90's. 90- იანელი ( 4)
თვალები დავხუჭე,მხოლოდ სასწაულის მოლოდინში ყველა გრძნობა ჩავკეტე , ერთ პატარა კოლოფში მოვაქციე და ღრმად შევინახე სულის სიღრმეში.... ზაზამ თვალებში ჩამხედა, ისეთი კმაყოფილი მზერით რომ მინდოდა თვალები დამეთხარა! - ეხლა კარგათ მომისმინე! ან დამშვიდდი! ან ! იცი რა ?! საერთოდ მომბეზრდა ეს გაგა და როგორც ჩანს ვერ მოვიშორებ! - მანქანა გააჩერა , მკლავში ხელი ჩამავლო და გარეთ გადმომათრია, შენდეგ შემოტრიალდა და მანქანაში მჯდომ ბიჭებს მიუბრუნდა : - თქვენ წადით ! აქედან მე მივხედავ! - რას ამბობ მარტო დაგტოვოთ! გადაირიე?! -სხვა გზა არაა ! ვფიქრობდი იქნებ მიხვდა რა სისულელეც გააკეთა? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს! ხომ გააკეთა, და ეხლა მე გრძნობა გათიშული, უემოციოდ ვუყურებდი სახესთან როგორ მიტრიალებდა იარაღს, შორიახლოს ვხედავდი როგორ გვიახლოვდებოდა გაგას მანქანა, წამების საკითხი იყო მაგრამ ,ისე საშინლად ნელა გადიოდა ეს დრო, ზაზას ძმაკაცებმა იქ მაშინვე დაგვტოვეს როგორც კი გაგას მანქანა გამოჩნდა, ზაზა ხმის ჩახლეჩვამდე ღრიალებდა თან აქეთ - იქით იქნევდა იარაღს - ხედავ?! ხედავ რახდება შენს გამო?! უბრალოდ მოვა ის ავჩალკა და უთხარი რომ მე გიყვარვარ და ცოლად მომყვები!!! ძნელია?! - ლულა ნიკაპის ქვეშ ამომიდო ,თვალებში ჩამხედა და ირონიულად თქვა : - იქნებ არჩევანის საშვალება მოგცე?! მიპაუხეე!!! - დაიგრიალა ბოლო ხმაზე და ლულა უფრო ძლიერად მომაჭირა ნიკაპზე. - რა გიპასუხო? - წარმოვთქვი ხმის კანკალით, თვალები დავხუჭე ,თითქოს ნებისმიერ წამს შეძლებოდა ტყვია გავარდნოდა ,ბედს მივენდე ... - არჩევანი გინდა? გაიმეორა ზაზამ - ამ არჩევანში შენთან თუ უნდა ვიყო არა! - უთხარი და სადღაც შიგნიდან ნერვიულად ვქვითინებდი ,რა ქვია ამას არ ვიცი, ცრემლი რომ არ მოგდის, რომ გტკივა და აღარ ტირი, საფრთხეს რომ ვეღარ გრძნობ, ვიგრძენი რომ დავიღალე! ზღვა ენერგია მომაწვა, უფრო სიმწრის ვიდრე ტკივილის, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა მგონი გავგიჟდი! მგონი მე მე აღარ ვარ ,შემეშინდა საკუთარი ფიქრების რომლებმაც თავში გამიელვა ,მაგრამ მალევე ამანაც გაიარა - მიდი მესროლე! მიდიიი! მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენი ცოლი მერქვას! ნაბი*ვარო! - ეს ბოლო სიტყვა ისე ვიყვირე ფილტვებში ჰაერი არ დამიტოვრბია, ბუნდოვნად ჩამესმა მანქანის მოულოდნელი დამუხრუჭებისგან საბურავების წივილის ხმა , იქიდან თვალის დახამხამებაში გადმოხტნენენ ბიჭები, გონება დაბინდული ვეღარავის და ვერაფერს ვხედავდი, - მისმინე ,აი უშვებ ,ვსო მორჩა ,დამშვიდდი! - ჩამჩურჩულა ზაზამ,ისეთი ხმით თითქოს ასეც არ უნდოდა რომ შეეტოპა ,მაგრამ მე უკვე აღარ მაინტერესებდა , მის ხელს რომლითაც იარაღი ქონდა მიბჯენილი, ორივე ხელი მოუჭირე - მიდი მიიყვანე ბოლომდე! დაგეხმაროო ?! - მისმინე ხელი გამიშვი ,მართლა არ გავარდეს! არ დამღუპო! - უკნიდან მძიმე ნაბიჯებით მოცვივდნენ ბიჭები ,ყურებში უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა ალაგ -ალაგ მხოლოდ გაგას ხმაზე ვრეაგირებდი... - ქეთ , ქეთ ...აქ ვარ - ანერვიულებული ხმის ტემბრით ცდილობდა დავერწმუნებინე რომ ყველაფერი კარგათ იყო. - ზაზა გაუშვი ! ტვინს გაგასხმევინებ ყველა ვარიანტში! - დაიყვირა ბექამ და იარაღი ზაზას დაუმიზნა. გაგა ნელი მოძრაობით დაიხარა ,იარაღი მიწაზე დააგდო ,ბექასაც ანიშნა ხელის მოძრაობით - დადე - ო,ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა, ხელებით ისევ მეჭირა ზაზას ხელი და არ ვჩერდებოდი - მიდი მეთქი! წამით გაგას სახე დავინახე, მისი თვალები წყალივით გამჭვირვალე გამხდარიყო, ვიცი ეს თვალები ,მეცნობა ამ დროს უკონტროლო ხდება, ვიცი ზაზა გამიშვებს და ზაზას ესე არ გაუშვებენ, იმის მიუხედავათ რომ ვიცი რაც გააკეთა ,მაგრამ ეს არ მინდა , არ მინდა ვინმე დაშავდეს! ზაზამ ხელი მოადუნა უკან გაიწია ,გაგას ანიშნა რომ შეუიარაღებელი იყო,რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია , გაგა მომვარდა - მანქანაში ჩაჯექი ! ცხოველივით დაიღრიალა თავისივე იარაღს სწვდა , იარაღიანი ხელი მოიქნია ,ზაზა უკან გადავარდა , მიუახლოვდა ,ზემოდან დახედა ,სახეში დაუმიზნა.. ტანში გამცრა, წამის მეასედში ზაზას იარაღს ვეცი, როგორ აღმოჩნდა ჩემს ხელში არ ვიცი ,ისტერიული ტირილი ამივარდა, სიტყვებს გამართულად ვეღარ ვამბობდი, დაბნეული აქეთ-იქით ვიყურებოდი - გაგა ეს არ გააკეთო! უბრალოდ გაუშვი! - დაუყვირე გაგას . გაგა ჩემგან ზურგით იდგა და ვერ ხედავდა რომ ხელში იარაღი მეჭირა და უმისამართოდ ვიქნევდი - ქეთი იარაღი დადე! - დაიყვირა ლევანმა და ჩემსკენ მოახლოებას ცდილობდა. - ქეთ ,გაუშვებ კაი დამშვიდდი! შე ნაბი*ვარო რა გაუკეთეეე! კმაყოფილი ხარ?- ზაზას კიდევ ერთხელ დაარტყა. გადამეკეტა, ჩემს გამო არავინ არ უნდა დაშავებულიყო ამას ისევ ვიაზრებდი! თვალები დავხუჭე! გავშეშდი, მთელი ორგანიზმით ვკანკალებდი, საკუთარ ხელს დავხედე, ვიგძენი რომ აღარ ვეკუთვნოდი საკუთარ თავს - ქეთ ,სისულელე არ გააკეთო,გთხოვ ,- ეს გთხოვ ისე დამიმარცვლა გაგამ თითქოს მთელი დედამიწის მუდარა ჩადო, მიწაზე მწოლიარე ზაზა ოდნავ წამოიწია - მაპატიე კაი,დადე ძალიან გთხოვ და თუ გინდა მე მესროლე ,- სიტყვებიც არ დაამთავრებინა გაგამ რომ სახეში ჩასცხო და მიაძახა - მოკეტე შე სი*ო !- ზაზა გაითიშა. იარაღი საფეთქელთან მივიტანე, გაგას შევხედე დაბნეული სახით ,ცრემლები თავისით მოდიოდნენ, მის სახეს კარგათ დავაკვირდი ,მისი თითოეული ნაკვთი დავიმახსოვრე, უკუსვლით გაგას მანქანისკენ წავედი, ძრავა ისევ მუშაობდა,იარაღი საფეთქლიდან არ მომიცილებია ,სანამ გამოვეცლებოდი იმ ადგილს თვალი მოვკარი გაგა მუხლებზე დაეცა... იარაღი გვერდითა სავარძელზე მოვისროლე და სიჩქარეს მოუმატე. ****** არ ვიცოდი საით მივდიოდი უბრალოდ მივდიოდი . მთელი გზა საკუთარ თავს უწყრებოდი,ვეჩხუბებოდი ხან ვტიროდი , ხან ვიცინოდი. გონს როდესაც მოვეგე ბათუმში ვიყავი, -ღმერთო აქამდე რა ძალამ ჩამომიყვანა ...გავიფიქრე,ისიც კი არ მახსოვდა ამხელა გზა როგორ გამოვიარე, მანქანა გადავაყენე .... თვალები მოვისრისე, კარები გავაღე ,ძალა გამოცლილი გადმოვედი ,სახურავზე ხელები შემოვდე, ეხლა ისე მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა....ისევ დავჯექი ,არ ვიცი რას ვეძებდი მაგრამ რაღაცას ვეძებდი, რა ჯანდაბა მინდოდა ბათუმში, ვისთან მივიდე ,საწვავიც დამითავრდა, მხოლოდ ერთი ვარიანტია და მე ეს არ მაწყობს, გაგას სახლი აქვს ბათუმში და შემიძლია მივიდე, მაგრამ ეკლებზე უნდა ვიჯდე რომ იქ არ დამადგეს, მაგრამ სხვა გზაც არ მაქვს . სახლის ეზოში შევედი ..... როგორ მიყვარდა ეს სახლი... წამით სახლის კარებთან გავქვავდი , კადრებმა ცხვირწინ გაამირბინა გამახსენდა ზაფხულში აქ რომ ვისვენებდით ხოლმე, ბოლოს ამ ზაფხულს ვიყავით , გაგამ ბიჭები წაიყვანა , დათომ თბილისში აღარ დაგვტოვა მე და ია და 1 კვირაში ჩვენც ჩავაკითხეთ . სანამ ეზოში შევიდოდით გულის ცემა მიხშირდებოდა მისი ნახვის მოლოდინში, კარებს მივუახლოვდი და ის იყო უნდა შევსულიყავი რომ ბექამ ვედრით წყალი გადამავლო, ერთი შევკივლე და გაგა შევამჩნიე ჩემს წინ ატუზული - გაგრილდი ქეთი.- ჩაიცინა გაგამ - ხმა არ გამცე ! - შეუღრინე ბექას და სახლში შევიჭერი პროტესტის ნიშნად. ჩემი თეთრი კაბა ,წამში გამჭვირვალედ იქცა, ტანზე მიმეწება, უმალ მაისური გაიხადა გაგამ და თავზე გადამაცვა, თან მორიდებულად გვერდით იყურებოდა. საღამოს ყველა წავიდ-წამოვიდა, გაგამ ბუხარი აანთო... სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი... - გაგა შენ რატომ არ წახვედი? - ვიკითხე ისე თითქოს , საერთოდაც არ მადარდებდეს რომ გაგა ჩემს გვერდით არის. - მარტო ხომ არ დაგტოვებდი ? - ნაწყენი მზერა შემომანათა გაგამ. - ხო რავიცი, - სიგარეტს მოუკიდე ,თავი გადავაგდე უკან . მომიახლოვდა ჩემს გვერდით ჩამოჯდა, გვერდულათ გადმომხედა - წამოდი გარეთ გავისეირნოთ. - ეხლა? მეზარება. - წამოდი რა გთხოვ, რაღაც მინდა გითხრა. - აქ მითხარი. - გავჯინიანდი როგორც ყოველთვის. ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე, მორიდებული , ნაბიჯ- ნაბიჯ , ხან ჩამორჩენით მივყვებოდი გაგას, მოულოდნელად ხელი გამომოწოდა, არც კი დავფიქრებულვარ ისე ჩავკიდე ხელი, გული გამალებით მიცემდა, რამოდენიმე მეტრი გავიარეთ, ისე რომ არცერთი ხმას არ ვიღებდით , უბრალოდ მივსეირნობდით ხელი - ხელ ჩაკიდებულნი , ხელი მხარზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა - რას აკეთებ გაგა?! - ამოვილუღლუღე და ხელი ცივად გაუშვი, - ქეთ მე უბრალოდ... - არც გაბედო.. - იცი ხომ რაც უნდა გითხრა.- დაჟინებული მზერა მომაპყრო გაგამ. -არა ! - თვალი ავარიდე და სახლისაკენ დავბრუნდი. წამით გაჩერდა ,შემდეგ წამომეწია - შეჩერდი! მოიცადე გთხოვ! -სახლში ვბრუნდები ! - მეტი დამაჯერებლობისთვის ხმის იოგები დავძაბე, - რატომ იტყუებ თავს, ორივემ ვიცით! - მე არ ვიცი და შენ რა იცი! - გზა გავაგრძელე ,ვიცოდი რასაც აკეთებდა, ჩემს გამოტეხვას ცდილობდა, მე კი არ ვნებდებოდი. ნაბიჯების ხმა შეწყდა,ინსტიქტურად შემოვტრიალდი - ქეთი ,...მიყვარხარ, - თავი დახარა და პასუხის მოლოდინში დროის სვლა შეწყდა, ან იქნებ ეს ჩემთვის შეწყდა, წყვდიადისებური სიჩუმე ჩამოწვა,სიტყვებს თავი ვეღარ მოვუყარე ,გავფითრდი.... - მიყვარხარ და რამდენი დროც დაგჭირდება მე დაგელოდები, შენ ჩემი ოცნება ხარ, - ნელ- ნელა მომიახლოვდა,სახიდან თმა გადამიწია, უფრო და უფრო უახლოვდებოდა ჩემს სახეს, ტუჩებთან ვიგძენი მისი გულამოვარდნილი სუნთქვა, თვალებში რაღაც სიღრმისეულად ჩამხედა და გავაფუჭე ყველაფერი..... სილა გავაწანი, ჩქარი ნაბიჯით სახლში შევედი ისე რომ უკანაც არ მომიხედია, რა ჯანდაბა გავაკეთე! რატომ ვერ ვეუბნები რას ვგრძნობ! არვიცი რა მჭირს მის გვერდით! რატომ ვერ ვხსნი ამ შეგრძნებას. ******* გასაღების ძებნა დავიწყე ,იქ სადაც ინახავდა ხოლმე... არ ვიცი როდის ჩამეძინა...კოშმარული სიზმრების შემდეგ გონება სხვანაირად გამინათდა... ვიცოდი როგორც უნდა მოვქცეულიყავი, გამოსავალი მხოლოდ წასვლაა! ამას ვერ გაუძლებდი, შანსი იყო ნოლი! მე ამ ცხოვრებით მეცხოვრა, იმის მიუხედავათ რომ გაგა სიგიჟემდე მიყვარდა, ისე ვიყავი გაყინული უემოციობისგან რომ არც კი ვფიქრობდი გაგა რა მდგომარეობაში დავტოვე ან რა ხდებოდა იქ. კარები დავკეტე ,მანქანასთან ეხლა უკვე დაწყნარებული მივედი ,ხელის მუხრუჭთან საფულე შევამჩნიე, დარწმუნებით გავხსენი ,ვიცოდი გაგა -სი იყო, მივხვდი თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი. ისეთ დროს დავამთხვიე ღამით იქ რომ ვყოფილიყავი,სახლში ალბათ გაგა დამხვდებოდა,მე კი ეხლა ნამდვილად არ მინდოდა მისი ნახვა... იას სახლის მოშორებით გაგაჩერე მანქანა, ცოტახნით შორიდან შევათვალიერე და მხოლოდ მაშინ შევედი სადარბაზოში როდესაც დავრწმუნდი რომ არავინ არ იყო. იას კარებთან ვიდექი, პირველივე დაკაკუნებაზე პირჯვარი გადავიწერე და ღმერთს შევთხოვე რომ იას გაეღო და დათოს არა. მართლაც ამაში მაინც გამიმართლა - ვაიმე ქეთი შენ!!! - შეჰკივლა იამ - ჩუ, ჩუ .. რა გაყვირებს?! სახლში მარტო ხარ? - ხო შემოდი , სად იყავი ! რამის გავაფრინე ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ, რა მოხდა საერთოდ - ნუ მომაყარე კითხვები ,ყავა გამიკეთე და მითხარი დათო მოვა ? - არა შენთან რჩებიან დღეს სხვათაშორის. ეხლა დამშვიდდი და დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი. - ბათუმში ვიყავი ... - შენ რა მეკაიფები? ბათუმამდე მთელი ამბები იყო ! - გცოდნია რა გინდა... - ქეთა მისმინე მოდი გავაგებინოთ გაგას მაინც აქ რომ ხარ ,შენ არ იცი რა დღეში იყო, და საერთოდ ბიჭები იმ წუთიდან გეძებენ. - გამორიცხულია მე და გაგა მორჩა! - რას იძახი გაგიჟდი ? გააფრენს! მე არ ვეტყვი მაგას შანსი არაა! - არა არ გავგიჟდი. უბრალოდ ზაზამ ყველფერი გააფუჭა , იქ იმ წუთებში დავამთავრე მე ყველაფერი ეხლა ვიცი რაც უნდა გავაკეთო, გაგა და მე მორჩა... - ჯერ ეხლა ძლივს რაღაც დაიწყო... ხო გიყვარს ,დავიჯერო შეძლებ? - და რა რომ არ შევძლო, ან ვერ ზაზა მომეშვება? იცი გვიანია უკვე .მომხდარი ვერ გამოსწორდება, ისეთი აზრები მიტრიალებდა თავში რომ არ ვიცი ეს როგორ დამავიწყდება. კაი როგორც შენ იტყვი. - მომიყევი თუ ძაან დაღლილი არ ხარ და მერე გამოიძინე კაი, დათო მაინც არ მოვა ,დავრეკავ შენთან და მაინც გავარკვევ . - ხო დარეკე მაინც,...მოგიყვები ხო ყავა გამიკეთე მანამდე, - თმები მაღლა ავიწიე დივანზე წამოვწექი, ვერ მოვისვენე და სამზარეულოში გავედი იასთან. - გამოგიტანდი იქ! - არა თითო ღერი მოვწიოთ. - სიგარეტს მოუკიდე და სამზარეულოს კედელთან ავიტუზე..... დიდხანს ვისაუბრეთ .... შემდეგ ჩემთან დარეკა... - გაგა როგორ ხარ? - იკითხა იამ ,და მეტი დამაჯერებლობისთვის ისიც ჰკითხა გამივჩნდი თუ არა... - არა ია გაგიჟებას ვარ ! ამ წუთას შემოვედით ! სად ვეძებო აღარც ვიცი, ვისთან მოვძებნო... განადგურებული ხმა ჰქონდა გაგას ,ერთი წამით ისიც ვიფიქრე რომ გამოვგლიჯო ყურმილი და უთხრა რომ აქ ვარ. - მოკლედ , მოგიყვები აქ რაც ხდება, ზაზა საავადმყოფოში წევს დაჭრილია....ხვალ " სტრელკა " აქვთ როგორც გავიგე...კიდე რა გითხრა ,შენც გაიგე რომ გეძებენ ... შენ მითხარი რა გეგმა გაქვს და ისე გავაკეთოთ.... - მე გეგმა არ ვიცი მაგრამ, მე და გაგა მორჩა და ია მე წასვლა გადავწყვიტე ესე ჯობია ყველასთვის და ამაში შენ უნდა დამეხმარო . - რააა? შენი გადაწყვეტილებაა რათქმაუნდა მაგრამ ,მგონი მართლა ჯობია, დაელაპარაკე , ხვალ რა მოხდება ვინ იცის და იქნებ მერე ინანო რავიცი. - მაშინ ეხლა ავიდეთ , შენც წამოდი რა გთხოვ და ვეტყვი რომ დაივიწყოს საერთოდ...ან არ ვიცი დანარჩენს ადგილზე მოვიფიქრებ, მაგრამ ესე დამალვაც არ მინდა, უბრალოდ დამშვიდება მჭირდებოდა. - კაი წავიდეთ მაშინ. ****** აი ის შეგრძნება ომში რომ მიდიხარ ,უფრო რეალური შეგრძნებაა ის რაც მე მქონდა, ისე ვიყავი თითქოს სულერთი გახდა ყველაფერი, სახლის კარებს ფეხაკრეფით მივუახლოვდით, იას ვანიშნე რომ ჩუმად ყოფილიყო, ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე ,რომ არ დავთმობ ჩემს სიყვარულს ვიღაც ზაზას გამო,.... - ქეთ? ჩაიჩურჩულა იამ - დააკაკუნე! მე არ შემიძლია. - მგონი ღიაა კარები... ბიჭების საუბრის ხმა გამოდიოდა ,იამ სახელური მოსინჯა და კარები ღია იყო.ფრთხილად შევედით სახლში ისე თითქოს მძარცველები ვიყავით . ერთბაშად წამოდგნენ ყველა რომ დამინახეს, გაგა ჩუმად იჯდა ,თითქოს ძალა გამოცლილი , არაფრის მთქმელი თვალებით მიყურებდა, ერთ ხელში ჭიქა ეჭირა შუშის ,სიმწრისაგან ხელში შეემტვრა, უცებ წამოხტა ,მომვარდა, - ქეთ სად იყავი...რამდენი გეძებე , რას აღარ ვფიქრობდი .... სად იყავი- ორი ნაბიჯით დავიხიე ,ისე ძლიერად მეხუტებიდა ,ძლივს დავიხსენი თავი მისი მკლავებიდან, - შენთან ვიყავი... - სად ჩემთან ! ნუ გამაგიჟე ,მეც ვიფიქრე და მივედი არ იყავი, თქვენს სოფელში ც ვიყავით.. - არა აქ არა , ბათუმში ვიყავი ,შენთან ... - ჩემო გოგო ....მაპატიე...ალბათ როგორ ცუდათ იყავი მარტო ... შენ თავს გეფიცები აღარასოდეს იქნები მარტო.... ისევ ჩამეხუტა და კისერში ფრთხილად მაკოცა... ამასობაში ბიჭები ნელ-ნელა გადიოდნენ, ბოლოს იამ და დათომაც დაგვტოვეს... - გაგა მისმინე მე ბევრი საფიქრალი დრო მქონდა, და გადავწყვიტე... - ჩემი ლამაზი გოგო , ისე გავაკეთოთ ყველაფერი შენ რომ გენდომება.... - გაგა ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა ! - რა?! რას იძახი??? ურთიერთობა? ესე დაარქვი ჩვენს სიყვარულს.. - ნუ ართულებ გთხოვ....ისედაც ძალიან მიჭირს ამის თქმა ...მაგრამ ესეა ... - ჯერ სულ ეხლა როგორც იქნა ჩემი ხარ და რატო , ზაზას გამო? - თუნდაც....ერთად არ ვიქნებით და ყველა კარგათ იქნება.... ყველა ?!! შევე*ი ყველას , მე არ ვიქნები ბედნიერი შენს გარეშე და არც მგონია შენ რომ იყო კარგათ უჩემოდ ,....აღარ გიყვარვარ? - მომიახლოვდა ხელი ჩამკიდა, გულზე დაიდო.. - მე ეგ არ მითქვამს, ჩემი გრძნობები არ შეცვლილა... უბრალოდ ესე აღარ შემიძლია, ირაკლისთან ვაპირებ წასვლას.... - ხომ იცი ჯერ პირობითი მაქვს და ვერ წამოვალ... - ხო ვიცი.... - მერე რო იცი? - მარტო ვაპირებ გაგა წასვლას... - მშორდები? - ხმა უფრო დაუდარდიანდა გაგას. - მე წავალ ,ირაკლისთან ვიქნები, შენ პირობითად გაუვა ვადა და ჩამოხვალ მერე, თორე ისეთი შეგრძნება მაქ ვიღაცას რამე დაემართება, და ეს ჩემს გამო მოხდება. - მოდი ჩემთან .... - აქ ვარ ჯერ.... - ჩემი სიცოცხლე ხარ შენ .....ხვალ ეგ ყველაფერი უკან დარჩება, და ეგ აღარასოდეს მოგეკარება. - ზაზა შენ დაჭერი? - ეხლა რა ზაზაზე ნერვიულობ??? - ზაზაც ადამიანია! არაა სანერვიულო. სამზარეულოში გავედი თაროდან წითელი ღვინო ჩამოვიღე მეტი გამბედაობისთვის, გააზრებულად ვივოდი რასაც ვაკეთებდი, ორი ჭიქა ავიღე... - დალევ გაგა? - შენც დალევ? - ეხლა ნამდვილად მჭირდება დამიჯერე.... გაგას ვუთხარი რომ ძალიან დაღლილი ვიყავი ,ვაკოცე და დასაძინებლად ჩემს ოთახში გავედი. მთელი ღამე ვერ მოვისვენე ,უკვე ზუსტად ვიცოდი რომ მე წავიდოდი, მაგრამ გული რაღაც უცნაურს მეუბნებოდა, თითქოს წასვლის შემდეგ ვერასოდეს ვნახავდი....მაგრამ მე ის მიყვარს!!! სიგიჟემდე...ვერ დავივიწყებ ვერასოდეს, ტვინი გამესრისა ჩემი და გაგას მომავალზე ფიქრით .... წელიწად ნახევარში ის ჩემთან ჩამოვიდოდა,..... თითის წვერებზე მისაღებში გავედი..... გაგას დივანს მიუახლოვდი...საკუთარ თავთან გადავამოწმე რასაც ვფიქრობდი, არავინ შემწინააღნდეგებია, გადასაფარებლის ქვეშ , წამიერად მოვექეცი.... ხელები მჭიდროდ შემოვხვიე ზურგზე და ნიკაპი მხარზე ჩამოვადე... ყელში ნაზად ვაკოცე, ჩემსკენ ნელ - ნელა გადმობრუნდა, ადგომა დავაპირე, არ ვიცი რატომ ,იქნებ საბოლოოდ დავიხიე.... ამის გაფიქრებაც ვერ მოვასწარი რომ ,ვიღაც კარებზე ისე აბრახუნებდა თითქოს შემოგლეჯას აპირებდა, წამოვარდი, უცბად მოვტრიალდი დაბნეული... - გაგა! ვინმე უნდა მოსულისყო? - არა ...არავინ...მოიცადე მე გავაღებ,წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. - გავხედავ მანამდე ,- კარებს მიუახლოვდი , კარგად არ ვერ ვხედავდი, მაგრამ აშკარად ჩანდა რამოდენიმე იყვნენ... - კარებს ნუ შემომამტვრევინებ! შენით გამოდი! - დაიძახა ერთერთმა. - გაგა ...ამოვილუღლუღე და კარების გაღებას ვაპირებდი რომ გაგა მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა ,გულისწყვეტით მაკოცა ,ისე თითქოს მემშვიდობებოდა. - რას აკეთებ! არ გააღო! ავნერვიულდი და გაგას ჩავებღაუჭე. - ქეთ , უნდა გავაღო....შენს ოთახში გადი და არ გამოხვიდე ,კაი! - რააა ?! გაგიჟდი? უკან ორი ნაბიჯით დავიხიე მას შემდეგ რაც გაგამ მანიშნა დაიხიე - ო , თითქმის გაღებული კარები შემიგლიჯეს ,მხეცებივით შემოცვივდნენ, ოთხნი აკავებდნენ, გაგა ებრძოდა მაგრამ საბოლოოდ მაინც ... აშკარად დავინახე ჯიბეში რაღაც ჩაუცურეს.... - ბო*ებო !! -დაიღრიალა გაგამ... სანამ გაყავდათ ვცდილობდი მიახლოებას, მაგრამ ამაოდ... გადმომხედა,თვალი ჩამიკრა , გამიღიმა აშკარად "გატეხილში " და წაიყვანეს... შემოსასვლელთან ჩავიკეცე, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, ყველაფერს ერთად ვტიროდი.... ჰაერში ვიცმევდი რომ სადმე, ვინმესთან მივსულიყავი და გამერკვია რა ხდებოდა. კიბეები ელვის სისწრაფით ჩავირბინე, იასთან იმაზე ხმაურიანად ვაბრახუნებდი ვიდრე ისინი.... - ია გააღე მე ვარ!!! - რა ხდება! მშვიდობაა? - იკითხა ნახევრად მძინარემ. - გაგა დაიჭირეს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.