შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 13


15-02-2021, 10:13
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 551

ირაკლი ჩემი ბედნიერების წყარო გახდა. ვერც წარმომედგინა აქამდე ადამიანს ამხელა სიყვარული თუ შეეძლო. ასე მეგონა სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. ყველაფერი ლამაზი მეჩვენებოდა. უზომოდ მიხაროდა, რომ გვერდით მყავდა კაცი ვისაც ვენდობოდი, მიყვარდა და ვუყვარდი.
დავემშვიდობე და ჩემი გული მასთან დავტოვე. ყოველთვის მეცინებოდა, როცა რომანტიკულ ფრაზებს წავაწყდებოდი ხოლმე. სიყვარული სისულელედ და ადამიანის მოგონილ თავის გასართობად მიმაჩნდა, თუმცა ჩემი წარმოდგენები ამოტრიალდა.
სახლში გაღიმებული ავედი. დედაც კარგ განწყობაზე დამხვდა.
- საღამო მშვიდობის, დე. - შემომეგება შესვლისთანავე.
- როგორ ხარ ? ნახე ბინის პატრონი ? - სამზარეულოში დავსხედით.
- კი და გავუსტუმრე მთლიანი თანხა. ღმერთმა დალოცოს ირაკლი. საშინელი განსაცდელისგან გვიხსნა.
- ნამდვილად. მიხარია რომ აღარაფერზე ნერვიულობ.
- ნეტავ არ მეთქვა გუშინ შენთვის, უცებ მოგვარდა ეს პრობლემა და აღარ განერვიულებდი.
- როგორ აღმოაჩინეთ, მე რომ ვიყავი თქვენი საერთო ნაცნობი ?
- მე გახსენე საუბარში, ერთადერთი შვილი მყავს ემილიანე-მეთქი. რა გვარიაო თავად მკითხა. ისეთი სახელი დაგარქვა მამაშენმა მეტი არც დადის მგონი, ამიტომ მალევე მივხვდით. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. არ გვისაუბრია მაგ თემაზე მე ფრანგულის მასწავლებელს რომ ვეძებდი, თორემ სწორედ მისგან გავიგებდი თქვენზეო - ჰო, აბა რა ? მთელი თბილისის ფრანგულის მასწავლებლები გამოიკვლია. არა და რომ ჰკითხო ცუდი მსახიობია. - შეგაქო, კარგი სტუდენტი და თანამშრომელიაო. თვითონაც არაჩვეულებრივი პიროვნებაა, საუბარზე ეტყობა რომ ძალიან ზრდილობიანი, აღზრდილი და განათლებული ახალგაზრდაა.
- მკაცრი კაცია, მაგრამ კარგი ადამიანია ეტყობა.
- მართლა ? მე სიმკაცრის ვერაფერი შევატყვე.
- დედა შენ ისეთ ამპლუაში ხარ მასთან წარმოდგენილი, მკაცრი შენ უნდა იყო, ამიტომ ..- გემრიელად გაგვეცინა.
- არა მგონია, სიმკაცრე დამჭირდეს . უნიჭიერესი ადამიანია. - მარის დავუძახეთ და ყავა გემრიელად მივირთვით. დედამ დიდი აღტაცებით ახარა ემილიანეს უფროსი ჩემი ახალი მოსწავლეაო და მარი კინაღამ დაიხრჩო, ისე მწარედ გადასცდა ყავის პირველივე ყლუპი. მაგიდის ქვეშიდან ჩუმად ვუჩქმეტდი, თავი დაიწყნარე, დედა არ მიხვდეს-მეთქი თვალებს ვუბრიალებდი. იმ საღამოს ბევრი ვიცინეთ. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, დედას ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი. ასე გულით მართლა კარგა ხანია არ გაუღიმია. ცოტა ხანი მე და მარი ცალკე გავედით ჩემს ოთახში. ემოციებს ძლივს ფარავდა.
- აი რა კაცია ეს ვიბლიანი. ვგიჟდები მასზე ! ასეთი ოპტიმალური გზა მხოლოდ მას თუ მოაფიქრდებოდა - არ წყვეტდა ირაკლის ქებას. მე კი ისე მსიამოვნებდა ამ ყველაფრის მოსმენა, ვერ აღგიწერთ. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ადამიანი ჩემი იყო.
მეცადინეობას გულს ვერ ვუდებდი. ირაკლიზე მეფიქრებოდა. თითქოს მანაც იგრძნო ეს ყველაფერი და დამირეკა. ჩემს თავს ვერ ვცნობდი ისე მიხაროდა მისი სახელის ეკრანზე დაწერა.
- ალო - გავაგონე დამტკბარი ხმით და რომ გავიაზრე რა სულელი ბავშვივით ვიღიმოდი, სახე გავასწორე.
- როგორ ხარ, ჩემო სიყვარულო ? - ასე რომ მომიხსენია თავიდან ბოლომდე ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- კარგად, შენ როგორ ხარ , ირაკლი ?
- ირაკლის მაგივრად, უფრო თბილად რომ მოგემართა კარგად ვიქნებოდი მეც. - მითხრა გაბუტული ხმით. მე ხომ ვიცი შინაგანად რასაც ვგრძნობდი, თუმცა ასე საყვარელი სიტყვებით გამოხატვა არ შემეძლო.
- კარგი, ნუ იბუტები ეხლა ბავშვივით.
- ნესტან მასწავლებელი კომოე ? - მკითხა ფრანგულად როგორ არისო ? იმხელა ხმაზე გამეცინა, დედა არ გავაღვიძო-მეთქი. თავი ვერ შევიკავე.
- რა გიჟი ხარ ირაკლი - სულს ძლივს ვითქვამდი. - შენ რამდენიმე გაკვეთილში ალბათ ვერ გაგაჩუმებთ.
- რვეულებით, კალმებით და ფანქრებით რომ უნდა ვიარო შენთან სახლში, ძალიან მეცინება ამაზე. ამიამის რომ ვუთხარი ფრანგული უნდა ვისწავლო-თქო მის მერეა დამცინის.
- რა გინდათ, მშვენიერი ენაა. ცოდნა არასდროსაა ზედმეტი.
- შენ უფრო გერმანული მოგიხდებოდაო, იძახის. არადა თქვი რა რომანტიკული ბიჭი ვარ. სხვათა შორის, მეც ახლა გავიგე, რომ თურმე ვყოფილვარ.
- არ გედავები.
- პარიზში რომ წავალთ, გამოგვადგება ცოდნა.
- სად რომ წავალთ ? - გავიოცე.
- პარიზში. ხომ გინდა წასვლა ?
- კი, ძალიან. მაგრამ შენ საიდან იცი ?
- ჩანთაზე პატარა ეიფელი გაქვს ჩამოკიდებული, აქედან ვივარაუდე - მართლაც ასე იყო. ჩემი საყვარელი პატარა ეიფელის ბრელოკი მაქვს, რომელსაც ყველა ჩანთაზე ვკიდებდი რომელსაც ხელში ვიჭერდი. ბავშვობიდან ვოცნებობ საყვარელ ადამიანთან ერთად პარიზში წასვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე არომანტიკული მეგონა ჩემი თავი ირაკლიმდე, ეს სურვილი მაინც მქონდა. ძალიან მესიამოვნა მას ეს დეტალი შემჩნეული რომ ჰქონდა.
- შენს თვალს ეპარება საერთოდ რაიმე ? - ვკითხე ღიმილით.
- შენთან დაკავშირებული არაფერი.
- მიყვარხარ - ვუთხარი რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, დამორცხვებით.
- მეც ძალიან მიყვარხარ, ემილიანე. - მივხვდი, რომ გაეღიმა. - ხშირად გამიმეორე ეს, უზომოდ მახარებს შენგან ეგ სიტყვა.
- შეკვეთით არ ხდება ეგ - გამეცინა.
- ვიცი, ვიცი. დედაშენმა გითხრა ჩემზე კიდევ რაიმე ?
- ირაკლი, ხომ გითხარი დღეს ისედაც. რა ცნობისმოყვარე ხარ.
- ძალიან მაინტერესებს მისი აზრი ჩემზე და მაგიტომ.
- დღეს რაც გითხარი, გეყოფა - დედაჩემმა კიდევ ძალიან ბევრი აქო ირაკლი, მაგრამ არ ვუთხარი. ისედაც კარგი ყეყეჩია და ძალიან აუვარდებოდა თავში. - ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მადლიერები ვართ შენი ორივე.
- კარგი რა, მაგას ნუღარც ვახსენებთ გთხოვ. სამადლობელი არაფერი არ არის.
- კარგი. ახლა წავალ, უნდა ვიმეცადინო.
- კარგი, ხელს აღარ შეგიშლი. ტკბილი ძილი, ჩემო ცხოვრებავ. - წადი ახლა და იმეცადინე ასეთი დამშვიდობების მერე, როგორია ? ტელეფონის გათიშვის შემდეგ, კარგა ხანს გაღიმებული ვიჯექი, მთვარეს ვუყურებდი და უზომოდ ბედნიერი ვიყავი...
ბოლოს, ყველანაირი ძალა და ენერგია მოვიკრიბე. სამეცადინოდ დავჯექი და რამდენიმე საათი თავიც კი არ ამიწევია. უპასუხისმგებლობას ვერ ვიტან თავადაც, მაგრამ ახლა + მიზეზი მქონდა.. ირაკლისთვის არ მინდოდა იმედები გამეცრუებინა და მთელი გულით შევუდექი სწავლას.
დილით, გემრიელად ვისაუზმე დედასთან ერთად, ყავა მივირთვი და უნივერსიტეტში წავედი. ირაკლის თვალებით ვეძებდი, მაგრამ არსად დამინახავს. ყოველ დღე არ ჰქონდა ლექციები. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი.
სამსახურში სწრაფად წავედი. არც ერთი წამის დაკარგვა არ მინდოდა. ამიტომ, კურსელებთან დიდად კარგი ურთიერთობა ვერ დავამყარე. მოვდიოდი და ნაჩქარევად მივდიოდი. ოფისში შევედი თუ არა, ირინამ ორაზროვნად გადმომხედა, თუმცა გამიღიმა და თბილად მომესალმა. პირდაპირ ირაკლის კაბინეტში შევედი. რახან ვიბლიანი არავისთან არაფრის დამალვას არ აპირებდა, არც მე მოვერიდებოდი რამეს. მარტო არ იყო, დაახლოებით 35 წლამდე ქალბატონთან ერთად იჯდა.
- მოხვედი ემილიანე ? - გამიღიმა ირაკლიმ. - დაჯექი, ჩვენს ახალ თანამშრომელს გაგაცნობ.
- გამარჯობა - მივესალმე სერიოზული ტონით.
- ეს ქალბატონი თამარია. როგორც იცი, ვაკანსია გვქონდა. ეს კი ჩემი თანაშემწე და შეყვარებულია, ემილიანე. - მაინც არ ველოდი ირაკლი ასე თუ გამაცნობდა და გულის სიღრმეში ძალიან მესიამოვნა.
- სასიამოვნოა, ემილიანე. მაგრამ ირაკლი ასე ოფიციალურად რატომ მაცნობთ ? თამუნა დამიძახეთ ორივემ - მისი ფამილიარობა სიმართლე რომ ვთქვა არ მომეწონა. ალმაცერად შევათვალიერე. ირაკლიმ ეს მზერა დაიჭირა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.
- კარგით, თამუნა. - თქვენობითი ტონი მაინც რომ შეინარჩუნა, მომეწონა.- როგორც გითხარით, განსაკუთრებული წესები მე არ მაქვს, თქვენს პირად სივრცეში არ შემოვიჭრები, უბრალოდ სამსახურში უპასუხისმგებლობა არ მიყვარს და დრესკოდი გვაქვს. - მე თან ცალი თვალით თამუნას ჩაცმულობას ვათვალიერებდი. უფრო მეტი სისადავეც შეგეძლოთ, ქალბატონო თამარ ! - და კიდევ სამსახურში სასიყვარულო ურთიერთობების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ როგორც ხედავთ, მე თვითონ დავარღვიე ჩემივე წესი. - ჩაეცინა და ხელი გადამხვია.
- ემილიანეს ძალიან გაუმართლა - თქვა და უკვე მივხვდი, რომ ამ ქალს აშკარად ვერ ვიტანდი.
- მეც ზუსტად იგივენაირად გამიმართლა - უთხრა ირაკლიმ და გული მომეფხანა.
- არ შემიძლია არ დავეთანხმო ირაკლის - მეც „ჩავეკვეხე“ ნაგლი ტონით. იცოდეს თავისი ადგილი. ცოტა ხანი კიდევ ილაპარაკეს და წავიდა.
- საშინელი აურა აქვს ამ ქალს - ვთქვი როგორც კი გავიდა ოთახიდან.
- ეგ მგონი აურის კი არა ეჭვიანობის ბრალია - თქვა ირაკლიმ ეშმაკური ღიმილით, თან მოვიდა და ჩამეხუტა. - არავისზე ლაპარაკი არ მინდა, მომენატრე. - მეც გავისუსე და მთელი სხეულით მივეკარი. დილიდან მის სილუეტს ვეძებდი, ახლა კი ჩემს წინ იდგა და მაგრად მეხვეოდა. მისი სურნელი თავბრუს მახვევდა და აზროვნების უნარს მართმევდა. ყელში ხელი შემიცურა და ლოყაზე მაკოცა.
- როგორ ჩაიარა შენმა დილამ ? - მკითხა მომნუსხველი ხმით.
- მოვიწყინე, უშენოდ.
- მეც. ყოველ დღე არ მაქვს ლექციები და სემინარები. ერთი სული მქონდა როდის მოხვიდოდი.
- სასიამოვნოა როცა სადღაც გეჩქარება და იცი გელოდებიან. - ლამაზად გამიღიმა და თმაზე მომეფერა.
- დღეს შენთან სახლში ერთად ავალთ.
- ძალიან მეუცნაურება ეგ ფაქტი.
- ძალიან მაინტერესებს სახლში როგორი ხარ.
- რავიცი, უსახლკაროს ვგავარ. თავზე უწესრიგოდ შეკრული კოსა მადევს, ხალათით და ჩუსტებით დავდივარ. განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავ. აი თან თუ გამოუძინებელი ვარ პლიუს , ეგეთი რომ მნახო შეიძლება გადაგიყვარდე - გამეცინა ჩემივე ნათქვამზე.
- შენი გადაყვარება შეუძლებელია ჩემთვის. - ლოყაზე ვაკოცე.
- კარგი, საქმეს შევუდგეთ ეხლა. - ვთქვი და გამოვეცალე.
- ჩემი მონდომებული. - დღის გეგმა გამაცნო. ჩემი გასაკეთებელი საქმეები გადმომიწყო და ჩემს ოთახში გამისტუმრა. ირაკლი, როცა საქმე სამსახურს ეხებოდა სულ სხვა ადამიანი ხდებოდა. ისეთი პრაგმატული იყო ნერვებს მიშლიდა. თუმცა, რა გაეწყობოდა. ამას უნდა შევგუებოდი. თავაუღებლად ვმუშაობდი მთელი დღე. შიგადაშიგ მინის კედელში ირაკლის გავხედავდი და იდიოტივით მივჩერებოდი. როგორც კი გამოიხედავდა მზერას ავარიდებდი. ვუყურებდი ყველა მის მოძრაობას, მიმიკას და მეგონა რომ მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური, ყველაზე თბილი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე კარგი იყო. მის გარდა უკვე ვეღარავის ვხედავდი.
სადილის დრო რომ მოვიდა მის კაბინეტში გავვარდი, მიზეზი მომეცა.
- ირაკლი, რას შეჭამ ?
- არ ვიცი, ემილიანე. ბევრი საქმე მაქვს, საერთოდ არ მშია ეხლა - მითხრა ისე, რომ კომპიუტერისთვის თვალი არ მოუცილებია. პასუხი რომ არ გავეცი იკადრა და მზერა მომაპყრო. - შენ თუ გინდა არ დამელოდო, ისადილე. გამოიძახე რაც გინდა - და ისევ ეკრანს მიაჩერდა.
- აჰა - ვთქვი გაბრაზებულმა და კარისკენ წავედი. მაშინვე წამოხტა და გამომეკიდა. კარი სანახევროდ უკვე გაღებული მქონდა. ხმაურიანად მიაჯახუნა და კარს ავეკარი. ხელებით მას მიეყრდნო და ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. თავი გვერდზე გავატრიალე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ამაფორიაქა მისმა ასეთმა ქცევამ, ბრაზი მაინც არ მავიწყდებოდა.
- არ მინდოდა შენი წყენინება, მაპატიე. - მითხრა ჩურჩულით.
- ფაქტია გამოგივიდა. ასე კი ნუღარასდროს ეცდები ჩემს შემორიგებას. - მკერდზე ხელი ვკარი, გამატარე-თქო, მაგრამ არ გაიწია. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჯიუტად მომაშტერდა. თითქოს დამაჰიპნოზა. ლაპარაკის უნარი დავკარგე. მაკოცა... მთელი ემოციებითა და გრძნობით.
გამოგივიდა ვიბლიანო. მისი თვალების წინაშე უძლური ვიყავი.
- ცუდო - ვუთხარი პატარა ბავშვივით გაბუტულმა. გაეცინა.
- ემილიანე, გთხოვ გამიგე. შენთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ საქმეც თუ არ გავაკეთე ასე არაფერი გამოვა. ჩემთვისაც ძალიან ძნელია წინ მყავდე და ვერ გეკარებოდე, მთელი ძალით ვცდილობ საქმეზე ვკონცენტრირდე.
- მესმის, ირაკლი. უბრალოდ როცა შესვენების დროა, ეს ხომ მაინც შეგვიძლია გამოვიყენოთ ? ვიფიქრე, რომ არ გინდოდა ჩემთან ერთად სადილობა - ეს, რა თქმა უნდა, არ მიფიქრია მაგრამ ჩემებური ჩავურტყი.
- ეგ მეორედ აღარც გაიფიქრო - მითხრა მკაცრად. ძალიან კარგი, რაც მინდოდა გამომივიდა. - იცოდე, რომ ჩემთვის ყველაფერზე წინ დგახარ. უბრალოდ, სამსახურში სხვანაირად ვერ გამოვა. გუშინ ყველაფერი მივატოვე და დღეს მეტი საქმე მაქვს. ყოველთვის ეგრე არ იქნება და მეტი დრო გვექნება ერთად ყოფნისთვის. მსგავსი სულელური აზრი კი თავში აღარ მოგივიდეს. ეგეთი ცუდი შეყვარებული ვარ, რომ ჩემი გოგო მსგავს რამეს ფიქრობდეს ?
- არ ხარ - ვუთხარი ნაზი ხმით და ყელში ვაკოცე. ისევ მთელი სხეული დაეჭიმა. ისევე როგორც, მან მიპოვა სუსტი წერტილი და მისი თვალებით მატყვევებდა, ანალოგიურად მოვექეცი მეც. თან გასასვლელად მოვემზადე.
- სამაგიეროს მიხდი ხომ ? - მითხრა გაბრუებულმა.
- დიახ. - ვუთხარი ბოროტული ღიმილით და თვალი ჩავუკარი. სამზარეულოში გავედი და მარტივი სალათი გავაკეთე. ღიმილი სახიდან არ მშორდებოდა. ლანგარზე გადავაწყვე ყველაფერი და ირაკლის კაბინეტში შევიტანე. მაგიდაზეც კი არ მქონდა დადებული, კარი კიდევ ერთხელ გაიღო და ნაკაშიძე შემოვიდა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
- მე შენ გითხარი გასაგებად, გზაზე არ გადამეყარო-მეთქი ! - წამოენთო ირაკლი.
- ოჰო, ორივე ერთად ყოფილხართ. როგორ ხარ ემილიანე ? - გამიღიმა ნაკაშიძემ და ხარბად ამათვალიერა. ვიბლიანს უკვე ჰაერის უკმარისობა დაეწყო სიბრაზისგან, მაგრამ თავი შეიკავა. უკვე პერანგის ზედა ღილებს იხსნიდა. ზიზღით შევხედე და ირაკლის გვერდით დავუდექი.
- მის სახელს საერთოდ ნუ ახსენებ. - გამოსცრა ჩემმა შეყვარებულმა.
- რა მარტივად ჩამანაცვლე, იკა. ასე იოლი იყო ჩემი მოშორება ?
- აქამდეც უნდა მომეშორებინე. დატოვე ჩემი ოფისი, სანამ წყობიდან გამოვედი.
- ემილიანე, ამას როგორ უძლებ საერთოდ ? რა ფსიქოპატია ხედავ ? მე შენს ადგილას უფრო სხვანაირ საყვარელს ავირჩევდი - მითხრა ირონიულად. აქ კი ირაკლის გადაეკეტა და მგონი მაგიდას გადააფრინა. ყელში ეცა, ლამის გუდავდა.
- მე შენ რა გითხარი ? მისი სახელი არ ახსენო-თქო არ გითხარი ? - მთელი ძალით მუშტები დაუშინა - არ გეყო ჩემი ცემა ხომ ? არ გეყო არა ? ჰოდა ახლა მიიღებ საკმარისს. როგორ ბედავ ამხელა უპატივცემულობას ? ვინ ჩემი *** ხარ ამას რომ აკეთებ ? – 2 წამით გავშტერდი. სასწრაფოდ ირაკლისთან მივედი და მის გაჩერებას ვეცადე. უკვე ნაკაშიძე გონებას კარგავდა. სისხლი თქრიალით მოსდიოდა.
- ირაკლი, გეყოფა მოკლავ - მთელი ძალით ვცდილობდი გამეჩერებინა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სხეული მიკანკალებდა, მთელი ძალა მოვიკრიბე და ირაკლი წამოვაყენე.
- გთხოვ, გაჩერდი. ირაკლი, ეს შენ არ ხარ ! დაწყნარდი... გთხოვ. - მისი სახე ხელში მქონდა მოქცეული და ვაწყნარებდი. ცხოველის სახე ჰქონდა მიღებული. სიბრაზისგან მთლიანად წითელი იყო. თვალები ლამის გადმოუცვივდა. ეს ჩემი ირაკლი არ იყო.
- როგორ გავჩერდე ? ეს დამპალი ცოცხალი რატომ უნდა დავტოვო ? - ხმაურზე თანამშრომლები შემოცვივდნენ. სასწრაფოში დარეკეს. ნაკაშიძე თითქმის გონებადაკარგული იყო. არავისთვის არაფერი აგვიხსნია, ირაკლი აბაზანაში ძალით გავიყვანე და ხელიდან სისხლი მოვწმინდე. მძიმედ სუნთქავდა, კიდევ არ იყო აზრზე მოსული. ცივი წყლით სახე დავუსველე და ცოტა ხანში ოდნავ დაწყნარდა.
- ირაკლი, მესმის რომ გაბრაზდი, მაგრამ ასეთი ბრაზის გამოვლინება არ შეიძლება. რა დღეში ჩააგდე, ნაკაშიძე უგონოდ წევს იქ.
- შენ მას იცავ ? - ახლა მე მომდგა.
- რა შუაშია დაცვა ? მე შენზე ვფიქრობ. პირველი ცემა შეგრჩა, ამას ვინღა შეგარჩენს ?
- ვინ რა უნდა მიქნას ? - ნერვიულად დადიოდა და ნაკაშიძეებს აგინებდა. - მაგათ იქეთ გავაქრობ. გამიბედონ რამე მითხრან. მამამისი მოვიდეს ჩემთან და საყვედური მითხრას, რა ჩამოსხმა შვილიც ჰყავს გაიგებს. - ბრაზს რომ ვეღარ იკავებდა კედლებს ურტყამდა მუშტებს.
- ირაკლი, მაშინებ უკვე. - ხმა ამიკანკალდა. დაზაფრულმა გამომხედა.
- შენ არაფერზე ინერვიულო. ვერ შევარჩენ ვერავის შენს უპატივცემულობას. პირველი გაკვეთილი არ ეყო, ეს საჭირო იყო.
- სხვანაირადაც შეიძლება მოგვარება, ეჩხუბე, იყვირე მაგრამ ეს მუშტი-კრივი და გონების დაკარგვამდე ცემა რა არის ? ახლაც კი ვერ ჩერდები. მგონი მეშინია ირაკლი შენი. - თვალები ამიცრემლიანდა.
- შენს ცრემლებს ნუ მაყურებინებ, გთხოვ - ჩამეხუტა და უხეშად მოვიშორე.
- ჰოდა ნუ გახდები ამ ცრემლების მიზეზი.
- მაპატიე, რომ მეორედ მოგიხდა ამ ყველაფრის ყურება. - დაწყნარდა და ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო. მის წინ ჩავიმუხლე და ხელები ჩამოვაწევინე.
- ირაკლი, ბრაზის კონტროლი უნდა ისწავლო. არ ვამბობ, რომ საცემი არ იყო. უბრალოდ, ძალიან ზედმეტი მოგდის.
- იმ დამპალმა სუსტ წერტილზე დამარტყა. ბავშვობაში რაღაც პერიოდი ფსიქოლოგების დაკვირვების ქვეშ ვიყავი. ტვინის შერყევისა და ჩვენი ოჯახის ტრაგედიის შემდეგ, არ ვიყავი ჩემი თავი. ძალიან ასოციალური და საკუთარ თავში ჩაკეტილი გავხდი. თუ ვინმე დამელაპარაკებოდა ყველას აგრესიით ვპასუხობდი. მართლა სამკურნალო ვიყავი, დროთა განმავლობაში მწყობრში ჩავდექი. მხედავდა, როგორ განვიცდიდი ამ ყველაფერს. მაშინ მეგობარი მეგონა ეგ ძაღლი, ახლა კი რა წამომაძახა. თითქოს ყველაფერი განმიახლდა. - პატარა ბავშვივით აქვითინდა. თითქოს ახლა 11 წლის ირაკლის ვხედავდი. გული საშინლად მეტკინა. წამოვაყენე და მაგრად ჩავეხუტე. ვიცოდი, რომ ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
- მესმის შენი. ჩვენ ერთად შევძლებთ შენში ყველანაირი ნეგატივის აღმოფხვრას. ერთად ამოვავსებთ წარსულის იამებს.
- მპირდები ? - სასოწარკვეთილი თვალებით შემომხედა. ახლა ირაკლი ისეთი უსუსური იყო, შემეცოდა.
- რა თქმა უნდა, ჩემო სიყვარულო - პირველად მივმართე ასე. მე თვითონაც გამიკვირდა, მაგრამ ის სითბო რასაც მის მიმართ ვგრძნობდი ახლა სიტყვებად იქცა. გაეღიმა. შუბლზე მაკოცა და გულზე მიმიკრა.
- შენ გამო ღირდა ცხოვრება. მადლიერი ვარ რომ შენნაირ ქალს შევუყვარდი. როგორ ვცხოვრობდი უშენოდ ?..
- წინ ბევრი დრო გვაქვს ერთად გასატარებლად. - გავუღიმე და ცრემლები მოვწმინდე. ჩემი ირაკლი დამიბრუნდა. აღარ მიყურებდა გააფთრებული მზერით.
- მიდი სახე დაიბანე და გავიდეთ - ვუთხარი და ონკანი მოვუშვი. პირზე წყალი შეისხა. სახე დაიწყნარა და კაბინეტში გავედით. ყველა გაოცებული სახით უყურებდა ირაკლის, თუმცა ამ უკანასკნელს წარბი არ შეურხევია. ნაკაშიძე აზრზე მოსულიყო და საცოდავი სახით იყურებოდა. წარბიდან, ტუჩიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. თვალებს უკვე შეშუპებაც დასტყობოდათ. ირაკლი ჩაიმუხლა, თმებში ხელი მოჰკიდა და თავი წამოაწევინა.
- უყურე ემილიანეს და დაიმახსოვრე, რომ ეს გოგო ყველაზე წმინდაა ჩემთვის და სამყაროს მირჩევნია. ერთი გაკვეთილი აშკარად ვერ აითვისე და მეორე იყოს მწარე მაგალითი შენთვის, რომ აღარ უნდა გაგვეკარო. გასაგებია თუ კიდევ აგიხსნა ?
- გასაგებია - საწყლად დაუქნია თავი ნაკაშიძემ. სულ 10 წუთის წინ მაღალ ფეხებზე იყო და ახლა როგორი დაბეჩავებული ეგდო, ლამის გული ამერია. ირაკლიმ ხელი გაუშვა და თავი იატაკზე დაუვარდა. ვიცოდი, რომ ვიბლიანი ძალიან ხისტი და რთული ხასიათის იყო, მაგრამ ასეთი შეუბრალებელი თუ იქნებოდა არ მეგონა. ამასობაში, სასწრაფოც მოვიდა. საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა. სულ რამდენიმე პროცედურა ჩაუტარეს და წავიდნენ. ნაკაშიძე უკვე წამოდგა თავისი ფეხითაც და ირაკლის კაბინეტის დივანზე დააწვინეს. ვიბლიანს გიორგიც ელაპარაკა, მისი ბავშვობის მეგობარი და ჩვენი კომპანიის ადვოკატი. გვერდით გაიყვანა და ამშვიდებდა.
- ყველა წადით, აღარაფერია თქვენგან საჭირო. - თანამშრომლები დაითხოვა იქედან. ვინ გაუბედავდა შეწინააღმდეგებას, ყველა ერთმანეთის მიყოლებით გავიდა. მხოლოდ გიორგი დარჩა.
- მამაჩვენებთან მაქვს დარეკილი. ორივე მოვა და ვილაპარაკოთ. - უთხრა ნაკაშიძეს.
- ირაკლი, მე წავალ, ან ჩემს კაბინეტში ვიქნები. - ვუთხარი მე.
- არსად არ წახვალ. ჩემ გვერდით იქნები - ისეთი მკაცრი ხმით მითხრა, ხმა აღარ ამომიღია. სამარისებური სიჩუმე იყო რამდენიმე წუთს, არც ერთი ხმას არ ვიღებდით. მალევე კარი გაიღო და როგორც მე მივხვდი, ირაკლის მამა შემოვიდა. ძალიან ჰგავდა, მაღალი, წარმოსადეგი კაცი იყო. მაქსიმუმ 45 წელს თუ მისცემდით. ასაკში მყოფი ირაკლი იყო, უბრალოდ თვალები მას შავი ჰქონდა. მზერაზეც კი ეტყობოდა, რამხელა ტკივილს დაატარებდა გულით.



№1  offline წევრი OKI ME

რა წაიღო ტვინი ამ ნაკაშიძემ? რომ მგონია შეეშვა და დაანება თავი ისევ ჩნდება. ისე, ნეტა რა მიზეზით მივიდა?

ვატყობ ძალზედ საინტერესო თავი გველის წინ ❤️❤️

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

ვაიმე ძლივს არ დაიდო
ასე ათღარ დაგვიანოთ ,თორემ მერე ეკარგება კითხვას აზრი.

 


№3  offline წევრი მ.თ

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№4 სტუმარი სტუმარი ნატა

აგარ იქნება შემდეგი თავებუი

 


№5  offline წევრი Marikagogolqdze

როდის დადებთ ახალ თავს?????¿???

 


№6  offline წევრი OKI ME

დიდი იმედი მაქვს რომ კარგად ხარ და ამ ისტორიასაც გააგრძელებ. გულ დასაწყვეტია ასეთი კარგი ისტორიის დაუსრულებლობა (( მოკლედ, წარმატებები და მალე დაბრუნება ახალი თავით ❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი და მართლა მთელი გულით ველოდები შემდეგ თავს! ყველა თავი ემოციების პიკი იყო! წატმატებები! გთხოვ გააგრძელე.❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent