შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან (თავი 14)


10-02-2021, 15:13
ავტორი naattii
ნანახია 2 730

გული ისე სწრაფად უცემდა ვაჩეს ეგონა მისი ხმა კილომეტრის შორიდანაც ისმოდა. გოგოს პოვნას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდა და უკვე იმის დაგეგმვა დაიწყო რას იზამდა როცა ნინის იპოვიდა. ხელს მოკიდებდა და აღარასდროს გაუშვებდა, აღარ მიცემდა უფლებას მსგავს საქმეებში გარეულიყო, თვითონ კი აუცილებლად ჩააბარებდა გამომძიებლის გამოცდებს და დაწინაურდებოდა, ასე მეტიც ეცოდინებოდა და გოგოს დაცვასაც უფრო შეძლებდა. აუცილებლად ასწავლიდა სროლას და საკუთარი თავის დაცვას, კარატეზე მიიყვანდა, ზუსტადაც, ჩხუბს კარგად ასწავლიდა და ცოტა უფრო მშვიდად იქნებოდა. ახალი იდეით აღფრთოვანებულმა ლამის თვითონვე დაემოწმა თავის დაქნევით და მხოლოდ შემდეგ მიხვდა სადაც იმყოფებოდა, უკვე მთელი ყურადღებით ტყუპებს გახედა, რომლებიც გეგმას აწყობდნენ და ხალხს ანაწილებდნენ. ამ დროში წყალტუბოს გზაზე გადასვლა და ერთ ერთ პატარა სოფლისკენ ჩამავალ შესახვევში ჩასვლაც მოასწრეს.
-მისამართი როგორ იპოვეთ?_ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო ვაჩემ.
-დაკარგული გოგონები შევამოწმეთ, თუ გაყვანის დროა მხოლოდ ნინისთვის არავინ გარისკავდა, შემოსული განცხადებები გადავათვალიერეთ და 15 მსგავსი გოგო ვიპოვეთ, კიდევ რამდენზე განცხადება არ შემოსულა ვინ იცის, ძირითადად სასწავლებლად ჩამოსულებს ირჩევენ, ისეთებს, რომლებსაც გამოცდილება არ აქვთ და მათი მოტყუება ადვილია, თითქმის ყველას მობილურმა ქალაქის ტერიტორიაზე შეწყვიტა მუშაობა, მხოლოდ ორი მობილურის კავშირი გაწყდა ამ სოფელში, ორი დაკარგული გოგო, რომელთაც არაფერი აკავშირებს ერთად მცირე შანსია აღმოჩენილიყვნენ გატაცება რომ არა.
-არამგონია იქ დაგვხვდნენ_თავი გადააქნია ვაჩემ და ატკიებულ საფეთქელს ხელი მიადო, მომენტალურად გახედა გაბრიელს და მის სახეზე ყველაფერს მიხვდა -ისედაც იცით რომ არ დაგვხვდებიან, მიტო ვართ მხოლოდ ერთი მანქანით.
-ექსპერტები უკან მოგვყვებიან, იმედი მაქვს რამეს ვიპოვით_ღრმად ამოიხვნეშა ბიჭმა და ისევ გზას გახედა. ვაჩემ კი თვალები დახუჭა და შემორჩენილ იმედს მოებღაუჭა.


-მალხაზი, როგორ ხარ? აჰა მეც შემოგირბინე_მუშაობაში გართულ კაცს გაეკრიჭა გოგა.
-მოდი ყმაწვილო, რამ შეგაწუხა?
-არ გცხვენია? იქნებ მოსაკითხად მოვედი_რატომღაც შერცხვა გოგას.
-ჩემთან მოსაკითხად მასე იოლად არ მოდიან, გისმენ აბა?
-ამ ნომრების შემოწმება მინდა, ვისი, რომელია მოპარული, როდის მოიპარეს და სად.
-მარტივია, ახლავე_ფურცელი გამოართვა კაცმა და კლავიატურაზე წკაპუნს შეუდგა.
-აი ეს ორი კერძო პირს ეკუთვნის, ერთი ვიღაც ქალია, პროფესიით პედაგოგი 40 წლის, მეორე მამაკაცი 65 წლის, არც რამე ისტორია ჩანს ბაზაში.აი მესამე კი, ოო, აი ეს იქნება რასაც ეძებ, მანქანა და ნომერი ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს ნომერი თეთრ ც კლასის მერსედეს ეკუთვნის, მაგრამ როგორც ვხედავთ ეს შავი სუბარუა.
-გადასარევი, აბა ამომიბეჭდე ერთი ნომრები ვისაც ეკუთვნის ვესტუმრო_ხელები ერთმანეთს გაუხახუნა გოგამ და გამარჯვების ღიმილით გადახედა კაცს.
-ა ბატონო ჩაიბარე_პრინტერიდან ამოსული ფურცელი ჩაახუტა პირდაპირ კაცს და ძველ საქმეს უბრუნდებოდა გოგა რომ ეცა და მოეხვია
-ჩვენი ბაჯაღლო ხარ რა მალხაზ, გავიქეცი.


2 წუთში უკვე ადგილზე იყვნენ, ბრონი ჟილეტი შეისწორა ვაჩემ და მომარჯვებული იარაღით უკან ამოუდგა ტყუპებს, გამომძიებლებმა ერთი გადახედეს გარემოს, პატარა ქოხი შეათვალიერეს და ხელის მოძრაობით სპეცნაზმს წინ წასვლა ანიშნეს. მაშინვე დაიძრნენ ბიჭები წინ და ვაჩეც უკან გაყვა, ვერც მოასწრო გაბრიელმა ხელის მოჭიდება რომ შეეჩერებინა ვაჩე უკვე შესასვლელ კარებთან იდგა და მის შემტვრევას უცდიდა.
-ეს ბიჭი გამაგიჟებს_ერთი ამოიხვნეშა გაბრიელმა და უკან მიყვა
-შეყვარებულია რა ქნას_გაეცინა იოანეს და ისიც უკან მიყვა ძმას.
-შევედით, შევედით_მაშინვე დაიძახა გაბრიელმა და პირველიც თავად შევარდა, ვინ აცადა, იქვე გადაუსწრო ვაჩემ და ლამის წამებში გავიდა მეორე ოთახშიც.
-სუფთაა.
-სუფთაა.
-სუფთაა_სამივე მხრიდან გაისმა ხმა და მაშინვე მოდუნდნენ სხვებიც, ახლა უკვე ყურადღებით დაიწყეს ყურება, რომ რაიმე დეტალი არ გამორჩენოდათ.
-აქ იყვნენ_რამდენიმე წამში გაისმა ვაჩეს დაძაბული ხმა, -დავაგვიანეთ ამის დედას ......... არადა აქ იყვნენ_სიმწრისგან რა სიტყვებს იძახდა ვაჩე აღარც უკვირდებოდა, ხელში ჩაბღუჯული ნივთით დადიოდა აქეთ-იქეთ და ცოტა უკლდა ცრემლების გადმოვარდნამდე.
-რა იპოვე?
-მისი სამაჯურია, ნინის სამაჯურია_გაშლილი ხელი დაანახა ბიჭებს და როგორც კი ექსპერტებმა საკუთარი საქმე დაიწყეს გარეთ გამოვარდა. გულის რევის შეგრძნება კისერში აწვებოდა და ჰაერი სასწრაფოდ ესაჭიროებოდა. გარეთ გამოსულმა ღრმად ამოისუნთქა და რამდენიმე მეტრით მოშორდა ქოხს. თვალების დახუჭვისას მაშინვე ბოლო სცენა წარმოუდგა თვალწინ, როგორ ბედნიერად უღიმოდა ნინი კარებში, როგორ ელოდა, რომ გაკვეთილების შემდეგ დაურეკავდა და მის საყვარელ ნაყინს აჭმევდა, როგორ ელოდა საღამოს ან დალის მორიგი მორიგეობის დროს ისევ ბელგიურებით მიადგებოდა კართან. ვერც კი მიხვდა სიმწრისგან ენაზე როგორ მწარედ იკბინა და არც ცრემლების გამოპარვა გაუგია თვალებიდან. უბრალოდ ნინი უნდოდა, ისევ გვერდით უნდოდა ყოლოდა, საღსალამათი და უვნებელი, ისევ გამოეშტერებინა მისი სხეულით, გაეშრო სისხლი და ეწამებინათ ერთანეთი, უბრალოდ თავისი ნინი ჭირდებოდა.
-ჯანდაბააააააააა_მთელი ხმით დაიღრიალა და მუჭების რტყმევით დაეცა მიწაზე. ახლა რაღა უნდა ექნა? არანაირი ხელჩასაჭიდი აღარ ქონდა, როგორ ეპოვა? როგორ გადაერჩინა?
თვალებზე აიფარა ხელები და უკან ქოხში აპირებდა შებრუნებას ტელეფონის ხმა რომ გაიგონა. გოგას ნომერი ციმციმებდა ეკრანზე და ვაჩემაც მაშინვე უპასუხა.
-ვაჩე, ახალი ამბავი მაქვს, დაბრუნება შეგიძლია?
-ახლავე_მაშინვე გაუთიშა ბიჭს და უკან შევარდა მანქანის გასაღები რომ აეღო...


იმდენად ქონდა თავი გაბრუებული თვალის გახელა ძლივს მოახერხა, ბურუსით იყო ირგვლივ ყველაფერი დაფარული და რამდენჯერმე დაჭირდა დახამხამება რომ გაერკვია სად იყო. ცოტა გონზე მოსულმა ირგვლივ მიმოიხედა და ლამის პირი დააღო, 30მდე გოგო მაინც იქნებოდა ერთიანად, ყველანი გაშავებულები და დაბინძურებულები, წყლის ბოთლებიც ირგვლივ ეყარა და მხოლოდ რამდენიმე შეკვრა ხელსახოცი. ბოლომდე ვერ იაზრებდა რა ხდებოდა, აქ როგორ მოხვდა, ამიტომ თავზე ხოლ მოკიდებულმა ბოლო მოვლენების გახსენება დაიწყო. გაახსენდა ვაჩე, რომელიც კიბეების თავზე იდგა და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა, გაახსენდა როგორ მობრუნდა სააბაზანოში შესასვლელად და როგორ შეაჩერა კარის კაკუნმა. იფიქრა ვაჩეს რაღაც დაავიწყდაო და ისე გამოაღო სათვალთვალოში არც გაუხედავს. შემდეგ იყო თეთრი ნაჭერი და მორჩა. მისი მეხსიერება აქ წყვეტდა მუშაობას.
გვერდიდან რამდენიმე გოგოს სლუკუნის ხმა მოესმა და მათკენ გაიხედა, როგორც ჩანს მხოლოდ თავად არ იყო აქ საკუთარი ნების გარეშე.
-გოგოებო სად ვართ? რა ხდება?_ჩახლეჩილი ხმით იკითხა
-მოგვიტაცეს_მხრები აიჩეჩა წინ მჯდომმა, თითქოს რაა აქ გაუგებარიო.
-რას ნიშნავს მოგვიტაცეს?_ისევ დაბინდული ქონდა გონება ნინის.
-ფილმები ან სერიალები მაინც არ გაქვს ნაყურები? გოგოებს რისთვის იტაცებენ? სადმე გაგვყიდიან, აქ ალბათ პუნქტია სადაც ჯერ ყველას შეაგროვებენ და შემდეგ ჰაიდა, გაგვიყენებენ გზას._იგივე ხმამ გასცა პასუხი.
-ამის დედაც_უკვე ნელნელა გონზე მოდიოდა ნინი და ხვდებოდა რაც ხდებოდა.
-გამარჯობა შენი_ახლა წინ მჯდომის გვერდიდან გაისმა მორიგი ხმა.
-რა უნდა ვქნათ? გასასვლელი არსადაა? იქნებ გაპარვა შევძლოთ? რომელი საათია? სკოლაში რომ არ მივიდოდი იმედია დედაჩემს დაურეკავდნენ, დედაჩემი განგაშს ატეხდა და მაშინვე პოლიციას დაურეკავდა, პოლიცია კი ვაჩე, ღმერთო ჩემო ვაჩე ჩემ ზარს ელოდა, რომელი საათია_გაუგებრად ბუტბუტებდა გოგო და ადგომას ცდილობდა.
-მემგონი დიდი დოზა მოუვიდათ_ჩუმად ჩაიჩურჩულა გვერდით მჯდომმა.
-12 სრულდება_მაინც გაისმა შორეული კუთხიდა, ვიღაცას საათი შემორჩენოდა მაჯაზე.
-ჯანდაბა ჯერ ადრეა_თვალები მოიფშვნიტა ნინიმ და კარების ძიება დაიწყო.-გოგოებო ასე ნუ ზიხართ, რაღაც მოვიფიქროთ, იქნებ გავაღწიოთ, იმედია სადმე მოსახლეობა იქნება და ვინმე მიაღწევს ფეხით.
-კარი აქეთაა, მაგრამ გარეთ ორი კაცი დგას, კარიც თავისთავად ჩაკეტილი_წინიდან შემოეგება კიდევ ერთი მისნაირი
-არაუშავს რაღაცას მოვიფიქრებთ_თავი მოიქექა ნინიმ -გეხვეწებით ნუ ტირიხართ, ახლა ყველას გონება გვჭირდება, ასე ცხვრებივით ხომ არ გავყვებით_არადა თავადაც ცრემლები ახრჩობდა დედის და ვაჩეს გახსენებისას.
-აქ ლურსმანია_ჩუმად დაიძახა კედელთან ჩამჯდარმა გოგომ.
-შევძლებთ ამოძრობას?_მაშინვე მისკენ წავიდა ნინი
-იმედია_უფრო ახლოს მიუჩოჩდა უცნობი გოგო ლურსმანს.
-თუ ვერ გავაღწევთ აქედან ჩემი შეყვარებული პოლიციელია_ძლივს მოიბრუნა ენა ნინიმ სიტყვა შეყვარებული რომ ეთქვა, რაიმე მინიშნება დაჭირდება_ხელებზე დაიხედა და მაშინვე წაიძრო სამაჯური და ისე დააგდო მატრასთან შეიარაღებული თვალი მაშინვე რომ მიაგნებდა. რამდენიმე გოგომაც მიბაძა და რაღაც ნივთები გადამალეს.
-ამოვაძრე_ბედნიერებისგან ზედმეტად ხმამაღლა შესძახა გოგომ და გაისმა კიდევაც გარედან კაცების ხმები.
-დამალე_სიტყვის დასრულება ვერც მოასწრო ნინიმ კარი რომ გაიღო და ოთხი ახმახი ერთად შემოვიდა.
-გოგოებო, გართობა ხომ არ მოგინდათ?_საზიზღრად იღიმოდა ერთი მათგანი. -შეგვიძლია წასვლამდე მოვდუნდეთ, წინ მაინც დიდი გზა გვაქვს_ყვითელი კბილები გადმოყარა სიცილის დროს და დაკვირვებით მოათვალიერა ოთახი. ნინის წარბის აწევით ააცილა მზერა და სწორედ იმ გოგოსკენ დაიწყო სვლა, რომელსაც ხელში ლურსმანი ეკავა. გემოვნებას გამტაცებელი ნამდვილად არ უჩიოდა, მართლაც ულამაზესი იყო გოგო.
-არამგონია დიდ გზაზე გადაღლა და ზედმეტი ენერგიის დახარჯვა გაწყობდეს_მაშინვე წინ ჩაუხტა ნინი როცა გოგოს აცრემლებულ თვალებს შეხედა.
შენ რადგან ხელშეუხებელი ხარ ნუ ბლატაობ რა_ხელი კრა კაცმა და ისე გადააგდო თავი კედელს მიარტყა ნინიმ და რამდენიმე წამში ცოტა ჩამოსული თბილი სითხეც იგრძნო.
-არ გინდათ, გეხვეწებით_ცრემლები გადმოეყარა გოგოს და უფრო მაგრად მოუჭირა ხელი ლურსმანს.
-მეხვეწე, მეხვეწე, უფრო აღმაგზნებს_ენით ტუჩები მოიტლიკა გამტაცებელმა და გოგოს კისრისკენ დაიხარა საკოცნელად. ის იყო ტუჩები უნდა შეეხო ქალმა ლურსმანი რომ გაიხსენა, მთელი ძალით მოიქნია, რაც შერჩენოდა ენერგია და კისერთან უნდოდა ჩარტყმა, საუბედუროდ კისრის ნაცვლად ბეჭზე მოხვდა და იქვე დაუტოვა.
-თქვე ნაბოზ*რებო_ამოიღმუვლა კაცმა და ერთი ხელის მოსმით ამოაგდო ჟანგიანი ნივთი, ვერც კი გაიაზრა სამხილს რომ ტოვებდა ისე მიაგდო სისხლიანი ლურსმანი იქვე და წინ მდგომ ქალს თმაში სტაცა ხელი. -მე შენ გაჩვენებ შერჭობა როგორ უნდა_გამწარებულმა დაიქუხა და კივილით გამოათრია ქალი კედლიდან.
-ის მეორეც წამომითრიეთ, სხვები ჭკუას ისწავლიან_ბრაზიანად გაისმა ხმა და იგრძნო კიდევაც ნინიმ თავის დაჭიმვა. ეგონა მთელი სკალპი ახადეს ისე ეტკინა თმებით აწევა, მუჭით ეკავა კაცს და ისე ცდილობდა გათრევას. ტკივილისგან მაინც წასკდა ტირილი და დაბინდული თვალებით დაიწყო ხედვა.
ყველა უყურებდა როგორ მიათრევდნენ გოგოებს თმებით ხრეშიან ეზოში, მაგრამ გამოქომაგება არავის უცდია, შეიძლება სურვილი ნახევარზე მეტს ან ყველას კი ჰქონდა, მაგრამ ...... გულის სიღრმეში ყველამ იცოდა, რომ ამის შემდეგ მათაც იგივე ბედი ელოდათ, ამიტომ არა, ვერა..... უბრალოდ ისხდნენ და უყურებდნენ, შეიძლება სულ ბოლოჯერ, მაგრამ მაინც უყურებდნენ.....



იმედია ვაჩე მიუსწრებს და არაფერი ცუდი არ მოხდება :(

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

რამე რო დაემართოს ნინის, ინფაქტს მივიღებ :(

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან მომწონს კარგი ისტორიაა მაგრამ ისე პატარა თავებია მგონია რომ ისტორიის გაწელვის პროცესი უფროა.

 


№4  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
იმედია ვაჩე მიუსწრებს და არაფერი ცუდი არ მოხდება :(

სტუმარი ანი
რამე რო დაემართოს ნინის, ინფაქტს მივიღებ :(

არ ინერვიულოთ :D
სტუმარი gvantsa
ძალიან მომწონს კარგი ისტორიაა მაგრამ ისე პატარა თავებია მგონია რომ ისტორიის გაწელვის პროცესი უფროა.

ბოდიშით მაგრამ მსგავს კომენტარების აზრს ვერ ვხვდები ხოლმე, რომ შემეძლოს მწამებელი არავარ ორ სიტყვაზე გახვეწნინოთ, გაწელვა რომ მინდოდეს სხვანაირად მოვიქცეოდი, ყოველ მეორე დღეს ვდებ რამდენსაც შემიძლია, არაერთხელ მაქვს ახსნილი ჩემი გრაფიკი, ძილის დრო არ მაქვს ხოლმე ზოგჯერ მაგრამ მსიამოვნებს და ვწერ. მადლობა რომ კითხულობთ....

 


№5  offline წევრი ირო

დედააა რისი გადატანა მოუწევთ გოგონებს.რა დღეში არიან.არადა ჩვენს რეალობაშიც ხდება ასეთი რამეები.ნათი წარმატებები,მაგიჟებს შენი ყველა გამომძიებელი და სიას ვაჩეს და გოგასაც მივამატებ.

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

რა დღეებში იდება ხოლმე ახალი თავი? ძალიან მომწონს ^^

 


№7  offline მოდერი naattii

ირო
დედააა რისი გადატანა მოუწევთ გოგონებს.რა დღეში არიან.არადა ჩვენს რეალობაშიც ხდება ასეთი რამეები.ნათი წარმატებები,მაგიჟებს შენი ყველა გამომძიებელი და სიას ვაჩეს და გოგასაც მივამატებ.

მადლობა ❤️❤️❤️
სტუმარი ელენე
რა დღეებში იდება ხოლმე ახალი თავი? ძალიან მომწონს ^^

ყოველ მეორე დღეს ვდებ ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან მომწონს ^^ მგონი შევიშალე, ყველა თავი მეორეჯერ გადავიკითხე ახლის მოლოდინში :დ

 


№9  offline წევრი ვიპნი

სიტუაციის ასე გამწვავებას არ ველოდი ,იმედია ვაჩეც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გამოძიებაში.წარმატებები მწერალო ❣️

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

უუუჰ რა დავიძაბე,საზიზღარი გამტაცებლები.

 


№11 წევრი OKI ME

ჰოო, ეს ის მომენტია, მე რომ არ ვიცი რა ვთქვა. სიტყვებს, რომ ვერ ვპულობ. იმედი მაქვს, ნინი და მეორე გოგოც კარგად არიან.

ვაჩე, იმედია მიუსწრებს. ((

 


№12 სტუმარი ატბ

ველი ახალ თავს ^-^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent