შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(6)


23-02-2021, 13:15
ავტორი sati
ნანახია 1 730

***
ადას ნამდვილად ზედმეტან მიმნდობი ადამიანი იყო, ცოტა ბავშვური გულუბრყვილობაც მართებდა. დიმიტრის და დაჩის ურთიერთობას ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ან უბრალოდ იმდენად უხაროდა მათი შერიგების შესაძლებლობა უკვე სიგიჟმდე ახარებდა. შემდეგი ნაბიჯი მამა-შვილის შერიგება იყო. თუმცა ეს ნაღდად გაუჭირდებოდა. არ უნდოდა ზღვარს გადაებიჯებინა და დაჩი გაეღიზიანებინა. მომდევნო დღეს დიმიტრისთან მივიდა, იქამდე დიმიტრი მამამისს უნდა დალაპარაკებოდა დაჩიზე.
-აბა?
-ველაპარაკე, ადვილი ნაღდად არ იყო, მაგრამ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს.
-და.. ?
-საღამოსთვის მოვა ვახშამზე.
-მართლა?
-კი, შენც უნდა იყო.
-არა.. არა, მეც? იქნებ.. ოჯახური ვახშამი..
-ადა, ჯერ ეს ერთი შენ ოჯახი ხარ. ჩემი ცოლი. მერე მეორეც, შენი დაწყებული საქმეა, ხოდა შენც აუცილებლად მოხვალ.
-კარგი ხო..
-ადა, ვერ წარმოიდგენ ისე მომენატრე.
-ვიცი, რაც ჩამოხვედი ადა ადას გაიძახი და წინადადებას ისე არ იწყებ.
-შენ რა დამცინი? აი ესე ხდება, ერთ რაღაცას შეუსრულებ ადამიანს და მერე..-ადამ არც დააცადა წინადადების დასრულება ისე აკოცა რომ შეეწყვიტა ლაპარაკი-ესე ხო?-დიმიტრიმ ახლოს მიიზიდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-დიმიტრი.. მამაშენი გამოვა სირცხვილია...
-არა, შენ დაიწყე.
-დიმიტრი-ადა შემობრუნდა და მისი ხელებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თან ეცინებოდა.
-თქვი რო გიყვარვარ.. და გაგიშვებ-ყურში ჩასჩურჩულა და კისერში აკოცა.
-დიმიტრი..-ადას მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-ახლა ვინ ამბობს ჩემ სახელს ყოველი წინადადების დასაწყისში-ამ დროს ოთახში ვაჟა შემოვიდა, ადამ მაშინვე უკან დაიხია და დიმიტრის გვერდით დადგა. სახეზე სულ წითელი იყო, ეგონა ვაჟამ ყველაფერი დაინახა და შერცხვა.
-ადა, როგორ ხარ?
-კარგად, თქვენ?
-კარგად. დღეს საღამოს გელოდებით ვახშამზე-ვაჟა ყოველთვის ცივი კაცი იყო, უემოციო, რობოტის შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ. ადას ყოველთვის უკვირდა დიმიტრი როგორ არ გავდა მას. თითქმის ყველაფრით განსხვავდებოდნენ, გარდა იმისა, როდესაც საქმე სამსახურს ეხებოდა. მაშინ დიმიტრიც რობოტად იქცეოდა. თბილი დიმიტრი ცოტა იშვიათობა იყო, ესეთი მხოლოდ მაშინ იყო, როცა ფირმაში არ იყო წასასვლელი ან წინ დამღლელი შეხვედრების რიგი არ ელოდებოდა. ვაჟა დიდხანს არ გაჩერებულა, რა თქმა უნდა ოფისში მიდიოდა და დიმიტრიც გაიყოლა. ადამ გადაწყვიტა დაჩი მოენახულებინა ვახშმამე და სამსახურში გაუარა.
-რით შემიძლია დაგეხმარო, რძალო?-დამცინავი ღიმილით მიესალმა დაჩი.
-კარგ ხასიათზე ხარ.
-დაახლოებით. თავად?
-მე კარგ. მიხარია, რომ დათანხმდი დიმიტრის და ვაჟას ვახშამზე.
-ადა, იმედი მაქვს იცი რას აკეთებ. დიმიტრის კარგად იცნობ, მაგრამ ვაჟას..
-ვიცი. მაგრამ ჩემთან არაფერს არ იკადრებს, არა იმიტომ, რომ პატივს მცემს, უბრალოდ ძალიან ადარდებს საზოგადოება რას იფიქრებს მასზე და მის ოჯახზე. მე საზოგადოების ნაწილი ვარ და თავისუფლად შემიძლია გავავრცელო დღევანდელი საღამოს დეტალები ჩემს ჭორიკანა დაქალებში სკანდალის შემთხვევაში.
-საშიში ადამიანი ყოფილხარ.
-არა. იშვიათად.
-თუმცა, მაინც მოახერხე დიმიტრის აზრის შეცვლა. როგორ?
-უბრალოდ ვუყვარვარ. გვესმის ერთმანეთის.
დაჩის ცალყბად გაეღიმა და ადას თვალი აარიდა.
-ადა, უფროსმა რომ დამინახოს, რომ.. შენ გელაპარაკები და არ ვმუშაობ..
-ხო, ვიცი. უბრალოდ მინდოდა იქამდე მენახე. აბა საღამომდე.
-საღამომდე.
დაჩი შერიგებას არ აპირებდა, მალე მიდიოდა იტალიაში და არ მოუწევდა არც ვაჟას და დიმიტრის ნახვა. უბრალოდ არ უნდოდა რომ ადას რამე წყენოდა. მითუმეტეს არ უნდოდა მიზეზი გამხდარიყო მათი დაშორების.
***
-ადა, რას იცმევ დღეს ვახშამზე?
-არ ვიცი, ავარჩევ რამეს. დაჩიც მოდის.
-რა? ადა, მე შენ გითხარი , რომ შორს დაგეჭირა მაგ ბიჭისგან თავი-ეკატერინემ მკაცრი ტონით უთხრა და კარადაში კაბის ძებნა დაიწყო.
-ხო, მაგრამ დიმიტრიმ და ვაჟამ თვითონ დაპატიჟეს.
-საკმარისად დიდიხანი გიცნობ რომ ვიცოდე ამაში შენი ხელი ურევია.
-დედა, შენ არ იცნობ დაჩის. ის არ...
-არც მინდა გაცნობა, მე როგორც ვიცი კარგი არაფერი გაუკეთებია მაგ ოჯახისთვის.
-ყველაზე ნორმალური, შრომისმოყვარე და თავდაუზოგავი ადამიანია.
-ყველაზე? შენ ქმარზე მეტად?-დედები ყოველთვის უფრო ადრე ატყობენ შვილებში ცვლილებებს, ვიდრე თავად ისინი. ეკატერინეს უკვე ეჭვი ჰქონდა აღებული, რომ ადას უბრალო ცნობისმოყვარეობით არ იყო დაჩისადმი ინტერესი გამოწვეული. თუმცა ადა ასე არ ფიქრობდა, მას გულწრფელად სურდა დაჩის დახმარება. თავდაპირველად, მართლა ეს იყო მიზეზი. მისთვის დაჩი ამოუცნობ ადამიანად რჩებოდა.
-დედა, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ, მინდა რომ ჩემს ოჯახში ყველაფერი კარგად იყოს და არც ერთი ოჯახის წევრი არ დარჩეს გარიყული. მინდა რომ ჩემს შვილებს ჰყავდეს ბიძა, დიმიტრის ძმა და მე მეგობარი.
-როგორც იტყვი. იმედია იცი რასაც აკეთებ. ამ კაბაზე რას იტყვი?
-არ მინდა კაბის ჩაცმა.
-რა?
-ხო, რაღაცნაირად არ მინდა კაბის ჩაცმა.
ეკატერინეს ყბა ჩამოუვარდა გაკვირვებისგან.
-აბა რა უნდა ჩაიცვა სპორტულები ადა?
-არა, დედა. რამე უბრალო.
-ადა... შენ ხომ ხვდები რო დღეს საღამოს იქ თათაც იქნება? და რამე უბრალოთი გინდა მიხვიდე?
-არ მაინტერესებს თათა რას იტყვის. დავიღალე ყოველი საღამოსთვის გამოპრანჭვა რომ მიწევს, გეგონება ფილმის პრემიერაზე მივდიოდე და არა ჩემს ქმართან სახლში.
-ჯერ საქმრო.
-და თუ უბრალო ტანსაცმელში დამინახავს ცოლად აღარ მომიყვანს? ჯინსებით კი არ მივდივარ. რამე კლასიკურ შარვალს ჩავიცმევ და ზედას.
-ადა, გადამრევ... არ ვიცი, შენით მოიფიქრე. წნევამ ამიწია-ეკატერინემ ოთახი დატოვა.
-არც მითხოვია-ადას გაეცინა დედის უმიზეზო ფორიაქზე და ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო. დიდად არ ღელავდა, ზოგადად აბელაშვილებთან ვახშამი ყოველთვის ადვილად გადასატანი იყო. ერთი იმიტომ რომ ეს ფარსი იყო, არავის უყვარდა დიდხანს მაგიდასთან ყოფნა და ერთმაენთთან ძალით საუბარი, მეორე, რდაგან თათა ყოველთვის სისულელეებს ლაპარაკობდა და ამით მაინც ერთობოდა ადა. ახლა დაჩიც იქნებოდა, და ერთი სული ჰქონდა როდის შეძლებდა ძლივს ნორმალურად საუბარს. ჩვეულებრივი შავი კლასიკური შარვალი ჩაიცვა, თეთრ საროჩკასთან ერთად, ძალიან მაღალი ქუსლებიანიაც არ ჩაუცვამს და მინიმალური მაკიაჟი გაიკეთა. შემდეგ დიმიტრიმ მოაკითხა.
-ადა... მაკიაჟი არ გისვია?
-ესე მეტყობა?
-გიხდება, რამდენი ხანია გეუბნები რომ არ გჭირდება.
-ხოდა დაგიჯერე.
სახლში რომ მივიდინენ, დაჩი უკვე იქ დახვდათ. მისაღებში იჯდა და ვაჟას და თათას ელოდებოდა.
-ადა-მის დანახვაზე დაჩი წამოდგა და გადაკოცნა. დაჩიც დიდად გამოწყობილი არ იყო, ჩვეულებრივად ეცვა.
-სად არიან ვაჟა და თათა?
-სავარაუდოდ ემზადებიან. დავსხდეთ-დიმიტრი, დაჩი და ადა მაგიდას მიუსხდნენ, ისე რომ ადა მათ შორის აღმოჩნდა. ამასობაში ვაჟა და თათაც ჩამოვიდნენ. თათა ისე გამოიყურებოდა გეგეონებოდათ სადარდებელი არ ჰქონოდა, ან მართლაც ასე იყო. ადა ფიქრობდა, რომ მის ადგილას ასე მშვიდი ვერ იქნებოდა. ბოლო-ბოლო დაჩის ოჯახიდან წასვლის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა და მასთან ისე იქცეოდა გეგონებოდათ,მისი საყვარელი დედინაცვალი იყო. თუმცა ესეც იმ თამაშის ნაწილი იყო, რომელსაც მთელი ელიტა თამაშობდა. რეალურად ვერ გაიგებდით , შესაძლოა, ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ ზიზღის გარდა არაფერი გააჩნდათ, მაგრამ საზოგადოების გარემოცვაში, უმეტესი ნაწილი მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევდა. ეს იყო ამ სოციუმის პარადოქსი, ოღონდ ყველას მათ გარდა, იდეალურ ოჯახად წარმოედგინათ. ადა ცდილობდა დიდი ყურადღება არ დაეთმო მათ ფიქრზე, თავს პირდებოდა რომ მსგავსი ტიპის ოჯახებს არასოდეს მიეკუთვნებოდა მისი და დემეტრესი. საქმროსაც არ აწყენდა თავს სხვადასხვა ჭორით. ვახშამი უხერხული სიჩუმით დაიწყო, თუმცა ადას გასაკვირად დიმიტრიმ დაარღვია დუმილი.
-სხვათაშორის, მე და დაჩი ვსაუბრობდით ჩვენს ერთ-ერთ პროექტზე-მამამისს მიმართავდა-წეღან ვუყვებოდი. საკმაოდ საინტერესო იდეა მომაწოდა.
-მართლა-ვაჟამ თავი ისე მოაჩვენა თითქოს აინტერესებდა ან გაკვირვებოდა.
-კი-დიმიტრიმ გაუმეორა-იქნებ გეზი შეგვეცვალა და სასტუმრო გაგვეხსნა, ეკოლოგიური სასტუმრო. ჩვენი რომელიმე რესტორნის გვერდით...
-ჩვენ რესტორნების ქსელი გვაქვს-ვაჟამ შეაწყვეტინა. დაჩი ჩვეულებრივად განაგრძობდა ჭამას, თითქოს არც ადარდებდა, მამამ ასე უხეშად უკუაგდო მისი იდეა.
-ხო, მაგრამ გაფართოებაც არ გვაწყენდა-ადამ ღიმილით უპასუხა მამამთილს და გაახსენა, რომ მასაც ჰქონდა ამ ყველაფერში ხმის უფლება. ბოლოს და ბოლოს ადა ფირმის მომავალი დირექტორის ცოლი იყო. საკმაო გავლენა ექნებოდა დიმიტრის გადაწყვეტილებებზე.
-შეიძლება დაფიქრება, უბრალოდ არ ვიცი,დაჩი რამდენად გაწვდება ამხელა პროექტს შესაბამისი განათლების გარეშე.
-მე არც მიფიქრია თქვენთან მუშაობაზე-ვაჟას თქვენობით მიმართავდა-დიმიტრი მიყვებოდა და მე უბრალოდ შევთავაზე. როგორც თქვით, შესაბამისი განათლება არ მაქვს.
ვახშამი მთლად ისე არ მიდიოდა, როგორც ადას წარმოედგინა , მაგრამ დანებებას არ აპირებდა.
-მე მომწონს ეს იდეა-ადამ ვაჟას შეხედა, მისი რეაქცია აინტერესებდა. თუმცა ის ისევ გაყინული მზერით იცქირებოდა-ყველასთვის ცნობილია თქვენი რესტორნების ქსელი, მაგრამ გაფართოება უფრო მეტ ცნობადობასაც მოგიტანდათ და ფულსაც.
-ცნობადობის და ფულის გამო არ შემითავაზებია ეს იდეა-დაჩიმ თითქოს ხმადაბლა თქვა, თავისთვის, მაგრამ მაშინვე მიიპყრო დიმიტრის და ადას მზერა. დიმიტრის არ ესიამოვნა მსგავსი კომენტარი, შენიშვნად მიიღო ადას მისამართით-უბრალოდ ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმაა, ოდესღაც ხომ უნდა მიდიოდეს ფირმა წინ. განვითარება ხო უნდა იყოს ახალ-ახალი კერძების და შენობების დამატების მაგივრად.
-შენი აზრით, ბიზნესი მარტო ახალ-ახალი კერძების და შენობების დამატებაა?
-ყველა შემთხვევაში არა. გააჩნია ბიზნესს და ბიზნესმენს-ცოტახანში მეგობრებო, მეოთხე მსოფლიო ომიც დაიწყებოდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია. დაჩის ბოლო კომენტარმა ნაღდად იმოქმედე ვაჟას ხასიათზე, ჩანგალს ისე ჩაჭიდებოდა, გეგონებოდათ დაჩისთვის თვალში უნდა გაეყარა. ადასთვის მსგავსი საღამო პირველი არ იყო, ხშირად კამათობდნენ სადილისას აბელაშვილებიც, თუმცა ასე პირველად ნერვიულობდა. ამ შემთხვევაში დაჩიზე, რადგან მისი ინიციატივით წამოვიდა და არ უნდოდა ნაწყენი წასულიყო.
-მე მომწონს იდეა, როგორც უკვე ავღნიშნე, თან არის საგრანტო კონკურსები, თუ კარგად ჩაუჯდები და პროექტს ნორმალურად დაწერ, დაფინანსების დიდი შანსი გაქვს.
დაჩი თითქოს დაფიქრდა, მართლაც ჰქონდა რაღაც იდეები, რაშიც საერთოდ არ დასჭირდებოდა მამამისის და ძმის დახმარება. თუმცა აქ არ აპირებდა გეგმების დაწყობას. ადას მადლობის ნიშნად გადახედა, გაუღიმა და ვახშმობა განაგრძო.
-დესერტის დროა-უკვე თათაც კი უხერხულად გრძნობდა თავს.
-ბოდიშს გიხდით, რთული დღე მქონდა, დაგტოვებთ-ვაჟა წამოდგა და საძინებელში ავიდა.
-არ მიაქციო ყურადღება-დიმიტრი დაჩის მიუტრიალდა-მართლა დაღლილია.
-რა თქმა უნდა. მეც დავიღალე, სახლში გავალ. მადლობა ვახშმისთვის.
-მე მანქანით ვარ და გაგიყვან-ადაც წამოდგა.
-შენც მიდიხარ?
-ხვალ შუალედური მაქვს.
-კარგი. ფრთხილად იარე.
***
სახლიდან გავიდნენ თუ არა ადა აღელდა.
-როგორ მოგეწონა .. ვახშამი?
-ადა, ნუ ნერვიულობ ასე. ესეთი ტემპით ნაოჭები მომავალ წელს გაგიჩნდება.
-ძალიან უხეშად გამოუვიდა ვაჟას..
-მეც არა ნაკლებ ვიუხეშე. არაუშავს.
-ანუ არ ხარ გაბრაზებული?
-ვისზე? ჩემ ოჯახზე?
-ხო.. და ჩემზე.
-შენ რა შუაში ხარ?
-ჩემი ინიციატივით დაიწყო ეს ყველაფერი.
-ადა-დიმიტრის გაეცინა-ზრდასრული ადამიანი ვარ, გადაწყვეტილებებს ჩემით ვიღებ.
-იფიქრებ იმაზე რაც გითხარი?
-კარგი იდეაა, უბრალოდ აზრზე არ ვარ როგორ უნდა პროექტების წერა.
-მე ვიცი, დიმიტრიმაც იცის.
-დიმიტრი..
-კარგი, მაშინ მე დაგეხმარები.
-ადა...
-არა, დამიჯერე, კარგი იდეა გაქვს. საქართველოში იშვიათია ეკოლოგიური სასტუმროები, დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრის მოფიქრება შეგიძლია. მოდი ესე მოვიქცეთ, დღეს ბოლო შუალედური მაქვს, ხვალ სამსახურის შემდეგ იმედია კომენდანტამდე მოასწრებ...შევხვდეთ სადმე და დავიწყოთ წერა.
-რატომ გინდა ესე ძაან ჩემი დახმარება?-ადას ის იყო პასუხი უნდა გაეცა,რომ გაშეშდა, არადა ჩვეულებრივი კითხვა იყო, რომელსაც ირგვლივ ყველა უსვამდა. პასუხი კი ყოველთვის ჰქონდა-იმედია არ გეცოდები.
-ა..რ.ა. უსამართლობა არ მიყვარს.
-გააჩნია უსამართლობას რას ეძახი.
-გეხვეწები დაჩი, არ დაიწყო. ეხლა ისევ ისეთ რამეს მეტყვი, რომ.. საერთოდ ტვინი ამერიოს და 2 დღე არეულმა ვიარო. არაფერი მოტივი არ იმალება ჩემი საქციელის უკან. მაგრამ შენ თუ . მართლა ცხოვრების ბოლომდე აბელაშვილების ჩრდილში გინდა ყოფნა და ბავშვების მომზადება,რაშიც ცუდი არაფერი არ არის რა თქმა უნდა, მაშინ შენი ნებაა. უბრალოდ უფრო მეტს მოველოდი ადამიანისგან , რომელმაც ვაჟას ლექცია ჩაუტარა განვითარებაზე-ადამ მანქანის კარი გამოაღო და შიგნით ჩაჯდა. დაჩი გაღიმებული მიჩერებოდა ადას, თითქოს თავის მოსწავლეს უყურებდა და ამაყობდა. რაღაც ცვლილებეს ამჩნევდა მასში. ისიც წყნარად ჩაჯდა მანქანაში.
-კარგი. ხვალ 6ზე მცალია.
-კარგი.
-მე რა ტვინს გირევ?
-რა?-ადას უნდოდა აერიდებინა ამ კითხვისთვის თავი და ისე მოიქცა თითქოს ვერ გაეგო რა ჰკითხა. რისი იმედი ჰქონდა, რომ მეორედ არ გაიმეორებდა?
-ტვინს გირევ?
-გეწყინა?
-ადა, შეკითხვაზე კითხვით არავინ პასუხობს.
-მე სხვანაირად ვიგულისხმე.
-როგორ?
-რა?-ისევ იგივე გააკეთა.
-ადა, სულ უამრავ კითხვას მისვამ, ყველაფერზე გულწრფელად გპასუხობ და როცა საქმე შენზე მიდის, ისე იქცევი თითქოს არც არსებობდე.
-ვიგულისხმე, რომ.. განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს და როდესაც შენ გისმენ... მგონია რომ ყველაფერი რაც ვიცოდი.. უცებ არასწორი აღმოჩნდება. მერე ტვინი მერევა.
-და ეგ ცუდია?
-არც ისე სასიამოვნოა.
-განვითარება?
-კარგად შემომიბრუნე ჩემი სიტყვები.
-ადა, უბრალოდ ვერ ვხვდები რა არის ცუდი ამაში. კამათის ან ჩვეულებრივი საუბრის მერე ყოველთვის შეგეცვლება რაღაცაზე აზრი. შენ და დიმიტრი არ კამათობთ ხოლმე? და არასდროს შეგცვლია რამის მიმართ დამოკიდებულება?
-იშვიათად ვკამათობთ და უმეტეს წილად.. ძალიან ვგავართ ერთმანეთს, შეხედულებებითაც .. და დამოკიდებულებითაც.
-ეხლა ყველაფერი გასაგებია.
-რა არის გასაგები?
-ირგვლივ ერთი ადამიანიც კი არ გყავს, რომელიც ისე არ ფიქრობს როგორც შენ.
-და ეგ ცუდია?
-რა, არა?
-აი ნახე, იგივეს აკეთებ. კითხვაზე კითხვით მიპასუხე .
დაჩიმ სიცილი დაიწყო, ისე რომ 5 წუთი მაინც ვერ ჩერდებოდა. ადა გაბრაზდა და სახეზე გაწითლდა.
-რა არის სასაცილო? დაჩი?
-არაფერი.. საყვარლად ბრაზდები. არადა, არ ვიცი რა ვთქვი ისეთი გასაბრაზებელი.
-ნუთუ არის რამე ისეთი რაზეც შენ ბრაზდები?
-კი. ბევრი რამ. მაგალითად, როდესაც გულწრფელად არ მპასუხობენ კითხვებზე.
ადამ არ იცოდა რა უნდა ეთქვა, მართლა დაიღალა იმაზე ფიქრით რა უნდა ეპასუხა, ისე რომ სულელი არ გამოჩენილიყო.
-ადა, ცუდი არის ის, რომ შენნაირ ადამიანს გვერდით საღად მოაზროვნე არ ჰყავს, ისეთი, რომელიც შეცდომაზე მიუთითებს, ან პირიქით რამე საქციელს მოუწონებს, გარდა ლამაზი კაბისა და შესანიშნავი მოსაწვევებისა ქორწილისთვის. ჩემი აზრით, ცოტახანში ამას შენითაც მიხვდები.
ამასობაში დაჩის სახლთანაც მივიდნენ.
-ერთ რამეს გეტყვი, აქამდე ისეთი შთაბეჭდილება მქონდა შენზე, თითქოს ყველასნაირი ცარიელი და ფულზე ორიენტირებული იყავი.
-რა შეიცვალა?-ადას არც ერთი სიტყვა არ წყენია.
-შენთან საუბრის შემდეგ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ მსგავს ხალხთან შენი ადგილი არ არის და მომავალში ძალიან გაგიჭირდება.
-რას გულისხმობ?
-ღამე მშვიდობის-გადაკოცნა და ჩქარი ნაბიჯებით სადარბაზოში შევიდა. კიდევ მორიგი იგავი, რომელზეც ადას დღეები უნდა ეფიქრა. თუმცა რეალური პასუხი ტივტივებდა ქვეცნობიერში და გადასარევად ხვდებოდა, რაც იგულისხმა დაჩიმ. ამ იგავის მთავარი აზრი დიმიტრისთან ურთიერთობის უაზრობა იყო. ამ საუბრის შემდეგ ადა დიმიტრისთან სალაპარაკოდ გაბრუნდა სახლში. ეჭვები ჰქონდა, რომელზეც მასთან აქამდე არ ულაპარაკია და იმედი ჰქონდა, რომ დიმიტრი დაეხმარებოდა. ეზოში უცხო მანქანა დახვდა. ფანჯარაში კი უცებ ვიღაც ქალი დაინახა, არა ვიღაც არა. ეს ირმა იყო. ადა შიგნით არც შესულა, ისე გაბრუნდა უკან, სახლში წავიდა, ბარგი ჩაალაგა და იქაურობა დატოვა. მეორე დღეს ერთი სიტყვით, დიმიტრიმ ლამის მთელი შსს ჩართო საქმეში, რათა ადა ეპოვა.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

იმედია ადა უკან აღარ დაიხევს აწი..

 


თან მიხარია და თან მწყინს დიმიტრიზე და ირმაზე მართალი რომ აღმოვჩნდი.
ადას ბოლო ნაბიჯი მომეწონა❤ დიდ სკანდალს კი გამოიწვევს ადას გაქრობა მაგრამ დიმიტრის ოჯახი მეტის ღირსია :)
ეკოლოგიური სასტუმროს იდეა მეც მომეწონა.ვატყობ აბელაშვილებს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდებათ❤

აქვე პატარა შესწპრებები ჩემგან და იმედია არ მიწყენ.
ნაღდად არა- ნამდვილად.
ძაან არა - ძალიან.
ავღნიშნე არა - აღვნიშნე.
ვიცი, რომ ლაპარაკისას სიტყვებს არასწორად ვაბობთ ხოლმე, მაგრამ ეცადე წერისას ლიტეტატურული ენით წერო და ნაკლები შეცდომები დაუშვა.

წარმატებები❤

 


№3  offline წევრი sati

რუსკიმარუსია
თან მიხარია და თან მწყინს დიმიტრიზე და ირმაზე მართალი რომ აღმოვჩნდი.
ადას ბოლო ნაბიჯი მომეწონა❤ დიდ სკანდალს კი გამოიწვევს ადას გაქრობა მაგრამ დიმიტრის ოჯახი მეტის ღირსია :)
ეკოლოგიური სასტუმროს იდეა მეც მომეწონა.ვატყობ აბელაშვილებს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდებათ❤

აქვე პატარა შესწპრებები ჩემგან და იმედია არ მიწყენ.
ნაღდად არა- ნამდვილად.
ძაან არა - ძალიან.
ავღნიშნე არა - აღვნიშნე.
ვიცი, რომ ლაპარაკისას სიტყვებს არასწორად ვაბობთ ხოლმე, მაგრამ ეცადე წერისას ლიტეტატურული ენით წერო და ნაკლები შეცდომები დაუშვა.

წარმატებები❤

გამოვასწორებ აუცილებლად. მადლობაა❤

სტუმარი მარი
იმედია ადა უკან აღარ დაიხევს აწი..

????❤????

 


№4 სტუმარი ამა

კი მაგრამ ვერ გავიგე ეს დიმიტრი და ირმა სად წაიკითხეთ?ან სად არის ამ თავში ადას გაუჩინარება? თუ მე ვერ წავიკითხე კარგად?

 


№5  offline წევრი sati

ამა
კი მაგრამ ვერ გავიგე ეს დიმიტრი და ირმა სად წაიკითხეთ?ან სად არის ამ თავში ადას გაუჩინარება? თუ მე ვერ წავიკითხე კარგად?

ბოლოში წერია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent