შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(7)


24-02-2021, 15:47
ავტორი sati
ნანახია 1 796

-ღამე მშვიდობის-გადაკოცნა და ჩქარი ნაბიჯებით სადარბაზოში შევიდა. კიდევ მორიგი იგავი, რომელზეც ადას დღეები უნდა ეფიქრა. თუმცა რეალური პასუხი ტივტივებდა ქვეცნობიერში და გადასარევად ხვდებოდა, რაც იგულისხმა დაჩიმ. ამ იგავის მთავარი აზრი დიმიტრისთან ურთიერთობის უაზრობა იყო. ამ საუბრის შემდეგ ადა დიმიტრისთან სალაპარაკოდ გაბრუნდა სახლში. ეჭვები ჰქონდა, რომელზეც მასთან აქამდე არ ულაპარაკია და იმედი ჰქონდა, რომ დიმიტრი დაეხმარებოდა. ეზოში უცხო მანქანა დახვდა. ფანჯარაში კი უცებ ვიღაც ქალი დაინახა, არა ვიღაც არა. ეს ირმა იყო. ადა შიგნით არც შესულა, ისე გაბრუნდა, სახლში წავიდა, ბარგი ჩაალაგა და იქაურობა დატოვა. მეორე დღეს ერთი სიტყვით, დიმიტრიმ ლამის მთელი შსს ჩართო საქმეში, რათა ადა ეპოვა. დაჩისაც მიაკითხა, სახეზე ფერი არ ედო.
-რა გითხრა ადამ გუშინ? ან რა უთხარი?
-რა უნდა მეთქვა, სახლში დამტოვა და წავიდა. რა იყო? სამსახურში მეჩქარება დიმ...
-ბარგი ჩაალაგა და სადღაც წავიდა.
-რ..ა?
-სად არის! იცი სად არის?!
-მე საიდან უნდა ვიცოდე, დამშვიდდი,დაჯექი. რას გავხარ, წყალს ..
-სად არის!! სად წავიდა.. ქორწილი გვაქვს 5 დღეში გესმის ეს რას ნიშნავს?
-დიმიტრი, არ ვიცი სად არის. საერთოდ არაფერი უთქვამს წასვლაზე. დღეს პირიქით შემომთავაზა პროექტი დავწეროთ მე შენ და დიმიტრიმო.
დიმიტრი ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-სადმე აქვს სახლი? სადაც შეიძლება წასულიყო.
-აქვს... მაგრამ გასაღები არ წაუღია არც ერთისო მშობლებმა. თვითონ თავისი არ აქვს. მანქანით არ წასულა,საერთოდ ქალაქგარეთაც გავიდა თუ არა არ ვიცი.
-და იქნება დაქალთან არის?
-არ არის. ტელეფონიც დატოვა. ადა ესე არ გაქრებოდა.
-მაშინ... ვინმემ...
-და ბარგი ჩაალაგებინა და ისე მოიტაცა?
-არ ვიცი, დიმიტრი. 48 საათში თუ არ გამოჩნდა მერე შეგილია ჩართო პოლიცია.
-მამა შსს ს მინისტრს ელაპარაკება. იქნებ რამე კამერებით ამოვაგდოთ ან არ ვიცი.. რატო წავიდა.
-მგონი ჯობია აცადო და იქნებ თვითონდ აბრუნდეს.
-აეროპორტებს აკონტროლებენ.. თუ პასპორტი დაფიქსირდა .. მაშინვე დარეკავენ და არ გაუშვებენ.
-არ გაუშვებენ? დიმიტრი, ადას უფლებაა წავა თუ არა ქვეყნიდან.
-არ არის, სანამ არ ამიხსნის რატო მიდის არ არის!! წავედი. თუ რამეს გაიგებ დამირეკე-დიმიტრი გიჟივით გავარდა.
***
დაჩი მთელი დღე ფიქრობდა, სად შეიძლებოდა გამქრალიყო. სამსახურშიც ნახევრად გათიშული იყო.
-აბელაშვილი, მოდი აქ-უფროსმა დაუძახა-ცუდად ხარ დღეს?
-არა..
-აბა სამმა მანქანამ ჩაგიარა უკვე გინებით. რა ხდება?
-ჩემი ახლობელი დაიკარგა.. და ვფიქრობ სად შეიძლება იყოს.
-ახლობელი.
-რძალი.
-რას ქვია დაიკარგა, პოლიციაში არ რეკავთ?
-არ გასულა 2 დღე ჯერ.
-მაშინ რა იცით რო დაიკარგა?
-ბარგი ჩაალაგა და წავიდა.
-ესე იგი შენი ძმა მიუტოვებია, არ დაკარგულა. კარგი თავისუფალი ხარ დღეს. ოჯახთან იყავი.
-მადლობა...-დაჩიმ გამოიცვალა და სახლისკენ დაეშვა ფეხით. სად შეიძლება ადა წასულიყო? თბილისში ნაღდად არ იქნებოდა. გადაწყვიტა რომელიმე მეგობრისთვის ეკითხა, უეჭველი ეცოდინებოდათ. ბოლო-ბოლო ისიც აბელაშვილი იყო, ერთი ძმაკაცი ჰყავდა, რომელიც კარგად იცნობდა ადას სასტავს და იმას თხოვა დაქალების ნომრები. შემდეგ ნინისთან მივიდა სახლში. კარი ალექსანდრემ გაუღო.
-ვაიმე ნინი... ეხლა ეს თუ შენი საყვარელია გაგიგდებ წიხლქვეშ-ალექსანდრეს გაეცინა და დაჩის გადაეხვია-აბელ ბიჭო ამდენი ხანი უნდა გადაიკარგოო?
-ნინი სახლშია?
-საიდან იცნობ ნინის.
-არ ვიცნობ, სახლშია?
-კი, შემოდი. ხო მშვიდობაა?
დაჩი შიგნით შევიდა და ნინის პირისპირ ჩამოჯდა.
-ნინი, ეს დიმიტრის ძმაა . დაჩი.
-სასიამოვნოა-ნინიმ გაუღიმა, მაგრამ ოდნავ შეკრთა, რადგან იცოდა რისთვისაც მისულიყო დაჩი.
-დარწმუნებული ვარ იცი რისთვისაც ვარ აქ. მე არც დიმიტრის ვეტყვი, არც ადას მშობლებს, უბრალოდ მითხარი სად არის ადა.
-დიმიტრის ძმა ხარ, როგორ არ ეტყვი?
-არ გვაქვს კარგი ურთიერთობა და არ მადარდებს დიმიტრი ეხლა. ესე იგი იცი სადაც არის?
-ნინი, იცი?-ალექსანდრემ მკაცრი ტონით ჰკითხა-დილით ხო აქ იყო დიმიტრი და არაფერი გითქვამს.
-იმიტომ რომ დიმიტრის გამო წავიდა.
-რას ქვია დიმიტრის გამო წავიდა?
-მოკლედ... ირმა დაინახა დიმიტრისთან სახლში.. გუშინ.
-მერე?-დაჩიმ გაკვირვებულმა ჰკითხა.
-რა მერე! ღალატობს.
-რა დაინახა, რო ღალატობს?
-არა, რო.. სახლში იყო.
-და ეგ ღალატს ნიშნავს? შენც ესე აუბი გვერდი, რომ ღალატობს?-დაჩი თვითონ ვერ ხვდებოდა რატო ბრაზდებოდა ნინიზე, ალბათ იგივეს იფიქრებდა საკუთარ ძმაზე, მაგრამ არ უნდოდა ადას და დიმიტრის დაშორება ცრუ მიზეზით რომ მომხდარიყო-კარგი, არ მაინტერესებს რა უთხარი სად არის?
-არ ვიცი.
-ნინი-დაჩიმ ღრმად ამოისუნთქა-შემომხედე, მეტყობა რამე რომ ჩემ სიტყვას გადავალ?
-არ უნდა რომ ვინმე ნახოს.
-მე ნახვაზე არაფერი მითქვამს. მინდა ვიცოდე სად არის.
-რაში გაინტერესებს?
-ნინი ამოღერღე და ნუ ეთამაშები ამხელა ადამიანს-ალექსანდრესაც ნერვები მოეშალა-თუ იცი სად არის.
-შენც არ ეტყვი-ალექსანდრეს მიუტრიალდა.
-არა, არ ვეტყვი. თვითონ მოგვარდნენ , როცა ადას უნდა ჩამოვა და დაელაპარაკება. მარა აბელ შენ თუ წახვალ სანახავად, ისიც შეახსენე რო ქორწილი აქვს მალე.. და ნუ შეარცხვენს ესე ოჯახს.
დაჩი თავს ძლივს იკავებდა რომ ან ალექსანდრესთვის არ ელეწა სიფათში ან ნინი არ ეთრია თმებით. ოჯახს თუ ვინმე არცხვენდა ეს დიმიტრი იყო და არა ადა. მაგრამ მიჩვეული იყო მსგავსი ადამიანების ლოგიკას და აღარ აქცევდა ყურადღებას.
-სად არის?
-ბაკურიანში.. პატარა კოტეჯი იქირავა, ფული გამომართვა, არ უნდოდა ბარათიდან აეღო.
დაჩიმ მისამართი გამოართვა და ჯერ დიმიტრის სანახავად წავიდა. სახლში მიაკითხა, ვაჟაც იქ იყო. ვაჟა, თათა, ეკატერინე, დავითი და დიმიტრი მისაღებში იჯდნენ და ბჭობდნენ ადას ადგილსამყოფელზე.
-დაჩი...შემოდი-თათა მაშინვე შეეგება.
-დიმიტრი ადექი.
-ვერ გავიგე?-დიმიტრი წამოდგა, დაჩი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და სახეში მუშტი დაარტა, ისე ძლიერად, რომ ძირს დააგდო. მაშინვე ატყდა ყაყანი და წივილ-კივილი.
-ანგელოზი საცოლე გყავდა და ეგეც ვერ იმყოფინე. ამაზრზენი ადამიანი ხარ. აქამდე სულ გიცავდი ადასთან, ეხლა აღარ ვაპირებ.
-რეებს ბოდავ!-დიმიტრი წამოხტა მასაც უნდა დაერტყა, მაგრამ ვაჟამ შეაჩერა.
-ზუსტად იგივე გაიმეორე ხო? როგორც ამან უღალატა დედას!! თან უახლოეს მეგობართან!! იგივე ტკივილი მიაყენე ადასაც!!!!
-შენ შ*გ ხო არ გაქ!!! არავისთვის არ მიღალატია!!!
-გუშინ დაგინახა ადამ!-მთელ სახლში მათი ღრიალი ისმოდა, ვერავინხ ვდებოდა რა ხდებოდა და არც აჩერებდნენ, ბოლომდე აინტერესებდათ რა მოხდა. ვაჟა ძლივს აკავებდა დიმიტრის რომ დაჩი ცემაში არ გაეგლიჯა-ირმა რო გყავდა სახლში.
-არ ვიცი რა დაინახა! არ მიღალატია!! რაღაცაში მეხმარება! რა შუაშია აქ ღალატი!! ღალატი რო მნდომოდა ჩემ სახლში რატო მოვიყვანდი?
-არ მაინტერესებს... ადას აღარ მიეკარები.
-ჩემი საცოლეა!! შენ ვინ გეკითხება!
დაჩი უკვე კარისკენ იყო გატრიალებული, ისევ რომ მოუბრუნდა და მეორედ დაარტყა,ა მჯერადაც ძირს დააგდო. შემდეგ გარეთ გავიდა, ტაქსი გამოიძახა და ბაკურიანში წავიდა. ამ დროს ადას მთელი დღე ეძინა. არაფერზე ფიქრი არ უნდოდა და ძილით ცდილობდა ყურადღება გადაეტანა. ძალიან ბევრი ფაქტი მეტყველებდა დიმიტრის წინააღმდეგ. კორონავირუსი ერთად როგორ დაემართათ? პირველივე ჩხუბის შემდეგ ირმა რანაირად გაჩნდა მის ოფისში? შემდეგ სახლში ადასთან და დაჩისთან ვახშმის დასრულებისთანავე? არა, დამთხვევა ხდება ერთხელ და ორჯერ. მესამედ ეს უკვე ფაქტია. გვიან კარზე კაკუნი გაიგო, შეეშინდა, ეგონა დიმიტრიმ მიაგნო. გაუნძრევლად იჯდა , იქნებ წასულიყო თუ არ გააღებდა.
-ადა-დაჩის ხმა მოესმა-ადა, ვიცი რომ აქ ხარ. მარტო ვარ.
ადამ კარი გაუღო.
-როგორ მიპოვე?
-როგორ ხარ?
-ვინ გითხრა?
-ნინიმ.
-შემოდი-შეუშვა და კარი დაკეტა-ვინ იცის კიდე?
-მარტო მე.
-არ უნდა ჩამოსულიყავი.
-ადა...-დაჩი მას თვალს არიდებდა, რადგან არ შეეძლო ატირებული ადას ნახვა. სრულიად განადგურებულს უყურებდა. უნდოდა რამე ეთქვა, იმედი მიეცა, მაგრამ არაფერი.. ჩახუტება უნდოდა, მაგრამ ადა გაურყევლად იდგა.
-დებილი ვარ. სულელი... გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანი. არა იმიტომ, რომ დიმიტრი შემიყვარდა... იმიტომ, რომ კიდე მინდა მჯეროდეს არ უღალატია.. და ალბათ რამეზე საუბრობდნენ ან დახმარება უნდოდა რამეში ირმას.
-ადა...
-არა, არ თქვა არაფერი. არ მინდა რომ დამარწმუნო რომ.. დიმიტრი დამნაშავეა-ადამ ცრემლები მოიწმინდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-მაშინ აქ რა გინდა?
-დრო მჭირდებოდა.. რომ მეფიქრა.
-მერე?
-კიდე მჭირდება...
-ადა, აქ საქმე დროში არ არის.
-არის!!-ადამ პირველად აუწია ხმას, ისე რომ თვითონაც შეკრთა-არის! კარგი... მიღალატა ალბათ ჰქონდა მიზეზი.. არ ვიცი. არ ვიცი...
-ღალატს არაფერი ამართლებს.
-შენ კატეგორიული ხარ, სუბიექტური, დედის ღალატი გახსოვს ცუდად. დიმიტრი ვაჟას არ ჰგავს! ვუყვარვარ! და არასდროს არ მომექცევა ასე. ალბათ რამე ახსნა აქ ამყ ველაფერს.
-ადა... როგორც არ უნდა მინდოდეს რომ მართალი იყო და შეიძლება იყო, უკეთ იცნობ დიმიტრის, შენთითონ არ გჯერა არც ერთი სიტყვის რომელსაც ამბობ.
-არ მაინტერესებს. გესმის?! მიყვარს!! და ვუყვარვარ!!! არაფრით არ ჰგავს ვაჟას!!-ბოლო ხმაზე ღრიალებდა. მაგიდიდან ჭიქა და თეფში გადმოიღო და ყველაფრის მტვრევა დაიწყო. საშინელი შესახედავი იყო როგორ იტანჯებოდა, დაჩი უბრალოდ იდგა და ელოდებოდა, სანამ დაწყნარდებოდა-არ მესმის.. რა მოხდა... მე რატომ არ ვიყავი საკმარისი. ყველაფერი გავაკეთე... ოჯახის შერიგებას ვცდილობდი.. სწავლაზე უარი ვთქვი... ისეთი საცოლე გავხდი როგორიც მთელ მის ოჯახსს უნდოდა!!! და როგორ გადამიხადა სამაგიერო!!!!-ბოლოს მაგიდაც ააყირავა და ჩაიკეცა. დაჩი ახლოს მივიდა და გვერდით დაუჯდა.
-მომისმინე..
-ვ...
-რაც არ უნდა დაამსხვრიო და იყვირო... დამიჯერე არაფერს არ გიშველის. არაფერი არ გაგინელებს მაგ ტკივილს. მაგრამ როდესაც მიხვდები, რომ ამ ყველაფერში ერთი დადებითი რამ მაინც შეიძლება გამონახო, უკეთ იგრძნობ თავს.
-რა დადებითი უნდა იყოს ამ ყველაფერში?! შენ ეს რა გგონია?! მე ადამიანი მიყვარდა, ეს არ არის რაღაც მორიგი ცხოვრებისეული საკითხი, რომელზეც შენ რჩევას მომცემ და ჩემი ყველა პრობლემა გაქრება! ეს რეალობაა დაჩი!!! არ მინდა.. არ მინდა ლაპარაკი. არაფერი არ მინდა-ადა წამოდგა და გარეთ გასვლა დააპირა.
-გარეთ საშინელი ამინდია ადა, მოიცადე. ეგრე ვერ გახვალ.
-შემეშვი!-ადამ კარი გამოაღო, მაგრამ დაჩიმ დახურა, მისკენ შემოატრიალა, კარს ცალი ხელით მიეყრდნო და წინ გადაეღობა-გაიწიე!! დაჩი!-შემდეგ მკლავებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.
-დაწყნარდი.
-გამიშვი-ადა მისი მკლავებიდან გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ დაჩის მძლავრად ეჭირა. ყვიროდა, ხელებს ურტყამდა, მაგრამ ის გაუნძრევლად იდგა და ხელებს არ უშვებდა.
-ჯერ დამშვიდდი-ოდნავ რომ დამშვიდდა, მისკენ მიიზიდა და ჩაეხუტა-არ იმსახურებს შენ ერთ ცრემლსაც კი.
-ან მე არ ვიმსახურებ მის სიყვარულს...
-ადა, დიმიტრის სიყვარულს არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს , რადგან ეს ყველაზე დიდი სასჯელია, რაც კი წარმომიდგენია ადამიანისთვის.
-რა გავაკეთე არასწორად? შენ ხომ კარგად იცნობ?
-არაფერი. არაფერი არ გაგიკეთებია არასწორად-შემდეგ საწოლზე ჩამოსვა და ჩაის კეთება დაიწყო-რაც არუნდა გადაწყვიტო, შენ გვერდით ვიქნები.
-დაანებე არ მშია.. არაფერი არ მინდა.
-შიმშილით დიმიტრის ვერაფერს ვერ ავნებ. პირიქით , ეხლა ძლიერად უნდა დადგე.
-ელაპარაკე?... თუ ცემე?-მუშტზე მიუთითა.
-ძმაკაცს ვეჩხუბე-ცალყბად გაუღიმა და საჭმლის კეთება დაიწყო.
-დაჩი...
-ადა? არ გვინდა ამაზე.
-რა შანსია იმის, რომ სიმართლე გითხრა და არ უღალატია?
-არ ვიცი.
-მაგრამ არის?
-ადა, არ ვიცი. ვერაფერს ვერ გეტყვი. იმიტომ, რომ არ ვიცი და ეს შენი გადაწყვეტილებაა.
-ანუ ვერაფრით დამეხმარები.
დაჩიმ ტაფა გადადო ცეცხლიდან, ისევ ადას მიუახლოვდა და მის წინ პატარა სკამზე ჩამოჯდა.
-ადა, რითიც შემიძლია აბსოლიტურად ყველაფრით დაგეხმარები. მაგრამ შენ უნდა გადაწყვიტო რა გინდა. გინდა აპატიო? არ გინდა აპატიო?
ადას ხელები აუკანკალდა და ისევ ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან.
-თუ გინდა იტირე. მაგაშიც დაგეხმარები-ამაზე ძალაუნებურად გაეცინა.
-კარგი რა...-და ცრემლები მოიწმინდა.
-არა, განაგრძე . მეც კარგა ხანია ტირილი მინდა.
-ალბათ ვიმსახურებდი... რატომ მგონია რომ უფრო მეტი იცი , ვიდრე მეუბნები?
-რაზე?
-დიმიტრიზე. ყოველ ჯერზე რამდენჯერ მასზე ვლაპრაკობთ თავს არიდებ. არ ვიცით შემოიფარგლები. არის თუ არა დიმიტრი ამის გამკეთებელი? გულწრფელად მიპასუხე. ძალიან გთხოვ.
დაჩიმ ადას ხელები თავისაში მოიქცია და თვალები ქვემოთ დახარა. შემდეგ ძლივს შეხედა, პასუხის გაცემას არ აპირებდა.
-თუ გგონია, რომ ამით მე მიცავ, ცდები. გაურკვევლობა მკლავს.
-არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია ადა. სანამ დიმიტრის არ დაელაპარაკები...
-და როგორ ვენდო ამის შემდეგ?-ადა წამოდგა, ისევ კარისკენ წასვლა დააპირა.
-რა გინდა გარეთ?
-გარეთ მინდა. არ ვიცი.
-ადა, ძლიერი თოვლია, ცოტახანში.
-მაპატიე .. ესეთ მდგომარეობაში რო მოგიწია ჩემი ნახვა. ავალაგებ ყველაფერს.
-დაანებე. მე მივხედავ. შენ კიდე თუ არ შეჭამ ცოტახანში გული წაგივა.
ადა მაგიდასთან დაჯდა და ჭამა დაიწყო. მანამდე დაჩი ნამსხვრევებს იღებდა ძირიდან. დალაგება რომ დაასრულა ისიც გვერდით მიუჯდა.
-ალბათ ამას გულისხმობდი იმ დღეს.
-რას?
-რომ არ შევეფერები ასეთ საზოგადოებას.
-მაგათთვის არაფერი არასდროს არ არის საკმარისი.
-საუბარი მინდა დიმიტრისთან.
-დავბრუნდეთ თბილისში . ხვალ. ეხლა კომენდანტი იწყება. ბუხარს ავანთებ.
-რითი?
-გარედან შემოვიტან რამეს.
-მეც წამოვალ.
-5 წუთში შემოვალ.
-დაწყნარდი ვენების გადახსნას არ ვაპირებ.
-დიდი იმედი მაქვს.
***
ადას ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა, მალევე დაწვა დასაძინებლად. თუმცა საშინლად განერვიულებული იყო. ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო, ის ცხოვრება რომლითაც ამდენი ხანი იცხოვრა სძულდა. მზად იყო სიცოცხლის ბოლომდე ამ კოტეჯში დარჩენილიყო, ოღონდაც ის ყალბი და გაყინული რობოტები მეორედ აღარ ენახა. რაც შეეხებოდა დიმიტრის, მის მიმართ მხოლოდ ზიზღს განიცდიდა. თითქმის 100 პროცენტით იყო დარწმუნებული მის ღალატში. კარგა ხანი ვერაფრით ვერ დაიძინა. გარეთ გასვლა უნდოდა. ჩუმად წამოდგა, ქურთუკი შემოიცვა და კართან მივიდა. ამ დროს დაჩის ხმა მოესმა.
-აბაზანაში თუ გადიხარ, არასწორ კარს აღებ.
-მეგონა გეძინა.
-მე კიდე ცოტა უფრო ჭკვიანი მეგონე. მესმის გაბრაზებული ხარ, მაგრამ სეირნობის სურვილს, ჯანმრთელობას და 2000 ლარს არ შევწირავდი.
ადამ პატარა ბავშვივით ამოიოხრა და კარი დახურა. შემდეგ ბუხართან დაჯდა და სავარძელს მიეყუდა, რომელზეც დაჩი იწვა.
-არ გეძინება?-დაჩიმ გადასაფარებელი მოუტანა, შემოახურა და გვერდით მიუჯდა.
-არა. დაიძინე.. შენ.
-და შემდეგზე ფანჯრიდან გადაძვრები?-მის გაღიმებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ-პირველად, რომ დაგინახე...თქვენს ნიშნობაზე, ვიფიქრე ალბათ მორიგი ცარიელი, უაზრო საცოლე იპოვა, ისეთივე როგორიც თვითონ არის. ყველას შეუძლია ფროიდზე, ფიზიკაზე, პოლიტიკასა და ნასას მიღწევებზე საუბარი და ეს განათლებულობას არ ნიშნავს. ინტელექტი არ ნიშნავს ამ თემებზე გამართულად მსჯელობის უნარს ადა. ჭკვიანი ადამიანი ხვდება, როდის არის საჭირო წასვლა და როდის დაბრუნება. იცი რატომ არ დაელოდე სანამ მართლა ღალატში გამოიჭრდი იმ დროს?
-იმიტომ, რომ ადვილად ფეთქებადი ადამიანი ვარ და მაშინვე ყველაზე ცუდი სცენარი წარმოვიდგინე?
-არა, თავს ნუ ისულელებ. იმიტომ, რომ არ გჭირდება რაღაცის დანახვა, იმისთვის, რომ მიხვდე რა ხდება რეალურად. შეგეძლო თავი დაგებრმავებინა და ჩვეულებრივად შესულიყავი შიგნით, სანამ რამეს მოიმოქმედებნდნენ.
-მესმის გინდა რომ თავი უკეთ მაგრძნობინო და ამიტომ …
-ადა, არასდროს არ გეტყვი ისეთ რამეს, რისიც არ მჯერა. შენ რომ მათგან განსხვავებულ ადამიანად არ მიმაჩნდე, აქ არ ვიქნებოდი.
-აქ მაგიტომ მოხვედი?
-არა მარტო. ჩემთვის რძალზე მეტი ხარ. ახლა ალბათ.. ყოფილი რძალი. მაგრამ მგონია, რომ დიმიტრის გარეშეც შეგვიძლია მეგობრობა.
-ვერ გადავიტან ჭორებს... ყველა გარკვევას დაიწყებს..
-მაგაზე ეხლა ნუ ფიქრობ.
მთელი ღამე სიჩუმეში გაატარეს, უბრალოდ ბუხარს უცქერდნენ. ბოლოს ადას დაჩის მხარზე ჩამოეძინა. დილით კი თბილისში ჩავიდნენ, ადა მაშინვე დიმიტრის სახლში წავიდა, მიუხედავად დაჩის რჩევისა, რომ ჯერ დაწყნარებულიყო. დაუკაკუნებლად შეაღო კარი, მაგრამ სახლში თათას გარდა არავინ დახვდა. შემდეგ ოფისში წავიდა.დიმიტრის კაბინეტში შევიდა. თვითონ შიგნით იყო და ადას დანახვაზე დაფეთებული წამოხტა და ჩასახუტებლად გაეშურა, მაგრამ ადამ გვერდი აუარა.
-ყველაზე პატარა... ტყუილიც, რომ დავიჭირო შენს ნათქვამში დიმიტრი... საბოლოოდ შემაზიზღებ თავს. მოყევი.
-ადა , ჩვენს შორის არაფერი არ მომხდარა. არ ვიცი რა დაინახე იმ ღამეს, ან ვინ რა გითხრა, მაგრამ ირმა უბრალოდ მეხმარებოდა. შენთვის თაფლობის თვეზე მინდოდა სურპრიზი...
-გაჩუმდი-ადამ შეაწყვეტინა-და თავიდან დაიწყე . სიმართლე.
-ადა, ძალიან მიყვარხარ. კარგად იცი.
-გაჩუმდი-ადამ თავი ხელებში ჩარგო-უარესს აკეთებ. მატყუებ და მიმტკიცებ კიდევ ერთხელ, რომ მამაშენისნაირი არაკაცი ხარ. ნუ მაიძულებ რომ შეურაცხყოფა მოგაყენო ან შენ, ან შენ ოჯახს. მითხარი სიმართლე.
-გთხოვ ადა.. დამიჯერე-მასთან მივიდა, მუხლებში ჩაუვარდა და ხელი მოკიდა-ჩვენს შორის...
-ფრთხილად დაასრულე ეგ წინადადება-ადამ ცრემლები ძლივს შეიკავა.
-იყო.. რაღაც. .მაგრამ ეს სიყვარული არ ყოფილა. ხო გვქონდა სექსი, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავდა!
-ანუ მე რომ სექსი მქონოდა შენს ძმაკაცთან, ეს შენთვის პრობლემა არ იქნებოდა?-დიმიტრი შეშფოთდ,ადასგან მსგავს პასუხს საერთოდ არ ელოდებოდა. გუგები გაუფართოვდა, წამოდგა და უკან დაიხია-ერთი აზრიც კი გაშფოთებს ღალატზე ჩემი მხრიდან, ზიზღით მომშორდი არა? როგორ ფიქრობ მე რსა ვგრძნობ. დიმიტრი ან სიმართლეს მეტყვი ან მთელ ოფისში ისეთ ისტერიკას მოვაწყობ, რომ საზოგადოდ თავს წლები ვეღარ გამოყოფ ამ კაბინეტიდან.
-ადა, არ მიღალატია.. ანუ...
-ანუ სექსი გქონდა მაგრამ არ გიღალატია?
-აქ არ გვინდა ამაზე გთხოვ.
-შენ რა გგონია , არავინ არ იცის? ოფისშიც გაქვთ ხოლმე სექსი? თუ მარტო შენ სახლში? ან იქნებ რამე სასტუმროში. ირმა აქ მუშაობს! როგორ გინდა დამაჯერო რომ არავინ არ იცოდა რა ხდებოდა?!
-ნუ ყვირი... ადა, ანერვიულებული ხარ, იქნებ ჯობს ჯერ დამშვიდდე..
-ძალიან კარგად ვარ დიმიტრი-ადამ თავიდან მოიცილა, წამოდგა და ზურგი შეაქცია-ძალიან კარგად-შემდეგ ისევ მოუტრიალდა და მიაჩერდა-გუშინ მთელი დღე თავს ვარწმუნებდი, რომ ტყუილია. რომ მართლა რამეში ეხმარებოდი ირმას, რომ ყველაზე კეთილი საქმრო მყავდა მთელს თბილისში. ამ დროს.. ირმას ტ**ავდი და საღამოს მოდიოდი და ისე მეპირფერებოდი, გეგონება ჩემს გარდა სხვა ქალი არ არსებობდა.
-ადა..-დიმიტრი საერთოდ ვეღარ ცნობდა თავის ადას. თითქოს მის წინაშე სხვა ადამიანი იდგა-ადა ვეღარ გცნობ.
-ვერც მე გცნობ.
-მესმის.. საშინელება გავაკეთე, მაგრამ... ქორწილი გვაქვს.
-რ..რა ქორწილი დიმიტრი? რა ოჯახი? შენთან ერთად რაიმე საერთო როგორ უნდა მქონდეს? ქორწილი კი არ გადაიდება, ყველას შევატყობინებთ, რომ ქორწილი ჩაიშალა. მიზეზს კი სიმართლეს ვიტყვით.
-რა?-ახლა სულ გადაირია-შენ .. რამე მიიღე? ადა?!
-კი, ყველაზე დიდი დარტყმა შენგან. ვიტყვით რომ მღალატობდი და შენ ირმას მოიყვან ცოლად.
-ადა... ექიმს დავურეკავ, ან ფსიქიატრს, სულ მთლად შეიშალე?
-არა, არ შევშლილვარ.ეხლა თუ არ მოიყვან, ცოტახანში დაფეხმძიმდება მაინც და ისე მოგიწევს. მამაშენმა ქორწილამდე მაინც მოიცადა და მერე უღალატა დედაშენს.
-მისმინე , ძალიან ანერვი...
-ნუ იმეორებ ერთი და იმავეს, არაფერი არ შეიცვლება. უბრალოდ.. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, იმაში რაც დავინახე.
-ადა, მოდი წავიდეთ. სადმე 1თვით, ან თუნდაც 2. დამშვიდდები, დაწყნარდები, ჩვენ ყველაფერს გამოვასწორებთ...
-რა უნდა გამოვასწოროთ?
-ადა , არც შენ ხარ ანგელოზი. ვიცი, ბაკურიანში, რომ იყავი და ისიც ვიცი, რომ ჩემი ძმაც იქ იყო. ამას წინათ ვირუსი რომ მქონდა მაშინაც მასთან დარჩი. შენ გინდა მითხრა თქვენს შორის არაფერი მომხდარა?-ადამ სახეში სილა ისე ძლიერად გააწნა, რომ მთელი ოფისი წამოდგა ხმაურზე-არ ვარ მართალი?-მეორედაც გაარტყა.
-ყველა შენნაირი გარეწარი როგორ გგონია დიმიტრი. მე შენ მიყვარხარ, ან მიყვარდი... როგორ ღირსიც არ უნდა იყო, რომ მე და დაჩის შორის რამე მომხდარიყო, ის 100ჯერ უფრო მეტად პატიოსანი კაცია, ვიდრე შენ ოდესმე იქნები. გვერდით მედგა და ბოლომდე მარწმუნებდა, რომ შენთან მოვსულიყავი და ყველაფერი გამერკვია. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ერთხელ არ უთქვამს სიმართლე.
-რა სიმართლე
-რომ გარეწარი, არაკაცი, მატყუარა და საცოდავი არსება ხარ.
-რომ დამშვიდდები მერე ვისაუბროთ.
-უბრალოდ.. არც ველოდები რომ სიმართლეს მეტყვი, მაგრამ გიყვარდი?
-ადა, რომ არ მყვარებოდი ამდენ რამეს შენთვის გავაკეთებდი?! დაჩის შევურიგდი, მამაჩემსაც შევარიგე. ჩვენს ქორწილში დავპატიჟე!! საკუთარ პრინციპებს გადავაბიჯე!! შენთვის ყველაფერი გავაკეთე და ყოველთვის უმადური იყავი! იქნებ შენ თავშიც ეძიო შეცდომა?! რატომ გიღალატე არ გაინტერესებს!
-რამდენად.. ბრმა ვყოფილვარ, რომ აქამდე შენი ნამდვილი სახე ვერ დავინახე.
-მე შენ დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ.
-და რატომ? რათ გინდა ჩემნაირი საცოლე? რომელიც უმადური და დაუნახავია? მოიყვანე ირმა ცოლად. აშკარად ძალიან მადლიერია შენი-ადამ თითიდან ბეჭედი მოიხსნა და მაგიდაზე დადო-არ არის საჭირო არც ბოდიში, არც პარიზის ბილეთები და არც ერთ ჩემ მეგობართან ლაპარაკი, რომ იქნებ ვინმემ რამე გადამაფიქრებინოს.
-ადა, შეხედე ხელები გიკანკალებს, ესე...
-შემეშვი. ჩემი სახელი აღარ ახსენო. გშორდები. და მეორედ არ დაგინახო ჩემ სახლთან ახლოს მოსულიც კი.
-დაჩიმ გითხრა ხომ? რომ გამშორებოდი! რა მოგიყვა?!
-ოდესმე შეგიძლია შენ თავში დაინახო შეცდომა და აღიარო?! სულ სხვას როგორ უნდა აბრალებდე? ეს არც ჩემი, არც დაჩის და მამაშენის ბრალიც კი არ არის . ეს შენი არაკაცობის და სისულელის ბრალია. შენი. და არა სხვისი. სანამ ამას არ აღიარებ, გვერდით მარტო ირმასნაირი ქალები გეყოლებიან. ნახვამდის დიმიტრი.
***
სახლში მისულს წნევიანი ეკატერინე და გაგიჟებული მამა დახვდა. თათაც იქვე ოთახში მიკუჭულიყო, თითქოს დიმიტრის მაგივრად გრძნობდა თავს დამნაშავედ. სამზარეულოდან ვაჟაც გამოვიდა. მთელი ოჯახი შეკრებილიყო. ადას ახლა მათი თავი არ ჰქონდა, თუმცა სხვა გზა არ იყო. ღრმად ამოისუნთქა და შიგნით შევიდა.
-გამარჯობა.
-ადა, შვილო... როგორ ხარ?
-კარგად, ვაჟა. მადლობა.
-რაღაც გაუგებრობა მოხდა, მგონი. შენ და დიმიტრის შორის-თათამ გააგრძელა.
-გაუგებრობაში ღალატს თუ გულისხმობ . კი.
-ადა, შვილო. ამხელა ზრდასრული ადამიანები ვართ-ვაჟა ოდნავ ახლოს მივიდა, ხელში ვისკი ეკავა და თან ანერვიულებული სვამდა-მგონი ვხვდებით საქმე რაშიც იყო .. ქორწილამდე ნერვიულობ და რაღაც ისეთი დაინახე, რაც არ მომხდარა.
-არა. არაფერი მსგავსი. თქვენმა შვილმა თავისი პირით აღიარა, როგორ წვანან ეგ და ჩემი უახლოესი მეგობარი ერთად. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. ქორწილი კი არ გადაიდო, ჩაიშალა. მიზეზსაც სიმართლეს ვიტყვი.
-რა.. რას ამბობ გოგო!!!-ეკატერინე მაგიდიდან წამოხტა-თავი უნდა მოგვჭრა სუ ყველას?
-დედა, დამშვიდდი და გააგრძელე წნევის გაზომვა. ისე დედაჩემი რომ ნერვიულობს თქვენ მაგივრად და თქვენზე მეტად, ცოტა სირცხვილია. ბოლო-ბოლო თქვენ უფრო შერცხვით ვიდრე მე. იცით რაშია საქმე, მე არ გამიჭირდება საქმროს პოვნა. აი თქვენს შვილს იმის შემდეგ , რაც გაირკვევა როგორი ადამიანი გაუშვა გვერდით და თან ვის გამო.. აი რამდენად შეგინარჩუნდებათ აბელაშვილებს თქვენი იმიჯი არ ვიცი.
-ადა, ძალიან განერვიულებული ხარ. აი სახეზეც ფერი არ გადევს, მოდი მე და შენ 1 კვირით წავიდეთ სადმე სპა ცენტრში.. იქ მასაჟებს გაგიკეთებენ, სუფთა ჰაერი იქნება, ცოტა დამშვიდდები. ესე ანერვიულება არ შეილება, ქორწილისთვის ჩამოვალთ-თათამ შესთავაზა.
-თქვენ სერიოზულად გინდათ დამაჯეროთ , რომ მე გავაფრინე და დახმარება მჭირდება, იმიტომ რომ ღალატზე არ ვხუჭავ თვალს?
-ზედმეტად ბევრი პრეტენზია ხომ არ გაქვთ? შენ გამო დავპატიჟეთ დაჩი ქორწილში. შენ გამო ვიტან ამდენ კაპრიზს!-ვაჟას ნერვები აეშალა და ტონს აუწია.
-თქვენი შვილის დაპატიჟება თქვენი მეორე შვილის ქორწილში ... აი ამას მამადლით?
-საკმარისია!!!-დავითმა ბოლო ხმაზე დაიღრიალა და მაგიდაზე მუშტი დაარტყა-ქორწილი არ იქნება. ვაჟა, მეორედ ასე ჩემ შვილს არ დალეპარაკო. დაგვტოვეთ.
-დავით?!-ეკატერინე გაოგნებული უყურებდა ქმარს.
-ხმა არ გავიგო ეკატერინე! როგორ მივათხოვო ჩემი შვილი ვიღაც გარეწარს.
-სიტყვები შეარჩიე დავით!!! მწარედ განანებთ ამას!-ვაჯამ ხელი დაავლო თათას და სულ ბაგა ბუგით გაიყვანა სახლიდან. ადას ესიამოვნა მამის საქციელი, ძლივს იგრძნო , რომ ვიღაცა მის გვერდით იდგა.
-ადა... შედი ოთახში, დაღლილი იქნები.. ვეტყვი ელზას და გაგიმზადებს რამეს...-დავითი ახლოს მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და ოთახიდან გავიდა.
-ადა... კარგად დაფიქრდი რას აკეთებ.
-კარგად დავფიქრდი დედა და აზრს არ შევიცვლი.
-მე არ გეცოდები?
-იცი რამიკვირს ყველაზე მეტად, მამამ რომ დამიცვა და შენ..რომელსაც ყველაზე კარგად უნდა გესმოდეს ჩემი, იმ არაკაცს იცავ.
-მე შენ იმიჯს ვიცავ ადა! რადგან ვიცი როგორია იყო არავინ!
-არ მჭირდება არანაირი იმიჯი, ფული და დიდება თუ ყველაზე არაკაცი ქმარი უნდა მყავდეს მთელს თბილისში.
-ადა, შენ გგონია, მამაშენი ყოველთვის...
-არ გააგრძელო. მამაზე წარმოდგენა არ შემაცვლევინო. და შენ თუ რამე აპატიე მამას, ეგ თქვენი საქმეა. ჩემი საქმროს ურთიერთობა, ჩემი და მისი საქმეა. აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. სწავლას გავაგრძელებ გერმანიაში. რამდენიმე დღეში უკან დავბრუნდები. ჯერ ტესტს გავიკეთებ და ბილეთს ავიღებ. ადა მართლაც ძალიან განერვიულებულ იიყო და ვერ ხვდებოდა რა ჯობდა აქედან წასვლა, ჭორებისთვის რომ თავი აერიდებინა, თუ დარჩენა ცოტახნით მაინც სანამ ყველაფერი გადაივლიდა. რა თქმა უნდა დაჩი ეტყოდა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მაინც მასთან წავიდა რჩევის მისაღებად. როგორც ყოველთვის რჩევას პირდაპირ არ აძლევდა, თუმცა მასთან საუბრის შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდებოდა. უკვე კომენდანტი იწყებოდა, რომ დაჩიმ კარზე კაკუნი გაიგო. კაი გააღო და ხელში ადა შერჩა.
-შეიძლება შემოვიდე? -ხელში პიცა ეკავა, თან ნახევრად გაყინული იყო, გარეთ საშინლად თოვდა.
***



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეეეეე, უმაააგრესი თავი იყო... ძალიან ძალიან კარგი..
ზუსტად ისეთი როგორსაც აქამდე ველოდი..
ძალიან მომეწონა, აიიი ძაააალიან ^-^

აი ეს მესმიიიის, ოხხ როგორ გამიხარდა...
ასე განაგრძე, მაგარი იყო ^-^

 


№2  offline წევრი sati

სტუმარი ანი
ვაიმეეეეეე, უმაააგრესი თავი იყო... ძალიან ძალიან კარგი..
ზუსტად ისეთი როგორსაც აქამდე ველოდი..
ძალიან მომეწონა, აიიი ძაააალიან ^-^

აი ეს მესმიიიის, ოხხ როგორ გამიხარდა...
ასე განაგრძე, მაგარი იყო ^-^

დიდიი მადლობააა heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


ადას თამამმა და გაბედულმა ნაბიჯმა ძალიან გამახარა, ყოჩაღ heart_eyes
ოღონდ ეგაა დედამისის ვერ გავიგე, ქმარმა უღალატა და "ჩაყლაპა" თუ რა ხდება? აი ზურას ნაბიჯმა კი ძალზედ ნასიამოვნები დამტოვა.
დიმიტრი და მამამისი ერთნაირები არიან და კარგია ადამ დროულად, რომ აღმოაჩინა როგორი ც ეყოლებოდა ქმრად გვერდით rage
ახლა თუნდაც დაჩისთან არ იყოს, მთავარია საკუთარი თავი დაიბრუნა heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი ნიაკო

როგორც იქნაა გამოცოვხლდა ეს გოგო რეებს ბოდიალობდა იქნებ ჩემი ბრალიაო, ძალიან კარგია, ესე გააგრძელე, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი sati

რუსკიმარუსია
ადას თამამმა და გაბედულმა ნაბიჯმა ძალიან გამახარა, ყოჩაღ heart_eyes
ოღონდ ეგაა დედამისის ვერ გავიგე, ქმარმა უღალატა და "ჩაყლაპა" თუ რა ხდება? აი ზურას ნაბიჯმა კი ძალზედ ნასიამოვნები დამტოვა.
დიმიტრი და მამამისი ერთნაირები არიან და კარგია ადამ დროულად, რომ აღმოაჩინა როგორი ც ეყოლებოდა ქმრად გვერდით rage
ახლა თუნდაც დაჩისთან არ იყოს, მთავარია საკუთარი თავი დაიბრუნა heart_eyes

დედამისიც იმ საზოგადოების ნაწილია ან ცდილობს რომ იყოს და მანდ ღალატზე თვალს ხუჭავდნენ იმიჯის გამოო. მიხარია თუ მოგწოონს heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი sati

სტუმარი ნიაკო
როგორც იქნაა გამოცოვხლდა ეს გოგო რეებს ბოდიალობდა იქნებ ჩემი ბრალიაო, ძალიან კარგია, ესე გააგრძელე, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤️❤️❤️❤️

ვეცდები მალე დავდოო joy heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ეს თავი რა უარგისი და მოღალატე ყოფილა დიმიტრი და თავის დანაშაულს სხვას აბრალებდა

 


№8  offline წევრი sati

სტუმარი ნესტანი
მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ეს თავი რა უარგისი და მოღალატე ყოფილა დიმიტრი და თავის დანაშაულს სხვას აბრალებდა

მიხარია თუ მოგეწონაა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent