შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან (თავი 16)


14-02-2021, 12:44
ავტორი naattii
ნანახია 2 882

სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთეს განყოფილების შესასვლელიდა მაშინვე მალხაზის ოთახისკენ აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ვაჩეს ნაცნობი სახე მოხვდა თვალში და წმაიერად შეყოვნდა. პატარა მუცლიანი გოგო ნერვიულად დადიოდა ოთახში და მობილურს ყოველ წამს ამოწმებდა.
-ნათია_მაშინვე მისკენ წავიდა ბიჭი.
-როგორც იქნა ვაჩე, რა ხდება? ახალი ხომ არაფერია? მოვკვდი სახლში ნერვიულობით და აქ ყოფნა გადავწყვიტე, კიდევ კარგი გიორგი სამსახურშია თორემ მომკლავდა.
-ვცდილობთ გავარკვიოთ ნათი, არ ინერვიულო აუცილებლად ვიპოვი. ახლაც ახალი გეგმის შესამუავებლად მოვედით_ხმას დაუწია ვაჩემ.
-კარგი, კარგი, წადი ახლავე, მე აქ ვიქნები, მირჩევნია ახლოს ვიყო_თავი დაუქნია გოგომ მაშინვე და ხელიც კრა ოთახისკენ.
-არ ინერვიულო რა, ცოდოა_მუცლისკენ ანიშნა ბიჭმა და მოწყენილი სახით ძლივს შეძლო გასამხნევებლად გაღიმება.
-მთავარია იპოვნო, ჩვენ კარგად ვართ_თავი დაუქნია ბიჭს და იქვე ჩამოჯდა სკამზე.

მაშინვე ოთახში შევარდა და დანარჩენებს შეუერთდა, ზუსტად მიუსწრო გეგმის განხილვას.

-მოკლედ ბიჭებო, ერთხელ მქონდა საქმე თურქულ ტრაილერებთან და ერთი რაღაც აღმოვაჩინე, შიდა რაცია აქვთ, რითიც ერთმანეთშ უკავირდებიან და ინფორმაციას გადასცემენ, რადგან ერთ კომპანიას რამდენიმე მანქანა ეკუთვნის აუცილებელია ერთმანეთთან ახლოს იყვნენ და ინფორმაცია გაცვალონ. ეს კი შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, მალხაზი ეცდება მათ ხაზზე დაჯდეს, ჩვენიდან რომელიმე კი ინფორმაციას გაავრცელებს, რომ სამტრედიის გასასვლელთან გზაა გადაკეტილი დროებით და პოლიცია დგას. მათაც სხვა გზა არ ექნებათ და ვალდებულები იქნებიან გზაზე რომელიმე გაჩერებასთან შეყოვნდნენ.
-იდეა კარგია, მაგრამ უკვე ორი საათი გავიდა, სამტრედიას გაცდენილები იქნებიან რაც არუნდა ნელა ევლოთ, ფოთი ხომ არ აჯობებს?_დაფიქრებულმა წარმოთქვა ვაჩემ.
-სწორია, ფოთი აჯობებ, მთავარია ახლა მალხაზმა ჩართვა მოახერხოს._კაცს გადახედა იოანემ.
-ჩართვას მხოლოდ ცენტრალურ ხაზზე მოვახერხებ, რომელიც კომპანიას ეკუთვნის, კერძოდ მაგათ ხაზს ვერ გავიგებ რომელია, რადგან არანაირი დამატებითი მონაცემი არ მაქვს, კომპანიას კი მარტივად ვიპოვი_კომპიუტერს ჩააშტერდა მალხაზი.
-ცენტრალურ ხაზზე მაშინ თურქულის მცოდნე დაგვჭირდება_მაშინვე ფეხზე წამოდგა გაბრიელი და ლამის გამობდღვნა კარები.
-ამ დარბაზში ვინმე თურქულს ფლოობს?_ხმამაღლა დაიღრიალა გამომძიებელმა ყველას რომ გაეგონა.
მხოლოდ ოთახის ბოლოს დაინახა სუსტი ხელი აწეული, რომელიც მისთვის უცნობ გოგოს ეკუთვნოდა.
-თქვენ ვინ ბრძანდებით?_უცნობების მიმართ დიდი ნდობა არ გააჩნდა ხოლმე გაბრიელს.
-ნათია ვარ, ნინის მეგობარი, თუ რამით შემიძლია დახმარება აქ ვარ_მაშინვე წინ გადმოიწია გოგომ.
უკან გაიხედა გაბრიელმა და კარებში გამოხედილ ვაჩეს ანიშნა, მანაც თავის დაქნევით დაუდასტურა ვიცნობო და მაშინვე ოთახში შეიყვანეს გოგოც.
-რამდენად კარგად ფლობთ ამ ენას?
-ჩემი ქმარი რომ დაავდა 5 თვე თურქეთში ვიცხოვრე და რაღაცეების სწავლა მოვახერხე, მარტივი წინადადების თარგმნა თავისუფლად შემიძლია.
-კარგი, უნივერიტეტიდან ვინმეს მოყვანის დრო არაა, თქვენთან ვცადოთ, დაახლოებით ასეთი ინფორმაციის თარგმნა დაგვჭირდება: ფოთის გასასვლელში პოლიცია დგას, მანქანებს ამოწმებენ, ფრთხილად იყავით აშკარად პრობლემა აქვთ.
-გასაგებია_თავი დაუქნია გოგომ და სანამ მალხაზი ხაზზს ტეხდა ფურცელი და კალამი მოიმარჯვა, წინასწარ დაწერა ჯობდა. ცოტა წინადადებები გადაანაცვლა როგორც შეეძლო და ფურცელი ბიჭებს შემოუბრუნა, გამოთქმითაც აჩვენა რომელი სიტყვა როგორ ეთქვათ და კმაყოფილმა გაიღიმა. უხაროდა მეგობარს ოდნავ მაინც თუ დაეხმარებოდა.
-ვიპოვე, ჩავერთე_ორი წუთი იქნებოდა გასული მალხაზიმ რომ დაიყვირა და ვაჩეც მაინვე მივარდა მიკროფონს, ჩაახველა ხმა დაიბოხა და წინადადებები ზუსტად ისე წაიკითხა როგორც ნათიამ ასწავლა. დაასრულა და მოლოდინის რეჟიმში ჩაერთო ყველა.
-მართლა ხომ დგას პატრული ქალაქში?_მოუთმენლად გადახედა ნათიამ გამომძიებლებს.
-რა თქმა უნდა_თავი დაუქნია იოანემ და ურწმუნოდ გადახედა ჩუმად მოშიშნე ხაზს -არ დაგვიჯერეს.
-შეგიძლია ახლა ისე დაგვიწერო თითქოს ვინმეს უკვე შეხვდნენ და ამბობდეს მართალიაო?
-ახლავე_ისევ ფურცელს დაწვდა ნათია და ორ წამიანი დაფიქრების შემდეგ ისევ უკან მიაწოდა.
-ამჯერად შენ წაიკითხე_ძმას მიაწოდა გაბრიელმა.
მანაც მაშინვე შეუსრულა თხოვნა და იმედით გახედეს დინამიკს. სამი წუთი არ იქნებოდა გასული რაციის წკიპინის ხმა რომ გაისმა.
-მადლობა ინფორმაციისთვის, ბიჭებო ყურადღებით_გაისმა ხმა და გამომძიებლებმაც შვებით ამოისუნთქეს.
-ახლა წავიდეთ და გზას გავუყვეთ_ცოტა გულზე მოეშვა ვაჩეს და მაშინვე კარებისკენ დაიძრა, -მადლობა ნათი_მაინც ვერ მოითმინა გოგოს არ გადახვეოდა.
-ღმერთი თქვენსკენ, დალისთან წავალ, იცოდე ოდნავ რამეც თუ შეიცვლება მაშინვე მირეკავ_დამუქრების ნიშნად თითი გაუბზიკა ბიჭს ცხვირთან და მანაც სიცილით დაუქნია თავი, უკვე იმედიანად გავარდა გარეთ და რულთანაც თავად მოასწრო ყველას დაჯდომა.


ყურადღებით ათვალიერებდა ოთხივე გზებს, უკან კიდევ მოყვებოდათ პატრულის ეკიპაჟი, სამტრედიიდან გასული ვაჩე უკვე გზას აღარ უყურებდა ისე ყურადღებით როგორც გვერდით მდგარ მანქანებს.
-ვაჩე, ორასით მიდიხარ, დავიმტვრევით და გოგოებსაც ვეღარავინ იპოვის_ამოიხვნეშა მორიგ სიგნალზე გაბრიელმა.
-ბოდიშით ავტომატურად გამომდის_წაიბურდღუნა ბიჭმა, თუმცა სიჩქარის დაკლება არც უფიქრია.
-ჩვენს წინ მოძრავი ტრაილერი აღწერილობას ემთხვევა, გავაჩეროთ?_ერთ-ერთი საპატრულო ეკიპაჟის ხმა გაისმა რაციაში და ლამის ავარია გააკეთა ვაჩემ.
-ოხ ვინც შენ მართვის მოწმობა მოგცა_გინებამდე ცოტა აკლდა გაბრიელს ისე მოკიდა რაციას ხელი: -რა თქმა უნდა, მაგრამ ფრთხილად იყავით და ადგილმდებარეობა დააზუსტედ.
ერთ-ერთი სოფლის დასახელებისას ჩაეღიმა ვაჩეს, ახლოს იყვნენ.
- რამდენიმე წუთში ვიქნებით_ჩასძახა გაბრიელმა და მაშინვე იარაღი ამოიღო რომ შეემოწმებინა. 5 წუთიც და უკვე ხედავდნენ პატრულით გარშემორტყმულ მანქანას. თავადაც მაშინვე იქეთ გავარდნენ და ვაჩე პირველი მივარდა სატვირთოს გასაღებად.
-მძღოლს შემოწმება არ უნდა?_უკვე გვერდით ჩაქროლებულმა დაუძახა იოანემ.
-ეგ თქვენზე იყოს_მოუთმენლად შესძახა ბიჭმა საპასუხოდ და გამოაღო კიდევაც კარები. იმხელა იმედგაცრუება დაეტაკა ამაღლებულ განწყობაზე მყოფს თვალებში სიბნელე ვეღარ აღიქვა, თავბრუსხვევას ვეღარ გაუძლო და იქვე ჩამოჯდა ასვალტზე.
-აქ არ არიან_არაფერი უკლდა ატირებამდე, -აქ არიან_ბოლო ხმაზე დაიბღავლა და მანამ ურტყა მუშტები გზას, სანამ გოგამ არ გააკავა, მხოლოდ შემდეგ დაინახა როგორ თქრიალით მოდიოდა ხელის ზურგიდან სისხლი.
-ვიპოვით ვაჩე, ვიპოვით_დამშვიდებას ცდილობდა გოგა, თუმცა ბიჭს თითქოს არც კიესმოდა.
-ამათთან ყველაფერი წესრიგშია _მძღოლის შემოწმების შემდეგ დაიძახა გაბრიელმა და რაციასთან მისულ ძმას გახედა.
-სწრაფად ჩაჯექით_ხმამაღლა დაიბღავლა იოანემ და თავადვე მიუჯდა საჭეს წამებში. მთელი ხმით ბღაოდნენ ბიჭები რაციაში და გვერდითა სოფელში მდგომები დახმარებას ითხოვდნენ.
-ძებნაში აყვანილი ტრაილერი გაჩერებულია
-ჯანდაბა გვესვრიან
-ამდენი იარაღი საიდან ამჩემი*ებს
-მეწყვილე დამიჭრეს._ხმები ერთმანეთს ცვლიდა რაციაში და ხმების გარჩევას შუძლებელს ხდიდა. სასწრაფო გამოიძახა გაბრიელმა და ცოტა უკლდა მოთმინების დაკარგვამდე. კიდევ 3 წუთი და სროლის ხმები უკვე აშკარა გასაგონი გახდა.
-ფრთხილად იყავით_უკან მჯდომ ბიჭებს გადმოხედეს ტყუპებმა და სინქრონულად ამოიღეს იარაღი. პირდაპირ შუა გზაზე გააჩერა იოანემ და გამოღებულ კარებს ამოეფარა, შუა პატარა თავისუფალ ადგილში ყოფდა იარაღის ლულას და იქედან ისროდა თავად უსაფრთხოდ რომ დარჩენილიყო. ორივე მხრიდან სროლის ხმა ისმოდა და რამდენიმე დაჭრილს ხედავდა ვაჩე მათი მხრიდან.
-დამპალი ნაბი*ვრები_ღვარძლიანად ამოილაპარაკა ვაჩემ და ერთ-ერთს პირდაპირ შუბლში მოარტყა ნასროლი. არ შეიმჩნია პირველად რომ მოხვდა მისი ტყვია ადამიანს, პირველად მოკლა სულიერი, მოსიარულე პიროვნება, მაგრამ ამ აზრებს გონებაში შემოღწევის უფლება არ მისცა და ადგილი სიხარულს დაუთმო მეორე მხრიდანაც პატრულის მომატებული ეკიპაჟები რომ დაინახა.
-ალყაში ხართ_ბოლო ხმაზე დაიძახა გაბრიელმა და მანაც დააწვინა ერთი მოწინააღმდეგე.
-დამაზღვიეთ _ტყუპებს გასძახა ვაჩემ და თავიანთ მანქანას მეორე მხრიდან მოუარა.

-ვაჩე ცეცხლს ეთამაშები_ძლივს მოასწრო გოგამ სიტყვების დასრულება ქავთარაძემ გზა სირბილით რომ გადაკვეთა და ტრაილერის უკანა მხრისკენ გაიქცა.
-კარებს თუ გავაღებთ უკეთესი იქნება_მიხვდა მეგობარი რის გაკეთებასაც ცდილობდა და თავადაც უკან გაყვა. -გამოაღე_ახლოს მისულმა დაიყვირა და ტავარის დასაცავად მოსულ ბიჭს ესროლა.
მაშინვე ჩმკეტს ეცა ვაჩე, მხოლოდ ერთი ფრთა გამოაღო და შვებით ამოისუნთქა შეშინებული და ერთანეთს მიყუჟული გოგოების დანახვაზე.
-აქ არიან_ხმამაღლა დაიყვირა სხვებსაც რომ გაეგონათ ამ ტყვიების ზუზუნში და მარტივად შეძვრა შიგნით.
-ნინი, ნინი სად ხარ_შიგნით შესულმა მაშინვე ყვირილით დაიწყო გოგოებში სიარული და საყვარელი სახის ძებნა.
-პატრული შეყვარებული ამ გოგოს ყავდა_უკანა მხრისკენ მიუთითა ორმა და ისიც მაშინვე წავიდა მეორე მხარეს.
-გონს ვერ მოვიყვანე_აცრემლებული ხმა მოესმა ვაჩეს და მისკენ მირუნებულმა იგრძნო როგორ შეწყვიტა გულმა მუშაობა. კალთაში ჩაედო უცნობ გოგოს ნინის თავი, იმდენად იყო ნაცემი, როგორც ჩანდა გონზე მოყვანა ვერ მოახერხეს, მთელი სახე კი ისე შეშუპებოდა ცნობაც კი რთული იყო საყვარელი ადამიანის.
-ნინი_ჩურჩულით დაიხარა გოგოსკენ და ისე ნაზად ჩამოუსვა თითები სახეზე ეგონა ახლა ნაწილებად დაიშლება და დაიფერფლებაო. ყველაზე საშინელება კი ფეხებზე შემხმარი სისხლი იყო. ნუთუ? არა, ახლა მთავარია ექიმთან მიიყვანოს, ახლა მთავარია არ დაიგვიანოს. მთავარია იჩქაროს და მერე ყველაფერს მოევლება.
-გოგა გამომყავს_ფრთხილად აიტაცა სხეული და გასასვლელისკენ დაიძრა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა სადაც იყო და უკან მოხედა შეშინებულ გოგონებს
-ნუ გეშინიათ, მთავარია მოგისწარით, ახლა ყველანი სახლებში დაბრუნდებით_სიმწრით გაუღიმა გასამხნევებლად დარჩენილებს და გზაზე ჩახტა. ისევ სირბილით გაიქცა მანქანისკენ, დანარჩენებს გამტაცებლები უკვე აეყვანათ და ახლა მხოლოდ დაპატიმრება დარჩენოდათ.
-მე წავედი_ხმამაღლა დაიძახა ვაჩემ, ნინი უკანა სავარძელზე მოათავსა და გიჟივით მოწყდა ადგილს. სწრაფად დააჭირა ნათიას ნომერთან დარეკვის ღილაკს თითი და გოგოს ხმის გაგონებისთანავე რა ხმაც შერჩენოდა დაიყვირა_ნათია ვიპოვე, ცოცხალია, მაგრამ უგონოდ, დალის უთხარი საავადმყოფოში წავიდეს და ყველაფერი მოამზადოს ერთ საათში მოვასწრებ, ან უფრო მალეც_სპიდომეტრს დახედა ვაჩემ და სიჩქარეს კიდევ მოუმატა. მთავარია მოასწროს. მთავარია მოასწროს, დანარჩენი ყველაფერი გამოსწორებადია.


-------------------------------------------
ბედნიერი ვალენტინობა მეგობრებო <3



№1 სტუმარი ანუ

ვაიმე ნინიიიი :'( :'( კაიი რააა... :( :( :(

 


№2  offline წევრი ირო

ნათი ყველა დეტალს როგორი სიფრთხილით ეკიდები.მადლობა ამ ემოციისთვის რასაც მე ვგრძნობ.როცა დაასრულებ მერე ერთიანად ჩავუჯდები.

 


№3 სტუმარი maco maco

ვერ ამოვისუნთქავ ალბათ შემდეგ თავამდეე

 


ვაიმე, იმედი ვაჩეს ვარაუდი არ გამართლდება და ის ნაბიჭვრები მხოლოდ ცემით შემოიფარგლნენ :( სხვა შემთხვევაში ნინის ფერები ჩაუქრება და მისი სიგიჟეც სადღაც გაქრება:(
ველოდები ახალ თავს უკეთესის მოლოდინში❤

 


№5  offline მოდერი naattii

ანუ
ვაიმე ნინიიიი :'( :'( კაიი რააა... :( :( :(

:((((((
ირო
ნათი ყველა დეტალს როგორი სიფრთხილით ეკიდები.მადლობა ამ ემოციისთვის რასაც მე ვგრძნობ.როცა დაასრულებ მერე ერთიანად ჩავუჯდები.

მადლობა რომ შეამჩნიეთ ❤️ ყოველთვის ვცდილობ რაც შეიძლება ახლოს იყოს რეალობასთან ❤️
maco maco
ვერ ამოვისუნთქავ ალბათ შემდეგ თავამდეე

მე მაპატიეთ ❤️
რუსკიმარუსია
ვაიმე, იმედი ვაჩეს ვარაუდი არ გამართლდება და ის ნაბიჭვრები მხოლოდ ცემით შემოიფარგლნენ :( სხვა შემთხვევაში ნინის ფერები ჩაუქრება და მისი სიგიჟეც სადღაც გაქრება:(
ველოდები ახალ თავს უკეთესის მოლოდინში❤

იმედა მალე გაანათებს ❤️

 


№6 წევრი OKI ME

რაღა ბედნიერი იქნება, ისეთები ჩაატარე შენ და ამანერვიულე, ვიღას ემახსოვრება ვალენტინობა? :დდდ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ისე, კი საოცარი თავი იყო. ემოციებით დატვირთული პირადად ჩემთვის.

და მაინც, რანაირი თავი იყო ეს ეხლა? ((( არა, ვერ მოვითმენ შემდეგ თავამდე მე :დდ ცოტა რამით მაინც მიმანიშნე ნინის მდგომარეობაზე.

ვაჰ, ძალიან განვიცადე. თან ყველაფერი ისე გაქვს აღწერილი, რომ დეტალურად წარმოიდგენს მკითხველი ყველაფერს. ეს გოგოები, ძალიან შემეცოდნენ. კომენტარებს გადავხედე და მეც იმედი მაქვს, რომ მხოლოდ ცემით შემოიფარგლნენ. მით, უმეტეს როგორ მახსოვს მათმა უფროსმა სხვა ბრძანება გასცა. ამიტომ იმედს ვიტოვებ. ვნახოთ, აბა რა იქნება შემდეგ თავში.

ახლა, ყველაფერი ვაჩეზეა დამოკიდებული. ვაჩემ უნდა გადაატანინოს ის მძიმე დღეები ნინიმ რაც გამოიარა. რაც არ უნდა მომხდარი, მაინც ძალიან რთულია და დიდ ფსიქოლოგიურ ტრამვასაც დაუტოვებს, ნებისმიერ ადამიანს. დარწმუნებული ვარ, ისევ ვაჩე და მისი სიყვარული გამოაკეთებს ნინის და ძველ, მხიარულ, გადარეულ და ფერად ნინის დააბრუნებს.

ჩემი ნათიაც, როგორ მინერვიულე. რა წესია, არ ეყოფა ჩემ გოგოს სადარდებელი? ისე, კი მაინტერესებს გიორგის ამბები, ხომ იცი შენ? :დდ რას შვება, რას საქმიანობს, როგორაა :დდ ❤️

მოკლედ, წავედი მე, პიტნის ჩაის დავლენ და დავიმშვიდებ ნერვევს :დდდ აბა წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️

 


№7  offline წევრი svien

au gamiskdeba exla guli:((ogond dzaladoba ara ra...male dade ra❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent