შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფშაური კაფია [თავი 5]


22-02-2021, 01:31
ავტორი ხვარამზე
ნანახია 1 853

თადიაური ახლადგახსნილი ოფისის კაბინეტში იჯდა. წინა დღით რამოდენიმე, სარფიან გარიგებას მოაწერა ხელი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ქისტაურთან შეთანხმებას აფასებდა. წარმატების მიუხედავად, დაღლილ სახეზე კმაყოფილების ნატამალი არ ემჩნეოდა. ერთიანად ჩამოსტიროდა ცხვირ-პირი, ადგილს ვერ პოულობდა. გამუდმებით თვალწინ ედგა ნინოს სიძულვილნარევი მზერა, სირცხვილს აეტანა. ვერაფერს უხერხებდა აჯანყებული სინდისის ქენჯნას, იტანჯებოდა...
სიკვდილამდე ეშინოდა ქალის მიუწვდომლობის, ეშინოდა ხელიდან გაშვებული შანსის -გრძნობდა გოგოს სათავისოდ მობრუნება უფრო გაუჭირდებოდა. ამასთან, თითქმის ყოველდღე უწევდა ოფისში მოსული მინდიას ნახვა, თვალს ვერ უსწორებდა. ცალკე ხელაშვილის ჯიუტი ჩაძიება აწყვეტდა ნერვებს და უთქმელობაც კლავდა, კედლებს აწყდებოდა. ენატრებოდა, სიგიჟემდე ენატრებოდა, თუმცა ახსოვდა საკუთარ თავთან დადებული პირობა - არ უნდა ენახა, არ მიახლოვებოდა..

გიორგის შეეფეთა დერეფანში. უგემურად დაუგდო ორიოდ სიტყვა და გაეცალა, მამისეულ სახლს შეაფარა თავი. ბოლო დროს შვებას მხოლოდ სასმელში პოულობდა.
უკვე გვარიანად შემთვრალი იყო ხელაშვილმა რომ შემოუღო კარი. თვალი მოავლო თადიაურის არეულ სახეს, ჩამოჯდა და შეაჩერდა.

- ჰე ამოღერღე, ამოშაქრე ბოლოს და ბოლოს რა მიჰქარე ასეთი?

ლექსომ თვალები დახარა, არყის ბოთლს წაეტანა. არა დაანება მეგობარმა.

-მიდი ძმაო, როდის რა გვქონია ერთმანეთისაგან დამალული? ან კი რა უნდა ჩაგედინა ისეთი თავს რომ აკლავ. არაფერია რისი გამოსწორებაც არ შეიძლება...
- სწორედ მაგის მეშინია გიო, მეშინია სიმთვრალეში ჩადენილი სისულელე გამოუსწორებელ შეცდომად არ მექცეს. სამუდამოდ რომ დავკარგო, მერე, მერე რა უნდა ვქნა?
- რას ბოდიალობ ბიჭო, ვერაფერი გავიგე. რა გამოუსწორებელი შეცდომა, ვინ უნდა დაკარგო? ნორმალურად ამიხსენი, მოთმინება მეწურება უკვე.
-ნინოს ვაწყენინე, გული ვატკინე - ლექსომ სიტყვებს გული ამოაყოლა. სირცხვილმა დაუმდუღრა ძარღვები.
- რას ამბობ ბიჭო?
- იმ დღეს, უძილაურებთან სახლში. ისე ველოდი... ლოდინმა თვალები ამიწვა. ბევრი დავლიე. მერე მოვიდა, მოვიდა და...
- რა? - ცეცხლი ჩაუდგა ხელაშვილს თვალებში - რა გააკეთე?
- ვაკოცე. უკან გავედევნე და ვაკოცე. ავატირე...
- რაო, რა მითხარი, რა ვქენიო - ამოიყვირა განრისხებულმა ხელაშვილმა და ლექსომაც ძლიერი დარტყმა იგრძნო, გახეთქილი ტუჩიდან სისხლი წასკდა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. უხმოდ შეხვდა მეორე მუშტსაც.
- ეგ როგორ გააკეთე? სტუმრად, თან სად, მამაშენის მეგობრის სახლში. ის ადამიანები გენდობიან ლექსო, უყვარხარ, გაფასებენ. შენ კი ადექი, ადექი და ასე უტიფრად, ურცხვად, ორი დღის გაცნობილ გოგოს, საკუთარ სახლში... ამის თქმაც არ მინდა, თუ რა ჰქვია შენს საქციელს.
- ვიცი, ვიცი რაც ჰქვია - იყვირა თადიაურმა - გგონია არ ვიცი?! ვიცი ამის დედაც, ვიცი რა ნაგავივითაც მოვიქეცი. ვიცი.. მაგრამ აღარ შემეძლო, ლამის შევიშალე გესმის?! ვნახე თუ რა გავგიჟდი, არ ვიცი რა დამემართა... მოკვდები, მოვკვდები და არ დავთმობ - განრისხებულმა მუშტი შეალეწა მაგიდის კიდეს.
- ბიჭო, შენ სულ გამო....ვდი ხო? რას ჰქვია არ დათმობ. იმ გოგოს არაფერს ეკითხები? ღმერთო, წარმოგიდგენია მაინც რას ფიქრობს?
- მიყვარს.. მიყვარს სიგიჟემდე... - დაიჩურჩულა ლექსომ - მიყვარს და მეშინია. ასე უმწეოდ არასოდეს მიგვრძნია თავი. მგონი იმ დროიდან მიყვარს, ბავშვობიდან, არ ვიცი, სულ ავირიე...
- ჯანდაბა, ძმაო - აღმოხდა ხელაშვილს
- არ ვიცი როგორ მოვექცე, საერთოდ არაფერი ვიცი - თვალები მოისრისა ბიჭმა - კლდედ იქცა ჩემთვის, ვერსაიდან მიუდგები, ვერ მიეკარები
- იქნებ ჯერ გაცნობა და ლაპარაკი გეცადა, შე სირო - დაიღრინა გიორგიმ
- ადრე ყველაფერი მარტივად იყო. ფლირტი, პაემანი, საწოლი; ეგ საქმე არ მესწავლება. სხვანაირად კი, არც კი ვიცი, არაფერი გამეგება სხვაგვარი ურთიერთობის...
- ფუ, რა ხარ. მე რა გითხარი ბიჭო, არ გაგაფრთხილე ნინო იმ შენს ქალებს არ გავს-მეთქი. არ გაგაფრთხილე? და შენ რა მითხარი ის თუ გახსოვს? არასოდეს ვაწყენინებო, საკუთარ თავს არ ვაპატიებო...
-ვერც ვპატიობ - შეაწყვეტინა ლექსომ - ვერ ვპატიობ... პირობა დავდე აღარ ვნახავ, სულ გავეცლები...
- და მერე მაგით რა, შე ....ო, როდემდე?
- არ ვიცი, ცოტა ხნით მაინც. გონს უნდა მოვეგო, ყველაფერში გავერკვე. საქმეები თავზე მაყრია, ცოტა ხნით გულს გადავაყოლებ.
-ხო, კარგად ვხედავ როგორადაც აყოლებ. ცოტაღა გაკლია სულ გალოთდები. მაგარი გეგმაა.
-დამცინი? - კბილებში გამოსცრა
- მოიქეცი ისე როგორც ღირსეულ კაცს შეეფერება. მიდი, ადექი და დაელაპარაკე იმ გოგოს. აუხსენი, ბოდიში მოუხადე.
- არა, ახლა არა გიო. ახლა ვერ შევძლებ. ან კი რა უნდა ავუხსნა?! დამიჯერებს?! მენდობა?! ვერ ავიტან მის წყენაჩამდგარ თვალებს, კიდევ სისულელეს ჩავიდენ და შეიძლება სამუდამოდაც დავკარგო.
გიორგი ჩაფიქრდა - აბა, რას აპირებ?
-შეცდომა დავუშვი, თავიდანვე... - ამოიოხრა - საქმე ისაა, რომ აღარც კი მახსოვს, სულ აღარ მახსოვს როგორია როცა გიყვარს, დამავიწყდა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა... არც არავის უსწავლებია. ბიძაჩემმა მიპატრონა, კაცად მაქცია, მაგრამ ჩემგან მხოლოდ საქმოსნის, ბიზნესმენის გამოძერწვას ცდილობდა. უნდოდა მას დავმსგავსებოდი, მასსავით მეფიქრა - და მეც ამდენი წელია მხოლოდ მითვისებას, მოხვეჭას ვლამობ. ნინოსთანაც ეგრე მოვიქეცი - დავინახე და სურვილმა შემშალა ჩემად გამეხადა, მიმესაკუთრებინა. მე ხომ სხვა არც არაფერი ვიცი - სიმწრით ჩაიცინა - ახლაღა მივხვდი - მხოლოდ ის არ მყოფნის დავეუფლო, მინდა ვუყვარდე. გესმის?
-მესმის - ჩუმად ამოილაპარაკა გიორგიმ
-ახლა არაფერსა აქვს აზრი. გაბრაზებულია, გულგაცხელებული. ცოტა დრო გავა, რისხვა განელდება, მეც ვეცდები რაღაცებიის დალაგებას.. ვისწავლი მის სიყვარულს ძმაო, ვისწავლი და აი ნახავ, ისე ვიზამ ჩემს იქეთ გზა არ ექნება.

- აი ახლა კი ძმა ხარ - გაეცინა ხელაშვილს, მეგობარს გადაეხვია, თმები აუჩეჩა.
- დამპირდი, რომ ყურადღებას მიაქცევ.. ჩემს აქ არ ყოფნაში...
-როდის იყო შენი თქმა მჭირდებოდა, ბიჭო.
- ხოსიაური არ მიაკარო
- ვერც მიეკარება, მეც აქა ვარ და მისი ძმაც. მით უფრო ახლა, როცა მინდია სამუშაოდ აქეთ გადმოვიდა, ნინოც სწავლას დაიწყებს და ერთად იცხოვრებენ. შენ როდის მიდიხარ?
- ზეგისთვის ავიღე ბილეთი. ჯერ უკრაინაში მოვრჩები საქმეებს, მერე გერმანიაში გავემგზავრები. უკვე დავუკაშირდი ოლდენბურგში საკონსულტაციო ფირმას. მინდა მე თვითონ გავერკვიო. მეტისმეტად ბევრს ვდებ სასწორზე, ყველაფერს ვიზამ საქმე ბოლომდე რომ მივიყვანო.
- ეგებ, მინდიაც წაგეყვანა ან ზურა. მაინც მაგათ უნდა მიაქციონ ყურადღება ფერმის საქმეებს. ხომ იცი მესაქონლეობაში დიდად ვერც ერკვევი.
- ჰო, მართალია. ვიფიქრებ მაგაზე - დაეთანხმა თადიაური, მეგობარს გახედა, გაუღიმა და არაყი გადაკრა. გულს ლოდი გადაგორებოდა...


***

აპრილი იწურებოდა, ამწვანებულიყო ფშავის მთა-მინდვრები, თუმცა კი ცას დამჩნეული ლეგა ღრუბლები გაავდრებას იუწყებოდნენ. ახლოვდებოდა აღდგომა. ნინომ იცოდა, თადიაური აუცილებლად ამოვიდოდა ფშავში, მათურას დედ-მამის საფლავებს ინახულებდა. ზურა კი აუცილებლად იწვევდა სტუმრად, ხვდებოდა თავს ვეღარ აარიდებდა.

სამი თვე გასულიყო რაც არ ენახა, მისი ხმა არ გაეგონა, თუმცა ბიჭის სახელი წამდაუწუმ ჩაესმოდა ყურში, მოსვენება ჰქონდა დაკარგული. სახლში მინდია დღე და ღამ სამსახურისა და თადიაურის საქმეებს ახსენებდა, ელენეს დღენიადაგ ხელაშვილისა და ლექსოს სახელები ეკერა პირზე, ფშავში ამოსულს კი ყოველი მეორე ბიჭის ქება-დიდებით უჭედავდა ყურებს. პირველ ხანებში მისი გვარ-სახელის ხსენებისას გული შეუფრთხიალდებოდა, სიმორცხვე აუწითლებდა ღაწვებს. მერე და მერე შეეჩვია. პირველად იყო გერმანიაში გამგზავრებულ მინდიას სკაიპით ესაუბრებოდა, როცა ლექსოს ხმას მოჰკრა ყური. სუნთქვა შეეკრა, ძვლივს დაიოკა აფრიალებული გული; მოუთმენლად დააცეცა თვალები, თუმცა ამაოდ, ბიჭი არ გამოჩვენებია. ლამის იტირა...

ახლა კი, ახლა ფეხმორთხმული იჯდა აყვავებული ტყემლების ჩრდილქვეშ, ფუტკრების ზუზუნს გაყურსული აყურადებდა; გრძნობდა მოლოდინი ერთიანად აცლიდა ძალას, ეშინოდა. ეშინოდა თადიაურის გულგრილობისა და ბიჭის ყურადღებაც ზაფრავდა - ვაიდა ისევ წუთიერი ვნების საგნად ეგრძნო თავი, ლექსოს ურცხვობას ვეღარ აიტანდა. და მაინც, ყველაზე მეტად მაინც საკუთარი სიამაყე აშინებდა...

დედის ხმა მოესმა, ეძახდა; ვახშმობის დრო დამდგარიყო. წამოიწია, გადაიარა ყვავილ-ბალახის რბილი ხალიჩა და სახლში შევიდა. თამარს უკვე სუფრა გაეშალა, ზურაც ჩამოსულიყო შუაფხოდან.

- მოდი შვილო, მოდი, მინდიას ტყუილადღა ველოდებით. მამაშენმა მოიტანა ამბავი ლექსოსა და გიოსთან ერთად ახადს წასულა. ამაღამ ალბათ იქ დარჩებიან.
- დიდხანს აპირებენ დარჩენას? - იკითხა
- არ ვიცი შვილო, ლექსო სასტუმროში დაბინავებულა, ალბათ აპირებს ერთხანს დარჩენას. სასტუმროს საძირკველის გაჭრას არ დასწრებია, არც ქარხანაში დანადგარების მონტაჟი უნახავს. ბევრი რამა აქვს მოსანახულებელი, შესამოწმებელი. მინდიამ დამირეკა ფერმისთვის სამშენებლო მასალებიც ამოვიყოლეთო. ბევრი საქმეა, ბევრი - ჩაილაპარა ზურამ
- რას ამბობ კაცო, რა სასტუმრო, რას იტყვის ხალხი, სირცხვილია. ჩვენ რა ორიოდე დღით სტუმრების წვევაც აღარ შეგვიძლია?! - გაწყრა თამარი
- მართალია, მეც მეწყინა, მაგრამ მინდიამ თქვა სასტიკ უარზე დადგაო თადიაური. გერმანელი სტუმრებიც ჰყოლია ჩამოყვანილი, მოერიდა ალბათ.
- არა და არა - ხელები გაასავსავა ქალმა - რას მიქვია გერმანელი სტუმრები, მათაც ვუმასპინძლოთ, ნინო აქ არა მყავს, დამეხმარება
- ვნახოთ, თამარ, ვნახოთ, შენ ოღონდ დამშვიდდი - გაიცინა უძილაურმა - ხვალისთვის მაინც რესტორანში გვეპატიჟება. შვილო, ძმამ შემოგითვალა გოგოებიც წამოიყოლოსო, გერმანელ სტუმრებს ჩვენებური სიმღერით მოვჭრათო ყური.
-კარგი მამა - ამოილაპარაკა გოგომ და თავადაც იგრძნო როგორ გაფითრდა.

აღარც ახსოვდა როგორ ივახშმა, მშობლების კითხვებს ინსტიქტურად სცემდა პასუხებს. ცხრა საათამდე ძვლივს გასძლო დაბლა, მშობლებს ნაადრევად დაეთხოვა და ოთახს შეაფარა თავი. სხეულს შფოთი დაბუდებოდა. აკრთობდა ხვალინდელ დღეზე ფიქრი, გული დაეღალა. ჯერ საქსოვს დასწვდა, მერე ნაქარგებს, მაინც ვერაფერს მოჰკიდა ხელი. ბოლოს აივანზე გავიდა და შალი წაიყოლა, იქ გამოათენა.

გარიჟრაჟი იყო; ერთიანად გაყინული მანქანის ხმამ გამოაფხიზლა, თავი წამოყო. ძვლივს შეარხია დამძიმებული ქუთუთოები, გახედა, იცნო, თადიაური მოსულიყო. ელდამ თავიდან ფეხებამდე მოიარა ქალის სხეული. აკანკალდა. კიდევ უფრო მოიკუნტა, ლამის შეეზარდა სარწეველას, გული აუბაგუნდა მკერდში - ღმერთო, ოღონდ ნუ გამოიხედება - სასოწარკვეთილმა ინატრა, თუმცა ამაოდ... დამზრალმა კანმა იგრძნო ლექსოს მზერა და ავარვარდა...
ესმოდა ბიჭების ჩუმი საუბარი, ესმოდა მაგრამ თვალებს არაფრის დიდებით ახელდა, თავი მოიმძინარა. მერე ნაბიჯების ხმა და მინდიას თბილი მკლავები იგრძნო, ძმის მხარს ქვემოდან გახედა ჭიშკარს, თადიაური მანქანისკენ მიაბიჯებდა. მზერით გააცილა, მერე ერთიანად მოეშვა, თვალები მშვიდად მილულა და ჩაეძინა.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ესენი რომ შემიყვარდაა ამის თქმა არ შემეზარებაა, აი რა ვქნა რომ არ მყოფნის, უფრო მეტი მინდა რომ ვიკითხოო, ერთიანად ვშთანთქეე, ხო შეხვედრას განსაკუთრებით ველოდებიი, ორივეს მონატრებული ყავს ერთმანეთიი თან ამას პლიუს სალაპარაკოც ბევრი აქვთ, ლექსოსგან ნაბიჯებს ველოდებიი.

 


არ ვიცი რატომ, მაგრამ ამათი სიყვარული რაღაცნაირად განსაკუთრებულად და უცხოდ მეჩვენება❤ ასე მგონია ძველად მთაში ასეთი ქალ-ვაჟური სიყვარული იცოდნენ და ახლა შენ გააცოცხლე, ჩვენთვის❤
ველოდები ამ ორის შეხვედრას ამდენი ხნის შემდეგ❤ კიდევ იმ მომენტს, როდესაც ლექსო ზურას და მინდიას თავის გრძნობებს განუცხადებს. მარტივი არ იქნება ეს ამბავი.
ლექსოს და გიორგის მეგობრობაც ძალიან მომწონს. გიო, ნამდვილი მთის კაცია❤
ველოდები შემდეგს❤

 


№3 სტუმარი wero

აუუუუ როგორი არმეყო ეს გემრიელი თავი((( გელოდები, შენ გაასაააოოოცცააროო ადამიანო.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????ავს

 


№5 სტუმარი ნია

ჩემო საყვარელო ადამიანო რატი აღარ შემოდიხარ საიტზე? იმედია ყველაფერი კარგად არის , ველოდები შენ გამოჩენას და ნანატრ ახალ თავს. წარმატებები( ლოდინი ძალიან ძნელია (: )

 


№6  offline წევრი ხვარამზე

სტუმარი დარინა
ესენი რომ შემიყვარდაა ამის თქმა არ შემეზარებაა, აი რა ვქნა რომ არ მყოფნის, უფრო მეტი მინდა რომ ვიკითხოო, ერთიანად ვშთანთქეე, ხო შეხვედრას განსაკუთრებით ველოდებიი, ორივეს მონატრებული ყავს ერთმანეთიი თან ამას პლიუს სალაპარაკოც ბევრი აქვთ, ლექსოსგან ნაბიჯებს ველოდებიი.


მეც ძალიან ველოდი ამათ შეხვედრას.. ცოტა გამიჭირდა დაწერა, ბევრი ვიფიქრე როგორ გამეგრძელებინა...
დიდი მადლობა, რომ სულ გამოხატავ განწყობას, სულ ჩემს გვერდით ხარ..

რუსკიმარუსია
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამათი სიყვარული რაღაცნაირად განსაკუთრებულად და უცხოდ მეჩვენება❤ ასე მგონია ძველად მთაში ასეთი ქალ-ვაჟური სიყვარული იცოდნენ და ახლა შენ გააცოცხლე, ჩვენთვის❤
ველოდები ამ ორის შეხვედრას ამდენი ხნის შემდეგ❤ კიდევ იმ მომენტს, როდესაც ლექსო ზურას და მინდიას თავის გრძნობებს განუცხადებს. მარტივი არ იქნება ეს ამბავი.
ლექსოს და გიორგის მეგობრობაც ძალიან მომწონს. გიო, ნამდვილი მთის კაცია❤
ველოდები შემდეგს❤



როგორ გამახარე ამ კომენტარით.. ჩემი დიდი სურვილიც ეს იყო. ბედნიერი ვარ სულ ცოტათი მაინც თუ იგრძნობა ის ძველი ქართული სული წიგნებში რომ ამომიკითხავს...

wero
აუუუუ როგორი არმეყო ეს გემრიელი თავი((( გელოდები, შენ გაასაააოოოცცააროო ადამიანო.


შენ თვითონ საოცარო, საყვარელო ადამიანო.. დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის...

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია მომეწონა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????ავს


მადლობა რომ კითხულობ

ნია
ჩემო საყვარელო ადამიანო რატი აღარ შემოდიხარ საიტზე? იმედია ყველაფერი კარგად არის , ველოდები შენ გამოჩენას და ნანატრ ახალ თავს. წარმატებები( ლოდინი ძალიან ძნელია (: )


მადლობა, ყველაფერი კარგად არის... უბრალოდ გამიჭირდა ახალი თავის წერა, სულ სხვანაირად ვაპირებდი გაგრძელებას, მერე აზრი შევიცვალე და მთლიანად გადაწერა მომიხდა. ამას თან ყოფითი პრობლემებიც დაერთო და მოკლედ... ბოდიში, რომ ასე აგაფორიაქეთ. მეც ვნაღვლობ ხოლმე როცა გალოდინებთ.

 


№7 სტუმარი ინა

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent