სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ(თავი 1)
და მაინც რა არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?ამკითხვაზე პასუხი ალბათ არავის აქვს რადგან ამის მომყოლი არავინაა. სიკვდილი ყველაფერს ცვლის,ყველაფერს ანადგურებას,თეთრს შავით ცვლის,ნათელს-ბნელით. სიბნელეში 2 მოკაშკაშე შუქი,შემდეგ რაღაც ჭრაჭუნი,კივილი მერე ისევ რაღაც საშინელი ხმა სიბნელე,სიცარიელე და სიჩუმე.ეს ის ყველაფერია რაც ბოლოს დავინახე და მოვისმინე. ტკივილს ვგრძნობდი მაგრამ ეს არიყო თითქოს ფიზიკური ტკივილი.თითქოს ვგრძნობდი ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა ჩემი სული.სიჩუმეში ვიღაცის კივილი ჩამესმა ეს დედაჩემი იყო,მაგრამ დედაა?კი კი ნამდვილად მისი ხმა იყო,თუმცა როგორ ის ხომ საზღვარგარეთ იყო წასული.ნუთუ ჩამოვიდა მაგრამ როგორ ასე მალე?მაგრამ რამდენი ხანია ნეტავ ამ სიბნელეში ვარ.ისევ სიბნელე და სიჩუმე ჩამოვარდა. რაღაც ხმა მომესმა ყურში აპარატის წუილის ხმა მესმის და ცხივრში კი წამლების სუნს ვგრძნობ.ნეტავ სად ვარ?თვალებს ნელნელა ვახელ ინტერესით და სითეთრეს ვხედავ.სავადმყოფოში ვარ მაგრამ ნეტავ რამოხდა არაფერი მახსოვს. ოთახში ექთანი შემოდის და როცა დამინახა გონს მოსული სასწრაფოდ ექიმს დაუძახა.ექიმიც მალევე შემოვიდა. -გამარჯობა ლიზა როგორ ხარ?ლაპარაკი შეგიძლია? -კარგად ვარ მაგრამ შეგიძლიათ მითხრათ სად ვარ და რამოხდა? -ახლა არა დაისვენე,თავი არუნდა დაიტვირთო მალე ისევ შემოვალ და ყველაფერს გეტყვი. ამდროს ექთანმა ნემსი გამიკეთა და მალე ისევ სიბნელე ჩამოწვა. -ლიზა თვალები გაახილე ჩემო საყვარელო-ჩამესმა ყურში დედას ხმა და ძალ დატანებით გავახილე თვალები და დედა დავინახე. -ლიზა ჩემო ლამაზო როგორ შეგვაშინე დეე -დედა -აქვარ შვილო აქ,ნუგეშინია ყველაფერი რიგზეა -დედა რამოხდა?ან აქ რატომ ხარ? -ავარიაში მოყევი,ძალიან ცუდად იყავი მაგრან ახლა კარგად ხარ და მალე სრულიად გამოჯანმრთელდები დე. სამი დღის შემდეგ პალატაში გადამიყვანეს.ამდროის განმავლობაში ნახევარზე მეტი სულ მეძინა აღმოჩნდა რომ მანქანით სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი რადროსაც სატვირთო დამეჯახა და 2 კვირა კომაში ვიყავი,დედამ კი როგორცკი გაიგო ეს ამბავი ჩემთან ჩამოვიდა.ჩემთან ხან დედა იყო,ხან ჩემი შეყვარებული,ხანაც ოჯახის წევრები.პალატაში გადასვლის შემდეგ კი მეგობრებმაც მომაკითხეს. მეგონა ყველაფერი კარგად იყო თუმცა დილით როდესაც ექიმი ჩემთან შემოვიდა და თან წინა დღის ანალიზის პასუხები მოიტანა ყველაფერი შეიცვალა. -ექიმო ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა დედამ ექიმს როდესაც მისი აღშფოთებული სახე დაინახა. მე მომიახლოვდა ფეხზე პლედი გადამაძრო. -ლიზა ახლა კალამის წვერს ოდნავ გიჩხვლეტ და მითხარი იგრძნობ თუ არა.მე თავი დავუქნიე.რაღაცნაირად ავფორიაქდი.ექიმა კალამი მომადო თუმცა ვერაფერი ვიგრძენი.შემდეგ ,,ჩაქუჩიც"მომარტყა თუმცა ვერაფერი ვიგრძენი. -ექიმი რახდება?რამჭირს?რატომ ვერ ვგრძნობ ვერაფერს?-ვკითხე და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა -სამწუხაროდ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ,ავარიის გამო ხერხემალი დაგიზიანდა და პარალიზებული ხარ.ვეღარ შეძლებ სიარულს. -რა??? რასამბობთ ექიმო რასნიშნავს ვეღარ გავივლი?რამე ქენით ექიმოო რამე მიშველეთ გთხოვთ-ვწიოდი და ვკიოდი ტირილს ვერ ვაჩერებდი ისტერიკა დამემართა,წარმოიდგინეთ რომ 21 წლის გოგოს გეუბნებიან ვეღარასდროს გაივლიო. -დამამშვიდებელი მოიტანეთ სასწრაფოდ. -გთხოვთ დამეხმარეთ არმინდა ასე ცხოვრება ექიმო -დამშვიდდი ლიზა მასაჟები და ფიზიო თერაპია დაგჭირდება რის შემდეგაც ისევ შეძლებ სიარულს-მამშვიდებდა დედა თუმცა მაინც ვერ ვწყნარდებოდი.ექიმა დამამშვიდებელი გამიკეთა და მალე ჩამეძინა. გაღვიძებისას ისტერიკა დამეწყო ისევ და კიდევ დამამშვიდებლით დამაძინეს,ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გავიგე რომ ჩემა შეყვარებულმა მიმატოვა იმის გამო რომ გაიგო პარალიზებული ვიყავი.უბრალოდ არცარაფერი მითხრა ადგა და წავიდა.ამან უფრო დიდი ტრამვა მომაყენა.თუმცა თითქოს რამდენიმე დღის შემდეგ მივეჩვიე.მალე სავადმყოფოდანაც გამომწერეს და სახლში მისვლის შემდეგ ოთახიდან აღარც გამოვსულვარ.თავიდან ჩემი მეგობრები კვირაში რამოდენიმეჯერ მოდიოდნენ ჩემ სანახავად და მახალისებდნენ შემდეგ კვირაში ერთხელ და რამდენიმე თვეში სულ დამივიწყეს. ყიველდღე ველოდებოდი რომ მოვიდოდნენ მაგრამ რატომღაც უკვე 1 თვეა აღარც კი მოუწერიათ ჩემთვის.ალბათ მობეზრდათ ინვალიდთან სიარული.დედა კი მთელი დრო ჩემს გვერდით იყო და მეხვეწებოდა მასაჟებზე დავთანხმებოდი მაგრამ სასტიკ უარზე ვიყავი რადგან მეგონა არაფერი მეშველებოდა.თუმცა რამდენიმე თვის ხვეწნის შემდეგ დავთანხმდი და ეხლა ველოდები როდის მოვა ჩემი ,,მხსნელი". მალე კარზე ზარი გაისმა და დედა გასაღებად წავიდა.მე როგორც ყოველთვის ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვიყავი ეტლით და სივრცით ვტკბებოდი.მალე კარები გაიღო და აი ისიც ჩემი ,,მხსნელი". ვაუ რა სიმპატიურიაა მაღალი,გამხდარი შავგვრემანი.მაგრამ ეს ყველაფერი არაა მას ულანაზესი მწვანე თვალები და როგორც შემდეგ აღმოვაჩინე ულამაზესი ღიმილიც ჰქონდა. -გამარჯობა ლიზა,მე გიორგი ვარ-მითხრა და ხელი გამომიწოდა -გამარჯობა -აბა მზად ხარ რომ დავიწყოთ შენი გამოჯანმრთელების პროცესი? -ვითომ მეშველება კი? -შენ თუ არ დაიჯერე და არ მოინდომე მარტო მე ვერაფერს გიშველი.ახლა კი მოდი დაწექი დავიწყოთ მასაჟის გაკეთება თან ყველაფერს აგიხსნი და ერთმანეთსაც უკეთესად გავიცნობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.