შეჯახება ზევსთან (თავი 17)
საავამდყოფოსთან მისულ ვაჩეს უკვე დახვდა სასწრაფოს მისაღებთან დალი ნათიასთან და რამდენიმე ექიმთან ერთად. მაშინვე გადახდა მანქანიდან და უკანა კარი გამოაღო. -საკაცე არის თუ ხელით შემოვიყვანო? -ხელი არ ახლოთ, იქნებ კისერი აქვს დაზიანებული_ფონეიდოსკოპით მოადგა ექიმი და არ აცდიდა ექთნებს თავად მოაგორიალებდა საკაცეს. -ჩემო გოგო_ცრემლები წამოუვიდა დალის ნინის დანახვაზე, ნათიამაც ვერაფრით შეიკავა წამოკივლება -სწრაფად, სწრაფად_ექთნებს დაუძახა ექიმმა და მაშინვე გაყვა უკან, თავადაც ექაჩებოდა და სწრაფად შეყვანას ცდილობდა. -ღმერთო დაგვიფარე_თვალებზე აიფარა ხელები ნათიამ და დალის ტირილი რომ გაიგონა მას გადაეხვია, -დამშვიდდი დალი დეიდა, აი ნახეთ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი გიჟი გოგოს შეშინება ასე მარტივი არაა. -ფეხებზე შეხედე? ნათია დაინახე? იქნებ ...... -არა, არაფერს დაუშავებდნენ, წინასწარ მაგაზე არ იფიქროთ, ყველაფერი კარგად იქნება_ჯიუტად აგრძელებდა თავისას ნათია, მაგრამ ხედავდა ვაჩე თავადაც ვერ იყო კარგად. -შენ ქმარს დაურეკე, ჯობია_შიშით დახედა ბიჭმა მუცელზე, ზედმეტად აღელვებული ჩანდა ნათია -უკვე დავურეკე და მოდის_სიმწრის ღიმილით ამოხედა ბიჭს და ძლივს გაიმართა. ყველაზე რთული სამი საათი გავიდა მათ ცხოვრებაში, ნათიას ასე მას შემდეგ არ უნერვიულებია რაც გიორგის გამო იყო მსგავს ადგილას, ამჯერად მეგობარს უცდიდა და ქმარი გვერდით ყავდა. ვაჩე ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და უკვე დეტალურად ჰქონდა მთელი დერეფანი შესწავლილი, დალი კი უბრალოდ სკამზე იჯდა და დანამულ თვალებს სალფეთქით იწმენდდა. კიდევ რამდენიმე წუთი მოუწიათ მოცდა და ექიმიც გამოჩნდა რეანიმაციის კარიდან. -ექიმო....._ მაშინვე ფეხზე წამოდგა დალი და სხვებიც უკან გაიყოლა -ნუ ნერვიულობ, უკვე ყველაფერი ნორმალურადაა_გასამხნევებლად გაუღიმა კაცმა, -ორი ნეკნი ჰქონდა გაბზარული, ერთი გატეხილი და ფილტვთან საკმაოდ ახლოს იყო, ახლა ეს ყველაფერი მოგვარებულია, შინაგანი სისხლდენა აქედან გამოწვეული შეჩერებულია, დაახლოებით ერთი თვე გადაკრული ნეკნებით მოუწევს უბრალოდ მოძრაობა. -ზაზა ექიმო...._თითქოს ხმა ჩაუვარდა დალის -ვიცი რაც გაღელვებს, ძალადობის კვალი აღმოჩენილი არ არის, უბრალოდ საკმაოდ ძლიერადაა ნაცემი_ბეჭზე დაადო აქვითინებულ ქალს ხელი. -ექიმო, სხეულიდან რამე ნივთმტკიცების სახით ხომ არ აგიღიათ? თმის ღერი, დორბლი ნებისმიერი რამ?_პოლიციელი ჩართო ვაჩემ. -მაგ საკითხზძ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, მე საოპერაციოში ვიყავი, იქ კი უქვე გასუფთავებული შემოყავთ, ექთნებს გაესაუბრეთ_თავი დაუკრა ბიჭს და გახარებულებს გვერდი აუარა. როგორც იქნა ყველამ შეძლო ცოტათი ამოსუნთქვა, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ ამიერიდან რამდენი ძალისხმევა იქნებოდა საჭირო ძველი ნინის დასაბრუნებლად. -დედაჩემი სულ დამავიწყდა_თავში შემოიტყა ხელი ვაჩემ და შიშით აკრიბა დეიდის ნომერი. -დეიდა, მითხარი, რომ მშვიდობაა. -მე ვარ შვილო, ჩვენ კარგად ვართ, ნინი?_მონატრებული ხმა მოესმა ბიჭს მეორე მხრიდან და გაკვირვებულმა მოიშორა ტელეფონი ყურიდან და ნომერს დახედა ხომ არ მეშლება რამეო. -დედა? ხომ კარგად ხარ? დეიდა მოვიდა? ნინი უკეთაა, საავადმყოფოშია, ოპერაცია გაუკეთეს. -კარგად ვართ შვილო, შენ თავს მიხედე, ჩვენ არაფერი გვიჭირს_თითქოს შვებით ამოისუნთქა ქალმა და გაწყდა კიდევაც კავშირი. ბედნიერებისგან ცრემლები მოადგა თვალებზე ვაჩეს, თუმცა ვერც სიცილს წყვეტდა. უკვე მერამდენედ აკაკუნებდა ვაჩე ნაცნობ კარზე და როგორც ყოველთვის ამჯერადაც დალიმ გაუღო, თვალები დაწითლებოდა და ხელით ანიშნა ბიჭს შემოდიო. -არც დღეს აქვს მშვიდობა?_ამოიხვნეშა ბიჭმა -გარდერობის შეცვლა გადაწყვიტა დილით, არ მაინტერესებს პროფესია როგორც მომწონს ისე უნდა ჩავიცვაო_მხრები აიჩეჩა ქალმა. -ექიმი რას ამბობს? -რა უნდა თქვას, მეასედ მიმეორებს იგივეს: მწუხარებას ყველა თავისებურად უმკლავდება. -და თქვენც უნდა გაგიყოლოთო?_დაღლილ ქალს გადახედა მოწყენილმა. -ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, ვნახოთ მეორე როგორ ჩაივლის, შენ უფრო გისურვებ გაძლებას_მაინც გაეღიმა ბოლოს და კარების გაჯახუნებაზე ქალიშვილისკენ გატრიალდა. -ოჰ, ღმერთკაცი მოსულა ჩვენს სანახავად, რამხელა პატივია_თითქოს მხიარული ხმით შესძახა. -გარეთ ნოემბერია_ძლივს ამოილაპარაკა ვაჩემ და ნახევრად შიშველი გოგოს დანახვაზე იმხელა ნერწყვი გადაყლაპა შერცხვა დალიმ არ გაიგონოსო. -კარმა ჩავრთე_მხრები აიჩეჩა გოგომ და სახლის ჩუსტებიც იქვე მიყარა. თვალებ გაფართოებული ადევნებდა ბიჭი თვალს და ლამის სუნთქვაც დაავიწყდა, ისე ლამაზად ჩანდა ნინის საამაყო, სავსე მკერდი ცოტათი გამჭირვალე სარაფანში, თავები კარგად გამოკვეთოდა და რადგან თავისუფლები იყვნენ ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე აღიზიანებდნენ ბიჭს. დალი როგორ გაიძურწა ოთახიდან ვერცერთმა შეამჩნია. -ნინი ეს ქალი სულ არ გეცოდება?_რამდენჯერმე დახველება დაჭირდა ბიჭს. -რაღაცა არ მახსოვს მე თუ შევეცოდე ვინმეს_სულერთიას სახით გადახედა ვაჩეს. -ნუ იქცევი ასე_თავი გადააქნია ქავთარაძემ და იმის შიშით მიუჯდა გვერდით მკერდისკენ არ გამექცეს თვალიო. -რატომ? შენი ერთი მგრძნობიარე ადგილი ვერ გრძნობს თავს კარგად?_მოციმციმე თვალებით მიუბრუნდა ბიჭს და მკერდზე ჩამოუსრიალა ხელი. -მემგონი დღეს მოსვლა შეცდომა იყო_დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე ვაჩე. -ჰოო, აშკარად, შენ და შენი ბიჭი რაღაც ვერ ხართ კომფორტულად_ნელი მოძრაობით ისევ მიუახლოვდა ბიჭს და სიცილის ზღვარზე მყოფმა ანიშნა შარვლის გაზრდილი უბისკენ. -შენ მომკლავ მე_შიშით გახედა იმ ოთახს სადაც დალი იყო და სუუულ ტყუილად მოაბრუნა თავი ისევ უკან -რატო? გეშინია რამესი?_მაცდური ღიმილით ზედმეტად ახლოს მისულიყო ნინი, ლამის პირდაპირ ბიჭის სახესთან დაისველა ენით თავისი ტუჩები და ცალი კბილებს შორის მოიქცია. -ჯანდაბა_ამჯერად წინაზე ორჯერ დიდი ნერწყვი გადაცდა ბიჭს და წამებში აორთქლდა ადგილიდან. -დალი დეიდა, ნახვამდის_კარებიდან დაუძახა ქალს და მხოლოდ სადარბაზოში შეძლო ამოსუნთქვა. ჩაფიქრებულმა შეაბიჯა ვაჩემ განყოფილებაში, მორიგეობა ეწყებოდა და მანქანის გასაღები უნდა აეღო, გოგასაც აქ ხვდებოდა ხოლმე. -რიგითო ქავთარაძე_გაბრიელის მკაცრი ხმა გაისმა და თავის მოძრაობით კაბინეტი შესვლა ანიშნა. სასჯელი, სულ გადაავიწყდა ვაჩეს. -დიახ, გისმენთ_მაშინვე დადგა უფროსის წინაშე და მზად იყო ნებისმიერ პირობას დათანხმებოდა. -ალბათ ხვდები რატომაც დაგიძახე? -დიახ, რა თქმა უნდა, ყველანაირი სასჯელის ღირსი ვარ როგორსაც საჭიროდ ჩათვლით, მაგრამ ერთი უდიდესი თხოვნა მაინც მექნება, სასჯელმა ორი კვირა უნდა მოითმინოს_თვალები დახუჭა ბიჭმა გამომძიებლის სიბრაზის მოლოდინში. -სადმე მიგყავს?_რატომღაც მარტივად მიხვდა გაბრიელი. -დიახ, თორემ ცუდადაა საქმე, ცოტა თუ არ დავეხმარე დედამის ვეღარ გაუძლებს_ამოიხვნეშა ბიჭმა. -გასაგებია, ორი კვირით თავისუფალი ხარ, დანარჩენი რომ დაბრუნდები მერე_თავი დაუქნია ყიფიანმა და კარისკენ ანიშნა თავიდან მომწყდიო. წვალებით შეაღო ვაჩემ მივიწყებული სოფლის ჭიშკარი. დალისთან დიდი ხვეწნა არ დასჭირვებია ნინის გამოშვებაზე, აშკარად ენდობოდა ქალი. ნინის კი ხმა არც ამოუღია ისე ამოიცვა შიშველ ფეხებზე ჩექმები. -პროდუქტები დააწყვე, მე ამასობაში ბუხარს დავანთებ_მოტრიალე ნინის გახედა ვაჩემ და ბაბუის აშენებულ ბუხარში შეძვრა თავით, ბავშვობა გაიხსენა და მალევე მოახერხა ცეცხლის დანთებაც. ნინის სამზარეულოში საკვები უკვე დაეხარისხებინა და მასთან გამოსულიყო ოთახში, მოცმული დუტი იქვე მიეგდო დივანზე და ისევ იმ დაწყევლილი სარაფნით დადიოდა ოთახში. -წარმატებებს გისურვებ ძმაო_საკუთარი თავი შეამზადა ვაჩემ და ეცადა გამბედავად გაეხედა გოგოსკენ -გშია? -აქ საჭმელად ჩამომიყვანე?_ცხვირი აიბზუა ნინიმ და ეზოს გახედა. -დასასვენებლად ჩამოგიყვანე, მაგრამ ამ დროსაც სჭირდება ადამიანს რომ იცოდე ჭამა_ნელნელა ბრაზს ვეღარ აკონტროლებდა ვაჩე -ბრძანება გასაგებია_ცივად გაუღიმა ნინიმ და სამზარეულოში გავიდა. -აღარ დაიღალე?_თავის ქნევით მიყვა ბიჭიც. -იქნებ თქვენ დაიღალოთ და შემეშვათ?_ხმის აწევა არც კი უგრძვნია ნინის. -რითი დავიღალოთ? შენი დახმარებით? თუ შენზე ზრუნვით?_არც ვაჩე ჩამორჩა ყვირილში. -ზრუნვით? ეს ზრუნვაა? დედაჩემის ყოველ დილით გამზადებული საუზმე, ყალბი ღიმილი, თითქოს არაფერი მომხდარა, სიტყვები რომ ყველაფერი კარგადაა_აი ამ სიცრუით არ დაიღალეთ? სინამდვილეში არაფერიც არაა კარგად_ერთი ცრემლი ჩამოუგორდა უნებართვოთ ნინის ლოყაზე, მაგრამ არც კი შეიმჩნია. -და აბა რა უნდა ვქნათ? ვიგლოვოთ? ცხოვრებაზე ხელი ავიღოთ?_ვეღარც ვაჩე აკონტროლებდა უკვე ხმის ტემბრს. -თვალი უნდა გავუსწოროთ ვაჩე, ეს ხომ მოხდა? თქვენსავეთ ავდგე და ისე ვიყო თითქოს არაფერი მომხდარა? მე კინაღამ მომკლეს, არც ერთხელ გიკითხავთ იქ რაც მოხდა, რატო? პატარა გოგოსავეთ ტირილს დავიწყებდი და ვაიმე არ მკითხოთქო ვიბღავლებდი? ერთი კვირაა ამის მოყოლას ვცდილობ, ერთი კვირაა მინდა ყველაფერი ამოვიღო და უბრალოდ ვთქვა რაც იყო, მინდა ვიღაცას გავუზიარო რომ ფეხებით შემდგნენ, რომ არ მომერიდნენ ქალი რომ ვიყავი, მიწასთან გამასწორეს, მე ამის დამალვა ან გადახარშვა არ მინდა, მინდოდა თქვენთან ერთად თვალი გამესწორებინა და დამევიწყებინა_ისტერიკაში გადაუვიდა ნინის სიტყვები და აშკარად შეცბა ვაჩე, ნამდვილად არ იცოდა ამ დროს რა ექნა, ამიტომ ის გააკეთა რაც გონებამ უკარნახა, მთელი ძალით მოხვია გოგოს მკლავები და გულში ჩაიკრა აქვითინებული. -ჩშშშ, გაიარა, მორჩა, დასრულდა_თავზე უსმევდა ხელს და მთლიანად ისრუტავდა გოგოს სასიამოვნო სურნელს. -იცი რა არ დასრულდა_რამდენიმე წუთში ხმა დაუმშვიდდა ნინის, თავი მაღლა აწია და მოელვარე თვალებით მაცივარს მიახეთქა ბიჭი -ჩვენ და რატომღაც მგონია კარგა ხანს არ დასრულდება_საყელოში სწვდა გაოცებით მომღიმარ ბიჭს და მოურიდებლად დაეპატრონა სასურველ ტუჩებს. -სწორედ მაგ იმედით ვძლებ_მიხვდა ბიჭი რა თამაშსაც თამაშობდა ნინი და წამებში თავადაც აჰყვა, იქვე მაგიდაზე შემოსვა კოცნაში გართული ქალი და მარტივად მოექცა ფეხებს შორის. -ნუთუ__ირონიულად ჩაეცინა ნინის, ფეხები წელზე შემოაჭდო ბიჭს, უფრო ახლო მოსწია და ხელების მარტივი მოძრაობით ტანზევე შემოახია პერანგი. მეტი მინიშნება ნამდვილად აღარ ჭირდებოდა ვაჩეს, საჯდომზე მოკიდებული ხელით სულ იოლად შემოიჯინა თეძოზე და ახლა თავად მიაჯახა მაცივრის კარს, სიამოვნებისა და ტკივილის კვნესა ერთად წასკდა ნინის, იცოდა ბიჭზე როგორც უნდა ემოქმედა. ერთი ხელის მოსმით გადმოყარა მაცივრის გვერდითა დახლზე რა ჭურჭელიც ელაგა და მსხვრევისთვის არც კი მიუქცევია ყურადღება ისე შემოაჯენინა თავი ვაჩეს. -არამგონია პირველ ჯერზე მსგავსი პოზა გესიამოვნოს_ყურში ჩაჩურჩულა გოგოს და კისერს ჩაუყვა სველი კოცნებით, სასიამოვნოდ მოხვდა ყურში როგორ წასკდა ნინის კვნესა და მაშინვე ტუჩებს დაუბრუნდა. -არ შემიძლია არ დაგეთანხმო_მაცდურად ჩაილაპარაკა ნინიმ, ტუჩის კუთხისკენ უკბინა და თავისივე ენით მოუშუშა ნაკბენი. ხელი კრა ვითომ გაბრაზებულ ბიჭს და ცოცხლად ჩამოხტა დახლიდან, კარისკენ წასულმა იქვე, ერთი ხელის მოძრაობით გადაიძრო სარაფანი და ბიჭს ფეხებთან მიუგდო, თავად კი სრულიად შიშველი, ნელი ნაბიჯებით წავიდა ბუხრის ოთახისკენ. -ეს ქალი შემიწირავს_სუნზე გაყოლილივით გაეკიდა ვაჩე და კარში გასულმა ისევ იგრძნო ზურგის ტკივილი, ამჯერად ნინიმ აგურებიან კედელზე მიახეთქა მთელი ძალით და თავადვე შეახტა წელზე. -ყველაზე არანორმალური ქალი ხარ ვისაც კი ვიცნობ_მთელი სურვილით დაუკოცნა მოელვარე თვალები გოგოს. -ამიტომაც შეგიყვარდი_აშკარად არ გავდა ეს ნათქვამი შეკითხვას. -გაგიჟებით_ამჯერად ვაჩემ მიახეთქა ნინი ზურგით კედელს და ტკივილისგან გაღებული პირიდან ხმა რომ არ გაეგონა თავადვე დაუკავა საკუთარი ენით. კიდევ რამდენიმე წუთი ნამდვილად დასჭირდათ დივნამდე რომ მიეღწიათ....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.