო კაცის მანქანით მგზავრობა, იქ ნამდვილად ვერ დარჩებოდა. ჩუმად იმგზავრეს სახლამდე, ნაკანიც სწრაფად დაემშვიდობა კაცს, მადლობა გადაუხადა და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. სახლში კვლავ სიჩუმე იყო გამეფებული, ქეთისაც დასვენება ჰქონდა და სამზარეულოშიც სიწყნარე სუფევდა. საძინებელში ასული პირდაპირ ტანსაცმლის გახდას შეუდგა, მერე კი საცვლის ამარა შეწვა თბილი საბნის ქვეშ, თვალები დახუჭა და მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა გრძნობებით თუ მილიონი ფიქრით გადაჭედილი ტვინი საბოლოოდ დაასვენა. გვიანობამდე ეძინა, შუადღე იყო რომ გამოეღვიძა, თვალები სტკიოდა და თავის აწევის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. საათს რომ დახედა კვლავ ბალიშში ჩარგო თავი, სხეულში სიმძიმეს გრძნობდა, თან უკვირდა არავინ რომ არ აკითხავდა. ბოლოს წამოდგომაც ინება, აბაზანაში შესული წყლის ქვეშ დადგა, სახე წყლის ნაკადს შეუშვირა თვალ დახუჭულმა და სუნთქვა იქამდე შეიკრა სანამ ჰაერის მარაგი არ ამოეწურა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, არასასიამოვნო, რომელიც მთლიან სხეულში ედებოდა და სახლიდან გასვლა საერთოდ არ უნდოდა. სველი თმა სწრაფად დაივარცხნა, შემდეგ კი კოსად შეიკრა, ტანზე რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა და კიბეებს ნელა ჩაუყვა. მაშინვე შემოესმა სხვადასხვა ხმები, რამაც ადგილზე გაჩერება აიძულა, მიხვდა დრო იყო ძველ ახლობლებს შეხვედროდა, გასაქცევი აღარ ჰქონდა და საბოლოოდ მაინც ამოყო თავი მისაღებში, სადაც გაბრიელთან საუბარში გართული ანდრო დაინახა, მერე იქვე მჯდომ მეგის მოჰკრა თვალი და ხასიათი კიდევ უფრო გაუფუჭდა. მოშორებით ლეპტოპში თავჩარგული ნინი დაინახა, მალევე ამოიცნო ის გოგო ბოლოს რომ ნახა და ამდენი გაქცევის შემდეგ საბოლოოდ სამივეს ერთად ნახვა მოუწია. ყველამ სესილიას გახედა, მას კი თავი მყარად ეჭირა მიუხედავად იმისა რომ შინაგანად თავს კარგად არ გრძნობდა, რაც არ გამოჰპარვია იქვე მჯდომ პირველს და ქალის მდგომარეობაზე გაუაზრებლად წარბები შეკრა. -ძლივს სესილია. - გაბრიელს მოშორებული ფეხზე წამოდგა და ერთ ადგილას მდგომს ხელები შემოხვია. სასიამოვნო სითბო დაეუფლა ნაკანს, ასე ყველაფრის გარეშე პირველად ჩაეხუტნენ და იმ დროს ტირილიც კი მოუნდა ანდროს მკლავებში მოქცეულს. - როგორ მომენატრე შენ არ იცი, მწყინს ამდენი ხნის მანძილზე რომ ვერ გამონახე ჩემთვის დრო. - ჩვეული მხიარული ტონით ჩაილაპარაკა, სესილიამ კი წელზე მოხვია ხელები, მკერდზე კიდევ უფრო მიეკრო და თვალები ერთმანეთს დააჭირა. მისი ქცევის შეგრძნებისას გულში რაღაცამ უცნაურად გაჰკრა კაცს, თმაზე ჩამოატარა ხელი, ნიკაპი კი თავზე ჩამოადო და ხელის მჭიდროდ მოხვევით ანიშნა რომ მისი ესმოდა. -მეც მომენატრე ანდრო. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, მერე კი ქვევიდან ახედა. - და მაპატიე. -კარგად ხარ? - ხელებში მოიქცია მისი სახე და ცხრემლები სწრაფად შეუმშრალა. -არა… - მის გასაგონად თქვა, თან ყველაფრის მიუხედავად ბრწყინავ თვალებს არ აშორებდა. - მითქვამს რომ ზოგჯერ შენში უფროს ძმას ვხედავ? -არ გითქვამს, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ. - მისი სიტყვებით გახარებული, რომელიც გულზე სასიამოვნოდ მოხვდა, კიდევ ერთხელ ჩაეხუტა, მერე კი მთლიანად მოშორდა. -გამარჯობა. - თავის ძლივს გაკონტროლების მიუხედავად იქვე მჯდომ მეგის უხეშად მიუგდი სიტყვა, ყველამ შეამჩნია მისი ტონი, მაგრამ არავინ შეიმჩნია. -როგორ ხარ? - მთლიანად შეათვალიერა ნაკანი, ფეხზე წამოდგომაც არ ინება, მის თვალში ისევ გაქცეული ქალი იყო რომელმაც კონსტანტინეს ბავშვი დაუმალა, ამის გამო კი ალმაცერად შეჰყურებდა. სესილიას მთლიანად მისი იქ ყოფნა აღიზიანებდა, საერთოდ არ უნდოდა თავის შვილს მასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა და კონსტანტინეზე ცალკე ბრაზობდა გაღვიძებულ იქ რომ დაახვედრა. -შესანიშნავად მეგი, შენ როგორ ხარ? - ნინისკენ დაძრულმა ისე ჰკითხა ქალს აღარც შეუხედავს, ტონზე ეტყობოდა რომ არც აინტერესებდა, რაც არ ესიამოვნა იქვე მჯდომ ქალს. - რა ლამაზი ხარ. - უხერხულად მდგომ ნინის სახეზე მოკიდა ხელი და მისი ლამაზი ნაკვთები ისე შეათვალიერა. -მადლობა… - ლოყებ შეფარკლულმა მწვანე თვალებში ჩახედა ქალს, მერე კი სულ სხვა მხარეს ინსტიქტურად გაექცა თვალები და სესილიამ მისი მზერის დაჭერაც წამებში მოახერხა. მერე მიხვდა რას გულისხმობდა კონსტანტინე როცა ანდროს სახლზე საუბრობდა. - იცი შენი მაკეტი რეალურად რომ აქციეს? ოღონდ აქ არა, ბათუმში. - უცებ მოაგონდა სესილიას შენობა და ნაკანიც გაოცებული მიაჩერდა. -მართლა? -ჰო, ძალიან ლამაზია და სხვათაშორის ძვირი ღირს. - სიცილით დაუბრუნდა საკუთარ ადგილს, თან მასთან მისულ ძმისშვის ხელი წელზე მოხვია. -აუ კიდე მანახე როგორ კეთდება. -მომეცი მე გაგიკეთებ. - რამდენჯერმე გადაკეცილი ფურცელი გამოართვა და კიდევ რამდენჯერმე გადაკეცა სხვადასხვა მხრიდან. -კარგად არ გამოიყურები, ალბათ ძნელია დაბრუნების შემდეგ სიახლეებთან შეჩვევა. -არა მეგი, პირიქით, ყველაფერი ისევ ძველებურად რომ დამხვდა ამასთან შეჩვევა უფრო მიჭირს. - მისი ლაპარაკი კიდევ უფრო უცვლიდა წარმოდგენას ქალზე, უკვე მხოლოდ თავისი საყვარელი კაცის ძველ საყვარელს ხედავდა მასში, რომელიც ყველანაირად ცდილობდა რამეში გამოეჭირა და მის მიმართ სიბრალურის გრძნობასაც განიცდიდა. - კონსანტინე, შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? - მეგიდან მზერა პირველზე გადაიტანა, ისიც თავის ქნევით ფეხზე წამოდგა და საკუთარი კაბინეტისკენ აიღო გეზი. -დე კარგად ხარ? - ხელზე ჩაკიდა თითები სესილიას, გაუაზრებლად ანერვიულდა დილით შემაწუხებელი კოცნებით და ჩახუტებით რომ არ დაასაჩუქრა ნაკანმა და მის გარდა ყველას გამოელაპარაკა. -კი ჩემო პატარა, უბრალოდ გაბრუებული ვარ ბევრი ძილისგან. - ლოყები დაუკოცნა ჩუმად მყოფ შვილს, გაუკვირდა კიდეც რომ არ შეეწინააღმდეგა, პირიქით, იგრძნო როგორ შემოეხვია მკლავები კისერზე და ყელში ჩარგული მისი პატარა ცხვირიც იგრძნო. - მოვალ მალე. - შუბლზე აკოცა, მერე ფეხზე წამომდგარი კონსტანტინეს გაყვა უკან, კაბინეტში შესული პირდაპირ მისკენ დაძრა, მის წინ დადგა და თმები ნერვიულად უკან გადაიწია, თან სიგარეტის მოწევაში გართულს რამდენიმე წამით თვალი გაუსწორა. - ის რაღაც წვეულება არ გადაიდო? -არა სესილია. - ჩაიცინა ქალის კითხვაზე, თითები სახეზე ჩამოატარა, შემდეგ ცერით მიეფერა ლოყაზე. - რა გაწუხებს? -თავს ცუდად ვგრძნობ, არ შეიძლება სახლში დავრჩეთ? -სესა. -გთხოვ, არ მინდა არსად წასვლა, გული ცუდს მოგრძნობს… -ძველ დროს მახსენებ შენი ქცევა. - ყბებზე მოკიდა ხელი, სახე მის სახესთან ახლოს მისწია და თვალებში ჩააშტერდა. მისი სიახლოვისგან სხეული დაეჭიმა ქალს, ერთმანეთისგან დაშორებული ტუჩები აუთრთოლდა და თვალებიც აეწვა მისი შეხების სურვილისგან. -წინაზე კარგი არაფერი მომხდარა, ახლაც ვგრძნობ რაღაც ცუდი მოხდება და დავრჩეთ სახლში. -არ შემიძლია სესა, დღეს ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას უნდა მოვაწერო ხელი, ჩემი ოჯახი კი მინდა ჩემს გვერდზე იყოს. -რატომ არ გესმის კოსტა. - შუბლი მკერდზე მიადო, თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და მონატრებული სურნელი უფრო ახლოდან ჩაისუნთქა. -სესილია… - მისი ქცევით დაბნეულს თვითონაც მოედო არასასიამოვნო შეგრძნება, გული უცნაურად აუჩქარდა და წამით შიშიც დაეუფლა. -არ მინდა ისევ დაგკარგო… შეიძლება ვერ გეხები, ვერ გეხვევი, მაგრამ მინდა კიდევ დიდხანს გიყურო. უშენობას მეორედ ვეღარ გადავიტან. - ატირებული ყველა გრძნობას უმხელდა რასაც იმ დროს განიცდიდა. გაშეშებულები იდგნენ, სესილიას მის მკერდზე ჰქონდა შუბლი მიდებული და კონსტანტინეს აჩქარებულ გულის ცემასაც გრძნობდა. -ძალიან დიდხანს ვაპირებ შენი ყურებით ტკბობას სესილია, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. - ხელების მოხვევა და მისი გულში ჩაკვრა დააპირა, ისედაც დიდი ხანი იყო უნდოდა მონატრებულს ძლიერად მოხვეოდა, მაგრამ ზუსტად მაშინ მოშორდა ნაკანი. -ვერ გიტან როცა იმ ქალს შენთან ახლოს ვხედავ, გულის რევის შეგრძნება ყელში მაწვება. მკი.დია შენი მეგობარია თუ ვინ არის, ჩემი შვილის სიახლოვეს აღარ დავინახო. - ზიზღნარები ხმით ჩაიკაპარაკა, მაგრამ ინდენად მშვიდი ხმა ჰქონდა პირველს წარბები შუბლზე აუვიდა. -სესილია… -თუ ის აქ სიარულს ურცხვად გააგრძელებს ამ სახლიდან წავალ, შენ კი ვერაფრით შემაჩერებ. -გეყოფა. -არ მეყოფა! იმ ყველაფრის შემდეგ ისევ აქ ზის ისეთი სახით თითქოს მე ვიყავი შენი საყვარელი რომელსაც შემთხვევით ბავშვი გაუკეთე და იმანაც დაგიმალა იმის შიშით რომ მოშორება არ მოგეთხოვა. იმდენად მაღიზიანებს თავს ძლივს ვიკავებ არ მივარდე და თმების თრევით არ გავაგდო სახლიდან, ან არ ავდგე და უკანმოუხედავად არ წავიდე. მთელი კვირის მანძილზე თავს ვარიდებდი მასთან შეხვედრას, შენ კიდე პირდაპირ სახლში დამისვი ჩემი შვილის წინ და დილით მორთმეული თაიგულივით დამახვედრე. იმის გამო დაგტოვე რომ ჩემმა საყვარელმა ძმამ დამაჯერა იმ ქალს ჩემზე მაღლა აყენებდი, სიმართლე გაირკვა, მაგრამ უკვე ვფიქრობ რომ მის სიტყვებშიც იყო რაღაც სიმართლე. დავიღალე, აღარ ვიცი რა გავაკეთო შენთან, ან სხვებთან. როგორი ურთიერთობაც გინდა ისეთი დაიჭირე, მაგრამ თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს როგორც შენი შვილის დედას, ეგ ქალი მეორედ აღარ დამანახო და ეს საკითხი როგორც გინდა ისე მოაგვარე. - სავარძელში ჩაეშვა, თავი საზურგეს მიადო და შეეცადა თავი დაემშვიდებინა. - დავიღალე კონსტანტინე, წარმოუდგენლად დიდ სიმძიმეს ვგრძნობ და გთხოვ კიდევ უფრო ნუ მიმატებ. -მოდი. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მტევნებზე ჩაკიდა ხელები, ფეხზე წამოაყენა და მისი მკლავები წელზე მოიხვია, შემდეგ მკერდზე მჭიდროდ მიიხუტა და საკუთარი სიმშვიდე სესილიასაც გაუზიარა. ერთმანეთის სურნელში ჩაფლულები, რამდენიმე წუთი იდგნენ გაუნძრევლად, ნელ-ნელა სხეულის ტემპერატურის მატებასაც გრძნობდნენ და ამ სიახლოვით მათ სხეულებში შემოჭრილი ვნება, რომელიც სურვილებს აღუძრავდა ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს, გულთან ერთად სუნთქვასაც უჩქარებდა. - დილით ვინ მოგიყვანა? - სესილიას ყურთან დაიჩურჩულა, თან ტუჩები იქვე მიაკრო. -ჩემმა კლიენტმა. - თვალებ მინაბულმა თავი უკან გადასწია კაცისთვის უფრო რომ გაეადვილებინა მისი სახის დაკოცვნა. -რომელი კლიენტი? -სახლი უნდა გადავუკეთო. - თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, კაცის ტუჩები ნიკაპთან რომ იგრძნო. -მომენატრე. - ტუჩთან ახლოს აკოცა და სესილიას პადუხის მოლოდინში ძლივს შეიკავა თავი სასურველ ტუჩებს რომ არ დაპატრონდბოდა. -ტკივილამდე მენატრები. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და საკუთარ ტუჩებზე მონატრებული კაცის ტუჩები რომ იგრძნო ცრემბლებმა მაშინვე დატოვეს მისი თვალები. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა მთლიან სხეულზე კანი დაუხორკლა, დაჭიმული სხეული წამებში მოუდუნდა და ისეთი სიმსუბუქე იგრძნო ეგონა მალე ფრენას დაიწყებდა. კაცის დაჭიმული მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოეხვია, იმ ერთ კოცნაში ჩაატია ყველა გრძნობა და მონატრებულ შეგრძნებებს თავი ძლივს დააღწია როდესაც კარზე კაკუნი შემოესმა. გაბრუებული ქალი ერთ ადგილას გაშეშებული დატოვა, თვითონ კი კარები ნახევრად გამოაღო და ქვევიდან მომზირალ შვილს გაკვირვებული დააშტერდა. -რა ხდება? -ვნერვიულობ. -რაზე მა? - მის წინ ჩამუხლულმა თავზე გადაუსვა ხელი და თავისნაირ თვალებში მომღიმარი ჩააშტერდა. -დედა კარგად არ არის. - მის გასაგონად დაიჩურჩულა უმცროსმა პირველმა. -ნუ ნერვიულობ, კარგად იქნება, უბრალოდ გადაიღალა და დასვენება სჭირდება. -მართლა? -ჰო. -არ აწყენინო ხო? -არა. - გაეღიმა მის ნერვიულობაზე, ზოგჯერ მართლა როგორ ჰგავდა და ასეთი დოზით მსგავსებას ვერაფრით ხსნიდა. უკანმოუხედავად გაბრუნდა ბავშვი, კონსტანტინე კი სესილიასკენ შებრუნდა. - მადლობა სესა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორი მადლიერი ვარ მისი არსებობით. ყოველ ჯერზე იმის დანახვა თუ როგორ მგავს, სუნთქვას მიკრავს და კიდევ უფრი მაბედნიერებს. - თმები სახიდან გადაუწია, შემდეგ შეფარკლულ ლოყებზე მიეფერა. -რაღაც არ მითქვამს შენთვის. - თვალებ ამღვრეულმა თავი დახარა, პირველი კი ინტერესით მიაშტერდა მის სევდიან მწვანე სფეროებს. - მესამე თვეში ვიყავი მუცლის ტკივილმა რომ გამაღვიძა, ჩემს ყვირილზე მაშინვე სასწრაფოში დარეკა ანრის შეყვარებულმა, მერე შევამჩნიე რომ საკუთარ სისხლში ვიწექი და პანიკა დამეწყო. იქვე პატარა საავადმყოფოში მიმიყვანეს და ბევრი წვალების შემდეგ ბავშვი ძლივს შემინარჩუნეს… მითხრეს რომ ნაყოფი კარგად იყო და საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ სხეულში გაჩენილ სიცარიელეს და შფოთვას ვერაფრით ვიქრობდი… -რის თქმას ცდილობ… - თვალები დაუმრგვალდა პირველს, სესილიას კი მთლიან სახეზე სევდა გადაეკრა. -ვფიქრობ რომ წესით ახლა ორი ბავშვი უნდა გვყავდეს, მაგრამ იმ დღეს ერთი მომშორდა… - ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან ლოყა კიდევ უფრო კარგად მოათავსა კაცის ხელის გულში და ქვევიდან ისე ახედა. -შენი ბრალი არ არის ხომ იცი? -არ ვიცი. - სახე კვლავ მკერდზე მიადო და განთავისუფლებულმა ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. -ყველაფერი კარგად იქნება. -წასვლა მაინც არ მინდა. -გაბრიელივით ჯიუტობ. - შეკრულ წარბებს შორის აკოცა, მერე ლოყაზე მიაკრო ტუჩები და მთლიანად მოშორდა. -როდის წავა ის ქალი. -სესილია... -ვერ ვიტან. -მეგისთან ურთიერთობა შენს მერე აღარ მქონია და თან შეყვარებული ჰყავს. -არ მაინტერესებს, არ მინდა ჩემს შვილს მასთან კონტაქტი ჰქონდეს. -ვფიქრობ ზედმეტი მოგდის. -ძალიან ბევრი მოვუთმინე, ბევრი რამ გავუტარე, საბოლოოდ მაინც მის გამო წავედი, ჩემს შვილს მამა წავართვი, ახლა კი არაფრის მოთმენას და გატარებას არ ვაპირებ. გითხარი არ მსიამოვნებს მისი ჩემს სიახლივეს ყოფნა, დღეის შემდეგ აღარც ვიქნები და იმედი მაქვს ჩემი და ჩემი შვილის ცხოვბრებიდან ამოშლაში დამეხმარები. -ჩვენი სესა, ჩემი შვილიც არის. -რატომ არ გესმის კონსტანტინე? -მესმის სესილია მაგრამ დაფიქრდი რას მთხოვ, ასე უბრალოდ ვერ ვეტყვი ჩემს სახლში აღარ მოხვიდეთქო. -მე ვეტყვი. -გეყოფა. -წავალ. -ვერსად ვერ წახვალ. -როგორ უნდა იმეგობრო ქალთან რომელთანაც სურვილებს იკმაყოფილებდი? მაშინ მიდი სხვა შენი საყვარლებიც მოიყვანე და ერთად გავატაროთ საღამო სიცლი-კისკისში. -რა სისულელეებზე საუბრობ. -გული მერევა. - ყელზე გაუაზრებლად მოიკიდა ხელი რამდენიმე წამით, ბრაზი აწვებოდა იმის გამო რომ კონსტანტინე მის ნათქვამს ვერ ხვდებოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა გაგება. -ცოტა ხანს გაუძელი. -მაშინ არ დამელაპარაკოს თავისი ბანძი ტონით, რომელიც მიტოვებულ საყვარელს მახსენებს. -კარგი, ვეტყვი არ დაგელაპარაკოს ბანძი ტონით. - ეცადა არ გასცინებოდა, ტუჩები კბილებით დაიჭირა და სესილიამაც წამსვე გამოხედა. -სასაცილო ვარ ნამდვილად, მას რომ აქ ვაჩერებ და საერთოდ მე რომ ვჩერდები… -როდის შეწყვეტს ამაზე საუბარს. -სანამ აქედან არ წავა. -წავიდა… უკაცრავად შემოჭრისთვის, საპირფარეშოსკენ მივდიოდი და შემთხვევით გავიგე. - მომღიმარმა ანდრომ შეყო თავი კაბინეტში და სესილიაც მაშინვე წამოწითლდა სახეზე, მერე კი კმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა. -ძალიან კარგი. საუბარიც დავამთავრე. - თავ აწეულმა აუარა გვერდი პირველს, კარები ფართედ გამოაღო და მისაღებში გავიდა. -სერიოზული პრობლემაა. -როგორ ვუთხრა მეგის ჩემთან სახლში აღარ მოხვიდეთქო. - სიმწრით გაიცინა, თან სახეზე ჩამოისვა ხელები, მაგიდაზე ჩამომჯდარი ანდრო კი ხელის გულებით ზედაპირს დაეყრდნო და მეგობარი ისე შეათვალიერა. -ვფიქრობ თვითონ მეგი აღარ მოინდომებს მოსვლას. სესილიას ვერ უგებს. -ახალი ამბავი. - თვალები აატრიალა, მერე კი მასზე მიშტერებულ მეგობარს თვალი გაუსწორა. - რამის თქმა გინდა ანდრო? -არა. - მაშინვე მოეგო გონს, სრაფად გასწორდა, თან თავზე ხელი გადაისვა. - ვფიქრობდი როდის დაგვენიშნა ნათლობა. რომ ვუყურებ ვეღარ ვითმენ. - სიცილით დაიძრა გასასვლელისკენ კონსტანტინეც უკან აედევნა ნელი ნაბიჯებით. -მეგი რატომ წავიდა? -ეს ბავშვი ზედმეტად დაგემსგავსა, შენ რომ იცოდი ხოლმე ვიღაცის ამოჩემება, ეგრე აიგნორებდა მეგისაც შენი შვილი, ბოლოს ადგა და წავიდა. -მხოლოდ კარგი არ გამოჰყოლია ჩემგან. -შენგან რა გამოჰყვა კარგი? - წარბები ასწია, პირველის შეკრულ წარბებზე კი ხმამაღლა გაიცინა. - მაგარი ბავშვია რა, რაც დღეს მაცინა მაგდენი ბოლოს როდის ვიცინე აღარც მახოვს. -ეს გოგო ნეტა როდისმე თუ გაიზრდება… - გაოგნებული შვილის წინ მდგომ დას შეხედა, რომელიც საშიშ ისტორიას უყვებოდა ბავშვს და ეგონა პატარა პირველის გამომეტყველება მისი შიშისგან იყო გამოწვეული. მოულოდნელად შეტრიალდა გვერდზე, მისაღებში შესული მამისკენ გაიქცა და ხელები ფეხებზე შემოხვია. -ეს ქალი მომაშორე მამა, მგონი ვერ არის. - ქვევიდან ახედა პირველს და გაოგნებულმა ჩუმად ამოილაპარაკა. ანდროს მაშინვე ხარხარი აუტყდა, კონსტანტინემაც ვერ შეიკავა სიცილი და წარბ შეკრულ დას სიცილით გადახედა. -პატარა, შენი აზრით რამდენი წლისაა შენი ძმისშვილი? - თავზე გადაუსვა ანდრომ ხელი, იგრძნო მისი შეხებისას როგორ გაშეშდა ნინი და სხეულში კმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა. -ხუთი. - თვალები აატრიალა, თან ჯერ კიდევ მამის ფეხზე მიხუტებულ ძმისშვილს შეხედა. -ეს იმას ნიშნავს რომ უფრო მეტის არის. -სესილია რა არის, ცოტა მაინც ვერ დაიმსგავსე? ჩემი ძმის ხასიათის შესწავლას წლები მოვანდომე და ახლა კიდევ ერთ მისნაირს დარჩენილი წლები როგორ შევწირო, თან ეს პატარაა, გაზრდასთან ერთად რამდენჯერ შეიცვლება… -ხშირად მოდი ხოლმე მამი და ჩემთან ერთად რომ გაიზრდები, ეგ შეწირვა აღარ დაგჭირდება. -მომესმა თუ მართლა თქვა? - თვალებ გაფართოვებულმა მოათვალიერა იქ მყოფები, მერე კი სწრაფად წამოხტა ფეხზე და მის რეაქციაზე წამებში გაქცეულ ბავშვს უკან გაეკიდა. -არა კი ველოდი ამის შვილი რაღაც მსგავსი რომ გამოვიდოდა მაგრამ მთლად ასეთსაც ვერ წარმოვიდგენდი. უი ხო წეღან თქვა რომ და უნდა… - ნამიოკაც ჩაუგდი წყვილს, მაგრამ რეაქცია არც ერთს ჰქონია. -კი, ბევრჯერ გამიმეორა. -შენ რას აპირებ სახლის აშენებაზე ანდრო? - მშვიდად ჰკითხა სესილიამ, კაცი კი ლამის საკუთარი ნერწყვით დაიხრჩო. მის რეაქციაზე წარბები შეკრა პირველმა, მაშინვე სესილიას გადახედა და მის ღიმილზე მიხვდა მის ლამაზ თვალებს ყველაფერი დაენახა და გაჩენილი ეჭვები ახლა უფრო გაუმძაფრდა. -რა ვთქვი ასეთი სესილია ასე რომ გამიმეტე. - წყლ.ის დალევის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ ჩაახველა, ბოლოს სულიც მოითქვა და მისაღებში დაბრუნებულ ნინის შეხედა. -მაპატიე. - მომღიმარმა მოუბოდიშა, თან ქვედა ტუჩზე იკბინა. -აუ ანდრო შეგიძლია სახლში გამიყვანო? - ხელი ჩაკიდა სავარძელში მჯდომს და ზემოდან დააჩერდა ისე თითქოს არაფერი ყოფილიყო მნიშვნელოვანი. -ტაქსით ვერ წახვალ? - წარბები ასწია კონსტანტინემ და ორივემ მას გადახედა დაბნეული თვალებით. -სად ტაქსით წასვლა და სად ანდროს მომსახურება კოსტა, თან ძალიან გემოვნებიანი ფლეილისთი აქვს. -როგორ გამითამამდი. - თვალები მოჭუტა ნიკოლაიშვილმა, ნინის კი ლოყები შეეფარკლა და ხელიც გაუშვა. -მე ყოველთვის ნიკუშას ძმაკაცებს დავყავარ… - სიტუაციის განსამუხტად ჩაილაპარაკა, თან თითების წვალება დაიწყო. -დაურეკე რომელიმეს და წაგიყვანოს, რომელი მოცლილი ანდროა. - მათი ყურებით ნერვებ მოშლილს აშკარად შეეტყო გაღიზიანება და ანდრომაც წარბები შეკრა. -რა გჭირს შე ჩემა… მიდი ჩაიცვი და გაგიყვან. - ფეხზე წამომდგარმა ზურგზე ხელის მიდებით ანიშნა გასასვლელისკენ, ნინი კი კვლავ კონსტანტინეს უყურებდა. -აუუ მამიდა მიდიხაარ? - ქვევიდან ახედა გაბრიელმა და გოგოც მისკენ დაიხარა. -ჩემო პატარა, ხვალ მოვალ ისევ, დღეს წასვლა მიწევს. -შენ სამშაბათსაც მითხარი რომ მეორე დღეს მოხვიდოდი მაგრამ გადააცილე. -გპირდები ხვალ აქ ვიქნები. -კარგი… გამიშვი. - ქალის მკლავებში მომწყვდელს არაკომფორტულობის შეგრძნება რომ დაეუფლა მაშინვე სცადა თავის დაღწევა და ნინიც თავის ქნევით მოშორდა. -იმედია რომ გაიზრდები და ვინმე შეგიყვარდება იმასაც არ ეტყვი ნუ მკოცნი და მეხუტებიო. -ეგრე არავინ შემიყვარდება. -ოჰ… ვნახოთ ერთი. - წარბები ასწია ძმისშვილის პასუხზე, მერე გასასვლელისკენ დაიძრა. -საღამოს გნახავთ. - მხარზე მიარტყა ხელი კონსტანტინეს და გარეთ გასული პირდაპირ მანქანისკენ წავიდა. -შენც შეამჩნიე ხო? - წარბშეკრული შებრუნდა სახლში, სესილია კი წინ ჩამოუდგა და ქვემოდან აბრჭყვიალებული თვალებით ახედა. -შენ თქვი რომ შენთვის ორი საყვარელი ადამიანის ბედნიერების გარდა არაფერი გენდომებოდა და ახლა ნუ ჭედავ. -მითხრა რომ მარიტა როგორც და ისე უყვარდა რადგან მის გაზრდაში თვითონაც იღებდა მომაწილეობას, ნინი კი უკვე გაზრდილი გავიცანიო. -კოსტა… -ნუ პირდაპირ ასე არ უთქვამს მაგრამ ასე გამოუვიდა. -შენც ხომ არ იცნობდი ნინის. -რა მნიშვნელობა აქვს, ნინი ჩემი დაა, ანდრო ჩემი ძმა. -შენც ხომ იცი რომ ახლა სისულელეებს ლაპარაკობ შენი ეგოისტობის გამო. ალბათ როგორ იკავებენ თავს შენს გამო. -შეიკავონ, არაუშავს. -რატომ იქცევი ასე? - ლოყაზე ჩამოატარა თითები, მერე კი მისი ლოყა მოიქცია ხელის გულში. -თავს არაკომფორტულად ვგრძნობ ერთად რომ წარმოვიდგენ. -ხომ იცი რა ძნელია როცა საყვარელ ადამიანთან ყოფნა გინდა, გინდა შეეხო, აკოცო, გულში ჩაიკრა და აღარ გაუშვა, მოეფერო ისე როგორც მოგინდება, მაგრამ არ შეგიძლია. რატომ ურთულებ ისედაც რთულ სიტუაციას როცა შეგიძლია ორივე ბედნიერი ნახო. -თვითონ არაფერს მეუბნება, მე ხომ არ ვეტყვი ვიცი ჩემი და რომ გიყვარს და ჩემგან ნებართვა გაქვსთქო. მოვიდეს, მითხას, დამელაპარაკოს თავის გრძნობების შესახებ და მერე სხვანაირად ვიფიქრებ. რას მალავს, მართლა ჰგონია რომ ვერ ვხვდები, თუ მადებილებს და თავსაც იდებილებს. - ჩუმად ლაპარაკობდა, თან სესილიას თვალს არ აშორებდა. -ალბათ სცხვენია შენთან აღიარება. სხვა ქალი რომ შეჰყვარებოდა დარწმუნებული ვარ მაშინვე გეტყოდა. -მე მისი ბავშვიბის მეგობარი ვარ სესილია, რისი სცხვენია. -ზუსტად მაგიტომ, ნუ იშტერებ თავს. ლილიანმა წლების მანძილზე ისიც კი ვერ მითხრა რომ ჩემი ძმა უყვარდა, მერე საერთოდ მასთან იწვა რამდენჯერმე, მიუხედავად იმისა რომ იცოდა სხვას ვერაფერს მიიღებდა. მე ეს ყველზე ცუდ მდგომარეობაში, ყველაზე ცუდი სახით გავიგე და იმ წუთებში ზიზღის, მოტყუების და იმედგაცრუების გარდა ვერაფერი ვიგრძენუ. შენ კიდე ორივე წინ გყავს, ხედავ ერთმანეთი უყვართ და წესით ამაზე საერთოდ არ უნდა ჭედავდე. -ეგ როდის გაიგე. -შენ რომ გელოდებოდი მაშინ მახარა. - სწრაფად მოაშორა ხელი პირველს, ზურგი აქცია და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. -ნაბი.ჭვარი. - ზიზღით წარმოთქვა სიტყვები, სესილიამ კი სევდიანი თვალებით შეხედა წამით. - ვცდილობ სესილია, ხომ ხედავ რომ ვცდილობ? - თვალებ დახუჭულს მტევნები შეეკრა, თავდახრილი იდგა და დამშვიდებას ცდილობდა. -ვხედავ და ვაფასებ კონსტანტინე. - ოდნავ გაუღიამა, მერე კი იქვე ჩუმად მყოფ შვილს მიუახლოვდა და ხელები ძლიერად მოხვია. ჩუმად ეფერებოდა მულტფილმის ყურებაში გართულს, კოცნიდა, ესიყვარულებოდა, ბავშვი კი არაფერს ეუბნებოდა და ცოტა უკვირდა კიდეც. გრძნობდა როგორ ამოისუნთქავდა ხოლმე ამდენი ფერებით მობეზრებული, ვერ ხვდებოდა რატომ არ ცდილობდა ბავშვი მის მოშორებას, გული უცნაურად უცემდა და ამ უსიამოვნო შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა. ბოლოს შვილის მუხლებზე მოათავსა თავი, მან კი მაშინვე ახლართა დედის თმებში თითები და სესილიასაც ბედნიერება მოედო სხეულში. მათი ყურებით გართული პირველიც მალევე მიუახლოვდა დედა-შვილს, გაბრიელის გვერდზე მოთავსდა, ბავშვს თავზე აკოცა, სესილიას ფეხები კი საკუთარ მუხლებზე დაილაგა. თვალებ მოჭუტულმა დახედა დედის ფეხებზე მოთავსებულ ხელს, მერე გვერდზე მჯდომ მამას ახედა და მის ჩაკრულ თვალზე ნაცრისფერი სფეროები წამსვე გაუბრწყინდა. კითხვის დასმა ვეღარ გაბედა ბავშვმა, მაგრამ ხვდებოდა მშობლები მალე შერიგდებოდნენ და შინაგანად ძალიან უხაროდა. ჩაფიქრებული მისჩერებოდა ტელევიზორს კონსტანტინე, ეღიმებოდა იმ სიტუაციაზე სადაც ახლა იყო, ვერასდროს წარმოიდგენდა შვილთან და საყვარელ ქალთან ერთად მხატრულ ანიმაციას თუ უყურებდა და ყველაზე მეტად ეს პატარა დეტალი გააბედნიერებდა. გრძნობდა სესილიას ფორიაქს, მისი ღელვა თვითონაც ედებოდა და უკვე მართლა ფიქრობდა სახლში დარჩენაზე. მალევე იგრძნო საკუთარ ხელზე ჩაბღაუჭებული თითები და სესილიას წამსვე გადახედა, ვერ იგებდა მისი ამღვრეული თვალების მიზეზს და ეს ყველაფერი მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. -თქვენ დარჩით დღეს. -არა წამოვალთ. - კონსტანტინეს თითებში ახლართა თავისები, პირველი კი მათ მიაშტერდა. ნაზად აკოცა მტევანზე, სესილიას კი წამსვე თვალები მიენაბა. ქალის რეაქციაზე გაეღიმა პირველს, ცერი ხელის ზურგზე გადაატარა და მოფერება ისე განაგრძო. - მადლობა. - ლოყებ შეფარკლულმა ტუჩების მოძრაობით ანიშნა, პირველმა კი კვლავ დაუტივა კოცნა მტევანზე. -დედა მიყვარხარ. - მოულოდნელად უთხრა ქალს, ნაკანს კი გაეცინა. ეგონა ეგოისტობდა, ბავშვი კი შინაგან ფორიაქს გრძნობდა და იმას ამბობდა რაც შიგნიდან აწვებოდა. -მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე. - თმიდან მოშორებული ხელი ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე აკოცა ხელის გულზე. -ოო. - ბოლოს მაინც გასწია უკან და სესილიაც გააცინა. - რატო აკეთებ სულ ასე… ხო შეიძლება იქამდე გაჩერდე სანამ მე არ გავიწევი. -არ შეიძლება. - სიცილით გადაუსვა ხელი თავზე. -მა არც შენ გიყვარდა ბევრს რომ გკოცნიდნენ? -არა და ხშირად არც არავის ვიკარებდი, არც ახლა ვიკარებ. -და დედა? -რა დედა? - წარბები ასწია მის კითხვაზე, თან მომღიმარ სესილიას დახედა. -დედა რომ გკოცნიდა და გეხუტებოდა შენც წუხდებოდი? -არა. -აბა მე რატომ ვერ ვძლებ? - წარბშეკრულმა დახედა ქალს რომელიც ყურებამდე იღიმოდა. -მე სხვანაირად მიყვარს დედა, შენ სხვანაირად, რომ გაიზრდები და ლამაზი გოგო შეგიყვარდება არც შენ შეგაწუხებს ბევრი ჩახუტება და კოცნა, პირიქით, უფრო მეტი მოგინდება. - ისე აღიარა სესილიას მიმართ სიყვარული თვითონაც ვერ გაიაზრა, ქალის გაბრწყინებულ თვალებს რომ წააწყდა მერე მიხვდა რაც თქვა და დაბნეულობისგან თვალები გაუფართოვდა, ჩაფიქრებულ შვილს გადახედა და მიხვდა ვერც ბავშვმა გაიაზრა როგორ გამოტეხა მამამისი დედის სიყვარულში. -არ მჯერა მაგის. - ბოლოს ჩაილაპარაკა, სესილია კი სწრაფად წამოიწია და არც დაფიქრებულა ისე დაეტაკა კაცის ტუჩებს, მერე კი მთლიანი სახე დაუკოცნა იქამდე სანამ გააზრებას მოასწრებდა პირველი. -აი, ხედავ? კიდევ ბევრი კოცნა და ჩახუტება უნდა. -მამას ტუჩებში აკოცე? - თვალებ გაფართოვებულმა შეხედა ნაკანს, მერე მომღიმარ კონსტანტინეს ახედა. -ჰო, დიდი ბიჭი რომ გახდები მერე შენც აკოცებ იმას ვინც შეგიყვარდება, შენც გეყოლება შვილი და ისე გეყვარება როგორც მამაშენს უყვარხარ. - ამის მოსმენისას სულ დაუმრგვალდა თვალები ბავშვს, ჩაფიქრებული მიაჩერდა ტელევიზორს და მას შემდეგ ხმაც აღარ ამოუღია. -დედა… - რამდენიმე წუთის შემდეგ მშვიდად მყოფს თმაზე გადაუსვა ხელი და შუბლზე აკოცა, სესილიამ კი მაშინვე გაახილა თვალები. -რა გაინტერესებს? -შენ ხომ სულ ჩემთან იქნები და შემაწუხებ ბევრი კოცნით? -კი. - გაეცინა ბავშვის კითხვაზე, კიდევ უფრო იგრძნო მისი სიყვარული, მერე კი მწუხარება მოედო რადგან ამხელა სიყვარულით და ამ გრძნობით ავსების უფლება კონსტანტინეს წაართვა. -სულ მე და მამასთან იქნები ხო? - თავი მიადო კონსტანტინეს, პირველიც მიხვდა რატომ სვამდა ბავშვი ამ კითხვებს და თავისთვის ეღიმებოდა. -ჰო. -ჩვენზე ძალიან ხომ არავინ არ გიყვარს? -არა. - წარბები ასწია გაკვირვებულმა და ახალ კითხვას ინტერესით დაელოდა. -მამა ხო სულ გეყვარება? -გაბრიელ რა კითხვებს სვამ? -მითხარი. -მამაშენს დიდი ხნის წინ ვუთხარი რომ სულ მეყვარებოდა რაც არ უნდა მომხდარიყო, ახლაც მიყავრს და მერეც სულ მეყვარება. დაკმაყოფილდი? -და რომ მინდა? -ვიშვილოთ პატარა. - როგორც კი თქვა მაშინვე შეკრა წარბები გაბრიელმა და დედას სახე დაეჭვებულმა შეუთვალიერა. - რა? იცი რამდენ ბავშვს არ ჰყავს დედ-მამა? იზრდებიან სიყვარულის გარეშე, რამხელა სიკეთეა როცა აიყვან უსახლკაროს და როგორც საკუთარ შვილს ისე გაზრდი. -ხო მაგრამ... შენ ვერ გააჩენ? - ბურტყუნით ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თან თვალი აარიდა სესილიას. -გააჩენს მა, აბა რას იზამს. - შეწუხებულ შვილს თმები აუჩეჩა, მომღიმარ სესილიას შეხედა და თვალიც ჩაუკრა, ქალს კი მაშინვე ჟრუანტელმა დაუარა. -დედა ნუ მაწვალებ! - წარბშეკრულმა შეხედა სესილიას, მან კი ცხვირზე მოუჭირა შვილს თითები. -დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა დარჩენა? -ახლა სხვა არაფერი მინდა სესა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. -მაშინ ავდგეთ. -სად მივდივართ? -დიდ წვეულებაზე, სადაც ბევრი ხალხი იქნება და შენით ბევრი დაინტერესდება. - შვილის კმაყოფილ სახეზე თვალები აატრიალა, სწრაფად წამოდგა ფეხზე და გაბრიელიც წამოაყენა. -რა იყო, ხომ იცი მიყვრს ყველას რომ ვაინტერესებ, მაგრამ არ შემეხებიან ხო? -არა. - ხელჩაკიდებული დაიძრნენ კიბეებისკენ, პირველი კი მომღიმარი უყურებდა ლაპარაკში გართულ დედა-შვილს და იმ დროს თავს ყველაზე ბედნიერ კაცად გრძნობდა. ნელ-ნელა ყველაფერი გვარდებოდა, ამაში პატარა პირველიც უწყობდა ხელს მშობლებს, თანაც ისე რომ უკვე თვითონაც ვეღარ იაზრებდა. უკვე ბნელოდა სახლი რომ დატოვეს, სესილიას ატლასის მწვანე კაბას თვალს ვერ აშორებდა, სიგიჟემდე უნდოდა მხრებზე დამაგრებული ბრეტელები, ნაზად რომ ეხებოდა ქალის ლამაზ მხრებს, ნელა მოეშორებინა, კაბისგან მტანჯველი სინელით გაენთავისუფლებინა, მისი სხეულის ყველა ადგილს შეხებოდა და დეტალები გონებაში სამუდამოდ აესახა. კლასიკურად გამოწყობილი შვილი, იმ დროს ზედმეტად ჰგავდა, პირველი დანახვისთანავე მიხვდებოდა კაცი რომ წინ მამა-შვილი ედგა, დიდ დარბაზში შესვლისას კი მაშინვე მიიქცია პარტნიორების ყურადღება. ჯერ კიდევ ბევრმა არ იცოდა პირველს თავის მსგავსი მემკვიდრე თუ ჰყავდა და ბავშვთან ერთად უეცარმა გამოჩენამ ყველას ყურადღება მიიქცია. მშობლებს შორის მდგომს ხელები მათთვის ჩაეკიდა, ამაყი სახით მიაბიჯებდა და ხალხის ყურადღების შეგრძნებისას კმაყოფილების გრძნობა უმძაფრდებოდა. -დედა შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ აქ. - მალევე ახედა ნაკანს, სესილიას კი ყურებამდე გაეღიმა. - მართლა. -შეგჭამ. - ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეკოცნა, იცოდა გაგიჟდებოდა იქ ხვევნა კოცნა რომ გაემართა და ტუჩსაცხის კვალი დაეტოვა მის სახეზე. -მამა, ამ ქალს თბილ სიტყვებს რომ ეუბნებოდი თავს ვერც შენთან იკავებდა? -ვერა. - გაბრიელის კითხვაზე ინსტიქტურად გაეღიმა, მერე სესილიას შეხედა და ვნებიანი გამოხედვით შეათვალიერა. -ასე ნუ მიყურებ, ცუდად მხდი. - სუნთქვა შეკრულმა ძლივს მოახერხა ამოსუნთქვა, ირგვლივ მიმოიხედა, მერე კი კაცის ტუჩებზე გაუშეშდა მზერა. -ჩემი ბიჭიც მოვიდა. - მათ შეგებებულმა დავითმა მხარზე დაადო შვილიშვილს ხელი და მისკენ მისწია. -მამა ცოტახნაი ჩემთან მინდა იყოს. -როგორც იტყვი. - ლოყა გაუწელა ბავშვს, მერე კი უკან დაიხია. - ულამაზესი ხარ სესილია. -გმადლობთ. - თბილად გაუღიმა დავითს, მერე წელზე მოხვეული კონსტანტინეს ხელიც იგრძნო და კაცს გაკვირვებულმა ახედა. -სესილია, ისეთი ლამაზი ხარ თავს ძლივს ვიკავებ, გთხოვ ამ საღამოს ეცადე ქალების გარდა არავის ესაუბრო თორემ რომ ვხედავ სხვები გიყურებენ და როგორც ახლა მე, ისე ფიქრობენ შენზე, ნერვები მეშლება. ცხოვრებაში რომ არ მიეჭვიანია, ახლა მეეჭვიანება და გთხოვ არ მომცე გაგიჟების საბაბი, დღეს ღამე ისედაც არ დავტოვებ მაგ კაბას შენს ტანზე. -კოსტა… - მისი საუბრით გაბრუებული ვეღარც აზროვნებდა, სხეულში დავლილი ტალღები ფეხებს შორის თავს იყრიდა და იკვე სისველესაც გრძნობდა. მის სურნელს ყველასგან არჩევდა თავის გარშემო და თვალები დაუკითხავად ეხუჭებოდა მოწოლილი ვნებისგან. -სესილია, დიდი ხანია არ მინახიხარ, მიხარია ასე მალე რომ შერიგდით. -ჩემი დამსახურებით. - წინ მდგომი კაცი დაეჭვებულმა შეათვალიერა, არ ესიამოვნა მხარზე რომ შეეხო უცხო სესილიას, მაშინვე შეახსენა თავი იქ მყოფებს და კაცსაც გაეცინა. -რა მაგრად გგავს ტო. - სიცილით დახედა გაბრიელს, ბავშვს კი წამსვე აენთო ნაცრისფერი თვალები და კონსტანტინემ მისი დაჭიმული სხეული რომ იგრძნო მხარზე მოხვია ხელი შვილს. -სხვას ვის დაემსგავსებოდა. - მხარზე მიარტყა ხელი პირველმა, მერე კი მასთან საუბარი გააგრძელა. შესვლის წამიდან გრძნობდა ვიღაცის მზერას ნაკანი და ეს მზერა უცნაურ შეგრძნებას უჩენდა, ირგვლივ ყველას ათვალიერებდა, ბოლოს კი მზერის პატრონსაც მიაგნო და მისი ეჭვების გამართლებისას ოდნავ გაეცინა. -ლევანთან მინდა მისვლა. - კონსტანტინეს გასაგონად ჩაილაპარაკა, პირველი კი თავის ქნევით დასთანხმდა, წინ მდგომ შვილს დიდი ხელი მკერდზე მიადო და მისი თითები რომ ჩაებღაუჭა მთლიან სხეულში სითბო მოედო. -არ მომწონს დედას რომ ეხებიან. -არც მე მომწონს. - მაშინვე გასცა პასუხი შვილს, მერე კი ორივემ სესილიას გააყოლა თვალი. -გამარჯობათ. - დაბნეულ კაცს ხელი გაუწოდა, თან ოდნავ გაუღიმა. -სესილია, როგორ გავხარ მამაშენს. - თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა ლევანს, მაშინვე პატარა გოგო გაახსენდა თავის მკლავებში რომ იძინებდა ხოლმე და თვალზე ცრემლიც კი მოადგა. -ამის მოსმენა ყოველთვის მსიამოვნებს. -მახსოვს ჩემი ნაყიდი დათუნიის გარეშე ვერ იძინებდი, ახლა კი საკუთარი შვილი გყავს. - დაკარგული წლების შეგრძნებისას გულში ჩხვლეტა იგრძნო. -თქვენ მიყიდეთ? ახლაც კი მაქვს. - სახლში ნაპოვნი სათამაშო მაშინვე ამოუტივტივდა გონებაში, კაცსაც თვალები გაუბრწყინდა მოსმენილისგან. -მართლა? -ჰო, სახლში ყველაფერი ძველებურად არის. -ცხოვრებაში უამრავი შეცდომა დავუშვი, ყველაზე დიდი კი თქვენგან წასვლა იყო. შენ არ უნდა დამეტოვებინე. -ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მთავარია გამოსასწორებლად რას გავაკეთებთ. -რაც არ უნდა გავაკეთო, განვლილ წლებს ვერ დავაბრუნებთ და ეს არის გულდასაწყვეტი, სესა. - ოდნავ გაუღუმა ნაკანს, მას კი თვალები გაუფართოვდა დაძახებულ სახელზე. - სესა პირველად მე დაგიძახე, მერე მამაშენმა მომბაძა. - ამაყად გამოაცხადა, სესილიას კი თვალები გაუბრწყინდა. - მე მამაშენი ვერასდროს ვიქნები, მაგრამ თუ რაიმე დაგჭირდება, თუნდაც უბრალოდ ჩახუტება, იცოდე რომ შეგიძლია ყოველთვის მოხვიდე ჩემთან. სანამ წავიდოდი ჩემი პირველი შვილი შენ იყავი, ყველა ღამე მახსოვს რომელიც გამათენებინე, თან სულ ტიროდი და ძლივს გაჩუმებდით. -უცნაური სითბო მოდის თქვენგან, ნაცნობი, მამისეული. ახლა თქვენი ყურებისას მამაჩემის სახე მიდგას წინ. -მიხარია ამას თუ გრძნობ… ბინა რა მდგომარეობაშია? -წლების მანძილზე ხელუხლებელია, მე არასდროს მივსულვარ, პირველად ერთი კვირის წინ ვიყავი. -თუ უფლებას მომცემ მინდა მისვლა. -რა თქმა უნდა, რომელიმე დღეზე შევთანხმდეთ და ერთად მივიდეთ, გასაღები მე მაქვს. -გამიხარდა შენი ნახვა სესა, შენი ბედნიერების გარდა სხვა არაფერი მინდა, ჩემი ერთადერთი ნათლული და ადამიანი შენ ხარ რომელიც ჩემი უახლოესი მეგობრისგან დამრჩა. სამწუხაროდ ადამიანები ხშირად ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს. -მთავარია ორივე დავბრუნდით. -არც კი ვიცი რა ვთქვა ან ვიგრძნო როცა მასთან გხედავ ასეთ სიტუაციაშია. ალეს კონსტანტინე ძალიან უყვარდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს თქვენს ერთად ყოფნას როგორ შეეგუებოდა… ბავშვი მეორე მამამისია, რომ ვუყურებ კონსტანტინეს ბავშვობა მახსენდება, ის უფრო ურეაქციო და უემოციო იყო ოღონდ. -ჰო, კიდევ კარგი მთლიანად მას არ ჰგავს. -ვხედავ როგორ გიბრჭყვიალებს თვალები მისი ყურებისას. -კონსტანტინე ერთადერთი კაცია რომლემაც გამაბედნიერა და თავი სრულყოფილად მაგრძნობინა, უთქმელად რთულ მომენტებში გვერდით დამიდგა და ბევრი წვრილმანის გადალახვაში დამეხმარა. ახლა კი ცდილობს მაპატიოს მისი ნაწილის წართმევა, გულის ტკენა და მიტოვება, მითუმეტეს მას შემდეგ რაც თვითონ გადაიტანა, ეს კაცი ჩემს თვალში ყველზე ძლიერი ადამიანია და ყველაზე მეტად მიყვარს. -ჩემთვის მთავარი შენი ბედნიერებაა და ალბათ ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ შენგან შორს ყოფნას. - მტევანზე მოხვია თითები და ხელის ზურგზე აკოცა. მერე კი სიტყვის უთქმელად წამოდგა და იქაურობა დატოვა. მთელი საღამოს მანძილზე სხეულში გაჩენილ ფორიაქვს ვერაფერს უხერხებდა, ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ამჩნევდა, ყველა ერთმანეთში ირეოდა, საუბრობდნენ, იცინოდნენ. კონსტანტინე ახალ პართნიორთან ერთად ახალი საქმის წამოწყებას აღნიშნავდა, შვილს გვერდიდან არ იცილებდა და იმ დღეს ყველასთვის ცივი და უხეში კონსტანტინე პირველი, ბედნიერებისგან ანათებდა. მისი გამოხედვა სუნთქვას უკრავდა სესილიას, მისდამინ მომატრებას კიდევ უფრო უმძაფრებდა, მომენტებში გული უცნაურად შეუთამაშდებოდა ხოლმე, ოდნავ ჩხვლეტასაც გრძნობდა და მისი შეხების სურვილი უფრო იზრდებოდა. -კარგად ხარ? -თავბრუ მეხვევა. - წელზე მოხვეულ ხელს ჩაეჭიდა, კონსტანტინეს ქვემოდან ახედა და მისი სახე ბუნდოვნად გაარჩია. -რამე დალიე? -ჰო, ორი ჭიქა შამპანიური... გული მტკივა. - მკერდზე ხელი მიიჭირა ცხვირი კი მის ყელში ჩარგო. - მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ტუჩები კი ყელზე მიაწება და იმწამსვე იგრძნო როგორ დაუარა ტალღამ სხეულში კაცს. -წავიდეთ. -გაბრიელი? -მამაჩემი წამოიყვანს. -გააფრთხილე. -აქ დამელოდე. - გასასვლელ კართან დააყენა, თვითონ კი მამისკენ წავიდა, რომელსავ გაბრიელისთვის ხელი ჩაეკიდა და წინ მდგომებს ელაპარაკებოდა. - მე და სესილია მივდივართ და გაბრიელს ხომ მოიყვან სახლში? -კი, აბა რას ვიზამ. - სახე გაბრწყინებული მაშინვე დაეთანხმა, ბავშვმა კი წამსვე ახედა კონსტანტინეს. -ნუ მებღვირები, და ხომ გინდა? - სიცილით გადაუსვა თავზე ხელი, გაბრიელმაც ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მომღიმარმა დაუქნია თავი. - ჭკვიანად მოიქეცი. - შუბლზე აკოცა, მერე გასასვლელისკენ გაიხედა და სესილია რომ ვერ დაინახა გარეთ სწრაფად გავიდა, მოყვანილ მანქანასთან იდგა, საბარგულს იდაყვით დაყრდნობოდა და ჰაერს დიდი რაოდენობით ისუნთქავდა. - მაშინებ სესილია. -თავს ცუდად ვგრძნობ… -მოდი დაჯექი. -მაკოცე. - მანქანაზე მიყრდნობილმა კისერზე მოხვია ხელები და კაცი თავისკენ მისწია. -ხომ იცი არ მომწონს… - საუბრის გაგრძელება არ დააცადა ნაკანმა ისე მიაკრო ტუჩები სასურველ ბაგეებს და პირველიც კოცნაში აიყოლა. - ჯანდაბა, რა გჭირს. - სახეზე მოკიდა ხელები ვნებისგან თვალებ დაბინდულმა, მერე კი მოულოდნენად გაჩენილ მკვეთრ სინათლეზე მისი გაფართოვებული მწვანე თვალებიც დაინახა, ძლიერი ხელის კვრა იგრძნო, რომელმაც მიწაზე დაცემა აიძულა, შემდეგ შეჯახების ხმამ ყურებში აუტანელი წუილი გამოიწვია, ვერ მიხვდა რა მოხდა, იქამდე სანამ ძირს დავარდნილი სხეული არ დაინახა, მერე კი გონება მთლიანად დაებინდა, ისე სწრაფად გაჩნდა მასთან გააზრებაც ვერ მოახერხა და ქალმა ძლივს შენარჩუნებული გახელი თვალები რომ მინაბა, შიშმა მთლიანი სხეული მოიცვა, ადგილზე გააქვავა და მოძრაობის უნარი საერთოდ დააკარგვინა. ***************** ზედმეტად დიდხანს გამიგრძელდა წერა, ალბათ იმიტომ რომ ვერ გადავწყვიტე როგორ გამეგრძელებინა და მუზამ ცოტა გაჭედა, მაგრამ ისევ ამუშავდა. როგორც თქვენ ისე მეც მინდა ხოლმე სწრაფად დავდო, დაწერილი არ არის თორემ კი ბევრი აზრები მიტრიალებს გონებაში. წერას კიდე დიდი დრო სჭირდება, რომელიც ხშირად არ მაქვს, ასე რომ გმადლობთ მოთმინებისთვის. არ მინდა ხოლმე ვთქვა როდის დავდებ, რადგან მერე რაღაც გამოხტება რაც ხელს მიშლის დაწერაში და თავს ვგრძნობ უპასუხისმგებლო ადამიანად რომელიც პირობას არ ასრულებს :(( ასე რომ არ ვიცი როდის დავდებ. :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.