Him and I ( თავი 17)
-თქვენზე საჩივარი შემოვიდა განყოფილებაში უნდა გამოგვყვეთ -რა საჩივარი?-ჩაერია ანა,ანერვიულდა -დეტალებზე იქ ვისაუბრებთ-თქვა პოლიციელმა -დამშვიდდი ჰარის ნამოქმედარი იქნება, მალე დავბრუნდებით-უთხრა ირაკლიმ და შუბლზე აკოცა -გთხოვთ-კარისკენ ანიშნა პოლიციელმა, ისინიც გაყვნენ -ჩვენც გავყვეთ-თქვა იოანემ -ანდრო გოგოებთან დარჩი-განაგრძო ნიკამ,მანაც თავი დაუქნია და ორივე მათ გაყვა უკან მანქანით, პოლიციაში დაკითხეს და მთელი დღე იქ გააჩერეს, ვერაფერს რომ ვერ გახდნენ ანაც ანერვიულდა და ჩუმად გაპარვა და მისვლა გადაწყვიტა ჰარისთან, მაგრამ მისამართი არ იცოდა, სხვა გზა არ ჰქონდა, ნინის დაურეკა მას ყველაზე კარგად ეცოდინებოდა ჰარი სტაილსის მისამართი, მანაც უთხრა, ჩაძიება დაიწყო მაგრამ ანას აღარც მოუსმენია გაუთიშა. სახლში რომივიდა ისე ძლიერად აკაკუნებდა, რომ ლამის კარი ჩამოიღო ჰარიმაც გააღო -რა ხდება?-წამოიძახა ჰარიმ კარის გაღებისას -კიდე კითხულობ?-გამწარდა ანა და საყელოში სწვდა, ჰარი არც ეწინააღმდეგებოდა, იცოდა ვერ მოერეოდა და ვერაფერს დაუშავებდა -გაბრაზებულიც რა საყვარელო ხარ ანა-იღიმოდა ცინიკურად -ახლავე გამოიტანე საჩივარი თორემ-საჩვენებელი თითი აუწია ანამ -თორემ რა? -ჩემს მოთმინებას ნუ ცდი -ტყუილად მოხვედი არ გამოვიტან -შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს-თქვა დანანებით და კარისკენ წავიდა, როცა ჰარიმ მიაძახა -ან შეიძლება გამოვიტანო -თუ? -თუ რაღაცას გააკეთებ -ნა*ირალა ხარ-ეგრევე მიხვდა რაც იგულისხმა მიტრიალდა და სახეში დაარტყა -კარგი მაშინ კარგად იყავი შენი ძმა და შეყვარებულისთვის კი ყოველდღე საჭმლის და სუფთა ტანსაცმლის მიტანა მოგიწევს, უყურე შორიდან-ამბობდა და თან ხარხარებდა -რამდენი გინდა გადაგიხდით ოღონდ საჩივარი უკან გამოიტანე -შენ გგონია ფული მაკლია?ამხელა სახლს ვერ ხედავ? -აბა რა გინდა რას გვერჩი თავი დაგვანებე-თავს ვეღარ იკავებდა ლამის ეტირა, ხელები თავზე ჰქონდა მოკიდებული -შენ მინდევხარ ანასტასია შენ, რა ვერ გაიგე-მისკენ იშვერდა ხელს -გამოიტანე საჩივარი თორემ მე გიჩივლებ -ოჰჰ კუმ თავი გამოყო? -მადლობელი უნდა ყოფილიყავი მაშინ რომ არ გიჩივლე -და როგორ დაამტკიცებდი? -კამერები ჰარი სტაილს, კამერები, რომლებიც არ შეგიმჩნევია-ანას ლაპარაკზე უკვე ღიზიანდებოდა, რადგან მართალი იყო და საჩივარზე არც კი უფიქრია -გადი ჩემი სახლიდან-დაუყვირა ჰარიმ და კარისკენ ანიშნა, ანა კი ბედნიერი ნელი ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ ზურგს უკან კი მიჯახუნების ხმა გაიგონა, სახლში მისვლისთვის ანდრო დახვდა გაგიჟებული -სად ხარ ანაა საად? -გასული ვიყავი რა მოხდა? -რა მოხდა? ასეთ დროს გარეთ გასვლაა? ირაკლისთვის არმითქვამს 5წუთის წინ დარეკა მოვდივართო -კარგია მიხარია -როგორი რეაქციებია, ნახევარი საათის უკან ტიროდი და ახლა სადიყავი ასეთი ბედნიერი რომ დაბრუნდი? -გავისეირნე უბრალოდ -ვინებმა -თ ვახსენე? -ანაა-მკაცრად შეხედა და თვალებში ჩახედა-სად იყავი? -შემეშვი ანდრო რა დაკითხვაა-რაღაცის თქმას აპირებდა როცა კარზე ზარის ხმა გაისმა-მოვიდნენ-წავიდა ანა კარის გასაღებად -იკა-გაუღუმა და ჩაეხუტა ძმას -ხომ გითხარით მალე გამოვალთთქო -ჰო აბა რა-ჩაილაპარაკა ანამ -რა მოხდა ასე უცებ რო გამოგიშვეს?-იკითხა ანდრომ -საჩივარი გაიტანა ჰარიმ-უთხრა ირაკლიმ -დაემუქრეთ რამით?-მზერა სტყორცნა იოანეს და ნიკას -არა ვერც მოვასწარით, როცა ვაპირებდით მაშინ გვითხრეს თავისუფლები არიანო ჩვენც გაგვიკვირდა -საინტერესოა -ჩაფიქრდა ანდრო,როცა ტელეფონმა დაურეკა -უცებ მითხარი-უთხრა ანდრომ -... -რაა? -... -იმედია რამეს არ ხლართავ -... -კარგად-გაუთუშა და ანას მიუბრუნდა-სად იყავი ანა? -ღმერთო რა დავაშავე?-აიხედა ანამ ზემოთ -რა ხდება?-იკითხა ირაკლიმ ეჭვის თვალით -თავად იტყვი თუ მე ვთქვა? -არაფერი იკა -ანას წყალობით ხართ გარეთ-თქვა ანდრომ -ეგ როგორ?-გაიკვირვა სანდრომ -ნინისთვის უკითხავს ჰარის მისამართი და იქ ყოფილა -რააა?-დაიყვირა ირაკლიმ და ანასკენ წავიდა-შენ გოგო ნორმალური ხარ?იმის შემდეგ კიდევ გაბედე მასთან წასვლა?-ინსტიქტურად უკან დაიხია -იკაა , ჯერესერთიც ნუ მიყვირიხარ და მეორე თავისუფლები ხართ და მეტი რა გინდათ? გასაბედი რა მქონდა ჰარისი უნდა მეშინოდეს და ვემალებოდე სულ? -ანა ნუგამაგიჟებ რა უთხარი ჰარის? -რაც საჭირო იყო -ანააა-ხელები მკლავზე ჩასჭიდა და ვერ აცნობიერებდა რომ მაგრად უჭერდა-დროზე მითხარი -იკა-ცრემლები წამოუვიდა ანას ტკივილისგან, სანდრო მიხვდა და გააშვებინა შემდეგ კი ირაკლიც მიხვდა -უბრალოდ რომ თქვა რა მოხდება?-ჩაერია სანდროც -დავემუქრე რომ პირიქით მე ვუჩივლებდი, რომ კამერები არ შეუმჩნევია იქ -ყოჩაღ ანა ყოჩაღ-ტაში შემოჰკრა ირაკლიმ -რაა? ეს კმაყოფილების ემოციები არ იყო -ჩაერთო ანდროც -რო გვდომოდა მაგას ხოვიზამდით? -და რატო არა ხომ თავისუფლები ხართ? -ჯერ კი, ეგ არ იცოდა მაგან, კამერების მოპოვებას ვცდილობდით, რომ იქეთ ჩაგვესვა, ახლა იცის და ყველაფერს იზამს რომ გააქროს-თქვა ირაკლიმ და ფეხი მდივანს მიარტყა -ოოჰ ხელმეორედ ხომარგიჩივლებთ? -არა მაგრამ მაგ მუქარისთვის სამაგიეროს გადაგვიხდის-თქვა ირაკლიმ და ზევით ავიდა ნიკაც მას გაყვა -გასასვლელი ვარ ანუშ და საღამოს გნახავ ჭკვიანად-ლოყაზე აკოცა ანდრომ მეგობარს ანაც დაეთანხმა და წავიდა -ქეთის ვნახავ-თქვა იოანემ -ტოსტი არგინდა? მომშივდა-ჰკითხა იოანეს -არა თქვენ ჭამეთ-მიუგო და ისიც მაღლა ავიდა -ჩვენ, ვინ ჩვენ -ჩაილაპარაკა და სამზარეულოში გაემართა არ სურდა სანდროსთან ყოფნა, რადგან არ უნდოდა შეჩვეოდა ზედმეტად ისედაც მის გამო იტანჯებოდა, ზურგს უკან კი მისი ხმა გაიგონა -ანა-ოჰ როგორ ჟრუანტელს ჰგვრიდა მისგან წარმოთქმული საკუთარი სახელი -რაიყო?-თითქოს მოლბა და მშვიდად უპასუხა -რა მოხდა იქ, რამე ხომ არ დაგიშავა?-ცდილობდა ემოციები დამეალა და რაც შეეძლო მშვიდად იკითხა -არა სანდრო-არც გაუხედავს ისე განაგრძო ტოსტების კეთება-გინდა?ყავასაც ვიკეთებ -თუ საწამლავს არ გაურევ ყავას დავლევ-ამ სიტყვებზე ანას ჩაეღიმა, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს, რომ არ შეემჩნია, სანდრო მაგიდასთან დაჯდა და ანას შეჰყურება სიყვარულის თვალებით, ანა მთლიანად ხურდა გრძნობდა მის მზერას, ტოსტს იღებდა როცა ხელი შემთხვევით გაჰკრა -ჯანდაბა -ფრთხილად სულელო-წამოხტა სანდრო -არაფერია-მოიშორა სანდროს ხელი, სანდრომ არც მოუსმინა ცივი წყალი მოუშვა და ხელი ძალით მიუტანა -სანდრო-წარმოსთქვა ანამ -როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? -არ გინდა გთხოვ -რა არ მინდა? -ასეთი საუბრები, უფრო ართულებ ყველაფერს-თქვა და ხელი გამოწია, წასვლა დააპირა სანდრომ კი შეაჩერა და მისკენ შეატრიალა -ანა შენ ამ გაქცევებით და გულგრილობით შენი გრძნობების დამალვას ცდილობ, ამით თითქოს თავს იცავ და ნიღაბს ირგებ, მაგრამ იცოდე რაცარუნდა ეცადო მე ვგრძნობ ამას -არ გინდა რა ფილოსოფოსობა-ტოსტი დაიდო ყავაც დაასხა და ჭამა დაიწყო-დალიე და წადი -ოჰ-ღრმად ამოისუნთქა სანდრომ ადგა არც დაულევია ისე გავიდა -ჯანდაბა, მადაც დამეკარგა-ანამ ხელი გაჰკრა ჭიქას და შემთევით გადავარდა დაიმსხვრა-ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის-დაიხარა და ნამსხვრევების აკრეფა დაიწყო როცა ქეთი შემოვიდა -ანა... -ხელი მომიხვდა -დარწმუნებული ხარ?-გახედა ეჭვის თვალით -დარწმუნებული ვარ თუ არა, რომ ჭიქა შემთხვევით გამიტყდა? და აი პასუხიც, დიახ დარწმუნებული ვარ -და სანდრო არაფერ შუაშია -არანაირ კავშირში არაა, ყველაფერს მას რატომ უკავშირებთ შენ და ანდრო -მოკლედ ანა უნდა ვილაპარაკოთ -რა ხდება იოანესთან ხომაა ყველაფერი რიგზე? -შენ სულ სხვებზე რო ფიქრობ იქნებ საკუთარ თავზეც იფიქრო, შენს ბედნიერებაზე -ქეთი -არა ჯერ მე მომისმინე,ვიცოდი პრინციპული იყავი, მაგრამ ასეთიც არა,ვიცოდი ჯიუტი რომ იყავი, მაგრამ ახლა უფრო აჩენ,ამაყიც ხარ ეს კი დაგღუპავს, ხანდახან უნდა გადადო ეს პრინციპები სიამაყე ჯიუტობა და მისცე თავს უფლება რომ ბედნიერი იყო -ბედნიერი ვარ -ნეტავ იცოდე ვის ატყუებ მე თუ საკუთარ თავს -არ გატყუებ, არც თავს ვიტყუებ -სანდრო...-ამდროს კი იოანე შემოვიდა -ვაა ბიჭების თემა და რამე? -ნუ ცანცარებ-გაიცინა ქეთიმ იოანე კი მასთან მივიდა, უკნიდან ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა -მე თქვენი ბედნიერებითაც ვხარობ-თქვა ანამ -საკუთარიც რომ გქონდეს ჩვენს წინ არ იდგებოდი-ჩაუნამიოკა იოანემ -ასეც მშვენივრად ვარ -მაგრამ სანდროსთან იდეალირც იქნები -ეს არვიცით -ვიცით ანნ-ჩაერთო ქეთიც -ერთ შანს ყველა იმსახურებს-განაგრძო იოანემ -თქვენ რა მოილაპარაკეთ? -რა მოვილაპარაკეთ-თქვეს ერთდროულად -იცით რაც და ჯობია თქვენს თავებს მიხედეთ მე კარგად ვარ-ამბობდა და დანის წვერს უშვერდა -კაი არ გაგივარდეს ჩვენს ბედნიერებას ნუ შეწირავ მაგ დანით-გამოართვა იოანემ დანა -გამეცალეთ-ხელი გაუქნია და გარეთ გავიდა -რამე უნდა მოვიფიქროთ -თქვა ქეთიმ -რთული იქნება -მისთვის ღირს -სანდროსთვის არა? -სიტყვებში ნუ მიჭერ იო თორე იცემები -შენ ვერ მოგიგებ მაინც-უთხრა და მის ნაზ ტუჩებს დაეწაფა -შენ რომ არ ყოფილიყავი ნეტავ როგორი იქნებოდა ცხოვრება -ალბათ ივლიდი დებილივით ხალისს დაკარგავდი ბოლოს კი შინაბერა დარჩენოდი რადგან ყოველთვის ჩემს მოლოდინში იქნებოდი -წამში გამანადგურე შე საქონელო-წამოიყვირა იოანე კი გაიქცა მიხვდა რომ დაერხა-მოდი აქ ვერ გამექცევი-მისდევდა უკან როცა სანდროს ჩაუფრინეს -სულელები-ჩაილაპარაკა სანდრომ და გაეღიმა, შემდეგ ანას ოთახისკენ წავიდა, კართან მივიდა, დაკაკუნებას აპირებდა როცა თავად გააღო -სანდრო-დაბნეულმა წარმოთქვა ანამ, სანდრომ კი მისკენ გადადგა ნაბიჯი, ანა კი ინსტიქტურად უკან დაიხია და სანდრომაც დრო იხელთა ოთახში შევიდა-აქ რას აკეთებ? -ოთახში შემომიშვი და ახლა მეკითხები?-თვალი ჩაუკრა სანდრომ -სანდრო კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ -მოკეტე-გააჩუმა, სწრაფი მოძრაობით მიახლოვდა , მისი სახე ხელებში მოიქცია და მისი ტუჩები მიისაკუთრა, ანას გულს არ უნდოდა გაჩერება, მაგრამ გონება ეუბნებოდა რომ უნდა შეეწყვიტა. უეცრად კი ვიღაცამ ისინი მოაშორა ერთმანეთს და სანდროს მუშტი უთავაზა -იკააა-დაიყვირა ანამ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.