ვნების სურნელი #5
რამდენიმე დღემ კონტაქტის გარეშე ჩაიარა. ნანუმ გადაწყვიტა, რომ თავად არ გამოჩენილიყო ვეკო აბაშიძის ცხოვრებაში. მშვიდად ელოდა როდის გაახსენდებოდა თავად მას და ყოველი წამი საუკუნოდ ეწელებოდა. ცდილობდა მისი მეგობრების წრეში მოხვედრილიყო რათა თავი შეეხსენებინა, მაგრამ როცა ნიკამ უკვე იეჭვა მათი ფლირტის შესახებ ეს ყველაფერს ართულებდა. თავად ვეკომ კი რამდენჯერმე წაშალა გასაგზავნად გამზადებული შეტყობინება. არიცოდა რა უნდა მიეწერა, თავს ცუდად არ გრძნობდა საავადმყოფოში მომხდარი ამბის გამო. საერთოდაც არ ჩაუთვლია, რომ ამით რაიმე დააშავა. სამაგიეროდ იმაში დარწმუნდა სხვა ქალი ისეთ სიამოვნებას, რომ ვერ მიანიჭებდა როგორსაც ნანუ. რადაცარუნდა დაჯდომოდა ეს "მუღამი" უნდა აეხდინა.იმასაც ხვდებოდა რამდენად დიდი რისკი იყო ამ ჭიდილში ხელახლა ჩაბმა. იმ დღეების განმავლობაში საერთოდ სახლიდანაც იშვიათად გადიოდა. არც მეგობრებს ნახულობდა. საერთოდ ამოვარდა მისი ცხოვრების რუტინიდან. მხოლოდ ნანუზე ფიქრობდა, მაგრამ წერილის მიწერას ვერ ბედავდა. ასე უსუსურად თავი არასდროს უგრძვნია. ერთ დღესაც როცა ნანუმ იფიქრა ჩემსა და ვეკოს შორის ყველაფერი დამთავრა და ის გამოჩენას აღარ აპირებსო, საოცრად მყუდრო, ლამაზ წრეში აღმოჩნდა, მისი ბავშვობის მეგობრების გარემოცვაში. თათასა და ნანუს ერთერთი დაქალის დაბადების დღე იყო. სოფო მესხის - ბექოსთან ახალი დაშორებული იყო მის წინა დაბადების დღეზე და გააცნობიერა რამდენი ხანი გასულიყო. თითქოს გასული წლების ნოსტალგია მოაწვა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს აზრი თავიდან უნდა ამოეგდო. წვეულებაზე იყო ბიჭი რომელიც დანახვისთანავე თვალში მომივიდა. საშვალო სიმაღლის, ქერა, ლამაზი სახით. არ მომეწონა მისი თბილი ღიმილი ნანუს დანახვისას. ეტყობოდა გულში არაფერი ცუდი ედო, მაგრამ ნანუსადმი ინტერესს ისე აშკარად ასხივებდა თითქოს ვეკოს იქ ყოფნა მომინდა კიდეც. მის მზერაში განსხვავებულ აურას ვგრძნობდი. ყველაფერი ზედმეტად სუფთა და თბილი იყო. თუმცა არც სიყვარულის ნაპერწკლები დასთამაშებდა სახეზე. გაურკვეველიც კი იყო ზუსტად რა უნდოდა ამ ყმაწვილს. - სანდრო მესხი. სოფოს ბიძაშვილი, რომელმაც საკმაოდ ჰარმონიყლად გადაატანინა გასულ წელს ბექოსთან დაშორება ნანუს. როგორც გავიგე წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, მაგრამ გოგონა შეყვარებულს დაშორდა და მათ მეგობრობაშიც ნაპრალი გაჩნდა. სასმელი და ახალგაზრდები ერთმანეთს არ უხეება. მათი ემოციები ვნებაში ირევა. სისხლი მხოლოდ უბეში მიეწოდებათ და საკუთარ ქცევებს არ უფიქრდებიან. განსაკუთრებული არაფერი, მხოლოდ ერთი ლამაზი კოცნა ქონდათ გასულ წელს, ზუსტად ამავე დღეს, სიმთვრალეში. შემდეგ კი ისაუბრეს, რომ ეს კოცნა მათ მეგობრობას არ გააფუჭებდა. მაგრამ ერთი წელი გავიდა და მას შემდეგ ერთმანეთი მხოლოდ ახლა ნახეს. აშკარაა, რომ შეთანხმება მაინცდამაინც ვერ შედგა. ვუყურებდი, როგორ თბილად ეფლირტავებოდა სანდრო ნანუს. მხოლოთ თვალებითა და ღიმილით. ზედმეტად არც კი გაჰკარებია. არც მიახლოვება და საუბრის გაბმაც კი არ უცდია სანანამ სასმლისაგან ორივეს გონი არ წაერთმევოდა. ბევრი ყოყმანის შემდეგ, მაინც გადაწყვიტა, რომ გოგონას უნდა გამოლაპარაკებოდა. გზაშიც კი ბორძიკობდა, რამდენჯერმე ისიც ვიფიქრე, მიწაზე დამხობას აპირებს თქო. - სად დამეკარგე? - ჭიქით ხელში ჩუმად ჩასჩურჩულა ყმაწვილმა და სასმელი ისე წამოსწია თითქოს სადღეგრძელოს ამბობსო. - ესაა ჩვენი მეგობრობა? - არც შენ მოგიკლავს ჩემი მოკითხვით თავი - ჩვეული ვნებიანი სარკაზმით შეეპასუხა ნანუ. მისი ხმის ეს ტონი მეც კი მაგიჟებდა. - მომენატრე... - თვალებზე ასხმული გრძელი ოქროსფერი წამწამები ნზად დააფახუნა. თითქოს ნიავმა დაუბერა იმდენად შესამჩნევად. საოცრად მომხიბლავი ახალგაზრდა იყო. ვეკოზე ლამაზიც კი თუმცა რაღაც ვნების შარმი აკლდა ყოველ შემთხვევაში ვეკოსთან შედარებით მაინც. - ცოტათი მეც... - ნაზი ღიმილი აჩუქა ვაჟს ზუსტად ისეთი როგორიც მაღალი წრის ქალიშვილს შეეფერებოდა. სანდრო მესხი გვერდიდან არ მოსცილებია მთელი საღამო ნანუს. თითქოს მისი კოცნის მოპარვას ლამობდა. წარსულიდან გადმოსულს ჰგავდა, დახვეწილი კარგი მანერებით გამოირჩეოდა. შესახედაცად კი ზედმეტად საყვარელი იყო. კი საყვარელი ზუსტად ეს სიტყვაა მისთვის ზედ გამოჭრილი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თვალში არ მომივიდა როგორც კი ხმა ამოიღო და თავისი ოქროსფერი წამწამები დააფახულა მაშინვე გული მომილბო. თითქოს მეც კი შემიყვარდა. ალბათ ნანუსაც უნდა შეყვარებოდა თავის დროზე, რომ ეაქტიურა და კოცნის შემდეგ არ გამქრალიყო. თუმცა ნანუს ღიმილზე ეტყობოდა, ეს ყმაწვილი ბევრს აღარაფერს ნიშნავდა მისთვის. თათამ მათი ისტორია იცოდა და ცდილობდა დაქალი მარტო არ დაეტოვებინა, თუმცა გათიშულ მთვრალს სადღაც ჩაეძინა. ასე რომ ნანუც მარტო დარჩა სანდროსთან ერთად. თითქოს ვაჟმაც დრო იხელთა და გოგონას მოსაწევად გასვლა შესთავაზა. ნანუს სასმელი მოჰკიდებოდა ფლირტის სურვილი ისე ძლიერ კლავდა ალბათ ჯოჯოხეთშიც გაჰყვებოდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს ვეკოზე ფიქრები მთელი საღამო დასტრიალებდა თავს. ნათელ, ფართო ვერანდაზე მომხიბლავმა წყვილმა ნაზად გააბიჯა. ერთმანეთს თბილად უცქერდნენ, უღიმოდნენ და თვალებში ანთებულ ნაპერწკლებს ცვლიდნენ, რომ არ მცოდნოდა როგორ ამაღელვებლად ელოდებოდა ნანუ გასული დღეების მანძილზე ვეკოს შეტყობინებას ვიფიქრებდი ამ ყმაწვილზე შეყვარებულია თქო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ასე არ იყო. აქ სხვა ამბავია ვეკოს დავიწყებას ცდილობდა და ხელში სანდრო შემორჩა. ეს უცნაურად ჟღერს მაგრამ ლამაზად გამოიყურებოდა. გოგონამ ნაზად გაუკიდა „პაპიროსს“ და სახე ვაჟთან ახლოს მისწია. თითქოს იწვევდა, თუმცა რაღა თითქოს. ყმაწვილს ეტყობოდა შედარებით ფხიზელი იყო მაგრამ ქალის ლამაზი მიხვრა მოხვრა საოცრად აღაგზნებდა. ერთიანად სურდა ნანუ ანჯაფარიძის მკლავებში განაბულიყო. გოგონა საშინლად მომხიბლავი იყო იმ დღეს. შავ ბოდეზე თეთრი გრძელი ქვედაბოლო ეცვა, ნამდვილ პრინცესას ჰგავდა. ვერ ვიტყვი მასზე ლამაზი გოგო არასდროს მინახავსთქო, პირიქით თითქოს ბევრიც კი მინახავს, მაგრამ მასში რაღაც გამაგიჟებელი იყო, ძლიერი ვნების ალი რომელიც მთელს რესტორანს აიძულებდა მისთვის ეცქირა. ხალხით გავსებული მაგიდების გასწვრივ ისე ნაზად, ფერიასავით დაფარფატებდა, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ასეთი იყო ნანუ ანჯაფარიძე 100000 კაცში გამოარჩევდი. მის ღიმილს, ვნების ცეცხლსა და საუცხოო სურნელს. სურნელი ესერთერთი იყო რაც კაცებს მასში აგიჟებდათ. სანდრო მესხიც ასე მონუსხა იმღამეს პატარა პრინცესამ. ისედაც გვერდიდან ვერ სცილდებოდა, იმ ღამის შემდეგ კი ალბათ გულიდანაც გაუჭირდებოდა მისი ამოშლა. ნანუმ ხო ასე ვნებიანად აკოცა ვერანდაზე. - ჩემი მთვრალი გოგო... - ჩუმად წასჩურჩულა კოცნის შემდეგ - შეიძლება ერთხელ ფხიზელმაც მაკოცო? - სიმთვრალეში მინდება, რომ გაკოცო - სარკაზმით უპასუხა ნანუმ და ხელმეორეთ ეამბორა ვაჟის ბაგეებს. ყმაწვილს ბევრი არუფიქრია. ისევ კოცნით უპასუხა და ნაზად მიიყვანა ვერადნის მოაჯირთან. გოგონამ თავი უკან გადაწია და წვრილი ფეხი მამაკაცის ფეხებს შუა ოსტატურად მოაქცია. ინტერესის გამო აკოცა. აინტერესებდა გაახსენდებოდა თუარა ვეკო. მიხვდა, რომ სანდრო მისთვის არაფერს ნიშნავდა. მიხვდა, რომ ის არყოფილა ვეკო. მთელი პროცესი იმაზე ოცნებობდა ამ ყმაწვილის ადგილას ახლა ვეკო იყოსო. მისგან ვნებას ვერ გრძნობდა. უნდოდა ხელი მოეხვია მკერსა და საჯდომზე, თმა მაინც ჩაებღუჯა მიუხედავად იმისა, რომ ეს არასოდეს მონდომებია და ალბათ სხვადროს ამ თავხედური გამბედაობის გამო სილაც შეიძლებოდა გაეწნა. ახლა ამ სურვილმა შეიბყრო, მაგრამ სანდროს ეტყობოდა არც ნებართვის აღებას გეგმავდა და არც თავხედურ გამბედაობას. მის ამბორში ნაზი პატივიცემა გამოსჭვიოდა. გოგონამ ნაზად წამოწია ვაჟის ფეხებს შუა მოქცეული ფეხი და მუხლში მოკეცა. იწვევდა იქნებ მიხვდეს, რომ სადმე შემეხსო, მაგრამ სანდრო მაინც არაფერს აპირებდა. არც ნანუ აპირებდა დანებებას წვრილი მუხლი ნაზად შეახო ვაჟს უბეს. სანდროს ტვინში სისხლი ჩაექცა ალბათ, როგორ ძლიერ მოუნდა იქვე „ეხმარა“ გოგონა მაგრამ თავის გაკონტროლება შეძლო. ხელები მყარად დააჭირა აივნის მოაჯირს და მთელი ძაალა გადაიტანა. მიუხედავად გოგონას ასეთი შეუფერებელი ქცევისა ვაჟს არ სურდა უხამსი ქცევით ეპასუხა. ცოტა არიყოს ირონიულად მომეჩვენა, როგორ ძლიერ ცდილობდა ნანუს პატიოსნების დაცას სანდრო. ასეთი სუფთა სულით ყმაწვილი არასდროს მინახავს. - ძალიან მიყვას შენი სურნელი. - კოცნა შეაწყვეტინა სანდრომ და ოდნავ უკან გაიწია რათ ფეხი ჩამოეწია გოგონას. - ბუნებრივია - სიამაყით შეიფერა პატარა პრინცესამ. - შეუძლებელია ასეთი სასიამოვნო სურნელი მართლა ბუნებრივად აგდიოდეს - გაეცინა სანდროს - როდის უნდა გამოტყდე რასუნამოს ხმარობ. - ხომ იცი რომ სუნამოებს არ ვხმარობ? - ირონიულად გაუღიმა ნანუმ და ნაზად აკოცა - შემცივდა შიგნით შევიდეთ. - კარგი - ვაჟს მოსაცმელიც არ ჰქონია რომ ბეჭებზე მოეხვია. ამიტომ ხელი ნაზად გადახვია, ვერანდის კარი გამოაღო და ქალბატონი მოხდენილად გაატარა. თავაწეულნი შევიდნენ შიგნით. ისევ მთელი რესტორანი აყოლებდა თვალს პატარა პრინცესას. ალბათ საოცარი სიამოვნება იყო ასეთ ქალბატონთან ერთად ხელკავით სიარული. მთელი საღამო გვერდიდან არ მოსცილებია სანდრო მას. სუფრაზე მოსიყვარულე წყვილივით ისხდენენ. სანდრო გამუდმებით თბილად კოცნიდა ლოყაზე. გოგონაც სიამაყით იფერებდა ამ პატივს და წამდაუწუმ ლოყასა და შუბლს უშვერდა საკოცნელად. საოცრად საყვარელი იყო ეს ორი ერთად. - კატასავით ხარ - სიცილით უთხრა სანდრომ ნანუს - რგორ გიყვარს რო გეფერებიან. - ქალები კატებივით არიან - ირონიით უპასუხა ნანუმ, სასმელს მათი ტვინი იმდენად ჩაეხშო უკვე ორივე ბოდავდა. თუმცა დარწმუნებული ვარ თავი როგორც მინიმუმ პლატონი ეგონა იმ წუთს ორივეს - თუ არ მოეფერე გაგექცევა. უნდა იგრძნოს, რომ ყველაფერი მისგარშემო ტრიალებს. თუმცა რაღაც სიმართლის მარცალი ნამდვილად გაურია ნანუმ მის მთვრალ ფილოსოფიაში. ყოველშემთხვევაში თავად ნამდვილად მიეკუთვნებოდა ქალების ამ კატეგორიას. თითქოს სანდრომაც გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება მის ალერსში უნდა გატარებინა და ძლიერად მოეხვია. ისიც კი ვიფიქრე ვეკო აბაშიძე გაქრა მისი ცხოვრებიდან და ახალი ნაწილი იწყება ამ ისტორიის თქო, მაგრამ ასე არ ყოფილა. ვეკო ის კაცი არიყო ნაწარმოებიდან ასე ადვილად ამოეშალა ვინმეს. ამაში კიდევ უფრო მკაფიოდ დავრწმუნდი როდესაც სახლში დაბრუნებული ნანუს ახალი შეტყობინების კითხვა დავიწყე „როგორ ხარ?“ - თითქოს არც არაფერი. მოკლე მშრალი და უხეირო წერილი იყო. შაბლონური და არაფრის მთქმელი, მაგრამ ავტორის სწორად შერჩეულ დროში იყო მთელი ხიბლი. რადგან ის სწორედ მაშინ გამოჩნდა როცა მეგონა მისი ფურცელი გადავშალეთ. როცა სანდროს ქარიზმით ნანუკიარა მეც მოვიხიბლე. ეს ნამდვილად საშინელი დრო იყო. თითქოს ყველაფერი იცოდა და ეს გამიზნულად გააკეთა. არვიცი რატომ, მაგრამ ეს ბიჭი და მისი ჭკვინურად განსაზღვრული ქმედებანი საოცრად მაშინებდა. ვიცოდი მასთან ურთიერთობა ნანუს კარგს არაფერს მოუტანდა. თითქოს უფსკრულში თავით ეშვებოდა, მაგრამ რას ვიზავთ, ისე გაუხარდა ვეკოსაგან მოსული შეტყობინება ალბათ ხალხი წლობით წვალობს საყვარელ ქალს ასეთი ბედნიერება, რომ მიანიჭონ. ეს კი, როგორც არუნდა იყოს ნამდვილად დასაფასებელია მითუფრო ვეკოსნაირი ნაძირალასგან, რომელიც სულ ახლახანს ამდგარიყო სხვა ქალის საძინებლიდან. ნანუს ფოტოები ნახა და მიხვდა რამდენად ეზიზღებოდა ყველა ვინც კი ოდესმე მას მოიპოვებდა. საშინელმა სურვილმა შეიპყრო ყველასათვის წაერთმია და თავისად ექცია ეს ნადავლი. დიახ, ნადავლი რადგანაც მჯერა, რომ ხორცზე მეტი ფასი ნანუ ანჯაფარიძეს არ ჰქონია იმ დღეს როდესაც თამაშში ჩაბმა ხელახლა გადაწყვიტა. სწორედ ამ უაზრო ფასეულობამ მიაწერინა ეს წერილიც და საუცხოო ვნებიანი ფლირტის გაგრძელებაა შეაძლებინა. მეკი აუღელვებლად ვუყურებდი მთელი ღამის მანძილზე როგორ წერდა სასურველ მამაკაცს სასმლისაგან გაბრუებული გოგონა და ყოველი წკაპუნი კლავიატურის გულს მიკლავდა. ნელნელა ვხვდებოდი, რომ ნანუ ანჯაფარიძის ეშხი ჩემნაირ უმწეო აჩრდილსაც კი ატყვევებდა, რადგან ცხოვრეაბამ რომელიც ყოველთვის უაზრო მეგონა არსი შეიძინა არსი იმისა მისი მომაჯადოვებელი სურნელი მეგრძნო. სწორედ ეს იყო აჩრდილობის უდიდესი ნაკლი, ყველას ამ უზარმაზარ სამყაროში შეეძლო ეგრძნო ამ ქალის სურნელი... ვნების მომაჯადოვებელი სურნელი. ყველას ჩემს გარდა ეს კი საშინლად მაცოფებდა. მის თმასთან ახლოს მივედი და.... ვერაფერი.... მე უსუსური აჩრდიი ვიყავი, რომელსაც არშეეძლო ეგრძნო სუნი რამდენად ლამაზიც არუნდა ყოფილიყო ეს. ცხოვრებაში პირველად მომინდა რაღაც შემძლებოდა ასე ძლიერ. ჩემი ნატვრა ხომ ამდენად უბრალო იყო. არ ვიცოდი როგორი სურნელი ჰქოდა სუნამოს მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაზე ძვირადღირებული სუნამოც ვერ შეედრებოდა ამ ქალის ვნებას. მასში ფერომონების მთელი მარაგი იყო. არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაც ძალიან არომატულია. უბრალოდ მინდა მეც შემეძლოს ამის განცდა... პ.ს აბა ჩემო მკითხველებო სიამოვნებით მოვისმენ თქვენს შეფასებებს და გპირდებით შემდეგ თავს ძალიან მალე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.