ვნების სურნელი #3
უკვე შუა დღე იყო ვეკოს, რომ გაეღვიძა. ნიკა გვერდით არ დაუხვდა. თხელი სპორტული სწრაფად ამოიცვა და ოთახიდან თვალების ფშვნეტვით გავიდა. ნანუსა და თათას საძინებელთან მორცხვად შეჩერდა. ვერ გადაეწყვიტა შეეხედა თუარა შიგნით იქნებ თათაც იქ ყოფილიყო ან კიდევ უარესი მარტო ის დახვედროდა. არშეიძლება ასე თავხედურად შეიჭრე გოგონების ოთახში თუმცა სურვილს ვერ შეეწინააღმდეგა. ჯერ ნაზად დააკაკუნა კარზე პასუხი, რომ არავინ გასცა, ჩუმად შეაღო. სუნთქვა შეკრული მიეპარა ქალბატონის სარეცელს, თითქოს ეშინოდა არ გამოვაფხიზლოვო. ღიმილით დახედა და შუბლზე ისე ნაზად და ვნებიანად აკოცა, როგორც მეგონა მხოლოდ ოცნებებში ხდებოდა. საოცრად თბილმა ტუჩებმა იმ წამსვე გამოაფხიზლა ნანუ, მიუხედავად იმისა, რომ ვეკო უკვე მოტრიალდა და გასვლას აპირებდა ოთახიდან. - მაპატიე... შენი გაღვიძება არ მინდოდა. - მაგრამ გამაღვიძე... - ღიმილით უპასუხა ნანუმ. რა საოცარია არა, ნებისმიერ სხვას გალანძღავდა მისადგილას, მაგრამ სხვა ამაზე ლამაზ დილას ვერც ვერავინ აჩუქებდა. - მაპატიე.... - ვეკო კიდევ ერთხელ ეამბორა გოგონას შუბლს და კარისაკენ წავიდა - გავალ არავინ ამოვიდეს. ჩაიცვი და ჩამოდი. - თათას უთხარი ყავა გამიკეთოს - გასასვლელში მიაძახა. მათი შუადღე საოცარი პოზიტივით დაიწყო. წუხანდელი პაემნის ფონზე ასეც უნდა ყოფილიყო. ვეკო მოეგობრულად მიუჯდა ნიკას გვერდით ეზოს პატარა სკამზე. თათა კი დაქალისათვის ყავის გასაკეთებლად წამოდგა. - წუხელ სად იყავი? - დაეჭვებით ჰკითხა ნიკამ - რა? - ახალ გაღვიძებულ ვეკოს სახეზე ის ფერმკრთალი კანიც გადასძვრა რაც შემორჩენოდა. - გამეღვიძა და ოთახში არიყავი... დავაპირე გამოხედვა მაგრამ დამეზარა. - ნიკას სიზარმაცე საოცრად გამოადგა - მოსაწევად გავედი... - ამდენიხანი? - გაუკვირდა - ვერ ვიძინებდი და მოსაწევიც მოვწიე... გეძინა და აღარ გაგაღვიძე მაგაზე... შენც ხოარ გინდოდა? - რავი, რომ გეთქვა მოვწევდი მეც... - წყენით უპასუხა ნიკამ - მაპატიე - დამშვიდა, რადგან მიხვდა სიტუაციიდან გამომძვრალი იყო. აწი აღარ ადარდებდა სხვა რაშეიძლებოდა წყენოდა ნიკას. მთავარი ის იყო, რომ ვერმიხვდა თავისივე სახლის აივანზე, როგორ თავხედურად უთვალიერებდა მის დას სხეულის ნაწილებს.... რამდენიმე წუთში ნანუც ჩამოვიდა, ჩვეული თვალების ფშვნეტვით. საოცრად მიმზიდველი იყო. სპორტული შარვალი და მოტკეცილი მოკლე სახელოებიანი ზედა ეცვა, რომელიც წელსა და მკერდს იდეალურად უჩენდა. ზემოდან მოხვეული მოღეღილი მოსაცმელი კი დახვეწილად სექსუალურს ხდიდა. ვეკოს მის დანახვაზე სისხლი უბეში ჩაეღვარა, თითქოს თვალები დაუბნელდა. ნაზად გააყოლა გოგონას მკვრივ საჯდომს თვალი, როდესაც წყალთან დაიხარა. განსაზღვრულად ვეკოსკენ ზურგით, ეს რათქმაუნდა განძრახ გააკეთა. ასეთი დამთხვევები ზუსტი გრადუსით არასდროს ხდება. ეს გოგო მარტო მიმზიდველი კიარა საოცრად ჭკვიანიც იყო. ზუსტად იცოდა, როგორ გაეგიჟებინა კაცი, არც თეორიული ცოდნა აკლდა, მაგრამ პრაქტიკასაც ვერ დაუკარგავდი. იმ გოგოების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც, როგორც ხორცის ნაჭერი ისე გამოიყურებოდნენ მამაკაცების თვალში, მაგრამ ამის ფონზე დახვეწილობას მაინც არ კარგავდა. ვეკოს ყოველწამს ეთამაშებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშებში თავადაც ებმებოდა. რადგან ალბათ იმაზე მეტად არაფერი სურდა კვნესით განაბულიყო სასურველი კაცის მკლავებში. მესამე თვალიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, როცა საკუთარი ვნება შენვე არ გაგიჟებს მარტივია განსაჯო სხვისი ქმედება. მე ვუყურებდი მათ და ვხედავდი, როგორ ოსტატურად უსრულებდნენ ერთმანეთს. ამას თავადაც ხვდებოდნენ და საკუთარი გამარჯვების იმედით ვნებინ თამაშს აგრძელებდნენ. მაგრამ ორივე იმდენად ჭკვიანი და ნიჭიერი იყო ჯერ კიდევ მიჭირდა ფსონის დადება. - რა საქციელია ნანუ? - უსაყვედურა ძმამ როგორც კი ეზოს პატარა ტაბლასთან ჩამოჯდა და მეგობრის გაკეთებული ფინჯანი ყავა ნაზად მოსვა. - შუადღემდე გძინავს და სტუმარს აკეთებინებ ყავას. - უცხოა?! - თავი იმართლა - ძაან ნაგლობ! ბებია სახლში არაა. ვიღაც დაიღუპა და წავიდა, ეხმარება რაღაცეებში. - უი ვინ? - არიცნობ და ზრდილობისთვის სვამ მაინც ამ კითხვას, თორემ ხომ არ გაინტერესებს?! თათას უმადლოდე, რომ არ გაგაღვიძე ამდენხანს... მაჭამე რამე! - მკაცრად მიუგო - არგვაქ არაფერი? - კი მაგრამ ჭვიშტარი მინდა - თბილად გაუღიმა ნიკამ - გააკეთე! - რავიცი ნიკა ჭვიშტარის გაკეთება. - უხეშად უპასუხა ნანუმ - დაგუგლე ან დედას დაურკეე ნანუ რაგჭირს?! ლობიანი გამომიცხე თქო ხოარ გთხოვ მჭადი ვერ შეგიწვია? არც შენ იცი? - გაბრაზებულმა გახედა თათას რომელმაც თავი უარის ნიშნად გაუქნია- საწყალი თქვენი მომავალი ქმრები.. ბექომ იცის მჭადის შეწვაც, რომ არ შეგიძლია? უთხარი და თუღამიუნდეს შერიგება. - ეგ არასდროს ჭამდა ჩემგაკეთებულ რაღაცეებს... ეჭვი მაქვს არც გარისკავდა არასდროს. - მე შევჭამ - ბოხი, მგზნებარე ხმით მიმართა ვეკომ - მიდი გააკეთეთ... ჩემდა გასაკვირად ნანუმ ნაზად გაუღიმა ფეღზე წამოდგა და სამაზრეულოსაკენ წავიდა. ალბათ დილის კოცნისათვოს სამადლობებელივით იყო. ვეკომ კინასიამოვნები, გამარჯვებულის ღიმილით გააცილა. როგორ ძლიერ სჯეროდა ჩემს ყველა თხოვნას ასე დამჯერად შეასრულებსო. ამერთხელ ნამდვილად, კიდევ კარგახანს შეიძლება ეთამაშა ნანუ ანჯაფარიძეს საყვარელი გოგონას როლი, მაგრამ ვატყობდი, რომ ეს ამაზრზენ ფარსი დიდხანს არ გაძლებდა. რამდენი სისულელე უდევთ ამ ბავშვებს თავში. ეს მომენტი ნამდვილად ჰგავდა საჯარო ფლირტს, რომელიც ნიკას არ გამოჰპარვია. თითქოს უსიამოვნების განცდაც მოაწვა მაგრამ იმდენად ეხამუშა და ეუცნაურა ნანუსა და ვეკოს წყვილი, რომ ეს აზრი წამსვე ამოიგდო თავიდან. ნეტავ, როგორ შეეძლო ასეთი რამე გაეფიქრებინა და ეჭვის ჭია არ გასჩენოდა. ქალბატონებმა საკმაოდ სწრაფადად გააწყვეს ნადიმი, თუმცა ცხელი მჭადი გარეგნულად ისე გამოიყურებოდა მეც, რომ დავეპატიჟებინე ალბათ არაფრის დიდებით გავრისკავდი მის გასინჯვას. ვიზუალს დამშეულ მამაკაცებზე არ უმოქმედია და საკმაოდ გემრიელად ჭამეს. თომა და გიორგი კი რომლებიც სუფრას შემოესწრნენ სავსე კუჭის კვალი ნამდვილად ეტყობოდათ. არც გაუფიქრიათ მჭადისაკენ ხელი დასცდენოდათ. - დღეს რას ვაპირებთ? - მორცხვად იკითხა თომამ, რომელსაც რაჭა ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში მობეზრდა და ერთი სული ჰქონდა როდის განიცდიდნენ იგივეს მისი მეგობრები. - დალევას! - აღტაცებით უპასუხა ნიკამ - აი... მაგას ხომ თბილისშიც ვიზავდით? სად წამომიყვანეთ ამხელა გზაზე ამ სიცივეში? - შეიძლება, რომ სულ არ წუწუნებდე? - საყვედურით გადახედა ვეკომ - სახლში მინდა გადავიდე სანამ დღეა, დავალაგებ ცოტას მოვიყვან აზრზე და ჩემთან ვიყოთ. მარტო ვარ მე და თქვენებთან სირცხვილია ყოველდღე ღრეობები. - ჩავიცმევ და გადავიდეთ, დაგალაგებინებ. - თბილად უთხრა ნანუმ - მადლობა... - იმდენად შეიფერა შემოთვაზება თითქოს ელოდა კიდეც. საქმე აღარ გაუჭინაურებიათ, გოგონებმა სწრაფად აალაგეს მაგიდა და კიბეებს ნაზად აუყვნენ. - აბა, შენი მომავალი სახლის დასალაგებლად მივდივართ? - გამომცდელად ჰკითხა კიბეზე ამავალ დაქალს თათამ. - საიდან მოიტანე? რა სისულელეა. - თავი უცნაურად გააქნია - ნიკას მეგობარია წავიდეთ დავეხმაროთ და გავერთობით. - მაგას მე მატყუებ? - გაეცინა - წუხელ რამოხდა არ მომიყვები? - მაკოცა, დილით გამაღვიძა. - ხელები გიფათურა... - ხოო... რაღაც ასეთი. - ნიკა, რომ გამოსულიყო? სულ გაგიჟდით?... კაი და არილაპარაკეთ? - გოგონამ ჩაცმა დაიწყო - ნუ არა... - რატომ? - გბრაზით აყვირდა თათა - არვიცი რაზე უნდა ველაპარაკო. - რასაპირებთ იმაზე. ერთად ვიყოთო ან რამე მსგავსი არუთქვამს? - არა... თუ ნიკას ამბავი გაწუხებს დავალეპარაკებიო მიდოდა, რომ გაეღვიძებინა. და ვუთხარი არ გააღვიძო თქო. - ანუ ერთად ხართ და მალავთ? - არა... აარვიცი... - ანერვიულდა - მსგავსი არაფერი უთქვამს - აბა ესე უნდა გაკოცოს ხოლმე? - თათა არ ვიცი... - შენი საქის შენ იცი, მაგრამ ვიღაცის ნაშა ნუ გახდები კარგი? დაელაპარაკე და ის მაინც გაარკვიე რა ურთიერთობა გაქვთ. - კარგი... - თბილად გაუღიმა რა თქმა უნდა რაჭიდან ისე წამოვიდნენ არც არაფერი გაურკვევია ნანუს. ფლირტაობდნენ, კოცნაობდნენ, რამდენჯერმე საქმე სექსამდეც კი მივიდა მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი იყო იქ ამის განხორციელება. სულ რაღაც სამი დღე გაჩერდნენ მთებს შუა, მაგრამ ძალიან ბედნიერად გაატარეს ეს შვებულება. არა მარტო ნანუმა და ვეკომ ყველა მათგანმა დაისვენა. თითქოს ყველა ერთად რაღაცას გაექცა, მათ შორის მეც რომელსაც არც ქალაქში ელოდა რამე. ნანუ საოცრად ბედნიერდებოდა ვეკოს ყოველი გამოხედვით.თითქოს ყველაფერი ზღაპრულად კარგად იყო. მაგრამ არშემიძლია არ მოვყვე ასე ადრე თბილისში დაბრუნების მიზეზი. რადგან საოცრად ამაღელვებელია. ვეკოს სახლი დაალაგეს, ეზო მოასუფთავეს და ლამაზი, მყუდრო კერა შექმნეს, სადაც მთელ დღესა და ღამეს ატარებდნენ. წამოსვლის წინა ღამესაც ასე მეგობრულად ისხდნენ მწვანე ეზოში, პლედებში გაუხვეულები, ლუდს სვავდნენ და ბანქოს თამაშობდნენ, როცა ნიკას მობილურზე მეტად ინტიმური ზარი გაისმა. ჩვეულებისამებრ პასუხისათვის მოშორებით გავიდა. დაბრუნებისას კი ბედნიერების ღიმილი ჰქონდა სახეზე. - ხვალ წავიდეთ რა - ეიფორიით შესთავაზა მეგობრებს - ხვალ რახდება? - კითხა ვეკომ. რომელსაც საოცრად მოსწონდა ნანუსთან ერთად რაჭაში ყოფნა და გამუდმებით მასთან ერთად მარტო დარჩენის, რამოდენიმე წამის მოპოვებაზე ფიქრი. - მარგომ დამირეკა - გამომწვევად უპასუხა მეგობარს ნიკამ ვეკომ კი თითქოს არც გაუგიაო ისე მოიყრუა და ბანქოს დასტის ჩეხვა ნერვიულად განაგრძო. - დღეს მარია ჩამოვიდა და ვსვავთ ეხლაო. როდის გნახოთო... - სიამოვნებით განაგრძო თხრობა - და ხვალ საღამოს კოჯორში ავიდეთ. - ვინაა მარგო? - სახეზე არეკლილი ფლირტის ღიმილი ერთიანად შეაშრა ნანუს - კოჯორში დასალევად მივდივართ? - არა დაიკო... - სარკაზმულად გაუღიმა ნიკამ - შენ არ მოდიხარ! და ესამბავი განხილვას არექვემდებარება. - რატომ? ჩემს სახლში ბორდელს აწყობ? - ჯერერთი ეგ სახლი ჩემია და რასაც მინდაიმას მოვაწყობ და მერე მეორეც ბორდელი რაშუაშია?! დასალევად მივდივარ მეგობრებთან ერთად. - ყველა მიდიხართ? - მე და ვეკო... დავინახე როგორ დაუმსხვრია თვალებში არსებული ნაპერწკლები ნიკას ამ სიტყვებმა მის დას. ხოლო ვეკო ადგილზე გაიყინა. თითქოს ფერიც კი დაკარგა, უნდოდა ეუარა მაგრამ ჯერ ის, რომ საეჭვო იქნებოდა, თანაც კოჯორში წასვლა ნამდვილად უნდოდა. მარგო და მარია უკრაინელი ეშხიანი გოგონები იყვნენ, მხოლოდ გართობასა და სიამოვნებაზე ფიქრობდნენ. მარიას გემო კარგად ახაოვდა საწოლში და ამის მეორეთ გამოცდის ბედნიერების ხელიდან გაშვებას არაფრის გამო აპირებდა. გააცნობიერა, რომ ნანუს უფრო ადვილად შემოირიგებდა ვიდრე მარიასთამ კიდევ ერთხელ დაწოლის შესაძლებლობა ექნებოდა. სახეზე სიმწრის ღიმილი აღებეჭდა. ვერაფრით ხვდებოდს როგორ შენარჩუნებინა ორივე. ნანუს კი ბრაზისაგან ყელში ბურთი გაეჩხირა. საკმაოდ შესამჩნევად ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ფეხზე ამაყად წამოდგა და ძმას აგდებულად უპასუხა: - რაც გინდა ის ქენი... აღარ მაინტერესებს, საახლშიც არმოხვიდე ამაღამ. - თუმცა ყველამ ვიცით ეს სიტყვები რეალურად ვისაც ეკუთვნოდა. ეზოს კარები ბრაზით მოიჯახუნა და თათასთან ერთად სახლისაკენ მიმავალ გზას გაუყვა. - რა დაემართა? - გაოცებით იკითხა ნიკამ - იცი?! - სცადა აეხსნა ვეკო, რათა ნანუს საქციელს ზედმეტი ეჭვები არ მოჰყოლოდა - მგონი ის ეწყინა კოჯორის სახლზე, რომ თქვი ჩემიო. ცუდად გამოგივიდა, ეგ სახლი ხომ მისიც არის... - ჰოო... - სარკაზმულად ჩაიცინა გიორგიმ რომელიც ყველაფერს მიხვდა - დარწმუნებული ვარ სწორედ ეგ ეწყინა! - ჯერ ხომ თვითონ დაიწყო?! - გაოცდა ნიკა - კაი... მოგვიანებით დაველაპარაკები. ნიკა სულელი ნამდვილათ არ იყო, უბრალოდ ამ საძაგლობის გააზრებაც კი არ უნდოდა. ამიტომაც მეტად უმტკინვეულო მოსაზრებას დაეყრდნო, ეჭვადაც კიარსურდა იმის დაშვება, რომ შეიძლებოდა ნანუსა და ვეკოს შორის რამე ყოფილიყო. ბიჭები გვიანობამდე სვამდნენ იმ ღამეს, ბრძანებისამებრ მოიქცა ნიკაც, ღამით ვეკოსთან დარჩა. ნანუსა და თათას კი საერთოდ არულაპარაკიათ. მთელი საღამო სიჩუმეში გაატარეს თითქოს ამ ამბის განხილვას ერიდებოდნენ და ეშინოდათ ხმა, რომ ამოეღოთ საუბარი იქამდე არ მისულიყო.... P.s მაპატიეთ, რომ გალოდინებთ, გამოცდების პერიოდია და ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ და რაც შეიძლება მალე დავდებ ახალ თავს. მაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ ამ მოთხრობაზე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.