შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფშაური კაფია [თავი 3]


18-02-2021, 22:00
ავტორი ხვარამზე
ნანახია 1 352

მეორე დღეს უთენია დაადგნენ გზას და თან თეკლეს ცრემლიანი ლოცვა-კურთხევა, გემრიელი ქადები გაიყოლეს. ლექსო საჭეს მთელი ძალით ჩაფრენოდა, გული აღარ ედგა საგულეს. თეთრად გამოათენა. მგელების ყმუილსა და ძაღლების წკავწაკვს მიყურადებული ნინოს ნისლიან, წყენაჩამდგარ თვალებს იხსენებდა, მისი ხელების სილბოს...

სამშობლოს, მამა-პაპისეულ ფუძესა თუ მამის მეგობრებთან მიბრუნება გულს სიხარულით უვსებდა, თუმცა ყველაფერი უეცრად შეპარულმა გრძნობამ სულ გადაფარა. არა, არ ეჯერა, რომ ამ ერთი ციდა გოგომ ასე ერთიანად არია. სული ამღვრეოდა, მოუსვენრობა, ფორიაქი ხავსივით მოდებოდა სხეულს. ფიქრების კორიანტელი აწყდებოდა საფეთქლებს, თავი აუტანლად სტკიოდა.

ცალკე ბიზნესის საქმეები, ცალკე საიდანღაც გამომტყვრალი ხოსიაური... გრძნობდა, იოლი არ იქნებოდა ზურა უძილაურის გოგოს მისაკუთრება, თუმცა მთავარ საფიქრალად მაინც ნინო გახდომოდა. ეკალივით იყო ქალი, არადა ბიჭი იოლად საკრეფ ვარდებს იყო ჩვეული. ერთდროულად აფრთხობდა და ახელებდა მისი მიუვალობა, თავს ვერ ერეოდა.
მწარედ ჩაიცინა. მუდამ დინჯი და თავდაჯერებული ვერ ეგუებოდა ასეთ ლექსოს, გადასხვაფერებულს. ტუჩები მოკუმა და ხელაშვილს მიუბრუნდა:

- სანამ მაღაროსკარში ჩავალთ, ქისტაური უნდა ვნახო. ხო იცი, ისე არაფერი გამოვა. არ მინდა უძილაურთან ხელცარიელი მისვლა.
-ხო, შუაფხოს გავიაროთ. აღარ გითხარი, გუშინ მინდიამ მითხრა, აქეთ ყოფილა ამოსული ეს დღეებია
თადიაურმა თავი დაუქნია და სიჩქარეს უმატა.

ქისტაურს ჯერ კიდევ უკრაინიდან იცნობდა. ლექსოს ბიძასთან, ზაზასთან მეგობრობდა, ერთხანს საერთო საქმეც ჰქონდათ კიევში. მერე დათა საქართველოს, ფშავს დაუბრუნდა და ბოლოხანს დიდად აღარც კონტაქტობდნენ. თადიაურმა იცოდა, რომ ქისტაური ქარხნის აშენებას გეგმავდა შუაფხოში. წამოიწყო კიდეც, თუმცა ვალები დაედო და გაკოტრდა. ახლა ლექსოს იმ გაჩერებული ქარხნის ყიდვა უნდოდა.

თადიაურს ესმოდა, რომ თუ ფშავს დაფუძნება, საქმისათვის ხელის მოკიდება სურდა, მარტოოდენ სასტუმროს მშენებლობით ვერას გახდებოდა. სასტუმროს პერსონალი სჭირდებოდა, პროდუქტი - მთავარი დაცლილი, გაუკაცრიელებულ მხარის გაცოცხლება, ახმაურება იყო. ხვდებოდა, რთულ ამბავს იყო შეჭიდებული, თუმცა კაპიტალი ასე თუ ისე დაეგროვებინა, თან ბიძის დანატოვარიც შეეხიდებოდა. თანადროულად ორი საქმის წამოწყებას ფიქრობდა - შუაფხოში რძის პროდუქტების ქარხნისა და დამბალ ხაჭოს საწარმოს აშენებას, ხოლო მაღაროსკარში სასტუმროს აგებას გეგმავდა.
ქისტაურმა თადიაური გულღიად მიიღო, გულისყურით მოუსმინა და დასთანხმდა. მეტიც, მაღაროსკარს გაყოლაც კი შესთავაზა - აღმოჩნდა, რომ დათას იქ რამოდენიმე მიწის ნაკვეთი
ჰქონდა, ხოლო ლექსო სასტუმროსათვის მიწას ეძებდა. შეთანხმდნენ ერთად ენახათ.

***

შუადღე უკვე კარგა ხნის გადასული იყო უძილაურის სახლს რომ მიადგნენ. მიაბიჯებდა თადიაური და ფეხები უკან რჩებოდა, ვერაფერს შველოდა აწრიალებულ თვალებს, ნინოს ეძებდა. კარის ზღრუბლთან ლამაზი, შავგვრემანი ქალი თვალებით იცნო; თამარი აცრემლებული გადაეხვია ლექსოს, გულში თბილად ჩაიკრა.

-კეთილი იყოს შვილო, შენი მოსვლა. რომ იცოდე წუხელ იმდენი რამ გავიხსენეთ, ლაპარაკში დაგვათენდა; ზურა მთელი დღეა ადგილს ვერ პოულობს, სულმოუთქმელად გელოდებოდა - თბილად გაიღიმა ქალმა
-გვაპატიეთ დეიდა თამარ, შუაფხოს მოგვიხდა გამოვლა. თან ნახეთ რა კაცი გასტუმრეთ - ლექსომ ქისტაურს მხარზე დაჰკრა ხელი
- მობრძანდით შვილო, ჩვენი სახლი საკუთარ სახლად იგულე. ჩემი ნანასა და გაბრიელის შვილი საკუთარ ბალღებში არ გამერჩევი, იცოდე
ხელაშვილმა თადიაურს ალმაცერად გახედა და წასჩურჩულა - ნეტა იცოდეს ბალღი სიძეობას რომ უპირებს-ო - გამწარებულმა ლექსომ აცქმუტებულ ბიჭს მუჯლუგუნით ლამის ფერდი შეუნგრია. მინდიამ ბიჭებს შეკრებილი მეგობრები გააცნო, ზურა კი სტუმრებს სახლში შეუძღვა.

უძილაურებს მაგიდა უკვე გაეშალათ, სუფრის შუაში თავს იწონებდა ოხშივარადენილი ხინკალი. გოგო კვლავ არსად ჩანდა. თადიაურს კინაღამ წამოსცდა - ნინო სად არისო - ბაგე მოიკვნიტა. ქეიფი ნელ-ნელა გახურდა, ლექსო არაყს მიეძალა.

უკვე კარგა ხნის მოსაღამოვებული იყო, ეზოდან ქალების სიცილის ხმა რომ მოესმათ. მერე კარი შემოაღეს, ჯერ ნინომ შემოაბიჯა, ქალს თან ორი უცნობი გოგოც შემოჰყვა. სამივე ერთიანად თოვლში ამოგანგლულიყო, სიცივისგან სახე აწითლებოდათ, კანკალებდნენ. თამარმა შეიცხადა:

-შვილო, აკი ძია ნიკო გამოგვაცილებსო. როგორ არ დარეკე, შემოგეგებებოდით, მოგაკითხავდით
- ვერ მოახერხა დედა, თქვენი ანერვიულება კი არ მინდოდა. სტუმრებს ელოდით - წყნარად ჩაილაპარაკა ნინომ და შეკრებილებს მიესალმა. მერე მხარს აკიდებული ფანდური მოიხსნა და შეციებული მეგობრებთან ერთად ცეცხლთან აიწურა.

გოგონები ჩურჩულებდნენ. ნინოს ლექსოს მზერისგან ლოყა ეწვოდა, ხელები აუცახცახდა. გული ყელში ჰქონდა მიბჯენილი, არ იცოდა თვალები საით წაეღო. მამის, ძმისა და სტუმრების რომ არ მორიდებოდა სიამოვნებით შეიკეტებოდა ოთახში და ბიჭის წასვლამდე ცხვირსაც არ გამოყოფდა იქედან; მაგრამ ახლა, იძულებული იყო მთელი საღამო კაცის მომთხოვნი მზერა აეტანა. ცოტა რომ შეთბა სველი ტანსაცმელი გამოიცვალა, დანამული თმა სქელ ნაწნავად შეიკრა და გოგოებთან ერთად სუფრისკენ მიიჩოჩა. ზურამ იხმო; ლამის გული წაუვიდა ნინოს როცა კაცმა ლექსოს პირისპირ მიუჩინა ადგილი.

უხმოდ ჩამოჯდა, ხელები ერთმანეთში ახლართა და თეფშს გაუშტერა თვალი. მთელი არსებით აიგნორებდა თადიაურს, მაშინ როცა გვარიანად შემთვრალი კაცი არხეინად დააცოცებდა მზერას ქალის შეფაკლულ სახეზე. ცოტა ხანში მინდიამ სიმღერა შესძახა, ხოლო დედამ კალთაში გარმონი ჩაუდო. სიცოცხლეში პირველად, ნინოს ხმა აუკანკალდა... ბედად გოგოებმა მეორე და ბანი მიაშველეს, თორემ უეჭველად შერცხვებოდა.

მღეროდა ქალი მთელი გულით, მღეროდა და ძარღვებში სისხლს უმღვრევდა ისედაც თავგზაარეულ ლექსოს. ბიჭი მიხვდა, ცოტა აკლდა და სულ დაკარგავდა თავს... დროზე გაეცალა, ზამთრის სუსხიან ჰაერს შეაგება გახურებული სახე. ცხოველების სადგომთან ჩაიმუხლა და სიგარეტს მოუკიდა. ის იყო ერთ ღერს მეორე მიაყოლა, რომ სახლიდან გამოსული ნინო დაინახა.

ქალი მარნისაკენ მიდიოდა. ბიჭი აედევნა. გოგომ დოქი იქვე მაგიდაზე ჩამოდგა, აავსო და შებრუნდა. შეკრთა. თადიაურმა ნინოსკენ გაიწია, წინ ჩამოუდგა და თვალებში ჩახედა. აცხცახდა ქალი, ცრემლი ჩამოუცურდა ღაწვებზე

-რა გინდა? - დაიჩურჩულა გაუბედავად
-არ იცი რა მინდა?! მართლა არ იცი? - მზერით მიეალერსა და მერე გოგოს ყელზე ძლიერი ხელი ააცოცა.

ნინო გახევდა. ძალა ერთიანად გამოეცალა, გაბრუვდა.

ლექსო დაიხარა. ქალის წვრილ წელს მარჯვენა შემოაჭდო, მიიზიდა და მკერდზე აიკრო. ნინო ბიჭის მკლავებს ჩაეჭიდა, გაიბრძოლა, გასხლტომა სცადა, თუმცა ამაოდ. თადიაურმა მღელვარე მზერა მოავლო გაფართოებულ თვალებს, შეჭმუხნულ წარბებს, აწითლებულ ღაწვებს მიეფერა; შემდეგ კი გოგოს მთრთოლვარე, სისხლისფერ ტუჩებზე დასწვდა.



თადიაურს არ ეპატიება სტუმრის სახლში ასე მოქცევა. იმედია არავინ დაინახავს :(

ნინის პერსონაჟი, ძველ და ნამდვილ მთიელ ქალს მაგონებს. კაცების სუფრაზე მორიდებით რომაა და მამას თვალებში უყურებს რას მეტყვისო, მომწონს❤❤❤
თან ასე მგონია ასეთმა ქალებმა დიდი სიყვარული იციან -თქო❤

"შემოგეგებოდით" როგორ მომეწონა ეს სიტყვა ❤

როგორ მინდა მართლა გამოჩნდეს ვინმე თადიაურის მსგავსი და მთას სიცოცხლე დაუბრუნოს :(

წარმატებები❤

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

neta bevri brundeboodes mtas. axmaurebddnen ajriamulebdnen iqaurobasa. zalian kargia. yochaggg. vepodebi gagrzelwbass. mgoni leqao kiigebs lacans saxeshi

 


№3  offline წევრი სიბილა

ვინაიდან უკვე ახალ თავს ველი,ჩათვალე,კიდევ ერთი მკითხველი შეგემატა, ხვარამზევ.ნურც ბევრს გვალოდინებ, ქალავ)))

 


№4 სტუმარი wero

ისეთი გემრიელი თავი იყო,რომ არ მეყოო(((( წარმატებები. ველი სულმოუთქმელად.((((

 


№5  offline წევრი ხვარამზე

რუსკიმარუსია
თადიაურს არ ეპატიება სტუმრის სახლში ასე მოქცევა. იმედია არავინ დაინახავს :(

ნინის პერსონაჟი, ძველ და ნამდვილ მთიელ ქალს მაგონებს. კაცების სუფრაზე მორიდებით რომაა და მამას თვალებში უყურებს რას მეტყვისო, მომწონს❤❤❤
თან ასე მგონია ასეთმა ქალებმა დიდი სიყვარული იციან -თქო❤

"შემოგეგებოდით" როგორ მომეწონა ეს სიტყვა ❤

როგორ მინდა მართლა გამოჩნდეს ვინმე თადიაურის მსგავსი და მთას სიცოცხლე დაუბრუნოს :(

წარმატებები❤



ჰო, მეც ძალიან გაბრაზებული ვარ თადიაურზე.. :))) ვნახოთ როგორ გამოასწორებს საქციელს.

მიხარია ნინო რომ მოგწონს. ისე გამოგტყდები, გულის სიღრმეში მეშინია მკითხველებს ჩემი პერსონაჟები მეტისმეტად ძველმოდურები არ მოეჩვენოს. მაგრამ რა ვქნა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ფშაველი ქალ-ვაჟის სიყვარულის ამბავი :))

ეჰ ნეტა, მართლაც გამოჩნდებოდეს ვინმე და დაცარიელებული სახლები ახმაურდებოდეს..

დიდი მადლობა კომენტარისთვის და იმისათვის, რომ კითხულობ.

სიბილა
ვინაიდან უკვე ახალ თავს ველი,ჩათვალე,კიდევ ერთი მკითხველი შეგემატა, ხვარამზევ.ნურც ბევრს გვალოდინებ, ქალავ)))


ვეცდები არ გალოდინოთ. დიდი მადლობა, რომ კითხულობ..

wero
ისეთი გემრიელი თავი იყო,რომ არ მეყოო(((( წარმატებები. ველი სულმოუთქმელად.((((

შემდეგი თავი შედარებით მოზრდილი იქნება :) რა ვქნა არ გამომდის ძალით წერა... მეც ძალიან მინდა სწრაფად ვწერო, მაგრამ რაც არის ეს არის.. ძალიან მიხარია, ასე რომ მოგწონს.

Qeti qimucadze
neta bevri brundeboodes mtas. axmaurebddnen ajriamulebdnen iqaurobasa. zalian kargia. yochaggg. vepodebi gagrzelwbass. mgoni leqao kiigebs lacans saxeshi


ნეტავ...
ლაწანის რა გითხრა.. ხო იცი, ენით მიყენებული ჭრილობა უფრო მწარეაო.

 


№6 სტუმარი Nia

Magari gogo xar da yvelaperi zalian kargad midis vnaxot ra ikne gelodebi moutmenlad. Vici atvirtulia axali tavi magram jer ar achvensbs saiti :( ras vizavt

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent