შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარებ! 13 თავი


24-02-2021, 12:01
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 202

ჟურნალისტები გარს შემოეხვივნენ თორნიკეს და გასაქანი არ მისცეს, ცდილობდნენ მისგანაც მიეღოთ ყველა იმ კითხვაზე პასუხი რომელიც ამ საქმესათან დაკავშირებით გაუჩნდათ, თორნიკე ცდილობდა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სიმშვიდე და მათგან თავი ისე დაეღწია რომ რომელიმე ჟურნალისტთან დაპირისპირება არ მოსვლოდა, თუმცა ძალიან უჭირდა თავის კონტროლი, რადგან ხელში უგონოდ მყოფი გოგონა ჰყავდა და ისინი მაინც არ აძლევდნენ გასაქანს, ბოლოს როცა, როგორღაც მანქანამდე მიაღწია ჟურნალისტებით გარს შემორტყმულმა და მანქანის კარი გააღო მარიამმა თვალები გაახილა და გაოგნებული მიაჩერდა სახე წაშლილ ბიჭს
-ახლავე წაგიყვან ამ საგიჟეთიდან-უთხრა თორნიკემ და მანქანაში ჩასვა, სანამ კარს დაკეტავდა ჟურნალისტები მივარდნენ და შესაძლებლობა აღარ მისცეს კარი დაეკეტა, მარიამს რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე აზრზე მოსული უამრავი კითხვა მიაყარეს, თორნიკემ ვეღარ აიტანა ეს ამიტომ უხეშად მოაშორა ისინი მარიამს, კარის გამეტებიათ მიაჯახუნა და პულტით დაკეტა, რომ არ გამოეღოთ გადარეულ ჟურნალისტებს მისთვის კარი
-აქ რა ჯანდაბა ხდება-იყვირა მოულოდნელად ზაზამ რომელიც თორნიკეს მანქანას გაცეცხლებული მიუახლოვდა, ჟურნალისტების ახლა მას შემოეხვივნენ გარს და ათასი კითხვა
მიაყარეს, თორნიკემ თავი დაუქნია მეგობარს მადლობის ნიშნად და საჭეს მიუჯდა, მანქანა დაქოქა და უკუ სვლით გაიყვანა ეზოდან
-საიდან გაიგეს, როგორ გაიგეს, ამის დედაც-იყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და მარიამს შეხედა სულ ერთი წამით, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ საბოლოოდ განადგურებულიყო მასთან ერთად, რადგან მარიამი სრულიად ცარიელი, უგრძნობი და უემოციო იყო იმ
მომენტში, თორნიკემ მანქანა გადააყენა რადგან იმდენად განერვიულდა მარიამის შემხედვარე რომ ხელები აუკანკალდა ბრაზისა და მრისხანებისგან, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა -მარიამ-შეეხმიანა გოგონას რომელიც ჯერ კიდევ უმოძრაოდ და უემოციოᲓ იჯდა ერთ წერტილს მიშტერებული -მარიამ-შეეხმიანა კიდევ თორნიკე და რეაქცია რომ არ ჰქონდა გათიშულ გოგონას, ნიკაპზე ფრთხილას მოკიდა ხელი და თავი თავისკენ მიატრიალებინა -ნუ გეშინია-უთხრა ჩავარდნილი ხმით და ხმა ჩაუწყდა როცა მარიამს თვალები აუწყლიანდა -გთხოვ-შეეხვეწა თორნიკე და იმის მიუახედავად რომ მარიამი მთელი ძალით შეეწინააღმდეგა მოწოლილ ცრემლებს მაინც გადმოუცურდა გაფირებულ ღაწვებზე თითო წვეთი ცრემლი, თორნიკემ ტუჩებშორის მოიქცია სიგარეტის ღერი და ცივი თითებით მოაშორა მის სახეს ტკივილის ცრემლები, მარიამი არეული თვალებით უყურებდა და ფაქტიურად არაფერი ესმოდა რას ეუბნებოდა ახლა თორნიკე -ეს არაფერს ცვლის-უთხრა მოულოდნელად თორნიკემ როცა მარიამმა ისევ საქარე მინას გაუშტერა თვალი
-ახლა უფრო მეტმა ადამიანმა იცის ჩემი დანაშაულის შესახებ-შეხედა ღიმილით სახე ალეწილ ბიჭს და უმაც ცრემლები გადმოსცვივდა
-მარიამ მნიშვნელობა არ აქვს რას იფიქრებენ სხვები-უთხრა ჩავარდნილი ხმით
თორნიკემ -მთავარია რომ მე... უფრო სწორად შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს შენი გვჯერა
-ჰო მაგრამ ეს ძალიან რთულია-უთხრა ცრემლიანი თვალებით გოგონამ
-ვიცი რომ რთულია, შენი კარგად მესმის... მაგრამ თავს უნდა მოერიო
-ყველაზე საშინელება იცი რა არის?-გახედა თორნიკეს და მის პროფილზე მიეყინა ჩამუქებული მწვანე სფეროები, ბიჭმა იგრძნო მისი დაჟინებული მზერა და მაშინვე მისკენ მიატრიალა თავი, მათი არეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა და კარგა ხანს უყურებდნენ ერთმანეთს Მწვანე ჩამქრალ სფეროებში -შენ და ჩემს ახლობლებს კი გჯერათ ჩემი, მაგრამ მე ვერასდროს ვერ შევძლებ დავამტკიცო ჩემი სიმართლე... და მთელი ცხოვრება ვალდებულები იქნებით რომ მხოლოდ ჩემს სიტყვებს ენდოთ... ეს კი ძალიან რთულია
-ამაზე ნუ ფიქრობ, მთავარია რომ შენი
გვჯერა-უთხრა თორნიკემ და მეორე ღერს მოუკიდა Ათრთოლებული თითებით
-რატომ გჯერა ჩემი?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე მარიამმა და მზერა აარიდა მის ამღვრეულ თვალებს
-უბრალოდ მჯერა-უთხრა მშვიდი ტონით და მარიამის პროფილზე მიეყინა ცივი მზერა
-მადლობა-უთხრა მარიამმ მომღიმარი სახით ისე რომ მისკენ არ გაუხედია და ტელეფონის ზარის ხმამ შეაკრთო, უცხო ნიმერი რომ დაეწერა ეკრანზე დაფიქრდა, ეპასუხა თუ არა ბოლოს მაინც უპასუხა და მაშინვე სახე წაეშალა, ტელეფონი გათიშა და ქურთუკის ჯინეში შეინახა, თორნიკეს ინტერესი კლავდა თუ ვინ დაურეკა და რა უთხრა მაგრამ ვერ გაბედა კითხვების დასმა ამიტომ მანქანა დაქოქა და საბურავების ღრჭიალით ადგილს მოწყვიტა
-ღმერთო აღარ შემიძლია-აღმოხდა მოულოდნელად მარიამს და ცერემლები მოეძალა
-რა მოხდა-დაᲘზაბა თორნიკე და მას გახედა
-დავიღალე ძალიან დავიღე, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა, ნუთუ არასდროს
დასრულდება ეს საშინელება-ატირდა მიულოდნელად
-მარიამ?-კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა სახე წაშლილ გოგონას რომლის ტელეფონმა ისევ დარეკა -ჟურნალისტები გირეკავენ?-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით
-არ ვიცი-უთხრა მარიამმა და ატირდა, ვეღარ გაᲣძლო ამდენ ემოცია, ამდენ კითვას, ამდენ ეჭვებს, სახეზე ხელები აიფარა და ჩუმად ატირდა, არ უნდოდა თორნიკეს მისი ცრემლები ენახა მაგრამ თავს ვეღარ მოერია, თორნიკემაც არაფერი უთხრა, უფრო სწორად ვერაფერი უთხრა, სათქმელი არაფერი ჰქონდა, ვერაფრით დაამშვიდებდა იცოდა ეს, სწორედ ამიტომ გაჩუმდა და დროებით მარტო დატოვა საკუთარ ტკივილთან, რადგან ამ წამს მას არაფერი შეეძლო მარიამისთვის რომ გაეკეთებინა...მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო მარიამის ამ მდგომარეობაში ყოფნას და მანქანა ისევ გადააყენა, გააჩერა და სახიდან ხელები ჩამოაღებინა ტირილისგან თვალებ დასიებულ გოგონას
-გეყოფა თავს ნუ იტანჯავ-უთხრა მშვიდი
ტონით -Მე შენი მჯერა, იმიტომ მჯერა რომ შენს თვალებში ვხედავ ამ სიმართლეს... და თუ ვინმე არ დაგიჯერებს... ვერ გაგიგებს და დაგადანაშაულებს უბრალოდ გაიღიმე და გაიხსენე ჩემი სიტყვები, რომ უდანაშაულო დამნაშავეებიც არსებობენ ამ ქვეყნაზე და შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ-მარიამმა ცრემლები მოიწმინდა და თორნიკეს Არეულ თვალებს მზერა აარიდა
-თორნიკე-დაიჩურჩილა ისე რომ მისკენ არ
გაუხედია -რა კარგია რომ არსებობ-უთხრა მშვიდი ტონით-ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ბევრს ნიშნავს შემთვის ის, რომ შენ... სრულიად უცნობმა დამიჯერე და დღემდე გჯერა ჩემი-თორნიკეს გაეღიმა და უნებურად ცივი თითები შეახო მის სახეს, მარიამმ მისკენ მიიხედა გაოცებული სახით, თორნიკემ მაშინვე უკან წაიღო ხელი და მანქანა დაქოქა მომღიმარი სახით. წავკისში რომ მივიდნენ და სახლში შევიდნენ მარიამს თვალში ისევ თორნიკეს დის ნახატები მოხვდა და უცნაური შეგრძნება დაეუფლა, იმდენად უცნაური რომ თავისი ტკივილი და პრობლემები სულ დაავიწყდა
-თორნიკე არ გიჭის ამ ნახატების ყურება?-ჰკითხა უკან მდგომ ბიჭს და მისკენ მიტრიალდა
-ახლა უკევე აღარ-უთხრა მომღიმარი სახით Ბიჭმა და მარიამიდან მზერა ნახატებზე გადაიტანა
-როგორ შეგიძლია უყურო ამ ნახატებს და არ გტკიოდეს-ჰკითხა დაძაბული ტონით და თვალებში ჩააცქერდა დაბნეული გოგონა
-მტკივა-უთხრა თორნიკემ და თავადაც თვალებში ჩააცქერდა -ძალიან მტკივა... მაგრამ ამ მახატების ჩამოხსნით და დამალვით სიმართლე არ შეიცვლება მარიამ-უთხრა მშვიდი ტონით -არც ტკივილი განელდება და მითუმეტეს ჩემი და არ დამავიწყდება
-არა ამას არ ვგულისხმობდი-დაიბნა
მარიამი -უბრალოდ როცა ყურებ... როცა ხედავ მის ნახატებს, როცა გახსენდება რა ბედნიერი იყო როცა ხატავდა, როცა გჩუქნიდა...მერე გახსენდება როგო წაგართვა ცხოვრებამ... ეს ხომ ძალიან რთულია
-ფიქრობ რომ ამ ნახატების ყურებით თავს ვიტანჯავ?-ჩაეკითხა თორნიკე დაბნეულ გოგონას
-უბრალოდ მინდა გავიგო როგორ პოულობ ძალას საკუთარ თავში რომ ამ ნახატეს ყურებისას მოწოლილ ემოციებს გაუმკლავდე
-მარიამ-გაეღიმა თორნიკეს და გვერდი აუქცია გოგონას -ეს ნახატები მხოლოდ ბედნიერ წითებთან ასოცირდება... იმ დროს როცა ამას ხატავდა თათია ძალიან ბედნიერი იყო... მეც ბედნიერი ვიყავი... დედაც... ბებოც... როცა გვჩუქნიდა თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა ხოლმე... ხოდა როცა ამ ნახატებს ვუყურებ მის თვალბს ვხედავ ხოლმე... მის ბედნიერებისგან გაბრწყინებულ თვალებს, ის ავარიაში მოყვა ძალიან მძიმედ იყო... რამდენიმე დღის მერე საავადმყოფოში გული გაუჩერდა... ეს საშინელება იყო... მაგრამ -თორნიკე მისკენ შეტრიალდა -გააჩნია შენ, ადამიანი რას როგორ დაინახავ, როგორ აღიქვამ და გადააფასებ მერე ცხოვრებას, მე არ ვფიქრობ რომ ის მოკვდა, რომ ის აღარაა, მე ვფიქრობ რომ ის უბრალოდ ამ ქვეყნიდან წავიდა, რომ ის ზემოდან გვიყურებს და რომ ოდესმე მე მას ვნახავ...
-ჰო მაგრამ ეს ძალიან რთულია... ძალიან ძლიერი უნდა იყო ეს რომ შეძლო
-უნდა შეძლო მარიამ! უნდა შეძლო! წინააღმდეგ შემთხვევაში შეიშლები... ყველა პრობლემიდან გამოსავალი უნდა იპოვო... გზა თავად უნდა იპოვო...
მე თუ ვიფიქრებბრომ ის მოკვდა, რომ ის Აღარაა, რომ მე ის ცივ მიწას მივაბარე... შევიშლები გესმის? ამიტომ სხვაგვარად ვფიქრობ, სხვა რამეზე ვფიქრობ, სხვაგვარად ვუყურებ ამ საშინელებას და ასე უფრო მიადვილდება ცხოვრება, ასე უფრო მშვიდად ვარ, ასე უფრო ვეგუები უიმისობას... შენს ასე უნდა იყო მარიამ, შენს პრობლემას სხვა თვალით უნდა შეხედო, ასე უფრო გაგიადვილდება...ამ პრობლემამ სხვა კუთხით დაგანახა საკუთარი თავი, ახლობლები, ახლა იცი ვინ გენდობა ვინ არა, ახლა იცი რამდენის ატანა შეგიძლია...
-თორნიკე-გაოცდა მარიამი მისი
სიტყვებით -მართლა ძალიან კარგი ადამინი ხარ და კარგია რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი-უთხრა მომღიმარი სახით
-ხედავ? ამ პრობლემის მიუხედავად რაღაც კარგი მოხდა ერთმანეთი გავიცანით-გაᲣღიმა და სამზარეულოში შევიდა -ლაშა რომ არა ეს არასდროს მოხდებოდა-უთხრა სიცილით
-ჰო ეგ იდიოტი რომ არა შენ ნამდვილად არ გაგიცნობი, არც ირაკლის არც გურამს...-მიაყოლა მარიამმა და ხასიათი გაუᲤუჭა მაშინვე ბიჭს
-Ნუ ეძებ ყველაფერში ცუდს-თვალებში ჩააცქერდა მომღიმარ გოგონას -აი მე მაგალითად ლაშასი მადლობელი ვარ შენი თავი რომ გამაცნო-უთხრა გამომწვევი ტონით
-რამე დასალევს არ შემომთავაზებ?-სიტყვა ბანზე აუგდო და განზრახ ჯიუტად მიაჩერდა ამღვრეულ თვალებში
-ჩაი თუ ყავა?-ჰკითხა უკმაყოფილო ტონით თორნიკემ და კარადას მიუახლოვდა
-თეთრი ღვინო-უთხრა მარიამმა და როცა თორნიკე მისკენ ჭიქებით და ღვინის ბოთლით შეტრიალდა გაეღიმა, თორნიკემ ღვინო ჭიქებში დაასხა და გაუწოდა, მარიამმა გამოართვა და მაშინვე მოიყუდა
-დათვრები-უთხრა თორნიკემ გამომწვევი ტონით და ჭიქა შეუვსო
-ერთ ჭიქიანი არ გეგონო-გაუცინა გოგონამ და მეორე ჭიქა ნახევრამდე დალია, თან ისევ თათიას ნახატებს მიაჩერდა, თორნიკემ ჭიქა მოიყიდა და ისე დაცალა რომ მარიამის სახისთვის თვალი არ მოუშორებია -ამ გოგონასი ძალიამ მშურს-თქვა მოულოდნელად, ერთ ერთ ნახატს მიუახლოვდა და ახედა სევდიანი თვალებით -რა ბედნიერია ეს გოგონა-თქვა თავისᲕის და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, ამ დროს კეფა აეწვა, იგრძნო რომ თორნიკე ნახატს კი არა მას უყურებდა და რაღაც სასიამოვნო გიჟურმა გრძნობამ დაურბინა სხეულში -შეხედე-დააიგნორა ბოლომდე ბიჭის გამომწვევი, დაჟინებული მზერა რომელიც უკვე მესამე ჭიქას ღვინოს ცლიდა და საუბარი განაგრძო -ქარი ქერა თმას უწეწავს... ქუდს ართმევს თავიდა, მას ხელით უჭირავს... მეორე ხელში გვირილების პატარა კონა უჭერია და ცაში იყურება, ისეთი ბედნიერია, ისეთი აღფრთოვანებული... მხოლოდ იმიტომ რომ მზე ანათებს... ცაში ჩიტები დაფრინავენ და ქარი ქრის და მინდორშია Ათას გვირილასთან ერთად ის ბედნიერია...მისთვის გათენებული ერთი დღეც კი ბედნიერების მიზეზია
-მარიამ-თორნიკე მოუახლოვდა აღფრთოვანებულ გოგონას და მის პროფილს
მიაჩერდა -თათიამ ამ ნახატს ,,ათასი გვირილა" დაარქვა-უთხრა არეული ხმით და გაოცებული მარიამი ბიჭს მიაჩერდა
-ათასი გვირილა-გაიმეორა გოგონამ და თორნიკეს თვალებიდან მზერა ისევ ნახატზე გადაიტანა
-ბედნიერების ჩვენს გვერდითაა მთავარია დავინახოთ იისო, ამ ფრაზას იძახდა ხოლმე ხშირად... თათია-თქვა თორნიკემ ჩურჩულით და ნახატს მიაჩერდა -ბენიერბა წვრილმანებშიაო-ამ აზრს ემხრობოდა და იმასაც ამბობდა... ბედნიერება რომ შეიგრძნო ამასაც ნიჭი უნდაო, როგორც სიყვარულსო
-მეც ასე მგონია-თქვა მარიამმა და ჭიქა
დაცალა-ზოგი სულ ბედნიერების ძიებაში, ჰგონია იპოვის, არადა სინამდვილეში ბედნიერება ჩვენს გბერდითაა და მას მხოლოდ დანახვა უნდა-თქვა არეული ხმით და გარეთ გავიდა , სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა, თორნიკეც გავიდა და მის წინ დადგა, ისე ახლოს რომ ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრᲥვია გოგონას, თან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, მარიამი თვალებში ჩააცქერდა და განზრახ, ჯიუტად მიდევ უფრო მიუახლოვა სახე თავგზააბნეულ ბიჭს რომელიც მისმა სიახლოვემ მაშინვე გააბრუა
-მარიამ-ღმოხდა თორნიკეს მისი სახელი და უნებურად ცივი თითები შეახო მის სახეს, გოგონას გაეღიმა, იგრძნო წაᲛში როგორ დააკარგვინა თავი თორნიკეს და ირონიულად გაეღიმა, თორნიკემ დაიჭირა მისი ესირონია და მაშინვე
გაღიზიანდა -მარიამ-უთხრა არეული ხმით და ხელი მის სახეს მოაშორა
-რაა?-ჰკითხა გულუბყვილო ტონით და თორნიკეს ალეწილი სახის შემხედვარეს გაეცინა
-გრძნობ არა? რომ ჩემზე საშინლად მოქმედებ-უთხრა გამომწვევი ტონით და სახეზე მიაჩერდა
-შეიძლება ასეც ითქვას -დაეთანხმა გოგონა
-და მთელი ეს დრო ამიტომ ცდილობ თავი ამარიდო არა?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით თორნიკემ
-ჩვენ მხოლოდ საქმე გვაკავშირებს-მხრები
აიჩეჩა -მეტი არაფერი
-და თუ მეტს მოვისურვებ ამ შემთხვევაში რა მოხდება?-ჰკითხა არეული ხმით და ჩაწილებული თვალებით ჩააცქერდა ჩამუქებულ მწვანე სფეროებში
-მეტი აღარ დალიო -უთხრა მოულოდნელად და სიგარეტის ლურჯი კვამლი მისი სახისკენ გაუშვა, თორნიკე ძალიან გააღიზიანა მისმა ქცევამ და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი ეზოში მოისროლა
-მარიამ მოგწონს, არა ჩემი წვალება?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით
-წვალება?-გაოცდა მარიამი და სიცილი აუტყდა
-მარიამ მაბრაზებ-გაეღიმა თორნიკეს
-ღმერთო ჩემო ყველა არანორმალური მე რატო უნდა გადამეყაროს-მაღლა აიხედა სიცილით-ოდესმე თუ გიცდია საერთოდ საქმის გარდა ჩემთან სხვა ურთიერთობის ჩამოყალიბება?
-ახლა რომ ვცადო?-ჰკითხა გამომწვევი ტონით
-ეს ისე გითხარი-დაიბნა მარიამი-უბრალოდ...
-მარიამ-თქვა თორნიკემ ჩავარდნილი ხმით მისი სახელი და მოულოდნელად წელზე შემოხვია ხელები და სხეულზე მიიკრო დაბნეული გოგონა
-თორნიკე-აღმოხდა მარიამს და ხმა ჩაუწყდა იმდენად მოულოდნელი იყო მისი ქცევა გოგონასთვის
-Მარიამ მინდა შენთან ახლოს ყოფნის უფლება მომცე-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და იგრძნო როგორ აუჩქარდა გულისცემა მარიამს
-თორნიკე მე
-გთხოვ არაფერი თქვა-უთხრა ჩურჩულით და ცხვირის წვერით შეეხო მის შუბლს
-არ გინდა გთხოვ-შეეხვეწა მარიამი როცა თორნიკე თვალებში ჩააცქერდა და შემდეგ კი ცივი მზერა მის ტუჩბზე შეაჩერა მაგრამ იმდენად იყო თორნიკე მისი სიახლოვით გაბრუებული Და არეული რომ თავი დაკარგა და მისი ტუჩების შეხება სცადა, მაგრამ გოგონამ ცივი თითები მიადო მის ტუჩებს და კოცნის უფლება არ მისცა, თორნიკეს ისეთი შეგრძნება დაეუფლა თᲘთქოს ცივი წყალი გადაასხესო, ადგილზე გაიყინა, ვარაფერი თქვა და ვერაფერი მოახერხა დაბნეულობისა და იმდგაცრუებისგან სახე წაშლილმა -თორნიკე-შეეხმიანა მარიამი რადგან თორნიკე გაირინდა, მართალია Მარიამს თვალებში უყურებდა მაგრამ ვერაფერს ხედავდა, ვერაფეს ამჩნევდა... ახლა ამ წუთებში ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს
დაიკარგა... -თორნიკე უნდა წავიდე -დაიჩურჩულა გოგონმ მისი ხელებიდან თავი დაიხსნა და წავიდა



№1  offline მოდერი ნეაკო

პატარა თავებს ვდებ რადგან მეტს ვერ ვახერხებ და ვფიქრობ რომ ამის გამო ხდება ეს.
რაც შეეხება ამ ისტორიას არ მიკვირს მსგავსი რეაქციები, რადგან ჩემი ყველა სიტორია რაღაც მიზეზით იმსახურებს უკმაყოფილებას, მაგრამ აი როგორ აგიხსნათ, (მე მომწონს იმას რასაც ვწერ, ანუ მინდა რომ ეს დავწერო, თავში მხოლოდ ეს სიტორია მიტრიალებს ამ ეტაპზე).
ჩემს ტირანს რაც შეეხება მისგამო ბევრი გადავიტანე :D და ახლა სიმშვიდე მჭირდება რომ მოვიფიქრო როგორ მოვარჯულო :D რაც შეეხება კახას შეხედულებებს- სანდროსთან მსგავსი რამ რომ დავუშვა შეიძლება საიტიც დამატოვებინონ :D
ეს სიტორიაც იმიტომაა ასეთი, რომ ამის მიზეზი არსებობს... რადგან წინა ისტორიებსმა პრობლემები შემიქნა... ჰოდა ახლა სხვაგვარად ვწერ... სხვაგვარად მიწევს... წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვეღარ დავწერო საერთოდ ( ამიტომაც ასე მოხდა)

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

არ ვიცი წინა მოთხრობების გარჩევა რატომ არის აქ მაგრამ მე არც ის მაწუხებს არც ის უბრალოდ ამ ეტაპზე ეს მოთხრობა მაინტერესებს და მინდა მალე გაირკვეს ყველაფერი

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

არ ვიცი წინა მოთხრობების გარჩევა რატომ არის აქ მაგრამ მე არც ის მაწუხებს არც ის უბრალოდ ამ ეტაპზე ეს მოთხრობა მაინტერესებს და მინდა მალე გაირკვეს ყველაფერი

მიხარია რომ მოგეწონათ ეს ისტორია.რაც შეეხება წინა ისტორიას აქ, იმიტომ გრძელდება მისი განხილვა, რომ მკითხველის სურვილის შესაბამისად მისი გაგრძელება გადავწყვიტე

 


№4 სტუმარი ეკა

ძაან მაგარია... ❤ მარიამი მსხვერპლია ამ შემთხვევაში, მაგრამ მალე გამოსწორდება ეს ყველაფერი ♥ ლაშაც მეცოდება რაღაცნაირად და თორნიკეც... ორივე იბრძვის მსხვერპლის გადასარჩენად ❤ ზუსტად აღწერთ დღევანდელ რეალობას. წარმატებებიი ❤❤❤

 


№5  offline მოდერი ნეაკო

მადლობა გამოხმაურებისთვის, მიხარია რომ მოგეწონათ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent