თანახმა ხარ?(8)
*** -ამჯერად სპეციალურად დაუმიზნე კომენდანტს-დაჩიმ პიცა გამოართვა, შიგნით შეუშვა და კარი დაკეტა-სულ სველი გაქ პალტო, ფეხით მოხვედი? -არა, საშინელი ამინდია გარეთ. -გაიხადე და რამე გადასაფერებელს მოგიტან-მაგიდაზე დადო პიცა, საძინებელში გავიდა, პლედი გა მოუტანა და ჩაის ადუღება დაიწყო. -როგორ ხარ? -მე კარგად. შენ?-გვერდით მიუჯდა სავარძელზე. -ველაპარაკე დიმიტრის. ყველაფერი დამიდასტურა, როგორც ველოდი.. კარგი არ ველოდი. მერე ვაჟასაც, თათასაც და ჩემებსაც ველაპარაკე . ბოლოს ვუთხარი რო გერმანიაში მივდივარ ამ დღეებში. -და.. მიდიხარ? -არ ვიცი. წავიდე? -ადა-დაჩის გაეცინა და უცნაური მზერით შეხედა-ესე მალე არა-ადას გაუკვირდა, პირველად მიიღო მისგან პასუხი კითხვაზე. ცოტახანი გაოცებული უყურებდა-რა იყო? -როგორ მოხდა და მიპასუხე? კითხვაზე. არ ვიცის გარდა რამე სხვა პასუხით. -რჩევას გაძლევ. ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ისე უნდა მოიქცე, როგორც ვამბობ. ეხა შენ გარბიხარ, გერმანიაში არაფერი არ გეჩქარება. -შენ როდის მიდიხარ? -არ ამიღია ჯერ ბილეთი... გახსოვს პროექტზე რომ მითხარი, ვიცი ეხლა საუკეთსო დრო არ არის... -არა . ზუსტადაც, რომ პირიქით. მირჩევნია რამე სხვაზე გადავიტანო ყურადღება. საჭმელი გვაქვს, იმედია ყავაც გაქვს და შგიძლია დღეს ღამე დავწეროთ. ვიცი ერთი ორი საგრანტო კონკურსი ჯერ კიდევ რომ გვაქვს დრო. -ზეგამდე... მაქსიმუმ მაზეგ. -რა? ადა... მგონი არც შენ ხარ ბიზნესმენი და არც მე. -ხო, მაგრამ პროექტების წერა კარგად მეხერხება, ბოლო 4 წელი დიმიტრის და ვაჟას ვუყურებდი, სადილის დროსაც რომ მაგას აკეთებდნენ. დამიჯერე უმაგრესი გამოგივა. -ადა, ეს რომ გამომივიდეს, არ ვიცი შენს ვალში ვიქნები ალბათ სამუდამოდ. -არა, პირიქით. შენ რო არა, დედაშენის ბედს გავიზიარებდი. -აბა, რითი დავიწყოთ? -ესე იგი მადლობის თქმას ვცდილობ აქ და არ მაცლი? -არა-ორივესთვის გააკეთა ყავა, პიცისთვის თეფშები დადო მაგიდაზე და მუშაობა დაიწყეს. ღამის 9საათიდან დილის 6-მდე არ გაჩერებულან. -მემგონი ნახევარზე მეტი გავაკეთეთ. -არა, დაჩი.. მაქსიმუმ ნახევარი. მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი მოვასწარით. დანარჩენი.. მგონი გამოცდილ არქიტექტორს უნდა ვკითხოთ. ეს ძირითადად ბიუჯეტია, მაგრამ კიდე დაემატება, იმიტომ რომ ვერც ერთი ვერ ვერკვევით არქიტექტურაში. აშენება რა დაჯდება. -სხვათა შორის.. არის ერთი ადამიანი, რომელიც გადასარევად ერკვევა ამ ყველაფერში. -ვინ? -დედაჩემი. -მართლა? -კი. არქიტეტორია. -ვაუ...-ადას გუგები გაუფართოვდა-დედაშენის გაცნობა მინდა. -ხოდა შეიძლება გაიცნო. თუ ეს ყველაფერი გამოვა, წამით აღარ დავტოვებ იტალიაში. მოდი სკაიპით დავურეკოთ დღეს და დაგვეხმარება. -კარგი იდეაა. -წამო, ორი წუთი აივანზე მოვწევ და შემოვიდეთ-აივანზე გავიდნენ, გარეთ ყველაფერი თეთრად იყო შეღებილი. თბილისში ასეთი თოვლი კარგა ხანი არ ენახათ. ირგვლივ სიჩუმე იყო, ქუჩაში არავინ ჩანდა. ადა დიდ სტრესში იყო, მაგრამ დაჩის გვერდით თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა. -ერთი ღერი მომე მეც. -ადა-დაჩიმ ოდნავ გაღიზიანებულმა შეხედა. -რა? -არ ეწევი. -არ ვეწეოდი. არც ეხა ვეწევი ისე მინდა. -მიჩვევა იცის. -დაჩი. -კარგი, მეც არ მოვწევ მაშინ. -არა, მაგიტომ არ მითქვამს. -და საერთოდ დავანებებ თუ დამპირდები, რომ არ მიეკარები. -რატომ? -ადა, ბავშვი ხომ არ ხარ, რო აგიხსნა რატომ. -კარგი. დაანებე მაშინ. -სერიოზულად მეუბნები?-დაჩის გაეცინა. -კი. ხო გინდა რომ არ დავიწყო, შენთვისაც მავნებელია, ისევე როგორც ჩემთვის. -კარგი-გამომწვევად შეხედა, სიგარეტი კოლოფში დააბრუნა და ჯიბეში ჩაიდო. -და რა გარანტია მაქვს, რომ ჩუმად არ მოწევ? -იგივეს გკითხავდი, მაგრამ უნდა მენდო უბრალოდ. და იგივე მომიწევს მეც. -კარგი. დედაშენს როდის დავურეკოთ? -ეხლა ეძინება ალბათ ადა. -უი... ცოტახანში გათენდება. წავალ მაშინ. -და გამოუძინებელზე ტარება თან თოვლში მგონი არც ისე უსაფრთხოა. -აბა.. რა ვქნა? -კარგი ადა, გეგონება აქამდე არ დარჩენილხარ. -ხო, მაგრამ მაშინ.. შენი რძალი ვიყავი. -და ეხლა რადგან აღარ ხარ რა სირცხვილია? -რამე არ თქვან... პრინციპში აღარ მადარდებს. მაინც ძალიან მეძინება. -თუ გინდა მე გაგიყვან, ოღონდ საჭესთან მე დავჯდები. -არა.. მართალი ხარ. სახლშიც არ მინდა დიდად წასვლა. -აღიარე, რომ ისედაც დარჩენა გინდოდა, ნუ იპრანჭები-ორივეს გაეცინა. დაჩიმ ისევ გამოუცვალა თეთრეული საწოლზე, თავისთვის ძირს დაიგო ლეიბი და დასაძინებლად დაწვნენ. *** საღამოს ადა ისევ დაჩისთან უნდა მისულიყო, მაგრამ იქამდე ნინისთან წავიდა, დაბადების დღე ჰქონდა და წინა ღამიდან მოყოლებული აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ იმ დღესაც გააგრძელებდნენ. ზოგადად ადა არ სვამდა, მაგრამ როდესაც იქ დიმიტრი დაინახა, მაშინვე მოკიდა ლუდის ბოთს ხელი და ნახევარი ჩაცალა. -ვოუუ, ფრთხილად აბაშიძე-ალექსანდრემ გადაიხარხარა. -აი ეს მესმის, ადა ეგ ჩაცალე და ძაან მაგარს მოგიტან-ნინი უკვე მთვრალი იყო, არა უკვე არა, პახმელიიდან გამოდიოდა არყით. -მოდი ვითამაშოთ-ამ დროს ირმაც დაინახა, დიმიტრის გვერდით იდგა. ეგონა იმდენი ნამუსი მაინც ეყოფოდა, რომ მასთან ერთად ხალხში არ გამოჩენილიყო. რა მალე დავიწყებია ადას სიყვარული. დიმიტრი მის მხარესაც კი არ იხედებოდა, ჯერ კიდევ არავინ იცოდა მათი გაშორების ამბავი, მაგრამ ალბათ მიხვდებოდნენ, როდესაც დაინახავდნენ, ადა წამითაც რომ არ იყურებოდა მის მხარეს. ნინი იმდენად მთვრალი იყო, რომ არ უფიქრია რა მოხდებოდა ადა , დიმიტრი და ირმა ერთ სახლში რო შეეკრიბა დიდი ხნით-სიმართლე თუ მოქმედება-ნინის ინიციატივით დაიწყეს თამაში, რომელიც საკმაოდ ბავშვურად ეჩვენებოდათ, მაგრამ გართობა უნდოდათ. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიმართლე თუ მოქმედება, მათთან ლიმიტები არ არსებობდა. ყველაზე ელემენტარუი მოქმედება ისიც თუ გაგიმართლებდათ, ვინმესთან ზასაობა იყო, ყველაზე საშინელება... ჯობს არც იკითხოთ. სიმართლეს ბევრი არავინ ირჩევდა, მაგრამ ორი მოქმედების შემდეგ ყველას უწევდა. მესამე დატრიალებაზე ადას ირმა ამოუვიდა, ამ დროს საკმაოდ მთვრალი იყო. -მოქმედება-ირმა თვალებში ისე უყურებდა თითქოს არაფერი მომხდარიყო. -დიმიტრის აკოცე. -აი ნდობაც მესმიის-გიორგიმ ჩაიბურტყუნა. დიმიტრის უახლოესი მეგობარი იყო. თუმცა როგორც ჩანს მასაც არ ცოდნოდა მათი დაშორების ამბავი. -ადა-დიმიტრის გაეცინა, აფერისტობა სიყვარულზე უკეთ გამოსდიოდა. -აკოცე. მოქმედებაა, თუ არა და დალიე. -არ არის პრობლემა-ირმაც ურცხვად წამოდგა და დიმიტრისთან მივიდა, მაგრამ მან გაწია. -მე დავლევ-დიმიტრიმ ბოთლი აიღო და მთლიანად ჩაცალა. ადას ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ მისი საღამო ჯოჯოხეთად ექცია. შემდეგ დიმიტრის ადა ამოუვიდა. -სიმართლე თუ მოქმედება? -სიმართლე. ამ დროს დიმიტრიც საკმაოდ მთვრალი იყო. -ჩემთვის გიღალატია?-ოთახში სიცილი აუტყდათ, ადასგან არავინ არ მოელოდებოდა ღალატს. დიმიტრისგან განსხვავებით საკმაოდ კარგად იცნობდნენ. -კი. გიორგისთან. -რა?!-დიმიტრი სავარძლიდან წამოხტა და გიორგის ძებნა დაიწყო თვალებით. -ღადაობს.. ადა, რას მიკეთებ!-გიორგიმ უკან დაიხია. -ადა, სიმართლეს ამბობ? -ღადაობს დიმიტრი-ნინიც ანერვიულდა-ხო ღადაობ? -ხო-ადამ კიდევ ერთი ბოთლი გახსნა და ბოლომდე დალია. -რატო დალიე, არ მპასუხობ? -ისე დავლიე დიმიტრი. გიპასუხე უკვე. -კარგი ჩემი დატრიალებაა. იმედია ნინიზე გაჩერდება, მეც იგივე მინდა ვკითხო-ალექსანდრემ ბოთლი დაატრიალა, მაგრამ როგორც ჩანს ამ საღამოს დიმიტრის, ადას და ირმას გარდა არავის ეწერა თამაში. ამჯერად ირმა უსვამდა კითხვას ადას. -სიმართლე თუ მოქმედება? -სიმართლე. -ოო, კარგი რა ადააა. მოქმედება-ალექსანდრე ყურჩი ჩაჩხაოდა-მიდი მოქმედება უთხარი. -ალექს მოკეტე-ადამ გაღიზიანებული იყო და უხეშად მიახალა პასუხი. -როგორია დიმიტრი საწოლში?-ადა სახელზე სიბრაზისგან და სირცხვილისგან ერთდროულად გაწითლდა, რადგან ქორწილამდე იცდიდნენ და რეალური პასუხი არ ჰქონდა. ბოთლი ხელში ისე ეკავა, ცოტაც და გადაატეხავდა. ირმა სპეციალურად აღიზიანებდა, იცოდა, რომ ადა ხალხში არაფერს ეტყოდა. -ეგ შენ მითხარი-ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, ვერ ხვდებოდნენ ადა უკვე ხუმრობდა თუ რამე ხდებოდა. სახეზე ფერი დაკარგა, სულ თეთრი იყო. -კარგი, მგონი გეყოფა-დიმიტრი მივიდა, უნდოდა გარეთ გაეყვანა უკეთ რომ გამხდარიყო, მაგრამ ადამ მოიცილა თავიდან. -კომენდანტი იწყება მალე.. უნდა წავიდე. -სად უნდა წახვიდე ესე?-ნინი მივარდა. -სახლში. არ ვარ ეგეთი... მთვრალიც-არადა ფეხზე ძლვის იდგა. -ვაიმე, დიმიტრი გამოართვი გასაღები მგონი სულ გააფრინა შენმა სატრფომ-ცოტაც და ალექსანდრეს ენას ამოადღლიზავდა. გადასარევად იცოდა, რომ ადა და დიმიტრი გაცილებულები იყვნენ, მაგრამ მაინც ცეცხლზე ნავთს ასხამდა. -რა თქვი?-ადა ახლა ალექსანდრეს მიუტრიალდა. -რა გჭირს ადა.. ვიხუმრე. -ტაქსით მივდივარ. -მე გაგიყვან-დიმიტრი არ მოეშვა. მაშინ ცოტა ახლოს მივიდა და ყურჩი ჩასჩურჩულა. -თუ არ გინდა რომ შენი იაფფასიანი საყვარელივით სცენები მოვაწყო, გამეცალე-შემდეგ გვერდი აუარა და გარეთ გავიდა. 8 საათი იყო, ტაქსები აღარ დადიოდა. ამ დროს დაჩიმ დაურეკა. -ადა სად ხარ? -ა...ნინისთან.. ტაქსს ველოდები. -რა გჭირს -არაფერი.. ცოტა დავლიე. -გარეთ ხარ? -ხო... მარა... მოიცადე ერთი წუთი.. თავბრუ მეხვევა-ადა ჩამოჯდა. -ვინმე არ არის მანდ ვისაც არ დაულევია? -კი შენი ძმა. -კარგი, მოვდივარ. დამელოდე. -რა..არა, მოვალ ჩემით. -არსად არ წახვიდე-დაჩიმ ყურმილი დაკიდა და 15 წუთში ნინის სახლთან იყო მანქანით. ადა სახლთან ტროტუარზე იჯდა და სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული. ამ დროს დიმიტრი გამოვიდა. -ადა, გაგიყვან სახლში. გეხვეწები ნუ მეჯიუტები უაზროდ. -შემეშვი... -ხო ხედავ ცუდად ხარ. დაჩი გადმოვიდა მანქანიდან და ადასთან მივიდა. -შენ რას აკეთებ აქ? -ადას მოვაკითხე. -არ ჭირდებოდა შენი მოკითხვა, მე წავიყვან. -გეყოფა!!-ადამ დაიღრიალა, ფეხზე ძლივს წამოდგა და დაჩის დაეყრდნო-შიგნით შენი მომავალი მეუღლე გელოდება, გირჩევნია იმას მიხედო. -ცოტა ბევრ დროს ხომ არ ატარებთ თქვენ ერთად? -ადა, წავედით-დიმიტრის უკვე მუშტი ჰქონდა შეკრული, ცოტაც და ისე ცემდა თავის ძმას, რომ ვაჟაც ვეღარ იცნობდა. -არსად არ წამოვა! -დიმიტრი, თუ ოდნავ მაინც გაქვს თავმოყვარეობა მომცილდი. მომშორდი. შემეშვი და დამანებე თავი! გავშორდით!!! რაც არ უნდა გააკეთო, დასანახად მეზიზღები!!! გაიგე? გული მერევა.. შენზეც და ჩემზეც. კიდევ ერთხელ შემხვდები სადმე.. ხმას გამცემ და გეფიცები მანქანით გადაგივლი დიმიტრი. ორჯერ-დაჩის გაჰყვა და მანქანაში ჩაჯდა. მხოლოდ მერე შეამჩნია, რომ ყვირილზე ნინი, ალექსანდრე, გიორგი და კიდე რამდენიმე მათი მეგობარი გამოსულიყო. იმდენად მთვრალი იყო, არ ადარდებდა გაიგეს თუ არა ყველაფერი. თუ გაიგეს კიდე უკეთესი, არაფრის ახსნა არ მოუწევდა. -ადა, ეს დალიე-დაჩიმ ბორჯომი მიაწოდა. -მე.. დავთვერი.. თუ შენ მანქანა იყიდე... -მეგობრისგან ვითხოვე. სახლში წაგიყვან. -არა.. არა.. პროექტი უნდა დავამთავროთ. -ადა,ესეთ მდგომარეობაში ვერაფერს ვერ დაამთავრებ. -მალე გამოვფხიზლდები.. ყავას ვიყიდი. მე შენ დაგპირდი.. და ამ პროექტს დავასრულებთ და არც შემეწინააღმდეგო. საშვს ავიღებ, მამაჩემს დავარეკინებ თავის მეგობართან. და როცა მოვრჩებით სახლში წავალ. -ადა, რატომ დალიე ამდენი? -გეხვეწები.. ოღონდ ლექციების გარეშე... -არა, რა ლექციები. დიმიტრის გამო დალიე? -დიმიტრის გამო თითსაც არ გავარყევ.... ირმა იყო იქ. -რა? -ხო.. არ ვიცი დიმიტრიმ მოიყვანა, თუ ნინიმ დაპატიჟა, მაგრამ .. -რა მაგრამ? -არაფერი.. -ადა, მითხარი. -საშინელებები მითხრა..ა რ მინდა ამაზე-ბორჯომი გახსნა და დალევა დაიწყო-მოკლედ.. ამ კვირაში შენ ჩემი მოვლის გარდა, მგონი არაფერი გიკეთებია. -სამაგიეროდ პროექტის დაწერაში ვინ მეხმარება? -დაჩი, მაპატიე... -გეყოფა, თორე მანქანიდან გადაგსვამ. სვი შენი ბორჯომი. უბრალოდ... მეორედ დალევა რო მოგინდება, უკეთესი ადგილი აირჩიე. -საშინელებები ვილაპარაკე... ხვალ ყველას ეცოდინება რომ.. -ხვალ არავის ემახსოვრება რო საერთოდ მანდ იყავი იმდენს დალევენ. დამიჯერე. დანარჩენი დიმიტრის პრობლემებია. მოვედით-მანქანიდან გადმოიყვანა-თავბრუ გეხვევა? -არა... -შეძლებ შენით ამოსვლას? -კი. სახლში ავიდნენ, ყავა დალიეს და ადა მალევე გამოფხიზლდა. ცოტახანში დაჩის დედასთვის უნდა დაერეკათ. -დაჩი.. ძაან მეტყობა რომ ნასვამი ვარ? -რა იყო? -არ მინდა დედაშენს ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება ჰქონდეს. -არ დარჩება. -დაჩი. -არა , არ გეტყობა... ნუ თუ გინდა მაკიაჟი მოიცილე. -კარგი, აბაზანაში შევალ. ადა აბაზანაში გავიდა და ამ დროს დაჩის დედამაც დარეკა. -დაჩიი, აბა როგორ ხართ?... სად არის ადა? -აბაზანაშია, მოვა ეხლა. -კომენდანტი არ იწყება მანდ? -კი, საშვი აქვს და გვიან წავა მერე. -გამარჯობა, ქალბატონო ელისაბედ-ადა დაჩის გვერდით მიუჯდა. დაჩიმ გაკვირვებულმა შეხედა, 2 წუთის წინ ნამტირალევი სახე ჰქონდა, ახლა ყურებამდე იღიმოდა-როგორ ბრძანდებით? -რა ქალბატონო ადა, ელისაბედი დამიძახე. შენ როგორ ხარ? -მადლობთ. კარგად. -ხო გითხარი ზედმეტად თავაზიანია თქო. ერთი კვირა თ ებით მელაპარაკა. -ჩემზე ლაპარაკობდით? -მე ვკითხე-ელისაბედმა გააწყვეტინა-ძალიან მაინტერესებდა როგორი იყო.. -თქვენი შვილის სატრფო-ადამ წინადადება დაასრულა, რადგან მიხვდა ელისაბედს ეუხერხულა დიმიტრიზე ლაპარაკი. იმასაც მიხვდა რომ დაჩიმ მოუყვა ყველაფერი, მაგრამ საერთოდ არ წყენია-მაგრამ იმედია მომხდარი ამბები არ შეგვიშლის ხელს. მე და დაჩი ძალიან დავმეგობრდით. სიმართლე გითხრათ, უნდა იამაყოთ ისეთი შვილი აღზარდეთ. დარწმუნებული ვარ ჩემი თქმაც არ გჭირდებათ.. ალბათ ამაყობთ... -ადა დამშვიდდი-დაჩი მიხვდა რომ ნერვიულობდა, მხარზე ხელი დაადო და ისევ დედამისს მიუბრუნდა-მოკლედ... 2 საათი არჩევდნენ დეტალებს და ბოლოს ძლივს დაასრულეს მშენებლობის საკითხებზე ბჭობა. როგროც იქნა პროექტიც დამთავრებული იყო და დედლაინამდე 10 წუთით ადრე გააგზავნეს. შემდეგ მეორე საგრანტო კონკურსზეც იმავე პროექტი გააგზავნეს. -მამაჩემს დავურეკავ საშვს ავიღებ. -მოიცადე..-დაჩიმ გააჩერა-ცოტახანი არ გინდა ვილაპარაკოთ? -რაზე. -ადა, უსამართლობაა, ჩემზე ყველაფერი იცი და ხშირად გვილაპარაკია. 2 დღეა ჩემ პროექტზე მუშაობ, როდესაც ვიცი რო ცუდად ხარ. -არაფერია აქ სალაპარაკო. პირველად ვგრძნობ თავს ესე კარგად. -იცი რაც გვაქვს სალაპარაკო. რა გადაწყვიტე წასვლაზე? -არაფერი. არაფერზე ფიქრი არ მინდა და დაჩი.. და მუშაობა მეხმარება. შენ მეხმარები. ერთადერთი ხარ ვინც არ მთხოვს, რომ დიმიტრიზე ვისაუბრო. როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, როდესაც შენი ძმაა.. მგონი კიდე არ გამოვფხიზლებულვარ... თავი მისკდება. -კიდე ნასვამი ხარ? -ხო მგონი.. -კარგი, რადგან მაგაზე არ მპასუხობ. მე ხო გითხარი რა შთაბეჭდილებაც დამრჩა შენზე, პირველად რომ გნახე. შენ არ გითქვამს. -როგორ არა.. გითხარი. -არა, შენ მითარი დიმიტრის მონაყოლის შემდეგ რა შთაბეჭდილებაც დაგრჩა ჩემზე-მოულოდნელად დაჩისთვის იქცა ადა სრულიად ამოუცნობ ობიექტად. ახლა მას აინტერესებდა ყველაფერი რასაც ადა ფიქრობდა. -არ ვიცი.. ეხლა ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს... ჯერ ვიფიქრე... რა სიმპატიური დიმიტრის უფრო ახალგაზრდა ვერსიაა თქო. -დიმიტრი რო არ გეხსენებინა მესიამოვნებოდა-დაჩი ოდნავ გაღიზიანდა, მაგრამ ადას გაეცინა მის რეაქციაზე. -დიმიტრი სიმპატიური არაა. ეხლა უკეთ გრძნობ თავს? -არა, მთვრალი ხარ და არ ვიცი სიმართლეს ამბობ თუ არა. -კარგი... რაც გინდა მკითხე.. დღეს ისეთი სისულელეები ვილაპარაკე.. უარესს ნაღდად ვეღარ ვიტყვი. -მაშინ წესიერად მითხარი, რა შთაბეჭდილება დაგრჩა.. ან გაქვს საერთოდ. ადას დაჩის კითხვები საკმაოდ უცნაურად ეჩვენებოდა. -არ ვიცი. ჩემთვის.. ამჟამად ყველაზე ამოუცნობი ადამიანი ხარ. რაც არ უნდა გკითხო, ვერ ვიღებ წესიერ პასუხს. ვინ ხარ... ან მეგობრები.. არავის არ ვიცნობ შენსას... არც შენი წარსული ვიცი, არც აწმყო.. და მითუმეტეს მომავალი. შენ ყველაფერი იცი. -არ ვიცი. -როგორ არა, იცი რომ დიმიტრის გავშორდი, იცი ვინ არიან ჩემი მეგობრები, იცი რომ ღამ-ღამობით ადამიანებს კომენდანტის საათს ვესტუმრები ხოლმე და მერე უსახლკაროსავით ვეხვეწები რომ დამიტოვონ-დაჩის სიცილი აუტყდა. -ადა...-ძლივს გაჩერდა და სავარძლიდან წამოდგა, შემდეგ მისკენ მიტრიალდა-შენზე უკეთეს უსახლკაროს ვერ ვინატრებდი კომენდანტის საათს რომ მესტუმროს და დავიტოვო. -მადლობა..-ადასაც გაეცინა. -და მართლა, საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი და ყოფილი საქმრო, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იცნობ. არც შენ არ მიყვები ბევრს არაფერს შენ წარსულზე. -კარგი.. ესე მოვიქცეთ. სანამ წახვალ იტალიაში, ან მე გერმანიაში, ეს დრო გამოვიყენოთ რომ წესიერად გავიცნოთ ერთმანეთი. რა აზრის ხარ? - გაგვიჭირდება, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. -რატომ? -ადა, 4 დღეში მივფრინავ. -მაგრამ.. პროექტი? -პროექტზე პასუხს ხომ მინიმუმ ერთი კვირა მაინც უნდა.. -მაგრამ, აუცილებლად მიიღებ დაფინანსებას და დარჩები. დედაშენსაც ჩამოიყვან არა? -ადა, შენთითონ არ მიდიხარ გერმანიაში? -არა, არ ამიღია ბილეთი, თან 4 დღეში?-ადა განაწყენებული წამოდგა სავარძლიდან და ჩანთის ძებნა დაიწყო. -რას აკეთებ? -სახლში მივდივარ. -ადა, გეწყინა? -როგორ ფიქრობ?-ადას თვალები აუწყლიანდა-არ გინდოდა ჯერ გეთქვა მაინც რომ ბილეთს იღებდი? -ისედაც ხომ იცოდი.. ქორწილი გადადე... -ხო, მაგრამ უნდა გაგეფრხილებინე. კარგი, არ აქვს მნიშვნელობა. ბედნიერი მგზავრობა. -რა? არ მნახავ იქამდე? -კი...-ადა დაიბნა, ჩანთას ვერსად პოულობდა თან ნერვები ეშლებოდა დაჩის წასვლაზე და ვერ ხვდებოდა რატომ. -ადა, სად გეჩქარება? ვილაპარაკოთ ორი წუთი, რა დაგემართა? -უნდა წავიდე. -რატომ? -იმიტომ.. რომ.. უნდა წავიდე. -ესე არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, რომ მზად ხარ ესეთ მდგომარეობაში ნასვამი, სიცივეში, უმანქანოდ, ფეხით წახვიდე სახლში? -არა... არ მინდა რომ წახვიდე. -რატომ? -იმავე მიზეზით, რატომაც შენ ცდილობ გაიგო გერმანიაში ვბრუნდები თუ არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.