იძულებითი ქორწინება დასასრული
ლაშას ძალიან გაუჭირდა მიას დარწმუნება, მაგრამ მაინც შეძლო რომ დაეთანხმებინა და შესულიყო დასაწერად, რამდენიმე საათი მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლას, როცა სახე გაბრწყინებული გამოვიდა ეზოდან ლაშა მაშინვე მისკენ გაემართა -დავწერე... ვფიქობ რომ კარგად დავწერე-ახედა მიამ მომღიმარი სახით -ეჭვიც არ მეპარებოდა-უთხრა ლაშამ და თვალებში ჩააცქერდა, მია დაიბნა და მაშინვე გაექცა მის მწვანე სფეროებს რომელიც დაჟინებით უყურებდნენ, მოულოდნელად ლაშა დაიხარა და ხელში აიტაცა, შეშინებულმა მიამ შეკივლა და კისერზე შემოაჭდო მაშინვე ხელები, ლაშამ თავი მაშინვე მის თმებში ჩარგო და ისე წაიყვანა მანქანისკენ, როცა მია ჩასვა და სავარძელიც მოათავსა საბარგულში, საჭეს მოუჯდა და მიას მიაჩერდა მომღიმარი სახით -ზეგ ინგლისურში გაქვს-დაარღვია უხერხული სიჩუმე მისმა ხმამ და მია გაოგნებული მიაჩერდა -ინგლისურში?-გაიმეორა დაბნეულმა, ლაშამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მათი არეული მზერა ერთმანეთს შეეფეთა, ლაშას გაეღიმა მიას სახის შემხედვარეს და თითები ოდნავ მოუჭირა ლოყებზე -ასე ნუ მიყურებ-უთხრა სიცილით -როგორ გიყურებ?-შეიცხადა და უარესად დაიბნა მია, ამიტომ ამაშინვე თვალი აარიდა მის აციმციმებულ თვალებს, ლაშა მოულოდნელად გადაიხარა მისკენ და ცხელი ტუჩები მიაწება კისერზე, მიას ბედნიერების გიჟურმა გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში და გააჟრჟოლა, მასზე ისე იმოქმედა ამ შეხებამ რომ ადგილზე გაშეშდა თითქოს, ვერაფერი გააკეთა, ვერაფერი მოახერხა, ლაშა ცხვირის წვერით შეეხო იმ დაგილს სადაც აკოცა და ღრმად შეისუნთქა მიას გამაბრუებელი სურნელი -მია ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ-დაიჩურჩულა ისე რომ მის კანს არ Მოშორებია, მიას ისევ გააჟრჟოლა და ნელ-ნელა იგრძნო როგორ დაიწყო გაჩერებულმა გულმა, აჩქარებული ცემა, გაყინულმა სისხლმა ძარღვებში გიჟური დენა, მუცელში პეპლებმა ფრენა, თავდავიწყებაში გადავარდნილი ლაშა ტუჩებისაკენ გაუყვა ცხვირის წვერით მიას გაფითრებულ სახის კანს და სულ სულ ოდნაც შეახო ცხელი ტუჩები მია ათრთოლებულ ტუჩებს და მაშინვე თავი უკანს გასწია, უნდოდა დაენახა მიას სახეზე აღბეჭდილი ემოციები და ცრემლებით რომ აევსო თვალები მაშინვე ხელი გადახვია და თავზე აკოცა -არ იტირო გთხოვ-დაუჩურჩულა, მისი სახე ხელებში მოიქცია და მომღიმარი სახით ჩააცქერდა აცრემლიანებულ თვალებში, დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, ლაშამ მოულოდნელად ჰკითხა -მია ოდესმე გაიზრდები? -და სიცილი აუტყდა როცა მიას სახე შეეცვალა და უკან დაიხია -ოდესმე შეიცვლები?-კითხვა დაუბრუნა მიამ -არა-უთხრა ისევ სიცილით ლაშამ და მანქანა დაქოქა. ნათიას მარიანა ეჯდა კალთაში და თმაზე ეფერებოდა აკანკალებული თითებით -დედიკო ძალიან მომენატრე-პატარა ხელები ყელზე მოხვია მარიანამ და დედას მოეწება -მეც ძალიან მომენატრე დე-დაიჩურჩულა ნათიამ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით შეეწინააღმდეგა-დედას სუნთქვა ხარ შენ .. ჩემო პატარა ანგელოზო-აღმოხდა და ხმა ჩაუწყდა ბოლოს. -დედიკო იცი როგორ მენატრებოდი?-ჰკითხა მარიანამ და თვალებში ჩააცქერდა დედას, ნათიამ ვერ შეძლო მის თვალებთან გამკლავება, ამიტომ შვილი გულში ჩაიკრა და ცრემლები გადმოსცვივდა -მამამ მითხრა მოვაო-აღმოხდა მარიანას და მასაც ცრემელბი მოეძალა -ჩემო პატარა-ნათია თვალებში ჩააცქერდა შვილს და მისი სახე ხელებში მოიქცია -დედა ვერ მოვა... იქ ვერ მოვა...მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენ...-ხმა ჩაუწყდა და ცრემლები გადმოსცვივდა -შენ დაგიბრუნოს -დედიკო სულ მენატრები ხოლმე-უთხრა მარიანამ და ნათიას ისევ გადმოსცვივდა ცრემლები -მეც ჩემო პატარა ანგელოზო, დედიკოსაც სულ ენატრები და სულ შენზე ფიქრობს ხოლმე... -დედიკო ძალიან მიყვარხარ-უთხრა მარიანამ დ ჩაეხუტა -ჩემო პატარა ხომ იცი ხვალ მამამ უნდა წაგიყვანოს ისევ, მაგრამ არ იტირო კარგი? მალე ისევ ერთად ვიქნებით... მალე დედიკო სულ შენთან იქნება... -მართლა? მოხვალ?-გაუბრწყინდა თვალები მარიანას -არა მე არ მოვალ, შენ მოხვალ ჩემთან და სულ ერთად ვიქნებით-თმებზე ხელი გადაუსვა და გულში ჩაიკრა ისევ -მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ნათია მთელი ღამე ეფერებოდა მძინარე შვილს და აგიჟებდა იმაზე ფიქრი, რომ ისევ უნდა წაეყვანა სანდროს და Მთელი კვირა ვერ ნახავდა შვილს სანამ ნახვის დღე არ მოვიდოდა. -ნათია-ნანა შევიდა მათ ოთახში გამთებიისას და შვილს მიაჩერდა -მოხდა რამე?-დაიძაბა ნათია და საწოლიდან ადგა -კარგი ამბავი მაქვს-დაუჩურჩულა შვილს და საძინებლიდან გაიყვანა -თამარმა დარეკა -ამ დილაადრიან?-შეიცხადა გოგონამ -ჰო ვეღარ მოვითმინეო-უთხრა ნანამ სიხარულისგან თვალებ გაბრწყინებულმა -რა ხდება?-სულ დაიბნა ნათია -ჩვენი ფირმის ხელმძღვანი დაბრუნდაო -მერე? -ვერაფერს მიხვდა გოგონა -ამ საქმეს რომ გაეცნო გადაწყვიტა რომ Ნათიას პირადი ადვოკატი გახდესო, უნდა რომ დაეხმაროსო -რაა? -ჰო მოულოდნელად დაბრუნდაო...ჯერ არ აპირებდა დაბრუნებასო... სულ მეკითხებოდა რა ხდება ამ საქმეზეო, მე ვუთარი მთელი გუნდი ვიბრძვით რომ დედას შვილი დავუბრუნოთ, მაგრამ ეს საქმე ძალინ ჩახლართულია და შეიძლება საბოლოოდ მიზანს ვერ მივაღწიოთო, ფინასებიდან გამომდინარეო და ... და ის ქალი ჩამოვიდა -ნანაა სიხარულის ცრემლები მოეძალა -გესმის ეს რას ნიშნავს? -დედა-გოგონა ქალს ჩაეხუტა -თამარმა მითხრა ყველაფერს მისი მითითებით ვაკეთებდით, მაგრამ მგონი ამ საქმის გამო უფრო დაბრუნდაო, რადგან თავადაც მარიანასავით უსამართლობის მსხვერპლი გამხდარა... -დედა-ნათიას ძიან უხაროდა ეს ამბავი -ხედავ? -სამზარეულოდან ყავის ჭიქებით ხელში შევიდა ნინი ოთახში -კეთილი ადამინები კიდევ არსებობენ ამ ქვეყნად. რაც უფრო ახლოვდებოდა გადამწყვეტი სასამართლოს დღე მით მეტად იბრძოდა ნათია, მისი ოჯახი და მისი ორივე ადვოკატი, სანდრო კი უფრო მეტად ჰკარგავდა იმედს რომ ნათიას ოდესმე დაიბრუნებდა... რაც დრო გადიოდა უფრო უკეთ აცნობიერებდა იმას რომ ეს დასასრულის დასაწყისი იყო... რომ ნათია სამუდამოდ დაკარგა... რომ ის მასთან არავის და არაფრის გამო აღარ დაბრუნდებოდა... რომ მისი ეს საშინელი გადაწყვეტილება მისთვის შვილი წაეგლიჯა ხელიდან მხოლოდ მარიანას აყენებდა რეალურად ტკივილს ნათიას კი პირიქით ძალას აძლევდა და უფრო გააფთრებით იბრძოდა შვილის დასაბრუნებლად. სანდრო ნათიას სახლში ცხოვრობდა და ყოველდღე სასმელში იხრჩობდა თავს, ვეღარ პოულობდა ძალას და გზას გზაცხოვრების გასაგრძელებლად... ყოველ დღე ზიზღში სიძულვილი და სასოწარკვეთა უფრო მეტად ითრევდა იმ ჭაობში რომლიდანაც Მოსვლის არც სურვილი ჰქონდა და არც ძალა. მიას, ნიკას და ლალის ცდა ამაო იყო, ახლოს არავის იკარებდა, თუ კარს გაუღებდა რომელიმეს სახლში შესვლის უფლებასაც კი არ აძლევდა, მაშინვე აგდებდა ნებისმიერს, არავის მოსმენა და დანახვა არ უნდოდა, ერთადერთი ლაშა იყო ვისაც უფლებას აძლევდა რომ მის სახლში შესულიყო, რადგან ის არაფერს ეუბნებოდა არც ნათიაზე არც სასამართლოზე და არც შვილზე რომელსაც ფქსიქიკას უნადგურებდა ასეთი საშინელი ქცევით...ლაშა დროდადრო იწყებდა ამ თემებზე საუბარს მაგრამ გაავებული სანდრო მაშინვე აჩუმებდა და სახლიდან აგდებდა, მაგრამ ლაშა მალევე შემორიგებდა ხოლმე და ისევ ახერხებდა მის ნახვას. ლალი აივანზე იჯდა და ცრემლებად იღვრებოდა -თავს მოიკლავს-შეხედა ლაშას ცრემლიანი თვლებით -ჯერ კიდევ აქვს იმედი რომ სასამართლოს მოიგებს და...-დაიწყო ლაშამ და ხმა ჩაუწყდა -ვერ მოიგებს, ველაპარაკე მაგ დარტყმულის ადვოკატებს-ახედა ნიკამ მეგობარს რომელიც ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს -ვიცი მაგრამ ამის მოსმენაც კი არ უნდა სანდროს...-უთხრა ლაშამ -ამ თემაზე ლაპარაკს ვერ ვახერხებ მასთან მაშინევ მაჩუმებს ან თუ ძაან გაგიჟდა მაგდებს ხოლმე -ამის დედაც-დაიღრინა ნიკამ -ისეთ მდგომარეობაშია ლამისაა ვინატრო რომ მოიგოს ეს სასამრთლო -იცის რომ წააგებს და მაგიტომ გიჟდება ეგრე-შეხედა ლალიმ ტირილისგან დასიებული თვალებით შვილს -ნათია არ უყვარს! უბრალოდ მისი დასჯა უნდა და ვერ ხვდება -თქვა მიამ და ლაშას გახედა -როცა ადამინი გიყვარს მისი გაბედნიერება გინდა და არა მისთვის ტკივილის მიყენება... არეულია და არ იცის რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს -ჰო არეულია, დაბნეული, შეშინებული... ჰგონია რომ ნათიასით იწყება და მთავრდება ცხოვრება... ვერ ხვდება რომ ეგ სიყვარული კი არა მიჯაჭვულობაა და რადგან, გაბედა და მიატოვა ახლა უნდა რომ დასაჯოს-თქვა ნიკამ -როგორ შეიძლება საყვარელ ქალს შენთან ყოფნა აიძულო და გული ატკინო? -ჰო ვერ წარმომიდგენია საყვარელ ქალს როგორ შეიძლება შეეხო მაშინ როცა მას ეს არ სურს?-თქვა ლაშამ -მგონია რომ სანდრო უბრალოდ არეულია, ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნობებში და მაგიტომ იტანჯება ასე და ნათიასაც ტანჯავს -ნეტა უფლებას გვაძლევდეს რომ დავეხმაროთ...ვერ ვხვდები ასე როგორ ჩაეფლო ამ ჭაობში-თქვა დანანებით მიამ -მას სიყვარული აკლდა მუდამ-თქვა ლალიმ და ცრემლები გადმოსცვივდა -მერე ეს დანაკლისი ნათიათი შეივსო და ახლა ისიც დაკარგა და უნდა რომ დასაჯოს და დაბრუნება აიძულოს-აღმოხდა და ხმა ჩაუწყდა -მაგრამ იცის რომ არ დაბრუნდება, არაფრის ფასად... ისიც იცის რომ დიდი ალბათობით ამ სასამართლოს წააგებს , ხოდა ამიტომაა ასე გაგიჟებული-თქვა ნიკამ -მეშინია თავს რამე არ აუტეხოს-საცოდავად შეხედა შვილს ლალიმ -ამას არ დავუშვებ-უთხრა ნიკამ დედას -თუ საჭირო გახედაბ გეფიცები სარეაბილიტაციო ცენტში გამოვკეტავ. ნათიამ ნინის შეხედა და გაუღიმა -როგორ მიხარია რომ სამსახური იშოვე -მეეც-გაეღიმა ნინის -მაინც მე გჯობივართ გოგოებო-ნანა შევიდა სამზარეულოში მომღიმარი სახით -ორ ადგილას ვმუშაობ -შენ გამოცდილი ანესთეზიოლოგი ხარ ქალბატონო ნანა და ხელიდან გასაშვები კადრი არ ხარ -გაეცინა ნინის -მე კიდევ ექთანი -მე საერთოდ-გაეცინა ნათიას -ნათია ამდენი რისთვის ისწავლე?-გაბრაზებული მიაჩერდა ნანა შვილს -დროა კარიერაზე იფიქრო შვილო -გოგონას თავზე წამოადგა -რისთვის დაამთავრე უნივერსიტეტი? თან საერთაშორისო სამართალი? -ასე მარტივი ხომ არაა უცხო ქალაქში სამსახურის შოვნა?-უსაყვედურა მან დედას -სანამ მარიანა არ წაგვართვა იმ დარტყმულმა აზრზე ვერ მოგიყვანეთ-დააცქერდა შვილს ნანა -ჰო ნათია მართალს გეუბნება დედა -მხარი აუბა ნინიმ დედას -ისეთ მდგომარეობაში იყავი საერთოდ რომ სამსახური იშოვე მაგან გაგვაოცა არათუ იმაზე გეფიქრა რომ წესიერი სამსახური მოგეძებნა -დამიმდეთ-გაეღიმა ნათიას -ხომ იცოთ რომ გაგიჟებული ვიყავი, იმედ დაკერგული -კი იყავი მაგრამ ამან ნახე რაშედეგამდე მიგვიყვანა... მარიანა წაგვგლიჯა ხელიდან იმ არანორმალურმა, სანამ აზრზე არ მოხვედი ვერაფერი გავაკეთეთ... -ნანამ შვილს თავზე აკოცა -კარგი ახლა მაინც რომ მოხვედი აზრზე და ბრძოლა დაიწყე -რომ მიხვდა საბოლოოდ კარგავდა შვილს მერე გამოფხოზლდა, მიხვდა ცრემლებით რომ ვერაფერს შეცვლიდა და უნდა ემოქმედა -გაუღიმა ნინიმ დას. სასამართლომდე ერთი კვირით ადრე ბათუმში ჩავიდა სანდრო და სასტუმროში დაბინავდა რომელის ფანჯრები ნათიას კორპუსამდე მისასვლელ გზას უყურებდა და კარგად შეეძლო დაენახა ვინ როდის მიდიოდა სახლიდან და ბრუნდებოდა სახლში, გარდა ამისა ახლობლის დახმარებით გაარკვია მათი სამუშაო გაანრიგი და წასვლა-მოსვლის დროც. სასამართლოს გამო ხელი ჩაიქნია, რადგან ნათია არ დაბრუნდა აქამდე მარიანას გამოც კი მიხვდა რომ ეს დასასრული იყო მათი ურთიერთობის, თან ახლა როცა ნათიამ ასე გამეტებით დაიწყო ბრძოლა მიხვდა მარიანას დედას დაუბრუნებდნენ, დედას რომელმაც ძალა იპოვა საკუთარ თავში და დაუპირისპირდა მას, თან ისედაც ნანობდა რომ მარიანა დედას დააშორა რადგან ბავში ამის გამო ახლოს არ ეკარებოდა მას და მხოლოდ მიასთან მიდიოდა, სულ ტიროდა და ფაქტიურად საჭმელს არ ჭამდა. სამდროს გონება მხოლოდ ერთამ საზიზღარმა აზრმა მოწამლა ნათია ბოლომე სხვა გზით გაენადგურებინა და მერე ყველაფერი დაესეულებინა სამუდამოდ... თან ისე გაანადგურებდა ნათიას რომ შვილს დედას არ წაართმევდა... მაგრამ როგორც ქალს ბოლომდე გაანადგურებდა. სასმლისგან, ზიზღისგან, სიძულვილისგან, ბოღმისგან, შურისძიებისგან, წამლებისგან და ტკივილისგან გონება არეული მარტო ერთ რამეზე ფიქრობდა ნათია საბოლოოდ დაესაჯა იმ ყველაფრის გამო რასი გადატანაც მოუწია მისი წასვლის შემდეგ, ახლა მისთვის უკვე სულ ერთი გახდა სასამართლო, მომავალი და საერთოდ ცხოვრება... აზრი დაკარგა ყველა ფერმა, საერთოდ ყველაფერმა, მისთვის უკვე დამთავრებული იყო ცხოვრება, და სანამ საბოლოოდ წერტილს დაუსვამდა ამ ყველაფერს უნდოდა ნათია გაემწარებინა იმ დონემდე რომ მის სიკვდილს აზრი მისცემოდა... უნდოდა ისევე სტკენოდა მას როგორც თავად მას სტკიოდა, უნდოდა ისევე დაკარგვოდა ნათიას ცხოვრებას აზრი და მიზანი როგორც თავად მას. უნდოდა ისეთივე სიმახინჯით დარჩენილიყო ნათიას გონებაში, გულში და სხეულზე მისი არსებობა, როგორც თავად ნათია იყო მისთვის... უნდოდა ყოველი თვალების დახუჭვისას ნათიას ტკივილი და სიმწარე ეგრძნო, ისეთი აუტანელი ტკივილი და სიმწარე რომ სიგიჟემდე მისულიყო. სანდრომ საბოლოოდ გადაწყვიტა, ნათიას ცხოვრებაში უკანასკნელად გამოჩენილიყო და ეს ყველაფერი მისთვის საშინელ, დაუვიწყრა და ყველაზე მახინჯ მოგონებად დაეტოვებინა. სასამართლომდე ორი დღით ადრე ნათია სახლში ადრე დაბრუნდა, უფროს დაეთხოვა, თამარს და ახალ ადვოკატს უნდა შეხვედროდა. -ნათია უკვე მოხვედი?-გაუკვორდა ნინის -ჰო ადრე გამომიშვა... მოვემზადები და წავალ და შენ რატომ გამოპრანჭულხარ? -აკაკის უნდა შევხვდე -რა აკაკის გოგო-აფეთქდა ნათია -გთხოვ არ დაიწყო-გაუღიმა ნინიმ -ხომ იცი რომ გაამართლეს და გამოუშვეს -ჰო გავიგე რომ უდანაშაულო იყო და ტყუილად იჯდა მთელი წელი მაგრამ რომ გამოუშვეს იმ დღესვე შენთან რატომ გამოიქცა ეგ ვერ გავივე და შენც რატომ გარბიხარ მის სანახავად აი ეგ საერთოდ ვერ გავიგე -მიყვარს-უთხრა საცოდავად ნინიმ -გიყვარს?-ჩაეკითხა ნათია და გაეცინა -ჰო ისევ მიყვარს... დღემდე მირეკავდა... არ გითხარით მინდოდა დავრწმუმებუყავი საკუთარ თავში და გრძნობებში და მივხდვი რომ ისევ სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ არ ვიცი ზუსტად მინდა თუ არა მასთან ყოფნა -ნანა გაგიჟდება -არ უთხრა გთხოვ მერე ავუხსნი, შენ იმიტომ გეუბნებო რომ ძაან ვარ არეული და -წადი მასთან და მიხვდები გინდა თუ არა მასთან ყოფნა, გიყვარს რეალურად თუ ეს უბრალოდ მონატრებაა... ყველაფერს მაშინ მიხვდები როცა ამდენხნიანი განშორების მერე თვალებში ჩᲐხედავთ ერთმანეთს-გაუღიმა და ნინი რომ წავიდა სამსახურის ფორმა გაიხადა და შავი ტანზე მომდგარი კაბა ჩაიცვა, როცა ნინის სათვალეს მოკრა თვალი იფიქრა დაბრუნდებოდა, რადგან ამ სათვალეზე ძაან იყო შეყვარებული ნინი და მის გარეშე არსად გადიოდა, აკაკის ნაჩუქარი იყო და თვალოსჩინივით იფრთხილდებოდა, სწორედ ამ დროს კარზე ბრახუნის ხმა გაისმა ნათიას გაეღიმა და კარის გასაღებათ წავიდა, ურდული გასიწია სახელური დაქაჩა და მომღიმარი სახით გამოაღო კარი -ვიცოდი დაბრუნდებოდი-თქვა და სახეზე მოეყინა ღიმილი, იმდენად დაიბნა და შეშინდა რომ ვერაფერი გააკეთა, თითქოს გაქვავადა, ვერ იჯერებდა რომ ის აქ იყო მის წინ, რადგან მიასგან იცოდა ყაზბეგში იყო მეგობრათან ერთად, თუმცა ისიც უთხრა მიამ ლექსოს ვერ ვუკავშირდებით და შესაბამისად ზუსტად არ ვიცი ასეა თუ არაო, თავად ასე ამბობსო და გააფრთხილა შენ მაინც ფხიზლად იყავი ისეა არეული შეძლება მანდაც ჩამოვიდესო, მაგრამ ასე სახლში მივარდნას მაინც ვერ წარმოიდგენდა ნათია და Მშვიდად იყო, თან ლექსოსთან ერთად ხშირად დადიოდა ყაზბეგში და უცნაური ვერაფერი დაინახა მის ქცევაში. -ესე იგი მელოდებოდი?-გაეცინა ბოროტულად სანდროს, ნათია აზრზე მოიყვანა მისმა ხმამ და მაშინვე კარის დაკეტვა სცადა მაგრამ ბიჭმა ხელი მიაბჯინა მაშინვე კარს და გოგონამ ვეღარ შეძლო ბოლომდე მიეხურა, შესაბამისად სანდრო მეორე ხელითაც წაეტანა კარს და ისე ძლიერად მიაწვა რომ ნათიამ უკან დაიხია, რადგან ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა მისთვის და კარი მთელი ძალით შეეხეთქა კედელს, სანდრო მშვიდად შევიდა სახლში თან ისე რომ შეშინებული ნათიასთვის თვალი არ მოუშორებია, კარი მიაჯახუნა, გასაღებით დაკეტა, მოაძრო და მოისროლა, გოგონა ისეთი შეშინებული და დაძაბული იყო რომ ვერაფერი მოახერხა, თითქოს სისხლი გაეყინა ძარღვებში ადგილზე გაქვავდა და ნაბიჯიც კი ვერ წადგა წინ, როცა სანდრო არეული თვალებით მიაჩერდა და მისკენ ნაბიჯი გადადგა, უკან დაიხია და პატარა ტუმბოს დაეჯახა, მასზე დაწყობილი ნივთები იატაკზე დაცვივდა და დაიმსხვარა, ნათიამ მზერა სანდროს ჩაწითლებული თვალებიდან მზერა დამსხვრეულ ნივთებზე გადაიტანა და თითქოს გონს მოვიდა მაშინვე სამზარეულოში შევარდა და მაგიდაზე დადებულ დანას წამოავლო ხელი და ყოფილი ქმრისკენ მიტრიალდა -გთხოვ წადი...ძალიან გთხოვ-შეეხვეწა და ცრემლები მოეძალა, მაგრამ ბიჭი არ ჩერდებოდა და ჯიუტად უახლოვდებოდა , გოგონას კი უფრო მეტად უკანკალებდა ხელი ,რის გამოც მეორე ხელითაც ჩაბღუჯა დანა, რომ არ გავარდნოდა -გთხოვ წადი სანდრო ძალიან გთხოვ-ისევ შეეხვეწა და იგრძნო როგორ აუკანკალდა ფეხებიც, ფაქტიურად შიშისგან და დაძაბულობისგან არეული ვეღარ იმორჩილებდა სხეულს -არ გინდა გთხოვ-შეეხვეწა ისევ, როცა სანდრო ისე მიუახლოვდა, რომ მისკენ მიმართული დანის წვერი მის პერანგს შეეხო, ნათიას ამაზე უარესი დაემართა, უფრო მეტად აუცახცახდა ხელები და ცრემლები გადმოსცვივდა- გთხოვ არ გინდა, ეს არ გააკეთო-აღმოხდა და ხმა ჩაუწყდა, ერთი წამით სულ ერთი წამით შეხედა სანდროს თვალებს და მიხვდა რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა, სასმლისგან ტვინ არეული ბიჭი საერთოდ წაშლილი იყო და ვერაფერს გახდებოდა მასთან ლაპარაკით, ხვეწნით და მუდარით, ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა ან ის ან სანდრო -მომენატრე-უთხრა სანდრომ და ისე მიაჩერდა თვალებში რომ ინსტიქტურად ნათიამაც ახედა მის ამღვრეულ სფეროებს-ძალინ მომენატრე, მინდა შეგეხო -უთხრა და მის თმას ხელი ჩამოაყოლა -მოგკლავ-უთხრა ნათიამ ზიზღით, ძალა მოიკრიბა და დანის წვერი კანზე მიაჭირა -თუ მომეკარები გეფიცები მოგკლავ -შენ მე უკვე მომკალი, იმ დღეს მომკალი როცა მიმატოვე და გაიქეცი... დღეს შენ მოკვდები ნათია, ზუსტად იმ ტკივილს განგაცდევინებ რაც მე განმაცდევინე -უთხრა სანდრომ და მიულოდნელად მაჯებში ხელი წაავლო, ისე მოიმწყვდია ნათია რომ დანა მათ მიახლოებულ სახეებშორის მოექცა -გთხოვ წადი, გთხოვ ეს არ გააკეთო-უთხრა ჩავადნილი ხმით გოგონამ და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა -ისევე გეტკინება როგორც მე-უთხრა ზიზღით ბიჭმა, მოულოდნელად, ოდნავ უკან დაიწია და ისე ძლიერად მოუჭირა მაჯებში ხელები რომ ნათიამ მომენტალურად მგრძნობელობა დაკარგა თითებში და დანა გაუვარდა.გაავებულმა ბიჭმა დაბნეული და დამთრთხელი გოგონა მისაღებში გაათრია, გაგიჟებული ნათია მთელი ძალით შეეწინააღმდეგა და რომ ვერაფერს გახდა აკივლდა. სანდრომ მაინც შეათრია საძინებელში და საწოლზე მასთან ერთად გადავარდა, ნათია ყვიროდა, კიოდა, ეხვეწებოდა მაგრამ ვერაფერს გახდა, თუმცა მაინც იბრძოდა და წინააღმეგობის გაწვას ცდილობდა მისთვის... სანდრო მისავათებულ ყოფილ ცოლს წამში ზემოდან მოექცა და სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა, ამ დროს ნათიას საბოლოოდ ჩაუწყდა ხმა კივილისგან, თუმცა მაინც უწევდა წინააღმდეგობას რის გამოც გაავებულმა სანდრომ მაჯებში წაავლო ხელები და თავს ზემოთ დაუჭირა -მიყვარხრ, მჭირდები, მინდა რომ უკანაკსნელად გიგრძნო-უთხრა ტირილიაგან თვალებ დასიებულ გოგონას და მის ტუჩებს დააცხრა, ნათია ცდილობდა გაჰქცეოდა მის ტუჩებს მაგრამ ვერ შეძლო. მოულოდნელად სანდრომ საშინელი მჟავე და მწარე გემო იგრძნო პირში და მის ტუჩებს მოწყდა , ზემოდან დააცქერდა საყვარელ გოგონას, რომელსაც უმალ ცრემლები გადმოსცვივდა და თვალები დახუჭა რომ მისი სახე აღარ დაენახა -გთხოვ ეს არ გააკეთო-აღმოხდა სუნთქვა არეულ ნათიას და თვალები გაახილა -გთხოვ ასე არ მომექცე -შეეხვეწა თავგზააბნეულ ბიჭს, მას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი რომ რაღაცას შეცვლიდა -უნდა გიგრძნო-უთხრა სანდრომ და მის ყელს მიაწება ცივი ტუჩები, ნათია მომენტალურად აკივლდა -შეწყვიტე გთხოვ შეწყვიტე ჩემი წამება-ცდილობდა ხელიდან გასხლტომოდა როგორმე -მოგკლავ გეფიცები! ამას თუ გააკეთებ მოგკლავ-ყვიროდა, უფრო სწორად ეგონა რომ ყვიროდა ხმა ჩამწყდარს, მაგრამ სანდროს ესმოდა მისი ხმა, ამიტომ თავი ასწია და ისევ მის წაშლილ სახეს დააცქერდა,უზომო ზიზღი, ტკივილი, შიში და სასოწარკვეთა დაინახა საყვარელი გოგონას თვალებში-მოგკლავ-გაუმეორა ნათიამ მუქარით, რომ მიხვდა მასთან ხვეწნა-მუდარას არანაირი აზრი არ ჰქონდა.სანდრო გაბრაზდა და მისი ხმა რომ ჩაეხშო ტუჩებზე დააცხრა, ისევ იგივე მჟავე და მწარე გემო იგრძნო პირში ყველაფერთან ერთად საკუთარი სისხლის საზიზღარი გემოც და უნებურად გააჟრჟოლა, მოულოდნელად ყველა გრძნობამ და ემოციამ ერთად შემოუტია, შიშის, იმედგაცრეუების, ტკივილის, სასოწარკვეთის, ზიზღის , სინანულის, ბრაზი, შურისძიების დაუოკებელი სურვლის, გარდა სიყვარულისა.არ ეგონა, არ ეგონა ნათიას შეხება ტკივილს თუ მიაყენებდა... და მის მიმართ ვერაფერს იგრძნობდა საერთოდ ვერაფერს... ყველაფერი ერთმანეთში აერია, უნდოდა რომ კმაყოფილება განეცადა მისთვის ტკივილის მიყენებით მაგრამ ერთადერთი რასაც გრძნობდა იყო ზიზღი, ყველასა და ყველაფრის მიმართ... ეგონა ნათია შეხება თავს დააკრგვინებდა, მაგრამ ვერაფერი იგრძნო ტკივილის გარდა... როგორ უნდოდა სიამოვნება განეცადა მისი შეხებით და ტანჯვით, მაგრამ ვერ იგრძნო ის, რაც უნდოდა რომ ეგრძნო ამგვარი, საშინელი ცევით... ნათია ქუჩაში მიდიოდა სახე შაშლილი და არეული, ისე ინსტიქტურად დგავდა ნაბიჯებს წინ, რადგან მისი გონება ისევ სახლში იყო სანდროსთან, ისევ იქ...იმ ჯოჯოხეთში... მოულოდნელად გონება საბოლოოდ დაებინდა და უგონოდ დაეცა მიწაზე. სანდრო იატაკზე იჯდა ერთ წერტილს მიჩერებული და გონზე მოსვლას ვერ ახერხებდა თვალწინ ნათიას სახე ედგა და მისი ხმა ჩაემოდა ყურში. ასე იჯდა დიდიხანი, ძალინ დიდიხანი, ბოლოს ადგა ზიზღით შეხედა საწოლს და სახლიდან გიჟივით გავარდა. ნათიამ თვალები სუსტად გაახილა და ოთახი მოათვალიერა, მიხვდა რომ საავადმყოფოში იყო -ნათია-მოესმა ნანას ხმა -რა დამემართა?-ჰკითხა დედას ჩავადნილი ხმით -ქუჩაში გონება დაკარგე, მაღალი სიცხე გქონდა-უთხრა ნანამ შვილს -ქუჩაში...-გაიმეორა ნათიამ და თვალები დახუჭა და გონება დაძაბა -რომელი საათია?-ჰკითხა დედას და თვალები გაახილა -ღამის თორმეტი-უთხრა ნანამ და თმაზე მოეფერა -იცი მია და ლაშა ჩამოვიდნენ-თქვა ნანამ ყოყმანით-მარიანა ჩამოიყვანეს -რაა?-გაოცდა ნათია და საწოლზე წამოჯდა -სანდროს უარი უთქვამს მეურვეობაზე...-დაიწყო ნანამ თან ღალავდა, ნათია ჯერ კიდევ სუსტად იყო -რას ამბობ დედა?-ხმა აუკანკალდა -ჰო სასამრთლო აღარ იქნება... და -და რა?-ნათია აღელდა უარესად -ჩვენი სახლიც დაგვიბრუნა -უთხრა ნანამ -ლაშას და მია ახლახანს მოვიდნენ და საბუთებიც მოიტანეს -რაა? -აყვირდა ნათია და გიჟივით წამოვარდა საწოლიდან, წვეთოვანი მოიხსნა და პალატიდან გავარდა და გაოგნებული მიაჩერდა გარეთ მყოფთ -დედიკო-მარინა მიას კალთიდან გადახტა და მისკენ გაქანდა, ნათიამ შვილი გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა -რა მოხდა?-მიას მიᲐჩერდა არეული -არვიცი მოვიდა საბუთები მოგვაჩეჩა და გვითხრა ბავშვი წაიყვანეთო -უთხრა მიამ გაოცებულ ნათიას -სადაა? -არვიცი გათიშა დიდიხანია ტელეფონი, ნიკა ეძებს... -მე წავალ და მალე დავბრუნდები-დედას მიაჩერდა სახე წაშლილი გოგონა -ნათია რას ამბობ-დაიბნა ნანა -სად უნდა წახვიდე ამ შუაღამისას და თან წვიმაში?-გაოცდა ნინი-პირდაპირ აქ მოვვარდით ყველა სახლშიც ვერ მივედით ისე ცუდად იყავი -ლაშა წამიყვანე რაც შეიძლება სწრაფად -ნათიამ ლაშას ჩაავლო ხელი და კიბეებზე ჩაარბენინა -ნათია რა ხდება? რამე მოხდა?-დაიბნა ლაშა -ახლავე ქუთაისში წამიყვანე-უთხრა ნათიამ და ხმა აღარ ამოუღია ლაშას მიხვდა რომ ამ ორ შორის რაღაც მოხდა. სასაფლაოს კარი გააღო ნათიამ და ადგილზე გაშეშდა, ჯერ შიში იგრძნო მერე კი ტკივილი გულში , დიდხანს იდგა და გრძნობებს ებრძოდა -გინდა გამოგყვე?-ჰკითხა ლაშამ -არა აქ დარჩი-უთხა ნათიამ და თვალები დახუჭა ცდილობდა გაეხსენებინა სად იყო საფლავი -ნათია დარწმუნებული ხარ რომ არ შეგეშინდება?-მისი უცნაური ქცევა ძაბავდა ლაშას -კი! აქ დარჩი-უთხრა არეული ხმით და წინ წადგა ნაბიჯები, გაიელვა და უფრო გაუადვილდა ორიენტაცია. ცოტახანს იარა და მალევე იპოვა ის ადგილი რომელაც ეძებდა, ადგილზე გაშეშდა და ნაბიჯის წადგმა ვეღარ შეძლო წინ, ძალიან გაუჭირდა საკუთარ ბრაზთან და ზიზღთან გამკლავება მაგრამ როცა გაიელვა კვლავ და დაინახა მუხლებზე დამზობილო სანდრო საფეთქელზე მიბჯენილი იარაღით თავს მოერია და მოუახლოვდა -ეს არ გააკეთო-თქვა ჩავარდნილი ხმით და დაფეთებულმა სანდრომ იარღი ჩასწია და უკან მოიხედა -წადი-უთხრა სანდრომ აგრესიული ტონით -ეს არ გააკეთო-გაუმეორა ჯიუტად ნათიამ -მინდა რომ წახვიდე-დაუღრინა ბიჭმა- არასოდეს მაპატიებ ხომ ასეა?-ახედა ნათიას და მათი ზიზღნარევი მზერა ერთმანეთს შეეფეთა -არასოდეს გაპატიებ იმას რაც გააკეთე და არც არასოდეს დავივიწყებ-უთხრა ნათიამ დარწმუნებით და მზერა აარიდა მის თვალებს რადგან სიბნელის მიუხედავად გრძნობდა როგორი ცივი ცარიელი თვალებით უყურებდა სანდრო -მართალი ხარ არასოდეს არ უნდა მაპატიო, მე ამას არ ვიმსახურებ -განა არ შემიძლია გაპატიო? უბრალოდ არ მინდა რომ გაპატიო-უთხრა ნათიამ -მაშინ აქ რისთვის მოხვედი?-კითხა სანდრომ და ნათიადან მზერა მამამისი საფლავის ქვაზე გადაიტანა -არ მინდა ისე მოკვდე რომ თან ზიზღი და სიძულვილი წაიღო როგორც მამაშენმა-უთხრა ნათიამ კარგა ხნის სიჩუმის მერე -მე ეს დავიმსახურე-უთხა სანდრომ და ისევ ნათიას გახედა -მაგრამ შეგიძლია ყველაფერი გამოასწორო-უთხრა ნათიამ დაძაბული ტონით -გინდა რომ შენს შვილს მკვდარიც ისევე სძულდე როგორც შენ მამაშენი ახლა? გინდა მარიანას შენდამი ახლანდელი ზიზღი მთელი ცხოვრება გაყვეს და შენს საფლავზეც ისეთი ზიზღით უყუროს შენს სურათ როგორც ახლა შენ მააშენის ქვას? -ოთხი წლის ბავშვსაც კი შევაზიზღე თავი-თქვა სანდრომ დანანებით და მზერა მამისის სურათზე გადაიტანა -მე მისი შვილი ვარ, მისი სისხლი ჩქებს ჩემს ძარღვებში, ზუსტად ისევე მოგექეცი როგორც ის დედას წლების წინ... -თქვა ზიზღით სანდრომ -მეც მას დავემსგავსე... მისი ნამსვილი შვილი გავხდი -არა არ გახდი.... შენ მე გამიშვი... -უთხრა ნათიამ აკანკალებული ხმით -მაგრამ მთელი ეს დრო მინდოდა რომ ზუსტად ისე მოგქცეოდი როგორც ის დედას, მინდოდა ისე გამენადგურებინე როგორც მან დედა გაანადგურა ... მე მას დავემსგავსე, მე ყველაზე საძულველი კაცის ნამდვილი შვილი გავხდი... ისეთად ვიქეცი როგორიც არ მინდოდა ვყოფილიყავი... -იმიტომ რომ ზუსტად მისნაირი არ გახდი შანსი კიდევ არსებობს სანდრო-უთხრა ნათიამ -ის შენ სიცოცხლეს მსხვერპლად არ იმსახურებს, აი მარიანა კი ნამდვილად იმსახურებს მამას, მამას რომიც შენ არასოდეს გყოლია და მუდამ გჭირდებოდა გვერდით... მე არ გაპატიებ არასოდეს გაპატიებ იმას რაც გააკეთე! არც არასოდეს იფიქრო რომ დაგიბრუნდები, მაგრამ არსებობს მარიანა შენი შვილი რომელსაც სჭირდება მამა, ერთმანეთს ჭრილობები მოუშუშეთ... არსებობს მია რომელსაც ძალიან სჭირდება ძმების გვერდში დგომა, არსებობს თავგზააბნეული ნიკა რომელსაც უფროსი ძმა სჭირდება და ბოლოს დედაშენი, რომელმაც დღემდე ვერ იპოვა საკუთარი თავი... ეს ყველა ადამინი შენთვის არაა საკმარისი რომ ცხოვრება განაგრძო? გინდა მამაშენივით თან მხოლოდ ზიზღი წაიღო? აქ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ შენ მე გამიშვი... ვერ შეძელი ჩემი გაწირვა და საკუთარი თავის ბოლომდე განადგურება... შენს ბოროტებას სინანულმა სძლია... მე მივდივარ ამ ადგილიდან და შენი ცხოვრებიდᲜ სამუდამოდ ახლა შენ გადაწყვიტე რა გირჩევნია მამაშენს დაემსგავსო და თან ზიზღი წაიღო თუ განაგრძო ცხოვრება... ერთი წლის შემდეგ... ნიკა ანის მიუახლოვდა და სევდიანი სახით დააკვირდა სკამზე მჯდომ დედა- შვილს, რომელნიც ერთმანეთს შეჰხაროდნენ -ნიკა-გაოცებული მიაჩერდა ანი სახე წაშლილ ბიჭს -დასამშვიდობებლად მოვედი-უთხრა ნიკამ -რაა?-დაიბნა ანი -ხვალ ღამე მივფრინავ-უთხრა ნიკამ და ანი გაოცებული მიაჩერდა -მიფრინავ?-ანის ცრემლები მოერია და ფეხზე წამოდგა და ნიკას მიუახლოვდა -ჰო ლონდონში...-უთხრა ნიკამ -ერთი წლით... შეიძლება იქაც დავრჩე მერე ვნახოთ -დარჩე?-ანის ცრემლები გადმოუცურდა ლოუებზე და მაშინვე მოიწმინდა -წარმატებები-უთხრა ცივად და ბავშვი აიყვანა ხელში -ანი შენი ერთი სიტყვა და...-ნიკამ გზა გადაუღობა -არ შემიძლია რამე გითხრა-უთხრა ანიმ-მე ჩემს მშობლებზე ვარ დამოკიდებული... მათ ეს არუნდათ... მე ვერ შევეწინაადეგები მათ...თან ჯაბა... იცი რისი გადატანაც მომიწია... -ცოლად რატომ არ მომყვები?-უთხრა ბრაზნარევი ტონით, რამდენჯერ გთხოვე გამომყევი-მეთქი -არ შემიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა... მეშინია-უთხრა ანიმ და შეტრიალდა -ოდესმე შეიძლება...-თქვა და წინ გადადგა ნაბიჯი ისე რომ არ დაამთავრა სათქმელი -არ მენდობი? გგონია რომ საკმარისად არ მიყვარხარ? გგონია რომ ჩემგამაც წასვლა თუ მოგიწევს მშობლები არ მიგიღებენ? -ნიკა ძალინ გთხოვ-ანი მისკენ შეტრიალდა და ისევ გადმოსცვივდა ცრემლები -ასე ფიქრობ და ამიტომ გეშინია და არ მომყვები...გგონია რომ მეც ჯაბასნაირი ქმარი ვიქნები...-მწარედ გაეცინა ნიკას -ნიკა გთხოვ -ანი ვეღარ ლაპარაკობდა მღელვარებისგან -გგონია რომ ... -ნიკა საკმარისია-გაბრაზდა ანი -წარმატებები-უთხრა და მიტრიალდა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე ატირდა, უნდოდა მიტრიალეყო მაგრამ ვერ გაბედა შეეშინდა და სახლში განადგურები დაბრუნდა. აკაკიმ და ნინიმ მარიანა მიიყვანეს სანდროს სახლში და გახარებულმა მიამ გულში ჩაიკრა -რა დიდი გოგო ხარ უკვე ჩემო ლამაზო, მომავალ წელს სკოლაში წახვალ არ მჯერა-გაუღიმა და ნინის მუცელზე მოეფერა -აბა გოგო ვარ თუ ბიჭიო? -დაგვემალა და ვერ გავიგეთ სქესი-გაეცინა ნინის -როგორ გამახარეთ რომ მარიანა ჩამოიყვანეთ ბათუმიდან-უღიმოდა მია მათ -ამაღამ შენი დაბადებისდღეა და როგორ არ ჩამოგიყვანდით? თან ეს ქალბატონი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს -მამაიდას გოგოა ეს-გაუღიმა მიამ მარიანას რომელიც კალთაში ეჯდა და სახეზე ეფერებოდა -ნათია როგორაა? -კარგად ძალინ კარგად, ახალი სასმასური ძალინ მოწონს -მიხარია, ნანა დეიდა რას შვრება? -ცდილობს დაარწმუნოს რომ თბილისში დაბრუნდნენ სახᲚში მაგრამ ნათიას არ უნდა... თან იქ კარგადაა... დედა კიდე ხან იქაა ხან ჩემთან -მიხარია თქვენი მაბავი-გაუღიმა მიამ აკაკის -ჩვენ შენი-გაუღიმა ნინიმ -უკვე მეორე კურსზე ხარ... დიდ გოგო ხარ -აუ სულ მაგას რატომ მეუბნებით ყველა?-გაეღიმა მიას -ცხრამეტის ხდები ხვალ და აწი უკვე დიდი გოგო ხარ. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული ლალი სიხარულით გადაირია მარიანა რომ დაინახა -საიდან როგორ ბე-შვილიშვილი გულში ჩაიკრა -აკაკიმ და ნინიმ მოიყვანეს ჩემს პონტში -გაეცინა მიას -სანდრო გაგაიჟდება-გაუხარდა ნანას -ჰო წარმოდგენა არ ქვს რომ მარიანა მოიყვანეს არ ვუთხარი -კარგი ქენი, გადაირევა სიხარულისგან -მამიკო მალე მოვა ძაან მომენატრა-შეანათა აციმციმებული თვალები მარიანამ ბებოს -კი საყვარელო გზაშია-გაუღიმა და შუბლზე აკოცა -ახლა მგონი გავგიჟდები-კარი გააღო სანდრომ და მარიანას მიაჩერდა რომᲔლიც ლალიმ ძირს დასვა და გახარებული გოგონა მისკენ გაექანა სანდრომ ხელში აიტაცა მარიანა და ძლიერად ჩაიკრა გულში -მამიკო როგორ მომენატრე ნეტა იცოდე-მარიანა სახეზე მოეფერა სანდროს -ასე ნუ აკეთებ თორემ გავგიჟდები -უთხრა სანდრომ და პატარა ხელები დაუკოცნა -მამიკო-მარიანამ ყელზე შემოხვია ხელები და ძლიერად მიკრო -მამიკოს ცხოვრების აზრი ხარ -უთხრა და თავის ოთახში წაიყვანა მისთვის ნაყიდი სათამაშოების სანახავად -მია თავი სიზმარში მგონი-გახარებულმა ლალიმ მიას ხელები ჩაკოდა სიხარულის გასაზიარებლად -მეც დედა- რემლები მოეძალა მიას -რა უთხრა ნათიამ ისეთი საფლავზე რომ სარიაბილიტაციო ცენტრში დაწვა, იმკურნალა და ასე შეიცვალა -უბრალოდ თავისი შეცდომები დაანახა სანდროს...ის ხომ ყველაფერ თავისი გადმოსახედიდან უყურებდა... -როგორ მიხარია რომ თავის თავი იპოვა, როგორ მიხარია რომ კარგადაა -თავადაც უხარია დედა-გაუღიმა მიამ. იმის მიუხედავად რომ მია ძალიან კარგ ხასიეთზე იყო, ღამე ტორტით და საჩუქრებით აღნიშნეს მისი დაბადების დღე მთელმა ოჯახმა,ლაშამ არც დაურეკა რაც მისწერა და ღელავდა, ბოლოს დილით თავდ დაურეკა, ვეღარ მოითმინა და გათიშული რომ ქონდა ძალიან ინერვიულა... -ნუ ღელავ სვანეთიდან მოდის ვიცი და არ იჭერს ან რამე... მაგიტომ აქვს გათიშული,არ ინერვიულო-უთხრა სანდრომ როცა შეატყო მიას მღელვარება -რა იცი -მამაისმა მითხრა ამ დილას დარეკა მოგილოცა, მითხრა ლაშა წამოვიდაო -აუ ძაან ვნერვიულობ რამე ხომ არ მოხდა ? -კაი რა მია, ნუ დაიწყე, ჩამოვა და გნახავს-ახლა უნიზე იფიქრო შენ ჯობია -გაუღიმა სანდრომ და უნივერსიტეტში წაიყვანა აღელვებული მია რომელიც გაოცდა ეზოში შეკრებილი სტუდენტებით რომლებსაც ხელში წითელი ვარდები და ბუშტები ეჭირათ და როგორც კი სანდრომ მია გადაიყვანა მანქანიდან მას შემოეხვივნენ, მია ძალიან დაიბნა და გაუხარდა ასეთი დახვედრა და მილოცვა, მოულოდნელად რომ მოატრიალეს მისი ეტლი დაიბნა და გაოცებული მიაჩერდა სტუდენტებს რომლებიც მას გაეცალნენ და მათ შორის ლაშა მდგომი ლაშაც მარტო დატოვეს, მიას ცრემლები მოეძალა გაოცებისგან და სიხარულისგან, მის ხელში დანახული კოფმა ხომ საერთოდ გააოგნა, ლაშა დიდხანს უყურებდა თავგზააბნეულ გოგონას შორიდან, როცა მიას ცრემლები მოეძალა სწრაფად მიუახლოვდა ვარდების თაიგული კალთაში ჩაუდო, ცხელი ტუჩები საფეთქელზე მიაწება და უთხრა მომღიმარი სახით -დაბადები დღეს გილოცავ -მოულოდნელად მის წინ ცალ მუხლზე დადგა და ყუთი გახსნა, მიამ ვეღარ გაუძლო ამდენ ემოციას და ცრემლები გადმოსცვივდა -ცოლად გამომყვები?-ჰკითხა ლაშა და თვალებში ჩააცქერდა მიას, რომელიც ხმას ვეღარ იღებდა ბესნიერებისგან და მხოლოდ თავი დაიქნია, როცა ლაშამ თითზე ბეჭედი გაუკეთა ხელზე ნაზად აკოცა გაუღიმა და Კოცნის ძახილზე მაშინვე მის ტუჩებს მიაწება ცხელი ტუჩები, მია ისეთი ბედნიერი და დაბნეული იყო ვერაფერს ამბობდა, მოულოდნელად Ლაშამ ხელში აიტაცა მია რომელიც ვერა და ვერ მიეჩვია ამს და შეკივლა, თან ხლიერად შემოაჭდო ხელები მის კისერს, ამ ყველაფერს ხმაური ტაში და სტვენა მოყვა, სანდრომ მანქანის კარი თავად გაᲣღო ლაშამ მანქანაში ჩასვა მია, ეტლი საბარგულში მოათავსეს და აფორიაქებული ლაშა საჭეს რომ მოუჯდა სანდრომ მიას ფანჯარა ჩააწევინა და ღიმილით უთხრა -იცოდე ჭკვიანად -და წასვლის უფლება მისცა. მია ისეთი ბედნიერი და გახარებული იყო რომ ვერც იაზრებდა ბოლომდე მომხდარს, რესტორანში რომ მივიდნენ ცოტა გული დაწყდა რადგან მოცეკვავა წყვილების დანახვამ რაღაცნაირად გული ატკინა -გინდა ვიცეკვოთ?-ლაშა მიხვდა მისი მოწყენის მიზეზს -არა -გაუღიმა მიამ -კი -არა, არ მინდა თან ასე-უთხრა მიამ და ლაშა ეომ წამოდგა ფეხზე ცოტა დაიბნა -მასე არა-ლაშა მიუახლოვდა ხელში აიყვანა და მოცეკვავეთა ცენტრში დადგნენ, წყნარ მუსიკას მშვიდად აყვა და მიაც ბედნიერებისგან ატირებული ჩაეხუტა მას. ლალი ბევრ ეცადა ნიკა გადაერწმუნებინა მაგრამ ვერ შეძლო -უნდა წავიდე, აქ დარჩენა აღარ შემიძლია დედა-აუხრა და ჩემოდანი მანქანაში ჩასდო -სანდრო რამე უთხარი-შეეხვეწა ლალი, სანდრომ დედას ხელი გადახვია და თავზე აკოცა -ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ერთადერთი ანი ვისაც შეუძლია დაარწმუნოს მაგრამ... -ანის თან ყველაფერი მორჩა-გაცოფდა ნიკა -დაივიწყეთ -ჩვენ დავივიწყებთ და შენ?-გაეცინა სანდროს -მეეც -უთხრა ნიკამ და საბარგული ხმაურით დაკეტა -ნიკა დედა გთხოვ -დედა შეეშვი წავიდეს, ასე უფრო დამშვიდდება-კიდევ აკოცა თავზე სანდრომ დედას და საჭეს მიუჯდა -მიყვარხარ დე-ნიკამ დედას აკოცა მარიანაც ჩაკოცნა და სანდროს გვერდზე დაჯდა. ნიკა ისე იყო გაცოფებული რომ სანდრონაეროპორტიდან გამოგდო -წადი შეიძლება მერე ვერ ავიდე თვითმფრინავში -კაი რა-აბუზღუნდა სანდრო-და თუ ვერ ახვალ უკეთესი -წადი წადი თავი დამაებეთ აღარ შემიძლია, შენ მაინც გამიგე რა ძმაო-ფაქტიურად გამოაგდო. მანქანაში რომ ჩასხდნენ მია და ლაშა ცოტახნას უხმოდ იარეს მერე ლაშამ გადააყენა და გააჩერა... -მია მინდა რომ გამომყვე-უთხრა მოულოდნელად და გაოცებული მია ლაშას მიაჩერდა -ლაშა-გაეღიმა მიას -მოგყვები-ბეჭდიანი ხელი აჩვენა -ახლა-თქვა ლაშამ ჩავარდნილი ხმით და მიას ცისფერ სფეროებს გაუშტერა თვალი -ლაშა-მია დაიძაბა და ხმა ჩაუწყდა -გამომყევი -უთხრა სუნთქვა არეულმა და მია რომ გაექცა მის თვალებს ნიკაპზე ხელი მოკდია და სახე ახლოს მიუტანა -შემომხედე გთხოვ-მია თავს მოერია და შეანათა ცისფერი აწყლიანებული სფეროები -გთხოვ გამომყევი, უშენობა უბრალოდ აღარ შემიძლია-უთხრა სევდიანი ხმით -ლაშა მე-მიამ იგრძნო როგორ გაუჩერდა გულისცემა და როგორ შეწყვიტა, სისხლმა ძარღვებში დენა -მია გამომყევი-არ ეშვებოდა ლაშა, სახე უფრო ახლოს მიუტანა ტუჩის კუთხეში აკოცა -ახლა უბრალოდ ვერ გაგიშვებ, არ შემიძლია-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან -გთხოვ გამომყევი-უთხრა და თავი უკან დასწია -კარგი-ძალა მოკრიბა მიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე უთხრა -ესე იგი გამომყვები?-გაუღიმა და შუბლზე აკოცა -გამოგყვები-დაეთანხმა მია -იმიტომ რომ უშენობა მეც აღარ შემიძლია -მიყვარხარ -მეც მიყვარხარ... ძილიან მიყვარხარ-გაუღიმა მიამ და თმებში შეუცურა აკანკალებული ხელი, ლაშამ კი მაშინვე მიაწება ცხელი ტუჩები მის წითელ ტუჩებს. ნიკამ ხელის შეხება იგრძნო მხარზე და გაბრაზებული შეტრიალდა -არ წახვიდე-შეეხვეწა ტირილისგან თვალებდასიებული გოგონა -ანი? -თვალებს ვერ უჯერებდა ნიკა -Გთხოვ არ გაფრინდე ამას ვერ გადავიტან -გიყვარვარ?-ჩაეკითხა ნიკა და მისი სახე ხელებში მოიქცია, ანიმ თავი დაუქნია თან ცრემლები გადმოსცვივდა -დარწმუნები ხარ რომ გინდა დავრჩე? თუ დავრჩები იცოდე აღარ გაგᲘშვებ -Უთხრა ნიკამ არეული ხმით -მინდა რომ დარჩე-შეანათა თაისფერი ცრემლიანი თვალები ბიჭს -ანი გაგიჟებით მიყვარხარ, იცოდე აღარ გაგიშვებ... ვერ გაგიშვებ... თუ აქ დავრეჩები... მართლა თუ გინდა ჩემი დარჩენა იცოდე რომ უარიც რომ მითხრა მაინც აღარ გაგიშვებ -მიყვარხარ და მინდა დარჩე-უთხრა ანიმ და ჩაეხუტა. მანქანაში რომ ჩასხდნენ სანდრომ სარკე ისე გაასწორა რომ უკან მსხდომ ნი დაენახა -ნიკა ახლა რა ვქნათ? -გახედა ძმას, ნიკას ეშმაკურად გაეცინა -შენ რაც გინდა ის-გაუღიმა ძმას და სანდრომაც მაშინვე გეზი სიღნაღისაკენ აიღო -ნიკა -საყვედურით უთხრა ანიმ როცა მიხვდა თბილის გასცდნენ -აღარ გაგიშვებ შანსი არაა-უთხრა ნიკამ და თავზე აკოცა -ჰო მაგრამ... მე-აიბნა ანი და გულზ ეფრო ძლიერად მიიკრო შვილი -აღარ გაგიშვებთ-გაუღიმა ნიკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.