შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო


10-02-2021, 02:34
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 1 508

სკოლის და ზოგადად ბავშვობის პერიოდი, ყველაზე ტკბილი და თბილი მოგონებაა ყველას გონებაში. დღეს მე მოგიყვებით საოცარი დების, საოცარ ისტორიას...უფროსწორად, საოცარი ტყუპი დების, საოცარ ისტორიას.

-ანე! დროზე ადექი, სკოლაში ვაგვიანებთ.
-ლეა, ორი ფეხის ნაბიჯზე გვაქვს სკოლა. რა საჭიროა მამალზე ადრე გაღვიძება?
-სანამ მამალი დაგაფარე სახეზე, დროზე ასწი ერთი ადგილი.
-შენ მე იცი რას მიზამ? ნერვიულობისგან ჩამომაჭკნობ, სისხლს გამითეთრებ და ფსიქიკური აშლილობის ფონზე, ფანჯრიდან ვისკუპებ. მერე სადმე თხრილში გადამაგდებს ვინმე დამთხვეული. იქ ლეშად ვიქცევი. ჩემი ლამაზი სული, ზეცაშიც კი ვერ ავა, სხეულზე რომ არაფერი ვთქვა და ამაში, შენ იქნები ბრალდებული პირი.
-მორჩი?-დოინჯშემორტყმულმა ჰკითა.
-დიახ.
-ახლა ადექი და წავედით. ჰო მართლა, პირველი სართულიდან რას აპირებ, როგორ მაინტერესებს.
ლეა და ანემარი-ტყუპები. ერთმანეთზე უარესები და უსაყვარლესები. 17 წლის არის ორივე და სკოლას წელს ამთავრებენ. გაგიკვირდებათ ალბათ რატომ მიდიან სკოლაში...მათი დამრიგებელი ნელი, კაპასი და ანჩხლია. ყველა გაკვეთილზე დასწრებას მოითხოვს. როგორ გინდა აიტანო ასეთი მასწავლებელი? სუფთა ლუციფერი, მაგრამ რა თქმა უნდა, მახინჯი...
-იცი ლეა, ახალი ვიღაც გადმოდის ჩვენს კლასში.
-ახლა ნახე თებემ როგორ ჩამოიხიოს კალთები.
-თმები ჩამოეხევა, ერთხელაც იქნება. იცი ამას წინად რა გიმეკეთა?
-აბა...
-დაჩის თვალიწინ, წვენი გადამასხა. სულ ავტკბილდი.
-რა გინდა? კარგი უქნია...იქნებ როგორმე სიტკბო შეგერიოს. როდემდე უნდა იყოს შენი სიტყვა გველის ნაკბენზე მწარე?
-ლე, შენს თავზე არ გამოსცადო ეგ კბენა თუ კბეჩა, ასტაროჟნად ბრძანდებოდე.
-ტყუილად რომ არ იმუქრებოდე, უკეთესი იქნებოდა.
-სკოლასთან რომ არ ვიყოთ, გაჩვენებდი...
-რას?-გაეღიმა ლეას.
-რასაც!
-წამო, წამო, თორემ ნელის თავი არ მაქვს.
ავიდნენ მესამე სართულზე და პირდაპირ თავიანთ ადგილას დასხდნენ.
-იმას შეხედე-უთხრა ანემ-ატეხილია უშნოდ, მარტის კატასავით.
-შეეშვი რა, იყოს თავისთვის, ნუ იწვევ ზედმეტად.
-ნახე, ნახე, ჩვენკენ მოდის.
-სუნთქვა დაამშვიდე ანე და არ ეცე პირდაპირ.
-სხვისი საცემია, მე არაფერ შუაში ვარ.
-გეუბნები, გველის შხამზე მწარე ენა გაქვს.
-აი, მოშავდა.
-გოგონებო! როგორ ხართ?
ანე მწველი მზერით ბურღავდა თებეს. უნდოდა აეღო, გაეპო შუაზე და ისე ჩაეგდო ლომის ხახაში, მაგრამ ვაი რომ ჯერ სიცოცხლე უნდოდა. ამის გამო, უთუოდ მოკლავდნენ, ან უკეთეს შემთხვევაში ციხეში ამოლპებოდა.
-კარგად, თებე, შენ როგორ ხარ?-უთხრა ლეამ, როდესაც ანეს სახეზე „მოვკლავ, სულ ერთია“-ამოიკითხა.
-რავი, აი, საოცრად. ახალი გადმოდის და მიხარია. სასტავი გავმრავლდებით.
უეცრად, კარი ხმაურით გაიღო და საკლასო ოთახში, დაჩი შემობრწყინდა.
-აბა, რა ხმაურია ქალბატონებო?-მოავლო თვალი გოგონებს და ანეს სახეს რომ წააწყდა, სულ სხვა ციცმციმი გაუკრთა თვალებში.
-გორილა კაცო, შენღა გვაკლდი-გაკაპასდა ანე.
-დიახ, მე გაკლივარ და ამას როდის უნდა მიხვდე, ძალზედ საინტერესოა-ანესთან ახლოს მიიწია თან ისე ახლოს, რომ ცხელი სუნთქვა, პირდაპირ სახეზე შეაფრქვია.
-იცი რომ დრაკონები არ მიყვარს?
-ვერ გავიგე...
-სახე გასწი და ცხვირ-პირში ნუ მიბერავ სულს.
-ეგ ცხვირი და პირი, ჩემია. ეს იცოდი?
-შემთხვევით, გულიც შენი ხომ არ არის?
-რა თქმა უნდა, უბრალოდ შენ არ აღიარებ ამას.
-მომაცილეთ ეს თვითდაჯერებული უტვინო ციკლოპი, თორემ შემოვარტყი თირკმელებში.
-დაჩი, ნეტავ რას ეხვეწები ამდენს. გოგოები დაილია?-უთხრა თებემ.
დაჩი კი თვალს არ აშორებდა ანეს, მაგრამ პასუხი მაინც დაუბრუნა თებეს:
-ჩემო კარგო, შენი მოკლე ჭკუა ვერ მიხვდება იმას, თუ რაშია მთელი ხიბლი ჩვენი სიყვარულისა.
-შესწორება, დაჩი! ჩვენი არა, შენი სიყვარულია ეგ, შენი.
-დროებით, დროებით...
უეცრად მოსწყდა ადგილს და ლოყაზე ხმაურიანად, მაგრამ ძალიან ნაზად აკოცა. ისე ნაზად, რომ ანეს მუცელში, ელექტრონების უდიდესი ნაკადი, ცუნამივით მოვარდა და ლამის წალეკა. მერე უცბად ადგილს მოსწყდა და დატოვა ჩვენი ანე გახევებული.
-ანემარ, სიყვარულის ცეცხლი აინთო და თამაში დაიწყო.
-ლეა, გინდა გედის სიმღერა გამღერო?
-ეგ მერე, ნელი მოვიდა.
კარგად გამოპრანჭული, საშუალო ასაკის ქალბატონი, ქუსლიანების კაკუნით შევიდა საკლასო ოთახში და უკან მას მოჰყვებოდა ბიჭი, მაგრამ ოჰ, რა ბიჭი...
-ლეაკო, რაღაცა ძალიან ჩამოცხა. დახსენ დარაბები.
-ჩუმად, გოგო, არ გაიგოს.
-გაიგოს!
წამოხტა უეცრად სკამიდან ანე და ხელი დაუქნია. ბიჭმა იმ მხარეს გაიხედა და მზერა გაუშეშდა, როდესაც ლეას მოჰკრა თვალი. ტუჩის კუთხე ძალიან სექსუალურად ჩატეხა და მომაჯადოებელმა ღიმილმა, გაბეები გააპო.
-ვაიმე, ლეაკო, შენ გჭამს მზერით და წარმოიდგინე ისე რას იზამს რომ მოვუშვა, მაგრამ ჯერ რამდენი ტეხასმოტრი უნდა გაიაროს, აზრზე არაა.
-ანე, დაეგდე ადგილზე და გააქვავე ენა. იმას მაინც თებე შეახტება თავზე.
-თებეს ამოვუკერავ სულს სამუდამოდ.
-ნელა, იქეთ არ გაგკეროს.
დაასრულა ნელიმ ახალი თანაკლასელის, დემეტრეს გაცნობა და დაჩის გვერდით დააჯინა.
-ლეაკო, ნახე, იმათ გახედე...ჩვენი სატრფოები და მომავალი ქმარუკები როგორ ჭუკჭუკებენ უკვე.
-რაო? შენ დაჩის ქმარუკა უწოდე?
-ჰო გოგო, რა იყო? სულ კი არ ვიქნები ასეთი მწარე. ოდესმე გატყდება ციხე შიგნიდან და მაშინ დაიწყება არ დავიწყება.
-მაგ დღეს, ნეტავ იცოდე როგორ ველი. თეთრ საქორწილო და ფართხუნა კაბაში როდის გნახავ, ერთი სული მაქვს.
-გოგო, ფართხუნა მაისურს ჩავიცვამ და ისე დაგენახვები. რა საჭიროა ჯერ ქორწილზე ფიქრი. ათასი გეგმა გვაქვს. ჯერ მთავარი ხომ წინ არის.
-რომელი მთავარი?
-ვგონებ, მთავარზე გამოაცხადებენ, რომ გოგონას, რომელიც ტყუპი დის მიერ იქნება აკუწული უმოწყალოდა.
-ანე, რას გულისხმობ?
-ჩვენ დაბადების დღეს, ტუგადუმო არსებავ!-იმხელა დაიყვირა ანემ, მთელი კლასის ყურადღება მიიპყრო-ჰაჰ, პაღდონთ, ხისთავიანებო.
-გოგო!-შეუბღვირა ლეამ.
-ხანდახან მინდა რომ თმით გაფორთხო.
-თუ არ მოკეტავ, ნელი მართლა გვაფორთხებს.
-ფუჰ, ჩამიფუშა ხასიათი.
პირველი გაკვეთილის გამოსვლა, ზარმა ამცნო ბავშვებს.
-ღმერთო, როგორ გაიწელება ახლა ეს ოთხი გაკვეთილი-წუწუნებდა ანე.
ლეა თავისთვის რაღაცას წერდა და ამ დროს ჩაჭყიტა ანემ...
-ოჰო, უკვე იწვი გოგო?
-ჯერ არა, მაგრამ ბევრიც აღარ მიკლია-ნაზად გაიღიმა ლეამ.
-გოგონებო!-შესძახა დაჩიმ.
-შენს მაგივრად, ისევ თებე დამენახა, ჯობდა-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები ანემ.
-დემე, გაიცანი, ეს გველი-ანემარია, ხოლო ის ლეა.
დემეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვინ დააცადა?!
-დაჩი, შენ გველის შხამით ოდესმე თუ მომკვდარხარ?
-ყოველ დღე მკლავს-არ ჩამორჩა დაჩი.
-ჰო და საბოლოო ნოტი გინდა დავუკრა?
-საბოლოო ნოტს, მაშინ დავუკრავთ, როდესაც საკურთხევლის პირთან მდგარი, ჩემი ამბორით სულს ამოგხდი.
-გამაკავეთ, თორემ მართლა ამოვხადე ამას სული და ძალიან მტკივნეულად ვიზამ ყოველივეს, აი, ამ სათლელში არსებული მჭრელი რაღაცით.
-შენ მე ყოველ დღე სულს მხდი შენი სიცივით, მაგრამ ხომ ხედავ, მაინც გიძლებ...
-გეყოთ ახლა!-შეუბღვირა ლეამ-რა პატარა ბავშვებივით იქცევით?
-ესენი სულ ასე არიან-შემოეჭრა თებე-სულ ხოცავენ და ვერ დაუხოცავთ ერთურთი-გაეკრიჭა დემეტრეს ბოლომდე.-მე თებე ვარ. სასიამოვნოა-ხელი გაუწოდა.
-ჩემთვისაც-ხელი შეაგება დემეტრემ.
-დემე, გინდა გაგაცნო აქაურობა?
თვალი ლეასკენ გააპარა დემეტრემ და ურეაქაციო სახის დანახვაზე თებეს უთხრა:
-კარგი, დიდი სიამოვნებით.
თებემ და დემეტრემ, წამებში კარს უკან არსებული სივრცე მოიტოვეს და ხმაურში გაერია ორივე.
-გოგო..!-წარბი დაქაჩა ანემ-როგორ გაუშვი ერთად?
-აბა რა მექნა? კისერზე ჩამოვკიდებოდი და მოდი დემიკო, იცი, მე წაგიყვან და აქაუორობას დაგათვალიერებინებ, თან კოფეც წავწრუპოთ-თქო. ესე მეთქვა?
-აჰა, კი გცდონია, რაც უნდა გეთქვა და რამ დაგამუნჯა შე შეჩვენებულო?
-შეილება მეც რომ ვთქვა?
-ოჰ, როდის აქედან გინდა შენ რამეზე ნებართვა?
-ხმას აღარ ამოვიღებ ვაფშე...
-არა, თქვი, დაჩი.
-ვიტყოდი, მაგრამ ეს სულ მე მკბენს, ლეა.
-მიდი, მე გისმენ.
-არ ვიცი, მაგრამ კაცური ინტუიცია მკარნახობს, რომ შენ და დემეს შორის ქიმია არის, რომელიც იწყება და არ უნდა შეუშალო ხელი.
ანე ჩაფიქარებული უყურებდა და უთხრა:
-ბიჭო, შენ როდის აქედან აზროვნებ ასე?
-სულ, ანე, მაგრამ შენ მე არასდროს მაქცევ ყურადღებას. მეტიც, არც კი მისმენ, თორემ აქამდე ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა-ადგა დემე და ნელი ნაბიჯებით დატოვა საკლასო ოთახი.
ანეს რაღაცა ჩასწყდა გულში. თითქოს ხვდებოდა, რომ ეს იდიოტი ბიჭი, მის სულსა და გულს მთლიანად აფორიაქებდა. არ უნდოდა, მაგრამ მაინც ისე გამოსდიოდა, რომ სულ მას კბენდა და სისხლს უშრობდა. განა თავად არ გრძნობდა, რომ დაჩის უყვარდა, მაგრამ არ აღიარებდა...ან უბრალოდ ეშინოდა. არ იცოდა. სიყვარული ხომ ამოუცნობელი გრძნობაა, რომელიც თავს გვატყდება მოულოდნელად და აღარ გვეშვება. ვერც კი მიხვდა გოგონა, თუ როგორ შემოიჭრა ეს გრძნობა მის გულში. ახლა კი რა ხდება? არ აძლევს საკუთარ თავს ნებას, რომ უყვარდეს...მაგრამ საკითხავია, როდემდე გაძლებს ასე...
-ანეკო...
ფიქრებიდან გამოერკვა ლეას ხმაზე.
-ჰოუ...
-გიყვარს. ამას ვხედავ. შენც იცი და რატომ?
-რა რატომ?
-რატომ ცდილობ, რომ სულ თავიდან მოიშორო?
-არ ვიცი. მეშინია.
-რისი?-გაეღიმა ლეას.
-რომ არ ვუყვარვარ ისე, როგორც საჭიროა.
-არა მგონია. ეგრე რომ იყოს, ამდენი წელი სულ შენზე არ იქნებოდა გადაკიდებული. არ იცოდე მაინც რა გოგოები მოძრაობენ მის გარშემო. ბიჭი რომ ვიყო, იმათი შემხედვარე, არც კი გამოგხედავდი შენ!
-გოგო! შენ ჩემი და ხარ თუ მტერი?
-ხან როგორ და ხან როგორ...-ეშმაკურად გაეკრიჭა.
-ხან მიწაში ჩადება და ხან ამოდება, იცი როგორია?
-კი, შენს ხელში ყველაფერ წმინდას ვეზიარე უკვე.
-მართალია...-გადაიხარხარა ანემ-წამო, გავიდეთ რა დერეფანში. მოვკვდი აქ ყოფნით.
გავიდნენ და რას ხედავენ...სკოლის ყველა გოგო, დემეტრეს ეტორღიალება. ლეას ზოგადად გული ერეოდა ხოლმე მსგავს ქცევებზე, ანეს კიდევ წითელი ენთებოდა ხოლმე და უნდოდა იქვე მიეწყო ყველა, მაგრამ ისევ ეს კდემამოსილება...როგორ ვერ იტანდა რომ გოგო იყო. დიდი სიამოვნებით მიუგრევდა ყბებს სათითაოდ ყველა იქ მყოფ ძუ*ნას.
-ლეა, გთხოვ, ერთხელ მოვუქნევ ყველას და ვუტირებ ყოფას. გევედრები...
-ანე, არა-მკაცრად უთხრა.
-ერთხელ...აი, სულ ცოტათი ჩავათხლიშავ და ლავიწებს ამოვუგდებ.
-არა-მეთქი..!-ლეასაც უნდოდა რომ ზუსტად იმავე გაეკეთებინა, რასაც ანე ეუბნებოდა, მაგრამ ყველას დასანახად არაფერს იზამდა.
-უხ, მაგათი...-შეუკურთხა ანემ. ფანჯარასთან მივიდნენ და ანე, ზედ შემოსკუპდა.
-გოგო, ჩამოდი. არ ჩამოვარდე.
-მოგცლია ერთი. აქედან ვზვერავ ყველა დაცენტრილს.
მართლაც უყურა ერთ ხანს ანემ დაჩის და დემეს როგორ ეკურკურებოდნენ ის ქაჯები. ნერვები მოეშალა და ჩამოხტა ფანჯრიდან. ამ დროს რა მოხდა...
-ვაიმე, მომემტვრა ფეხები-დაიკივლა ანემ. ვიღაცა მუტრუკმა, სწორედ მაშინ გადაუშლგინა ფეხებზე და ლამის იქვე განუტევა სული, ისე ეტკინა-მოშავდი აქ! სად მირბიხარ?
-აუ, გამიშვი რა, გთხოვ...ძალით არ მინდოდა.
-ანე, ცოდოა. გაუშვი-უთხრა ლეამ.
-ჩქარა, ბოდიში მომიხადე, თორემ გათრიე მთელი დერეფანი ასე ქინჩოშიმოკიდებულმა.
-არაფერი დამიშავებია...რას მერჩი?
-როგორ არა...-ბრაზისგან აენთო-ლამის დამტოვე ხეიბარი და ეგ არის. მერე უშვილოც დავრჩებოდი, სავარაუდოდ და რა უნდა მექნა? ვერ გავმრავლებულიყავი?
-უშვილობა რა შუაშია?-ტკივილისგან გამწარებული ბავშვი, ტირილის პიკზე იყო უკვე.
-ამდენის თავი თუ გაქვს, ბოდიში მომიხადე და გაგიშვებ!
-ბოდიში-უკვე ტირილით უთხრა.
-მითხარი, რომ მეორედ აღარ იზამ.
-მეორედ აღარ ვიზამ-ისევ ამოიზლუქუნა.
-ახლა შეგიძლია წახვიდე...
ისე გაიქცა ის საწყალი ბავშვი, უკან არც მოუხედავს.
-როდის უნდა დაქალდე?
-თებე, ბოდიში რომ შენსავით ვერ ამოვაწყვე ჩემი დიდებები და ვერ დავაფარე ხალხს.
-გაუზრდელი ხარ!-ცხვირი აიბზუა თებემ.
-შენ რაც ხარ, იმის თქმისგან თავს შევიკავებ...
-ანე, წავედით...
-ჰო, მოვდივარ ლეა.
-ძალიან მაწუხებს ერთი კითხვა.
-გისმენ-გაეკრიჭა ანე.
-როდის უნდა დასერიოზულდე?
-რა მარტივი კითხვაა...რა თქმა უნდა, არასდროს-დამარცვლით უპასუხა.
-დიადო მაჯლაჯუნა, ოღონდ შენ გადამარჩინე და მეტი არაფერი არ მინდა.
-გოგო, დასერიოუზულებაზე შენ რას მეუბნები, როცა დიად მაჯლაჯუნას სთხოვ ჩემს შველას...
ცოტა ხანს უყურეს ერთმანეთს და ბოლოს იმხელაზე აკისკისდნენ, მთელმა სკოლამ დაიწყო ზანზარი. ბოლო გაკვეთილი რჩებოდა და ქართული ჰქონდათ. კლასში კი რუსულის მასწავლებელი გამოეცხადათ.
-მასწ, რუსულს ვსწავლობთ ისევ და არ ვიცით?
-არა, ანე, ქართულის მასწავლებელს ღია გაკვეთილი ჰქონდა და მე გამომიშვა. თავისუფალი ვიყავი.
-ისე, ამ გახსენებაზე, ცხოვრებისეულად კიდევ თავისუფალი ხართ?
-ოხ, ანე, ანე-პროთეზებში ჩაიცინა ქალბატონმა სვეტლანამ-ისევ ეგრე ვარ. რას ვიზამ...
-ვატყობ, სვეტლანა დავიდოვნას ბედის გაზიარება სურს ვიღაცას..-გვერიდან წაკბინა დაჩიმ.
-ვიღაცას მოსწყინდა რომ მშვიდ გარემოში უწევს ყოფნა?
-შესაძლოა. მხოლოდ მაგ დროს მეკონტაქტები. სხვა შემთხვევაში, ისე მექცევი, თითქოს არც ვარსებობ.
-როგორ დამღალე, დაჩი.
-სანამ ასე მოქცევას განაგრძობ, სულ დაიღლები.
-შენ რატომ არ იღლები?-უკვე მართლა ღონემიხდილმა ჰკითხა ანემ. მართლა დაიღალა ამდენი კამათით.
-ანე, ეს ასეთი რთული მისახვედრია? მიყვარხარ და სწორედ ეგ არის მიზეზი, რომ არ ვიღლები.
რაღაცის თქმა უნდოდა გოგონას, მაგრამ ქალბატონმა სვეტლანამ დაასწრო:
-ჩემო ბავშვებო, იცოდით ასეთი რამე, რომ ვისაც ყველაზე მეტად ეჩხუბები, ის გიყვარს სიცოცხლეზე მეტადო?!
ანე არც ახლა გატყდა და უპასუხა:
-მასწ, გინდა მითხრათ რომ ის ცინგლიანი თებე მიყვარს ყველაზე მეტად? მეტი მაგას არ ეტკინოს არაფერი, რამდენი კი ეგ შემიყვარდეს.
დაჩის ნერვები მოეშალა და ხმაურიანად დატოვა ოთახი.
-ყოჩაღ, ანე!-უთხრა ლეამ და ისიც დაჩის გაჰყვა...
ანეს მთელი გაკვეთილი ხმა არ ამოუღია. იჯდა თავისთვის და ფიქრობდა...
-ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი-სკვერში შევიდა ლეა და გვერდით მიუჯდა დაჩის.
-მოხვედი, ლეაკო...
-ნუ ეწევი-ხელიდან გამოსტაცა სიგარეტი.
-ეს მიწყნარებს ხოლმე ნერვებს.
-სულ ტყუილად ფიქრობ ეგრე. მისმინე, ხომ იცი რომ ანე ჯიუტია?
-ვიცი, მაგრამ ოდესმე მაინც რომ მითხრას რამე თბილი, მოკვდება?
-მოკვდება-გაიღიმა ლეამ და მაღლა აიხედა-დაჩი, ის ვერ გამოხატავს სიყვარულს, თორემ განა არ უყვარხარ...უყვარხარ, მაგრამ უნდა რომ იყოს ისეთი უკარება და რა ქნა?
-ვიცი, ლეაკო, მაგრამ ზოგჯერ რომ გამიწიოს ანგარიში, ქვეყანა არ დაიქცევა. გამიტყდა ისე რომ თქვა.
-იქნებ მოვიფიქროთ რამე...
-რა?
-მე მაქვს იდეა-უეცრად დემეტრე გამოჩნდა.
-შენ აქ საიდან?-გაუკვირდა ლეას, რადგან ეს სკვერი, მხოლოდ მისი, ანესი და დაჩის იყო...ისინი მოდიოდნენ ხოლმე აქ, როდესაც ყველას გაურბოდნენ.
-შენს დაყრილ ხახვის ფურცლებს გამოვყევი-ისეთი ღიმილი შეანათა, რომ ლამის დადნა ლეა ღორი ქონივითა.
-კარგი და რა იდეა გაქვს?
-სვანეთი!
-რაო?-სახე გაუნათდა ორივეს.
-დიახ. ამ კვირის ბოლოს, მივდივარ და დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებდით თქვენ სამს...
-მაგარი აზრია, არა ლეაკო?
-ჰო, ალბათ, არ ვიცი.
-ე, კარგი რა...როგორ არ იცი? იცი! იქნებ იქ მაინც მოვარჯულო ის სატანა.
-ვეტყვი მაშინ ანესაც.
-მე მას უკვე ვუთხარი ამის შესახებ.
-როდის მოასწარი?
-შუსტრი ვარ-თვალინ ჩაუკრა ძალიან საყვარლად.
-ოი, რაღაც ძალიან კარგი სუნი მოდის, არა?
-რა სუნი დაჩი?-გაიკვირვა ლეამ.
-სიყვარულის-დემემ და დაჩიმ ერთდროულად წამოიყვირეს და ლამის გული გაუხეთქეს გოგონას.
-სულელებო! ასე აღარ იღრიალოთ, თორემ რაღაცს ჩაგარტყამთ.
-გამკეთებელია, ძმაო. გაწონასწორებული და მშვიდია, მარა თუ აფეთქდა, დამიჯერე აპოკალიფსი სანატრელი გაგვიხდება.
-უჰ, თქვენს მოსმენას აღარ ვაპირებ. წავედი-მოხდენილად შეარხია ტანი და გაუჩინარდა ცოტა ხანში.
-ბატონო დემური-მიხვდა დაჩი, რაც ხდებოდა-თვალებით ნუ ჭამ და სულ მის ხსენებაში ნუ ხარ, თვალი არ ეცეს გოგოს.
-რა? სულ მას როდის ვახსენებ?
-გონებაში რამდენჯერ ახსენე, ჩვენს ახლადდაწყილ ძმობას გაფიცებ.
-რა წყილ?-წარბი აზიდა მაღლა.
-დაწყილ, შე*ემა, რა გჭირს?
-დაწყილი რა ჯანდაბაა?
-აუ, აზრზე არა ხარ. კაი, მერე გასწავლით ჩვენს ლექსიკონს და ეგ დაწყებულს ნიშნავს.
-სანამ მეტყვი რამეს, მანამდე ამიხსენი ხოლმე, და*ირებული სიფათით რომ არ ვიარო.
-კაი, რაზეა ბაზარი.
დღეები საშინლად გაიწელა. ყოველდღიურობა, უკვე ყელში იყო ამოსული. ანეს და დაჩის ჩხუბი, ხანდახან ომშიც გადადიოდა ხოლმე და მთელ ოთახში, სულ წიგნები და რვეულები შლიდნენ ფრთებს. ლეა ვეღარ უძლებდა მათ ჩხუბს და ყოველთვის სკვერში მიდიოდა. ეს, რა თქმა უნდა, დემეს არ გამორჩენია შეუმჩნეველი და აქაო და ვითომ შემთხვევით მიდიოდა ხოლმე ისიც იმ ადგილას. მერე საუბრობდნენ საათობით ბევრ საინტერესო და ბევრ უინტერესო თემაზეც კი. ამის შემდეგ, მათ მყუდროებას დაჩის და ანეს კივილი არღვევდა და ასე, სიამტკბილობაში, პარასკევიც მოვიდა. ბავშვები სკოლიდან ადრე წავიდნენ. დათქვეს, რომ მეორე დილით, ხუთ საათზე შეიკრიბებოდნენ, რათა ჩასვლაც მოესწროთ, დაბინავებაც, დასვენებაც და საღამოს გასეირნებაც.

შაბათს, დილის ხუთ საათზე, მხოლოდ ერთი მანქანა მიდიოდა მდორედ და აუჩქარებლად. უკან იტოვებდნენ ხმაურიან თბილისს. კარგა ხანს იარეს. გზა გრძელი იყო, მაგრამ სასიამოვნოდ სავლელი. გოგონები უკან ისხდნენ და ერთმანეთზე თავჩამოდებულებს ჩასძინებოდათ.
-ბიჭო, დემე...
-გისმენ.
-როგორ გგონია, მივიტანთ ამ ორამდე ჩვენს გრძნობებს?-სარკეში გახედა მათ.
-დაჩი, უნდა მივიტანოთ, ძმაო, სხვა გზა არ არის. ისე ვარ უკვე, რომ ლეას გარეშე არ ვიცი, მგონი სასუნთქი გზებიც მეკეტება.
-ეჰ, შენ ახლა ხარ ეგრე და აბა მე მკითხე. ამ ალქაჯმა, თმა გამითეთრა, ბიჭო. სისხლიც მიმითეთრა ლამის.
-ღმერთმა გაძლება მოგცეს-გაიცინა დემემ.
-დამაცადოს...არ იცის, რომ ცეცხლი აინთო.
-და თამაშიც დაიწყო-ახლა უკვე ორივემ გახედა მძინარე გოგონებს. ერთი გაუღიმეს ერთმანეთს და გზაზე ყურება განაგრძეს.

ოჰ, რომ იცოდნენ რა ელით...ბედი ისეთი ვერაგი ვინმეა, რას მოგიმზადებს, მიდი და არკვიე...

-ჰაიდა, მძინარე ეშმაკებო! აეყარენით ზეზე!-დასჭექა დაჩიმ, როდესაც უკვე მიაღწიეს სოფლამდე.
-ამას გავგლეჯ-წივილით გადმოვიდა ანე მანქანიდან-გული გამისკდა, შე ამოსაწყვეტო.
ლეა ზანტად გადმოვიდა და ირგვლივ თვალი მოავლო მიდამოს. იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ვიღაცა უკნიდან, მაგრამ არ განძრეულა. სურნელი იგრძნო...ცივი, მაგრამ ამავე დროს თბილი და სიამოვნებისგან თვალები მიელულა...ეს ის მომენტია, რომელსაც ყოველთვის ნატრობდა. საყვარელი ადამიანის სიახლოვე, სურნელი, მშვიდი სუნთქვა და ყველაფერ ამისგან გამოწვეული სულისა და გულის წრიაპი...
-მოგწონს?
-ძალიან-მეტს ვერც მოაბა თავი, საწყალმა გოგომ.
-დემე-უეცრად მოვარდა ქაჯი-ეს რა ადგილია?
-უშგულის დასახლება, სოფელი ჩაჟაში.
-რაშიო?
-ჩაჟაში-გადაიხარხარა დემემ.-ჩაჟაში, სვანურად ცხენების სადგომს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, თამარ მეფერ, როდესაც უშგულში ამოდიოდა, ცხენებს აქ აჩერებდა ხოლმე. სწორედ აქედან მოდის სოფლის სახელწოდებაც.
-ვა, თამრიკო ნახე? კაი ადგილია კი არის.
-ანე...
-გისმენ, დაჩრევან-თან თვალებს არ აცილებდა მთებს.
-მოდი, აქ გადმოვცხოვრდეთ, ცოლად რომ მოგიყვან.
ანემ ისე დაახველა, ლამის მთელი შიგნეულობა ამოუვარდა.
-რაო? მომესმა, ჰო?
-ვფიქრობ, რომ არა.
-ლეაკო, შენ გაჩუმდი! დარჩიბალდ, შენ საერთოდ ხმა არ ამოიღო. არა, არც კი ისუნთქო. ჩემი ჰაერით რომ სუნთქავ, ნერვები მეშლება.
-იწიკვინე, პატარა ქალბატონო, იწიკვინე. როდემდე გაგრძელდება, საინტერესო კი არის.
ამაზე, რა თქმა უნდა ანემ აიკრიბა და სანამ სახლში მივიდოდნენ, ორ წუთში იმდენი სალანძღავი სიტყვა ისროლეს, კაცს რომ არ დაგესიზმრება ერთად. შეაღწიეს სახლში. დაბინავდნენ და საღამოს ისევ შეიკრიბნენ.
-წამო, სადმე გავიდეთ რა...-დივანზე დახტა ანე.
-გავიდეთ. აქვე, ახლოს, ბაბუა ბეშგენთან...სასიამოვნო კაცია ძალიან და ბევრ საინტერესო ამბავსაც მოგვითხრობს. რას იტყვით?
-აუ, ძალიან კარგია.
-ოღონდ თბილად ჩაიცვით. საღამოს აქ ძალიან ცივა.
დიდი დრო არ დასჭირვებიათ ბეშგენ ბაბუსთან მისასვლელად. პირდაპირ შეაჭრა ოთხივემ და დემემ შორიდან დაუყვირა:
-ხოჩა ნებოზ(საღამო მშვიდობისა), ბაბა ბეშგენ.
-ხოჩა ნებოზ. რომელი ხარ ბაბუა?
-მე ვარ, დემეტრე დოლელიანი.
-მობრძანდით, ბაბუა, მობრძანდით.
-მაგვარდ ხარიდ(როგორ ხართ)?
-სგაი იმჟიდ ხარიდ(თქვენ როგორ ხართ)?
-ხოჩამ ხვარიდ, ხოჩამ ხვარიდ(კარგად ვარ).
სანამ ერთმანეთს კითხულობდნენ დემეტრე და ბეშგენ ბაბუა, სამივე, ხან ერთს გახედავდა, ხან მეორეს. ბოლოს ანემ თქვა:
-მიწა კი გამისკდეს, თუ რამე გამეგოს.
-ანე, შენ კი არა, მეც გამისკდეს ზუსტად მაგ მიზეზით-თვალს არ აშორებდა მოსაუბრეებს დაჩი.
-დაიცათ, მეც მოგყვებით. ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ვენაცვალე სულის კოკროჭინებში.
-ოჰ, შენ დემეტრეს რატო არ ენაცვალები, გენაცვა.
სანამ ლეა რამეს იტყოდა, დაჩიმ დაასწრო:
-ეს კი ენაცვალება დემეს, მაგრამ შენ როდის გინდა რომ მენაცვალო?-გახედა ცერად და გაუღიმა ისე, რომ ლამის ჩაადნა ანე ხელებში.
-დაჩი, ხელის ზურგი არ გაფეთო ახლა. ნეტავ როდის მოისაზრებს ბატონი სიძე, რომ ჩვენც აქ ვართ? მართალია, ვერასდროს.
როგორც კარგ, ჯანიან მუტანტ კაცს შეშვენის, ისე ჩაახველა და დემეტრემ მხოლოდ ახლა გამოიხედა მათკენ.
-მართლა, გაიცანით, ესენი ჩემი მეგობრები არიან. ანე, დაჩი და ლეა-იმხელა სითბო ჩადო ლეას სახელში, რომ ბეშგენ ბაბუას, ეს არ გამორჩენია.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო კარგებო. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-ჩვენთვისა-ერთხმად შემოსძახეს.
-ბაბუ, თქვენი ისტორიების მოსასმენად შევიკრიბეთ საზოგაოება-გაუღიმა დემემ.
-მოგენატრა, ბაბუ?
-რა თქმა უნდა.
-კარგი, მიგდეთ ყური. არსებობს მითი, ქამმერდეს შესახებ. ქამმერდე იყო ტყის კაცი. იგი ბნელ და უდაბურ ადგილას ცხოვრობდა. ადამიანს რომ არ დაედგომებოდა, ისეთ ადგილას. ხალხს ყოველთვის შიშის ზარს სცემდა მისი ამბავი. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ქამმერდე, მხოლოდ იმ ადამიანებთან მიდის, ვისაც სული ცოდვებით აქვს დამძიმებული. კიდევ იცით რა არის?
პასუხის მოლოდინში, ოთხივე გაირინდა...
-ეს მითი, სულაც არ არის მითი. შესაძლოა, ის მართლაც რეალური იყოს და დრო და დრო, ადამიანებს სხვადასხვა სახით ევლინება. ერთი-ერთი ამბის თანახმად, ერთ კაცს გამოეცხადა ქამმერდე და მას შეეხო. ალბათ ძალიან ბევრი ცოდვა ჰქონდა. თურმე, როდესაც სახლში მისულა, სულ სისხლით ყოფილა მოსვრილი. მივიდა თუ არა, მაშინვე ძირს დაეცა. მერე ეს კაცი თავად ყვებოდა, რომ როდესაც ქამმერდემ ხელი ჩასჭიდა, უთხრა: „ შენ, დღისით გამოსაჩენი პირი არ გაქვსო“.
სხეული, ლარივით დაეჭიმათ გოგონებს.
-ბუშების სასაფლაოზე თუ გსმენიათ რაიმე?
სამივემ თავი გაუქნია, დემეტრე კი დინჯად შესცქეროდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისტორია ზეპირად იცოდა, მაინც მიმოდიოდა მასში მოსმენილის შედეგად გაყინული სისხლი.
-ერთხელ ასეთი რამ მოხდა...იმ ადგილას, სადაც სასაფლაოა შემოსაზღვრული, თურმე ერთი კაცი სამარხისგან მოშორებით მიწას თხრიდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს ადგილი, ბუშების სასაფლაო იყო. ამოთხრილ მიწას, ძვლები ამოჰყვა, რომელთა სიდედემ, ყველა გააოცა. ეს ამბავი ცხადყოფს, რომ ბუშები ვეებერთელა ტანისანი იყვნენ. ადგილობრივების ცნობით, ბუშები დაწინაურებულ კასტას წარმოადგენდნენ. ადრეულ საუკუნეებში აიღეს ხალხზე მმართველობის სადავეები. მერე, თითქოს ხალხმა ვეღარ გაუძლო მათ მედიდურ დამოკიდებულებას და ერთიანად გაწყვიტეს ისინი აჯანყების შედეგად. არსებობს კიდევ ის მითიც, რომ თითქოს აფრასიძეების გვარს ეკუთვნის მათი სიკვდილის ამბავი. თურმე, აფრასიძეებს სურდათ რომ სოფელი ეცერი დაემორჩილებინათ. ამის გამო, ჩუმად დაესხნენ თავს ბუშებს და ყველას სიცოცხლე იმსხვერპლეს. უნდა აღინიშნოს, რომ შესანიშნავი ხუროთმოძღვრები იყვნენ ბუშები. მათი კოშკები, ახლაც შემორჩა დროს...აბა, გსურთ კიდევ მოისმინოთ მითებები?
-არა-ერთხმად წამოიძახეს-დღეს დაძინება გვქონდა გეგმაში.
-მაშ, სხვა დროს იყოს-თბილად გაუღიმა ბავშვებს და დაემშვიდობა მათ.

-აბა, როგორ მოგეწონათ?-მიუბრუნდა დემეტრე მათ.
-დემეტრიონ, ბიჭო, ესეთი ამბები აღარ მომასმენინო, თორემ ჩემ დას არ გაგატან.
-ანე!-ერთი კარგად უჩქმიტა ლეამ.
-აუ, მეტკინა.
-უარესად გეტკინება, თუ არ გაჩუმდები.
-უიმე, ხანდახან რა უნაირო ხარ-წინ გაიჭრა ქალბატონი. რა თქმა უნდა დაჩიც მას გაჰყვა.
-ლეა, ხომ არ გავისეირნოთ?
-არა, დემეტრე. მირჩევნია წავიდეთ და დავიძინო.
-სულ ცოტა ხანს...ჩემი ხათრით-უკვე ძალიან ახლოს იყო დემეტრე და როგორ გინდა, რომ თავი მოთოკო, როდესაც ასეთი საოცარი არსება წინ დგას და გიყურებს ისე, როგორც მშიერი ავაზა უყურებს შველს.
-სულ, სულ ცოტა ხნით.
-როგორც თქვენ იტყვით, ქალბატონო. აქეთ მობრძანდით-ერთ პატარა გორაზე ავიდნენ. ხელის გულზე, მთელი სვანეთის გადაიშალა. ულამაზესი იყო დიდრონი მთები თეთრი ხალიჩით დაფარული. საოცარ ჰარმონიას ქმნიდა სიმწვანე მდელოებისა და სითეთრე ბუმბერაზი მთებისა. რაღაც ჯადოსნურ სამყაროში გადაგისროდა, თან ისე, რომ უკან დაბრუნებას არავინ ინატრება. უბრალოდ უნდა დამჯდარიყავი და გეყურებინა ამ სანახაობისთვის.

გაინტერესებთ რა ხდება ამ დროს კაპასებთან?
-ოხ, როგორ მიშლის ხანდახან ეს გოგო ნერვებს-კარი შეაღო სულ ჩხუბით ანემ.
-როგორ გიშლის აბას...
-აი, ძალიან, ძალიან. ხანდახან მინდება რომ ვაფორთხო იმ დალალებით, მაგრამ რა ვქნა, კეთილი გული მაქვს.
-შენ გაქვს კეთილი გული?
რატომღაც ძალიან ახლოს მოესმა ანეს ხმა. უკან მიტრიალება და დაჩისთან ცხვირით შეხეთქება, ერთი იყო.
-ვაიმე, რეგვენო. ნუ უყურებ ამ ბრაზილიურებს. რამდენჯერ გითხრა? არ გამოგდის ეს რომანწიკები.
-შენ რამეს მაცდი? ქაჯი ხარ სუფთა. ამ დროს ნელა და ნაზად უნდა შემოტრიალდე, დაფეთებული თაგვივით კი არა.
-რა ვქნა თუ ნასახი არ გაქვს რომანწიკულობის?
-ანუ რომანწიკა გინდა?
-დიახ, მინდა. ვის არ უნდა? მინდა, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულმა პრინცმა, შორს უსასრულობაში გამაქროლოს და იქედან არც დამაბრუნოს. მინდა, რომ ყოველ დღე ვგრძნობდე მისგან მომავალ სიყვარულს და ტუჩებს, ჩემს მფეთქავ არტერიაზე. მინდა, გესმის? არა, უბრალოდ კი არ მინდა, სიგიჟემდე მინდა, რომ თვალის გახელის მომენტში და საერთოდ ყველგან, მას ვხედავდე...შენ გხედავდე, იდიოტო მუტრუკო.
დაჩიმ პირველად შენიშნა ანეს თვალებში ჩაღვრილი სითბო. პირველად უმზერდა ანე ისე, როგორც ნამდვილ შეყვარებულ ადამიანს შეშვენის. რა ქნა, არ იკითხავთ?
-ვაიმე, იდიოტო. რას აკეთებ? დამსვი. გუდა კი არ ვარ რომ ამიღე და მიგყავარ.
-ანემარ, შენ ჩემი ხარ.
-რაო?
-უსასრულობა გველის...
მოისვა საყვარელი ქალი უკან და გაქუსლა შორს, თავის ბედაურთან ერთად. მართლაც უსასრულობაში...

სახლში დაბრუნებულ ლეას და დემეს, აღარ დახვდნენ გვრიტები...
-სად არიან?-გაოცებულმა მოავლო მზერა სახლს.
-იქ, სადაც სიყვარული ყვავის, ჩემო ლეაკო...-მიუახლოვდა და მთელი გრძნობით, სიყვარულითა და მგზნაბარე კოცნით, სული და გული მიისაკუთრა..!


როგორც ყოველთვის, საბოლოო აკორდი თქვენზეა...))) ისევ ფანტაზიები. იმედი მაქვს, საინტერესო და საყვარელი ისტორია გამოვიდა. მათბობს, რაღაცნაირად.
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი…))



№1  offline წევრი Chocolate from White Hell

რია როსი
აააეეხხლაააა მეეეე ფეხებს გავფშიკაააააავვვვვვვვვვ(ბეეეეეეეეეევრი გადაბჟირებული,და ამდენივე ყვითელი გული)

ღმერთო გადმომხედე...ამომასუნთქე,და გადმომიგდე ნაყინი,რო ფეხით არ ჩავაკითხო ამასსსს❤️❤️

ვააიმე ჩემი სულის მარჯვენა ნაწილოოოო❤️❤️❤️❤️
ჩემი დებილი დაჩიკუუუ❤️❤️(მე თუ რეალში ეს უბედური არ მოვძებნო,და არ გავუტრაკო ცხოვრებისეულად ანმე არ ვიყო)
ჩემი შტერუკა ტყუპიიი❤️❤️
ჩემი გადასაბნელებელი სიძიკუნიააა❤️(ეს სიცილის სმაილები ყველგან იგულისხმე)
ვუაიმეეე დიადო
მაჯლაჯუნააავვვ....ვიცოდი რა სტატუსითაც ვიქნებოდით❤️(მე ხო მაგარი ვარ ზოგადად)
ჩემი სულელი პარალელიც კი ეგდო აქ,თავისი ტრაქტორული გადავლიიიით(იიიისევ სიცილი)
ჩემი რუსულის მასწი და თავისი “ლოჯიკური” დასკვნები და-ნელიც კი ღმერთოოოოოო(ბეევრი სიცილი)
ხო გითხარი, ბოლომდე ვიგრძენი ანე და თებეს თრევა მინდა ფილტვებითთქო?(ისევ სიცილი და სულ ნუ დამაწერინებ)

ნერვები ხო არ შემრჩა გრამი,ვაფშე დამაგდო დღეს ბეჭებზე ამ ლოდინმა..მარა რო ღირდა რა ჩემი ფეხები ვქნაააა??????

შენ ,მზე ხარ და მე მთვარე❤️(ნუ ახლა,ჩუ იცოდე(ბევრი სიცილი) სუსი,მთვარეზე
პრეტენზია არ გამომითქვა)
ახლა იქეთ მელოდე,მოვდივარ რევოლუცია :დდდდდდდდდდ

პ.ს ახალი მინდა მე..
სასწრაფოდ,დაუყოვნებკად,ზედმეტი ნერვების თხრის გარეშე,ბევრი ტრაკობებით❤️
მიყვარხარ ძალიან ძალიან❤️
ამაზე ძალაიანც და ვაფშე,ბევრს ნუ მატლიკინებ...ვჩერდები :დდდდდდდ

ააააიიიიი, რა ჯანდაბა გიპასუხო ახლაააა მეეე???????? ვგიჟდები შენზე, ტყუპს......ნუ, სიტყვები გამომელია ეს ოხერი. ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია, რომ ესე ძალიან მოგეწონა:დდდდდდდ არ ველოდი, მართლა....თვალებიც დაგიჭუტავს ხარვეზებზე:დდდდდ ვაიმეჰ:დდდდ ემოციებში ვააარ:დდდ დიადო მაჯლაჯუნავ, ნეტავ დამაწყნარო:დდდდდდდ სულში, გულში და ყველგან ხაააარრ.....და ჰოო:დდდდ ახალს მომავალში ელოდე:დდდდ ემოციები უნდა გავაგდო ჯერ:დდდდდ ააალლლაავვუუუუუუუ heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი ფიონა

მოკლედ დაწყილადა ჰე რა უშობი ახა. :-D
ვილაპარაკო ახლა რამომეწონა და რა არაა? ნწ ძაანბევრი ლაქლაქი გამომივა ხოდა" სტოპ"
ისე გაგრძელება არ უნდა ამას ჩაგვახუტე ამათი ბავშვები♥️

აუ მაშ მაცინე ტყუპ ტყუპები თუ ეყოლათ დდდდდდ... ვიხევი სიცილით.. დდდ(არ დაიჯერო იუმორი შორსაა ჩემგან) დდ

ისე კი ვიცინე. რაღაცა გამახსენდა იცი რას გავდა ეს ისტორია? რომელიღაცა კანფეტია ენაზე დაიდებ თუ ჩაიყრი და უცებ შუშხუნებს და მერე ფაფუ აღარაა.. ეგრე დაიწყო და გაიარა.. (კომპლიმენტი იყო)..
ხოდა როგორც ვთქვი ვილაქლაქებთქო და აღარ შეგაწყენ თავს...
პ. ს მოხიბლული ვარ დაჩით... დდდ

 


№3  offline წევრი Chocolate from White Hell

ფიონა
მოკლედ დაწყილადა ჰე რა უშობი ახა. :-D
ვილაპარაკო ახლა რამომეწონა და რა არაა? ნწ ძაანბევრი ლაქლაქი გამომივა ხოდა" სტოპ"
ისე გაგრძელება არ უნდა ამას ჩაგვახუტე ამათი ბავშვები♥️

აუ მაშ მაცინე ტყუპ ტყუპები თუ ეყოლათ დდდდდდ... ვიხევი სიცილით.. დდდ(არ დაიჯერო იუმორი შორსაა ჩემგან) დდ

ისე კი ვიცინე. რაღაცა გამახსენდა იცი რას გავდა ეს ისტორია? რომელიღაცა კანფეტია ენაზე დაიდებ თუ ჩაიყრი და უცებ შუშხუნებს და მერე ფაფუ აღარაა.. ეგრე დაიწყო და გაიარა.. (კომპლიმენტი იყო)..
ხოდა როგორც ვთქვი ვილაქლაქებთქო და აღარ შეგაწყენ თავს...
პ. ს მოხიბლული ვარ დაჩით... დდდ

ვაიჰ:დდდდდ როგორი დადებითი ხარ...გაგრძელება, ისე აღარ დახატავდა. ჯობს ისევ ფანტაზიები ჩაერთოს საქმეში და თავად განაგრძოთ ისე, როგორც გულსა და სულს მოელამუნება...თუ არის გაგრძელების ღირსი:დდდდ
მიხარია, თუ მოგეწონა და ღიმილიც მოგგვარა:დდ❤️
პ.ს. დაჩი უსიყვარულესობად იყო ჩაფიქრუნებული და რავა თქვა, მაგრამ გამოვიდა კიდეც, მგონი:დდდდ

 


№4 სტუმარი ფიონა

რია როსი
დაჩი ჩეემიიაააა(ბევრი სიცილი)❤️
არა განა რამე?! პროსტა ნიახური კი არაა შვიდასი იყოს(ნუ რა შუაშია მეტყვით?)
ხოდა იმას ვამბობდი,რო რადგან დაჩრევანი ასეთი მოტკბო-მომწარო-სისაყვარლე-ნერვის კიბოა(ჩემსავით,ენაცვალოს რია❤️)
იმიტო აქ შოკოლადს ტვინი წახნული ამ არსებით:დდდდდდდდდდ

ბეშგან ბააბუუუუუ,ნამდვილ ანეს მელოდე ნაღდ დაჩისთან ერთაააადდდდ :დდდდდდდდდ

პ.ს აქვე დავამატებ,ანესგან განსხვავებით მე რომანტიკასთან ძალიან შორს ვარ:დდდდდდდდ
ტკბილ-თბილი სიტყვებიც არ გამომდის:დდდდდდ
ბათ მაინც ხო საყვარელი ვარ?:დდდდდდდ❤️

წავედი წავეთრიე,ჩემიც დასაწერი მაქვს:დდდდდ



ტიტუჰ? იქნება და დაჩის. არ უნდა შენობა? (არც სტენკა) დდ
ვერ შეგპირდები რომ დაგითმობ ტყუილად კიარა ვარ ფიონა კაციჭამიად გადავიქცევი და ღამე მოგეპარები... :დდ

ბათ ოfქორს საყვარელი ხარ.. ^_^
პ.ს ჩემი საპასუხო არ იყო მარა ჩავკვეხდი. დდ ის ისაა შენ შენ ხარ და დაჩი დაჩია... :)

 


№5  offline წევრი Chocolate from White Hell

რია როსი
ფიონა
რია როსი
დაჩი ჩეემიიაააა(ბევრი სიცილი)❤️
არა განა რამე?! პროსტა ნიახური კი არაა შვიდასი იყოს(ნუ რა შუაშია მეტყვით?)
ხოდა იმას ვამბობდი,რო რადგან დაჩრევანი ასეთი მოტკბო-მომწარო-სისაყვარლე-ნერვის კიბოა(ჩემსავით,ენაცვალოს რია❤️)
იმიტო აქ შოკოლადს ტვინი წახნული ამ არსებით:დდდდდდდდდდ

ბეშგან ბააბუუუუუ,ნამდვილ ანეს მელოდე ნაღდ დაჩისთან ერთაააადდდდ :დდდდდდდდდ

პ.ს აქვე დავამატებ,ანესგან განსხვავებით მე რომანტიკასთან ძალიან შორს ვარ:დდდდდდდდ
ტკბილ-თბილი სიტყვებიც არ გამომდის:დდდდდდ
ბათ მაინც ხო საყვარელი ვარ?:დდდდდდდ❤️

წავედი წავეთრიე,ჩემიც დასაწერი მაქვს:დდდდდ



ტიტუჰ? იქნება და დაჩის. არ უნდა შენობა? (არც სტენკა) დდ
ვერ შეგპირდები რომ დაგითმობ ტყუილად კიარა ვარ ფიონა კაციჭამიად გადავიქცევი და ღამე მოგეპარები... :დდ

ბათ ოfქორს საყვარელი ხარ.. ^_^
პ.ს ჩემი საპასუხო არ იყო მარა ჩავკვეხდი. დდ ის ისაა შენ შენ ხარ და დაჩი დაჩია... :)


ის ვარ მე:დდდდდდდდ ეს ქალბატონი ცდილობს გული მომილბოს პროსტა :დდდდდ

პ.ს მულტფილმში კაი ფერის თმა გაააქვს :დდდდდდ მინდააააა:დდდდდ

ვუაიმეჰთ:დდდდ როგორ საყვარლას ტიკტიკებთ:დდდდ❤️

 


№6 სტუმარი ფიონა

რია როსი
ფიონა
რია როსი
დაჩი ჩეემიიაააა(ბევრი სიცილი)❤️
არა განა რამე?! პროსტა ნიახური კი არაა შვიდასი იყოს(ნუ რა შუაშია მეტყვით?)
ხოდა იმას ვამბობდი,რო რადგან დაჩრევანი ასეთი მოტკბო-მომწარო-სისაყვარლე-ნერვის კიბოა(ჩემსავით,ენაცვალოს რია❤️)
იმიტო აქ შოკოლადს ტვინი წახნული ამ არსებით:დდდდდდდდდდ

ბეშგან ბააბუუუუუ,ნამდვილ ანეს მელოდე ნაღდ დაჩისთან ერთაააადდდდ :დდდდდდდდდ

პ.ს აქვე დავამატებ,ანესგან განსხვავებით მე რომანტიკასთან ძალიან შორს ვარ:დდდდდდდდ
ტკბილ-თბილი სიტყვებიც არ გამომდის:დდდდდდ
ბათ მაინც ხო საყვარელი ვარ?:დდდდდდდ❤️

წავედი წავეთრიე,ჩემიც დასაწერი მაქვს:დდდდდ



ტიტუჰ? იქნება და დაჩის. არ უნდა შენობა? (არც სტენკა) დდ
ვერ შეგპირდები რომ დაგითმობ ტყუილად კიარა ვარ ფიონა კაციჭამიად გადავიქცევი და ღამე მოგეპარები... :დდ

ბათ ოfქორს საყვარელი ხარ.. ^_^
პ.ს ჩემი საპასუხო არ იყო მარა ჩავკვეხდი. დდ ის ისაა შენ შენ ხარ და დაჩი დაჩია... :)


ის ვარ მე:დდდდდდდდ ეს ქალბატონი ცდილობს გული მომილბოს პროსტა :დდდდდ

პ.ს მულტფილმში კაი ფერის თმა გაააქვს :დდდდდდ მინდააააა:დდდდდ




მადლობა. რეჟისორმა შეიღებე ქერადო მარა ბუნენრივი მირჩრვნიათქო. მაგიტო მაქ წითური თორე ქერა უნდა ყოფილიყო ჩემი პერსონაჟი... :D. დდდ

 


№7  offline წევრი Chocolate from White Hell

ნივთი (
წარმატებებიიი....!!!

მადლობები❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent