შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 11


6-02-2021, 14:32
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 436

ემოციებით დატვირთული ვიყავი. კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. მარისკენ მომღიმარი სახით წავედი. თვალები უბრწყინავდა. შორიდანვე შევატყვე, რომ კარგი ამბების მოსმენა მომიწევდა. პარალელურად, ირაკლის მანქანისკენ მქონდა ცალი თვალი. არც ლუკა მიდიოდა და არც ირაკლი. ეტყობა, თვალით გვიპირებდნენ სადარბაზომდე მიცილებას. გულში მეცინებოდა.
- დაფქვი - ვუთხარი მიახლოებისთანავე მარის.
- მოიცა, გვიყურებენ. სადარბაზომდე მივიდეთ და დავიწყოთ.
- კარგი. - გული მიფანცქალებდა, ისე ველოდი ამბების მოსმენას. სახლამდე ჩუმად მივედით.
- ჩემთან თუ შენთან ? - მკითხა მარიმ. საათს დავხედე, დედაჩემს მოსწავლე ეყოლებოდა.
- ჩემთან. დედაჩემს ჩვენთვის არ ეცლება.
- დედას გავაფრთხილებ, რომ მოვედი და მოვდივარ. - კარი გააღო, შორიდან მიაძახა, მოვედი და ემიკოსთან შევდივარო.
- მოკლედ თქვენ რამდენი ხანიც არ უნდა იყოთ ერთად, არასდროს გეყოფათ დრო - სიცილით გამოვიდა ეკა დეიდა.
- მართალი ხარ ეკუნა - ლოყაზე აკოცა დედამისს და ის განსაკუთრებული შოკოლადები გაუწოდა, რომელმაც მის საყვარელ ბიჭს შეახვედრა. - აუ, როგორ გამახარე. - გაეღიმა ეკას. ეს ჩვენი, ყველას საყვარელი შოკოლადი იყო, რძით და მთელი თხილით. პირდაპირ ჩემი ოთახისკენ დავიძარით.
- ჯეირანი ვითამაშოთ და ვინც იგებს, ის იწყებს - მითხრა მარიმ.
- ნუ სულელობ, დაიწყე.- ვთქვი და საწოლზე კომფორტულად დავჯექი.
- მოკლედ, თავიდან ჩვეულებრივად ვლაპარაკობდით და შოკოლადს ვეძებდით. ზუსტად ვიცოდი, რომელ ფილიალშიც იქნებოდა, მაგრამ მანამდე ყველაფერი მოვატარე მის გარდა. - სიცილი ამიტყდა.
- ყოჩაღ მარი ! მიყვარხარ.
- უკვე ისეთ ინტერესში შევიდა რა არის ასეთიო, ლამის გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა, იქ ხომ მაინც ვიყიდიო. ყოველ მარკეტში, რომ უარს გვეუბნებოდნენ მუცლის ტკივილამდე ვიცინოდით. ბოლოს ძალიან რომ მოეშალა ნერვები, დავინდე და სწორ ადგილას მივიყვანე. თან ვიმსახიობე, ვითომ არ ვიცოდი იქ რომ დაგვხვდებოდა. ვითომ ძალიან გამიხარდა. რომ ვიყიდეთ, სახლში არ გამომიშვა, კაფეში დამპატიჟა. ძალიან მყუდრო გარემოში, განმარტოებით ვისხედით. ნაზი მუსიკა უკრავდა. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ზოგად თემებზეც და ჩემზეც. გახსოვს, უნივერსიტეტის პირველ დღეს მაგასთან რა დამემართა ? წონასწორობა რომ დავკარგე და ხელი მომკიდა. აი მე მაგ მომენტშივე მომეწონა. კარგა ხანს გამარჯობის მეტს არაფერს მეუბნებოდა და ჩავთვალე აღარც კი ახსოვდა ეგ. თურმე, ძალიან კარგადაც ახსოვს. - მარის ზოგადად, წონასწორობის დაცვის პრობლემა აქვს და ხშირად დაყვება საგნებს ,მოხუცი ქალივით. ამიტომ, სულ არ გამკვირვებია თავის დროზე ეს ამბავი რომ მომიყვა. უბრალოდ, ასეთ რომანტიკულ მომენტსაც არ ველოდით. მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული მიყვებოდა ამ სცენას ორი წლის წინ. - დეტალურად აღმიწერა ეგ სიტუაცია, რა მეცვა ისიც კი ახსოვდა. უბრალოდ, ისეთი უხეში მადლობა მესროლე მაშინ, ლამის ეჭვი შევიტანე ჩემს თავში რამე ცუდად ხომ არ გავაკეთეო - სიცილი აგვიტყდა.
- მჯერა. შინაგანად დადნი და გარეგნულად დააფრთხე ბიჭი, ხომ ?
- ნუ ეხლა, ხომ იცი როგორიც ვარ. აწი რა შემცვლის ?
- სიყვარული - ჩავიხითხითე. - გააგრძელე.
- მეც ეხლა თავი გავისულელე, უი როგორ დაგიმახსოვრებია ეგ დღე-თქო. ჩვენი შეხვედრების ყველა დეტალი ახსოვდა, გავოცდი. ისიც კი აქვს შემჩნეული, რომ ბულგარულს ვერ ვიტან.
- ბატონო ? - შევიცხადე. - საიდან ?
- ბავშვები სასადილოდ რომ გავდივართ ხოლმე უნივერსიტეტში ერთად და რაიმე სალათს შეუკვეთავ ხოლმე, ბულგარულს ყოველთვის გვერდით სწევო. საჭმელებზე ვლაპარაკობდით და სიტყვას მოაყოლა.
- აი ხომ გეუბნებოდი სულ, მაგას კონტროლზე ყავხარ აყვანილი, მაგრამ არ იმჩნევს-თქო ? - გამარჯვებულის ღიმილი გადამეფინა სახეზე. - ასეთი თავშეკავებული რატომ ვიყავი აქამდეო ?
- რომ ვთქვა თავის გრძნობებზე ილაპარაკა და რამეში გამომიტყდა-თქო არა. ბოლო მომენტამდე - თქვა და გაწითლდა.
- ვაიმე მარი, თქვი რა მოხდა ? - თვალები ლამის გადმომცვივდა ინტერესისგან.
- დამშვიდობებისას ჩამეხუტა და მაკოცა. - დაიმორცხვა და სახეზე ხელები აიფარა. როგორ მინდოდა სიხარულით მეკივლა, მაგრამ თავი შევიკავე, დედა არ გადავრიო-მეთქი. ჩუმად დავიწყე ემოციების ფრქვევა.
- ვაიმე, არ მჯერაააა !!! ნუთუ ეს მართლა მოხდა და შედგა ეგ მომენტი ?! ღმერთო, აწი მშვიდად მოვკვდები. - პირჯვრის გადაწერა დავიწყე.
- აუ, კარგი რაა ! მრცხვენია - თავი ბალიშში ჩარგო.
- რა არის გოგო სასირცხვილო ? აუ ძალიან მიხარია. უყურე შენ ლუკას, ეგ თავშეკავებული გვეგონა და თურმე როგორი ცეცხლი ყოფილა - სიცილი ამიტყდა. - თქვენ არასდროს არ გქონდათ მეგობრული ურთიერთობა და ეს ყოველ დღე, მის ყოველ ქცევაში იგულისხმებოდა, უბრალოდ ეს განმარტოება გჭირდებოდათ და შედეგმაც არ დააყოვნა. ანუ შეყვარებულები გქვიათ უკვე ?
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა, ისეთი დაბნეული სახე მქონდა, ლუკამ კარგად იცინა. როცა შენ მზად იქნები მაშინ ვილაპარაკოთ ყველაფერზეო და წამოვედი. გეფიცები, არაფერი მითქვამს.
- ოჰო, მომწონხარ ლუკა ! ეს რკინის ქალი როგორ დაგაბნია, ხომ ხედავ ?! უზომოდ მიხარია.
- გული ახლაც არ მაქვს დაწყნარებული, გეფიცები.
- მჯერა.
- ახლა შენ მომიყევი. ოღონდ მანამდე კაპლს მოვიტან. სახეზე გაწერია ისეთი რაღაცები უნდა მომიყვე, რომ ჩემი გული ამდენს ვერ გადაიტანს.
- ჩემმა თუ გაუძლო, შენიც გაუძლებს. დაეტიე სადაც ზიხარ. მოკლედ, ვიწყებ ... - ყველაფერი მოვუყევი. „ ვაიმე! რაა ? ბატონო ? არ მჯერა ! “ ეს და სხვა მრავალი ოვაციები ისმოდა კარგა ხანს. თან მარი ჩემზე ბევრად ემოციურია, რამდენჯერ ავაფარე პირზე ხელი და ჩავგუდე აღარ ვიცი. არ მინდოდა დედაჩემს გაეგონა. ჯერ ამ ყველაფრის მოყოლისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი.
- ვგიჟდები ირაკლიზე ! ვგიჟდები ! აი ასეთი სიძე მინდოდა სულ, რომ მყოლოდა. როგორი კულტურული, აღზრდილი, რომანტიკული, სენსიტიური, კეთილი, ემოციური, თბილი პიროვნებაა - არ წყვეტდა ირაკლის ქებას. - როდის უნდა გამაცნო ? - თვალები ამიფახულა.
- გოგო, რა დროს გაცნობაა ჯერ ? ისიც არ მითქვამს ჯერ რომ მეც მიყვარს.
- მოიცა, მოიცა ! რა წამოგცდა? ანუ აღიარებ, რომ შენც გიყვარს ხომ პატარა ქალბატონო ? - წამოხტა და ოთახში სირბილი დაიწყო. - ჩემი დაქალი შეყვარებულია ! ძლივს, ალილუია ! მადლობა ღმერთო ამ დღეს, რომ მომასწარი !
- ჰო, კარგი ეხლა - გავწითლდი. - დაჯექი, სადაც იჯექი.
- აუ სიზმარში მგონია თავი, ემიკო. ორივეს ერთ დღეს დაგვეცა ტუზი. აი დღეს ჩემთვის კარგი რომ მოინდომე, შენც დაგიბრუნდა იგივე. რომ არა ეს სპექტაკლი, ვის მოუვიდოდა აზრად დღეს ოფისში მისვლა ?
- ლუკა ოდესმე გაიგებს ეს, რომ სპექტაკლი იყო ?
- დიდი ალბათობით, კი. ოღონდ კარგა ხნის მერე.
- ირაკლიმ ბევრი იცინა რა ხართ ეს გოგოებიო.
- მიყვარს სიძე.
- მარი, დადუმდი. ჯერ რა დროს ეგაა. რა სიძე ? ჯერ კიდევ ყველაფერში დარწმუნება მჭირდება. ვერ ვიაზრებ.
- რაღა დარწმუნება გინდა გოგო ? დნება ბიჭი, ნუ არც მიკვირს. ასეთი გოგო ხვდება ყველგან სადაც გაიხედავს. მოდი და ნუ შეგიყვარდება. - იმ საღამოს კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ. ვერც ერთი ვერ ვიჯერებდით რაც ჩვენს თავს ხდებოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ორივეს გამო. ბედნიერებამ ჩვენთვისაც მოიცალა. ბედისწერაზე დავფიქრდი... ნუთუ, ირაკლი მართლა ჩემი ბედია ? ნუთუ, მართლა სადღაც იყო გადაწყვეტილი, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით? არ ვიცი... თუმცა, ის ნამდვილად ვიცი რომ რა სახელიც არ უნდა ერქვას ამას, მე ბედნიერი ვარ. ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, მეგონა დავფრინავდი, ღიმილს ვერ ვიცილებდი სახიდან.
ჩემს რაფაზე შემოვსკუპდი, მთვარეს გავხედე და ტკბილი ჩაი დავიდგი. ეს ჩემი ყველაზე კომფორტული მდგომარეობაა. ირაკლი ჩემი გონებიდან არ გამოდიოდა. ვიხსენებდი მის მწვანე თვალებს, ღიმილს, შეხებას. უკვე მენატრებოდა.. მის გვერდით როცა ვარ, გამოქცევაზე ვოცნებობ, მასთან არყოფნა კი არ მსიამოვნებს. თითქოს იგრძნო ჩემი ფიქრები და ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი.
„ შენზე ვფიქრობ... “ - მომივიდა მესიჯი. ძალიან მინდოდა მიმეწერა მეც-თქო, მაგრამ რაღაც ძალა ემოციების გამოხატვას მიშლიდა.
„ მადლობა, დღევანდელი დღისთვის. იმისთვის რომ ამ დღეს მე ბედნიერი ვიძინებ და არა სევდიანი. მიყვარხარ... ხვალ გნახავ.“ - ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობდი. რომანტიკულ მესიჯებზე ყოველთვის ტანში მაყრიდა, ახლა კი მიხაროდა. რა დაგემართა ემილიანე? „შეგიყვარდა“- მპასუხობდა ქვეცნობიერი. პასუხი არ დამიბრუნებია. არ ვიცოდი რა უნდა მიმეწერა.
მთელი ღამე თითქმის არ მიძინია. უსასრულოდ ვფიქრობდი. როგორც იქნა გათენდა და გასასვლელად მოვემზადე. ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი. შავი შარვალი და ლურჯი პერანგი ჩავიცვი. მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე. ოთახიდან რომ გავედი დედამ ეგრევე გამიღიმა.
- რა ლამაზი ხარ, დე. ძალიან გიხდება. სულ ასე გამოიპრანჭე ხოლმე.
- ვეცდები. - მეც გავუღიმე.
- არ ისაუზმებ ?
- არ მშია, მადლობა. თან მეჩქარება.
- ძალიან ვნერვიულობ უჭმელი, რომ დადიხარ.
- უნივერსიტეტში ან სამსახურში შევჭამ, შენ არ იდარდო. - ლოყაზე ვაკოცე და გარეთ გავედი. მარის ახლა ეძინებოდა. გვიან ჰქონდა ლექციები, ამიტომ არ შევუარე და პირდაპირ უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი. ძალიან ცოტა დრო რჩებოდა ირაკლის ნახვამდე.. თან მიხაროდა, თან ვღელავდი. ლექტორის ამპლუაში მისი ხილვა გუშინდელის მერე, ცოტა უცნაური იყო. ეზოში მისი მანქანა დავინახე, უკვე მოსულიყო. ფოიეში რომ შევედი შორიდან თვალი მოვკარი. ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა და უღიმოდა. ქალი ზურგით იდგა. რომ მივუახლოვდი ჩვენი დეკანის მოადგილე ვიცანი. ერთი კარგად შევათვალიერე. თეთრ ბლუზასთან, რომელსაც საკმარისი დეკოლტე ჰქონდა, შავი არც თუ ისე გრძელი კაბა ჩაუცვამს. მაღალქუსლიანებზე შემომდგარიყო. არ მომეწონა ასე რომ უღიმოდნენ ერთმანეთს და დავიბოღმე. ირაკლიმ თვალი გამომაყოლა, არაფერი უთქვამს, ან რას მეტყოდა ? მე ცივი მზერა ვესროლე და აუდიტორიაში შევედი. როგორ მინდოდა მისი ნახვა და ნერვები მომიშალა. ხომ გითხარით, ეჭვიანი ვარ-მეთქი ? ვერაფრით ვიხსენებდი იმ ქალის სახელს, უცებ სოციალურ სივრცეში რომ მეპოვა. ამ ფიქრებში ვიყავი, თაკო მომისკუპდა და გადამკოცნა. თბილად მომიკითხა. ამ მისალმების შემდეგ ტექნიკურად ვკითხე.
- თაკო, ონლაინ ჟურნალში ვერ შევდივარ რაღაც და ჩვენს დეკანს მივაკითხავ. შენ გაქვს პრობლემა ?
- არა, იდეალურად მუშაობს. ნეტავ რა სჭირს ? - გადასარევად მუშაობდა ჩემთანაც, უბრალოდ მიზეზი მინდოდა.
- არ ვიცი, უნდა გავარკვიო. დეკანს შეიძლება არ ეცალოს და მის მოადგილეს ვკითხავ. რა ჰქვია მაგ ქალს ? როგორ მივმართო ?
- ნინო ჯაჯანიძე.
- მივალ აუცილებლად ერთ დღეს. - მოვიმიზეზე დასარეკი მაქვს-თქო და ფოიეში გავედი. არ მინდოდა თაკოს დაენახა რომ ვჩიჩქნიდი. სასწრაფოდ მოვძებნე ქალბატონი ნინო. ისეთი გადაპრანჭული ფოტოები ედო გული შემიწუხდა. 34 წლის, ქმარს გაშორებული. ყველაფერი გავიგე მასზე, სულ რაღაც 5 წუთში. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, თავზე ლომიძე დამადგა.
- როგორ ხარ ? - სახელიც არ მახსოვდა მისი. ირაკლიმ რომ მითხრა ლომიძეზე ვიეჭვიანეო, აღვიდგინე ვინც იყო.
- კარგად, შენ ? - გულგრილად ვკითხე. თან დავინახე ირაკლი უკვე აუდიტორიისკენ მოდიოდა, ამ ბიჭს არ დაუნახავს.
- ცოტა ვღელავ, გამიჭირდა ამ დესპოტი კაცის სემინარის სწავლა. - სიტუაცია იდეალურად მოწყობილი იყო ჩემთვის. სახე შევიცვალე და ხმამაღლა საუბარი დავიწყე.
- უი, მართლა ? მე საერთოდ არ გამჭირვებია. - თან ვხედავ ირაკლი უკვე გვიახლოვდება, - თუ რამეს ვერ გაიგებ მკითხე და აგიხსნი, არ არის პრობლემა. - ვიცი, რომ გაიგონა და მზერა შეეცვალა.
- მართლა ?! როგორ გამახარებ - ამასაც მეტი რა უნდოდა, მაგრამ ან დაგეხმარები უცნობო ბიჭო, ან არა. ჩემმა მზაკვრულმა გეგმამ გაჭრა. ირაკლი ჩვენთან მკაცრი სახით მოვიდა და გვისაყვედურა.
- დიდები ხართ უკვე და არ უნდა გჭირდებოდეთ იმის თქმა, რომ ლექტორს აუდიტორიაში უნდა დახვდეთ.
- უკაცრავად, ბატონო ირაკლი. არ შემიმჩნევიხართ - ეგრევე მოიდრიკა ლომიძე და აუდიტორიისკენ წავიდა. მე უტეხად გავხედე და ნაგლი მზერა ვესროლე. თვალებით ვეუბნებოდი, ხომ გადაგიხადე სამაგიერო-მეთქი. მკაცრი მზერით მიყურებდა. სიცილი მინდოდა ამეტეხა, მაგრამ თავი შევიკავე.
ჩემს ადგილას მოვთავსდი და სემინარისთვის მოვემზადე. სია ამოიკითხა და მშვიდად დაიწყო გამოკითხვა. ზედაც არ მიყურებდა, რაზეც ცოტა არ იყოს ნერვები მომეშალა. კი მითხრა ზღურბლს იქით ჩემი სტუდენტი ხარო, მაგრამ ამ დოზითაც თუ აასრულებდა ნათქვამს არ მეგონა. ჩემი გამოკითხვის ჯერიც მოვიდა, ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა, მაგრამ ძლივს შესამჩნევად. მილიონი კითხვა მომაყარა და როგორც იქნა 3 ქულა მაღირსა. ერთი სული მქონდა ლომიძეს როდის მიადგებოდა. ჯერ ისედაც მითხრა, ვერ გავიგეო და ეს ვაჟბატონი რომ დამაბნეველ კითხვებს მიაყრიდა, საერთოდ რაღას იზამდა. არც შევმცდარვარ, 1-2 კითხვას გასცა პასუხი, ისიც ძლივს.
- ვაჟა, მომისმინე. ასეთი ცოდნით თუ აპირებ სწავლის გაგრძელებას, ჯობია ფაკულტეტი შეიცვალო. აქ ისეთი მუშაობით დაიკარგები - დაგესლა ვიბლიანმა. გულში ვხარხარებდი. - მხოლოდ მის გასაგონად არ ვამბობ - დაამატა ბოლოს.
- რა უტაქტოა - ჩაილაპარაკა თაკომ.
- რამე მითხარით თამარ? - მოუბრუნდა ირაკლი. კუდიანია, ვერაფერს გამოაპარებ.
- არაფერი, ბატონო ირაკლი - დაიბნა თაკო. ცოტაც და სიცილი ამივარდებოდა.
სემინარი დამთავრდა და ირაკლი უხმოდ გავიდა აუდიტორიიდან. ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს, რომ აქ სულ სხვა ადამიანი იყო და მე მისთვის არაფრით გამორჩეული უბრალო სტუდენტი ვიყავი. ამან ცოტა დამსტრესა. დანარჩენ ლექციებს უგუნებოდ დავესწარი. მაინტერესებდა სამსახურში რას იზამდა, იქ საერთოდ ჩემი უფროსი იყო. ლექციების დასრულებისთანავე, ოფისში გავიქეცი. იქ უკვე ხალხი ირეოდა, კომპანიამ სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. უცხო სახეებს მივესალმე და პირდაპირ ირაკლის კაბინეტში შევედი.
- მოხვედი? - გამიღიმა. ესე იგი შეგვძლებია ბატონო ირაკლი ხომ?
- დიახ, ბატონო ირაკლი. დამავალებთ რაიმეს?
- ბატონო ირაკლი? - გაუკვირდა.
- დიახ. რამე არასწორად ვთქვი?
- რავიცი, მგონი იმ ეტაპზე ვართ რომ ბატონოთი არ მომმართო, როცა მარტო ვიმყოფებით ოთახში. - სავარძლიდან წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. მაგიდას მიეყრდნო და ჩემს პირისპირ დადგა.
- დღეს ისე ოფიციალურად მექცევით, გადავწყვიტე ანალოგიური ვიყო.
- მგონი გაიბუტე ხომ? - გაეცინა - უნივერსიტეტში სხვანაირად ვერ მოვიქცევი.
- დიახ მესმის. - რა მინდოდა არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი მაცოფებდა. ირაკლის ვერ დავადანაშაულებდი, თუმცა ხასიათზე მაინც მოქმედებდა.
- გესმის, თუმცა მაინც მიბრაზდები.
- უბრალოდ, სხვებთან კარგად შეგიძლია კისკისი და მე სემინარზე უნდა გამწურო ხომ? - აჰა! ამოვღერღე რაც მხვდებოდა გულზე ყველაზე მეტად. მართალია, თავი გავყიდე თუმცა მიღირდა იმდენად მახრჩობდა ეს ფაქტი დღეს! ირაკლი ლამის ჩაიკეცა სიცილით. ეს სიცილი კიდევ უფრო მაღიზიანებდა ახლა.
- რამე სასაცილოა? - ვკითხე წყრომით.
- კი, ემილიანე. თან ძალიან სასაცილო. ვხვდებოდი ეჭვიანი რომ იყავი, მაგრამ ამდენსაც არ ველოდი. რთული ცხოვრება მელის. - თავი გადააქნია.
- საერთოდ არ ვეჭვიანობ. ეჭვიანი ვინც არის ეტყობა. - ცხვირი ავუბზუე. - მაინცდამაინც ვაჟა რატომ დაამცირე? სხვებმა ხომ სულ სხაპასხუპით ჩაგაბარეს ყველაფერი.
- მეტის ღირსია. ცუდად ვხსნი ლექციაზე, დამატებით შენ რომ არ აუხსნა? მიეცა მიზეზი. - ასეც ვიცოდი! გაიგონა ჩვენი საუბარი. ისე ბუზღუნებდა სიცილს ძლივს ვიკავებდი, თუმცა უნდა გამოვტყდე, ძალიან მსიამოვნებდა ის რომ ჩემზე ეჭვიანობდა.
- მერე რა მოხდა თუ დავეხმარები? კურსელია
ბოლოს და ბოლოს.
- თუ რამეს ვერ იგებს მე გაძლევთ საშუალებას ლექციის ბოლოს, რომ კითხვები დამისვათ.
- ირაკლი, ძალიან შეუვალი ხარ. - ჩამეცინა.
- უკაცრავად, მაგრამ შენ რომ გეხება საქმე, ტირანიც გავხდები.
- რაო ქალბატონმა ნინომ? რა გითხრა ასე საყვარლად რომ უცინოდი?
- აი მანდ რა არის საეჭვიანო? უბრალოდ მომესალმა და ორიოდ სიტყვა გავცვალეთ.
- ორი სიტყვის მეტი არც მე მითქვამს ვაჟასთვის. შენ როგორც გატყობ საქმე არ გაქვს ჩემთან და ჩემს ოთახში ვიქნები. - ვუთხარი და კარისკენ დავიძარი. თუმცა მომაბრუნა და უეცრად ჩამეხუტა.
- ეს იმის საფასურია, რა ყურადღებაც დაგაკლდა დღეს ჩემგან. - რაღაცნაირად, ძალიან მესიამოვნა ეს ჟესტი. გავინაბე. ის ბრაზიც დამავიწყდა, დილით რომ ვფოფრავდი. თავზე მაკოცა.
- მგონი შენ აგიკრძალე მსგავსი ქმედებები - ვუთხარი რაც შემეძლო მკაცრი ტონით.
- წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო.
- აი ხომ ხარ ღირსი, საქვეყნოდ გაგივრცელო რაც თქვი ეხლა, იურისტო! - სიცილი ამიტყდა.
- გაგაგდებ იცოდე - არ ჩამომრჩა სიცილში.
- ოფისიდან კი, მაგრამ აქედან გამაგდებ? - გულზე მივადე ხელი. უკვე მეც “ვამუღამებდი”ფლირტს. რაღაცები უნდა ვისწავლო ირაკლისგან.
- ეჰ, გაგათამამა ჩემმა სიყვარულმა. მაგრამ, რა გავაკეთო? რომ არ გამოვხატო არ შემიძლია. მართალი ხარ, ვერ გაგაგდებ - ამოიოხრა და თვალისმომჭრელად გამიღიმა.
- კარგი, სერიოზულად ეხლა. რას ვაკეთებთ დღეს?
- კლიენტს ველოდები. სპეციალურად გვიან დავნიშნე შეხვედრა, რომ შენც აქ ყოფილიყავი და მოგესმინა.
- თემა?
- გაყრა.
- ჩვენი პირველი საქმე მაინცდამაინც გაყრა უნდა იყოს? - გამეცინა.
- ძალიან არაორდინალურები რომ ვართ ერთად, ყველაფერში გვეტყობა. კარზე კაკუნი გაისმა.
- ბატონო ირაკლი, თქვენი კლიენტი მოვიდა - კაბინეტში 40 წლამდე ქალბატონი შემოვიდა.
- კარგი, ირინა. ბარემ, ემილიანეს გაგაცნობ. ჩემს ახალ დამხმარეს. ეს კი ირინაა, ოფისის გული. მის გარეშე ბუზიც ვერ გაიფრენს აქ - სამივეს გაგვეცინა. ეს ქალი შემოსასვლელში იჯდა. როგორც ჩანს ადმინისტრატორის ფუნქციას ასრულებდა და ყველა მნიშვნელოვან დეტალს ის აქცევდა ყურადღებას.
- სასიამოვნოა, ქალბატონო ირინა.
- ჩემთვისაც. უბრალოდ, მხოლოდ ირინა დამიძახე.-გამიღიმა. კაბინეტში დაახლოებით 35 წლის კაცი შემოვიდა. მოგვესალმა და დაჯდა. ირაკლიმ მანიშნა ჩემ გვერდით დაჯექიო. ირინამ დაგვტოვა და საქმის განხილვას შეუდგა.
- როგორც ვიცი, გაყრის საკითხზე გჭირდებათ ჩემი დახმარება. სიტუაცია უნდა ამიხსნათ, რის საფუძველზე შორდებით და რა არის ჩვენი პრიორიტეტი. - უთხრა ირაკლიმ.
- მე და ჩემი ცოლი უკვე 16 წელია დაოჯახებულები ვართ. 18 წლის უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით. სიყვარულით შევქმენით ოჯახი და თავიდან ძალიან ბედნიერები ვიყავით, თუმცა წლებთან ერთად ყველაფერი ძალიან გაუფერულდა. ერთმანეთთან თითქმის კომუნიკაცია აღარ გვაქვს. თუ ვსაუბრობთ, ერთმანეთის აღარ გვესმის. ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება.. გადაწყვეტილება ალბათ ერთდროულად მივიღეთ. განხეთქილებას ადგილი არ ჰქონია. ორი შვილი გვყავს. 13 წლის ნუცა და 7 წლის დათო. ჩემი ინტერესი არის, რაც შეიძლება მეტი დრო დამინიშნოს სასამართლომ ოფიციალურად, შვილებთან გასატარებლად. არ ვიცი, ჩემი და ქეთის ურთიერთობა როგორ გაგრძელდება და მინდა სამართლებრივად, რაც შეიძლება მეტი დრო მქონდეს მონიჭებული.
- მესმის. თქვენი სამუშაო ადგილი და შემოსავლის რაოდენობა?
- ჩემი რესტორნების ქსელი მაქვს. შემოსავალი საკმაოდ მაღალი.
- ალიმენტსაც შესაბამისს დანიშნავს სასამართლო, არასრულწლოვანი შვილები გყავთ.
- ეგ არ მაინტერესებს. ჩემს შვილებს ყველაფერი უზრუნველყოფილი ექნებათ და ქეთისაც, თუ მომცემს ამის საშუალებას.
- ბოლოს თქვენს მეუღლესთან ერთად კინოში როდის იყავით? - საუბარში მე ჩავერიე ამჯერად.
- უკაცრავად? - გაოცებულმა გამომხედეს ორივემ.
- დიახ, გეკითხებით. კინოში როდის იყავით ბოლოს ერთად?
- მე მსგავსი რამეების დრო არ მაქვს - მითხრა უკმაყოფილოდ და ჰალსტუხი შეისწორა.
- პრობლემაც მაგაშია, რომ არ გაქვთ. არ გაქვთ კი არა, არ გინდათ რომ გქონდეთ. როცა ადამიანს რამე გულით უნდა არაფერი შეუშლის ხელს. თქვენ ჩაცმულობაზეც კი გატყობთ როგორი კარიერისტიც ხართ. ბოდიში, რომ ვერევი თუმცა ასეა. თქვენ მზად ხართ მატერიალურად უზრუნველყოთ თქვენი ყოფილი მეუღლეც კი, თუმცა იმის გამბედაობა არ გყოფნით თქვენს ამჟამინდელ მეუღლეს უბრალოდ პაემანი დაუნიშნოთ და თუნდაც კინოში დაპატიჟოთ. ხანდახან, ფულზე წინ წვრილმანი დეტალები დგას, რაზეც ურთიერთობაა დაყრდნობილი და მის სიმყარეს უზრუნველყოფს. გიფიქრიათ საერთოდ მისთვის სახლში მისვლისას, თუნდაც 1 ვარდი მიგეტანათ? იქნებ როგორ გახარებოდა და მთელი კვირა ბედნიერი ყოფილიყო. მით უმეტეს, იძახით რომ სიყვარულით შექმენით ოჯახი. სად წავიდა ეს სიყვარული? გაქრა? არა, მჯერა რომ არ გაქრა. უბრალოდ განელდა! მას სულის შებერვა და ხელახლა აგიზგიზება ესაჭიროება. მარტივია გაყრის საქმე წამოიწყო, თუმცა ამდენწლიანი ურთიერთობის დანგრევა ასეთი ადვილი არ უნდა იყოს! კიდევ ერთხელ ბოდიში, რომ ჩავერიე მაგრამ ამ საუბრის მოსმენა აღარ მინდა. - ორივე თვალებგაფართოებული მიყურებდა, პასუხს აღარ დაველოდე და გარეთ გავვარდი. ვერანდაზე გავედი, სუფთა ჰაერი მჭირდებოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი იქ. ბევრ რამეზე დავფიქრდი. მეშინია ურთიერთობების, ესაა მიზეზი რის გამოც ირაკლის გრძნობებში ვერ ვუტყდები. ამ წყვილსაც უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ვხედავთ სადამდე მოვიდნენ. მეშინია მომავლის. არ მინდა ჩემი სიყვარული მირაჟი აღმოჩნდეს და თვალის დახამხამებაში ყველაფერი ჩამომეშალოს.
ირაკლიმ გამომაკითხა და საუბარი დაიწყო.
- თავიდან ძალიან გამიკვირდა, თუმცა ახლა დავფიქრდი და მართალი ხარ. - გვერდით დამიდგა.
- რა თქვა იმ კაცმა? - სახეში არ შემიხედავს ისე ვკითხე.
- ძალიან შეფიქრიანდა. ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით მაინც, მაგრამ მგონია რომ აზრს შეიცვლის.
- ძალიან გამიხარდება თუ ასე იქნება.
- იცი? მართლა ძალიან განსხვავებული ადამიანი ხარ. რამდენი ხანია უკვე ამ საქმეს ვემსახურები და არასდროს დამინახავს სიტუაცია ამ ჭრილში. არასდროს ვსვამ კითხვას არის თუ არა ჩემი კლიენტი თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული. რახან ჩემამდე მოვიდა, ვთვლი რომ არის. ჩემს საქმეს პრაგმატულად ვაკეთებ და მორჩა.
- მესმის, შენ იურისტი ხარ, ფსიქოლოგი კი არა. უბრალოდ, გული მეტკინა იმ ქალის ადგილას რომ წარმოვიდგინე თავი. ერთ დროს ალბათ როგორი შეყვარებულები იყვნენ, ახლა კი გაუცხოვდნენ. ადამიანები არ ცდილობენ ურთიერთობების გადარჩენას. ცდილობენ გონებით გადაწყვიტონ ყველაფერი და არა გულით. ამიტომ, სიყვარულს ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი. თან მჯერა, მინდა დარწმუნებული ვიყო რომ არსებობს, თუმცა მსგავს ისტორიებს რომ ვაწყდები გული მწყდება. როგორ შეიძლება ასე გაუფერულდეს ეს გრძნობა არ მესმის.
- ახლა საშინლად მინდა ჩაგეხუტო. პირადად მე, პირობას ვდებ ემილიანე გელოვანო შენს წინაშე, რომ ხვალ უფრო მეყვარები, ვიდრე დღეს მიყვარხარ, ზეგ უფრო ძლიერად, ვიდრე ხვალ ამის წარმოდგენა შემეძლება. არ დავიღლები სიყვარულის ახსნით. - ვაღიარებ, ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მეც მომინდა ჩავხუტებოდი, თუმცა სამსახურში ვიყავით და გვიყურებდნენ.
- რატომ მაძლევ პირობას, იქნებ ერთ დღეს აზრი შეიცვალო? - ნიშნისმოგებით ვკითხე.
- პატარა არ ვარ რაღაცები ვერ გავარჩიო ერთმანეთისგან. საკუთარ თავს საკმაოდ კარგად ვიცნობ და თუ ვამბობ, ანუ ვიცი. შენ მე არ მიწყობ ემილიანე ხელს, თორემ როგორც შემძლებია სიყვარული ამას ნახავდი. ყოველ ჯერზე როცა რაიმეს გეტყვი, ავტომატურად გამირბიხარ. თითქოს თავს იცავ. არ აძლევ შენს თავს უფლებას ბედნიერი იყო. ბოლომდე არ მენდობი. თუმცა, მესმის შენიც. გეშინია, ჯერ ყველაფერი ძალიან ახალია, თუმცა მე პირობას ვდებ რომ ჩემი გრძნობა არ განელდება და როგორც წეღან თქვი, სულის შებერვა არ დასჭირდება. შეიძლება შენ მთხოვო ირაკლი დამასვენე შენგანო, მაგრამ მე არსად წავალ - ორივეს გაგვეცინა.
- შიგნით შევიდეთ. არ მინდა საეჭვოდ ვიდგეთ აქ დიდხანს.
- აი ხომ გითხარი, ხელს არ მიწყობთქო. ასეთი სიტყვები გითხარი და შენ რას მპასუხობ. -თუმცა, როგორც გითხარი, არ ვაპირებ დაღლას. - თავი გადააქნია და ღიმილით შემომყვა შიგნით.
მთელი დღის განმავლობაში ირაკლიმ ყველა მომუშავე პერსონალი გამაცნო. მე მათთან კომუნიკაცია დიდად არ მომიწევდა, მაგრამ ვეცადე კარგი ურთიერთობა დამეჭირა თითოეულთან. ირინა ძალიან საყვარელი ქალი იყო. შესვენებაზე ყავა ერთად დავლიეთ და ვიჭორავეთ. ირაკლიზე მაინტერესებდა რაღაცები და ტექნიკურად კითხვები ჩავუგდე.
- ბატონი ირაკლი ძალიან მიყვარს. ძალიან მხიარული არ არის, თუმცა კეთილი გული აქვს. რამდენჯერ დამჭირვებია ავანსი და უპრობლემოდ მირიცხავს. ზოგ უფროსს ამას ვერც ეტყვი. საკმაოდ ბევრ ადგილას მიმუშავია. თავისი პრინციპები აქვს, რომლის დარღვევასაც ვერ იტანს და არა ერთხელ გამოსულა მისი კაბინეტიდან ღრიალის ხმა - ორივეს გაგვეცინა - ბატონ თომასთან ჰქონდა მუდმივი კონფლიქტები, თუმცა როგორც გავიგე სამსახურიდან გაუშვია და ძალიან გამიკვირდა. მიზეზი არ ვიცი რატომ. მიუხედავად გაუგებრობებისა საქმეში გვერდიდან არ იცილებდა. კოლექტივი გასართობად თუ წავალთ სადმე, დიდად ჩვენთან ერთად არ დადის. ან თუ დადის შეგნებულად არ ერთობა. ეტყობა, რომ ღრმა ადამიანია. თავისი შინაგანი სამყარო აქვს, რომელსაც არავის უშლის. ცხოველები და ბავშვები უყვარს ძალიან, ეს შევამჩნიე. ქველმოქმედიცაა, თუმცა ამას არ აღიარებს. ანგარიშებს რომ ვამოწმებ რამდენჯერ მინახავს გადარიცხული თანხები. ეს მე რაც ვიცი და პირადი ანგარიშებიდან რას აკეთებს ხომ ეგ ცალკე თემა იქნება. მის დას თუ ხედავს სახე უნათდება, ხშირად გვსტუმრობს ქალბატონი მარიამი. ბევრი ძალიან კარგი თვისება აქვს, მაგრამ შეცდომებს და უყურადღებობას ვერ იტანს. ამის გამო სიმართლე რომ გითხრა საკმაოდ დაძაბული ვარ.
- ანუ რთული იქნება ჩემი სამუშაო პროცესი.
- ალღოს აუღებ და გაიგებ მის ხასიათს. უყვარს მოწესრიგებული თანამშრომლები. მის წინა დამხმარეს ძალიან დიდ პატივს სცემდა. ოდნავი შელაპარაკებაც არ მახსოვს მათ შორის. - ამასობაში ჩვენი შესვენებაც ამოიწურა. ირაკლიზე უფრო მეტი რამ გავიგე და მეტად დავაფასე. ყველა ამბობს რომ ცივი ადამიანია, მაგრამ ჩემთან გრძნობების ფრქვევა აქვს, ანუ ნამდვილად ვუყვარვარ. ჩემს ფიქრებზე მეცინებოდა, ჩვეულებრივად გამოძიებას ვატარებდი ირაკლიზე. სასადილო ოთახში ირაკლი შემოვიდა და გვერდით მაღალი, სუსტი კაცი მოჰყვებოდა. სიცილით მოდიოდნენ და რაღაცნაირად გამიხარდა მას მომღიმარს რომ ვხედავდი.
- ემილიანე, ერთი ადამიანი დაგრჩა გასაცნობი. გიორგი ღოღობერიძე. ჩვენი ერთ-ერთი ადვოკატი. ბავშვობის მეგობრებო ვართ - გამახსენდა, რომ გიორგი ახსენა. მხოლოდ ის შემომრჩა ბავშვობის მეგობრებიდანო. გიორგი საკმაოდ სიმპათიური, ახალგაზრდა მამაკაცი იყო. ქერა თმით და თაფლისფერი თვალებით. - გიო, ეს ჩემი ახალი ასისტენტია, ემილიანე.
- სასიამოვნოა, ემილიანე. - ხელი გამომიწოდა. შევამჩნიე რომ ქორწინების ბეჭედი ეკეთა. მეც ჩამოვართვი.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა.
- გაძლებას გისურვებ ამ ტირანის ხელში - იხუმრა გიორგიმ. პასუხად უბრალოდ გავუღიმე. საერთოდ აღარ ვთვლიდი ირაკლის ტირანად.
- რა წარმოდგენას უქმნი ჩემზე - ხუმრობით გაჰკრა ხელი ირაკლიმ.
- არა, ვხუმრობ. მის წესებს თუ არ დაარღვევ, საუკეთესო უფროსია.
- მე მაქსიმალურად ვეცდები.
- შესვენება დამთავრდა, საქმე საქმე! - გამოგვიცხადა უფროსმა. ყველანი გავედით სასადილოდან. გიორგი ჩემთან დადგა და გადმომიჩურჩულა
- ხომ გითხარი ტირანიათქო-ორივეს გაგვეცინა. ეტყობოდა, რომ ძალიან მხიარული ადამიანია. ძალიან კარგი, გამოაფხიზლოს ხანდახან თავისი ძმაკაცი.
- ჩემზე იცინით ხომ? - მოგვიბრუნდა ვიბლიანი. რა სმენა აქვს ამ კაცს?! ვერაფერს გამოაპარებ.
- არა, იკა რას ამბობ. - სასაცილოდ იუარა გიორგიმ. ირაკლიმ თავი გადააქნია ღიმილით და კაბინეტში შევიდა.
- ემილიანე, ჩემთან. - დამიძახა და მეც უხმოდ შევყევი. კარი მივკეტე. ახლა შემეძლო რაც მინდოდა მეთქვა. ცოტა დავიღალე მსახიობობით, ვინმეს რამე რომ არ შეემჩნია.
- ირაკლი, საჭმელი რატომ არ ჭამე? - არ მომამზადებინა არაფრით სადილი. არ მშიაო. სიცილი აუტყდა.
- რა იყო, ემილიანე? დედობრივი ინსტიქტი ჩაგერთო?
- საერთოდ რატომ გკითხე, არ ხარ ღირსი.
- კარგი, ვხუმრობ. თუმცა, მომწონს ჩემზე რომ ღელავ. - ტვინი ამიდუღდა, იმდენი რამ გამაკეთებინა. თან თვითონ საქმეს აკეთებდა და მე მასწავლიდა. რომ მიხსნიდა რამეს, ამას ისეთი ენთუზიაზმით აკეთებდა, რომ კონცენტრირება ხანდახან მიჭირდა და იდიოტივით მივჩერებოდი. მაღიზიანებდა ასეთი ემილიანე, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. თან ამ დროის განმავლობაში, არ იფიქროთ რომ 1 თბილი სიტყვა წამოსცდენოდა. ისე იყო საქმეზე გადართული, საერთოდ აღარ ვახსოვდი მგონი. ეს მომენტი მაღიზიანებდა. უნივერსიტეტში, როგორც სტუდენტს ისე მექცეოდა, სამსახურში თანაშემწეს. ვიცი, რომ სხვა გზა არც მაქვს და ამაზე პრეტენზიას ხმამაღლა არასდროს ვიტყოდი, მაგრამ ეს ვითარება არ მომწონდა.
რომ მიხვდა ძალიან გადავიწვი, შემეშვა. დღეისთვის მოვრჩეთო. თვითონაც დაიღალა და თავი მაგიდაზე ჩამოდო.
- გინდა ყავა მოგიმზადო?
- ჩემი მზრუნველი - ღიმილით ამომხედა და ლოყაზე თითი ჩამომისვა. თითქოს ჩემი ყველანაირი დაღლა სადღაც გაქრა. დაუბრუნდა ჩემს ირაკლის. მოიცა, ჩემი ირაკლი ვთქვი ახლა, ხომ? ემილიანე, ღმერთო როგორი შეყვარებული ხარ! - დავლევ, ოღონდ სხვაგან,შენთან ერთად.
- სად სხვაგან?
- სადმე კაფეში დავსხდეთ, აქედან რომ გავალთ.
- არა, ირაკლი. ჯერ ერთი, აქედან მე ყოველთვის ცალკე წავალ, შენ ცალკე. არ მინდა არასწორად იფიქრონ რამე და ხალხში გამოჩენაც არ მინდა. მილიონ ადამიანს იცნობ, ვიღაც სულ გადაგვეყრება. რას იფიქრებენ შენზე? თავის სტუდენტს ხვდებაო. - წამოიწია და ლოყაზე მაკოცა.
- ასეთ სიტუაციაშიც რომ ჩემზე ფიქრობ. მე მაგაზე გართულება არ მაქვს. როცა შენს გრძნობებში დარწმუნებული ვიქნები, მერწმუნე ყველგან შენთან ერთად ვივლი. დამალვას არ ვაპირებ. თან მხოლოდ 1 სემესტრი ვიქნები შენი ლექტორი, ეს თუ დაგამშვიდებს.
- ძალიან ხომ არ ჩქარობ, ირაკლი?
- კი. - გაეცინა. - როგორც იქნა ცხოვრებაში შემიყვარდა და ეგეც დავმალო?
- შენ სერიოზულად გიჟი ხარ, მართლა.
- რას ვიზამთ, გადამრია გელოვანის ქალმა - გემრიელად ხითხითებდა. თან ისეთი დაღლილი იყო ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა. სამზარეულოში გავედი და ყავა მოვამზადე, ორისთვის. ოფისი უკვე დაცარიელებული იყო. როგორც ჩანს, ყველა წავიდა. კაბინეტში შევიტანე და მაგიდაზე დავდგი.
- ყველა წავიდა.
- ჰო, 6ზე უკვე ოფისი იცლება. მართალია რომანტიკული გარემო არ არის, მაგრამ აქაც კარგია შენთან ერთად ყავის დალევა. - გამიღიმა და პირველი ყლუპი მოსვა.
- ეგეთ მწარე ყავას როგორ სვამ?-დავიჭყანე.
- მე იმას ვერ ვხვდები ტკბილს როგორ სვამენ? ყავა ესაა, მე რასაც ვსვამ. შენი წვენია ჩვეულებრივი, ყავის არომატით.
- შანსს არ უშვებ მიკბინო.
- აღიარე, გამომდის - ვიცინოდით და კარზე კაკუნი გაისმა. წამოვდექი და გავაღე. ის კაცი ვიცანი, დილით რომ იყო მოსული, ირაკლის კლიენტი.
- საღამომშვიდობის.
- მობრძანდით. - უთხრა ირაკლიმ.
- გამიხარდა, რომ აქ დამხვდით. მადლობის სათქმელად მოვედი თქვენთან ქალბატონო…
- ემილიანე.
- დიახ, ქალბატონო ემილიანე. - ირაკლიმ ანიშნა დაბრძანდითო.
- მადლობას რატომ მიხდით?
- დღეს ცოტა მწარედ, მაგრამ ჩემი მინუსი დამანახეთ. მართალი ხართ, არასწორი ვიყავი. ვერ ვხვდებოდი რატომ მენგრეოდა ოჯახი. იდეაში, კარგი მამა და ქმარი ვარ. არაფერს ვაკლებდი ჩემს ცოლ-შვილს. თუმცა, მიმახვედრეთ რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. აქედან რომ წავედი, პირდაპირ სახლში მივედი. ჩემს ცოლს გზად წითელი ვარდების თაიგული ვუყიდე. ბავშვებს სიგიჟემდე გაუხარდათ, მათი დედა ასეთი ჟესტით კინოში რომ დავპატიჟე. ჩემს ცოლზე აღარაფერს ვამბობ. სიხარულისგან იტირა და ჩამეხუტა. ისეთი ბედნიერი მომენტი იყო, სიტყვებით მართლა ვერ აღვწერ. ვიგრძენი, რომ ისევ ისე მიყვარს და მის გაშვებას არ ვაპირებ. - ლაპარაკისას, თვითონაც აუწყლიანდა თვალები.
- ძალიან მიხარია, თქვენი ამბავი. სამადლობელი არაფერი გაქვთ, სწორად მიიღეთ მესიჯი და მოქმედება შესაფერისად დაიწყეთ.
- რომ არა თქვენ, მე ვერ მივხვდებოდი რაში ვიყავი დამნაშავე და შესაბამისად, არც სიტუაციას გამოვასწორებდი. უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი.
- მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებას.
- ასევე თქვენც. - გულწრფელად გამიღიმა. - ბატონო ირაკლი, ბოდიში მაგრამ თანამშრომლობას აქ გავწყვეტთ.
- პირველად გამიხარდა, ჩემთან თანამშრომლობა რომ გაწყვიტეს. მეც ბედნიერებას გისურვებთ და თუ ჩემთან მოხვალთ, მხოლოდ კარგი მიზეზებით მომაკითხეთ - სამივეს გაგვეცინა. ხელი ჩამოგვართვა და წავიდა. გასასვლელამდე მივაცილეთ.
- შენ მე ასე კლიენტებს მომაცილებ - მითხრა სიცილით ირაკლიმ.
- საერთოდ უარს გათქმევინებ და განქორწინების საქმეს აღარ აიღებ.
- აზრიც არ აქვს. მე ასისტენტი კი არა ფსიქოლოგი მიზის აქ. - ხელი გადამხვია, თუმცა ამჯერად არ გამიპროტესტებია - გულწრფელად, მართლა გამიხარდა. აქამდე ამაზე რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ ახლა შეყვარებული თვალებით სხვანაირად ვუყურებ სამყაროს. - გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.



№1  offline წევრი Marikagogolqdze

Irakli♥️♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი OKI ME

ვაჰ, ვაღიარებ და ეს ბიჭი თავიდან არ მომწონდა. ცოტათი არ მომწონდა ოღონდ :დდდ ახლა უკვე მიყვარს ❤️❤️

იმ დღეს მომასწრო ემილიანე რომ გაიხსნება უფრო მეტად და გრძნობების გამოხატვას დაიწყებს. ამდენ ფიქრს შეეშვება და ცხოვრებით ტკბობას ისწავლის. მესმის რთულია მისთვის ბევრი რამ, მართლა ძალიან კარგად მესმის, ემილიანესი. არის მის ხასიათში რაღაც დეტალები რაც ძალიან ჩემია :დდ იგივე ის, რომ მარტოვად არ ენდობა ხალხს და კიდევ არის რაღაცეები.

მოკლედ, მე, ორივე მიყვარს ❤️❤️ და ახალ თავს მოუთმენლად ველი. ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent