შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი სიცოცხლე III-თავი


13-02-2021, 20:54
ავტორი სალისალომე
ნანახია 821

დღეები გადიოდა,მეც ნელ-ნელა მივეჩვიე.ცოტა მოვიწყინე კიდეც, რადგან მარტო ვიყავი. იქ, ჩემი ტოლი არავინ იყო.გვერდითა პალატაში პატარა ბავშვები ცელქობდნენ, დაჭერობანას თამაშობდნენ.მკაცრი ექთანი, ბავშვებს ხშირად აძლევდა შენიშვნას.ეს საავადმყოფოა და არა გასართობი ცენტრი-ო. მე, ისინი მახალისებდნენ. ბედნიერი ვიყავი მათი სილაღით რადგან არ ივიწყებდნენ თამაშს, სიცილს და გაჭირვების მიუხედავად ანცობას განაგრძობდნენ. რადგან მათ არაფერი ესმოდათ, ვერაფერს გრძნობდნენ. მხოლოდ ნემსის გაკეთების დროს იწყებდნენ ტირილს.დედებს არ ემორჩილებოდნენ სულ ტკბილეულს ითხოვდნენ მაგრამ ის არ იცოდნენ,რომ მათთვის ეს არ შეიძლებოდა და მხოლოდ დიეტური საკვები უნდა მიეღოთ.

მაინც ვერ ძლებდნენ შოკოლადების გარეშე,ჩუმად მიეპარებოდნენ და იპარავდნენ.ნეტავ განახათ როგორი საყვარლები იყვნენ,პირს შოკოლადით მოითხუპნიდნენ მშობლები კი ამას ამჩნევდნენ და შემდეგ უჯავრდებოდნენ.

ბავშვებისთვის კი დიდი უსამართლობა და მეორეს მხრივ პროტესტი იყო,რომ დედა შოკოლადს უკრძალავდა და არ აჭმევდა. არადა მიზეზი სულ სხვა იყო მათი ჯანმრთელობისთვის საწყის ეტაპზე ასე იყო საჭირო.

მკაცრი კონტროლი, დიეტა, არანაირი ტკბილი.მხოლოდ მოხარშული და მათთვის უგემური საკვები.მათ ყურებაში გავიდა სამი დღე და ღამე.მე, მათი უფროსი მეგობარი გავხდი.ყოველ დილას შემოირბედნენ ჩემს პალატაში თავიანთი სათნო ღიმილით ,პოზიტიურ განწყობას მიზიარებდნენ და ტრადიციისამებრ ბუფეტში ხელიხელ ჩაკიდებულნი ცოცხალი ჯაჭვით ჩაბმული მივდიოდით .მკაცრი ექთანი ისევ ფორმაში იყო, ბავშვები ძალზედ ანცები აღმოჩდნენ... მათთვის საავადმყოფო ერთი მოსაწყენი და მომაბეზრებელი ადგილი იყო სადაც არ იყო სათამაშოები, ფეხბურთის ბურთი როგორც ისინი ამბობდნენ რითაც შეძლებდნენ თამაშს,არ ჰქონდათ კომპიუტერი... მათ კი ენერგიის დახარჯვა სურდათ ოთკუთხა ფორმის პალატაში კი ეს შეუძლებელი იყო.
ამიტომაც მკაცრი ექთნის გაგიჟება გადაწყვიტეს.იცოდნენ, რომ ცოტათი ბრაზიანი იყო. ამავდროულად ყურადღებიანი, მოსიყვარულე,სამართლიანი,წესრიგის მოყვარული.

ისინიც ეშმაკურად ეხუმრებოდნენ,გაფრთხილებისდამიუხედავად დახტოდნენ,დახუჭობანას ეთამაშებოდნენ მკაცრ ექთანს.ამასობაში ექთანიც აჰყვა ბავშვებს თამაშში,ცოტა მოლბა.გოგო ბიჭები თავიანთი პატარა ჭკუით ექთანს ემალებოდნენ...მოკლედ მათი ყურება ძალიან სახალისო იყო.გუნებაც კი გამომიკეთდა.მეოთხე დღეს ჩვენს ოჯახს ერთი გოგონა დაემატა,ჩემი სიმაღლის იყო,ასაკითაც ჩემზე ერთი წლით პატარა ან დიდი იქნებოდა. გოგონას შავი გრძელი თმა ჰქონდა,მუქი და ხშირი წარბებით...დიდი,მუქი შავი მაყვლისებრი თვალებითა და საოცარი ღიმილით...მისი ღიმილი ყველაჩვენთაგანში პოზიტიურ განწყობას იწვევდა. ძალიან ნაზი, ლამაზი მხიარული, ბავშვური და სასწაულად ენერგიული.ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. განყოფილებაში მეტი სიხალისე და სილაღე შემოიტანა. თითქოს მზის სხივმა გამოანათა,ადამიანების გულებში სითბომ დაისადგურა.

-რა გქვია-ვკითხე მე.

-ნინო

-რამდენი წლის ხარ?

-12ის.შენ?

-მე 13

-სად ცხოვრობ?

-ბათუმში,შენ?-მითხრა ბათუმური
კილოთი.

-თბილისში

-თბილისში ზღვა გაქვთ? ჩვენ დიდი ზღვა გვაქვს.ნამყოფი ხარ ბათუმში?

-კი,ჩვენ თბილისის პატარა ზღვა გვაქვს ბავშვურად ვუთხარი მეც.ძალიან მიყვარს ბათუმი ზაფხულობით მე,და ჩემი ოჯახი მივდივართ ხოლმე დასასვენებლად.

-მართლა? ზაფხული როცა მოვა,ჩემოდი ჩემთან და ერთად წევიდეთ სანაპიროზე,რუჯი მივიღოთ,მზით დავტკბეთ, ვიცურაოთ.ისე კი კარგად ვცურაობ შენ იცი ცურვა?

-არა ,მეშინია წყლის.

-ჩემთან არ შეგეშინდება.შენ ჩამოი და მე გასწავლი.

-კარგი,გესტუმრები თუ დედ-მამა წამომიყვანს.

თავიდან მიჭირდა მისი საუბრის გაგება, ჩემთვის გაუგებრად საუბრობდა.თავისი კუთხური,ბათუმური კილოთი.ჩამოი, ამოი, შემოი,რაფერ ხარ არადა მე ამ სიტყვებს სულ სხვანაირად გამოვთქვამდი,ხანდახან მეღიმებოდა მის სიტყვებზე რომლებსაც ვერ ვიგებდი და მეც თავს ვუქნევდი.

მალევე დავმეგობრდით,კარგი ურთიერთობა დავამყარეთ. ერთ ლოგინზე გვეძინა, ერთად ვუყურებდით ფილმებს, ერთმანეთს ვუნაწილებდით საკვებს.ერთმანეთით იწყებოდა დილა და მთავრდებოდა დღე.მალევე მეორე გოგონა შემოგვემატა,რაპუნცელივით გრძელი, შავი თმა ჰქონდა მასაც.პატარა ყავისფერი თვალებითა და ცხვირით.ქართველი არ იყო.ეს შევამჩნიეთ კიდეც, უცხო იერი ჰქონდა,ნახევრად თურქი (აზერბაიჯანელი) ნახევრად კი ქართველი. გვარად იბრაგიმოვა სახელი კი სამწუხაროდ არ მახსოვს,უცნაური სახელი ჰქონდა...ქართულად საუბარი უჭირდა,უმეტესწილად თურქულად ლაპარაკობდა თუმცა მისი გვესმოდა და მასაც ესმოდა ჩვენი. ამ დროის მანძილზე კი უკეთესად აითვისა ქართული სიტყვები და მეტად გამართულად დაიწყო საუბარი.ჩვენგან განსხვავებული ხასიათი ჰქონდა თუმცა მალევე გაიხსნა და სიგიჟეში აგყვა.უფროსწორად სიგიჟეში ორივე ნინომ აგვიყოლია.ასე გავუფერადეთ ერთმანეთს საავადმყოფოს მძიმე, სევდიანი დღეები.სახეს ვიღებავდით, მაკიაჟს ვიკეთებდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უფრო უკეთეს მაკიაჟს გაიკეთებდა. მერე, პატარა ფოტოსესიას ვაწყობდით.

მკაცრი ექთანი შემოდიოდა პალატაში, ამ დროს ვუბრუნდებოდით რეალობას,
რომ დრო იყო დღიური შემოწმებისა
თუ კონტროლის მაგრამ არც ამ დროს

ვჩერდებოდით ისევე განვაგრძობდით სიცილსა და ხარხარს. ბოლო დღე

იყო,ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა თავის სახლში მიდიოდა.ეს სასიხრაულო იყო რადგან თითქმის ორი კვირის მანძილზე სახლისგან მოშორებულნი ვიყავით.მაგრამ მეორე მხრივ გოგონები ერთმანეთს დავშორდებოდით...ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს აღარ გვინდოდა განშორება. ამიტომ ``ჰოსპიტალ ფართი`` მოვაწყევთ.საღამო ხანი დადგა,ყველა ექიმი თუ ექთანი წასულიყო.მხოლოდ ერთი ჩვენი მეგობარი ექთანი რჩებოდა მორიგედ ღამით.ისიც ჩვენნაირი პრანჭია და მხიარული იყო მედეა ერქვა.

ავიღეთ სამედიცინო თეთრი ფერის ხელთათმანები, მწვანე ფერის ბახილები, პირბადეები და დავიწყეთ ``ფართისთვის`` მომზადება.
თავდაპირველად გავხდით ექიმები, ფერია ექიმები რომლებიც ყველა დაავადებას შველოდნენ.ჩვენ ექიმების ადგილი დავიკავეთ, დავჯექით სკამზე, ავიღეთ კალამი და ფურცელი. დავიწყეთ ვითომ პაციენტების მიღება, გასინჯვა, ვწონიდით და სიმაღლეს, წნევას ვუზომავდით ერთმანეთს. პატარა საჩხვლეტი ნემსით თითის ბალიშებს ვიჩხვლეტდით და შაქრის ანალიზს ვიკეთებდით. შემდეგ პაციენტებს ვგზავნიდით ლაბორატორიაში, სადაც ანალიზებს გაიკეთებდნენ.

ნინო ხელთათმნის გაბერვას შეუდგა...ვერ გავიგე რას აკეთებდა ამასობაში კი ხუთ თითიანი ბუშტი გამოვიდა...ძალიან სასაცილო სანახავი იყო...ბახილები ჩავიცვით,პირბადე გავიკეთეთ.ხუთ თითა ბუშტები დავიჭირეთ, მუსიკები ჩავრთეთ და წვეულება მოვაწყვეთ.ამ ბზრიალ ტრიალში კი უეცრად ნინომ თავი შეუძლოდ იგრძნო,რაღაც შებარბაცდა თითქოს სახეზე ფერი დაკარგა მაგრამ არ შეიმჩნია.საერთოდ ასეთი იყო, იმდენად პოზიტიური, რომ ასეთ წცრილმანებს ყურადღებას არ აქცევდა. ჩემგან განსხვავებით. ცეკვა ისევ განაგრძო,ჩვენც ვიცინოდით სადღაც წუთებში კი ისევ ცუდად გახდა და ძირს დავარდა,გონება და ფერი ერთდროულად დაკარგა ...



№1  offline წევრი Life is beautiful

ვერ ვიტყვი რომ ვიცი ეს რა ტკივილია ვერ ვიტყვი რომ გადავლახავდი ვერ ვიტყვი რომ შეიძლება არ დაეცე და არ დანებდე ყველაფრის შენდეგ. არ განმიცდია მაგრამ ეს საშინელი სენი ჩემს გენშია ჩემი უმრავლესობა საყვარელი ადამიანების მან წამართვა და ხშირად მიფიქრია რომ მე ვიყო მის ადგილას ოღონდ ის არ იტანჯებოდესთქო.. მაგრამ შევძლებდი? არ ვიცი.. თქვი რომ რეალური ამბავია და მაშინ იმ გოგონას ვეტყვი რომელმაც ცხოვრება გააგრძელა იბრძოლა და ასეთი ძლიერი მტერი მუხლებზე დაცა და დაამარცხა, რომ შენ ხარ ადამიანი რომელიც "სიკვდილი მოკლა".
ბიძაჩემი შეეწირა ამ საზარელ დაავადებას და არავის ნახვა არ უნდოდა.
ამბობენ არ უნდა რომ ვინმემ შეიცოდოსო და ამიტომ არ ნახულობს არავისო.. მაგრამ მეც ვერ ვახერხებდა არ მინდოდა მისი ნახვა როცა უკვე მესამე სტადიაში იყო რადგან ექიმმა 6 თვე მისცა ვადად. იმდენად დამანგრია ამ ამბავმა რომ უკვე ვიცოდი რომ მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. არ მინდოდა რომ ტკივისისგან ნატანჯი ჩამრჩენოდა თვალში. ვერ შევძელით რომ გადაგვერჩინა. მაგრამ წუთიც კი არ ყოფილა რომ მე ის შემცოდებოდა არა. არ შემცოდებია მაგრამ მე მტკიოფა მისი ტკივილი. როცა მიყვებოდნენ მის ამბებს გული მეწურებოდა. ამით იმის თქმა მინდა რომ თუ ის გოგონა ფიქრობდა რომ ოჯახის წევრებს ეცოდებოდა ცდებოდა. ამ დროს კიარ ეცოდებათ ის ადამიანი ტკივათ მისი ტკივილი და ერთადერთი ვისაც იცოდებენ საკუთარი თავია. უმისობის განაჩენის გამო..
არ ვიტყვი რომ არ ეცოდებათ უცნობ ადამიანებს არ მგონია ვინმეს არ შეეცოდოს მაგრამ მის საყვარელ ადამიანებს ის არასდროს შეეცოდებოდათ უბრალოდ ეყვარებოდათ. ამას იმიტომ ვამბობ რომ პირადად ვიცი რასაც ვგრძნობდი და გავმეორდები ვიტყვი. ყოჩაღ ძვირფასო შენ "სიკვდილი მოკალი"♥️


ძაან გამიგრძელდა მაგრამ ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის და თან სამწუხაროა რომ ამ ტკივილს ბავშვები ეჭიდებიან. მადლობა შენ იმისთვის რომ დაწერე და გაგვაგებიე ამ ძლიერი ადამიანის შესახებ♥️
აბა ველი შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent