შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა


6-02-2021, 09:11
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 3 368

1.
ბავშვობიდან ყოველთვის იმას შთამაგონებდნენ, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და რომ გავიზრდებოდი გოგოები უეჭველი მომიტაცებდნენ. ეს ისე, ხუმრობით, მაგრამ მართლაც ჩასაყლაპი ბავშვი ვიყავი: ქერა კულულები, ბუთხუზა ლოყები და მშვენიერი ცისფერი თვალები. სკოლაში მართლაც ყველა გოგოს მოვწონდი. თავიდან თითქოს მეუხერხულებოდა ყველა მე რომ მომჩერებოდა, მაგრამ მერე და მერე მივეჩვიე და ასე ვთქვათ, თავშიც კი ამივარდა. პირველი ქალი თექვსმეტი წლის ასაკში მყავდა ჩვენი ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი. მისი მოხიბვლა დიდად არ გამჭირვებია, იმიტომ რომ სკოლაში მოსვლის დღიდან ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას და ეშმაკურ და მაცდურ ღიმილს. სალომე მასწავლებელს, მეთორმეტე კლასელი შორენა მოყვა. იმას ნანიკა... ნუცა... თიკა... მოკლეთ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დონჟუანად ვიქეცი და სათვალავიც კი ამერია, რამდენი ქალი მყავდა. ასე ვთქვათ, სადაც აფრიალებულ კაბას დავინახავდი, მაშინვე იქით გავრბოდი. მრავალი გატეხილი გული იყო ჩემს სინდისზე. წუთიერი სიამოვნების გულისთვის უამრავ ტყუილს ვიგონებდი და ათას სისულელეს ჩავდიოდი, ოღონდაც ის გოგო, ვისაც თვალს დავადგამდი, ლოგინში შემეტყუებინა. სერიოზულად არავისზე ვფიქრობდი. ოცდაათ წელს რომ გადავცდი, მაშინ კი ატეხეს განგაშის ზარები ჩემმა მშობლებმა და ახლობლებმა, რომ ვინმე მოეხვივნათ ჩემთვის კისერზე, მაგრამ მე თავისუფალი ცხოვრება მომწონდა, მხიბლავდა ჩემი თავის ბატონ-პატრონი რომ ვიყავი და სულაც არ მჭირდებოდა ცოლი მისი კაპრიზებითა და უაზრო ბუტიაობებით.
ჩემი და ჩემსავით ლამაზი ვერ იყო, მაგრამ მდიდარი მშობლების შთამომავალი იყო და არც მას ეკლდნენ ფულს დახარბებული თაყვანისმცემლები. სკოლა დაამთავრა თუ არა, გათხოვდა კიდეც, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანა მათმა ქორწინებამ. ჩემმა დამ ღალატში გამოიჭირა ქმარი, ჩაავლო თავის ერთი წლის შვილს ხელი და სახლში დაბრუნდა. ერთი ცემა კი მივჟეჟე ჩემი სიძე და ერთი ღამით საკანშიც კი ამოვყავი თავი, მაგრამ რას ვერჩოდი იმ საწყალს, არ ვიცი. მე თვითონ არ ვუშვებდი არც ერთ ლამაზ ქალს, ლოგინში რომ არ ჩამეგორებინა და მას რას ვემართლებოდი ნეტა?
ჩემმა დამ მუშაობა გადაწყვიტა. კურსები გაიარა და რომელიღაც ფირმაში მენეჯერად დაიწყო მუშაობა. მთლად მისი ნიჭის დამსახურება არ ყოფილა მისი სამსახურის დაწყება, მამაჩემის ფულებს უნდა უმადლოდეს, როგორც მე, მაგრამ მაინც... შვილის მისახედად დრო რომ აღარ რჩებოდა, ძიძა აიყვანა. ძიძა რომ ლამაზი და ტანადი გოგო იყო, მე ეს არ გამომრჩენია, ხო და მალევე შევაბი. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, ჩემს დას ძიძა გაექცა. ახლა სხვა ძიძა იშოვა და იმასაც გასაქცევად დაუდგა ჩემს გამო საქმე. ხუთი თუ ექვსი ძიძა მაინც გამოიცვალა. ბოლოს, ხერხს მიმართა ჩემმა დამ, ისეთი უშნო გოგო აიყვანა ძიძად, ბავშვი სანამ მიეჩვეოდა, სულ ტიროდა. ასე მომიჭრა ჩემმა დამ ძიძებისკენ სავალი გზა. მე, მართალია, ცალკე ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ხომ ვახერხებდი მშობლების სახლში მისვლას, მითუმეტეს რომ იქ მშვენიერი ძიძა მეგულებოდა? ცისიას მოყვანის დღიდან კი, მოვუკელი მათთან მისვლას. ათაში ერთხელ, როცა სახარჯო ფული შემომელეოდა, მაშინ თუ შევირბენდი, ისიც ცოტა ხნით, რომ მამაჩემი დამეყაჩაღებინა და ისევ მალევე გამოვრბოდი. ცისია ან ბავშვთან იყო ოთახში ან, ეზოში ასეირნებდა. სულ ორჯერ თუ სამჯერ მყავდა ეს უშნო გოგო ნანახი.
იმ საღამოსაც, ფულისთვის გავეშურე მამაჩემისკენ, რადგან ჩემი მორიგი შებმული ქალი ბათუმში უნდა წამეყვანა. ვერცხლისფერი ბეემვე გიჟივით შევაქროლე უბანში, სადაც მეზობლები დავაფეთე და მათგან წყრომაც კი დავიმსახურე, მაგრამ უდარდელად შევირბინე სადარბაზოში და მეორე სართულზე შეუსვენებლივ ავირბინე სულ ორ-ორი საფეხური. ჯიბეები რომ მოვიქექე, გასაღები ჩემს ბინაში დამრჩენოდა, ამიტომ გაბმით დავრეკე ზარი. კარგა ხანს ვრეკე, არავინ გამიღო. მერე უკვე ბრახუნზე რომ გადავედი, კეთილი ინებეს და გამიღეს. ცისია იყო.
_ძლივს დავაძინე ლუკა და წყნარად არ შეგიძლიათ._უკმაყოფილო ტონი რომ ვიგრძენი მის ხმაში, გაკვირვებულმა შევხედე.
შავი სქელჩარჩოიანი სათვალის მიღმიდან ისეთი გაბრაზებული თვალებით მიმზერდა, ცოტა შევკრთი კიდეც.
_მერე და კიდე დააძინე, მეტი რა საქმე გაქვს?_აგდებულად მივუგდე, გვერდი ავუქციე და ბინაში შევედი._მამაჩემი სახლშია?
ცისიამ სანამ ფრთხილად არ მიხურა რკინის კარი და არ შემობრუნდა, მანამდე არ გამხადა პასუხის ღირსი.
_მნიშვნელოვან შეხვედრაზე წავიდა და შემაგვიანდებაო.
_რაო?_უფრო გამებრაზა, ვიდრე გამიკვირდა, რომ ბანკიორი სახლში არ დამიხვდა._დედაჩემი?
_ისიც მასთან ერთად წავიდა._ისე მომიგდო ცისიამ, თითქოს ძაღლი ვყოფილიყავი და ლუკმით გამაჩუმა.
ნერვიულად მოვიქექე კეფა. არა და ფული მჭირდებოდა და რა მექნა? მშობლების საძინებელში შევედი. ძვირფასეულობის ზარდახშას თავი ავხადე და ჩავიჭყიტე. კარგა ხანს ვათვალიერე ძვირადღირებული ბეჭდები თუ საყურეები. მერე ალალბედზე ერთ-ერთი ამოვარჩიე, ჯიბეში ჩავიცურე და გამოვედი. ლუკას მართლაც გაეღვიძა და სამზარეულოში პამპერსისამარა დატანტალებდა. ცისია მშვიდი სახით იდგა და მოთმინებით ელოდა, როდის მოისურვებდა ჩემი გიჟი დიშვილი დაძინებას, ან სულაც მშვიდად დაჯდომას. შემეცოდა, სინდისის ქენჯნაც კი ვიგრძენი მისი გაღვიძების გამო, მაგრამ ფულს ხომ ამ ბავშვის მოვლაში იღებდა? ლუკამ მე რომ მომკრა თვალი, ჩემსკენ გამოექანა აღტაცებული ყვირილით:
_ბაჩო ბიძია... ბაჩო ბიძია...
_მეჩქარება, შენთვის არ მცალია._სწრაფად მოვიშორე ატატებული ბავშვი და გარეთ გავვარდი.
კიბეები კისრისტეხით ჩავირბინე, თითქოს უკან მომდევდა ვინმე. ეზოში გამოშლილ გოგოებს პროფესიული მუშტრის თვალი შევავლე. საჩემკბილო ვერავინ რომ ვერ ვნახე, საჭეს მივუჯექი, თავმომწონედ ავაბღუვლე ჩემი მერანი და გიჟივით მოვწყვიტე ადგილს. უკანა ხედვის სარკეში ნათლად დავინახე, როგორი კორიანტელიც დავაყენე და კმაყოფილს გამეღიმა. მერე ინდირას დავურეკე.
_რას შვრები ლამაზო,ხომ არ გადაიფიქრე ბათუმში წამოსვლა?_ხმა თაფლივით დავიტკბე.
_ვითომ რატომ უნდა გადამეფიქრებინა?_კეკლუცად გადაიკისკისა._ვემზადები. ახლა არ მცალია შენთან სალაპარაკოდ, დილით გამომიარე და წავიდეთ._ყურმილში ჩამიპრუწუნა, ვითომ მაკოცა და ისევ გადაიკისკისა.
_კარგი, მაშინ დროებით._ის იყო გავუთიშე ტელეფონი და შუქნიშანთან შევჩერდი კიდეც.
გვერდით ტაქსი ამომიდგა. უკან მშვენიერ მგზავრს მოვკარი თვალი და გადავწყვიტე მის შებმაზე მეჩალიჩა. აბა, ამაღამ ინდირას არ ეცალა ჩემთვის დილამდე და ისე ხომ არ მოვცდებოდი? ტაქსი წინ გავუშვი და უკან მივყევი. ქალაქიდან რომ გავიდნენ და კახეთის გზატკეცილს დაადგნენ, გადავიფიქრე რატომღაც მისი დევნა, ვარკეთილის ხიდებთან მოვაბრუნე მანქანა და ოქროს ბირჟაზე გავწიე სახლიდან წამოღებული ბეჭდის გასაყიდად. ბოლო წუთს გაყიდვა გადავიფიქრე და ისევ ლომბარდში ჩავაბარე. დედაჩემი დანაკარგს რომ მოინაკლისებდა, ერთ ამბავს ატეხდა და უკან დაბრუნება ხომ უნდა შემძლებოდა? იქიდან ნიკას გამოვუარე, ღამის ბარში წავსულიყავით და გოგოები აგვეგდო, მაგრამ, ნიკას ცოლი ერთი კვირით ადრე დაბრუნებულიყო აგარაკიდან და ნიკა შეწუხებულიც კი მეჩვენა. აი, ზუსტად ამიტომაც არ ვფიქრობ ცოლის მოყვანაზე.
დათოს შევეხმიანე და არც მას ეცალა, ქალაქიდან იყო გასული. სანდრომ, რაღაც ვერ ვარ კარგად და არც დალევის სურვილი მაქვს და არც ჟიმაობის თავიო. ასე რომ, საღამოს გეგმები მეც ჩამეშალა... ის იყო უკმაყოფილო სახით შემოვაბრუნე მანქანა და ბინაში ვაპირებდი დაბრუნებას, რომ ჩემმა დამ დამირეკა.
_რას უნდა ვუმადლოდე, რომ გაგახსენდი?_ირონია გავურიე ხმაში. რადგან მასზე ნაწყენი ვიყავი ბოლო ძიძის გამო.
_სად ხარ, შეგიძლია მომაკითხო და სახლში წამიყვანო?
_შენ რა, მანქანით არ ხარ?_გამიკვირდა.
_ავარიაში მოვყევი...
_რაა?_ისე გამიკვირდა, მოულოდნელად დავამუხრუჭე და უკნიდან ლამის შავი ჯიპი შემასკდა.
გაბმული სიგნალი დავიმსახურე. ეს უკვე გინებას ნიშნავდა და არც მე ჩამოვრჩი, ვუსიგნალე და ვუსიგნალე, ხელიც კი გავყავი ჩაწეული მინიდან და შუა თითი დავანახე.
_გაიარე, ვერ ეტევი?_მივაძახე კიდეც გაგულისებულმა.
_სად ხარ?_ისევ ანჩოს დავუბრუნდი._რამე დაგიშავდა?
_ისეთი არაფერი... თემქაზე ვარ. შეგიძლია მოხვიდე?
_მანდ რა გინდა?_ცოტა უკმაყოფილო ტონი გავურიე ხმაში.
_საქმე მქონდა. შენ ის მითხარი, შეგიძლია თუ არა მოხვიდე და წამიყვანო?_არც ანჩოს დაუფარია უკმაყოფილება ჩემი ინტერესის გამო.
_მაშ რა ჯანდაბას ვიზავ, მანდ ხომ არ დაგტოვებ?_ეს ვთქვი და მისკენ გავემართე.
ადვილად მივაგენი ჩემს დას. ჯერ ის შევამოწმე, რამე ხომ არ სჭირდა. ერთადერთი რაც მას სჭირდა, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, როგორც მითხრა, საჭესთვის დაერტყა. მერე მანქანა შევამოწმე. უკნიდან ისე იყო მანქანა დაჯახებული, საბარგული ლამის მთლიანად იყო შეჭეჭყილი. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ დამტვრეული გოლფის მძღოლი იყო, განათების ბოძს იყო მიყუდებული და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს. მე რომ დამინახა ანჩოს ველაპარაკებოდი. სიგარეტის ნამწვი მოისროლა და ჩვენთან მოვიდა.
_ძმურში, გამიგე, მართლა არ იყო ჩემი ბრალი, ისე დამიტორმუზა წინ, გაჩერება ვეღარ მოვასწარი და შევასკდი.
უნდობელი მზერით კი შევხედე ახალგაზრდა ბიჭს, აქაიქ ღინღლი რომ ქონდა ამოსული, მაგრამ ჩემი დის მართვის მანერები ზეპირად რომ ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი ასეც იქნებოდა.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა



№1  offline წევრი OKI ME

აბა ერთი ვნახოთ შემდეგი თავი როგორი იქნება. :P

ჯერ ჯერობით ბაჩო ცოტა არ იყოს არ მომწონს. ამხელა კაცი და ისევ ფუქსავატი, გათამამებული, უსაქმური ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს.

უჰ, ძაან კი ველოდები ისე, შემდეგ თავს. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. შენ, კი წარმატებებს გისურვებ ❤️❤️

 


№2  offline წევრი Nobodyelse

ბაჩო არ მომწონს, მაგრამ მისი სახით კარგად აღწერე მამიკოს ბიჭი, ამიტომ დამაინტერესა. გაგრძელებას ველოდები.

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ვნახოთ დონჟუანი როდემდე ირბენს..საინტერესოა ძალიან

 


№4  offline წევრი Maia G.

საინტერესო ჩანს,ვნახოთ აბა ერთი ამ გატუტუცებულ ბაჩოს ვინ მოუგრეხს კისერს.წარმატებები❤❤

 


№5  offline წევრი ელეო ნორა

Megioki
აბა ერთი ვნახოთ შემდეგი თავი როგორი იქნება. :P

ჯერ ჯერობით ბაჩო ცოტა არ იყოს არ მომწონს. ამხელა კაცი და ისევ ფუქსავატი, გათამამებული, უსაქმური ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს.

უჰ, ძაან კი ველოდები ისე, შემდეგ თავს. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. შენ, კი წარმატებებს გისურვებ ❤️❤️

მადლობა შეფასებისთვის

Maia G.
საინტერესო ჩანს,ვნახოთ აბა ერთი ამ გატუტუცებულ ბაჩოს ვინ მოუგრეხს კისერს.წარმატებები❤❤

გაიხარეთ, დიდი მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

საოცრად წერთ ❤️

 


№7  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი თამო
საოცრად წერთ ❤️

მადლობა შეფასებისთვის ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№8  offline წევრი khatia khatia

რაღატომღაც მგონია ძიძა მოარჯულებს მაგ ბაჩუნჩულას შემდეგი დია?

Kარგი თავი იყო
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№9  offline წევრი ელეო ნორა

khatia khatia
რაღატომღაც მგონია ძიძა მოარჯულებს მაგ ბაჩუნჩულას შემდეგი დია?

Kარგი თავი იყო

მადლობა შეფასებისთვის. ეს ნოველა სრულად მიდევს და შეგიძლიათ ნახოთ.
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent