შეჯახება ზევსთან (თავი 15)
ლამის 200 ით იარა ვაჩემ განყოფილებაში დროულად რომ მისულიყო, თითქოს ახლაც ჩაესმოდა გოგას ხმა რაღაც სიახლე მაქვსო და ერთი სული ქონდა ადგილზე მისულიყო. იქნებ ეპოვა, იმედსაც კი ვერ ინარჩუნებდა, რადგან ქოხში აღარ აღმოჩნდნენ ახლა უკვე ღმერთმა იცოდა სადაც იყვნენ. როგორც იქნა არეულ ფიქრებში გართულმა ოთახის კარი შეაღო და დაინახა კიდევაც მეგობარი. მანაც მაშინვე დაუქნია ხელი და წამში დაასრულა ტელეფონზე ლაპარაკი. -რა ხდება, რა გაიგე? -მარტო ხარ? ტყუპები? -რა დროს ტყუპებია გოგა, მომიყევი_წინ დაუჯდა ბიჭს და პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა. -კარგი, სანამ წასული იყავი მანქანის ისტორია მოვიძიეთ, ნომრები რაღა თქმა უნდა მოპარული აღმოჩნდა, პატრონს რომ დავუკავშირდით გვითხრა უკვე აღვადგინეო, მხოლოდ უკანა მხრიდან იყო აღებული და მეგონა სადმე გზაზე დამივარდა და რას მოვძებნიდიო, მოპარვაზეც ამიტო არ განაცხადა, ვინ მოიპარავდაო აზრზე ვერც მოვიდა, რაც შეეხება მოპარულს როგორც ჩანს წინა მხარეს მიაკრა, უკანა მხარეს კი პლასმასის ფირფიტა ჰქონდა ამავე ნომრით აკრული, ამ დროს კი იცი ვერ ვაჩერებთ, გეტყვიან შეკვეთილი მაქ და ველოდებიო_მხრები აიჩეჩა გოგამ. -ანუ ის მაინც თუ გვითხრა სად დაკარგა? სადმე კამერას ვიპოვით? ან ვინ მოიპარა? -ჩემო ძმაო ნუ გაგეყინება ტვინი, ახლა მაინცაა ყოველ ქუჩაზე კამერა ამავე მანქანას მოვძებნით. -სადმე ან ფანჯარა ექნება ჩამოწეული, ან მაღაზიასთან გადმოვიდოდა და სურათიც გვექნება, მადლობა ძმა_გახარებულმა დაკრა ბიჭს ბეჭზე ხელი და წასასვლელად წამოდგა. -მოიცა, მალხაზისთან არ შევიდეთ? -არა, გთხოვ გოგა ძმურად, ეს რომ ტყუპებმა გაიგონ ჯერ მის აყვანას, საბუთებს აქ მოყვანას და დაკითხვას მთელი დღე დაჭირდება, მე 5 წუთში მეტყვის_მაშინვე მიიმალა გასასვლელ კარში და ბიჭს გაღებული პირიდან სიტყვის თქმაც არ აცადა. -ჯანდაბა, რამე შარს გადაეკიდება_შუბლზე ხელი მოისვა, ფაქტი იყო რაღაც უნდა მოეფიქრებინა და მეგობარი გადაერჩინა. მაშინვე მანქანას მიუჯდა ვაჩე და პარალელურად მობილურზე ნაცნობი ციფრების აკრება დაიწყო: -კოსწიკ, მჭირდები_ორი სიტყვა თქვა მხოლოდ. -ვაჩე, შენთან ვალში აღარ ვარ_მკაცრად გაისმა მეორე მხრიდან . -ვიცი, ამჯერად მე ვიქნები შენთან ვალში_ღრმად ამოიხვნეშა ვაჩემ. -კარგი, მომწერე_მაშინვე გაწყდა ზარი და ვაჩემაც მანქანის ნომერი წამებში გადაუგზავნა. დაფიქრებულმა პატრულის ეკიპაჟის ემბლემა გვერდითა სავარძელზე მიაგდო და პერანგი გაიხსნა. ამ საქმესთვის სამოქალაქოდ ჩაცმულს უნდა მიეხედა. ნახევარი საათი მაინც იქნებოდა გასული სანამ ტყუპები სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ, საკმაოდ ბევრი რაოდენობის ნივთმტკიცება ჰქონდათ ამოღებული და დნმ-თან ერთად მათი დამუშავება იყო საჭირო. ერთმანეთში განიხილავდნენ სამომავლო ნაბიჯებს და გოგამაც წამიერად მიიღო გადაწყვეტილება. -ბატონო იოანე, ორი წუთით შეიძლება? პირადული კითხვაა_ხელის აქნევით ანიშნა წარბ აწეულ გაბრიელს და ხსენებულ გამომძიებელს თვალებით თხოვა გაყოლა. -რა თქმა უნდა_მანაც მაშინვე დაუქნია თავი და გვერდით გაყვა. -რა ხდება გოგა? -არ ვიცი უკვე როგორ მოვიქცე, ჩამშვები ასი წელი არ ვიქნები, ვაჩე ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია, მაგრამ მეშინია თავს რამე არ აუტეხოს. -გოგა, რა ხდება?_იოანესაც დაეკარგა წამში ფერი, ნელნელა ხვდებოდა რაც ხდებოდა. -მანქანის ნომერი გაიგო, უფრო სწორად მე და მალხაზმა ამოვქექეთ რაღაცეები, მაგრამ მარტო წავიდა, იმ არანორმალურებს მარტო ვერაფერს უზამს, დავეხმაროთ გთხოვთ. -ჯანდაბა_სახეზე ხელები ჩამოისვა იოანემ და გეგმები მოხაზა გონებაში. -სად წავიდა მიახლოებით ვიცით? -ერთი ძველი ნაცნობი ყავს, მამამისის შემთხვევის გამოძიებაში ეხმარებოდა, ალბათ მასთან წავიდოდა,ორდერს ვერ დავუცდიო. -და თავად მოიძიებს ინფორმაციას და რა თქმა უნდა არაკანონიერად. ფუ ამის_სკამს ფეხი გაკრა იოანემ და გასასვლელისკენ წავიდა.-სწრაფად წამო, იქნებ მივუსწროთ. უკვე მანქანაში სხდებოდნენ გაბრიელიც რომ გამოჩნდა და უხმოდ დაიკავა უკანა სავარძელი. -ბატონო გაბრიელ_დამნაშავის სახით გადმოხედა გოგამ. -ორივე ყმაწვილის უნდობლობაზე ჩემს მიმართ სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა წადი, იმ იდიოტმა სულ არ აურიოს ყველაფერი. მალევე გაუღეს ვაჩეს დაკაკუნებაზე კარი და სარდაფის კიბეები სირბილით ჩაიარა. ეტლში მჯდომი სათვალიანი კომპიუტერთან იჯდა და გამწარებული აწკაპუნებდა თითებს კლავიატურაზე. -იპოვე რამე?_დაჯდომა არც უფიქრია ვაჩეს. -შარში გავეხვევით? -თუ ვერ გაიგებენ არა_მოკლედ უპასუხა ბიჭმა. -რანაირი პატრული ხარ_თავი გადააქნია ბიჭმა და ვიდეო ჩაურთო. -აგერ შენი ბიჭი, სპარის დიდი მოყვარული ყოფილა, ბუტერბროდები სიამოვნებს ბიჭს_თითი მიაყოლა მაღაზიაში შესულ შავებში ჩაცმულ ბიჭს. -სახე არ უჩანს, ტანი რად მინდა შე*ემა_წამიერად გაცხარდა ვაჩე -მოთმინება, მოთმინება_კვლავ დააწკაპუნა თითები და მეორე ვიდეო უჩვენა, სადაც ბიჭის სახეც აშარად მშვენივრად ჩანდა. -5 წუთს გაძლევ ეს ნაბიჭ*ვარი რომ მიპოვო_ამოღმუვლებამდე ცოტა აკლდა ვაჩეს. -გლახადაა საქმე_წარბები აათამაშა კოსწიამ და სათვალე შეისწორა. 5 წუთი ნამდვილად არ ეყო, მაგრამ 10 წუთში კი დაუძახა გამოფიტულ ბიჭს. -სახლის მისამართი გინდა, დედიკოსი, მამიკოსი თუ დაბადების წელი_ღიმილი შერეოდა კოსწიას. -ამ წუთებში სად ჩემ *ლეშია?_მაშინვე თავზე წამოადგა ვაჩე. -გრანდ მოლის გვერდით შებრძანდა საქართველოს ბანკში, თუ დამელოდები რა საქმეზეა იმასაც გაგიგებ_საკმაოდ გამხიარულდა ბიჭი. -თუ ჩემს მისვლამდე გამოვა მომწერე_მობილური დაანახა ვაჩემ და წასასვლელად გადადგა ნაბიჯი. -რა დააშავა ასეთი? -იმას შეეხო ვისაც კილომეტრიდან უნდა უვლიდეს_გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ვაჩემ და სარდაფი უხმოდ დატოვა. სირენებ ჩართული მივიდა ჭავჭავაძემდე, არც რომელიმე შუქნიშანთან უცდია გაჩერება, პირდაპირ ბანკთან მიაყენა მანქანა და სწრაფი ნაბიჯებით შეაჭრა შენობაში. შვებით ამოისუნთქა ისევ ოპერატორთან მდგომი ბიჭი რომ დაინახა და უკან მიბრუნდა კამერისკენ, ანიშნა თავისუფალი ხარო და გამტაცებელს მიუბრუნდა ისევ. რამდენიმე წუთიც და აღნიშნული ადამიანი გაკოჭილი მიყავდა წყალტუბოს გზაზე. იმ ქოხთან ჩაუხვია სადაც გოგონები ყავდათ და გამოიწვია კიდევაც დაჭერილის თვალების გაფართოება. -არ მომკლა_ძლივს ამოთქვა პირ აკრულმა. -ეგ შენზეა დამოკიდებული_ბოროტულად უელავდა თვალები ვაჩეს და საკმაოდ საშიშს აჩვენებდა. -რა გინდა ჩემგან. -სად წაიყვანეს გოგონები? -მომკლავენ_თვალები გაუფართოვდა ბიჭს. -მე ნამდვილად მოგკლავ_მათთან შანსი გაქვს გაქცევის_ფეხი მუხლში გადაუბრუნა ვაჩემ და ზევიდანაც დააჭირა. ბიჭის ღრიალი მთელი ძალით მიეხალა ხეებს და ტყეში დაიკარგა. -სად წაიყვანეს_ამჯერად მუშტი ცხვირში ჩაარტყა და თქრიალით წამოსულ სისხლზე წარბიც არ შეარხია. -ტრაილერით გადაყავთ, ორთან პრობლემა შეიქმნა და დროზე ადრე გავიდნენ_ტკივილისგან აღრიალებულმა ძლივს წარმოთქვა ბიჭმა. -რა პრობლემა? -ზუსტად არ ვიცი, ცალკე ყავდათ -ტრაილერის ნომერი? -არ ვიცი, გეფიცები არ ვიცი_შიშით გადმოხედა გამხეცებულ ვაჩეს და მორიგი დარტყმის ასაცილებლად ხელები აიფარა სახეზე. -ხელს ხომ არ გიშლით რიგითო?_ცივად გაისმა გაბრიელის ხმა და ვაჩემაც ამოიხვნეშა, ახლა რაღა ჯანდაბა უნდა ექნა? -მე ..... -გაიგე რამე?_არც მოუსმენია ისე შეაწყვეტინა იოანემ -ტრაილერით წაიყვანესო, ორ გოგოსთან შექმნილი პრობლემის გამო, კამათის არსი უცნობია, ერთი რა თქმა უნდა ნინი იქნება დარწმუნებული ვარ_სიმწრით გაეღიმა ვაჩეს. -თქვენ ხომ მისი უფროსი ხართ? მაწამებს, ვუჩივლებ_ღვარძლიანი ხმით ბღაოდა დაცემული რაზეც გაბრიელს სიბრაზისგან გააკანკალა. -ვის უჩივლებ? აბა კარგად ამიხსენი_და ნატკივარ ფეხზე პირდაპირ მუხლში გაკრა ფეხსაცმლის წვერი. -არსებობდნენ სასტიკი მკვლელები, კანონიერი ქურდები, მაგრამ ადრე ერთი წესი იყო, ქალი და ბავში ხელშეუხებელი რჩებოდა, ახლა კი ამ იდიოტმა ვითომ და მაგარმა დაჯგუფებებმა საზღვარი ისე გადაშალეთ თავადაც ყველაფერი სულ ფეხებზ*ე დაიკიდეთ, ამ დროს გგონია პოლიცია დაემორჩილება რამეს? მადლობა თქვი უფრო ადრე რომ არ მოვედი_გვერდით გადააფურთხა თავზე მდგომმა გაბრიელმა. გამტაცებლის თვალებში შიში გაორმაგებულიყო. -გაიგე რომელი ტრაილერია? -არ ამბობს, არ ვიციო_ამოიხვნეშა ვაჩემ, -ვეღარ მოვასწარი კარგად კითხვა, თქვენ მოხვედით. -მერედა ლაპარაკს გიშლი?_კაცისკენ გაიშვირა გაბრიელმა ხელი და მხრები აიჩეჩ. გახარებული მივარდა ვაჩე გამტაცებელს და ისევ კითხა: -არ მინდა კიდე რამე მოგტეხო, უბრალოდ მითხარი. -არ ვიცი_არც ისე დარწმუნებით წარმოთქვა კაცმა და იგრძნო კიდევაც ტკივილი. თითები ცხვირზე მოუჭირა ვაჩემ და ისედაც გტეხილი სულ დაუხშო. -ახლა მომისმინე, სისხლი წინ ვერ მოდის, ამიტომ მთელი მასა კისერში ჩაგივა, იმდენად დიდი სისხლდენა გაქვს შეიძლება დაგახრჩო, ამიტომ გისმენ_მკაცრი ხმით ლაპარაკობდა ვაჩე. გაბრიელი თითქოს შეირხა, გეგონებოდათ ჩარევა უნდაო, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა და ბიჭს მიენდო. -ნომერ არ ვიცი, თეთრია წითელი წარწერებით ნომერიც თურქული ქონდა, ამიტო ვერ დავიმახსოვრე. მეტი არაფერი ვიცი, გთხოვთ_ძლივს ამოიდუდღუნა გასისხლიანებული პირიდან და დავარდა კიდევაც ძირს. -სასწრაფოს დაურეკე_გოგას გასძახა ვაჩემ და ტყუპებს მიუახლოვდა,- ადრე თუ გავიდნენ დიდად არ იჩქარებდნენ, სამტრედიის გასასვლელში ტრაილერების სადგომია, იქნებ.... -არა, ხალხმრავალ ადგილას არ გაჩერდებოდნენ. _დაფიქრებულმა გადააქნია თავი გაბრიელმა. -განყოფილებაში დავბრუნდეთ იდეა მაქვს, მაგრამ შენ სასჯელის გარეშე ვერ გამოძვრები_მაინც გამოხედა ბოლოს ვაჩეს. -ვიცი, მზად ვარ, პირიქით მადლობა, რომ უფლება მომეცით. -ადამიანი რომ დაგელეწა? არა, ეს შენი გადაწყვეტილება იყო და მე უბრალოდ პატივი გეცი, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე ოჯახს ეხება, მეც იგივეს გავაკეთებდი რომ დამჭირვებოდა, მაგრამ ყველა ჩვენს საქციელზე უნდა ვაგოთ პასუხი. მომავალში კი ნამდვილად ვისურვებდი ჩემდამი მეტი ნდობა გქონოდა და მარტო არ გაგეკეთებინა ეს ყველაფერი_თავი დაუკრა თავდახრილ ბიჭს და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრნენ მანქანისკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.