შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარებ! 15 თავი


25-02-2021, 20:37
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 400

თორნიკემ ცივად გაუშვა ხელი მარიამის მაჯას და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ გოგონას, რომელმაც მის დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და თავი დახარა
-მანქანაში ჩაჯექი-უთხრა მკაცრი ტონით და კარი გაუღო
-თავი დამანებე-უთხრა ჩავარდნილი ხმით მარიამმა და ზურგი აქცია
-მარიამ-დაუღრინა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და გზა გადაუჭრა -მანქანაში ჩაჯექი
-გთხოვ თავი დამანებე-დაიჩურჩულა მარიამმა და აწყლიანებული თვალები შეანათა გაცეცხლებულ ბიჭს და უმალ ცრემლები გადმოსცვივდა, ისეთი ლამაზი მოეჩვენა ახლა ამ წამს, ეს თვალები თორნიკეს, რომ Მაშინვე თავი დაკარგა, უნებურად ცივი თითები შეახო მარიამის გაფითრებულ ღაწვებს და ცრემლები მოაშორა
სახიდან- წადი, გთხოვ წადი...მარტო ყოფნა მინდა-შეეხვეწა მარიამი და როცა თორნიკემ ხელი მოაშორა მის სახეს რაღაც საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა
-არ შემიძლია-უთხრა ჩავარდნილი ხმით ბიჭმა -რატომ?-ჰკითხა ხმა აკანკალებულმა
გოგონამ -რატომ არ მიდიხარ? რატომ არ
მტოვებ?
-უბრალოდ აქ, ამ უკაცრიელ ადგილას მარტოს ვერ დაგტოვებ სულ ესაა-ითხრა უემოციო სახით და მხრები აიჩეჩა
-ამას არ ვგულისხმობ-გაბრაზდა მარიამი
-მართლა? აბა რას გულისმობ მარიამ?-გაოცებული ტონით ჰკითხა თოთქოს საერთოდ ვერ ხვდებოდა რას გულისმობდა მარიამი
-გეკითხები რატომ ხარ ისევ ჩემს გვერდით-მეთქი
-ისე უბრალოდ-მხრები აიჩეჩა თორნილემ და სიგარეტს მოუკიდა ნერვიულად
-მინდა რომ ვიცოდე-უთხრა გამომწვევი ტონით
-ამას შენთვის მნიშვნელობა აქვს?-გაღიზიანადა თორნიკე მარიამის ქცევით და უფრო მეტად მიუახლოვდა სახე წაშლილ ბიჭს -მართლა გინდა იცოდე იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, რატომ ვარ შენს გვერდით ახლა? ამ წამს?
-ჰო მინდა ვიცოდე-უთხრა მარიმმა და სუნთქვა შეეკრა როცა თორნიკეს ცხელი სუნთქვა სახეზე მიეფრქვია
-Იმიტომ რომ ასე მინდა-უთხრა გამომწვევი ტონით ბიჭმა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-რატომ გინდა სწორედ ეგ მაინტერესებს-არ მოეშვა მარიამი
-ჩემგან რა გინდა? -აფეთქდა ბიჭი -რისი მოსმენა გინდა? -უყვირა წყობრიდან გამოსულმა -მიპასუხე რისი მოსმენა გინდა?-მოულოდნელად მკლავებში მოიმწყვდია თავგზააბნეული გოგონა და მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა -გინდა გითხრა რომ მჭირდები? გინდა გითხრა რომ უშენოდ არ შემიძლია? გინდა გითხრა რომ უშენოდ ცუდად ვარ?-მოულოდნელად მზერა მის დანისლულ მწვანე სფეროებზე გადაიტანა -ეს გინდა მარიამ? ახლა ? ახლა რა იქნება როცა მოისმინე ის რისი მოსმენაც ჩემგან გინდოდა? -დაუღრიალა მოულოდნელად და ხელი გაუშვა -მასზე უარს იტყვი? -თვალებში ჩააცქერდა ატირებულ გოგონას რომელმაც უმალ ზურგი აქცია და სახეზე ხელები აიფარა, გაცეცხლებულმა ბიჭმა მეორე ღერს მოუკიდა აკანკალები თითებით და მარიამის ოქროსფერ თმას გაუშტერა არეული თვალები
-შენ ძალიან კარგი ადამინი ხარ თორნიკე... მაგრამ მე...-მისკენ მიტრიალდა მარიამი და თვალი გაუსწორა
-მაგრამ შენ Არ შეგიძლია ჩემს გრძნობას, იგივე გრძნობით უპასუხო-დაასრულა მისი სათქმელი ბიჭმა და მზერა აარიდა გოგონას ტირილისგან დასიებულ თვალებს
-მე... -უთხრა მარიამმა და გაჩუმდა
-გთხოვ არაფერი თქვა-დაიჩურჩულა თორნიკემ და მზერა მარიამის ტუჩებზე მიეყინა
კვლავ
-და შენ მაინც ჩემს გვერდით ხარ...-აღმოხდა გოგონას და კვლავ ცრემელი მოეძალა -რატომ ? რატომ? როგორ შეგიძლია იყო ასეთი კარგი და სამართლიანი ადამიანი?
-მე...არ შემიძლია ახლა ამ მძიმე წუთებში ზურგი გაქციო, რადგან არ მინდა დაიტანჯო... -უთხრა ჩავარდნილი ხმით და მზერა მარიამიდან თავის მანქანაზე გადაიტანა
-მე შენგან ასეთ მოქცევას არ ვიმსახურებ
-მარიამ სიყვარული გრძნობაა და არა თანაგრძნობა! გესმის ეეს? მე არ მჭირდება შენი თანაგრძნობა!
-თორნიკე...-რაღაცის თქმას აპირებდა მარიამი მაგრამ თორნიკემ ტუჩებზე მიადო აკანკალები თითები და გააჩუმა
-მე... შენ... შემიყვარდი... Ეს ისე თავისთავად მოხდა... ვალდებული არ ხარ გრძნობაზე გრძნობით მიპასუხო... არაფერში გადანაშაულებ! როგორც უკვე გითხარი სიყვარული თანაგრძნობა არაა! ის გრძნობაა...
-ნეტა არასდროს გამეცანი-უთხრა მოულოდნელად მარიამმა ცრემლიანი თვალებით
-რატომ? -გაბრაზდა თორნიკე -ასე რატომ ფიქრობ?
-არ მინდა რომ გული გატკინო...
-მარიამ ...-გაეცინა თორნიკეს -შენ მე უკვე მატკინე... და თან ძალიან...
-არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო
-დარწმუნებული ვარ-გაუღიმა თორნიკემ და მესამე ღერს მოუკიდა -უბრალოდ ასე მოხდა არა?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით და მზერა მის ამღვრეულ თვალებზე გადაიტანა
-თორნიკე გთხოვ არ გინდა...ძალიან ცუდად ვარ... ძალიან მტკივა გული
-მარიამ მე შენგან არაფერს ველი... არც არაფერს ვითხოვ... არც არაფერში გადანაშაულებ...მაგრამ მინდა იცოდე რომ მე მთელი ცხოვრება დაგელოდები-თორნიკე მიუახლოვდა დაბნეულ გოგონას და მისი სახე ხელებში მოიქცია
-თორნიკე არაფერის თქმა არ შემიძლია ახლა შენთვის
-ვიცი მაგრამ მე მაინც უსასრულოდ
დაგელოდები...-უთხრა ჩავარდნი ხმით ბიჭმა
-თორნიკე გთხოვ არ გინდა-შეეხვეწა მარიამი
-ვიბრძოლებ შენთვის მარიამ, გესმის? ასე მარტივად ვერ დაგთმობ... მაგარამ...
-თორნიკე გთხოვ-მარიამმა ტუჩებზე მიადო ცივი თითები, თორნიკემ მაშინვე დაუჭორა და ცხელი ტუჩები მიაწება მის ცივ თლილ თითებს
-ჩემს სიყვარულს თავზე არ მოგახვევ მარიამ, მაგრამ ვიბრძოლებ...
-თორნიკე გეყოფა-სულ დააბნი ისედაც თავგზააბნეული გოგონა
-მაინც მექნება იმის იმედი რომ შემიყვარებ! მაგრამ ჩემთვის ჩუმად გულში გესმის?-და ერთმანეთს თვალებში მიაჩერდნენ, უსასრულოდ გაიწელა ეს წამები და გონს მხოლოდ ტეფონის ზარის ხმამ მოიყვანა ორივე, მარიმმა ეკრანს არც დახედა ისე უპასუხა
-მარიამ-ჩაესმა ლაშას ჩავარდნილი ხმა და ადგილზე გაშეშდა ამრიამი, სახე წაეშᲐლა გოგონას და ინსტიქტურად თორნიკეს შეხედა, რომელიც მარიამის რეაქციით მაშინვე მიხვდა ვინ ელაპარაკებოდა დაძაბული გოგონას
-როგორ ბედავ ჩემთან დარეკვას-პირველი Გაოცების და დაბნეულობის ტალღამ რომ გადაუარა ამფთქდა და ტეფონში ბოლო ხმაზე ჩაჰყვირა
-უნდა გნახო ახლავე
-რას ბოდავ-უყვირა გოგონამ და ზურგი აქცია გაცეცხლებულ თორნიკეს, რომელმაც ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად ხელები მომუშტა
-მარიამ ახლავე უნდა შეგხვდე და დაგელაპარაკო
-გაგიჟდი? შეიშალე? Იცი შენს გამო რისი გადატანა მომიწია?
-ვიცი რაც მოხდა და მინდა რომ შეგხვდე და დაგელაპარაკო
-საკმარისია გეყოფათ, ღმერთო აღარ შემიძლია, თავი დამანებეთ-ჩაჰყვირა ტელეფონში და მაშინვე მოისროლა აკანკალები ხელებით -საკმარისია თავი დამანებეთ დავიღე, აღარ შემიძლია გეყოფათ ჩემი წამება-აღმოხდა სახე წაშლილ გოგონას რომელიც მუხლებით მიწაზე დაეცა და ატირდა , თორნიკე კი ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და მიკარებას ვერ ბედავდა მარიამთან, ბოლოს ვეღარ გაუძლო მისი ტანჯვის ყურებას მიუახლოვდა დაიხარა და ხელში აიტაცა -რას აკეთებ ხელი გამიშვი-შეანათა ჩაწითლებული თვალები სახე ალეწილ ბიჭს
-ვცდილობ დაგეხმარო-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა და მანქანისაკენ წაიყვანა
-დამსვი-უყვირა მიულოდნელად გოგონამ და თორნიკემაც მაშინვე დასვა -შენთან ერთად არსად წამოვალ, საკმარისია თავი დამანებეთ, ყველამ თავი დამანეᲑეთ, ძალიან გთხოვ უბრალოდ წადი და მარტო დამტოვე აღარ შემიძლია ამის ატანა
-მანქანაში ჩაჯექი თორემ ძალით ჩაგტენი-დაᲣრრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა და თვალებში ჩააცქერდა დაბნეულ გოგონას
-რაა?-აფწთქდა მარიამი
-რაც გაიგე-უყვირა თორნიკემ და მანქანის კარი გამოაღო -დაჯექი! ფაქტიურად უბრძანა
-თავი ვინ გგონია? როგორ მელაპარაკები
-დაჯექი!-გაუმეორა Მშვიდად და მარიამს რეაქცია რომ არ ჰქონდა მაშინვე ხელში აიტაცა მანქანაში ჩატენა აყვირებული გოგონა, კარი დაუკეტა და საჭეს მშვიდად მიუჯდა და დაქოქა
-ახლავე გააჩერე-უთხრა არეული ხმით გოგონამ
-რომ არ გავაჩერო რა იზამ?-მარიამისკენ მიიხედა თორნიკემ გაბრაზებული სახით
-ახლავე გააჩერე ეს წყეული მანქანა-ნერვებმა აიყოლია გოგონა და ჯავრის ამოყრა თორნიკეზე გადაწყვიტა, კარს დაეჯაჯგურა და იქამდე აწვალებდა სანამ წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა არ გადააყენა და არ გააჩერა მანქანა -კარი გააღე-უბრძანა ისევ
-მარიამ გეყოფა!-თვალები დაუბრიალა ბიჭმა და მანქანა დაქოქა, გზატკეცილზე ააგდო და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
გაცეცხლებული გეგა სახლში თავპირდალეწილი რომ მივიდა სოფო და ტყუპები შეშინებულები მიაჩერდნენ
-რა დაგემართა-ჰკითხა ხმა აკანკებულმა სოფომ და მაშინვე სიგარეტს დაწვდა
-ყვლეფარისთვის პასუხს ვაგებინებ-დაუღრინა ცოლს, მისაღებში შევარდა და მაგიდას ეცა, ყველაფერი ძირს გადმოყარა და მაინც რომ ვერ დაშოშმიმდა მთლიანად მაგიდაა ააყირავა
-რა დაგემართა? ვისთან იჩხუბე? -სოფო უარესად დაიძაბა
-ყველას სათითაოდ ვაგებინე პასუხს-აღრიალა ბოლო ხმაზე და სკამი შეახეთქა კედლეს -ჯერ ლაშა გავანადგურებ, მერე გურამს, ბოლოს ირაკლის ! მაინც მივწვდები მაგ ნაბიჭ.არს და ჩემი დამცირებისთვის პასუხს ვაგებინებ, ყველას გავანადგურებ! ყველა დაისჯება
-რა ჯანდაბა დაგემართა?-ვერაფერს მიხვდა სოფო
-მერე კი დათოსთვისაც მოვიცლიდაუღრინა ცოლს
-დათო რაღა შუაა?-გაცეცხლდა სოფო-ყოფილი ცოლის ქმართანა რაღა გესაქმება?
-შენი პრობლემა მაია და დათოა?- აფეთქდა გეგა-ჰო დათოსთან ვიჩხუბე ახლა მაგრამ ...
-რა გემართება?-გაღიზიანდა სოფო
-Დღეს ჯანმრეთობის მძიმე მდგომარეობის გამო გადავდექი-დაუღრიალა ცოლს ყურში
-რას ბოდავ-შეანათა არეული თვალები სოფომ ქმარს
-ირაკლიმ მაიძულა, კუთხეში მიმიმწყვდია... ლაშა და მარიამის ფოტოები დამიყარა ცხვირწინ...
-მარიამის გამო არა? იმ შტერი გოგოს გამო
არა?-დაუღრიალა სოფომ ქმარს-ხომ გეუბნებოდი? ხომ გაფრთხილებდი? -იყვირა ბოლო ხმაზე ქალმა და გეგამ სახეში რომ გაარტყა ადგილზე გაიყინა
-ის ჩემი შვილია გესმის? ჩემი შვილი-თვალებში ჩააცქერდა სახე წაშლილ ცოლს
-იცი რაა? ძალიან კარგი რომ ასე მოხდა-უთხრა ზიზღით სოფომ ქმარს -ის მიიღე რასაც იმსახურებდი
-რას ბოდავ-დაუღრინა გეგამ ცოლს
-ახლა სამართალმა იზეიმა, მარიამმა უნებურად სამაგიერო გადაგიხადა იმ თვარამეტი წლისთვის რომელიც მისგან შორს გაატარე -მიახალა სოფომ ქმარს
-შენს გამო-დაუჩურჩულა გეგამ ცოლს-შენს გამო ვთქვი უარი მათზე, შენს გამო მივატოვე ისინი, შენ რომ არ აგებნია თავგზა ჩემთვის მაიას ასე არ მოვექცეოდი, ასე არ დავამცირებდი მთელი სამი წელი...
-მამა რას ამბობ-გაოგნდა მარიანა
-ჰო მე მამათქვენის საყვარილი ვიყავი მთელი სამი წელი სანამ ცოლს გაშორდებოდა-უყვირა სოფომ კუთხეში მიყუჟულ გოგონებს, ყველაფერი ჩემი ბრალია, მე დავანგრიე მათი ბედნიერი ოჯახი და მარიამი მამის გარეშე დავტოვე... ყველაფერი ჩემი ბრალია -თქვა ირონიული ტონით სოფომ, ქმარს გვერდი აუქცია გოგონებს მიუახლოვდა და სევდიანი თვალებით მიაჩერდა -არ შემდგარი ქალის! არ შემდგარი ოჯახი! რომელიც მაინც ჩამოინგრა მისი ყველა მცდელობის მიუხედავად ! იცით რატომ გოგონებო? იმიტომ რომ მე მეშინოდა... იცით რატომ მეშინოდა? იმიტომ რომ არ შემდგარი ქალი ვიყავი, ცარიელი...საცოდავი...უბრალო... უძლური რომელიც კაცს მიეწება ცხოვრების გასაგრძელებლად, წარმატებისთვის, ფულისთვის, სიყვარულისთვის...
მარიამმა მთელი ღამე თეთრად გაათენა, ვერაფრით შეძლო დაძინება უცხო სახლში სადაც თორნიკემ მიიყვანა, ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა თორნიკეზე, ლაშაზე, მამაზე, დედაზე, ფიქრისგან ლამის თავი გაუსკდა ამიტომ საწოლიდან ადგა და მისაღებში გავიდა, სადაც მოღუშული სახით დივანზე იჯდა თორნკე და ვისკის წრუპავდა ნახევრად სავსე ჭიქიდან, გოგონა თავზე წამოადგდა და გაოცებულმა ბიჭმა არეული თვალებᲘთ ახედა, მარიამმა მისი ჩამუქებული სფეროებიდან მზერა მის ჭიქაზე გადაიტანა
-შეგიძლია ეომ მეც დამისხა?- ჰკითხა ჩავრდნილი ხმით, თორნიკეც მაშინვე წამოდგა და ერთმანეთთან ისე ახლოს აღმოჩნდნენ რომ ერთმანეთის ცხინსუნთქვა სახეზე მიეფრქვიათ, რამდენიმე წამს ასე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და თვალებში უყირებდნენ რთმანეთს, ბოლოს ისევ თორნიკე მოერია თავს და გვერდი აუქცია, ჭიქა და ვისკის ახალი ბოთლი გამოიღო კარადიდან, მშვიდად გახსნა, ჭიქაში დაასხა მჟავე სითხე და გოგონას გაუწოდა რომელმაც სწრაფად გამოართვა და ისე მიიტანა ტუჩებთან ჭიქა რომ თორნიკეს ამღვრეული მწვანე სფეროებისთვის თვალი არ მოუშორებია, ცოტა მოსვა და ისე დაჯდა დივანზე რომ კვლავ თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის, თორნიკე ძალიან გააღიზიანა მისმა ქცცევამ, ამიტომ ვისკით შეივსო ჭიქა და მოიყუდა
-ლაშა უდანაშაულოა-დაარღვია გამაყრუებელი სიჩუმე თორნიკეს ხმამ და გაოგნებული გოგონა მას მიაჩერდა
-რაა?-აღმოხდა გაოცებულ გოგონას
-უდანაშაულოა-გაუმეორა მშვიდი ტონით და მის გვერდზე დაჯდა
-თორნიკე -დაიბნა მარიამი
-გაგიხარდა არა?-გაღიზიანდა ბიჭი მისი გაბრწყინებული სახის შემხედვარე
-ეს მართლა ასეა?-ჩაეკითხა დაბნეული გოგონა
-ლაშა თავიდანვე სიმართლეს ამბობდა... ის უკვე ნაავარიებ მოტოციკლს დაეჯახა... იმ ბიჭს სხვა დაეჯახა განზრახ და არა ლაშა, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებდა
-შენ საიდან იცი?
-ვიცი-უთხრა თორნიკემ და ჭიქა ბოლომდე დაცალა
-ანუ შეიძლება რომ მე ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიო?-ვერ იჯერებდა გოგონა
-სამწუხაროდ დავაგვიანე და მამაშენის გადაყენებაში ხელი ვერ შევუშალე ირაკლის მაგრამ შენს გადარჩენას ნამდვილად შევძლებ მისი კლანჭებიდან
-შეგიძლია დაწვრილებით მომიყვე რა და როგორ მოხდა?-თორნიკეს პროფილს მიაჩერდა დაბნეული გოგონა
-ლაშა დაეჯახა ყოფილ პოლიცილეს შალვა ჯავახს.
ადრე ეს ბიჭი რესტორანში ლაშას ცოლს გადაეკიდა რის გამოც, ლაშამ და მაგრად იჩხუბეს, მოკლეთ ლაშა დააკავეს პოლიციელზე თავდასხმისთვის... რამდენიმე დღე იჯდა... მერე გამოუშვეს... მოკლეთ ახლა რომ ავარია მოხდა აბრალებდნენ განზრახ დაეჯახეო... მოკლეთ ლაშა შემხვდა გაქცევის მერე და მითხრა მე ძალით არ დავჯახებივარო, შემთთხვევით ნაავარიევს დავეჯახეო... მეც დავუჯერე იმიტომ რო. ეს საქმე შეთითხნილს გავდა თავიდანვე... ჰოდა დავიწყე ამ შალვას წარსულის ქექვა და გავარკვიე რომ ლაშაზე საშიშ ტიპთან ჰქონდა პრობლემა, მის ცოლთან იწვა თუ რაღაც ჰოდა კამერებში იმ ტიპის მანქანის ძებნა დავიწყე იმ ღამეს და ვნახე კიდეც უკან როგორ მისდევდა შალვას გარკვეული გზის მონაკვეთზე, მერე კი დაეტაკა, იქ სადაც კამერები არ იყო... მოკლედ ამ ტიპმა ის მანქნა ავარიიდან მსამე დღესვე გაყიდა... ჰოდა მივხვიდ ეგ იყო რა... მთელი სამი თვე ამ საქმეს გადავყევი...კომიდან რომ გამოსულიყო შალვა ყველაფერი დალაგდებოდა მაგრამ ძალაინ მძიმეთაა...ამ ძიებით შედეგიც მივიღე დავრწმუნდი ლაშას სიმართლეში, მაგრამ ეს საკმარისი არაა, ახლა მტკიცებულებებს ვაგროვებ... ის არაფერი გამოვა... მაგრამ დამაგვიანდა მამაშენი კუთხეში მიიმწყვდიეს-თორნიკე მშვიდად უყვებოდა ამბავს და მარიამს სიტყვა ,,ლაშას ცოლოს" მერე არაფერი აღარ
გაუგონია -ამ საქმეს ჩამომაშორეს მაგრამ მაინც არ შევეშვები
-რატომ?-ჰკითხა დაბნეულმა და ატირებულმა გოგონამ როცა თორნკემ ნიკაპზე ხელი მოკიდა თორნიკემ და თავი თავისკენ შეატრიალებინა
-შენს გამო! მხოლოდ შენს გამო! -უთხრა სუნთქვ არეულმა ბᲘჭმა



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

წინა თავზეც მინდოდა კომენტარის დაწერა მაგრამ გაჭედა და თავი დავანებე. ამ თავზე რა გითხრა. ძალიან კარგია, მართლა ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები მთლიანობაში, მაგრამ მარიამი თუ იმ გოგოების რიგს მიეკუთვნება ცუდ ბიჭებზე რომ ეკეტებათ, რაღაც არ ვეწყობი კარგად. თითქოს ეგრეც არ არის. თითქოს კი არა, არაა ეგრე მაგრამ ხომ გითხარი მაბნევენ შენი პერსონაჟები, ან ბოლომდე ვერ ვწვდები მათ ფიქრებს. მაგრამ ის აშკარაა რომ ერთ წუთში სხვა რამეს აკეთებს, მეორე წუთში სხვას. ხან თითქოს თორნიკე მოსწონს, ხან ლაშა, ხან კიდევ საერთოდ ორივე ეზიზღება. მაგრამ თორნიკე ძალიან კარგი პერსონაჟია. სოფოზე რა გითხრა, არ მომწონდა ეგ ქალი თავიდანვე და ვერ ვიტყვი რომ გეგამ კარგი ქნა, არაა მოსაწონი როცა კაცი ქალს დაარტყამს, მითუმეტეს შვილების დედას, მაგრამ კარგია რომ თავისი ადგილი მიუჩინა და შეცდომაც უჩვენა. მოკლედ წარმატებები.❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

ეს თავი ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა რატო შემოვვარდი აქ გეტყვი...
შემთხვევით აღმოვაჩინე რომ წინა თავზე ჩემმა სეხნიამ დატოვა კომენტარი, ლაშას და მარიამის წყვილი არ მინდაო. შენი პასუხი წავიკითხე და სავარუდოდ მე გეგონე. ხოდა რაის ლაშა არ მინდა კაცო joy პირიქით.. აბსოლუტურად ნეიტრალურად ვარ განწყობილი ყველა პერსონაჟის მიმართ, გარდა გეგასი და სოფოსი (ესენი არ მომწონან). თორნიკესა და ლაშას დატოლება რამდენიმე თავის წინ შევწყვიტე. სულერთია ვისზე შეაჩერებს არჩევანს. ერთადერთი რასაც ვბალეშიკობ მარიამის უდანაშაულობის დამტკიცებაა. ამ ისტორიაში ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე სასიყვარულო ხაზი.

ეს ვინღააო თუ გაიფიქრე, მე ის ვარ "ტირანის" მეორე თავი რომ მინდოდა. joy

პს: ახლა წავალ წავიკითხავ, წინა კომენტარის ავტორისგან შევიტყვე, რომ ვიღაცას ვიღაცისთვის უთხლეშია.. ხოდა ჩემი ჯავრი კი ამოიღო, მაგრამ კაცი რო მაგას გააკეთებს არაა მაი კაი საქციელი wink და არავინ გამომიხტეს ახლა აქ, სანდრო აბა რას შვრებოდაო. დავიფრენ უდედო კნუტივით joy

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენე

იმედია სოფო გაქრება ბოლოს თორე უკვე ნერვებს მიშლის დდდდ მარიამიც მაგრამ დალაგდება ყველაფერი იმედია ❤️❤️

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
წინა თავზეც მინდოდა კომენტარის დაწერა მაგრამ გაჭედა და თავი დავანებე. ამ თავზე რა გითხრა. ძალიან კარგია, მართლა ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები მთლიანობაში, მაგრამ მარიამი თუ იმ გოგოების რიგს მიეკუთვნება ცუდ ბიჭებზე რომ ეკეტებათ, რაღაც არ ვეწყობი კარგად. თითქოს ეგრეც არ არის. თითქოს კი არა, არაა ეგრე მაგრამ ხომ გითხარი მაბნევენ შენი პერსონაჟები, ან ბოლომდე ვერ ვწვდები მათ ფიქრებს. მაგრამ ის აშკარაა რომ ერთ წუთში სხვა რამეს აკეთებს, მეორე წუთში სხვას. ხან თითქოს თორნიკე მოსწონს, ხან ლაშა, ხან კიდევ საერთოდ ორივე ეზიზღება. მაგრამ თორნიკე ძალიან კარგი პერსონაჟია. სოფოზე რა გითხრა, არ მომწონდა ეგ ქალი თავიდანვე და ვერ ვიტყვი რომ გეგამ კარგი ქნა, არაა მოსაწონი როცა კაცი ქალს დაარტყამს, მითუმეტეს შვილების დედას, მაგრამ კარგია რომ თავისი ადგილი მიუჩინა და შეცდომაც უჩვენა. მოკლედ წარმატებები.❤❤

მადლობა გამოხმაურებისთვის, მარიამი ნელ-ნელა გაერკვევა საკუთარ გრძნობებში მაგრამ ეს მხოლოდ ტკივილს მიაყენებს მას, რის გამოც უარის თქმა მოუწევს ამ გრძნობაზე.
სოფო და გეგას ურთიერთობაც ჯერ-ჯერობით ისევ არეული იქნება

სტუმარი ელენე
ეს თავი ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა რატო შემოვვარდი აქ გეტყვი...
შემთხვევით აღმოვაჩინე რომ წინა თავზე ჩემმა სეხნიამ დატოვა კომენტარი, ლაშას და მარიამის წყვილი არ მინდაო. შენი პასუხი წავიკითხე და სავარუდოდ მე გეგონე. ხოდა რაის ლაშა არ მინდა კაცო joy პირიქით.. აბსოლუტურად ნეიტრალურად ვარ განწყობილი ყველა პერსონაჟის მიმართ, გარდა გეგასი და სოფოსი (ესენი არ მომწონან). თორნიკესა და ლაშას დატოლება რამდენიმე თავის წინ შევწყვიტე. სულერთია ვისზე შეაჩერებს არჩევანს. ერთადერთი რასაც ვბალეშიკობ მარიამის უდანაშაულობის დამტკიცებაა. ამ ისტორიაში ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე სასიყვარულო ხაზი.

ეს ვინღააო თუ გაიფიქრე, მე ის ვარ "ტირანის" მეორე თავი რომ მინდოდა. joy

პს: ახლა წავალ წავიკითხავ, წინა კომენტარის ავტორისგან შევიტყვე, რომ ვიღაცას ვიღაცისთვის უთხლეშია.. ხოდა ჩემი ჯავრი კი ამოიღო, მაგრამ კაცი რო მაგას გააკეთებს არაა მაი კაი საქციელი wink და არავინ გამომიხტეს ახლა აქ, სანდრო აბა რას შვრებოდაო. დავიფრენ უდედო კნუტივით joy

ძალიან მიახარია რომ გამომეხმაურე, რაც შეეხება გეგას და სოფოს ესენი ჯერ კიდევ ვერ გამოსწორდებიან.
ლაშას და თორნიკეს რაც შეეხება, ორივე გულწრფელია მარიამთან მიმართებაში, თუმცა მათ ბედს სხვა ადამინის გამოჩენა გადაწყვეტს.
ამ ისტორიის მერე ფიქრი აუცილებლად სანდროზე უნდა დავიწყო და როგორმე მოვარჯულო :D

სტუმარი ელენე
იმედია სოფო გაქრება ბოლოს თორე უკვე ნერვებს მიშლის დდდდ მარიამიც მაგრამ დალაგდება ყველაფერი იმედია ❤️❤️

ჯერ კიდევ ბევრი სირთულე ელოდება მარიამს წინ❤ მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება

 


№5 სტუმარი ეკა

mikvarss ❤ warmatebebi ????

 


№6  offline მოდერი ნეაკო

ეკა
mikvarss ❤ warmatebebi ????

მადლობა ჩემო კარგო ❤❤❤

 


№7  offline წევრი Life is beautiful

...
"შენს გამო, მხოლოდ შენს გამო! "
მართლა უყვარს ამ ბიჭს და რა ვუყო.
"შემიყვარებ! "... ანუ თორნიკე შეუყვარდება არა? მაგრამ მაშინ რატომ მიეყინა გონება, ლაშას ცოლზე?

სოფო მართლა შემეცოდა, რამდენი პრობლემის გადალახვა მოუწია და თავისთავად ეშინია, რომ შვილებმაც ასეთი სირთულე არ გამოიარონ.
საერთო ჯამში ველოდები ალექსს და მარიანას. ♥️

 


№8  offline მოდერი ნეაკო

Life is beautiful
...
"შენს გამო, მხოლოდ შენს გამო! "
მართლა უყვარს ამ ბიჭს და რა ვუყო.
"შემიყვარებ! "... ანუ თორნიკე შეუყვარდება არა? მაგრამ მაშინ რატომ მიეყინა გონება, ლაშას ცოლზე?

სოფო მართლა შემეცოდა, რამდენი პრობლემის გადალახვა მოუწია და თავისთავად ეშინია, რომ შვილებმაც ასეთი სირთულე არ გამოიარონ.
საერთო ჯამში ველოდები ალექსს და მარიანას. ♥️

მარიამი ძალიან დაიბნევა მაგრამ საბოლოოდ მის არჩევანს სხვა ადამიანი გამოჩენა განაპირობებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent