შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 10


5-02-2021, 01:53
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 604

ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით. არავინ იცის ვის რას უმზადებს. შეიძლება უბედურების ქარბორბალა დაატეხოს თავს ან ბედნიერებით აღმაფრენის სიტკბო აგემოს.
მამაჩემის გარდაცვალება, ყველაზე შავი და მძიმე ეპიზოდი იყო ჩემი ცხოვრების, ასეთი ბედნიერი კი როგორიც ამ წამს ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ. ის სურვილი ამიხდა, რომელზე ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი ვერასდროს. ჩემს თავთანაც მიჭირდა აღიარება იმისა, რომ მე ირაკლი ვიბლიანი სამუდამოდ შემიყვარდა. მისგან ყოველთვის მოდიოდა დადებითი ენერგია, თუმცა მასაც თუ ჰქონდა გრძნობა ჩემ მიმართ ვერასდროს ვიფიქრებდი. მარი კი ყოველთვის მიჩიჩინებდა ამას, თუმცა დაჯერება არ მინდოდა. მერე ტყუილი იმედების ჩასახვას არ მინდოდა ჰქონოდა ადგილი.
არ ვიცი ასე ჩახუტებულები რამდენ ხანს ვიდექით, მეგონა თუ გაიწეოდა ჩემი სიზმარი დამთავრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ნელ-ნელა გაიწია, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ღიმილით მიყურებდა თვალებში.
- ბედნიერი ვარ, რომ არსებობ. ჩემი ცხოვრება ისეთი უფერული იყო უშენოდ. - ჩამჩურჩულა ყურში. მის ხმასა და სიახლოვეზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ხმის ამოღების უნარს მართმევდა. არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. ძალიან დავიბენი.
- მე..- ენა დამება. საჩვენებელი თითი ტუჩებზე ამაფარა.
- ვიცი რომ დაბნეული ხარ და ამას არ ელოდი. ახლა ნურაფერს მიპასუხებ. - შუბლზე მაკოცა. - სად გინდა რომ წავიდეთ ? - მკითხა თემის გასანეიტრალებლად.
- არ ვიცი. - გულწრფელად ვუპასუხე.
- მე ვიცი - ხელი ჩამჭიდა და წინ გამიძღვა. ოფისი დაკეტა. მე მანქანაში ველოდებოდი და გული ლამის ხელით მეჭირა. ასეთი აღელვებული არასდროს ვყოფილვარ. ხაზს ვუსვამ, სასიამოვნოდ აღელვებული. ტელეფონის ვიბრაციის ხმამ გამომაფხიზლა. მარი მწერდა.
„ სახლში არ მიხვიდე იცოდე. დედაჩემმა იცის რომ ერთად ვართ. ისეთი პირი უჩანს 2 საათი მაინც კიდევ არ მივალ. “
„ ნუ ღელავ, არც მე ვაპირებ მისვლას. “
„ ოჰო? ვატყობ საღამოს ენაზე ტყავს გადავიძრობთ.“ - გამეცინა. ანუ მარისთან და ლუკასთან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ძალიან მიხაროდა მათი ამბავი, მაგრამ ახალა ისეთი დაბნეული ვიყავი ცოტა არ იყოს კონცენტრირება მიჭირდა. ირაკლიმ თავისი საქმე მოაგვარა და მანქანაში ჩაჯდა. ვლოცულობდი არაფერი ეთქვა. ხმა მიღალატებდა და შემატყობდა, რომ ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. რაც საშინლად არ მინდოდა. არ ვიცი გრძნობა როგორ უნდა გამოვხატო, ეს ჩემთვის უცხოა. ცოტა არ იყოს, მეშინია. მირჩევნია, დავრწმუნდე ყველაფერში და გრძნობებში მხოლოდ ამის შემდეგ გამოვუტყდე. მგონი გრძნობდა ჩემს ამ მდგომარეობას და ხმას არ იღებდა. შიგადაშიგ ღიმილიანი სახით გადმომხედავდა ხოლმე. რაზეც ვწითლდებოდი. არ ვიცოდი სად მივყავდი, ადგილი ვერ ვიცანი, თუმცა შინაგანი მე მკარნახობდა, რომ მზად ვიყავი ყველგან გავყოლოდი. თუნდაც ჯანდაბაში ! ამ კაცის გვერდით თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი. თუმცა ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ჩემი ასეთი აღელვება შეეძლო. ირაკლი ვიბლიანი ჩემთვის სიმშვიდისა და ბობოქრობის უტკბილესი ნაზავი იყო. ახლა ვიგრძენი რას ნიშნავდა „მუცელში პეპლების ფარფატი“. ამას პირდაპირი მნიშვნელობით განვიცდიდი.
რამდენიმე წუთის შემდეგ დავწყნარდი, თავი ხელში ავიყვანე და ემილიანეს დავუბრუნდი. უცხო ადგილას მოვედით. მანქანიდან გადავიდა და კარი გამიღო. თურმე ჯენტლმენობაც სცოდნია.
- სად მოვედით?
- მალე გაიგებ. - ისევ ხელი ჩამჭიდა და გამიძღვა. სასაფლაოზე ვიყავით. ნელ-ნელა უკვე ბინდდებოდა და ცოტა არ იყოს უსიამოვნო შეგრძნება იყო. დაახლოებით 2 წუთში ქალის საფლავზე მივედით. ქვიდან ულამაზესი ქალი მიმზერდა, რომელსაც „ ანეტა ირაკლის ასული მალაზონია “ ეწერა. დაბადებისა და გარდაცვალების წლების მიხედვით, გამოვთვალე რომ 32 წლის ასაკში გარდაცვლილა და გული შემეკუმშა. შეიმჩნეოდა, რომ საფლავზე სულ ახლახანს იყო ვიღაც მოსული. სისხლისფერი ვარდები დაეტოვებინა. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, თუ ვის პორტრეტს ვუმზერდი დაჟინებით.
- ემილიანე, მინდა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ქალი გაგაცნო - ტკივილნარევი ღიმილით გამომხედა ირაკლიმ - ეს ქალი დედაჩემია. - თქვა და დავინახე როგორ აევსო თვალები ცრემლებით. მივხვდი, როგორ შემეცვალა მეც სახე მწუხარებისგან. - დღეს 27 სექტემბერია. მისი გარდაცვალების დღე. პირველი წელია, როცა ამ დღეს აქ მოსვლა შევძელი. როცა ეს დღე ახლოვდება ცუდად ვარ. ისევ ისე მტკივა ყველაფერი, როგორც იმ დღეს. არ მაქვს ძალა აქ მოვიდე და დედაჩემის წინ დავდგე. გული ძალიან მტკივა. ცხოვრება ასე უსამართლოდ არ უნდა მომქცეოდა. მხოლოდ აღდგომას მოვდივარ. ბევრჯერ მინდა ხოლმე მოსვლა, მაგრამ არ შემიძლია. აქ ყველაზე მეტად ვგრძნობ რა მძიმე ჯვარიც მაქვს ცხოვრებაში სატარებელი. 27 სექტემბერს ყოველთვის ვცდილობ მარტო ვიყო. არავის ნახვა არ მინდა. ოფისში იმიტომ წავედი, ვიცოდი იქ არავინ შემაწუხებდა. საქმეს 1 საათში მოვრჩი, თუმცა მთელი დღეა იქ ვარ, განმარტოებით. ადამიანების ნახვის სურვილი არ მქონდა. - ამ ყველაფერს რომ ამბობდა ჩამუხლული იყო ქვის წინ, თვალებში არ მიყურებდა. მე მის უკან ვიდექი. – 16 წელია ეს დღე ასე სტრესულად გადამაქვს. თუმცა, მე-17 წელს ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. - ცრემლები მოიწმინდა, წამოდგა და ჩემს წინ დადგა. თვალისმომჭრელად გამიღიმა. - ამის მიზეზი კი, შენ ხარ. ვიცოდი რომ შეყვარებული ვიყავი, თუმცა ის ფაქტი რომ ამ დღეს ასე შემთხვევით „ძაღლის“ გამო გადამეყარე - ჩაეცინა - ჩემთვის უბრალო შემთხვევა არ იყო. თითქოს განგებამაც დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ჩემი გრძნობების შესახებ აუცილებლად გაიგებდი, უბრალოდ ასე არ ვიჩქარებდი და არ დაგაფრთხობდი. თუმცა, დღეს, ზუსტად ამ დღეს მინდა გითხრა რომ მთელი გულით მიყვარხარ, ემილიანე. ყველაზე სწორი და სუფთა ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება გიჟად ჩამთვალო, მაგრამ მსგავსი რამ აქამდე არ მიგრძვნია. ვერასდროს აგიხსნი სიტყვებით, თუ რა გადატრიალება მოახდინე ჩემს გულში. - ჩემი ხელი აიღო და თავის გულთან მიიტანა, ვგრძნობდი როგორ გამალებით უცემდა. - მივხვდი, რომ მზად ვარ ჩემი ცხოვრების ყველაზე უბედური დღე, ყველაზე ბედნიერად ვაქციო. ამას კი დარწმუნებული ვარ, დედა ხედავს. უხარია, რომ ასეთი გოგო შემიყვარდა. ყველაზე ლამაზი, მართალი, კეთილი და წმინდა ადამიანი მთელს დედამიწაზე - პირდაპირი მნიშვნელობით გავწითლდი. ძალიან შემრცხვა ასე რომ დამახასიათა. - აი ამის დასტურად, ლოყებიც გაგიწითლდა. - გაეღიმა და ლოყაზე თითით მომეფერა. ჟრუანტელის ახალმა ტალღამ დამიარა მთელს სხეულში.
- ირაკლი .. - პირველად მივმართე სახელით. ძალიან უცნაური გრძნობა იყო - მე.. არ ვიცი.. ამ ყველაფერს უბრალოდ არ ველოდი.. - ბორძიკით ვუთხარი.
- ვიცი, რომ არ ელოდი. თუმცა, ისედაც გახვედრებდი რას ვგრძნობდი შენ მიმართ. ამის დამალვას ისედაც არ ვაპირებდი დიდხანს, უბრალოდ დღეს მოხდა და ძალიან მიხარია, რომ ასეა.
- დედა , - შეტრიალდა ქვისკენ - მშვიდად იძინე, შენი შვილი ბედნიერია. - იღიმოდა და თან ღაპა-ღუპით სცვიოდა ცრემლები. ხელები ფართოდ გაშალა ჰაერში. ამის დანახვაზე, უზომოდ მეტკინა გული და მეც იგივე მდგომარეობაში ჩავვარდი. მხედველობა დამებინდა იმდენი ცრემლი ჩამომიგორდა. გრძნობებს ავყევი, ავტომატურად მისკენ წავედი, წინ დავუდექი და ჩავეხუტე ძალიან მაგრად. კიდევ უფრო მეტად ამიჩუყდა გული. მე მისი ტკივილი მესმოდა. მეც ობოლი მერქვა. მე ვიცოდი რა ხდებოდა მის გულში. მეც ზუსტად ბედნიერი და ამასთანავე უბედური ვიყავი ერთდროულად. ხელები მჭიდროდ შემომხვია.
- აქ იმისთვის არ მომიყვანიხარ, რომ შენც იტირო - თავი ამაწევინა.
- ვიცი, მაგრამ შენს გვერდით ძალიან გულჩვილი გავხდი - ორივეს გაგვეცინა. ისევ შუბლზე მაკოცა.
- მე და შენ ერთმანეთის გვერდით გრძნობების გამოვლენას ვიწყებთ. რომ მკითხო ბოლოს როდის ვიტირე, არ მახსოვს, მართლა გეუბნები. ახლა კი მგონი შენი დანახვის დროსაც კი ცრემლი მადგება, ოღონდ ბედნიერების. - გაეღიმა.
- მიხარია, თუ ბედნიერი ხარ.
- და შენზე რას იტყვი ? შენ ბედნიერი ხარ ემილიანე ?
- სიტყვებით არ ვიცი რა ვუწოდო, ან როგორ გამოვხატო ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ კარგად ვარ. - ჩაეცინა. რა თქმა უნდა, გრძნობდა რომ მეც არ ვიყავი გულგრილი. დარწმუნებული ვარ ჩემს თვალებში იკითხებოდა რასაც ვფიქრობდი. უბრალოდ, სანამ ბოლომდე ყველაფერში დარწმუნებული არ ვიქნებოდი, არაფრის თქმა არ მინდოდა. - იცი ? დედაშენი ძალიან ბედნიერი ქალია, იმ სამყაროში სადაც არის. - თემის გადატანა მინდოდა. თუმცა, ისედაც ვაპირებდი ამ ყველაფრის თქმას. - იშვიათად მინახავს თქვენნაირი დედაშვილობა. ვგრძნობ, როგორ გიყვარს და დიდ პატივს სცემ დედას. ეს ყვავილებიც, იმის დასტურია რომ არსებობს ვიღაც, ვისაც ის არანაკლებ უყვარს. - წითელ ვარდებთან დავიხარე და ერთი ფურცელი მოვწყვიტე. სასიამოვნო სურნელი ასდიოდა.
- ეს მამაჩემის ხელწერაა. ძალიან ხშირად ამოდის აქ და ყოველთვის წითელ ვარდებს ყიდულობს. იმას რასაც სახლში არ ლაპარაკობს, მოდის და აქ დედას ყველაფერს უზიარებს. უზომოდ უყვარდა, დღემდე ასე უყვარს. არ ვიცი რომელი აჯობებდა, მამას დღევანდელი ასეთი მდგომარეობა თუ ის, რომ მეორე ცოლი მოეყვანა და ბედნიერი ყოფილიყო. ამდენი წელი გავიდა და დღემდე ვერ მოინელა ეს ტკივილი. ყველა ემუდარებოდა, ფსიქოლოგთან იარეო, თუმცა მკაცრ უარზეა. იცი როგორ მენატრება მამაჩემის სახეზე ღიმილი ? ბავშვობაში ისიც მეგონა, რომ ვძულდით. საერთოდ არ გვეკარებოდა. ბებია-ბაბუებმა აიღეს ჩვენზე პასუხისმგებლობა. მამა თავის თავს არ ეკუთვნოდა, დღემდე არ ეკუთვნის. ღრმა ბავშვობაში მახსოვს, როგორი მხიარული იყო. გიჟდებოდა შვილებზე. ათას გასართობს იგონებდა. ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა იმისთვის, რომ დედა ბედნიერი ყოფილიყო. რა ეპითეტებით არ მიმართავდა. მამას რომ ვუყურებდი, სულ მინდოდა მეც ასე მყვარებოდა ცხოვრებაში. დედა უფრო თავშეკავებული ქალი იყო, თუმცა თვალებში ეტყობოდა როგორ უყვარდა მამაჩემი. მათი სიყვარულის ისტორია ცალკე ისტორიაა, წიგნი დაიწერება. მართლა ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თუმცა ზღაპარს ცუდი დასასრული აღმოაჩნდა.
- გარდაცვალება არ ნიშნავს იმას, რომ გადაიყვარო. მიუხედავად იმისა, რომ მამაშენის რაღაც საკითხებში არ მესმის, უზომოდ დიდ პატივს ვცემ მოსმენილის გამო. იშვიათია ასეთი სიყვარული. ეს ვარდის ფურცელი მინდა, რომ მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ მქონდეს. - სახეზე შეეტყო როგორ გაახარა ჩემმა ნათქვამმა.
- საოცარი ადამიანი ხარ. ყოველთვის იცი როგორ მისწვდე ჩემს გულს.
- განზრახ ამას არასდროს ვაკეთებ - ჩამეცინა.
- ვიცი, ამიტომ ხარ ახლა ჩემ გვერდით. ჩემმა დამ შენზე რომ იცოდეს, სიხარულით გაგიჟდება.
- შენი და როგორი გოგოა ?
- ამიამი ? - გაეცინა. - მარიამი რომ გაჩნდა მე მაშინ 3 წლის ვიყავი და მისი სახელი გამართულად ვერ ვთქვი. როგორც მიყვებოდნენ, ეგოისტობა არ დამიწყია და თავიდანვე ძალიან შევიყვარე. ვცდილობდი მასზე მეზრუნა, როგორც ეს თავადაც ბავშვს შემეძლო. დღემდე, ამიამის ვეძახი. მხოლოდ მაშინ ვეძახი სახელს, როცა მაბრაზებს. ყველა ამიამის ეძახდა ოჯახში, ხანდახან თვითონაც ავიწყდება, რომ მარიამი ჰქვია და ოფიციალურ ადგილებშიც არასწორად ამბობს თავის სახელს. მამაჩემი სულ ასე ეფერებოდა „ ჩემი ტკბილი ამიამიო“, ზოგადად ძალიან თბილი კაცია, ახლა უკვე გულის სიღრმეში, მაგრამ არის. საოცარი სიტყვებით მიმართავდა, მაგრამ უკვე 17 წელია მარიამს ეძახის და რამდენჯერ დამინახავს ჩემი და ჩუმად ტიროდა ამის გამო. დღემდე ვერ ეგუება მამას ამ საქციელს. თუმცა, ახლა გაიაზრა. პატარა რომ იყო ვერ ხვდებოდა მამამ რატომ „გადაარქვა“ სახელი. პატარაობაში მართლა სჯეროდა, რომ ამიამი ერქვა. ვერც წარმოედგინა სხვანაირად - გაეღიმა წარსულის გახსენებაზე. - ძალიან თბილი ადამიანია, დანახვისთანავე რომ შეგიყვარდება. მამას ჰგავს ხასიათით. უზომოდ პოზიტიური, გულკეთილი და კომუნიკაბელურია. საერთოდ ვერავინ ვერ ატყობს რამხელა ტკივილს ატარებს. ის ჩემზე ბევრად ძლიერია. მე ყოველთვის მეტყობოდა რაც მჭირდა. ვერ ვმსახიობობდი. ჩემი ტრაგედიის გამო, მეგობრებთანაც ამერია ურთიერთობა, მხოლოდ ერთი შემომრჩა ბავშვობიდან, გიორგი, რომელიც მართლა ძმასავით მიყვარს. არავისთან კომუნიკაცია აღარ მინდოდა. იმ პერიოდში შეყვარებულიც კი მყავდა, იცი ? - სიცილი ატეხა - ლიზა ერქვა. დამშორდა.
- მოიცა, რატომ დაგშორდა ? - მეც ვერ შევიკავე სიცილი.
- სულ უხასიათოდ ხარ და ჩემთან ერთად აღარ თამაშობო. ყურადღება დააკლდა და დამშორდა. თვითონ 8 წლის იყო მაშინ. ამიამისთან დაქალობდა. დღემდე მეგობრობენ.
- მერე როგორ გადაიტანე ამხელა შეურაცხყოფა ? - უკვე მხიარულ ნოტაზე გადავედით.
- მაშინ ლიზაზე ფიქრის თავი მქონდა მთლად. წლების მერე ვილაპარაკეთ და არასწორად მოგექეციო, გამომიტყდა. მე 13-ის ვიყავი, ის 10-ის. - უკვე სიცილისგან ცრემლები გვდიოდა.
- და რა თქმა უნდა ამაყმა ირაკლი ვიბლიანმა უარი სტკიცე ხომ ?
- არა, მეგობრობა აღვადგინეთ. ვინ მთხოვა შერიგება საერთოდ ? მაშინ სხვა შეყვარებული ჰყავდა უკვე. ვაღიარებ, 13 წლის ასაკში ასეთი სიმპათიურიც არ ვიყავი - ამ ბიჭს ყეყეჩობის თავი სულ აქვს. - უბრალოდ, ამიამისთან რომ დაქალობდა, სხვა გზა აღარ ჰქონდა, ჩემთანაც უნდა ემეგობრა და ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნა.
- რა ჩაუტარებია ? ყოჩაღ ლიზას. მე მაგხელა პირადი ცხოვრება ახლა არ მაქვს, ეს ბავშვები რამ გადაგრიათ ?
- შენი პირადი ცხოვრება, ახლა ზუსტად შენზე არის დამოკიდებული, პატარა ქალბატონო - უცებ მომიახლოვდა და თვალი თვალში გამიყარა. ღმერთო, შენ ხომ ხარ მოწმე რომ ეს იმიტომ არ მითქვამს, მერე ასე რომ დავებნიე ? გავჩუმდი, ვეცადე თვალი ამერიდებინა. - ვაღიარებ, ლიზა არ მიყვარდა. უბრალოდ, იმდენად მინდოდა ჩემი მშობლების შემყურეს, მეც შეყვარებული მყოლოდა ემოციებს ავყევი. მომწონდა, მაგრამ არ მიყვარდა.
- და ნუთუ 17 წლის განმავლობაში არავინ შეგიყვარდა ?
- კი, შემიყვარდა და ახლა ჩემს წინ დგას, თან ცდილობს გამომტყუოს ინფორმაცია, მაგრამ დავუკმაყოფილებ ინტერესს და ვეტყვი, რომ მის გარდა არასდროს არავინ მყვარებია.
- სულაც არ მითქვამს მაგიტომ რა ? - გავიბუტე და ხელებგადაჯვარედინებულმა, ფეხების ბაკუნით სახე გვერდზე გავატრიალე. საჩვენებელი თითით ნიკაპი ამაწევინა და პირდაპირ სახეში მიყურებდა.
- არ გაქვს ეჭვიანობის საბაბი, ემილიანე. - მომნუსხველი ხმით მითხრა.
- ირაკლი, რატომ უნდა ვიეჭვიანო ?
- შემომხედე, როგორი ბიჭი ვარ. ცოტაა საეჭვიანო ? - უკან გაიწია და დატრიალდა. ისე სასაცილოდ გააკეთა სიცილი ვერ შევიკავე.
- როგორ გიყვარს შენი თავი.
- არ დაგიმალავ, ეგრეა. მე შენ ჩემი ბავშვობის ფოტოებს განახებ და მიხვდები ბაყაყისგან პრინცი როგორ დადგა. მიდი და არ იამაყო მერე საკუთარი თავით.
- ყეყეჩო.
- რა თბილი ხარ, ემილიანე. ვგიჟდები თბილ ხალხზე. - უკვე საკმაოდ შებინდდა და ცოტა არ იყოს მეშინოდა აქ ყოფნა.
- ირაკლი, ძალიან გამიხარდა რომ აქ მომიყვანე, მართლა. მაგრამ, გთხოვ წავიდეთ. მეშინია უკვე.
- ჯერ მხოლოდ 6 საათია, ემილიანე. - დამცინა. - მზერა გაქვს ისეთი კაცს მოკლავ და სასაფლაოზე ყოფნის გეშინია ?
- ჩემი დაცინვისთვის მიზეზები არ გელევა. - ვთქვი გაბრაზებულმა, ქვას კიდევ ერთხელ გავხედე, თითქოს დავემშვიდობე იქაურობას და წავედი. ირაკლი, რა თქმა უნდა, გამომეკიდა.
- აი, როდის უნდა შეიგნო ის, რომ არ დაგცინი ? უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ და მეცინება ისე ბავშვურად იქცევი ხანდახან.
- უკაცრავად, ეს თქვენ დაბერდით თორემ, მე ეხლა დავამთავრე სკოლა. ბავშვი ვარ ზუსტადაც.
- მხოლოდ 9 წლით ვარ შენზე უფროსი.
- შენ რომ 9 წლის იყავი უკვე პირადი ცხოვრება გქონდა და მაშინ მე მშობლებს სამშობიაროდან გამოვყავდი.
- მოიცა, გადავთვალო - ჩაფიქრდა. - ჰო, კი. მაგ დროს ლიზას ვიცნობდი უკვე. ემილიანე, როგორი ეჭვიანი ყოფილხარ ? მგონი არ უნდა მომეყოლა - პირდაპირ ჩემს ნერვებზე თამაშობდა.
- იოცნებე ირაკლი ვიბლიანო, შენზე ვიეჭვიანო - ვუთხარი აგდებით.
- იეჭვიანებ ემილიანე, თანაც ისე იეჭვიანებ, გაგაშველებთ. - თან სიცილისგან ცრემლებს იწმენდდა.
- ეცი მიცვალებულებს პატივი, რას იცინი ამხელა კაცი ? - თან ფეხით მივსეირნებდით. აღარ დამთავრდა ეს გზაც, მანქანაში რომ ჩავმჯდარიყავი. ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა.
- ვერ ვიტან როცა ხელს მხვევენ. - მივეცი შენიშვნა წარბაწეულმა. ღიმილიანი სახე უცებ შეეცვალა და დასერიოზულდა. საკმაოდ სერიოზული ტონით მეკითხება :
- ხელს ვინ გხვევს ?
- შე პათოლოგო. ეჭვიანობაზე მე დამცინი ?
- მე არც უარვყოფ ეჭვიანი რომ ვარ.
- რა იყო ლიზას ნაყინი სხვამ უყიდა, თუ შენ რაზე ეჭვიანობდი ხოლმე ?
- იცი, შენზე პირველად როდის ვიეჭვიანე ?
- ბატონო ? ანუ არა ერთხელ გიეჭვიანია ? - მართლა გამიკვირდა.
- მე ბევრი მიზეზი არ მჭირდება მაგისთვის - გაეცინა. - პირველად, დიდ აუდიტორიაში დაგინახე. უნივერსიტეტის პირველ დღეს. საპატიო სტუდენტად რომ გამოგაცხადეს და მათთან მიხვედი, მაშინვე მომეწონე. იქედან რომ გამოვედით, ღიმილიანი სახით შეტყობინებას წერდი და ჩავთვალე, ალბათ შეყვარებული ჰყავს-თქო და თან ჩემთან მოხვედი, ჩემს ლექციაზე გაგვიანდებოდა და აუდიტორია მკითხე. ისე გავბრაზდი, რატომ წერს ვიღაცას-მეთქი უხეში პასუხი გაგეცი და კიც შემილამაზე ფეხსაცმელი - მოყოლა დაასრულა და თან მანქანის კარი გამიღო. ხარხარი ავტეხე.
- მოიცა, მაშინ იმიტომ მომიშალე ნერვები, რომ ჩემზე იეჭვიანე ?
- დიახ - მიპასუხა მტკიცედ, თითქოს დიდი საპატიო რამე გაეკეთებინოს.
- შენ ნორმალური არ ხარ, გეფიცები, დედაჩემს ვწერდი.
- ჰო, მე რა ვიცოდი მაშინ ასეთი უკარება და შინაბერობისკენ მიდრეკილი რომ იყავი ?
- და რატომ გგონია რომ შინაბერა ვიქნები ?
- ემილიანე, მე ვარ იცოდე შენი პირველი და ბოლო გაჩერება. შენ ჩემ გარდა არავინ გიგუებს. - მისი თავდაჯერებულობა უკვე ტვინში მასხამდა.
- ვნახავთ მაგასაც. - ნიშნისმოგებით ვუთხარი. მეც ვიცოდი ირაკლის გარდა, ცხოვრებაში არავინ შემიყვარდებოდა, მაგრამ კარგა ხანს მოუწევდა ამის აღიარების მოსმენამდე წამება.
- კარგი, ვნახოთ - გველურად გამიღიმა. - გინდა მეორე ეჭვიანობის მიზეზიც გითხრა ?
- მოიცა შენ ნუმერაციით გაქვს დამახსოვრებული ? - სიცილი ვერ შევიკავე.
- აუდიტორიაში რომ შემოვბრუნდი და ლომიძე გელაპარაკებოდა, რომ დაგშალეთ - ამრეზით ახსენა მისი გვარი. - მაგას ქულას არ ვაღირსებ - ისე საყვარლად ბუზღუნებდა, მინდოდა რომ პატარა ბავშვივით ლოყები დამეწელა.
- საერთოდ ვერ ვიხსენებ რომელი მელაპარაკებოდა მაგ დღეს. ან ლომიძე საერთოდ ვინაა? როგორ იმახსოვრებ ასე უცებ გვარებს ? მე 10-ჯერ თუ არ ვნახე ადამიანი სახესაც კი ვერ ვიმახსოვრებ მისას.
- ჰო, გამიხარდა უჟმური სახით რომ ელაპარაკებოდი.
- შენ მართლა პათოლოგი ხარ, ირაკლი.
- მესამე ეჭვიანობაც გითხრა ?
- გისმენ.
- ნაკაშიძე - გამოსცრა კბილებში. მისი გვარის ხსენებაზე ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. არ მახსენდება ადამიანი, მის გარდა ვინც მძულდა.
- მაქსიმალურად შორს ვიჭერდი თავს რაც შემეძლო. საეჭვიანო რა გქონდა?
- მე ყველაფერზე ვეჭვიანობ რაც შენ გეხება.-ჩემსკენ გადმოიწია და თმაზე მომეფერა. - როცა ვერ გხედავ ყველასა და ყველაფერზე მეეჭვიანება ვინც ამ დროს შენ გხედავს ან იმაზეც რასაც შენ ეხები. ჩემსავით, რომ შეგიყვარდება მაშინ გაიგებ მე რასაც ვგრძნობ.
- ყველაფერზე ეჭვიანობას ნამდვილად არ ვაპირებ, თუნდაც ძალიან შემიყვარდეს - ვთქვი ირონიული ღიმილით. ეს უბრალოდ ვიტრაბახე, თორემ საშინლად ეჭვიანი ვარ.
- მაგასაც ვნახავთ. - თვალი ჩამიკრა და მანქანა გააჩერა. ბინასთან მოვედით.
- მე მარის უნდა დავურეკო. სახლში ერთად უნდა ავიდეთ.
- გოგოები ბიჭებთან ხართ გაპარულები და დედებს ერთად ჰგონიხართ ხომ? - ჩაიხითხითა - ტყუილს როგორ ვერ ვიტან.
- ეს ტყუილი არაა. არც იმას ვეტყვით ბოლომდე ერთად ვიყავითთქო და არც იმას დავიშალეთთქო. სიმართლის არ თქმა მაინცდამაინც ტყუილს არ ნიშნავს.
- იურისტი გოგო, როგორ შემარჩენდი სიტყვას - გამეცინა. - ეხლა დავფიქრდი და ჩემმა შვილმა რომ ასე მომატყუოს და შეყვარებულთან წავიდეს, ძალიან გავბრაზდები. - უკვე შვილებზე საუბარზეც გადავედით? ძალიან ჩქარი ხარ ვიბლიანო.
- არაა აუცილებელი მშობელმა, განსაკუთრებით მამამ ყველაფერი იცოდეს. რომ გითხრას არ გაუშვებ.
- გავუშვებ. მთავარია ბიჭი მომწონდეს და გავუშვებ. ძალიან გამგებიანი მამა ვიქნები - ნიშნისმოგებით გადმომხედა. თავი დაირეკლამა, რას ერჩით? შორსმხედველია. თავი გადავაქნიე და ტელეფონი ამოვიღე.
- მარი, მივდივარ მე უკვე სახლში და შენ რას აპირებ?
- ზუსტად 20 წუთში მოვალ. უჩემოდ არ ახვიდე.
- აუ უფრო მალეც, რა გთხოვ.
- ვეცდები. - გავუთიშე.
- რა იყო ისე მოგაბეზრე თავი დღეს, რომ მალე გინდა სახლში ასვლა? - მკითხა წარბაწეულმა.
- რთული დღე იყო, თან ხვალ მკაცრი ლექტორის სემინარი მაქვს. - ვიცრუე, ირაკლის სემინარი უკვე ზეპირად ვიცოდი.
- მაგ ლექტორს ვიცნობ და ჩაგიწყობ საქმეს, გინდა? - მითხრა სიცილით.
- მოვახერხებ ნაცნობობის გარეშეც.
- ეს ვიხუმრე. არც იფიქრო სემინარზე დაგინდო. ზღუბლს აქეთ მიყვარხარ, ზღურბლს იქით ჩემი სტუდენტი ხარ. - ამ სიტყვას რომ ამბობდა მეგონა გული საგულედან ამომიხტებოდა. ვიცი არც მისთვის იყო იოლი თქმა, საკმაოდ ცივი ადამიანია, მაგრამ მე საერთოდ შეუძლებელი მგონია. თემის განეიტრალებას შევეცადე.
- სხვათა შორის, მგონი დაშვებული არ არის ლექტორს სტუდენტი უყვარდეს. - ალმაცერად გავხედე.
- სტუდენტი სრულწლოვანი ადამიანია და აქვს საკუთარი კეთილი ნება, რომლის მიხედვითაც შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც მას სურს. - თქვა და ჩემსკენ გადმოიწია. იცის რომ ეს სიახლოვე ძალიან მაბნევს, ვერ უარვყოფ უზომოდ კარგად გამოსდის. - მთლად კონცეფციაში არ ჯდება, თუმცა არავის აუკრძალავს ერთმანეთი უყვარდეთ. და თუ საჭირო გახდება, სამსახურსაც დავტოვებ, მთავარია შენი პასუხი დადებითი იყოს, თუმცა სხვანაირად არც გამოვა. - ისეთი მომნუსხველი ხმით მელაპარაკებოდა, უკვე იქედან გამოქცევა მინდოდა. მარის გულში კარგად ვლანძღავდი, რომ ვეღარ მოაღწია სახლამდე. ირაკლისთან ყოფნა ყველაფერს მერჩივნა, თუმცა მასთან ძალიან ვიბნეოდი. ძალიან ბევრ რამეზე უნდა დავფიქრებულიყავი, ახლა საკუთარ თავთან მარტო ყოფნა მინდოდა. თვითონ რომ ასე გველურად მექცეოდა, გადავწყვიტე ცოტა მეც მეფლირტავა. მართალია ამაში უნიჭო ვარ, მაგრამ ცდად ღირს. მე იმაში მაინც ვარ დარწმუნებული რომ ვუყვარვარ, მან კი ჯერ არ იცის რომ მეც იგივეს ვგრძნობ. უპირატესობა მაქვს. მისკენ უფრო მეტად გადავიხარე და მაქსიმალურად ნაზი ხმით ვკითხე.
- და ჩემ გამო თანახმა ხარ შენს პროფესიაზე უარი თქვა?
- ჯერ ერთი, მე ჩემს პროფესიაზე უარს არასდროს ვიტყვი, საკუთარი ოფისი მაქვს, გაგახსენებ. ლექტორობა ჩემი მოწოდება არასდროს ყოფილა, უბრალოდ როგორც ახალი გამოწვევა, ისე მივიღე და ვაღიარებ ძალიან გაამართლა - ჩაიხითხითა. - თუმცა შენ ოფისშიც გაგიცნობდი. ჩვენ ერთმანეთზე გადაჯაჭვულები ვართ, ერთმანეთის ბედისწერა ვართ.
- მე ბედისწერის არ მჯერა.
- ჩვენი შემთხვევითი შეხვედრები კიდევ ერთხელ შეგახსენო ბედისწერის რომ ირწმუნო?
- ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.
- ცხოვრებაში დამთხვევა არ არსებობს. თუ რაიმე ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ის, რომ ახლა შენ ჩემ გვერდით ხარ, ეს უკვე ზეცაშია გადაწყვეტილი. ამბის გაგრძელებაც ვიცი, დიდი სიყვარული, ქორწილი, შვილები. - ისეთი სასაცილო იყო ამას რომ ამბობდა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა.
- ძალიან ოპტიმისტი ხართ, ბატონო ირაკლი.
- რეალისტი უფრო.
- თქვენს ადგილას მთლად ასეთი დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი.
- რა იყო ემილიანე, გათხოვებას ხომ არ აპირებ? იცოდე გავიგებ და წინა დღით მოგიტაცებ.
- წინა დღით მოგიტაცებ. რა საოცარი იუმორი გაქვს - უბადრუკად მივბაძე. ვეცადე მისი ხმით მეთქვა. თან მინაში დავინახე მარი მანქანიდან გადმოვიდა. ბინისგან ცოტათი მოშორებით გააჩერა, მთლად ყველას დასანახად არ გვინდოდა სხვადასხვა მანქანებიდან გადმოსვლა. - მე წავედი. მარი მოვიდა - სასწრაფოდ ვეცი კარებს და გადასვლას ვაპირებდი.
- ემილიანე - ხმამ შემაჩერა.
- რა იყო? - ჩემსკენ გადმოიწია, ხელი კისერში შემიცურა, მისკენ მიმიზიდა და ლოყაზე გემრიელად მაკოცა. რამდენიმე წამი აზრზე ვერ მოვედი.
- გიკრძალავ მსგავს საქციელებს - ვუთხარი ბუზღუნით და მანქანიდან გადავედი, სამლნამ კარს მივკეტავდი, მისი ხითხითი მესმოდა.


P. S მონატრებულებო, პირველ რიგში დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის და მადლობა მოთმენისთვის. ძალიან რთული პერიოდი დამემთხვა, სწავლა + მუშაობა.
იმედია, ბევრს არ გალოდინებთ და შემდეგ თავს მალე დავდებ. ისტორია აუცილებლად დასრულდება



№1 სტუმარი სტუმარი მარი

იმედია მალე დადებ.. ძალიან კარგი იყო

იმედია მარიზე და მის სატრფოზეც დაწერ, ძალიან მაინტერესებს რა მოხდა მათთᲐნ ^-^

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

უსაზღვროდ კარგად წერ
საოცრად მომწონს ეს ისტორია და ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს
♥︎♥︎♥︎

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

ვაიმე ძალიან კარგად წერ და ავითარებს მოვლენებს და მალე მალე დადე რააააა

 


№4  offline წევრი OKI ME

ეუფ, ირაკლი ნახე რა?! როგორ შეიცვალა. სულ სხვა ადამიანი არის. ❤️❤️ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ამ ბიჭით ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent