შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარებ! 11 თავი


22-02-2021, 13:26
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 613

მარიამი კარგა ხანს ვერ ახერხებდა აზრზე მოსვლას და შეშინებული შეჰყურებდა ლაშას, რომელიც ნელ-ნელა ფარავდა მათ შორის არსებულ მანძილს და მომღიმარი სახით უახლოვდებოდა
-წადი ჩემი სახლიდან-უთხრა მარიამმა როცა ლაშა იმდენად მიუახლოვდა რომ ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრქვია დაძაბულ გოგონას
-უნდა ვილაპარაკოთ-უთხრა ლაშამ მოღუშული სახით
-რაზე? -გაცეცხლდა მარიამი
-ჩვენზე-უთხრა ლაშამ ჩავარდნილი ხმით
-ჩვენზე?-გაოცდა მარიამი და გიჟივით გაეცინა -ანუ ჩემზე და შენზე?-დააკონკრეტა და სახეზე ჩამოყრილი თმები აკანკალებული ხელით უკან გადაიწია
-მარიამ -დაიჩურჩᲣლა ლაშამ მისი სახელი და უნებურად მარიამი თვალებში რომ ჩააცქერდა, ლაშას ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს სისხლი გაეყინა ძარღვებში, რადგან მიხვდა რომ მარიამი ძალიან ცუდად იყო, განადგურებული იყო, იმედგაცრეუბილი და სასოწარკვეთილი იყო -მარიამ მე...-დაიწყო ლაშამ და ხმა ჩაუწყდა როცა მარიამს ერთი წვეთი ცრემლი გადმოუცურდა გაფითრებილ ღაწვზე, დაბნეულმა ბიჭმა უნებურად შეახო ცივი თითები მის ლოყას და ცრემლი მოაშორა სახიდან და დაიბნა როცა დამფრთხალმა მარიამმა უკან დაიხაი და უყვირა
-არ გაბედო და არ მომეკარო
-მაპატიე, მე უბრალოდ-სათქმელ სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა ლაშამ და მაშინვე ჩამოსწია ჰაერში გაშეშებული ხელი
-გთხოვ წადი ჩემი სახლიდანაც და ჩემი ცხოვრებიდანაც-უთხრა მარიამმა ჩავარდნილი ხმით და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ ბიჭს
-მარიამ გეფიცები ყველაფერს
გამოვასწორებ-უთხრა დარწმუნებით როცა აზრზე მოსვლა შეძლო დაბნეულმა ბᲘჭმა
-ვეღარაფერს ვეღარ გამოასწორებ გესმის? მე უკვე ყველაფერი დავკარგე
-მარიამ-ლაშა კიდევ რომ მოუახლოვდა და მის სახეს შეახო თითები მარიამმა ხელები ასწია და უყვირა
-არ გაბედო, გესმის? არ გაბედო და აღარ
შემეხო-რამდენიმე წამის განმავლობაში თვალებში ჩააცქერდა და გვერდის აქცევა სცადა მისთვის მაგრამ ლაშამ გზა გადაუჭრა და ოთახიდან გასვლის უფლება არ მისცა
-მარიამ ვიცი რომ იმ ყველაფერში რაც შენ დაგემართა დამნაშავე მხოლოდ მე ვარ... ვიცი რომ ჩემს გამო იტანჯები... ვიცი რომ ჩემს გამო დაკარგე სამსახური...
-სამსახური?-აყვირდა ისევ მარიამი -მე სახელი ღირსება და თავმოყვარეობა დავკარგე გესმის ეს? გესმის თუ არა რომ შენ მე ყველაფერი წამართვი!
-ვიცი... ვიცი... მარიამ-უთხრა ლაშამ და როცა მარიამს ცრემლები გადმოსცვივდა ვეღარ გაუძლო და გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა
-შენს გამო... შენს გამო...-დაიჩურჩულა მარიამმა და ხელებიდან დაუსხლტა როცა გონს მოსვლა შეძლო და გააცნობიერა რომ ლაშას ეხუტებოდა
-მარიამ ყველაფერს გამოვასწორებ გპირდები
-უკვე ძალიან გვიანია-მიახალა გოგონამ და საძინებლიდან მისაღებ ოთახში გავიდა, მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი აიღო სანთებელასთან ერთად და ნერვიულად მოუკიდა
-მარიამ დღესვე ჩავბარდებოდი შენს გამო-უთხრა ლაშამ და ისე მიუახლოვდა სახე წაშლილ გოგონას ეომ ცხვირის წვერით შეეხო მის შუბლს და მარიამს უნებურად გააჟრჟოლა - გესმის?-თვალებში ჩააცქერდა თავგზააბნეულ გოგონას-შენს გამო ჩავბარდებოდი, ახლავე მაგრამ ... მაგრამ აზრი აღარ აქვს ამას მარიამ...-უთხრა ლაშამ სევდიანი ხმით -აზრი არ აქვს არაფერს... რადგან მათთვის მე და შენ უმნიშვნელო ადამიანები ვართ... მათ მამაშენის განადგურება უნდათ ამ
საქმით...-უთხრა თვალებაწყლიანებულ გოგონას და გაჩუმდა, უჭირდა ძალიან უჭირდა
ლაპარაკი-მე... -დაიწყო ლაშამ და ხმა ჩაუწყდა -Ყველაფერი ჩემი ბრალია ვიცი... -უთხრა მარიამს მოულოდნელად და თვალებში ჩააცქერდა -მე აგირჩიე შენ... რადგან ვიცოდი რომ შენი გატაცების შემთხვევაში პოლიცია არ მესროდა და უვნებლად გავიქცეოდი საავდმყოფოდან, სხვა რომ ამერჩია ნებისმიერი ექთანი, მესროდნენ ვიცი.ეს შეცდომა მე დავუშვი, მე გაგწირე, მაგრამ არ მეგონა გეფიცები არ მეგონა რომ ამ საქმეს Მამაშენის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, არ მეგონა რომ რამეში დაგადანაშაულებდნენ, ვერცკი წარმოვიდგენდი რომ ამ საქმეს მამაშენის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ და შენ ბრალს დაგდებდნენ
-ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს,
ხვდები?-უთხრა მარიამმა და საფერფლეში ჩააჭყლიტა ნახევრად ჩამწვარი ღერი
-ყველაფერს გამოვასწორებ, სულ ცოტა მოითმინე გთხოვ... დავამტკიცებ რომ უდანაშაულო ვარ და მერე ყველაფერი შეიცვლება
-შენ შეიძლება მართლაც დაამტკიცო რომ უდანაშაულო ხარ მაგრამ მე ამას ვერასოდეს დავამტკიცებ-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ -რადგან მხოლოდ მე და შენ ვიცით რეალურად რაც მოხდა... მხოლოდ მე და შენ სხვამ არავინ! ... და ვერც ვერასოდეს დავაჯერებ ვერავის და ვერაფრით დავუმტკიცებ რომ მე შენ გაქცევაში არ დაგხმარებივარ გესმის ეეს? ერთი მოწმეც კი არა რსებობს იმის რომ შენ მე იძულებით ამიყვანე მძევლად გესმის ეეს?
-თორნიკეს შენი არ სჯერა?-ჰკითხა ლაშამ ჩავარდნილი ხმით
-სჯერა მაგრამ ეს რას შეცვლის? -აყვირდა ისევ-ვერც მე და ვერც ის, ვერასდროს ვერავის ვერ დავუმტკიცებთ იმას რომ მე შენ არ დაგხმარებივარ
-მარიამ ძალიან გთხოვ მაპატიე-უთხრა ლაშამ და თავისკენ მიატრიალა ატირებული გოგონა -ეს საქმე მამაშენს რომ არ ეხებოდეს, დღესვე ჩავბარდებოდი და სიმართლეს ვიტყოდი მაგრამ არავინ დამიჯერებს... არც შენ დაგიჯერებენ...იმიტომ რომ მათ იმტერეს მამაშენი წარმოადგენს და არა მე და შენ. ჩემს ადვოკატს ველეპარაკე და მითხრა რომ თუ ჩავჯდები და სიმართლეს ვიტყვი აზრი მაინც არ ექნება... ასე ვერ დაგეხმარები... ვერაფერს შევცვლი რადგან შენი დანაშაულის დამტკიცებაში იმდენად არიან დაინტერესები ზემდგომი პირები რომ მე უბრალოდ მათ წინააღმდეგ ვერ წავალ... ამიტომ დავიხიე უკან, ერთადერთი გამოსავალია დავამტკიცო რომ მე და ჩემი მეგობრები უდანაშაულოები ვართ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებ რომ დაგეხმარო... ამ შემთხვევაში უკან დაიხევენ და ბრალს ვერ წაგიყენებენ...
-უკვე ამისთვის ემზადებიან, შეიძლება მალე ციხეში ამოვყო თავი-გაეცინა მარიამს -შენი და მამაჩემის გამო შეიძლება ესეც მოხდეს-და გიჟივით დაიწყო სიცილი -წარმოგოდგენია? მე მარიამ ჯავახიშვილი მთავარი ექიმი ციხეში უნდა ჩავჯდე იმის გამო რომ ერთმა არანორმალურმა მძევლად ამიყვანა... მე?ციხეში მხოლოდ იმის გამო რომ მამაჩემი მინისტრია! -ზურგი აქცია ლაშას და სამზარეულოში შევიდა -ყავას დალევ? -გასძახა ლაშას ისეთი ხმით თითქოს არაფერი არ ხდებოდა
-მარიამ-ლაშას მითმინების ძაფი გაუწყდა, სამზარეულოში შევიდა და თავისკენ მიატრიალა მარიამი -მისმინე მე ყველაფერს გამოვაწორებ, ყველაფერს შევცვლი... არ დავუშვებ რომ ციხეში ჩაჯდე ჩემს გამო... ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ -უთხრა და სახლიდან გიჟივით გავარდა.
თორნიკემ მანქანა გააჩერა თავისი კორპუსის წინ და მოღუშული სახით გადავიდა მანქანიდან, ტელეფონის ზარის ხმამ შეაკრთო და სწრაფად უპასუხა
-თოკა დე პური ამოიყოლე რა-უპასუხა თუ არა ზარს მაშინვე ეს Უთხრა ქალმა და გაუთიშა სანამ ჩხუბს დაუწყებდა დედას გაცეცხლებული ბიჭი
-აუ კაი რა დეეე-ჩაყვირა გათიშულ ტელეფონს და მაშინვე მაღაზიისკენ გაემართა გაბრაზებული თორნიკე, სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და ბოლო ღერს რომ მოუკიდა გაეღიმა, გაბრაზებამ გადაუარა და დედას დაურეკა რადგან სიგარეტი მაინც საყიდელი ჰქონდა
-კიდევ რამე ხომ არ გინდა წამოგიღო?
-მინდა მაგრამ...-უთხრა ქალმა ყოყმანით
-მიდი მითხარი ოღონდ შენებურად მთელი მაღაზია არ დამაბარო ახლა
-კვერცხი მაიონეზი და ...ფილე
-აუ რა ფილე -გაბრაზდა თორნიკე
-მიდი მიდი ბარემ მიდიხარ და ნაყინიც
წამოაყოლე -და სანამ რამეს იტყოდა გაუთიშა ისევ ქალმა, თორნიკემ ყველაფერი იყიდა და სახლისკენ მომავალმა იგრძნო რომ ვიღაც მიყვებოდა უკან, რამდენჯერმე მიიხედა მაგრამ ვერავინ ვერ შენიშნა და იფიქრა მეჩვენებაო, თუმცა მაინც გრძნობდა ვიღაცის დაჟინებულ და მწველ მზერას ზურგში ამიტომ ცოტა დაიძაბა, როცა ჩაბნელებულ მშენებარე კორპუსს მიუახლოვდა შევიდა იგრძნო როგორ მიუახლოვდა ვიღაც და კისერზე მიაბჯინა იარაღი, მაშინვე ქამარში გარჭობილი იარაღისკენ წაიღო ხელი მაგრამ დააგვიანა
-ფრთხილად -მოესმა ლაშას ხმა ზურგს უკნიდან და იარაღის მიბჯენა იგრძნო მხარზე
-შე ნაბიჭვ.რო-აღმოხდა გაცეცხლებულ თორნიკეს და ხელი მაინც მიიტანა იარაღთან
-არ გინდა-უთხრა ლაშამ ჩავარდნილი ხმით-მარიამზე მინდა დაგელაპარაკო-უთხრა სწრაფად რომ თორნიკეს იარაღის ამოღება გადაეფიქრებინა
-მარიამზე-გაიმეორა თორნიკემ მშვიდი ტონით და იარაღი ისე სწრაფად ამოიღო და დაფეთებული ლაშასკენ მიტრიალდა რომ აშკარად დაიბნა ბიჭი როცა იარᲐღ მომარჯვები თორნიკე დაინახა
-მისმინე უნდა დაგელაპარაკო, მხოლოდ ლაპარაკი მინდა-უთხრა ლაშამ თან იარაღიანი ხელი აუკანკლადა
-მე შემიძლია ახლა ამ წამს დაუფიქრებლად გესროლო, აი შენ კი ვერ მესვრი!-დაუღრინა თორნიკემ
-შეგიძლია მაგრამ არ მესვრი-უთხრა ლაშამ დარწმუნებით
-რატომ გგონია რომ ამას არ გავაკეთებ?-გაბრაზდა თორნიკე -შენ ციხეში ჯდომას იმსახურებ იმის გამო რაც გააკეთე, ახლა თუ გესვრი და დაგიჭერ სამართლიანი იქნება
-ვიმსახურებ-დაეთანხმა ლაშა -მაგრამ თუ ჩავჯდები.. მარიამს უარესად დაუმძიმდება მდგომარეობადა შენ ეს კარგად იცი და სწორედ ამიტომ არ მესვრი და შესაბამისად არც პოლიციას ჩამაბარებ
-შენს გამო სრულიად უდანაშაულო ადამინს ცდილობენ ბრალი წაუყენონ უმძიმეს დანაშაულზე... იმ დანაშაულზე რაც არ ჩაუდენია
-ვიცი... ვიცი რომ საშინელი შეცდომა დავუშვი მაგრამ არ მეგონა რომ ასეთი რამ მოხდებოდა თორნიკე -უთხრა ლაშამ თან ისე რომ ისევ მისკენ ჰქონდა დამიზნებული იარᲐღი -ახლა რომ ჩაგბარდე, აზრი არ აქვს ხომ იცი-უთხრა ჩავარდნილი
ხმით-ასე უფრო მოგვაწვებიან მეც და მარიამსაც... ვინ დამიჯერებს რომ მე ის მძევლად ძალით ავიყვანე? არავინ! რადგან ამ საქმის უკან შენც კარგად იცი ვინებიც დგანან და რეალურად რაც უნდათ! მე ვაღიარებ რომ ძალით გავიტაცე, მარიამიც ამას იტყვის, მაგრამ არავინ დაგვიჯერებს შენც ხომ იცი...
-ჰო რა თქმა უნდა არავინ დაუჯერებს რადგან შენ ყველაფერი იდეალურად დაგეგმე-აყვირდა თორნიკე -გითხარი დაგეხმარები-მეთქი! შენ კი გაიქეცი და შენს თავისუფლებას სრულიად უდანაშაულო ადამინის თავისუფლება და ღირსება შესწირე
-არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა
-ჰო რა თქმა უნდა არ გეგონა რომ შენს ამბავს მინისტრის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ
-მისმინე უნდა დამეხმარო და ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო... წინააღმდეგ შემთხვევაში მარიამს ცხოვრებას საბოლოოდ გაუნადგურებენ
-ახლა ხოლოდ მარიამის გამო არ გაჭედებ ტყვიას მაგ იარაღიან ხელში, არ მიგათრევ განყოფილებაში და არ გიყენებ ბრალს უამრავ დანაშაულში გესმის ეეს? მხოლოდ მარიამის გამო და შენი ოჯახის გამო! მხოლოდ მათ გამო ვაკეთებ იმას რასაც არასოდეს ჩავიდენდი! მხოლოდ მათ გამო გიშვებ ახლა! მაგრამ კიდევ თუ შეცდომას დაუშვებ იცოდე არ გაპატიებ, სადაც არ უნდა წახვიდე გიპოვი და თითოეული ადამინის ცხოვრების დანგრავის გამო პასუხს მოᲒთხოვ
-დავამტკიცებ რომ უდანაშაულო ვარ და მარიამის ცხოვრების დანგრევის უფლებას არ მივცემ მათ
-შენს გაქნილ ადვოკატს უთხარი დამეკონტაქტოს და დეტალურად გამარკვიოს მომხდარში უნდა გავარკვიო რა ხდება
-მე შენ სიმართლე გითხარი... იმ ბიჭს ჩვენ არ დავჯახებივართ მანქანით...ჰო მთვარალი ვიჯექი საჭესთან მაგრამ მე არ დავჯახებივარ... ჩვენ რომ მივუახლოვდით მანქანით უკვე ნაავარიები უგონოდ ეგდო თავის დალეწილ მოტოვიკლეტიანად, გვიან შევნიშნე და მეც დავეტაკე მაგრამ ჩემს გამო არ მომხდარა ეს ავარია
-მე შენი თავიდანვე მჯეროდა... გითხარი კიდეც მაგრამ შენ მე არ მომისმინე
-მეგონა არ დამიჯერე, არავის სჯეროდა... ამიტომ გავიქეცი
-მისმინე არანორმალურო-გაბრაზდა თორნიკე და იარაღი დაᲣშვა-ამ საქმეს სამართლიანად გამოვიძიებ და მერე გავსწორდებით მე და შენ მარიამის გამო-უთხრა ბრაზნარევი ტონით და გვერდზე ჩაუარა ჯერ ისევ იარაღ მომარჯვებულ ბიჭს.
მარიამი ჯერ კიდევ გაუკრვეველ მდგომარეობაში იყო რადგან არც აკავებდნენ დ არც თავს ანებებდნენ, თითქმის ყოველ კვირა დაკითხვაზე დაჰყავდათ, ცალკე გეგა გიჟდებოდა მომხდარის გამო და უფლებას არ აძლევდა მათ რომ მარიამი დაეჭირათ, ყველა ჩართო ამ საქმეში ვისაც იცნობდა და დიდი დაპირისპირება გამოიწვია, ამის გამო ირაკლიმ უკან დაიხია, ცალკე თორნიკე იბრძოდა მარიამის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, გურამიც გააჩუმდა რადგან გეგა დაემუქრა რომ ცხოვრებიას დაუნგრევდა თუ მისი შვილის წინააღმდეგ ხმის ამოღებას კიდევ გაბედავდა.
მარიანა და ანა ეროვნულ გამოცდებზე გავიდნენ და უმაღლესი ქულებიც აიღეს მაგრამ მათ ოჯაᲮში დაპირისპირება მაინც არ ჩაცხრა, სოფო დაჟინებით ითხოვდა მათ საზღვარ გარეთ გამგზავრებას, გოგონები კი სასტიკ უარზე იყვნენ გეგას ჩარევის მიუხედავად რასაც ყოველ დღე ჩხუბი მოჰყვებოდა ხომლე
-ბიძაშვილების გამო იქცევით დები ასე არა?-ჰკითხა ერთ საღამოს გაბრაზებულმა სოფომ შვილებს
-დედა გიო და ალექსი რა შუა არიან? არ გვინდა საზღვარგარეთ სწავლა -უთხრა ანამ ბრაზ ნარევი ტონით დედას
-ვის არ უნდა სწავლა საზღვარგარეთ?-გეგა შევიდა სახლში და მისაღებში შექანდა -უკვე მზადაა საბუთები და პირველი სემეტრის მერე გაცვლით ი პროგრამით წახვალთ საფრანგეთში
-არ წავალთ-უთხრა მარიანამ მამას გაღიზიანებული ტონით
-წახვალთ-დაუღრინა გეგამ გოგონებს და სოფოს თითებიდან ააცალა სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი და მოწევა გააგრძელა
-მამა არ გვინდა წასვლა გთხოვ-შეეხვეწა ანა
-ვიცი რატომაც არ გინდათ და სწორედ მაგ მიზეზით წახვალთ
-მამა-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში მარიანას
-არ მანანებინოთ რომ ტელეფონები
დაგიბრუნეთ-დაუღრინა გეგამ გოგონებს
-გითხარი რომ არ დაგებრუნებინა-შეხედა ქმარს სოფომ არეული თვალებით
-ნუ ღელავ -გაᲣღიმა გეგამ ცოლს -მათ მე მივხედავ იმათ ზურა და კახა
-კარგი რა გეგა, სასაცილო არაა ეგ-გაბრაზდა სოფო
-გეუბნები რომ მივხედავ ამ საქმეს-თქო-გაღიზიანდა გეგა -გოგონები ისწავლიან, ისინი კი დაელოდებიან თუ მართლა ინტერესი აქვთ მათ მიმართ-მიანიშნა სოფო გოგონებზე რომლებიც განრაზებულები ოთახში შევარდნენ
-გეგა გგონია რომ ასე მარტივად მოგვარდება ეს საქმე?
-სოფო დაწყნარდი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება მᲐთ შორის
-ეგ ზურამ და კახამ გითხრეს შენ და არა მათმა შვილებმა
-სოფო გიორგის ბავშვობიდან ვიცნობთ, არ მგონია სწორი ასე გაგიჟება, მგონი ზედმეტად და უაზროდ ღელავ
-არ მინდა შეცდომა დაუშვან, არ მინდა რომ...
-მისმინე-გეგამ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა ცოლს -ის რომ შენ შცდომა დაუშვი, არ ნიშნავს რომ გოგონებსაც იგივე უნდა დაემართოდ... ის რომ შენ მიგატოვეს არ ნიშნავს რომ მათაც გამოიყენებენ და მიატოვებენ...
-გეგა
-სოფო, ნუ გეშინია
-გეგა მეც მეგონა რომ შეცდომას არ დავუშვებდი მაგრამ დავუშვი, თან საშინელი შეცდომა დავუშვი და ამის გამო ცხოვრება დამენგრა
-ვიცი არც გადაიტანე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენს შვილებსაც იგივე დაემართებათ
-მესმის მაგრამ მინდა რომ ჯერ ისწავლონ, ჯერ მინდა მხოლოდ სწავლაზე იფიქრონ და არა სიყვარულზე... მინდა რომ თავდაჯერებული და საქმიანი გოგონები იყვნენ და ცხოვრების არ შეეშინდეთ ჩემსავით...
-ისწავლიან, ნუ ღელავ და წარმატებული შემდგარი ქალებიც გახდებიან
-ჰო იმედი მაქვს-გაუღიმა სოფომ ქმარს.
მარიანა და ანა ერთმანეთს მოღუშული სახით შეჰყურებდნენ
-არ წავალ-თქვა მარიანამ ბრაზნარევი ტონით
-არც მე, ვერ გვაიძულებენ წასვლას
-ჰო ძალით ვერ გაგვიშვებენ ქვეყნიდან თან ერთ კვირაში ჩვენი დაბადების დღეა და სრულწლოვნები ვხდებით... მითუმეტეს ვერ დაგვაძალებენ
-როგორც იქნა-ტაში შემოჰკრა ანამ -ერთი სული მაქვს რომ ჩვენი დაბადების დღე მოვიდეს
-მეეც-გაუღიმა მარიანამ დას
-ძალიან მაინტერესებს გიო რას გვაჩუქებს
-იმედი მაქვს შარშანდელივით ცარიელ საჩუქრის ყუთებს არ გვაჩუქებს -სიცილი აუტყდა მარიანას
-იდიოტი-გაეცინა ანას-შოკოლადი მაინც ჩაედო მაგ ძუნწს
-ვაიმე შენი სახე არ დამავიწყდება, გრაციოზულად რომ გახსენი ყუთი და არაფერი დაგხვდა შიგ-ეცინებოდა მარიანას
-აი პროსტა ეგ თუ ვაპატიო ოდესმე, ყველას დასაცინი გავხდით იმ საღამოს
-იმედი მაქვს წელს მაინც გაიმეტებს რამეს-გაეცინა მარიანას
-შენი აზრით დედა მოგვცემს დაბადების Დღის გადახდის უფლებას?-ჰკითხა ჩაფიქრებულმა ანამ დას
-უეჭველი, იმას ხომ არ ალაპარაკებს ხალხს გოგონებს დაბადების დღე ვერ გადაუხადაო
-ისე ჰო მეც ეგრე მგონია სხვების დასანახად მაინც, აღგვინიშნავენ ჩვენი უჟმურე მშობლები
-გიოს დაპატიჟებენ უეჭველი-უᲧთრა დარწმუნებით მარიანამ დას
-მეეჭვება-ტუჩები უკმაყოფილო სახით დაბრიცა ანამ
-აი ნახავ, ზურას პონტში მამა დაგვაპატიჟებინებს გიოს, ხომ იცი ზურა ევასება გეგას
-კიდევ კარგი მამამისი მაინც ევასება გეგას-გაეცინა ანას
-გიოც ევასება მაგრამ...
-მაგრამ რა?-გაეცინა ანას
-იცი რაც-უთხრა მარიანამ ღიმილით დას
-აი საერთოდ არაფერი არ ხდება ჩვენს შორის და ვერ გავიგე ასეთი რეაქცია რატომ აქვთ ჩვენს სიახლოვეზე-მხრები აიჩეჩა ანამ
-ეგ უფრო ჩემი და ალექსანდრეს ბრალია ვიდრე თქვენი-გაეღიმა მარიანას
-კარგია რომ აღიარებ მაინც ქალბატონო, რომ თქვენს გამო გაგვიჭედეს მე და გიოს-უთხრა ანამ მკაცრი ტონით
-მთლად ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებ-გაბრაზდა მარიანა -თქვენი ქცევა ნორმალური არაა და იქნებ მიხვდეთ რომელიმე -გაუბრაზდა დას მარიანა
-ვითომ რატომ?-შეიცხადა ანამ -ჩვენ უბრალოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ზედმეტი არაფერი ხდება ჩვენს შორის რასაც ვერ ვიტყვი შენზე და ალექსზე
-უკაცრავად?-გაცეცხლდა მარიანა-ეს რას ნიშნავს?
-ბანკეტზე რომ გაკოცა გგონია არ ვიცი?-უთხრა ანამ მკაცრი ტონით და სიცილი აუტყდა მარიანას აწითლებული სახის შემხედვარეს
-ვერ გიტან-უთხრა მარიანამ დას და ზურგი აქცია
-ბიჭი ისე გამოაშტერე რომ რამდენიმე ნახვის მერე გაკოცა
-ერთხელ მოხდა ეგ-უთხრა ნაწყენი ტონით მარიანამ დას
-იმიტომ რომ მერე ტელეფონები, ლეპტოპები აგვახიეს მშობლებმა და ბანკეტის დღიდან სახლიდან გარეთ ვეღარ გავდივართ მათი გამოყოლოს გარეშე! ეროვნულებზე ერათი მე დამყვებოდა მეორე შენ! ბიჭები რომ არ გვენახა-სიცილი აუტყდა ანას -ახლაც ცხვირს არ გვაყოფინებენ სახლიდან მარტოებს!
-ანუ ფიქრობ, რომ კიდევ, რომ
შევხვედროდი ...-მარიანა მისკენ მიტრიალდა გაბრაზებული და თვალებში ჩააცქერდა დას -კიდევ თუ ვნახავდი... რამე მოხდებოდა ჩვენს შორის?
-კი ასე ვფიქრობ-უთხრა ანამ სერიოზული ტონით
-გგონია რომ მე ასე მარტივად... -გაცეცხლდა მარიანა
-ალექსანდრეზე გიჟივით ხარ შეყვარებული -უთხრა ანამ დას და თვალებში ჩააცქერდა -ხვდები? ეგ კი საშიშია
-რას ბოდავ-აფეთქდა მარიანა
-იმას ვამბობ რომ მასაც ძალიან უყვარხარ და შეიძლება რამე სისულელე ჩაიდინო რადგან მშობლები ასეთ წინააღმდეგობას გიწევენ
-ამას სერიოზულად მეუბნები?-გაოგნდა მარიანა
-მისმინე იმას არ ვამბობ შეიძლება რამე ისეთი მოხდეს... ნუ გადაირიე... ვიგულისხმე რომ შეიძლება თავი ვერ გააკონტროლო, მის გამო რამე ისეთი გააკეთო რომ ესენი გააგიჟო, ნახო, აკოცო, მის სანახავად სახლიდან გაიპარო ეს ვიგულისხმე სულელო-გაუღიმა ანამ დას, ნელ-ნელა მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა სახე წაშლილ
გოგონას-არც ეს შენი ალექსანდრეა დიდად დალაგებული და გეუბნები რომ შეიძლება რამე სისულელე გააკეთო-თქო-ლოყები დაუჭირა და გაუწელა -ნუ მიბრაზდები-უთხრა სიცილით და მარიანასაც რომ გაეცინა გულში ჩაიკრა და.
მარიანა მაინც გაბრუტილი იყო ანაზე და მთელი ღამე ვერ დაიძინა ნერვიულობისგან, ათასი ფიქრი უყრიალებდა თავში, ასე აირია რომ ბოლოს ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა სახეზე წყალი შეისხა და ტელეფონს დახედა , სამი ხდებოდა და ტელწფონი რომ აწკრიალდა მის ხეᲚში ისე შეეშინდა რომ გააჟრჟოლა, აკრანს დახედა და ალექსის ნომერი რომ დაინახა გულმა გამალებით დაიწყო ცემა და მაშინვე უპასუხა
-მარიანა-გაისმა მისი ჩავარდნილი ხმა
-ალექსანდრე-აღმოხდა გახარებულ გოგონას და მაშინვე სააბაზანოში შევარდა
-ხომ არ გაგაღვიძე?
-არა არ მეძინა
-მომენატრე
-მეც-უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ
-შენი ნახვა მინდა-უთხრა არეული ხმით დაძაბულმა ბიჭმა
-ქუთაისიდან რომ დაბრუნდები ვეცდები რამენაირად გნახო-უთხრა არეული ხმით
გოგონამ -როგორც იქნა ტელეფონი დაგვიბრუნეს მე და ანას და რამენაირად მოვახერხებ გნახო, მაღაზიაში მაინც ვითომ შემთხვევით-უთხრა სიცილით მარიანამ
-აუ ისევ დედაშენი დაგყვებათ?
-ჰო ჯერ-ჯერობით ასეა
-ანუ წესიერად ვერ გნახავ მაინც-გაბრაზდა ალექსანდრე
-ჰო ასეა-დაეთანხმა გოგონა
-ჩემი გაგიჟება უნდათ-თქვა სიცილით და მერე გაჩუმდა
-უნივერსიტეტში რომ ვივლით მერე გნახავ ხოლმე წესიერად, იქ ხომ არ გვიყარეულებენ მთელი დღე
-კაი რა უნივერსიტეტი-გაბრაზდა
ალექსანდრე -იქამდე ორი კვირაა კიდევ
-ჰო მაგრამ სხვაგვარად ვერ მოვახერხებ შენს ნახვას -უთხრა მოწყენილი ხმით მარიანამ
-დაბლა ჩამოდი-უთხრა მოულოდნელად ბᲘჭმა
-რაა?-ვერ მიხვდა მარიანა რას ეუბნებოდა
-შენი კორპუსთან ვარ-უთხრა დაძაბული ტონით ალექსანდრემ
-მართლა? მართლა აქ ხარ?-აღფრთოვანდა მარიანა
-ჰო აქ ვარ და მინდა რომ თუ შეძლებ ჩამოხვიდე
-მეე-დაიბნა მარიანა
-გთხოვ...-შეეხვეწა ალექსანდრე -ძალინ მომენატრე, რომ არ გნახო ჭკუიდან გადავალ
-ალექსანდრე-აღმოხდა აღფრთოვანებულ გოგონას
-მიდი ჩამო გოლები, სულ ერთი წუთით
-მე... ჯანდაბა... ალექსანდრე
-გთხოვ, შენს გამო ჩამოვედი ქუთაისიდან, რადგან ტელეფონი დაგიბრუნეს ახლა შეგვიაძლია ერთმანეთი ვნახოთ, Ნუღარ მაწვალებ, ჩამოდი-უთხრა სიცილით
-Ვეცდები-უთხრა გოგონამ და ჩუმად გავიდა მისაღებში, სახლი მოათვალიერა და რომ დარწმუნდა ყველას თავის ოთახში ეძინა, სახლიდან გაიპარა, კიბეები კისრის ტეხვით ჩაირბინა და ქუჩაში გავარდა, თავისკენ მომავალი ალექსი რომ შენიშნა მისკენ გაექანა და მაგრად ჩაეხუტა მან მაშინვე წელზე შემოხვია ხელები და ჰაერში დაატრიალა



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ბოლოს ძაან საყვარლობა იყო ^-^

 


№2 სტუმარი ინა

ნეაკო რა საყვარელი ხარ ❤️❤️❤️ რა კარგი თავი იყო ❤️❤️

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ანი ანი
ბოლოს ძაან საყვარლობა იყო ^-^

მიხარია რომ მოგეწონათ :)

ინა
ნეაკო რა საყვარელი ხარ ❤️❤️❤️ რა კარგი თავი იყო ❤️❤️

მადლობა :)

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

ახლა ვიტირეებ! უძალიანმაგრესად მაგარი თავი იყო!❤❤❤

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
ახლა ვიტირეებ! უძალიანმაგრესად მაგარი თავი იყო!❤❤❤

მიხარია რომ მოგეწონათ :)

 


№6 სტუმარი ეკა

მოკლედ... უმაგრესია ???? დიდიხანია თქვენს ისტორიებს ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ვაკომენტარებდი... უმაგრესად წერთ და გულში ჩამწვდომიცაა ❤ წარმატებები... ❤

 


№7 სტუმარი ეკა

თვალს ვადევნებ,ძალიან მომწონს.საინტერესოა და ასე ხშირად დადე ხოლმე❤❤❤

 


№8 სტუმარი mari

აუ ნეაკო ვგიჟდები შენზე და შენს მოთხრობებზეე❤️❤️ყველა შენ მოთხრობას ვკითხულობბ❤️❤️????????ესეც ძალიან მომწონს და იმედია კარგი დასასრული ექნება და არა ცუდიი????????წარმატებები ჩემო კარგოო

 


№9  offline მოდერი ნეაკო

ეკა
მოკლედ... უმაგრესია ???? დიდიხანია თქვენს ისტორიებს ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ვაკომენტარებდი... უმაგრესად წერთ და გულში ჩამწვდომიცაა ❤ წარმატებები... ❤

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და გამოხმაურებისთვის ❤

ეკა
თვალს ვადევნებ,ძალიან მომწონს.საინტერესოა და ასე ხშირად დადე ხოლმე❤❤❤

მიხარია რომ მოგწონთ ❤

mari
აუ ნეაკო ვგიჟდები შენზე და შენს მოთხრობებზეე❤️❤️ყველა შენ მოთხრობას ვკითხულობბ❤️❤️????????ესეც ძალიან მომწონს და იმედია კარგი დასასრული ექნება და არა ცუდიი????????წარმატებები ჩემო კარგოო

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები ❤ დასასრულს რაც შეეხება ყველაფერი კარგად დასრულდება

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინუცა

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინუცა
როდის დადებ შემდეგ თავს?

დავდე უკვე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent