შემიყვარებ! 14 თავი
გაცოფებული თორნიკე სახᲚში შევარდა, ნახევრად სავსე ღვინის ბოთლს ხელი წამოავლო და მოიყუდა, მალევე დაცალა და მეორე ბოთლი გამოიღო კარადიდან, აკანკალებული ხელებით გახსნა და ისიც მოიყუდა, იქამდე სვამდა სანამ უგონოდ მთვრალი დივანზე არ გაითიშა. მარიამმა ტაქსისტ ფული მიჩეჩა და სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, კიბეები გიჟივით აირბინა და კარს მოადგა, შეკრთა როცა მესამე სართულზე ასასვლელი კიბის პირველ საფეხურზე მჯდომ ბიჭს მოკრა თვალი, რიმელიც წვერით, კეპით და სათვალით ვერ იცნო,ამიტომ ყურადღება არ მიაქცია, გასაღები სმოიღო ჩანთიდან და საკეტს მოარგო აკანკალებული ხელებით -მეც მომენატრე მარიამ-მოესმა ლაშას ხმა და მოულოდნელობისგან შეკრთა გაღიზიანებული გოგონა -დიდი ხანია არ გამოჩენილხარ უკვე ვნერვიულობდი შენზე-უთხრა ირონიული ტონით მარიამმა და კარის სახელური დაქაჩა თან კიბეზე მჯდომ ბიჭს გახედა მომღიმარი სახით რომელმაც სათვალე თავზე მოირგო -საქმეებს ვაგვარებდი და ვერ მოვახერხე აქამდე შენთან მოსვლა-უთხრა ისეთი სერიოზული ტონით რომ მარიამს გიჟივით გაეცინა -მართლა?-შეიცხადა გოგონამ და კარი შეაღო -მე კიდევ მეგონა დაგავიწყდი და გული დამწყდა -შენი დავიწყება შეუძლებელია-მოესმა ლაშას ხმა ზურგს უკნიდან და შეკრთა როცა მისი ცხელი ტუჩები მხარზე მიეწება -რას აკეთებ-გაოგნებული მარიამი მისკენ მიტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა მომღიმარ ბიჭს, რომელმაც კარი ისე მიხურა რომ მარიამისთვის თვალი არ მოუშორებია, გოგონას ალკოჰოლის სიგარეტის და სუნამოს მძაფრმა ნაზავმა ცხვირი აუწვა და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -რა სასიამოვნო სურნელი გაქვს-უთხრა გამომწვევი ტონით ლაშამ და ცხვირის წვერით შეეხო მის საფეთქელს -თავი დამანებე-უთხრა დაბნეულმა გოგონამ , ხელები მკერდზე მიაბჯინა და უკან დახევა აიძულა -მარიამ-გაეღიმა ლაშას მისი აწითლებული სახის შემხედვარეს Და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა -არ მეგონა ასე ძალიან თუ ვმოქმედებდი შენზე-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ გოგონას, რომელიც ძალიან გააღიზიანა ლაშას ირონიულმა ღიმილმა და მაშინვე აზრზე მოვიდა -რატომ მოხვედი? რა გინდა? -ჩხუბზე გადავიდა -თავს არასდროს დამანებებ? არ გეყო ის რაც დამიშავე? კიდევ რა გინდა ჩემგან?-უთხრა ჩავარდნილი ხმით და მიტრიალდა -მარიამ-ლაშამ მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა გაბრაზებული გოგონა -ხელი გამიშვი-გაცეცხლდა მარიამი და ლამის უყვირა -მარიამ -გაეღიმა ლაშას და მეორე მაჯაც დაუჭირა -გეყოფა-Უთხრა მშვიდი ტონით როცა ლაშამ კედელთან მიიმწყვდია სახე წაშლილი გოგონა და მზერა მისი დანისლული თვალებიდან მის წითელ ვნებიან ტუჩებზე გადაიტანა -ვიცი რომ ეს შენც გინდა-დაუჩურჩულა ლაშამ თან ისე რომ სულ ოდნავ შეეხო მის ტუჩებს, მარიამმა გაიბრძოლა და ლაშა უფრო მეტად მიეკრო სხეულზე აფართხალებულ გოგონას -არ გაბედო და არ შემეხო-უთხრა სუნთქვა არეულმა და ლაშას ჭაობისფერ სფეროებს მიაჩერდა, რომელიც ისევ მის ტუჩებს დაჰყურებდა ამღვრეული თვალებით -გეყოფა-გაიბრძოლა ისევ რადგან ლაშას სიახლოვე უბრალოდ თავს აკარგვინებდა და არ უნდოდა რომ მას ეს შეემჩნია, თუმცა ლაშა გრძნობდა როგორ მოქმედებდა მისი სიახლოვე მარიამზე და მისი გაშვება არც უფიქრია, კარგა ხანს ასე იდგნენ და ხმას არცერთი არ იღებდა -მარიამ- მოულოდნელად დაიჩურჩულა მისი სახელი თავგზააბნეულმა ბიჭმა და ცივი ტუჩები მიაწება გოგონას ათრთოლებულ ტუჩებს, ძალდატანებულ კოცნას კოცნით რომ უპასუხა მარიამმა, ლაშამ მაშინვე ხელები გაუშვა მის მაჯებს და წელზე შეუცურა, მარიამმა მაშინვე ისარგებლა მისი სისუსტით მოულოდნელად მოწყდა მის ტუჩებს და მთელი ძალით გაარტყა სახეში, ლაშა ადგილზე გაიყინა, დაბნეული მიაჩერდა სახე წაშლილ გოგონას რომელმაც კარი გამოაღო და მშვიდად უთხრა -გაეთრიე ჩემი სᲐხლიდან -მარიამ-დაუღრინა ლაშამ და კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა რომ მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა შეშინებული გოგონა -წადი -მაშინ წავალ როცა ამას მე ჩავთვლი საჭიროდ -თავი ვინ გგონია?-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა და კარს წაეტანა გასაღებად მაგრამ ლაშამ მკლავებში მოიმწყვდია მაშინვე და თვალებში ჩააცქერდა -მარიამ Მგონი შემიყვარდი-უთხრა მოულოდნელად და მის რეაქციას დაელოდა, მარიამი დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდა უემოციო სახით თვალებში ბოლოს კი სიცილი აუტყდა -მგონი ზედმეტად ბევრი გაქვს დალეული-მიახალა და ხელებიდან დაუსხლტა, სამზარეულოში გავიდა და ყავის მომზადებას შეუდგა -მეც გამიკეთე სამი კოვზი შაქრით-უთხრა მომღიმარი სახით და მის უკან დადგა ისე ახლოს რომ მარიამი დაიძაბა -ლაშა წადი ჩემი სახლიდან-მიტრიალდა მისკენ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -მარიამ დღეს...-დაიწყო ლაშამ და ხმა ჩაუწყდა -ჰო დღეს საბოლოოდ გამანადგურე-უთხრა ბრაზნარევი ტონით გოგონამ და ზურგი შეაქცია სახე წაშლილ ბიჭს -მარიამ... მე მართლა ძალიან ვწუხვარ იმის გამო რისი გადატანაც ჩემს გამო გიწევს-უთხრა ლაშამ ჩავარდნილი ხმით და მის თმას ჩამოაყოლა ცივი თითები თან ისე რომ მის შეიშველ ზურგსაც შეეხო სულ ოდნავ, მარიამს მაშინვე გააჟრჟოლა და მისკენ მიტრიალდა დაბნეული -ლაშა გთხოვ წადი -ჩემი სიახლოვე ასე რატომ გაშინებს? -ჰკითხა მოულოდნელად და სახე ისე მიუახლოვა რომ მარიამს სუნთქვა შეეკრა მისი სიახლოვით გაბრუებულს -რა გინდა?-ჰკითხა გაღიზიანებული ტონით გოგონამ და თვალებში ჩაავქერდა -როცა ყველაფერი შეიცვლება... როცა მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ და შენ შენ სიმართლეს... -ეგ არასდროს მოხდება გასაგებია? მე ჩემს სიმართლეს ვერასდროს ვერავის დავუმტკიცებ, შენი წყალობით ასე რომ... -მარიამ-ლაშამ ტუჩებზე მიადო თითები და გააჩუმა -როცა სიმართლე გაირკვევა და ამ ჯოჯოხეთიდან დაგიხსნი მინდა რომ...მე და შენ... -რას ბოდავ-გაეცინა მარიამს -არასდროს გესმის? ამაზე ფიქრიც კი არ გაბედო -რატომ? -გაეღიმა ლაშას -შენ! მე! ცხოვრება დამინგრიე-უყვირა მარიამმა -გესმის ეეს? შენ მე ყველაფერი წამართვი... უფლებას არ მოგცემ ჩემს გულს შეეხო -უკვე შევეხე და ასეთი რეაქცია ამიტომ გაქვს, ხომ ასეა?-გაეცინა ლაშას, წელზე შეუცურა ხელები და სხეულზე მიიკრო გაცეცხლებული გოგონა -გეყოფა-უთხრა სუნთქვა არეულმა გოგონამ -თორნიკესთან რა გაკავშირებს?-ჰკითხა გამომწვევი ტონით და ხელები გაუშვა -თავი ვინ გგონია? რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს -ტელევიზორში ვნახე როგორ გიყურებდა... ზუსტად ისე როგორ მე შენ -რას ბოდავ-გაეცინა მარიამს და ყავის ჭიქას დაავლო ხელი და აივანზე გავიდა, ლაშაც უკან მიჰყვა მომღიმარი სახით -უცნაურია არა? მე შენ და თორნიკე... -ღმერთო რას ბოდავ-გაეცინა ისევ მარიამს და დაბლა გადაიხედა -ჯანდაბა, ჯამდაბა ჩემები მოვიდნენ ახლავე წადი-ლაშა მისაღებში შეაგდო და ფაქტიურად სახლიდან გააგდო აღელვებულმა, ლაშა აღარ შეეწინაადეგა, რადგან თავადაც დაინახა მინისტრი და მაშინვე სათვალე მოირგო და კიბეზე დაეშვა, როცა გეგას გაუსწორდა სუნთქვა შეეკრა და დაიძაბა, კაცმა უცნაური თვალებᲘთ შეხედა და თვალი გააᲧოლა ჩამავალ ბიჭს. მარიამი ძალიან ეცადა არაფერი შეემჩნია მაგრამ გეგამ შეხედა თუ არა მაშინვე მიხვდა რომ რაღარც რიგზე ვერ იყო -მოხდა რამე?-ჰკითხა კართან მომლოდინე შვილს -არაფერი-უთხრა გოგონამ მაქსიმალურად მშვიდი ტონით და სახლში შევიდა -ჟურნალისტების საქმეს მოგიგვარებ, აღარ შეგაწუხებენ-შეყვა გაღიზიანებული გეგა შვილს სახლში -მადლობა გადაგიხადო?-მიტრიალდა გაცეცხლებული გოგონა მამისკენ -მარიამ-მოესმა მაიას ხმა Დაძაბულ გოგონას ჰოლიდან და როგორც კი Ქალი მისაღებში შევიდა მაშინვე ჩაეხუტა და ატირდა -გეგა?-ყოფილ ქმარს მიაჩერდა გაოცებული მაია -რომელიმე ჟურნალისტი კიდევ თუ შეგაწუხებთ გამაგებინეთ და მე მივხედავ ამ საქმეს- უთხრა გეგამც ყოფილ ცოლს და მზერა მისი თვალებიდან იატაკზე გადაიტანა -დედა შენც დაგირეკეს?-შეხედა ცრემლიანი თვალებით მარიამმა დაძაბულ ქალს -დაურეკეს Კი არა სახლში მიუვარდნენ-დაიღრინა გეგამ და მაიას მიანათა ცისფერი სფეროები, ქალი დაიძაბა და მზერა გეგას სახიდან მარიამის თვალებზე გადაიტანა -მარიამ აქ შენს წასაყვანად მოვედი-უთხრა ქალმა არეული ხმით -მე და დათოს გვინდა რომ ბათუმში წაგიყვანოთ -ბათუმი...-გაიმეორა გეგამ გამღიზიანებელი ტონით -რა ბათუმი-იყვირა მოულოდნელად -ქალაქიდან გასვლის უფლება არ აქვს! -რაა?-გაოგნდა მაია -არ გითქვამს?-გაცეცხლდა გეგა ხელახლა ატირებულ მარიამზე -თავი დამანეᲑეთ, ორივემ თავი დამანებეთ საკმარისია-აყვირდა მოულოდნელად გაცეცხლებული გოგონა და საძინებელში შევარდა, გეგა და მაიაც მაშინვე უკან მიყვნენ -მარიამ ასეთი რამ როგორ დამიმალე? შენ რეების გადატანა გიწევს და მე კიდევ მგონია რომ... -ჰო, იმიტომ გგონია რომ შვილისთვის არ გცალია და მის საქმეებში არ ერევი-დაუღრინა გეგამ -თავი ვინ გგონია?-გაბრაზდა მაია -ჩვენს ურთიერთობაში ნუ ერევი -გთხოვთ ორივე წადით მარტო ყოფნა მინდა -მარიამ -დედა გთხოვთ ახლა არავის თავი არ მაქვს, წადით მარტო ყოფნა მჭირდება გთხოვთ, უბრალოდ წადით თავი დამანებეთ ყველამ! უბრალოდ თავი დამანებეთ... ძალიან გთხოვთ-ატირდა ისევ, გეგა და მაია ერთმანეთს მიაჩერსნენ და ვერ წყვეტდნენ როგორ მოქცეულიყვნენ -მარიამ ცუდად გამოიყურები მარტოს ვერ დაგტოვებთ დედა-დაიჩურჩულა მაიამ -დედა გთხოვ წადით, ძალიან გთხოვ მარტო დამტოვეთ, გპირდები რომ ათასჯერ რომ დამირეკოთ ტელეფონზე გიპასუხებთ ყველა ზარზე უბრალოდ ახლა წადით-შეეხვეწა და როგორც კი დაარწმუნა მშობლები წასულიყვნენ მაშინვე საწოლზე დაემხო პირქვე და ატირდა, ტირილში ჩაეძინა და კარზე ბრახუნის ხმამ გააღვიძა, ნახევრად მძინარე ადგა შუა ღამისას კარი გამოაღო ის რომ არც გაიხედია ვინ იდგა კარს მიღმა და გაოგნებული მიაჩერდა თორნიკეს რომელიც მოღუშული სახით მიაჩერდა გოგონას ტირილისგან დაწითლებულ თვალებს -ეგ ცრემლები მე არ მეკუთვნის ხომ ასეა?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით და შარვლის ჯიბიდან გასაღების ამოიღო -ჩემთან დაგრჩა შენი მანქანის გასაღები-უთხრა არეული ხმით და გაუწოდა, მარიამი ჯერ კიდევ გაოგნებული იყო მისი ასეთი მოულოდნელი სტუმრობით და გაშტერებული უყურებდა სახე წაშლილ ბიჭს რომელიც ფეხზე დგომას ძლივს ახერხებდა მიღებული ალკოჰოლის ზედმეტი დოზის გამო -მადლობა-გასაღები გამოართვა და მზერა აარიდა მის ალეწილ სახეს -მარიამ -დაიჩურჩულა მისი სახელი და მოულოდნელად მიტრიალდა, მარიამმა კარი მიკეტა და იქვე ჩაიკეცა ატირებული, ძალიან დააბნია თორნიკეს და ლაშას გრძნობებში გამოტყდომამ იმის მიუხედავად რომ მისთვის ორივე სულ ერთი იყო ახლა ამ მომენტში. დილით ტელეფონის ხმამ გააღვიძა და თავი ძლივს აწია ბალიშიდან, ტელეფონის ეკრანს დახედა და გაეცინა რადგან უკვე შუადღის ორ საათი იყო, ნომერს არც მიაქცია ყურადღება ისე უპასუხა -მარიამ-ჩაესმა თორნიკეს ჩავარდნილი ხმა და ადგილზე გაიყინა -უნდა შეგხვდე და ვილაპარაკოთ -თორნიკე მე და შენ -მარიამ ეს მე და შენ არ გვეხება-გაცეცხლდა თორნიკე -შენ და ლაშას გეხებათ -რას გულისხმობ?-საწოლზე წამოჯდა გაბრუებული გოგონა -შენს კორპუსთან მანქანით გელოდები ჩაიცვი და ჩამოდი-მიახალა ბიჭამა და გაუთიშა, მარიამს გული უსიამოთ შეკუმშა, მაშინვე ადგა, კაბა და კედები ჩაიცვა, სახეზე წყალი შეისხა, ჩანთას წამოავლო ხელი და სახლიდან გავარდა აღელვებული, კიბეები ჩაირბინა და ქუჩაში გავარდა, თორნიკე მოძებნა თვალებით და მანქანაში რომ დაინახა ცოტა არ იყოს და ეწყინა, გაბრაზებული მიაუხლოვდა, კარი გამოაღო ჩაჯდა და ისეთი ძალით მიაჯახუნა რომ თორნიკემ მაშინვე მას გახედა -ცოტა ფრთხილად-დაუღრინა და მაშინვე მანქანა დაქოქა -რატომ მოხვედი? მოხდა რამე?-ჰკითხა ისე რომ მისკენ არ გაუხედია -მოხდა-დაუღრინა თორნიკემ და მანქანა ადგილზე შემოატრიალა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა -შეგიძლია მითხრა რა მოხდა?-მოთმინების ძაფი გაუწყდა გოგონას -ის რაც ძალიან არ მოგეწონება-დაუღრინა ბიჭმა და მარიამს მიანათა მწვანე სფეროები, გოგონამ ვერ გაუძლო მის მზერას და თავადაც შეანათა არეული მწვანე სფეროები -ბოლოსდაბოლოს მეტყვი რა ჯანდაბა ხდება? -გეტყვი როცა ადგილზე მივალთ-დაუღრინა ბიჭმა და გზას გახედა -ის მაინც მითხარი ვის და რას ეხება -შენ გეხება-მიახალა თორნიკემ ისე რომ მისკენ არ გაუხედია -თორნიკე მითხარი რა ხდება-მარიამს უსიამოდ შეეკუმშა გული -მალე გაიგებ-უთხრა ბრაზნარევი ტონით და სიჩქარეს მოუმატა -თორნიკე გეყოფა, მითხარი რა ჯანდაბა ხდება! -ის რაც ყველას ცხოვრებას ძალიან მალე დაანგრევს!-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -რას ბოდავ-გაოგნდა მარიამი -ეს რას ნიშნავს? -არასწორი არჩევანი გააკეთე ქალბატონო ექიმო-შეხედა თორნიკემ არეული თვალებით და კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს -რას გულისხმობ?-ვერაფერს მიხვდა მარიამი -საკმარისია-აყვირდა ისევ ბიჭი და კიდევ რომ მოუმატა სიჩქარეს მარიამი დაიძაბა, თუმცა ხმა არ ამოუღია, ასე იარეს კარგა ხანს, როცა ცოტა დაშოშმინდა თორნიკე სიჩქარეს უკლო და ბოლოსდაბოლოს გააჩერა ერთი ძველი ნახევრად ჩამონგრეული შენობის წინ. -გადმოდი -რაა?-გაოცდა მარიამი -რაც გაიგე გადმოდი და წამომყევი-უთხრა აგრესიული ტონით და მანქანიდან გადავიდა მარიამიც გადავიდა და უკან გაყვა შეშინებული დაღვრემილ ბიჭს, რომელიც შენობაში შევიდა, მარიამს ისე შეეშინდა იქაურობის რომ თორნიკეს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, კიბეები აიარეს და ნახევრად ჩამოგდებულ კარს რომ მიადგნენ გააჟრჟოლა შიშისგამ, ისიც იფოქრა გააცეულიყო, მაგრამ თავს მოერია, რატომღაც დარწმუნებული იყო რომ თორნილესგან საფრთხე არ ელოდა, როცა ბიჭმა დაუკაკუნებლად შეაღო ოთახის კარი და შიგნით დაშევიდა, მარიამიც შეყვა ინსტიქტურად და ადგილზე გაიყინა ნანახმა უბრალოდ შოკში ჩააგდო, გაიყინა, გაქვავდა -როგორც იქნა-გაისმა ირაკლის ირონია ნარევი ხმა, რომელმაც მზერა მარიამიდან გეგაზე გადაიტანა, რომელიც სკამზე იჯდა სახე წაშლილი -მამა-აღმოხდა შეშინებულ გოგონას და გეგას მივარდა -მამა რა მოხდა?- თვალებში ჩააცქერდა გაფითრებულ კაცს -მარიამ-აღმოხდა კაცს და ირეკლის გახედა რომელმაც საღებავ აყრილ მაგიდაზე სურათები დაყარა , ინსტიქტურად მარიამმა იქეთ გაიხედა და ადგილზე გაქვავდა, თვალებს ვერ უჯერებდა -იცი ამის გამო რა გელოდება მარიამ?-თავზე წამოადგა ირაკლი ატირებულ გოგონას -მგონი იცი -დაუსისინა ყურში და თვალებში ჩააცქერდა, თან კალამი გაუწოდა გეგას -ხელი მოაწერე ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო-დაიხარა და ახლა გეგას მიაჩერდა კმაყოფილი იერით, რომელმაც კალამი გამოართვა ირაკლის და საბუთებისკენ წაიღო ხელი -მამა-ხელი დაუჭირა მარიამმა და ირაკლის მიაჩერდა -მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემი დანაშაულისთვის -მამაშენიც თუ მზადაა ...-ირაკლი გეგას მიაჩერდა-მაშინ მე წინაადეგი არ ვარ ციხეში ჩაგსვა მინიმუმ ათი წლით -თორნიკე მარიამი გაიყვანე-ახედა საცოდავად გეგამ ბიჭს -მამა არ გაბედო და ხელი არ მოაწერო-აყვირდა მარიამი -თორნიკე გაიყვანე-თავით ანიშნა გეგამ ბიჭს რომელმაც მკლავში უხეშად წაავლო ხელი აკივლებულ გოგონას და ოთახიდან გაათრია -მამა არა... ეს არ გააკეთო ძალინ გთხოვ, მამა მამა-კიოდა მარიამი და თორნიკეს მარწუხივით შემოჭდობილი ხელებისგან მაჯების დახსნას ცდილობდა -გეყოფა-უყვირა თორნიკემ -ხელი გამიშვი-დაუღრინა გოგონამ -საკმარისია-გეგა გავარდა და მარიამს მკლავში ხელი წაავლო, კიბეები კისრის ტეხვით ჩაარბენინა, თორნიკეს მანქანაში შეაგდო, გვერდზე მიუჯდა შვილს და თორნიკეს ანიშნა რომ თავადც დამჯდარიყო, როგორც კი თორნიკე საჭეს მიუჯდა გეᲒა მაშინვე აყვირდა -ამას არასოდეს გაპატიებ მარიამ გესმის? -მამა გეფიცები მე -ეს როგორ გაბედე , ეს როგორ ჩაიდინე! როგორ შეუშვი სახლში ის ნაბიჭვ.რი? მიპასუხე! -მამა მე უბრალოდ... -აივანზე გახვედით ერთად... ჯანდაბა მარიამ! ფოტოები გადაგიღეს! ჯანდაბა ჯანდაბა! -მამა უბრალოდ სალაპარაკოდ მოვიდა -მის უბრალო ლაპარაკს ჩემი კარიერა შეეწირა! გესმის ეეს? -მამა ძალიან გთხოვ... -მოვკლავ იმ ნაბიჭვ.რს -მამა არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა -ახლა ირაკლის ხელშია ჩემი და შენი თავისუფლებაც გესმის ეეს? ახლა მხოლოდ ირაკლის კეთილ ნებაზეა დამოკიდები ჩვენი ბედი! თორნიკე და ზაზაც ჩამოაშორეს ამ საქმეს! შენს გამო ყველა დავზარალდით და ეს ყველაზე მეტად შენ დაგაზარალებს! შენ გაგანადგურებს! ახლა ვეღარავინ დაგეხმარება საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში! ირაკლიმ მე ბოლო მომიღო შენი და ლაშას გუშინ გადაღებული ფოტოებით! მორჩა გესმის? მორჩა! დამთავრდა! ახლა ვეღარავის ვერასდროს ვერ დაუმტკიცებ შენს სიმართლეს, ახლა ყველაფერი ირაკლის სურვილზეა, თუ უნდა ჩაგსვამს კიდეც... -გააჩერე-დაუღრიალა მოულოდნელად თორნიკეს მარიამმა, რომელმაც ინსტიქტურად დაამუხრუჭა და როგორც კი მანქანა გაჩერდა მარიამი მანქანიდან გადავიდა და ატირებული გაიქცა ტყისკენ , თორნიკეც მაშინვე გადავიდა და გაეკიდა, მალევე დაეწია, მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ შეატრიალა სახე ალეწილი გოგონა -გამიშვი -უყვირა გაცოფებულმა მარიამმა და ხელის დახსნა სცადა-გამიშვი გთხოვ-შეეხვეწა ბოლოს მარიამი და წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა -წამოდი გთხოᲕ-უთხრა მშვიდი ტონით ბიჭმა და მანქანისკენ წაიყვანა -არ არ მინდა, არ მინდა ძალიან გთხოვ-წინააღმდეგობა გაუწია გოგონამ და როცა მეორე მანქანა მივიდა მათთან გაოცებულები მიაჩერდნენ გეგას -მე წავალ და შენ მიხედე მარიამს-უთხრა გაოცებულ თორნიკეს და ახლად მოსულ მანქანში გადაჯდა, რომელიც წამში ადგილს მოწყდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.