შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან (თავი 18) დასასრული


19-02-2021, 10:13
ავტორი naattii
ნანახია 4 009

სასიამოვნოდ დაღლილს გაეღვიძა დილით ვაჩეს, ნინის სურნელი ჯერ კიდევ ცხვირი უღიტინებდა და გაღიმებას აიძულებდა, შეეძლო თამამად ეღიარებინა, რომ უბედნიერესი იყო წინ ღამით და მისი სახის გამომეტყველებაც ადასტურებდა ამას. გვერდით გაასრიალა ხელი, თუმცა უკვე გაცივებული ბალიშის გარდა არაფერი დახვედრია, წამით წარმოიდგინა, როგორ ტრიალებდა ნინი სამზარეულოში და ორმაგად გაბადრული წავიდა ამ სცენის სანახავად. გზაში ცდილობდა შარვალი ამოეცვა და ფეხშიშველი უკვე გაყინული ფეხებით მიადგა ჩამქვრალ ბუხარს, გაკვირვებულმა მიმოიხედა და ხმამაღლა დაიძახა:
-ნინი, სად ხარ? სამზარეულოში?
მალევე შეაღო დასარწმუნებლად და კვლავ არაფერი, იქაურობაც ისეთივე ცივი დახვდა როგორც საწოლი. წარბებ შეკრულმა დაიარა ოთახები, ეზოშიც გავიდა, ბოლოს ნივთების შემოწმება გადაწყვიტა და გაოცებისგან რა უნდა გაეკეთებინა ისიც ვერ მოიფიქრა, ნინი უკვალოდ გამქრალიყო და მხოლოდ ბალიშზე დაეტოვებინა თავისი სურნელი, თითქოს იმის დასტურად, რომ წუხანდელი ღამე ვაჩეს სიზმრის ნაწილი ნამდვილად არ იყო.


მოწყენილმა შეაღო ნინიმ საკუთარი ბინის კარი. სოფელში წაღებული ჩანთა იქვე მიაგდო შემოსასვლელში და ფეხსაცმელებით მოუწესრიგებლად მიყარა. მუცელი მთლიანად დაეკავებინა რაღაც უცნაურ გრძნობასა და შეგრძნებებს, რაც წამითაც არ აძლევდა მოსვენებას. მოდუნება შხაპის მიღებით გადაწყვიტა, ამიტომ იქვე გაიხადა, გამორთული ტელეფონი დივანზე დატოვა და თავით ცხელ წყალში გადაეშვა. სწორედ ეს სჭირდებოდა ახლა, სიმშვიდე, სიწყნარე და მცდელობა, საკუთარი გონება წესრიგში მოეყვანა.
წარმოდგენა არ ქონდა მომავალში რა უნდა გაეკეთებინა, ან ვაჩეს იქ მიტოვებით რა მიაღწია, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული იყო, ვაჩე მისი ჩამოუყალიბებლობის გამო არ უნდა დატანჯულიყო და არც ჩამორჩენილიყო. ბიჭს თავისი პრობლემებიც ყოფნიდა, დედა, მისი ავადმყოფობა, სამსახური თავისი სასჯელით, ნინი საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ თავად გამკლავებოდა ამ ყველაფერს. ამ ფიქრებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გეგმა ჭირდებოდა, რომელსაც ზუსტად გაყვებოდა. პირველ რიგში სამსახურში დაბრუნდებოდა, ბავშვები ნამდვილად იქნებოდნენ მისთვის წამალივით, სკოლიდან გამოსული ნათიას და მეგობრებს შეხვდებოდა ხოლმე, რაც შეიძლება ცოტა ხანს დარჩებოდა მარტო და მთავარი, არავითარ შემთხვევაში დაბრუნდებოდა წარსულში. გაიტქცეს, სცემეს, ლამის მოკლეს, მაგრამ მორჩა, ჩაიარა, დასრულდა, გადარჩა და აუცილებლად უნდა ეპოვა რაღაც გზა, რომ ამ პრობლემასთან ერთად ეცხოვრა. საკუთარ თავთან მონოლოგი კარის ძლიერმა კაკუნმა შეაწყვეტინა და მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ წყალი უკვე გაყინულიყო. ხალათ შემოცმული გავიდა შემოსასვლელში და სათვალთვალოში გახედილმა მძიმედ მიადო თავი კარებს.
-ვიცი რომ მხედავ, უბრალოდ კარი გააღე_აშკარად არ ეტყობოდა ვაჩეს ხმას ნორმალურობის არაფერი
-კარგი_ღრმად ამოიხვნეშა ნინიმ და ფართედ გამოაღო ერთადერთი აღრმართული კედელი. წამით დაიბნა ვაჩე ხალათიანი გოგოს დანახვაზე, მაგრამ მხოლოდ წამით, გაბრაზება მაინც წინა პლანზე გადმოწეულიყო.

-დალი ორ საათში მოვა_ძლივს ამოილუღლუღა ნინიმ და ვაჩეს ჩაცინებაზე რატომღაც მიწის გასკდომა ინატრა.
-იცი, რომ იმ კაცებივით გამოგივიდა ქალს რომ იხმა*რენ და დილით ისე იპარებიან ვითომ არც არაფერი ყოფილან?_სიცილს ვერ წყვეტდა ვაჩე.
-ზევსო, მისმინე....
-ასე ნუ მეძახი_ბრაზმა გაიელვა ქავთარაძის თვალებში. -საერთოდ არსებობს ამ ქვეყნად ისეთი რამ რითიც შეძლებ თავი გაიმართლო? გასაგებია, კარგად არ ხარ, დახმარება გჭირდება და მთავარი დრო, მაგრამ იქ რატომ წავედით? გვერდიდან რატომ არ გშორდები? მინდა ამის მონაწილე მეც ვიყო. რატომ.....
-შენ ჩემი არ გესმის ვაჩე_ყვირილით შეაწყვეტინა ბიჭს სიტყვა, -არ მინდა ასეთს მხედავდე, არ მინდა შენი და შენი ნერვების ხარჯზე გავხდე კარგად, მინდა საკუთარ თავს მარტო გავუმკლავდე, მინდა დედას მიხედო, ძლივს ქალმა ორი სიტყვა გითხრა და ჩემ გამო მიტოვება მოგიწია, ორი წელი გამომძიებლის გამოცდაზე გასვლაც კი აგიკრძალეს, სამი თვე ორმაგად უნდა იმორიგეო და შენ რა გააკეთე? ამ სასჯელს ორ კვირიანი უხელფასო შვებულება დაუმატე. დედაშენს მორიგი წამალი რომ ექნება საყიდელი რას იზამ? უი ნინიმ დამავიწყდაო გაიფიქრებ? არა! ამის უფლებას არ მოგცემ, იმიტომ რომ მიყვარხარ! იმიტომ რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ! სწორედ ამიტომ არ გაინადგურებ ცხოვრებას, შენ ნაცნობ და საყვარელ ნინის თავად დავაბრუნებ და მოგაკითხავ, სწორედ ისეთი გიჟი როგორიც შეგიყვარდა. ახლა კი უბრალოდ წადი_ ბიჭის იმედგაცრუებული სახე რომ არ დაენახა გვერდი აქცია და უკვე ისედაც დეტალურად შესწავლილ კედელს დაუწყო თვალიერება.
-ფრთხილად იყავი შენი დაბრუნება გვიანი არ იყოს_გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ვაჩემ და სახლის დატოვებისას მხოლოდ იმაზე შეეძლო ფიქრი თავად რას იზამდა ანალოგიურ სიტუაციაში.

ორი დღის შემდეგ ნინი მართლა დაბრუნდა სკოლაში, ლამის ოვაციებით შეხვდნენ მოსწავლეები ისე გაეხარდათ საყვარელი მასწავლებლის დაბრუნება. თითოეული მათგანი ჩაიხუტა და მიხვდა ეს სითბო როგორ აკლდა მის ცხოვრებას. გაკვეთილების შემდეგ ნათიას დაურეკა და ცდილობდა ყველა მეგობართან ქონოდა კავშირი. ვაჩე აღარ შეხმიანებია, აღარც თავად დაურეკავს, ცდილობდა უკეთესი გამხდარიყო, მაგრამ იყო წუთები, როცა ბიჭის ნათქვამი არ დაგაგვიანდეს გონებას ისე ურევდა, ტელეფონის ხელში აღებას აიძულებდა. იქნებ მართლა დაეგვიანა?

ვაჩე ძველებურად დაბრუნდა სამსახურში, გოგოსთან ერთად სხვისი მეწყვილეც უნდა გამხდარიყო, რადგან გაბრიელის სასჯელის მიხედვით სამი თვის მანძილზე ორმაგად უნდა ემორიგევა და შვებულებაში გასული თანამშრომლები უნდა შეეცვალა. ისე ჰყავდა მონატრებას გაგიჟებული თანახმა იყო ყოველ დღე ემორიგევა, მთავარი იყო სახლში მისული და ლოგინში ჩაწოლილი ნინიზე არ ეფიქრა, იმ სითბოზე რასაც მასთან გრძნობდა, იმ მონატრებაზე შიგნიდან რომ ჭამდა და ყველაზე საშინელი, ფიქრები იმის შესახებ, რომ ნინი იგივე დღეში არ იქნებოდა.
-გამარჯობა ნანი, დღეს ვისთან მიწევს?_ერთ დილით ემბლემის დამაგრებით გართული შევიდა განყოფილებაში და არც აუხედავს ისე დაუძახა მისაღებში მდგომ ქალს.
-თქვენი სახელი და გვარი?_მელოდიური, უცნობი ხმა მოესმა ბიჭს და აიძულა თავი მაღლა აეწია.
-ვაჩე ქავთარაძე_არც კი შეუმჩნევია მისი სილამაზე ბიჭს ისე მოახსენა და ქალის უკან გამოკრულ სამორიგეო ცხრილს გახედა.
-სახელიც როგორი შესაფერისი გაქვთ_მაცდურად გაუღიმა გოგომ და ცხრილი ახლოს მოუწია.
-გივისთან ვყოფილვარ, მადლობა_მალევე ჩაიბურდღუნა ვაჩემ და აღარც აუხედავს ისე წავიდა მეწყვილის მოსაძებნად.
-ვგიჟდები ჩემს სამსახურზე_ტუჩის მოკვნეტით გააყოლა ახალგაზრდა ქალმა ვაჩეს თვალი.

-როდემდე უნდა გააგრძელო?_ორი თვის შემდეგ ნებისყოფამ უღალატა ნათიას. ჩვეულ ადგილას, მიოს ტერასაზე ისხდნენ და საკმაოდ წამოზრდილ გოგოს მუცელს ეფერებოდნენ.
-ჩემი ნათლული როდის აპირებს გამობრძანებას?_არაფერი შიმჩნია ნინიმ.
-ორ თვეში_ამოიხვნეშა ნათიამ, მიხვდა ნინის საუბარი არ სურდა.
-მალე შეიძლება მოვკვდეეე_ორი წუთი არ იქნებოდა გასული რომ ამოიტირა ნინიმ და სახე ხელებში დამალა.
-ღმერთო, სამყაროს დასასრული მოდის_პირველად ხედავდა ნათია ნინის ცრემლებს და ძლივს გასწორდა სკამზე აღელვებულ გოგოს რომ მოხვეოდა.
-დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე.
-სუნთქვა რად მინდა კი არ ვმშობიაროობ_ტირილს უფრო მოუმატა ნინიმ და მუჭებით მოიშორა ცრემლები, -ჭკუიდან ვიშლები მისი ბოლო წინადადება რომ მახსენდება, იქნებ და მართლა დავიგვიანე და სხვა შეუყვარდა? ორ თვეზე მეტი გავიდა.
-სხვა? შენზე უფრო დარეკილი? ქუთაისში? გამორიცხულია_ძახილის ნიშანი დასვა ნათიამ.
-ზუსტად ხომ არ იცი_ხმაურიანად მოიწმინდა ცხვირი ნინიმ.
-მაშინ ამდენ ხანს რატომ გაჩერდი? აქამდე რატომ არ მიხვედი?სულ არ მოგენატრა?_ნათიასაც დაეტყო მოწყენა
-ნეტავ არ მენატრებოდეს, კანი მეწვის, ის ღამე და მისი შეხება რომ მახსენდება კანი მეწვის, იმ მწვანე თვალებს რომ დამიბრიალებდა გაბრაზებული სული მეწვის, ზუსტად ამ ადგილას ვიჯექით პირველად რომ შემეხო და ლამის ცეცხლი მომიკიდა.
-დაო, შენ ვაჩე კიარა მეხანძრე გჭირდება თურმე_ნინის გამხიარულება სცადა ნათიამ.
-ნუ დამცინი_საბოლოოდ მოიწმინდა ცრემლები და მეგობარს თვალი გაუსწორა.
-კარგი, სერიოზულად, აქამდე რატომ არ დაურეკე? ან ახლა რას უცდი?
-არ ვიცი, ყოველ წუთს მაგაზე ვფიქრობ ორი თვეა, როგორც კი ბინიდან გავიდა და კარი გაიკეტა არ ვიცი როგორ შევძელი გაჩერება რომ არ გავკიდებოდი, ახლა კი უბრალოდ მეშინია, რომ მითხრას დაიგვიანეო? რომ მითხრას მე უკვე ყველაფერი დავივიწყეო?
-ნინი, ასეთი როდის მერე გახდი? როდის მერე გეშინია ღმერთკაცის? თუნდაც გითხრას, რომ გეკითხა ეგ ყმაწვილი არც თავიდან იყო დიდად თანახმა, მაგრამ სამ თვეში მოუგრიხე კისერი და თუ საჭირო იქნება მეორე სამ თვესაც დავხარჯავთ და იგივეს გავაკეთებთ._შემართებით საუბრობდა ნათია.
-გამოგვივა?_თითქოს იმედი გაუჩნდაო ნინის.
-რას ქვია არ გამოგვივა, ნუ მე შუაში ცოტა შესვენების აღება მომიწევს, მაგრამ მალე ვიქნები ფორმაში_მუცელს დახედა ნათიამ, -ისე, ნინი, რაც გაგიცანი მის მერეა სულ ვფიქრობ და მახსენდება როგორ იძახდი კაცს სად ვუცადო, მომეწონება ავდგები და მოვიტაცებო. წარმოვიდგინე მოტაცებული ვაჩე როგორაა გაკრული ფანჯარაზე და კივის მიშველეთო_ხმამაღლა სიცილი დაეწყო.
-აუ სცენა იქნება შოკი, არაა ისე ცუდი იდეა_ერთ ხმაში გააგრძელეს მხიარულება მეგობრებმა.
-მართვის მოწმობა ადგილზე მიდევს_თვალი საეჭვოდ ჩაუკრა ორსულმა და ნელნელა დაიწყეს კიდევაც სახლისკენ წასვლა.

მოწყენილი იჯდა ვაჩე საყვარელ დივანზე და სამეცადინო წიგნი ისე ედო გადაშლილი თითქოს რამის წაკითხვა შეეძლო. ორი თვე, მთელი ორი თვე გავიდა ნინისგან კი არაფერი ისმოდა, იქნებ დაივიწყა? იქნებ ცხოვრება გააგრძელა? ნინიმ? გამორიცხულია. როგორც ჩანს დრო კიდევ ჭირდება, მაგრამ როდემდე? თითები ეწვის მათი ღამე რომ ახსენდება ისე უნდა შეეხოს. დიდხანს რომ ვერ დაივიწყოს რაც გადახდა და ერთმანეთთან დააგვიანდეთ? არა, ამის უფლებას არ მიცემს, თავად მიაკითხავს და სულ ძალით გაკოჭვა რომ მოუწიოს მაინც თავისად დაიგულებს. იქნებ..... არა, დროა მსგავსი იშები მოიშოროს და საყვარელ ქალს ენდოს, ნინი ყველაფერს შეძლებს.
რუტინული ფიქრები დედის შემოსვლამ შეაწყვეტინა, ქალს თეფში მოჰქონდა საჭმლით სავსე და წინ დაუდო პატარა მაგიდაზე.
-ჩიჟი ბიჟი გაგიკეთე.
-როგორ მიყვარდა_სევდიანად გაეღიმა ვაჩეს წარსულის გახსენებაზე.
-ვაჩე, შემიძლია რამით დაგეხმარო?_ქალი ცდილობდა ბოლო ორ თვეში მომხდარი სერიოზული ამბავი გაეგო.
-ვერავინ დაეხმარება დედა როგორც ჩანს_მწარედ გაეღიმა ბიჭს.
-დაგშორდა?_თვალები ჩაუქვრა მანანას ასეთი შვილის დანახვაზე.
-მემგონი დაშორებამდე არ მივსულვართ, ჩემით მინდა გავუმკლავდეო.
-მამაცი გოგო_ბედნიერად გაეღიმა ქალს, -ეს ცუდი არაა შვილო, შენ კაცი ხარ და არ გესმის, ქალი სხვანაირადაა მოწყობილი, მას არ სიამოვნებს როცა ეცოდებათ, როცა აწყლიანებული თვალებით უყურებენ, ის ჩემნაირი არაა და ეს კარგია_შვილს ხელზე ხელი დაადო მანანამ.
-ვერ გავიგე_სავარძელზე შესწორდა ვაჩე.
-მე დავნებდი შვილო, ხელი ჩავიქნიე, შენც კი მიგატოვე და ამ დანაშაულს ვიცი ვერაფრით გამოვისყიდი, ყველას ყურადღება მივიპყარი და გაიძულეთ შეგცოდებოდით და ყურადღების ცენტრში მოვქცეულიყავი, ის კი სხვანაირად იქცევა, მამაცურად, ცდილობს საკუთარი პრობლემა თავადვე მოაგვაროს ისე, რომ ზედმეტად არავინ შეაწუხოს. დამიჯერე ეს დასაფასებელია.
-მაგრამ მე მინდა, რომ დავეხმარო, მინდა მის გვერდით ვიყო.
-და მერე? ყოველ მის ატირებაზე, მოწყენაზე და ჩხუბზე ეს პერიოდი გაგახსენდება, ისეთი ნინი გაგახსენდება, როგორიც თავადაც არ მოსწონს, მომავალში მას შეიძლება შერცხვეს და იფიქროს სისუსტე გამოვავლინეო, ეს კი ურთიერთობისთვის მთლად კარგი არაა. დააცადე იყოს ძლიერი, დააცადე თავისით სცადოს პრობლემის მოგვარება, თუ ვერ მოახერხა იცის სადაც გიპოვოს, დაელოდე, უბრალოდ მოითმინე_გაღიმებულმა მოუთათუნა ერთადერთ დარჩენილ შვილს ლოყაზე ხელი და შვებით ამოისუნთქა როცა მიხვდა, რომ ბიჭის დამშვიდება შეძლო.

ფანჯარასთან იდგა ნინი და მზის ჩასვლას სახლიდან ადევნებდა თვალს, ორი დღეც და ვალენტინობაც დადგებოდა, ნეტავ ერთად რომ ყოფილიყვნენ რა საჩუქრებს უსახსოვრებდნენ ერთმანეთს? კარს გამოაღებდა ნინი და ბიჭიც დახვდებოდა ზღურბლზე ბელგიური ვაფლის კოლოფითა და აღმოჩენილი ნესვის ნაყინით. ცრემლები მოადგა წარსულის გახსენებაზე გოგოს და ჩამოგორებული სითხე ერთი ხელის მოსმით მოიცილა. გაკვირვებულმა დახედა დასველებულ თითს და წამიერად მიიღო გადაწყვეტილება. მისი მეგობარი მართალი იყო, მართლაც ქალივით რომ დაეწყო ბიჭს კივილი მაინც მისი უნდა ყოფილიყო. მტკიცედ ტაცა მობილურს ხელი და ნაცნობი ნომერი აკრიბა:
-ხო ნი
-რა თქვი მართვის მოწმობა რაო?_კიდევ ერთხელ ჩაეკითხა მეგობარს
-საფულეს მიმშვენებს, თუ არადა არაა პრობლემა, მყავს საპატრულოში ნაცნობები_ჩაეცინა ნათიას.
-ხოდა მოემზადე, ღმერთკაცს ვიტაცებთ_საპრეზიდენტო სლოგანივით გამოუვიდა, მაგრამ ვის ეცალა. -უი და მანქანას გვათხოვებ გიორგი?
-რად გვინდა გიორგი და მისი მანქანა, ისეთი იდეა მაქ მთელ ქუთაისს რომ დაამახოვრდეს_ინტრიგნული ხმით ჩილაპარაკა ნათიამ.


-ვერ ვიტან ვალენტინობას, კიდევ კარგი სმენას უკვე მოვრჩით_სახე დამანჭა ვაჩემ და მორიგ ბიჭს დაადო ბორკილები, რომელიც მეხუთე სართულზე აძრომას და შეყვარებულის ბალკომზე აპარვას აპირებდა, მეზობელს კი ქურდი ეგონა.
-შენნაირი ჯმუხისგან მეტს არც ველოდი_ჩუმად ჩაეცინა გოგას. დაპატიმრებული განყოფილებაში მიიყვანეს, გააფორმეს და გარეთ გამოვიდნენ მანქანის ჩასაბარებლად.
-აუ ვაჩე, ძმურად უკან სკამის ქვეშ სათვალე დამვარდნია და იქნებ მიპოვო რა, მე გასაღებს შევამოწმებ_ქუჩის მეორე მხარებს გოგოებს შეხედა გოგამ და მეგობრულად თხოვა, ბიჭიც მხრების აჩეჩვით შეძვრა მანქანაში. მაშინვე შეხტა ნინიც ვაჩეს გვერდით და წამში მოკეტილი კარები შიგნიდან ჩაკეტა.
-რა ჯანდაბაა?_გაკვირვებულმა გამოიხედა ქავთარაძემ და ტკივილამდე მონატრებული სახის დანახვისას წამიერად გაშეშდა. ამით ნათიამ ისარგებლა, გოგას ნასროლი გასაღები მარტივად დაიჭირა, პატრულის წინა მხარეს, საჭესთან მოთავსდა და გასაღები გადააბრუნა.
-აუ რა მაგრები ხართ ავტომატიკაა_სახე გაებადრა ნათიას და ფეხი მაშინვე მიაჭირა გაზის პედალს.
-გოგა ჯიგარი ხარ_ხელი დაუქნია სიცილისგან მოკეცილ ბიჭს.
-ვაჩე, გაფრთხილებ, ქალიშვილს აღარავინ დაგიბრუნებს და ჭკვიანად იყავიიი_უკნიდან ეძახდა ძმაკაცს და უკან შებრუნდა განყოფილებაში ტყუპ გამომძიებლებს რომ დალაპარაკებოდა.
-სერიოზულად?_სიჩუმე წარბ აწეულმა ვაჩემ დაარღვია და ქუთაისიდან გასვლისას გაოცებულმა გადმოხედა ნინის.
-გიტაცებ_მხრები აიჩეჩა გოგომაც და არხეინად მოთავსდა სავარძელზე.
-პატრულის თანამშრომელს თავისივე სამსახურის მანქანით 2 თვე ნახევრიანი დუმილის შემდეგ_თითქოს დასაზუსტებლად ჩაეკითხა კიდევ ერთხელ.
-ზუსტადაც, ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა_წარბები აუთამაშა ბიჭს და მკლავებიც გადაიჯვარედინა უფრო მეტი სიმტკიცისთვის.
-ანუ.......
-გთხოვ, არაფერი არ მკითხო, მიყვარხარ, სიგიჟემდე მომენატრე და ერთი სული მაქვს ისევ ვნახო ეს შენი სექსუალური სხეული, ამიტომ გაჩუმდი და აცადე ატაროს, ისედაც ძლივს ჩააკვეხა მუცელი საჭესთან_თეძოსთან მიარტყა ხელი ბიჭს და ნათიასკენ მიუთითა.
-ბავშვს უკვე ყურები აქვს, რაებს ასმენინებ_რატომღაც დამანჭული სახით დაიძახა წინიდან და რატომღაც სვლა შეანელა.
-წყალტუბოში შევდივართ_ტაში შემოკრა რამდენიმე წამში ნინიმ, თუმცა სიხარული დიდხანს არ გაყვა, იქვე საკმაოდ სწრაფად მოატრიალა ნათიამ მანქანა და უკან, ქუთაისის გზას დაადგა.
-მაპატიეთ, ჩემი ბრალი არაა, შენი ნათლული შენსავეთ შვიდთვიანია_სახე ისევ დაემანჭა ნათიას ტკივილისგან.
-სერიოზულად, შენ რა მუცელი გტკივა? ახლაა? ნათლულო მღუპავ? ვთხოვდებოდი, კაცს ვიტაცებდი, ეეჰ შენ მე ჩემიანი მეგონე_მოწყენილმა გადააქნია თავი ნინიმ და თითქოს შემდეგ მიხვდა რაც ხდებოდა, -გადააყენე გოგო ვაჩე დაჯდება, ნათლული იბადებაააა.
-გადავაყენო კიარა სირენის ჩასართავი რომელიაა_ბღავილით მიქროდა ნათია მაღალი სიჩქარით და შვებით ამოისუნთქა თავზე სირენის ხმა რომ გაიგონა. -სულ მინდოდა ამ დროს საპატრულო მანქანაში ჯდომა.
-თქვენ ერთმანეთი არ უნდა გეპოვათ_თავი გადააქნია ვაჩემ და ნათიას ხელი ჩასჭიდა.
-არიქაა პირველი სამშობიარო_ქალაქში შემოსვლისთანავე შეყვირა ნინიმ
-ჩემი ექიმი მესამეშია_ოფლში გაწუწულმა გააგრძელა ნათიამ გზა და იქვე გადაუხვია ჯავახიშვილზე. სირენის თანხლებით შევარდა ეზოში და პირდაპირ სასწრაფოს შესასვლელთან მიაყენა მანქანა. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, გაიმართა და მაშინვე დაღვარა წ....ბი.
-მადლობა უთხარი, მანქანა არ დაგისველა_წყვილს ჩაჭიდა ხელი და მორიგ მოვლით ტკივილს წამოკივლებით შეხვდა.
-ნათი, ჯერ რვა თვის ხარ_მხოლოდ ახლა გააჟღერა შიში ნინიმ.
-გიორგის დაურეკე რა_შიშით სავსე თვალებით მოხედა მეგობარს და ეტლში ჩამჯდარი გაყვა შემოხვედრილ ექთანს.
-ჩემი ბრალია, რაზე ვფიქრობდი, რამე რომ დაემართოს_ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ ისევ ტირილი მოუნდა ნინის.
-ნუ სულელობ, შენ მოგყავდა ქმარი, მას კიარა რომ ენერვიულა_გოგოს გაღიმება ცადა ვაჩემ.
-ნინი_მაინვე ყვირილი დაიწყო ეზოი შემოვარდნილმა გიორგიმ და მათკენ გამოიქცა. -როგორ არიან?
-არ ვიცი, არაფერი ვიცი, დაელოდეთო მხოლოდ ეს გვითხრეს, მაპატიე რა, ყველაფერი ჩემი ბრალია, მის ორულობაში მომინდა ყველაფრის გამოვლა_ისტერიული ტირილი აუვარდა ნინის და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს გიორგის მკლავები რომ იგრძნო.
-შენი ბრალი არაფერია, ისედაც ისეთი არანორმალურია მიკვირს ბავშვი აქამდეც რომ გაჩერდა_მონოტონურად უსვამდა გოგოს თავზე ხელს და დამშვიდება აიძულებდა. ცოტა ხნის შემდეგ თავად ნათიამაც დარეკა, ჯერ სამ სანტიმეტრზე ვარ ვიცდითო, მალევე მოგროვდნენ ოჯახის წევრები, ნათესავები, ყველა ელოდა პატარა ქალბატონის მობრძანებას, 14 თებერვლის საღამოს ისხდნენ მესამე სამშობიაროს ეზოში და შამპანურ გამზადებულები ელოდნენ როდის დაიძახებდნენ, რომ მათი გახსნის და დალოცვის დრო იყო.
ღამი ათი იქნებოდა კარებში გაღიმებული ექიმი რომ გამოჩნდა. ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და სიცივის გამო სწრაფი ნაბიჯებით მოიწევდა შეკრებილებისკენ.
-მამობას გილოცავთ_ბედნიერად გაუღიმა ამ ქვეყნიდან მოწყვეტილ გიორგის და გულიანად გაეცინა გახარებულმა ბიჭმა ხელში ატაცებული ექიმი რამდენჯერმე რომ დაატრიალა.
-მენატრებოდი_ხალხისგა შორს გამოიჭირა ვაჩემ შემთვრალი ნინი
-მეც იმაზე მეტად ვიდრე ვიფიქრებდი_თვალებ დახუჭულმა გააქნია გოგომ თავი.
-პირობა მომეცი, რომ აღარასდროს დამტოვებ უშენოდ_შუბლი შუბლზე მოადებინა ვაჩემ და ლოყაზე მოეფერა ხელის გულით.
-აღარასდროს_სიამოვნებისგან მიელულა თვალები.
-რა მავნე ბავშვია, 14 თებერვალს როგორ დაუმიზნა_შემთვრალი ნინი სიცილს ვეღარ წყვეტდა ბედნიერებისგან.
-სამახსოვრო საჩუქარი გააკეთებინა დედიკოს_ვაჩესაც გაეცინა
-ხოო, ჩვენც კარგი საჩუქარი გაგვიკეთა, ჩამიშალა იმ თითისხელამ მთელი გეგმები.
-მე კი იმედი მაქვს მომავალ 14 თებერვალს შენ გამიკეთებ მსგავს საჩუქარს_წარბი აუწია ვაჩემ და წინ დაუდგა გაღიმებულ.
-შეგვიძლია მუშაობა დღესვე დავიწყოთ_მაცდურად გაუღიმა ბედნიერ ბიჭს და უკითხავად დაეპატრონა ღმერთკაცის სისხლისფერ ტუჩებს........

დასასრული.........


-----------------------------------------------------
დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ, მეტად გაწელვა აღარ მინდოდა, სასწაულად დამწყდა გული და ლამის გადავიფიქრე იმდენად ვერ ველევი ნინის, მაგრამ კიდევ ერთი დასასრულის დაწერა მომიწია. ისიამოვნეთ <3



№1  offline წევრი ხ_ა_თ_ო

ძალიან კარგი დასასრული იყო, ზუსტად ისეთი გიჟური დასასრული ქონდა ნინის სიყვარულს როგორც დასაწყისი ❤❤❤❤ ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤❤❤

 


№2  offline წევრი Тамуна тамуна

აი ნათი გაღიარებ რაა,ერთ ერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე,ყველა შენი ისტორია გამართულია,საოცრად საინტერესო და საუკეთესოა,ყოველ ჯერზე სულ მოუთმენლად გელი,და შენც იმედს არ მიცრუებ,მადლობა ნათი დიდი

 


№3  offline მოდერი naattii

ხ_ა_თ_ო
ძალიან კარგი დასასრული იყო, ზუსტად ისეთი გიჟური დასასრული ქონდა ნინის სიყვარულს როგორც დასაწყისი ❤❤❤❤ ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤❤❤

უღრმესი მადლობა ❤️

Тамуна тамуна
აი ნათი გაღიარებ რაა,ერთ ერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე,ყველა შენი ისტორია გამართულია,საოცრად საინტერესო და საუკეთესოა,ყოველ ჯერზე სულ მოუთმენლად გელი,და შენც იმედს არ მიცრუებ,მადლობა ნათი დიდი

ღმერთო როგორ მაბედნიერებთ ასეთი სიტყვებით ❤️

 


№4  offline წევრი Тамуна тамуна

naattii
ხ_ა_თ_ო
ძალიან კარგი დასასრული იყო, ზუსტად ისეთი გიჟური დასასრული ქონდა ნინის სიყვარულს როგორც დასაწყისი ❤❤❤❤ ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤❤❤

უღრმესი მადლობა ❤️

Тамуна тамуна
აი ნათი გაღიარებ რაა,ერთ ერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე,ყველა შენი ისტორია გამართულია,საოცრად საინტერესო და საუკეთესოა,ყოველ ჯერზე სულ მოუთმენლად გელი,და შენც იმედს არ მიცრუებ,მადლობა ნათი დიდი

ღმერთო როგორ მაბედნიერებთ ასეთი სიტყვებით ❤️
ყოველ ჯერზე როდესაც შენს ისტორიის წაკითხვას ვასრულებ და იმედიანი თვალებით მომდევნოს ველი,ველი როდის გამოჩნდები ახლით და ისევ როდის წავიკითხავ სუნთქვა შეკრული.

 


№5  offline წევრი ირო

ნათი ყველა შენი ისტორია არის სიგიჟე.ზოგჯერ თავებად დაყოფილს რომ ვკითხულობ თითქოს იღლება მწერალი და შუაში ცოტა მუხტს კარგავს,აი შენს არცეთ ისტორიაზე, არცეთ თავზე ეს არ შემხვედრია.მადლობა შენ ამისთვის.

 


№6  offline მოდერი naattii

ირო
ნათი ყველა შენი ისტორია არის სიგიჟე.ზოგჯერ თავებად დაყოფილს რომ ვკითხულობ თითქოს იღლება მწერალი და შუაში ცოტა მუხტს კარგავს,აი შენს არცეთ ისტორიაზე, არცეთ თავზე ეს არ შემხვედრია.მადლობა შენ ამისთვის.

როგორი მადლობელი ვარ ნეტა იცოდეთ ❤️ არ მჯერა ეს სიტყვები მე თუ მეკუთვნის ხოლმე ❤️ მთელი გულით მადლობა ❤️

 


მართლა მოიტაცა ამ გიჟმა :) კი არ დასცალდა ბოლომდე, მაგრამ ხომ მოიტაცა :) ვგიჟდები მე ამათზე❤❤❤
ველოდები შემდეგ ისტორიას ასეთივე მხიარულს და პოზიტიურს❤❤❤

 


№8  offline წევრი OKI ME

ჩემი ნინი და ღმერთკაცი ❤️ ეჰ, არადა როგორ ველოდი ხოლმე ახალი თავის დადებას (((
გამოდის, რომ ახლა იმას უნდა ველოდო, ახალი ამბებით როდის დაბრუნდები :დდ

ნათლულიც თავისნაირი მოუსვენარი, რომ ყავს :დდ მაგრად გაუჩალიჩა :დდდ

მინდოდა დაუსრულებლად გაგრძელებულიყო ეს ისტორია :დდდ ❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე რა საყვარლები არიაან : )) ცოტა გამაბრაზა ნინიმ 2 თვე რა ამბავიაა ფიქრი ,მაგრამ მოტაცების იდეა იყო სასწაული ,ისე მომეწონა იდეა ღირს დაფიქრება და გამოყენება მომავალში : ))

 


№10 სტუმარი სტუმარი მარი

იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით ^-^

პ.ს ისე "სამი მიზეზი"-ს მეორე ნაწილზე არ გიფიქრია? ^-^

 


№11 სტუმარი Qeti qimucadze

au ramdeni vicinee. natias megobari zalian gansxvavebuli agmochnda. zevsi. nat rogor visiamovne. zalian mmomeconaa. dasrulebqs velodebodiiii. gamixarda natias da giorgis xilva. gmerto ra gadarwulia es gogooo. imedia dagvibrundi asetivw gemrieli iatoriit. chemtvis qutaisuri istoriebi ormagad sasiamovnoaaa

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კიდევ წავიკითხავდი რომ გაეგრძელებინა ძალიან მომეწონა.

 


№13  offline წევრი ვიპნი

ახლა მხოლოდ იმაზე მეფიქრება ,კიდევ როდის გაგვახარებ,წარმატებები ჩემო კარგო ❣️❣️

 


№14  offline მოდერი naattii

ღმერთო როგორ მიყვარხართ ????????❤️❤️❤️❤️

 


№15  offline წევრი Daldoni Daldoni

კარგი იყო ძალიან ძალიან, საინტერესო როგორც ყოველთვის, უჩვეულო გიჟური, ემოციებით სავსე...

 


№16  offline წევრი ენნე

ერთ ერთი საყვარელი მწერალი ხარ, ვის ისტორიებსაც ველოდები ხოლმე, ახლაც დასასრულს ველოდი სულმოუთქმელად. დავიწყებ წაკითხვას, ისე ბარემ სრულადაც ხომ არ აპირებ დადებას? გამომარტივდებოდა ❤️❤️❤️
ძალიან მომწონხარ, ძალიან❤️

 


№17  offline მოდერი naattii

Daldoni Daldoni
კარგი იყო ძალიან ძალიან, საინტერესო როგორც ყოველთვის, უჩვეულო გიჟური, ემოციებით სავსე...

უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️

ენნე
ერთ ერთი საყვარელი მწერალი ხარ, ვის ისტორიებსაც ველოდები ხოლმე, ახლაც დასასრულს ველოდი სულმოუთქმელად. დავიწყებ წაკითხვას, ისე ბარემ სრულადაც ხომ არ აპირებ დადებას? გამომარტივდებოდა ❤️❤️❤️
ძალიან მომწონხარ, ძალიან❤️

წესები შეცვალეს და თავებად დადებულს სრულად აღარ მატვირთინებენ :(((( თორემ მეც მინდოდა

 


№18  offline წევრი ენნე

პასუხი არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო, ვერასდროს ვერ მოვახერხე, არადა ტექნიკაში კარგად ვერკვევი:დდდ
მგონი ბოლო თვაის ატვირთვის მაგივრად, სრულად როცა ტვირთავენ მაგის უფლება აქვთ, ბევრი ვნახე ეგრე.

ისტორიას რაც შეეხება, მევრი მახალისა ამ ცანცარა ნინიმ, შენში კი იგრძნობა იმერული იუმორი და ქუთაისის სიყვარული (ვერ შორდები) :დდდდ
იყო გრამატიკული შეცდომები ცოტა ცოტა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვისიამოვნე. წარმატებები, ახალ ისტორიამდე❤️❤️❤️

 


№19 სტუმარი Xato

Aseti sasiamovno didi xania ar wamikitxavs.yvela personaji sayvareli da dadebitia .gansakutrebit vache da gigi.gaagrdzele ase .velodebi axals da saxalisos

 


№20  offline წევრი დუ სია

რა საყვარელი ხარ ავტორო, უსაყვარლესი! ყოჩაღ, ძალიან მომეწონაა!

 


№21 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ძალიან მაგარი ხარ.შენი ყველა ისტორია წავიკითხე საერთოდ არ მიყვარს დაკომენტარება მაგრამ ვერ მოვითმინე.ყველა ისტორია სასიამოვნო წასაკითხია დალაგებული და საინტერესო.წარმატებები და მადლობააა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent