შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან ერთად I ნაწილის დასასრული


14-02-2021, 03:25
ავტორი EREM_UDU
ნანახია 1 012

-თქვენი აზრით რატომ მიდიან? ჩვენ ხომ ვცდილობთ იდიალურები ვიყოთ, ვიყოთ ისინი ვინც მათ მოწონთ, მაგრამ მაინც ისინი მიდიან და გვიტოვებენ იარებს ყველგან, თითქოს უზარმაზარმა დინოზავრმა გადაგიარა გულზე ნაკვალები დატოვა და გაქრა კიდევ ერთხელ გავიღიმე თუმცა ისე რომ აღარ შემიხედავს მისთვის, ისევ გავაგრძელე საუბარი რა აზრი აქვს მის გარეშე თუნდაც წამით გაღიმებას ანდაც ამოსუნთქვას როდესაც წლები შენთანაა ყველაფერი იდიალურად მიდის და უცბად ვიღაც სხვა აღმოჩნდება მისი სიყვარული. დაფიქრდა თითქოს სიტყვებს ეძებდა და ამავდროულად ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა ბეჭები მზერისაგან ვგრძნობდი,რომ მომშტერებოდა და წამითაც არ უფიქრია მზერის მოცილება...
(რეზი)
თითქოს გულში რაღაც ძალიან ცხელი მეღვრებოდა,რაღაც ხმა მეუბნებოდა რომ მოვხვეოდი და მეთქვა ნუ გეშენია მე აქ ვარ დაგავიწყებ ყველაფერს, ყველა ტკივილს, იარას მე მოგიშუშებ ოღონდ შემიყვარე,ერთხელ მომეცი უფლება მოგეხვიო გაკოცო და ჩემს ალერსში ჩაგითრიო,შენს სხეულს დავეუფლო და არასოდეს გაგიშვა ორი კვირა ყოველ ღამე აქ ვიყავი შენს გამო ერთი სული მქონდა გაგეღვიძა და შენი რეალური სახე დამენახა რა იმალებოდა ამ ძალიან ნაზი არსების უკან რომელიც მზად იყო სიყვარულისათვის მომკვდარიყო ოღონდაც ის უმადური არსება რომელმაც მიატოვა და მარტოობისთვის გაწირა თავის გულში დაეტოვებინა. მივხვდი რომ დიდხანს გამიგრძელდა ფიქრი და ამ დროს ხმაც მომესმა , რათქმაუნდა ამაზე პასუხი არსდროს არავის აქვს ან სტანდარტულად მპასუხობენ ბედი არ იყო და გამიღიმა დიდი შავი თვალებით და გამხდარი სახით შემომანათა.
-აბა ექიმო არ მეტყვი არაფერს შენ არ გაუშვი დედაჩემი გარეთ , რომ გველაპარაკა?
-სტანდარტულად გიპასუხო თუ როგორც მე ვფიქრობ ისე?
-როგორც შენ ფიქრობ ამ შავმა სამყარომ თავისი სტანდარტებით და სტანდარტული პასუხევით უკვე თავი მომაბეზრა...
-წავიდა და აღარ მოვა,ილუზიაა ყოველივე შენი ფიქრი და ტანჯვაა მოგონებები, დაიმახსოვრე იარე წინ და უკან თუ მიიხედავ მზად იყავი ტკივილისათვის, ისეთი ტკივილისათვისაც რომელიც დაგაჩოქებს, გაგტეხს და დაგიმონებს, ტკივილისათვის რომელიც ჭრილობაზე მარილის მოყრას გავს, რომელიც შეხორცებისკენ წასული ნაიარევის გახსნას გავს, ეს ყველაფერი ისე გეტკინება ინატრებ გამოხვიდე ტყავიდან გარეთ და აღარ იარსებო ამ უბადრუკ და სუსტ სხეულში რომელიც დაღლილია ცდილობს დაცემას და აღარასოდეს,აღარასოდეს ეცდება წამოდგომას...ვერ გეტყვი და ვერ შეგიქმნი ილუზიებს რომ მომავალი იქნება იდიალური,მაგრამ დრო გასწავლის ტკივილის გამკლავებას და იარების მოშუშებას არასოდეს დაუჯერო სულელ ადამიანებს,რომლებიც დაგაჯერებენ რომ დრო ყველაფერს წაიღებს და განკურნავს, სისულელეა არაფერიც არ მიაქვს დროს ერთი შეხვედრა შემთხვევით წარსულთან და წამში ჭრილობები იხსნება...კიდევ ვაპირებდი გაგრძელებას როდესაც გაისმა ხმა გადი ჩემი პალატიდან და ეცადე დაივიწყო ყველაფერი გთხოვ, მარტო მინდა დარჩენა...
გამოვედი ვერაფერს ვიზავდი მას მეტად ვეღარ გავუღმავებდი იმ ნაიარევს რომელიც დაუტოვეს...გავაღე კარი თუ არა დედამისი შემეჩეხა ხომ შვიდობაა? მიყურებდა გაფითრებული, კარგად არის ხომ? კი,კარგად არის უბრალოდ ნუ შეაწუხებთ დამამშვიდებელი გავუკეთე უნდა დაიძინოს და დაისვენოს, წაბძანდით თქვენ სახლში და ხვალ მობრძანდით არ შეიძლება დღეს მისთვის გადაღლა ვეღარ შეგიშვებთ მასთან. კარგით დამყვა ძალიან მარტივად ხვალ დავბრუნდები თუ რამიე დაჭირდება დამირეკეთ, ნუ ნერვიულობთ ყველაფერი კარგად იქნება მივხედავთ.
მართალია ჩემით მივიღე გადაწყვეტილება მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ მარტო დარჩენის გარდა ნიაკოს ახლა არაფერი ენდომებოდა.
22:00
ვწევარ და გავცქერი ფანჯარას,ისეთი ხედი იშლება თითქოს ლუქსში ვისვენებდე და სპეციალურად ჩემთვის იყოს ეს ხედი ხელოვნურად დახატული, ნათელი ღამეა ცა ვარსკვლავებით არის მოფენილი, სადღაც ცოტა უფრო მოშორებით პატარა რკალად მოჩანს ახალი მთვარე, უზარმაზრი ხეები აშოლტილან და თითქოს მიწიდან გაქცევას ლამობენ ცისკენ მიიწევიან და ერთი სული აქვთ როდის შეერწყმებიან ცას ფიქრებში გავერთე და წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა დედამიწა ცა რომ მიწის ადგილას იყოს და მიწა ცის ადგილას წარმოიდგინეთ ვარსკვლავებზე და მთვარეზე ვივლიდით,ხელს შევავლებდით და რეალურად ვნახავდით როგრები არიან ისინი,ღამე ხომ ყველაზე კარგია,შეგიძლია იტირო,იცინო,იყვირო ,იცეკვო,იმღერო ისე რომ ვერავინ გაიგოს.
ზოგჯერ გინდა დარჩე მარტო მხოლოდ შენ და არავინ სხვა მხოლოდ შენ შენს თავთან და ყველაფერი ელაპარაკო შენ თავს რაც გნდა რომ სხვამ გაიგოს ისე რომ შენ არაფერი უთხრა.... ამ ფიქრებში ვიყავი რომ უცბად დედა გამახენდა და გავიფიქრე ნეტავ სად არის აქამდე რომ არ შემოვიდათქო მაგრამ უცბად ისევ გადამავიწყდა როდესაც ცაზე ვარსკვლავის ჩამოვარდნა შევამჩნიე, ვარსკვლავიც კი ისე უცბად ჩამოვარდა სურვილიც კი ვერ ჩავიფიქრე ამ დროს კაკუნის ხმა გავიგე კარზე შემოდი დე დავუძახე, კარი გაიღო და რეზი შემოვიდა დე არა დედაშენი სახლში გავუშვი მივხვდი, რომ მარტო გინდოდა დარჩენა ჩვენი საუბრის შემდეგ და ამიტომ ვუთხარი წასულიყო ბოდიში რომ შენს გარეშე გადავწყვიტე.
-მადლობა კარგად მოქცეულხარ, მაგრამ ახლა რამ შემოგიყვანა?
-საღამოს გადასხმა უნდა დაგიდგა,ექთნებს არ ცალიათ და ამიტომ მე შემოვედი თან მინდოდა გამეგო როგორ იყავი იმ საუბრის შემდეგ, ბოდიში თუ ზედმეტი მომივიდა.
-არა არაფერია მართალი ხარ ვიღაცამ ერთხელ მაინც უნდა მითხრას სიმართლე რომელიც ზალინ მეტკინება თუმცა თვალს ამიხელს,მადლობა პირიქით, მაგრამ ახლა სხვა რამ მაინტერესებს აქედან როდის წავალ?
-სავარაუდოდ ხვალ გაგწერთ რადგან ყველაფერი კარგად არის და მკურნალობას აღარ საჭიროებ.
-მადლობა, შეგიძლიათ თუ რათქმაუნდა საქმე არ გაქვთ ბევრი აქ რომ დარჩეთ მარტო მეშინია მგონია რომ ისევ გავითიშები და ახლა უკვე სამუდამოდ....
-ლეპტოპს და საბუთებს შემოვიტან გავალ და დავბრუნდები ისევ...
-მადლობა...
მადლობა მომიხადა და გამოვედი, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა ახლა მუშაობა სურვილი მინდოდა მთელი ღამე მისთვის მეყურებინა როგორ ეძინა, უცბად ჩემს თავს სარკეში შევხედე ვუყურებ გაკვირვებული ანარეკლს და ვერ ვხვდები რა მემართება, მართაალია არავინ მყავს მაგრამ მაინც ასე რამ გამაგიჟა რომ მაშინაც კი ვრჩები სავადმყოფოში მორიგედ როდესაც დასვენება მაქვს ჩემს კოლეგებს გადავუცვალე სმენები იმ მიზეზით რომ ვითომ ორი კვირა მჭირდებოდა სხვაგან წასვლა და შემდეგ რომ ჩემს მაგივრად ემორიგევებინათ,ვდგავარ სარკის წინ და ვერ ვხვდები რა არის ეს ყველაფერი სიყვარული არაა ნამდვილად ვიცი,უბრალო მიჩვევა? ანდა რაღაც მუხტი რომელიც არ მაძლევს სახლში წასვლის და მისი დატოვების უფლებას...
გავედი კაბინეტიდან და როდესაც პალატაში შევედი ჩაძინებული დამხვდა უკვე, დავაწყე საბუთები, ლეპტოპი დავჯექი სავარძელში და თავი ვერ მოვაბი მუშაობას ვუყურებდი და ვიაზრებდი,რომ ეს საოცარი დიდ თვალება გოგონა ხვალიდან წავიდოდა სამუდამოდ ჩემი ცხოვრებიდან და თუ არა შემთხვევითობა ჩვენ ვეღარ შევხვდებოდით.... უცბად გაახილა თვალები და შემომხედა -
შენ სამუშაო არ გქონდა?
-კი ვუპასუხე და უცბად თავის მართლება დავიწყე ცოტა დავიღალე და დასვენება გაფდავწყვითე მონიტორს ვუყურებდი წნევა როგორ იცვლებოდა მაინტერესებდა ვუთხარი და დარცხვენილი ბავშვივით გავატრიალე თავი საბუთებისკენ.
-თუ მოგინდება და დაიღლები შეგიძლია დაწვე ჩემს გვერდით არ იქნება პრობლემა, ჩემგან რათქმაუნდა თუ შენ არ იგრძნობ უხერხულად თავს.
-მადლობა, ჯერჯერობით ვუძლებ და შემდეგ ვნახოთ
-რომელი საათია?
-23:00, რა იყო აღარ გეძინება?
-გარეთ გასვლა შეიძლება?
-კი, თუ გინდა რატომაცარა პირიქით უკეთესი იქნება შენთვის ეტლს მოვიყვან ახლავე,ოღონდ ფრთხილად უნდა ადგე, რომ თავბრუ არ დაგეხვეს.
პატარა ბავშვივით ამიჩქარდა გული,როდესაც გავიაზრე რომ შემეძლო მის ხელებს შევხებოდი და შემეძლო გამესეირნა მასთან ერთად სწრაფიი ნაბიჯებით შევიყვანე პალატაში ეტლი და საწოლთან მივედი...
ღმერთო რა მშვენიერია ვფიქრობ, ისევ ის განცდა დამეუფლა ისევ რაღაც მდუღარე ჩაიღვარა გულში და ხეები გავუწოდე ასადგომად, პირველი შეხება მისი ნებით პირველი ხელის ჩაჭიდება, ორივე ხელზე მისი ნაზი ხელები ჩამჭიდა და მაგრად მომიჭირა თითქოს ეშინოდა ფეხზე ადგომის, წამოიწია ფეხები ძირს ჩამოუშვა და წამოდგომა ცადა,არ შემიზილია დავწვები ჯობია,არა უნდა ადგე ვუთხარი მოდი მე დაგეხმარები თუ წინააღმდეგი არ ხარ , ხელებს შემოგხვევ წელზე და გადმოგაჯენ ეტლში კარგი?
-კარგი მიპასუხა და მორიდებით გამიშალა ხელები.
შემოვხვიე ხელები და იმდენად სიფრიფანა იყო თითქოს ჩემს ხელებში ჩაიკარგა, ხელის გაშვება აღრ მინდოდა, თუმცა სხვა გზა აღარ მიქონდა ჩავაჯინე ეტლში და პლედი მოვახვიე ფეხებზეც გადავაფარე თმას ჩაგიწნი ჯობს ვუთხარი ხელს აღარ შეგიშლის,კარგი ჩამიწენი, ისე მოკლედ მპასუხობდა თითქოს სირცხვილისგან დნებოდა შავი გრძელი თმა რომელიც იმდენად ნაზი იყო როდესაც ხელი შევახე შემეშინდა არ გამქრალიყო ნელა ჩავუწენი თმა შევუკარი და ვუთხარი, ახლა სრულ მზადყოფნაში ხარ შეგვიძლია წავიდეთ,გამოვაღე პალატის კარი და წავიყვანე იმ ადგილას სადაც მე ავდივარ ხოლმე როდესაც მარტო მიდა დარჩენა ბოლო სართულზე, სახურავზე საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.
რა კარგია როდესაც სავადმყოფოშიც შეგიძლია გაექცე ყველაფერს და მშვენიერი ხედით დატკბე.
- შეიძლება ვიკითხო?
-რათქმაუნდა გისმენ.
-რატომ მაქცევ სხვა პაციენტებზე მეტ ყურადღებას,ოღონდ არ თქვა რომ ასე არ არის შენც კარგად იცი სიმართლე.
-იმ საუბრის შემდეგ პალატაში ძნელია უბრალო პაციენტად შენი აღქმა,ძალიან მინდა ასე იყოს,მაგრამ არ გამოდის არ არის მარტივი,ეცადო გახადო რიგითი პაციენტი ის ვინც გულამდე მიდის და მასში ცდილობს ადგილის სამუდამოდ დაკავებას არ აქვს მნიშვნელობა ნებით თუ უნებლიედ, მიიწევს ჯიუტად გაუჩერებლივ მხოლოდ ერთი მიზნით წინ თავისი დიდი შავითვალებით შეაღწიოს გულში და სამუდამოდ დარჩეს გულში შიგნიდანჩარაზოს კარი ისე რომ ვერასდროს ვერავინ შეძლოს მისი შეწუხება.

ორივე გავჩუმდით არაფრის თქმა აღარ მსურდა, რადგან მე მხოლოდ მათეზე ვფიქრობდი და ვიცოდი ვატკენდი ძალიან ვატკენდი და ისე მოვკლავდი და დავმარხავდი ცოცხლად,როგორც მე დამმარხეს განშორების დღეს...
ვიჯექი და ვფიქრობდი,ტყუილად ნამდვილად არ შეუყვანიათ სიყვარული 7 ყველაზე მომაკვდინებელ გრძნობებს შორის,მას შეუძლია ცოცხლად დამარხვა, სიცოცხლის სურვილის წართმევა და მხოლოდ სხეულად ქცევა,რადგან სული მიაქვს შენგან იმდენად გტკივა გეწვის შიგნიდან ყველაფერი თითოეულ ამოსუნთქვაზე, თითქოს ბურთი გეჩხირება ყელში და ვეღარ სუნთქავ, დადიხარ,ზიხარ,იღიმი,საუბრობ,მაგრამ რარაც მომენტში ხვდები,რომ უბრალოდ არსებობ, ხვდები,რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია აღარ არის ისეთ როგორიც მაშინ იყო როდესაც იცოდი რომ შენთან იყო,იცოდი რომ ნახავდი,ჩაეხუტებოდი,აკოცებდი,უბრალოდ თვალებში ჩახედავდი და იტყოდი ეს ის არის რაც მსურს, ეს ის ადამიანია ვნც მინდა იყოს სულ,სანამ ბოლომდე დამარხავ სულს არის ღამეები საუკუნოდ გაწელილი და ყინულივით ცივი ღამეები რომლის დროსაც უბრალოდ ლოგინზე დევხარ და ცრემლები მოდის,ფიქრობ თუ არა ამდროს სიკვდილზე? სიმართლე გითხრათ არ ვიცი სხვა ადამიანები მაგრამ მე მიფიქრია ბევრი მიფიქრია და დამიწერია კიდეც გამოსამშვიდობებელი წერილი,მიფიქრია რას იზავდა მათე როდესაც გაიგებდა,რომ მოვკვდი და სამუდამოდ დავტოვე სამყარო,ოდნავად მაინც თუ დაფიქრდებოდა და დაწყდებოდა გული ჩემს გამო?! ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც უცბად რეზის ხმა შემომესმა როგორ გაიცანი შეგიძლია მომიყვე? მეც აღარ დავაყოვნე...
თითქოს ფილმის დადგმული სცენარი იყო დავიწყე მოყოლა, facebook_ზე დამიამატა, ზუსტად ჩემი საუკეთესო დაქალის ნათიას დაბადების დღეზე 18 ივლისს,როდესაც მეგობრობის მოთხოვნა მომივიდა მეც ნასვამი ვიყავი სიმპათიური ბიჭია რატომაც არა ვიფიქრე და დავამატე,ზოგადად არ მჩვევია მსგავსი რამ,მაგრამ მათესთან ასე მოხდა ოღონდ არ ვიტყვი რომ ბედი იყოთქო,იმ საღამოს არ მოუწერია არაფერი მეორე დილით ძალიან ცოდად ვიაყვით გოგოები და კაფეში შევიარეთ სამსახურამდე თან მე უნივერსიტეტშიც უნდა გავქცეულიყავი ნახევარი საათი მქონდა დრო სანამ უნივერსითეთში წავიდოდი,როდესაც კაფეში შევედით, თამუნა ადგილის დასაკავებლად წავიდა და მე და ნათია როგორც ყოველთვის სიცილით მივედით შესაკვეთად წინ ვიღაც ბიჭი იდგა და ნათიას ვუთხარი ეს ჯეკტმენი ჩვეთვის აპირებს ადგილის დათმობას მეგონითქო მივიწიე ახლოს და გავიცინე,უცბად შემობრუნდა და მდუღარე ყავა გადამავლო მთელს სხეულზე, რათქმაუნდა გავბრაზდი და უხეშად მივმართე სულ დამავიწყდა,რომ კაფეში ვიყავი ცოტაღა მაკლდა და შეიძლება შემომერტყა,ამ ყვირილზე თამუნაც მოვიდა გოგოები მაისურს მიწმმინდავენ მე ვილანძღები ის კი დგას და გაოცებული მიყურებს და ძლივს ამოღერღა ნიაკო ეს შენ ხარ? სამივემ ავხედეთ და შენ ვინ ხარ სახელიც რომ იცი?იცი რა ბოდიში ყავა გადაგასხი უკაცრავად მე მათე მქვია გუშინ დაგიმატე facebook_ზე და მთელი ღამე ვფიქრობდი მომეწერა თუ არა მაგრამ გადავწყვიტე,რომ თავი შემეკავებინა და ამიტომ სამსახურში რომ მივიდოდი მერე უნდა მომეწერათუმცა აქ შევხვდით, მე იმდენად გაბრაზებული ვიყავი გოგოებს ვუთხარი გარეთ დაგელოდებითთქო და გამოვედინამდვილად არ მინდოა იქ დარჩენა, რადგან ვიცოდი ენას კბილს ვერ დავაჭერდი და ძალიან ცუდად მოვიქცეოდი.კარებთან ვიდექი სანამ გოგოებმა ყავა იყიდეს და გამოვიდნენ,ჩემი ჭიქა როდესაც მომაწოდეს ზედ წარწერა იყო „ყველაზე გასაოცარ დიდ შავ თვალება გოგონას ბოდიში დილის გაფუჭებისათვის“ და პატარა ფურცელზე ნომერთან ერთად ეწერა „კარგ დღეს გისურვებ კიდევ ერთხელ ბოდიში შენი მათე“. ისე წამოვედით ხმა აღარ ამომიღია უნივერსიტეტშიც აღარ მივსულვარ როდესაც მანქანაში ჩავჯექით უცბად თამუნამ თქვა სხვათაშორის ყავის მან გადაიხადა და რა მადლობის ნიშნად ჩავხუტებოდი? იდოტმა ყავა გადამაქცია და უნივერსიტეტშიც ვეღარ მივედი დებილი რომ ვარ რატომ დავამატე... და რა რომ არ დაგემატებინა სახეზე ვეღარ გიცნობდა თუ სახელს ვერ დაიმახსოვრებდა? ნათია მოგკლავ მაცადე ჩემ თავზე გაბრაზება მაინც და საერთოდაც რა ძალიან აღფრთოვანებულები ხართ თქვენი დაქალის დაწვით? ორივე გაჩუმდა ისე მივედით სამსახურში ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა მთელი გზა. როგორცკი შევედი სამსახური მაშინვე გამოსაცვლელში შევვარდი და მაიკა გავიხადე და გავრეცხე, მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი და ვბრაზობდი ჩემ თავზე რადგან შინაგანად მის მონაწერს ველოდი არც ჭიქა გადავაგდე და არც ნომერი გოგოებთან მოვიმიზეზე რო ცოტა დარჩა შიგნით ყავათქო,თუმცა მე ხომ ვიცოდი რატომ ვინახავდი,5 საათამდე დაბადების დღე არ იყო ჩანიშნული და უბრალოდ ვლაპარაკობდით გოგოები და აი დადგა 5 საათი, მაინცდამაინც მაშინ როცა ხასიათზე არ ვიყავი მე მიწევდა წაყვანა დაბადების დღის,მაგრამ სხვა რა გზა მქონდა....
მოვიდნენ სტუმრები შევიყვანე დარბაზში და დავიწყე წამყვანობა,ბავშვების მშობლები ისეთი საყვარლები იყვნენ ყველა თამაშში აგვყვნენ,უცბად დაგვიანებული სტუმარი შემოვიდა დაბადების დღეზე საყვარელი ხუჭუჭა ბიჭი და მეც მიკროფონში მთელი ძალით დავიძახე მივესალმოთ ყველა ზე სიმპათურ და მშობლების გამო არა პუნქტუალურ ბიჭს ამ დროს შემოვიდა ის კარებში და უცბად გავითიშე თითქოს დატრიალდა ყველაფერი და მივხვდი რომ უკვე გვიანი იყო ტვინიდან ამოსაგდებად, რადგან გულამდე რამოდენიმე ნაბიჯი აკლდა, პატარას სახელი და ასაკი გამოვკითხე და თან ჩემი ინტერესიც რომ დამეკმაყოფილებინა ვისთან ერთად ხარ დღეს ჩვენთან ერთდ მოსული? მან კი მიპასუხა ბიძასთნ ერთად და ვერ აგიღწერ როგორ მესიამოვნა ამ სიტყვის მოსმენა, შენი ბიძა დავიჯერო იმდენად უჟმურია რომ თამაშში არ შემოგვიერთდება? მაშინვე წამოდგა და მოვიდა ჩვენთან თან მიპასუხა მისი ბიძა იმდენად ხალისიანია ყველა თამაშს ითამაშებს და დაგამარცხებს კიდეცო, ცოტახანში საჭმელად გავიყვანეთ ბავშვები და სანამ მიირთმევდნენ მე დარბაზში ვიყავი ტელეფონში მის პროფილზე შესული როდესაც უცბად სმს მომივიდა ტელეფონზე შენს ნომრებს ძალიან ადვილად არიგებენ სხვათაშორის მინდა გითხრა და ჩემ პროფილზე ყოფნას ჯობს თავი მაღლა აწიო და სახე გამისწორო ვიცი იგივეს გრძნობ რასაც მე, და აი აქედან დაიწყო ყველაფერი...
ისე მისმენდა მთელი არსებით თითქოს იმ მომენტებში ცდილობდა იქ ყოფნას,თუმცა ცდილობდა არფერი შეემჩნია. ჩავიდეთ?არ შეგცივდეს შენ სამი საათი დაწყებულა უკვე უნდა დაისვენო. კარგი ვუპასუხე და პალატაში ჩავედით აღარ გვინდოდა არცერთს წამოსვლა მე ვგრძნობდი რომ აინტერესებდა მიზეზი დაშორების,მაგრამ ვერ გამიბედა კითხვა,იმ საღამოს ჩემთან იყო პალატიდან არ გასულა და ზუსტად ვიცი მაკვირდებოდა როგორ მეძინა.
დილით,როდესაც თვალები გავახილე დედა იყო უკვე მოსული და ჩემი გაწერის საბუთებზე აწერდა ხელს. შეგიძლია წახვიდე მითხრა იმედია ღარასდროს განმეორდება იგივე თუ რაიმე დაჭირდეს დამირეკე ეს ჩემი ნომერია, მადლობა გუშინდელი ღამისთვის, მშვიდობით ვუთხარი და გავიდა, ისე მოვემზდე და გამოვედი სავადმყოფოდან რეზი თვალით არ დამინახავს,მანქანაში როდესაც ვჯდებოდი მხოლოდ მაშინ დავინახე ფანჯრიდან მიყურებდა თუმცა გულით ვგრძნობდი რომ ჩემზე ფიქრობდა,მთელი გზა ნომერს ხელში ვათამაშებდი გოგოებიც ჩემთან იყვნენ რათქმაუნდა გვერდიდან არ მომშორებიან მიყვებოდნენ სხვადსხვა ამბებს რაც ამ ორი კვირის მანძილზე უჩემოდ მოხდა.
და აი მოვედით სახლთან,ვერ გეტყვით,რომ ძალიან მიხაროდა შინ დაბრუნება,რადგან გაზრებული მქონდა რომ იგივე გაგრძელდებოდა,თუმცა სხვა გზა არ მქონდა გავაღე კარი და შევედი შინ,როდესაც ოთახში ფეხი შევდგი მაშინვე საშინელი სიგარეტის სუნი ვიგრძენი და დავიწყე როგორც მჩვევია ხოლმე ბუზღუნი, იცით მიუხედავად იმისა რომ დედა ეწევა მე არ მიყვარს სიგარეტის სუნი, გავსინჯე, მაგრამ არ მომეწონა ამიტომ ყოველთვის ვთხოვ ხოლმე დედას, რომ თუ სახლში მოწევს გაანიავოს თუმცა ახლა ხომ გასამართლებელი საბუთი აქვს შვილი სიკვდილის პირას ყავდა და სად ეცალა ამისათვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent